You are on page 1of 20

Cultural

Heritage
, Handicrafts
& Tourism
Organization
ofIran

10 მიზეზი
თუ რატომ უნდა ესტუმროთ

ირანს
1. უნიკალური, უძველესი
და ისტორიული
ძეგლები

“7000 წლიანი ისტორია და ცივილიზაცია’’


ირანი, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველესი კერაა, რომლის ისტორიული და ურბანული
დასახლებები ძვ.წ. 7000 წლით თარიღდება. ირანის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ
ნაწილში ადრე ბრინჯაოს ხანიდან ელამური ცივილიზაცია ვითარდება, ხოლო მოგვიანებით, ეს მიწა
სხვა მრავალი ხალხის სამშობლოდ იქცევა. ჰეგელმა, ერთხელ, სპარსელები პირველ ისტორიულ
ხალხად მოიხსენია. ძვ.წ. 625 წელს მიდიელებმა ირანი ერთ იმპერიად გააერთიანეს. კიროს დიდის
მიერ დაარსებული აქემენიანთა იმპერია (ძვ. წ. 550–330), სპარსეთის იმპერიებიდან პირველი იყო,
რომელიც ბალკანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე ბატონობდა და საკუთარ ძალაუფლებას შუა
აზიაშიც ავრცელებდა. იმპერიის გული ქალაქი პერსეპოლისი იყო. იმ დროისთვის ეს უდიდესი და
პირველი მსოფლიო იმპერია, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ირანს,
მრავალი საუკუნის განმავლობაში, უწევდა ბერძნების, არაბების, თურქებისა და მონღოლების
შემოსევების მოგერიება, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც განუწყვეტლივ ინარჩუნებდა თავის
ეროვნულ იდენტურობას და ვითარდებოდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური და
კულტურული ერთეული. 1501 წელს, ირანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სეფიანთა
დინასტიის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა. სეფიანთა დინასტიამ შიიტური ისლამი ოფიციალურ
რელიგიად გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო ირანისა და ისლამის
ისტორიაში.
როცა ვსაუბრობთ UNESCO-ს მიერ აღიარებულ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ,
ირანი 23 შთმბეჭდავი კულტურული და ისტორიული ძეგლითაა წარმოდგენილი. ძეგლთა სია
შთამბეჭდავია, მოიცავს სასახლეებს, ბაზრებს, ღვთისმსახურების ადგილებს, უძველეს წყლის
სისტემებსა და სპარსეთის დიდი იმპერიის ნაშთებს. ირანში მრავალი ტურისტული, უძველესი
და ისტორიული ღირშესანიშნვი ადგილია, რომელთაგან აღსანიშნავია :
პერსეპოლისი (ცნობილი როგორც თახთე ჯამშიდ-ი): პერსეპოლისი აქემენინათა იმპერიის
საცერემონიო დედაქალაქს წარმოადგენდა. ადგილი შეირჩა და მშენებლობა მიმდინარეობდა
კიროს დიდის, დარიოს I-ისა და მეფე ქსერქსეს მმართველობის პერიოდში. სპარსული
ცივილიზაციის ამ მწვერვალისგან, დღეს, მხოლოდ მასიური სვეტების, ყოფილი სასახლეების,
აგრეთვე უამრავი ბარელიეფის ნაშთებიღაა შემორჩენილი, რომლებზეც იმ სხვადასხვა
ეროვნების ხალხია გამოსახული, ვისაც ოდესღაც ამ მიწაზე ფეხი დაუდგამს.

ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი (არგე ბამ): ბამის მონახულებისას შთაბეჭდილება
გექმნებათ, თითქოს ნატურალური ზომის ქვიშის სასახლეში მოგზაურობთ. ყველაზე ცნობილი
ძეგლი არგე ბამ-ი, 2000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება და პართიის იმპერიის ხანას
მიეკუთვნება.
შაჰრე სუხთე (დამწვარი ქალაქი): არქეოლოგიური ძეგლი ბრინჯაოს ხანის დასახლების ნაშთებს
მოიცავს, რომელიც ჯიროფტის კულტურას მიეკუთვნება. შაჰრე სუხთეს მოულოდნელი
აღმავლობისა და დაცემის მიზეზები კვლავ საიდუმლოებითაა მოცული.
თეფე (გორა) სიალქ-ის ზიკურათი: არქეოლოგიუირი ძეგლი, ცენტრაულრ ირანში, ისპაჰანის
პროვინციის ქალაქ ქაშანის გარეუბანში მდებარეობს. ირანის კულტურული მემკვიდრეობის
ორგანიზაციას, "ლუვრსა" და ირანში საფრანგეთის ირანოლოგიის ასოციაციას შორის
ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, სიალქის უძველესი დასახლებები ძვ.წ. 5500-6000
წლებით თარიღდებიან.
2. გასაოცარი არქიტექტურა

“მოინახულეთ მსოფლიოს ყველა


არქიტექტურული სტილის საფუძველი”
ბრიტანელი მოგზაური, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი რობერტ ბაირონი:
“ისპაჰანი იმ იშვიათ ადგილებს შორის უნდა მოვიხსენიოთ, რომლებიც კაცობრიობის ისტორიას ინახავენ’’.
სპარსული არქიტექტურა ირნისა და დანარჩენი დასავლეთ აზიის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის არქიტექტურის
ელემენტებს შეიცავს. მისი ისტორია დაახლ. ძვ.წ. 5000 წლით თარიღება და ისეთი მახასიათებლებით გამოირჩევა, რომლებიც
გავრცელდა თურქეთიდან და ერაყიდან ვიდრე უზბეკეთსა და ტაჯიკეთამდე, კავკასიიდან ვიდრე ზანზიბარამდე. სპარსული
არქიტექტურის დიაპაზონი მართლაც რომ გასაოცარია - სოფლის სახლებიდან, ტრადიციულ ჩაიხანამდე და ბაღებამდე, მცირე
სასახლებიდან, "მსოფლიოს ყველაზე დიდებული არქიტექტურული ნაგებობებამდე". ისტორიულ კარიბჭეებთან, სასახლეებსა
და მეჩეთებთან ერთად, ქალაქების სწრაფმა ზრდამ, ნგრევის ტალღა და ახალი მშენებლობების საჭიროება გამოიწვია. ირანული
არქიტექტურა მრავალფეროვანებით გამოირჩევა, როგორც სტრუქტურული ისე ესთეტიკური თვალსაზრისით, რაც
ტრადიციების ნაირგვარობისა და გამოცდილებისგან გამომდინარეობს. მოულოდნელი ინოვაციების გარეშე, განმეორებითი
შემოსევებით მიყენებული ზიანისა და კულტურული რყევების მიუხედავად, ირანულმა არქიტექტურამ მიაღწია „იმ
ინდივიდუალობას, რომელიც მას სხვა მუსლიმური ქვეყნებისგან გამოარჩევს.“

ისტორიკოსი და არქეოლოგი არტურ პოუპი :


“ირანული ხელოვნების მწვერვალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველთვის მისი არქიტექტურა იყო”

ირანული არქიტექტურა ორ პრეისლამურ და ისლამურ პერიოდებს მოიცავს. ტრადიციული ირანული


არქიტექტურა, განვითარების პერიოდების მიხედვით, შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს :
ზოროასტრული სტილი - შეინიშნება ისეთ ძეგლებში როგორიცაა ჩოღაზამბილის ტაძარი (ზიკურათი).
აქამენიდური სტილი - წარმოდგენილია პერსეპოლისით, სუზათი, ეკბატანათი, კიროს დიდის აკლდამით.
პართული სტილი - მოიცავს პართიელებისა და სასანიანების პერიოდებს.
ხორასნული სტილი - წარმოდგენილია ნაინის და ისპაჰანის ჯუმა მეჩეთებით.
რაზის სტილი - გავლენა მოახდინა შემდგომ ეპოქებში გამოყენებულ მეთოდებსა და დიზაინებზე.
აზერბაიჯანული სტილი - შეინიშნება ისეთ ძეგლებში როგორიცაა სოლთანიე, ალიშაჰის ციტადელი თავრიზში,
ვარამინის ჯუმა მეჩეთი და გოუჰარშადის მეჩეთი მაშჰადში.
ისპაჰანური სტილი - გავრცელებული იყო სეფიანების, აფშარიების, ზენდებისა და ყაჯართა
დინასტიების მმართველობის პერიოდში. მოიცავს ძეგლებს როგირცაა ჩეჰელსოთუნისა და
ალიყაფუს სასახლეები.
3.მდიდარი მუზეუმები

“ოქროს რიტონების, დიდებული თასებისა და

გაცოცხლებული ქანდაკებების ქვეყანა”


მუზეუმები

როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი


ცივილიზაციის სამშობლო, ირანი მუზეუმების
სიუხვით გამოირჩევა, რომლებიც მდიდარ
წარმოდგენას შეგიქმნიან განვითარების ათასწლოვანი
ისტორიის მქონე ეროვნული ხელოვნებისა
და კულტურის შესახებ.

ირანის ეროვნული მუზუემი

70 წლიანი ისტორიის მქონე ირანის ეროვნული მუზეუმი,


20 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზეა
გადაჭიმული და 300 000-ზე მეტ სამუზეუმო არტეფაქტს
ინახავს. ის ქვეყნის უდიდესი ისტორიულ-
არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც თავისი
უზარმაზარი კოლექციის სიდიადით, მასშტაბით,
მრავალფეროვნებითა და ხარისხით, მსოფლიოს ერთ-
ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუზეუმს წარმოადგენს.
ქვემოთ ჩამოთვლილია ირანის რამდენიმე საუკეთესო და
საყოველთაოდ ცნობილი მუზეუმი: რეზა აბასის
მუზეუმი, ირანის კინემატოგრაფიის მუზეუმი, ირანის
მინისა და კერამიკული ნაკეთობების მუზეუმი,
ეროვნული ბანკის საგანძური,, თეირანის თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმი (TMOCA), ირანის ეროვნული
მუზეუმი, ფარსის მუზეუმი შირაზში და ირანის
ხალიჩების მუზეუმი.
4. ყველაზე იაფი
ტურიზმი მსოფლიოში
“უდიდესი მონაპოვარი უმცირეს ფასად”
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ გამოქვეყნებულ მოგზაურობისა და ტურიზმის
კონკურენტუნარიანობის უახლეს მოხსენებაში, ირანი უკვე მესამედ ყველაზე ხელმისაწვდომ
უცხოურ ტურისტულ დანიშნულებად დასახელდა. ორწლიან ანგარიშში, რომელიც ასახავს
ქვეყნების ეფექტურ საქმიანობას ტურიზმის სექტორის მეშვეობით მდგრადი ეკონომიკური და
სოციალური სარგებლის მიღებისთვის, ნათქვამია, რომ ფასების კონკურენტუნარიანობის მხრივ,
ირანი უსწრებს ტურიზმის ინდუსტრიის ისეთ წამყვან ქვეყნებს როგორიცაა ეგვიპტე, მალაიზია,
რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი და იტალია. მოგზაურობასთან
დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ბილეთის ფასები, საწვავის ტარიფები და გადასახადები,
აგრეთვე მიწის საფასური, საცხოვრებლისა და სურსათის ფასების ჩათვლით "ფასების
კონკურენტუნარიანობის" მაჩვენებლებია.

ირანი, ფასის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით, პირველია მსოფლიოში.


5. ირანული სტუმართმოყვარეობა
“ განიცადეთ
სტუმართმოყვარეობის
ნამდვილი შეგრძნება, ისე
როგორც არსად სხვაგან”

ამრიეკლი შეფ-მზარეული, მწერალი


და ტელეწამყვანი ენტონი ბურდენი:

„მოგზაურობის ამდენი წლის


გნამვლობაში, ყველაზე თბილად
აქ, ირანში მესალმებიან სრულიად
უცხო ადამიანები.”

ერთადერთი, რაშიც ირანელების


დადანაშაულება შეიძლება, ეს
გადამეტებული სტუმართმოყვარეობაა. ასე
რომ, ირანში მოგზაურობა, შეიძლება თქვენს
ახალ ცხოვრებისეული გამოცდილებად
იქცეს. ირანელები ისეთი მეგობრულები
არიან, რომ ყველანაირად ცდილობენ გული
გაგითბონ და თქვენი მოგზაურობა უფრო
სასიამვნო გახადონ.

ჟუბერი (ფრანგი მოგზაური)


ამბობს:
“ჩვენმა მასპინძლებმა (ირანელებმა) ერთი
წუთითაც არ დაგვტოვეს ტრაპეზის დროს.
საჭმელი უბრალოდ ფანტასტიკური იყო და
ისინი სტუმრების ყველაზე მცირე
საჭიროებების მამართაც კი, ძალიან
ყურადღებიანი იყვნენ. ირანელი ხალხის
გულისხმიერებაში კიდევ ერთხელ
დავრწმუნდი."
6. გამაჯანსაღებელი ტურიზმი

‘‘გამოცდილი ექიმები და იაფი


მომსახურება“
ირანი, გონივრულ ხარჯებზე დაყრდნობით,

მაღალკვალიფიციური საავადმყოფოების (დაახლოებით 850


საავადმყოფო) და სარეაბილიტაციო ცენტრების ფართო ქსელის
საშუალებით, მკურნალობის ფართო არჩევანს გთავაზობთ.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ირანში მკურნალობის ხარჯები
განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია.
ირანი ისეთ რეგიონალურ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა
იორდანია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები,
საუდის არაბეთი და ბაჰრეინი, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის ქვეყნები, როგორიცაა ტაილანდი, სინგაპური, მალაიზია,
ფილიპინები და ინდოეთი, ამ სფეროში ძალიან
კონკურენტუნარიანია. მონაცემების მიხედვით ირანს 2012 წელს
მკურნალობის მიზნით 30 000 ადამიანი ესტუმრა.

2015 წელს დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ტურსიტმა


იმოგზაურა ირანში ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემდგომ წლებში 500 000-
მდე გაიზრდება.

სპა თერაპია
ირანს მსოფლიოში ყველაზე ნიშვნელოვანი მინერალური
ცხელი წყლის სპა ცენტრები გააჩნია, რომლებიც
ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდვენ. სპა
ცენტრები ცნობილინი არიან თავიანთი თერაპიული
ღირებულებით. ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი სპა
ცენტრებია :

დამავანდის თერმული წყაროები და


საზოგადოებრივი სპა

დამავანდი თერაპიული თვისებების რამდენიმე თერმული


წყაროთია ცნობილი. ეს მინერალური ცხელი წყაროები
ძირითადად ვულკანური მთის ძირას და მის ფერდობებზე
მდებარეობენ. დამავანდის ყველაზე მნიშვნელოვანი
სამკურნალო წყალია, ლარიჯანის თერმული წყაროები - აბე
გარმე ლარიჯან.

სარეინის თერმული წყლები

სოფელი სარეინი ან სარღეინი, ქალაქ არდებილის


დასავლეთით, არდებილი - თავრიზის
საქალაქთაშორისო გზის მე-6 კილომეტრზე მდებარეობს.
სარეინში არაერთი სპა ცენტრია, მათ შორის:
გავმიშგოლის (კამეჩის აუზი), ყარა სუს (შავი წყალი),
სარი სუს (ყვითელი წყალი), გაზალის და აბ ჩეშმეს
ცხელი წყლის წყაროები და გამაჯანსაღებელი ცენტრები.
აღსანიშნავია, რომ ირანის სხვა ქალაქებიც მდიდარია
თერმული წყლებითა და გამაჯანსაღებელი სპა
ცენტრებით.
7. ირანული რეწვის
ისტორიული ტრადიცია
ირანი, სულ მცირე 7000 წლის განმავლობაში, ხელოვნებისა და ხელოსნობის ცენტრს წარმოადგენდა.
ირანულ ხელოვნებას მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მდიდარი
მემკვიდრეობა გააჩნია. ის მრავალ სფეროს მოიცვას, მათ შორის :
ყალამქარი (დაჩითული ბამბის ქსოვილი წარმოება); გერეჰჩინი (არქიტექტურისა და ტრადიციული
მოპირკეთების ერთ-ერთი სახეობა); ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება (თარი
და სეთარი); ნოყრექარი - ვერცხლის დამუშვება, სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად (ლანგრები,
შანდლები, ჭურჭელი და სხვა დეკორატიული ნივთები); მონაბათქარი - ხეზე კვეთა; ყალამზანი -
ჭედურობა; ხათამქარი - ინკრუსტაცია; მინიატურა, იქნება ეს წიგნის ილუსტრაცია თუ ცალკეული
ხელოვნების ნიმუში; ქაშიქარი - მოჭიქული ფილების დამზადება, მოზაიკის ხელოვნება; ქვაზე კვეთა;
მობათქაშება და სხვა.
8. ეკოტურიზმი ირანში
“თვალწარმტაცი ბუნება: მწვანე
გაზაფხულის, მზიანი ზაფხულის,
ყვითელი შემოდგომისა და
თეთრი ზამთრის სამშობლო”
დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ეკოტურიზმი
სრულიად ახალ მიმართულებად არის მიჩნეული.
ირანი ბუნების მრავალფეროვნებით გამორჩეული
ქვეყანაა. მთები, ტბები, გამოქვაბულები, ტყეები,
ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობები,
მინერალური წყლები და უამრავი კუნძული სამხრეთ
და ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზე, ქვეყანას
შთამბეჭდავ ელფერს სძენს. ყველა ამ ბუნებრივმა
სანახაობამ ირანი ტურისტებისთვის ერთ-ერთ
ყველაზე საყვარელ დანიშნულების ადგილად აქცია.
ცურვა და წყლის თხილამურები, ისეთი უაღრესად
საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც ადვილად არ
დაგავიწყდება. ირანის ფაუნა მრავალფეროვანია, აქ
შეხვდებით ფრინველების ისეთ იშვიათ სახეობებს,
როგორიცაა ალკუნი, შევარდენი, არწივი, ვარხვი და
ა.შ. ასევე გვხვდება ძუძუმწოვრების ისეთი სახეობები,
როგორიცაა სპარსული ირემი, ავაზა, აზიური შავი
დათვი, სპარსული ქურციკი და ზებრა. ლურჯი ვეშაპი
ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელიც სპარსეთის
ყურეში ბინადრობს.

ირანი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მსოფლიოს


ხუთ ქვყანას შორისაა. აქ ბინადრობს ფრინველის 519
სახეობაა, ძუძუმწოვრების 172 სახეობა, ქვეწარმავლების 199
სახეობა, ამფიბიების 20 სახეობა, თევზის 173 სახეობა,
იზრდება მცენარის 9000 სახეობა. არსებობს 9 ბიოსფერული
რაიონი, 50 შიდა ტბა, 548,000 კმ სანაპირო ზოლი
ჩრდილოეთით და სამხრეთით, უამრავი კუნძული, 23
ეროვნული პარკი, ველური ბუნების 35 ნაკრძალი და 111
დაცული ტერიტორია. ირანული ეკოტურიზმი მოიცავს ისეთ
აქტივობებს, როგორებიცაა მთის და უდაბნოს ლაშქრობები,
სანაპირო ზონებსა და ჭარბტენიან ადგილებში ფრინველებზე
დაკვირვება, დაივინგი, ალპინიზმი და კლდეზე ცოცვა,
ჯომარდობა, ლაშქრობა, საფარი...
აქ არის მთელი რიგი ბუნებრივი პარკები და დაცული
ტერიტორიები, როგორიცაა გულისტანის ეროვნული პარკი,
დაშთე ქავირ-ი, ლარი, ხოშ ეელაღი, ბახთეგანის ტბა და ბამუს
მთა. ირანის ეკოტურიზმის ძირითადი სანახაობრივი
ადგილებია: გულისტანის ეროვნული პარკი, გორგანი, დაშთე
ქავირის ეროვნული პარკი, დიზინის სამთო-სათხილამურო
კურორტი, და ბევრი სხვა.
9. ირანული სამზარეულო

“საკვების ისტორიული გემო’’


ირანში 400 ზე მეტი სხვადასხვა სახეობის კერძი და ტკბილეულია. ძირითადი საკვები ინგრედიენტებია ბურღულეული,
მარცვლეული, ბოსტნეული და ცილები. ირანში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების არსებობამ, მდიდარ კულტურასთან ერთად,
ირანული სამზარეულოც ძალიან მრავალფეროვანი გახადა. ირანში ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძებია: აბგუშთი ან
დიზი (ჩანახის ერთგვარი ირანული სახეობა), ფესენჯანი (ბროწეულის წვენისა და ნიგვზის ხორციანი კერძი), მირზაყასემი
(ბადრიჯნისა და პომიდვრის ნივრიანი კერძი), ბაყალი ფოლო (ბრინჯი კამითა და ცერცვით), ზერეშქ ფოლო (ბრინჯი
კოწახურით), ყორმე საბზი (ჩაშუშული მწვანილეულის ხორციანი კერძი, ქართული ჩაქაფულის მსგავსი), აშე რეშთე (ატრიისა
და ლობიოს წვნიანი), თაჰდიგი (ხრაშუნა შემწვარი ბრინჯი), მორასსა ფოლო (ბრინჯი ნაირგვარი თხილითა და ჩირით) და
ქაბაბი (ცეცხლზე შემწვარი საქონლის, ცხვრის, ქათამის, ცხვრის ღვიძლის კერძი).
ირანში ცხელი და ცივი სასმელების მრავალფეროვნებაა. ცივი სასმელები ტრადიციულ ირანულ გამაგრილებელ სასმელ
სექანჯებსა და სხვადასხვა სახის სურნელოვან სასმელებს მოიცავს. ცხელი სასმელებიდან პოპულარულია ყავა, შავი, მწვანე და
მცენარეული ჩაი. შავი ჩაი ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ადგილობრივ დესერტებს მიეკუთვნება: რანგინაქი, ფალუდე, ყოთაბი, ფაშმაქი, ლოზე ნარგილი, სოჰანი და გაზი და სხვა.
10. ესტუმრეთ ოთხი
სეზონის ქვეყანას
“ირანი - მთელი სამყარო
ერთ ქვეყანაში”
ირანი ერთ–ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც
წლიურად ოთხი განსხვავებული სეზონი გვხვდება. ირანში
სხვადასხვა სეზონზე მოგზაურობა გამორჩეულ და
განსხვავებულ შეგრძნებებსა და თავგადასავლებს ნიშნავს.
ზაფხულში, ქვეყნის ზოგიერთ ჩრდილოეთ რაიონში, ამინდი
ზოგან შეიძლება ცივი, ზოგან თბილი ან ცხელიც კი იყოს.
ზამთარის სეზონზე ქვეყნის ძირითადი ნაწილი შესაძლოა
თოვლით დაიფაროს, მაშინ როცა ქვეყნის სამხრეთით და
სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰავა ცხელი და ნოტიოა.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი მარადმწვანე ტყეებითაა
დაფარული და კასპიის ზღვას ესაზღვრება, რაც ზომიერ
კლიმატს განაპირობებს. სამხრეთით, სპარსეთის ყურის
სანაპირო ზოლის გასწვრივ, ცხელი და ნოტიო კლიმატია,
მომხიბლავი პალმის ტყეებით, რომლებიც ამშვიდებენ
გონებას და კვებავენ სულს. აღმოსავლეთი ცხელი უდაბნოს
რეგიონებს მოიცავს, ფერადი ქვიშითა და ვარსკვლავებით
მოჭედილი ღამეებით, მაშინ როცა ქვეყნის დასავლეთი მხარე
ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთათა სისტემითაა
დაფარული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანი ყველა სეზონის
მახასიათებლებით სარგებლობს, რადგან დასავლეთ ირანის
პლატო (ირანი) რიგი გეოკლიმატური ზონების
გზაჯვარედინზე მდებარეობს. ცვალებადი სიმაღლის
ნიშნულის მქონე ქვეყნის ვრცელი ტერიტორია, კლიმატისა
და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს.
ირანი მართლაც არის საოცრებების, პარადოქსებისა და
მრავალფეროვნების ქვეყანა, რომელიც ამართლებს ფრაზას:
"ირანი - მთელი სამყარო ერთ ქვეყანაში".
დიზაინი : IranTravelGuide
ინგლისურიდან თარგმნა ელენე თოდუამ
www.iran travel guide.net

You might also like