You are on page 1of 3

1. რას ეწოდება გეოოლიტიკა?

გეოპოლიტიკა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან


რეგიონის გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ, პოლიტიკურ, სამხედრო და ქვეყნის
ძლიერების სხვა განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლასა და
შეფასებას.
2. რას ეწოდება ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა? დასახლებული პუნქტების ,
საწარმოები, ქვეყნების, რეგიონების სივრცითი მიმართება სხვა გეოგრაფიულ
ობიექტებთან, რომლებსაც მათთვის ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ .
3. რა უნდა გაითვალისწინო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის დასადგენად ?
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის დასადგენად უნდა გავითვალისწინოთ
როგორც ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, ასევე ისტორიული წარსული,
ტრადიციები, ეკონომიკური განვითარების ტენდეცები, სამეურნეო საქმიანობა და სხვა
4. როგორი მდებარეობა აქვს საქართველოს გეოტექტონიკური თვალსაზრისით ,
კლიმატური თავლსაზრისით? საქართველოს გეოტექტონიკური თვალსაზრისით
ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში მდებარეობს. კლიმატური
თვალსაზრისით ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატური სარტყლების მიჯნაზეა .
5. როგორია საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე? საქართველოს გეოპოლიტიკური
სივრცე ქრისტიანული და მუსლიმური რელიგიების გავრცელების არეალია და
ძირითადად მრავალფეროვანი ერვნული შემადგენლობით გამოირჩევა .
6. რამდენია საქართველოს ფართობი და საიდან სადამდეა იგი გადაჭიმული ?
საქართველოს ამჟამინდელი ფართობია 69700 კმ2. იგი გადაჭიმულია დასავლეთიდან
აღმოსავლეთამდე, შავი ზღვის ნაპირიდან მინგეჩაური წყალსაცავამდე .
7. სად მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი? საქართველოს
გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთით ,
ხარგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
8. რამდენია საქართვეოს საზღვრები საერთო სიგრძე და რამდენია მათგან სახმელეთო ?
საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძეა 2148 კმ. აქედან სახმელეთოა 1839 კმ,
დანარჩენი კი საზღვაო
9. ჩამოთვალე საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და
აღმოსავლეთ წერტილები. ჩრდილოეთი - სოფელ აიბგასთან, მდინარე ბზიფის
ნაპირზე, სამხრეთი - მთა ოკუზდაღთან, დასავლეთი - დაბა ლესელიძესთან და
აღმოსავლეთი - მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილას .
10. ვინები წარმოადგენენ თვითმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულს ,
თვითმართველ ერთეულს? სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორი ,
თვითმართველ ერთეულს - გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი
მოადგილე.
11. რამდენი მუნიციპალიტეტია საქართველოში და რამდენია მათგან სასოფლო და
საქალაქო? საქარველოში 69 მუნიციპალიტეტია, აქედან 5 საქალაქო და 64 სასოფლო
თემი.
12. როდის უნდა განისაზღვროს საელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე? ცენტრალური ხელისუფების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ .
13. შეადგინე საქართველოს მინერალური რესურსების ფონდის სტრუქტურა წრიული
დიაგრამის სახით.
14. რომელ მუნიციპალიტეტებში მოიპოვებენ მანგანუმს და რისთვის არის ის საჭირო ?
მანგანუმს მოიოვებენ ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში.
15. როდის
6.30%

30.90%

62.80%

საქართველოს მინერალური რესურსების


ფონდის სტრუქტურა
გამოვლინება ადგილობრივი მნიშვენლობის საბადო
მსხვილი საბადო
გამოიყენეს მანგანუმი პირველად მეტალურგიაში? რის შემადგენლობაში შედის ის ?
და რისთვის იყენებენ მას? მანგანუმი პირველად მეტალურგიაში გამოიყენეს 1839
წელს. იგი შედის თუჯისა და ფოლადის შემადგენლობაში და მას იყენებენ ფერად
მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში , ასანთის
წაროებაში და სხვა.
16. ვინ შისწავლა ჭიათურის მანგანუმი? როდის დაიწყო მან მისი შესწავლა ? როდის
წარუდგინა მან მოხსენებითი ბარათი მეფისნაცვლის კანცელარიას? როდის და სად
გამოაქვეყნა მან თავისი ვრცელი გამოკვლევა ჭიათურის მანგანუმის შესახებ ?
ჭიათურის მანგანუმი პირველად შეისწავლა გერმანელმა ჰერმან აბიხმა 1846 წლიდან .
1849 წელს წარუდგინა მეფისნაცვლის კანცელარიას და 1858 წელს თავისი
გამოკვლევა გამოაქვეყნა „სამთო ჟურნალში“.
17. როდის, ვინ და ვისი ინიციატივით შეისწავლეს ჭიათურის მანგანუმი საბოლოოდ ? 1872
წელს აკაკის ინციატივით სპირიდონ სიმონოვიჩმა შისწავლა ჭიათურის მანგანუმი .
18. რომელი მუნიციპალიტეტია მდიდარი რკინის საბადოებით და რამდენია მისი მარაგი ?
რკინის მარაგით მდიდარია ბოლნისი მუნიციპალიტეტი და მისი მარაგი შეადგენს 150-
200 მლნ ტონას.
19. რომელი ფერადი ლითონების საბადოებია საქართველოში და რომელი გამოირჩევა
მათგან რაოდენობით? საქართველოში ფერადი ლითონის საბადოებია სილენძ -ტყვია -
თუთიის, ტყვია-თუთიის, დარიშხანის. მათაგნა გაორჩეულია მადნეულის (კაზრეთის )
საბადო.
20. რამდენია საქართველოში ნავთობის დაზვერილი მარაგი და როგორი ხარისხისაა ის ?
ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში 13 მლნ ტონას შადგენს და მათი
ხარისხი მაღალია.
21. რამდენია სავარუდო რეზერვი ნავთობის და რამდენს ვარუდობენ დასავლეთ
საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და მის შელფზე? ნავთობის სავარაუდო
რეზერვია 580 მლნ ტონა და აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ
საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და მის შელფზე.
22. რამდენია ბუნებრივი აირის მარაგი შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ?
ბუნებრივი აირის მარაგია 1.8 მლრდ მ3
23. რამდენია ქვანახშირის არსებული რეზერვი და როგორი ხარისხისაა ის ? ქვანახშირის
რეზერვია 480 მლნ ტონა და მისი ხარისხი დაბალია.
24. როდიდან ჩაუტარდა ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროს რეაბილიტაცია
და როდიდან განახლდა მისი მოპოვება? 2006 წლიდან ჩაუტარდა რეაბილიტაცია და
განახლდა ქვანახშირის მოპოვება.
25. სად მდებარეობს ტორფის საბადოები? რამდენი ჰა უკავია მას და რამდენია მისი
მარაგი? ტორფის საბადოები მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მას უკავია 20 ათასი
ჰა და მისი არაგია 60 მლნ ტონა.
26. სად არის შესაძლებელი მისი გამოყენება და რისთვის იყენებენ მას საქართველოში ?
მისი გამოყენება შესაძლებელია ქიმიურ მრეწველობაში და საწვავად , საქართველოში
მას იყენებენ სოფლის მეურნეობაში სასუქად.
27. საქართველოს რომელი მხარეებია მდიდარი ჰელიორესუსრებით და რომელი
გამოირჩევა ქარის ენერგიის პოტენციალით? ჰელიორესურსებით მდიდარია მესხეთ -
ჯავახეთი, აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ კავკასიონის მაღალმთიანეთი .
ქერის ენერგიის პოტენციით კი მდინარეების - მტკვრისა და რიონის ხეობები
გამოირჩევა.
28. ჩამოთვალე რომელი მარმარილოს საბადოებია საქართველოში და სად მოიპოვებიან
ისინი? საქართველოში მოიპოვება მარმარილო: სალიეთის (ჭიათურის
მუნიციპალიტეტი), ჭოგნარის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), სადახლოს (მარნეულის
მუნიციპალიტეტი), გუმისთის (სოხუმის) ლოპოტის(თელავის მუნიციპალიტეტი).
29. რომელი მოსაპირკეთებელი ქვებია საქართველოში და სად მოიპოვებიან ისინი ?
საქართველოში მოიპოვება აქატის (ახალციხის მუნიციპალიტეტი), მოსაპირკეთებელი
აქატის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) და ობსიდიანის (ნინოწმინდი მუნიციპალიტეტი ).
30. რომელი ორი რეგიონი გამოირჩევა საქართველოში მინერალური წყლების სიუხვით ?
მინერალური წყლების სიუხვით გამოირჩევა კავკასიონის სამხრეთ კალთები და მცირე
კავკასიონი.

You might also like