You are on page 1of 8

გეოგრაფია

ამ პრეზენტაციაში იხილავთ:

ატაკამა ელ-ნინიო ლა-ნინია


 ყველაზე მშრალი ანომალიური და კლიმატური ფენომენი,
უდაბნო მსოფლიოში გლობალური წყნარი
კლიმატური მოვლენა ოკეანის უჩვეულოდ
ცივი ტემპერატურები

2
ატაკამას
უდაბნო
მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს
სამხრეთ ამერიკაში ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის
 სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის
სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა
მრავალი პუბლიკაციების თანახმად, ატაკამა მსოფლიოში
ყველაზე მშრალი ადგილია. ნალექების რაოდენობა აქ
წელიწადში 50 მმ-ზე ნაკლებია. უდაბნო
მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში და იკავებს 105
000 კმ²-ს. იგი ძირითადად
შედგება მარილის საბადოებისგან, ქვიშისა და ვულკანური
ქანებისგან. როგორც დაკვირვებებმა
აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ
მოსულა
ნისლის შემაკავებელი ბადეები
ნისლის შემაკავებელ ბადეებს იყენებენ ძალიან მშრალ
ჰავიან ადგილებში, სადაც ხშირია ნისლი. როდესაც ნისლი
გადაივლის, წყლის წვეთები ბადეზე რჩება და მილებში
ჩაედინება. მილებიდან კი წყალი სოფლებს,
სახლებსა და ფერმებს მიეწოდება.

3
ელ-ნინიო
➢ ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც
შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება
1 °C-იდან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს
გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს
სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად
ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც.
➢ ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების
კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის
პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში,
რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები
გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს
➢ ტერმინი „ელ-ნინიო“ პირველად სიტყვახმარებაში შემოვიდა XIX საუკუნეში. იმ დროს ამ ტერმინს
პერუელი მეთევზეები ხმარობდნენ. იგი იყო რეგულარული ყოველწლიური მოვლენა. ანომალიურად
თბილი წყლების დაგროვებას მოჰყვა დიდი რაოდენობით თევზების დაღუპვა პერუს სანაპიროებთან.
მოკლე ხანში მეტისმეტად გამთბარი წყლები „ელ-ნინიოს წყლების“ სახელით გახდა ცნობილი.
უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად ელ-ნინიო გამოვლინდა 1997-1998 წლებში
რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

4
5
ლა-ნინია

კლიმატური ფენომენი; წყნარი ოკეანის ტროპიკული


ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები. ვლინდება
წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ტროპიკულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ
სანაპიროს გასწვრივ. ლა-ნინია აზრობრივად, ელ-
ნინიოს საწინააღმდეგოა

 დადგენილია, რომ ელ-ნინიო და ლა-ნინია 2-იდან 7-წლამდე პერიოდის მსვლელობისას ხდება მხოლოდ


ერთხელ და ჩვეულებრივ, გრძელდება 9-იდან 12 თვემდე. ლა-ნინია პოტენციურად კატასტროფულ დარტყმას
აყენებს ჩილეს, პერუს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სხვათა სანაპიროების კლიმატს; აგრეთვე ფართო
გავლენას ახდენს ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატზე, გარდა ამისა, ეხება ატლანტიკური ქარიშხლების სეზონსაც.
ლა-ნინია ხშირად თან სდევს ელ-ნინიოს. ზოგჯერ ლა-ნინიას არაოფიციალურად უწოდებენ „ანტი ელ-ნინიოს“.
ტერმინი „ლა-ნინია“ მომდინარეობს ესპანური ენიდან და ნიშნავს „პატარა გოგოს“.

6
ლა-ნინიას მოვლენები

7
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like