You are on page 1of 6

1) რომელი ოკეანის აუზს მიეკუთვნება ოხოტის ზღვა?

ა) ინდოეთის: ბ) წყნარი; გ) ატლანტის; დ) ჩრდ.ყინულოვანი.


2) ხმელთაშუა ზღვაში არ მდებარეობს კუნძული:
ა) მალტა; ბ) სარდინია; გ) ირლანდია; დ) კორსიკა
3) რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მდებარეობს აფრიკაში?
ა) ატლასის მთები; ბ) დრაკონის მთები; გ) ვიქტორიის ტბა; დ) ზემო ტბა
4) საქართველოს რომელ მხარეში მიედინება მდინარე ალაზანი?
ა) კახეთში; ბ) იმერეთში; გ) ქვემო ქართლში; დ) რაჭა-ლეჩხუმში
5) კუნძული დიდი ბრიტანეთი ევროპისგან გამოყოფილია:
ა) ჩრდილოეთის სრუტით; ბ) დარდანელის სრუტით;
გ) ინგლისის არხით; დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
6) ევროპის უმაღლესი მწვერვალია:
ა) შხარა; ბ) მონბლანი; გ) არარატი; დ) იალბუზი
7) რომელი სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება ლოპოტაში?
ა) მურა ნახშირი; ბ) მარმარილო; გ) დიატომიტი; დ) ნავთობი
8) რომელი ქალაქი არ არის შიდა ქართლში?
ა) გორი; ბ) ბოლნისი; გ) ხაშური; დ) კასპი
9) რომელი დასახლებული ობიექტი არ მდებარეობს კახეთში?
ა) საგარეჯო; ბ) ცაგერი; გ) გურჯაანი; დ) სიღნაღი.
10) რომელი ნაკრძალი მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე?
ა) ლაგოდეხის; ბ) ალგეთის; გ) ბიჭვინთის; დ) საგურამოს
11) რომელი კურორტი მდებარეობს კახეთის ტერიტორიაზე?
ა) წყალტუბო; ბ) საირმე; გ) ციხისძირი; დ) ახტალა
12) რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მდებარეობს საქართველოს სამხრეთ
საზღვარზე?
ა) შავშეთის ქედი; ბ) კარწახის ტბა; გ) გუდამაყრის ქედი; დ) ლოქის ქედი
13) საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა არ არის?
ა) თურქეთი; ბ) სომხეთი; გ) ირანი; დ) აზერბაიჯანი
14) საქართველოს ყველაზე მოკლე საზღვარი აქვს?
ა) თურქეთთან; ბ) სომხეთთან; გ) რუსეთთან; დ) აზერბაიჯანთან
15) საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილია?
ა) დაბა ლესელიძე; ბ) ნასოფლარი აიბგა;
გ) აგრიჩაის და ალაზნის შესართავი; დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
16) საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს:
ა) ზ.დ 500 მ-მდე; ბ) 500-1000 მ-მდე; გ) 1000-1500 მ-მდე; დ) 1500-2000 მ-მდე.
17) კავკასიონის მთიანეთის ფარგლებში არ გამოყოფენ?
ა) სვანეთის მონაკვეთს; ბ) ახალციხის მონაკვეთს;
გ) ფშავის მონაკვეთს; დ) რაჭის მონაკვეთს
18) აღმოსავლეთ კავკასიონის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს არ მიეკუთვნება?
ა) დუშეთი; ბ) ლეჩხუმი; გ) ხევსურეთი; დ) მთიულეთი
19) საქართველოში მანგანუმს მოიპოვებენ?
ა) ფოთთან; ბ) ჭიათურაში; გ) გორთან; დ) ყვარელში
20) ალბედო არის:
ა) ჰაერის მასების მოძრაობა
ბ) მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციის ქარი
გ) არეკვლის სიდიდე
დ) მზის მიერ სინათლისა და სითბოს გამოსხივება
21) საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის?
ა) კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში
ბ) მთა მტირალაზე
გ) ელდარის ვაკეზე
დ) წითელ ხიდდთან, აზერბაიჯანის საზღვარზე
22) შავი ზღვის აუზს არ განეკუთვნება:
ა) მდ. ბზიფი; ბ) მდ. სუფსა; გ) მდ. ლიახვი; დ) მდ. ლიახვი
23) კასპიის ზღვის აუზს არ განეკუთვნება:
ა) მდ. არაგვი; ბ) მდ. ენგური; გ) მდ. ალაზანი; დ) მდ. თერგი
24) შავი ზღვის ნავსადგური არ არის:
ა) სოხუმი; ბ) ხობი; გ) ფოთი; დ) ბათუმი
25) შავი ზღვისპირა ქვეყანა არ არის:
ა) უკრაინა; ბ) რუმინეთი; გ) მოლდოვა; დ) ბულგარეთი
26) საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ეწყება ყოველ:
ა) 3 წელიწადში ერთხელ; ბ) 5 წელიწადში ერთხელ;
გ) 6 წელიწადში ერთხელ; დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
27) საქართველოში შავი მეტალურგიის უმსხვილესი ცენტრი მოქმედებს:
ა) ქუთაისში; ბ) აბაშაში; გ) რუსთავში; დ) თბილისში
28) საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს:
ა) მდ. არაგვზე; ბ) მდ. მტკვარზე; გ) მდ. რიონზე; დ) მდ. ენგურზე
29) რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მდებარეობს აზიაში?
ა) ტიბეტის ზეგანი; ბ) მდ. ლენა; გ) დიდი წყალგამყოფი ქედი; დ) ჩინეთის დიდი ვაკე
30) რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში?
ა) ბრაზილიის ზეგანი; ბ) ლა-პლატის დაბლობი;
გ) მდ.წმინდა ლავრენტი; დ) მდ.პარანა
31) რომელი გეოგრაფიული ობიექტი არ მდებარეობს ევროპაში?
ა) ანდები; ბ) ალპები; გ) აპენინის ნახევარკუნძული; დ) მდ. დუნაი
32) რომელი ობიექტი არ არის იმერეთში?
ა) სამტრედია; ბ) ახალციხე; გ) ზესტაფონი; დ) ტყიბული
33) რომელი ობიექტი არ არის სამეგრელოში?
ა) მარტვილი; ბ) ხობი; გ) სენაკი; დ) ხონი
34) გაეროს შტაბ-ბინა მდებარეობს:
ა) ჩიკაგოში: ბ) ნიუ-იორკში; გ) ამსტერდამში; დ) ტოკიოში
35) დღეისათვის ნატოს წევრია:
ა) 17 ქვეყანა; ბ) 20 ქვეყანა; გ) 28 ქვეყამა; დ) 31 ქვეყანა
36) რომელი კურორტი მდებარეობს იმერეთის ტერიტორიაზე?
ა) წყალტუბო; ბ) ბახმარო; გ) შოვი; დ) ახტალა
37) რომელი მიეკუთვნება ენერგიის არატრადიციულ რესურს?
ა) ქარი; ბ) ნავთობი; გ) ქვანახშირი; დ) ტორფი
38) რა ეწოდება ჰაერის მასების მოძრაობას?
ა) ფიონი; ბ) ვერტიკა;ური გრადიენტი:
გ) ატმოსფერული ცირკულაცია; დ) ბარომეტრული საფეხური
39) ურბანიზაცია არის:
ა) შედარებით მცირე ტერიტორიაზე ქალაქების თავმოყრა
ბ) ქალაქების ფუნქციების განმსაზღვრებელი მაჩვენებელი
გ) ქალაქის როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გამოიხატება ქალაქების
მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდით და ქალაქური ცხოვრების წესის
გავრცელებით
დ) თანაფარდობა ქალაქებისა და სოფლების რაოდენობას შორის
40) რა ეწოდება სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის ისეთ ფორმას, როცა
ადმინისტრაციულ ერთეულებს აქვთ ავტონომია მმართველობის მრავალ სფეროში?
ა) მონარქია; ბ) ფედერაცია; გ) უნიტარიზმი; დ) რესპუბლიკა
41) რა ეწოდება მატერიალური წარმოების იმ დარგს, რომლის დანიშნულებაა
მოსახლეობის მომარაგება კვების პროდუქტებით და ნედლეულის წარმოება
მრეწველობის სხვადასხვა დარგისთვის?
ა) კვების მრეწველობა; ბ) სოფლის მეურნეობა;
გ) პირველადი დარგი; დ) მსუბუქი მრეწველობა
42) ევროპის კონტინენტზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კლიმატური სარტყლებო
შემდეგი თანმიმდევრობით ვრცელდება:
ა) სუბარქტიკული, ზომიერი, ტროპიკული, სუბტროპიკული
ბ) ტროპიკული, ზომიერი, სუბტროპიკული, არქტიკული
გ) არქტიკული, სუბარქტიკული, ზომიერი, სუბტროპიკული
დ) არქტიკული, ზომიერი, ტროპიკული, ეკვატორული
43) თუ ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი 27-ა, შობადობა კი 81. რას უდრის
სიკვდილიანობის მაჩვენებლის სიდიდე?
ა) 9; ბ) 30; გ) 54; დ) 104
44) ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში იმიგრანტთა რაოდენობამ 25 000 ადამიანი შეადგინა,
ემიგრანტთა რაოდენობამ კი 13 000. რამდენით გაიზარდა ან შემცირდა ამ ქვეყნის
მოსახლეობის რაოდენობა?
ა) გაიზარდა 12 000-ით; ბ) შემცირდა 38 000-ით;
გ) შემცირდა 12 000-ით; დ) გაიზარდა 38 000-ით
45) კავკასიის ძირითადი ოროგრაფიული რეგიონებია:
ა) კავკასიონი, მცირე კავკასიონი, მთათაშორისი ბარი
ბ) კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, ჰირკანის ოლქი
გ) კავკასიონი, ვოლგისპირა დაბლობი, კოლხეთის დაბლობი
დ) კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთი
46) იპოვეთ სწორი მსჯელობა:
ა) საქართველოს ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთი, დაღესტანი, მთიანი ყარაბაღი და
ჩეჩნეთი
ბ) საქართველოს საზღვაო საზღვარი ორჯერ მეტია სახმელეთო საზღვარზე
გ) საქართველოს გასასვლელი აქვს შავ და კასპიის ზღვებზე
დ) საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.
47) სამთო-კლიმატური კურორტი არ არის:
ა) შოვი; ბ) კოჯორი; გ) ბახმარო; დ) ნუნისი
48) ქვემოთ ჩამოთვლილი ზღვებიდან რომელი მიეკუთვნება შიდა ზღვების წყვილს?
ა) ხმელთაშუა და კარიბის ბ) შავი და ჩრდილოეთის
გ) ბალტიისა და აზოვის დ) ბარენცისა და ბერინგის
49) ქვემოთ ჩამოთვლილი ზღვებიდან რომელი მიეკუთვნება განაპირა ზღვების წყვილს?
ა) შავი და არაბეთის; ბ) ოხოტისა და ჩრდილოეთის
გ) თეთრი და მარმარილოს; დ) ბალტიისა და ყვითელი
50) რომელია აღმოსავლეთ კავკასიონის ქედები?
ა) რაჭისა და სამსარის; ბ) სვანეთისა და თრიალეთის;
გ) გომბორია და პირიქითის; დ) ეგრისისა და შავშეთის.
51) რომელი სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება მირზაანში?
ა) ქვანახშირი; ბ) ნავთობი; გ) მარმარილო; დ) გრანიტი
52) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ქალაქი მდებარეობს ყველაზე დასავლეთით?
ა) ქუთაისი; ბ) ფოთი; გ) გურჯაანი; დ) ხაშური
53) რომელია სწორი პასუხი?
ა) აფრიკა: ნილოსი, ნიგერი, პარანა, ზაირი
ბ) ევროპა: ვოლგა, რაინი, რიონი, დუნაი
გ) ამერიკა: ამაზონი, პარანა, ლიმპოპო, ორინოკო
დ) აზია: იანძი, ხუანხე, მეკონგო, იუკონი
54) რომელი გეოგრაფიული ობიექტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში?
ა) ლეჩხუმის ქედი; ბ) კოდორის ქედი; გ) ივრის ზეგანი; დ) იმერეთის მაღლობი
55) ღვარცოფები გავრჩელებულია იქ სადაც:
ა) ფხვიერი ქანები და ხშირი თავსხმა წვიმებია;
ბ) კრისტალური ქანები და თერმული წყლებია;
გ) ვულკანური ქანები და მაღალი მთებია;
დ) მინერალური წყლებია.
56) რომელი მსჯელობაა მართებული?
ა) მართალია საქართველოს რელიეფი მთაგორიანია, მაგრამ ტურიზმისა და
ალპინიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები მაინც არ არის
ბ) კოჯორი, კიკეთი, სურამი, ახტალა სამთო-სათხილამურო კურორტებია
გ) ბალნეოგიური კურორტებია: ნაბეღლავი, სქური, ჯავა, ბორჯომი, უწერა, ზვარე და
სხვა.
დ) ზღვისპირა კურორტები ძირითადად საშუალომთიან საკურორტო ზონაშია
განლაგებული.
57) რომელ დასახელებაშია შეცდომა დაშვებული?
ა) ივრის ზეგანი და კოლხეთის დაბლობი; ბ) ქართლის ქედი და შიდა ქართლის ვაკე
გ) ალაზნის მაღლობი და კოდორის დაბლობი; დ) ელდარის ვაკე და ახალციხის
ქვაბული
58) რომელი მსჯელობაა მართებული?
ა) საქართველოში ვულკანური რელიეფის ფორმები არსად არ გვხვდება
ბ) საქართველოს ტერიტორიის 54% მთებს, 33% მთისწინებს და გორაკ-ბორცვებს,
ხოლო 13% დაბლობებს უკავია
გ) საქართველოში არ გვხვდება კარსტული ტიპის რელიეფი
დ) ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში,ტყვარჩელსა და ჭიათურაში
59) რომელი მსჯელობაა მართებული?
ა) საქართველო მიეკუთვნება სათბობი რესურსებით მდიდარ და ჰიდრორესურსებით
ღარიბ ქვეყანათა რიცხვს.
ბ) საქართველოში ნახშირის მოპოვების სამი აუზია: ორი - მურა ნახშირისა
ახალციხესა და ტყიბულ-შაორში და მესამე - ქვანახშირისა ტყვარჩელში
გ) საქართველოში ნავთობს მოიპოვებენ გარე კახეთში (მირზაანი, პატარა შირაქი,
ტარიბანა) და თბილისის მახლობლად (ნორიო, თელეთი, პატარძეული)
დ) საქართველო მდიდარია ბუნებრივი აირის მარაგით, მაგრამ მისი გამოყენება ჯერ
არ მიმდინარეობს.
60) რომელ მდინარეს მიუყვება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზრვარი?
ა) ბზიფს; ბ) კინტრიშს; გ) ფსოუს; დ) ჭოროხს.
61) საქართველოს რომელ მხარეში არ მიედინება მდინარე რიონი?
ა) იმერეთში; ბ) რაჭაში; გ) სამეგრელოში; დ) კახეთში
62) რიწის ტბა მდებარეობს:
ა) ქართლში; ბ) გურიაში; გ) აფხაზეთში; დ) აჭარაში.
63) ვაშლოვანის ნაკრძალი მდებარეობს:
ა) კახეთში; ბ) ქვემო ქართლში; გ) სამცხე-ჯავახათი; დ) სამეგრელო-ზემო სვანეთში
64) საქართველოში წყლის მოცულობით ყველაზე დიდი ტბაა:
ა) ფარავანი; ბ) რიწა; გ) კარწახი; დ) ტაბაწყური
65) საქართველოს მდინარეების წყალგამყოფი ქედია:
ა) მესხეთის ქედი; ბ) ლიხის ქედი; გ) კახეთის ქედი; დ) ქართლის ქედი
66) საქართველოს რომელ მხარეში მდებარეობს ქალაქი ფოთი
ა) გურიაში; ბ) სამეგრელო-ზემო სვანეთში; გ) იმერეთში; დ) აჭარაში
67) რომელ ქალაქში არ მიედინება მდინარე მტკვარი?
ა) თბილისში; ბ) რუსთავში; გ) მცხეთაში; დ) ქუთაისში
68) რომელი მხარე არ ესაზღვრება გურიას?
ა) იმერეთი; ბ) აჭარა; გ) სამეგრელო-ზემო სვანეთში; დ) აფხაზეთი
69) რომელი მუნიციპალიტეტი არ შედის კახეთის მხარეში:
ა) საგარეჯოს; ბ) ადიგენის; გ) გურჯაანის; დ) დედოფლისწყაროს
70) საქართველოს საზღვაო საზღვარი ვრცელდება:
ა) მდინარე კოდორიდან სოფელ სარფამდე; ბ) მდინარე ენგურიდან სოფელ სარფამდე
გ) მდინარე ფსოუდან სოფელ სარფამდე; დ) სოფელ სარფიდან წითელ ხიდამდე
71) რომელ ქედზე მდებარეობს მწვერვალი მეფისწყარო?
ა) თრიალეთის; ბ) არსიანის; გ) აჭარა-იმერეთის; დ) ჯავახეთის
72) საქართველოში ყველაზე მშრალი ადგილია:
ა) ივრის ზეგანი; ბ) ახალციხის ქვაბული; გ) იმერეთის მაღლობი; დ) ელდარის ვაკე
73) საქართველოს საზღვრების სიგრძეა:
ა) 1970 კმ; ბ) 1670 კმ; გ) 1760 კმ; დ) 1790 კმ
74) რომელი ქვაბულებია ცნობილი საქართველოში?
ა) ივრისა და ახალციხის; ბ) ახალციხისასა და თბილისის;
გ) თბილისასა და ალაზნის; დ) ახალციხისა და ალაზნის
75) რომელი მდინარეებია რიონის შენაკადები?
ა) ყვირილა და კინტრიში; ბ) სუფსა და კინტრიში;
გ) კოდორი და ყვირილა; დ) ყვირილა და ცხენისწყალი
76) საქართველოში ყველაზე ადრე შეიქმნა:
ა) ვაშლოვანის ნაკრძალი; ბ) ალგეთის ნაკრძალი;
გ) ლაგოდეხის ნაკრძალი; დ) ბიჭვინთის ნაკრძალი.
77) საქართველოში მოქმედი ელექტროსადგურებიდან უდიდესია?
ა) ჟინვალჰესი; ბ) ენგურჰესი; გ) ხრამჰესი; დ) ვარციხეჰესი
78) ტრანსპორტის რომელი სახეობა არ არის განვითარებული საქართველოში?
ა) საბაგირო; ბ) საჰაერო; გ) სამდინარო; დ) საზღვაო
79) აჭარის მხარის კურორტებია:
ა) მახინჯაური, ურეკი; ბ) ქობულეთი, მახინჯაური;
გ) ქობულეთი და გრიგოლეთი; დ) გრიგოლეთი და ურეკი.
80) საქართველოს რომელი რეგიონი გამოირჩევა მეხილეობით?
ა) კახეთი; ბ) ქვემო ქართლი; გ) შიდა ქართლი; დ) იმერეთი
81) შობადობის დონე განპირობებულია:
ა) ბიოლოგიური კანონებით; ბ) სოციალური კანონებით
გ) ბიოლოგიური და სოციალური კანონებით; დ) ეკონომიკური კანონებით

You might also like