You are on page 1of 9

ახალგაზრდული

კანის
შენარჩუნება
ადამიანის ყველაზე დიდი
და ამავდროულად
მნიშვნელოვანი ორგანო
კანია. ჩვენს სხეულზე არ
არსებობს უბანი, კანით რომ
არ იყოს დაფარული.
ამიტომ კანის მოვლა
სიცოცხლის პირველივე
დღეებიდან უნდა დავიწყოთ.
მაგიური და მომენტალური ეფექტის
მქონე კოსმეტიკური პროცედურების
გარდა, რისთვისაც ესთეტური
სილამაზის ცენტრებს მივმართავთ
ხოლმე, საკუთარი ძალებით, სხვისი
დახმარების გარეშე შეგვიძლია
მივაღწიოთ იმას, რომ
მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ
ჩვენი კანის ახალგაზრდული იერი
და გამოვიყურებოდეთ ჩვენს
ასაკთან შედარებით
ახალგაზრდულად. როგორ
შეგვიძლია ამის მიღწევა?
01
გავზარდოთ C ვიტამინის
მოხმარება, რომელიც კანში
კოლაგენის გამომუშავებას უწყობს
ხელს, შესაბამისად
ახალგაზრდული იერის
შენარჩუნებაში გვეხმარება.
ამიტომაც, აუცილებლად ჩართეთ
ყოველდღიურ კვების რაციონში
ისეთი პროდუქტები, როგორიცაა
ფორთოხალი, გრეიფრუტი,
ბულგარული წიწაკა, კივი,
პომიდორი და მარწყვი.
02
გავზარდოთ ცილების მოხმარება,
რომელიც კანის უჯრედების
ფუნქციონირების თითქმის ყველაზე
ეტაპზე მნიშვნელოვან როლს
ასრულებს: ეს ეხება როგორც
კოლაგენის გამომუშავებას, ასევე
უჯრედების აღდგენის პროცესს.
ამიტომაც, ცილა აქტიურად უნდა
ფიგურირებდეს თქვენს ყოველდღიურ
რაციონში. უპირატესობა მიანიჭეთ
ნაკლებცხიმიან ცილებს, თევზი,
საქონლის და ქათმის ფილე. მათ
გარდა, ნაკლებცხიმიანი რძის
პროდუქტები და თხილეულიც ცილების
არაჩვეულებრივი წყაროა.
03
სალათების შესაკაზმად
მაიონეზის ნაცვლად ზეითუნის
ზეთი გამოიყენეთ, რომელიც
ორგანიზმს A და E
ვიტამინებით მოამარაგებს და
კანის უჯრედებს თავისუფალი
რადიკალების მავნე
ზემოქმედებისგან დაიცავს.
04
დეკორატიული კოსმეტიკის
პროდუქტებიდან თავი
შეიკავეთ პუდრას
გამოყენებისგან, ვინაიდან
ის ღრმად ჯდება ფორებში
და ნაოჭებში და ხაზს
უსვამს მათ არსებობას.
05
გამოიყენეთ ბრონზერი,
რომელიც კანზე გაჩენილ
ასაკობრივ და პიგმენტურ
ლაქებსაც შენიღბავს და
სახის კანსაც ჯანსაღ და
ლამაზ ბზინვარებას
შესძენს.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like