You are on page 1of 547

მკითხველთა ლიგა

1
მკითხველთა ლიგა

აჰმედ ჰამდი ტანპინარი

სიმშვიდე

მთარგმნელი მანანა სეხნიაშვილი

2
მკითხველთა ლიგა

I ნაწილი იჰსანი

3
მკითხველთა ლიგა

ორი კონტინენტის ქალაქი


აგვისტო 1939

მუმთაზი შინიდან არც გასულა მას შემდეგ, რაც მისი მამი-


დაშვილი იჰსანი, რომელიც ძმად მიაჩნდა, ავად გახდა. თუ არ
ჩავთვლით იმას, რომ ექიმი უნდა გამოეძახა, აფთიაქში მისი გა-
მოწერილი რეცეპტებით წამლები ეყიდა და საქმიანი ზარების-
თვის მეზობლის ტელეფონით ესარგებლა, მუმთაზი მთელი
კვირის განმავლობაში იმით იყო დაკავებული, რომ ან ავად-
მყოფი ძმის საწოლთან იჯდა, ან თავის ოთახში, სადაც წიგნებს
უკირკიტებდა, ხანდახან ფიქრებში წავიდოდა ხოლმე, ხან კი
ძმისშვილების დაწყნარებას ცდილობდა. ორი დღით ადრე, სა-
ნამ ფილტვების ანთება თავის იქ ყოფნის შესახებ განაცხადებ-
და, იჰსანი ზურგის ტკივილს, სიცხეს და დაღლილობას უჩიოდა.
ავადმყოფობა მოულოდნელად და მედიდურად მოვიდა, გაბა-
ტონდა და სახლში ისეთმა განწყობამ დაისადგურა, თითქოს
ყველაფერი დაინგრა - გამეფდა შიში, განწირულობა, სინანუ-
ლი და მუდმივი მზადყოფნა, რამით დახმარებოდნენ ავად-
მყოფს. ეს მზადყოფნა არ სცილდებოდა ადამიანების მზერას
და ბაგეებს. მთელი სახლეული იძინებდა და იღვიძებდა სინდი-
სის ქენჯნით იჰსანის თავს დამტყდარი ავადმყოფობის გამო.
მუმთაზი მატარებლის საყვირის ხმამ გამოაღვიძა, ახალი
სადარდებელი გაახსენა და დილიდანვე ააფორიაქა. ცხრა
საათი სრულდებოდა. ღრმად ჩაფიქრებული, საწოლის კიდეზე
ჩამოჯდა. უამრავი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ექიმს ნათ-
ქვამი ჰქონდა, რომ ათ საათზე მოვიდოდა, მაგრამ არ იყო
აუცილებელი, მუმთაზს მისთვის დაეცადა. უპირველეს ყოვლი-

4
მკითხველთა ლიგა

სა, მას ავადმყოფისთვის მომვლელის შოვნა ევალებოდა. იჰ-


სანის ცოლი მაჯიდე და დედა საბირა ავადმყოფის საწოლს არ
სცილდებოდნენ, ბავშვები კი დათრგუნვილები დაეხეტებოდნენ
სახლში.
უფროს მსახურს ადვილად შეეძლო აჰმედისთვის მოევ-
ლო, მაგრამ მის პატარა დას საბიჰას აუცილებლად სჭირდებო-
და ვინმე, ვინც დაელაპარაკებოდა და გაართობდა. სანამ ამაზე
ფიქრობდა, მუმთაზს პატარა ძმისშვილის საქციელი და გამო-
მეტყველება ახსენდებოდა და ჩუმად ეღიმებოდა. მას შემდეგ,
რაც ევროპიდან შინ დაბრუნდა, მისმა სათუთმა განწყობამ ყმაწ-
ვილობის დროინდელი ურთიერთობებისადმი სხვა სახე შეიძი-
ნა. იგი ჩაფიქრდა - ეს უბრალოდ ჩვევაა? ყოველთვის ასე ხდე-
ბა, რომ ისინი გვიყვარს, ვინც ახლოს გვყავს?
ამ ფიქრებისგან რომ გათავისუფლებულიყო, ისევ თავის
ძნელ დავალებას - ავადმყოფისთვის მომვლელის პოვნას და-
უბრუნდა. მაჯიდეს ჯანმრთელობა არ იყო სტაბილური. მუმთაზს
უკვირდა კიდეც, როგორ უძლებდა ქალი ასეთ მძიმე მდგომა-
რეობას. დამატებითი მღელვარება ან გადაღლა მას ალბათ სა-
ერთოდ აჩრდილს დაამსგავსებდა. დიახ, მომვლელი აუცილებ-
ლად უნდა ეპოვა. ნაშუადღევს კი იმ საშინელ მდგმურს უნდა
შეხვედროდა.
სანამ იცვამდა, თავისთვის იმეორებდა: ეს ჭოკი, კაცს რომ
ეძახიან. ბავშვობაში, იმ დროს, როდესაც მისი პიროვნებად ჩა-
მოყალიბება ხდებოდა, მუმთაზი თითქმის სრულიად მარტო
იყო და ამიტომ თავის თავთან ლაპარაკს მიეჩვია. ანდა საერ-
თოდ, რა არის ეს რაღაც, სრულიად უცხო, რასაც ცხოვრებას
ეძახიან. შემდეგ გონებაში ისევ პატარა საბიჰას დაუბრუნდა. არ
ასვენებდა ფიქრი, რომ პატარა ძმისშვილი მხოლოდ იმიტომ
უყვარდა, რომ ამ სახლში კვლავ დაბრუნდა, როგორც შინ,

5
მკითხველთა ლიგა

თითქოს თავისი სახლი იპოვა. ამ ბავშვს მართლაც პირველი


ნახვისთანავე მიეჯაჭვა. მის დაბადებამდე მომხდარ ამბებს რომ
იხსენებდა, ამ გოგონას მადლიერიც კი იყო. ალბათ, ცოტაა ისე-
თი ბავშვი, მთელ ოჯახს მწუხარებას რომ შეუმსუბუქებს და
სახლს სიხარულითა და აღტაცებით აავსებს.
უკვე სამი დღე იყო რაც მუმთაზი იჰსანისთვის მომვლელი
ექთნის დაქირავებას ცდილობდა. უამრავი მისამართი მოაგრო-
ვა და უამრავ ადგილას დარეკა. მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანის
მიზნები უბრალოდ უკან იწევდა. უეჭველად, აღმოსავლეთი ის
ადგილი იყო, სადაც უნდა მჯდარიყავი და მოთმინებით გეცადა.
მცირეოდენი მოთმინება და შენი მიზანი თვითონ მოვიდოდა
შენთან. მაგალითად, გავიდოდა დაახლოებით ექვსი თვე, რაც
იჰსანი ჯანმრთელობას აღიდგენდა, და, აი მაშინ, რამდენიმე
ექთანი აუცილებლად თვითონ დარეკავდა სამსახურის საშოვ-
ნელად. მაგრამ როდესაც მართლა გჭირდებოდა რაღაც... აი
ასეთი იყო მომვლელ ექთანთან დაკავშირებული გაჭირვება,
ხოლო რაც შეეხება მდგმურს...
მდგმური სულ სხვა თავის ტკივილი იყო. მას შემდეგ, რაც
ამ კაცმა იჰსანის დედისგან პატარა მაღაზია იქირავა, იგი მუდ-
მივად უკმაყოფილო იყო და წუწუნებდა. თუმცა, თორმეტი წლის
განმავლობაში არასდროს უფიქრია, ამდგარიყო და წასული-
ყო. დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი განუწ-
ყვეტლივ ერთსა და იმავე საქციელს იმეორებდა - მეზობლებ-
თან მოიკითხავდა ყველას, კითხვას კითხვაზე სვამდა, შემდეგ
კი მოითხოვდა, რომ სახლის პატრონთაგან რომელიმე ბა-
ტონს, ან იქნებ, თვითონ ოჯახის უფროს ქალბატონს პატივი
დაედო და სასწრაფოდ მოენახულებინა.
სახლში ამ ამბავს ეჭვით შეხვდნენ. იჰსანმაც კი, სიცხისგან
და სუნთქვითი სპაზმებისგან რომ იკრუნჩხებოდა, გაოცება გა-

6
მკითხველთა ლიგა

მოხატა. ყველამ იცოდა, რომ ამ თაღლითის მთავარი დამახა-


სიათებელი ჩვევა სწორედ ის იყო, თავი შორს დაეჭირა, თით-
ქოს არც არსებობდა, და თუ ძებნას არ დაუწყებდნენ - ან თუნ-
დაც როდესაც დაუწყებდნენ, მაშინაც - დიდი დაგვიანებითა და
მხოლოდ უდიდესი წვალების შემდეგ გამოხმაურებოდა.
მუმთაზმა, რომელმაც პასუხისმგებლობა იტვირთა იჯარის
განახლებაზე და დაგვიანებული ქირის გამორთმევაზე, იცოდა,
რა ძნელი იქნებოდა ამ კაცის ნახვა, ფაქტობრივად, მაშინაც კი,
როცა შენ მის წინ იდგებოდი იქ, მაღაზიაში.
მუმთაზი მაღაზიაში შევიდოდა თუ არა, გამყიდველი თვა-
ლებს შავი სათვალით დაიფარავდა, და თითქოს ეს რაღაც
ძლიერი თილისმა ყოფილიყო, თითქმის გაქრებოდა ხოლმე ამ
შუშებიანი ფარის უკან, საიდანაც მონოტონურად ბუზღუნებდა,
რომ ბაზარი ჩამკვდარია, რომ ცხოვრება ჭირს და რომ იღ-
ბლიანები იყვნენ ისინი, ვისაც მუდმივი შემოსავალი ჰქონდა, მა-
გალითად, სახელმწიფო მოხელეები; ბოლოს, ის სიბრაზისგან
ლურჯდებოდა, იწყებდა საკუთარი თავის ლანძღვას იმის გამო,
რომ სახელმწიფო მოხელის სამუშაო მიატოვა და მუჰამედის
ერთ-ერთი წიგნიდან ეპითეტს დაიმოწმებდა ხოლმე - „მუჰამე-
დი, ალაჰისგან საყვარელი ვაჭარი“. იგი ამბობდა, რომ სწო-
რედ ამ მიზეზით, მოციქულის მაგალითისთვის რომ მიებაძა,
მოეკიდა ვაჭრობას. ამის შემდეგ კი ვაჭარ ჰეკუბას მაგალითზე
გადავიდოდა:
„ძვირფასო ბატონო, თქვენ ხომ იცით, რა დროა ახლა,
ამას კითხვაც არ უნდა - ჩემი უდიდესი პატივისცემა ძვირფას
ქალბატონ საბირას. რა კარგი იქნებოდა, რამდენიმე დღე კი-
დევ რომ ეწყალობებინა. ის ჩვენს თვალში სახლის პატრონი
არ არის, არამც და არამც. იგი ხომ კეთილისმყოფელია, სიკე-
თის წყაროა. თუ სიკეთეს გამოიჩენს და დააახლოებით ორ კვი-

7
მკითხველთა ლიგა

რაში შემოივლის, მე დიდ პატივად ჩავთვლი მის ვიზიტს და,


ამავე დროს, თუ ალაჰის ნება იქნება, ცოტაოდენ თანხასაც მი-
ვართმევ.“ აი ასეთი ლაპარაკით ეს კაცი მთავარ საკითხს ისევ
ჰაერში გამოკიდებულს დატოვებდა; ყველაფრის მიუხედავად,
როდესაც მუმთაზი მაღაზიის კარიდან გადიოდა, გამყიდველი
აკანკალებული ხმით განაგრძობდა ლაპარაკს იმ ადგილიდან,
სადაც წეღან გაჩერდა, თითქოს თვითონვე უკვირდა, ეს რა
უზარმაზარი დაპირება გავეციო - „მაგრამ იცით რა, დარწმუნე-
ბული არ ვარ, რომ ყველაფერი ამ ორ კვირაში მართლაც მოგ-
ვარდება.“ არ შეეძლო ეთქვა - „აჯობებს, თუ ქალბატონი სულაც
არ მოვა, და საერთოდ ყველა თავს დამანებებთ! ბოლოს და
ბოლოს, რისთვის უნდა მოხვიდეთ? თითქოს ის არ იყოს საკმა-
რისი, რომ ამ დახავხავებული შენობის უვარგის ფლიგელში
ვცხოვრობ. ამაში თან ფულიც უნდა გიხადოთ?“ - ამის ნაცვლად,
საკითხის განხილვის გაურკვეველი დროით გადადებას მოით-
ხოვდა: „ყველაფერს აჯობებს, თუ ქალბატონი პატივს დამდებს
და მომავალი თვის დასაწყისში მესტუმრება, ან კიდევ უკეთესი,
თვის შუა რიცხვებში.“
მოკლედ, ეს არარაობა, იმით გაღიზიანებული, რომ მის-
გან ახსნა-განმარტებას ელოდნენ, ბოლო დღეებში ზედიზედ
უგზავნიდა შეტყობინებებს მოკითხვითა და თხოვნით, რომ დიდ
ქალბატონს, ან მისი მოუცლელობის შემთხვევაში, ოჯახიდან
რომელიმე ბატონს, მოენახულებინა იგი ნებისმიერ მათთვის
სასურველ დროს, რა თქმა, რაც მალე მოხდებოდა, მით უკეთე-
სი, რათა მოელაპარაკათ ძველ სახლზე მიშენებული, მიტოვე-
ბული ფლიგელის სტატუსის შესახებ, მის მეორე სართულზე
განლაგებული ოთახების ჩათვლით და განეხილათ ის ფაქტი,
რომ მისი იჯარის ვადა ამოიწურა. ჰო, მათ ჰქონდათ გაოცებისა
და შეშფოთების მიზეზი.

8
მკითხველთა ლიგა

როგორც ეს ყოველ თვეში ხდებოდა, მუმთაზი ალბათ იმ


დღესაც, ნაშუადღევს, ძლივს მიჩანჩალდებოდა მაღაზიაში. ეს
იმიტომ, რომ იქ მისვლა ეზიზღებოდა. უკვე ზეპირად იცოდა,
რა პასუხებსაც მიიღებდა ყველა კითხვაზე. მაგრამ ეს შემთხვევა
მაინც განსხვავებული იყო. წინა საღამოს, იჰსანის დედა ძალიან
შეევედრა, წადი და ის კაცი ნახეო, იჰსანს კი იმის თავიც არ
ჰქონდა ჟესტ-მიმიკით რამე ენიშნებინა, მაგალითად - „რად იღ-
ლი თავს, მაინც ტყუილად უნდა წახვიდე. ისედაც ხომ იცი, რა-
საც გეტყვის. წადი, სადმე გაისეირნე და მოდი!“ იჰსანი მიჯაჭვუ-
ლივით იწვა საწოლზე; სუნთქვის დროს მისი მკერდი გაჭირვე-
ბით ადიოდა და ჩადიოდა.
იჰსანის ფილოსოფიური დამოკიდებულება ამ საძულველი
კაცისადმი ეფუძნებოდა იმ სიბრძნეს, რომ ფუჭ მცდელობებს აზ-
რი არ ჰქონდა, რადგან შედეგები წინასწარ იყო ცნობილი. ამ
ყველაფრის მიუხედავად, მუმთაზს არ უნდოდა თავისი მამიდა
გაეწბილებინა, რომელიც ვერაფრით ივიწყებდა გადაუხდელ
ქირას, რომლის დავალიანება ლამის იმ მემკვიდრეობის ფა-
სამდე იყო ასული, რაც თავისი საყვარელი მამისგან ერგო. ამის
გარდა, ამ ოჯახში ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ. აქ,
ამ ცხოვრებაში, რომელსაც მუმთაზი აღიქვამდა როგორც „იჰ-
სანის კუნძულს“, ქირის თემა და მასთან დაკავშირებული მთე-
ლი საგა კარგი საკვები იყო ენამოსწრებული ხუმრობებისთვი-
საც.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როდესაც მუმთაზი დაბ-
რუნდებოდა და უამბობდა თავისი მოვალეობის შესრულების
შესახებ, ქალბატონი ჯერ ძალიან გაბრაზდებოდა - „იმედი
მაქვს, ეს მათხოვარი მალე მოკვდება, ბებერი სულელი ეგა!“;
მაგრამ თანდათან სიბრაზე თანაგრძნობით შეიცვლებოდა - „ეგ
უბედური, ისეთი საბრალოა... ალბათ როგორ იტანჯება“, ან კი-

9
მკითხველთა ლიგა

დევ გული დაუმძიმდებოდა და იტყოდა: „იქნებ, მართლაც არ


აქვს შემოსავალი.“ შესაბამისად, ცდილობდა ყველაფერს შე-
რიგებოდა და ყველაფერი მშვიდობიანად დაემთავრებინა. ხან-
დახან ასეთ განცხადებებსაც აკეთებდა: „სულ ეს არის, რაც დი-
დი მამულისგან დამრჩა, თორემ დიდი ხნის წინ გავყიდდი და
მოვისვენებდი“. ამით მიანიშნებდა, რომ ქირა, რომელიც და-
ნიშნულ დროს მისთვის არასდროს მიუციათ, მხოლოდ სინდი-
სის ქენჯნის წყარო იყო და სხვა არაფერი. მაგრამ ერთ დღეს,
ქალბატონი საბირა მაინც გადაწყვეტდა, მორიგი ვიზიტით
წვეოდა მდგმურს და რადგან აწ განსვენებული სელიმ ფაშას
ქალიშვილი ვერ დაუშვებდა, რომ თანმხლები ქალის გარეშე
გაევლო ქუჩაში, უშქუდარიდან გამოიძახებდნენ ყოფილ მოსამ-
სახურე არიფეს, რომელიც დანიშნულ დღეს ჩამოვიდოდა, ხო-
ლო მომდევნო სამი დღე მსჯელობაში გაივლიდა: „მოდი რა,
იქნებ, ხვალ წავიდეთ იმ კაცთან“, გადაწყვეტილების შესრულე-
ბის მცდელობა კი კვლავ უსარგებლო მცდელობად დარჩებო-
და, სანამ ქალები მეზობლების მოსანახულებლად ან დახურულ
ბაზარში ივლიდნენ. და აი, ბოლოს და ბოლოს, დგებოდა ის
დღე, როდესაც საბირა სახლში ტაქსით დაბრუნდებოდა და თან
უამრავ საჩუქარს მოიტანდა.
რა თქმა უნდა, მის ვიზიტს მდგმურთან ფუჭად არასდროს
ჩაუვლია. იგი სულ ცოტა, ქირის რაღაც ნაწილს მაინც გამოარ-
თმევდა. მისი შემართება იჰსანსაც და მუმთაზსაც საგონებელში
აგდებდა, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად გაიაზრებდნენ, გასაკ-
ვირი ნამდვილად არაფერი იყო.
იჰსანის დედა მოსამსახურე არიფეს კარგად ექცეოდა, მაგ-
რამ მის ლაქლაქს ვერ იტანდა. თუ ჭორიკანა არიფეს მასთან
ყოფნა გაუგრძელდებოდა, საბირას ჯერ კიდევ ბავშვობიდან
დამახასიათებელი სიბრაზე და გაღიზიანება ეუფლებოდა და ეს

10
მკითხველთა ლიგა

გრძნობა თანდათან ძლიერდებოდა. როდესაც პროცესი პიკს


მიაღწევდა, გამოიძახებდნენ ტაქსს, ჩასხდებოდნენ, ისე რომ
არიფეს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიჰყავდათ. ჯერ ხნიერ,
ერთგულ მოსამსახურეს დასვამდა უშქუდარისკენ მიმავალ ბო-
რანზე სიტყვებით: „მშვიდობით, ჩემო ძვირფასო არიფე, კიდევ
გამოვაძახებინებ შენს თავს, კიდევ გნახავ, აბა რა!“ ამის შემდეგ
კი იჰსანის დედა პირდაპირ მაღაზიისკენ გაემართებოდა.
როგორც ალბათ უკვე გასაგები გახდა, ქალბატონის ვიზი-
ტის უგულებელყოფა, როდესაც ის აშკარად შემართულ და საბ-
რძოლო განწყობაზე ბრძანებოდა, დიდ პრობლემას წარმოად-
გენდა. საცოდავი კაცი რამდენჯერმე ეცდებოდა მის თავიდან
მოშორებას. ხან მუცლის ტკივილს მოიმიზეზებდა, ხან რას, მაგ-
რამ პირველ ჯერზე ქალბატონი პიტნის ჩაის დალევას ურჩევ-
და, მეორედ უფრო რთულ წამალს ასწავლიდა, მესამე ვიზიტზე
კი, როდესაც მას ისევ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩი-
ვილებით შეეგებებოდნენ, მკაცრად იკითხავდა: „ის წამლები
დალიე, მე რომ გირჩიე?“ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ
კი კაცს უხეშად მიახლიდა: „მაშინ, აღარ მიხსენო შენი ტკივი-
ლები, გასაგებია?“ მესამე ვიზიტის დროს, როდესაც მაღაზიის
დამქირავებელი მიხვდებოდა, რომ მოხუც ქალბატონს, რომ-
ლის განწყობა რისხვასა და დანაშაულის გრძნობას შორის მი-
მოდიოდა, თავიდან ვეღარ მოიშორებდა, ქალბატონის მოს-
ვლისთანავე მისთვის ყავას შეუკვეთდა, თვითონ კი თავს მოაჩ-
ვენებდა, რომ დახლთან რაღაცას ანგარიშობდა. ყოველთვის,
მას შემდეგ, რაც ქალბატონი ყავას მიირთმევდა, მაღაზიის პატ-
რონი მბრძანებლურად გაშვერილ ხელში კონვერტს მოწიწე-
ბით და სწრაფად ჩაუდებდა. იქიდან გამოსული ქალბატონი ხან
ერთ მაღაზიაში შევიდოდა, ხან მეორეში. ტაქსით დადიოდა. ეს
ყველაფერი სიამოვნებდა, დიდი სიამოვნებით ყიდულობდა შე-

11
მკითხველთა ლიგა

საფერ საჩუქრებს ყველასთვის და სახლში ხშირად უკაპიკოდაც


დაბრუნებულა. იჰსანიც და მუმთაზიც ხვდებოდნენ, რომ ეს მა-
ღაზიაც, ეს ქირაც და მდგმურიც, მოსამსახურე არიფესთან ერ-
თად, ერთ ანსამბლს შეადგენდა. ეს იყო ქალბატონი საბირას
ერთადერთი და უსაყვარლესი გართობა, რომელიც ცხოვრებას
ულამაზებდა, მის თავისუფალ დროს ავსებდა და ახალისებდა,
ამიტომ ისინიც ლმობიერად უყურებდნენ ამ ყველაფერს.
„იჰსანის კუნძულზე“ თუ რამ კანონი მოქმედებდა, პირველ
რიგში ეს იყო შემწყნარებლობა; ნებისმიერ უცნაურობას თუ
ხითხითით არა, ჩაღიმებით ხვდებოდნენ. ასე სურდა კუნძულის
პატრონს; მას სჯეროდა, რომ თუ ყველაფერი ასე იქნებოდა,
ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. იგი თითქოს წლების განმავ-
ლობაში აგურს აგურზე ადებდა და ასე აშენებდა ბედნიერებას
თავის გარშემო. მაგრამ ახლა ბედი მას მეორედ სცდიდა. იჰსა-
ნი ძალიან იყო დასუსტებული. დღეს მერვე დღეა - გაიფიქრა
მუმთაზმა. ყველას სჯეროდა, რომ წყვილი დღეები უფრო ძნე-
ლი გადასატანი იყო. მუმთაზი იმედს იტოვებდა, რომ ყველაფე-
რი წყნარად ჩაივლიდა.
მუმთაზმა არასაკმაო ძილის გამო შემორჩენილი თვლემა
თითქოს ჩამოიფერთხა და მძიმე ნაბიჯებით კიბეზე დაეშვა. პა-
ტარა გოგონა საბიჰა საშინაო ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობდა
და ჰოლში გაბუტული იჯდა.
მუმთაზმა ვერ აიტანა, ასე წყნარად რომ იჯდა ეს მოუსვე-
ნარი ბავშვი. უნდა ითქვას, რომ აჰმედიც საკუთარ თავში იყო
ჩაკეტილი, მაგრამ ის ბუნებით ასეთი იყო. თავს მუდმივად დამ-
ნაშავედ გრძნობდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავი-
სი ამქვეყნად გაჩენის სულისა და გულის შემძვრელი გარე-
მოებების შესახებ შეიტყო - ვისგან შეიტყო? როგორ? საიდუმ-
ლოდ დარჩა. იქნებ, რომელიმე მეზობელმა უთხრა? ყოველ-

12
მკითხველთა ლიგა

თვის სადღაც კუთხეში მიიკუნტებოდა და ოჯახში თავს მუდამ


უხერხულად გრძნობდა. თუ ზედმეტად გაანებივრებდნენ, დაას-
კვნიდა, ასე განგებ მექცევიან, ვეცოდები და მპატრონობენო,
თვალები კი ამ დროს ცრემლით ევსებოდა. მსგავსი სევდიანი
განწყობა ხშირად ეუფლებოდა. ზოგი ადამიანი თითქოს დაბა-
დებიდან განწირულია - თავიდანვე გადამტვრეული ლერწმის
ღეროა. საბიჰა სულ სხვა იყო - პატარა, მომაჯადოებელი მზე-
თუნახავი - ყველა ასე აღიქვამდა მას. ის ყველას ელაპარაკე-
ბოდა, აქეთ-იქით დადიოდა, განუწყვეტლივ რაღაცას ტიკტიკებ-
და და მღეროდა. დაბადების დღეზე მისი უკიდეგანო მხიარუ-
ლება მთლიანად ავსებდა „იჰსანის კუნძულს“.
სამი დღე იყო, გოგონას წესიერად არც უძინია. ბავშვი მა-
მის ოთახში, ნიშაში შედგმულ ფართო დივანზე იწვა და თავს
იმძინარებდა. სინამდვილეში კი, სხვებთან ერთად ისიც მუდმი-
ვად უთვალთვალებდა ავადმყოფ მამას.
მუმთაზი დიდი სიყვარულით შეჰყურებდა ფერიას გაფით-
რებულ სახეს და ჩავარდნილ თვალებს. გოგონა ზევით აწეულ
თმას ბაფთით აღარ იკრავდა. „აღარ გავიკეთებ წითელ ბაფ-
თას, - განაცხადა ბავშვმა სამი დღის წინ - აღარ გავიკეთებ ამ
ვარცხნილობას, სანამ მამიკო ავად არის. როდესაც გამოჯან-
მრთელდება, აი, მაშინ გავიკეთებ.“ ამას თავისი ჩვეული პრან-
ჭია ხმით ამბობდა და იმ ჩაღიმებით და მორცხვობით, რასაც
ამჟღავნებდა ხოლმე, როდესაც გარშემო მეგობრული ურთი-
ერთობის და სიახლოვის გრძნობის დამყარება სურდა. მაგრამ
როდესაც მუმთაზის სიყვარულით სავსე გამოხედვა შეამჩნია,
ტირილი მორთო. საბიჰამ ორნაირი ტირილი იცოდა. ერთი -
ბავშვური, დაჟინებული ტირილი, როდესაც ტირილით თავისი
ტირანიის დამტკიცება უნდოდა: სახე ემანჭებოდა, მისი ხმა მა-
ღალ ნოტებამდე ადიოდა, ფეხებს კი აქეთ-იქით იქნევდა ან აბა-

13
მკითხველთა ლიგა

კუნებდა; ეს ყველასთვის ნაცნობია - როგორც ეგოიზმით შეპ-


ყრობილ ყველა პატარას ჩვევია, ეს მშვენიერი ბავშვიც თითქოს
ბოროტ ჯინად გადაიქცეოდა ხოლმე.
სხვა იყო მეორე ტირილი, როდესაც გოგონას მართლა
დარდი დაეუფლებოდა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად, რამდე-
ნადაც ეს პატარა ბავშვის მოუმწიფებელ გონებას შეეძლო; ეს
იყო ჩუმი, ჩახშობილი სლუკუნი. იგი ცოტა ხნით ახერხებდა
ცრემლების შეკავებას. მაგრამ სახის გამომეტყველებაზე ეტყო-
ბოდა, სახე ემანჭებოდა, ტუჩები უთრთოდა და ცრემლებით სავ-
სე თვალებს მალავდა. მხრებს ისე კი არ ასწორებდა, როგორც
ჩვეულებრივი ბავშვური ტირილის დროს, არამედ აშკარად ჩა-
მოშვებული ჰქონდა. ეს ცრემლები მაშინ სდიოდა, როდესაც ყუ-
რადღებას არ აქცევდნენ, თავს დამცირებულად გრძნობდა, ან
თვლიდა, რომ უსამართლოდ ეპყრობოდნენ. იმ დროს, როდე-
საც ოჯახის ყველა წევრისგან ჩაიკეტებოდა თავის ბავშვურ სევ-
დაში, იმ სამყაროში, რომელშიც მას სიკეთის და გულითადი
ურთიერთობების დამყარება სურდა, კაშკაშა გარემოში, მარ-
ჯნის ტოტებითა და სადაფის ყვავილებით მორთულ--
გალამაზებულში, მუმთაზს ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, რომ
მისი პატარა ძმისშვილის ხასხასა წითელი ხავერდის ბაბთაც კი
აღარ ასხივებდა.
პატარა საბიჰა რამდენიმე თვის წინ თვითონ წააწყდა თა-
ვის ცნობილ წითელ ბაფთას, ეს იყო მისი მეორე დაბადების
დღის შემდეგ. მან უბრალოდ გაუწოდა დედას მუქი ღვინისფერი
ბაფთა, რომელიც სადღაც მიწაზე დაგდებული იპოვა და უთ-
ხრა: „თმაში გამიკეთე.“ იმ დღიდან თავიდან აღარ იცილებდა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბაფთა ჩვეულებრივი სამ-
შვენისიდან რაღაც ერთეულად, ინსტიტუციად ჩამოყალიბდა.
წითელი ბაფთა ყველაფერს ნიშნავდა, ის საბიჰას ნიშანი იყო,

14
მკითხველთა ლიგა

როგორც დედოფლის ძვირფასი სამკაული. კნუტები, თოჯინები


- ყველაფერი, რაც მას უყვარდა, განსაკუთრებით კი ახალთა-
ხალი საწოლი - ყველა და ყველაფერი, რაც მისი სიყვარულის
საგანი იყო, იღებდა ამ მორთულობას. და რაც მთავარია, ეს
პატივი შეიძლებოდა ჩამოერთვათ კიდეც საგანგებო ოფი-
ციალური განცხადებით. მაგალითად, ერთხელ, მზარეულმა
ქალმა ის დატუქსა და გათამამებული ბავშვი უწოდა და ესეც არ
იკმარა, საბიჰას დედასთან უჩივლა, რითაც გოგონას აღშფო-
თება გამოიწვია. მოგვიანებით, მან უკვე ზრდილობიანი მანე-
რით, მოითხოვა, რომ მზარეულს დაებრუნებინა მისთვის მირ-
თმეული წითელი ბაფთა. ჭეშმარიტება ის იყო, რომ საბიჰას ნა-
ზი და დახვეწილი ბავშვური ბუნება განსაზღვრავდა ასეთ ჯილ-
დოებსაც და სასჯელებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, გოგონა აშ-
კარად ბატონობდა სახლში, მამის ავადმყოფობამდე აქ იყო მი-
სი სასულთნო. აჰმედიც კი, უმცროსი დის სრულ ბატონობას,
რომელსაც ფესვები უკვე ღრმად ჰქონდა გადგმული სახლის
მცხოვრებთა გულებში, სამართლიანად მიიჩნევდა. ეს იმიტომ,
რომ საბიჰა მოევლინა ამ ქვეყანას მას შემდეგ, რაც ტრაგედიამ
საძირკვლიანად შეძრა მთელი სახლი. რა თქმა უნდა, მაჯიდე
ჯერ ისევ სუსტად იყო, როდესაც საბიჰა გააჩინა. და მის დაბა-
დებას მოჰყვა დედის დაბრუნება სიცოცხლესთან და ჯანმრთელ
მდგომარეობასთან. უნდა ითქვას, რომ მაჯიდეს დარდი
მთლიანად ვერასდროს გაქრებოდა. მას დროდადრო სხვადას-
ხვა ეპიზოდი ახსენდებოდა და ამისგან იტანჯებოდა: რაღაც
უწინდელი ისტორიების მოგონება; თავისი ხმისთვის პატარა
გოგონას ხმისმაგვარი სიტკბოს მიცემა, საათობით უსასრულო,
გარინდებული ლოდინი ფანჯარასთან, ან სადმე, სადაც იმ
დროს იჯდა - სასოწარკვეთილი ლოდინი უფროსი ქალიშვი-

15
მკითხველთა ლიგა

ლის, ზეინაბისა, რომლის შესახებაც სიტყვას ხმამაღლა არას-


დროს ძრავდა.
უბედური შემთხვევა მართლაც რომ ეპიკური ტრაგედიის
მასშტაბისა იყო. იჰსანმა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს,
რაც კი შეეძლოთ, რომ მომხდარი ტრაგედია მაჯიდესთვის
დაემალათ, მაგრამ არავის შეეძლო ტკივილი და ტანჯვა დაემა-
ლა ამ ქალბატონისთვის, რომელიც სამშობიარო ჭინთვებისგან
იკლაკნებოდა. ბოლოს და ბოლოს, მან ექთნებისგან შეიტყო,
რაც მის ქალიშვილს დაემართა; საწოლიდან ძლივს წამოდგა,
ძლივს მივიდა და ცხედარს დახედა. ცოტა ხანს იდგა ასე გაქვა-
ვებული. ამის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მაღალი სიც-
ხე ჰქონდა, იწვა და იკრუნჩხებოდა. აი, ასე გააჩინა აჰმედი.
ივნისის ერთი დილა რვა წლის წინ: ზეინაბი, ბებია საბი-
რასთან ერთად, საავადმყოფოში სამშობიაროდ წაყვანილი დე-
დის სანახავად მივიდა და უცბად გაახსენდა, რომ საჩუქარი შინ
დარჩა; ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, გარეთ გავი-
და, საავადმყოფოს წინ დადგა და მამას ელოდა, რომ მისთვის
ეთქვა საჩუქრის შესახებ; რა მოხდა რეალურად - უყურადღებო-
ბა გახდა მიზეზი თუ სხვა რამ - არავინ იცის; გოგონა, რომელიც
ღმერთმა იცის, ამ დროს რაზე იყო ჩაფიქრებული, თითქოს სიკ-
ვდილმა მოიტაცა - ის დაიღუპა.
იჰსანმა თვითონ დაითანხმა ცოლი, საავადმყოფოში ემ-
შობიარა, რადგან ორსულობის დროს საგანგაშო ნიშნები შეიმ-
ჩნეოდა. ტრაგედიის შემდეგ კი ვერ შეძლო ეს საკუთარი თავის-
თვის ეპატიებინა. დაწყებული იმ წუთიდან, რაც ხელში შვილის
ჯერ კიდევ თბილი სხეულით, რომელსაც სისხლი სდიოდა,
საავადმყოფოში შევარდა და იქ უკანასკნელი იმედიც დაიკარგა
- იჰსანი თავს განადგურებულად გრძნობდა.

16
მკითხველთა ლიგა

ბედიწერამ ასე გადაწყვიტა. ყველაფერი ისე აეწყო, რომ


არავინ იყო დამნაშავე. მაჯიდეს სურვილი არ გამოუთქვამს,
რომ ზეინაბი მასთან საავადმყოფოში მიეყვანათ; საბირას არ
უნდოდა ზეინაბის წაყვანა და ორი დღის განმავლობაში უძლებ-
და გოგონას დაჟინებულ მუდარას და ცრემლებს, ბოლოს და-
თანხმდა;. იჰსანმა ვერ დაიჭირა ტაქსი საავადმყოფოში წასას-
ვლელად და ქუჩაში რომელიღაც შემხვედრი მანქანის
მძღოლს სთხოვა წაყვანა, ამიტომ დაგვიანებით მივიდა, მანამ-
დე კი ტრამვაის საფეხურზე მდგომმა იმგზავრა, თან ქუჩას აკ-
ვირდებოდა, იმ იმედით, იქნებ, ტაქსი დავიჭიროო. ბევრი მას
მიიჩნევდა ტრაგედიის მიზეზად. მაგრამ მუდმივად ამ სიმძიმის
ქვეშ მხოლოდ აჰმედი ცხოვრობდა და ყველაზე მეტ ტვირთს ის
იღებდა საკუთარ თავზე.
მუმთაზს აჰმედი მამის საწოლის ბოლოში ჩამომჯდარი
დახვდა, დაძაბულ მზადყოფნაში, რომ მამის მცირე ჟესტიც
მხედველობიდან არ გამორჩენოდა. მაჯიდე იდგა და უაზროდ
ათამაშებდა ხელში თავისი შალის მოსასხამიდან გამოძენძილ
ძაფს.
იჰსანმა მუმთაზი შენიშნა და სახეზე სიხარული გამოეხატა.
მკერდი ნელა მოძრაობდა სუნთქვის დროს. დილის მზის შუქზე
მუმთაზს იგი ბევრად უფრო გამხდარი ეჩვენა, ვიდრე იყო.
გაუპარსავი ნიკაპი მის სახეს უცნაურ გამომეტყველებას აძლევ-
და. მისი მდგომარეობა თითქოს ადასტურებდა: „მე მალე იჰსა-
ნი აღარ ვიქნები. ან ვიღაც სხვა ვიქნები, ან საერთოდ აღარა-
ვინ. მე მზად ვარ ნებისმიერი დასასრულისთვის!“
თავისი სუსტი ხელით რაღაც ანიშნა.
მუმთაზი საწოლისკენ დაიხარა. „გაზეთები ჯერ არ წამი-
კითხავს. არ მგონია, რამე შემაშფოთებელი იყოს“, - თქვა მან.

17
მკითხველთა ლიგა

სინამდვილეში კი იგი ომის გარდაუვალობაში დარწმუნე-


ბული იყო. „როდესაც მსოფლიო კანის გამოსაცვლელად მზად
არის, დიდი მასშტაბის არეულობა გარდაუვალია“, - იჰსანი, ვის-
თანაც ერთად იგი ყოველთვის განიხილავდა მიმდინარე მოვ-
ლენებს, ხშირად იმეორებდა ალბერ სორელის ციტატას. ამ
გაფრთხილებას მუმთაზმა ახლა პოეტის მწარე წინასწარმეტ-
ყველებაც დაამატა, იმ პოეტისა, რომელიც თვითონ ძალიან
მოსწონდა: „ეს ევროპის დასასრულია!“ მაგრამ ასეთ თემებზე
ახლა იჰსანთან ვერ ისაუბრებდა. იგი დასუსტებული იწვა და
ავადმყოფობას ებრძოდა.
მუმთაზმა მიმოიხედა და ვითარებას დააკვირდა. იჰსანი იწ-
ვა, ხელი საბანზე ედო. მისი სუსტი ხელი თითქოს სასოწარკვე-
თას გამოხატავდა და შველას ითხოვდა.
- ღამემ როგორ ჩაიარა?
- არაფერი შეცვლილა, მუმთაზ, - წყნარად უპასუხა მაჯი-
დემ, თითქოს ბალახმა გაიშრიალა, - მუდამ ერთ მდგომა-
რეობაშია.
- ცოტა მაინც თუ გეძინა?
- აქ ვიწექი, საბიჰასთან ერთად, მაგრამ არ მძინებია.
მან დივანზე მიუთითა და გაიღიმა. ადამიანს შეიძლებოდა
ეფიქრა, რომ ამ ჩაცინებით მან მიუთითა ის ადგილი, სადაც ხუ-
თი დღის განმავლობაში ეძინა შიშითა და თრთოლვით, ისე
როგორც შეიძლება ადამიანმა საკუთარ სახრჩობელაზე მიუთი-
თოს, მაგრამ მაჯიდეს ღიმილი, ამ საოცარი და უსაზღვროდ
დახვეწილი ბუნების მქონე არსებისა, წარმოადგენდა მისი ხა-
სიათის შემადგენელს. იმდენად, რომ თუ ის არ იღიმოდა, ეს
მაჯიდე არ იყო. მადლობა უფალს, რომ იმ დღეებმა ჩაიარა! აი
იმ დღეებმა, როდესაც ყველას ეგონა, რომ მაჯიდემ ღიმილი
სამუდამოდ დაკარგა.

18
მკითხველთა ლიგა

- ცოტა მაინც დაგეძინა, თვალი მოგეტყუებინა.


- მას შემდეგ, რაც შენ დაბრუნდი, ღამით წესიერად არც
მძინებია ამ მატარებლების ხმაურის გამო. ნეტავ, ჯარების მო-
ბილიზება, ან რამე მსგავსი ხომ არ ხდება?
მუმთაზს გაახსენდა: დეპეშით შემატყობინეს ტრაგედიის
შესახებ, იმ დროს კასტამონუში ვიყავი. მაშინვე ჩამოვედი. მაჯი-
დე და პაწაწინა აჰმედი ცალ-ცალკე იწვნენ. ყველა მაჯიდეს
მოვლით იყო დაკავებული. მამიდაჩემი საბირა გიჟს ჰგავდა. იჰ-
სანს რომ სიცოცხლის იმედი და რწმენა არ შეენარჩუნებინა, მა-
ჯიდეს რა მოუვიდოდა?
იჰსანმა მაჯიდეზე მიუთითა:
- ამას, - აქ შეჩერდა, ძალა აღარ ჰყოფნიდა სიტყვების
წარმოსათქმელად. შემდეგ ძალა მოიკრიბა და განაგრძო, -
ამას რამე რჩევა მიეცი, გთხოვ.
ო, ღმერთო ჩემო, მისი დახვეწილი მეტყველება! კაცს,
რომელსაც მუმთაზის ახლობლებსა და ნაცნობებს შორის ყვე-
ლაზე გასაგებად შეეძლო აზრის გამოთქმა, ვისი ლექციები, სა-
უბრები და მახვილგონივრული პასუხები სამუდამოდ დაამახ-
სოვრდა, ახლა რამდენიმე მარტივი სიტყვის წარმოთქმა უჭირ-
და. მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. ყველაფრის მიუხედავად,
„ამ ბებერმა“ - ეს მისი საყვარელი გამოთქმა იყო - რაღაც მაინც
მოახერხა. შეძლო თავისი აზრი გამოეხატა. მუმთაზი, რა თქმა
უნდა, ყოველ ღონეს იხმარდა, რომ მაჯიდე ფიზიკური გამო-
ფიტვისგან ეხსნა; იჰსანმა ცოტა ხნით მოახერხა მზერა მასზე
დაეფიქსირებინა, მაგრამ დიდი ხნით კონცენტრირება ვერ შეძ-
ლო.
გარეთ გამოსული მუმთაზი ქუჩას ისე დააკვირდა, თითქოს
დიდი ხნით უნდა წასულიყო სადღაც. სახლის მოპირდაპირე
მხარეს, მეჩეთის შესასვლელთან, მაწანწალა ბიჭი თოკს ათამა-

19
მკითხველთა ლიგა

შებდა ხელში და დაბალი ღობიდან გადმოშვერილ ლეღვის ხის


ტოტებს შესცქეროდა. იქნებ, ლეღვის ხეზე „იერიშისთვის“ ემზა-
დებოდა და შედეგებით წინასწარ ტკბებოდა. ოცი წლის წინა-
თაც, ზუსტად ასე ვიჯექი და ვფიქრობდი... მაგრამ იმ დროს მე-
ჩეთი ასეთ მდგომარეობაში არ იყო. მერე სინანულით დაასრუ-
ლა ფიქრი - და არც არემარე იყო ასეთი.
ქუჩა მზით იყო გაბრწყინებული. მუმთაზი დაბნეული შეს-
ცქეროდა მზის შუქს. შემდეგ მზერა ისევ მაწანწალა ბიჭზე და
ლეღვის ხის ტოტზე გადაიტანა, და მერე ზევით, მეჩეთის გუმ-
ბათზე, რომლიდანაც ტყვიის მასალისგან დამზადებული საფა-
რის ფურცლები ჩამოეხსნათ, როგორც საომარი მდგომა-
რეობის დროს აუცილებელი მარაგი; თითქოს ხელთათმანი ჩა-
მოცურდა ხელიდან, ან თითქოს იმ ლეღვს, ბიჭი რომ შორიდან
უტრიალებდა, კანი თავისთავად ჩამოძვრაო. თაფლისფერთვა-
ლება მეჰმეთ ეფენდის ისტორიული მეჩეთი, - გაიფიქრა მან. ამ
კაცმა ერთხელ შესწირა ფული სხვა მეჩეთს ეჯიფში, სტამბოლის
ერთ-ერთ რაიონში, სადაც ახლა მისი საფლავი იყო. მაგრამ
შეძლებდა კი მუმთაზი ოდესმე, გამოეკვლია ამ ისტორიული
საქველმოქმედო საკუთრების საბუთები, რათა მათ სინამდვი-
ლეში დარწმუნებულიყო?

II

რაც კი მისამართები მისცეს, უმეტესობა მცდარი იყო. ექ-


თანს, სახელად ფატმას, საერთოდ არასდროს უცხოვრია მოცე-
მულ მისამართზე. იქ მცხოვრები ოჯახის ქალიშვილს კი ის-ის
იყო საექთნო კურსებზე დაეწყო სიარული. გოგონა ღიმილით
მიესალმა: „კურსებზე ჩავეწერე იმ მიზნით, რომ იქნებ, გამო-

20
მკითხველთა ლიგა

ვადგე საერთო საქმეს, თუ ომი დაიწყება, მაგრამ ჯერჯერობით


არაფერი მისწავლია, - გოგონა სერიოზული ხმით ლაპარაკობ-
და, - ჩემი ძმა ჯარშია... სულ მასზე ვფიქრობ...“ მომდევნო სახ-
ლში მართლაც ცხოვრობდა ექთანი, მაგრამ იგი სამი თვის წინ
წასულიყო ანატოლიაში, სადაც სამსახური ეშოვა. დედამისმა
მუმთაზს უთხრა: „მომეცით მისამართი, თუ ჩემი შვილის მეგობ-
რებს ვნახავ, ვეტყვი თქვენ შესახებ...“
მოთმინებით, თითქოს დაწყებული თავსატეხის შევსების
მიტოვება არ სურდა, მუმთაზმა ქაღალის ნაგლეჯზე თავისი მი-
სამართი დაწერა. სახლი ძველი იყო, თითქმის დანგრევის პი-
რას მისული. ზამთარში როგორ ცხოვრობენ? რით თბებიან?
ამაზე ფიქრობდა, როცა იქიდან გავიდა. რა მნიშვნელობა ჰქონ-
და ამ კითხვებს. ამ გვიანი აგვისტოს დილას, მას თითქოს ყვე-
ლა ქუჩა ერთნაირად ექცეოდა - თავის უზარმაზარ, ღუმელის
მაგვარ პირს ჩაავლებდა, შემდეგ მოიგდებდა პირში და
მთლიანად გადაყლაპავდა, რათა მომდევნო ქუჩაზე გამოეგ-
დო. აქა-იქ ჩრდილის ლაქებიც იყო, ზოგან გზაჯვარედინებზე -
ცოტაოდენი სიგრილეც. ეს თითქოს უმსუბუქებდა მდგომა-
რეობას. „იჰსან, ამ ზაფხულს ბიბლიოთეკებს ვერ მოვწყდები.
აუცილებლად უნდა დავამთავრო პირველი ტომი, რაც უნდა
მოხდეს!“ - ასე ჰქონდა ნათქვამი... პირველი ტომი... მუმთაზს
პირდაპირ თვალწინ ჰქონდა წვრილი ნაწერით სავსე გვერდე-
ბი: ანოტაციები დაწერილი ჟოლოსფერი მელნით, ვრცელი შე-
ნიშვნები კიდეებზე გაშლილი სტრიქონებით, თითქოს ნაწერის
ავტორი საკუთარ თავს ეკამათებაო. ვერავინ იტყოდა, დამთავ-
რდებოდა ეს წიგნი თუ არა. ამ ფიქრით შეწუხებული, იგი ქუჩი-
დან ქუჩაზე გადადიოდა, პატარა მაღაზიებისა და ყავახანების
პატრონებს ელაპარაკებოდა. ერთადერთმა ექთანმა, რომე-
ლიც ამ სიარულის შედეგად იპოვა, განუცხადა:

21
მკითხველთა ლიგა

- სამსახურიდან შვებულება ავიღე, იმიტომ რომ ჩემი ქმა-


რი ავადაა. უმუშევარი არ ვარ. როდესაც საავადმყოფოში გა-
დავიყვან, სამსახურს დავუბრუნდები.
ქალის სახე სანდო შენობას ჰგავდა, მაგრამ ის გადაღლი-
ლობისგან შეიძლებოდა ჩამოშლილიყო.
- რა დაემართა? - ჰკითხა მუმთაზმა უხალისოდ.
- პარალიზებულია სისხლის ჩაქცევის გამო. მე შინ არ ვი-
ყავი. სახლში მოიყვანეს ისე, რომ ძლივს მოძრაობდა. ვერ მიხ-
ვდნენ, რომ ჯობდა საავადმყოფოში წაეყვანათ. ახლა ექიმები
ამბობენ, რომ ათ დღეზე ადრე მისი განძრევა არ შეიძლებაო…
რამდენს ვეხვეწებოდი იმ კახპას, გაუშვი შენი კლანჭებიდან, ის
ხომ არც ახალგაზრდაა, არც წარმოსადეგი, ფული არ აქვს,
იპოვე შენთვის ვინმე უკეთესი-მეთქი. არა, მაინცდამაინც ეს უნ-
დოდა. ჰოდა, ვარ ახლა ასე, გამოუვალ მდგომარეობაში, სამი
ბავშვით.
ამ ზღურბლთან, სადაც ოჯახის ტრაგედია ტრიალებდა,
მუმთაზი მის წინ მდგარ ქალს დაემშვიდობა. სამი ბავშვი, პარა-
ლიზებული ქმარი... ექთნის ხელფასით. ისინი დიდი შენობის
ორ ოთახში ცხოვრობდნენ. შესასვლელში წყლით სავსე ავზები
ედგათ, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავდა, რომ არ ჰქონდათ სა-
შუალება ესარგებლათ სამზარეულოთი ან ტუალეტით. ხის სახ-
ლი, ღმერთმა იცის, როდინდელი იყო, ოსმალეთის სახელმწი-
ფოს რომელი მდიდარი მოხელის, იქნებ, ფინანსთა მინისტრის
ან პროვინციის მმართველის მიერ აშენებული, როცა თავისი
ქალიშვილი გაათხოვა. მიუხედავად იმისა, რომ გარედან საღე-
ბავი თითქმის ჩამოსცლოდა, სახლის მოხდენილი აგებულება
მაინც აშკარა იყო: გულმოდგინედ გამოყვანილი ფანჯრების
ჭრილები, დახურული, ფანჯრებიანი აივნები, სახურავქვეშა ლა-
მაზი კარნიზები. შეტყუპებული, მოჩუქურთმებული, ხუთსაფეხუ-

22
მკითხველთა ლიგა

რიანი კიბე ადიოდა შესასვლელამდე. მარჯვენა მხარეს იყო


ნახშირის შესანახი სარდაფის კარი. პატრონს ეს ნაწილი ნახში-
რით მოვაჭრისთვის მიექირავებინა. სავარაუდოდ, სამზა-
რეულო კიდევ ცალკე იქნებოდა გაქირავებული. ჯაყჯაყითა და
ხმაურით, ნახშირით დატვირთული დიდი მანქანა სახლს უახ-
ლოვდებოდა და მთელ ქუჩას კეტავდა.
მუმთაზმა გეზი შეცვალა და სწრაფად შეუხვია ვიწრო ქუჩა-
ზე...
იხსენებდა წინა ზაფხულს, როცა ფიქრობდა, რომ ალბათ
მომავალ წელსაც, ერთ მშვენიერ დღეს, ასევე დაივლიდა ზუს-
ტად ამავე ქუჩებს, საყვარელ ნურანთან ერთად, ხოჯა მუსტაფა
ფაშას და ჰაკიმ ალი ფაშას ქუჩების მიმდებარე ადგილებს. მა-
შინ, საშინელ სიცხეში, მათი სხეულები ლამის ერთმანეთს ეხ-
ლართებოდა და ერთმანეთს შუბლიდან ოფლს სწმენდდნენ,
გაუთავებლად ლაპარაკობდნენ, რომ ისევ შევიდოდნენ იმავე
მედრესეს ეზოში ან წაიკითხავდნენ ძველ, ოსმალეთის იმპერი-
ის დროინდელ წარწერას შადრევანზე, რომელსაც იმ წუთს
ჩაუარეს. ერთი წლის წინ, მუმთაზი აქეთ-იქით იყურებოდა,
თითქოს უმოკლეს გზას ეძებდა რომლითაც მომავალ წელს
ისარგებლებდა. იმდენი იარა, რომ შვიდი წამებული წმინდანის
სამარხამდე მივიდა, ქალაქის უძველესი კედლების გარეთ.
სულთან მეჰმეთის დამპყრობლების მიერ წამებული შვიდი
წმინდანი ქვის პატარა სამარხებში, ერთმანეთის გვერდით გა-
ნისვენებდა. ქუჩა იყო მტვრიანი და ვიწრო, თუმცა წმინდანების
საფლავებთან პაწაწინა სკვერი იყო. ორსართულიანი სახლის
ფანჯრიდან, სახლისა, რომელიც იმდენად ძველი და მოფამფა-
ლებული იყო, რომ როგორც პაწაწინა სპორტული მანქანები,
ესეც მუყაოსგან გაკეთებული გეგონებოდათ, ტანგოს ჰანგები
გამოდიოდა და შუა ქუჩაში პატარა, მტვერში ამოგანგლული

23
მკითხველთა ლიგა

გოგონები თამაშობდნენ. მუმთაზმა გაიგონა, როგორ მღეროდ-


ნენ თურქულ ენაზე:
ჭიშკარი გააღე, ხარკის ამკრეფო, ხარკის ამკრეფო,
რამდენი გადაგიხადოთ, რომ გაგვატარო?
ხალისიანი, ყოჩაღი გოგონები იყვნენ, მაგრამ ძონძები ეც-
ვათ. ახლომახლო, სადაც ოდესღაც ჰეკიმოღლუ ალი ფაშას
სასახლე იდგა, ეს სახლები ძველად არსებული ცხოვრების
ნარჩენებივით გამოიყურებოდა, ამ ბავშვების დაძონძილმა ტან-
საცმელმა და მათმა სიმღერამ უცნაური ფიქრები აღუძრა მუმ-
თაზს. ალბათ ნურანიც თამაშობდა ბავშვობაში ამ თამაშს. მა-
ნამდე კი მისი დედა და ბებიაც ამავე სიმღერას ღიღინებდნენ,
როცა ზუსტად ამავე თამაშით იყვნენ გართული.
სწორედ ეს სიმღერაა ის, რაც დროს გაუძლებს და გადარ-
ჩება. ჩვენი შვილები გაიზრდებიან ამ სიმღერის ღიღინში და ამ
თამაშში, ესაა მთავარი და არა ჰაკიმოღლუ ფაშა ან მისი სასახ-
ლე, ან მისი შემოგარენი. ყველაფერი გარდაიქმნება; ჩვენ შეგ-
ვიძლია დავაჩქაროთ კიდეც ასეთი ცვლილება საკუთარი მის-
წრაფებებით და მტკიცე გადაწყვეტილებებით. ერთადერთი,
რაც არ შეიცვლება, იქნება სწორედ ის, რაც შეადგენს ჩვენი სა-
ზოგადოებრივი ცხოვრების აგებულებას და მას თითოეული
ჩვენგანი საკუთარ ბეჭედს ასვამს.
იჰსანს ასეთი აზრები კარგად ესმოდა. ერთხელ მან თქვა:
„ყველა იავნანაში დევს მილიონობით ბავშვის ფიქრები და ოც-
ნებები.“ მაგრამ ახლა იჰსანი საწოლს იყო მიჯაჭვული. გარდა
ამისა, ნურანს არაფრის გაკეთება არ სურდა, ხოლო საგაზეთო
სათაურები საგარეო საქმეებში დიდ დაძაბულობას იუწყებოდ-
ნენ. დილიდან იგი ზეწოლის შეტევას განიცდიდა, რისი აღიარე-
ბაც არ უნდოდა და ამ მძიმე ფიქრების სადღაც გონების კუნ-
ჭულში მიმალვას ცდილობდა.

24
მკითხველთა ლიგა

საწყალი გოგონები დენთის კასრს ეთამაშებოდნენ, და მა-


ინც, მათი სიმღერა ისევ ის ძველი სიმღერა იყო; დრო კი
ჯიუტად მიდიოდა წინ, დენთით სავსე კასრის თავზე.
მუმთაზი ნელა მისეირნობდა, ფიქრები ერთმანეთს ენაც-
ვლებოდა. მიხვდა, რომ ქალაქის ამ გარეუბნებში ექთანს ვერ
იპოვიდა. კიდევ ერთი, ბოლო მისამართი რომ ჰქონდა, საერ-
თოდ დაავიწყდა; მას შემდეგ, რაც ამ მითითებას გაჰყვებოდა,
თავისი ნათესავისთვის უნდა დაერეკა ამერიკულ საავადმყო-
ფოში, ვიდრე კიდევ ერთხელ შეეცდებოდა ახლომახლო ქუჩე-
ბის შემოვლას.
მუმთაზი მიუყვებოდა ძველ, პირქუშ ქუჩებს, ჩაუარა ბევრ
ძველ სახლს, დაბერებული ადამიანების სახეებივით გაცრეცი-
ლებს. გარშემო ბევრი ადამიანი დადიოდა საბრალო და ავად-
მყოფური გამომეტყველებით.
ყველას დათრგუნვილი სახე ჰქონდა, თითქოს ელოდნენ,
რომ მოახლოებული აპოკალიფსი შეიძლებოდა სწორედ ხვალ
დაწყებულიყო.
რომ არა ეს ავადმყოფობა... და რა მოხდებოდა, თუ მას
ჯარში მაინც გაიწვევდნენ? იჰსანი ასე უსუსური უნდა დაეტოვე-
ბინა?
სახლში რომ დაბრუნდა, მაჯიდეს ეძინა. იჰსანი თითქოს
უფრო თანაბრად სუნთქავდა. ექიმმა დამაიმედებელი სიტყვები
უთხრა ავადმყოფობიდან გამოსვლის შესახებ. აჰმედი მამის სა-
წოლთან იჯდა ბებიასთან ერთად, საბიჰას კი ეძინა.
უჩვეულო სიწყნარით დაშინებული, იგი კიბით ავიდა თავის
ოთახში. აი, მან ნახა ყველა, ვინც თითქმის მთლიანად შეად-
გენდა მის უახლოეს წრეს. „თითქმის“ იმიტომ, რომ ნურანის შე-
სახებ არაფერი იცოდა. ნეტავ, რას აკეთებს ახლა?

25
მკითხველთა ლიგა

III

იჰსანსა და მის მეუღლეს მუმთაზის ფეხზე დაყენებაში დი-


დი წვლილი მიუძღოდათ. როცა ჯერ ბავშვი იყო, სულ რაღაც
ორი კვირის განმავლობაში მუმთაზს დედაც გარდაეცვალა და
მამაც. ეს ორი ადამიანი ყოველთვის იდგა მის გვერდით - მამი-
დაშვილი და მისი მეუღლე - იჰსანი და მაჯიდე, მაჯიდე და იჰსა-
ნი. სანამ ნურანს გაიცნობდა, მთელი მისი ცხოვრება ამ ორი
ადამიანის ცხოვრების გვერდიგვერდ მიედინებოდა. იჰსანი იყო
მისი ძმაც, მამაც და აღმზრდელიც.
ასე იყო საფრანგეთშიც, სადაც იგი ორი წლით სასწავლებ-
ლად გააგზავნეს, დაახლოებით იმ დროის განმავლობაში, სა-
ნამ მაჯიდეს ჯანმრთელობა უნდა აღედგინა. იქაც მუმთაზი იჰ-
სანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. იმ ახალ გარემოში, რომე-
ლიც ცდუნებებით იყო სავსე, მან დააგროვა დეკადენსის და სხვა
მიმდინარეობების პირველი გამოცდილება, ნაწილობრივ, სწო-
რედ იჰსანის მითითებით და ამგვარად, დრო უქმად არ გაუფ-
ლანგავს.
მაჯიდე კი მის ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როდესაც მას
სწორედ ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანაგრძნობა და რჩევა,
რომლის მიცემა შეეძლო ქალს, ლამაზ და ჭკვიან ქალს. რო-
დესაც ეს ქალი ახსენდებოდა, მუზა ეწვეოდა ხოლმე და ფიქ-
რობდა - ჩემი ახალგაზრდა წლები გაზაფხულის აყვავებული
რტოს ქვეშ გავატარე. მართლაც ასე იყო. და სწორედ ამის გა-
მო, იჰსანის თავს დამტყდარმა უბედურებამ მუმთაზის ისედაც
მღელვარე ახალგაზრდობა მთლიანად შეძრა. იმ წუთიდან,
როცა მან სიტყვა „პნევმონია“ გაიგონა, მუდმივი დაბნეულობის
და მოუსვენრობის მდგომარეობაში ცხოვრობდა.

26
მკითხველთა ლიგა

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მუმთაზი ასეთ


დაძაბულობას განიცდიდა. აფორიაქება მისი შინაგანი ბუნების
ნაწილი იყო; ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ზედაპირულად
არ ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაფერს აკონტრო-
ლებდა. იჰსანი დაუღალავად იბრძოდა, რომ ეს ქვეწარმავალი,
რომელიც მუმთაზის სულს ბავშვობიდან შემოხლართოდა, რო-
გორმე დაემარცხებინა და ამოეგლიჯა ის ხე, რომლის ფესვები
ბიჭის გულს იყო ჩაბღაუჭებული. მაგრამ მუმთაზის მდგომა-
რეობა მნიშვნელოვნად მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა,
რაც სახლში მაჯიდე შემოვიდა. ბიჭი თითქოს პირით მზისკენ
მიბრუნდა. სანამ იგი ამ ქალის მზრუნველ ხელებში გადავიდო-
და, მისი სული მხოლოდ წყენისა და სევდისგან იყო შექმნილი.
გარე სამყაროსთვის დახურული, ის მისგან არაფერს ელოდა,
გარდა უბედურებისა, რომელიც ყოველ წუთს ნიაღვარივით შე-
იძლებოდა წამოსულიყო ციდან - და ასეთი შეგრძნება ალბათ
გამართლებულიც იყო.
1920-ანი წლების დასაწყისში S.-ში ბერძნების შემოჭრის
შემდეგ, ადგილობრივმა ანატოლიელმა ბერძენმა, რომელიც
მტრულად იყო განწყობილი იმ სახლის მეპატრონის მიმართ,
სადაც მუმთაზის ოჯახი ცხოვრობდა, მუმთაზის მამა შეცდომით,
სახლის პატრონის მაგივრად მოკლა. მტერი ქალაქთან თით-
ქმის უკვე მისული იყო. ბევრი ოჯახი მანამდე გაიქცა. მუმთაზის
უიღბლო მამამ ზუსტად იმ ღამეს მოახერხა მოლაპარაკება ვი-
ღაცასთან, თავისი ცოლისა და ვაჟის ქალაქიდან გასაყვანად.
ტვირთი შეკრული და გამზადებული ჰქონდათ. მამა მთელ
დღეს ქალაქში დადიოდა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ
საქმეებს აგვარებდა. როდესაც უკვე თითქმის დაღამდა, იგი
სახლში დაბრუნდა. „ჰაიდე, ყველაფერი მოვაგვარე. მოდი
ერთი-ორი ლუკმა ვჭამოთ და გზას გავუდგეთ, ერთ საათში დიდ

27
მკითხველთა ლიგა

გზაზე გავალთ, იქამდე ყველა მისასვლელი თავისუფალია.“


იატაკზე გაფენილ სუფრას მიუსხდნენ. ამ დროს კარზე ბრახუნი
გაისმა. მოსამსახურემ მოახსენა, რომ ვიღაც ბატონი სახლის
პატრონს კითხულობდა. მამა სწრაფად გაეშურა კარისკენ, ეგო-
ნა, რომ იმ ფურგონის შესახებ შესატყობინებლად მოვიდნენ,
რომლის დაქირავებასაც იგი გათენებიდან დაღამებამდე ცდი-
ლობდა. შემდეგ გასროლის ხმა გაიგონეს. მხოლოდ ერთი, უც-
ნაური, თითქოს ცარიელი ხმა, ექოს გარეშე. ეს უზარმაზარი კა-
ცი, მუცელზე ხელმიჭერილი, კიბეზე ბარბაცით, თითქმის ფორ-
თხვით ამოვიდა უკან და ძირს გაიშხლართა. ყველაფერი დაახ-
ლოებით ხუთ წუთში მოხდა. არც დედას, არც შვილს არ გაუგო-
ნიათ, რა უთხრეს კაცებმა ერთმანეთს, ითქვა თუ არა საერთოდ
რამე იქ, ქვევით? ან ვინ იყო მოსული? გასროლის შემდეგ მხო-
ლოდ რამდენიმე გაქცეული ადამიანის ფეხის ხმა ისმოდა. სა-
ნამ გაოგნებულები და დამუნჯებულები ისხდნენ, არტილერიის
ცეცხლდაშენის ხმა უკვე აშკარად გაისმა. ცოტა ხანში მეზობლე-
ბი მოვიდნენ. და მოხუცმა მეზობელმა კაცმა სცადა, დედა--
შვილი მამის ცხედრიდან აეყენებინა. „იგი ყოველთვის პატივის-
ცემით გვეპყრობოდა. ასე ვერ დავტოვებთ, უნდა დავმარხოთ.
ის წამებული წმინდანია და შეგვიძლია ჩაცმული დავმარხოთ,
ჩვეული რიტუალის გარეშე.“
ეზოს ერთ კუთხეში, ჭადრის ქვეშ, სწრაფად გათხარეს
საფლავი. ფარნისა და ჭვარტლიანი ნავთის ლამპის მკრთალ
შუქზე თხრიდნენ, რომელიც შიშისგან ნახევრად გაგიჟებულ მე-
ბაღეს ეკავა ხელში.
მუმთაზს ეს სცენა არასდროს ავიწყდებოდა. ზედა სარ-
თულზე დედამისი მამის ცხედარს დასტიროდა. თვითონ მოჯა-
დოებულივით გაუნძრევლად იდგა, ჭიშკრის ცალ ფრთაზე მიყ-
რდნობილი და ხის ძირას მოფუსფუსე კაცებს შეცქეროდა. ფა-

28
მკითხველთა ლიგა

რანი ხის ტოტზე ეკიდა. სამი კაცი შეუსვენებლივ მუშაობდა.


ფარნის ალი ნიავის ყოველ დაბერვაზე ციმციმებდა, თითქმის
ქრებოდა, მაგრამ ისევ ინთებოდა; მოხუცი მებაღე კი ქურთუკის
კალთას აფარებდა ძველ ნავთის ლამპას, რომ არ ჩამქრალი-
ყო. შუქის ორი წყაროს ციმციმზე ლანდები იზრდებოდნენ და
პატარავდებოდნენ, ხოლო საარტილერიო ქვემეხების გრუხუ-
ნის შუალედებში დედის ქვითინი ისმოდა, ბარების მკვეთრ
ხრჭიალთან შერეული. როდესაც მუშაობას მორჩნენ, ცა უცბად
მკვეთრი მეწამული ფერის გახდა. სახლის მხრიდან საშინელი
სიმხურვალე წამოვიდა. ქალაქი იწვოდა. ხანძარი ერთი საათის
წინ დაწყებულიყო. კაცები გაწითლებული ციდან არეკლილ
შუქზე განაგრძობდნენ მუშაობას. ცოტა ხანში ეზოში ჭურვების
ნამსხვრევებმა დაიწყო ცვენა. ქალაქიდან ისმოდა საშინელი
გრუხუნი, უფრო ხმამაღალი, ვიდრე დამბიდან გადმოხეთქილი
წყლის ხმა, მას თან ერთვოდა უამრავი სხვა ხმაური, ნამდვილი
აპოკალიფსი იყო. ღობეზე კაცი გადმოხტა და დაიყვირა: „ქა-
ლაქში შემოიჭრნენ“. ყველა თითქოს ადგილზე გაიყინა. მხო-
ლოდ დედა ჩამოვიდა კიბეზე მოთქმით. მუმთაზმა ვეღარ გაუძ-
ლო. ხელი, რომლითაც ჭიშკრის ფრთას ეჭიდებოდა, ჩა-
მოუცურდა და მოულოდნელად ძირს გაიშხლართა. სანამ მიწა-
ზე იწვა, რაღაც ხმები ესმოდა, მაგრამ რასაც ხედავდა, მკვეთ-
რად განსხვავდებოდა იმისგან, რაც რეალურად ხდებოდა. ეჩ-
ვენებოდა, თითქოს მამამისს, როგორც სჩვეოდა ყოველ საღა-
მოს, ხელთ ეკავა დიდი ფანარი და მის ანთებას ცდილობდა.
როცა გონს მოვიდა, ნახა, რომ ჭიშკრის გარეთ იყვნენ გასულე-
ბი. „სიარული შეგიძლია?“ - ეკითხებოდა დედა. „შემიძლია“, -
გაუაზრებლად უპასუხა მან. უნდა ევლო. სხვა გზა არ ჰქონდა.
მუმთაზი ამ გზას კარგად ვერ იხსენებდა. რომელი გორა-
კიდან უყურებდნენ, როგორ იწვოდა ქალაქი? რომელ მთავარ

29
მკითხველთა ლიგა

გზაზე შეუერთდნენ ასეულობით საბრალო, დატანჯული ადა-


მიანისგან შემდგარ პროცესიას? გათენებისას ვინ დასვა ისინი
მოჯაყჯაყე ეტლზე, ვინ მიუსვა იგი გვერდით მეეტლეს? ეს არ
ახსოვდა.
მის მეხსიერებას მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა. ერთ--
ერთი იყო ის, თუ როგორ გარდაიქმნა დედამისი გაქცევის შემ-
დეგ. ეს აღარ იყო ქმრის ცხედართან მოქვითინე ქალი. ეს იყო
დედა, რომელიც სხვა ლტოლვილებთან ერთად მიუყვებოდა
გზას და ცდილობდა გადაერჩინა შვილი და საკუთარი თავი. იგი
უსიტყვოდ აკეთებდა ყველაფერს, რასაც ეუბნებოდნენ ისინი,
ვინც საევაკუაციო კოლონას მიუძღვებოდა. ის მიდიოდა და შვი-
ლის ხელი ისე მაგრად ეჭირა, როგორც არასდროს. მუმთაზი
ახლაც კი გრძნობდა მის ხელზე ჩაფრენილ დედის ხელის-
გულს, ამ ჩაჭიდებას დედის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლად
გრძნობდა.
სხვა მოგონება უფრო ცოცხლად ახსოვდა. თითქოს ხე-
დავდა დედას, უძრავად მდგარს მის გვერდით, დახეული თავ-
საფრით და გამხდარი, მკაცრი სახით. მოგვიანებით, როცა უკვე
ეტლში ისხდნენ, როდესაც დედა თავს უკან გადასწევდა, სახე
თითქოს უფრო გაფითრებული უჩანდა, გამომეტყველება ისეთი
ჰქონდა, თითქოს სხვაგან იყო; ცოცხალი, მოსიარულე ჭრილო-
ბა, გაფითრებული სახით და შეკავებული ცრემლებით.
ლტოლვილობის მეორე ღამე დიდ სასტუმროში გაატა-
რეს, რომლის კედლები კირით იყო შეთეთრებული, თითქოს
ვიღაცას ელოდებოდა ანატოლიის ველზე. კიბე სასტუმროს გა-
რედან მიუყვებოდა და ოთახების ფანჯრები ტერასაზე გა-
დიოდა, სადაც შემოდგომის მზის ქვეშ ხილს აშრობდნენ. მუმ-
თაზს ოთხ თუ ხუთ ბავშვთან და ამდენივე ქალთან ერთად ეძინა
ოთახში. სასტუმროს შესასვლელში ეტლებიდან და ურმებიდან

30
მკითხველთა ლიგა

გამოხსნილი აქლემები და ჯორები იყვნენ თავმოყრილი. როცა


ერთი ცხოველი ამ ჯგუფის შუაში ოდნავ გადაადგილდებოდა ან
შეინძრეოდა, ყველა იწყებდა მოძრაობას. მათი პატარა ზარე-
ბის წკარუნი და მეთვალყურეების შეძახილები არღვევდა ღამის
სიჩუმეს და ლტოლვილობის შეგრძნებას ამძაფრებდა. მარ-
ტოობა, ველზე ქარის ქროლვა თავს უყრიდა ამ ყველაფერს,
რაც მოჰქონდა ვინ იცის, რა მანძილით დაშორებული ველები-
დან და მთის ძირებიდან, დაცარიელებული სოფლებიდან და
ქმნიდა გარემოს, რომელსაც ემატებოდა ოთახებში ანთებული
ჭვარტლიანი ფარნების შუქი. დროდადრო, სიბნელეში, ვიღაც
კაცები სიგარეტს ეწეოდნენ შესასვლელთან და ლაპარაკობ-
დნენ. მუმთაზის სმენას ცალკეული სიტყვები სწვდებოდა ხოლ-
მე. სიტყვები მუმთაზის გულს შიშით და მღელვარებით ავსებდა,
თუმცა მათი მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმოდა. ეს ფრაზები
აქამდე არსებულ მის ცხოვრებას, სიყვარულსა, ნებივრობასა
და უზრუნველობაში გავლილს, მკაცრ, დაუნდობელ, აბსურ-
დულ რეალობად აქცევდნენ. შემდეგ ქარი დაუბერავდა ღია
ფანჯრებში, ფარდების მაგივრად ჩამოფარებულ ზეწრებს ტალ-
ღებივით აამოძრავებდა და შორიდან მოღწეული ბგერები ახ-
ლო ხმებს შეერეოდა.
შუაღამისას ძლიერმა რყევამ გამოაღვიძა. გარშემო გამე-
ფებულმა სიჩუმემ ყველა ისე მოსწყვიტა რეალურ გარემოს,
თითქოს ისინი შეადგენდნენ საოცრად შეკრულ, მჭიდრო და
ამავე დროს ძალიან თხელ მატერიას, ფიზიკურ არსს, რომე-
ლიც ძლივს გასაგონ ბგერას ან უმცირეს ხმაურს აღიქვამდა
მრავალხმიან აურზაურად, როგორიც ახასიათებს მოზანზარე
მინას და ამას თან სდევდა დაცარიელების და ნგრევის შეგ-
რძნება. ყველა ფანჯარას მიაწყდა, ზოგი გარეთაც გაიქცა. მხო-
ლოდ მუმთაზის დედა დარჩა უძრავად. ოთხი კაცი იჯდა ცხენზე.

31
მკითხველთა ლიგა

ერთი მათგანი წინ გადმოიხარა. მუმთაზი აიწია და ცხენის


დრუნჩს მისწვდა; ამ დროს ახალგაზრდა სოფლელი ქალის ხმა
გაიგონა „ღმერთმა გიშველოს“. სასტუმროს მეპატრონეს ხელ-
ში ლამპა ეკავა, მისი შუქი ქალის გაფართოებულ შავ გუგებს
ანათებდა. ტანთ ქვედაკაბა ეცვა, ისეთი, როგორსაც ჩვეულებ-
რივ ოპიუმის ყანებში მომუშავე ქალები იცვამდნენ. ზევით კი,
ეგეოსის ზღვის რეგიონის მთებში მცხოვრები ზეიბეკელი მეომ-
რების ტრადიციულად მოქარგული სამოსი. ამ ახლად მოსულმა
ადამიანებმა სასტუმროს პატრონის მიერ მიწოდებული თიხის
დოქებიდან წყალი მოსვეს, მის მიერვე შეთავაზებული ცო-
ტაოდენი პურიც მიირთვეს და ბეწვის ჩანთები ქერით აავსეს.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თითქოს მანამდე რეპეტიცია
ჰქონდათ გავლილი. სასტუმროს წინ კაცებმა თავი მოიყარეს
და ახალ ამბებს ეკითხებოდნენ.
- S. პუნქტისთვის დიდი ბრძოლები მიდის. იქ ხვალამდე
მიაღწევთ, მაგრამ ძალიან დიდხანს ნუ გაჩერდებით, მერე გზე-
ბი გადაიტვირთება.
ამის შემდეგ სწრაფად გააჭენეს ცხენები ისე, რომ არავის
დამშვიდობებიან. სად მიდიოდნენ? რას აპირებდნენ?
როცა ოთახში დაბრუნდა, მუმთაზმა დაინახა, რომ დედა-
მისის გვერდით თვრამეტი-ოცი წლის გოგონა იწვა, გახელილი
თვალებითა და გაქვავებული სახით და სლუკუნებდა. მუმთაზის
დედა გვერდზე გაწეულიყო და გოგონასთვის მცირეოდენი ად-
გილი დაეთმო. მუმთაზიც მიუწვა, მაგრამ რამდენიმე საათიანი
აქ წოლა მომდევნო ღამეების განმავლობაშიც მუდამ ხელახლა
აგრძნობინებდა მაშინ განცდილ სხეულის სიახლოვეს. ამ ფაქ-
ტიდან დიდი ხნის შემდეგაც ის ხშირად იღვიძებდა შეგრძნებით,
რომ იმ გოგოს მკლავებში იწვა, გოგოს ძუძუები მის მკერდს ებ-
ჯინებოდა და შუბლზე მის მხურვალე სუნთქვას გრძნობდა - ახ-

32
მკითხველთა ლიგა

სენდებოდა ის განცდები, რაც იმ ღამის განმავლობაში რამდენ-


ჯერმე დაეუფლა. გოგონა დროდადრო შეკრთებოდა და შეიღ-
ვიძებდა ხოლმე. ასეთ მომენტებში იგი წამოიკვნესებდა და ისე-
თივე გულისმომკვლელი, არაბუნებრივი სლუკუნი აღმოხდებო-
და, როგორი გულისმომკვლელიც იყო მუმთაზის დედის არაბუ-
ნებრივი დუმილი. ხოლო როცა ისევ ძილს უბრუნდებოდა, ხე-
ლებს და ფეხებს მუმთაზს ისე შემოხვევდა, თითქოს სურდა ძა-
ლით აეგლიჯა ბიჭი დედის მკერდიდან. მას სახე ძალიან ახ-
ლოს მიჰქონდა მუმთაზის სახესთან, ეხებოდა მას გაშლილი
თმით და მძიმედ სუნთქავდა, ზოგჯერ კი მიიზიდავდა მუმთაზს
და სახეს თავის თეძოებზე შემოხვეულ ქსოვილზე მიადებინებდა
ხოლმე. როდესაც მუმთაზმა თავი დააღწია ამ ხშირ ხვევნასა და
ოხვრას, გაკვირვებული დარჩა იმით, რომ გოგონას სხეული,
უცნაური მისტიკური სურვილებით აჩუხჩუხებული, მის სხეულს
შემოხვეოდა. და ეს სხეული, თავისი არსების ყოველი უმცირესი
ნაწილაკით განმსჭვალული იყო სიკვდილის სურვილით, მაგ-
რამ ეს სიკვდილი სრულიად სხვა იყო იმასთან შედარებით, რო-
მელიც მუმთაზმა წინა საღამოს გამოცადა და ამან ააღელვა
ისევე, როგორც გოგონას ტკბილმა სუნთქვამ, რომელიც თით-
ქოს ყველაფერს ადნობდა, რასაც შეეხებოდა, ყველაფერს
დარბილებულ რკინის მადნად გადააქცევდა და ასეთივე ზემოქ-
მედება ჰქონდა მის არაბუნებრივად დაძაბულ, შიშისგან გაქვა-
ვებულ სახეს. მუმთაზმა მაგრად მოხუჭა თვალები, რათა არ შე-
ჩეხებოდა მის უცნაურ მზერას, ჯერ კიდევ მბჟუტავი ფარნის შუქ-
ზე.
თავისთავად აჩუხჩუხებული ხორციელი გზნებები, მწველი
ხვევნა და კვნესა მათ უცოდველობას ავსებდა მომაჯადოებელი,
აქამდე უცნობი განცდით. ბოლოს და ბოლოს, თავი რომ ვეღარ
დააღწია მასთან ჩაკრულ-ჩახვეულ სხეულს, მუმთაზი უბრალოდ

33
მკითხველთა ლიგა

მიენდო თავისი დაღლილი სხეულის ამ მდგომარეობას და


ჩაეძინა როგორც თბილ, სურნელოვან წყალში ჩაძირულს, სა-
დაც ერთი მხრივ დახრჩობისა ეშინოდა, მაგრამ მეორე მხრივ,
ძილისგან მოგვრილ გარინდებას თავს ვეღარ აღწევდა. მსგავ-
სი რამ არასდროს გამოუცდია. მისი სხეული, რომელიც აქამდე
არაფერს შეიგრძნობდა მარტივი აქტიურობის გარდა, თითქოს
სრულიად ახალი ცხოვრებისთვის იყო მზად; ეს იყო რაღაც მო-
წამვლის მსგავსი მდგომარეობა, რომელშიც იყო ნამდვილი
აღფრთოვანების მომენტებიც, შემდეგ ეს ყველაფერი დალაგ-
და და სხეულმა ამოუცნობ, იდუმალ ნეტარებას მიაღწია. შინა-
განად ის სავსე იყო უტკბესი გრძნობით, რომელიც თანდათან
ედებოდა და ხელახლა განაცდევინებდა ძილის სხვადასხვა
ეტაპს და უფრო მეტიც, ეს ცხელი ხვევნა და ალერსი წარმო-
შობდა ძლიერ სურვილს, ყველაფერი ბოლომდე ამოწურული-
ყო. დადგა მომენტი, როდესაც ამ ძლიერმა სურვილმა კულმი-
ნაციას მიაღწია. მუმთაზს გონება ნაწილობრივ დაბინდული
ჰქონდა, პრაქტიკულად, თითქმის შეერწყა მის ირგვლივ გარე-
მოს, სხეული დაღლილობისგან და ტანჯვისგან მოუდუნდა და
მოულოდნელად, უგრძნობლობაში ჩაიძირა. საინტერესო იყო,
რომ როდესაც კი ძილი მოერეოდა, მაშინვე გასული ღამე ესიზ-
მრებოდა, ის მდგომარეობა, როდესაც გრძნობა დაკარგა; ხე-
დავდა მამას უზარმაზარი ფარნით ხელში; მაგრამ რადგან სიზ-
მარს ხედავდა მტანჯველი და ამაღელვებელი განცდების გარე-
მოში, მას ხშირად ეღვიძებოდა, თითქოს ვიღაცამ ძლიერად
შეაჯანჯღარაო. ამგვარად, მისი შინაგანი სულიერი ტანჯვა უერ-
თდებოდა აღგზნებას, გამოწვეულს მოწიფული ქალის სხეულის
სიახლოვით და ეს თრგუნავდა მის პიროვნებას ფიზიკურადაც
და სულიერადაც.

34
მკითხველთა ლიგა

გათენებისას საბოლოოდ გაეღვიძა და თავისი თავი ქა-


ლის მკლავებში აღმოაჩინა. მისი ყბა ქალის პატარა ნიკაპზე
იყო მიდებული; შეგრძნებების სრულ ტყვეობაში იმყოფებოდა
მთელი თავისი არსებით. ამ დროს ქალმა მოულოდნელად
თვალები გაახილა და ისე დააშტერდა, რომ ბიჭს შეეშინდა და
მის მზერას რომ დამალოდა, თვალები დახუჭა და დედისკენ
გადაბრუნდა.
მეორე მოგონება ასეთი რთული და ჩახლართული არ
იყო. დაახლოებით ნაშუადღევს, ეტლმა, რომლითაც ისინი გა-
დაადგილდებოდნენ, საკმაო მანძილით გაუსწრო მთელ კო-
ლონას. იგი ეტლში იჯდა დედასთან, სამ ქალთან და ორ ბავ-
შვთან ერთად. ისიც იქ იყო, ზამბარიანი სკამების უკან მოკუნტუ-
ლი.
მეეტლემ განაცხადა, რომ მათ მიაღწიეს ბ. პუნქტს, თან
იყურებოდა ვაგონის შიგნით. მუმთაზი მიხვდა, რომ მეეტლეს
სურდა მას გამოლაპარაკებოდა, რაღაც დეტალები დაეზუსტე-
ბინა. მაგრამ იგი ხმას არ სცემდა არც მეეტლეს, არც ცხენოსან
ჟანდარმს, რომელიც ცდილობდა, მისი ცხენის სვლა ეტლის
რიტმისთვის აეწყო და გვერდით მიჰყვებოდა. მუმთაზს გოგო-
ნას კვნესა ახსენდებოდა და ლამის ჭკუაზე შეშლილიყო, ისე უნ-
დოდა მისთვის პირდაპირ შეეხედა, მაგრამ თავის მიბრუნებას
ვერ ბედავდა და ამიტომ საკუთარ დედასაც ვერ ხედავდა. როცა
დაღამდა, მას შეეშინდა ქალთან ახლოს ყოფნის, ქალმა კი მხა-
რი მის მხარს შეახო და ეს შეგრძნება აუტანელი იყო.
კონტაქტი აშინებდა, რადგან მას ახლა აღარ ახლდა ის
სითბო, ის უცნაური სიამოვნება, რაც წინა ღამით გამოცადა.
სწორედ ეს მოგონებები აფერხებდა. მუმთაზს ძალაუნებურად
იზიდავდა განცდილი მხურვალება, სურდა კიდევ მიახლოებო-
და ქალს და მოლოდინისგან მხარი ლამის გაუშეშდა. ერთ--

35
მკითხველთა ლიგა

ერთი ასეთი გაოგნების დროს თვალები მეეტლის ფირუზებით


მორთულ ტყავის მათრახზე გაუშტერდა. ფიქრებისგან დაცლი-
ლი რაღაცას ელოდა. ამ მათრახმა მამა გაახსენა. ნამდვილი
ტანჯვა იგრძნო, რომელიც ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ნების-
მიერი სხვა გრძნობა, რაც მანამდე განეცადა. ეს ტანჯვა ყველა
განშორებაზე საშინელი იყო. მამას ვეღარასოდეს ნახავდა, იგი
სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან. მუმთაზს ეს ხილვა არას-
დროს დაავიწყდებოდა. ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და მარ-
ტივად გადაეშალა თვალწინ: შემოდგომის მზეზე ფირუზის
თვლების დიდებული ციმციმი მოქნილი ტყავისგან დამზადე-
ბულ მათრახზე, ზოგის შუქი ჰაერში ირეკლებოდა, ზოგი ცხენე-
ბის გავაზე. ცხენები მიდიოდნენ, ფაფარი აქეთ-იქით ეშლებო-
დათ. წინ ტელეგრაფის ბოძი ჩანდა, რომელზეც დიდფრთე-
ბიანი ფრინველი იჯდა და მათ დანახვაზე აფრინდა. სიჩუმე იდ-
გა მთელ ამ უფერულ ველზე, მხოლოდ ეტლების ხმაური და
სამი წლის გოგონას ტირილი ისმოდა. მუმთაზი მეეტლის გვერ-
დით იჯდა. ქალი, რომელიც მთელი ღამე მას ეხუტებოდა და
რომელმაც მისი უცოდველი სხეული უცნაური გრძნობებით აავ-
სო, მის ზურგსუკან იჯდა; ზუსტად მის პირდაპირ კი მუმთაზის
დედა მოთავსებულიყო. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რა მოხ-
და ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
უცბად, მუმთაზმა მამა დაინახა, უფრო სწორად, მისი გა-
მოსახულება და ამ ხილვამ გაახსენა, რომ მამას ვეღარასოდეს
ნახავდა, ის სამუდამოდ წავიდა, გაშორდა, ახლა მხოლოდ მა-
რადისობაში იარსებებდა. იგრძნო განშორების მწვავე, აუტანე-
ლი ტკივილი, მიხვდა, რომ ვეღარასოდეს გაიგონებდა მის
ხმას, ის მისი არსებობის ნაწილი აღარ იქნებოდა.
სოფლელმა ქალმა, რომელიც ალბათ მიხვდა, რომ მუმ-
თაზი გონებას კარგავდა, უკნიდან ხელი შეაშველა. ამგვარად,

36
მკითხველთა ლიგა

წინა ღამით განცდილი საოცარი ვნება სრულიად უცნაურად შე-


ერწყა მამის სიკვდილის აღქმას. სადღაც, გულის სიღრმეში
გრძნობდა, რომ გამოუთქმელი ცოდვა ჩაიდინა; იმ წუთში ვინ-
მეს რომ ეკითხა მამამისის შესახებ, ალბათ უპასუხებდა მე ვარ
დამნაშავე მის სიკვდილშიო. ეს საზარელი გრძნობა იყო და მან
საკუთარი თავი უღირს და სამარცხვინო ადამიანად იგრძნო.
გონების ეს პარადოქსი მუმთაზს წლების განმავლობაში თან
სდევდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში ხელს უშლი-
და. მას შემდეგაც, რაც სრულწლოვანი გახდა, ამ გრძნობებს
თავს ვერ აღწევდა. ის სახეები, ის მოგონებები ავსებდა მის სიზ-
მრებს, ბოჭავდა მას მერყეობით, შფოთვით და ფართო სპექ-
ტრის ფსიქოლოგიური მდგომარეობებით, რომლებშიც იდო მი-
სი არსებობის აგონია და სხვადასხვაგვარი ექსტაზი და ყველა-
ფერი უკავშირდებოდა ერთმანეთს, როგორც ერთ წერტილში
თავმოყრილი იმღამინდელი შეტყუპებულ-გადახლართული
გრძნობები.
ქალი მათ B პუნქტთან დაშორდა. ეტლი ქალაქის ერთ ნა-
ხევრად დანგრეულ ქუჩაზე, მზით განათებულ ადგილას გაჩერ-
და. ისე, რომ სიტყვა არ წარმოუთქვამს და არავისთვის შეუხე-
დავს, ქალი ეტლიდან ჩახტა. მან სწრაფი ნაბიჯით წინიდან
მოუარა ცხენებს და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა. იქი-
დან მუმთაზს უკანასკნელი მზერა ესროლა. შემდეგ კვლავ თით-
ქმის სირბილით დაუყვა ვიწრო ქუჩას. მუმთაზმა პირველად და
უკანასკნელად დაინახა მისი სახე დღის სინათლეზე. დანით მი-
ყენებული სულ ახალი ნაჭრილობევი გასდევდა მარჯვენა სა-
ფეთქლიდან ნიკაპამდე. ნაჭრილობევი მის სახეს უცნაურ სიმ-
კაცრეს მატებდა, მაგრამ მუმთაზს რომ უყურებდა, გამომეტყვე-
ლება შეურბილდა და თვალებში ღიმილი გამოკრთა.

37
მკითხველთა ლიგა

ორი დღის შემდეგ, გათენებისას, მუმთაზი და დედამისი ა.


პუნქტში ჩავიდნენ და შორეული ნათესავის სახლში მივიდნენ.

IV

ხმელთაშუა ზღვისპირეთი: მოგვიანებით, მუმთაზმა წიგნე-


ბიდან გაიგო, „სუფთა“ ან „თეთრმა“ ზღვამ (როგორც მას
ოსმალურ-თურქულ ენაზე უწოდებდნენ) როგორ შემოახვია
გარს ადამიანებს უზრუნველი ცხოვრება; მზის შუქი, სუფთა,
ბროლივით გამჭვირვალე ჰაერი და სიხასხასე - ჰორიზონტამ-
დე რომ ვრცელდებოდა და თითოეულ აქოჩრილ ტალღას სა-
მუდამოდ აღბეჭდავდა მხედველობით წარმოდგენაში - როგორ
განაახლებდა ადამიანს და ავსებდა მის სულს; ბუნება აქ ისეთი
იყო, რომ თანაარსებობდა ყურძენი და ზეთისხილი, მისტიკური
შთაგონება და რაციონალური აზროვნება, ან კიდევ შეუპოვარი
წადილი და პიროვნული დაკმაყოფილების ჟინი. თუმც ამ ასაკში
მუმთაზს დიდად არ ჰქონდა ეს ყველაფერი გაცნობიერებული,
მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მას არ შეეძლო მძაფრად
განეცადა ყველაფერი. ასეთ ადგილას ყოფნა, თანმდევი ცხოვ-
რებისეული უბედურებების მიუხედავად, მისთვის „განსაკუთრე-
ბულად ხელსაყრელი სეზონი“ გამოდგა.
ციებ-ცხელების მსგავსი მდგომარეობა, რამაც მათი S.-ში
ცხოვრების ნაწილი თითქოს შანთით ამოწვა, აქაც გრძელდე-
ბოდა. ყოველდღე ქალაქს ახალი ამბები აზანზარებდა. დღეს
იტყოდნენ, რომ საშინელი აჯანყება იწყებოდა ჩრდილოეთით;
ხვალ ქუჩებში გამარჯვების შესახებ ალაპარაკდებოდნენ და
ზეიმობდნენ, მაგრამ დაღამდებოდა თუ არა, ზეიმი ყველას
ავიწყდებოდა. თითქმის ყველა კუთხეში ცხარედ განიხილავ-

38
მკითხველთა ლიგა

დნენ სხვადასხვა საკითხს და კამათობდნენ, ღამით კი უწყვეტად


მოდიოდა გასაიდუმლოებული ტვირთი; მუდმივად გადაჰყავ-
დათ ჯარი და გადაჰქონდათ საბრძოლო მასალა. ყოველ-
დღიურად, მათი სახლის წინ მდებარე სასტუმრო ხალხით ივსე-
ბოდა და ისევ იცლებოდა.
მიუხედავად ამ მღელვარებისა, მზე ისე ანათებდა, რომ
იქაურობა ალმასივით ბრწყინავდა და გარემოს ფორთოხლის
ყვავილის, თაფლის მომცემი წერწას და არაბული ჟასმინის
მძაფრი სუნი ეფინებოდა, ხოლო მუქი ლილისფერ--
ფირუზისფერი ზღვა იღებდა ამ ბიჭს, ათასნაირი ავადმყოფური
განცდებით სავსეს და გარდაქმნიდა; ზღვას ჰქონდა თავისი
აღელვება, გამჭვირვალობა, შფოთის ხანგრძლივი პერიოდები
და აღტაცება, სწორედ ის, რაც ყოველთვის თან სდევდა მუმ-
თაზს.
სულერთია, როგორი ძლიერი განგაშის შეგრძნებაც უნდა
დაუფლებოდა, სულ მალე სინათლე იპოვიდა შესაღწევ ად-
გილს მის დარდში, სადაც მაცდური ოქროს გველივით შესრი-
ალდებოდა. მზის სხივი შინაგანი შებოჭილობისგან გაათავი-
სუფლებდა და შესაძლებლობების ფართო არჩევანს დაანახ-
ვებდა, თითქოს ზღაპარს უყვებოდა, თითქოს ეუბნებოდა „დამი-
ჯერე, მე წყარო ვარ ყველა სასწაულისა, მე ყველაფრის გაკე-
თება შემიძლია, შემიძლია მიწა ოქროდ ვაქციო. შემიძლია
გარდაცვლილს თმაში ხელი მოვკიდო და წამოვაყენო. შემიძ-
ლია ყველანაირი ფიქრი ადვილად დავაწყნარო და ჩემს არსე-
ბას დავამსგავსო. მე ვარ სიცოცხლის მბრძანებელი. სადაც მე
ვარ, იქ არ შეიძლება იყოს სასოწარკვეთა და დათრგუნვილი
მდგომარეობა. მე ვარ ღვინის სიხალისე და თაფლის სიტკბო.“
სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ამ რჩევებს ყუ-
რად იღებდა, ხალისიანად ჭიკჭიკებდა და ხარობდა გარშემო,

39
მკითხველთა ლიგა

დარდი არც ახსოვდა ვინმეს. ყოველდღე, ერთ ან ორ ორ-


თქლზე მომუშავე გემს, ან აქლემების და სხვა სასაპალნე ცხო-
ველების ქარავანს ტვირთი მოჰქონდა და მგზავრები მოჰყავდა.
ტვირთი მიჰქონდათ მათი სახლის პირდაპირ მდებარე სასტუმ-
როსთან. შენობის წინ ფუთებს ხსნიდნენ, ხელახლა ალაგებ-
დნენ და გადატვირთავდნენ, ხის ყუთებს ლურსმნებით აჭედებ-
დნენ და ირგვლივ რკინის სალტეებს ავლებდნენ; მგზავრები
შესასვლელთან სკამებზე ისხდნენ და საუბრობდნენ; ფუტურის-
ტული ნახატის მსგავსად ფანჯრებიდან ხანდახან ჩანდა მხო-
ლოდ ერთი თვალი, ან ყური, ან ენერგიული ქალბატონის თა-
ვი. უსაქმურობისგან გაბეზრებული, მოუსვენარი იტალიელი ჯა-
რისკაცები, გაერთიანებული საოკუპაციო ჯარებიდან, საათო-
ბით ეთამაშებოდნენ ბავშვებს, ეძახდნენ მათ cara mio-ს, მიჰ-
ქონდათ ლანგრები გამოსაცხობი ცომეულით და ბაქლავით,
ცხელ საცხობ ღუმელში შესადებად და როდესაც ქალებს ურ-
ცხვად გაეარშიყებოდნენ, რისთვისაც მათგან ლანძღვას დაიმ-
სახურებდნენ, თავს დახრიდნენ, თითქოს ძალიან რცხვენოდათ
და იქაურობას გაეცლებოდნენ, შეუკავებელი სიცილ-ხითხითით
მიეფარებოდნენ თვალს, რათა ცოტა ხანში ისევ უკან დაბრუნე-
ბულიყვნენ. საწყობის წინ, უზარმაზარ ერთკუზიან აქლემებს,
მსოფლიოში ყველაზე მშვიდ ცხოველებს, ერთმანეთთან აჩხუ-
ბებდნენ; ყველა კმაყოფილი იყო, რომ ბუნების ეს ფიზიკურად
არაპროპორციული და საოცრად წყნარი ქმნილებები ადამიან-
თა გონებას ემორჩილებობდნენ. ღამით გოგონები და ბიჭები
მესრით შემოღობილი ეზოების უბანში მიდიოდნენ, ან სხვა ად-
გილებში მთვარის შუქზე დასეირნობდნენ, ანდა ან ბნელ ადგი-
ლებს ირჩევდნენ, სადაც წყალი მათი ბაღების მოსარწყავად
იყო მიშვებული. ცხოვრება ძალიან მკაცრი და შეზღუდული
იყო, მაგრამ ბუნება ფართოდ იყო გადაშლილი და ეძახდა მათ.

40
მკითხველთა ლიგა

ჩასვლიდან მეორე დღესვე მუმთაზმა რამდენიმე მეგობა-


რი შეიძინა. იგი იმავე სახლში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ქა-
ლაქგარეთ მდებარე ციტრუსების პლანტაციებში, ან ყარაოღ-
ლანის უბანში სასეირნოდ დადიოდა. ზოგჯერ უფრო შორსაც
მიდიოდნენ - ქალაქგარეთ, თხილის პლანტაციებში. მოგვიანე-
ბით, მას სტამბულის ყოზუატაღის უბანი იმიტომ მოეწონა, რომ
იმ თხილის ბაღს ახსენებდა. მაგრამ უფრო მეტ დროს მაინც
მერმერლიში, ან ზღვის პირას, გემების მისადგომთან ატარებ-
დნენ და საღამოსკენ ჰასთანოთუს ციცაბო კლდეებზე ადიოდ-
ნენ.
მუმთაზს მოსწონდა შებინდებისას დიდ ქვებზე აძრომა და
იქ ჩამოჯდომა, გზასა და ზღვას შორის. მთების ჩრდილი ამ უს-
წორმასწორო, მთაგორიან რელიეფს ოქროსა და ვერცხლის
ჯავშანში სვამდა, თითქოს საკუთარი დაკრძალვის რიტუალს ას-
რულებდა და თავისი მოოქროსფრო და ინდიგოსფერი ჩრდი-
ლებისგან სარკოფაგს ქმნიდა; იქვე იქმნებოდა შუქის თაღიც,
რომელიც ეშვებოდა და ოდნავ უკან იხრებოდა, შემდეგ კი ოქ-
როს მარაოსავით იშლებოდა და სინათლის ფართო ზოლებში
ჩანდნენ ღამურები, რომლებიც აქეთ-იქით დაფარფატებდნენ,
ან კლდეებზე ეკიდნენ. დიდი ქვები დღის განმავლობაში მხო-
ლოდ წყალმცენარეებით დაფარულ ლოდებს წარმოადგენდა,
ქარისა და წვიმისგან გამოფიტულს, ღრუბლის ნაგლეჯივით
ფორებიანს. მაგრამ მოსაღამოვდებოდა თუ არა, მუმთაზს
მოულოდნელად გარს შემოერტყმოდა უცნაურ ქმნილებათა
მთელი ჯარი, რომელთა იდუმალი, ზებუნებრივი ძალა და ფი-
ზიკური ფორმები ადამიანის აღქმას აღემატებოდა; ისინი უხმო
იყვნენ, როგორც თვით ბედისწერა. ადამიანებით დასახლებულ
გარემოში ერთმანეთთან კავშირს ამყარებდნენ მხოლოდ საკუ-
თარი არსებიდან გამოცემული ტალღების რეზონანსით და ამ

41
მკითხველთა ლიგა

ქმნილებათა შორის, თავისი პატარა სხეულით - თითქოს ესმო-


და ის ცხოვრება, რომელიც მისი სხეულის შიგნით გაშლილიყო
- მუმთაზიც ცდილობდა არ დაქსაქსულიყო, არ განბნეულიყო
გამაოგნებლად ცუდი წინათგრძნობის უზარმაზარი ტალღის
ქვეშ. ზღვა მზესთან იყო შეწყვილებული - ეს ის დრო იყო, რო-
დესაც საგნები თითქოს თავიდან იბადებოდნენ ახალი ფორ-
მით, როდესაც ხმები ძლიერდებოდა, როდესაც ადამიანთა
მოდგმა უკან იხევდა, რადგან ყველაფერი მიემართებოდა უსას-
რულობისკენ ცის კაბადონის ქვეშ, რომელიც თანდათან მუქდე-
ბოდა და კარგავდა თავის სითბოსა და მეგობრულ განწყობას,
როდესაც ბუნება თითქოს ყველას ხმამაღლა უცხადებდა: „რა
მიზეზით გადაიქეცი ამ საშინელი ტანჯვის სათამაშოდ? მოდი,
დაბრუნდი ჩემთან, შეუერთდი ამ მთლიანობას, გახდი მისი ნა-
წილი, ყველაფერი დაგავიწყდება, იძინე უტყვი მატერიის მშვი-
დი, უდარდელი ძილით.“ მუმთაზი გრძნობდა ამ ძახილს, სანამ
იგი ხერხემლამდე არ ჩააღწევდა და თავგანწირულად რომ არ
გაქანებულიყო ამ ძახილისკენ, რომლის მნიშვნელობა კარგად
არ ჰქონდა გააზრებული, მთელი მისი პატარა არსება შეშდე-
ბოდა და უკან იხევდა.
ხანდახან უფრო შორსაც მიდიოდა, კლდოვან ქანებამდე,
რომლებიც ზღვას მაღლიდან გადმოჰყურებდნენ. აქ იგი საშიში
უფსკრულის პირას დგებოდა, წყალმცენარეების ჩრდილებს
დაჰყურებდა და აკვირდებოდა, როგორ გადაშლილიყო მშვი-
დი წყალი საღამოს უკანასკნელი სხივების ქვეშ, თითქოს
მომწვანო-მოცისფრო, პორფირის სარკე, რომელიც სინათლის
უმცირეს ნაწილაკებს აგროვებდა და ინახავდა მათ როგორც
დედის საშოში, სანამ თანდათან შთანთქავდა. ტალღების მიყ-
რუებული ხმაურის შემდეგ სადღაც შორს, ქვევით რომ მიმოდი-
ოდნენ, სწრაფი, ოდნავ გასაგონი პიანისიმოს შემდეგ, სიყვარუ-

42
მკითხველთა ლიგა

ლის ჩურჩულს რომ ჰგავდა, ფრთების ფართქალის, წყლის ჩქე-


ფის, ყველა იმ იდუმალი ხმის შემდეგ, რომლებიც მხოლოდ შე-
ბინდებისას ისმის, როდესაც ბინდსა და ღამის ჩამოწოლას შო-
რის წყნარი გარდამავალი დრო დგას, იგი მთლიანად იძირე-
ბოდა განცდაში, რომ ყოველი მხრიდან მას რაღაც უხილავი
ძალები იწვევდა და ეპატიჟებოდა - დაკბილული კლდოვანი ნა-
პირები, ათასობით ზებუნებრივი ბგერა, რომლებსაც ეძინათ ვინ
იცის სად - სადაფის ნიჟარაში, თევზის ქერცლში, კლდის ნაპ-
რალში, მთვარის სხივში ან ვარსკვლავის ციმციმში. სად ეპატი-
ჟებოდნენ? ეს რომ სცოდნოდა, მუმთაზი დაუფიქრებლად
გაეშურებოდა. იმიტომ, რომ ზღვის ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე
სიყვარულისა და სურვილის ძახილი. სიბნელეში წყლის ხმაური
თანათოსის - სიკვდილის ღმერთის ენაზე ლაპარაკობდა.
კანკალი იგრძნო და მიხვდა, რომ უკვე ახლოს იყო ამ მი-
პატიჟების მიღებასთან. მაშინვე სცადა მოეძებნა ამ „შავ სარკე-
ში“ საუკეთესო ხილვები თავისი ჯერ ისევ უცოდველი ცხოვრე-
ბიდან; გამოძებნა ჭადარი, რომლის ქვეშაც მამამისი განისვე-
ნებდა, უდარდელი ბავშვობის წლები, რომლებსაც დიდხანს
გაგრძელება არ ეწერა და შავთვალა სოფლელი ქალი სასტუმ-
როში, მისი შეჭრა მუმთაზის უცოდველ სხეულში. როდესაც მიხ-
ვდა, რომ ყველაფერი მხოლოდ „შავი სარკე“ იყო, ის წამოდგა
და თავის დაღწევა სცადა უზარმაზარი ქვების ჩრდილებისგან,
როგორც კოშმარისგან - ძირს დაეშვა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბორძიკითა
და წვალებით.
სრულიად შესაძლებელად ეჩვენებოდა, უზარმაზარი ლო-
დები გაცოცხლებულიყვნენ, როდესაც იგი მათ გვერდით ჩაივ-
ლიდა, ან ვიღაცის ხელი გამოწეულიყო და კიდურზე ჩაბღაუჭე-
ბოდა, ან ვიღაცას თავზე რამე ჩამოეცვა მისთვის.

43
მკითხველთა ლიგა

რთული, ბევრი ნიშნით გამორჩეული პეიზაჟი დღის სინათ-


ლეზეც კი აკრთობდა. ქვები უფრო გაქვავებულ ცოცხალი ბუნე-
ბის ნაწილებად ეჩვენებოდა, ვიდრე უბრალოდ ბუნების ერთ--
ერთ ნაწილად. ისინი თითქოს უცნობი, ძლიერი კატაკლიზმის
დროს გაყინულიყვნენ და ასე დარჩენილიყვნენ, მაგრამ ყველა-
ზე მეტად და ნამდვილად დამთრგუნველად მათი გარეგნობა
მაშინ ეჩვენებოდა, როდესაც მისი წარმოსახვა ჩაქრებოდა, ჩაწ-
ყნარდებოდა. ასეთ დროს ისინი სიცოცხლის უარმყოფელი
ფორმები იყვნენ, მუმთაზისთვის სრულიად უცხო და პირადად
მისი უარმყოფელიც. ისინი თითქოს აცხადებდნენ: „ჩვენ ცხოვ-
რების ნაწილი არ ვართ... ჩვენ მის გარეთ ვართ... ეს მკვებავი,
სიცოცხლის მომნიჭებელი წვენი ჩვენგან გამოწურულია. სიკ-
ვდილიც კი ვერ იქნება ისეთი ცარიელი და უნაყოფო, როგო-
რიც ჩვენ ვართ.“ ჭეშმარიტად, ამ გაშიშვლებული კლდოვანი
წარმონაქმნების გვერდით თიხა საოცრად ცოცხალი ჩანდა, ის
თიხა, რომლითაც თამაში ბავშვობაშიც უყვარდა და ახლაც არ
იტყოდა უარს. მის რბილ, ამორფულ არსებობას ნებისმიერი
ფორმის მიღება შეეძლო, დაჰყვებოდა ნებისმიერ სურვილს ან
იდეას. მაგრამ ეს მასიური ქვები მართლაც სამუდამოდ დაცლი-
ლი იყო სიცოცხლისგან; ქარი დაუბერავდა, წვიმა მოვიდოდა -
ისინი ნელ-ნელა იშლებოდა ატომებად, მათ უზარმაზარ
სხეულებზე ღრმა ნაპრალები და ხაზები ჩნდებოდა, მაგრამ ვე-
რაფერი გამოიყვანდა მათ იმ მდგომარეობიდან, ვერ შეაცვლე-
ვინებდა იმ სახეს, რაც მიიღეს რომელიღაც პირველყოფილი
აპოკალიფსის შედეგად. როგორც ჩანდა, მათ არც აინტერესებ-
დათ სიცოცხლის ტრაექტორია და აქედან გამომდინარე, ისინი
წარმოადგენდნენ უხსოვარი დროიდან შემორჩენილ უბრალო,
ტლანქ სიმბოლოებს, რომლებიც ერთბაშად უამრავ კითხვას
სვამდნენ.

44
მკითხველთა ლიგა

უცბად, მის ფეხქვეშ ღამურა ამოფრინდა და მოშორებით


კიდევ ერთმა ფრთოსანმა არსებამ თავის ბარტყებს მოუხმო.
რადგან კლდოვან ადგილს თავი დააღწია, მუმთაზმა შვებით
ამოისუნთქა. ღორღიან შარაგზაზე მან ნაბიჯი შეანელა და სა-
კუთარ თავს მტკიცე გადაწყვეტილება ამცნო: აქ აღარასოდეს
მოვალ! მაგრამ იდუმალებას მომნუსხველი ძალა აქვს და მომ-
დევნო საღამოს მუმთაზი ისევ ბრუნდებოდა იქ, ან მხოლოდ
ზღვის ნაპირას მივიდოდა, ან იქვე, გზასთან დიდ ლოდზე ჩა-
მოჯდებოდა. იმისთვის, რომ ეს უცნაური სიამოვნება კიდევ გა-
ნეცადა, იგი დღისითაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს, რომ თა-
ვის მეგობრებს ჩამოშორებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ამხანაგებმა იგი გუვერჩინლიქში წა-
იყვანეს, რომელიც ჰასთანეუსთუს და ქონიაალთს შორის მდე-
ბარეობდა, ქალაქიდან საკმაოდ შორს. მათ ცოტა ხანს იხე-
ტიალეს სანაპიროზე, მერე ისევ დაბრუნდნენ ლოდებთან და,
ბოლოს, მიწისქვეშა გვირაბში ჩასვლა გადაწყვიტეს. მწკრივში
გაჭირვებით სიარული და ოთხზე გადაადგილება მუმთაზს არ
მოეწონა, მაგრამ გვირაბის ბოლოს გარემო უცბად განათდა და
აკაშკაშდა, თითქოს მზე პირდაპირ უხვი სიმწვანიდან ანათებდა
და ამ სინათლეში მათ ზღვის მღვიმეში შეაბიჯეს. მიუხედავად
დაკაწრული ხელ-ფეხისა, ამ ღრმა და უცნაურმა ფირუზისფერ--
მწვანე ფერმა მუმთაზი აღაფრთოვანა. როდესაც ტალღები
ზღვის წყლის ზემოქმედებით შექმნილი მღვიმიდან უკუიქ-
ცეოდა, რჩებოდა წყლის გარკვეული მასა, მშვიდი და წყნარი,
ხელოვნურად მოწყობილი ნიჟარის ფორმის გუბესავით, თით-
ქოს ბუნებრივი ტბის მიბაძვა; ქვა კი პატარა კუნძული იყო, რომ-
ლის გარშემო კამკამა წყალში ჩანდა თევზები და კიბორჩხალე-
ბი. პატარა მღვიმის ამ ნაწილს ზღვა სწვდებოდა. მის უკან, ის
ნაწილი, რომელიც მათ გამოიარეს, ოდნავ შემაღლებული იყო,

45
მკითხველთა ლიგა

მისი უფრო ფართო ღრუ კი კლდოვანი ნამსხვრევებით იყო სავ-


სე. როდესაც წყალი აიწევდა და მღვიმის შესასვლელს აავსებ-
და, ყველაფერს სპილენძისფერ-მომწვანო ფერი ედებოდა.
შემდეგ უცნაური, თითქოს დედამიწის სიღრმიდან ამომავალი
ხმით, წყალი უკუიქცეოდა და ყველაფერი კვლავ ნათდებოდა
ზღვის ზედაპირიდან არეკლილი მზის უხვი სხივებით. ხელებზე
დაბჯენილი ნიკაპით, დიდი ლოდის შვერილზე ჩამომჯდარი
მუმთაზი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩუმად შესცქეროდა
ამ შუქ-ჩრდილების თამაშს.
რაზე ფიქრობდა? რას ელოდა? სჯეროდა, რომ ტალღები
რამეს მოუტანდა? ან იქნებ, უბრალოდ შთანთქმული იყო მღვი-
მეში ზღვის მიმოქცევაზე დაკვირვებით? ბგერები თითქოს რა-
ღაცას ამცნობდნენ, სადღაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სად? რო-
მელ ჯადოსნურ სამყაროში?
თითქოს საგანგებოდ გამოგზავნილმა ერთმა ბრტყელძი-
რიანმა ნავმა, უკვე შებინდებულზე, სანაპიროსთან ჩამოიარა და
მშვიდობიანად მიიყვანა ისინი მისადგომთან. მუმთაზმა სწრა-
ფად დატოვა მეგობრები და სახლისკენ გაეშურა. სურდა, ყვე-
ლაფერი დედისთვის ეამბა, რაც ნახა და განიცადა. მაგრამ დე-
და ისეთ მდგომარეობაში დახვდა, რომ ვეღარაფერი უთხრა და
თავისთვის გადაწყვიტა, დიდი ხნით აღარ დაეტოვებინა ხოლ-
მე.
ამის შემდეგ, მთელ დღეებს დედის საწოლთან ატარებდა;
ხან უვლიდა, ხან ყურადღებით აკვირდებოდა, ხან ისევ თავის
ფიქრებში ჩაიძირებოდა ხოლმე. ყოველ შუადღეს ტელეგრა-
ფის შენობაში მიდიოდა გასაგებად, ხომ არ იყო მოსული პასუხი
დედამისის ტელეგრამაზე. შემდეგ უკვე დედის ოთახიდან
აღარც გადიოდა და მუდამ ცოცხალი, მუდამ ხმაურიანი ქუჩიდან
მომავალი ხმების ფონზე დედას ამშვიდებდა.

46
მკითხველთა ლიგა

საღამოს დადგომისთანავე ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა


ხოლმე. ბოლო დროს შეამჩნია ერთი გოგონა, ქუჩაზე რომ ჩა-
მოივლიდა, ხელში ყოველთვის ცარიელი ბოთლი ან რამე
ჭურჭელი ეჭირა და მღეროდა ხალხურ სიმღერას ძველ თურ-
ქულ მელოდიაზე. მუმთაზი მის ხმას უკვე შორიდან ცნობდა:
უკვე ღამეა მე კი ჩემი ლამპარი ჯერ არ ამინთია
ყოვლისშემძლემ მე ეს ბედი მარგუნა,
ჩემს კრავს არ მოვფერებივარ ისე,
როგორც ჩემს გულს სურდა.
მე რომ მოვკვდე, ძვირფასო,
შენი სიცოცხლე ტანჯვად გადაიქცევა.
მუმთაზს გული სტკიოდა, რადგან დარწმუნებული იყო,
რომ დედამისის მზერა, როცა იგი თავს წამოსწევდა და მას შე-
ხედავდა, ზუსტად ამ სიტყვების შინაარსის მატარებელი იყო.
მაგრამ არ შეეძლო იმ სიმღერისთვის არ მოესმინა. გოგონას
ლამაზი და ძლიერი ხმა ჰქონდა. მაგრამ ასაკით ჯერ პატარა
იყო და სიმღერის შესრულებისას ხმა უცნაურად ჟღერდა, თით-
ქოს კვნესოდა.
სახლებისგან ცოტა შორს, ქუჩის ბოლოს, სადაც გზა ქვე-
ვით ჩადიოდა, სიმღერა იცვლებოდა. გოგონას ხმა უცბად უფ-
რო ყოჩაღი და მხიარული ხდებოდა, იმ ზომამდე, რომ თითქოს
ბრჭყვიალა ექოებად აირეკლებოდა სახლების კედლებიდან,
გზიდან და თვითონ ჰაერიდანაც კი:
სადაფი ამშვენებს, ძვირფასო დედა, იზმირის მინარეთს,
მაშ, ჩამოასხი, ძვირფასო დედა, ამ სასმისიდან მე უნდა
შევსვა.
ეს მეორე ხალხური სიმღერა მუმთაზს თავისი ჯერ ხანმოკ-
ლე ცხოვრების თანმდევი შიშებისგან ათავისუფლებდა, რო-
მელთა მნიშვნელობას ვერ სწვდებოდა და მოულოდნელად გა-

47
მკითხველთა ლიგა

დაჰყავდა იგი სულ სხვა, ნათელ გარემოში, თუმცა ისიც სავსე


იყო ნატვრითა და ტანჯვით. ეს რეალობა იზმირის მოედანზე
სეირნობით იწყებოდა და მამის სიკვდილით მთავრდებოდა,
რომელიც ასევე ბოლომდე გაუგებარი დარჩა მისთვის. აქაც
ცხოვრობდა ნარჩენი მისი ტანჯვისა, რომელსაც მისი ბავშვური
წარმოდგენა ვერ სწვდებოდა; აქ თავი მოეყარა სიკვდილს,
დევნილობას, სისხლს, გაუცხოებას და ჰიდრასთავიან ურჩხულს
- მელანქოლიას, რომელიც ქვეწარმავლის რგოლებად ეხ-
ვეოდა მის სულს. მუმთაზისთვის დროის ერთეული, სახელად
„დღე“, მაშინ მთავრდებოდა, როდესაც მის სახლთან გოგონა
ჩაივლიდა; უცნობი გოგონა, რომელიც სასიამოვნო გახდა მის-
თვის, მიუხედავად იმ შიშისა, რომ მის ხმას შეიძლებოდა დედა
შეეწუხებინა. მომდევნო საღამომდე დგებოდა ერთი ურღვევი,
მშვიდი დროის მონოლითი.
იმ კვირას, ერთ ღამეს, როცა უკვე უნდა გათენებულიყო,
დედამ ეს ქვეყანა დატოვა. სიკვდილამდე წყალი მოითხოვა,
შემდეგ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მისთვის რაღაც ეთქვა;
ამის შემდეგ სახე გაუფითრდა, თვალები გაუფართოვდა, ტუჩები
აუცახცახდა და სხეული გაუქვავდა. მუმთაზის გონებას დედის
სიცოცხლის ეს ბოლო წამები წვრილმანებიანად მკაფიოდ შე-
მორჩა.
დედის სიკვდილის შემდეგ უზარმაზარი სიცარიელე დარ-
ჩა, რომლის ამოვსება მას არ შეეძლო. იქნებ იმით, რომ მუდ-
მივად ცდილობდა იმ მღელვარე დღეების დავიწყებას, მუმთაზ-
მა თვითონ შექმნა ეს დროებითი სიცარიელე თავის სულში. ასე
იყო თუ ისე, ის დღე ზედმიწევნით ახსოვდა, როდესაც გემზე
დასვეს და სტამბოლში გაამგზავრეს. მისი ახლობლები და ნა-
თესავები შეგროვდნენ და მუმთაზი მეჩეთის ეზოში პატარა საფ-
ლავთან მიიყვანეს; ცოტა ხნის წინ მოსწორებულ მიწის ბორ-

48
მკითხველთა ლიგა

ცვზე მიუთითეს და უთხრეს: „აქ დედაშენი წევს.“ მაგრამ ის საფ-


ლავი მუმთაზმა ვერასდროს აღიქვა. მის გონებაში დედამისი
მამამისის გვერდით იწვა. დრო, რომელიც ამ ორი ადამიანის
სიკვდილს შორის გავიდა, ძალიან მოკლე იყო. დედა მამის
გვერდით, დიდი ხის ქვეშ უნდა ყოფილიყო დასაფლავებული -
მუმთაზისთვის ასე უფრო ადვილი აღსაქმელი და უფრო სწორი
იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ შეჩვეული იყო ამ ორი ადამიანის
მუდმივად ერთმანეთის გვერდით ყოფნას თავისი არსებობის
განმავლობაში, ამიტომაც ვერ წარმოედგინა, რომ მათი სამუ-
დამო განსასვენებელები განცალკევებულები ყოფილიყო.
ის დღე ცოცხლად შემორჩა მის მეხსიერებას. პეიზაჟი სავ-
სე იყო თეთრი სხივებით. მზის კრისტალური სხივები ყოველ
კუთხეს სწვდებოდა, სახლების გარე ხის მოპირკეთებას, გამომ-
წვარი თიხის კრამიტებს, კაშკაშა თეთრ კენჭებს გზაზე, ზღვის
წყალს, როცა ტალღები ერთმანეთს კვეთდა, ძველი მეჩეთის
ლიმნისფერ ყვითელ კედლებს, სასაფლაოს დაბალ და მტვრი-
ან ხეებს, წვეტიან ქვებს, ნანგრევებად ქცეულ ციხესიმაგრეს, სა-
დაც მისი მეგობრები თამაშობდნენ; შუქი თითქოს ჩუმად ღიღი-
ნებდა თავის განსაკუთრებულ, გადამდებ და ყოვლისშემძლე
სინათლის სიმღერას. ფუტკრები, ბუზები, გაძვალტყავებული,
მოხეტიალე კატები და ძაღლი, რომელიც მათი სახლის წინ
არემარეს მბრძანებელი იყო, აქა-იქ ერთად თავმოყრილი
მტრედები, ყველა და ყველაფერი სავსე იყო მუსიკის ჰარმონი-
ით და კაშკაშა სინათლისგან მომდინარე მიპატიჟებით.
როგორც თვითონ მუმთაზი თვლიდა, ის იყო ერთადერთი,
რომელიც ამ ზეიმში არ მონაწილეობდა. ბედისწერამ ასე გა-
დაწყვიტა; იგი სხვებისგან გარიყული უნდა ყოფილიყო.
რა ელოდა მომავალში? წარმოდგენა არ ჰქონდა. იცოდა,
რომ სტამბოლში წავიდოდა, მაგრამ ვისთან? ვის გვერდით უნ-

49
მკითხველთა ლიგა

და ყოფილიყო? დედას და მამას ვეღარასოდეს ნახავდა. მის


არეულ ფიქრებს ობლის სასოწარკვეთაც ემატებოდა. მთელი
სხეულით გრძნობდა, როგორ ეძალებოდა ქვითინი, მაგრამ
თავს იკავებდა. ტირილი აქ, კაშკაშა მზის ქვეშ, გზაზე, სადაც
პრაქტიკულად ყველა ღიღინით მიდი-მოდიოდა, ან ბრჭყვიალა
ზღვის პირას, სრულიად შეუძლებლად ეჩვენებოდა. ქვითინი ვე-
რაფერს უშველიდა, მხოლოდ მცირეოდენ თანაგრძნობას აღ-
ძრავდა გარშემო მყოფებში. იგი ფიქრობდა, რომ ყველა
დაიღალა მისგან, მისი უბედურებისგან. ბოლო დღეებში მუდმი-
ვად ამჩნევდა, სინანულით როგორ აქნევდნენ თავს, როგორ
ესროდნენ სიბრალულით სავსე მზერას, მაგრამ ზუსტად იცოდა,
რომ უკვე დაიღალნენ, თავი ზედმეტ ტვირთად და ბედისგან
დაწყევლილად მიაჩნდა. არა, არ იტირებდა. მართლაც უც-
ნაური ბედი სდევდა, სხვებისგან განსხვავებული.
დაახლოებით ნაშუადღევს, გემზე ჩასხდომა დაიწყო. მი-
სადგომამდე შორეული ნათესავების მთელმა ოჯახმა მიაცილა.
აქ იგი ჩააბარეს დიდი ხნის ნაცნობ სამოქალაქო მოხელესა და
მის ცოლს, რომლებიც სტამბოლამდე მისი თანამგზავრები იქ-
ნებოდნენ; თავისი ბედით უკმაყოფილო მუმთაზი დიდი სიამოვ-
ნებით დაემშვიდობა ყველას და ყველაფერს. მან თითქმის ვერ
შეამჩნია, რომ იქ არ იმყოფებოდა ოჯახის უფროსი შვილი, რო-
მელიც მას ძალიან მეგობრულად ექცეოდა. უცაბედად, ყვე-
ლაფრის მიმართ აუხსნელი ზიზღი იგრძნო. მზის შუქი თვალს
სჭრიდა და მხიარულება, რომელშიც ის მონაწილეობას ვერ
იღებდა, აღიზიანებდა. იგი ნატრობდა მოხვედრილიყო გან-
ცალკევებულ, პირქუშ, უსიხარულო და წყნარ ადგილას. ისეთ
ადგილას, როგორიც დედამისის საფლავი იყო; მზის შუქისგან
მოფარებულ განმარტოებულ ადგილას მეჩეთის კედელთან,
სადაც სინათლის ბრჭყვიალა სხივები არ გაიცინებდნენ ბედზე,

50
მკითხველთა ლიგა

რომელიც მას ერგო, სადაც მზითა და სიცოცხლით მთვრალი


ფუტკრები არ იბზუვლებდნენ, სადაც ბავშვები არ იყვირებდნენ
და ხმამაღლა არ გაიცინებდნენ სხივებით გაბრწყინებულ გარე-
მოში, მათი სიცილი სარკის ნამსხვრევებივით არ ჩაერჭობოდა
ხორცსა და სულში.
ზღვის უზარმაზარმა ჩაბნელებულმა სივრცემ, რომელიც
მის წინ გადაშლილიყო, გაამხნევა. არაფერი გამოუხატავს,
მადლობაც კი არ უთქვამს, მხოლოდ სწრაფად დაემშვიდობა
ყველას, ზოგს ხელზე აკოცა და ზოგს ლოყაზე - და მაშინვე
სწრაფად ავიდა გემზე.
სტამბოლში მას მამიდა და იჰსანი დახვდნენ. იჰსანი ახა-
ლი დაბრუნებული იყო ეგვიპტიდან, სამხედრო ტყვეობიდან.
ჯანმრთელობის მდგომარეობამ ხელი შეუშალა ანატოლიაში
წასულიყო და წინააღმდეგობის ბრძოლებში მონაწილეობა
მიეღო. ამიტომ ის არალეგალურად მუშაობდა მოკავშირე ქვეყ-
ნების მიერ ოკუპირებულ სტამბოლში. მუმთაზის მამა ხშირად
ახსენებდა ხოლმე თავისი დისშვილის სახელს: „ძალიან მომ-
წონს იჰსანი. იმედი მაქვს, ჩვენი მუმთაზიც მას დაემსგავსება“,
ან „ვფიქრობ, ჩვენს ოჯახში ყველაზე ჭკვიანი იჰსანია“, ან „ნე-
ტავ, ის ბიჭი ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდეს.“ მამა-
მისის ამ სიტყვებზე მუმთაზს გარკვეული წარმოდგენა შეექმნა
თავის ახლო ნათესავზე, რომელიც მასზე ოცდასამი წლით უფ-
როსი იყო. როდესაც გემზე ამოსული იჰსანი მიესალმა, მუმთაზ-
მა დაინახა, რომ რეალურად იგი უფრო სასიამოვნო და მისა-
ღები პიროვნება იყო, ვიდრე მას წინასწარ წარმოედგინა ათას-
ნაირი მონათხრობის საფუძველზე. ნაჭრილობევი ფეხის, ნაყ-
ვავილარი სახისა და მოღიმარი თვალების პატრონმა ხელი
სტაცა მას და ჰაერში აიტაცა, თან რჩევა მისცა: „სახე ნუ ჩამოგ-

51
მკითხველთა ლიგა

ტირის, შვილო, ყველაფერი დაივიწყე“. თავისი მეგობრობაც


მაშინვე გამოუცხადა, ისე რომ სამაგიეროდ არაფერი უთხოვია.
მუმთაზი ძნელად შეეგუა ცხოვრებას შეჰზადებაშის უბანში,
ძველ სტამბოლში. იჰსანის დედა ასაკოვანი იყო და ბევრი ტან-
ჯვა ჰქონდა გამოვლილი. იჰსანი ძალიან დაკავებული იყო.
გარდა იმისა, რომ ასწავლიდა, შინაც საკმაოდ ბევრი საწერ--
საკითხავი ჰქონდა. სკოლის გარეთ მუმთაზი თითქმის სულ მარ-
ტო იყო. მას ოთახი ბოლო სართულზე გამოუყვეს, იჰსანის
ოთახის თავზე. მისი ოთახის გვერდით დიდი ბიბლიოთეკა იყო,
რომელიც მისთვის, მოგვიანებით, წერა-კითხვის და მეცადი-
ნეობის საყვარელი ადგილი გახდა. პირველმა შეხვედრამ ამ-
დენ წიგნთან, სურათების გროვასთან და საინტერესო ნივთებ-
თან მუმთაზი გააოცა. როდესაც ამ სახლში ცხოვრებას შეეჩვია,
ბიბლიოთეკა ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელი ადგილი
გახდა. პირველი წიგნები აქ, ამ თაროებზე გაიცნო. რომანები,
მოთხრობები და ლექსები - რომელთა მნიშვნელობა ბოლომ-
დე კარგად არ ესმოდა - იმ წელს, ამ ოჯახში ცხოვრების პირ-
ველ წელს, მისი უერთგულესი მეგობრები გახდნენ. მომდევნო
წელს იგი გალათასარაის ფრანგულ ლიცეუმში მიიყვანეს. ამის
შემდეგ კი, ერთ კვირაში, იჰსანი და მაჯიდე დაქორწინდნენ.
მუმთაზს თავისი მამიდაშვილის საცოლე პირველი ნახვის-
თანავე მოეწონა. „ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა მან
ჟესტის პასუხად, რომლითაც იჰსანმა თითქოს ჰკითხა: „აბა, რას
იტყვიო?“ მისი გულუბრყვილო პასუხი სრული სიმართლე იყო.
მაჯიდე თითქოს ყველა გარშემო მყოფს გადასცემდა საკუთარ
სიმშვიდეს და კმაყოფილებას. ეს იყო მისი არსების ნაწილი, მის
სილამაზესთან, მაღალ ზნეობასთან და საკუთარი თავის ფლო-
ბის უნართან ერთად. მისმა მოსვლამ ოჯახის ცხოვრება მკვეთ-
რად შეცვალა. იჰსანის ხშირი მდუმარება დაირღვა და იჰსანის

52
მკითხველთა ლიგა

დედის, საბირას სინანული წარსული დღეების გამო შეწყდა.


რაც შეეხება მუმთაზს, იგი მოულოდნელად და სიხარულით
დაუმეგობრდა თორმეტი წლით მასზე უფროს ქალს. იმდენად,
რომ როდესაც სკოლაში ჩარიცხეს, თითქოს ინანა კიდეც. ოჯა-
ხი, სადაც ის თავს სტუმრად გრძნობდა, მისთვის მშობლიური
გახდა.
თავი იგრძნო თუ არა იმ ოჯახის წევრად, რომელიც შეუყ-
ვარდა, მუმთაზმა თითქოს სიცოცხლე ხელახლა მოიპოვა. ყმაწ-
ვილმა, რომელმაც S.-ში გატარებული ბოლო ღამის შემდეგ
დაასკვნა, რომ ყველაფერი დამთავრდა და მისი განსაკუთრე-
ბული ბედის გამო ის სამუდამოდ გარიყული დარჩებოდა ადა-
მიანთა საზოგადოებიდან, მოულოდნელად ხელახლა დაიწყო
არსებობა. მის გარშემო იყო სიცოცხლე და თვითონ იყო ამ სი-
ცოცხლის ნაწილი.
ამ ცხოვრების მთავარი ღერძი იყო განსაკუთრებული არ-
სება, მაჯიდე, პატარა ქალბატონი, რომელსაც შეეძლო ყველა
აეყოლიებინა და ყველა და ყველაფერი ჯადოსნურად შეეცვა-
ლა. კვირის ბოლოს მას გამოჰყავდა მუმთაზი სკოლიდან და
უჭმელები ხან მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებდნენ, ხან
გამვლელ-გამომვლელს და საათების განმავლობაში ასე დასე-
ირნობდნენ ბეიოღლუს ევროპულ უბანში; შემდეგ კი სკოლიდან
გამოპარული მოსწავლეების მსგავსად, შეშინებულები ბრუნდე-
ბოდნენ სახლში და ეშინოდათ, მათი ცელქობა ვინმეს არ
გაეგო. როდესაც სკოლაში დასაბრუნებლად გაემზადებოდა
ხოლმე, მაჯიდეც მის გვერდით ტრიალებდა. ულაგებდა ჩანთას
და უმოწმებდა ტანსაცმელს. ის დედასავით ან უფროსი დასავით
კი არ იქცეოდა, უფრო მფარველ ანგელოზს ჰგავდა; ალქიმი-
კოსსაც ჰგავდა, რომელსაც ბევრი საიდუმლო ესმოდა, შეეძლო
ბევრი რამის შეცვლა, შეეძლო შეეთავსებინა ერთმანეთთან

53
მკითხველთა ლიგა

განყენებული მატერიები და ადამიანი და ყოველ დღეს ავსებდა


თავისი სიტკბოებითა და შუქით.
მუმთაზმა იჰსანი უფრო მოგვიანებით შეიცნო, როდესაც
ინტელექტუალურ ცხოვრებაში შეაბიჯა. იჰსანი არასდროს გათ-
ქვამდა მას, თუ რამ არ მოეწონებოდა, მაგრამ ყმაწვილზე მაინც
მუდმივად თვალი ეჭირა, აკვირდებოდა მის ჩვევებს და მიდრე-
კილებებს. როდესაც ჩვიდმეტი წლის გახდა, მუმთაზმა იგრძნო,
რომ მზად იყო ახალი ცხოვრების ზღურბლი გადაელახა. მას
წაკითხული ჰქონდა ოსმალეთის ისტორიის კლასიკური კრებუ-
ლები და შეთვისებული ჰქონდა ისტორიის ხიბლი. იჰსანი თვი-
თონ ასწავლიდა ისტორიას გალათასარაის სკოლაში. როდე-
საც თავისი უფროსი ძმა პირველად დაინახა კლასში, მუმთაზმა
გაიფიქრა „როგორ უნდა მასწავლოს ჩემმა ნათესავმა?“ მაგრამ
როგორც კი მეცადინეობა დაიწყო, იგი მიხვდა, რომ იჰსანი -
მასწავლებელი სრულიად განსხვავდებოდა იმ იჰსანისგან, რო-
მელიც მისი ახლო ნათესავი იყო. მთელი კლასი პირველივე
დღიდან მოიხიბლა ამ მასწავლებლით. მათთვის იჰსანი გახდა
იმ არწივის მსგავსი, რომელმაც ჰანიმედი გაიტაცა, მან პირვე-
ლივე დღიდან შეიპყრო ისინი, თუმცა მართალია, ოლიმპოს
მთაზე არ აუყვანია, მაგრამ აიყვანა ისეთ სიმაღლეზე საიდანაც
მერე თვითონ შეძლებდნენ დაბრუნებას.
წლების შემდეგ მუმთაზი და მისი თანაკლასელები იხსე-
ნებდნენ ამა თუ იმ მოვლენას, რაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მათ
გონებაში იმ პირველი სესიიდან. მუმთაზისთვის გაკვეთილები
სახლშიც გრძელდებოდა. მან გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ
ფაქტობრივად, იჰსანი მას როგორც ახალგაზრდა კოლეგას,
ისე ექცეოდა. ბევრ თავის იდეას უზიარებდა, ეკამათებოდა და
გზადაგზა ბევრ რამეს აჩვევდა. დროდადრო ასეთ დავალებებს
აძლევდა: „ეგ საკითხი ჯოზეფ ფონ ჰამერთან ნახე“, „აბა, ერთი

54
მკითხველთა ლიგა

ნახე, ის თაღლითი შანიზადე მეჰმეთ ათაულა რას ამბოს“, ან


„ეგ უნდა იპოვო ჰოკა სადედინ ეფენდის შრომებში.“ მუმთაზი
რომელიმე დიდ წიგნს აიღებდა, მაგიდასთან დაჯდებოდა, რო-
მელიც ოთახის კუთხეში იდგა, და მიცემული დავალების შესა-
ბამისად, ზოგჯერ საათების განმავლობაში იჰსანისთვის
ამოიწერდა ხოლმე ნაწყვეტებს ჰალეთ ეფენდის ცხოვრებიდან,
რომელიღაც საელჩოს საშუალებით ჰაფსბურგების დინასტიის
მიერ სტამბოლში გაგზავნილი საჩუქრების შესახებ, ან ეგვიპტე-
ში ოსმალეთის სამხედრო კამპანიის დასაბუთების შესახებ. იჰ-
სანი დიდი მონდომებით წერდა თურქების დიდ ისტორიას. ეს
იყო ერთგვარი ინსტრუმენტი სოციალური დოქტრინის შესაქ-
მნელად, რაზეც ის მუშაობდა. თანდათანობით, მან თავისი
იდეები მუმთაზსაც გაუზიარა.
იჰსანს რომ უსმენდა, მუმთაზი გრძნობდა, თანდათან რო-
გორ ცხადდებოდა მისთვის ყველაფერი. ისინი ერთად განიხი-
ლავდნენ სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს. იჰსანი ქრონოლო-
გიური თანმიმდევრობის მომხრე იყო. წიგნი შეეხებოდა ისტო-
რიულ ეპოქას დაწყებული ეკონომიკური პირობების განხილ-
ვით, რომლებიც ოსმალეთის იმპერიამ ბიზანტიისგან მემკვიდ-
რეობით მიიღო და თანდათან, წლიდან წლამდე, აწმყომდე მო-
ვიდოდა. შეიძლებოდა პირიქით, აღწერილიყო მხოლოდ დიდი
მოვლენები; თუმცა ამ შემთხვევაში, ეს არ იქნებოდა ამომწურა-
ვი მიმოხილვების კრებული, როგორც იჰსანს სურდა და წარ-
მოედგინა, თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტები და მნიშვნელოვა-
ნი მოვლენები უფრო წარმოჩნდებოდა. მუმთაზს ეს მეორე
ფორმატი უფრო მოსწონდა. ცხარე კამათის შემდეგ იჰსანი მუმ-
თაზს დაეთანხმა. მუმთაზი უნდა დახმარებოდა ამ პროექტის გა-
ხორციელებაში; კონკრეტულად, მას უნდა მოემზადებინა ხე-
ლოვნებისა და ინტელექტუალური განვითარების ისტორიის ნა-

55
მკითხველთა ლიგა

წილები. თუმცა, იჰსანის მიერ დასახულ გზას მიჰყვებოდა, თა-


ვისმა მიდრეკილებებმა მუმთაზი პოეზიამდე და ესთეტიკამდე
მიიყვანა. დამწყები პოეტისთვის უდიდესი აღმოჩენა იყო თავისი
მსგავსი თვითმყოფადი ავტორები, რომლებიც ადამიანის შინა-
გან მდგომარეობას გამოხატავდნენ სხვადასხვა საშუალებებით.
ერთმანეთის მიყოლებით მან აღმოაჩინა ფრანგი პოეტები რე-
ნიე, სონეტის ოსტატი ჰერედია, სიმბოლისტები ვერლენი და
ბოდლერი და თითოეული მათგანის გაცნობა ახალ ჰორი-
ზონტს ხსნიდა მისთვის.
ყველაფერი, რაც როდისმე უნახავს და განუცდია, მუმთა-
ზის გონებაში თეატრის დარბაზში განლაგებულ ადგილებს
ჰგავდა. ყველაფერს თავისი ადგილი ეკავა: ანტალიის კლდო-
ვანი ნაპირები და მათი სახლი N.-ში. ყველაფერი, რაც მოთ-
ხრობილი იყო მის მიერ წაკითხულ რომანებში, მისი ცხოვრების
ამ ორი მიმართულების მიხედვით იკავებდა ადგილს, საიდანაც
მათ მისი ცხოვრება ისრუტავდა.
მუმთაზმა საკუთარი თავი ბოდლერის შემოქმედებაში იპო-
ვა. ამ აღმოჩენას იგი მეტ-ნაკლებად იჰსანს უმადლოდა. იჰსანი
ხელოვანი არ იყო. მისი აზროვნების შემოქმედებითი მხარე ის-
ტორიასა და ეკონომიკას ეპყრა. სიყმაწვილეში იგი დროდად-
რო გატაცებით კითხულობდა ფრანგ ავტორებს. შვიდი წლის
განმავლობაში იგი პარიზში, სხვა უამრავ უცხოელთან ერთად,
ლათინურ კვარტალში ცხოვრობდა, სწორედ ამ ადგილის აღ-
მავლობის ხანაში. ამ ხნის განმავლობაში ის გაეცნო ბევრ მიმ-
დინარეობას, მომსწრე გახდა ბევრი ახალი თეორიის დაბადე-
ბისა და მონაწილეობას იღებდა მხურვალე დებატებში ესთეტი-
კის თემებზე. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სტამბოლში დაბ-
რუნდა, მან მკვეთრად აქცია ზურგი ყველაფერს, იმ პოეტებსაც,
რომლებიც ძალიან უყვარდა. სრულიად მოულონელად, იგი

56
მკითხველთა ლიგა

დაინტერესდა მხოლოდ იმ თემებით, რაც ეხებოდა თურქებს და


მათ ისტორიას და ხელი მიჰყო ამ თავისი დაინტერესების დარ-
გში კვლევას, ისე რომ სხვა დანარჩენი საერთოდ გამორიცხა.
რადგან მისი ესთეტიკური გემოვნება ევროპაში ყოფნისას გან-
ვითარდა, იგი დიდად არ განასხვავებდა იქ არსებულ არჩევანს
გემოვნებაში, რაც ხელოვნების დარგებს შეეხებოდა, და სხვა-
გან არსებულს. მან გააცნო მუმთაზს ოსმალეთის იმპერიის
დროინდელი პოეტები, მაგალითად ბაქი, ნეფი, ნაილი, ნედიმი
და შეიჰ ჰალიფი, აგრეთვე მუსიკოსები დედე და ითრი. და სწო-
რედ იჰსანმა მისცა მას წასაკითხად ბოდლერის ტომი. „რადგან
შენ პოეზიას კითხულობ, ეს გენიოსობის ალქიმიაც უნდა
წაიკითხო“, - თქვა მან და ორი ლექსი წარმოთქვა ზეპირად,
რომლებიც გაახსენდა. იმ კვირაში მუმთაზი სკოლას აცდენდა.
მცირე გრიპმა აიძულა საწოლში ყოფილიყო. გარეთ საკმაოდ
მკაცრი ზამთარი იდგა. მთელი სტამბოლი თოვლით იყო და-
ფარული. იჰსანი საწოლზე იყო ჩამომჯდარი და ხელში ტყავის
ყდაში ჩასმული ბოროტების ყვავილები ეჭირა, რომელიც ის-ის
იყო მუმთაზისთვის ეყიდა – იქნებ, საკუთარი სიყმაწვილის თვა-
ლით ხედავდა ყველაფერს, - თავისი ახალგაზრდობის პერი-
ოდს, როდესაც ყველა მის მეგობარს და მას უყვარდა ჟღალ-
თმიანი „ქალბატონი რომანტიკა“, რომელსაც მთელი ღამე, გა-
თენებამდე ელოდნენ როდესაც ერთად დადიოდნენ ერთი კა-
ფედან მეორეში - როცა თავისი ჩახლეჩილი ხმით მუმთაზს
უკითხავდა „მოგზაურობისკენ მიპატიჟებას“, „შემოდგომის სო-
ნეტს“ და „უკურნებელს“.
მუმთაზს ბოდლერის წიგნი ხელიდან აღარ გაუშვია. მოგ-
ვიანებით, მის საყვარელ პოეტთა სახელებს შეუერთდა სიმბო-
ლისტი მალარმე და რომანტიკოსი ნერვალი. მაგრამ იმ დრო-
ისთვის, როდესაც ახალგაზრდა კაცი მათ შემოქმედებას გაეც-

57
მკითხველთა ლიგა

ნო, უკვე იმ ასაკში იყო, რომ შეეძლო თავისი გზა თვითონ აერ-
ჩია და სრული სიამოვნება მიეღო ლიტერატურისგან, რომე-
ლიც მის შეგრძნებებს ეხმიანებოდა.
თავისი ცხოვრების ამ პერიოდში მუმთაზმა მძიმე განსაც-
დელი გამოიარა. რომანის გმირის მსგავსად, ადრეულ ასაკში
მან ტრაგედია გადაიტანა და ამან სულში წარუშლელი კვალი
დაუტოვა. მისი გონება მთელი ძალით გადაიშალა სიყვარული-
სა და ფიქრისთვის იმ დროის განმავლობაში, რამაც მამამისის
სიკვდილიდან მის სტამბოლში დაბრუნებამდე გაიარა. იმ ორმა
თვემ მისი სული განსაკუთრებული ძალით აღავსო. იგი ჯერ
ისევ იმ დღეების მოგონებებით იყო სავსე და სიზმრებშიც თავი-
დან განიცდიდა ყველაფერს, რის გამოც ოფლში გახვითქულს
ეღვიძებოდა ხოლმე. პირველი, რაც დაამახსოვრდა, სანამ გო-
ნებას დაკარგავდა და რაც ხილვასავით შემორჩა, ლაიტმოტი-
ვად გასდევდა მის სიზმრებს. მამა ცდილობს აანთოს ლამპა,
ისმის არტილერიის გრუხუნი, შემდეგ ამას მოჰყვება თოხისა და
ბარის ღრჭიალი, ჩურჩული, დედის მოთქმა. ჩახლართული მო-
გონება საკუთარი პირველი, გაუგებარი ვნებისა, წესიერად რომ
ვერც გააცნობიერა, როცა მუმთაზი ავადმყოფი დედის გვერ-
დით იწვა, ახალგაზრდა სოფლელი ქალი კი მის სხეულს ეხ-
ვეოდა; როგორ ღრმად ჩაჰყურებდნენ ქალის უგონო თვალები
მუმთაზის თვალებს, ტანჯვაში გახვეული სიამოვნება - ეს ყვე-
ლაფერი სამუდამოდ შემორჩა მის ფიქრებს და მთელ მის არ-
სებას. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობამ, რასაც ჰქვია
დრო, დაავიწყა ის ავადმყოფური, აუტანელი ტანჯვის მდგომა-
რეობა, მაინც, როდესაც მელანქოლია დაეუფლებოდა, ის გან-
ცდები კვლავ ამოძრავდებოდა მასში, როგორც ჰიდრასთავიანი
ქვეწარმავალი, რომელიც მის სულში დასრიალებდა და ბორ-
კავდა მას. თანაკლასელები ეუბნებოდნენ, რომ ის ძილში კვნე-

58
მკითხველთა ლიგა

სოდა. ამის გამო, გალათასარაის სკოლაში ყოფნის ბოლო


წლებში იგი ღამის გასათევად სკოლაში აღარ რჩებოდა.

ნაშუადღევი მოახლოებული იყო, როდესაც მან მდგმური


მოინახულა და უკანა გზაზე ბეიაზეთის ყავახანასთან შეჩერდა.
ამ ორ თუ სამსაათიანი სიარულის შედეგად, ბნელ ღამეში, თოვ-
ლიანი ქარიშხლის დროს ცხვირის გარეთ გაყოფას რომ ჰგავ-
და, თითქოს ქარიშხალმა გამოაფხიზლაო, იგი სწრაფად ს
ბევრ გარემოებას. მაშინ, როდესაც პირველად მოხვდა
ბეიაზეთში, ტრამვაი აქ შეჩერდა იმიტომ, რომ სამხედრო ნაწი-
ლი ქუჩას გადადიოდა. მუმთაზმა შემთხვევით ისარგებლა და
ტრამვაიდან გადმოვიდა, რომ გზის დარჩენილი ნაწილი ფეხით
გაევლო. მას დიდი ხნის წინ მოეწონა ეს მარშრუტი. უყვარდა
აქ მტრედების ყურება დიდი კაკლის ხის ქვეშ, ბეიაზეთის მეჩე-
თის გვერდით, წიგნების თვალიერება საჰაფლარის წიგნების
ბაზრობაზე, საუბარი ნაცნობ წიგნის გამყიდველებთან, ნახევ-
რადბნელ გადახურულ ბაზარში გასეირნება, სადაც დახუთული
დღისა და აუტანელი მზის ბრწყინვალების შემდეგ მის დაღ-
ლილ სხეულს სასიამოვნო სიგრილე დაეუფლებოდა. რასაკ-
ვირველია, თუ ძალიან დაღლილი არ იყო ან სადმე არ ეჩქა-
რებოდა, აუცილებლად შევიდოდა ძველმანების ბაზრობაზე და
დაივლიდა ძველ ბედესთენს, ბაზრის გულს. დღეს ბაზარზე გა-
მოტანილი ჰქონდათ იაფფასიანი, მიბაძვით შექმნილი, ხელნა-
კეთი ნივთები; ნივთებს რომ ათვალიერებდა, მხოლოდ უნებარ-
თვოდ გაკეთებული ასლები, უხარისხო იმპორტული საქონელი
და უსარგებლო წვრილმანი, ან იაფი საბითუმო საქონელი

59
მკითხველთა ლიგა

ხვდებოდა. ჩვეულებრივ, თუ ძალიან ყურადღებით დააკვირდე-


ბოდა, ძველმანების ბაზრობაზე ან ბედესთენში ყოველთვის
იპოვიდა რამეს საინტერესოს.
აქაურობა ცხოვრების ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო
და ერთმანეთთან ძნელად შესადარები უკიდურესობის გამომ-
ხატველი იყო, რომლებიც ვერ აიხსნებოდა, თუ საკუთარ ტყავზე
არ გამოცდიდი, ან ძალიან ღრმად არ გაეცნობოდი: ნამდვილი
სიღარიბე და დიდებულება, ან უფრო ზუსტად, მათი აჩრდილე-
ბი, მათი გამონაცვლები... ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდათ მოდი-
დან გასული სანახაობები და ძველი და დიდებული ტრადი-
ციების ნაკვალევი, რომელთა წარმოშობა და შინაარსი უკვე
დავიწყებული იყო; აქ ყველაფერს ერთად თავმოყრილს ნახავ-
დით. ერთ-ერთ ასეთ ვიწრო მაღაზიაში, მსგავსი მაღაზიების
უსასრულო რიგში, ძველი სტამბოლის, ანატოლიის და თვით
ძველი ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობაც კი გამოანათებდა
ხოლმე სრულიად მოულოდნელად. მოდიდან გასული ტანსაც-
მელი, რომელიც ყოველთვის განსხვავდებოდა ქალაქის, ტო-
მის და დროის პერიოდის მიხედვით; ძველი ხალიჩები და ფარ-
დაგები, რომელთა ქსოვის ხერხები არავის დაამახსოვრდებო-
და, თუნდაც აეხსნათ და ეჩვენებინათ, თუმცა, მათი მოტივების
და ფერების დავიწყება შეუძლებელი იყო; ხელოვნების ნიმუშე-
ბის მაღაზია, სადაც ნახავდით ბიზანტიურ ხატებს და ოსმალე-
თის იმპერიის დროინდელი მხატვრული კალიგრაფიით გა-
ფორმებულ კერამიკულ ფილებს; აქ იყო ნაქარგები, დეკორა-
ციები, ათასი სხვა რამ, ხელოვნების უამრავი ნიმუში; საიუველი-
რო ნაწარმი და ძვირფასი ქვები, რომლებიც აწ დავიწყებული,
არაერთი თაობის მშვენიერი ქალბატონების კისერს და მკლა-
ვებს ამკობდა; ყველაფერი თავმოყრილი იყო ამ ნესტიან და
ნახევრად ბნელ სივრცეში და მუმთაზს საათობით მონუსხავდა

60
მკითხველთა ლიგა

ხოლმე, დიდი ხნის წინანდელი დროის ხიბლისა და იდუმალე-


ბის საკმაოდ დიდი დოზით. ეს არ იყო არც ტრადიციული და
არც თანამედროვე აღმოსავლეთი სამყარო. ეს ალბათ უფრო
საერთოდ დროის ჩარჩოებიდან გასული გარემო იყო, რომლის
განუმეორებელი ხასიათი სრულიად სხვა რაღაცებმა შეცვალა.
როდესაც მუმთაზი ამ გარემოდან მაჰმუდფაშას ქუჩის ბაზრობა-
ზე გავიდა, ისეთი თრობა იგრძნო, თითქოს ღვინო ჰქონოდა
დალეული, როდესაც მზით განათებულ ქუჩაზე შეაბიჯა. განცდი-
ლი სიამოვნება ნაჩვევ თრობით სიამოვნების უფრო ჰგავდა და
შუა ხნის კაცისთვის უფრო იყო შესაფერი, ვიდრე მისი ასაკის-
თვის.
აქ იგი გარემომ ისევ მოადუნა. ჯერ მტრედებს დაუწყო ყუ-
რება. შემდეგ საჭმელი დაუყარა. სანამ ამას აკეთებდა, არ ას-
ვენებდა მოთხოვნილება, ღმერთისთვის მიემართა, როგორც
ბავშვობაში სჩვეოდა. მაგრამ მუმთაზმა უკვე დიდი ხანი იყო,
რაც უარი თქვა ყოველდღიური საკითხების აღრევაზე იმ პირად
კონცეფციასთან, რაც მას უფლის მიმართ ჩამოუყალიბდა. უფა-
ლი იყო ყველაფრის წყარო, საწყისი, ის არ იყო დატვირთული
ადამიანური წვრილმანებით, ის იყო ძლიერი, საღი, ყველა-
ნაირი ცხოვრებისეული გამოცდილებისგან თავისუფალი და,
უბრალოდ, სულიერი ძალა უნდა მიენიჭებინა ადამიანისთვის,
რათა მას ცხოვრებისთვის გაეძლო. ზუსტად ასე კი არ ფიქრობ-
და, წარმართულ ცრურწმენას ებრძოდა, რომელიც ხშირად წა-
მოყოფდა ხოლმე თავს, როდესაც მუმთაზი მღელვარე ფიქრე-
ბისგან იტანჯებოდა და რომელმაც ბოლო დროს მის სულში
დიდი ადგილი მოიცვა. ალბათ, მას უნდოდა უფრო ერთგული
დარჩენილიყო იმ ცნებებისა, რომლებიც მას ჩამოუყალიბდა.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, ერთმა მეგობარმა, რომელ-
საც ცხოვრებამ ღრმა ჭრილობა მიაყენა, უამბო, როგორ აღავ-

61
მკითხველთა ლიგა

სო იგი საზოგადოებამ სიძულვილით, როგორ გაწყვიტა მან


თანდათან ყველაფერი რაც აკავშირებდა საზოგადოებასთან,
ადამიანთა ერთობასთან. ის სრულიად ამბოხებული იყო: „არა,
სოციალური ურთიერთკავშირი აღარ გაგრძელდება, ის არ შე-
იძლება გაგრძელდეს“, - აღელვებით იმეორებდა იგი.
მაშინ, რამდენადაც შეძლო, მუმთაზმა სცადა აეხსნა მე-
გობრისთვის, რომ ურთიერთკავშირი, რომელიც მან თვითონ
დაამყარა საკუთარ გამოცდილებასა და მოჩვენებით სულიერ
მდგომარეობას შორის, იყო აბსურდული. მაშინ მან თქვა: „მხო-
ლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა,
მოდი, ღმერთებს ნუ დავადანაშაულებთ. ჩვენი საქმეები ყო-
ველთვის გარემოებებზეა დამოკიდებული და წვრილმან უიღ-
ბლობებზე, რომლებსაც ვიწვევთ ან ჩვენ თვითონ, ან ჩვენი
ცხოვრების კონტექსტი. საქმეები შეიძლება ცუდად წავიდეს
რამდენიმე თაობის ცხოვრებაშიც კი. იმედების გაცრუებამ და
ცხოვრების მოუწყობლობამ არ უნდა შეცვალოს ჩვენი დამოკი-
დებულება ჩვენი შინაგანი რწმენის მიმართ. თუ ამ ორ სრული-
ად სხვადასხვა სფეროს გავაერთიანებთ, ჩვენ სრულიად შიშ-
ვლები ანუ დაუცველები დავრჩებით. ამის გარდა, არ უნდა წარ-
მოვიდგინოთ, რომ წარმატება ღმერთებისგან ბოძებული რა-
მაა. მოსალოდნელობების მატრიცა ყოველთვის შეიცავს მარ-
ცხსაც. რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან ბიძაშენის სასა-
მართლოს გადადება და ჩვენი ისტორიული უფლებები ამ ქვე-
ყანაში? რა კავშირია შენი დის ქორწინებასა და დილის ლოც-
ვას შორის, რომელსაც სულეიმანის მეჩეთში აღავლენენ, ან იმ
ფაქტს შორის, რომ მამაშენი მუსლიმანია? ან რა კავშირი აქვს
ერთმანეთთან უძრავი ქონების აგენტს, რომელიც ფულს დაგ-
ტყუებს და იმ ღირებულებებს, რომლებიც შეადგენენ ჩვენს ში-
ნაგან ხასიათს, ან კოლოსალური რეალობის ფაქტებს, რო-

62
მკითხველთა ლიგა

მელთა შედეგად ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. თუნდაც იმიტომ,


რომ ეს რეალური გარემოებები საბოლოოდ მაინც საზოგა-
დოებაში არსებობს, მათ არ უნდა გვიბიძგონ საკუთარი თავის
უარყოფისკენ, არამედ ჩვენ უნდა ვეცადოთ შევცვალოთ პირო-
ბები, რომლებშიც აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, არსებობენ
ქვეყნები და მოქალაქეები, რომლებიც ჩვენზე უფრო კმაყო-
ფილნი არიან თავიანთი არსებობით; რა თქმა უნდა, ჩვენ
ვგრძნობთ - მთელი არსებით, ჩვენი საკუთარი სისხლით და
ხორცით, თუ იმ ორი საუკუნის ამოვარდნამ ჩვენი ცხოვრებიდან,
როცა ვიყავით დანაწევრებული და დაშლილი, მხოლოდ და
მხოლოდ ჩამოშლილი იმპერიის ნაწილები და სხვა არაფერი,
შედეგად მოიტანა ის, რომ ახლაც არ გაგვაჩნია უნარი, ჩამოვა-
ყალიბოთ საკუთარი ცხოვრების ნორმები და საკუთარი თავის
გამოხატვის საშუალებები. თუ დავუშვებთ, რომ ამ ტანჯვამ
გვმართოს ჩვენ და ნიჰილისტურ, საკუთარი თავის უარმყოფელ
განწყობამდე მიგვიყვანოს, ამას შესაძლებელია უარესი კატას-
ტროფა მოჰყვეს, ასე არ არის? სამშობლო და ერი კურ-
თხეულია, რადგან ეს არის სამშობლო და ერი; რელიგია კამა-
თის საკითხია, მასზე კამათობენ, მას უარყოფენ ან იღებენ რო-
გორც რელიგიას და არა იმის გამო, რომ მან ცხოვრება უნდა
შეგვიმსუბუქოს...“
მუმთაზი აცნობიერებდა, რომ მისი მოლოდინი სხვათა შე-
საძლებლობების მიმართ მაღალი იყო. მან იცოდა, რომ რო-
დესაც სოციალური თვითგამოხატვის თავისებურებები იცვლება,
ადამიანებიც იცვლებიან და ღმერთების სახეები ფერმკრთალ-
დება. ამის გარდა, მან ისიც იცოდა, რომ ყოველთვის ასე არ
იყო. მუმთაზი თან მტრედებს საჭმელს უყრიდა, თან ეს აზრები
უტრიალებდა თავში; ამავე დროს ყურადღება მიაქცია წვრილ
ხაზებს თავის ხელისგულზე, რომლებმაც გააღიზიანა, რადგან

63
მკითხველთა ლიგა

თითქოს ღიობი იყო, რომელიც შემდეგ სადღაც, მის პიროვნე-


ბის შიგნით იკეტებოდა.
არა, ამიერიდან ღმერთს აღარაფერს სთხოვდა. არა, არ
საყვედურობდა თავისი ბედის გამო, იმის გამო, რომ მისი ცხოვ-
რება სხვაგვარად წარიმართა, სულაც არა, უბრალოდ, თუ მისი
ვედრება ისევ უყურადღებოდ დარჩებოდა, იმედგაცრუება
გაუორმაგდებოდა.
აუტანელი სიცხის გამო მტრედებიც არ ეკარებოდნენ სა-
კენკს, უხალისოდ მიუახლოვდებოდნენ, თავებს დახრიდნენ და
აქა-იქ თითო მარცვალს აკენკავდნენ. თითქოს ჯადოქრის ხელ-
მა კაშკაშა ლურჯი ქსოვილი გადმოფინაო გამჭვირვალე ჰაერ-
ში, ფრინველები გასაოცარ მოძრაობებს აკეთებდნენ და მოჩ-
ვენებებივით ჩაიქროლებდნენ ხოლმე, მაგრამ ტალღისებური
სისწრაფით არ იკრიბებოდნენ ერთად ამ სამხრეთის ნიავის
ქროლვაში, როგორც იციან, როცა შიათ და როცა ლამაზი ბუმ-
ბულით არიან შემოსილი; გამჭვირვალე და ფერად სივრცეში
მკვეთრად არ გაქანდებოდნენ, თითქოს ქარბორბალამ აიტაცა
ზევით; არც მკვეთრად ეშვებოდნენ ცის სივრციდან ქვევით,
თითქოს უხილავ ტალღათმჭრელს ან რაიმე კედელს შეეჯახნენ
ზღვასთან.
მტრედები საკმაოდ წყნარად ეშვებოდნენ ციდან, ნელა,
უხალისოდ. ზოგიერთი ძალიან უცნაურად შეჰყურებდა დაყ-
რილ საკენკს, შეიძლება ითქვას, ნაღვლიანადაც კი, მოპირდა-
პირედ მდებარე შენობის კედლიდან, სადაც ერთ ხაზში ჩამ-
წკრივებული ჩამომსხდარიყვნენ, მაგრამ მათ ქვევით თავი
მოეყარა ახალგაზრდა მტრედების პატარა გუნდს, ისეთი სანა-
ხაობა იყო, სიზმარი გეგონებოდათ; მათი ყოველი მოძრაობა,
ყოველი დეტალი გამოკვეთილად ჩანდა ცალ-ცალკე, რო-
გორც ფოვისტი მხატვრის, რაულ დიუფის ტილოზე.

64
მკითხველთა ლიგა

მიუხედავად მათი გაუმაძღრობისა და იმისა, რომ მშვენივ-


რად სარგებლობდნენ მათ მიმართ ადამიანების სიყვარულით,
მაინც მშვენიერი არსებები იყვნენ, განსაკუთრებით მომხიბვლე-
ლი იყო მათი მიმნდობლობა; ასეა ადამიანებში. მათ უხარიათ,
როცა მათ ენდობიან. ეს შეგრძნება ყოველთვის ღრმა სიამოვ-
ნებას ანიჭებდა ადამიანს როგორც ხელოვანს და სიცოცხლის
განსაკუთრებულ, გამოჩენილ შემოქმედს. მიუხედავად ადა-
მიანის ხანმოკლე და მღელვარე სიცოცხლისა, მისი უაზრობისა
და ეგოიზმისა, ეს ნაკლოვანი წარმართი ღვთაება აღიარებდა
ასეთ ნდობას როგორც მისადმი თაყვანისცემის ერთადერთ გა-
მოვლინებას. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად მას სიამოვ-
ნებდა სწორედ მათი ღალატი, ვინც მას ენდობოდა.
მუმთაზმა საკენკი ზევით აისროლა და ისე დაყარა, ხელი
ზევით აიქნია, თავზემოთ წრე შემოხაზა, ისე რომ მტრედებს
დაენახათ, წამოფრენილიყვნენ და მათი ფრთების ფართქუნი
ეგრძნო. მაგრამ არც ერთი არ განძრეულა. ერთმა თუ ორმა
უხალისოდ შეიფრთხიალა, თითქოს გადმოფრინდნენ, მაგრამ
ძირს არც დაფრენილან, ისე ჩაქრა მათი გაქანება. ეს არ იყო
ის, რაც მუმთაზს უნდოდა ეგრძნო.
მუმთაზისთვის მტრედები გარკვეულად სტამბოლის ერთ--
ერთი საინტერესო და აუხსნელი მოვლენა იყო, მსგავსად ცდუ-
ნებისა, რომელიც კაცებს ვნებიანი ქალებისკენ იზიდავდა. მათი
შედარება შეიძლებოდა ზღაპრებთანაც, რომლებსაც ბავშვები
საკუთარი თავის განდიდების მიზნით და საკუთარი შინაგანი
სამყაროს შესავსებად თხზავენ, რომლის ღრმა იდუმალებას
ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით. აქაური ბუნების იდუმალი ხა-
სიათის, ამ უზარმაზარი ხის, ოსმალეთის იმპერიის დროინდე-
ლი ამ არქიტექტურის მსგავსად, რომლის მოოქული კარი მუქ
მეწამულ ჩრდილში ჩნდებოდა ყოველთვის, როცა იგი თავს მი-

65
მკითხველთა ლიგა

აბრუნებდა, იქნებ, მტრედების ეს გუნდიც ჯადოსნური იყო. ყავა-


ხანის მომსახურე ყმაწვილი თავის ლანგარს შეგნებულად
აქეთ-იქით აქნევდა, როდესაც მაგიდებს შორის მიმოდიოდა,
რათა მტრედები დაეფრთხო და უფრო შორს გაედევნა. ბრგე
ყმაწვილი გახლდათ, დაახლოებით ჩვიდმეტი წლისა. ნელი და
ფეხათრეული სიარულის მიუხედავად, მისი სხეულის მოქნილო-
ბა მაინც შესამჩნევი იყო. მას მუქი ლურჯი ბამბის პერანგი ეცვა,
თეთრი ზოლებით, და ყურსუკან ფანქარი ჰქონდა გარჭობილი,
რომლის ადგილს, სავარაუდოდ, სამუშაო დღის ბოლოს, სიგა-
რეტი დაიკავებდა. მიუხედავად ამ კატალიზატორისა, ჯერ არ-
სად ჩანდა ჯადოსნური ზღაპრიდან გადმოსული გემი და
სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარის მონაბერი ტალღა, რომ-
ლის ხილვას მუმთაზი ასე ელოდა. მის ნაცვლად, ერთმანეთში
გადახლართული ლაჟვარდისფერი პატარა ტალღები უცბად
შორდებოდნენ ერთმანეთს და ზღვის პრიმიტიული სურათი
თანდათან, მაგრამ სწრაფი მოძრაობებით მიიჩქაროდა წინ,
ტალღების დგაფუნის მიყრუებული ხმით ეშვებოდა დაბლა და
ნაპირს ეჯახებოდა ვიღაც სხვა კაცის ფეხებთან, რომელიც ასე-
ვე უყრიდა მტრედებს საკენკს. ერთი მტრედი ფრენისას ლამის
გაედო მის შუბლს და ალბათ შეეშინდა კიდეც ადამიანთან ასე
ახლო მისვლის.
მზესუმზირას გამყიდველმა ქალმა უთხრა: „ქუჩის გამყიდ-
ველს ავადმყოფი ნათესავები ჰყავს ღარიბების თავშესაფარში.
იყიდეთ საკენკი მისგანაც, მადლია.“ ქალის ხმა, ვედრების ნაც-
ვლად, რატომღაც თითქმის სარკასტულად ჟღერდა. მუმთაზი
მის სახეს დააკვირდა. ქალის თვალებს დაჟინებული მზერა
ჰქონდა და მოხვეული შავი თავშალი გაფურჩქნულ სახეს ვერ
მალავდა; ამ თვალებისთვის საერთოდ უცხო უნდა ყოფილიყო
ღვთის შიშთან დაკავშირებული ნებისმიერი ცნება. მამაკაცები-

66
მკითხველთა ლიგა

სადმი მტრული განწყობა, რომელიც როგორც წესი, ახასიათებ-


და უბრალო დედაკაცებს, სრულიად აშკარად ჩანდა ამ ქალში,
მთელ მის მზის სხივებით განათებულ სხეულში ჩაბუდებული.
მუმთაზმა, რომელსაც სული ისედაც აწეწილი ჰქონდა, გადაუხა-
და მას და საჰაფლარის წიგნების ბაზრობაზე შეაბიჯა.
პატარა ხეივანი წარმოადგენდა ვიწრო გასასვლელს, რო-
მელშიც ყველანაირი სუნი ტრიალებდა, რასაც ზაფხულობით
მუდმივად აფრქვევდა სკვერი და მისი შემოგარენი. ყოველი სე-
ზონი ამ ხეივანს უამრავი არომატით იპყრობდა. კართან მის-
ვლისთანავე, მუმთაზის სურვილი ჩაქრა. რა უნდა ენახა? განსა-
კუთრებული, მაგრამ ნაცნობი, საინტერესო საგნების პატარა
გროვა? რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იგი მოუსვენრო-
ბას გრძნობდა, მისი გონება ორ თუ სამ ნაწილადაც კი იყო გა-
ყოფილი. პირველი მუმთაზი, რომელიც ალბათ ყველა დანარ-
ჩენზე მნიშვნელოვანი იყო, რომელსაც ეშინოდა თავისი ბედის-
წერის და, უპირველესად ყოვლისა, ცდილობდა ჩაეხშო თავისი
ფიქრები, იდგა ავადმყოფი იჰსანის საწოლთან, შეჰყურებდა მის
მზერადაკარგულ თვალებს, გამომშრალ ტუჩებს და ხედავდა,
რა გაჭირვებით ადი-ჩადიოდა მისი მკერდი. მეორე მუმთაზი სა-
კუთარ თავს ორ ნაწილად გლეჯდა, ცდილობდა ისევ შეერთე-
ბოდა ნურანს, ეძებდა მას სტამბოლის ყველა ქუჩასა და კუთხე-
ში, სადაც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო; ეს მუმთაზი ყოველ
ახალ ქარიშხალს თავისი სულის ნაწილს ატანდა. მესამე მუმ-
თაზი მიაბიჯებდა უჩვეულო და ამოუცნობი გარემოებებისკენ და
ბედისწერის დაუნდობელი ახირებისკენ იმ სამხედრო ქვედანა-
ყოფის უკან, რომელმაც ტრანსპორტის მოულოდნელი შეჩერე-
ბა გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღე იყო გასული, რაც მას პო-
ლიტიკაზე აღარ უფიქრია. მისთვის, ბოლო რამდენიმე ღამის

67
მკითხველთა ლიგა

განმავლობაში მატარებლის გახშირებული სტვენა საკმარისად


ავის მომასწავებელი ნიშანი იყო.
ასეთი თავსატეხი ერთი მხრივ ამშვიდებდა კიდეც. ერთბა-
შად სამ რამეზე ფიქრი ნიშნავდა, რომ არაფერზე ფიქრობდა.
მაგრამ შიშის მომგვრელი იყო სამივე სახის ფიქრების შეკუმშუ-
ლი ნაერთი, რადგან პოტენციურად, ეს იყო აბსურდული და ძა-
ლის გამომცლელი სინთეზი სხვადასხვა ფიქრისა, ბუნდოვანი
და ცუდად ფორმირებული ნარევი.
წიგნების ბაზრობის ცენტრში სიწყნარე იყო. შესასვლელში
განთავსებული პატარა მაღაზია, თითქოს ძველ-ეგვიპტური სა-
ნელებლების ბაზრიდან იყო გადმოტყორცნილი. მასში გამო-
ფენილი იყო ძველი, მდიდრული აღმოსავლეთის და მისი
უზარმაზარი ტრადიციების მცირეოდენი, საბრალო ნარჩენი,
რომლის ფესვები მოდიოდა ღრმა, უკვე დავიწყებული წარსუ-
ლიდან და დიდი ხნის წინ არსებული ცივილიზაციებიდან; ეს ბა-
ლახები და მცენარეული ძირები, რომელთა სარგებლობა
საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა და დამტკიცდა და რომ-
ლებიც განიხილებოდა როგორც ერთადერთი სამკურნალო სა-
შუალება ჩამქრალი ცხოვრების ჰარმონიის აღსადგენად, შვიდი
ზღვის იქით იქნა მოპოვებული უდიდესი მონდომებით, შემდეგ
კი ჩაიტვირთა მტვრიან ქილებში, გრძელ ხის ყუთებში და მუყა-
ოს ღია კონტეინერებში.
ეს მაღაზია რომ დაინახა, მუმთაზს უნებურად გაახსენდა
მალარმეს სტრიქონი: „ყველაფერი აქ დასრულდა რაღაც უც-
ნობი კატასტროფის შედეგად.“ აქ, ამ მტვრიან მაღაზიებში ხის
დარაბებით, უბრალო ნაკეთობის სკამებითა და ლოცვისთვის
განკუთვნილი ფარდაგებით, იგრძნობოდა ძველი ტრადიციების
სიმდიდრის და, თუ შორიდან შეხედავდით, იდუმალების გან-
ცდა, თვით ნივთების თაროებზე განთავსებაშიც კი, რომელიც

68
მკითხველთა ლიგა

სულ არ შეესაბამებოდა დაწესებულ კლასიფიკაციას. წიგნები


ეწყო სკამებზე, იატაკზე, თაროებზე ჩამწკრივებული სხვა წიგნე-
ბის თავზე, თითქოს დასაფლავებას ელოდნენ, ან თითქოს უკვე
იწვნენ საფლავში და იქიდან ჩანდნენ. მაგრამ აღმოსავლეთი
ვერ იქნებოდა აუთენტური ვერსად, საკუთარ საფლავშიც კი. Ex
Oriente lux1... ამ წიგნების გარდა, ღია კონტეინერები სავსე იყო
ბროშურებით და სხვადასხვა მცირე გამოცემებით, ადამიანის
შინაგანი ბუნების გარდაქმნაში რომ მონაწილეობს ხოლმე, გა-
რემოსთან შეგუების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ-
თვის, ვინც საკუთარ თავს ახალ კონტექსტებში ეძებს: გასართო-
ბი რომანები ილუსტრირებულ ყდებში, სასკოლო სახელმძღვა-
ნელოები, ყოველწლიური გამოცემები ფრანგულ ენაზე,
მკრთალ მწვანე ფერის ყდებში აკინძულები, ფარმაცევტული
ფორმულები და ბევრი სხვა რამ. თითქოს მთელი კაცობ-
რიობის გონების ფრაგმენტები სასწრაფოდ მოკრიბეს და ამ
ბაზრობაზე გამოფინეს. ყველანაირი შინაარსის წიგნები ერთმა-
ნეთში არეულ-დარეულიყო - ყავის ნალექზე მკითხაობის წესები
და კლასიკური რომის იმპერიის ისტორია, ქარაქინ დევჩიან
ეფენდის ტრაქტატი თევზებზე და იხტიოლოგიაზე, აგრეთვე
წიგნები ვეტერინარიის, თანამედროვე ქიმიის და გეომანტიის
ტექნიკის თემებზე.
მთლიანად, ეს ყველაფერი წარმოადგენდა უცნაურ ნა-
ერთს, რომელიც შედეგი იყო ინტელექტუალური მოუნელებ-
ლობისა. მუმთაზი აცნობიერებდა, რომ ეს უკიდეგანო ცოდნა,
მთელი თავისი მოცულობით, დაკავებული იყო უსასრულო

1
Ex Oriente lux... (ლათ.) აღმოსავლეთიდან მოდის სინათლე... (აქ და შემ-
დგომ შენიშვნები მთარგმნელისაა.)

69
მკითხველთა ლიგა

ბრძოლით საკუთარ თავთან და საკუთარი ტყავის მუდმივი


ცვლით.
მთელი საზოგადოება გახდა დეპრესიული, დათრგუნვილი
და იტანჯებოდა გაუცხოების, საკუთარი თავის დაკარგვისა და
ხელახლა დაბადების მტანჯველი ტკივილებისგან. ეს პროცესი
მთელი საუკუნე გრძელდებოდა. ამასობაში, ადვილად წასაკით-
ხმა და მოსანელებელმა დეტექტიურმა მოთხრობებმა და ჟიულ
ვერნის რომანებმა შეძლო ჩაენაცვლებინა ათას ერთი ღამე,
თუთინამე: თუთიყუშის ზღაპრები, ჰაიათილ ბაიავანი: იგავ--
არაკები ცხოველებზე და ქენზილჰავა: თავაზიანობის საგანძუ-
რი.
ნაცნობი გამყიდველი სიხარულით მიესალმა. მუმთაზი მას
მიუახლოვდა ისეთი გამომეტყველებით სახეზე, რომელიც ნიშ-
ნავდა: „აბა როგორ მიდის საქმე?“
გამყიდველმა მიუთითა ტყავის ყდიანი ძველი წიგნებისკენ,
ორ-ორად რომ იყო შეკრული და ძველ სკამზე ელაგა. „ძველი
ჟურნალების კოლექციაა, თუ დაინტერესდებით...“
ერთი ორნაწილიანი შეკვრა გახსნა და მუმთაზს ტომები
მიაწოდა, თან მტვერი ჩამობერტყა. ტყავის ყდები ბევრ ადგი-
ლას გაცვეთილი იყო და შესაკრავები დაზიანებული ჰქონდა.
მუმთაზი გრძელი სკამის ბოლოში ჩამოჯდა, ფეხები ჩამოკიდა.
იცოდა, რომ წიგნების გამყიდველი აღარ შეაწუხებდა; ამ კაცმა
სათვალე გაიკეთა და ხელნაწერებში ჩარგო თავი, წიგნის სად-
გამზე რომ ჰქონდა გადაშლილი.
მუმთაზმა გადახედა გაზეთებისგან შეკრულ ტომებს, რომ-
ლებიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს დიდხანს ნელ-ნელ იწვო-
და ცეცხლში და გაახსენდა, რომ ბოლოს ამ წიგნების მაღაზიაში
რომ შემოიარა, მაისი იყო - იმ გაზაფხულზე მისთვის სიცოცხლე
ბედნიერება იყო. მაშინ ერთი საათი იყო დარჩენილი ნურანთან

70
მკითხველთა ლიგა

შეხვედრამდე; აქ შეჩერდა, რომ დრო გაეყვანა და გამყიდველს


გამოელაპარაკა. მშვენივრად აკინძული და ყდაში ჩასმული მე--
16 საუკუნის ოსმალეთის ბიოგრაფიული ენციკლოპედია შეიძი-
ნა თავისი დამატებებით. იმ დღეს ნურანთან ერთად ჩექმესის
ტბებზე გაისეირნეს. მართალია, მასთან ერთად მთელი სტამ-
ბოლი ჰქონდა მოვლილი, მაგრამ ამ ტბებზე ჯერ არ იყვნენ
ნამყოფები. სადილი გაიხსენა, პატარა ტბასთან რომ მიირთვეს
რესტორანში, რომელიც თითქმის წყალში იდგა და ჩინურ,
წყალში მცურავ სახლებს წააგავდა. დაწვრილებით გაახსენდა
ის დრო, რომელიც მათ ერთად გაატარეს წყლისპირა ბაღში,
სადაც მონადირის ყავახანა იდგა, ხიდის ბურჯთან, სადაც ხის
კიბით შეიძლებოდა ჩასვლა. იქვე ახლოს მეთევზეები ნიჩბებიან
ნავებში ზოლებიან კეფალს იჭერდნენ, თან ერთმანეთს ხმამაღ-
ლა გასძახებდნენ ხოლმე ნავიდან ნავში. მათი ყვირილის ქო-
რო დროდადრო ისმოდა, მას პერიოდულად გამოსცემდნენ
წელზევით შიშველი კაცები ნავებში, სანამ რამდენიმე ზუსტი და
ჩვეული მოძრაობის შემდეგ, ორ ნავს შორის გაჭიმული ბადე
არ ამოიწეოდა წყლის ზედაპირზე, ბრჭყვიალა როგორც სიუხ-
ვით სავსე ფარი, პატარ-პატარა ვერცხლისფერი ნაპერწკლები-
ვით გაელვებებით თავისი პერიმეტრის გასწვრივ, ზღვიდან ამო-
ტანილი ნადავლი ანათებდა, როგორც მზის ქვეშ დადგმული
სარკე. ხმელეთზე კი, მათ ფეხებთან, მათთან შეჩვეული ქუჩის
ძაღლი კუდის ქიცინითა და ყურების პარტყუნით ითხოვდა საჭ-
მელს. დროდადრო ადგილს მოსწყდებოდა და ახლომახლო
დაეხეტებოდა, წრეებს უვლიდა გარშემო, შემდეგ ისევ მათთან
ბრუნდებოდა.
ახლად დაბრუნებული მერცხლები იქვე, ცოტა მოშორე-
ბით, გახელებულები აგებდნენ ბუდეს. მოკლე, სწრაფი გადაჭიკ-
ჭიკებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს, რომლის მნიშვნელობა

71
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ თვითონ ესმოდათ და ხანდახან ჩაიფრენდნენ ხოლ-


მე, ძირითადად ყავახანის სახურავის ქვეშ იყვნენ შეყუჟულები.
დროდადრო ერთი მერცხალი ფრთების სწრაფი მოძრაობით
ჰაერში იწყებდა ლივლივს, რითაც წყალში ხელ-ფეხის მოძ-
რაობით ერთ ადგილზე მოლივლივე მოცურავეს გაგახსენებ-
დათ, შემდეგ კი ლაჟვარდისფერი უსაზღვრო ცის სიცარიელეში
ჩაეშვებოდა, ხოლო იქიდან ვერტიკალურად, სწრაფად აიჭრე-
ბოდა დიდ სიმაღლეზე; ამის შემდეგ, იმ მიღწეული წერტილი-
დან, რომელსაც ადამიანის შეუიარაღებელი თვალი უკვე ვე-
ღარ ხედავდა, ქვევით მოსრიალებდა; და ზუსტად მაშინ, რო-
დესაც ასეთი ტრაექტორია უკვე ბადებდა შიშს, რომ ფრინველი
მას საბოლოოდ ვეღარ გადაურჩებოდა, ვარდნა მკვეთრად
გასწორდებოდა ჰორიზონტის გასწვრივ, ხაზავდა უცნაურ სპი-
რალებს და ხვეულებს, თითქოს გადაუჭრელ გეომეტრიულ
თეორემას ამტკიცებდა, მკვეთრი, ერთმანეთში ჩახლართული
მანევრები გაუჩერებლივ მისდევდა ერთმანეთს და, ბოლოს, სა-
კუთარი ნაქსოვი ამ რთული ბადიდან თავს რომ დააღწევდა,
მერცხალი შეფართხალდებოდა და უბრუნდებოდა თავის გახე-
ლებით აგებულ და მხიარულ ბუდეს. მუმთაზი მოურიდებლად
აკვირდებოდა თავისი დულცინეას ფართო მხრებს, მის მოღე-
რილ კისერს, რომელსაც თავი მოხდენილი თაიგულივით ეკა-
ვა, მოჭუტულ თვალებს, რომლებიც მისთვის სინათლის წყარო
გამხდარიყო... ეს იყო მათი უკანასკნელი მაისი... ის დრო, რო-
ცა მუმთაზის სამყარო მეტ-ნაკლებად მთლიანი, გაუბზარავი
იყო.
ტექსტების ერთ-ერთი კრებული წარმოადგენდა მეცამეტე
საუკუნის მისტიკოსი პოეტის იუნუს ემრეს ლექსებს. ეს კრებული
თავიდან ბოლომდე გადაწერილი იყო მოყვარულის ხელით;
მაგრამ ანოტაციებში შედიოდა ყაზელები - ორ-ორ ტაეპად გა-

72
მკითხველთა ლიგა

რითმული ლექსები ოსმალეთის ისეთი პოეტებისა, როგორე-


ბიც იყვნენ ბაქი, ნეფი, ნაბი და შეიხ გალიფი. ბოლოში, რამდე-
ნიმე ფურცელზე, იყო სხვადასხვა ხელით ნაწერი სამკურნალო
რეცეპტები, სადაც მოიხსენებოდა შავი პილპილი, ილი, რევან-
დი და სხვ. ერთ-ერთ რეცეპტს სათაურად ჰქონდა „ლოქმან ჰე-
ქიმის სამედიცინო წეულა კამფეტი“ - წითელი და ჟოლოსფერი
ასოებით. ეწერა რეცეპტი, რომელიც იძლეოდა რჩევას, რომ
მთლიანი ხახვის თავი, რომელსაც მოყრილი ექნებოდა მიხაკი,
გაეჩერებინათ ცოტა ხანს ღია ცეცხლზე, რათა მიეღოთ „სიცოც-
ხლის ელექსირი.“ წიგნებს შორის იყო აგრეთვე სიმღერების
კრებული: მელოდიის განვითარების ერთ-ერთი სახეობა მაქამა
და კომპოზიტორების სახელები კალმით იყო მიწერილი სიმღე-
რების ტექსტების თავზე; ყველგან მითითებული იყო ინტერვა-
ლები, ერთი ნოტი ან მარცვალიც არ იყო გამოტოვებული; მათი
ტრანსკრიფცია ჩაწერილი იყო ვარდისფერი, ლურჯი, თეთრი
და ყვითელი ფოთლებით, ისე რომ ცარცის კვალი ისევ ეტყო-
ბოდა, ერთმანეთზე მიჯრილი წაწვეტებული ხელწერით, ცეც-
ხლის ენებს რომ მოგაგონებდათ. სულ ბოლოში, რამდენიმე
გასართობი კუპლეტი იყო ჩაწერილი. შემდეგ მოდიოდა დაბა-
დებისა და გარდაცვალების თარიღები დაწყებული ჰიჯრის კა-
ლენდრის 1197 წლიდან, ანუ ჩვ.წ.ა. 1783 წლიდან. რა გულუბ-
რყვილოა ასეთი ყურადღება დეტალებისადმი და ცერემონიის
დაცვისადმი! ჰიჯრის წელთაღრიცხვის 1197 წელს აბდულ--
ქელალი, ტექსტის ავტორის შვილი, რომელიც ორი დღე თავს
შეუძლოდ გრძნობდა, რებიულაჰირის მეჩვიდმეტე ღამეს, გათე-
ნებისას, გარდაცვლილა; ღვთის წყალობით, რამდენიმე თვის
შემდეგ მისი გოგონა ემინე დაბადებულა. ასე დაწვრილებით მი-
მოიხილებოდა ავტორის ოჯახის ცხოვრების ამსახველი მოვ-
ლენები მთელი წლის განმავლობაში; ამავე ადამიანს თავისი

73
მკითხველთა ლიგა

„ძუძუმტისთვის“, ვინმე ემინისთვის გაუხსნია ცხენის აღკაზმულო-


ბით სავაჭრო. რაც შეეხებოდა პირადად მას, იგი დაუნიშნავთ
ქაფანდაქის დირექტორთა საბჭოს წევრად, რასაც წლების გან-
მავლობაში ელოდა. მომდევნო წლის ყველაზე მნიშვნელოვა-
ნი მოვლენა გამხდარა მისი ვაჟის, ჰაფიზ ნუმან ეფენდის მუსი-
კალური ხელოვნების დარგში შებიჯება. მათი მეზობელი მეჰ-
მეთ ემინ ეფენდი უნდა ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი ამ
სფეროში. ვინ იყო ეს ხალხი? სად ცხოვრობდნენ ისინი? რად-
გან მათი ცხოვრების დეტალების გაგება არ აინტერესებდა, მუმ-
თაზმა ტექსტების კრებული დახურა.
მესამე ტომი განხვავდებოდა წინა ორისგან. გვერდების
უმეტესობა ცარიელი იყო, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს
ხელნაწერი ბავშვს ეკუთვნოდა. სადღაც შუაში, გამოუცდელი ხე-
ლით დაწერილი სათაურის ქვევით, იყო მითითება ილუსტრა-
ციაზე, რომელზეც სირაქლემა იყო გამოსახული ხეზე. ამ სუ-
რათზე გამოსახული არსება არც ჩიტს ჰგავდა და არც აქლემს;
ხოლო მის ქვემოთ, დაკლაკნილ-ჩახლართული ნაწერი მელ-
ნით იყო გადადღაბნილი. აქ ეწერა აგრეთვე ბევრი თარიღი,
მაგრამ ამ ნაწერის არც ერთი ნაწილი არ იყო რაიმით მნიშვნე-
ლოვანი. შესაძლებელი იყო, რომ ეს ხელნაწერი გახლდათ უბ-
რალოდ რვეული ლამაზ ხელწერაში სავარჯიშოდ; ნებისმიერ
შემთხვევაში, ასე იყო თუ ისე, ის ეკუთვნოდა უკვე ასაკოვან ადა-
მიანს, რომელმაც გვიან ისწავლა წერა-კითხვა. რამდენიმე
გვერდზე მეორდებოდა გაუწაფავი ხელით ნაწერი: „მის ბრწყინ-
ვალებას ესედ მუჰამედ ელქასიმ ეფენდის, წმინდა ქააბას ერთ--
ერთ მცველს, იუველირ მესუთ ეფენდი ბააბუნისგან, წმინდა მე-
ქაში.“
კიდევ რამდენიმე გვერდის შემდეგ, გაწეული ხარჯების
საკმაოდ დეტალურ ჩანაწერს მოსდევდა სიტყვები: „არის რა

74
მკითხველთა ლიგა

თარიღი მისი ბრწყინვალების, ჩვენი კეთილისმყოფელის ნა-


შით ბეიეფენდის დანიშვნისა სამეფო კარის პირად მრჩეველთა
საბჭოს მეხუთე მდივნად“... და შემდეგ: „ამ დილით, მისი
ბრწყინვალება ნაშით ბეიეფენდი კეთილისმყოფელი, რომლის
სამეფო კარის პირად მრჩეველთა საბჭოს მეხუთე მდივნად და-
ნიშვნის შესახებ იმპერიის ცალკე განკარგულებაში გამოცხად-
და, თავისი სამსახურისთვის შესაბამის ფორმაში გამოწყობილი,
გაემგზავრა იმპერიის სასახლისკენ, რათა აასრულოს თავისი
მოვალეობები. დაე, ალაჰმა, მაღალმა და ყოვლისშემძლემ,
დაუყოვნებლივ მოუვლინოს მას თავისი მაღალი კურთხევა და
შემწეობა“. მე-19 საუკუნის შუა წლების სულთან აბდულმეჩითის
დროინდელმა მელოდიამ ერთი წამით გაიელვა მუმთაზის გო-
ნებაში. ამავე გვერდზე, სულ ქვევით, გამოჩნდა კუპლეტი, და-
წერილი მსხვილი კალმითა და გაუბედავი ხელწერით:
სად არის ვარდი, სად არის ბულბული?
ვარდის ფურცლები იფანტება და ფერმკრთალდება.
ამას მოჰყვებოდა ჯადოსნური წამლის რეცეპტი. იგი მზად-
დებოდა პატარა კუს ბაკნისგან, რომელიც უნდა მოხარშულიყო
შუაღამისას, ნებისმიერი თვის თხუთმეტ რიცხვში შვიდი წყარო-
დან აღებულ, შუშის ჭურჭელში შეგროვილ წყალში, სადაც ჩაყ-
რილი იქნებოდა ბროწეულის ორმოცი მარცვალი, ზაფრანა და
შავი პილპილი; ეს ნარევი უნდა მორეულიყო ახლად მოტეხი-
ლი ბლის ტოტით, თან უნდა წაეკითხათ შელოცვა, ხოლო ბაკ-
ნის მოხარშვის შემდეგ ნაზავი ორმოცი დღით უნდა დაეტოვე-
ბინათ მზის ქვეშ. და ამის შემდეგ, შელოცვა კიდევ უნდა ეთქვათ
ორმოცი დღის განმავლობაში, დღეში ორმოცჯერ. ვინც ამ ჯა-
დოსნურ წამალს დალევდა, სხვებისთვის უხილავი გახდებოდა.
მომდევნო ფურცლის თავში მეწამული მელნით ეწერა
სრულიად გაუგებარი და უცნობი სიტყვები: „თემაღიშინ“, „ბეღე-

75
მკითხველთა ლიგა

დანინ“, „იეშევადინ“, „ვეღდაშინ“, „ნევფენა“ და „ღადიშინ“. ქვე-


ვით მიწერილი იყო ახსნა, რომ ვინც ამ სიტყვებს შვიდჯერ
გაიმეორებდა, ის ადამიანი, ვისაც ის ჩაიფიქრებდა, ნახავდა
ისეთ სიზმარს, როგორიც მას უნდოდა. შემდეგ მოდიოდა ქელ-
დანური ხელნაწერის წარმოთქმის წესების გრძელი აღწერა და
მუმთაზი ბუტბუტებდა: „თემაღიშინ“, „ბერედანინ“, „იეშევადინ“,
„ვეღდაშინ“, „ნევფენა“ და „ღადიშინ“.
დაანაღვლიანა იმან, რომ ამ აბსურდულ ნაწერებს ნურანს
ვერ აუხსნიდა. ზოგადად, მუმთაზი ნურანისთვის ეზოტერიკის ამ-
ხსნელი იყო. მას მოსწონდა, ნურანისთვის ჩაენერგა გონივრუ-
ლი სკეპტიზმი და მტკიცე რაციონალიზმი მის მიერ შერჩეული
უცნაური ისტორიების მიმართ. ერთი წლის წინ, უეჭველად, აი
ასეთ დღევანდელ დღეს, მუმთაზი რამე მიზეზით აღწერდა, თუ
მათ პირველ შეხვედრამდე როგორ ცდილობდა გახსნილი ყო-
ფილიყო რეალური სამყაროს საზღვრებს გარედან მოსული
მფარველი ძალისთვის, რომელიც დაეხმარებოდა მას წინას-
წარ გაეგო ყველაფერი, რაც ასე აწვალებდა მის ცნობისმოყვა-
რეობას, შემდეგ კი როცა ეს შელოცვა შვიდჯერ გაიმეორა, რო-
გორ მიხვდა, რაზე ოცნებობდა. მსგავსი აბდაუბდის მოყოლისას
მუმთაზი გულმოდგინედ ცდილობდა, სრულიად გულწრფელი
ყოფილიყო და არ გამოსვლოდა სულელური მონაჩმახი ან
თვითონვე ხარხარი არ დაეწყო. ეს მოგონილი სიუჟეტი ბო-
ლომდე სერიოზულად უნდა მოეყოლა, ნურანის მშვიდი ღიმი-
ლის და გაოცებული გამომეტყველების თანხლებით და, ბო-
ლოს, გაბეზრებული ნურანი ან თვითონ შეაწყვეტინებდა ხუმ-
რობას სიბრალულის უსაზღვროდ მშვენიერი გამოხატვით, ან-
და უბრალოდ თვითონაც შეუერთდებოდა სიტყვების ამ თამაშს.
დღეს ამის გახსენება პათეტურობისკენ უბიძგებდა.

76
მკითხველთა ლიგა

მან უცბად მკვეთრად შეწყვიტა ფიქრი. რატომ დავცინი ამ


ადამიანებს? ჩემი ტანჯვა მათ სიცოცხლეზე უკეთესია? მათ ხომ
თავის დაღწევის უამრავი გზა აქვთ. მაგრამ ნეტავ, რეალურად
არსებობდა ეს გზები? იყო მათი ცხოვრება სხვადასხვა შესაძ-
ლებლობით მდიდარი ისე, როგორც ასეთ წიგნებში იყო აღწე-
რილი? თუნდაც ნამდვილად ასე ყოფილიყო, მაშინ იქნებ, თვი-
თონაც თავის დაღწევის გზაზე იდგა? იქნებ, ახლა ამ წუთას, ამ
მაღაზიაში ჯდომაც თავის დაღწევის ერთი საათი იყო? მისი
დარდის სიმძიმე თანდათან იმატებდა და ამ მდგომარეობაში
მართლაც სჭირდებოდა მოეპარა ერთსაათიანი სიმშვიდე მაინც
და მან ის, დღისით-მზისით, სწორედ იჰსანს და მის ოჯახს მო-
პარა. სიმართლე უნდა ითქვას, მუმთაზს ზაფხულის დასაწყისი-
დან ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება არ ჰქონია. ღამის
ძილი წამდაუწუმ უწყდებოდა. ის რამდენიმე საათიც, რაც ეძინა,
უცნაურ, თითქმის კოშმარულ სიზმრებში გადიოდა და უფრო
დაღლილს ეღვიძებოდა, ვიდრე დაძინებამდე იყო. ყველაზე
მეტად უჭირდა საკუთარი ფიქრების ნაკადის მართვა. როგორც
კი ახალი აზრი გაჩნდებოდა, ის მაშინვე ტანჯვის მაუწყებლად
გადაიქცეოდა. დღესაც, ქუჩას რომ მიჰყვებოდა, გააცნობიერა
საკუთარი უნებლიე ჟესტიკულაცია. ასეთ დროს მუმთაზის ახ-
ლობლები ფიქრობდნენ, რომ იგი ამ მოძრაობებით და
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმადაბალი წამოძახილებით ცდილობდა, რა-
ღაც უცნაური აზრებისგან გათავისუფლებულიყო.
მუმთაზი ტომებს ჩაჰკირკიტებდა და კვლავ იმ შარშანდელ
მაისის დილას იხსენებდა. ზაფხული იფურჩქნებოდა მის არსე-
ბაში, როგორც გამოცხადება. შემდეგ დადგა დღეები, რომლებ-
მაც მთელი მისი ცხოვრება მოწამლა, ასე თვლიდა თვითონ,
როცა ფიქრობდა ნურანის გაღიზიანებაზე, საკუთარ შიშსა და
მოუსვენრობაზე და თავის ისედაც სუსტ გამძლეობაზე, რომე-

77
მკითხველთა ლიგა

ლიც თანდათან ქრებოდა. ყველა ამ შეგრძნებას ცალ-ცალკე


თავისი მოგონებები და განწყობები ახლდა. იგი მიხვდა, რომ
აქ მეტ ხანს ვეღარ დარჩებოდა, მაგრამ ადგომაც აღარ შეეძ-
ლო. ერთადერთი, რაც დარჩენოდა, ის იყო, აქეთ-იქით მი-
მოეხედა, თითქოს უნდა გამოერკვია, კიდევ მეტი ტანჯვა ელო-
და თუ არა.
წიგნების გამყიდველმა ხელნაწერს თვალი მოაცილა:
„ყველაფერი საკმაოდ უბადრუკად გამოიყურება არა?“
მუმთაზს გრძელი საუბრის თავი და სურვილი არ ჰქონდა:
„შინ ავადმყოფი ახლობელი გვყავს... ერთი კვირაა გაზეთიც არ
წამიკითხავს წესიერად.“ აშკარა იყო, რომ ცრუობდა. საქმე ის
კი არ იყო, რომ გაზეთი არ წაუკითხავს. მას უბრალოდ წაკით-
ხული ახალი ამბების აღქმის ძალა აღარ შესწევდა. ნაცვლად
იმისა, რომ აზრი შეექმნა წაკითხულის შესახებ, იგი მოვლენების
ქრონოლოგიას იმახსოვრებდა, თითქოს გაკვეთილს სწავლობ-
და ზეპირად. ასე სწრაფად მიმდინარე მოვლენების აღქმაც
ჭირდა, განსჯაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
უკვე წლები იყო ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ.
ყველგან, ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში, წლების გან-
მავლობაში, ყველა განიხილავდა ამ მოსალოდნელ ამბავს. გა-
მოითქმებოდა ათასგვარი აზრი და მსჯელობდნენ ყველა სავა-
რაუდო მოულოდნელობაზე. ახლა მთელი კაცობრიობა დადგა
შიშისმომგვრელი განზომილების მქონე რეალური მოვლენე-
ბის წინაშე.
- არ ვიცი, ბანკებს თუ დაკვირვებიხართ? უკვე რამდენიმე
დღეა სულ გადაჭედილია. შემდეგ, თითქოს ახლაღა აღიქვაო,
იკითხა:
- ვინ გახდა ავად?
- იჰსანი.

78
მკითხველთა ლიგა

მაღაზიის პატრონმა თავი გადააქნია:


- დიდი ხანია, ჩვენთან აღარ შემოუვლია. ესე იგი, შემ-
თხვევით არ მომხდარა. იმედი მაქვს, მალე აღიდგენს ძალებს.
მართლაც ძალიან შეწუხებული ჩანდა, თუმცა არ უკით-
ხავს, რა დაემართა იჰსანს. მუმთაზმა გაიფიქრა: „მგონი ამას
ოჯახის საიდუმლოდ თვლის“.
თითქოს იმის ახსნა უნდოდა, უდარდელი ადამიანი არ არ-
სებობსო, მაღაზიის პატრონმა თქვა:
- ჩვენი ორივე შვილი გამოიძახეს, - და ამოიოხრა, - არცკი
ვიცი, რა ვქნა. გაოგნებული ვარ. ჩემი ცოლისძმა ცხენიდან გად-
მოვარდა და ნეკნები ჩაიმტვრია. ჩემი ცოლი ისეთ საშინელ
მდგომარეობაშია...
მუმთაზმა გამოცდილებით იცოდა, რომ ადამიანის თანაგ-
რძნობის გამოხატვას, როცა ის სხვის დაწყნარებას საკუთარ
დარდზე მოყოლით ცდილობს, საზღვარი არ აქვს.
- ნუ დარდობ, საქმეები კარგად იქნება, ყველაფერი გა-
მოსწორდება, - უთხრა და გავიდა მაღაზიიდან.
ეს ერთ-ერთი იყო იმ მანუგეშებელ გამოთქმათაგან, რომ-
ლებიც მან წინა თაობისგან შეისწავლა. შესაძლოა, სწორედ
ამიტომ, უცნაური სიჯიუტით იგი წლების განმავლობაში მათ
მეტყველებაში ხმარებას თავს არიდებდა. მაგრამ ახლა, ამ კა-
ცის საცოდაობა რომ შეიტყო, ეს სიტყვები თავისთავად წამოც-
და. ერთი ცივილიზაციის ყოველდღიური ცხოვრების ფილოსო-
ფია, - გაიფიქრა მან, - ნებისმიერი სახის გამოცდილება, იზი-
დავს თავის მსგავსთა მთელ რიგს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მემ-
კვიდრეობა არა მხოლოდ სიბრალულს და მწუხარებას, არამედ
ნუგეშისცემისა და გამძლეობის მოპოვების მეთოდებსაც ინა-
ხავს...

79
მკითხველთა ლიგა

ჯადირჩილარის ქუჩა, როგორც ყოველთვის, გამაოგნებე-


ლი იყო. მიწაზე, მაღაზიის წინ, რომლის გისოსები ყოველთვის
დაკეტილი იყო და არავინ იცოდა რატომ, იდო რუსული სამოვ-
რის მილი, კარის სახელური, სადაფისგან დამზადებული ქალის
მარაო, დაახლოებით ოცდაათი წლის წინ რომ ძალიან მოდუ-
რი იყო და რაღაც გაურკვეველი ნივთის რამდენიმე ნაწილი,
შესაძლოა დიდი საათის ან გრამოფონისა, კიდევ რამდენიმე
უცნაურ ნივთთან ერთად, რომლებიც გაუგებარი იყო, როგორ
ჩამოვიდნენ აქამდე დაუზიანებლად. განსაკუთღებით თვალსა-
ჩინოდ იყო გამოფენილი ყვითელი სპილენძისგან ნაკეთები
ტრადიციული ყავის საფქვავი და ბამბუკის ჯოხის ირმის რქისგან
დამზადებული სახელური. მაღაზიის ბორბლებიან გისოსებზე
მიყუდებული ჰქონდათ მოოქრულ, სქელ ხის ჩარჩოებში ჩასმუ-
ლი ორი დიდი ფოტო: ერთი იყო ოსმალთა იმპერიის დროინ-
დელი ბერძენი პატრიარქების ფოტო, გადაღებული სულთან
აბდულაჰმედ მეორის დროს, ან უფრო გვიან; მათი გულსაკიდი
ჯვრები და სხვა აქსესუარები ისეთივე იყო, როგორსაც ახლა
გაზეთებში ბეჭდავდნენ. კარგად გაპრიალებული შუშის იქიდან,
წარსულის სიღრმიდან ისინი შესცქეროდნენ მათ წინ გაშლილ
ნივთებს და ქუჩაში გამვლელ ხალხს, რომელთა დიდი ტალღი-
დან ზოგი მათ შეხედავდა ხოლმე. იქნებ, ძალიანაც კმაყოფილი
იყვნენ ამ ცხოვრების ხმაურით, ამდენი წლის შემდეგ, ამ მზისა
და ხმაურის თერაპიით ტკბებოდნენ, შუქით და ხმებით.
მუმთაზმა თავისთვის გაიფიქრა: ნეტავ, ფოტოგრაფი მა-
თაც ჰკრავდა ხელს და უბიძგებდა ისე, როგორც ის კაცი, მე
რომ მიღებდა სურათებს?
იგი ეძებდა სურათის გადასაღებად საგანგებოდ ჩაცმა--
მოკაზმვის კვალს მათ თავისუფლად ჩამოშვებულ, ფართო ტა-
ნისამოსში და მათ გამომეტყველებაში, რომელიც წლების გან-

80
მკითხველთა ლიგა

მავლობაში გამომუშავებული თავდაჭერის შედეგი იყო - ღირ-


სების და კეთილგანწყობის შერწყმა შთამბეჭდავ დიდებულებას-
თან.
მათ ზემოთ ეკიდა დაფა, რომელიც ჩასმული იყო უგემოვ-
ნო, მყვირალა თაბაშირის ჩარჩოში. დაფაზე დიდი ასოებით და
არაბული კალიგრაფიით გამოყვანილი იყო წარწერა, რომე-
ლიც ასე იკითხებოდა: „ის, ვინც ყველაფერს ხედავს და ყველა-
ფერი იცის.“ უხეში თაბაშირი ნაწერის განსაკუთრებულობას არ
არღვევდა. თითოეული ხვეული და ჩუქურთმა შინაარსის ძალას
ასხივებდა.
ამ პატარა ქუჩის უცნაურობა ამით არ ამოიწურებოდა. ცო-
ტა ქვევით, მოშორებით, როგორც მუმთაზი მიხვდა, დარულელ-
ჰანის კონსერვატორიაში ჩაწერილ ფირფიტას ატრიალებდნენ
რომელიღაც მაღაზიაში. ნევაქარის ჰანგის ღვთაებრიობა ხან
ძლიერად ისმოდა, ხან სუსტდებოდა და მუმთაზს ახსენდებოდა
ვარდების ბაღი წვიმაში. ამავე დროს, ქუჩის მოპირდაპირე
მხრიდან კი, გრამოფონიდან ფოქსტროტის ხმა ისმოდა. მუმ-
თაზმა ქუჩას მზერა გააყოლა მთელ სიგრძეზე; ის თითქმის ვერ-
ტიკალურად ადიოდა და მზის ქვეშ თვალმომჭრელად ელავდა.
ძველი ნივთების გროვები, საწოლის ჩარჩოები, დამტვრეული
და ნახმარი ავეჯი, თეჯირები დახეული ჩადგმული ქსოვილე-
ბით. მაყალები გამწკრივებული ან ერთმანეთზე შედგმული იდ-
გა ყველგან, ქუჩის ორივე მხარეს.
განსაკუთრებით საბრალო დღეში იყო ლეიბები და ბალი-
შები. ეს უბრალოდ ტრაგედია იყო, რომ მათ თავისი სიცოცხლე
აქ, ქუჩაში დაასრულეს... ლეიბები და ბალიშები... სიზმრების და
ოცნებების ველი... ფოქსტროტის ხმა თანდათან ჩაიხლართა
და სულ გაჩერდა გაწელილი ზამბარასავით. მას დაუყოვნებ-
ლივ მოჰყვა ძველი თურქული მელოდია, რომლის გაგონებაც

81
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ აქ შეიძლებოდა: „ჯამლიქას ბაღები“... მუმთაზმა მომ-


ღერლის ხმა იცნო; მისი აზრით, ეს მემო იყო. სულთან აბდულ-
ჰამიდ მეორის მეფობის ბოლო წლების მთელი დარდი და ნაღ-
ველი იყო ჩადებული მომღერლის ამ სიმღერაში, მომღერლი-
სა, რომელიც სამხედრო აკადემიის კადეტი იყო და ოქროს
რქის ყურეში დაიხრჩო. მისი ხმა ქუჩაში დაყრილ სიცოცხლის
ნარჩენებს ეფინებოდა, თავზე ადგა მათ როგორც სინათლის
დიდი კარავი. რა სავსე და რთული ცხოვრებით ცხოვრობდა ეს
ქუჩა. მთელი სტამბოლი თავისი ცხოვრების წესის ყველა ნაირ-
სახეობით, ცხოვრების ინტიმური მხარეების ყველა წვრილმა-
ნით, საოცრებებით, მოედინებოდა აქ, ამ ქუჩაზე, სადაც იქმნე-
ბოდა მატერიალური საგნებისა და უვარგისად ქცეული ცხოვრე-
ბის ნამსხვრევების რომანი. ან ალბათ უფრო ცალკეული ადა-
მიანების ცხოვრების ციებ-ცხელებას მოეყარა თავი და ერთმა-
ნეთთან გადახვეულები იდგნენ, თითქოს ადასტურებდნენ, რომ
მზისქვეშეთში, ადამიანის ყოველდღიურ, არაფრით გამორჩე-
ულ ცხოვრებაში მართლაც არაფერი ხდებოდა ახალი.
ყველა იმ უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, ნგრევის,
ტრაგედიის კვალი, რაც ყოველდღე და ყოველ საათს ხდებოდა
ქალაქში, აღბეჭდილი იყო ამ ნივთებზე. ამან წაშალა მათი ინ-
დივიდუალობა, აქცია ისინი საჯარო საკუთრებად და შემთხვე-
ვისა და სიღარიბის ხელით, მათი ერთობლივი მოქმედების შე-
დეგად, ამ ყოველივესგან შეიქმნა ერთი უზარმაზარი ნაერთი.
რა კარგი ჩვევა არსებობდა ზოგ უძველეს ცივილიზაციაში
- მიცვალებულთან ერთად დაეწვათ ან დაემარხათ მისი ნაქონი
ნივთებიც. მაგრამ ადამიანები თავიანთ ნივთებს მხოლოდ სიკ-
ვდილის შემდეგ ხომ არ ტოვებენ... ორი თვით ადრე მუმთაზმა
თავის მეგობარს პერანგის სახელოების წყვილი შესაკრავი აჩუ-
ქა, რომლებიც თვითონ ძალიან მოსწონდა. დაახლოებით ორი

82
მკითხველთა ლიგა

კვირის წინ კი ტაქსში დარჩა წიგნების შეკვრა. და განა მხო-


ლოდ ეს? რამდენიმე თვით ადრე ქალმა, რომელიც მას უყვარ-
და, მოისურვა თავისი ნებისყოფის გამოცდა - შეძლებდა თუ არა
მარტო ცხოვრებას - და მიატოვა იგი. სულ რაღაც ცხრა დღის
წინ კი იჰსანის ფილტვების ანთებამ იგი ტყვედ აქცია და შემო-
საზღვრულ სამყაროში გამოკეტა, სადაც ჯერჯერობით იმყოფე-
ბოდა. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა რამე კატასტროფა მომ-
ხდარიყო. არა, ადამიანი უბრალოდ კი არ წყვეტდა არსებობას
და ტოვებდა ნივთებს, არამედ თითქმის მთელი არსებობის გან-
მავლობაში, დროდადრო, ბევრი ნივთი ტოვებდა მას. შემდეგ
კი ამ მოცილებული ნივთებისგან დარჩენილი ნაჭრილობევი
ადგილი შეხორცდებოდა და ამ შეუმჩნეველი პროცესის შედე-
გად ის ჩამოშორდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ოდეს-
ღაც იყო. ჩვენ ვტოვებთ მათ თუ ისინი გვტოვებენ ჩვენ? საკით-
ხავი, აი, ეს არის.
ამდენი ძველებური ნივთის თავმოყრა ქუჩაზე, სადაც მზე
თავისი სხივების სრულ სპექტრს ფენდა, საკმაოდ მძლავრ გავ-
ლენას ახდენდა მუმთაზზე საიმისოდ, რომ მას რეალური ცხოვ-
რება და არსებული გამოცდილება დავიწყებოდა.
ვიღაც ჯარისკაცი ახლოს მივიდა გროვასთან და უბრალო
ნივთი აიღო ხელში, რომელმაც ამ გროვაში მისი ყურადღება
მიიზიდა. ეს იყო გაპარსვისას სახმარი სარკე. ამის შემდეგ
ხნიერი კაცი მივიდა, დაბალი, გამხდარი, საკმაოდ კარგად მოვ-
ლილი, თუმცა ძველ ტანსაცმელში გამოწყობილი. ჯერ სადა-
ფის მარაოს მოჰკიდა ხელი; გამოუცდელი მოზარდი ბიჭივით
მარაოს შლიდა და კეცავდა, ყურადღებით აკვირდებოდა. შე-
საძლოა ასეთი ნივთი მას ოდესღაც შეყვარებულმა ანდო ცეკ-
ვის დროს. ჩუმად ატრიალებდა ხელში აქეთ-იქით, თითქოს
ისევ ის სიყვარული ეუფლებოდა, უსაზღვრო გაოცება ეტყობო-

83
მკითხველთა ლიგა

და, თითქოს დარწმუნდა, რომ ეს მარაო ნამდვილად ის იყო,


იმ ქალის მარაო იყო; შემდეგ ნივთი უკან დადო და აშკარად
შვებით ამოისუნთქა; გამყიდველს ირმის რქის სახელურიანი
ბამბუკის ჯოხის ფასი ჰკითხა. მუმთაზმა იცნო ეს კაცი, ერთ
დროს ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი ბეჰ-
ჩეთ ბეიეფენდი, მაგრამ არ ჰქონდა სურვილი გასაუბრებოდა.
იგი გვერდზე გადგა და იქიდან შეწუხებული აკვირდებოდა მო-
ხუცი კაცის არაბუნებრივ, თოჯინისმაგვარ მოძრაობებს. გინდ
დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს საბრალო სულიერი ერთ
დროს შეყვარებული იყო და ეჭვიანობით ავსებული, მთელი
ოცი წელი ცდილობდა იმ ქალის გული მოეგო... და აი, მუმთაზ-
მა თავისი თვალით დაინახა ამ ოდესღაც ცნობილი კაცის ცხოვ-
რების ბოლო....
ბეჰჩეთს უყვარდა ათიე, საკუთარი ცოლი და ეჭვიანობდა
მის გამო ოცი წლის განმავლობაში. ჯერ უბრალოდ ეჭვიანობ-
და, შემდეგ კონკრეტულად დოქტორ რეფიქზე, რომელიც
ერთ-ერთი პირველი წევრი იყო „ერთობისა და პროგრესის“
პარტიისა. შედეგად, მან იმპერიის სასახლეში საიდუმლო პო-
ლიციის სახელზე მოხსენებითი ბარათი გააგზავნა, სადაც უკა-
ნონო ქმედებაში დაადანაშაულა დოქტორი რეფიქი. ამით ბეჰ-
ჩეთმა საკუთარი თავი ეჭვიანობისგან ვერ დაიხსნა. როგორც
ერთხელ თვითონ უამბო იჰსანს, როდესაც ქალი კვდებოდა და
სასიკვდილო სარეცელზეც „მაჰურას“ ღიღინებდა, იგი ეცა მას
და რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა პირში, რითაც იქნებ დააჩქარა
კიდეც მისი აღსასრული. ეს სიმღერა ნურანის დიდი ბაბუის თა-
ლათის მიერ შეთხზულ ბალადაზე იყო შექმნილი. აღნიშნული
და სხვა მსგავსი ინციდენტების გამო, ბეჰჩეთს უიღბლო კაცის
რეპუტაცია შეექმნა უძველესი ეპოქიდან მომდინარე ამ გვარის
ყველა წარმომადგენლის ფონზე, რომლებიც იღბლიანი ქორ-

84
მკითხველთა ლიგა

წინებით გამოირჩეოდნენ. ამის მიუხედავად, ეს სულის შემძვრე-


ლი ბალადა მუდამ ცოცხლობდა ადამიანთა ხსოვნაში.
„სიმღერა მაჰურას ჰანგზე“, განსაკუთრებით მისი უმარტი-
ვესი და უმოკლესი ვარიანტი, ტკივილისგან უნებლიეთ აღმომ-
ხდარ ყვირილს ჰგავდა. ბალადის შექმნის ისტორია განსაკუთ-
რებული იყო. როდესაც თალათის ცოლი ნურჰაიათი ეგვიპტელ
მაიორთან ერთად გაიქცა, თალათმა, რომელიც მევლევის
პოეტური კანონის მიმდევარი იყო, ლექსი დაწერა. მას სურდა,
ნაწარმოებების მთელი ციკლი შეექმნა სალექსო წყობით, რო-
მელსაც ერქვა მაჰურა. მაგრამ ზუსტად იმ დროს, ეგვიპტიდან
დაბრუნებულმა მეგობარმა ნურჰაიათის გარდაცვალება შეატ-
ყობინა. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ქალის გარდაცვალება
დაემთხვა ზუსტად იმ ღამეს, როდესაც მან ეს ნაწარმოები და-
ამთავრა. მუმთაზის აზრით, „მაჰურა“ დედე ეფენდის სხვა კომ-
პოზიციების ან ტრადიციული სემაის ტიპის სიმღერების, ან კი-
დევ თაბი ეფენდის ბაიათების მსგავსად, იყო გამოკვეთილი
რიტმის მქონე ნაწარმოები, რომელიც მსმენელს მთელი სიღ-
რმით დაანახვებდა ბედისწერის თავისებურებებს. მუმთაზს კარ-
გად ახსოვდა, როგორ მღეროდა ნურანი ამ სიმღერას და რო-
გორ გადასცა მუმთაზს თავისი დიდი ბებიის ნაამბობი. მაშინ ჯენ-
ღელქოის თავზე, მთებზე იყვნენ ასულები, ობსერვატორიასთან
ახლოს. მასიური ღრუბლები ფარავდნენ ცას და საღამო ნელ--
ნელა ჩამოდიოდა ქალაქის თავზე, როგორც ოქროსფერი
ჭაობი. მუმთაზს დიდხანს გაუჭირდა დადგენა, ამოუხსნელი მე-
ლანქოლიის მომგვრელ და მეხსიერების ამაფორიაქებელ ელ-
ფერს ეს საღამო აფრქვევდა, თუ თვითონ სიმღერა.
ბეჰჩეთმა ბამბუკის ხელჯოხი დადო. მაგრამ მარაოს ვე-
რაფრით მოშორდა. აშკარა იყო, რომ ქალბატონის პატარა აქ-
სესუარმა ეს კაცი, რომლის მთელი ინტელექტუალური ცხოვ-

85
მკითხველთა ლიგა

რება გაიყინა, როგორც საათი, რომელიც მისი ცოლის სიკვდი-


ლის შემდეგ გაჩერდა, კაცი, რომელიც თავისი ჩაცმულობით,
ყელსახვევით და ზამშის ფეხსაცმლით წარმოადგენდა 1909
წლის გაცოცხლებულ ხსოვნას, გადაიყვანა სადღაც შორეულ
დროში, იმ წლებში, როდესაც იგი დახვეწილი ჯენტლემენი, ბა-
ტონი ბეჰჩეთი იყო, როდესაც იყო შეყვარებული და ეჭვიანობდა
- და ალბათ სამართლიანი იქნება, ისიც ითქვას - რომელმაც
ხელი შეუწყო თავისი საყვარელი ქალისა და მისი შეყვარებუ-
ლის სიკვდილს. ამჟამად, დიდი ხნის წინ დავიწყებული მოგო-
ნებები მის თავში კვლავ გააცოცხლა წარსულის ამ პატარა ნარ-
ჩენებმა, რომლებსაც თავისი სიცოცხლე, თავისი სუნთქვა ჰქონ-
დათ. ნეტავ, თავისი ცხოვრების რომელი ნაწყვეტები ახსენდე-
ბა, ამ პატარა მოპირკეთებულ ნივთს ასე დაჟინებით რომ შეს-
ცქერის?
მოხუცებული ბუზღუნა ქალი ცდილობდა, ფეხდაფეხ გაჰ-
ყოლოდა ძველ ლეიბებს, რომლებიც შეიძინა, და როგორც
ჩანდა, ზევით უნდა აეტანა ქუჩაზე. მზიდავი, რომელიც მას ქუ-
ჩაში დაექირავებინა, უფრო დათრგუნვილი ჩანდა, ვიდრე
ლეიბების სიმძიმისგან მოკუნტული. მუმთაზს მეტ ხანს აქ გაჩე-
რება აღარ შეეძლო; დღეს არც წიგნების და არც ჩარდიჩილა-
რის ქუჩის ბაზრობას მოუტანია რამე ახალი. მან ძველმანების
ბაზრობისკენ შეუხვია.
ბაზრობა სავსე იყო ხალხით, აქ გრილოდა და საშინელი
ხმაური იდგა. პატარა მაღაზიებში, თითქმის ყველგან ეკიდა
ტანსაცმელი, სიცოცხლის უკვე გამზადებული ფორმები, თით-
ქოს საკუთარი თავის და ბედის მტარებელი. იყიდე, ჩაიცვი და
გადი მეორე კარიდან სულ სხვა ადამიანად. აქ რიგის ორივე
მხარე სავსე იყო კაბებით, ყვითელი და ლურჯი სამუშაო ტან-
საცმლით, ძველი გამოსასვლელი კაბებით, ღია ფერის საზაფ-

86
მკითხველთა ლიგა

ხულო კაბებით, რომლებზეც საკერავი მანქანით გავლებული


გვირისტიდან ჩანდა წინასწარ მონიშნული ადგილები, ქალების
იაფფასიანი პალტოებით - უხილავი მაკრატლით ნულოვან
წერტილამდე შეკრეჭილი ოცნებებით. ისინი ათეულობით ეწყო
მაგიდებზე, პატარა სკამებზე, ტახტებზე და თაროებზე. სიუხვის
რქა! სიღარიბის და საბრალო არსებობის უსაზღვრო გამოვლი-
ნება. ერთხელ განიშორე შენი სიცოცხლე და დარწმუნებული
იყავი, რომ მოიპოვებ ნებისმიერი ზომის სასოწარკვეთას!
მუმთაზი ერთ ვიტრინასთან შეჩერდა: პატარა ზომის, გა-
ტეხილ მანეკენზე ჩამოცმული იყო საქორწილო კაბა, რომე-
ლიც ძალიან გრძელი იყო; დეკოლტეს ზემოთ, ყელზე, გამყიდ-
ველს მოდების ჟურნალიდან ამოჭრილი ბედნიერი ახალდა-
ქორწინებული წყვილის სურათი მიემაგრებინა. თავდაჭერილი
და შნოიანი წყვილი ზიზილ-პიპილებიანი, თმაზე დამაგრებული
პირბადის ქვევით და თეთრი კაბის ზევით, თითქოს კინოეკრა-
ნიდან გადმოსულები, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტს
ნეტარების სხივს აძლევდნენ, ეს თითქოს მიპატიჟება იყო ერ-
თად ცხოვრებისა და სიყვარულის დასაწყისზე იმ ქალისთვის,
ვინც ამ კაბას თავის სიცოცხლეში პირველად ჩაიცვამდა. პატა-
რა ნათურა ენთო ამ გასაყიდად გამოტანილი კმაყოფილებისა
და კეთილდღეობის თავზე, თითქოს იმისთვის, რომ უფრო ხაზ-
გასმული ყოფილიყო განსხვავება ფიქრებსა და რეალურ გა-
მოცდილებას შორის. ამის ყურება მეტი აღარ სურდა. მუმთაზმა
ნაბიჯს აუჩქარა. რამდენჯერმე მიუხვ-მოუხვია და რამდენიმე გა-
სასვლელი გადაკვეთა. არაფერს აღარ ეძებდა; მან უკვე იცო-
და, რის მოლოდინი უნდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც დავინახე,
რა ძევს ჩემში. უკვე თვეები იყო, ყველგან და ყოველთვის, ის
ხედავდა მხოლოდ იმას, რაც მის შიგნით არსებობდა და იმასაც
კარგად აღიქვამდა, რომ იმაში, რასაც ის ხედავდა ან რაც იდგა

87
მკითხველთა ლიგა

მის წინ, არაფერი იყო მისი შინაგანი განწყობის მსგავსად საკ-


ვირველი ან საშიში.
ბაზარი ამ ქალაქის ცხოვრების ნაწილი იყო. ოდესმე ის
მუმთაზსაც სამუდამოდ გაუხსნიდა თავის გულს. სულ ერთი იყო,
რაც გამომდინარეობდა თვითონ მუმთაზისგან, ეს არ იყო ის,
რასაც იგი რეალურად ხედავდა, ეს მომდინარეობდა მხოლოდ
მისი საკუთარი არაორდინარული გამოცდილებიდან.
პიერ ბონარის მშვენიერი ნახატის წინ რომ აღმოჩენილი-
ყო „ნაბის“ მიმდინარეობიდან, ან ბოსფორისთვის ეცქირა
ბეილერბეის სასახლის ყველაზე ზემო წერტილიდან, თაბი მუს-
ტაფა ეფენდის მუსიკალური ნაწარმოები ან თავისი საყვარელი
„ჯადოსნური ფლეიტიდან“ ნაწყვეტი მოესმინა, მას მაინც იგივე
შეგრძნებები ექნებოდა. მისი გონება მცირე ზომის ძრავას ჰგავ-
და, რომელიც ყველაფერს აღბეჭდავდა, რაც მის წინ ჩაივლი-
და, თავისი ფორმითაც და არსითაც, და ამგვარად, ეს ანაბეჭდი
მოკლებული იქნებოდა რეალურ შინაარსსა და ფორმას. მუმ-
თაზმა ამ მოვლენას თვითონ მოუძებნა დასახელება „ფარული
ანაბეჭდი.“
მუმთაზის ასეთი ურთიერთობა გარე სამყაროსთან უკვე
თვეები იყო რაც გრძელდებოდა. ის აღიქვამდა ყველაფერს
მხოლოდ ისე, როგორც ეს მასა და ნურანს შორის მომხდარი
უთანხმოების შემდეგ მის სულში დარჩენილ ანაბეჭდზე აისახე-
ბოდა, რაც რეალურ მოვლენებს თავისებურებას, შეფერილო-
ბას და ხასიათს უკარგავდა. მისი პიროვნულობა ფარულად იყო
მოწამლული და იგი მის გარშემო არსებულ სამყაროს უკავშირ-
დებოდა მხოლოდ იმ ცვლილებების შესაბამისად, რაც ამ სა-
წამლავმა მის არსებაზე იქონია.
შესაძლოა ეს კრიზისის ბრალი იყო, რომელმაც ყველა-
ფერს ერთი დარტყმით ხაზი გადაუსვა, როგორც სტამბოლის

88
მკითხველთა ლიგა

წვიმიანი და ნისლიანი დილა უკარგავს ხოლმე ფერებს გარე-


მოს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენ ხანს იბრძოლებდა მუმ-
თაზი მრავალშრიანი დაბრკოლებების გასარღვევად, ის მაინც
ვერ შეძლებდა დაენახა რამე მისთვის ადვილად აღსაქმელი ან
ნაცნობი. დაწყებული თავისი არსებობის გაცნობიერებიდან,
ავადმყოფური გამონადენივით ფერფლისმაგვარი მავნე ნაკადი
იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფრის წალეკვა შეეძლო,
როგორც ქალაქი პომპეი დაიმარხა ვულკანის ლავაში. ეს ნაკა-
დი ტრიალებდა განუწყვეტლივ, იმავე სიჩქარით, რომლითაც
ცხოვრება მიედინებოდა.
ასეთ დროს მუმთაზისთვის არ არსებობდა ისეთი მარტივი
ცნებები როგორიცაა „ცუდი“, „კარგი“, „ლამაზი“, „მახინჯი“. კარ-
გად დამალული, იზოლირებული თვალის დახმარებით, - რომ-
ლის კავშირი მთლიან ორგანიზმთან და მის გამომკვებავ ნერ-
ვულ სისტემასთან დაირღვა და რომლის სინთეზის და ანალი-
ზის უნარი დაიკარგა, - იგი საგნების აღქმის ნაცვლად თითქოს
ალქიმიის ელემენტებს აღიქვამდა. მუმთაზს შეეძლო რეალუ-
რად არსებული საგნებისთვის უსიტყვოდ ეცქირა ამ „სიკვდილის
ბაღში“ და ყველაფერი დაენახა, რამაც ფერფლს თავი დააღწია
და შეეძლო მასთან ელაპარაკა, თითქოს იგი შესცქეროდა
რეალობის ანარეკლს, რომელიც იყო მხოლოდ რეალობის გა-
მოძახილი, მომხდარი მოვლენების მომდევნო ბიძგები.
დროდადრო, მღელვარებით შეპყრობილს, რომელიც
მთელ მის არსებას არყევდა როგორც სახლის მზიდ კედელს
ფანჯრებიდან საძირკვლამდე, მუმთაზს ეშინოდა თითქმის ყვე-
ლაფრის, მანიაკურად აღგზნებული ხდებოდა და ეს მის გონებ-
რივ შესაძლებლობებსაც ზღუდავდა. ვერავითარი საზღვაო კა-
ტასტროფა ვერ დაშლიდა ჩასაძირად განწირულ ხომალდს
ასე, თითოეულ ფიცრამდე და თითოეულ ლურსმნამდე.

89
მკითხველთა ლიგა

იგი გადახურული ბაზრის ნაწილს, ძველ ბედესთენს მიუბ-


რუნდა. აუქციონის დარბაზი ცარიელი იყო. მაგრამ ორმხრივი
გამოსაფენი ვიტრინები და ოთახები უკვე მზად იყო მეორე
დღეს გასამართი დიდი აუქციონისთვის. ერთ-ერთ ვიტრინაში
ერთი გამორჩეული ანტიკური საიუველირო ნაკეთობა, რომ-
ლის შესახებაც უკვე ორი თვე იყო მთელი სტამბოლი ლაპარა-
კობდა, ციმციმებდა როგორც ვარსკვლავთა გუნდი, დაუმუშავე-
ბელი და ველური, მაგრამ მშვენიერი.
ამ ძვირფას ნივთში ენთო და კაშკაშებდა სიმართლე თა-
ვისი ფართო და ღრმა არსით. მხოლოდ განსაკუთრებულ სი-
მაღლეს და დიდებულებას, ცნობიერებას, რომელმაც მიაღწია
უკიდურეს სინათლეს, ან მშვენიერებას, რომელიც თანდათან
კლავდა თავის თავში ადამიანურს და თანდათან ათავისუფლებ-
და საკუთარ თავს ყოველგვარი სისუსტისგან, შეეძლო ასეთი
ნათება გამოეცა.
ერთი წამით შეეცადა წარმოედგინა, როგორ დაამშვენებ-
და ეს სამკაული ნურანის ყელს, მაგრამ ვერ შეძლო; მას
დაავიწყდა, როგორ უნდა მოეხმო ბედნიერი ხილვები. მუმთაზს
ამ ნივთის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ამის გარდა, საერ-
თოდ შეუძლებლად მიაჩნდა ნურანთან ძველებური შეხვედრა,
იმ დროინდელის მსგავსი, როცა ორივეს იზიდავდა ერთმანეთი.
რადგან ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ სამკაულის ადამიანური
სითბოსგან დაცლილი ბრწყინვა და ფიქრებში შემორჩენილი
თავისი დულცინეას მშვენიერება მის გონებაში ერთნაირად
აღიქმებოდა.
მუმთაზის ცხოვრების დატოვებით, ნურანი განიწმინდა ყვე-
ლა თავისი ცოდვისგან და ყველაფრისგან, რაც მათ ერთად გა-
მოცადეს, რის შედეგადაც თითქოს ამ მბრწყინავი ბრილიანტის
სიცივე შეიძინა, რომლის შესახებ მუმთაზმა იცოდა, რომ ის არ-

90
მკითხველთა ლიგა

სებობდა, მაგრამ სამყარო, სადაც იგი არსებობდა, მუმთაზის-


თვის მიუწვდომელი იყო. ამგვარად, განშორებამ ნურანი მითი-
ურ არსებად გადააქცია, მუმთაზის არსებობის რეალობის გა-
რეთ.
როდესმე რომ მენახა იგი ასეთ მანძილზე, ასე მარტოხე-
ლა, დაუჯერებლად მშვენიერი და ყველაფრისგან განძარცუ-
ლი... აქ უკვე იგი სინდისის ქეჯნას და მოგონებების მთელ გრო-
ვას ემალებოდა, რომლებიც მასში ბურღივით ტრიალებდა. იქ-
ნებ, ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი პერსონაჟი, ქალი, რო-
მელმაც იგი მიატოვა და ხანდახან ჩნდებოდა მის გონებაში და
ხილვებში. მაგრამ ამასთან ერთად, ეს იყო ქალი, რომელთა-
ნაც მუმთაზი თვეების განმავლობაში პურის ლუკმას ინაწილებ-
და, ეს იყო მისი სიყვარული, მისი ნურანი, ცოცხალი არსება,
რომელმაც უამრავი რამ აიტანა მის გამო, გაიზიარა მისი იმე-
დები, ის, ვინც თუმც დროებით, მაგრამ მაინც ცხოვრობდა მხო-
ლოდ მუმთაზთან და მხოლოდ მუმთაზისთვის. მაგრამ იყო ბევ-
რი სხვა რამ: ყოველდღიურ დეტალებში ნურანის მუდმივი ფარ-
თხალი, რომლის რეალური კონტექსტები და შეფერილობა
მოდიოდა პირდაპირ მუმთაზის სულისთვის დამახასიათებელი
შეუსაბამოებებისგან - ეს ყველაფერი, რასაც ნურანი ვერაფერს
უხერხებდა გარდა იმისა, რომ ბოლოს ამოეჭრა და პირდაპირ
მუმთაზის სხეულში ჩაესო. ნურანს შეეძლო სხვადასხვაგვარი
ყოფილიყო და ყველა მისი სახე, რომელიც ყოველთვის ეძებ-
და შემთხვევას, თავი დაეღწია სიღრმეებში ჩაძირვისგან, სადაც
მისთვის შეიძლებოდა მახე ყოფილიყო დაგებული, უცბად ჩნდე-
ბოდა ხოლმე ზედაპირზე, რათა მუმთაზის არსება ემართა. მისი
სხვადასხვა სახე და ცვალებადობის გამომწვევი მოვლენები
ბევრი იყო და თითოეულის შემთხვევაში ნურანის ეს თვისება
თავისებურად გამოვლინდებოდა. ვაგნერის ოპერის მოქმედი

91
მკითხველთა ლიგა

პირების მსგავსად, ეს სახეები მის დასაპყრობად თავისი განსა-


კუთრებული ხასიათითა და მანერით ჩნდებოდნენ. ზოგი მათგა-
ნის გავლენით მუმთაზი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩე-
ბოდა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რომლის დრო-
საც აქეთ-იქით ეხეთქებოდა სიბრაზესა და შურისძიების წყურ-
ვილს ანუ უსაშინლეს ჭორებს შორის, შემდეგ კი უმცირესი მი-
ნიშნებით მიზეზზე, ან უმარტივესი საბაბით, ნურანის ჩვენება
სხვა სახისკენ გადაიხრებოდა და მუმთაზიც, ეჭვიანობისგან და-
ძაბული გამომეტყველებით, რისხვისგან აჩქარებული პულსით,
სასწრაფოდ გარდაიქმნებოდა და მის არსებას აღუწერელი სიბ-
რალული ანადგურებდა, მხრებჩამოყრილი დადიოდა, იმ ცოდ-
ვებით დამძიმებული, რომლებიც მას ნურანის წინაშე ჰქონდა
ჩადენილი და სჯეროდა, რომ თვითონ იყო დაუნდობელი, უგ-
რძნობელი და მოთავისე, რის გამოც საშინლად რცხვენოდა სა-
კუთარი თავის და საკუთარი ცხოვრებისა.
ნურანის სახეთა და განწყობათა მთელი კრებული მუმთაზ-
ში ერთმანეთის მიყოლებით იწვევდა ეჭვიანობას, სიყვარულს,
სინანულს, სურვილს და თავგანწირულ ერთგულებას; გრძნო-
ბები თითქოს შიგნიდან ფლეთდნენ მას და მის ხორცს როგორც
ერთი დიდი ჯოჯოხეთური გრიგალი, რომელიც მას მცირეოდენ
თავშესაფარს და სულის მოსათქმელ ადგილსაც არ უტოვებდა;
მათ მუმთაზი ტყვეობაში ჰყავდათ და თანდათან ფლეთდნენ
ზუსტად ისე, როგორც ადრე სიცოცხლე მისცეს; შეიძლება ით-
ქვას, მათგან შედგებოდა მთელი მისი ცხოვრება - სიცოცხლის
ნაირგვარობებისგან, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდა.
ყველაფერი, რაც მათი ურთიერთობების გარეთ არსებობ-
და, ნურანის განაწესს ემორჩილებოდა. ყველაფერს ეძლეოდა
მისი ელფერი, მას ემორჩილებოდა, მისგან მომდინარე ნათე-
ბის კლების ან მატების მიხედვით იზრდებოდა ან პატარავდე-

92
მკითხველთა ლიგა

ბოდა. ეს იმდენად ძლიერი გამოსხივება იყო, რომ მუმთაზს,


განსაკუთრებით, ბოლო დროს, საერთოდ დაკარგული ჰქონდა
დამოუკიდებელი არსებობა. იგი არსებობდა მუდმივად პარა-
დოქსის მდგომარეობაში და იმ პიროვნების სულიერი კლიმა-
ტის გავლენის ქვეშ, რომლის ნაირსახეობები მუდმივად ერთმა-
ნეთს ცვლიდა და ერთ გეზს მისდევდა; იგი ფიქრობდა, ხედავდა
და გრძნობდა მხოლოდ ამ სახეებზე დაკვირვების გზით. ამასო-
ბაში, თვითონ დრომ ამ შინაგანი ქარიშხლის ბევრი ასპექტი
დააშოშმინა და თავისი განსაკუთებული ლოგიკით უამრავი პი-
რობითობა მოაშორა. მუმთაზი ახლა თავის შეყვარებულს
აღიქვამდა სრულიად სხვა პიროვნებად, რომელიც საკმაოდ
ჰგავდა მას. იგი ძველებურად აღარ ეჭვიანობდა. მისი შინაგანი
არსების ყველაზე სასტიკი და ყველაზე არაკეთილსინდისიერი,
გასაკიცხი, დაუნდობელი და უმოწყალოდ გულგრილი გამოვ-
ლინების შემთხვევები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინსტინ-
ქტებს ემორჩილებოდა, სადღაც გაქრა. ახლა მუმთაზის ფიქრე-
ბი და გრძნობები თავიდან ეცნობოდა ნურანის სხვა მხარეს, შე-
დარებით უფრო მშვიდს და მომთმენს, ისეთ ნურანს, რომლის-
თვისაც მისაღები იყო საყვედური, როგორსაც იგი სიამოვნებით
წარმოიდგენდა და ეთაყვანებოდა თავის გონებაში, ნურანს,
რომელიც არ შეუდგებოდა მუმთაზის ყველა უარყოფითი მხა-
რის და დანაშაულის ჩამოთვლას.
ნურანის ნაირგვარობის ყველა უცნაურობისა და სისუსტის
მიუხედავად, ყველას მაინც ჯაბნიდა სახე პირველ რიგში ქალ-
ბატონისა, ქალისა, რომელმაც მუმთაზი, ეს მუდმივად უკმაყო-
ფილო, ათასგვარი მცდარი აღქმისა და გაგებისგან დატანჯუ-
ლი, ამბოხებული სული გაათავისუფლა მისივე ავადმყოფური
და უაზრო არსებისგან; ქალი, რომელმაც თავისი მშვენიერი
ღიმილით სუდარა გადააფარა მისი ცხოვრების თანმდევ ყველა

93
მკითხველთა ლიგა

ტანჯვას. რადგან ნურანის ღიმილი ფარავდა მუმთაზის ცხოვრე-


ბის უზარმაზარ, კატასტროფულ და პირქუშ ნაკლოვან მხარე-
ებს, ეფარებოდა გულს, რომელსაც თვითონვე განზრახ არაერ-
თხელ ჩაასო მახვილი, სულს, რომელსაც ადამიანების ნდობა
დაკარგული ჰქონდა და სასოწარკვეთილს ხელი ჰქონდა ჩაქ-
ნეული ყველაფერზე; რადგან მისი მშვენიერი ღიმილი არა-
ფერს ამჟღავნებდა და ყველაფერს ფარავდა, სწორედ ამიტომ
ის თვითონ გახდა ყველაზე ძლიერი და საშინელი იარაღი.
ეს ღიმილი მოგაგონებდათ სარკეს, რომელიც გამოწ-
ვდილ ხელებში ეკავა ნურანს, რათა მუმთაზს თავისი შინაგანი
სულიერი ცხოვრების ყველა მხარის დანახვა შესძლებოდა, თა-
ვისი ყველა მცდარი ნაბიჯის, დანაშაულის კომპლექსის გამო
ჩადენილი ყველა გადაცდომის და ყველა იმ თავისი მხარისაც
კი, რომელთა შესახებ თვითონ წარმოდგენაც არ ჰქონდა. მუმ-
თაზი კარგად იცნობდა ნურანის იმ თვისებას, როცა სასოწარ-
კვეთისა და გამოუვალობის შეგრძნების დროს, მხოლოდ მას
შეეძლო მუმთაზის დახმარება თავისი ღიმილით, რომელიც რა-
ღაც განსაკუთრებულად, უზომოდ აკეთილშობილებდა საყვა-
რელი ქალის სახეს, რომელიც ანათებდა, როგორც მხოლოდ
მუმთაზის გადასარჩენად მისი ცხოვრების ჰორიზონტზე გამობ-
რწყინებული სხივი. მუმთაზისთვის არ იყო უცხო, როგორ იყე-
ნებდა ნურანი სიჩუმეს, რომელიც მას კერპის გამომეტყველებას
სძენდა, რომლის თითქმის ყოველი ხაზი და რკალი არჩეული
და შექმნილი იყო საუკუნეების განმავლობაში. მუმთაზმა კარ-
გად იცოდა, როგორ ჰპოვა ქალმა თავშესაფარი, თანდათან, ამ
ნაძალადევი ღიმილით და სრული სიმშვიდის გამოხატვით და
ასე მოპოვებული ხელსაყრელი პოზიციიდან, გაუბედურებული
და გონებაარეული ჩუმად ადევნებდა თვალს გარემოს და ცხოვ-
რებას, დაუნდობელი ბედით დაჩაგრული.

94
მკითხველთა ლიგა

ასეთ დროს ნურანს გარემო კიდეც რომ აღექვა, საკუთარ


თავს მაინც ვერ აღიქვამდა.
ამას გარდა, საბოლოო შთაბეჭდილებამ, განშორებითა
და მუმთაზის ტანჯვით გამოწვეულმა, ყველა ის ადგილი დაიკა-
ვა, სადაც მრავალსახოვანი ნურანი არსებობდა და ერთ მთლი-
ან უმართავ ვარდნის შეგრძნებად გადააქცია. საყვარელი და
სათაყვანებელი ქალის ბევრი შიშისმომგვრელი თვისება უბრა-
ლოდ გაქრა და მუმთაზის სხეულში ჩასობილი ბასრი ხანჯალი
მას პირდაპირ არ კლავდა, მაგრამ ნელ-ნელა აღწევდა თავის
შეფარულ მიზანს. ნურანის ბავშვური მხიარულება, რომელიც
მას აღტაცების უნარს უნარჩუნებდა, გაზაფხულისთვის დამახა-
სიათებელი თრობის ტალღა, რომელიც მხოლოდ სიცოცხლით
სავსე ქალებს გააჩნიათ, ის ამაღლებული გრძნობა, როცა
მთლიანად ემონები სიყვარულს, არსებობა მხოლოდ იმ სივ-
რცეში, რომელიც საყვარელ ქალს ეკუთვნოდა, უსაფრთხოების
შეგრძნება, გონების შემოქმედებითი ნახტომები და გაქანება -
არაფერი აღარ დარჩა. ნეტარება დაბალი ხარისხის მინის ჭურ-
ჭელი აღმოჩნდა, რომელიც ნამსხვრევებად იქცა. მის წინ მდე-
ბარე ბრილიანტის სიმტკიცეს რომ შეჰყურებდა, მასთან შედა-
რებით, გაზაფხულის მოჭარბებული ყვავილობა და გაფურ-
ჩქვნაც მჭკნარი ჩანდა. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ მან
მოახერხა ეს მოგონებები ისე დაეგროვებინა, რომ არც ერთი
ბილიკი, რომელზეც ოდესმე გაუვლია, მეხსიერებიდან არ გამ-
ქრალა. ნურანის მშვიდი ღიმილის სარკეში არეკლილ მის გა-
მოსახულებაზე მუდმივად ჩანდა დაკარგული სამოთხეები.
რა თქმა უნდა, აქ იყო სიმღერა, სინათლის ფერადი ანა-
რეკლი გზის სავალ ნაწილზე, ერთადერთი მრავლისმთქმელი
წინადადება, რომელიც შუა საუბარში წარმოითქმებოდა, ყვავი-
ლების მაღაზია გზაზე, სხვისი ოცნებები სხვაგვარ ცხოვრებაზე,

95
მკითხველთა ლიგა

მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება - ყველაფერი, რაც წარ-


სულთან აკავშირებდა, უკან აბრუნებდა, შარშანდელ წელთან,
რომლის განმავლობაშიც მას თითქოს ცხოვრების აღქმა დაუბ-
რუნდა.
სიმართლე უნდა ითქვას, მუმთაზი ორმაგი ცხოვრებით
ცხოვრობდა, მეწაღის მსგავსად „ათას ერთი ღამიდან“. ერთი
მხრივ, მოგონებები ბედნიერ დღეებზე არასდროს ტოვებდა
მას, მაგრამ როგორც კი მზე ამოვიდოდა, ღამინდელი განცალ-
კევება საკუთარ თავთან მთლიანად ვრცელდებოდა მხოლოდ
მის შიგნით და ტანჯვა მთელ არსებას მოედებოდა. თავისი არ-
სობით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფაქტობრივად მის
წარმოსახვაში ცხოვრობდა, გადიოდა სამოთხესა და ჯოჯოხეთს
ერთად. ამ ორ უკიდურესობას შორის იგი მთვარეულივით
ცხოვრობდა, ღერძის უკიდურეს წერტილებს შორის გადაადგი-
ლება დროდადრო აღინიშნებოდა დაუნდობელი გამოფხიზლე-
ბით. ამ ორ საპირისპირო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შო-
რის ყოფნისას იგი ესაუბრებოდა ადამიანებს თავის გარშემო,
ასწავლიდა კურსებზე, კითხულობდა ლექციებს, უსმენდა სტუ-
დენტებს, უხსნიდა მათ დავალებას, ეხმარებოდა მეგობრებს,
როდესაც მათ უჭირდათ და კამათობდა, როდესაც ეკამათებოდ-
ნენ; ერთი სიტყვით, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდა.
ყოველ ნაბიჯზე მუმთაზი ტანჯვას განიცდიდა იმის გამო,
რომ ცდილობდა ამ მისთვის საძულველი ბრბოს წვრილმანი
ცხოვრებით ეცხოვრა.
პერიოდულად იგი ყველას და ყველაფერს გაურბოდა.
მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული მუმთაზი სტამბოლის ქუ-
ჩებში მოჩვენებასავით დადიოდა. ხანდახან, როდესაც რომე-
ლიმე ადგილას მივიდოდა, სადაც ძალიან სურდა ყოფნა, თით-
ქოს სულში ქარიშხალი ამოვარდებოდა და იგი სწრაფად გას-

96
მკითხველთა ლიგა

ცილდებოდა ხოლმე ამ ადგილს. როგორც ხომალდი--


მოჩვენება, თითქოს ღუზა თავისით ამოვიდა ფსკერიდან, გემი
ტალღებმა აიტაცა და ისიც სწრაფად გაიჭრა წინ.
რომ არა მიდრეკილება გონებამჭვრეტელობისადმი, რაც
თან ახლდა მის მგრძნობიარობას, მუმთაზის პიროვნება უკვე
დიდი ხნის დაშლილი და განადგურებული იქნებოდა. მაგრამ
მისი ორმაგი ბუნება, რომელსაც ასეთი დამანგრეელი გავლენა
ჰქონდა მის სასიყვარულო ურთიერთობებზე, ამჟამად მხსნელ
წყალობად მოევლინა. მიუხედავად გამოფიტვის შეგრძნებისა,
რომელიც მას ხშირად ეუფლებოდა გარე სამყაროსთან შეხე-
ბისას, აღმოჩნდა, რომ მას ასე თუ ისე, შენარჩუნებული ჰქონდა
გონების ძალა და გონებრივი შრომის ნაყოფიერება. რადგან
ის ყველაფერს ჭვრეტდა სევდის მდგომარეობიდან, რომელიც
მისთვის იშვიათი არ იყო და ღრმა გავლენაც ჰქონდა, მას უკეთ
ესმოდა, რასაც ხედავდა და რაც იცოდა. ეს ეხმარებოდა ჩა-
მოეყალიბებინა თავისი თვალსაზრისი და მომავლის ხედვა.
რაც ნიშნავდა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ პირად ცხოვ-
რებაში ჰქონდა მას განაჩენი გამოტანილი - სიკვდილამდე
დარჩენილიყო მიამიტი, მოუქნელი, გულნატკენი, ანუ მოუმწი-
ფებელი.
მუმთაზი სწრაფად მიაბიჯებდა იმ ადამიანის განწყობით,
რომელსაც გადაწყვეტილი აქვს არაფერზე იფიქროს. ბაზრი-
დან იგი ნუროსმანის ქუჩაზე გავიდა. აქედან ქვევით დაეშვა.
სურდა მდგმურთან უსიამოვნო საუბარი რაც შეიძლებოდა სწრა-
ფად მოეშორებინა თავიდან. საერთოდ, საქმეები საჩქაროდ უნ-
და მოეგვარებინა. ნეტავ, იჰსანი გამოჯანმრთელდეს! ნეტავ,
ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. ქუჩაში ვიღაც
მაწანაწალა მოწყალებას ითხოვდა. ეს კაცი აქეთ-იქით დაგო-
რავდა ბორბლებიან ფიცარზე შემდგარი, ხელებზე აბანოს ხის

97
მკითხველთა ლიგა

ქოშები ჰქონდა წამოცმული და მოძრაობისას წასაბიძგებლად


ხმარობდა. ობობასმაგვარი გამხდარი და მოღუნული ფეხები
მხრებზე ჰქონდა შეწყობილი და ერთი ფეხის თითებს შორის
მოქცეული პაპიროსით გრძელ ნაფაზს აკეთებდა. რომ არა მი-
სი სახის სიფერმკრთალე, გაჩეჩილი თმა და ავადმყოფური გა-
რეგნობა, რომელმაც მუმთაზზე დამთრგუნველი შთაბეჭდილე-
ბა მოახდინა თავიდან, ფიზიკურად უუნარო მათხოვარზე მეტად,
ეს კაცი მოგაგონებდათ აკრობატს, რომელიც რაღაც ჩახლარ-
თულ და გასაოცარ ილეთს აკეთებდა, ან ბალეტის შესანიშნავ
მოცეკვავეს, რომელიც თავდავიწყებული ცეკვის და რიტმის
გავლენით იქცეოდა ხან ობობად, ხან კომეტად, სწრაფი მოძ-
რაობით და ჟესტებით ჯერ გედს მოგაგონებდათ, მერე კი შორს,
ზღვაში მცურავ გემს.
ფერმკრთალი სახით, უკიდურესად გამხდარი, იგი აშკა-
რად სიამოვნებას იღებდა პაპიროსის კვამლის ჩასუნთქვისგან.
მისი ასაკის გამოცნობა გამხდარ, თხელ საფეთქლებზე წამოზ-
რდილი თმის მიხედვით შეიძლებოდა. მან მუმთაზისგან გაწვდი-
ლი ფული აიღო. მუმთაზი იცდიდა, თითქოს დარწმუნებული
იყო, რომ კაცი პოზას შეიცვლიდა და მადლიერების ნიშნად რა-
მე უფრო რთულ ილეთს ჩაატარებდა, რათა თავისი ნიჭი ბო-
ლომდე ეჩვენებინა. ნაცვლად ამისა, მან მუმთაზს თავი დაუკრა,
ამ დროს სახე დაფარა, შემდეგ მომდევნო ნაფაზი გააკეთა და
ქოშების დახმარებით კვლავ წინ გაიჭრა, ფეხები ისევ ისე
მხრებზე და ტანზე ჰქონდა შემოხვეული, დაღლარჭნილი ხის
ტოტებივით. იგი სწრაფად გადავიდა ქუჩის მოპირდაპირე მხა-
რეს და მზით განათებულ, ახალშებათქაშებულ კედელს მიეყუ-
და. ამ პოზაში ღამის კოშმარს წააგავდა, ნახევრად ჩამოყალი-
ბებულ, ბოლომდე განუხორციელებელ იდეას. მზის შუქზე ეს

98
მკითხველთა ლიგა

უძრავი ადამიანი აღიქმებოდა როგორც ქუჩის ერთი განუყოფე-


ლი ნაწილი.
მუმთაზმა ყურადღებით მიმოიხედა. მზის სხივებქვეშ და-
ზიანებული, თვალისმომჭრელად თეთრი გზა დანგრევამდე მი-
სული სახლებით, ღია კარებით, წინ წამოწეულ ნიშაში ჩასმული
ფანჯრებითა და აივნებით, რომლებზეც სარეცხი იყო გამოფე-
ნილი, საკმაოდ გრძელი იყო და უსასრულობის აღქმასა და მას-
თან დაკავშირებულ მღელვარებას იწვევდა. ეს გზა ზევით
მიიწევდა და მზის სხივებქვეშ გაბრწყინებული გადაჭიმულიყო
ისე, თითქოს კანს იცვლიდა. აქა-იქ ტროტუარების კიდეებთან
ბალახი ამოსულიყო. ბაღის დაბალი კედლიდან კატა გადმოხ-
ტა და იმავდროულად, თითქოს სიგნალს ელოდებოდა,
წრიული ხერხი ახმაურდა ხე-ტყის საწყობში.
დაავადებული გზა - გაიფიქრა მუმთაზმა; ისე, უაზროდ.
მაგრამ ეს ფიქრი თავში მაინც ჩაეჭედა. დაავადებული გზა - გზა,
რომელსაც სხვადასხვა სახის კეთრი მოერია, გზის ორივე მხა-
რეს გამწკრივებული სახლები კედლების ქვედა დონემდე
ალაგ-ალაგ დაალპო.
როცა თავს ზევით სწევდა, ამჩნევდა გამვლელებს, რომ-
ლებიც ჩერდებოდნენ და შესცქეროდნენ მას და იგი აცნო-
ბიერებდა, რომ კრიზისის შეტევა ჰქონდა. აშლილმა მდგომა-
რეობამ აიძულა, ერთ-ერთი ასეთი კეთროვანი სახლის კე-
დელს მიყრდნობოდა. გზამ კი გზა განაგრძო ზევით, მზე მას
თითქოს კანს აცლიდა.
„წყალი ხომ არ გინდათ“, - ბიჭი მიუახლოვდა. მუმთაზმა
არაო, წაიბუტბუტა. ნეტავ, ძალა ჰქონოდა, რომ ამ გზიდან სად-
მე გაეღწია. გზა მის ფეხებქვეშ აღარ მოძრაობდა, ასე რომ მას
სიარული შეეძლო, მაგრამ უჭირდა. იქნებ, ეს იყო ბოლო? და-
სასრული... გათავისუფლება... საბოლოო დასკვნა და ფარდის

99
მკითხველთა ლიგა

ჩამოშვება? დიდებული და სიმსუბუქის მომტანი თავისუფლება?


რა კარგი იქნება, ყველა უთანხმოებას, რაც გაწუხებს და გონე-
ბას გიხშობს, შეჰყვირო: „უკვე დროა, მოშორდით!“ ჭიშკარი გახ-
სნა და გონება გაათავისუფლო, განდევნო ყველა იმ მოგონე-
ბის, ხილვის და ცნების ბოლო ნაწილაკიც კი, რაც გაწვალებდა,
გახდე არაფერი, უბრალოდ ჩვეულებრივი საგანი, უსიცოცხლო
და უგონო მატერია, როგორც გველის ბრჭყვიალა კანი და
შეუერთდე ქუჩას, რომელიც ზევით ადის, ან გადაიქცე ამ სახ-
ლებად, რომლებიც მზემ კეთრის მსგავსი ლაქებით დაფარა;
დატოვო არსებობის წრე; გათავისუფლდე ყველა პარადოქსის-
გან.

VI

მშობიარე კატასავით, მუცლის საშინელი, სპაზმური ტკივი-


ლით დათრგუნვილი მდგმური აქეთ-იქით დადიოდა თავის პა-
წაწინა მაღაზიაში და ხელებს იმტვრევდა, თითქოს შველას
ელოდა რაღაცისგან: კედლებისგან, ან სხვადასხვა საქონლით
სავსე ტომრებისა და ჩანთებისგან, თუნუქის კოლოფებში ჩაყ-
რილი ლურსმნებისგან და ჭერის ძელებიდან გადმოკიდებული
ათასი უსარგებლო ნაყარ-ნუყარისგან.
მაღაზიის პატრონმა მუმთაზის დანახვაზე თვალები მოჭუ-
ტა, ასე იცოდა შემოსული ადამიანის მისალმება. მრავალი
წლის განმავლობაში, რაც ამ მაღაზიაში გაატარა, მას ჩვევად
ექცა ადამიანებისთვის ირიბად შეეხედა იმ საფარიდან, რომე-
ლიც თვითონ იპოვა.
- მოდით, მობრძანდით, ძვირფასო ახალგაზრდა ბატონო.
სწორედ რომ გელოდით.

100
მკითხველთა ლიგა

ასე უნდა ეთქვა, ეს იყო დიდი ხნის წინ დადგენილი ყო-


ველდღიური ქცევის წესი, რომელსაც მუმთაზი, ამ კაცის მუდმივ
ხუმრობად აღიქვამდა. თან თავის ფიქრებში იყო ჩაფლული,
თან მდგმურის კითხვებს პასუხობდა:
- კარგადაა, გმადლობთ რომ იკითხეთ მისი ამბავი. მანაც
მოგიკითხათ. ცოტა შეუძლოდაა... გმადლობთ.
სანამ ლაპარაკობდნენ, მუმთაზი მიხვდა, რომ ეს ის ხანში
შესული მდგმური აღარ იყო, რომ ახლა, სულ ცოტა, მოლოდი-
ნისა და იმედის მექანიზმი ფუთფუთებდა მის შიგნით, გული
უცემდა და თავისი გულის დარტყმებით როგორც ლურსმნებით,
თითქოს მიჭედებული იყო მაღლა, ჭერის ძელზე, როგორც ეშა-
ფოტზე.
- ალბათ ყავას მიირთმევთ, ან იქნებ, რამე ცივ სასმელს?
მუმთაზმა იუარა. ყუთები, ტომრები, ჩანთები და მთელი ნა-
ყარნუყარი ცუდ ხასიათზე აყენებდა. კაცი დაჟინებას არც აპი-
რებდა. იმის გამო, რომ მუცლის სპაზმები მას ბოლო ოცი დღე
სტანჯავდა, მაღაზიის პატრონმა კარგად იცოდა, რა ცუდ გავ-
ლენას ახდენდა ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით
მომნელებელ სისტემაზე, ჭამა ან სმა საკვების მიღების დადგე-
ნილ საათებს შორის. ამიტომ, ამ ზრდილობიანი შეთავაზების
შემდეგ, იგი სატვირთო ვაგონივით, მდიდრული სამგზავრო მა-
ტარებლის მერე რომ მიგრიხინებს, გასაოცარი ენერგიით და
სისწრაფით გადავიდა საქმეზე:
- კონტრაქტები უკვე შედგენილია საცალო ვაჭრობის მა-
ღაზიისთვისაც და საწყობისთვისაც.
ისე, რომ თვითონაც გაუკვირდა და არ შეიმჩნია, ამ უც-
ნაური, მიყრუებული სავაჭრო ადგილის „საცალო ვაჭრობის მა-
ღაზიად“ ხოლო ნესტიანი სარდაფის, რომლის უსიამოვნო სუნი

101
მკითხველთა ლიგა

მთელ ქუჩას ედებოდა, „საწყობად“ გარდასახვა, მდგმურმა ორი


კონტრაქტი დაუდო მუმთაზს წინ.
- რა თქმა უნდა, ოჯახის ქალბატონის ბეჭედი თან გაქვთ,
არა?
რა თქმა უნდა, თან ჰქონდა. კონტრაქტები წესრიგში იყო.
მუმთაზმა ისინი ქალბატონ საბირას სახელით დაადასტურა.
კაცმა საფულე ამოიღო და თქვა:
- მთელი წლის ქირა მზად მაქვს, - საფულიდან კონვერტი
ამოიღო.
„ხომ არ გაგიჟდა“, - გაიფიქრა მუმთაზმა.
მუმთაზმა ლურჯი კონვერტი აიღო. ისეთი მზერა ჰქონდა,
თითქოს ყველაფერს ელოდა იმ კონვერტში, ფულის გარდა. ამ
დროს ტელეფონმა დარეკა. მაღაზიის დამქირავებელს ისეთი
აფორიაქება შეეტყო, რომ მის გარშემო მყოფთაც გადაედოთ.
ვინც ამ მოსაუბრეებს უყურებდა და ორივე მხარეს იცნობდა,
თითქოს ყველა გაქვავდა. მუმთაზიც დაძაბული იდგა. იჰსანს
ხომ არაფერი დაემართა? იქნებ, სახლიდან რეკავენ, იციან,
რომ აქ შეიძლება მას ხმა მიაწვდინონ.
- თუნუქია საჭირო, გეუბნები, თუნუქი და ტყავი... მეტი არა-
ფერი. იმდენი აიღე, რამდენიც იქნება. დანარჩენი დაივიწყე.
თუნუქი და ტყავი.
მისი ხმა თითქოს ყველაფრის წაშლას, განადგურებას ლა-
მობდა, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობდა, ამ ორი მასალის
გარდა. ისეთი დაჟინებით გამოთქვამდა სიტყვებს, როგორიც
მუმთაზს მანამდე არასდროს სმენია. შემდეგ მის ხმას ოდნავ
ყოყმანი შეეპარა.
- ძრავების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ? ის გააკეთე, რაც
გითხარი.

102
მკითხველთა ლიგა

ტელეფონის ყურმილი დაკიდა. ისევ დაჯდა. ცოტა არ


იყოს, შეშფოთებული ჩანდა იმის გამო, რომ ვიღაც გარეშე ადა-
მიანმა მოისმინა მისი საუბარი. ოღონდაც რამე ემოქმედა, ადგა
და თავისი შავი სათვალე გაიკეთა. მუმთაზს შორიდან ჰკითხა:
- ხომ ყველაფერი წესრიგშია?
მუმთაზმა ლურჯი კონვერტი ჯიბეში ჩაიცურა, თვალებით
ისევ ტელეფონს მიშტერებოდა, თითქოს უნდოდა ეკითხა: „კი-
დევ რამე ხომ არ უნდა გეთქვათ?“ მუმთაზმა დამშვიდობების
ნიშნად თავი დაუკრა მაღაზიის დამქირავებელს. ისეთი უცნაური
დაბნეულობა დაეუფლა, რომ სახეში ვეღარ უყურებდა ამ კაცს.
ვერავითარი პოლიტიკური დისკუსია ან დოკუმენტები იმ-
დენ ინფორმაციას ვერ მისცემდა მას მიმდინარე საქმეების შე-
სახებ, რამდენიც ამ მოსმენილი საუბრისგან მიიღო, თუმცა მხო-
ლოდ მცირე ნაწილი მოისმინა. ომი გარდაუვალი იყო. ის ნელი
ნაბიჯით და ბორძიკით მიდიოდა ქუჩაში, ძალიან აღელვებული
იყო, მალ-მალე წარბს ისრესდა.
„ომი იქნება“, - თქვა მან. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა
ჩვეულებრივი მობილიზაციისგან; აქ უფრო კონკრეტული, გა-
დამწყვეტი ორგანიზაცია მოქმედებდა. სიმტკიცე გადაწყვეტი-
ლების მიღების უნარი უნდა ყოფილიყო. ასი კი არა, ათასი
პროცენტით დარწმუნდა, რომ ყველა ასეთ პატარა მაღაზიაში
საიდუმლო მზადება მიმდინარეობდა; წარამარა რეკავდა ტე-
ლეფონი და ბაზრებიდან სასწრაფოდ ეზიდებოდნენ თუნუქს,
ტყავს, საღებავს და მანქანის ნაწილებს; რაოდენობა შეიცვალა,
იმატა ნულებმა და შესაძლებლობები გაიზარდა. ომი გარ-
დაუვალია. ყველანი წავალთ, ყველანი უნდა წავიდეთ. ეშინო-
და თუ არა? კარგად აწონ-დაწონა. არა, აშკარად არ ეშინოდა.
ყოველ შემთხვევაში, იმას, რასაც იგი იმ წუთში გრძნობდა,
შიშს ვერ დაარქმევდა. ის მხოლოდ აღელვებული იყო. რაღაც

103
მკითხველთა ლიგა

უფერო და უფორმო ერთეული, რაღაც ქმნილება, რომლის ბუ-


ნებას იგი ჯერ არ იცნობდა, თითქოს შიგნიდან შემოხვეოდა.
დრო სჭირდებოდა, რომ გაეგო, რა იყო ეს. მე სიკვდილის არ
მეშინია. მთელი ცხოვრება მასთან ახლოს გამიტარებია... სიკ-
ვდილის შიში უაზრობაა. ომი, მათთვისაც კი, ვისაც ომში გააგ-
ზავნიდნენ, არ ნიშნავდა მხოლოდ სიკვდილს. სიკვდილი თა-
ვისთავად მარტივი რამაა. ზოგჯერ ის შეიძლება უკანასკნელ
თავშესაფრადაც განიხილო. მუმთაზი ხშირად უყურებდა სიკ-
ვდილს, როგორც უკანასკნელ ხსნას, შორეულ ნაპირს, რო-
მელთანაც უნდა მიეღწია, როგორც მოცურავე ფიქრობს, რომ
მის დაღლას ბოლო მოეღება, როდესაც ის საბოლოო ხუთი თუ
ათი ხელის მოქნევით დაფარავს დარჩენილ მანძილს და მისი
ფეხები მიწას შეეხება. სავარაუდო იყო, რომ ადამიანების უმე-
ტესობა ასე ფიქრობდა. არა, სიკვდილი თავად არ იყო საშინე-
ლი იმასთან შედარებით, თუ მოულოდნელად როგორ იქ-
ცეოდა ის განსაკუთრებულ უსასრულო ტანჯვის ნაწილად ყვე-
ლაფერ დანარჩენთან ერთად; ეს უმნიშვნელოვანესი აქტი, ეს
წინასწარ დადებული შეთანხმება როგორ იქცეოდა ჩახლარ-
თულ ძაფის გორგლად, რომლის გახსნა შეუძლებელი იყო, ან
მოცურავის ხელის ხუთჯერ თუ ათჯერ მოქნევა წყალში როგორ
იყო სავსე ათასი წვრილმანი დაბრკოლებით. შორს, მარტო,
სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ, სიყვარული, ყველა ჩემი ტანჯვა
აქ დამთავრდება, ამ ზღურბლთან... ყველა ასე ვფიქრობთ?
ჩვენ სიკვდილის შვილები ვართ თუ სიცოცხლის? ამ ორი ძა-
ლიდან რომელი მართავს ჩვენი სიცოცხლის საათს? წელიწა-
დის დროთა მიმდევრობა თუ უსასრულო წყვდიადის ისრები?
სიკვდილი არის აბსოლუტური. მაგრამ თუ განვიხილავთ იმ ალ-
ბათობას, რომ ერთმა არსებამ, ადამიანთა მოდგმის უმცირესმა
ნაწილაკმა, მოიგო სიცოცხლის ლატარეა და ხედავს, რომ ყვე-

104
მკითხველთა ლიგა

ლა ქმნილება, ყველა არსი, თავის შემადგენელ უკანასკნელ


ელემენტამდე გაჩნდა იმისთვის, რომ მისთვის სიცოცხლე
მიეცა, ამ შემთხვევაში, ამ განათებულ მიწაზე, ამ გრძნობებისა
და შეგრძნებების სამოთხეში, უოლტ დისნეის აბსურდულ ნა-
წარმოებში, მაცალეთ ჩემი წილი ცხოვრება სრულად ამოვწუ-
რო! არა, ვერც ამგვარად ახსნიდა ამ ყველაფერს. ეს ხედვა მე-
ტისმეტად მარტივი იყო. საბოლოოდ, მიდიოდა მხოლოდ გარე
ფაქტორებზე დამოკიდებულებამდე, ცხოვრების მხოლოდ ზე-
დაპირულ აღქმამდე. ჩვენ უბრალოდ კართან არ ვრჩებით, ჩვენ
მას ვაღებთ და შევდივართ ჩვენს სავანეში, ვხდებით მისი მესა-
კუთრე, ვირგებთ მას, ვაცხადებთ, რომ ის ჩვენია, გვსურს ის და
გვსიამოვნებს ეს ყველაფერი. ჩვენ დავტირით მათ, ვინც გვტო-
ვებს, ვეცემით მათ ფეხებთან და შევთხოვთ: „ნუ მიმატოვებ.“ არ
შეგვიძლია დავშორდეთ, არ გვინდა გაგვეცალოს.
ჩვენ მაგიდასთან მიმსხდარი პასიური სტუმრები არ ვართ.
დასაშვებია, რომ განუწყვეტლივ ვქმნით და ვაწარმოებთ ურთი-
ერთობებში. არც ერთი ჩვენგანი არ აღიქვამს ცხოვრებას რო-
გორც მატერიალურ გარემოებათა შემთხვევითობას. მოაზროვ-
ნე ადამიანებიც, რომლებმაც საკუთარი თავი ამ ყოველივეს
გააანალიზებას მიუძღვნეს, ბოლომდე ამ თამაშში დარჩნენ.
ყველაფერი მოდის ჩვენგან, მოდის ჩვენთან ერთად, ხდება ჩვე-
ნი გამოისობით.
არც სიცოცხლე არსებობს, არც სიკვდილი. ჩვენ ვარსე-
ბობთ. ორივე არსებობს ჩვენში. სხვა ყველაფერი არის მხო-
ლოდ ან უდიდესი, ან უმცირესი მასშტაბის მოვლენები, რომ-
ლებიც მიედინებიან და დროის სარკეში აირეკლებიან. მარსზე
მთა ამოიფრქვევა და ჩამოიშლება. გახურებული ლოდების ნა-
კადი მთვარის ზედაპირზე ქვავდება. ახალი მზის სისტემა ჩანს
როგორც რძის უზარმაზარი, ათასფერად მბრწყინავი წვეთები

105
მკითხველთა ლიგა

მზის შუქზე, ირმის ნახტომის თანავარსკვლავედის შუაგულში.


ზღვის ფსკერზე წარმოქმნილი მარჯნის რიფები და ვარკვლა-
ვები ცაზე ჯადოსნური ფეიერვერკის მრავალფეროვანი ნათე-
ბით ციმციმებს მთვარის ჩრდილში, როგორც აპრილში ქარის-
გან მიმობნეული ყვავილები. ჩიტი ჭამს მატლს; ასეულ ათასო-
ბით მატლი ხის ქერქის ქვეშ მომწიფდება და ასეულ ათასობით
მწერი იფუთფუთებს მიწაში. ეს ყველაფერი ის მოვლენებია,
რაც თავისთავად ხდება. ესენი სხივების გარდატეხას წარმოად-
გენენ, ხან ანათებენ, ხან ქრებიან, ეს უზარმაზარი, იშვიათი,
სწორუპოვარი მარგალიტი, რომელსაც ჩვენ შემოქმედებას ვუ-
წოდებთ, დროის ცალკეული და განუმეორებელი ყვავილი,
საუკუნეტავ, ლოტოსი…
მხოლოდ კაცობრიობისთვის, დრო, განუყოფელი და აბ-
სოლუტური, ორადაა გაყოფილი; და რადგან დრო, ეს მკრთა-
ლი ფარანი, მბჟუტავი სხივი, იბრძვის ჩვენ შიგნით, რათა ანა-
თოს, რადგან ის რთული კონგლომერატის მარტივ საგნებად
დაშლას ცდილობს, რადგან ჩვენ მის სვლას მიწის ზედაპირზე
დაფენილი ჩვენი ჩრდილის საშუალებით ვცდილობთ, ამიტომ,
ის ჰყოფს ერთმანეთისგან სიცოცხლეს და სიკვდილს და საათის
ქანქარას მსგავსად ჩვენი გონებაც მიმოდის ამ ორ უკიდურეს
წერტილს შორის. კაცობრიობა, დროის ტუსაღი, მხოლოდ და
მხოლოდ თავგანწირულად ცდილობს თავი დააღწიოს მას და
გარეთ გაიჭრას. ნაცვლად იმისა, რომ თავისი თავი დაკარგოს
დროში, ყველაფერ დანარჩენთან ერთად მიჰყვეს დინებას
უზარმაზარი და უწყვეტი მდინარის სვლასთას ერთად, კაცობ-
რიობა ცდილობს გარედან ჩასწვდეს დროს. ამგვარად, დრო
გადაიქცევა ტანჯვის მექანიზმად. ერთი წინ წადგმული ნაბიჯიც
და ჩვენ სიკვდილის პოლუსთან ვართ, ყველაფერი დამთავ-
რდა. რადგან ჩვენ დავარღვიეთ მთელი რიცხვების ერთიანობა,

106
მკითხველთა ლიგა

რადგან დავთანხმდით ვყოფილიყავით მთელის ნაწილაკები,


ჩვენ უნდა შევურიგდეთ კიდეც ამ დანაწევრებას. როგორიც უნ-
და იყოს, ინერცია სხვა პოლუსისკენ მიგვაქანებს; ჩვენ ცხოვრე-
ბის შუაგულში ვიმყოფებით; სასიცოცხლო ძალით სავსენი
ვართ, კვლავ ჩვენი წინ მიმქროლავი ინერციის სათამაშონი
ვართ; მაგრამ მაინც, ზუსტად თავისი ბუნების გამო, ბალანსი
ნელ-ნელა და გარდაუვალად გვიბიძგებს სიკვდილისკენ და
ჩვენი მტანჯავი განცდები სწრაფად იმატებს.
ბედისწერამ საშიში ფორმა მიიღო იმიტომ, რომ ადამიან-
მა დროის დაწესებულ საზღვრებს თავი დააღწია თავისი ინტე-
ლექტის წყალობით, წინააღმდეგობა გაუწია სიყვარულის წესსა
და რიგს და ეძიებდა წონასწორობის მდგომარეობას ძირეული
ცვლილების შუაგულში. ადამიანის ნამდვილი ბედი, მისი ბედის-
წერა მონად ყოფნა იყო იმ სხივის ჩრდილში, რომელსაც პატა-
რა ღამის ლამპა ფენდა გარშემო, - რადგან მისი დანიშნულება
იყო, დახმარებოდა ადამიანს ჩრდილის ფონზე დაენახა ყველა-
ფერი, - იმ მოწყობილობის მონად ყოფნა, რომელსაც შეეძლო
ჩრდილი და სიბნელე მიწისქვეშა დილეგად ექცია; სხვა სიტყვე-
ბით, მონად და პირფერ ქვემძრომად ყოფნა როგორც ადა-
მიანის პატარა, დეფორმირებულ მოდელს სინათლის სხივქვეშ.
მაგრამ ადამიანის ნამდვილი მოდელი გაჩნდა ცეცხლსა და
წყალს შორის რეაქციის შედეგად. მას მეტი ხედვა და შორ-
სმჭვრეტელობა ჰქონდა. ექსპერიმენტმა, რომელმაც ის ჩა-
მოაყალიბა, მისცა მას აღქმა თავისი სინანულისა და განუხორ-
ციელებელი მიზნებისა მის გარშემო. ამგვარად, როგორც
გოეთე წერს, ამ არსებამ იცოდა, როგორ შეჯახებოდა ზღვის
ნიმფის, გალათეას ეტლს, შეენჯღრია თავისი მოწნული პატარა
ბოთლი და გაუჩინარებულიყო უსასრულო და უფორმო ეთერ-
ში. მაგრამ პატარა ღამის ლამპას ასეთი სიმამაცე არ ჰქონდა.

107
მკითხველთა ლიგა

ის უბრალოდ თავისთვის იგონებდა ზღაპარს; მერე ამ ზღაპრის


თვითონვე სჯეროდა და სურდა, სიცოცხლის ბატონ-პატრონი
ყოფილიყო. მაგრამ თანდათან მას სიკვდილი ყლაპავდა, რო-
გორც ნაკადულს, რომელიც პირველივე შემხვედრ ხვრელს ავ-
სებდა მას შემდეგ, რაც მთავარ მდინარეს გამოეყოფოდა, სა-
დაც ის შეიძლებოდა სხვადასხვა სახის ილუზიის მსხვერპლი
გამხდარიყო, რომელთა შორის უმთავრესი იყო საკუთარ თა-
ვად ყოფნის სურვილი. არაფერი იყო ამქვეყნად ისეთი ბუნებ-
რივი, როგორიც კაცობრიობის ტანჯვა! ის იძულებული იყო გა-
დაეხადა არსებობისთვის, საკუთარი ცნობიერებით საკუთარი
არსებობისთვის. მაგრამ კაცობრიობა ამით არ შემოიფარგლა;
ამ უდიდესი მუდმივი იმპერატივის შემდეგ მან ზედიზედ შექმნა
ახალ-ახალი ბედისწერა. რადგან ასე ცხოვრობდა, ის ქმნიდა
მრავალ სხვადასხვა სიკვდილსაც. სხვადასხვა სიკვდილი მხო-
ლოდ და მხოლოდ არსებობისთვის დამახასიათებელი მოუს-
ვენრობის პროდუქტი იყო. რადგან ნამდვილი სიკვდილი ტან-
ჯვა კი არა, თავის დაღწევა იყო: მე ნებას ვაძლევ ამ ყველა-
ფერს, წავიდეს; უკან ვიტოვებ ამ ყველაფერს და მარადიულო-
ბას ვუერთდები. მე თვითონ გავხდი ის უზარმაზარი მარგალი-
ტი, რომელიც მკრთალად ციმციმებს იქ, სადაც ცნობიერება
წყვეტს არსებობას; არც ერთი მცირეოდენი ნაწილაკიც კი არ
არსებობს; ალბათ მე ვარ სრული არსი. ცნობიერების საზ-
ღვრებთან, სადაც სინათლე ჩრდილს წარმოშობს, მე ვარ უზარ-
მაზარი თეთრი ლოტოსი, რომელიც შიგნიდანაა განათებული
და კაშკაშებს. მაგრამ არა, სულაც არა, ნაცვლად ამისა, მუმთა-
ზი ფიქრობდა: ვფიქრობ, რომ მე ვარ შემდეგი: cogito ergo sum
- ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ, მაგრამ ამის გარდა: აღ-
ვიქვამ, მაშასადამე ვარსებობ; ვიბრძვი, მაშასადამე ვარსებობ;
ვიტანჯები, მაშასადამე ვარსებობ. ცუდი ვარ, ან სულელი ვარ -

108
მკითხველთა ლიგა

მაშასადამე ვარსებობ... მე ვარსებობ, მე ვარსებობ, მე ვარსე-


ბობ!

VII

ერთი არეულ-დარეული ფიქრიდან მეორეზე სწრაფად და


თავგანწირულად ხტებოდა და აი ასე, ფიქრებში გართულმა, მი-
აღწია ემინონუმდე. ახლა, როგორმე უნდა მოეხერხებინა ბო-
რანზე ასვლა და ბოსფორის ნაპირზე გადასვლა. ერთი თვე
იყო თავის სახლში არ უძინია. გონებაში წარმოიდგინა სახლი;
ის ემირგანში მდებარეობდა, ჰქონდა პატარა ბაღი, რომელიც
ძველი მედრესეების შიდა ეზოს მოგაგონებდათ და აივანი,
საიდანაც ბოსფორის მთელი საზღვაო პეიზაჟის დანახვა შეიძ-
ლებოდა, ქანდილიდან ბეიქოზამდე, სრუტის აზიურ მხარეს. ბა-
ღი სავსე იყო მოზუზუნე ფუტკრებით, და მზის სხივზე აქეთ-იქით
მფრინავი სხვა მწერებით; ბაღში იყო რამდენიმე ძირი ხეხილი,
კაკლის ხე, ხოლო შესასვლელ კართან წაბლის ხე იდგა, ღო-
ბის გასწვრივ კი სხვადასხვა ყვავილი იყო დარგული, რომელ-
თა სახელები მუმთაზს არ ახსოვდა. კარით შედიოდით შემინულ
დერეფანში, რომელიც ოდესღაც საკუჭნაოდ გამოიყენებოდა.
ეს ადგილი გრძელდებოდა ქვით მოკირწყლულ შესასვლელამ-
დე, სადაც ზაფხულობით მუდამ სიგრილე იყო. იქ იდგა დაბალი
მაგიდა, პატარა ბარი და დიდი დივანი. კიბეები იყო დიდი. ხან-
დახან აქ ის და ნურანი ნახევრად წამოწოლილი ისხდნენ, ბა-
ლიშებზე მიყრდნობილები. მაგრამ ნურანს ერჩივნა ზედა სარ-
თულზე, დიდ აივანზე ყოფნა და ჰოლიც მოსწონდა, საიდანაც
ხედი იშლებოდა ბეიქოზუმდე. მუმთაზმა სცადა, ის დღეები
აღარ გაეხსენებინა, დღეები რომელთა დაბრუნება შეუძლებე-

109
მკითხველთა ლიგა

ლი იყო. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. იჰსანი საწოლს იყო


მიჯაჭვული; იმ ავადმყოფობამ, რომელიც მუმთაზს შიგნიდან
ღრღნიდა, იმ აღუწერელმა სიმძიმემ, ყელში მოწოლილმა უც-
ნაურმა ბურთმა უკვე დასრულებული ფორმა მიიღო.
იჰსანი თავისი ავადმყოფობის შესაბამისი ენით და განცდი-
ლი ტანჯვის გავლენით ლაპარაკობდა. ამ ავადმყოფობას რვა-
ფეხასავით ჰქონდა საცეცები გადგმული და ყველაფერს ებ-
ღაუჭებოდა. ავადმყოფობა იყო მის შიგნით და მის გარეთაც.
სანამ მუმთაზი მის გვერდით იქნებოდა, ასე გაგრძელდებოდა,
სანამ ის თავის ხელისგულებში მოიქცევდა იჰსანის ხელს და
შეეკითხებოდა: „როგორ ხარ, ძმაო?“ სანამ მათი თვალები ერ-
თმანეთს შეხვდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ვი-
თარება შეცვლილიყო და იგი კვლავ ნურანის დროში დაბრუ-
ნებულიყო. აქ იწყებოდა მათი განშორების სამყარო; სამყარო
ადამიანისა, რომელიც ყველაფერს გაუცხოებულად აღიქვამდა,
საკუთარ თავს მუდმივ დევნილად ხედავდა და მარტოობისგან
შინაგანი საყრდენი ღერძი შერყეული ჰქონდა. ეს იყო სამყარო
კაცისა, რომელსაც არ ჰყავდა ქალი. ეს სამყარო შექმნილი იყო
უმძიმესი დანაკლისებისგან. უკვე დიდი ხანი იყო გასული, ის იმ
ოთახებში ცხოვრობდა, რომლებიც ერთმანეთში გადიოდა და
ისიც ასე გადიოდა და გამოდიოდა ერთიდან მეორეში.
ადამიანი, რომლის დაბრუნება შეუძლებელი იყო, საერ-
თოდ არ ფიქრობდა მისთვის თავის დანებებას, არასდროს ტო-
ვებდა მას მარტოდ. აი ახლაც ის, ნურანი, მის თვალწინ ორი,
სულ სხვა ახალგაზრდა ქალის სახით გაჩნდა. ისინი მის წინ იდ-
გნენ. ერთს მაქმანებიანი და ნაკეცებიანი აბრეშუმის კაბა ეცვა,
რომლის ქარგებში წითელი ფერი ჭარბობდა და მეორე კი აღ-
გზნებული, თითქოს ცოტა ნასვამიც იყო და აჩქარებულად სუნ-
თქავდა, ღრმად ამოჭრილ ყვითელ კაბაში გამოწყობილი,

110
მკითხველთა ლიგა

რომლის ერთადერთი, ორნამენტებიანი, მხარზე დაკერებული


ღილი მთლიანი თარგის მარტივ ჰარმონიას არღვევდა, ქმნიდა
შთაბეჭდილებას, რომ კაბა საერთოდ ძალიან ნაჩქარევად იყო
შემოხვეული მის სხეულზე, რათა მოდის მოთხოვნას იმდენად
მიახლოებოდა, რამდენადაც გარემოებები იძლეოდა ამის სა-
შუალებას.
- ო, მუმთაზ, გვიხარია შენი ნახვა. რა ბედზე შეგხვდით ასე
მოულოდნელად.
- საერთოდ, სად დაიკარგე, სად ხარ, რამდენი ხანია არც
გვინახავხარ, არც რამე გვსმენია შენზე.
ორივე მართლაც ნასიამოვნები იყო ამ მოულოდნელი
შეხვედრით.
- მე შენთვის ახალი ამბავი მაქვს, - განაცხადა მუაზეზმა.
ნურანის ბიძაშვილს იჯლალს სურდა, საუბრის თემა შეეც-
ვალა, მაგრამ მუაზეზს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა, გადაწ-
ყვეტილი ჰქონდა, მუმთაზისთვის ყველაფერი მოეხსენებინა.
თუმცა, არ იცოდა, საიდან დაეწყო. მუმთაზს მაინც მოსწონ-
და ეს საყვარელი არსება, მიუხედავად იმისა, რომ მას საიდუმ-
ლოს შენახვა საერთოდ არ შეეძლო და რასაც გაიგებდა, აუცი-
ლებლად მოჰყვებოდა. და აი ახლა, იგი შხამის გადმომფრქვე-
ველი გახდებოდა, პირველად თავისი ჯერ მოკლე სიცოცხლის
განმავლობაში, თან დაწვრილებით მოჰყვებოდა, რაც გაიგო
და თან წლებით დაგროვილ შურისძიების გრძნობას დაიკმაყო-
ფილებდა. მას სურდა, ამ მომენტით დამტკბარიყო, მაგრამ იყო
მაინც ერთი გასათვალისწინებელი გარემოება - ისე უნდა შეეტ-
ყობინებინა ახალი ამბავი მუმთაზისთვის, რომ მისი დამცინავი
ხასიათის მიუხედავად - ო, ღმერთო, რა აუტანელი იყო, რატომ
შეიყვარა ასეთი, რატომ?! - მამაკაცს უნდა ეგრძნო, რომ ახალ-
გაზრდა ქალს იგი ისევ უყვარდა და მზად იყო ენუგეშებინა, თუ-

111
მკითხველთა ლიგა

კი ის მოისურვებდა. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ვერაფერი


მოიფიქრა. ერთადერთი, რაც შეძლო, მუმთაზს მიაშტერდა და
გაიცინა ისე, რომ ღრძილები გამოაჩინა.
- კარგი, ჰო, განაგრძე ახლა და თქვი, რის თქმაც გინდო-
და, - სიცილით უთხრა მუმთაზმა.
ეს ახალგაზრდა ქალი ნამდვილად მიმზიდველი იყო. უხე-
ში, თავნება, მოთავისე და ბრიყვი, მაგრამ მაინც მიმზიდველი.
ტკბილი და მიმზიდველი, როგორც დამწიფებული ტკბილი ხი-
ლი. დიდი ძალდატანება არ იყო საჭირო, რომ ის მოგწონებო-
და, სურვილი აღგძროდა, ან შეგყვარებოდა. ამისთვის ბევრი
არაფერი იყო საჭირო, საკმარისი იყო მისი თავი მოგეტრიალე-
ბინა და მუდამ გაწეწილი, ხუჭუჭა, წაბლისფერი თმიდან მომზი-
რალ სახეზე ტუჩებს დაწაფებოდი, მისი კბილების ბრწყინვა ტუ-
ჩების კოცნით და კბენით ჩაგექრო. დაუვიწყარი და ტკბილი წა-
მი იქნებოდა, ღრმა ჭასავით უფსკერო. სხვა უფრო დიდ და
შორს მიმავალ გრძნობებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მუაზეზი
აქ იწყებოდა და აქვე მთავრდებოდა. ეს იყო ურთიერთობა იმ
დონემდე, სადამდეც ადამიანს შეეძლო გონებაში წარმოედგინა
ის ურთიერთობები, რომელთა ვარაუდს ეს ქალი ღიად და
დაუფიქრებლად აღძრავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის
ასეა, მე ასე ვხედავ...
მალე დარტყმას მიაყენებდა. აი ახლა ეტყოდა, რომ ნუ-
რანი გათხოვებას აპირებდა.
იჯლალს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, გამოცანებით
ლაპარაკი ძალიან შორს წავიდა. ამ ახალგაზრდა ქალს ნამ-
დვილად არ უნდოდა, რომ მის ოჯახთან და ახლო ნათესავებ-
თან დაკავშირებული ახალი ამბები ამ სახით ყოფილიყო ვინ-
მესთვის მიწოდებული. ნურანი თავის ყოფილ ქმარს შეურიგდა.
რა საჭირო იყო ამ თემაზე ყოყმანით, მინიშნებებით და გრძნო-

112
მკითხველთა ლიგა

ბების აღმძვრელი გამოხედვებით ლაპარაკი? ეს ხომ ჩვეულებ-


რივი მოვლენა იყო. მან გამბედაობა მოიკრიბა და განაცხადა:
- ჩემო კარგო, იქნებ, უკვე გაიგე კიდეც. საიდუმლო არ
არის, რომ ფაჰირი და ნურანი კვლავ ერთად არიან. ხვალ იზ-
მირში მიემგზავრებიან და იქ საქორწინო ცერემონია გაიმარ-
თება.
აქ იგი შეჩერდა, თითქოს უნდოდა შეესვენა ამ მოკლე,
მაგრამ მძიმე გზის გავლის შემდეგ და მაშინვე გაწითლდა.
სწორი იყო მუმთაზთან ასე საუბარი - ასე მოკლედ და მოჭ-
რილად ახალი ამბების მიწოდება? მაგრამ სხვა რა შეეძლო
გაეკეთებინა მუაზეზის ლაყბობისგან ნურანის დასაცავად? შემ-
დეგ ხმა ცოტა შეარბილა და დაამატა:
- ნეტავ, გაჩვენა, ფატმა რა ბედნიერია... აქეთ-იქით დარ-
ბის და ხმამაღლა ყვირის „მამა დაბრუნდა! მამა დაბრუნდა და
მეტი არსად აღარ წავა!“
აქ საჭოჭმანო არაფერი იყო. ახალგაზრდა ქალმა ღრმად
ამოისუნთქა, თითქოს დიდი ტვირთისგან გათავისუფლდა. ახ-
ლა მუმთაზის პასუხს ელოდა, რომ მერე სრული შვება ეგრძნო.
მუმთაზმა ძლივს ამოთქვა: „ღმერთმა დალოცოს“. რო-
გორ მოახერხა ამ ორიოდ სიტყვის თავმოყრა და წარმოთქმა,
თვითონვე გაუკვირდა. როგორ ამომარცვლა ეს სიტყვები გამ-
შრალი ხორხიდან? ვერ მიმხვდარიყო. გული იმით დაიმშვიდა,
რომ ხმა ძალიან ჩახლეჩილი არ ჰქონდა. შეამჩნია, რომ იჯლა-
ლი ისე შეჰყურებდა, თითქოს ეუბნებოდა: „კიდევ რამე თქვი,
კიდევ... გადამარჩინე ამ გველისგან.“ თქვა: „ფატმას ძალიან უყ-
ვარს მამა“. შემდეგ სხვა თემაზე გადავიდა. თანდათან ძალას
იკრებდა. კიდევ ცოტა და სრულ ბუნებრიობასაც მიაღწევდა. სა-
ნამ მუმთაზი ლაპარაკობდა, იჯლალის სახეზე მისი ჩვეული ღი-
მილი გამოისახა. თვალები უცინოდა. წარბები მის თითქოს ოდ-

113
მკითხველთა ლიგა

ნავ ნამძინარევ თვალებს ფარავდა, მიბნედილი და თავისკენ


მოპატიჟე ჩრდილი კი შუბლქვემოთ მთელ სახეზე ეფინებოდა.
ერთი რამ უჭველი იყო - იჯლალი ის ქალი იყო, რომელიც თა-
ვისი მომხიბლავი ქალობისთვის შესაფერი ბუნებრივი ცხოვრე-
ბით ცხოვრობდა, თავისი სიცოცხლის ამ მონაკვეთს ტყუილად
არ ფლანგავდა. მისი ცხოვრება ისეთივე სიმშვიდით და კმაყო-
ფილებით იყო სავსე, როგორითაც კატის. მისთვის სავსებით
საკმარისი იყო, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები ერთმანე-
თისადმი კეთილად განწყობილები ყოფილიყვნენ, რა თქმა უნ-
და, მის მიმართაც. მუმთაზს კარგად ესმოდა, რასაც გრძნობდა
ის ამ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში. იგი კმაყოფილი
იყო. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო; ამდენი ამაფორიაქებე-
ლი, გამაღიზიანებელი ამბების შემდეგ, ყველა კმაყოფილია;
ფაჰირი კმაყოფილია, რომ ცოლი დაიბრუნა; ნურანი კმაყოფი-
ლია, რომ მისი შვილი გახარებულია; იჯლალი კმაყოფილია,
რომ მისი ახლო ნათესავია კმაყოფილი; მუაზეზი კი კმაყოფი-
ლია იმით, რომ მან ასე თუ ისე, ხელი შეუწყო იმას, რომ მუმ-
თაზს სიმართლე გაეგო თავისი ბედნიერების დასასრულის შე-
სახებ; მართლაც, ყველა კმაყოფილი იყო და ამის მიზეზი ყვე-
ლას ჰქონდა. ახლა კი დრო იყო, დამშვიდობებოდა მათ და თა-
ვისი გზით წასულიყო.
- ბორნამდე გაგაცილებდით, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს...
- ო, არა, გმადლობთ, სხვათა შორის, შენთან შეხვედრის
გამო, 5.05 რომ გადის, იმ ბორანზე უკვე დავაგვიანეთ...
მუმთაზს არ უნდოდა ეთქვა, რომ იჰსანი ავად იყო და სა-
წოლს იყო მიჯაჭვული. ეს მათი მხრიდან სრულიად უსარგებ-
ლო თანაგრძნობას გამოიწვევდა.
- მართლა გადაუდებელი საქმე მაქვს, - თქვა მან და ახალ-
გაზრდა ქალებს დაშორდა.

114
მკითხველთა ლიგა

პატარა მანძილი რომ გაიარა, შემოტრიალდა. ყვითელი


კაბა და წითელი აბრეშუმის გრაფიკული ნახატი ერთმანეთის
გვერდით მიაბიჯებდნენ. დროდადრო, მუაზეზის კაბის კალთები
იჯლალის კაბას ეხებოდა, მაგრამ წყვილი მკლავგაყრილი
აღარ მიდიოდა, მათი ნაბიჯები თანამოაზრეთა შეწყობილ ნა-
ბიჯებს აღარ ჰგავდა.

115
მკითხველთა ლიგა

II ნაწილი ნურანი

116
მკითხველთა ლიგა

აქ იწყება ამბავი ერთი სიყვარულისა, რომელიც იმდენად


უბრალო და მარტივია, რომ ალგებრულ განტოლებას მოგა-
გონებთ.
მუმთაზმა და ნურანმა ერთმანეთი პრინცის კუნძულებისკენ
მიმავალ ბორანზე გაიცნეს შარშან, მაისის ერთ დილას. იმ კვი-
რის განმავლობაში მეზობლად მცხოვრებ ბავშვებში რაღაც სე-
რიოზული დაავადება გავრცელდა. ნურანმა, რომელიც მიხვდა,
რომ თავის გოგონას, ფატმას, სახლში დიდხანს ვერ ჩაკეტავდა,
გადაწყვიტა ბავშვი თავის დეიდასთან წაეყვანა, რომელიც მთა-
ვარ კუნძულ ბუიუქადზე ცხოვრობდა. ნურანი ზამთრის დასაწ-
ყისში დაშორდა ქმარს და მას შემდეგ განმარტოებულ ცხოვრე-
ბას მისდევდა. მთელი ზამთრის განმავლობაში სტამბოლში
სამჯერ თუ ოთხჯერ დაბრუნდა, ისიც მხოლოდ აუცილებელი
საქმეების გამო. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინება ორივე
მხარის სურვილით მოხდა, ნურანმა ერთხელ კიდევ გამოიჩინა
კეთილი ნება და ფაჰირის თხოვნას დასთანხმდა - პროცესი და-
ეწყოთ ერთობლივ ნიადაგზე ერთმანეთთან შეუთავსებლობის
გამო. ხანგრძლივმა სასამართლო პროცესმა იგი დაღალა და
გამოფიტა.
ეს ამბავი დაიწყო უღირსი საქციელის გამო: მათი ქორწი-
ნებიდან შვიდი წლის შემდეგ. მისი შვილის მამამ, კაცმა, რომე-
ლიც მას უყვარდა და რომელსაც ენდობოდა, ორი წლით
მიატოვა ოჯახი ვიღაც საეჭვო რეპუტაციის მქონე რუმინელი ქა-
ლის გამო, რომელსაც სადღაც მოგზაურობის დროს გადაეყა-
რა მხოლოდ ერთი დღით, ხოლო მომდევნო ხნის განმავლო-
ბაში მასთან ერთად სადღაც დაეხეტებოდა, ბოლოს კი ნურანს

117
მკითხველთა ლიგა

შეატყობინა, რომ მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო და


ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ.
სიმართლე უნდა ითქვას, მათი კავშირი თავიდანვე არ გა-
მოირჩეოდა ერთიანობით. წყვილს მართლაც უყვარდა ერთმა-
ნეთი, მაგრამ მათ შორის არ იყო ფიზიკური მიზიდულობა; მუდ-
მივად გაღიზიანებული და გადაღლილი ფაჰირი და ბედს შე-
გუებული ნურანი ცხოვრობდნენ როგორც ორი შემთხვევითი
ადამიანი, რომლებიც იღბალმა ერთმანეთს გადაჰყარა, თუმცა
დროდადრო, ისინი ერთმანეთს მხარში ედგნენ, როდესაც ამას
საქმე მოითხოვდა. ფატმას დაბადებამ თავიდან თითქოს
გაალამაზა მათი წყნარი და თითქმის უსიხარულო ცხოვრება.
ფაჰირს უსაზღვროდ უყვარდა თავისი გოგონა, მაგრამ ოჯახუ-
რი ცხოვრება მაინც აღიზიანებდა, ხოლო ცოლის გულჩათხრო-
ბილი, წყნარი და მორჩილი ხასიათი მუდმივად აბნევდა და ჩიხ-
ში აყენებდა. მისი აზრით, ნურანი დუნე და პასიური იყო. ამ
დროს, სიმართლე ის იყო, რომ ნურანი შვიდი წელი ელოდა,
რომ ქმარს იგი ამ ნახევრად მძინარე მდგომარეობიდან გამო-
ეყვანა.
თავისი შინაგანი ქალური ბუნებით, საკმაოდ მდიდრულით
იმისთვის, რომ არა ერთფეროვანი, არამედ მრავალსახა ყო-
ფილიყო, იგი თავის თავში ატარებდა ყველა შესაძლებლობას,
ყოფილიყო ლაღი და ნაყოფიერი; უბრალოდ, ჯიუტად ელოდა
კარგ პატრონს, როგორც მოუვლელი მინდორი, დაფარული
საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებით, და ამ შეგრძნე-
ბით მცხოვრები ნურანი საკუთარ თავს ადანაშაულებდა ნახევ-
რად მძინარე არსებობისთვის, რომელიც სინამდვილეში გა-
მოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ მის გვერ-
დით არ იყო ის ძალა, რომელსაც უნდა შესძლებოდა ამ ნაყო-
ფიერი, მაგრამ მოუვლელი ველის სათანადოდ მოვლა. ფაჰი-

118
მკითხველთა ლიგა

რი იყო კაცი, რომელსაც ახარებდა მხოლოდ ის, რომ ეს ველი


მას ეკუთვნოდა. ამით იგი ახშობდა ნურანის სურვილებს. ამგვა-
რად, ისე რომ ვერცკი მოახერხა გვერდით მყოფი მდიდარი სა-
ბადოს აღმოჩენა, იგი ნურანის გვერდით, შეიძლება ითქვას,
სიყვარულის ღარიბული ნაყოფით კმაყოფილდებოდა და მაინც
მისი ვნებიანობის გაღვიძებას ელოდა, რაც მასაც ააგზნებდა.
ცოლთან სიახლოვის იშვიათი შემთხვევების გამო, მინდორი
ღრმად გამოკვებას ვერ ასწრებდა, და აგრეთვე იმის გამოც,
რომ მინდვრის პატრონი საერთოდ ზედაპირულ ურთიერთო-
ბას იყო ქალებთან ჩვეული, იგი ნურანს ისე გადაუვლიდა ხოლ-
მე, როგორც დიდ ლოდზე გადავლილი მაღალი ტალღა, რო-
მელიც ქვაში უმცირეს რხევასაც ვერ იწვევდა, შესაძლო იყო,
რომ ფაჰირის ბუნებამ მისცა სწორედ ბიძგი სასიყვარულო ის-
ტორიას, რომელიც ძირითადად სწორედ ხორციელ ლტოლვა-
ზე იყო აგებული, ან შესაძლოა, ეს იყო მხიარული და თავზე
ხელაღებული გართობის შესაძლებლობა, რომელიც მას პირ-
დაპირ კალთაში ჩაუხტა. მართლაც, ემამ, რომელიც ფაჰირმა
კონსტანცას პლაჟზე გაიცნო, სწორედ ამ გზით შეაბიჯა მის
ცხოვრებაში. ამ წარმოსადეგ მამაკაცს არ შესწევდა უნარი
დაუფიქრებლად, ფიზიკურად დაკავშირებოდა ქალს. მაგრამ
ემას თხუთმეტწლიანმა ციხეში ყოფნამ, სადაც იგი პროსტიტუ-
ციის გამო იჯდა, მისმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მათ სიახ-
ლოვეს და დაძლია ყველა დაბრკოლება.
ეჭვიანობის, სიტყვაუხვი გარჩევების, საკუთარი დანა-
შაულის შეგრძნების და გიჟური ლტოლვის - ერთი სიტყვით,
ყველანაირი უღირსი სცენის შუქზე ფაჰირმა საკუთარი თავი
სხვაგვარად დაინახა. ორი წლის განმავლობაში იგი კვალდაკ-
ვალ დასდევდა თავის საყვარელს, სუნთქვაშეკრული და სულ-
შეხუთული, როგორც ნამდვილი მორბენალი და როდესაც გა-

119
მკითხველთა ლიგა

აცნობიერა, რომ ვერც დაეწეოდა და ვერც აჯობებდა,


მთლიანად მის ნებას დამორჩილდა.
მუმთაზი ნურანს - ქალს, რომელსაც მისი ცხოვრება
მთლიანად, ალფადან ომეგამდე, უნდა შეეცვალა, იმ დროს
შეხვდა, როდესაც ქალი მარტოობის გამო დათრგუნვილი იყო.
მუმთაზმა ქვედა გემბანზე მოწყენას ამჯობინა, ბორნის ზედა
გემბანზე ასულიყო, თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ შეიძ-
ლებოდა კომფორტულად ვერ ეგრძნო თავი. რა აიძულებს
სტამბოლელ ადამიანს, უარი თქვას თვალმოუშორებლად უც-
ქიროს, ვინ ამოდის გემბანზე, განსაკუთრებით თუ ის დარწმუნე-
ბულია, რომ ამ დროს დასაჯდომ ადგილს არ დაკარგავს? მან
ვერ აიძულა თავი, ზედა გემბანზე ისე ასულიყო, რომ ქვედა
გემბანზე არ შეეჭყიტა, სადაც სხვათა შორის, გადაეყარა საბიჰს,
თავის დიდი ხნის უნახავ მეგობარს, რომელიც ცოლთან, ადილ-
თან ერთად მგზავრობდა. მართალია, თავისთვის გაიფიქრა,
ნეტავ, სხვა დროს შემხვედროდითო, მაგრამ მივიდა და მათ
გვერდით ჩამოჯდა. ცოტა ხანში ბორანზე ნურანი ამოვიდა, რამ-
დენიმე შეკვრითა და ერთი ხელჩანთით ცალ ხელში, მეორე
ხელი კი დაახლოებით შვიდი წლის, ქერათმიანი გოგონასთვის
ჩაევლო. ცოლ-ქმარი მასაც ისეთივე სიხარულით მიესალმა,
როგორითაც მუმთაზს.
მუმთაზს შეხედვისთანავე მოეწონა ახალგაზრდა ქალის
ლამაზი, გამოკვეთილი პროფილი, მისი ტანიც და სახეც, რო-
მელიც მის წარმოსახვაში იწვევდა თეთრ ოცნებასთან ასო-
ციაციას. როგორც კი ქალმა დაილაპარაკა, მუმთაზმა გაიფიქ-
რა: „აშკარად სტამბოლიდანაა“, და როდესაც მან განაცხადა:
„არ არის ადვილი უარი თქვა მიჩვეულ ადგილზე, მაგრამ ბოს-
ფორი ხანდახან ნამდვილად მოსაწყენი ხდება“, მუმთაზი მიხ-
ვდა, როგორი ქალი იდგა მის წინ. მუმთაზისთვის არსებობდა

120
მკითხველთა ლიგა

ორი მთავარი და აუცილებელი მოთხოვნა ქალის მომხიბვლე-


ლობისადმი: პირველი - პრინციპულად მიაჩნდა, რომ ქალი უნ-
და ყოფილიყო სტამბოლიდან, და მეორე - უნდა ყოფილიყო
ბოსფორის ნაპირას გაზრდილი. თუ იმავე დღეს არა, მომდევ-
ნო რამდენიმე კვირაში მუმთაზი მიხვდა, რომ მესამე, თუმცა იქ-
ნებ, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ის იყო, რომ ქალი ნურანს
უნდა მსგავსებოდა. ელაპარაკა გამართული თურქულით; თანა-
მოსაუბრისთვის დაჟინებით თვალი გაესწორებინა (ეს დაჟინება
მას მუდმივად ჰქონდა მზერაში); წინ გადმოხრილიყო, როცა
მას მიმართავდნენ, თავისი მოწითურო-წაბლისფერი თმით და-
ფარული თავი წინ წაეწია; ელაპარაკა ჟესტიკულირების თან-
ხლებით; ადვილად გაწითლებულიყო თავისი პასუხის შემდეგ,
თითქოს საკუთარი გაბედულების შერცხვაო; მთელი ცხოვრება
ემოძრავა წყნარად და მზრუნველი გამომეტყველებით - ასეთი
უნდა ყოფილიყო ქალი, სამუდამოდ მისი ქალი, როგორც მდი-
ნარე, უპრეტენზიო, აუღელვებელი, უკიდეგანო, რომლის
წყლები ისე გამჭვირვალე იყო, რომ ფსკერის დანახვა შეიძლე-
ბოდა.
როდესაც ისინი ერთმანეთს გააცნეს, ნურანმა გაიცინა და
წარმოთქვა:
- მე გიცნობთ, ჩვენ ამავე ბორანზე ვიმგზავრეთ დილითაც,
თქვენ მუმთაზი ხართ, იჯლალის მეგობარი.
მან ხაზგასმით წარმოთქვა „იჯლალის მეგობარი“. მუმთაზს
ესიამოვნა, რომ ქალმა იგი იცნო. ამის მიუხედავად, კარგად ეს-
მოდა, რომ შესაძლო იყო, იჯლალს რამე ისეთი ჰქონოდა ნათ-
ქვამი, რაც მის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებდა. იჯლალი ცუ-
დი ადამიანი არ იყო; მათ შორის ის მეგობრული გრძნობა სუ-
ფევდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვე-

121
მკითხველთა ლიგა

ბათ ხოლმე. მაგრამ ამის მიუხედავად, იჯლალს, ცოტა არ იყოს,


ზედმეტი ლაქლაქი უყვარდა.
- ძალიან მაინტერესებს, რა ქარიზმა იგრძენით ჩემში?
- მაინტერესებს იჯლალმა რა გითხრათ ჩემ შესახებ?
- ასეთ შემთხვევაში, - წარმოთქვა მუმთაზმა, - ნება მომე-
ცით გითხრათ, რომ გასაოცარი ბრძანდებით, ნურან.
შემდეგ ფატმაზე მიუთითა:
- ეს პატარა ქალბატონი, შეიძლება ითქვას, ჩვენს საკლა-
სო ოთახში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არც
შემოსულა იქ არასდროს. იჯლალისგან ჩვენ ყოველდღიურ ამ-
ბებს ვისმენდით მის შესახებ.
მან გოგონას შორიდან გაუღიმა, მაგრამ ფატმას ასეთი
მოჩვენებითი ზრდილობა და კეთილგანწყობა სულაც არ
მოეწონა. არც აპირებდა უცხო კაცი მოსწონებოდა; ყველა კაცი
მის ბედნიერებას ემუქრებოდა. მხოლოდ დედამისმა გაიღიმა.
მუმთაზმა ახლა გაიხსენა, როგორ თავისუფლად შეიძლებოდა
ნურანის პირდაპირ მჯდარიყო იმ დილის ბორანზე, მაგრამ სა-
ნამ ყოყმანობდა, მუაზეზმა თავის ლაქლაქში თითქმის კბილე-
ბით ჩაითრია - ნანობდა, ვაითუ, ნურანმა შენიშნა, რომ იგი ზედ-
მეტად მორცხვი იყო.
მუაზეზი და იჯლალი იკვეხნიდნენ საკმაოდ კარგი მეგობ-
რობით, რომელშიც მათი სრულიად განსხვავებული ხასიათები
ერთმანეთს ავსებდა. მუაზეზი უმნიშვნელო ახალი ამბების გა-
ზეთს ჰგავდა, თან უცხო ქვეყნების გეოგრაფიულ ცნობარს. ის
ჰგავდა თავის ბებიას, რომელსაც ვინმე ნაცნობი თუ შორეული
ნათესავი ჰყავდა სტამბოლის ყველა უბანში, რომლებიც დები-
ვით უყვარდა და თავისუფლად შეეძლო თითოეულთან ნების-
მიერ დროს დაერეკა.

122
მკითხველთა ლიგა

ბებია, რომელმაც საპატიო ასაკს მიაღწია, დილიდან სა-


ღამომდე სადღაც დადიოდა, ყოველთვის იმეორებდა ახალ ამ-
ბავს ან წვრილმან ჭორებს, რაც ქუჩაში გაეგონა ან წინა სატე-
ლეფონო საუბრიდან ახსოვდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ სა-
ღამოს სახლში დაბრუნებულს ჭორების მთელი ნაკრები გად-
მოეფრქვია, რაც მის მეხსიერებას დღის განმავლობაში შემორ-
ჩა. ამ უზარმაზარ ქალაქში იშვიათად თუ მოიძებნებოდა უბანი,
სადაც მას მოსაუბრე არ ჰყავდა. თითქმის მთელი სტამბოლი
მისი ნაცნობი ან ახლობელი იყო, როგორც თვითონ ამბობდა,
„რაც გაფილტვრის შემდეგ დარჩა“. მას შეეძლო ელაპარაკა,
თუ როგორ ცხოვრობდა, როგორ გრძნობდა თავს ხალხი ამა
თუ იმ წელს, თვეს, ან დღესაც კი. „ჩვენ ყველა შინ ვბრუნდებით
ახალი ამბებით სავსე ჩანთით, - ამბობდა იგი, - საღამოობით,
ვახშმის დროს, ერთმანეთს ვუყვებით რა მოხდა, დილით, საუზ-
მის დროს, გავაცალკევებთ ხორბალს და ბზეს, გამოვარჩევთ
ნაყარნუყარს ღირებულისგან.“ სამი დღე ზედიზედ ამ ჭორ--
მართლის გარჩევის გამო, მუაზეზის ბიძამ ერთხელაც ვერ
მოახერხა სიტყვა ჩაეგდო, რათა მნიშვნელოვანი განცხადება
გაეკეთებინა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეძლო ცოტა ხნით
ჩარეულიყო ლაპარაკში: „ერთი წუთით ყველამ მაპატიეთ, რომ
გაწყვეტინებთ, რამდენიმე დღეა ვცდილობ გითხრათ, მაგრამ
ვერ მოვახერხე. იქბალისგან დეპეშა მივიღე: ჩვენ წყალობა
მოგვეცა და შეგვეძინა პატარა გოგონა“. გოგონას ნისიანი ანუ
„გონების გაქროლება“ დაარქვეს.
იჯლალი მუაზეზთან შედარებით საკმაოდ თავშეკავებუ-
ლად ლაპარაკობდა. მას მიდრეკილება ჰქონდა დეტალების
გათვალისწინებისადმი. ახარისხებდა მუაზეზის მონაყოლს, ხაზ-
გასმით გამოყოფდა ზოგ ასპექტს და აქცევდა მათ საინტერესო
ნარკვევებად ადამიანების შესახებ.

123
მკითხველთა ლიგა

მისი მოყოლის მანერა იყო მსუბუქი და ფერადოვანი. ამი-


ტომ მუაზეზი, თუნდაც მათ გარშემო ასი ადამიანი ყოფილიყო,
დაჟინებით უყურებდა მას და ნებისმიერ წინადადებას მიაყო-
ლებდა: „არ ვიცი, შენ რას იტყვი, იჯლალ?“
მუმთაზისთვის უდიდესი სიამოვნება იყო იმის ყურება, რო-
გორ გადიოდა ეს წყვილი უნივერსიტეტიდან ყოველ საღამოს,
თავი თავზე მიდებული, მკლავი მკლავში გაყრილი. მუმთაზმა
მათ მეტსახელად „ზეინაბის პანსიონის ორი ალქაჯი“ შეარქვა
და ხშირად მათ მხარდასაჭერად ამბობდა: „ამ უნივერსიტეტის
რექტორმა არ იცის იმდენი, რაც ამ ორმა გოგომ იცის.“ ან კი-
დევ: „მუაზეზს ჰკითხეთ. თუ მას ამის შესახებ არაფერი გაუგია,
ესე იგი, ეს არც მომხდარა. თუ იჯლალს ეს არ ახსოვს, ესე იგი,
იმდენად უმნიშვნელო რამაა, რომ არ ღირს წუხილი ამის გა-
მო.“ მაგრამ იჯლალი და მუაზეზი ერთმანეთისგან განსხვავდე-
ბოდნენ: მათგან პირველს მხოლოდ ის აინტერესებდა, რა მოხ-
და, ხოლო მეორეს აინტერესებდა მოვლენის აქტიურად გან-
ხილვა, ყველა დეტალის გაცნობა და ცნობისმოყვარეობის დაკ-
მაყოფილება. რადგან იჯლალმა კარგად იცოდა თავისი მეგობ-
რის განწყობა, იგი თავს იკავებდა იმისგან, რომ მუაზეზი ვინმეს-
თვის გაეცნო, თუნდაც თავისი ოჯახისთვის წარედგინა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მას დიდი ხანი იყო, რაც იცნობდა და ძალიანაც
უყვარდა.
მუაზეზის თვალში, იჯლალის ნათესავები უბრალოდ შემ-
თხვევითი ნაცნობები იყვნენ, რომელთა შესახებ ხშირად სმენო-
და, მაგრამ არასდროს ენახა.
იმ დილასაც მუაზეზმა მუმთაზს ერთი საიდუმლო გაუმხი-
ლა. მოახსენა, რომ იენიქოუში მდებარე ბოსფორის რეზიდენ-
ცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბერძნულ
ოჯახს ეკუთვნოდა, ნახევარ ფასად გაყიდულიყო; იქვე, მეზობე-

124
მკითხველთა ლიგა

ლი სახლის შესახებაც უამბო, წითლად რომ იყო შეღებილი;


სხვათა შორის, სასიძოს ამ სახლის დანახვაზე ენა ჩაუვარდა და
ძლივს დაითანხმეს ცოლად შეერთო ამ ოჯახის ქალიშვილი.
საწყალი, თურმე გაიძახოდა, ასეთ სახლში ვერ ვიცხოვრებო;
მოჰყვა, როგორ ჩხუბობდა ორი არასახარბიელო რეპუტაციის
მქონე ქალი სადღაც, დუქანში; მოაყოლა ამბავი ერთი მეთევ-
ზისა, რომელმაც ბებექში ახალი ნიჩბებიანი ნავი შეიძინა, და
აზრი გამოთქვა ორი გამოცხადებული ნიშნობისა და ორი ქორ-
წილის შესახებ. რადგან იმ დროს იქ არ იყო იჯლალი, შეუძლე-
ბელი იყო რომელიმე ამ ახალი ამბის გაანალიზება ან ახსნა
ცალ-ცალკე და მერე ერთად, განსაკუთრებული დრამატიზმით.
მოკლედ რომ ვთქვათ, იჯლალის მიერ მიწოდებული ინფორ-
მაცია ყოველთვის შეიცავდა სინთეზის ელემენტს.
- რაო, შენი დისერტაცია დაასრულე?
- წუხელ, - ბავშვური მორცხვი ღიმილით უპასუხა მუმთაზმა,
- წუხელ, უკანასკნელი გვერდის ბოლოს გრძელი ხაზი გავავ-
ლე. მის ქვემოთ მეორე, უფრო სქელი ხაზი და სულ ბოლოს
მივაწერე: „4 მაისი, საღამოს 11:05“. შემდეგ კი ხელი მოვაწერე.
ამის მერე ავდექი და აივანზე გავედი. სამ-ოთხჯერ ღრმად ჩა-
ვისუნთქე და აი, ახლა ბიუიქუდაში მივემგზავრები.
მოერიდა, თორემ ნურანს ეტყოდა: „ოცდაექვსი წლის ვარ,
კარგი სახლი მაქვს ემირგანში, გორაკზე. ცეკვა არ მეხერხება,
თევზაობაში არ მიმართლებს, იმიტომ რომ მოთმინება არ
მყოფნის, მაგრამ გამოცდილი მეზღვაური ვარ. ყოველ შემ-
თხვევაში, მაქვს უბედური შემთხვევების დროს თავის გადარჩე-
ნის ალღო - შენი ხათრით დღეში ორ თეფშ ზღვის მცენარეები-
ან მაწონმოსხმულ სალათს შევჭამდი და სიგარეტის მოწევასაც
შევამცირებდი, თუმცა, დღეში ერთ კოლოფს ვეწევი.“

125
მკითხველთა ლიგა

ეს აბდაუბდა ერთი მხრივ, დისერტაციის დასრულებით გა-


მოწვეული აღტაცების შედეგიც იყო. როცა ერთობოდა და ხუმ-
რობდა, მეტ სიამოვნებას გრძნობდა, რადგან დღეიდან იგი თა-
ვისუფალი იყო, შეეძლო ეხეტიალა, ემოგზაურა, სადაც უნდო-
და, რამდენ ხანსაც უნდოდა, შეეძლო წაეკითხა ყველაფერი,
რაც მოუნდებოდა. დისერტაციის 4 მაისს დამთავრება ნიშნავდა
მთელი ზაფხულის მოგებას. პირველად ოთხი წლის განმავლო-
ბაში, ეს მოხატულფრთიანი საოცარი ფრინველი, სახელად
ზაფხული, მისი იყო. ასევე სტამბოლი, ეს ბედნიერების კარიბჭე,
მისი იყო მთელი ოთხი თვე. რა თქმა უნდა, გამოცდების ჩატა-
რებაში მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ მერე რა? აქედან
გამოსავალს ყოველთვის იპოვიდა.
თავისი ჩუმი ღიმილით სახეზე, ნურანი ყურადღებით ისმენ-
და, დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რაც
თვალებში ეხატებოდა. ამ თვალების ბრწყინვა ისევე მართავდა
მას, როგორც მზე თავისი მოძრაობებით კარნახობს ყველა-
ფერს, რასაც ჩვენ ვეძახით „დღეს“. მუმთაზი მას შეჰყურებდა,
გულში კი იჯლალს ეთანხმებოდა: დიახ, ნურანი არაჩვეულებ-
რივი იყო, მას ჰქონდა „რაღაც, არ ვიცი რა“...
- იჯლალი ხშირად მელაპარაკებოდა თქვენზე გასულ ზამ-
თარს. მან ერთხელ თქვა, რომ თქვენ მარტო ცხოვრობთ საკუ-
თარ სახლში, ბოსფორთან ახლოს.
- დიახ, ასე მოხდა. რამდენიმე წლის წინ ჩემმა მამიდაშ-
ვილმა იჰსანმა მშვენიერი სახლი აღმოაჩინა. იმ ზამთარს ის და
მისი ოჯახი იქ გადავიდა საცხოვრებლად, მე კი აქ დავრჩი.
- არ გწყინდებათ მარტო?
- არა, საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ ქალაქში. რომ არა-
ფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ადგილები ჩემთვის ბავშვობიდან

126
მკითხველთა ლიგა

ნაცნობია. თავიდან ცოტა მიჭირდა, მაგრამ როდესაც გაზაფხუ-


ლი დადგა...
ორივე ერთად, თავ-თავისი შთაბეჭდილებების გაზიარე-
ბით, იხსენებდა ერთი თვის წინანდელ დროს. იხსენებდნენ
„იუდას ხის“ წითელ ყვავილებს, როგორ იყო ამ ხეების ტოტები
განფენილი ყოველ ნაბიჯზე. ნურანს სურდა ეფიქრა, რომ მუმ-
თაზიც, მის მსგავსად, ამ ულამაზეს ხის ყვავილებს არ აღიქვამ-
და ტკივილისა და ტანჯვის სიმბოლოდ. მაგრამ მან იჯლალის-
გან იცოდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მუმთაზმა ჯერ
მამა დაკარგა, შემდეგ დედა (თანაც თვითონ მაშინ მხოლოდ
თერთმეტი წლის იყო). ცხოვრებამ ადამიანი შეიძლება ნების-
მიერ ასაკში გაამწაროს. ბორანზე ასასვლელად რიგში რომ
იდგა, ნურანმა გაიგონა მის უკან ორი ბიჭი როგორ შესჩიოდა
ერთმანეთს, თუ როგორ ჭირდა თავის გატანა. განა, ეს უნდა
ყოფილიყო სალაპარაკო თემა ამ ასაკში?
-... ამ მოხუც კაცს ფული არ აქვს… რომ ჰქონოდა, სხვა
საქმეა... მას რომ შეეძლოს, სიცოცხლესაც გასწირავდა ჩვენ-
თვის. მე მივხვდი, რომ ასეთ ცხოვრებას ბოლო არ ექნება და
მტკიცედ ვთქვი უარი სკოლაში სიარულზე. მასწავლებლებმა
მაინც არაფერი იციან ასეთი გარემოებების შესახებ, ასეთი სირ-
თულის პირისპირ არასდროს მდგარან. ამიტომ ხელობის სას-
წავლად შეგირდობა ავირჩიე. ჯამაგირი კვირაში ას ორმოც-
დაათი პენია... შემიძლია ჩემს ჭკუაზე ვხარჯო... მომსახურების
გადასახადს და ბორნით მგზავრობის გადასახადს არ ვიხდი და
ესეც კარგია. აგრეთვე ლანჩიც უფასოა, მაგრამ მე ცხიმის სუნს
ვერ ვიტან... რა ვქნა, გულ-მუცელი ამომიტრიალდება ხოლმე.
დედაჩემივით ვარ, როცა ორსულად იყო, დილაობით ცუდად
რომ ხდებოდა ხოლმე...
- სხვა სამუშაო ვერ იშოვე?

127
მკითხველთა ლიგა

- იყო, მაგრამ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იძლეოდნენ.


იმიტომ რომ ხელოსანთა კავშირს ეკუთვნოდა. ისინი დასაწყის-
ში არაფერს არ გაძლევენ. ნუ გეშინია, სამზარეულოში ცოტა
დანამატები გვექნება და დაახლოებით ათი ლირა გამოგვივა.
როგორც კი მამაჩემი გამომჯობინდება, ვაპირებ ხარაზის მოწა-
ფეობა დავიწყო. ეს მხოლოდ მაშინ, თუ მართლა კარგად გახ-
დება.
ნურანი მოტრიალდა, რომ მოლაპარაკე დაენახა. მის წინ
მოზარდი, თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭი, იდგა, გამხდარი და ზე-
თისხილისფერი თვალებით, რომ მიდიოდა, ახლად მოჭრილ
ხის ტოტს ყავარჯენივით ეყრდნობოდა. მის გარეგნობასა და
საქციელში შერწყმული იყო სინდისის ქეჯნა, სარკაზმი და თან-
დაყოლილი კეთილშობილება.
საბიჰმა მუმთაზს ჰკითხა:
- იპოვე სამოცდათვრამეტი წლის ჩანაწერები?
- კი, თუმცა ცოტა წაშლილია. მაგრამ არის საინტერესო
სიმღერები და ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც აქამდე უცნობი
იყო. იჰსანი ამ საქმის გენიოსია და ის ამბობს, რომ ასეთ შემ-
თხვევაში ჩვენ ერთი პროცენტიც კი არ ვიცით, თუ რასთან
გვაქვს ნამდვილად საქმე. ვინმეს რომ შეეძლოს ამ სიმღერების
პოპულარიზაცია, ჩანაწერის გამოცემა, ცოტა მაინც ავიცილებ-
დით თავიდან დღევანდელ პოპულარულ მუსიკას! ერთი წუთით
დაფიქრდი, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც დაიბადა მუსიკოსი ისმა-
ილ დედე ეფენდი; ისეთი კომპოზიტორები, როგორებიც არიან
სეიდ ნუჰი, ებუბექირ აღა და ჰაფიზ ფოსტი, ქმნიდნენ არაჩ-
ვეულებრივ ნაწარმოებებს. ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილი
სწორედ მათი შექმნილია. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ვცხოვ-
რობთ ქვეყანაში, რომელიც სულიერ შიმშილს განიცდის... ეს
კატასტროფაა: დავუშვათ, რომ დღევანდელი თაობა უკვალოდ

128
მკითხველთა ლიგა

წავიდა. ბევრი ნაწარმოები, რაც მხოლოდ ზეპირად ვიცით, უბ-


რალოდ გაქრება. აბა წარმოიდგინე, აი თუნდაც ის ყველაფე-
რი, რაც მხოლოდ მუნირ ნურეთინ სელჩუკმა იცის.
საბიჰი ნურანს მიუბრუნდა:
- იცოდი, რომ მუმთაზი ასე დიდად არის დაინტერესებული
ჩვენი ტრადიციულ მუსიკით?
ნურანმა მას მეგობრული მზერა ესროლა. გაიცინა და მის-
მა სიცილმა რატომღაც რომელიღაც მწიფე ხილი მოაგონა.
- არა, არ ვიცოდი. იჯლალს ასეთი დეტალები არ უთქვამს.
უცბად, ადილის ხმამ უცნაურად გაიჟღერა, თითქოს მიტო-
ვებულად იგრძნო თავი და ამიტომ ხმა გაებზარა; და როგორც
ზურგამოზნექილი კატა გადმოხტება ხოლმე კარადიდან, სადაც
ეძინა, მან უცბად წარმოთქვა:
- სიმართლე გითხრათ, ასეთი ხალხი მაღიზიანებს. ისეთი
გრძნობა მაქვს, თითქოს მათ შეუძლიათ სხვას სულში ჩახედონ.
ადილი იჯლალს არ იცნობდა. რას შეეხება მუსიკას, მისი
არაფერი გაეგებოდა. მას თავი მოჰქონდა გემოვნებით. ამტკი-
ცებდა, რომ მოსწონდა ყველაფერი a la turca - თურქულ სტილ-
ში, უყვარდა „ცურვა ნაცნობ წყლებში“ და აგრეთვე ის არეულ--
დარეულობა, ხანადახან რომ იფეთქებდა ხოლმე ხალხის
ბრბოში. მისი აზრით, მუსიკა და სხვა ასეთი რამეები იმისთვის
არსებობდა, რომ შეევსო ის, რასაც დროს უწოდებენ. პარადი,
თვლა კრივის მატჩის დროს, დახვეწილად მიზანმიმართული
ჭორი, რომელიც მოხდენილად იქნებოდა ნათქვამი, ისეთივე
სითბოთი და კმაყოფილებით ავსებდა მის გულს, როგორითაც
ხელოვნების ნიმუში. მას შეეძლო დაეგვიანა ბორანზე, ათ სა-
ათზე რომ გადიოდა, ოღონდ კი გაეგო დეტალები, რომლებსაც
კარისკაცის ცოლი მოახსენებდა მეორე სართულზე მცხოვრები
მდგმურების შესახებ. ფაქტობრივად, ჰურიე, ოთახის დამლაგე-

129
მკითხველთა ლიგა

ბელი, ამ ამბის გარდა, არც არაფერს უყვებოდა. ადილს შეეძ-


ლო მისგან მხოლოდ იმის დადასტურება მიეღო, რასაც თვი-
თონაც ხვდებოდა. დიახ, ამ კაცმა, ვისზეც არის ლაპარაკი, ვი-
თომ მოკრძალებულად რომ მოაქვს თავი, მოახერხა გამოსა-
ვალი ეპოვა რთული ვითარებიდან, ისე რომ მისმა ცოლმა არა-
ფერი იცოდა - მან მიიღო სასამართლოსგან ნებართვა მეორე
ქორწინებაზე ცოლის უნაყოფობის მიზეზით. ამგვარად, ეს შავ-
ტუხა ქალი, სამი წლის წინ რომ გაიცნო კადიკოიში მიმავალ
ბორანზე, და რომელმაც მას ბავშვი გაუჩინა, მისი მეორე ცოლი
გახდა. ერთადერთი დაბრკოლება იყო ის, რომ პირველმა
ცოლმა განაცხადა, მეც ფეხმძიმედ ვარო. ასე რომ, ეს არამზა-
და მოულოდნელად ორი ბავშვის მამა გახდა. აი, ასეთია ღმერ-
თის სამართალი!
ვერაფერს იტყოდი ადამიანი - ადილი მართლაც დიდი
გამჭრიახობით გამოირჩეოდა. ექვსი თვით ადრე სკანდალის
გახმაურებამდე, ის უკვე ეჭვობდა, რომ რაღაც ხდებოდა და
გულდასმით ეკითხებოდა ყველას, ვისაც კადიკოიში იცნობდა.
უცნაური იყო, რომ კაცის პირველი ცოლი დარწმუნებული იყო,
ორსულად ვარო. როდესაც ეს რწმენა გაქარწყლდა - თუმცა,
ასეთ შემთხვევებში ადილს მხოლოდ ექიმების დასკვნისა სჯე-
როდა - დარჩა ერთადერთი რამ: ალბათობა, რომ კაცი სულაც
არ იყო იმ მეორე ბავშვის მამა. ადილი მოსამართლეს მოგა-
გონებდათ, რომელიც ზედმიწევნით, დიდი გულისყურით სწავ-
ლობდა ამ საკითხის სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ
რთულ ანგარიშს. თუ ქალი სულაც არ იყო იმის მიზეზი, რაც
მისმა ქმარმა ჩაიდინა, რატომ უნდა აეტანა მას ეს სირცხვილი?
ადილი წარმოიდგენდა ხოლმე თავის მეზობელს - როგორც
ცუდი მანერების მქონე, მომუშავე ახალგაზრდა ქალების უმეტე-
სობა, რომლებიც რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ

130
მკითხველთა ლიგა

მათ ხელთ ეპყრათ უძველესი ნაყოფიერების ღმერთების ძა-


ლაუფლება, დადიოდნენ ძველი ინდური მითოლოგიის გო-
ლიათების სიამაყით, ჩაძირულნი ამ ილუზიის სიღრმეში ჩადე-
ბულ ვითომდა საკუთარ შესაძლებლობებში და საკუთარი მუცე-
ლი მიაჩნდათ ჭურჭლად, რომელიც აუცილებლად უნდა ავსე-
ბულიყო, ნებისმიერ ფასად - ახლა თავდახრილს და მწუხარეს;
მთელი ეს მაღალი წარმოდგენები საკუთარ თავზე სადღაც გამ-
ქრალიყო დაჩუტული ბუშტივით, და ადილი ფიქრობდა - შევ-
ძლებ ჩავხედო თვალებში ისე, რომ არ გამეცინოს? ეს იქნებო-
და მოკრივის მოკლე დარტყმასავით. ოდნავი ჩაცინება და მზე-
რა, რომლის შინაარსი იქნებოდა: „იქნებ, პირიქით, ეს კარგის
ნიშანია“. ჰო, ეს წინადადება არ იქნებოდა ურიგო. არა, ეს სი-
სასტიკე სულაც არ არის, ეს შურისძიებაა.
ადილის თავში სწორედ ამ ფიქრებმა დაჩრდილა ნურანის
მხიარული სიცილი, მუმთაზის ბრმა აღფრთოვანება და ისიც, თუ
როგორ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ამ ორმა ბრიყვმა ახლა
პირველად ნახა ერთმანეთი, მაშინ როცა უკვე დიდი ხანი იყო,
ერთმანეთის შესახებ რაღაც სმენოდათ. აშკარა იყო, რომ მათ
ერთმანეთი შეუყვარდებოდათ. მისი რა საქმე იყო, გახდებოდა
თუ არა ეს ამბავი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი? მას
დაწვრილებით ჰქონდა გაგებული მეორე სართულზე მომხდა-
რი სკანდალური ამბები და ამ ამბებიდან და იმ უსიამოვნებიდან,
რასაც აყენებდა მას საბიჰის მიერ ფულის უაზრო ფლანგვა, მან
უკვე დიდი ხანი იყო იცოდა, რომ არავის ესმოდა მასავით ცხოვ-
რების ყველა წვრილმანი.
ნურანმა მზერასთან ერთად, თავისი ნეტარი ღიმილი
ადილზე გადაიტანა. მაგრამ ამ ღიმილს უწინდელი ნაპერწკა-
ლი აღარ ახლდა. მას მხოლოდ ის უნდოდა, თავისი ნათქვამის
გულწრფელობაში დაერწმუნებინა ადილი.

131
მკითხველთა ლიგა

- იჯლალი სხვანაირია. თოთხმეტი წელი ფორტეპიანოს


სწავლობდა, მერე კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა.
მართლა კარგად ერკვევა მუსიკაში და უყვარს.
ნურანი თავისი ნათესავის ქებაში არ აჭარბებდა. იჯლალი,
მისი ცხოვრების ამ მოცემულ ეტაპზეც, შეიძლებოდა მუსიკის
საუკეთესო მცოდნედ ჩაგეთვალათ. მას დაავიწყდა ყველაფე-
რი, ისიც, რაც კოლეჯში ისწავლა; ერთადერთი, რაც დარჩა, ეს
იყო მუსიკა. მისი ცხოვრება მთლიანად და თავისთავად მელო-
დია იყო.
- სიმართლე უნდა ითქვას: ძალიან ცოტა რამ ვიცი მუსიკის
შესახებ. არასდროს შემისწავლია. მაგრამ ძალიან მომწონს.
ყველაფერი, რასაც ვუსმენ, თითქოს მიპყრობს და სამუდამოდ
რჩება ჩემს ცხოვრებაში. მე მყავს ჩემი საყვარელი კომპოზიტო-
რები, არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან უბრალოდ მეჩვენე-
ბა და ზოგი კიდევ საერთოდ არ მომწონს.
მუმთაზი ნურანს შესცქეროდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: შე-
იძლება, ადამიანს მოსწონდეს მუსიკალური ნაწარმოები ისე,
რომ არ ესმოდეს ის? ვინმემ თქვას რამე.
- ბევრი საინტერესო ნაწარმოები იპოვეთ?
- უმეტესობა ბედესთენის და უფრო ძველი ნაწარმოებები-
ა... მაგრამ მაინც აღმოვაჩინე. სულ რაღაც სამი დღის წინ ჰაფიზ
ოსმანის ჩანაწერები ვიყიდე. რატომ ეცინება, როდესაც მე ვლა-
პარაკობ? მე ერთი გამოუცდელი და უცოდველი ბიჭი არ ვარ...
მაგრამ შენი სიცილი ისეთი მშვენიერია, რომ გაღიზიანების ნაც-
ვლად, ძალიან მსიამოვნებს. მის შიგნით თითქოს რაღაც იყო,
რაც იწვევდა მას ამ ოქროს ხილისკენ, რომელიც თითქოს ნუ-
რანის სიცილივით გადმოკიდებულიყო და იზიდავდა მას რო-
გორც ზღვის შორეული ჰორიზონტი. გასაოცარი სიცილი. ადა-
მიანი უნებურად გამოეპასუხებოდა მას; ეს სიცილი მის არსებაში

132
მკითხველთა ლიგა

იზრდებოდა როგორც ხე, რომელიც აგერ-აგერ ძლიერად უნ-


და აყვავებულიყო.
ამ ამბის შემდეგ, ყოველთვის, როცა შინ იყო, თავს ვერ
იკავებდა, არ შეეძლო არ მოესმინა ფერაჰფეზას, აქემაშირანის
და ნუჰუფის მაქამები ზედიზედ, და მათთან ერთად თითქოს ეს-
მოდა ის სიცილიც, რომელიც მის მიერ მოპოვებულ მუსიკის ჩა-
ნაწერებს კიდევ უფრო ალამაზებდა, თითქოს ქარგავდა და რა-
საც ის შეეხებოდა, ყველაფერი იჟღინთებოდა გაზაფხულის
სურნელით და მისი საკუთარი გზნებით.
ფიქრებში რომ იყო, უცბად, თავი ასწია და ნურანს თვალი
თვალში გაუყარა. უყურებდა მას წყნარად, ისეთი მზერით, რო-
მელიც მისი სულის სიღრმიდან მოდიოდა და არაფერს მალავ-
და.
ეს იყო მზერა, რომელიც როგორც ერთი მისი საყვარელი
პოეტი იტყოდა, შემოსავდა ქალს მზის სხივებისგან შეკერილი
სამოსით და ლტოლვა-სურვილით. უძველესი ციხესიმაგრის გა-
საღების მსგავსად, რომელსაც ოქროს ლანგარზე ან ხავერდის
ბალიშზე დადებულს მიართმევდნენ, ნურანი თავის თავს
მთლიანად გამოავლენდა და წარმოადგენდა სწორედ თავის
ჩუმ ღიმილში და დაჟინებულ მზერაში.
ადილი ჩუმად იჯდა. მან მშვენივრად იცოდა ასეთი ღიმი-
ლებისა და მრავლისმთქმელი გამოხედვების მნიშვნელობა,
რომლებიც აქა-იქ გაიელვებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ
კვლავ და კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს. იგი აღარ ფიქ-
რობდა მეორე სართულზე მცხოვრები ხისთავას შესახებ, ორი
ცოლი და ორი შვილი რომ ჰყავდა და ალბათ არც ერთი არ
იყო მისი. ამ ამბავმა უცბად საერთოდ დაკარგა აზრი. არცკი
მივესალმები. რატომ უნდა მივესალმო ასეთ სულელს? ბო-
ლოს და ბოლოს, ეს ის კაცია, რომელიც აქეთ-იქით დადის მე-

133
მკითხველთა ლიგა

ზობლების დახმარებით... ისეთი ტიპია, რომელიც ყველანაირ


უღირს საქციელს იკადრებს. ახლა ის მეზობელი მრავალსარ-
თულიანი შენობის სარდაფში მცხოვრებ მრეცხავ ქალთან და-
დიოდა. რა საერთო აქვს ასეთ ხალხთან? და ამ გადაწყვეტი-
ლებით, ადილმა სამუდამოდ დახურა თავისი მეზობლის, საბი-
თის საქმეებთან დაკავშირებული ამბავი. ფაქტობრივად, მას ახ-
ლა მუმთაზისა და ნურანის შეუფერებლობა უფრო აწუხებდა.
მუმთაზი ერთ დროს მათ ბინას ხშირად სტუმრობდა. მართა-
ლია, ვერასდროს შეძლო მუმთაზის დათანხმება ღამის გასათე-
ვად დარჩენილიყო და დივანზე დაეძინა, მაგრამ იგი მაინც ოჯა-
ხის მეგობარი იყო. შესაბამისად, ადილს მისთვის უკეთესი მო-
მავალი ემეტებოდა, ვიდრე მას ამ „ნამდვილ ქვრივთან“ ელო-
და. მაგრამ ადილს უბრალოდ ასეთი ბედი ჰქონდა. იმის გამო,
რომ სხვა ადამიანები უყვარდა, ის მათი ღალატისგან იტანჯე-
ბოდა. მთელი მისი ცხოვრების გზა ასეთი იყო. საკუთარ ნათე-
სავებსაც მიდრეკილება ჰქონდათ მისი ახლობლების წრიდან
ეპოვათ, ვისზე დაქორწინებულიყვნენ. ახლა მუმთაზის ჯერი
იყო. მხრების აჩეჩვა მოუნდა, თითქოს იმის სათქმელად, „რაც
უნდათ, ის გააკეთონ“, მაგრამ ვერ შეძლო.
ადამიანს ხშირად უნდა, თავის მხრებზე ატაროს ვიღაცის
საფიქრალი და შედეგად, ჩვენი მხრები იტვირთება, ეს ტვირთი
კი იზრდება ფიქრების სიმძიმის პროპორციულად. ადილს მო-
უნდა მუმთაზის მომავლის შესახებ ფიქრის ტვირთის ტარება.
მაგრამ ეს თავისი სისულელის ბრალი იყო. ვინ იყო მუმთაზი
მისთვის? ან თვითონ ვინ იყო, რომ სხვის საქმეებში ჩარეული-
ყო? მან თითქოს ბედის უკუღმართობისგან კიდევ ერთი დარ-
ტყმა მიიღო სახეში. ეს სულელი კაცი ესა. ნეტავ, რომელი არაა
სულელი? ყველა კაცი მასხარაა. ცოტაოდენი მლიქვნელობა,
გულგრილი ღიმილი სადღაც შორიდან, რამდენიმე სიტყვა ბუნ-

134
მკითხველთა ლიგა

დოვან მიზანზე და ბოლოს, მზერა, კვერცხის დადების დროს


რომ აქვს ქათამს, ისეთი... და მორჩა, ცხენისთვის უნაგირის
დადგმის დროც მოვიდა. ადილი სხვის ცხოვრებაში არ
ჩაერეოდა. სულ ერთი იყო, სხვისთვის გეგმას ვერასდროს
მოიფიქრებდა. მას სიმარტოვის ეშინოდა და რადგან ეშინოდა
არ მიმატოვონო, ჭკუიდან იშლებოდა, როცა მისი ნაცნობები-
დან ვინმე მასზე დამოკიდებული აღარ იყო.
ამასობაში, მუმთაზმა და ნურანმა აშკარად მისგან შორს
გაცურეს. ამის პატიება შეუძლებელი იყო. საკმაოდ დიდი ხნის
წინ, მან უკვე აიღო თავის თავზე თავის ნაცნობ სხვადასხვა სქე-
სი ადამიანთა შორის ურთიერთობების კატალიზატორის რო-
ლი. მას ეს ბუნებრივი მიდრეკილება ჰქონდა და ის მართავდა
მისი ცხოვრების ყოველ დღეს. ყოველთვის სასურველი იყო,
რომ ქალებს და კაცებს, რომლებიც ტრიალებდნენ მის გარშე-
მო, მასთან გაეცნოთ ერთმანეთი, იქნებ მსუბუქად და იქნებ სა-
მუდამოდ და უგონოდ შეჰყვარებოდათ, მაგრამ მხოლოდ და
მხოლოდ მისი არწივისებრი მზერის ქვეშ, მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში, თუ იგი იქნებოდა შუამავალი. ასეთი გაცნობის შემ-
დეგ, მას უნდა მიენიშნებინა მუმთაზისთვის ნურანის შესახებ, უნ-
და გაეღვიძებინა კაცის ცნობისმოყვარეობა მსუბუქი მინიშნებე-
ბით, თითქოს ნემსით ოდნავ ჩხვლეტდა, ხოლო მეორე დღესვე
იგივე უნდა გაემეორებინა ნურანთანაც, ამგვარად ფიქრები
აეშალა ორივესთვის, სანამ ერთ მშვენიერ საღამოს მათ თავის-
თან წვეულებაზე დაპატიჟებდა. ასეთნაირად, იგი ამ წყვილს
თითქოს მის მიერ გამართული სადილის ან ვახშმის საყრდენ
ღერძად გადააქცევდა, რადგან ამ საათებს მარტო თვითონ უბ-
რალოდ ვერ ავსებდა. მას აღაფრთოვანებდა, როდესაც მის მი-
ერ შემზადებულ წყვილს შორის ნაპერწკალი იფეთქებდა და
ალს გააჩენდა. მაგრამ იგი ვერ ეგუებოდა, თუ ეს ურთიერთო-

135
მკითხველთა ლიგა

ბები წარმოიშობოდა და ძლიერდებოდა დამოუკიდებლად, მი-


სი ჩარევის გარეშე - ასეთ შემთხვევაში ადილს ხომ დაივიწყებ-
დნენ, არავინ იფიქრებდა იმაზე, მოეწონებოდა მას ეს თუ არა.
იგი ყოველთვის წინაწარ მიმართავდა სხვადასხვა ზომას, რათა
ასეთი შედეგი თავიდან აეცილებინა. მართალია, მას მოსწონ-
და, როცა ახლად აღმოცენებული მეგობრობა სერიოზულ ურ-
თიერთობებში გადაიზრდებოდა, მაგრამ რამდენადაც შეეძლო,
ყველა ღონეს ხმაროდა, რომ შეყვარებულები ერთმანეთისგან
შორს ყოფილიყვნენ და რადგან ეს ღონე და ხერხი მას უკვე
ათი-თორმეტი წლის განმავლობაში შემუშავებული და გამოც-
დილი ჰქონდა, უმეტეს შემთხვევაში, მისი მცდელობა წარმატე-
ბით სრულდებოდა. ერთი რამ უტყუარი იყო: ადილს შეეძლო
სიყვარულის ცეცხლი კიდეც გაეღვივებინა და კიდეც ჩაექრო.
მიუხედავად ყველაფრისა, იგი ქორწინების ინსტიტუტს დიდ პა-
ტივს სცემდა. ადილი მეტად კმაყოფილი რჩებოდა, თუ ქალები,
ვისაც ის იცნობდა, თხოვდებოდნენ კაცებზე, რომლებიც მისი
უახლოესი ნაცნობების წრეში არ შედიოდნენ. მას სურდა, თავი-
სი მეგობრები გვერდით ჰყოლოდა. მათ მხოლოდ დროებითი
თავგადასავლების უფლება ჰქონდათ. ვერ ვიტყვით, რომ ადი-
ლი უხეშად ერეოდა მათ საქმეებში. თუ ბოლოს და ბოლოს,
წყვილი დაქორწინებას მოინდომებდა, ადილს შეეძლო დახმა-
რებოდა მათ მყუდრო ბუდის მოწყობაში. განა, ასეთი ცხოვრე-
ბის სირთულეების გადატანა არ ღირდა კმაყოფილების ამ პა-
ტარა გამოსხივებად? და ამ დროს, მუმთაზმა და ნურანმა ისე
გააბეს ძაფები ერთმანეთს შორის, რომ მან ჩარევა ვერ მოას-
წრო. თან ადილს დიდი ხნის განმავლობაში, ქვეცნობიერად,
ჰქონდა შეგრძნება, რომ ეს ორი ადამიანი აუცილებლად უნდა
გაეცნო ერთმანეთისთვის და თავისებურად შეეწყო ხელი მათი
ურთიერთობის გაღვივებისთვის. ახლა კი, როცა ხედავდა, რო-

136
მკითხველთა ლიგა

გორ უყურებდა მუმთაზი ნურანს, განწყობა შეეცვალა და აღარ


მოისურვა განევრცო ეს ურთიერთობა თავის სადილზე მათი მი-
პატიჟებით სამი დღის შემდეგ.
ადილი იმდენივე შეცდომას უშვებდა, რამდენსაც ნების-
მიერი ადამიანი, მაგრამ მას ერთი კარგი თვისება ჰქონდა: რო-
გორც კი მიხვდებოდა თავის შეცდომას, უყოყმანოდ სათანადო
მოქმედებაზე გადავიდოდა.
არა, მიპატიჟებებს არ დააგზავნიდა. ახლა მას მხოლოდ
ერთი რამ სურდა: უახლოეს შესაფერ დროს საბიჰისთვის შეეტ-
ყობინებინა, რომ მან შეხედულება შეიცვალა. ეს უბრალოდ გა-
მაღიზიანებელი იყო ნამდვილი ქალბატონისთვის, წარმოედგი-
ნა, რომ რამეს დაუმალავდა საბიჰს, მით უმეტეს ასეთ სასიცოც-
ხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, და არ გააკეთებდა
ამას ძალიან პირდაპირ და გახსნილად. რომ აღარაფერი
ვთქვათ იმის შესახებ, რომ ამ გადაწყვეტილების სერიოზულობა
სასიკვდილო განაჩენის სიმძიმის ტოლფასი იყო. მოგვიანებით,
მუმთაზს ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს განაჩენი ძირითადად ნურანს
ეკუთვნოდა; ადილი შედარებით შემწყნარებელი იყო კაცების
მიმართ. ისინი არ იყვნენ ქალებივით ეშმაკები; სიყვარულით
შეპყრობილი კაცი, ყველაზე მახინჯიც კი, ისეთი საყვარელია,
ისეთი კარგი...
მუმთაზი დარწმუნებული იყო, რომ ადილი მას არ გასწი-
რავდა, მიიპატიჟებდა სადილად რომელიმე დღეს, ამ კვირის
განმავლობაში; არანაკლებ დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ
ნურანს ნებას მისცემდა მხოლოდ ცალკე, უბრალოდ მარტო
მოსანახულებლად მისულიყო.
ადილის აჩემებებთან შედარებით საბიჰის თავისებურებები
ბევრად მარტივი იყო. მას ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ
ოდესმე ნახავდა, მუმთაზსა და ნურანს შორის როგორ გაჩნდე-

137
მკითხველთა ლიგა

ბოდა მიზიდულობა. ცოტა ხნის წინ მან ფიასკო განიცადა აბა-


ზანის აქსესუარებთან დაკავშირებით - მისმა პოლონელმა მე-
გობარმა გააკეთა ეს საქმე - ადილმა კი მთელი თავისი დარდი
ქმრის კანის დაავადების მკურნალობაზე გადაიტანა. უკვე ერთი
თვე იყო, ის მხოლოდ მოხარშულ სტაფილოს და კარაქში მო-
შუშულ ბოსტნეულს მიირთმევდა. ნურის ქორწილის შემდეგ კი
მისი დიეტა განსაკუთრებით გამკაცრდა. რამდენიმე კვირა იყო,
წვეთი რაქი არ დაულევია. ახლა მოუნდა იმ მოულოდნელ სტუ-
მარსაც მოსვლა! საბედნიეროდ, მათ მეზობლად არავის მანამ-
დე ფეხი არ დაუდგამს. თუ ეს ორი სულელი ამ საკითხს საკმა-
ოდ კარგად მოაგვარებდა, ხვალ საღამოს, არა, ხვალ ღამით,
საბიჰი კვლავ მოხარშული სტაფილოთი და ბადრიჯნით სავსე
თეფშს დაიდგამდა წინ, როგორც წინა, და იმის წინა ღამეს. მან
ამოიოხრა. ადამიანები მართლად სასტიკები იყვნენ. ცხოვრება
აუტანელი იყო. რა განსხვავებაა სტაფილოს ჭამასა და საკუთა-
რი ფეხის ჭამას შორის, როცა შენ დამშეული ობობა ხარ? ამის
შესახებ ერთ ფრანგულ გაზეთში წაიკითხა იმ დილით.
იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იჯდა, ადილი მართლაც
ობობას ჰგავდა ფიქრებში შთანთქმული - თან მადაც ხომ ისეთი
ჰქონდა, როგორიც გაუმაძღარ არსებას. მის პირდაპირ მაგი-
დის ბოლოსთან ფატმა იჯდა. ადილმა შეამჩნია, რომ გოგონა
მოთმინებას კარგავდა. ის საკმაოდ ლამაზი იყო, თუმცა მის სი-
ლამაზეს ხელს უშლიდა საოცრად ჭირვეული ხასიათი. იგი აშ-
კარად ეჭვიანობდა დედაზე, რომელიც ვიღაცებს ყურადღებით
ექცეოდა. უცბად, ადილს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
მისი გული წყალში ჩადებული იაპონური ქაღალდის ყვავილი-
ვით გაიფურჩქნა და მას სრული თანაგრძნობა და სიყვარული
დაეუფლა ბავშვის მიმართ...საბრალო პატარა არსება... ადილ-
მა არ დააყოვნა და მაშინვე შეუდგა ბავშვის გულის მოგებას.

138
მკითხველთა ლიგა

ისეთი მოჩვენებითი გრძნობით, რომ ჯოჯოხეთის დემონებსაც


შეშურდებოდათ, მან გოგონას ჰკითხა, როგორ გრძნობდა
თავს. ფატმა მიხვდა, რომ იგი შეიცოდეს და წარბები შეჭმუხნა.
ნურანი გარდაუვალი ტირილის მოლოდინში წამით გაქვავდა,
ადილს შეხედა, თითქოს შეევედრა: „გთხოვ, არ გინდა.“ მაგრამ
ადილმა მზერა არ დაუბრუნა და არ შეჩერდა, იგი ყალყზე შემ-
დგარი ცხენივით დაეშვა თანაგრძნობისა და საუბრის გზაზე: „ა-
ბა, მითხარი, ისევ ისე კარგად ცეკვავ, როგორც უწინ? ძალიან
მომეწონა, ერთ საღამოს ჩვენთან რომ იყავი და რომ თამაშობ-
დი... გახსოვს?... შენი სათამაშო მატარებელი რას შვრება?“ ახ-
ლა მისი ხმა განსაკუთრებით ხავერდოვანი გახდა. ო, როგორ
შეეძლო მას ამ ხმით ადამიანის სულის ყველაზე შორეულ კუთ-
ხეებში შეეღწია! სათამაშო მატარებელი და ცეკვა შარშან ახა-
ლი წელი რომ დგებოდა, იმ საახალწლო ზეიმს უკავშირდებო-
და, როცა ყველა ერთად მხიარულობდა, მამაც იქ იყო... ადი-
ლის თანაგრძნობამ ზუსტად ეს მოგონება ამოირჩია ბავშვის
მეხსიერებიდან, თითქოს ანტიკვარული ნივთებიდან უშეცდო-
მოდ ამოირჩია ხანჯალი, რომელიც სჭირდებოდა.
მარტო ეს შეკითხვა საკმარისი იყო, რომ საწამლავივით
ემოქმედა ფატმაზე. ამ მოგონებამ ამოაგდო იგი საკუთარ თავში
ჩაკეტილი მდგომარეობიდან, მივიწყების და მიტოვების გამო
ტკივილმა რომ შეუქმნა. იმ დღეს მუმთაზი მიხვდა, როგორი
არაგულწრფელი ხდება მიტოვებული და ეჭვიანი ბავშვი. ფატ-
მამ მთელი გზა, სანამ ბორანი მიდიოდა, ერთი წამით ამოსუნ-
თქვის საშუალება არ მისცა ნურანს. ახალგაზრდა დედა
მთლიანად დამორჩილებული ჰყავდა ამ პატარა ბოროტ სულს.
ნურანი მხოლოდ თავისი ღიმილით ინარჩუნებდა ნაცნობებთან
ყოფნას. ამ შორიდან გაბრწყინებული ნაზი ღიმილის სხივქვეშ
მუმთაზი ისმენდა საბიჰის შეხედულებებს მსოფლიოში არსებულ

139
მკითხველთა ლიგა

მდგომარეობაზე უუფლებობის გამო, რომლისგანაც ის იტანჯე-


ბოდა, დიდი სტაფილოჭამია ახლა ჯავრს მთელ მსოფლიოზე
იყრიდა. თითქოს უნდოდა ეთქვა, „შემიძლია დავამტკიცოო“ -
ცალი ხელი ფრანგულ გაზეთებზე ედო, ყველას და ყველაფერს
მიყოლებით კიცხავდა და ბრალს სდებდა.
მუმთაზი რომ ვერ ჩასწვდომოდა ნურანის სახის გამომეტ-
ყველებას სულ სხვა სიღრმემდე, - სადაც მისი მნიშვნელობა ჩა-
მალული იყო იმ დროსაც, როცა გაუაზრებლად მონაწილეობ-
და ადილთან ვითომდა მსუბუქ საუბარში, - რომ ვერ შესძლე-
ბოდა მისი მიმზიდველი ღიმილის დანახვა, მის სახეს გარედან
რომ ანათებდა, მას ისღა დარჩებოდა ეფიქრა, რომ სამყაროს
დასასრული ძალიან ახლოს იყო - იმ დროისთვის საკმაოდ სა-
სურველიც - და რომ ეს ბრიყვების კრებული, ანუ კაცობრიობა
არმაგედონს სავსებით იმსახურებდა. ასე იყო თუ ისე, ნურანის
ღიმილი, მისი მოწითალო წაბლისფერი თმა, ზევით რომ ჰქონ-
და აწეული, არწმუნებდა მას იმაში, რომ ცხოვრებას თავისი ჰო-
რიზონტები ჰქონდა პოლიტიკისგან და სხვადასხვა საქმეების-
გან შორს, სულ სხვა, ბევრად უფრო მშვენიერი და უფრო შესა-
ფერი იმისთვის, რომ ადამიანს თავი სიმშვიდის გარემოში ეგ-
რძნო; ნურანის იქ ყოფნა აჯერებდა მას, რომ კმაყოფილება შე-
საძლოა იყოს სადღაც აქ, მხოლოდ ხელს გასწევ და მისწვდები
და იმაშიც, რომ არსებობის წარმავალობა უფრო კარგად იყო
მოფიქრებული, ვიდრე მას აქამდე ეგონა. როცა ბორანი კუნ-
ძულს მიუახლოვდა, მუმთაზის ოპტიმიზმმა იკლო, მისი ადგილი
აგონიურმა დაძაბულობამ დაიკავა. აქ იგი ნურანს და მის გო-
გონას უნდა დამშვიდობებოდა.

140
მკითხველთა ლიგა

II

მუმთაზმა, როგორც კი თანამგზავრებს დაშორდა, მაშინვე


ინანა, რომ აჩქარდა. ნურანს ასე არ უნდა დაშორებოდა. იქნებ,
თვალი მაინც მოვკრა, - გაიფიქრა მან და ბორანიდან გადმო-
სასვლელთან შორიახლო გაჩერდა. როდესაც მგზავრებისა და
მათ დასახვედრად მოსული ხალხის ნაკადი შეთხელდა, მან
ჯერ საბიჰი და ადილი დაინახა. ადილს ქუჩაში მხოლოდ მცირე
მანძილის გავლა შეეძლო ისე, რომ ქმრის მკლავს არ დაყ-
რდნობოდა. მისთვის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე საიმე-
დო ხერხი იმ რესურსის მთლიანად გამოყენებისა, რასაც ქმარი
ერქვა, იყო ის, რომ ქმარს იგი უნდა ეტარებინა, უფრო სწორად
უნდა ეზიდა, ნაწილობრივ მაინც, როდესაც ერთად გადიოდნენ
სადმე ან დასეირნობდნენ; ახლაც მკლავგაყრილი მოაბიჯებ-
დნენ. საბიჰს, თითქოს სურდა, მსოფლიოს პრობლემები ადი-
ლის ტანის სიმძიმის დასაბალანსებლად გამოეყენებინა, მეორე
მკლავქვეშ სქლად დაგორგლილი გაზეთები ამოედო და შუბ-
ლი მწარედ შეეჭმუხნა. იგი აშკარად ძლივს მიიკვლევდა გზას,
თან საკუთარი იდეებისა და დასავლეთის ქვეყნებთან შედარე-
ბების გრძელი ჩამონათვალი უტრიალებდა თავში, ბორნის მი-
მოსვლის განრიგთან, ნაპირთან მიდგომის და ნაპირიდან მო-
ცილების საშუალებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მუმთაზი სხვა ჯგუფს ამოეფარა, რათა თავიდან აეცილები-
ნა ამ წყვილთან საუბრის გაგრძელება. მალე ნურანი და მისი
გოგონაც გამოჩნდნენ. ალბათ იმისთვის, რომ თავის ნებაზე ევ-
ლო და არ შეწუხებულიყო, ნურანი სულ ბოლო გადმოვიდა ბო-
რანიდან. სახე შვილისკენ ჰქონდა დახრილი, თავისი ტკბილი
და მარტივი ღიმილით, მოდიოდა და თან ბავშვს რაღაცას უხ-
სნიდა.

141
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ეს ღიმილიანი საუბარი დიდხანს რ გაგრძელებუ-


ლა. როგორც კი სადგურის შენობიდან გავიდნენ, ფატმამ შეჰ-
ყვირა: „მამა! დედა, მამა მოდის!“ და წინ გაიჭრა. რაც მუმთაზმა
ამის შემდეგ დაინახა, ალბათ არასდროს დაავიწყდებოდა. ნუ-
რანის სახე მიცვალებულის გაფითრებულ სახეს დაემსგავსა.
მუმთაზმა მიმოიხედა; ოცი-ოცდახუთი ნაბიჯით მის წინ გამოჩ-
ნდა ქალი, რომელიც უახლოვდებოდა - მსხვილძვალა, დიდ-
მკერდიანი, ქერა ქალი; თვალში საცემი, შეიძლება ითქვას,
რადგან საოცრად ლამაზს ვერ უწოდებდით. მოგვიანებით, რო-
დესაც ამ სცენას იხსენებდა, მან ასეთი შეფასება მისცა ქალს:
ყოველ შემთხვევაში, ზოგ კაცს ასეთი ქალები მოსწონს. ამ
ქალს თან ახლდა შავგვრემანი, შავთმიანი, ასე ოცდაათი--
ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი. მას მკლავებზე და სახეზე მზე
ჰქონდა მოკიდებული და მისი გარეგნობა ქმნიდა შთაბეჭდილე-
ბას, რომ ამ კაცს საწყლოსნო სპორტი უნდა ჰყვარებოდა. ნუ-
რანს მთელი ტანი უკანკალებდა. როდესაც მსხვილმა ქალმა
ჩაიარა, მუმთაზმა გაიგონა, როგორ ჩაილაპარაკა მან წყნარი
ხმით, ნახევრად თურქულად და ნახევრად ფრანგულად: „კი
მაგრამ ეს ხომ სამარცხვინო საქციელია, ფაჰირ, ღვთის გულის-
თვის, გთხოვ, გააჩუმო!“ ფაჰირი და მისი ქალბატონი, როგორც
იქნა, ნურანს მიუახლოვდნენ. აღგზნებულმა ემამ ხელში აიტაცა
ფატმა, შეძახილებით: „უფალმა დაგლოცოს!“ და „ეს რა მშვე-
ნიერი ბავშვია!“ ამ დროს ფაჰირი გაქვავებული იდგა. მან ისიც
ძლივს მოახერხა, რომ ბავშვს ლოყაზე მოფერებოდა. უცნაური
და უხერხული შეხვედრა იყო. სადაც ნურანი იდგა, მუმთაზისგან
საკმაოდ შორს, მუმთაზის თვალი იქაც ამჩნევდა, რომ ის ისევ
კანკალებდა. ემა განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და მარცვალ--
მარცვალ ხაზგასმით წარმოთქვამდა: „ო, რა მშვენიერი გოგო-
ნაა!“ ფატმა, რომელიც დააბნია ამ უცნობი ქალის გრძნობებმა

142
მკითხველთა ლიგა

და მამის გულგრილობამ, მაგრად ჩაეჭიდა დედას და ატირდა.


ამ სცენის შემხედვარეს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს ეპიზოდი
ნურანის საქციელით იყო გამოწვეული, ან რომ ფაჰირმა გა-
მოიყენა შესაძლებლობა, ემას დასანახად, თავისი ყოფილი ცო-
ლისთვის ეჩვენებინა, რაოდენ გულგრილი იყო მის მიმართ. ნუ-
რანმა წერტილი დაუსვა ამ უსიამოვნო ეპიზოდს, რადგან არა-
ვითარი სურვილი არ ჰქონდა, დიდხანს გაგრძელებულიყო.
მისმა ჟესტმა კარგად აჩვენა მისი ხასიათი: მან ხელში აიყვანა
ბავშვი, ამ ორ ადამიანს შორის გაიარა და რამდენიმე ნაბიჯის
შემდეგ ფაეტონი გააჩერა. როდესაც გვერდით ჩაუარეს, მუმ-
თაზმა შეამჩნია, რომ ბავშვს ტირილისგან კრუნჩხვები დასწყე-
ბოდა. იგი საშინელ ხასიათზე დადგა. ქუჩის თავში მას მეგობ-
რები ელოდნენ.
- სად ხარ? რამდენი ხანია გელოდებით.
- იჰსანი მოვიდა?
- კი. თან შენი ნათესავი ახლავს.
- რომელი?
- ვიღაც სუათი. უცნაური ბიჭია. სანატორიუმშია გაჩერებუ-
ლი.
- თან ცხენს ჰგავს.
- ჰო, ვიცნობ, - ჩაილაპარაკა მუმთაზმა. შემდეგ ნურის მი-
უბრუნდა, - მართალი ხარ, მართლაც ცხენს ჰგავს.
ლაპარაკობდა, მაგრამ მისი გონება ნურანს დასტრიალებ-
და. გაახსენდა, როგორ ჩამოეშლებოდა ხოლმე თმა საეთქლე-
ბიდან თვალებისკენ.
ორჰანმა თავისი ანალიზი ასე დაასრულა:
- რაღაც არის მასში ბოროტი, თითქოს კანიბალიაო.
- არა, უფრო ასასენს ჰგავს, ან უფრო ზუსტად, გაშმაგებულ
ასასენს, ეს კი იგივეა, რაც თვითმკვლელი.

143
მკითხველთა ლიგა

ეს ტერმინები ნახევრად ხუმრობით იყო მოგონილი უნი-


ვერსიტეტში სწავლის დროს. ერთ დღეს, ქულუქის ყავახანაში
ყოფნისას, მათ წაიკითხეს, რომ ცნობილი ისტორიკოსი მუქრი-
მინ ჰალილი ადამიანებს სამ კატეგორიად ჰყოფდა: „აღმოსავ-
ლელი ლაქიები,“ „მსოფლიოს კანონმდებლები“ და „თავზე ხე-
ლაღებულები“. შემდეგ იგი გამოჰყოფდა ქვეკატეგორიებს: „კა-
ნიბალები“ იყვნენ ნებისმიერი იდეოლოგიის ფანატიკოსები -
როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე. „ასასენებს“ ჰქონდათ
გარკვეული მიზეზები უკმაყოფილებისთვის და ამ მიზეზებს ყვე-
ლასთან განიხილავდნენ, ვინც შეხვდებოდათ. „გაშმაგებული
ასასინები“ ამ მიზეზებს უკიდურესად სუბიექტურად აღიქვამდნენ
და მზად იყვნენ აჯანყებისთვის, ხოლო რაც შეეხებოდა „თვით-
მკვლელებს“, ისინი ამ მიზეზებს აღიქვამდნენ როგორც მტან-
ჯველ გამოუვალ მდგომარეობას.
მკლავგაყრილი მიდიოდნენ, როგორც წლების წინ, ნახე-
ვარ ქუჩას იკავებდნენ, მოდიოდნენ სიცილითა და საუბრით.
ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, რომ მუმთაზი ჩაფიქრებული და დაბ-
ნეული იყო.
ამ ნაშუადღევს, რესტორანი თითქოს ზღვით იყო სავსე,
სუათი და იჰსანი კუთხეში მდგარ მაგიდასთან ისხდნენ. ზღვის
ზედაპირიდან არეკლილი შუქი სუათის სახეს ანათებდა. მუმ-
თაზს მოეჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც ბოლოს ნახა, სუათი უფ-
რო გამხდარიყო და გაფითრებულიყო. თითქმის ძვლები უჩან-
და.
იჰსანმა მოუთმენლად უთხრა:
- მოდი, დაჯექი, დროს ნუღარ კარგავ.
საერთოდ, იჰსანი იშვიათად სვამდა. არა იმდენად ჯან-
მრთელობაზე ზრუნვის გამო, რამდენადაც მიაჩნდა, რომ ალ-
კოჰოლს ცხოვრებაზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა. ის ხშირად

144
მკითხველთა ლიგა

ამბობდა: „არ უნდა დავუშვათ, რომ ალკოჰოლმა ჩვენში თავისი


იდუმალი მიმზიდველობა დაკარგოს.“ ყოველთვის, როდესაც
ალკოჰოლურ სასმელს დალევდა, და ეს, რა თქმა უნდა, იშ-
ვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა - იგი პატარა ბავშვზე მოუთმე-
ნელი და ჭირვეული ხდებოდა. მან ეს რესტორანი იმიტომ აირ-
ჩია, რომ ბორნის გაჩერებასთან ახლოს იყო, იგი კი მუმთაზს
მოუთმენლად ელოდა. უცბად, მუმთაზს მიუბრუნდა და მიახალა:
- თვალები ანთებული გაქვს. რა იყო, მოხდა რამე?
გაოცებულმა მუმთაზმა უპასუხა, სუათის ნახვა ძალიან სა-
სიამოვნოაო. რეალურად, სულაც არ ესიამოვნა სუათის დანახ-
ვა, თუმცა, მის განათლებას და საუბრის უნარს პატივს სცემდა.
მაგრამ იყო სუათის ხასიათში იყო რაღაც, რაც მას არ მოსწონ-
და, თუმცა ზუსტად ვერ იტყოდა, რა.
- რა კარგია... თურმე არის ამ ქვეყნად ხალხი, ვისაც ჩემი
დანახვა სიამოვნებს.
სუათის სიცილზე მუმთაზმა თავისთვის გაიფიქრა: იცი, ზუს-
ტად ამისთვის მომწონხარ! სუათის სიცილში იყო რაღაც საოცა-
რი ძალა, რომელიც პირდაპირ გულიდან მოდიოდა, მაგრამ
რომელიც თან ყველაფერს უარყოფდა. იგი იცინოდა, მისი სახე
კი აშკარად გამოხატავდა გაუცხოებას და დაპირისპირებულ
განწყობას. თვითონვე ყელში ამოუვიდა თავისი ცხოვრება, თუ
უბრალოდ მე დამცინის?
ფაჰრიმ იჰსანს გაუცინა და უთხრა:
- ხომ გითხარი, მოვა-მეთქი. შენ კი არ გჯეროდა.
- ორი ბორანი გამოტოვა.
- არა, მხოლოდ ერთზე დამაგვიანდა.
- როდის ადექი?
მუმთაზს თავისი დიდი მიღწევა გაახსენდა და თქვა:

145
მკითხველთა ლიგა

- წუხელ წიგნი დავასრულე. დასაძინებლად გვიან წავედი


და ვერ დავიძინე. რაც უნდა ვუთხრა, ვერაფრით ვერ მივაღწიე,
რომ სუმბულმა საჭირო დროს გამაღვიძოს!
სუმბული შინამოსამსახურე იყო, რომელიც მუმთაზის საში-
ნაო საქმეებს განაგებდა ემირგანში.
სუათმა ჰკითხა:
- რას კითხულობდი ამ ბოლო დროს, მუმთაზ?
მუმთაზი დიდი ყურადღებით დასცქეროდა მის წინ განლა-
გებულ საუზმის თეფშებს. იგი შემოსასვლელი კარის პირდაპირ
დაჯდა, თუმცა იცოდა, რომ ქალი, რომელიც მან სულ ცოტა
ხნის წინ გაიცნო, აქ არ მოვიდოდა.
- რა ვიცი, პრაქტიკულად ყველაფერს... აჰმედ ჩევდეთის
ისტორიას, ბიოგრაფიულ ჩანაწერებს, თაშქოფრუზადეს ნაწარ-
მოებს...
სუათმა მოურიდებლად განაცხადა:
- რა უბედურებაა! ახლა როგორღა ვისაუბრებთ? ადრე მე
და მუმთაზი სხვადასხვა საკითხს ადვილად ვიხილავდით. ჯერ
მე შევეკითხებოდი, რომელ მწერალს კითხულობდა, შემდეგ
დავიწყებდი ლაპარაკს დასახელებული ავტორის ხედვის შესა-
ხებ, ან იმ საინტერესო საკითხებს განვიხილავდით, რომლებსაც
იგი ეხებოდა.
მისი იდუმალებით მოცული სახე უცბად ბავშვურმა სიცილ-
მა გაანათა. თითქოს თავისი ამასწინდელი ფიქრი დაასრულაო,
მუმთაზმა გაიფიქრა, აი ზუსტად ამიტომ მომწონს ეს ადამიანი.
- განა მეტ-ნაკლებად ყველა ასე არ კითხულობს წიგნებს?
- ჩაერია ნური.
ამ ოთხ განუყრელ მეგობარს გალათასარაის უნივერსიტე-
ტიდან ძალიან უყვარდა მუმთაზი და ვერ მოითმენდნენ ვინმეს-
გან მის შესახებ გადაკვრით ლაპარაკს.

146
მკითხველთა ლიგა

სუათმა ხელის ჟესტი მოიშველია:


- მე მხოლოდ ვხუმრობ. მუმთაზს ყოველთვის ასე „ვკბენ“.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი, რასაც წარმოადგენს. ჩვენ
ნათესავები ვართ. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ეჭვი მეპარე-
ბა, ნუთუ, ყველა ისე ბევრს კითხულობს, როგორც ჩვენ.
ფაჰრის გამოთქმულმა აზრმა სხვა მიმართულება მისცა
საუბარს:
- ევროპაში ჩვენზე გაცილებით მეტს კითხულობენ. თან
ბევრს შეუძლია რამდენიმე ენაზე კითხვა... შეიძლება, ეს არ
არის მთავარი, მაგრამ...
- აქ სხვა პრობლემაა. ჩვენ მაინცდამაინც არ გვაკმაყოფი-
ლებს ის, რასაც ვკითხულობთ.
იჰსანი თავის ჭიქაში ყინულის ნატეხის სახის ცვლილებას
აკვირდებოდა. გამჭვირვალე, გაყინული სითხე ნელ-ნელა
იბინდებოდა, თითქოს მარმარილოსთვის დამახასიათებელი
ძარღვებით იფარებოდა. ახლა ჭიქა სავსე იყო ნაკლებ სა-
სიამოვნო შესახედაობის სითხით.
შემდეგ სუათის სიტყვებს გასცა პასუხი:
- საკითხი ასეა: ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ვერსად ვერ
წაგვიძღვება და ვერ მიგვიყვანს. როდესაც ვკითხულობთ, რა-
საც თურქების შესახებ წერენ, ვხვდებით, რომ ჩვენ სადღაც,
ცხოვრების პერიფერიებზე ვართ. დასავლეთის კულტურის წარ-
მომადგენელთა ნაწარმოებები მხოლოდ მაშინ გვაკმაყოფი-
ლებს, როდესაც შეგვახსენებს, რომ ჩვენც მსოფლიოს მოქა-
ლაქეები ვართ. მოკლედ, უმეტესად, ჩვენ ისე ვკითხულობთ,
თითქოს სადღაც მივემგზავრებით, ყველაფერი უნდა ჩავალა-
გოთ, ბარგი შევკრათ, თითქოს ჩვენს საკუთარ თავს სადღაც უნ-
და გავექცეთ. სწორედ აქაა პრობლემა. ამასობაში, ჩვენ ჩვენ-

147
მკითხველთა ლიგა

თვის უმნიშვნელოვანეს ახალ სოციალურ სახეს ვქმნით. ვფიქ-


რობ, სუათს ამის თქმა უნდა.
- მართლაც, ერთი ნახტომით უნდა შეირყას და წაიშალოს
ძველი, ახალი, და ყველაფერი სხვა. აღარც ფრანგი პოეტი
რონსარი უნდა დავტოვოთ და არც მისი აღმოსავლელი თანა-
მედროვე ფუზიული...
- ნუთუ ეს შესაძლებელია? თუნდაც ცოტათი მაინც ახლო-
საა რეალობასთან? - და აქ მუმთაზს კვლავ ნურანის ხვეულ
თმაზე ფიქრი დაეუფლა. ნეტავ, ყოველთვის ასე ჩამოეშლება
ხოლმე თმა? თავს უკან გადააგდებს და მაღლა აწეული ხელით
ისწორებს თმას ყოველთვის?
სუათი უსმენდა. ნურანის ჩამოშლილი თმის შესახებ არა-
ფერი იცოდა.
- რატომაც არა? რატომ არ უნდა დავუშვათ?
- ეს იმიტომ არის შეუძლებელი, რომ...
მაგრამ შეუძლებელი სწორედ ის იყო, რომ იგი ახლა ამ
საკითხების განხილვაში მონაწილეობდა. მე ახლა ამ კუნძულზე
ვარ და, იქნებ, ისიც აქ არის... რა შორს ვართ ერთმანეთისგან.
თითქოს ერთ სახლში ვართ, მაგრამ სხვადასხვა ოთახებში.
- იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ჩვენ ტყუილად ვეცდებით ყვე-
ლაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. როგორ ფიქრობ, სა-
კუთარი თავის დაკარგვის გარდა რას მივაღწევთ, თუკი ყველა-
ფერს უარვყოფთ?
ძალიან სერიოზული გამომეტყველებით, სუათმა წარმოთ-
ქვა:
- სიახლეს... ჩვენ ჩვენი ახალი სამყაროს მითს შევქმნით,
როგორც შექმნეს ამერიკაში და საბჭოთა რუსეთში.
- შენ ფიქრობ, მათ მართლაც მოისროლეს ყველაფერი,
სულ ყველაფერი? მე თუ მკითხავ, ვერც წარსულის უარყოფა

148
მკითხველთა ლიგა

ვერც ახლის შექმნის მტკიცე სურვილი ვერ შექმნის მაგ ახალ


მითს. თუკი რამეს ეს შეუძლია, მხოლოდ ახალი ცხოვრების იმ-
პულსებს.
- მაშ, შენი აზრით, ჩვენ რაღა უნდა ვაკეთოთ?
მუმთაზმა არ უპასუხა. მისი გონება დაკავებული იყო იმ
ეპიზოდით, რაც გათამაშდა ნურანსა და მის ყოფილ ქმარს
შორს, დიახ, ეს ფაჰირი იქნებოდა. როგორ შეეცვალა სახე. ისე
აღელდა, ლამის ცრემლები წამოსცვივდა. უცბად, ისეთი სიყვა-
რული იგრძნო, რომ გაიფიქრა, სანამ ცოცხალი ვარ, მე ვაჩუქებ
მას ბედნიერებასო. და იმწამსვე თვითონ შერცხვა თავისი ბავ-
შვური ფიქრების. რა ბავშვობაა! პირველად იგრძნო, რამდენად
სენტიმენტალური ყოფილა, თუკი თავს ამის ნებას მისცემდა.
- არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული
შტატებიც და რუსეთიც ევროპის განშტოებაა.
- კარგი, მაგრამ რა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ?
იჰსანმა ჭიქა ასწია.
- უპირველეს ყოვლისა, დავლიოთ, - თქვა მან, - შემდეგ
მივირთვათ ეს თევზი, ამ ზღვამ რომ გვიწყალობა. ჩვენ მად-
ლობელი ვართ, რომ ახლა, ამ გაზაფხულის დღეს, ამ ზღვას-
თან ვიმყოფებით, ამ რესტორანში. შემდეგ კი შევეცდებით ჩა-
მოვაყალიბოთ ახალი ცხოვრება, კონკრეტულად ჩვენთვის და
როგორიც ჩვენს თავისებურებას შეეფერება. ცხოვრება ჩვენია;
ჩვენ მივცემთ მას იმ ფორმას, რომელიც ჩვენ გვსურს. და რო-
დესაც ის თავის ფორმას მიიღებს, იპოვის თავის ჰანგს, თავის
სიმღერას იტყვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევიჭ-
რებით ხელოვნებასა ან იდეებში! ჩვენ მათ თავისუფლებას მივ-
ცემთ. რადგან მათ სჭირდებათ თავისუფლება, აბსოლუტური
თავისუფლება. ნებისმიერი მითი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ
ის გვსურს, გვენატრება, არ შეისხამს ხორცს მხოლოდ გამჭვირ-

149
მკითხველთა ლიგა

ვალე ჰაერისგან, არა! ის ამოიფრქვევა სოციალური ცხოვრე-


ბიდან. მაგრამ წარსულთან კავშირების გაწყვეტა, და ასევე, სა-
კუთარ თავში ჩაკეტვა და გამიჯვნა დასავლეთის ღირებულებე-
ბისგან - არა, არამც და არამც! როგორ ფიქრობთ, ვინ ვართ
ჩვენ? ჩვენ ვართ მთავარი არსი, სული და გული აღმოსავლური
კულტურის, გემოვნების და სიამოვნებისა. ყველა მოიგებს, თუ
ჩვენ ვიქნებით მტკიცე და არ დავკარგავთ ჩვენს ურღვევობას.
- თუ შენ ასე მტკიცედ შეინარჩუნებ წარსულს, მაშინ ახალ
ცხოვრებაზე საერთოდ ფიქრიც რა საჭიროა, არ მესმის.
- იმიტომ, რომ ჩვენს არსებობას თავისი ფორმა ჯერ არ
უპოვია, აი ამიტომ! ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრებას ყოველ-
თვის სჭირდება ორგანიზება. განსაკუთრებით კი ახალ ეპოქაში.
- ასეთ შემთხვევაში, ჩვენ განვაგდებთ წარსულს?
- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ზოგ სფეროში.
ჩვენ უნდა მოვიცილოთ მკვდარი ფესვები; ჩვენ უნდა ჩავებათ
ახალ საქმეში და აღვზარდოთ ახალი ადამიანები და ახალი
საზოგადოება...
- სად უნდა ავიღოთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთე-
ბის ინიციატივა?
- ჩვენს საკუთარ აუცილებელ მოთხოვნებში და საკუთარ
სიცოცხლის სურვილში; ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ინიციატივა
კი არა, მითითება გვჭირდება და მას თვითონ რეალობა მოგ-
ვცემს, არა რაღაც ბუნდოვანი უტოპიური ცნებები!
სუათმა წარბი მოიფხანა.
- მე უტოპია საერთოდ არ მიგულისხმია... არამედ მინდა
გავიგონო ნამდვილი, არაგაყალბებული ხალხური სიმღერა.
მინდა შევხედო მთელ მსოფლიოს ახალი თვალით. იგივეს ვი-
სურვებდი ყველასთვის, მთელ მსოფლიოში. მინდა გავიგონო
ახალდაბადებულისადმი მიძღვნილი სადიდებელი სიმღერა.

150
მკითხველთა ლიგა

- შენ გინდა სამართალი, გინდა უფლებები...


- არა, ეგ არა. ეგ უაზრო სიტყვებია. ახალი ადამიანი ვე-
ღარ გააცნობიერებს იმას, რაც შემორჩა წარსულიდან...
მუმთაზმა, ისე რომ კარებში გამოჩენილი ახალი შემომ-
სვლელებისთვის თვალი არ მოუშორებია, წარმოთქვა:
- მოდი მართლა ვთხოვოთ სუათს აგვიწეროს ეს ახალი
ადამიანი!
- არა, არ შემიძლია. ის ჯერ არ დაბადებულა. მაგრამ
დაიბადება, ამაში კი დარწმუნებული ვარ. მთელი მსოფლიო
კვნესის მის გასაჩენად. აიღეთ თუნდაც ესპანეთის მაგალითი!
იჰსანი:
- თუ ეს არის, რაც შთაგონებით აღგავსებს, დარწმუნებული
იყავი, მალე მთელი ევროპა, და იქნებ მთელი პლანეტაც, ეს-
პანეთს დაემსგავსება. მაგრამ დაფიქრდი კარგად, ახალი ადა-
მიანის ერთ-ერთი ტიპი სად დაიბადა - ესპანეთში თუ რუსეთში?
ჩემი აზრით, ნიადაგი მზადდება კატასტროფისთვის.
- ეგ წინასწარმეტყველებაა?
- არა, უბრალოდ დაკვირვებაა; ის დაკვირვება, რომელიც
საშუალო დონის ყოველდღიური გაზეთის ნებისმიერ მკით-
ხველს შეუძლია გააკეთოს.
სუათი ცოტა ხანს ხელში ათამაშებდა თავის ცარიელ ჭი-
ქას, შემდეგ იბრაჰიმს გაუწოდა:
- გთხოვ, თუ არ შეწუხდები...
რაქით სავსე ჭიქას წყალი პირთამდე დაუმატა და მოწრუ-
პა.
- ასეც რომ მოხდეს, მერე რა, რა განსხვავებაა? საქმე ის
კი არაა, რომ ამას უარვყოფ. კაცობრიობას შეუძლია ცხოვრე-
ბის მოძველებული ყალიბებისგან მხოლოდ ამ უდიდესი ხან-
ძრის გავლით გათავისუფლდეს...

151
მკითხველთა ლიგა

- მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო პატარა და მარტივ ყა-


ლიბებამდე დავა. ყველას კარგად გვახსოვს წინა მსოფლიო
ომის შედეგები.
მაგრამ სუათი არ უსმენდა.
- თქმა აღარ სჭირდება იმას, რომ ომი გარდაუვალია. ასე-
თი ჩახლართული ურთიერთობები ქვეყნებს შორის მხოლოდ
ომის გზით შეიძლება მოგვარდეს.
შემდეგ მან იჰსანს შეხედა:
- შენ რა, მართლა ხომ არ გაქვს იმედი, კარგის მოლო-
დინი კაცობრიობისგან, ჰა?
- განა, შესაძლებელია, ვინმემ ოდესმე დაკარგოს კაცობ-
რიობის იმედი? უბრალოდ, ომისგან კარგს არაფერს ველოდე-
ბი. ის ემუქრება ცივილიზაციის არსებობას საერთოდ. ზოგადად
მიმაჩნია, რომ არაფერი კარგი არ არის მოსალოდნელი ომის-
გან, რევოლუციისგან ან პოპულისტი დიქტატორებისგან. ომი
აბსოლუტურ კატასტროფას ნიშნავს ევროპისთვის, და იქნებ
მთელი კაცობრიობისთვისაც, - და თითქოს საკუთარ თავს ელა-
პარაკებოდა, განაგრძო, - მე არ დამიკარგავს კაცობრიობის
რწმენა, მაგრამ არ ვენდობი ცალკეულ ინდივიდუუმებს. იმით
დავიწყოთ, რომ როგორც კი მათი კავშირები ირღვევა, ისინი
სრულიად იცვლებიან და დაპროგრამებულ მანქანებს ემსგავ-
სებიან. და ხანდახან ისიც კი მეჩვენება, რომ ისინი ბუნების უხეში
ძალები არიან. ომის, ისევე როგორც რევოლუციის, საშიში ბუ-
ნება ის არის, რომ როგორც კი იწყება, აღწევს რაღაც საშინელ
პირველყოფილ ძალას, რომელმაც თავი აიშვა, ჩვენ რომ გვე-
გონა მოთვინიერდაო, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალი-
ბებული წესების დაცვის, სოციალიზაციის და კულტურის მეშ-
ვეობით.
- მე სწორედ ეგ მინდა - რევოლუცია.

152
მკითხველთა ლიგა

იჰსანმა ძალაგამოცლილმა ამოიოხრა.


- იმავდროულად, უფრო უკეთესი მომავლის იმედიც უნდა
გვქონდეს. მაგრამ რა არის კარგი ამ იმედში, თუკი მთელი კა-
ცობრიობა ასე სუსტია? დიახ, ძნელია კაცობრიობისა გჯერო-
დეს, მაგრამ თუ მის ბედისწერას გავითვალისწინებთ, ამქვეყნად
ადამიანზე საბრალო ქმნილება არ არსებობს.
- მე აღფრთოვანებული ვარ ადამიანთა მოდგმით. აღ-
ფრთოვანებული ვარ მისი სიძნელეებთან ბრძოლის უნარით.
კარგად მაქვს შეგნებული მისი ბედისწერა, მაგრამ ამის მიუხე-
დავად, მაინც რომ შრომობს და ცხოვრობს, სწორედ ეს გაბე-
დულება აღმაფრთოვანებს. ვარსკვლავებით განათებულ ღამეს
რომელ ჩვენგანს არ უგრძვნია მთელი სამყაროს სიმძიმე თავის
ზურგზე? არაფერია კაცობრიობის გამბედაობაზე მშვენიერი.
პოეტი რომ ვყოფილიყავი, ერთადერთ ნაწარმოებს შევქმნიდი,
დიდ, ეპიკურ ნაწარმოებს, რომელიც აღწერდა კაცობრიობის
გაბედულებას, საშიშროების არად ჩაგდებას, რაც ჩვენ პირველ-
ყოფილი წინაპრებისგან მოგვდევს, რომლებიც ორ ფეხზე დად-
გნენ და მოვიდნენ დღემდე; აღვწერდი პირველად ქმნილ ფიქ-
რებს, პირველად ქმნილ შიშებს, პირველად ქმნილ სიყვარულს,
სწავლის, გონების განვითარების უპირველეს ნაბიჯებს, რო-
მელთა შედეგად აღვიქვით, რას ნიშნავს სამყარო, როგორ შე-
იქმნა მთელი ეს ერთობლიობა, რომელიც ოდესღაც არსებობ-
და ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, აღვწერდი მილიარდობით
სიახლეს, თანდათან რომ აითვისა ადამიანთა მოდგმამ და მათი
საშუალებით გააძლიერა თვით ბუნება... შექმნის და განვითარე-
ბის გზა... ალაჰი ჩვენ გარშემო და ჩვენში. რა თქმა უნდა, მხო-
ლოდ ერთ ნაწარმოებს შევქმნიდი. აღვწერდი, რა ძლიერად
მსურდა, ხოტბა შემესხა კაცობრიობისთვის, ძილისგან გამეთა-
ვისუფლებინა მატერია, რომელიც სამყაროს, როგორც ქმნი-

153
მკითხველთა ლიგა

ლებას, თავის სულით დაიმორჩილებდა. ო ენავ, რომელიც


მოიცავ ყოველივეს ამაღლებულს, ო, სიტყვებო, მოდით ჩემ
დასახმარებლად!
იჰსანი თავის თეფშს სკეპტიკურად დაჰყურებდა:
- მე მგონი, აღტყინება ცოტა გადაჭარბებულია, არა, მუმ-
თაზ? მე-19 საუკუნის ცივილიზაციის მოციქულებივით მეტყვე-
ლებ.
- არა, პირიქით. იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს
პრობლემები არასდროს გადაიჭრება. ყოველთვის მოვკლავთ
და ყოველთვის მოგვკლავენ. ყოველთვის ამა თუ იმ სახის საფ-
რთხე დაემუქრება ჩვენს სიცოცხლეს. მე საერთოდ ტრაგედია
მიყვარს თავისთავად. ჭეშმარიტი დიდებულება დევს იმ სიმამა-
ცეში, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენ შეგნებული გვაქვს, რა არის სიკვდილი.
- მუმთაზმა აუცილებლად უნდა დაწეროს პოემა ევოლუ-
ციაზე გორილადან ჰომო საპიენსამდე.
- დიახ, ევოლუცია გორილა - ადამიანი. გმადლობთ, რომ
შემახსენე. სხვათა შორის, ომი, რომელიც შენ ასე გწყურია,
სრულიად წაშლის ამ ცნებას. ახლოს ვართ თუ არა უკუ--
პროცესთან ადამიანი-მაიმუნი? დოსტოევსკის ყველაზე უკეთ
ესმოდა ის სამწუხარო მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ახლა
აღმოვჩნდით, - იჰსანმა ჭიქა გასწია ისე, რომ არც მოუსვამს, -
ომი, რომელიც შენ ასე გწყურია ყველას შეგვეხება, ვინც აქ
ვართ. ორი ან მეტი მსოფლიო ომი კიდევ და კულტურისა ან
ცივილიზაციისგან აღარაფერი დარჩება. სამუდამოდ დაიკარგე-
ბა თავისუფლების იდეალი.
- ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ ჩვენი სულიერი გა-
კოტრება და სიღატაკე, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, ჩვენი მიდ-
რეკილება ვკარგოთ ადამიანები, თითქოს მათ სიცოცხლეს ჩა-

154
მკითხველთა ლიგა

ლის ფასი აქვს, და შიშით სავსე გარემო, რომელიც სწორედ


აქედან მოდის... ამის გარდა, დაფიქრდი იმაზე, თუ რა საშინე-
ლებაა, როცა ადამიანები ამას ცხოვრების განუყოფელ ნაწი-
ლად აღიქვამენ! ეს ყველაფერი გვაუწყებს ერთ რამეს - ახ-
ლოვდება ეპოქის დასასრული. ჩვენ მას მოველით, დაე, თუნ-
დაც ეს საერთოდ სამყაროს აღსასრული იყოს.
- ხურდა არ არის საჭირო....
ადილი გაღიზიანებული შეჰყურებდა თავის ქმარს. ჩუმი,
წყნარი ხმით, რომელშიც მაინც იგრძნობოდა სიკაპასე, თითქოს
მზად იყო ქმარი მოეკლა, ჩაისისინა:
- ჰო, აბა რა, ფული ხომ ხეზე იზრდება...
საბიჰმა წარბი ასწია და ცოლს ჩვეული სიყვარულით სავსე
მზერა ესროლა. მან იცოდა, რა იყო მისი გაღიზიანების მიზეზი
და იცოდა, რომ იგი მთელი დღე ასეთ ხასიათზე დარჩებოდა.
კუთხეში დავჯდები ჩემთვის და საერთოდ არ გავაბამ საუბარს.
დაე, ჩვენმა მასპინძლებმა მიხედონ! წლების განმავლობაში იგი
შეეჩვია ცოლის ხასიათს ისე, როგორც ადამიანი შეიძლება შე-
ეჩვიოს ძველი მანქანის „ხასიათს“. იგი შეიძლებოდა გაუგებარი
მიზეზის გამო გაჩუმებულიყო, მისი ყველა მექანიზმი შეიძლე-
ბოდა უცბად მოშლილიყო, ასევე სრულიად მოულოდნელად
ამუშავებულიყო და მანქანა სრული სიჩქარით წინ გავარდნი-
ლიყო. საბიჰის ამოცანა იყო ყველა ღონე ეხმარა, რომ ამ დან-
ჯღრეულ მანქანას ავარია არ მოსვლოდა. ძირითადად, თავისი
ბუნებით, ადილი ძალიანაც კარგი ქალი იყო. იგი შეეჩვია მის
ხასიათს და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძობდა. სი-
მართლე უნდა ითქვას, რომ ამ კომფორტულ მდგომარეობას
საბიჰმა გარკვეული თავგანწირვის შედეგად მიაღწია. იმისთვის,
რომ ცოლის გული მოეგო, ფაქტობრივად, მან თავისი ნებით
შეცვალა საკუთარი ბუნების ნახევარი მაინც. არ ვარ დარწმუნე-

155
მკითხველთა ლიგა

ბული, რომ ვინმე შეძლებდა თავისი თავის მხოლოდ დარჩენი-


ლი ნახევრით ეარსება.
კმაყოფილმა, დასაჩუქრებულმა მეფაეტონემ განიერი თა-
ღი გაიარა. მისი ეტლის ხორბლისფერი დაწნული სავარძლები
და ფერადი ფარდა მზეზე აბრჭყვიალდა, როდესაც მან ადილს
გვერდით ზედმეტად ახლოს ჩაუქროლა. ქალი ერთი წამით და-
ფიქრდა, უნდა მიეღო თუ არა ეს პირად შეურაცხყოფად, ლამა-
ზი კი იყო კარგად მოვლილი ცხენების სწრაფი გაქროლება ამ
გაზაფხულის მზიან დილას; შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯით განაგრძო
გზა, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ისე მტკიცედ მიაბიჯებდა,
თითქოს ქუსლებით მზისგან დარბილებული ასფალტი უნდა გა-
ეხვრიტა. მიადგა კლდოვან, დაკლაკნილ და დაქანებულ ფერ-
დობს, რომელზეც უნდა ჩასულიყო. შეჩერდა და საშველად სა-
ბიჰს დაელოდა. ოჰ, თანაც ეს მაღალი ქუსლები! ეს ფეხსაცმე-
ლი წინა დღით ეყიდა და სულაც არ უნდოდა ამ ქვიან ბილიკზე
მათი დაგლეჯა. რამეში მაინც ხომ უნდა გამომადგეს ეს კაცი!
საბიჰმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომელიც ბედმა
უწყალობა, რათა ცოლის წინაშე დანაშაული გამოესყიდა. იმის
მიუხედავად, რომ მისი ფიქრები იმ ლამაზ ახალგაზრდა ქალ-
თან დარჩა, რომელსაც თავისი სხეული ბიკინის არემდე გა-
მოეფინა, გზის პირას მდგარი სახლის ვერანდაზე რომ იწვა, მან
მაინც არ დააყოვნა და ნაზად მოკიდა ცოლს ხელი მკლავში,
ოდნავი, რბილი ხელის მოჭერით - ეს ხერხი ცამეტწლიანი გა-
მოცდილების შედეგად შეიმუშავა. რაც უნდა იყოს, ახლა საზო-
გადოების წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, სადაც სტუმრად მივდი-
ვართ.
- მუმთაზის საქმე წასულია, - წყნარად ჩასჩურჩულა ცოლს,
- შენ რას ფიქრობ?

156
მკითხველთა ლიგა

მშვენივრად იცოდა, ეს წინადადება რა გავლენასაც მოახ-


დენდა ადილზე. მშვენივრად იცოდა, რომ იმწუთას მის ცოლს
სახე დაემანჭებოდა და ოდნავ აუკანკალდებოდა, ლიმნის წვენ-
მოსხმული ლოკოკინასავით. თავისი ნათქვამით გამოწვეული
აღელვება ოდნავ მაინც რომ შეემსუბუქებინა, ის კვლავ და
კვლავ ნაზად უჭერდა ადილს ხელს მკლავზე, თუმცა, მისი სიყ-
ვარული ცოლისადმი მხოლოდ ამ ჟესტით შემოიფარგლებო-
და.
- წასულია! იმიტომ, რომ არც ნურანი დარჩა გულგრილი
მის მიმართ, ეს ცხადია!
გულგრილობით, რომელიც მტკიცედ იყო გამიზნული ტან-
ჯვის უკიდურეს ზღვრამდე მისაყვანად, საბიჰმა უცბად წარმოთ-
ქვა:
- იქნებ, დიდი ხანიცაა, რაც ერთმანეთს იცნობენ და ჩვენ
გაგვამასხარავეს?
- მართალი გითხრა, არ ვიცი, მაგრამ ეგ მეც ვიფიქრე...
ვითომ ასეთი ეშმაკები არიან? რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე,
თუ რატომ უნდა სჭირდებოდეთ ასეთი გამოცანები?
- დააკვირდი? პატარა გოგონამაც კი ყველაფერი შეამ-
ჩნია.
- რა თქმა უნდა. საბრალო პატარა!
ადილი, ნურანის გოგონასადმი სიბრალულით აღვსილი
გულით, მთელი სხეულის სიმძიმით ჩამოეკიდა ქმარს მკლავზე.
- უცნაური ისაა, რომ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევა-
ში ნურანმა მოახერხა შეებიჯებინა მყუდრო საცხოვრებელში
თავის არჩეულთან ერთად... უცნაურები არიან ქალები, მეტს ვე-
რაფერს ვიტყვი... დარწმუნებული ვარ, საბრალო მუმთაზი, თა-
ვისი სიბრიყვით, ხაფანგში შეიძლება მოხვდეს.

157
მკითხველთა ლიგა

საბიჰს თავისებურად უყვარდა მუმთაზი, პატივს სცემდა


მას. ამასობაში კი, დისტანციასთან დაკავშირებული სტრატეგია
სულ დაავიწყდა, ინსტრუქტორმა რომ ასწავლა. და როდესაც
თვალით გაზომა მანძილი მათ მდებარეობასა და სახლის შე-
სასვლელს შორის, საითკენაც მიეშურებოდნენ, ნაზად დაარტყა
ადილს ხელი ხელზე:
- აჰა, მოვედით ძვირფასო, ახლა შეგიძლია თავისუფლად
გაიარო!
ემა, მოზომილი სიკეკლუცით, როგორც შეეფერება ქალს,
რომელსაც მიაჩნია, რომ ძალიან კარგად იცნობს მამაკაცის ბუ-
ნებას, შეუდგა აღფრთოვანების გამოხატვას:
- უი, შეხედე, კიბორჩხალები ჰქონიათ.
ისღა აკლდა, ტაში დაეკრა სიხარულისგან:
- ხომ იცი, ფაჰირ, გუშინდელი კიბორჩხალა რაღაც განსა-
კუთრებულად მომეწონა!
რაღაც თავისებური ხმა ჰქონდა, მდოგვის მარინადში ჩა-
დებულ ხრაშუნა კიტრს მოგაგონებდათ. მისი ენა თურქულ სიტ-
ყვებს როგორღაც თავისებურად გამოთქვამდა, არაჰარმო-
ნიულად, ზედმეტად მკვეთრად. ამის მიუხედავად, აქცენტი თით-
ქმის არ ემჩნეოდა.
ფაჰირი მის ენერგიულად მოძრავ ნიკაპს და მაგარ, თეთრ
კბილებს მიაჩერდა.
- და მეორე კერძად რას აიღებ?
ემამ ერთ-ერთი თავისი უტკბილესი ღიმილით შეხედა და
წარმოთქვა:
- მოდი, კიბორჩხალას რომ მივირთმევთ, მერე მოვიფიქ-
როთ, - მაგრამ გაახსენდა, რომ კაცებს, განსაკუთრებით კი
თურქებს, ძალიან აღიზიანებთ მაგიდასთან კერძის ლოდინი და
დაამატა, - იქნებ, შნიცელი ან სტეიკი?

158
მკითხველთა ლიგა

- მშვენიერია. შნიცელი ან სტეიკი შენთვის.


ფაჰირმა ოფიციანტს მიმართა:
- თქვენ რომელს გვირჩევთ?
ბერძენმა ოფიციანტმა იმწამსვე მერყეობა დაიწყო და შნი-
ცელის უპირატესობებსა და სტეიკის კეთილშობილებას შორის
არჩევა გაუჭირდა.
- კი მაგრამ, მე ეგრე არ მინდა. შენ რა, არც ერთს არ
აიღებ? - თანაგრძნობისგან ემას ხმა თითქოს უკანკალებდა ცეც-
ხლზე შემოდგმული შუშის ჭურჭელივით.
ამ სინაზის და სიცივის შეზავებული შემოტევის პასუხად ფა-
ჰირი დაიძაბა და რაღაცნაირი კანკალი იგრძნო მთელ სხეულ-
ში, კუდუსუნის ძვლიდან დაწყებული.
- აუცილებლად უნდა გასინჯო რომელიმე! - დაიჟინა ემამ
და ძალიან ცდილობდა დედობრივი ზრუნვა, სინაზე და მოჩვე-
ნებითი შეშფოთება გამოეხატა, რადგან იცოდა, რომ ყველა კა-
ცი სანახევროდ ბავშვია, რომელსაც რჩევა აუცილებლად სჭირ-
დება, - ამ დილით კი გამამხნევებელი ვარჯიში დაგავიწყდა!
კონსტანცას პლაჟზე, იმ დროს, როდესაც მათ ეს ვარჯიშე-
ბი წამოიწყეს, არც ამ ქალის ხმა, არც მისი დაჟინებულობა ფა-
ჰირს არ აღიზიანებდა. მაშინ იგი ააღელვა იმან, რომ ქალის
მხრიდან დაინტერესება იგრძნო და წარმოუდგენელი სიამოვ-
ნება მიიღო კიდეც ამ გამოზომილი და გაკონტროლებული ურ-
თიერთობისგან.
- ჰო, კარგი, მეც ცოტას ავიღებ! - იქნებ, ამ გზით გაეჩუმე-
ბინა.
უცნაური მონდომებით, რომელიც ქალმა შეამჩნია, ფაჰირ-
მა მენიუში თავი ჩარგო. ცდილობდა არ დაენახა ემას კბილები,
მისი ძლიერი, ჯანმრთელი სხეული, ფართო მკერდი, რომელიც
მამაკაცურად ძლიერი იყო და ადვილად არავის დაემორჩილე-

159
მკითხველთა ლიგა

ბოდა, ასევე სხვა ნაკვთები კმაყოფილებისა და ტკბობის ამ მა-


ღალხარისხიანი მანქანისა, რომელსაც იგი ერთ დროს სიამოვ-
ნებისგან სიგიჟემდე მიჰყავდა, ახლა კი მოუთმენლობით და სიბ-
რაზით ავსებდა.
სტამბოლში დაბრუნების შემდეგ ფაჰირს მუდმივად აშფო-
თებდა ემას კბილები. ეს მარგალიტებივით ჩაწიკწიკებული, უზა-
დო და მაგარი კბილები მექანიზმს აგონებდა, შეუჩერებლივ
რომ ფქვავდა და ღრღნიდა ყველაფერს და საკმაოდ ფართო
სახის ქვემო ნაწილში იყო მოთავსებული. ფაჰირს წარმოედგი-
ნა უზარმაზარი საფქვავი, რომელიც ყველაფერს გადაღეჭავდა,
რაც გზად შეხვდებოდა. ეს საფქვავი გამოწუწნიდა კიბორჩხა-
ლას და მერე შესანსლავდა ვენურ შნიცელს. თანაც ისე, ნება--
ნება...
- წყალი თუ ღვინო?
- რაქი!
ამ მოთხოვნამ ფაჰირი მართლაც მოთმინებიდან გამოიყ-
ვანა. ქალს გაოცებული სახით სწრაფად ახედა. მაგრამ ემა უკვე
გადაკარგულიყო ცხრა ზღვას იქით, ტროპიკულ ლაჟვარდში,
ახლად აყვავებულ მიმოზებში.
- აქამდე რაქი არც გაგისინჯავს, მგონი.
- ბოლო დროს შევეჩვიე მის გემოს, - მერე ფაჰირს დიდი
სიყვარულით ჩახედა სახეში, - ხომ იცი, ახლა სტამბოლელი ქა-
ლი ვარ!
ემა სულაც ვერ შეეჩვია რაქის გემოს. არც ის უნდოდა,
რომ ფაჰირს დაელია რამე, შეიძლებოდა ეს უბრალოდ თავისი
გავლენის გამოყენების მცდელობად ჩათვლილიყო. მაგრამ
შეხვედრა ბორნის გაჩერებასთან, ნურანთან და განსაკუთრებით
კი ბავშვთან, აიძულებდა მას ცოტა ხნით დაევიწყებინა თავისი
პრინციპები. მან გაიფიქრა, რომ ყოველი შემთხვევისთვის აჯო-

160
მკითხველთა ლიგა

ბებდა, თუ ფაჰირს დაუყვავებდა, დაუტკბებოდა და მის გულს


მოიგებდა. სანამ იგი უფრო ახლოს გაიცნობდა მდიდარ დანი-
ელ იახტის მფლობელს, რომელსაც ცოტა ხნით ადრე შეხ-
ვდნენ, მას სჭირდებოდა ფაჰირის სიყვარული. ის თავის თავს
ეუბნებოდ: ერთი თვე მაინც... დიახ, სჭირდებოდა ფაჰირთან ახ-
ლოს ყოფნა თუნდაც ერთი თვით. შემდეგ კი ექნებოდა ერ-
თთვიანი მოგზაურობა იახტაზე ხმელთაშუა ზღვაში, გამორჩე-
ულ, საპატიო სტუმრებთან ერთად... რომ აღარაფერი ვთქვათ
იმაზე, რომ სეზონი ზუსტად შესაფერისი იყო. ათენი, სიცილია,
მარსელი. სხვა არაფერზე ფიქრი აღარ შეეძლო ერთის გარდა
- ზაფხული იქნებოდა თუ ზამთარი, სულ ერთი იყო, საერთოდ
რა დრო იქნებოდა, ყველაზე მეტად ის პარიზზე ოცნებობდა. იქ
აუცილებლად უნდა წასულიყო. მანამდეც იყო იქ ნამყოფი, სა-
ნამ ფაჰირს შეხვდებოდა, მაგრამ ის ვიზიტი დროის ფუჭი ხარ-
ჯვა გამოდგა. ერთი ღარიბული ოთახი, უბადრუკი რესტორანი,
რომელიც სახლთან სიახლოვის გამო ამოჩემებულ სასადი-
ლოს უფრო ჰგავდა, მეზობელი ოთახიდან ვიღაც პიანინოს
გაუთავებლად აჟღარუნებდა, ოთახში იდგა ღარიბული ავეჯის
შემადგენელი ერთი-ორი ნაჭერი, შეზღუდული ბიუჯეტიდან ნა-
ყიდი... რა თქმა უნდა, უხეშად რომ ვთქვათ, ხორციელად ძა-
ლიანაც დაკმაყოფილებული დარჩა, მაგრამ გარკვეულ უუფ-
ლებობას ამის გულისთვისაც არ მოითმენდა. გარდა ამისა, უკვე
დრო იყო, ერთ ადგილას დასახლებულიყო, მყარი, მშვიდი
ცხოვრება ჰქონოდა, ოჯახიც შეექმნა. ამიტომაც, ამჯერად ხელ-
საყრელი შემთხვევის ხელიდან გაშვება არ სურდა. მაგრამ იღ-
ბალი ყოველთვის დასცინოდა ემას. ამჯერადაც ასე მოხდა. ასა-
კოვანი და მდიდარი შვედი კაცი ასე უბრალოდ, მარტო თვითონ
არ გამოჩენილა სცენაზე. მას ბუქსირივით მოჰყვა ახალგაზრდა,
შავგვრემანი კაცი, რომელიც შვედის კუთვნილი იახტის კაპიტა-

161
მკითხველთა ლიგა

ნი აღმოჩნდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს ახალგაზრდა


ისე იქცეოდა, თითქოს ზეპირად იცოდა ემას თავგადასავალი
და პრობლემები, ყოველდღე უნიშნავდა მას პაემანს, ახერხებ-
და, რომ მარტო დარჩენილიყვნენ, რასაც ემა წინ ვერ აღუდგე-
ბოდა; შემდეგ კი მიაშტერდებოდა ქალს მიბნედილი, ზეთისხი-
ლივით მრგვალი და შავი თვალებით და სულაც არ თვლიდა
აუცილებლად, რომ ფორმალურად მაინც დაეცვა ქცევის წესე-
ბი... ასე იყო წინა ღამითაც, ზღვის ნაპირას. რა სწრაფად ისარ-
გებლა მან გარემოებით - იმით, რომ ემა ნასვამი იყო, მთვა-
რიანი ღამე იდგა და გარშემო სიჩუმე გამეფებულიყო. იმასთან
ერთად, რომ საკუთარი ნაკლოვანი მხარეები გულს სწყვეტდა,
ემა ბედნიერიც იყო ამ სიახლოვით... მან თვალები დახუჭა.
მაგრამ ამ სასიამოვნო მოგონებაზე დრო დიდხანს აღარ
დაკარგა. ეს ყველაფერი წარსულის სიზმარი იყო. მთავარი და
მნიშვნელოვანი რაც იყო, აი, ის არ უნდა გამორჩენოდა მხედ-
ველობიდან. ამწუთას, ეს იყო ფაჰირი. დილით მომხდარი შემ-
თხვევითი შეხვედრის გამო ემას ცნობისმოყვარეობა კლავდა.
ნურანს მხოლოდ ოდნავ, შორიდან მოჰკრა თვალი, სულ ბევ-
რი, ერთი წუთით, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუჩნდა ინსტინქტური
ეჭვიანობის გრძნობა. ნურანი მასზე ბევრად ლამაზი და სრუ-
ლიად განსხვავებული იყო. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დიდად
არ აინტერესებდა. ცხადია, არც ერთს არ აინტერესებდა
მეორის არსებობა. რამაც ემა შეაშინა, ეს იყო გოგონა, ფაჰირის
შვილი.
- ხომ იცი, ფაჰირ, ცოტა არ იყოს, უხეშად მოექეცი ფატმას!
ფაჰირმა ისეთი ხმა გამოსცა, რომ ემას ჯერ არ გაეგონა:
- ვიცი, ჰო...
მესამედ! უკვე მესამედ თქვა „ხომ იცი...“. სულ ამას
იმეორებს.

162
მკითხველთა ლიგა

უცნაურად იყო აღელვებული. ადრე არასდროს შეუმჩნე-


ვია, რომ ნურანი ასე მშვენიერი იყო. ეს არც ის ნურანი იყო, იმ
დამღლელი თვეების განმავლობაში რომ იცნობდა, როდესაც
განქორწინების საქმის მოსაგვარებლად დარბოდნენ, არც ის
პატარძალი, ღრუბლებიდან მოვლენილ თეთრ სიზმარს რომ
ჰგავდა ათი წლის წინ. ეს სრულიად სხვა ქალი იყო, რომელსაც
იგი არ იცნობდა, სრულიად უცხო ქალბატონი, რომელიც მან
ვერ იცნო, თუმცა, ათი წელი ჰქონდათ ერთად გატარებული.
ისე გამიკვირდა მისი დანახვა, რომ... წესიერად ფატმასაც კი
ვერ დაველაპარაკე... ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს სხვისი ბავშვი
იყო. მაგრამ მართლაც ეს იყო იმის მიზეზი, რომ ბავშვს ასე ცი-
ვად მოექცა? თუ ემა იყო მიზეზი? მისი გაღიზიანება არ უნდო-
და? ისე სუსტი ვარ, რომ მსგავსი სისულელე ახდენს გავლენას
ჩემზე...
მან თავი ასწია და ემას თვალებს შეეფეთა, რომლებიც
თითქოს მის ფიქრებს კითხულობდნენ.
- ფაჰირ, მე გაგიგებ, თუ შენ მათთან დაბრუნება გინდა.
არასდროს ჩავდგები შენსა და შენს შვილს შორის.
და თითქოს თავისი ურყევი გადაწყვეტილების დადასტუ-
რება უნდაო, თითქოს აქ, დღისით-მზისით, საყოველთაო გა-
ფიცვა უნდა გამოაცხადოსო, ჩანგალი თეფშის კიდეზე ჩამოდო.
მისი სახე მოწმობდა, რომ ის ამ დანაკარგს განიცდიდა და იმ-
სახურებდა დიდ თანაგრძნობას ასეთი ემოციისთვის. იმ ჩვევი-
სამებრ, რომელიც გამოუმუშავდა იმ საფუძველზე, რომ მთელი
ცხოვრება მხოლოდ თავისი თავი ეცოდებოდა, მას სახის გამო-
მეტყველება შეეცვალა, სახე დაეღრიჯა.
ემა არასდროს ითხოვდა. იგი უბრალოდ იღებდა. ზნედა-
ცემული ქალის ცხოვრების გამოცდილებამ ასწავლა, რომ მის-
თვის აკრძალული იყო რამის მოთხოვნა. აიღე, სტაცე ხელი,

163
მკითხველთა ლიგა

ალყაში მოაქციე, სულის მოთქმა არ აცალო! მაგრამ არავითარ


შემთხვევაში არ სთხოვო! დაიწყე მეგობრობით! იყავი ყოველ-
თვის გამგები და მომთმენი! კაცმა უნდა იგრძნოს, რომ შენ მისი
გესმის. მერე ფრთები გაშალე, არ ამოასუნთქო... მაგრამ თხოვ-
ნა? არა, არასდროს! მდიდარმა შვედმა ემას თანდათან აგ-
რძნობინა, რომ ესმოდა მისი, აჩვენა ბრძნული თანაგრძნობა
და მეგობრული ურთიერთობა.
ფაჰირმა სწრაფი მზერა ესროლა ემას:
- რა მოგივიდა, რა შუაშია ეს?
ემამ იგრძნო, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა. ამ თემას სა-
ერთოდ არ უნდა შეხებოდა. მან თავი დახარა და კიბორჩხალას
სანსვლა განაგრძო. არა, ამაღამ აუცილებლად გულახდილად
უნდა დალაპარაკებოდა იმ მდიდარ შვედ კაცს.
ერთი კვირის განმავლობაში ფაჰირი მუდმივად ფიქრობ-
და ემას შეთავაზებაზე. მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო,
რადგან თავს მეტად დაუცველად გრძნობდა, ძალიან მიჯაჭვუ-
ლი იყო ჩვევაზე და იმიტომ, რომ ცხოვრება, რომელშიც ემამ
ის შეიპატიჟა, განსაკუთრებული იყო. გარდა ამისა, წარმოდგე-
ნაც არ ჰქონდა, როგორ უნდა დაკავშირებოდა ნურანს და რა
რეაქცია ექნებოდა მას ამ წინადადებაზე. ნურანმა ადრე რამ-
დენჯერმე მისცა მას საშუალება, გადაედგა ნაბიჯი შერიგების-
კენ. და საოცარი ის იყო, რომ ყველაფერზე მეტად ემას დატო-
ვება უჭირდა. იმიტომ არა, რომ მას ეს ქალი უყვარდა, მხო-
ლოდ იმიტომ, რომ იგი ყოველთვის ემონებოდა საკუთარ მდა-
ბალ სურვილებს. ის არასდროს იყო მტკიცე გადაწყვეტილების
მიმღები კაცი, არც საკმარისად ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ ეს
ქალი სათანადო დროს მიეტოვებინა... ამ სიმტკიცის გამოვლე-
ნა მასზე უფრო ემას შეეძლო. იქნებ მართლაც, ემა თვითონ
დაიღალა მისგან? ვინ იცის... იქნებ... დაძაბული ფიქრობდა,

164
მკითხველთა ლიგა

ცდილობდა რამე გაეხსენებინა წინა ღამის სიმთვრალის ბუნ-


დოვანებიდან. სამხრეთ ამერიკელი კაპიტნის ნიკაპი, ძლიერი,
როგორც ალესილი მახვილი და მისი გამჭოლი მზერა დაუდგა
თვალწინ. რაღაც დროით ის კაცი და ემა სადღაც გაუჩინარ-
დნენ. მან კი ვერ მოახერხა მოსწყვეტოდა ბრიჯის თამაშს. ვინ
იცის, იქნებ... და უცბად, დანით ახლად მიყენებული ჭრილობა-
სავით აღიდგინა მოგონებები, იმ დროიდან, რომელიც მისი
ცხოვრების სამოთხეს შეადგენდა. ემას სრულიად თავაწყევტი-
ლი ექსტაზი და გიჟური ვნება, ერთმანეთში ჩახვეული სხეულე-
ბი. ტანჯვით წამოსწია თავი. იგი უყურებდა, თითქოს უნდოდა
კარგად დარწმუნებულიყო რაღაც საოცრებაში, ემას ოცდა-
თორმეტი მაგარი კბილი როგორ ღეჭავდა კიბორჩხალას, ნე-
ლა, წყნარად, თითქოს მექანიკურად დაზეპირებულ ლექსს ამ-
ბობდა, თვალები ამ დროს უცოდველი და მიბნედილი ჰქონდა.
საუკეთესო საქციელი იქნებოდა, ამ სულელური ფიქრებისთვის
თავის დანებება. მან ჭიქა ასწია. ემამ, თითქოს სურდა, თავისი
მოღალატე შეყვარებულისთვის ერთად გატარებული მშვე-
ნიერი დრო გაეხსენებინა, ცოტა უხერხულად წარმოთქვა თურ-
ქული ფრაზა: შერეფინიზე ეფენდიმ - „თქვენ გაგიმარჯოთ, ბა-
ტონო.“
მას თვალები განშორების ცრემლით აევსო, რასაც უკვე
შეჩვეული იყო. წინასწარვე მომზადებული იყო ცრემლის და-
საღვრელად. და სადღაც გულის სიღრმეში გაიელვა გულ-
წრფელმა ფიქრმა: მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველ-
თვის ხელს მკრავდნენ, არ ესმოდათ ჩემი ფასი და არ მაფასებ-
დნენ, ასე არ არის? ბესარაბიაშიც იგივე არ ჩაიდინა იმ მდი-
დარმა მემამულემ? სიმართლე უნდა ითქვას, ემამ მაშინაც
მცდარი ნაბიჯი გადადგა. აბა, რა აუცილებლობა იყო იმ მეჯი-
ნიბესთან წოლა, მით უმეტეს დღისით, მზისით, საჯინიბოს თავზე

165
მკითხველთა ლიგა

ოთახში? მისი ცხოვრება მართლაც უიღბლობის ერთი უსასრუ-


ლო ჯაჭვი იყო, ამ უიღბლობას კი მისი სულელური შედომები
და წინასწარ განჭვრეტის უუნარობა განაპირობებდა. მაგრამ,
აბა, რა ექნა? კაცები ასეთები იყვნენ. მემამულემ, ნაცვლად იმი-
სა, რომ თავისი მოსამსახურე გაეგდო, ემა გამოაბუნძულა. არც
მეჯინიბე გამოჰკიდებია. მისმა საქმრომაც სწორედ ასეთი უიღ-
ბლობის გამო მიატოვა. ზუსტად ერთნაირად არა, მაგრამ ძა-
ლიან მსგავსად კი განვითარდა მოვლენები. ოღონდ იმ შემ-
თხვევაში თვითონ ნამდვილად არ იყო დამნაშავე. მისი მომავა-
ლი მაზლი ბევრად უმცროსი იყო მიქაელზე, ძმებს მათ შორის
კიდევ სამი და ჰყავდათ.
- ემა, თუ გინდა, დღეს მეტი ნურსად წავალთ, კარგი?
- როგორც შენ გსურს, ფაჰირ... ხომ იცი, მეც საკმაოდ და-
ვიღალე წუხელ...
მაგრამ არ იყო საჭირო წინა ღამის გახსენება.
როგორც კი ეს სიტყვები წამოცდა, საშინლად გაწითლდა.
ნეტავ, ამაღამ ერთად იქნებიან? ისევ თავის კიბორჩხალას მი-
უბრუნდა იმ ფიქრებით, რომ ეს უბადრუკი ღამე ისევ ფაჰირთან
უნდა გაეტარებინა.
ფაჰირი გაოცებული შეჰყურებდა თავის შეყვარებულს.
რაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ
ემა დაღლილობას უჩიოდა. და რა იქნება, რომ არ მივატოვო,
უფრო სწორად, არ მიმატოვოს და არ წავიდეს? გაიფიქრა მან.
- იცი რა, ფაჰირ, შენ საკმაოდ შეიცვალე...
მაგრამ ფაჰირი მას აღარ უსმენდა. მისი ყურადღება რა-
ტომღაც ოფიციანტის ღილაწყვეტილმა ფრაკმა მიიპყრო. აწ-
ყვეტილმა ღილმა ზოგჯერ შეიძლება კარგი სამსახური გაგიწი-
ოს და გადაგარჩინოს კიდეც. ცარიელმა ადგილმა, სადაც ადრე
ღილი უნდა ყოფილიყო, სრულიად მოულოდნელად გაათავი-

166
მკითხველთა ლიგა

სუფლა მისი აზრები და დაახლოებით ასე დაალაგა: იმის გათ-


ვალისწინებით, რომ მე ყოველთვის მაღიზიანებდნენ ეს არსე-
ბები, რომლებიც „მშვენიერი სქესის“ სახელით არიან ცნობილი,
რატომ უნდა გავირთულო ცხოვრება ამათთან ყოფნით?
საბიჰის დეიდა წარმოსადეგი, ტანადი ქალი იყო, მისი გა-
რეგნობა თავაზიანობასა და სიცოცხლის ხალისს ასხივებდა.
ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში იგი იტანჯებოდა ას-
თმიანი, მუდმივად გაღიზიანებული, ჭირვეული ქმრის ხელში,
რომელსაც გუნება-განწყობა ყოველ წუთს ეცვლებოდა. მან
თანდათან გადაიხადა მისი ვალები, თუმცა კი, წარმოდგენა არ
ჰქონდა, რისთვის და რატომ აიღო ისინი კაცმა. მან გაზარდა
ოთხი შვილი, რომელთა ხასიათისა და ზნეობრივი თვისებების-
გან, მამის ბუნების გათვალისწინებით, ბევრს არაფერს ელოდა;
ამის მიუხედავად, მან ერთმანეთის მიყოლებით დააქორწინა
შვილები, უყიდა მათ საცხოვრებელი და დაასახლა; ახლა მისი
ერთადერთი საქმიანობა იყო სტუმრების მიღება და გართობა
თავის სახლში. ახალგაზრდობაში, ქმრის ხასიათის გამო, ის
მოკლებული იყო მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ახალგაზ-
რდა ქალებთან. ბოლო შვიდი წლის გამავლობაში იგი უამრავ
ხალხს პატიჟებდა და შესანაშინავი კერძებით უმასპინძლდებო-
და. თავისი სამზარეულოს რეცეპტებს იშვიათად გაანდობდა
ვინმეს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
იგი ადილსა და საბიჰს ბაღის ჭიშკართან გამოეგება. მათ
მიმართ თბილად იყო განწყობილი.
- ძვირფასებო, სად ხართ ამდენ ხანს, თუ ღმერთი გწამთ?
რა ხანია გელით.
ხელით თავის სამსართულიან საყურეს ისინჯავდა. საბრიე
ასეთ წვეულებებზე ყოველთვის ამ საყურეებს იკეთებდა, რომ-
ლებიც საყვარელმა დედამთილმა აჩუქა. ერთ-ერთ საყურეს შუა

167
მკითხველთა ლიგა

ნაწილი სძვრებოდა, საბრიემ ძაფით მიაბა ნაწილები ერთმა-


ნეთს. და რადგანაც ძალიან ეშინოდა საკმაოდ მოზრდილი
ბრილიანტის და პატარა ლალის თვლის დაკარგვისა, ყოველ
წამს ხელით ისინჯავდა საყურეს. საბიჰმა დეიდას ორივე ლო-
ყაზე აკოცა, შემდეგ კი მოხუცი მებაღის ქოხს შეხედა. ის ისევე
დანგრევის პირას იყო მისული და ძლივს იდგა, როგორც სამი
წლის წინ. საბრიემ საერთოდ არ იცოდა, რა იყო სახლის რე-
მონტი და მოვლა. ასე იყო თუ ისე, თუ რამ მოძვრებოდა და
დაიკარგებოდა, სულ სხვაგვარად აღელვებდა, ვიდრე ის, რაც
ჩამოიშლებოდა და დაინგრეოდა.
- უჰ, ძალიან გემრიელი რამეები მოგიმზადეთ, - საბიჰს მი-
უბრუნდა, - შენ კი შენი დიეტური საჭმელი გელოდება.
ადილმა შეხედა ქმრის უცბად შეჭმუხნილ სახეს და სიხა-
რული ვერ დამალა.
- ღმერთმა დალოცოს შენი კეთილი გული, დეიდა, - თქვა
მან, - ძალიან მეშინოდა, რამე ისეთი არ ეჭამა, რაც აწყენდა და
ავად გახდიდა.
შიშითა და წუხილით კი არა, სიხარულით უკანკალებდა
ხმა.
- ამის ჯანმრთელობა ოდესმე გამომრჩება მხედველობი-
დან, ჩემო კარგო? ეს ხომ ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი
საბიჰია.
ამ დამარწმუნებელი სიტყვებით კმაყოფილი ადილი ვე-
რანდისკენ გაემართა, ტანგოს მოტივის ღიღინით, რომელიც
რამდენიმე დღის წინ ისწავლა. საბიჰი აღშფოთებული იყო, მე
თქვენ გიჩვენებთ სეირს, ყველას გიჩვენებთ! საბიჰი ადუღებული
იყო. გადაწყვიტა, ამ წვეულებაზე შეგროვილი ხალხისთვის თა-
ვიდან ბოლომდე მოეყოლა და აეხსნა ყველა სტატია, რაც კი
წაეკითხა პოლონეთის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის პრობ-

168
მკითხველთა ლიგა

ლემების ფონზე. კარგად უნდა აეხსნა, მთელი სისრულით. აი,


ეს იქნებოდა მისი შურისძიება: ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო.
თავი რომ შეეკავებინათ დიეტური საჭმელებით მისი და-
ჩაგვრისგან, ის საუბრისას სულ სხვა თემებს შეეხებოდა, დავუშ-
ვათ, მოჰყვებოდა ვეშაპების ცხოვრების ციკლის შესახებ. ამ
ზღვის ბინადრების ცხოვრება მართლაც საინტერესო და მომ-
ხიბვლელი იყო მისთვის. ჟურნალებში კითხულობდა მათ შესა-
ხებ და ფიქრობდა მათ უცნაურობაზე, რომ ეს არსებები ზღვაში
თევზები არიან და ხმელეთზე კი ძუძუმწოვრები. მაგრამ ახლა
გადაწყვიტა, აღარც ვეშაპები ეხსენებინა და არც ესკიმოსების
სრულიად უცნაური ჩვევები; არ მოეყოლა ლეკვზე, რომელსაც
ბაბუას სტატუსი მიანიჭეს იმიტომ, რომ ის დაიბადა ზუსტად იმ
დროს, როდესაც მოხუცი გარდაიცვალა. ახლა კი, ამ უსიამოვ-
ნო შეტყობინების ფონზე, დიეტური საჭმელის შესახებ, საბიჰი
იძულებული გახდა შეხებოდა ისეთ სფეროს, როგორიც იყო
გერმანიის მძიმე მრეწველობა და ეკონომიკა. სიბრაზით ავსე-
ბულს სულაც აღარ აინტერესებდა, დეიდამისის საყურეს ნაწი-
ლი მოსძვრებოდა და დაიკარგებოდა, თუ არა. მან დეიდის
ყურს შეხედა. მალე, სულ მალე, ყვრიმალიდან 45 გრადუსიანი
კუთხით მდებარე ამ ხვრელში შევიდოდა დეტალურად მთელი
ინფორმაცია, რაც მან ბოლო დღეებში დააგროვა. წლების გან-
მავლობაში, საბიჰი გაზეთების სტატიებს და შეტყობინებებს იყე-
ნებდა კეთილგანწყობის ან მადლიერების გამოსახატად. მაგ-
რამ ერთ დღეს, როდესაც გაზეთში წაკითხულ ამბავს უყვებოდა
ადილის რომელიღაც თაყვანისმცემელს და მათი სახლის ხშირ
სტუმარს, მისმა ახალგაზრდა თანამოსაუბრემ ჯერ დაამთქნარა,
მერე კი საერთოდ გაეცალა იქაურობას. საბიჰი მაშინვე მიხვდა,
რომ სხვების რეაგირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე
ან საინტერესო ამბებზე ზუსტად ისეთი არ იყო, როგორიც მისი

169
მკითხველთა ლიგა

რეაგირება. იმ წუთიდანვე გადაწყვიტა, ეს თავისი გატაცება


„მრისხანე იარაღად“ გამოეყენებინა და მისი კარგი მეხსიერე-
ბისა და უამრავი თავისუფალი დროის არსებობის გამო ეს არ
გაჭირვებია.
ვერანდაზე, როგორც ყოველთვის, შვიდი-რვა სტუმარი
იმყოფებოდა. საბრიეს შვილებმა ბავშვობისდროინდელი სახ-
ლი დატოვეს, მეგობრები და სტუმრები კი დედას გადაულოცეს.
ყველა აქ იყო: იაშარი- უფროსი ვაჟის პარტნიორი ბანქოში,
რომელიც ამავე დროს ნურანის ბიძაშვილი იყო; ნურიე - უფ-
როსი ქალიშვილის მული; იფეტი - ვინც მისი შუათანა ვაჟი
აზარტულ თამაშებს შეაჩვია, რის გამოც ბიჭმა სწავლის გაგრძე-
ლებაზე უარი თქვა, მაშინ როდესაც თვითონ ამ ყმაწვილმა წარ-
ჩინებით დაამთავრა საინჟინრო სკოლა; და მისი ყველაზე უმ-
ცროსი ქალიშვილის სტუდენტობის დროის საუკეთესო მეგობა-
რი მუაზეზი. საბრიე შეჩვეული იყო, შვილების მონატრება, რომ-
ლებიც იშვიათად ჩამოდიოდნენ მასთან, ამ ჯგუფთან შეხვედრე-
ბით შეევსო.
ადილმა ვერანდაზე შეაბიჯა თუ არა, შესძახა:
- ო, ღმერთო ჩემო, იაშარიც აქ არის? რა სასიამოვნოა,
ჩემო ძვირფასო ბატონო!
იაშარმა ნაადრევად გაჭაღარავებული თმა ხელით გა-
დაივარცხნა და სათვალე გაიწმინდა. ამის შემდეგ სრული ეთი-
კეტის დაცვით მიესალმა ადილს. ვერაფერს იტყოდი, ევროპულ
წეს-ჩვეულებებს კარგად იცნობდა.
- ახლა სწორედ თქვენს ბიძაშვილთან, ნურანთან ერთად
ვიმგზავრეთ. ო, რა მოხდენილი ქალია, უნდა გენახათ, რა მშვე-
ნიერი იყო, - შემდეგ საბრიეს მიუბრუნდა, - მუმთაზიც იქ იყო.
საბრიეს ძალიან უყვარდა მუმთაზი, რადგან მუმთაზმა აღ-
მოაჩინა საბრიეს მამის სახელი და ბიოგრაფია ბიოგრაფიულ

170
მკითხველთა ლიგა

კრებულში, რომელიც ეძღვნებოდა ოსმალეთის იმპერიის გა-


მოჩენილ მოღვაწეებს. როდესაც მუმთაზმა ტელეფონით შეატ-
ყობინა მას ამ ჩანაწერის შესახებ, რომლის პოვნასაც თავის
დროზე მისი გარდაცვლილი ქმარი დიდი ხნის განმავლობაში
ჰპირდებოდა, მან კი ერთ დღეში იპოვა და თან ასეთი მნიშვნე-
ლოვანი და უკვე მივიწყებული ამბავი ტელეფონით აცნობა, საბ-
რიემ სასწაულის არსებობა დაიჯერა.
- კი მაგრამ, მუმთაზი რატომ არ წამოიყვანეთ? რამდენი
ხანია, არ მინახავს, თანაც მუაზეზიც აქაა.
საბიჰს უნდოდა ცოლისთვის დაესწრო ამ საკითხის ახსნა
და დაემთავრებინა ეს საუბარი.
- თავის მეგობრებს უნდა შეხვედროდა, ვიცოდით და აღარ
დაგვიძალებია.
მუაზეზი შეზლონგიდან წამოდგა.
- სუათი, როგორც ჩანს, ავადაა. ერთი კვირით დაბრუნდა
სტამბოლში და ახლა სანატორიუმშია. ისიც აპირებდა მეგობ-
რებთან შეხვედრას, აქეთ რომ მოვდიოდი, შემხვდა.
საბიჰს გაუკვირდა, რომ ნაცნობების მთელი ეს ჯგუფი ამ
დილით ბორნებით გადმოსულიყო სტამბოლის ამ რაიონში,
მაგრამ თანაგრძნობის გამოხატვა არ დავიწყებია:
- რა სამწუხაროა... რით არის, ნეტავ, ავად? რამე სე-
რიოზული ხომ არაა?
არა, ტუბერკულოზი არც ისეთი სერიოზული დაავადებაა;
უბრალოდ, კარგად უნდა იკვებო. ჩემი დაავადება კი მართლაც
სერიოზულია. იძულებული ვარ, დიეტა დავიცვა. სულ ცოტა ხან-
ში იმ ტანჯვის განცდის განმავლობაში, რასაც იწვევდა კარაქში
ჩაშუშული ყაბაყის და სტაფილოს ჭამა, საბიჰი თითქმის შენატ-
როდა სუათის დაავადებას - ყოველ შემთხვევაში, ყველა, ვისაც
იგი შეხვდებოდა, იმას კი არ ეტყოდა, დიეტა დაიცავიო, პირი-

171
მკითხველთა ლიგა

ქით, ურჩევდა რაც შეიძლება მეტი და ნოყიერი საჭმელი მიირ-


თვიო. ჭამე და სულ კარგად იქნები! ეს მუაზეზი კიდევ რაღაც
უცნაური გოგოა. საიდან იცის ყველაფერი და იცნობს ყველას?
როგორ?
ეს რომ სხვა დღე ყოფილიყო, ადილს უფრო შეაშფოთებ-
და ალბათ სუათის ავადობის ამბავი. ასეთი ხალისიანი ადამიანი
ცოტა თუ უნახავს. თან ქალის სულს კარგად იცნობდა. მაგრამ
ამჟამად, როდესაც აპირებდა ყველაფერი გაემჟღავნებინა მუმ-
თაზის და ნურანის შესახებ, მუაზეზის და იაშარის იქ ყოფნის
გარდა, სუათის ხსენებაც დაბრკოლებად ექცა, მას კი დაბრკო-
ლებები არ უყვარდა. მან გადაწყვიტა, კარგად ნავარჯიშევი ცხე-
ნივით, ერთი ნახტომით გადაელახა ეს მოულოდნელი დაბ-
რკოლება და განაცხადა:
- სიმართლე გითხრათ, მუმთაზი ისე იყო მხოლოდ ნურა-
ნით დაინტერესებული, რომ ერთი სიტყვაც ვერ გავაგებინეთ, -
თან კუთხის მზერით იაშარს გახედა.
მან ძალიან კარგად იცოდა, რომ იაშარს დიდი ხანი იყო,
რაც ნურანი მოსწონდა და ეჭვიანობდა. რომ აღარაფერი
ვთქვათ იმაზე, რომ მან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ნუ-
რანისა და ფაჰირის დაშორებაში, ერთი მხრივ, ფაჰირისა და
ემას დაახლოებისთვის ხელშეწყობით და, მეორე მხრივ, ნურა-
ნისთვის ამ ურთიერთობების დეტალურად გადაცემით. იაშარმა
ფერი დაკარგა.
მან თითქმის ბორძიკით წარმოთქვა:
- ოდესღაც მგონი იცნობდნენ ერთმანეთს, არა?
ადილი უკვე ექსტაზში იყო:
- არა, ჩვენ გავაცანით ერთმანეთი, - შემდეგ საბრიეს მი-
უბრუნდა და დაამატა, - ძვირფასო დეიდა, უნდა გენახა, როგორ
ეჟღურტულებოდნენ ერთმანეთს! გულწრფელად ესიამოვნებო-

172
მკითხველთა ლიგა

და ადამიანს. მე მგონი, ეს ამბავი ცუდი არ უნდა იყოს! არის


ცოტა განსხვავება ასაკში, მაგრამ...
საბიჰი გაოცებისგან პირდაღებული მიაშტერდა ცოლს.
მუაზეზის თანდასწრებით, ასეთი ტყუილი არ უნდა ეკადრა. საყ-
ვარელი მუაზეზი ხომ ყველა იქ მყოფზე ბევრად უმცროსი იყო.
- და ვინ არის ეს მუმთაზი, ბოლოს და ბოლოს?
- უნივერსიტეტში ჩვენი ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა,
- მუაზეზმა თმა თავის გადაქნევით შეისწორა და მზის შუქზე თვა-
ლები მოჭუტა.
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს... მზერა ბაღში გა-
ფურჩქნულ დიდ ჰოლანდიურ ყვავილებზე შეაჩერა. კაშკაშა წი-
თელი... კაშკაშა წითელი... შემდეგ უცბადვე შეცვალა აზრი:
- იცით რა, ჩვენ ის ძალიან მოგვწონს.
ეტყობოდა, რომ საკმაოდ უხასიათოდ იყო. იგი აქ იმიტომ
მოვიდა, რომ თვითონ მუმთაზისგან გაიგო, რომ ამ დროისთვის
აქ, კუნძულზე იქნებოდა. მაგრამ ბორანზე ვერ ნახა. ერთმანეთს
აცდნენ. და აი, თურმე როგორ განვითარებულა მოვლენები...
ნახევრად დახრილი ქუთუთოებით, წამწამებიდან ბრაზით გახე-
და ადილს.
- ჩემო კარგო, მუმთაზი როგორ დაგავიწყდა? მამაშენის
მეგობარს, იჰსანს ხომ იცნობ? მისი ბიძაშვილია. ჩვენთან სახ-
ლში, მე მგონი, უამრავჯერ შეხვედრიხარ მას.
მაგრამ იაშარმა მუმთაზი ვერაფრით ვერ გაიხსენა. ოთა-
ხიდან საათის ხმა გაისმა. ორის ნახევარი იყო. წამლების და-
ლევის დრო. იაშარს, თვით ნურანის სხვა კაცზე გათხოვების
ალბათობაც კი ვერ დაავიწყებდა, რომ წამლები უნდა დაელია.
ჯიბიდან პატარა შუშის ბოთლი ამოიღო, იქიდან ორი აბი გად-
მოყარა შესაფუთ ქსოვილზე ისე, რომ ხელით არ შეხებია.

173
მკითხველთა ლიგა

- ვინმეს შეუძლია, წყალი მომიტანოს? - შემდეგ საბიჰისკენ


მიტრიალდა, - წარმოუდგენელი რამაა. რაც ამ ვიტამინების და-
ლევა დავიწყე, გაცილებით უკეთ ვარ. ძალა მომემატა.
საბიჰმა ვერ მოასწრო დაენახა, დაცინვა და კმაყოფილება
როგორ გამოკრთა ადილის თვალებში.

III

თითქოს წინასწარ მოილაპარაკესო, მეორე საღამოს ისი-


ნი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ ბორანზე ასვლისას. საბიჰი და
ადილი არსად ჩანდნენ და ნურანს ფატმა თავის დეიდასთან
დაეტოვებინა. გაზაფხულის სურნელი არემარეს ეფინებოდა.
თითქმის ყველა მგზავრს ხელში ეკავა მოზრდილი აყვავებული
ტოტი. რამდენიმე ადამიანს ახალდაკრეფილი ვარდების
თაიგული მოჰქონდა. ისეთი სანახაობა იყო, თითქოს მთელი ეს
ხალხი ყვავილების ბაღს თავს დასხმია და გაუძარცვავსო.
ნურანმა იგი შორიდან დაინახა და ხელით გაურკვეველი
ჟესტი გააკეთა. მუმთაზი სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მისკენ, ძა-
ლიან კმაყოფილი იყო ამ მოულოდნელი შეხვედრით, რომელ-
ზეც არც კი უფიქრია, კმაყოფილი იყო, რომ ნურანს ინტერესი
შეამჩნია, რაც კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო მისთვის.
- არ მეგონა ასე მალე თუ ბრუნდებოდი ქალაქში.
- მე თვითონაც არ მეგონა, მაგრამ ასე მოხდა. როგორ
გაატარე დრო?
ეტყობოდა, ნურანს მართლა დაწვრილებით აინტერესებ-
და, როგორ გაატარა მან ის დღე. მუმთაზი ნურანის ზურგს უკან
ანატოლიის დიდებულ სანაპიროს გაჰყურებდა, ტკბებოდა მისი
ნაზი ფერებით, რომლებიც შორიდან ისე მკრთალად აღიქმე-

174
მკითხველთა ლიგა

ბოდა, როგორც საშრობი ქაღალდით შესრუტული ლაქა. მან


ნურანს უპასუხა:
- მეგობრებს შევხვდი, ვისაუბრეთ... ჩვენს ქვეყანაში ამას
ყველა დიდი ხალისით აკეთებს - ყველა საუბრობს, - შემდეგ
იფიქრა, ჩემი მეგობრების მიმართ ზედმეტად მკაცრი ხომ არ
ვარო და დაამატა, - მაგრამ საჭირო თემებზე ვლაპარაკობდით.
იჰსანიც იქ იყო. მსოფლიოში არსებული პრობლემების თით-
ქმის ნახევარი გადავჭერით. საღამოს კი, მოგვიანებით, ნეის -
ჩვენებური ფლეიტის კონცერტს მოვუსმინეთ.
- ვინ უკრავდა?
- ქემილი, ემინ დედეს მოსწავლე! ეს იყო მელოდიები სა-
ზის და ზოგადად სიმებიანი ინსტრუმენტების რეპერტუარიდან
და ძველი დერვიშული ცერემონიალებიდან.
ორივე ძალაუნებურად აქეთ-იქით იყურებოდა იმის შიშით,
ვინმე ნაცნობი არ გამოჩენილიყო ახლომახლო. როგორც იქ-
ნა, ბორანზე ასასვლელი კარი გაიღო და ხალხმა ასვლა დაიწ-
ყო. ბორანის გემბანზე ისე შეაბიჯეს, როგორც დიდი ხნის წინ
დაკარგულმა და შემთხვევითი შეხვედრით გახარებულმა მე-
გობრებმა. კვლავ ქვედა გემბანზე დასხდნენ.
მუმთაზი:
- პატარა ქალბატონი რა იქნა? არ იდარდა, რომ დატოვე?
საკმაოდ მიკრული ჩანს შენზე.
- არა. იცოდა, რომ ეს აუცილებელი იყო. ჩვენ მეზობლად
გავრცელდა ყივანახველა და ამის გვეშინია. მთელი ზამთარი
ისედაც ავად იყო. ფატმა დამჯერეა, როდესაც უხსნი, რა არის
სასიკეთო მისი ჯანმრთელობისთვის.
- ოთხი წლის წინ შეიძლებოდა უკვე მცოდნოდა ეს ყველა-
ფერი, მაგრამ როცა იჯლალი გვერდით არ არის...

175
მკითხველთა ლიგა

ოთხი წლის წინ იგი იჯლალს ყოველდღე ხედავდა, ნურა-


ნის შესახებ ყველა ახალი ამბავი იცოდა მაშინ.
ეს შენიშვნა ნურანს არ გაუგონია. იგი თავის ფიქრებში იყო
ჩაძირული.
- ფატმა თავისებური ბავშვია, - თქვა მან, - მგონი, უფრო
აინტერესებს ყურადღება, რომელსაც იჩენენ მის მიმართ. თვი-
თონ კი გულჩათხრობილია, თავის აზრებს არ ამჟღავნებს. ავად
გახდომის რომ არ შეშინებოდა, ერთ ამბავს ატეხდა.
- რატომღაც მგონია, შენ თვითონ მასთან დარჩენა გერ-
ჩივნა.
ცელქი სხივი მარჯვენა მხრიდან ნურანის თმაში გაიხლარ-
თა, მერე ნელა ჩამოცურდა მის კისერზე და როგორც პატარა
ცოცხალი არსება, რომელსაც მოეწონა ადამიანის სითბო, მის
ფერმკრთალ, მთვარით განათებულ კანზე ათამაშდა.
- მეც ეგ მინდოდა, მაგრამ მერე ერთი სამწუხარო და გა-
უთვალისწინებელი ამბავი მოხდა.
მუმთაზმა მხოლოდ ახლა აღიქვა, რომ ნურანი ისეთი
უდარდელი არ იყო, როგორიც წინა დღით. იგი დაბნეული და
მოწყენილი ჩანდა.
უკმაყოფილების გრძნობა, რომელიც მუმთაზს დაეუფლა
ბორანთან ნურანისა და მისი ყოფილი ქმრის შეხვედრისგან,
კვლავ დაბრუნდა. იგი ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი ისევ ისე
ჩაფიქრებულმა, წარმოთქვა:
- ისე მოხდა, რომ გუშინდელი შეხვედრის მოწმე გავხდი.
მე ჩემს მეგობრებს ვეძებდი და... - მას ტყუილი არასდროს შე-
ეძლო, აქ გაწითლდა, - დავინახე შენი და ფაჰირის უსიამოვნო
შეხვედრა.
ნურანი ჩუმად შესცქეროდა. მისი მზერის ქვეშ მუმთაზი
თავს უხერხულად გრძნობდა, რომ ნურანის პირადი ცხოვრების

176
მკითხველთა ლიგა

დეტალების მოწმე გახდა. ნურანის ცხოვრება... მე ხომ გადაწ-


ყვეტილება მივიღე, არაფერი დამემალა შენთვის, რა თქმა უნ-
და, ეს არ უნდა მეთქვა. შემდეგ ყოველგვარ სიფრთხილეზე ხე-
ლი ჩაიქნია:
- ყველაზე ცუდი ისაა, რომ როდესაც პირველად ჩახვედი
ბორნიდან, ძალიან კმაყოფილი გამომეტყველება გქონდა და
უფრო უდარდელად იქცეოდი...
ნურანმა ნაძალადევად გაიღიმა:
- რატომ არ გინდა გაიხსნა და ბოლომდე მითხრა სიმარ-
თლე, რომ მელოდი, როდის ჩამოვიდოდი ბორნიდან და გა-
მოვჩნდებოდი. მე დაგინახე. უმიზეზოდ ნუ წითლდები. ასეთი
საქციელი ყველას გახასიათებთ, კაცებს. მაგრამ ყველაზე
უარეს მხარეს მაინც ვერ ამჩნევთ. უარესი კი ის იყო, რომ შენ
არ მოხვედი ჩემთან დასახმარებლად, ჯობდა, ბავშვის გაგეყვა-
ნა იქიდან. ჩვენ ორივე გულის წასვლამდე ვიყავით მისული.
მუმთაზს სახეზე საშინელი დაბნეულობა გამოეხატა. ნურა-
ნისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგი განაგრძობდა:
- ასევე ცუდი იყო ისიც, რომ ფატმას ნერვიული შეტევა
მოუვიდა. გოგონას უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ის ვერ მიხ-
ვდა, როგორ მოქცეულიყო. ეჭვიანობს მამაზე. მთელი ღამე ტი-
როდა და გაიძახოდა: „არ მაინტერესებს რომ მამაჩემს არ ვუყ-
ვარვარ, მე ის მაინც მიყვარს!“
ცოტა ხანში, თითქოს არაფერი უთქვამს, ნურანმა უცბად
შეცვალა საუბრის თემა, თითქოს ეს საკითხი ერთხელ და სამუ-
დამოდ დაივიწყა.
- იჰსანი ის იჰსანია, რომელსაც ყველა ვიცნობთ?
- აბა რა ვიცი. შენ რომელ იჰსანს გულისხმობ?
- ზავისა და მოკავშირე ქვეყნების მიერ ოკუპაციის განმავ-
ლობაში, დიდი ომის შემდეგ, როდესაც ბიძაჩემი მუშაობდა უფ-

177
მკითხველთა ლიგა

ლებების დაცვის ორგანიზაციაში, წინააღმდეგობის მოძრაობა-


ში, ის ამბობდა, რომ იგი ეხმარებოდა ვინმე იჰსანს. იგი ცნობი-
ლი იყო როგორც ნადირ ფაშას კონსულტანტი და ვიღაცები
ცდილობდნენ მისი სახელი ფაშას სიკვდილთან დაეკავშირები-
ნათ. იმის მიუხედავად, რომ იჰსანს გაქცევა შეეძლო, მას უთ-
ქვამს: „სანამ მე ასეთი ბრალდების ჩრდილი მადგას, არსადაც
არ წავალ.“ ბიძაჩემს რაღაც წვლილი მიუძღოდა იმაში, რომ
იჰსანი არ ჩამოახრჩეს.
- ჰო, იმ წერილის გამო, რომელიც მას ნადირ ფაშამ გა-
უგზავნა. კი, ეს ის იჰსანია. მაგრამ იჯლალმა ეს ფაქტი რატომ
არასდროს თქვა ჩემთან? მე ბიძაშენი ბევრჯერ მინახავს.
- იჯლალი უფრო რეალისტური ნოველების მწერალს
ჰგავს. იგი მხოლოდ ყოველდღიურ მოვლენებზე ლაპარაკობს.
მუმთაზი ძალიან გაოცებული დარჩა.
- გამოდის თევფიქი შენი ბიძა ყოფილა. ესე იგი, თალათი
შენი დიდი ბაბუა იყო?
- დიახ, თალათი დედაჩემის ბაბუა იყო...
- მე მომისმენია თევფიქი როგორ ასრულებდა ნაწარ-
მოებებს. ერთხელ „მაჰურა“ წაიკითხა. მოგწონს ეგ ნაწარ-
მოები?
- ძალიან... მაგრამ იცი რა, რატომღაც ჩვენს ოჯახში
სწამთ, რომ ამ მშვენიერმა ნაწარმოებმა ოჯახს უბედურება
დაატეხა თავს.
მუმთაზმა მას სერიოზულად შეხედა.
- ნუთუ, ასეთი რამეების გჯერა?
- არა, ამისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. რა
თქმა უნდა, როგორც ყველა, მეც ვგრძნობ რაღაც ამოუცნობ
შიშს. „მაჰურას“ ჰანგზე დაწერილმა სიმღერამ ჩემზე ძალიან უჩ-
ვეულო შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი დიდი ბებიის ნაკვალე-

178
მკითხველთა ლიგა

ვის შეცდომებმა შემაშინა. ჩვენი ოჯახის ბევრი წევრისთვის უც-


ხო არ იყო საკუთარი ამბიციებითა და სურვილებით გამოწ-
ვეული ტანჯვა. პატარაობიდან მესმოდა, რომ მე დიდ ბებიას
ვგავდი. ამის გამო მასზე ბევრს ვფიქრობდი. იქნებ, სწორედ ეს
იყო მიზეზი, რომ ყოველთვის ვცდილობდი გონის კარნახით
უფრო მეცხოვრა, ვიდრე ემოციებისა. მაგრამ რა აზრი აქვს ამ
ყველაფერს... ბედი სულ სხვაგვარად განაგებს... ფაქტია, რომ
ჩემი შვილი არ არის ბედნიერი.
- ბეჰჩეთის ნათესავი ხარ, ასე გამოდის.
- არა, მხოლოდ ქორწინებით... ეგ კაციც საბრალო იყო.
მე მაქვს მისი ცოლის, ათიეს ფოტო. ძალიან უცნაური, ექსცენ-
ტრული ქალბატონი ჩანს. მოკლედ, მოდი, ასეთ რამეზე ნუღარ
ვილაპარაკებთ.
- იჰსანს უყვარს ეგ ნაწარმოები. სწავლობდა მის შესრუ-
ლებას თევფიქთან ერთად. უნდა იცოდე, შენი დიდი ბაბუის ნა-
წარმოები ნამდვილი შედევრია.
- მას ჩაფიქრებული ჰქონდა მევლევის საცერემონიო სიმ-
ღერის დაწერა, მაგრამ მის ნაცვლად, აი, ეს კომპოზიცია შექ-
მნა.
ნურანმა თვალები მილულა. მუმთაზი ფანჯრიდან ნაცრის-
ფერ ზღვას გასცქეროდა, თან ცასაც უყურებდა, სადაც თავს იყ-
რიდა იმავე ფერის სალეჩაქე ქსოვილის მსგავსი ღრუბლები.
შემდეგ გონებაში ნურანი ნაზ ვარდს შეადარა, მის ბაღში რომ
ჰყვაოდა ხოლმე და მსგავს ამინდში სუსტად ირხეოდა. ამ
ღრუბლების ფარდიდან სინათლე ასხივებდა და მათ ანათებდა
როგორც ნიშანი მომავალი სიამოვნებისა, რაც მათ არასდროს
განეცადათ. სინათლე თითქოს ხალისით და სიამოვნებით ეფე-
რებოდა ნურანის სახეს და ხელებს.
- გეტყობა, წუხელ საერთოდ არ გძინებია.

179
მკითხველთა ლიგა

- მართალი ხარ, არ მეძინა, ფატმა მთელი ღამე ჭირ-


ვეულობდა.
- აბა, ასეთ მდგომარეობაში როგორ დატოვე?
- დეიდაჩემმა დამაძალა. მითხრა, რომ ფატმა ასე აღარ
მოიქცეოდა, თუ დავტოვებდი. მეც დავეთანხმე. როდესაც მე
მხედავს, უფრო ჭირვეულობს.
- ჰო, მაგრამ შენც ძალაგამოცლილი ჩანხარ... მე რომ
ვყოფილიყავი...
- შენ რომ... მაგრამ შენ ხომ ქალი არ ხარ, ასე არაა?
- ჰო, მართალია, თუ შენ ამას არ განიხილავ როგორც
უზარმაზარ ნაკლს.
მას გულწრფელად უნდოდა ნურანის სიმძიმე გაეზიარები-
ნა და საშინლად რცხვენოდა და განიცდიდა, რომ ეს არ შეეძ-
ლო. ამან ნურანი გააცინა. მათ შორის ერთგვარი მეგობრული
ურთიერთობა დამყარდა. ეს მეგობრობა ჰგავდა მოგზაურობას,
რომლის მიმართულება წინასწარ იყო განსაზღვრული, დიდი
ხნით ადრე. მათი ცხოვრების გზები ერთმანეთს ძალიან დაუახ-
ლოვდა.
- უცნაური ვინმე ხარ. ასე ხუმრობით იქცევი თუ მართლაც
ასეთი ბავშვური ბუნება გაქვს?
ნეტავ, სულელი ხომ არაა უბრალოდ? მუმთაზმა არაფერი
უპასუხა, მხოლოდ გაიღიმა.
ცოტა ხნის შემდეგ მან წარმოთქვა:
- როდესმე იმღერებ ჩემთვის „მაჰურას“? ვიცი, რომ კარგი
ხმა გაქვს.
ის მუდმივად ამ სიმღერაზე ფიქრობდა, მასში გამოხატულ
ირონიულ-ტრაგიკულ ერთობას სიყვარულისა და სიკვდილისა.
ნურანმა მაშინვე უპასუხა:

180
მკითხველთა ლიგა

- კარგი... ოდესმე გიმღერებ, - შემდეგ დაამატა, - იცი რა,


რატომღაც უცნობად არ გთვლი, ამდენი საერთო ნაცნობი რომ
გვყავს, ალბათ იმიტომ.
მუმთაზი:
- მეც ასეთი გრძნობა მაქვს. თუ ჩვენი მეგობრობა გაგ-
რძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, ასე
გვეწერა.
შემდეგ სულ სხვა თემებზე განაგრძეს საუბარი. მუმთაზმა
აღმოაჩინა, რომ ნურანს არაჩვეულებრივი სიცილი ჰქონდა.
მოუნდა, განსაკუთრებულად აღექვა მისი მომხიბლაობა. იგი
ჰყვებოდა ათასგვარ ამბავს და გზადაგზა ამჩნევდა, რომ მათი
უმეტესობა იჰსანის რეპერტუარიდან იყო. ესე იგი, მაინც ზედა-
პირული ვარ... ჩემი თავი ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე... ნურანთან
საუბარში იგი ფაქტობრივად ცდილობდა დიდი ზღურბლის გა-
დალახვას.
ამ გამოცდილ, მოხდენილ და ლამაზ ქალს ჰქონდა
საოცარი თვისება, გამოესხივებინა ბრწყინვალება და ხიბლი,
თითქოს იგი თავად იყო მზის ბაღი; რეალობა, რომელსაც იგი
აქამდე არ შეხვედროდა. ისეთი რეალობა, რომელიც მისი
რწმენით მისთვის სრულიად მიუწვდომელი იყო, აღმოჩნდა,
რომ აქამდე უბრალოდ მძინარე მდგომარეობაში იყო და ახლა
მზად იყო აღვსილიყო ან დაცლილიყო ამ ქალის იქ ყოფნით,
ან მისი არყოფნით. თითოეული მცნება, რომელიც მას ოდესმე
შეუგნია და ხორცშესხმულად გარდაუქმნია უცაბედი გამოღვი-
ძების პერიოდში, პატარ-პატარა უცნაური დაძაბულობები, რომ-
ლებიც მისი პიროვნების სიღრმეებში დროდადრო წარმოიქ-
მნებოდა ხოლმე, ყველაფერი მღეროდა სიცოცხლის თითქმის
დავიწყებულ სიმღერას. ეს სიჩუმის მუსიკა არსებობდა ორივეს
შიგნით, როცა მათი სახეები ერთმანეთს მიუახლოვდებოდა და

181
მკითხველთა ლიგა

თითქოს სიღრმიდან შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ნურანი უფრო


თავგანწირულად ცდილობდა ჩაეხშო ეს ყველაფერი, მუმთაზი
კი რომელმაც მოიცილა დარცხვენა, როგორც ნიღაბი, პირი-
ქით, ცდილობდა ყოფილიყო უფრო გაბედული და თავისუფა-
ლი.
აქამდე, მუმთაზის სასიყვარულო გამოცდილება ერთ-ორ
შემთხვევით თავგადასავალს არ გასცილებია და თავგადასავ-
ლები მას აგონებდა საკუთარი თავის, საკუთარი არსების ქარის-
თვის გატანებას. ეს შემთხვევები არ იყო მის ცხოვრებაში ქალის
გამოჩენის შემთხვევები, ეს იყო მცირეოდენი არშიყი და უმნიშ-
ვნელო შეხვედრა - უფრო საკუთარი შინაგანი სიცარიელის შევ-
სების და ხორციელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვე-
ვები იყო. მას ჯერ ამაზე მეტი თავის წარმოდგენაშიც არ ჰქონია
განცდილი, რადგან მისი წარმოდგენა მხოლოდ საკუთარ თავს
დასტრიალებდა. მისთვის ქალი ნიშნავდა მაჯიდესთან მეგობ-
რობას და თავისი მამიდის სიყვარულს, - მხოლოდ ეს ორი ქა-
ლი ავსებდა მასში არსებულ სულის სიცარიელეს, დედის სიკ-
ვდილსა და იჰსანის ოჯახში დამკვიდრებას შორის.
ახლა კი, როდესაც ნურანის პირისპირ იჯდა, მუმთაზმა შე-
ნიშნა მისი მომხიბვლელი გარეგნობაც და სულიერი თვისებე-
ბიც, მისი მზერა სწვდებოდა თითქმის შეუმჩნეველ ხაზებს,
ნამცეც-ნამცეც კრებდა ყველაფერს, გრძნობდა სურვილებს და
სხვა წვრილმანებს და იგი გონებაში უკვე ჭვრეტდა, როგორ
გაატარებდა მთელ სიცოცხლეს აი ამ ქალთან, არაჩვეულებრი-
ვად ლამაზთან, თუმცა ამავე დროს, ეს არარეალურად მიაჩნდა.
მუმთაზი თვალს არ აცილებდა ახალგაზრდა ქალის სახეს და
ხელებს, წინ იყო გადაწეული, თითქოს დახმარების მზადყოფ-
ნას გამოხატავდა. რასაც აძლიერებდა ქალის აღუწერელი სა-
სოწარკვეთა. ნურანი ცდილობდა, თვალი აერიდებინა მუმთა-

182
მკითხველთა ლიგა

ზის დაჟინებული მზერისთვის. ყოველ წამს, როგორც კი მუმთა-


ზი მას მზერას მოაცილებდა, იგი თითქოს მოეშვებოდა და ლო-
კოკინასავით კვლავ შეიმალებოდა თავის ნიჟარაში, რადგან
თავს უხერხულად გრძნობდა, თითქოს უნებურად ვიღაცამ შიშ-
ველი დაინახა. წარამარა ხსნიდა თავის ხელჩანთას, პუდრს
ამოიღებდა, ლოყებზე ისვამდა, თითქოს ამით ახალგაზრდა კა-
ცის მზერას ემალებოდა. თითოეული მათგანი გრძნობდა, რომ
მათ შორის რაღაც უჩვეულო ხდებოდა და ერთმანეთს დაბალი
ხმით ესაუბრებოდნენ.
ღია ზღვა, როდესაც შორს, პერსპექტივაში უშქუდარი გა-
მოჩნდა, ლოდოსის ქარის ქროლვის სამფლობელოდ გადაიქ-
ცა. განსაკუთრებით, სამხრეთის მიმართულებით, როცა საღა-
მოს ბინდი მოახლოვდა. ადგილები ლინდერის კოშკსა და მარ-
მარილოს ზღვის გაშლილ წყლებს შორის, როგორც მბზინავი
სპილენძის ფურცლები, საიუველირო ჩაქუჩით დამუშავებული
ძვირფასეულობის მსგავსად, ფენებად აირეკლებოდა წყლის
სიღრმეში. დროდადრო, ეს ფირფიტები ზევით ამოცურდებო-
და, როგორც ძვირფასი ქვებით მოკაზმული ტივები; ზოგჯერ კი,
კაშკაშა მოწითალო ფერის, სევდით და სურვილით სავსე უფ-
სკრულივით ეძახდა, ამაღლებულიყვნენ ჭეშმარიტებამდე, რო-
გორც შორეული წერტილი, თანდათან რომ უჩინარდებოდა, სა-
დაც სინათლე თამაშობდა ღვთაებრივი მოხდენილობით და
ქმნიდა ფრანგული პრიმიტივიზმის საუკეთესო წარმომადგენელ
მხატვართა მსგავს სურათებს.
მალე თბილმა ფერებმა მოიცვა ყველაფერი, რასაც თვა-
ლი ხედავდა და სული გრძნობდა, თითქოს ღვთაებრივი სული
მოეფინა ყველაფერს.
- რა მშვენიერი საღამოა, - თქვა მუმთაზმა.

183
მკითხველთა ლიგა

ნურანს არ უნდოდა, ეს ხაზგასმით ყოფილიყო აღნიშნული


და ამიტომ წყნარად წარმოთქვა:
- წლის ამ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
- ჰო, სეზონი სეზონია, მაგრამ ჩვენი აღტაცება ამის გამო
არ უნდა შემცირდეს.
შენ მშვენიერი ხარ და და ეს მშვენიერება მოდის შენი
ახალგაზრდა ასაკიდან, ოღონდ მე ამ ფაქტის გამო ნაკლებად
აღტაცებული როდი ვარ. მაგრამ იყო კი ეს ყველაფერი ნამ-
დვილად მშვენიერი? მას სურდა ნურანი დაენახა დღევანდელი
ამაღლებული განწყობის გარეშე. არა, ვერაფერს იტყოდა. ასე-
თი პირდაპირი არც ლაპარაკი, არც შეხედვა აღარ შეიძლებო-
და. იგი უკვე მოხიბლული და დაბრმავებული იყო. მით უმეტეს,
რომ უკვე შეეჯახა მის შიგნით არსებულ სარკეს, რომელშიც
აისახებოდა შიში. ამ ჯადოსნურ სარკეში იგი აკვირდებოდა ყვე-
ლაფერს, რაც არსებობდა მის შიგნით, ამჯერად ეს იყო ამოძ-
რავებული სურვილი.
ნურანი მიხვდა, რომ ეს პასუხი უშუალოდ მას ეხებოდა და
მიპატიჟება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ
ინახებოდა სიბნელეში, ახლა ძალიან ადვილად დასანახი გახ-
და.
- ეგ არ მიგულისხმია. მე ვთქვი, რომ დღეიდან რამდენიმე
ხნის განმავლობაში ჩვენ ხშირად შევძლებთ დავინახოთ ასეთი
მშვენიერი საღამოები.
იგი უცბად დაიბნა, რადგან მიხვდა, რომ ორაზროვნად
ნათქვამი გამოუვიდა.
მეორე ბორნის მოსვლამდე, რომელსაც ისინი ბოსფორის
სრუტით უნდა წაეყვანა, ჯერ საკმაო დრო იყო. ისინი წიგნების
გამყიდველის სტენდთან შეჩერდნენ. ნურანმა რამდენიმე გაზე-
თი და რაღაც მოთხრობები იყიდა. მუმთაზი უყურებდა, როგორ

184
მკითხველთა ლიგა

ხსნიდა იგი საფულეს და იღებდა ფულს. ეს ყოველდღიური ჟეს-


ტები მისთვის ახლა მნიშვნელოვნად გადაიქცა. თითქოს ხიდიც
სხვანაირი იყო, წიგნების გამყიდველიც და წიგნების ყიდვასა თუ
ფურცვლასთან დაკავშირებული მოძრაობებიც. თავს ისე
გრძნობდა, როგორც ზღაპარში, სამყაროში, სადაც გაცოც-
ხლდა და გაფერადდა ყველაფერი, ყველაფერს მიეცა აზრი და
ყველაფერი მიუახლოვდა კეთილშობილებას და დახვეწილო-
ბას, სადაც თითოეული მიხრა-მოხრა იყო თავისუფალი, მოხდე-
ნილი როგორც სინათლის სხივის აცეკვება წყლის უძრავ ზედა-
პირზე. წიგნის გამყიდველმა ნურანს ხურდა დაუბრუნა.
მუმთაზს თავისი საჩუქარი და ნურანის ნაყიდი წიგნები
მოჰქონდა. ისინი ბოსფორის ბორანზე ასასვლელად მიემარ-
თებოდნენ. მიდიოდნენ ერთად. მუმთაზი გადმოვიდა ხმელეთ-
ზე, სტამბოლში, ქალთან ერთად, რომელიც წინა დღით სრუ-
ლიად შემთხვევით გაიცნო. ისინი ერთად გაემგზავრებოდნენ
მეორე ბორნით, გადაცურავდნენ ბოსფორს. მისთვის მოვლე-
ნების ასეთი განვითარება მოულოდნელი და გაუგებარი იყო.
დავუშვათ, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი;
დავუშვათ, ასეულ ათასობით ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ
მაინც, ან იქნებ ასჯერაც, განუცდია მსგავსი რამ; ამას რა მნიშ-
ვნელობა ჰქონდა. თვითონაც ხვდებოდა, რომ ეს იყო ჩვეულებ-
რივი ამბავი: შეყვარება, ბედნიერება, როცა გაიცნობ და შეგიყ-
ვარდება, მერე, როცა დაშორდებით, აგრძელებ ნაცნობობას,
ან იქნებ ივიწყებთ ერთმანეთს, ან მტრადაც კი გადაეკიდებით...
ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ზღვაში ბანაობა ან
ძილი. ყველა ადამიანს გამოუცდია და ყველასთვის ერ-
თნაირია. ის, რომ ეს გამოცდილება არც ახალი იყო და არც
სრულიად განსხვავებული, არ აკნინებდა მის აღტყინებას. რად-
გან მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ მან და ქალმა ყვე-

185
მკითხველთა ლიგა

ლაფერი ერთნაირად განიცადეს, მოხდა სრული შერწყმა და


სიმბიოზი. ამიტომაც იყო ეს გამონაკლისი. მაგრამ ვინ იცის, იქ-
ნებ, ნურანი ასე არ ფიქრობდა? მათ შორის თანხმობა იყო? მან
ნამდვილად იგივე იგრძნო? იქნებ, უბრალოდ დასცინოდა? ეს
მოუსვენრობა, ეჭვი მუმთაზს ანადგურებდა. რატომ იყო ნურანი
გაჩუმებული? თითქოს ფეხები გაეხლართა თოკში, რომელიც
სიბნელეში ბილიკზე იყო გაბმული - უამრავი ასეთი კითხვა თავ-
ში უტრიალებდა და სიარულში ხელს უშლიდა. ოჰ, ნეტავ, ნუ-
რანმა ხმა ამოიღოს, ერთი სიტყვა მაინც თქვას!
ნურანი თვითონაც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სიტ-
ყვას ვერ ძრავდა. თავისუფალ და ადვილ ცხოვრებას არ ელო-
და ისეთ ადამიანთან შეხვედრის შედეგად, როგორიც მუმთაზი
იყო. სულ ახლახან ერთი ასეთი ცხოვრების გზა უკვე გაიარა და
ქმარს დაშორდა. მან ნამდვილად იცოდა, რომ იმ უამრავ ადა-
მიანს შორის, ვინც მის გარშემო ტრიალებდა, ან თუნდაც გვერ-
დით ჩაუვლიდა, ბევრი აკვირდებოდა და თვალს აყოლებდა.
ოჰ, ნეტავ, ახლა დამტოვოს... ნეტავ, დამტოვოს და წავიდეს...
მისი გამოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო. მე დრო მჭირდება.
გარკვეულ ხანს მარტო უნდა ვიყო. ნეტავ, ვინ ვგონივარ? ვიღაც
გოგო, რომელსაც შეიძლება აეტორღიალო?
მე ქალი ვარ, რომელმაც შექმნა თავისი ცხოვრება, მაგ-
რამ ეს ცხოვრება დაინგრა. მე შვილი მყავს. სიყვარულში ჩემ-
თვის ახალი არაფერია. ეგ უკვე გავიარე, გამოცდილება უფრო
ადრე მივიღე... ნურანმა მხოლოდ დარდი და წყენა მიიღო იქ,
სადაც უამრავ სიამოვნებას ელოდა.
მზად ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიარო ეს გზა?
განა, ამაზე დიდი ტანჯვა არსებობს? რატომ არიან მამაკაცები
ასეთი მოთავისეები? რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ ქალები, ისე-
თივე თავისუფლები ვართ ჩვენს ცხოვრებაში, როგორიც ისი-

186
მკითხველთა ლიგა

ნი?... და ამ ყველაფრის გარდა, აშკარა იყო, რომ ახალი ფეხ-


საცმელი სჭირდებოდა. ეს ქუსლები ისეთი მოუხერხებელი იყო,
რომ ქალთა პანსიონში არადადეგებიდან დაბრუნებული მას-
წავლებელივით დააბიჯებდა. ამ ფეხსაცმელს მხოლოდ ის და-
ნიშნულება აქვს, რომ მათ გამო საპროტესტო გამოსვლა შეიძ-
ლება მოეწყოს ქალთა უფლებების დასაცავად... ნეტავ, რო-
გორ მოახერხა, რომ მიმზიდველი და მოხდენილი დავენახე,
აი, ამ ფეხსაცმლით?
ის გოგონა გუშინ დილით, ბორანზე... ბროწეულის ყვავი-
ლისფერი ტუჩები რომ ჰქონდა... მუმთაზს თვალს არ აშორებ-
და. მეც ვხედავდი, სადაც ვიჯექი იქიდან, თუ როგორ ეპატიჟე-
ბოდნენ ეს ტუჩები მუმთაზს, ამ გოგონას ბედმა დამაფიქრა კი-
დეც... მუმთაზი კი თავისი მოხერხებული „სათვალთვალო პუნ-
ქტიდან“ დაძაბული მე მიყურებდა. რა უცნაურად ჰქონდა კისერი
წაგრძელებული...სასაცილო და უხერხული იყო... ნურანს სურ-
და, მუმთაზისთვის ეთქვა: „ჰო, კარგი, მოდი აქ დავშორდეთ და
ჩვენ-ჩვენს გზას გავუდგეთ... რა საჭიროა ამ ურთიერთობის გაგ-
რძელება? აზრი არ აქვს...“ მაგრამ ვერ შეძლო ამის თქმა. სრუ-
ლიად დარწმუნებული იყო, რომ მუმთაზს გული ეტკინებოდა.
არ უნდოდა მისი დაღონება. უფრო მეტად ის უნდოდა, რომ
მისთვის თავზე მოეკიდა ხელები და როგორმე დაეწყნარებინა,
მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელი იყო. რომ შესძლებოდა,
ამას მხოლოდ იმისთვის გააკეთებდა, რომ სიამოვნება ეგრძნო.
რადგან სისატიკესაც ახლავს გარკვეული სიამოვნება. ახლა იგი
ამის ძლიერ სურვილს გრძნობდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერ-
თი წამით, ერთი მოუხელთებელი წამის განმავლობაში, რადგან
დიდხანს თვითონვე ვერ გაუძლებდა. და ბევრი არც უნდოდა.
ახლა მისი ნაწილი მოითხოვდა ამას. სურდა ტანჯვაც და
სიამოვნებაც ერთად, თუნდაც ცოტა ხნით. რადგან ეს ფაქტი

187
მკითხველთა ლიგა

კარგად გააცნობიერა, საოცარი ძალა იგრძნო, როგორიც


არასდროს. ასე რომ, მისი ღიმილი დანის პირივით მჭრელი
იყო. ყველაფრის მიუხედავად, შინაგანი მღელვარება კვლავ
აფიქრებინებდა: რას იტყვის ხალხი, როცა ერთად დაგვინახა-
ვენ? ყველას ეგონება, ფაჰირს იმიტომ დავცილდი, რომ ამას-
თან ყოფნა მინდოდა. ფაქტიურად, მე არც დავცილებივარ ფა-
ჰირს... ის თვითონ წავიდა. ნეტავ, თავს დაანებებდეს ეს კაცი...

IV

ბოსფორის ბორანს სულ სხვა ხალხი დაჰყვებოდა. სადაც


ისინი მიდიოდნენ, არ იყო მდიდრული, სასიამოვნო დროსტა-
რების ადგილი, სადაც ყველაფერი შეკვეთილია და მოწყობი-
ლია ისე, როგორც მდიდარი ადამიანები ისურვებენ. იქ არ იყო
ფართო, ასფალტიანი გზები და მათ შორის ყვავილებიანი, დე-
კორატიული გაზონები, მსგავსად თვითონ იმ კუნძულისა, რო-
მელიც წარმოიშვა უცბად, როგორღაც შეუმჩნევლად, სტამბო-
ლის თანდათანობითი დაცემის განმავლობაში, იმდენად მოკ-
ლე დროში, რომ ალბათ ეს იყო ერთი სეზონი. ეს იყო ადგილი,
რომელიც თავიდან სტამბოლის გვერდით არსებობდა, თავისი
ბედი ჰქონდა, რომელიც დამოკიდებული იყო სტამბოლის აღ-
ზევებასა და დაცემაზე, როცა ქალაქი კარგავდა თავის ცხოვრე-
ბის რიგს და მისი დაცვის საშუალებებს; ადგილი, რომელიც და-
მოუკიდებელ ერთეულად გადაიქცა, როცა ქალაქმა შეიცვალა
თავისი უპირატესობები, თუმცა შეინახა ბევრი ძველი მიდრეკი-
ლება, სტილი, გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რასაც მის ახ-
ლოს ჩაუვლია, ან რაშიც ის თვითონაც მონაწილეობდა. მოკ-
ლედ, ეს იყო ადგილი, რომელსაც ყოველთვის უცხოვრია ქა-

188
მკითხველთა ლიგა

ლაქთან ერთიანი კულტურით, როგორც შეეფერება ბოლომდე


ერთგულს.
მუმთაზის აზრით, ამ კუნძულზე ყველა თითქოს უცნობი
ხდებოდა. ეს იყო ადგილი საკმაოდ შეძლებული ხალხისთვის;
ადამიანი ყოველთვის რაღაცისკენ ისწრაფოდა, ხოლო ეს
სწრაფვა აქ, ამ ადგილას სრულიად კარგავდა მნიშვნელობას,
ყოველ შემთხვევაში, იმ მხრივ, რაც ადამიანს საკუთარ თავთან
აშორებს, გაუცხოებას აგრძნობინებს და ამ პროცესში ხელს უშ-
ლის მას მყარად იდგეს ფეხზე. ბოსფორის კუნძულზე, პირიქით,
ყველაფერი თითქოს მოითხოვდა, რომ ადამიანი საკუთარ
თავს ჩაღრმავებოდა. აქ ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნოდა, რო-
გორც ცხოვრების იმ შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც განა-
გებდნენ ყველაფრის სინთეზს, პანორამისა და არქიტექტურის
ჩათვლით, რაც უნდა ცვალებადი და დროებითი ყოფილიყო...
იმ შემადგენლებს, რომლებიც ჩვენ დავაარსეთ და შედეგად,
მათ დაიწყეს არსებობა ჩვენთან ერთად. ეს იყო გარემო დაბალ
მინარეთებიანი და პატარა მეჩეთებიანი სოფლებისა, რომელ-
თა კირგადაცლილი კედლები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც
სტამბოლის გარეუბნებში, ძველი, ნახევრად დანგრეული სა-
საფლაოების გარემოში, საიდანაც დროდადრო მთელი პანო-
რამა იშლებოდა კიდით კიდემდე; გარემო შადრევნებისა, ჩამო-
ტეხილი მოპირკეთებით, რომელთა დიდი ხნის წინათ გამშრა-
ლი მილებიდან მაინც გამოდიოდა სიგრილე; დიდი ბოსფორუ-
ლი სასახლეების გარემო, დერვიშების ხის სახლების გვერდით,
რომელთა მოწაფეების ყვირილი დროდადრო შეერეოდა
ხოლმე სტამბოლის სხვა ხმებს რამადანის პერიოდში, როგორც
მისალმება, გაგზავნილი მოკვდავთა სამყაროდან. მოედნები-
დან, რომლებიც სავსე იყო მოგონებებით წარსულ შეჯიბრებებ-
ზე ჭიდაობაში, დოლებისა და საყვირების ხმაურის თანხლებით

189
მკითხველთა ლიგა

და მეტოქეები გამოდიოდნენ სადღესასწაულოდ ჩაცმულნი, მო-


გონებები უზარმაზარ აღმოსავლური ჭადრის ხეებზე, მოღრუბ-
ლულ საღამოებზე, უცნაურ ექოებზე და განთიადებზე, რომელ-
თა დადგომის დროს გარიჟრაჟის ნიმფები ჩირაღდნებს იქნევ-
დნენ და დაფარფატებდნენ სადაფისფერ მოჩვენებით ხილვებ-
ში, მეტაფიზიკურ სარკეებში ასახულები.
გარდა ამის, ბოსფორის სრუტეში ყველაფერი წარმოად-
გენდა ანარეკლს, ასახვას. სინათლე იყო ანარეკლი, ბგერა იყო
ანარეკლი; ზოგჯერ ადამიანიც შეიძლებოდა გამხდარიყო ექო,
ასახვა მთელი რიგი საგნებისა, უნებურად, ისე რომ თვითონაც
ვერ მიხვდებოდა.
ყოველთვის, როცა მუმთაზი თავისი ადრეული ბავშვობის
მოგონებებს ყურს მიუგდებდა და ბორანის საყვირის ექოს
გაიგონებდა, რომელიც მასთან გარშემო მთების ფერდობები-
დან არეკვლის შემდეგ აღწევდა, ამოიცნობდა მას როგორც
როგორც წყაროს, რომლისგანაც ზოგჯერ კვლავ აღდგებოდა
მისი უკურნებელი მელანქოლია, და ეს ავსებდა მას მდიდარი
მოგონებებით ყოველდღიურ ორომტრიალში.
ბორანზე თავი მოეყარათ ქალაქში მომსახურე ადა-
მიანებს, რომლებიც სამუშაოდან ბრუნდებოდნენ, ტურისტებს,
პლაჟზე მიმავალ ხალხს, სტუდენტებს, სამხედრო ოფიცრებს,
ხნიერ ქალებს და მორწმუნე მრევლს, რომელთა სინანული
ცხოვრების გამო და ყოველდღიური დაღლილობა თითქოს ჩა-
მოიწმინდებოდა სახეებიდან და გააზრებულად თუ უნებურად,
ისინი ნებდებოდნენ საღამოს ამ ბოლო საათის მშვენიერებას.
ომარ ჰაიამის მიერ აღწერილი მექოთნის მსგავსად, საღამო
თავის ხელებში იღებდა მათ თავებს და ამუშავებდა შიგნიდან
და გარედან, გაჰყავდა ხაზები, ღებავდა, აპირკეთებდა და აპ-
რიალებდა, რის გამოც მათ თვალებში აისახებოდა ოცნებები,

190
მკითხველთა ლიგა

ტუჩები აღარ ჰქონდათ მკაცრად მოკუმული, მზერა კი იმედით


ევსებოდათ. ისინი პოულობდნენ საკუთარ თავს, როგორც გა-
მოსხივების ცენტრს, თითქოს რაღაც ჯადოსნობით, ისინიც სი-
ნათლის სხივების გარდაქმნასთან ერთად იცვლებოდნენ.
დროდადრო უხეში, შეიძლება ითქვას, საშინელი ხარხარი გა-
ისმოდა ერთ-ერთი ჯგუფიდან; მთელი გზა, ერთი ჯგუფი ადგი-
ლობრივი ეგრეთ წოდებული შეძლებული ოჯახების შვილები-
სა, უკრავდა გარმონიკას და მღეროდა ჩახრინწული ახალგაზ-
რდული ხმებით; მგზავრები, რომლებიც ერთმანეთს უკვე იც-
ნობდნენ ამ გზაზე ყოველდღე სიარულის შედეგად, შეჩვეულნი
იყვნენ ამ ყველაფერს და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. თუმცა,
ხანდახან ჩუმდებოდნენ. უძრაობა, სიმშვიდე, რომელიც უფრო
რაღაცნაირ მოლოდინს ჰგავდა, კვლავ გამეფდებოდა ხოლმე,
თითქოს ყველა უსმენდა ერთი დიდი, მძლავრი ხის ფოთლების
შრიალს.
ამ ხის ფესვები, რომლებიც ტოვებდნენ ღია წითელი ფე-
რის თაღის კვალს როგორც მოოქრულ, ჰერათისთვის დამახა-
სიათებელ, დიდი ხელოვნებით შესრულებულ წიგნის ყდაზე,
რომელიც შორს, ჰორიზონტზე იდო მზის ქვეშ, ასხივებდა ოქ-
როსფერ ნაქარგებს, რომლებიც გამოკვეთილად ჩანდა, ყო-
ველ წუთს აქრობდა მათ და იქვე ახალს ქმნიდა, ფანტაზიის შე-
საბამისად გადააწყობდა. აქედან ჩანდა, როგორ ყვაოდა ხის
თითოეული ტოტი. ამ ნათებაში ნურანი ჩანდა როგორც ამ ხის
ნაყოფი, თავისი გაქვავებული მზერით, პატარა, წინ წამოწეული,
ჯიუტი ნიკაპით, რომელიც მას უარს ეუბნებოდა, თავისი მოჭუ-
ტული თვალებით და ჩანთაზე ჩავლებული ხელებით.
„იმდენად, რომ მართლა ოქროს ხის ნაზ ტოტს გავხარ...
როდესაც სინათლე მთლიანად ჩაქრა, შემეშინდა, ძირს არ ჩა-
მოვარდნილიყავი.“

191
მკითხველთა ლიგა

„ღამე ერთ წამში ყველას ერთად მოგვიყრის თავს... რად-


გან შენც იმავე მდგომარეობაში ხარ“. და ზუსტად ასე მოხდა.
უშქუდარში ჩასვლამდე ვარდისფერი დაისი სხვადასხვა მხარეს
ჩრდილისფრად გაიწელა და ზღვა ჩამუქდა. უზარმაზარი, ჰერა-
თის ყდაში ჩასმული წიგნის ტომის ბზინვა ღრმა მეწამულისფერ
ღრუბლის ფრაგმენტად იქცა. შორეული მინარეთების თავზე სი-
ქათქათის ორიოდ ნაფლეთი ტრიალებდა, როგორც გზააბ-
ნეული ჩიტები. განათების ტალღამ შთანთქა მოპირდაპირე ნა-
პირი და მოიცვა ყველაფერი, როგორც სჩვეოდა ოსმალურ
ტრადიციულ მუსიკის ჰანგს.
როცა ღამე ჩამოწვა, მუმთაზმა ზამთრის სიცივის წაკბენაც
კი იგრძნო ჰაერში. სიცივის უსიამოვნო შეგრძნებისგან იგი თით-
ქოს თავის თავში ჩაიკეტა.
- ზამთარში ბოსფორს სხვა ხიბლი აქვს, - წარმოთქვა მან,
- რაღაც უცნაური სიმარტოვე.
- ჰო, მაგრამ მგონი ვერ იტან სიმარტოვეს.
- არა, არ მომწონს. მას რომ გაუძლო, ან ძალიან გულ-
მოდგინედ უნდა გქონდეს ფესვები ჩაჭიდებული, ან სრულიად
განსხვავებულად და გამომწვევად უნდა იცხოვრო. ვგულის-
ხმობ, რომ საჭიროა გქონდეს სათანადო გამოცდილება. რაც
მე შემეხება...
აქ მუმთაზი შეჩერდა. მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა: „მე
ჯერ ბავშვი ვარ“... მართლაც, რისგან შედგებოდა მისი ცხოვრე-
ბა, გარდა ოცნებების და მოგონებების კოლექციისა? განა ხვალ
შენც მოგონებად არ გადაიქცევი?
- იცი, რა მიყვარს ყველაზე მეტად? პატარაობიდან... -
წარმოთქვა ნურანმა, - დახურული, ჩამუქებული ფანჯრები, ბოს-
ფორს რომ გადაჰყურებს, მათ შუშებზე კი სინათლე აირეკლება
და თამაშობს... მოძრავი ბორნის სინათლეები, ფანჯრიდან ფან-

192
მკითხველთა ლიგა

ჯარაზე გადასვლისას ხანდახან ცეცხლისფერ თაღებს ქმნის...


მაგრამ თუ არ შეგიმჩნევია, ახლა ნუ შეწუხდები ამაზე დაკვირ-
ვებით. უფრო მოხერხებული ადგილიდან შეხედე მათ, სხვა
დროს.
მუმთაზს გაუკვირდა, რომ მას ასეთი უბრალო დეტალი ყუ-
რადღებიდან გამორჩა.
- ბოსფორი ღამით ჩემთვის, აი, ეს სინათლეებია. რო-
გორც შენ თქვი... ადამიანი ცხოვრობს აქ თითქოს სიზმარში,
ხშირად იგი ზღაპრის ნაწილი ხდება...
სენტიმენტალობა, რომელიც ორივეს ეტყობოდა, მუმთაზს
ცოტა ხანში მთლიანად მოერეოდა. ღამის დიდი სამფლობე-
ლო იწყებოდა უშქუდარის შემდეგ. დიდი დასახლებული კვარ-
ტლები, კაშკაშა ლამპიონებით მონიშნული მათი საზღვრები,
ერთმანეთისგან განცალკევებული იყო ჩაშავებული ადგილე-
ბით, რომლებიც მათ კიდევ უფრო მატებდა იდუმალებას. ეს
ჰარმონია ირღვეოდა გაჩახჩახებული მოედნებით, ბორნის გა-
ჩერების ადგილთან ახლოს და უფრო მხიარულ და სასიამოვ-
ნო ცხოვრებაზე მიანიშნებდნენ. თითქმის ყველა ფანჯარა აქ გა-
ნათებული იყო. მათ თვალწინ ჩაიარა ბეჰემოტივით გაწოლილ-
მა ძველებურმა შენობამ, რომელიც თითქოს ძალიან დიდი ხნის
წინ ამოსულიყო წყლიდან და თავისი წონა და სიმკვრივე ნაწი-
ლობრივ დაეკარგა.
- აქ საკმაოდ ბევრი ხალხია, - თქვა მუმთაზმა.
ფაქტობრივად ყველა ფანჯრის ჩარჩოში მოჩანდა ადა-
მიანების სახეები. ისინი ინტერესით იყურებოდნენ და ბორნის
შემოსვლას აკვირდებოდნენ. საყვირის ხმა გაისმა.
- საყვირების ხმა ჯერ ისე ხმამაღლა არ ისმის, როგორც
ზაფხულში...

193
მკითხველთა ლიგა

თავის დაკვირვებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, პატარა


ბავშვების მსგავსად. თითოეული ცალკე აკვირდებოდა, რასაც
ბორნიდან ხედავდა და ერთმანეთს ხანდახან გამოელაპარაკე-
ბოდნენ ხოლმე. ნურანმა დარაბებმოხსნილ, ჩაბნელებულ ფან-
ჯრებზე მიუთითა:
- შეხედე, როგორია, თითქოს თხელი ნაქსოვი ქსოვილი-
ა... ახლა თაღები მოდის, კიდევ ერთი ფანჯარა, როგორც ცას
მოწყვეტილი ვარსკვლავი... მერე ცოტა იქით, ჩვენს სახლთან
ახლოს, მეთევზეების ანთებული ფარნები ციმციმებენ... ყველა-
ზე ლამაზი მაინც თაღებია: შუქების ერთიანობა.
ცოტა ხნის შემდეგ ორივე გასწორდა, თითქოს დიდ წიგნს
ერთად ჩაკირკიტებდნენ, და წელში გაიმართნენო. ერთმანეთს
გაუღიმეს.
- სახლამდე მიგაცილებ, - უთხრა მუმთაზმა.
- მხოლოდ იმ პირობით, რომ ქუჩის დასაწყისამდე... ხომ
არ გინდა, დედაჩემს გულის შეტევა დაემართოს.
მუმთაზმა ხმა არ ამოიღო, მაგრამ გაღიზიანდა. დედამი-
სი... ღმერთო, რამდენი დაბრკოლება უნდა გადავლახო?
თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო, ნურანმა თქვა:
- ვერაფერს იზამ. თითოეულმა ის ცხოვრება უნდა მივი-
ღოთ და შევეგუოთ, როგორიც გვაქვს. შეუძლებელია ყოველ-
თვის ისე მოიქცე, როგორც შენ გსურს... იცი, ამ ასაკშიც კი იძუ-
ლებული ვარ, ანგარიში გავუწიო ჩემ გარშემო მყოფთა აზრს.
დედას რომ არ სცოდნოდა, როდის ვბრუნდებოდი სახლში,
აქამდე უკვე გაგიჟებული იქნებოდა. წარმოიდგენდა ათასგვარ
ხიფათს, რაც მის საყვარელ შვილს შეიძლებოდა შემთხვეოდა,
- უცბად გაჩუმდა და თემა შეცვალა, - შენ მხოლოდ ტრადი-
ციული მუსიკა მოგწონს?

194
მკითხველთა ლიგა

- არა, ყველანაირი... ყველაფერი, რის გაგებაც შემიძლი-


ა... ჩემი მუსიკალური მეხსიერება საკმაოდ შეზღუდულია, მუსიკა
არასდროს მისწავლია. შენც გიყვარს, არა?
- კი, რა თქმა უნდა... ჩვენს ოჯახში ტრადიციული მუსიკა
საგვარეულო ნიშანივითაა. ჩვენ მამის მხრიდან მევლევის ტრა-
დიციებს მივდევთ და დედის მხრიდან ბექთაშის. მე-19 საუკუნის
დასაწყისში სულთანმა მაჰმუდ მეორემ დედაჩემის დიდი ბაბუა
მანასტრაში გადაასახლა, მაკედონიაში, რადგან იგი სუფისტე-
ბის მიმდევარი იყო. როდესაც პატარა ვიყავი, ჩვენს ოჯახში ყო-
ველ საღამოს იკრიბებოდნენ მუსიკის მოსასმენად და ძალიან
დიდი გართობა იყო.
- ვიცი, - თქვა მუმთაზმა, - ერთი შენი ფოტო მაქვს ნანახი
მევლევის ტრადიციულ ტანსაცმელში. ეს ალბათ ისე გადაიღეს,
რომ მამაშენმა არც იცოდა.
იგი შეეცადა, იჯლალის სახელი არ ეხსენებინა. ესეც მისი
მორცხვობის გამო. არ უნდოდა სხვა ქალის სახელის ხსენება
ნურანის თანდასწრებით.
- ჰო, იჯლალიც იყო... - წარმოთქვა ნურანმა.
ღმერთო ჩემო, იმ გოგოსთვის წმინდა ხომ არაფერი არ-
სებობს. მისი ნაცნობების ცხოვრება დაუცველი იყო, როგორც
შუშის სახლში ცხოვრება.
მუმთაზი:
- მაგრამ ის ფოტო მას არ უჩვენებია. და მეტიც უნდა გით-
ხრა, მე მივხვდი, რომ შენ იყავი იმ ფოტოზე.
ნურანი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ეს მოგონება იმ
დღეებში დააბრუნებდა. მან გადაუღო სურათი მამას, რომელ-
საც ეკავა სასულე ინსტრუმენტი, ფლეიტა ნეი და იჯდა დივანზე,
ზედა სართულის დიდ ფოიეში. „მოდი, აქ დაჯექი“ - მიიპატიჟა
მამამ თავის გვერდით.

195
მკითხველთა ლიგა

ნურანის მთელმა ბავშვობამ ამ ფლეიტის მელოდიებისგან


შექმნილ გალიაში გაიარა. სამყარო, რომელიც სხვების მიერ
სხვადასხვა შეგრძნებებით აღიქმებოდა, მისთვის იყო მხოლოდ
ბგერა და მუსიკა. ნურანმა ცხოვრებაში შეაბიჯა მხოლოდ წარ-
მოდგენებით, თითქოს დაბინდულ შუშის ბურთიდან არეკლილ
სურათებს შეცქეროდა, იმ ბურთს „ახალი სამყარო“ ერქვა და
სწორედ იმ ფოიეში იყო ჩამოკიდებული.
- იმ დროს, როცა ეს ფოტოა გადაღებული, მამაჩემი ჯერ
ცოცხალი იყო. ოღონდ მაშინ ბოსფორის ნაპირას არ ვცხოვ-
რობდით. ლიბადიაში გვქონდა სახლი. იცნობ ჩამლიქას
რაიონს?
მაგრამ მუმთაზს ისევ ფოტოზე ფიქრები უტრიალებდა
თავში.
- საოცარი სურათია. ძველებურ მინიატურებზე გამოსა-
ხულს გავხარ. მართალია, ტანსაცმელი ისეთივე არაა, მაგრამ
როგორღაც იმ პატარა გოგონას მაგონებ, ალი შირ ნევაის ღვი-
ნოს რომ სთავაზობს, - და სიცილით დაუმატა, - ასე ჯდომა სად
ისწავლე?
- როგორც გითხარი, ასეთი რამეები მემკვიდრეობით მი-
ვიღე ჩემი წინაპრებისგან. მე ასეთი დავიბადე.
ცოტა ხანში ამ დღის მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა
მოხდა. ისინი ქანდილიში ერთად გადმოვიდნენ ბორნიდან.
თითქოს უკვე დიდი ხანი იყო, რაც ასე ხდებოდა, ერთად
გაიარეს ფიცრებით დაგებული მისადგომი. მუმთაზმა გასას-
ვლელში მდგარ მოხელეს ორივე ბილეთი მიაწოდა და კაცმაც
უყოყმანოდ გამოართვა. ერთად გაიარეს მოედანი. შეუდგნენ
აღმართს. ერთად მიდიოდნენ და ეს სიამოვნებდათ. ნურანს
ფეხსაცმელი ქვებში გაეჭედა. მუმთაზმა ხელკავი გაუკეთა. გზი-
დან მარცხნივ შეუხვიეს. შემდეგ კიდევ პატარა ბილიკზე ავიდ-

196
მკითხველთა ლიგა

ნენ. და მეორე უფრო ვიწრო ბილიკის დასაწყისში ერთმანეთს


დაშორდნენ.
- აი, ეს ჩვენი ბაღია... სახლი მის მოპირდაპირედ დგას.
ახლა კი ჯობს, წახვიდე.
ქუჩის დიდი ნათურა მათ თავზე დიდი ჩინარის ტოტებს ანა-
თებდა, თითქოს შიგნიდან. ამ ნათების ქვეშ, რომელიც ხის
ფოთლებიდან მათ თავზე გადმოჩქეფდა წყლის ჩქაფუნსა და
ბაყაყების ხმაურში, ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მუმთაზ-
მა ინანა, რომ არ ჰკითხა, კიდევ როდის შეხვდებოდნენ ერთმა-
ნეთს. მას დაეუფლა შიში, რომ ეს არასდროს აღარ მოხდებო-
და. ასეთი უსიამოვნო ფიქრებით დამძიმებული, იგი უკან გაუყვა
იმავე გზას, რომლითაც მოვიდა. ნაწილობრივ სასოწარკვეთა
სტანჯავდა, თუმცა, უზომოდ მონუსხული იყო ნურანის მომხიბ-
ლაობით, მისი გული სრულიად გახსნილი იყო მასთან თავისუ-
ფალი ურთიერთობისთვის.

რამდენიმე დღის შემდეგ ნურანთან იჯლალი მივიდა, თა-


ვისებურად აქაქანებული და გაოცებული. მას მუმთაზი შეხვდა
ბორანის სადგომთან. სადაც ისინი ჩამოსხდნენ და ყავა მიირ-
თვეს. შემდეგ მუმთაზმა იგი თითქმის სახლამდე მოაცილა.
იჯლალი, სანამ სახლში შევიდოდა, ხითხითებდა იმ აბდა-
უბდაზე, რაც მუმთაზმა უამბო.
მუმთაზი, რომელმაც გამოთვალა, რომ ამ უბანში, ადრე
თუ გვიან, ორთაგან რომელიმეს მაინც აუცილებლად შეხვდე-
ბოდა, თითქმის დაბინავდა ქანდილში მთელი ხუთი დღის გან-
მავლობაში. რა თქმა უნდა, რომ მოენდომებინა, შეეძლო პირ-

197
მკითხველთა ლიგა

დაპირ ეთხოვა დახმარება იჯლალისთვის ნურანთამ შესახვედ-


რად, ან იჰსანის საშუალებით მოეწყო ვიზიტი თევფიქთან. მაგ-
რამ რადგან არ სურდა, თავისი გრძნობები მესამე პირისთვის
გაეზიარებინა, ამჯობინა ალყა მოეწყო ქანდილის ნაპირზე. ნა-
ვებით სეირნობის სეზონი ჯერ არ იყო, მაგრამ ბოსფორზე
კაიაკის დასაქირავებლად სეზონის დადგომა არ იყო აუცილე-
ბელი. ბოსფორული ტრანსპორტის ეს ძველთაგან ცნობილი
საშუალება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებო-
დათ ნებისმიერ დროს და, ამავე დროს, საუკეთესო საშუალება
გახლდათ სპორტული ვარჯიშისთვის. თუ ნიუ-იორკის მცხოვრე-
ბი ასე თუ ისე მაინც ბუნებრივად აღიქმებოდა „ფორდის“ ან სხვა
ავტომობილის გარეშე, ბოსფორის პირას დაბადებული ადა-
მიანი ნიჩბიანი ნავის გარეშე გარკვეულ ანომალიად ითვლებო-
და. ამიტომ არავის გაჰკვირვებია მუმთაზის ყოველდღიური სე-
ირნობა ნავით, ქანდილის მისადგომის აყოლებ-ჩაყოლებით.
როგორც კი გაიღვიძებდა, წამსვე ნავში ჩახტებოდა, იალქანს
გაშლიდა, ან ძრავს აამუშავებდა და ნაპირის გასწვრივ იწყებდა
სერნობას; გზად ხან თევზაობდა, ხან ნაპირზე, ყავახანაში წიგნს
კითხულობდა, ძველ მებაღეებს და აქაურ ძველ მცხოვრებლებს
ესაუბრებოდა და როცა მობეზრდებოდა, ან თევზს ვერ დაიჭერ-
და, აუყვებოდა ხოლმე გორაკს და რადგან კარგად ესმოდა,
რომ ნურანის სახლს არ უნდა მიახლოებოდა, დასეირნობდა
ყვავილოვან მინდვრებში, ბოსფორის საგაზაფხულო ზღვის
მოქცევების დროს წარმოქმნილ საკმაოდ მკაცრ ქარში.
მეხუთე დღეს მან მტკიცე მოთმინებისთვის, როგორც იქნა,
„ჯილდო“ მიიღო. როდესაც ბორანზე იჯლალი შენიშნა, თავი
ძლივს შეიკავა, რომ სიხარულისგან ხტუნვა არ დაეწყო. გად-
მოსვლის დროს ერთმანეთს შეხვდნენ. იჯლალი გაოცებული

198
მკითხველთა ლიგა

დარჩა მუმთაზის აქ დანახვით. მუმთაზმა იმწუთსვე შეთხზა, რომ


მეგობარს ელოდა, რომელიც ჯერ არ ჩამოსულიყო.
ნურანს ვერ წარმოედგინა, რომ მუმთაზი თავის გრძნო-
ბებს ასე იდუმალად შეინახავდა და ასეთ რთულ გზას აირჩევდა.
იჯლალის ნაამბობზე მანაც ბევრი იცინა.
- რატომ არ წამოიყვანე?
- იცი რა, კი ვიფიქრე, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე ვერ
გავბედე.
- მე უკვე ვიცნობ.
- კუნძულისკენ მიმავალ ბორანზე გაიცანი? ნამდვილად
ადილთან ერთად იქნებოდი. სხვათა შორის, მოგიკითხა... მით-
ხრა, რომ მე და შენ თუ მოვისურვებთ, შეგვიძლია ვესტუმროთ
ნაშუადღევს და ერთად კარგად გავერთოთ.
ისინი ბორნის გაჩერებისკენ დაეშვნენ და, რა თქმა უნდა,
დაინახეს მუმთაზი, რომელიც ნელა უსვამდა ნიჩბებს და აქეთ--
იქით სეირნობდა ნავით. იგი მათ სიცილით შეეგება.
- იმედი მქონდა, რომ მოხვიდოდით, - თქვა მან.
ნურანს იგი უფრო გამხდარი და მზემოკიდებული მოეჩვე-
ნა. როდესაც ქალები ნავში ჩასხდნენ, მუმთაზი ნავის უკანა ნა-
წილისკენ წავიდა.
- ეს რა არის? რა, იალქნებით არ მივდივართ?
იჯლალს და ნურანს იალქნით გასეირნება უნდოდათ. მათ
მოსწონდათ ეს სიგრილე, მსუბუქი თავბრუსხვევა ტალღებისგან
- ბოსფორის სანაპირო ზოლი ყოველთვის ტალღებიანი იყო;
ეს ქანაობა, რომელიც კარგ პარტნიორთან ცეკვას ჰგავდა და
ნავის სრიალი ტალღებზე, რომლებზეც მზის სხივები ციმციმებ-
და. მაგრამ მუმთაზი დაჟინებით იმეორებდა, რომ წლის ამ
დროს იალქნით ცურვა ძალიან ადრე იყო, შესაფერისი სეზონი
ჯერ არ დამდგარიყო და ამიტომ იძულებული იყო, მათთვის ამ

199
მკითხველთა ლიგა

სიამოვნებაზე უარი ეთქვა. თანაც, ისინი შესაფერად ჩაცმულები


არ იყვნენ.
იჯლალი თავისი ზღვისფერი ანსამბლით საღამოს ჩაის
წვეულებისთვის შესაფერად იყო გამოწყობილი. ნურანმა მას
თავისი ნაცრისფერი მოსასხამი ათხოვა. ნურანს ეცვა წითელ-
ზოლიანი ღია კრემისფერი კოსტიუმი და ზედა მოსაცმელის
ქვევით ჩანდა ყვითელი სვიტერი, რომელიც მის კისერს მეტ
სირბილეს და სინაზეს ანიჭებდა. აშკარად ეტყობოდა, რომ თმა
ბოლო წუთებში ნაჩქარევად დაიმაგრა რამდენიმე სამაგრით.
მისი გარეგნობა, ამ ნაჩქარევი მომზადების შედეგად კი-
დევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო და მის გაორებულ ბუნე-
ბას ავლენდა, რომელიც მას ალბათ ბოლო დღემდე შერჩებო-
და. მუმთაზმა იგრძნო, სურვილისგან როგორ აენთო სისხლი
ძარღვებში, როგორ მოუნდა, სახით ჩაძირულიყო ამ ქალის
თმაში. მთელი მისი არსება მოიცვა დაღლილობამ, როგორიც
ახასიათებს ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია არ უძინია.
იჯლალს ნავი მოეწონა.
- დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მშვენიერია, -
განაცხადა მან.
ნურანმა იჯლალის აზრი დაასრულა, თითქოს უფრო ერ-
კვეოდა ზღვაოსნობაში:
- მშვენიერი ნავია; კარგად გაუძლებს ნებისმიერ ვითარე-
ბას, კარგია სათევზაოდ, სამოგზაუროდ ან იალქნის გასაშლე-
ლად. თან სულ ახალია.
ნიჩბიანი ნავის ბოლოდან, მენიჩბე მეჰმეთმა, ნავი ხელით
რომ ეჭირა, უპასუხა:
- ამ ნავით იზმითამდეც მშვენივრად შემიძლია მივიდე.
ახალგაზრდა ქალების იქ ყოფნით და მათი ქათინაურებით
აშკარად ნასიამოვნები იყო. მან მუმთაზი იმ დღეებში პირვე-

200
მკითხველთა ლიგა

ლად ნახა და „აღაბეით“ მიმართავდა, თან ძალიან ნასიამოვნე-


ბი იყო ასეთი ახალი მეგობრით. მაგრამ როდესაც მათ ნავზე
ფეხი შედგეს, მუმთაზი ისე იქცეოდა, თითქოს უნაზესი მინის
ჭურჭლით სავსე ყუთი ჩააბარეს მოსაფრთხილებლად. მისი შეყ-
ვარებული სულ სხვა ვინმე იყო. მეჰმეთის გემოვნებით, ბოიაჩი-
ქოის ყავახანის მოსამსახურის შეყვარებული სჯობდა. ასეთი ქა-
ლების იმედი შეიძლება გქონდეს. ეს ქალები კი ზედმეტად ნა-
ზები იყვნენ; თუმცა, მათი გარეგობის საწინააღმდეგო ნამდვი-
ლად არაფერი ჰქონდა.
- თევზაობა გიყვარს?
- სანამ მამა ცოცხალი იყო, დავდიოდი სათევზაოდ. უფრო
ზუსტად, სანამ გავთხოვდებოდი.
ამ ნაშუადღევს, როგორც ეტყობოდა, ქარმა უკან დაიხია
სადღაც, სხვა პოზიციებზე გადავიდა. ჯერ ბეილერბეის
რაიონისკენ გაემართნენ. შემდეგ უკან დაბრუნდნენ იმავე მარ-
შრუტით. ჩაუარეს სოფლებს ანადოლუჰიზარი და კანალიკა.
აქინთბურნუსთან ქარი და ტალღები ისე გაძლიერდა, თითქოს
ღია ზღვაში იყვნენ გასულები.
ნაპირზე, მათგან თითქმის ხელის გაწვდენაზე, ჩანდა პარ-
კები, ბილიკები, სადაც ბავშვები უშვებდნენ ფრანებს, ხეხილი
ყვაოდა და მეთევზეები მოთმინებით აკვირდებოდნენ თავის ან-
კესებს. მათ ქვემოთ კი ზღვა სწრაფი, რამდენიმე ფენიანი დი-
ნებით მიექანებოდა და ღრმად სუნთქავდა, გამოსცემდა გა-
საოცარ და მომწამვლელ სურნელს და ხმებს.
მუმთაზს ნავით მისი ცხოვრების ყველაზე დიდი განძი მიჰ-
ქონდა.
- მე კეისარიც ვარ და მისი ნიჩბოსანიც ერთდროულად.
ასე რომ... აქ ჩვენი ექსკურსია მთავრდება.

201
მკითხველთა ლიგა

ეს რომ წარმოთქვა, თან ნურანს ჩახედა თვალებში. მაგ-


რამ ნურანი მხოლოდ ხედების თვალიერებით იყო გართული
და საკუთარ თავში ჩაძირული. ბოლო ხუთი დღის განმავლო-
ბაში მან რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო: პირველი - ჩათ-
ვალა რომ მისი სახლი ძალიან მოსაწყენი იყო და ძალიან მო-
უნდა, ახალგაზრდა კაცს იგი სადმე მიეწვია; მეორე - როცა თა-
ვისი საწოლის გვერდით მდგარ შვილის საწოლს უყურებდა,
რწმუნდებოდა, რომ ვერავითარი გარეშე ძალა ვერ შეძლებდა
მისი სულიერი სიმშვიდის დარღვევას. მაგრამ აი ფაქტი: საკუ-
თარ თავთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ იგი მაინც გამოვი-
და სახლიდან. ეს სისუსტე იყო? თუ მისი განუყოფელი უფლებე-
ბის გახორციელება? მან არ იცოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ
მთელი თავისი არსების სიმძიმით მიეჯახა რაღაცას, როგორც
ღუზა თავის გემს. უკანა გზაზე ემირგანის პარკთან შეჩერდნენ.
ღია კაფეების სეზონი დაწყებულიყო. სხვადასხვა ასაკის ადა-
მიანები დასეირნობდნენ ან ისხდნენ. მოახლოებული საღამოსა
და გაზაფხულის ნარევი სურნელი სასიამოვნო იყო, თუმცა, ყვე-
ლას ის ჰქონდა გუნებაში, რომ წასულიყვნენ სახლში, თუკი
მოულოდნელად ძალიან აგრილდებოდა.
გაზაფხულის შემოსვლა იყო ბობოქარიც და ამავე დროს
გაუბედავიც. მთელი გასეირნების განმავლობაში ისინი ამ
გაუბედავ თრთოლვას გრძნობდნენ. ყველაფერი ერთმანეთს
შეერწყა მოულოდნელი შიშით და აღელვებით, ხალასი, ჯერ
სუსტი და რბილი ფოთლების შრიალი და კაშკაშა ფერები, სა-
კუთარი თავის აღმოჩენის პროცესში რომ იყვნენ, და სრულიად
კაშკაშა თეთრი სხივებისთვის ჩრდილს ქმნიდნენ. მთებიდან, სა-
დაც ამ ყველაფერმა თავი მოიყარა, ეშვებოდა იისფერი, ღია
წითელი, მუქი წითელი, ვარდისფერი და მწვანე ფერების სიხას-
ხასე, რომლის შეგრძნება ადამიანის კანშიც კი აღწევდა.

202
მკითხველთა ლიგა

აქ, ამ ღია კაფეში კი, გაზაფხულს შეკვეცილად იგრძნობ-


დით, მხოლოდ როგორც სიცოცხლისთვის სარჩოს შოვნის სა-
შუალებას. აქ მიმტანები ფუსფუსებდნენ, დაჰქონდათ ცხელი ჩაი
ტიტას ყვავილის ფორმის ჭიქებით, ხალხი ირეოდა და სრული-
ად განსხვავებული შეგრძნება ჩნდებოდა მეორე ნაპირთან შე-
დარებით, საიდანაც ისინი ის-ის იყო მოვიდნენ.
- აბა, ახლა კი აგვიხსენი, რატომ მოაწყე ეს ხანგრძლივი
ალყა ქანდილში?
მუმთაზმა თავი დახარა, რომ სიწითლე არ შეემჩნიათ.
- არ მეგონა, ამას თუ ასე აღიქვამდით. ხმელეთიდან მი-
სასვლელი, მე მგონი, სრულიად თავისუფალია. მე ჩემი მეთ-
ვალყურეობა მხოლოდ ბორნის მისადგომთან დავაწესე.
მან გაიცინა და მისი ჟესტ-მიმიკა თითქოს ამბობდა: „მთე-
ლი ეს კვირა ვიტანჯებოდი“. მისი სიცილის ხმაში იგრძნობოდა,
რომ მთელი თავისი სხეულით მზად იყო, მიეღო ეს ტანჯვა, ამას
მისი თვალები და ტუჩებიც გამოხატავდნენ.
- რატომ არაფერი გვითხარი ქანდილში სასახლის შესა-
ხებ, მუმთაზ?
მუმთაზმა ძლივს გაიხსენა, რა უთხრა იმ დილით იჯლალს.
„ხილვა... რაღაც თითქოს დაცურავდა კვამლში... დავიწყეთ
კონტექსტის ძებნა ლექსის სტრიქონისთვის. სიმართლე რომ
გითხრათ, ახლა მგონია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტა-
ზიის ნაყოფია“. მაგრამ რაღაც მეტი ჰქონდა სათქმელი. „დანიშ-
ნული იყო დრო, როდის უნდა აღდგენილიყო ეს სასახლე, მაგ-
რამ რა თქმა უნდა, დღეს აღარც სასახლე და აღარც მისი სა-
ძირკველი არსებობს. და რა თქმა უნდა, არც ძველი ბარები,
მაგრამ დარჩა ლექსის სტრიქონი:
ქანდილი, შენი ყოფილი დიდება ისევ იფრქვევა ნაპირზე
ნაპერწკლებად...

203
მკითხველთა ლიგა

- ზუსტად ამ სტრიქონმა მომხიბლა.


შემდეგ იგი ალაპარაკდა ქანალიქას სრუტეზე და ბოსფო-
რისპირა სოფლებზე, ახსენა ქანდილი, ჯენგელქოი, ვანიქოი.
უცნაური ერუდიცია ჰქონდა. იმდენად ცოდნას კი არ ეწაფებო-
და, რამდენადაც აინტერესებდა ამ ყველაფერში ჩაქსოვილი
ადამიანთა ცხოვრება.
- ინდივიდუუმი წარმოადგენს უმაღლეს ინტერესს, სხვა და-
ნარჩენი ნაკლებად საინტერესოა. დროის ქურაში ინდივი-
დუუმის სიცოცხლე ქაღალდივით სწრაფად იწვის. იქნებ, ცხოვ-
რება საერთოდ მხოლოდ კომედიური თამაშია და მეტი არაფე-
რი, როგორც ბევრი ფილოსოფოსი ფიქრობს; ცხოვრება სრუ-
ლი სასოწარკვეთაა მერყეობისა და წვრილმანი, უიმედო თავ-
დაცვითი მცდელობების ჭაობი, ვითომდა ჩვენს გადაწყვეტილე-
ბებად რომ გვეჩვენება, ესენი უფრო ფანტაზიებია. ზუსტად ასეა
თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუუმის ცხოვრებას, ვინც აქ-
ტიურად, რეალური ცხოვრებით იცხოვრა, უდიდესი მნიშვნე-
ლობა აქვს, მაშასადამე, რამდენადაც კომიკური უნდა იყოს,
ჩვენ არ შეგვიძლია სრულებით ვთქვათ უარი ცხოვრებაზე. ჩვე-
ნი სულიერი მღელვარების დროსაც, ვეძებთ ჩვენი ცხოვრების
ღირებულებებს, რა არის „ცუდი“ რა არის „კარგი“. ჩვენ გარკვე-
ულ დროს ვუთმობთ სიყვარულს და სურვილს. ჩვენ განვასხვა-
ვებთ ერთმანეთისგან შემოქმედებით ცხოვრებას და საკუთარი
თავის დაკარგვას ბავშვურ წვრილმანებში და სიცოცხლის უაზ-
როდ ფლანგვაში.
- კარგი, მაგრამ რას იტყვი მოქმედების შესახებ? - ნურანი
შეეცადა ხელის მოძრაობით გამოეხატა, - ვგულისხმობ მოქმე-
დებას, როცა საჭიროა რაღაც საქმის დასრულება, ბოლომდე
მიყვანა. როდესაც ადამიანი დიდებისკენ მიმავალ გზაზე საკუ-
თარ თავს უპირისპირდება.

204
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი დაეჭვდა და ჩაფიქრდა.


- არ არსებობს დიდი და მცირე გზა. ყველა ადამიანს აქვს
თავისი გაქანება. სულთანმა მეჰმეთ მეორემ სტამბოლი ოცდა-
ერთი წლის ასაკში დაიპყრო. დეკარტე ოცდაოთხის იყო, როცა
შექმნა თავისი ფილოსოფიური დებულება. სტამბოლი მხო-
ლოდ ერთხელ დაიპყრეს. როგორც წესი, ლექცია იწერება
მხოლოდ ერთხელ. მაგრამ არსებობენ მილიონობით ოცდაერ-
თი და ოცდაოთხი წლის ადამიანები მსოფლიოში. განა, ისინი
არ არიან არსებობის ღირსი, მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი
არაა მათ შორის მეჰმეთ დამპყრობელი ან დეკარტე? სავსებით
საკმარისია, რომ ისინი თავის ცხოვრებას გადიან, როგორც შე-
უძლიათ. ვგულისხმობ, რომ ადამიანის ყველა მოქმედების შიგ-
ნით შეიძლება იყოს ის სიმძლავრე, რასაც შენ დიდების გზას
უწოდებ.
ნურანი ყურადღებით შესცქეროდა ახალგაზრდა კაცს.
- მაგრამ მოქმედება, შენ არაფერი გითქვამს მოქმედება-
ზე.
- როგორ არა, ვთქვი... ყველა ვალდებულია იმოქმედოს.
ყველას თავისი ბედი აქვს. არ ვიცი, ვის როგორ, მე მომწონს
ჩემი ბედი თავისი ასპექტებით და შინაგანი სამყაროთი. მინდა
ვთქვა, მაგალითად, რომ მომწონს ხელოვნება. შეიძლება საქმე
ის არის, რომ ხელოვნება გვაცნობს სიკვდილის ყველაზე კე-
თილშობილ მხარეებს, ისეთს, როგორსაც ჩვენ უფრო ადვი-
ლად აღვიქვამთ. დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ ადამიანის სი-
ცოცხლე შეიძლება ისეთივე მშვენიერი იყოს, როგორიც ხე-
ლოვნების ნიმუში. რასაც მე შევხვედრივარ...
- მაგალითად?
- ავიღოთ, მაგალითად, მე-18 საუკუნის პოეტი შეიხ გალი-
ფი... იგი ძალიან ახალგაზრდა, თავისი ცხოვრების აღმავლო-

205
მკითხველთა ლიგა

ბის ეტაპზე გარდაიცვალა. მან გაიარა ისეთი წვრთნა და ეტიკე-


ტი, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა ამოუწურავ სიბ-
რძნეს. მისი განათლება თავიდან აცილებდა ყოველგვარ უიღ-
ბლობას და მავნე გავლენებს. იგი განვითარდა და მოვიდა არც
ეპოქის განთიადზე, არც შუა პერიოდში. მან თავისი შემოქმედე-
ბა განავითარა მშვიდი, უდრტვინველი საღამოს მსგავსად, რო-
ცა სინათლე თამაშობს, და აჩვენა ისეთი ერთგულება, რომ-
ლისთვისაც ჩვენ ვაღმერთებთ, მაგალითად ისმაილ დედე
ეფენდის, რომელიც იმავე დროს მოღვაწეობდა. მან შექმნა და-
ახლოებით ათასამდე მუსიკალური ნაწარმოები. აბა, შეხედეთ,
მისი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვისგან, მაგრამ ის
იყო მისი და მხოლოდ მისი.
- განა, თვითონ მაშინდელმა ეპოქამაც არ შეიტანა წვლი-
ლი?
- კი, რა თქმა უნდა. მაგრამ გამონაკლისები ეპოქას სცდე-
ბა. მაგალითად, არც ერთს არ უნდოდა მსოფლიოს გარდაქმნა.
მაგრამ შენთვის კარგად ცნობილი და სახელგანთქმული მე-17
საუკუნის რელიგიური პირი, ვანი ეფფენდი, ზუსტად ასე იქ-
ცეოდა. და ამ პროცესში დაარღვია ყველა ადამიანის გონების
სიმშვიდე და წონასწორობა. იგი დაამარცხა სასოწარკვეთამ.
ჩემ მიერ დასახელებული პირველი ორი მაგალითი ის მოღვა-
წეები არიან, ვინც აღმოაჩინა ცხოვრების საიდუმლო, როგორ
დარჩენილიყვნენ საკუთარი თავის მუდამ ერთგული. მეჩვენება,
რომ უმეტესობა, პირიქით, საკუთარ თავს ატყუებს.
მუმთაზმა მიმოიხედა, თითქოს უნდოდა თავი დაეღწია ამ
ჩახლართული მამხილებელი სიტყვისთვის, რომელიც უნებუ-
რად გამოუვიდა. საღამო ტრადიციული ოსმალური მუსიკის ჰან-
გებით დაიწყო. გამოსხივების ყველა ინსტრუმენტი მზის გედის
სიმღერის შესასრულებლად მოემზადა. და თითოეული არსება,

206
მკითხველთა ლიგა

ყველა საგანი იყო ერთი ასეთი კაშკაშა ინსტრუმენტი. ნურანის


სახეც, მისი თითებიც, ყავის კოვზს რომ ათამაშებდნენ ხელში...
- როგორ ფიქრობ, სადმე ხომ არ წავიდეთ აქედან?
- მაინც, სად გულისხმობ?
- რა ვიცი... ბუიუქდერე ან ისთინიე...
დღე დასასრულს უახლოვდებოდა. მაგრამ მუმთაზს არ
სურდა, ის დამთავრებულიყო. იქნებ იქ, სადმე შორს, მზის სხივი
ჯერ კიდევ ანათებდა...
- მუმთაზ, აგვიხსენი, რას გულისხმობ სასოწარკვეთაში?
- ო, არ ვიცი. სასოწარკვეთა არის სიკვდილის აღქმა, ან
უფრო ზუსტად, იმის აღქმა, თუ რა გავლენა აქვს სიკვდილს
ჩვენზე... იმ მახეების მრავალგვარობა, რასაც ის გვიგებს ჩვენი
ცხოვრების განმავლობაში. მარწუხები, რომლითაც ის ზღუდავს
ჩვენს ყოველ მოძრაობას. ნებისმიერი ქმედება, რა სახისაც უნ-
და იყოს ის, არის შედეგი სასოწარკვეთისა. განსაკუთრებით კი
იმ აშკარა, დაუნდობელი შიშის განცდისა, რომელსაც ვერ
დაივიწყებ, რომლისგან მიყენებული ჭრილობა არ ხორცდება...
ერთიმეორის მიყოლებით კარგავ, რაც გიყვარდა. ეს არის ში-
ში, რომ შენც მამაშენივით დაგემართება. დაბოლოს, გონებაში
რეალიზება იმისა, რომ ვინც უნდა იყო, რასაც უნდა აკეთებდე,
სიკვდილი გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში, როგორც ამბო-
ბენ, დაე, სიკვდილი დამეწიოს რამე უკიდურეს მომენტში: ან
როცა ვმღერი „ინტერნაციონალს“ ხალხთან ერთად, ან როცა
ფეხარეული დავდივარ ბატივით...
ამ დროს თვითონ ასე თუ ისე, მაინც სწორედ იმ შიშის
კლანჭებში იმყოფებოდა. ოქროს სხივი მოპირდაპირე ნაპირზე
მდგარი შენობის ფანჯრებს ეცემოდა და იქიდან ბოსფორის
ტალღებზე აირეკლებოდა. მას ჰქონდა გრძნობა, რომ მხო-
ლოდ ამ სხივს შეეძლო მათი გადარჩენა. უიმისოდ სუნთქვა და-

207
მკითხველთა ლიგა

ეხშობოდათ, აქ, ამ ჭადრის ხის ქვეშ დამარხავდნენ. იგი გულ-


წრფელად კმაყოფილი იყო და სურდა, ამ ბედნიერების და კმა-
ყოფილების განცდის შესაბამისად მოქცეულიყო. თუმცა, ძველი
დილემა როგორც ყოველთვის, ახლაც თან სდევდა.
ნურანს კითხვები აღარ დაუსვამს. იგი საკუთარ ფიქრებში
ჩაიძირა, თითქოს საღამოს ბინდბუნდს მიენდო. სუფთა ჰაერმა
დაღალა. ერთი კითხვა ავადმყოფურად აეკვიატა: ამ გაუგებ-
რობას საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს? თავის დაღ-
წევის საუკეთესო გზა იქნებოდა საერთოდ არაფერზე ეფიქრა.
იგი საოცარ სიმშვიდეს და კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან
დანებდა დროს და ცხოვრობდა მხოლოდ იმ სიწყნარით, რაც
დღეს სუფევდა მის ცხოვრებაში. უბრალოდ, როგორც უცოდვე-
ლი პატარა ბავშვი, რომელსაც უყვარდა ყველაფერი თავის
გარშემო, ისე ცხოვრობდა. წინ კიდევ უთვალავი დღე ელოდა
და იგი ამ დღეებზე ისე ფიქრობდა, თითქოს თავის თოჯინებს
იმედის ფერად-ფერად კაბებს აცმევდა. ის აცმევდა მათ სიყვა-
რულის, სურვილის, მყარი ოჯახის, სამსახურის, მოლოდინის,
ზოგჯერ მძიმე შრომისაც და ზოგჯერ კი მეგობრობის კაბებს.
მან ის იცოდა მხოლოდ, რომ ეს დღეები ელოდა, მაგრამ არ
იცოდა, როგორები იყვნენ ისინი. მათ ხომ სახეები კედლისკენ
ჰქონდათ მიბრუნებული, კედლისკენ, რომელსაც სახელად მო-
მავალი ერქვა. შესაფერ დროს, ეს სახეები ერთმანეთის მიყო-
ლებით, მისკენ შემობრუნდებოდნენ, იჯლალის დანახვაზე რე-
ვერანსს გააკეთებდნენ, შემდეგ ნელ-ნელა და აუღელვებლად
მოიხსნიდნენ თავის განსაკუთრებულ, მოციმციმე ჩაცმულობასა
და სამკაულებს და ეტყოდნენ: „არა, ეს მე არ ვარ, იქნებ ისაა,
აი მომდევნო, ამ რიგში“, ჩაუვლიდნენ მას და კვლავ ჩამწკრივ-
დებოდნენ ადრე მოსულთა გვერდით, რომლებმაც უკვე
ჩაიარეს. ეს გაზაფხულიც ასეთი იყო. გაზაფხული, რომელსაც

208
მკითხველთა ლიგა

იგი ასე ელოდა და რომელზეც მთელი ზამთრის განმავლობაში


იმედს ამყარებდა...
- ისტორიული შენობა ხომ არ დაგვეთვალიერებინა?
იჯლალს ეს აზრი იმიტომ დაებადა, რომ იქვე ახლოს იმ-
ყოფებოდნენ.
- ასე გვიან?
- მერე რა? არც ისე გვიანია. სადაც ჩვენ ახლა ვართ, ეს
ადგილი ჩავარდნილია და ამიტომ გვეჩვენება, რომ დაბნელ-
და. ჯერ ექვსი საათიც არ არის. თან რამდენი ვილაპარაკეთ
სხვადასხვა თემაზე. ეს ადვილი კი არ არის! ერთი კვირაა არა-
ვინ მინახავს. უამრავი რამ დამიგროვდა.
ნურანმა წარმოიდგინა მუმთაზის გამოსახულება, ამ ახალ-
გაზრდა კაცის, რომელიც უარყოფდა მოქმედებას. როგორ და-
ცურავდა თავისი ნავით და ბორნის მისადგომთან მათ უსაფ-
რდებოდა. მცდელობა, რომელიც ნამდვილი სასოწარკვეთი-
დან გამომდინარეობდა. მაგრამ ამ გამოუცდელმა ახლაგაზ-
რდამ იცოდა, შეუმჩნევლად როგორ შეპარულიყო ქალის
ცხოვრებაში. ნურანი განიცდიდა მოწონებისა და აღტაცების უც-
ნაურ გრძნობას ამ კაცისადმი. მუმთაზმა იცოდა, როგორ უნდა
გამოეწვია თავისი მეწყვილე, თავისი სწორი. მაგრამ ალბათ ძა-
ლიან მარტოსულად გრძნობდა თავს, რომ ასეთი მოთმინება
და ძალა გამოიჩინა, რათა საპასუხო ნიშანი მიეღო. როგორც
ჩანდა, მას მაინც შეეძლო ჩამოეყალიბებინა, რა სურდა.
შენობა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ნურანი ელოდა.
ის სულაც არ იყო დიდებული. თავისი შეყვარებულისთვის სულ-
თან მურად მეოთხეს მხოლოდ და მხოლოდ ეს სახლი აეშენე-
ბინა. ის ოდნავ მეტი თუ იყო ისეთ შენობაზე, სადაც დავუშვათ,
ნურანს და მუმთაზს შეეძლოთ ეცხოვრათ... ამის გაფიქრებზე ეს
შენობა თითქოს შეუყვარდა კიდეც. მას მოუნდა, მეხსიერებაში

209
მკითხველთა ლიგა

შენობის დაწვრილებითი გეგმა შეენახა, იქნებ, მომავალში გა-


მოსდგომოდა. ყოველ შემთხვევაში, ამაღამ მაინც, როდესაც
დაძინების წინ მუმთაზზე იფიქრებდა. მუმთაზმა უამბო მათ, რომ
ეს შენობა როგორც ჩანდა, უნდა ყოფილიყო თავდაპირველი
დიდი შენობის ნაწილი, რომელიც ბოსფორს გადაჰყურებდა.
„შესაძლებელია, რომ ზევით განლაგებული ტყეები თავიდან ამ
მამულში შედიოდა.“ თუნდაც ასე არ ყოფილიყო, მეორე, უფრო
დიდი სახლი ნამდვილად იდგა აქ ადრე.
ნურანი აქეთ-იქით დადიოდა და ცდილობდა ძველი, ოს-
მალეთის იმპერიის დროინდელი კალიგრაფიის ნიმუშები აღ-
მოეჩინა სადმე კედლებზე, თან თითქოს თავის ირიბ ანარეკლს
ხედავდა წარსული დროის ანტიკურ სარკეებში. ისტორიის გან-
საკუთრებული არომატი ყველაგან იგრძნობოდა. ჩვენ მიერ ის-
ტორიის სურნელის შეგრძნება მჭიდრო კავშირშია იმასთან, თუ
ვინ ვიყავით ადრე.
ნურანმა თითქოს წარსულიდან წვეთ-წვეთად მოღწეული
ელექსირის გემო იგრძნო. მუმთაზის წარმოსახვის უნარი კი
სადღაც დათარეშობდა. მან აირჩია ნურანი როგორც უძველესი
დროიდან მოსული სიყვარული, როგორც სულთან მურად მე-
ოთხის დროინდელი ფავორიტი ოდალისკი. ძვირფასეულობა,
შალები, ოქრო-ვერცხლით მოქარგული ქსოვილები. ვენე-
ციური მაქმანი, ვარდისფერი ქოშები, უამრავი ლამაზი ბალიში
გარშემო... მუმთაზმა ნურანს თავისი ფიქრები გაუმხილა.
- ა, როგორც ოდალისკი, ხომ? იცი, მე წარმოვიდგინე ისე,
როგორც ეს მატისის ნახატზეა, - შემდეგ თავი გადაიქნია და სი-
ცილით წარმოთქვა, - არა, გმადლობთ, არ მინდა. მე ნურანი
ვარ. მე ქანდილში ვცხოვრობ, ახლა 1938 წელია და მეტ--
ნაკლებად ისე ვიცვამ, როგორც ახლანდელი მოდა მოითხოვს.
არ მაქვს სურვილი, შევცვალო ჩემი სტილი ან თვითმყოფადო-

210
მკითხველთა ლიგა

ბა. არც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარ და ეს სარკეები


კი რაღაც მიტოვებულის შეგრძნებას მინერგავს.
ამის მიუხედავად, წასვლა არ უნდოდა. შენობაში რომ და-
დიოდა, თანდათან შეიგრძნო იქაური განწყობა. აქ სიმარტივის
მშვენიერება სუფევდა. აქ არ ჩანდა შატოების გადაჭარბებული
სიმდიდრე და შემკულობა, რაც მას ფრანგულ ან ინგლისურ
ილუსტრირებულ ჟურნალებში ფოტოებზე ენახა. აქ ბინადრობ-
და განუყოფლობა, გემოვნების ერთიანობა. ის ისეთივე შთამ-
ბეჭდავი იყო, როგორიც ათასგვარი ფერის მდიდრული ინდური
სარი, მორთული და აბრჭყვიალებული ძვირფასი ქვებით, და
მან თითქოს ისევ გაიგონა ძველი სიმღერების სინანულნარევი
ხმა, რომლებსაც მამა ასწავლიდა...
გარეთ გავიდნენ და შეჩერდნენ.
- ახლა რა გავაკეთოთ? - იკითხა იჯლალმა
- სახლში წავიდეთ. ეს სასოწარკვეთილი ახალგაზრდა კა-
ცი მთამდე მიგვაცილებს. იმის ასანაზღაურებლად, რომ ასე შე-
ვაწუხეთ მთელი დღე, მოდი, საკვები მაინც მივცეთ. იქნებ, ბო-
ლო ხუთი დღეა, არც უჭამია რამე და შიმშილით კვდება. შემდეგ
კი ისევ განაგრძოს ჩასაფრება, თუ ასე სურს...
ლაპარაკობდა და თან მუმთაზს უყურებდა, მის გამომეტ-
ყველებას აკვირდებოდა, შინაგანად გრძნობდა იმ მომენტის
სიმხურვალეს, როცა ერთმანეთს აკოცეს მოჩუქურთმებული
სარკის წინ, სულ ერთი წამით. სარკის სიღრმეში, სადაც ეძინა
ასეულობით მის წინ ჩავლილი ადამიანის სიცოცხლეს, რომლე-
ბიც მას არასდროს ენახა და რომელთაც არაფერი სმენოდა
მათ შესახებ - აი, იქ მათი თავები და ხელები მოულოდნელად
შეერთდნენ. ისე სწრაფად, რომ ორივე გაოცდა. და ნურანის
აღმაფრენა გარკვეულწილად წარმოიშვა სურვილიდან, დაემა-
ლა ეს გაოცება.

211
მკითხველთა ლიგა

ნავში მეტი თითქმის აღარ ულაპარაკიათ. მუმთაზის ტერ-


ფები ნავის ბოლოს ხვრელებში ჰქონდა ჩადგმული, როცა
ძრავს ამუშავებდა. გარშემო ბოსფორი შემორტყმოდათ სრულ
სიჩუმეში, ისეთი უძრავი, რომ თითქოს ნავში მსხდომთაც აღავ-
სებდა ამ სიჩუმით. იმის ნაცვლად, რომ ჩაძირულიყვნენ მზის
ჩასვლაში, ეს სამი მდუმარე ადამიანი მოჩვენებასავით იყო გახ-
ვეული ოქროსფერ, თაფლისფერ და მეწამულ ზოლებში. სიჩუ-
მე პირველმა ნურანმა დაარღვია, ალბათ იმიტომ, რომ მიხვდა,
ცოტა არ იყოს უხეშად მოექცა კაცს, რომელიც მისით მოხიბ-
ლული იყო.
- გულწრფელად გეკითხები, არასდროს გქონია შთაგონე-
ბა, გაგეკეთებინა დიდი, განსაკუთრებული საქმე?
- არა, განსაკუთრებული არა... მე, უბრალოდ, ვაკეთებ
ჩემს საქმეს... ესაა და ეს.
იგი ერიდებოდა სიტყვას „დიდი, დიდებული“. იყო ამაში
რაღაც საშიში და დამღუპველი, რადგან საკმაოდ ხშირად, ეს
სიტყვა ჩნდებოდა მაშინ, როცა რაღაც საზღვრებს გადააბიჯებ-
დი ცხოვრებაში. ან მაშინაც, როდესაც ადამიანი კარგავდა აზ-
რის თავისუფლებას და ხდებოდა ისტორიული მოვლენების სა-
თამაშო.
- ასეთ შემთხვევებში ადამიანი კარგავს საკუთარ თავს, გა-
ებმება საკუთარი შინაგანი მე-ს, ან გარშემო მოვლენების მახე-
ში. რეალურად, სხვადასხვა საქმის ამ ერთობლივ შესრულება-
ში არ არსებობს რამე მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. არის
ყველაფერი და ყველა... ზუსტად ისე, როგორც აი, ეს გარემო,
სადაც ჩვენ აღმოვჩნდით. ამ ტალღების ან სინათლის ანარაკ-
ლების სიმრავლეში რომელს აირჩევდი და რომელს მოიშო-
რებდი თავიდან? ისინი თავისით ჩნდებიან და ქრებიან... მოდი-
ან და მიდიან, ქსოვილი განუწყვეტლივ იქსოვება. საინტერე-

212
მკითხველთა ლიგა

სოა, რატომ ეძებ სიდიადეს და არა უბრალოდ დაკმაყოფილე-


ბას?
ნურანის პასუხმა იგი გააოცა:
- ადამიანები თავს უფრო კმაყოფილად გრძნობენ, როცა
ასეთი მიზნები აქვთ მისაღწევი.
- მაგრამ ისინი, ვინც მათ გარშემოა, ესე იგი, სულ უკმაყო-
ფილონი რჩებიან? - იკითხა მუმთაზმა.
მათმა ნავმა გზა განაგრძო იქითკენ, სადაც ბოსფორი შავ
ზღვას ხვდებოდა და ღამის დადგომასთან ერთად თავისი სრუ-
ლი სისავსით იშლებოდა. იჯლალი ოცნებებში ჩაძირულიყო.
საკუთარი სახლი, სამუშაო, რამე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებ-
ლობა, ხარჯების აღრიცხვა, ხანგრძლივი მოლოდინები, ბავ-
შვების ტანსაცმელი, საკვების შეძენა და სადილის მომზადება...
დროდადრო მას მოუნდებოდა ამ ყველაფრისგან თავის დაღ-
წევა და მუაზეზს მიაშურებდა თავისი ჩივილებით. ნურანს და
მუმთაზს ერთმანეთი შეუყვარდათ, ეს უკვე აშკარა იყო. უნდა გა-
ემხილა ეს ამბავი მუაზეზისთვის თუ არა? მას გაახსენდა, რომ
მისი უახლოესი მეგობარი მუმთაზის მიმართ გულგრილი არ
იყო. ერთადერთი ადგილი, სადაც ის ამ ამბავს გაამხელდა, მი-
სი გული იყო, რომელიც ყოველთვის სხვისი ცხოვრებისეული
პრობლემებით იყო სავსე. არა, მუაზეზს არ ვეტყვი! მაგრამ ეს
ხომ განსაკუთრებული ამბავი იყო! ერთხელ ჩემს ცხოვრებაში
ხომ უნდა ვიგრძნო თავი გამარჯვებულად, უჰ, ეს ისეთი გემ-
რიელი ახალი ამბავია, ამას ხელიდან ვერ გავუშვებ!
იმ ღამით მუმთაზს საშუალება არ მიეცა, ნურანის სახლი
ენახა, რასაც ძალიან ხშირად ნატრობდა და წარმოიდგენდა
ხოლმე. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ნურანმა გამოიყენა იჯლა-
ლი და ათქმევინა, რომ ნურანს ფეხსაცმლის ქუსლი ძალიან აწ-
ვალებდა, სასწრაფოდ სახლში უნდა წასულიყო, მუმთაზისთვის

213
მკითხველთა ლიგა

კი მასთან სახლში მისვლა ჯერჯერობით უხერხული იქნებოდა.


მაგრამ ნურანის გამბედაობა და სიბრძნე სადღაც გაქრა, რო-
დესაც სახლს მიუახლოვდნენ.
- მე დაგირეკავ და გეტყვი, როდის მოვალ, - უთხრა მან
მუმთაზს.
მაგრამ ცოტა ხნით რომ შეჩერდა მასთან ერთად, მერე
ნება დართო, რომ ფსტის ხეებამდე მიეცილებინა, სადაც სრულ
დაღამებამდე დარჩნენ. აქ მუმთაზმა ერთხელ კიდევ მოისმინა
ნურანის შესრულებით თალათის მიერ „მაჰურას“ წყობით შეთ-
ხზული სიმღერა მონანიებაზე, ისმაილ დედე ეფენდის ცნობილ
მაქამასთან ერთად.

VI

ნურანი დათქმულ დღეს მივიდა. ეს დღე მუმთაზს შემდეგ


კიდევ მრავალჯერ მოგონებია. ეს მოგონება მკერდში ჩარტყმუ-
ლი ხანჯალივით სტკიოდა და თან ოქროს ბაღივით ბრწყინავ-
და. ასე რომ, არც ერთი დეტალი არ დავიწყებია. იმ დღეებში,
როცა იტანჯებოდა, ან როცა ნურანის მხრიდან გაუცხოებას
გრძნობდა, ერთმანეთის მიყოლებით იხსენებდა და წარმოსახ-
ვით აცოცხლებდშა იმ დეტალებს.
მანამდე ნურანი მომხიბლავი არსების შთაბეჭდილებას
ტოვებდა მასზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალმა, გზაზე ერთად
რომ მიაბიჯებდნენ, ყურში ჩასჩურჩულა: „ახლა ნუ წამოხვალ.
მე დაგირეკავ და თვითონ მოვალ“, ეს არსება, რომელიც ასე
შორეული ეჩვენებოდა, უცბად გარდაიქმნა. თითქოს მის ყურში
ერთი ამოსუნთქვით ჩაჩურჩულებულ სიტყვებს ჰქონდათ კიდევ
რაღაც ფარული, ჯადოსნური მნიშვნელობა, მეორე მნიშვნე-

214
მკითხველთა ლიგა

ლობა, რომელიც იხმარებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ


გაელამაზებინათ, გაეღრმავებინათ და გაემდიდრებინათ თი-
თოეული წამი ისედაც უკვე ალმოდებული განწყობებისა.
ამ მომენტამდე, ახალგაზრდა კაცი იმითაც კმაყოფილი
იყო, თუ ამ მშვენიერ ახალგაზრდა ქალს დაინახავდა. როდესაც
ის მას ტოვებდა, მუმთაზს მელანქოლოა ეუფლებოდა. მაგრამ
ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ნურანი მისი ცხოვრების ნა-
წილი გახდებოდა. მისი გრძნობები მხოლოდ ამ ბოლო დროს
გაძლიერდა წარმოსახვითი სურათებით. ეს გრძნობები ამაღ-
ლებული იყო, მისი ფანტაზიები კი მოხდენილი, დახვეწილი,
თუმცა, გრძნობდა უბრალო ხორციელ ლტოლვასაც და სურ-
ვილსაც. ურთიერთობა შეიძლებოდა დამყარებულიყო, მერე
ცალკე ეცხოვრა და ასე ყოფილიყო ბოლომდე - ხორციელი
ლტოლვის და სურვილის დაკმაყოფილებით. ამ სახის ურთი-
ერთობებში შედიოდა კომპლექსური სადილის მირთმევა, ძილი
ერთ სასტუმროში, მაგრამ სხვადასხვა ოთახში, მანქანით ერ-
თად მოგზაურობა, სპექტაკლის ან ფილმის სანახავად წასვლა
და ერთად გართობა.
მუმთაზს ადრე ჰქონია მსგავსი ურთიერთობები. მაგრამ
ყველაფერი შეიცვალა იმ წამიდან, როცა ყურთან ნურანის ტუ-
ჩები იგრძნო და ამ სიახლოვის გამო ძლიერი სურვილი დაეუფ-
ლა. ამ წამიდან დაწყებული, მისი წარმოდგენის უნარი აგიზგიზ-
და. ეს დიდი და გამაოგნებელი ალი ყოველ წამს იფეთქებდა
და ქმნიდა ნურანის სხვადასხვა სახეს. მის არსებაში ეს სპაზმური
მოვლენები გადაიქცა პროცესად, რომელშიც ის შეიმეცნებდა
თავის თავს ან გაოგნებულ მდგომარეობაში, ან ახალ წესრიგსა
და ჰარმონიაში მყოფს.
ნურანის სუნთქვა ტალღასავით მიექანებოდა მის სის-
ხლძარღვებში და მას თან ახლდა გაზაფხულზე ზღვის მოქცე-

215
მკითხველთა ლიგა

ვის სასიამოვნო არომატი. მისი ლტოლვა და მჩქეფარე სიცოც-


ხლის სურვილი მიექანებოდა ნურანისკენ, მისი საყვარელი
ადამიანისკენ, როგორც მწყურვალ ცხოველთა ჯოგი გადაად-
გილდება სასმელი წყლის ძიებაში, მცხუნვარე დღის შემდეგ,
მოსაღამოებულზე.
გრძნობდა რა არსებობის იდუმალებას, ფარული, უცნობი
უჯრედები, რომელთა არსებობა ეჭვს არ იწვევდა, უცბად გა-
ცოცხლდნენ მის სხეულში. მუმთაზი, აქამდე ერთ-ერთი უმნიშ-
ვნელო არსება, ახლა უკვე თავს შეიგრძნობდა ისეთივე უზარ-
მაზარ და უსასრულო მოვლენად, როგორიც იყო ყოველი შე-
მოქმედის ნაყოფი. ნურანის არსებობამ მას საკუთარი არსებობა
აგრძნობინა.
იგი ცხოვრობდა სამყაროში, რომელიც შედგენილი იყო
უამრავი სხვადასხვა სარკისგან. თითოეულში სხვადასხვა ნუ-
რანს ხედავდა. ნურანს, რომელიც იგივე იყო რაც თვითონ მისი
ნაწილი. ხეები, წყალი, სინათლე, ქარი, ბოსფორისპირა სოფ-
ლები, ძველი გასართობი ლექსები, წიგნები, რომლებსაც იგი
კითხულობდა, გზები, რომლებზეც დადიოდა, მეგობრები, რომ-
ლებსაც ესაუბრებოდა, მტრედების გუნდი, რომელიც თავზე
დაჰფარფატებდა, ზაფხულის ბზუილა მწერები, რომელთა
სხეულები, შეფერილობა და სიცოცხლის ციკლი ყოველთვის
საინტერესოდ ეჩვენებოდა - ყველაფერი იყო გამოვლინება,
რომელიც სხივებივით მოდიოდა ნურანისგან. ყველაფერი მას
ეკუთვნოდა. რეალურად, მუმთაზი ოცნებისგან გათანგული და
მოჯადოებული იყო და ეს ჯადო მოდიოდა მისი საკუთარი წარ-
მოსახვიდან. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ გამაოგნებელმა და
დიდებულმა ქალმა, რომლის ღრმა ბუნება სრულიად განსხვავ-
დებოდა კაცის ბუნებისგან, თავისი სიმხურვალე წამიერად გა-
დასცა მას ყურში ჩაჩურჩულებით.

216
მკითხველთა ლიგა

მთელი ღამე უცნაური ხილვები სტანჯავდა. მას ნურანი ცო-


ლად უნდა შეერთო. ასეთი სიყვარულის უბრალოდ გაფლანგვა
არ შეიძლებოდა. გონებაში თავისი სახლი უკვე მოამზადა
საამისოდ. ფიქრობდა სხვადასხვა დამხმარე საშუალებებზე.
ბოლოს, უკვე როდესაც ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობის
დასასრულამდე მივიდა, თვალები დახუჭა და ნორვეგია წარმო-
იდგინა, სადაც მკლავგაყრილები ივლიდნენ, ფიორდებზე
ჩრდილოეთის ნათებით დატკბებოდნენ. მართლაც ნორვეგიაში
იყვნენ თუ სადღაც სხვაგან? ამის გარდა, ხედავდა, როგორ მი-
დოდა ნურანთან ერთად, ჩაუვლიდა ანადოლიჰისარის ბოს-
ფორზე და ამ დროს გამოფხიზლდა. შემდეგ ისევ ჩაეძინა და
ისევ მსგავს სიზმრებს ხედავდა, ვერ გრძნობდა, ეძინა თუ გონე-
ბას კარგავდა. ნურანის სახე, მისი ღიმილი, მისი ოდნავ შესამ-
ჩნევი მანერულობის გამოვლენები აქა-იქ შეიჭრებოდა ხოლმე
მის სიზმრებში და ამ დროს მუმთაზი შეკრთებოდა და იღვიძებ-
და. ხოლო ის ფანტაზიები, რომელიც მან წარმოსახვაში ნახა
ჩაძინების წინ, სიფხიზლეში, კვლავ გრძელდებოდა იქიდან, სა-
დაც შეწყდა. ამგვარად გაატარა მთელი ღამე, თითქოს განვლო
ერთი რომანი, რომელიც მისი ცხოვრების პარალელური იყო
თითქმის ყველა დეტალის მიხედვით.
ვერ ისვენებდა, დროდადრო წამოდგებოდა ხოლმე,
ოთახში დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა, ან ერთ-ორ გვერდს
წაიკითხავდა. შემდეგ ისევ წვებოდა და ცდილობდა დაეძინა.
მალე კვლავ იგივე ხილვები დაუდგებოდა თვალწინ, იმავე სიც-
ხადით. გაწყვეტდა სიზმრის მიმდინარეობას, რომელსაც ვერ
სწვდებოდა და თვალწინ დაუდგებოდა ნურანი, როგორც იმ
ძველი სახლის კიბეზე განთავსებულ სარკეში, ან ეზოში,
ქლიავის ხე უცბად მის მოხაზულობას მიიღებდა, ან ბავშვობის
დროინდელ ოთახებში ხეტიალისას სადმე მოკრავდა თვალს

217
მკითხველთა ლიგა

და როცა მისი გამოსახულება უფრო მკვეთრი და ჩამოყალიბე-


ბული გახდებოდა, მაშინვე ეღვიძებოდა ერთი ფიქრით: ხვალ
ის მოვა...
აქამდე მუმთაზს არასდროს შეუგრძვნია სიტყვის „ხვალ“
ჯადოსნური ძალა. მისი ცხოვრება მხოლოდ ამჟამინდელი
დღეებისგან შედგებოდა. სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ,
რომელიც გალათასარაის უნივერსიტეტის სტუდენტობისას გა-
დაიტანა, წარსულის შესახებ ფიქრიც, რომელიც მთელი ბავ-
შვობა სტანჯავდა, სადღაც გაქრა. ახლა კი მასში ეს სიტყვა აციმ-
ციმდა როგორც ძვირფასი ქვა: ხვალ. მუმთაზს უცნაური კოსმო-
სური მასშტაბის განცდები ჰქონდა, როდესაც დილით მზე ამო-
ვიდა, ოქროსფერი კვერცხი თავის თავში, რომელიც სინათლეს
მოუტანდა ყველა ქმნილებას.
ხვალ... გამაოგნებელი, ჯადოსნური კარი. ჭიშკარი, რომე-
ლიც იღება ოცდაშვიდი წლის ასაკში, სრულიად მოულოდნე-
ლად და ამ ზღურბლთან გაატარა მან წუხანდელი ღამე... რა
გასაკვირი იყო მისი ასეთი მოუსვენრობა... ამ კარის უკანაც ნუ-
რანის სახება იდგა. მას ჰქონდა როგორც იდუმალი, ასევე მის-
თვის უკვე ნაცნობი მიმზიდველობაც... თავისი რბილი, ნაზი
ხმით, საყვარელი სიცილით და სხვადასხვა დასამახსოვრებელი
ელფერით, რომელთა არაბუნებრივ ძალას იგი ძალაუნებურად
ყველას უნაწილებდა - მას ჰქონდა წითელი ელფერი, როგო-
რიც მკვლელობას, გიზგიზა ფერი, როგორიც ცეცხლს და უც-
ნაურია, მაგრამ სულისშემძვრელი ათინათი, როგორიც მზის
სხივებს, ჩანჩქერივით რომ ეშვებიან ფერად ფილებზე, ყურანის
დამღერებასთან ერთად, უძველეს მეჩეთებში. ამის უკან იმალე-
ბოდა მისი ცხოვრება, რომლის ყველაზე ინტიმურ კუთხეებში
შეღწევის სურვილი ამოძრავებდა მუმთაზს, და რა თქმა უნდა,
ამასთან ერთად, მის გვერდით თავისი სიცოცხლის გატარების

218
მკითხველთა ლიგა

სურვილიც. ნეტავ, რამდენი მთიდან მონაბერი ნიავი, რამდენი


მდინარისა და ჩანჩქერის წყალი, რაოდენ დიდი სურვილები და
უსასრულობა იყო საჭირო, რომ შექმნილიყო მათი ერთიანო-
ბა?
ამ ფიქრების გაძლება აღარ შეეძლო. თითქოს ეშინოდა
არ გამორჩენოდა ამ შეუდარებელი და დიდებული „ხვალის“ წა-
მიც კი, იგი ლოგინიდან წამოხტა. გააღო აივნის კარი; გან-
თიადი ის იყო დაწყებულიყო. მაგრამ ყველაფერი ნისლით იყო
დაფარული. შემოქმედი ჯერ მხოლოდ იწყებდა შექმნის პრო-
ცესს ამ დიდებულ დროს. მხოლოდ მთების მწვერვალები მისი
სახლის პირდაპირ განშორებოდნენ რეალობას, როგორც სრუ-
ლიად ცალკე შექმნილი ფორმები და ერთი შეხედვით, იქმნე-
ბოდა შეგრძნება, რომ მათ შეეძლოთ ახლავე აეხსნათ ყოველი
ქმნილების წარმომავლობის საიდუმლო. ისინი თითქოს ნელ--
ნელა მიცურავდნენ ამ მოციმციმე, ცივ ჰაერში, ხომალდ--
მოჩვენებების მსგავსად. მოშორებით, ხეების ჯგუფი მეტი მოხ-
დენილობით და ყვავილების სიუხვით გამოირჩეოდა ბინდ--
ბუნდში, ვიდრე მზის სხივებქვეშ, რომელიც ახერხებდა მათთან
შეხებას სქელი, ნესტიანი ნისლიდანაც კი.
მაგრამ ბოსფორი ჯერ არ ჩანდა. ის სადღაც ნისლის ქვე-
ვით, წყნარად მიედინებოდა, როგორც სამყაროს შექმნის იდუ-
მალი ნაკადი. ზღვისპირა სოფელ ბეიკოზთან ეს ნაკადი უფრო
ძლიერი და მკვრივი ჩანდა.
იმ დროისთვის, როდესაც ის ნელ-ნელა დაეშვა ბორნის
მისადგომისკენ, უკვე შვიდი საათი შესრულდა. ჩაის სახლის მე-
პატრონე მზის ამოსვლას უცდიდა, რომ მაგიდები და სკამები
გარეთ გამოეტანა. ამ ადგილიდან ჩანდა, რომ ზღვის წყალი
კრისტალურად სუფთა იყო. შუა ზღვაში აქა-იქ სინათლის სხი-
ვები იკლაკნებოდნენ და უფრო ფერთა შესახებ მოგონებას

219
მკითხველთა ლიგა

ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე თვითონ ფერს, რადგან წარ-


მოდგენილი იყო თავისი სუფთა, საწყისი არსით.
ამ მოციმციმე სხივებით სავსე სამყაროში, მოულოდნე-
ლად, წითელი ფერის ძრავიანი ნავი გამოჩნდა, რომლის
ბრტყელი კიჩო მიუთითებდა, რომ ის გაკეთებული იყო სურმე-
ნეში, შავი ზღვის ნაპირას. ნავი მაშინვე გაუჩინარდა, თითქოს
განშორების შეგრძნება დატოვა, რომელიც მოდიოდა მისი გა-
მოჩენისა და გაქრობის გაურკვევლობიდან. ამის შემდეგ, მშვი-
დად, კვლავ მოჩვენებასავით, გამოჩნდა მეორე, კიდევ უფრო
უჩვეულო, ვიწრო კაიაკი - ნიჩბიანი ნავი, როგორც გამოვლენა
სამყაროს მუდმივი თანმდევი სულისა, რომელიც ყოველთვის
არსებობდა იდეალური ფორმების რეალობაში. როგორც ყვე-
ლა ილუზია და იდეა, რომლებიც იბადება, ეს ნავები მოჩვენე-
ბასავით იდუმალად გამოჩნდნენ მის თვალწინ და შემდეგ გაქ-
რნენ, მხოლოდ ტვინში აღიბეჭდნენ, როგორც სწრაფი სურათი
და ეს ფირი გაგრძელდა სადღაც სხვაგან, სხვა ადგილამდე,
მათ ადგილას კი ფირის უკვე სხვა ფრაგმენტი გაჩნდა. ყველაზე
დამაბნეველი ამაში იყო ხმისა და ბგერის დაწყება და შეწყვეტა.
მუმთაზმა სეირნობა განაგრძო ბოიაჩიქოიმდე. აქ იგი მე-
თევზის პატარა, ზღვისპირა ყავახანაში ჩამოჯდა. ხედი მის წინ
ხან ფართოვდებოდა, ხან ვიწროვდებოდა იმის მიხედვით, თუ
თვითონ იგი რა მიმართულებით გადაადგილდებოდა. სხივის ამ
ზებუნებრივ თამაშში ნავები, ძრავიანი ნავები, მეთევზეების
კაიაკები, რომლებიც ლობსტერისთვის დასაგები მახეებით იყო
სავსე, მათი სიშორე თუ სიახლოვე, ყველაფერი ცალ-ცალკე
განსაცვიფრებელი იყო. ერთი-ორი ადგილობრივი ახალგაზ-
რდა კაცი და მეთევზე ყავახანის ახლოს მიმოდიოდნენ. მუმთა-
ზი ერთ-ერთ მათგანს მიუახლოვდა და სთხოვა, მეჰმეთისთვის
ეთქვა მისი მოსვლის შესახებ. შემდეგ სასაუბროდ ჩამოჯდა,

220
მკითხველთა ლიგა

მაგრამ მოუთმენლობა ერთ ადგილას არ ასვენებდა. ნურანი


გზაში იყო. სადაც იყო, მოვიდოდა. ისე ღელავდა, რომ ამის
აღქმა უჭირდა. ამ მომენტამდე შეეძლო გააზრება, ამის მერე
რა იქნებოდა, წარმოდგენა უჭირდა და ისე ეშინოდა, თითქოს
უფსკრულის პირას იდგა.
მან არ იცოდა რა ელოდა წინ. ის, რაც ამის იქით იყო,
აშკარად იყო ღრმა უფსკრული, სადაც ფერები სავარაუდოდ
ერთმანეთს ერწყმოდა და შერწყმულ ნათებაში ის და ნურანი
უჩინარდებოდნენ.
ასეთ მისთვის განსაკუთრებულ და უმნიშვნელოვანეს
დროს, მუმთაზს თვითონ უკვირდა, როგორ შეეძლო ჩვეულებ-
რივად ესაუბრა უცხო ადამიანებთან. ის აქ უცნობი იყო, მაგრამ
ვერავინ გრძნობდა მის განსხვავებულობას. მათთვის ყველა
ადამიანი ერთმანეთს ჰგავდა. გაღიმებულმა ყავახანის პატრონ-
მა უამბო, რა კმაყოფილი იყო, რომ დაამარცხა საჯდომი ნერ-
ვის ანთება, რომელიც გასულ ზამთარს დაემართა ხმალა თევ-
ზზე თევზაობის დროს. მისი ახალგაზრდა მოსამსახურე ბიჭი,
როგორც ეტყობოდა, თავის შეყვარებულს ანაჰითს შერიგებო-
და. როგორც ცანს, მას ჩვეულებად ჰქონდა თავის შეყვარებულ-
თან დაბრუნება დიდი ხნის განშორების შემდეგ, როცა ეს ქალ-
ბატონი სხვა მამაკაცებთან სიყვარულით დაიღლებოდა - თან
გზადაგზა ისიც განიხილა, თუ თვითონ ეს მოსამსახურე, უძინარი
და საშინლად დაღლილი, როგორ დაბორიალებდა აქეთ-იქით
როგორც ნავი უსაჭოდ და უიალქნოდ, წუხანდელ სიამოვნებებ-
ში ჯერ კიდევ ჩაძირული. ორი მეთევზე ნაპირთან კემსავდა ბა-
დეს, რომელიც დახვეული იდო ნაპირზე, როგორც ზღვის უც-
ნაური ცხოველის სხეული, კორპის საცობებით და ჩაშავებული
თოკებით მონიშნული. ზღვის მცენარეების, მოლუსკების და
წყლის მკვეთრი, მლაშე გემო თითქოს უფრო საგრძნობი გახ-

221
მკითხველთა ლიგა

და. აქ შეკრებილი ჯგუფიდან ყველა უსვამდა მუმთაზს შეკით-


ხვებს და ისმენდა მის პასუხებს, მაგრამ არც ერთმა არ იცოდა,
რაზე ფიქრობდა იგი. შეიძლება ხვდებოდნენ კიდეც, მაგრამ დი-
დად არც აინტერესებდათ. ჰყოლოდა ქალი, ყოფილიყო ქა-
ლისთვის საყვარელი ადამიანი - ეს იყო ყველაზე ბუნებრივი
მოვლენა. მდგომარეობა უკვე იყო ასეულ ათასობით წლის წი-
ნაც, სანამ ის გაჩნდებოდა. თუმცა, სიკვდილისა და ავადმყოფო-
ბის მსგავსად, ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომელიც რეალური
ხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე თავის თავზე გამოცდიდა...
და იქნებ, ამის გამოც ხდებოდა, რომ ეს მდგომარეობა იწვევდა
გაუცხოებას სხვათა მიმართ.
ამ გადასახედიდან მუმთაზმა გაიხსენა ხელოვნების ბევრი
წარმომადგენელი: სადიქი რიზედან, თემზი ჯირეუნიდან, არაბი
მური, რომლებიც ეკუთვნოდნენ მეშვიდე თაობას მათი ადრინ-
დელი წინაპრებიდან მოყოლებული, როგორებიც იყვნენ ჰი-
სარჰი და იანი ბებექიდან. ყველას შემოქმედება ასეთი მდგომა-
რეობის შედეგი იყო: ჩამომჭკნარი სახეები და დანაოჭებული
ხელები, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ მხოლოდ ზღვა,
თევზი, ტალღები, იალქნები და ბადეები, ისეთივენი იყვნენ,
როგორებიც ესენი, ვინც ახლა მის გვერდით იდგნენ, ახალგაზ-
რდა კაცთან ერთად, რომელიც სახით ანდრეა დელ სარტოს
შავთმიან, რენესანსის პერიოდის მადონას ჰგავდა და რომელ-
საც საცურაო ტრუსი კისერზე შარფივით ჰქონდა შემოხვეული.
მათ ალბათ უკვე ყველას ჰქონდა გამოცდილება, ან ემზადე-
ბოდნენ, რომ ჰქონოდათ.
საკმაოდ უცნაური იყო - მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი
სადგურები გაიარეს და მათ შიგნით ერთმანეთის მსგავსი მექა-
ნიზმები მოძრაობდა, ყველას ავიწყდებოდა მუმთაზის სწორედ
ის მხარე, რომელთანაც უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონოდათ.

222
მკითხველთა ლიგა

არა, აქ ჯდომა და მათთან საუბარი ფუჭი იყო. ყველა ეს ადა-


მიანი მისი მეგობარი იყო. ისევე, როგორც ეს პატარა ყავახანა,
ეს ბადეები, მეჩეთი გორაკის თავზე, ჩანჩქერი - ყველა მისი მე-
გობარი იყო. და შავი, ხუჭუჭაბეწვიანი ლეკვიც, რომელიც მას
ყოველ დილას ელოდებოდა მისადგომთან და აქამდე მოჰყვე-
ბოდა, ხანდახან კი მთელ გზაზე მიაცილებდა ბოლომდე, ისიც
მისი მეგობარი იყო. მაგრამ დღეს მუმთაზი მარტო იყო თავის
სიხარულთან და მოლოდინთან, თავის საცოდაობასთანაც,
პირდაპირ საოცრება იყო ნამდვილად. ძალიან უცნაური და
გაუგებარი იქნებოდა ეს ყველაფერი მისი მეგობრებისა და ნაც-
ნობებისთვის. ალბათ ის არაფერს წარმოადგენდა, უბრალოდ
არარაობა იყო, რომელიც ცხოვრების განაპირას რაღაცას ებ-
ღაუჭებოდა. და ერთხელაც, როდესაც სიკვდილის დღე დადგე-
ბოდა, მოკვდებოდა აი ასე, სრულიად მარტო.
ნელა წამოდგა. მისადგომთან გაჩერებული ნიჩბიანი ნავი-
დან ზღვაში შევიდა. ნისლი არ იშლებოდა, თუმცა, ისეთი სქელი
აღარ იყო; აქა-იქ სინათლე გამოსჭვიოდა როგორც სადაფის-
ფერი მინიდან. ცივმა მარილიანმა წყალმა უძილო ღამის დაღ-
ლილობა ჩამოაშორა. მეგობრის ნავში მჯდარი, ისე რომ ვერც
გაიგო, ვის მიუძღვნა თავისი აფორიაქებული, უცნაურად მნიშ-
ვნელოვანი ფიქრები, უფრო სწორად, თავისი ავი წინათგრძნო-
ბა, თითქმის ემირგანის ბორნის მისადგომამდე მივიდა. მოგ-
ვიანებით, სველი ტრუსებით ხელში და შავი ლეკვით, რომელიც
ფეხდაფეხ მისდევდა, შინისკენ გზას გაუდგა. ლეკვი ყოველთვის
მასთან ახლოს დაკუნტრუშობდა და ძალიან კმაყოფილი ჩანდა
ამ მეგობრობით. ის მხოლოდ წრეზე დარბოდა მუმთაზის გარ-
შემო და უცნაურად ყეფდა, ცოტა ყმუოდა და ღრენდა კიდეც, ამ
გარშემო ხტუნვის დროს. ამან ის მაინც იცის, როგორ გამოხა-
ტოს სიხარული. ადამიანი არასდროსაა ბოლომდე კმაყოფი-

223
მკითხველთა ლიგა

ლი; ეს შეუძლებელია. რა უყოს ადამიანმა ფიქრებს, მოვლე-


ნებსა და მოუსვებრობას. ჰო, განსაკუთრებით ამ შფოთსა და
მოუსვენრობას. ადამიანი მოუსვენრობისა და შიშის ნაყოფია.
ნეტავ, რა არის დიდი სასწაული, რომელსაც შეუძლია ამ შიშის-
გან გვიხსნას. მაგრამ ამჟამად მუმთაზი ნეტარებით იყო სავსე.
თუნდაც ეს გრძნობა უამრავ ფიქრთან და იმ გამოცდილებების
გააანალიზებასთან ერთად მოსულიყო, რაც მუმთაზს თავად
არც გამოუცდია, მხოლოდ ფიქრობდა მათზე, სულერთი იყო,
იგი სავსე იყო ნეტარებით; და მაინც, მთისკენ მიმავალ შუა გზა-
ზე მას უცბად შიში დაეუფლა. სასწორი ახლა სხვა მხარეს გა-
დაიხარა: რომ არ მოვიდეს?... ან სტუმრობამ ისე არ ჩაიაროს...
კარი გააღო და ლეკვი სახლში შეიპატიჟა. ის არ შევიდა.
მან ერთხელ უკვე დაიკმაყოფილა სამი დღის განმავლობაში ამ
სახლში სტუმრობის სურვილი. შემდეგ ისევ თავისუფლება მო-
უნდა და დაბრუნდა სოროში დიდი ხის ქვეშ, სადაც დაიბადა.
ერჩივნა, უბრალოდ დალოდებოდა თავის მეგობარს, მუმთაზს,
და სახლამდე მიეცილებინა, ან სეირნობისას თან ხლებოდა.
იდგა გარეთ. ორი წინა თათი ზღურბლზე დაედო, კუდს
აქნევდა, ყურები დაცქვეტილი ჰქონდა, თითქოს ითხოვდა, ცო-
ტა ხანს მეთამაშე ან მელაპარაკეო. მუმთაზს რაღა დარჩენოდა,
შინ შევიდა, კარი კი ღია დატოვა. ლეკვმა თავი წყნარად დადო
ზღურბლზე, თითქოს შემთხვევით გამვლელი შეყვარებული
იყო, როგორც ძველ რომანსებში მღერიან ხოლმე, და კარის
წინ გაწვა. მეგობრული ელფერის წკმუტუნი და ჩუმი ღრენა
ამოსდიოდა მკერდიდან, თვალები სიამოვნებით მილულა და
გაიტრუნა როგორც შეყვარებულის მოლოდინში.
ნურანი ასეთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გარე-
მოში მოვიდა მასთან. ლეკვი უკვე დიდი ხნის წასული იყო. მო-
უთმენლობისგან აფორიაქებული მუმთაზი კარებთან უცდიდა

224
მკითხველთა ლიგა

მას, ლურჯი პერანგი და დაჭმუჭნილი შარვალი ეცვა. აღმარ-


თგამოვლილი ახალგაზრდა ქალი სუნთქვაშეკრული იყო, რო-
ცა ოთახში შევიდა.
- ო, ღმერთო ჩემო, რა ციცაბო აღმართია, - თქვა მან.
სამი დღე ებრძოდა საკუთარ თავს. დარწმუნებული იყო,
რომ ეს ყველაფერი არ იყო საჭირო; დათრგუნვილი, შიშით
ფიქრობდა იმაზე, ნაბიჯი, რომელიც მას უნდა გადაედგა, კე-
თილ დაბოლოებამდე მიიყვანდა თუ არა. აღმოაჩინა, რომ ყვე-
ლაფერი იდუმალებით იყო დაფარული. თუ ამ ფარდას ახდიდა,
მთელი სამყარო აირ-დაირეოდა. ის აცნობიერებდა მუმთაზი-
სადმი ლტოლვას. შინაგანად გრძნობდა რაღაცას, რის შესახე-
ბაც მას სურდა ეფიქრა როგორც დიდ სიახლეზე, რომელიც იღ-
ვიძებდა მასში და შეიძლებოდა გამხდარიყო უსაზღვრო, სავსე
ჯერ გაურკვეველი იმედებით, მიეცა მისთვის სითბო არსებობი-
სა… აი, ეს რაღაც დაჟინებით ეწეოდა მუმთაზისკენ; და მაინც,
ამის მიუხედავად, ბევრი დაბრკოლება აკავებდა.
მთელი ამ სამი დღის განმავლობაში თავისი დიდი ბებიის
ლანდი არ ტოვებდა. ქალი ძველი, გაფერმკრთალებული ფო-
ტოდან. რომელიც მან ძველ უჯრაში აღმოაჩინა, როცა პატარა
გოგონა იყო; ქალი გრძელ თეთრ მოსასხამში და ნახევრად
გამჭვირვალე ვუალით, ფერმკრთალი, თითქოს მთვარის სხი-
ვით განათებული სახით და შვლის თვალებით, თითქოს უფ-
სკრულის პირას იდგა შეშინებული; ქალი, რომელმაც მას იდუ-
მალებით სავსე სურვილები შთაბერა, წარსული დროისადმი ინ-
ტერესი ჩაუნერგა, ტრადიციული მუსიკა და სიმღერა მისთვის
გადააქცია ნამდვილ სიამოვნების სფეროდ, საიდანაც ნურანს
შეეძლო მოეპოვებინა სულიერი საზრდო, ახლა ცდილობდა
უარეყო მისი მეთოდი საკუთარი პირადი ცხოვრების წარმარ-
თვისა. ნურანს ეჩვენებოდა, რომ ეს გაცრეცილი სურათი გაცოც-

225
მკითხველთა ლიგა

ხლდა და უსასრულოდ უმეორებდა: „მე ვუყვარდი, მეთაყვანე-


ბოდნენ, და სწორედ ამან დამღუპა. იმის გამო, რომ მე მიყვარ-
და და მე ვუყვარდი, ყველა, ვინც ჩემზე იყო დამოკიდებული,
განწირული აღმოჩნდა საბრალო არსებობისთვის. როდესაც
ერთ-ერთი უახლოესი ნათესავის ასეთი მაგალითი შენ თვალ-
წინაა, როგორღა ბედავ?“
თუმცა, მარტო დიდი ბებიის ხმა ან მისი წარსულის არსე-
ბობა კი არ აკავებდა ნურანს. მეორე, უფრო ღრმა და უფრო
რთული ხმა ამოდიოდა საიდანღაც სიღრმიდან და ეს იყო თვი-
თონ ნურანის გულის და სულის ხმა. ეს იყო არეულ-დარეული
ხმების ლაპარაკი, გულისა და სულის უცნაური და წარმოუდგე-
ნელი თრთოლვის თანხლებით, სისხლძარღვების გავლით.
ყველაფრის ერთბაშად გაწირვა სიყვარულისთვის და სურვი-
ლისთვის, დიდი ბებიის, ნურაიათის სასიცოცხლო ენერგიით,
რომლითაც ნურანი იყო დამუხტული - ისევე როგორც დიდი ბა-
ბუის თალათის ენერგიით, რომელიც მზად იყო დამწვარიყო
ეროსის ცეცხლში, როგორც შესაწირი მსხვერპლი, ხოლო მოგ-
ვიანებით მამის ენერგიით, რომელიც ამ ორის ენერგიას უერ-
თდებოდა. იგი მწიფდებოდა ათასი მამაკაცის სასიყვარულო
თავგადასავლებში ოსმანთა სახელმწიფოში, ბალკანებზე, შავი
ზღვის ნაპირებზე, ბოლოს კი შეჩერდა, გაიყინა, რაც მოულოდ-
ნელად სტამბოლში აღმოჩნდა ყირიმის ომის დროს, რადგან
ბრძოლა თავისუფლებისთვის წყნარ, შეუმჩნეველ არსებობაზე
გაცვალა, მისი სასიცოცხლო ენერგია საკუთარი სურვილების
დაკმაყოფილების ტყვედ გადაიქცა მას შემდეგ, საუკუნეების
განმავლობაში. ეს ყველაფერი წარმოადგენდა განსაკუთრებუ-
ლი, იშვიათობად ქცეული სისხლის ნარევს. მასში ერთი ხაზი
იყო წმინდა წყლის სათავგადასავლო; მეორე კი უარის თქმა,
დათმობა და მლიქვნელობა. ეს მეორე ხმა, რომელიც ნურანის

226
მკითხველთა ლიგა

არსებაში მილიარდობით სხვადასხვა ელფერით ისმოდა, იყო


სწორედ ის ერთმანეთში ჩაზრდილი, ჩახლართული, ოჯახის და
სისხლით ნათესავების ხმებისგან შემდგარი ხმა და სხვა არაფე-
რი. ნურანი წლების განმავლობაში ატარებდა ამ სისხლს რო-
გორც საშიშ მემკვიდრეობას, თუმცა, ცდილობდა შეეკავებინა
მისი გავლენა, უარი ეთქვა მასზე. მაგრამ მუმთაზთან მეორე
შეხვედრის დროს, კუნძულისკენ მიმავალ ბორანზე, იგი უბრა-
ლოდ დანებდა, რადგან ეშინოდა, ისე არ ეფიქრათ, რომ იგი
ბორნის ჩამოსვლას ელოდა. შესაძლოა, ნურანმა ხელი შეუწყო
თავის თავში ამ მემკვიდრეობით გადმოცემული სისხლის გაღ-
ვიძებას სწორედ ამ თავისი შინაგანი შიშით. სწორედ ამიტომ
ჩაეხლიჩა ხმა, როცა „მაჰურას“ მღეროდა ბორანზე, მუმთაზის-
თვის, რადგან მან სთხოვა, თან ისე, რომ მუმთაზს სიტყვა „გე-
თაყვაც“ არ დაუყოლებია! - ღმერთო, რა სირცხვილია! - და
ამის შემდეგ კიდევ მაქამა იმღერა, ქანდილის მთებზე რომ
ავიდნენ. ეს სისხლი მართლაც უცნაური ჯიშის იყო. ის თითქოს
აჩუხჩუხდა იმ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ჰანგთან შეხებით,
რასაც a la turca - ერქვა.
„მაჰურას“ ჰანგმა - ოჯახურმა ტრადიციამ და ფასეულობამ,
რომელიც დროდადრო უნებურად უკავშირდებოდა წარმოდგე-
ნას უღირს საქციელსა და სისასტიკეზე, თავისი ტანჯვით და გან-
ცდებით, რომლებიც მოგაგონებდათ დაბრუნებას პირველყო-
ფილ პრიმიტიულ ყოფასა და ურთიერთობებთან, შექმნა უფ-
სკრული ამ ორსახოვან მემკვიდრეობით თვისებებს შორის, ის
უფსკრული, რომელიც ამჟამად ნურანის სულში იყო და მას უხ-
მობდა. როდესაც ნურანი თავისი დიდი ბებიის ცხოვრებაზე და-
ფიქრდებოდა ხოლმე, მართლაც გაოცებული რჩებოდა, ეს
ქალბატონი, რომლისგანაც ნურანს გადაეცა ქცევის თავისებუ-
რებები, სრულიად განსხვავებული ენით ელაპარაკებოდა მას,

227
მკითხველთა ლიგა

როცა ნურანი ამ სიმღერას გაიხსენებდა. მაშინ ამ პატარა, გა-


ფერმკრთალებული ფოტოსურათიდან, ხისგან გამოთლილ და
მოოქრულ ჩარჩოში რომ იყო ჩასმული, მკაცრი ქალბატონი
დატუქსვით შეჰყურებდა ნურანს და თითქოს გაცხარებული ცდი-
ლობდა მის დამორჩილებას, როგორც შემოდგომა, რომელიც
მზად იყო დამჭკნარი ფოთლების ქვეშ დაემარხა ყველაფრის
სახება; იგი მკვეთრად ჩამოიცილებდა ყოფილ მორჩილებას და
სინანულს, გააცოცხლებდა უცნაურ სილამაზეს, რომელიც ახა-
სიათებდა მოხუც ქალბატონებს, რომელთა გარემოცვაში ნურა-
ნი გაიზარდა, და იწყებდა უკვდავ ცეცხლოვან ცეკვას თავისი
გრძნობების და სიცოცხლისადმი სიყვარულის ალში გახვეული.
„შემომიერთდი! - მოითხოვდა იგი, - შემომიერთდი ამ ქროლ-
ვაში, დაიწვი და იცოცხლე! რადგან სიყვარული არის ერთა-
დერთი სრული ფორმა არსებობისა...“ და რაც კიდევ უფრო
საოცარი იყო, ნურანის დიდი ბაბუა, გათელილი და დამცირე-
ბული სულით, უერთდებოდა საყვარელ ნურაიათს ამ ცეცხლო-
ვან ცეკვაში, ამ პრიმიტიულ რიტუალში, და მზად იყო ხელახლა
გაევლო განცდილი ტანჯვა. ის არ ლაპარაკობდა ისე გაშმაგე-
ბით და ერთი შეხედვით არეულ-დარეულად, როგორც ნუ-
რაიათი და ვერც ისე მოქნილად ცეკვავდა, ვერც ველურ
ცეცხლს ანთებდა, მაგრამ ის კიდევ უფრო აღვივებდა ამ
ცეცხლს თავისი ოდესღაც გადატანილი ეჭვებით და ტანჯვით,
როგორც ჭუჭყით დაფარული ნედლი ხის მორი, ოჯახის გამათ-
ბობელ ქურაში შეგდებული, რომელიც უსაშველოდ ხრჩოლავ-
და და კვამლით ავსებდა იქაურობას. „რადგან შენში ჩემი სის-
ხლია, ვალდებული ხარ გიყვარდეს და იტანჯო! ტყუილად ნუ
ეცდები ბედისწერას თავი დააღწიო!“ და უფრო მეტიც, ამის შემ-
დეგ, ეკითხებოდა: „განა, მთელი სიცოცხლე ამას არ ელოდი?“
ეს ორი ადამიანი საერთოდ მოკლებული იყო თავშეკავებას! „აქ

228
მკითხველთა ლიგა

იმისთვის მოვედი, ეს საშინელი გზა ჯოჯოხეთიდან აქამდე იმი-


ტომ გამოვიარე, რომ მსურს ამ ცეცხლში დავიწვა! უთვალავმა
ქარმა მატარა, მზეზე ვიწვოდი სადღაც, უცნობ ნაპირებზე...“ და
როცა ნურანი ისმენდა ამ ყველაფერს, მას ახსენდებოდა, რაც
მუმთაზმა უთხრა ემირგანში, ხის ქვეშ რომ იდგნენ. იგი ამბობ-
და, რომ აქვს წინათგრძნობა, რომ მისი ბედი წინასწარ განსაზ-
ღვრულია. „ვინ იცის, - ამბობდა იგი,- იქნებ იმიტომ, რომ ბავ-
შვობაში საერთოდ უარს ვამბობდი წარსულზე, ახლა შემიყვარ-
და წარსული. ან იქნებ, სულ სხვა მიზეზია. ჩვენ სამი თაობის
გლეხები ვართ. ჩვენ ახლა ვასრულებთ კულტურული დონის
ამაღლების პროცესს. დედაჩემს უყვარდა ძველებური მუსიკა.
მამაჩემს კი მუსიკის საერთოდ არაფერი ესმოდა. იჰსანზე შე-
მიძლია ვთქვა, რომ ექსპერტია მუსიკის დარგში. მე კი მუსიკა
ჩემი ცხოვრების ნაწილად ვაქციე. გამოდის, რომ ასე გრძელ-
დება მთელი ისტორიის განმავლობაში? დიახ, შეიძლება ჩემი
ცხოვრება - ეს არის კოლექტიური ბედი. გინდა იცოდე, სინამ-
დვილეში რას ვფიქრობ? სანამ ჩვენი მუსიკა ბუნებრივად, თა-
ვისთავად არ შეიცვლება, არც ჩვენი ადგილი სოციალურ
იერარქიაში არ შეიცვლება. იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ მუსიკის
დავიწყება შეუძლებელია. სანამ ის გარდაიქმნებოდეს, ჩვენი ბე-
დი ყოველთვის იქნება სიყვარული!“ როდესაც ეს სიტყვები მო-
ისმინა, ნურანი ცოტა არ იყოს გაღიზიანდა, იმიტომ რომ იჯლა-
ლის თანდასწრებით, მუმთაზი თვალებში შეჰყურებდა და სიყვა-
რულზე ელაპარაკებოდა. მაგრამ ახლა გაუგო მას. მან მუმთაზ-
ში დაინახა ადამიანი, რომელიც ბევრი რამით ჰგავდა მის დიდ
ბაბუას. როგორც ის კაცი, მუმთაზიც ასე მოსწყდა თავის ადგილს
და მოვიდა აქ იმისთვის, რომ გაევლო ცხოვრების ეს გამოცდი-
ლება, რომელიც მას ნაცრად აქცევდა.

229
მკითხველთა ლიგა

ამ უცნაურ ფიქრებში, მის ტვინში და არსებაში რომ ბობოქ-


რობდნენ, ნურანმა თავის ცხოვრებას და მთელ გარემოცვას
სხვა თვალით შეხედა, აღიქვა, როგორ გავლენას ახდენდა მის
პირად ცხოვრებაზე ეს უცნაური ოჯახური მემკვიდრეობა და რო-
გორ ბატონობდა მასზე დიდი ბებიის სერიოზული ისტორია.
არა მხოლოდ მასზე, არამედ მთელ ოჯახზე. ოდესაღაც, შორე-
ულ წარსულში მომხდარი ერთი ოჯახის ტრაგედია, ერთი ქა-
ლის სიყვარულის ისტორია, ერთი თარიღი, რომელიც დიდი
ხნის წინ ჩამოხიეს კალენდრიდან, მართავდა მათ ყველას; არა
მხოლოდ მათი, მათი ნაცნობების ყოველი ცხოვრებისეული
მდგომარეობისთვისაც, ამ ისტორიას გამზადებული ჰქონდა თა-
ვისებური, განსაკუთრებული დარდი და წუხილი. ახლა ნურანის
ჯერი დადგა. მისი და მუმთაზის! მათი ჩრდილები გაიქროლებ-
დნენ და უცაბედად ოქროს გალიაში აღმოჩნდებოდნენ, აი ეს
იყო „მაჰურა“.
ნურანმა თავიდანვე იცოდა, რომ მუმთაზთან აუცილებ-
ლად მივიდოდა. არა იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა, რო-
მელიც მისთვის სრულიად მისაღები და შესაფერისი იყო, დაპა-
ტიჟა. სხვათა შორის, ამ ამოცანის შესასრულებლად, მუმთაზის
ხმა სრულებით შეუფერებელი იყო. მხოლოდ და მხოლოდ
ბედმა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, მოიყვანა ნურანი აქ.
სხვებმა თავისი ცხოვრება გააუფერულეს იმით, რომ ამ ბედს
გაექცნენ. მაგალითად, ასეთი იყო ნურანის დედა. ცხოვრებაში
ერთხელაც კი გულიანად არ გაუცინია. სიყვარულით შვილების-
თვისაც არ უკოცნია. „უპირველეს ყოვლისა, ძვირფასო, ქალმა
თავშეკავება უნდა იცოდეს!“ ეს იყო უპირველესი რჩევა, რაც ნუ-
რანმა დედისგან მიიღო. მთელი ცხოვრების განმავლობაში,
დედა, უნდოდა მას ეს თუ არა, ძალიან მკაცრი იყო ყველას მი-
მართ და ნურანის მამასაც ისე ექცეოდა, რომ საქმე ჩაგვრამდე

230
მკითხველთა ლიგა

მიდიოდა. მამას იგი ძალიან უყვარდა და მას სჭირდებოდა ეს


გრძნობა, სხვაგვარად ვერ იცოცხლებდა. ნურანის ბიძა, თევფი-
ქი, გაღიზიანებას გრძნობდა თავისი დის, ნურანის დედის მი-
მართ. თევფიქის შვილს, იაშარს, ნურანისადმი ფარული
გრძნობები ჰქონდა, რაც ნურანს არაჯანსაღ მოვლენად ეჩვენე-
ბოდა და დიდ უხერხულობას ქმნიდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრების
პირობებში; ეს გრძნობებიც იმავე ოჯახური ბედისწერიდან
იღებდა სათავეს. ნურანი თვითონაც შიშის ქვეშ გაიზარდა. მრა-
ვალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის ქმრად ფაჰირი იმი-
ტომ აირჩია, რომ მისი შეყვარება შესაძლებლად მიიჩნია, რად-
გან მისი ვარაუდით, მასთან ერთად შეიძლებოდა მეგობრულ
საფუძველზე კარგი ოჯახის შექმნა. და მეტიც, ალბათ ნურანის
შვილი ფატმაც მსგავსი ბედისთვის ემზადებოდა. მისი ზედმეტად
ძლიერი დამოკიდებულება ფაჰირსა და ნურანზე, მისი მგრძნო-
ბიარობა და ეჭვიანი ბუნება, ყველაფერი იმავე მემკვიდრეობი-
დან მომდინარეობდა. ეს მძიმე ტვირთი ფატმასაც უნდა ეტარე-
ბინა. ადვილი მისახვედრი იყო, თუ რა საბრალო შეიძლებოდა
ყოფილიყო ფატმა მომავალში. ნურანმა ეს ძალიან კარგად
იცოდა და ყველაფერს ითვალისწინებდა. მაგრამ ამავე დროს,
ცხოვრებას ისეთად აღიქვამდა და იღებდა, როგორიც ის იყო.
რადგან ცხოვრებას შეეძლო სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა
ნებისმიერი ადამიანი, თუ მოინდომებდა. თალათის თავს დამ-
ტყდარი უბედურების შემდეგ, მთელი ოჯახი შეიპყრო რაღაც
განსაკუთრებულმა ფანატიზმმა განქორწინების წინააღმდეგ. შე-
იქმნა აზრი, რომ არაფერი იყო განქორწინებაზე უარესი. ამ მი-
ზეზით, სიძეების უმეტესობა, ვინც ამ ოჯახში შევიდოდა, იწყებდა
ოჯახის გარეთ ფლირტს, არშიყს და უღირსად ქცევას, რადგან
წინასწარ იცოდნენ, რომ ამგვარად სახელის გატეხვას მათ მა-
ინც აპატიებდნენ. ზოგმა მათგანმა მიატოვა კიდეც ცოლ-შვილი,

231
მკითხველთა ლიგა

რომელთაც გამხმარი პურის ნამცეციც კი ენატრებოდათ ხანდა-


ხან. ასეთი ზღვარგადასული დაუნდობლობა ქალებსაც ახა-
სიათებდა და კაცებსაც. თევფიქი ცხოვრობდა ცოლთან, ქალ-
თან, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში არ მალავდა,
რომ ეზიზღებოდა თავისი ქმარი, რადგან თვლიდა, რომ იგი
მას გარეგნობით სჯობდა. წარმოიდგინეთ, ამ მძიმე ოჯახური
მემკვიდრეობის მიუხედავად, ნურანი ფაჰირს გაშორდა. ოჯახის
სამოცწლიანი ისტორიის განმავლობაში ეს იყო პირველი გან-
ქორწინება, და ეს ნურანმა გაბედა. მაგრამ ასეთი ტრადიცია თუ
სოციალური ეტიკეტი მხოლოდ ნურანის ოჯახისთვის როდი
იყო დამახასიათებელი. ბევრი მათი მონათესავე ოჯახი ითმენ-
და ასეთ წამებას მთელი სიცოცხლე: ბეჰჩეთი, ათიე, დოქტორი
რეფიქი და სალაჰადინ რეშითი, რომელმაც თავისი აღსასრუ-
ლი მედინაში ჰპოვა.
ნურანი სამი დღე მოთმინებით უსმენდა ამ მძაფრ ტირადას
საკუთარ სულში. მესამე დღის საღამოს დაასკვნა: „ბოლოს და
ბოლოს, არ ვარ ვალდებული ყველას ანგარიში ვაბარო ჩემი
მოქმედებების შესახებ“. მან მუმთაზს დაურეკა. ამის შემდეგ,
მეორე დღეს, ისე რომ მუმთაზი დიდხანს აღარ ალოდინა, დი-
ლით ადრე სახლიდან გავიდა. ეროსი, თანათოსის მსგავსად,
იყო ცხოვრების ერთ-ერთი შემქმნელი ძალა. მუმთაზთან შესახ-
ვედრად რომ მიდიოდა, გზად „მაჰურას“ ღიღინებდა:
შენ კი ჩემი სულიც მიატოვე, სევდითა და სურვილით სავ-
სე...
სიმღერის თანმდევი ავი ბედი გაახსენდა და აღარ გააგ-
რძელა. თუმცა კი აპირებდა, შუა ნაწილი და რეფრენიც წაემღე-
რებინა, რომელიც ძალიან მოსწონდა. ბორნის გაჩერებასთან
რომ მივიდა, პატარა, მოთხუპნილი, მაწანწალა ბავშვი მიუახ-
ლოვდა. გოგონას ეცვა საშინლად ჭუჭყიანი, დახეული კაბა და

232
მკითხველთა ლიგა

პატარა ხელი, ხის კოვზივით გაშეშებული და საჭმლის ნამცეცე-


ბით სავსე, წინ ჰქონდა გამოწვდილი. „ღმერთმა დაიფაროს
ყველა, ვინც გიყვარს!“ - ხურდა ფულს ითხოვდა. ნურანმა საფუ-
ლე გახსნა და რატომღაც გაიფიქრა: ნეტავ, ვიცოდე, ყველა
ხვდება, სად მივდივარ? სახეზე მეტყობა? კინაღამ ცრემლები
მოერია. უკვე ახლოს იყო იმასთან, რომ ჩაედინა საქციელი,
რომელიც არასდროს ჩაუდენია სიყმაწვილეში. უკან ხომ არ
დავბრუნდე? - გაიფიქრა მან. მაგრამ სიყვარული თავისი ამო-
უცნობი საიდუმლოთი აცდუნებდა მას. „დებიუსის ახალი ჩანაწე-
რი ვიყიდე... მოდი როცა გინდა...“ - ასე უთხრა მუმთაზმა ტელე-
ფონით ლაპარაკის დროს. აღმერთებდე დებიუსისა და ვაგნერს
და ამავე დროს, ცხოვრობდე „მაჰურას“ ჰანგებით - ეს იყო ბედი,
თურქად ყოფნის ბედი. სანამ ბორანს უცდიდა, გაახსენდა რა
გაანდო იჯლალმა იმ საღამოს, როცა მუმთაზს დაშორდნენ: „ი-
ცი რა, თუ მან საკუთარ თავს ცოტა განტვირთვის საშუალება
მისცა, საკმაოდ სასიამოვნო ვინმეა, ადვილად მოგეწონება.
მაგრამ მგონი, თავში ყველაფერი ერთად აქვს ჩაყრილი და
არეულ-დარეული: სიყვარული, ხელოვნება, ისტორია და ფიზი-
კური სიამოვნება! მისი შეყვარება ზუსტად მხოლოდ ისეთ ქალს
შეუძლია, როგორიც შენ ხარ.“ გამოდის, იჯლალმა ყველაფერი
ძალიან კარგად იგრძნო. სანამ იცდიდა, თავის მოთმინებას აკ-
ვირდებოდა, თითქოს ზომავდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ყვე-
ლაფერი მომბეზრდა? თუ მხოლოდ ფიზიკური ლტოლვის ბრა-
ლია? მაგრამ ვერ გაიხსენა მოწყენის ვერც ერთი წამი მას შემ-
დეგ, რაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. იგი თავს კარგად, სავსე-
ბით თავისუფლად გრძნობდა. ბორანზე რომ ავიდა, გაიფიქრა,
დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია, ჩემი თავის დაძლევა არ მინდა!
ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან გაუღიმა სიყვა-
რულს და მუმთაზის სახეს.

233
მკითხველთა ლიგა

იგი აქინთიბურნუს ბორნის ფანჯრიდან ათვალიერებდა.


აქა-იქ ნისლის პატარა ნაფლეთები მიმობნეულიყო. მაგრამ
ბოსფორი მიედინებოდა, მისრიალებდა, როგორც ჰაერში მო-
ლივლივე ჩიტი. იგი შესცქეროდა წყლის მღელვარებას გაზაფ-
ხულის მზის სხივებქვეშ. ძალიან უჭკუოდ ვიქცევი! მთელი ოჯა-
ხისთვის დამახასიათებელი, თავზე ხელაღებული უგუნურებაა!
დიდი ბებია და შვილთაშვილი; ჩვენ შეგვიყვარდა ორი არამი-
ზანდასახული, არასერიოზული კაცი. ადამიანი ცხოვრებაში ყვე-
ლაფერს თავისი ნებით წყვეტს...
მუმთაზს იმ დღემ იმდენი სიამოვნება მოუტანა, რაც ადრე
არასდროს უგრძვნია. პირველად მის ცხოვრებაში ქალი მის წი-
ნაშე გაიხსნა და დაანახვა თავისი ღრმა შინაგანი მხარე. ეს ქა-
ლი არც ქალღმერთი იყო და არც ისეთი ქალი, რომელსაც
ერთ-ორჯერ პაემანი უნდა დაუნიშნო და მერე დაივიწყო. იგი
მთლიანად თმობდა საკუთარ თავს, გაგიხსნიდა თავის არსებას,
როგორც თავის რჩეულს, გაჩვენებდა თავის ყველა საიდუმ-
ლოს, თავის შესაძლებლობებს. „აჰა, ესეც შენ გქონდეს... აი
ესეც... აი, ეს ვარ მე...“ მაინც, მთავარი, რაც იყო ამ ქალში, ამ
არსებაში, წარმოადგენდა სრულიად დიდებულ და განსაკუთრე-
ბულ სამყაროს - რამდენი ადამიანი ისე შეიძლება მოკვდეს,
რომ ვერასდროს აღმოაჩინოს მსგავსი დიდებულება. არც
ზღვის ფსკერზე დამალული საგანძური, არც სხვა ზღაპრული
და გამოგონილი სიმდიდრეები არ იქნება ასე უკიდეგანო და
გამაოგნებელი. მოგვიანებით, მუმთაზი ხშირად გაიხსენებს,
როგორ მიაპყრო თვალი პირველად ამ მშვენიერ გაშიშვლე-
ბულ სხეულს დარაბებდახურული ოთახის ბინდბუნდში. ის ვარ-
სკვლავივით ასხივებდა და ძვირფასი ქვებით მოჭედილი გეგო-
ნებოდათ. სინათლის სხივის ეს თამაში, მის მიერ შექმნილი
საოცარი სურათი აბრმავებდა და ცეცხლს ანთებდა, რომელშიც

234
მკითხველთა ლიგა

ალი გიზგიზებდა, ენებად იშლებოდა აქეთ-იქით. თითქოს საკუ-


თარი ფერფლიდან წარმოიშვა ათასი წლის შემდეგ. ეს იყო
ჰარმონიის მირაჟი, რომელიც შექმნილი იყო მატერიალური
სხეულისგან და სულისგან - ისე, რომ ადამიანი გრძნობდა ამ
ამაღლებას, თუმცა, ვერ აცნობიერებდა, რომ სამოთხეს მიაღ-
წია.
როდესაც მუმთაზი თავის შეყვარებულს შესცქეროდა, ყო-
ველთვის ამ დღეზე ფიქრობდა, გონებაში დაწვრილებით იხსე-
ნებდა და ცდილობდა მიმხვდარიყო, რა ძალამ გააერთიანა
ისინი.
იგი ცდილობდა მიმხვდარიყო, სად და რომელ თვალუწ-
ვდენ სიღრმეებში იყო ეს ყოველივე წინასწარ გადაწყვეტილი:
ეს თავდაჭერა, სილამაზე და უბრალოება, ეს მკვრივი კანი, მძი-
მე სუნთქვა, რომელიც გადმოცემდა მის სხეულში ჩაბუდებულ
გენეტიკურ საიდუმლოებას და თან აჩვენებდა, რომ იგი ფიზიკუ-
რად აქ იყო, როგორც მტკიცებულება, მასთან მოსული იდუმა-
ლი წყვიადიდან; ნაზი, ალერსიანი, ხან კი გაყინული როგორც
სიკვდილის გამოსახულება; შემდეგ მოდიოდა სხვადასხვა
მდგომარეობა: გამოცოცხლება, აღორძინება მზის სხივებქვეშ;
შეიძლება ითქვას, რომ იყო დაძაბულობა, კრუნჩხვა და გამო-
ფიტვა, რაც მოგაგონებდათ საკუთარი თავის გაღმერთებას, ისე
როგორც აღმერთებენ მზის სალოცავ ნიშს. ეს ღრმად გამჯდა-
რი სხვადასხვაობათა ერთიანობა და მათი გავლის შემდეგ კი
ვნებისა და სურვილის დაუშრეტელ წყაროდ ქცევა ვერ იქნებო-
და მხოლოდ ერთ ადამიანში, ერთ არსებაში განთავსებული. ეს
ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო შედეგი იდუმალი ძალე-
ბისა, რომლებიც მოქმედებდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, სანამ
ადამიანის ცნობიერება განვითარდებოდა, ან შეიძლება ადა-
მიანის არსებობამდეც კი. ასეთ ფიზიკურ და სულიერ სიახლო-

235
მკითხველთა ლიგა

ვეს თვითონ ბუნებაც ვერ მიაღწევდა. მხოლოდ შემთხვევითო-


ბაც ვერ იქნებოდა საკმარისი, რომ ადამიანს საკუთარ თავში
აღმოეჩინა სხვა ადამიანის არსებობა ასე ძლიერი გავლენით.
იმ დღეს ნურანის ყველა მხარე, ყველა თვისება მუმთაზს
აგიჟებდა. საოცრად საყვარელი იყო, როცა თვითონაც აცნო-
ბიერებდა, როგორ დანებდა სიყვარულს სიამოვნების მოლო-
დინში, როგორც ნავი, რომელმაც მყუდრო საყუდელი იპოვა.
მისი სახე ოდნავ მოღრუბლული იყო, როგორც სტამბოლის
ჯერ კიდევ მთვლემარე დილა. უცნაური იდუმალი ღიმილი მუ-
დამ ჰქონდა სახეზე. თითოეული მისი გაღიმება უსასრულო კე-
თილგანწყობის და დახვეწილობის გამოხატულება იყო და
რადგან მუმთაზიც მონაწილეობდა ამ ღიმილის წარმოქმნაში,
ეს უსასრულობა მას ხიბლავდა და აოცებდა ისევე, როგორც
დროის მოულოდნელად შეცვლილი, თანდათანობით განლე-
ვადი რიტმი: უსასრულობის თანდათანობითი დაღმასვლა. იმ
დღიდან, მუმთაზს მუდმივად ჰქონდა გაღმერთების შინაგანი
გრძნობა, რომელიც აღემატებოდა ყველა სხვა გრძნობას იმ
ქალისადმი, რომლის ყველაზე დიდი საიდუმლო იყო სიმარტი-
ვე. იგი ნელა და თანდათან ხედავდა მის ბუნებაში სხვადასხვა
მხარეს, რომლებიც მისთვის აღმოჩენას წარმოადგენდა, თით-
ქოს დიდებულ პეიზაჟს ათვალიერებდა და ამ დროს სიყვარუ-
ლი და გაღმერთება მასში კიდევ უფრო ძლიერდებოდა.
მუმთაზს თვითონ არ ეგონა, რომ შეეძლო ასე სავსე ყო-
ფილიყო სიყვარულით, თაყვანისცემით. დამლაგებელმა ქალ-
მა სუმბულმა წინა დღით ყველაფერი დაამზადა, დაალაგა და
დილით ადრე წავიდა. მათ ისაუზმეს პირველ სართულზე, რის
შემდეგაც ნურანმა პატარა ფინჯნებში ყავა მოამზადა. მუმთაზი
უცქერდა მას, ძველ კიმონოში გამოწყობილს, რომლის არსე-
ბობა ამ სახლში მან თვითონ არც იცოდა - როგორც ჩანდა, ეს

236
მკითხველთა ლიგა

ნივთი მაჯიდესი იყო - ამ დროს იგი ფიქრობდა ნურანის კანზე,


რომელსაც ამ სამოსის ნაკეცები ფარავდა და ქანდაკებასავით
გამოთლილ მის ტანზე; იგი მას უყურებდა როგორც სრულყო-
ფილ ფორმას სხვადასხვა მდგომარეობაში და ამ ფიქრებს
ტკბილ თრობამდე მიჰყავდა.
მუმთაზს წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა სადილის შემდეგ
ნავით გასეირნება, მაგრამ ნურანმა ჩათვალა, რომ სახალხოდ
ერთად გამოჩენა უხერხული იქნებოდა. მუმთაზი ხომ დაბანგუ-
ლი იყო ნურანის სიშიშვლით, მაგრამ მას ეჩვენებოდა, რომ
იგივეს გრძნობდა ძველი სარკეები, კედლები, ჭერები, ყველა
ნივთი და ავეჯი ამ სახლში.
გარდა იმისა, რომ ნურანის სილამაზით მოიხიბლა, მუმ-
თაზს ძალიან სიამოვნებდა განცდა, რომ ნურანი თითქოს ამ
სახლის დიასახლისად იყო შექმნილი.
- პირველი ნახვისთანავე მომეწონა აქაურობა! - თქვა ნუ-
რანმა.
ბოლოს, როდესაც უკვე ღამდებოდა, დაემორჩილნენ
რეალობას, რომ დროებით უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს.
მუმთაზმა ნურანი ისევ ნახევარ გზაზე გააცილა. ნურანის თქმით,
მათი ერთად გამოჩენა სარისკო იყო. ვიღაც მაინც დაინახავდა.
როდესაც გზის მოსახვევში ნურანის ჩრდილი გაქრა, მუმთაზმა
ვერც წარმოიდგინა, ახლა რა უნდა გაეკეთებინა.
ის ზაფხული - უმაღლესი წერტილი, კულმინაცია, გვირ-
გვინი მუმთაზის ცხოვრებისა. ნურანი არა მხოლოდ მიმზიდვე-
ლი, საყვარელი და მისი ყურადღების მუდმივი ობიექტი გახდა,
იგი გახდა მისი მეგობარი და მესაიდუმლე. იგი ავლენდა უტყუ-
არ აღქმის უნარს და ყველაფერს ახალს ხვდებოდა დახვეწილი
სიადვილითა და შორსმჭვრეტელობით. მას კარგად ესმოდა მუ-

237
მკითხველთა ლიგა

სიკა, ჰქონდა თითქოს მზის სხივით განათებული და ამავე


დროს, დაბალი ხმა.
ამ თვისებებთან ერთად, მუმთაზი აღფრთოვანებული იყო
მისი განსაკუთრებული სიმორცხვით და სულის სისპეტაკით,
რომელსაც ვერ შერყვნიდა ვერავითარი ცოდვა ან ხორციელი
სიამოვნება. ზაფხულის ბოლოს, მაშინაც კი, როდესაც ნურანი
უკვე მთლიანად მას ეკუთვნოდა, მათი სიყვარული ისეთივე ახა-
ლი იყო, როგორიც პირველ დღეებში და დაბნეულობა, რომე-
ლიც ახალგაცნობილი წყვილებისთვისაა დამახასიათებელი,
ჯერ კიდევ არსებობდა, მათი სიახლოვის მიუხედავად. მუმთაზს
ძალისხმევა არ დაუზოგავს, რომ ნურანის სიმორცხვე და უცოდ-
ველობა არ დაკარგულიყო.
ვერ იტყოდით, რომ ნურანი უკან იხევდა ცხოვრების წინა-
შე, ან ავლენდა ზედმეტ სიმორცხვეს. მაგალითად, უკვე თავისი
მეორე ვიზიტის დროს მან შეიტყო მუმთაზის კვლევითი ინტე-
რესების შესახებ. მუმთაზს მოსწონდა მასთან ცხოვრების ყველა
მხარის განხილვა. ნურანი ისმენდა ყურადღებით, ამ დროსაც
გამოირჩეოდა იმავე დახვეწილი თავშეკავებით, ზომიერების
გრძნობით, რაც ყოველთვის მის მთავარ თვისებებს წარმოად-
გენდა. ნურანს არასდროს უცდია ემართა მუმთაზის არსებობა.
მას არ სურდა, სიყვარული გამხდარიყო თავისუფლების დაკარ-
გვის მიზეზი. მუმთაზი თავის ცხოვრებასა და არსებობას სწირავ-
და მას, ნურანი კი, უხსოვარი დროის ყოვლისშემძლე ხელმწი-
ფის მსგავსად იღებდა ამ საჩუქარს, შემდეგ კი უკან უბრუნებდა.
„ვიცი, რომ მე მეკუთვნის, მაგრამ დაე, შენთან დარჩეს...“ ამ
დროს კი, ამ მოხდენილი თავშეკავების მფლობელმა ქალმა
ბოლომდე დაუთმო მუმთაზს მთელი თავისი არსება ისე, რომ
ერთხელაც არ შეხებია ამ თემას საერთოდ. მუმთაზი გრძნობ-
და, რომ ამ გულუხვობას ზურგს უმაგრებდა შინაგანი მტკიცე ცი-

238
მკითხველთა ლიგა

ხესიმაგრე, რომელსაც ვერ დაარღვევდა ვერავითარი ძალა,


თვით სიყვარულიც კი. ეს იყო თავისუფლება, თავისუფლების
ცნება, ყოველ შემთხვევაში, როგორც სულ მცირე - დაუძლევე-
ლი სურვილი, მართალი ყოფილიყო საკუთარ თავთან და არ
დაეშვა თვალთმაქცობა.
გაცნობის პირველი დღიდანვე, მუმთაზის მხრიდან გაღ-
მერთებამ გარდაქმნა მთელი მისი გახსნილი და უბრალო შინა-
განი ბუნება, რომელიც სახეზე ეხატა, თუმცა, ამ უბრალოებაში
ბევრი რამ იყო დამალული და სწორედ ეს იყო გამოცანა მუმ-
თაზისთვის. ისე, რომ ამაზე არც დაფიქრებულა, რატომღაც
შეშფოთებამ შეიპყრო და რაღაც უცნაური შიში იგრძნო, რაც
გაერთიანდა ნურანის მიმართ გაღმერთებამდე მისულ გრძნო-
ბაში, რამაც მის არსებობას მისცა სრულიად განსხვავებული სა-
ხე, თითქოს ქარიშხალი ამოვარდა ვარსკვლავიან ღამეს.

VII

ადილს იმ ზაფხულს ფეხი არ გაუდგამს თაქსიმიდან, თა-


ვისი სახლიდან. არ სურდა დაერღვია თავისი არჩეული და შექ-
მნილი ახლობელთა წრე, დაეკარგა ადამიანები, რომლებიც
ასე ძნელად შეაგროვა. მიზეზი ისიც იყო, რომ სტამბოლი ზაფ-
ხულშიც კი რაღაც განსაკუთრებული იყო. ყველა მიდიოდა,
სადღაც მოგზაურობდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ. მასთან უფ-
რო ხშირად შემოივლიდნენ ხოლმე, ვიდრე სხვა დროს, რად-
გან დასასვენებელი ადგილები და ქალაქგარეთ გასეირნებები
არღვევდა ქალაქურ ჩვევებს და მათ, ვისაც წასასვლელი არ-
სად ჰქონდა, ეს აიძულებდა, ერთმანეთთან ახლოს ყოფილიყ-
ვნენ. ისეთმა ადამიანმაც კი, როგორიც იყო მუმთაზი, რომელიც

239
მკითხველთა ლიგა

თვეების განმავლობაში არ გამოჩენილა, ერთ მშვენიერ დღეს,


დაახლოებით დღის ოთხ საათზე, ადილის კარზე ზარი დარეკა.
მისმა დანახვამ ადილი ძალიან გაახარა. ტუჩებზე ისეთი ღიმი-
ლი შეუთამაშდა, რომ გარჯვების ყიჟინას ჰგავდა. დაბრუნდა
როგორც იქნა! ფარას ჩამორჩენილმა პატარა ცხვარმა იარა,
იარა და შინ დაბრუნდა. მაგრამ როგორი შეცვლილი და გულ-
ჩათხრობილი! მასში რაღაც ნაპერწკალი იმალებოდა, თითქოს
ჩახშული გზნება. იგი თითქოს ის ადამიანი იყო, რომელიც ჰარ-
მხანაში გართობას განაგრძობდა მაშინ, როდესაც დაწესებულე-
ბა იკეტებოდა და დარაბები ფანჯრებზე მჭიდროდ იხურებოდა
არაკეთილმოსურნე თვალისა და ყურისგან დასაცავად. ადილს
არ შეეძლო რამეში დარწმუნებული ყოფილიყო, ყოველ შემ-
თხვევაში იმ დრომდე, სანამ უცბად ნურანიც მოვიდა. როდესაც
იგი შემოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. შეიძლება პირველად,
მუმთაზმა დაინახა, რომ მის საყვარელ ქალს ჩაცმულობა გულ-
დასმით შეერჩია. თუმცა, ისინი უკვე ერთი თვე იყო, რაც ერთმა-
ნეთს ეკუთვნოდნენ, მას არასდროს შეუმჩნევია, რომ ნურანს შე-
ეძლო ასე სრულად გარდაქმნილიყო მხოლოდ ჩაცმულობით.
როგორ შეცვალა ყველაფერი მისმა მოსვლამ. არადა მხო-
ლოდ გუშინ დაშორდნენ ერთმანეთს, მხოლოდ გუშინ იყო,
რომ ეხვეოდნენ ერთმანეთს. ლამაზი, ლურჯი ფერის საზაფხუ-
ლო კაბა ეცვა, უბრალო ქსოვილისგან შეკერილი, თითქოს უნ-
დოდა ეთქვა „მეტის საშუალება არ მაქვს, აი სულ ესაა რაც შე-
მიძლია.“ ახლა კი, განსაკუთრებული ვარცხნილობით, საგანგე-
ბოდ მოვლილი სახით, თეთრ ტილოს კაბაში გამოწყობილი,
იგი სულ სხვა ვინმე იყო. მუმთაზს შეეშინდა, რომ ისეთ სალამს
მიიღებდა, ვიღაც შორეულ ნაცნობს რომ ეკუთვნის. მაგრამ ნუ-
რანმა გაუღიმა და უთხრა: „მე მგონი არ დავიგვიანე, ჰო?“ ამით
ამიშნა ყველას, რომ მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

240
მკითხველთა ლიგა

ადილმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ეს გამოწვევა არც შეუმ-


ჩნევია.
საბიჰი კი ლამის ჭკუიდან შეშლილიყო იმის გამო, რომ ვე-
რავინ მოიხელთა პოლიტიკაზე სალაპარაკოდ. მისი ქცევა
ჰგავდა მტაცებელი ცხოველის ქცევას, რომელიც კუთხეში იმ-
წყვდევს მსხვერპლს. იგი დაუყოვნებლივ არ იწყებდა თავის
მწვავე კრიტიკულ გამოსვლას. იგი ეპარებოდა მსხვერპლს და
გარკვეულ თავისუფლებასაც უტოვებდა, რათა შემდეგ მისი
თავდასხმა უფრო მოულოდნელი და ძნელად მოსაგერიებელი
გამხდარიყო. როდესაც სავარაუდო მსხვერპლი თავს კომფორ-
ტულად გრძნობდა და თავისუფალი საუბრის ილუზიით ტკბებო-
და, საბიჰი თავს ესხმოდა მას ისე, რომ ერთი კუნთის განძრევის
საშუალებასაც არ უტოვებდა. ერთი მეორის მიყოლებით, უსას-
რულოდ და შუსვენებლად, იგი იწყებდა ყველაფრის ახსნას,
რაც წაეკითხა ევროპულ გაზეთებში, მსოფლიოში მიმდინარე
მოვლენების შესახებ მთელი კვირის, ან ზოგჯერ თვის განმავ-
ლობაშიც. მისი ინტერესები მოიცავდა მთელ მსოფლიოს, ყვე-
ლა გრძედსა და განედს. ყველაფერი ჩინეთიდან ამერიკამდე,
ბრიტანეთის კომპანიის „ბრითიშ პეტროლეუმის“ პოლიტიკაზე,
ყველაფერი უნგრელი მიწათმფლობელების, ჰიტლერისა თუ
ალბანეთის მეფის შესახებ, ირანის შაჰის რიზა ფეჰლევის შესა-
ხებ, ცენტრალური აზიის მოვლენებიდან განდის შიმშილობამ-
დე, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა შეხებოდა ადამიანის ბედს
მთელ მსოფლიოში, აინტერესებდა საოცარი აღქმის მქონე მის
გონებას. როდესაც მუმთაზი საბიჰისნაირ ადამიანებს უსმენდა,
მუდამ ერთი კითხვა უტრიალებდა თავში - რა საშინელ მდგო-
მარეობაში აღმოვჩნდებოდით, ჩვენი საჭმლის მომნელებელი
სისტემაც ასე რომ მუშაობდეს? თუ ადამიანს სტაფილოს ჭამის-
გან მიეცემოდა ნარინჯისფერი შეფერილობა, ან ჭარხლის ჭა-

241
მკითხველთა ლიგა

მისგან წითელი, ან თუ ადამიანები, რომლებიც იკვებებოდნენ


მხოლოდ ბრინჯით და რძით, დაინახავდნენ შემწვარ მიდიებს,
აღიქვამდნენ ბუნების ამ საოცრებების სუნს, ფერს და სხვა მახა-
სიათებლებს როგორც დანაშაულის ნიშანს, მხოლოდ მაშინ შე-
იძლებოდა წარმოქმნილიყო ერთიანობა, მსგავსი ამ კომენტა-
რებისა, რომლებიც წარმოადგენდა საბიჰის უსასრულო გამოკ-
ვლევებში ჩაღრმავების პირდაპირ ნაყოფსა და არსს. იმ საღა-
მოს საბიჰი შედარებით დაწყნარებული ჩანდა. მუმთაზის მოს-
ვლისთანავე მან ისარგებლა შემთხვევით, მოაგროვა თავისი
გაზეთები და დადო ისინი თაროზე. ასეთი საქციელი კარგს
არაფერს მოასწავებდა. მუმთაზმა ზუსტად იცოდა, რომ ცოტა
ხანში საბიჰი დაიწყებდა მოყოლას ერთმანეთში ჩახლართული
ახალი ამბებისა, შემთხვევებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო
აზრებისა, რომლებშიც იგი თავისი ნებით, უკან მოუხედავად, გა-
დაეშვებოდა.
- ამ საღამოს ჩვენთან ერთად გაატარებ, ასე არ არის,
დაიკო?
იმით კმაყოფილმა, რომ სიტყვა „დაიკოს“ ხმარებით თავის
თავს რვა-ათი წელი მაინც ჩამოაკლო, ადილი ნურანის პასუხს
დაელოდა. ნურანმა სცადა აეხსნა, რომ დაგეგმილი ჰქონდა
მოკლე ვიზიტი და ამიტომ უნდა წასულიყო, მაგრამ არც ადილს
და არც საბიჰს ამის გაგონება არ სურდათ.
- შენ და მუმთაზი მეგობრები ხართ, რომლებიც ბოსფო-
რის მეორე ნაპირიდან მოხვედით. თუ წასვლა გინდათ, ცოტა
მოგვიანებით წახვალთ. აბა, მოდი, რაქი დავლიოთ.
- ჩვენთვის აჯობებს, თუ ადრე წავალთ. ხვალ იჯლალი და
სხვა მეგობრები მოვლენ ჩვენთან...
მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ისინი ადრე
არ წავიდოდნენ, საბიჰმა თავისი რეპერტუარის დეტალურად

242
მკითხველთა ლიგა

განხილვა გერმანიაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოქმე-


დებების განხილვით დაიწყო. მისი აზრით, გერმანიის ეკონომი-
კა განადგურებული იყო. აქედან გამომდინარე, იგი გამორიც-
ხავდა ომს. იქნებ მართალიც იყო, მაგრამ როგორ გაუგებარ,
არადამაჯერებელ მტკიცებებს, როგორ არეულ-დარეულ მო-
საზრებს ეყრდნობოდა მისი დაუხვეწავი, თუმცა, იქნებ სამარ-
თლიანი მსჯელობაც!
დეტალური განხილვა, წვრილმანებში ჩაწვდომა ისეთი
უძირო რამ იყო, როგორიც დიდი ცისტერნები ან წყალქვეშა
მღვიმეები; ამ უფსკრულებში „მოგზაურობის“ შემდეგ იგი თავი-
დან იწყებდა ყველაფერს, მოჰყავდა ანალოგიები და შედარე-
ბები, ხელით მოხაზავდა ჰაერში შექმნილ საწინააღმდეგო ვი-
თარებებს. საბიჰის წინააღმდეგ მუმთაზს მხოლოდ ერთი წინას-
წარი სიფრთხილე შეეძლო გამოეჩინა, რომ ეს მონოლოგები
შეძლებისდაგვარად შეემოკლებინა: იგი არც კითხვებს სვამდა
და არც საბიჰის კითხვებს პასუხობდა, მხოლოდ თავის დაქნე-
ვით შემოიფარგლებოდა და მოთმინებით იცდიდა, როგორც
თავსხმა წვიმისგან სახურავის ფარდულს შეფარებული ადა-
მიანი. ეს მხსნელი თავშესაფარი შეიძლებოდა ყოფილიყო ნუ-
რანის მარგალიტის მძივი, რომელიც გადიოდა ყელზე არსე-
ბულ პატარა ღრმულზე, რომელსაც ბოსფორი ერქვა, ან მისი
ნიკაპის ფოსო, რომელსაც იგი აღმერთებდა, ან მისი ხელების
ბავშვური ჟესტიკულირება. მას ვერაფრით გაეგო, როგორ მოხ-
და, რომ ასეთმა მშვენიერმა არსებამ მის ცხოვრებაში შეაბიჯა
და ამ მხრივ ბედისწერისა სულ არ სჯეროდა. იგი საათობით
უსმენდა საბიჰს, მაშინ როდესაც იგი გახვეული იყო ხიბლში, რა-
საც მას ჰგვრიდა ნურანის მორცხვი, სტაკატოს მსგავსი სიცილი,
რომელიც მის სახეს ამსგავსებდა წყალში არეკლილ ვარდის
ყვავილებს.

243
მკითხველთა ლიგა

მუმთაზის აზრით, საბიჰი იყო ერთი საცოდავი, კუდის მქნე-


ველი, დაბნეული ადამიანი, რომელიც გამოთქვამდა აზრებს,
რასაც გაზეთებში საზოგადოებრივ აზრს უწოდებდნენ; ეს იყო
ჰიდრასავით მრავალთავიანი „ხალხის ხმა“, რომლის შემადგე-
ნელი ტვინების რეალური რაოდენობა უცნობი იყო. მას ესმო-
და, რომ ადამიანს აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები და
ამით ცხოვრობდა. როგორც უზარმაზარი უძრავი ლოდი, რო-
მელსაც ზღვის ტალღები მუდმივად ეჯახებიან, იგი კმაყოფილი
იყო მხოლოდ მაშინ, როცა მოვლენები მას თავზე გადაუვლიდა
ხოლმე. საბიჰს სულაც არ სჭირდებოდა საკუთარი აზრი - მაშ
გაზეთი რისთვისღა არსებობდა? ქაღალდების კრებული, რო-
მელიც მისთვის ერთდროულად ხომალდიც იყო და ზღვაც, მისი
კომპასიცა და კაპიტანიც. რა ხასიათზეც უნდა ყოფილიყო, იგი
ყოველდღე სულმოუთქმელად კითხულობდა ახალ-ახალ გაზე-
თებს, სხვადასხვა გამოცემებსა და დამატებით გამოშვებებს.
ამის მიუხედავად, როცა ლაპარაკს იწყებდა, თანდათან უჩნდე-
ბოდა ასოციაციები, მოგონებები და, ბოლოს, თავში მოსდიოდა
ხოლმე ერთდროულად ოთხი-ხუთი იდეა, რომლებთან გამ-
კლავება და მათი გარკვევით გადმოცემა უძნელდებოდა. ამ სა-
ღამოსაც იგივე გამეორდა. საუბრის დასაწყისში საბიჰი დემოკ-
რატი იყო, შემდეგ მგზნებარე რევოლუციონერად იქცა, შემდეგ
ჩაიძირა კაცობრიობისადმი უსასრულო სიყვარულში და ბო-
ლოს, სიმკაცრისა და კანონის დაცვის მწვავე აუცილებლობის
შესახებ განაცხადა.
მადლობა ღმერთს, რომ არსებობდა ადილი! საჭირო იყო
მაღაზიებიდან რაღაც-რაღაცების მოტანა. მოსამსახურეს დას-
ვენების დღე ჰქონდა, კარისკაცი კი ავად იყო.
ამ ტირადებისა და ნურანის შესახებ უსასრულო ფიქრისა
და წარმოსახვების ორომტრიალში, მუმთაზი თან ჩუმად ცდი-

244
მკითხველთა ლიგა

ლობდა მიმხვდარიყო, როგორ შეძლებდა ან ნეტავ, მოინდო-


მებდა თუ არა ადილი ნურანის ბედნიერი მდგომარეობის დარ-
ღვევას, რა დეტალს მიაწვდიდა თავისებურად, წარსული
დღეების რომელ მოვლენას ახდიდა ფარდას; რით შეძლებდა
მათი სიყვარულის ჩიხში შეყვანას და დაბრკოლებას. მუმთაზმა
იცოდა, რომ ადილს იმდენად არ აინტერესებდა ნურანი, რამ-
დენადაც მუმთაზთან დაახლოება სურდა, რაც მაშინაც ეტყობო-
და, როდესაც კუნძულისკენ მიმავალ ბორანზე ერთად მოხ-
ვდნენ, თუმცა, ახალგაზრდა ქალს მაინც დახვეწილი მანერით
ექცეოდა. ამ შემთხვევითი შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემ-
დეგ, ისინი შევიდნენ ყავახანაში, საბიჰის დაჟინებული მოთხოვ-
ნით, სადაც ნურანმა უთხრა:
- მუმთაზ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა გულცივი ქალია.
უგულო და დაუნდობელი...
ადილმა მშვენივრად იცოდა, როგორ უყვარდა ნურანს
ხალხში გამოჩენა და როგორ თქვა ყველაფერზე უარი. მაშინ
მუმთაზმა უყურადღებოდ დატოვა ეს ფართო შეტევა და სალა-
პარაკო თემა შეცვალა. ახლა მას ის უკვირდა, თუ რა უფლება
ჰქონდა ამ ქალს, რომელიც მხოლოდ საკუთარ გართობაზე
ფიქრობდა, შეხებოდა მათ სიმშვიდეს.
ადილმა მუმთაზი დიდხანს არ ალოდინა. მეორე ჭიქის
შესმის შემდეგ გულის გახსნა მოუნდა. ჯერ ნურანის სილამაზე
დიდი ქებით შეამკო, შემდეგ აღწერა თავისი ბავშვობის მეგობ-
რის ავტომობილი, მისი ზამთრის ქურქი, შემდეგ კი ბანკეტები,
რომლებსაც ის სახლში მართავდა. შემდეგ, როდესაც ამ მეგობ-
რისადმი თანაგრძნობით დაიცალა, ახლა ნურანის შესახებ დი-
დი იმედების გამოთქმაზე გადავიდა. იგი მას უსურვებდა, იმ იდუ-
მალი წყაროდან, რომელსაც მისი აზრით იღბალი ერქვა,
მიეღო ყველაფერი, რასაც მუმთაზი ალბათ ვერასდროს შეს-

245
მკითხველთა ლიგა

წვდებოდა: სიასამურის ქურქი, ძვირფასი ნივთები და ბეჭდები,


და ყველზე უფრო მდიდრული ავტომობილები, ისე რომ ნურა-
ნი გაოცებული ყოფილიყო ამ სიმდიდრით. ბოლოს, ადილმა
წამოიძახა:
- ღმერთო! გულწრფელად, ჩემო ძვირფასო ნურან, ყვე-
ლაფერი საუკეთესო მინდა შენთვის, განსაკუთრებით, როცა
წარმოვიდგენ, რამდენი გადაიტანე და როგორ წვალობ ახ-
ლაც, ავადმყოფ ბავშვს ზრდი, ცდილობ არაფერი მოაკლო! მე
ასეთ მოთმინებას ვერ გამოვიჩენდი. თანაც, ხომ გესმის რომ ეს
შენი საუკეთესო წლებია?... გაქვს რამე წარმოდგენა იმის შესა-
ხებ, თუ რა იქნება დღეიდან და მომავალში?
ამგვარად, ჩამოუთვალა რა, თუ რა შესაძლებლობები
აქვს ცხოვრებას და რის მოპოვება შეიძლება, და შეახსენა რა
ფატმას ავადმყოფობა, ადილმა აგრძნობინა ნურანს, რომ მისი
მთავარი მოვალეობა იყო დედობა და ეს უნდა შეესრულებინა,
თუმცა, აქვე ურჩია, რომ სანამ ახალგაზრდა იყო, სრულად უნ-
და გამოეყენებინა ყველა საშუალება და კარგად ეცხოვრა. ამ
რჩევიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლებოდა. შე-
საძლოა, ნურანი კიდეც მიხვდა: „ან იყავი დედა შენი გოგონას-
თვის, ან მოიწყე კარგი მომავალი. ამ სულელთან დროს
ტყუილად კარგავ, იცოდე!“ კიდეც რომ მიმხვდარიყო, ნურანი
ამას არასდროს შეიმჩნევდა.
უეჭველი იყო, ადილი ამ მცირე შესავლით არ დაკმაყო-
ფილდებოდა. იგი უფრო დიდ თავდასხმაზეც გადავიდოდა. მაგ-
რამ ორმა დაგვიანებულმა სტუმარმა საღამოს მიმდინარეობა
შეცვალა: მოვიდნენ ნურანის მამის მეგობარი, რომელიც მას
სიმებიან საკრავზე დაკვრას ასწავლიდა, და საბიჰის ახლო მე-
ზობელი, რომელიც იმ ღამით იქ დარჩენას აპირებდა. მათი

246
მკითხველთა ლიგა

მოსვლის შემდეგ საღამო ხმაურიან წვეულებად გადაიქცა, სა-


დაც მუსიკა და სასმელები ერთმანეთს ცვლიდა.
ნურანი, ალბათ იმის გამო, რომ მიხვდა, რომ ყოფილი
მასწავლებლის დაჟინებულ მოთხოვნას თავს ვერ აარიდებდა,
ამ ახალ ჯგუფს შეუერთდა.
თუმცა, მუსიკოსებს ძალიან უყვარდათ თურქული ჰანგები,
ისინი იშვიათად ასრულებდნენ სხვა რამეს გარდა ისეთი მაქა-
მებისა, როგორებიც იყო ფერაჰფეზა, ბაიათი, სულთანიეღა და
მაჰურა. მუმთაზი ამტკიცებდა რომ თურქული ჰანგი, a la turca,
ჰგავდა ოსმანთა იმპერიის პერიოდის კლასიკურ პოეზიას. აქაც
და იქაც ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ნამდვილ,
ორიგინალურ შემოქმედებასა და მის იმიტირებას შორის. უფ-
რო ზუსტად რომ ვთქვათ, ნაწარმოებები, რომლებიც აირ-
ჩეოდა დღევანდელი მოთხოვნების დონის, დასავლური გემოვ-
ნების კრიტერიუმის მიხედვით, შეიძლებოდა ძალიანაც მშვე-
ნიერი მოგჩვენებოდათ. მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი. გარდა
ასეთი ნამდვილი მაქამებისა, ისინი ასრულებდნენ ჰუსეინის, თა-
ბი მუსტაფა ეფენდისა და ისმაილ დედე ეფენდის ღირსეულ ჰან-
გებს, ისევე როგორც ბევრ სხვა ავტორების, მაგალითად, ჰაჯი
ჰალილ ეფენდის ორ საინტერესო მაქამას, რომელსაც თავისი
ბედით ბევრი ჰქონდა საერთო ჰანგების განმაახლებელ, სულ-
თან სელიმ მესამესთან, ამ ყველაფერს მათი შესრულება აჰყავ-
და უმაღლეს მწვერვალზე.
ეს მგრძნობიარე ჰანგები მუსიკოსებმა დაასრულეს მეც-
ხრამეტე საუკუნის მმართველების, სულთან აბდულ-მეჩითისა
და სულთან აბდულ-აზიზის მეფობის პერიოდში საზისა და სხვა
ინსტრუმენტებისთვის შექმნილი მუქამის სასიმღერო მელო-
დიების ნარევით და თანამედროვე ცნობილი ტრადიციული მუ-
სიკოსების ჰანგებით, მაგალითად ემინ დედეს ნაწარმოებებით,

247
მკითხველთა ლიგა

რომელმაც შემოინახა წმინდა კლასიკური ჰანგები, როგორც


მოგონება წარსულ გაზაფხულზე, ან როგორც ეკზოტიკური მცე-
ნარე, რომელიც კარგად შეეგუა ახალ ნიადაგს. მუმთაზი ერ-
თხელ კიდევ დარწმუნდა, თუ რამდენად კარგად ჩანდა ამ მე-
ლოდიებში კლასიკური ოსმალური სახელმწიფოს დროინდე-
ლი მუსიკა, რომელიც ახლოს იყო დასავლური ტიპის მგრძნო-
ბიარობასთან, აღქმასა და გემოვნებასთან. ის, რაც მან ძველი
ეპოქის მხატვრული მიმდინარეობების ოსტატთა ნამუშევრებში
აღმოაჩინა და რაც „თანამედროვე“ მიმდინარეობებად ითვლე-
ბოდა ბოლო ორმოცდაათი თუ სამოცი წელი, სწორედ იმ ძვე-
ლი ოსტატების ქმნილებებში, რომლებიც დაახლოებით 1400--
1500 წლებში იწერებოდა, უკვე მაშინ წარმოადგენდა ნამდვილ
სიახლეზე, ახალ ესთეტიკაზე, მეტ მგრძნობიარობაზე გადას-
ვლას და იგივე გამეორდა ისეთ თურქულ მუსიკალურ ჟანრებში,
როგორიც იყო ბეშთე, შემაი და შარქი, აგრეთვე ტკბილი, თით-
ქოს მოოქრული ჰანგები, სახელად ქარი, რომლებიც მოგაგო-
ნებდათ ხის ჭერზე ამოჭრილ ნაირგვარ და რთულ ჩუქურთმებს,
ან ბოსფორის ყურის ჯადოსნურ პანორამას, რომელიც კარგად
ჩანდა თექვსმეტნიჩბიანი ნავებით გასეირნებისას, თავისი მეფუ-
რი, დიდებული სილამაზით. ამ ნაწარმოებებში, რა თქმა უნდა,
დიდი ხე-მცენარის მსგავსად, არსებობდა ტოტები, ხის ტანი და
ფესვები. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო ყვავილები, არ-
სებობდა თავდაპირველი დახვეწილობა, გაშლილი კმაყოფი-
ლება, აბსოლუტური იდეა და მაცოცხლებელი წვენი, და მათი
სრული ერთიანობით ხილვა წარმოადგენდა შემთხვევითობის
იშვიათ გამოვლინებას, როგორც დავუშვათ, ჭეშმარიტი მეფობა
სულისა.
ამ მუსიკალურ გართობაში ნურანი იმით განსხვავდებოდა
თავისი საყვარელი მუმთაზისგან, რომ მას მოსწონდა ვოკალუ-

248
მკითხველთა ლიგა

რი იმპროვიზაციები ღაზელ ჟანრში; შესაძლოა იმის გამო, რომ


ეს ჰანგი ზუსტად მიესადაგებოდა მის საოცრად დაბალ, თით-
ქმის მამაკაცურ ხმას, რომელიც სიმღერის დაწყებისთანავე აჟ-
ღერდებოდა და ძალიან უხდებოდა მის სრულყოფილ ქალუ-
რობას, ან იქნებ ამ ჟანრის განსაკუთრებულად სევდიანი და მე-
ლანქოლიური ჰანგების გამო, რომლებიც პრიმიტივიზმს უახ-
ლოვდებოდა. ნურანისთვის ღაზელის ჰანგს, რომელიც ზაფხუ-
ლის ღამეს მშვენიერებით ავსებდა, შეეძლო გამოეხატა ხე-
ლოვნების ძალა, რაღაც უფრო მეტი, ვიდრე იყო თვითონ მუ-
სიკა. ამის გარდა, ნურანი კარგად იცნობდა ხალხურ მელოდი-
ებსა და სიმღერებს, რომლებსაც ბებიასგან ისმენდა და სწავ-
ლობდა, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა სუფიზმის ერთ-ერთი
მიმდინარეობის, ბექთაშის ტრადიციები. მუმთაზს ახალი ხედვა
გაეხსნა, როცა ძველი ოჯახის შვილმა და მემკვიდრემ, ნურანმა
დაიწყო სიმღერა და მისი ხმა თითქოს ბოსფორზე გაიჭრა, რო-
გორც ძვირფასი დედე ეფენდის ან ჰალიზ ფოსთის ჰანგები. თი-
თოეული სიმღერის შესრულება წარმოსახვაში იწვევდა თურ-
ქულ ტრადიციულ, სოფლურ, გასართობ სიმღერებს, ტრადიცი-
ულ საცეკვაო მუსიკას, რომლებიც შექმნეს რუმელიმ, ქოზანმა
და აფშარმა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ქასთამო-
ნუსა და ტრაბზონში, ძველ თურქულ, ბექთაშისთვის ტრადიცი-
ულ ლირიულ მელოდიებს, წმინდა მოციქულისადმი მიძღვნილ
რელიგიურ ოდებს, გონებაში წარმოიდგენდა, როგორ მი-
დიოდა პატარძალი ქალიშვილობის მეგობრებთან შესახვედ-
რად, ხავერდის, ატლასისა და აბრეშუმის ტანსაცმლით, ვერ-
ცხლის ძაფებით მოქარგული ქოშებით. მართლაც საინტერესო
იყო ამ ყოველივეს მოსმენა და წარმოდგენა ერთი თანამედ-
როვე, დახვეწილი, მდიდარი, კოსმოპოლიტი ქალბატონის
ოჯახში, რომელსაც ჰქონდა სიახლოვის თანდაყოლილი სურ-

249
მკითხველთა ლიგა

ვილისა იმ ხალხთან, ვისი ცხოვრების რითმიც აითვისა - თით-


ქოს თვითონაც ერთ-ერთი მათგანი იყო. რაც მეტი დრო გა-
დიოდა, ამ ყველაფერმა შეადგინა ის ძალა, რომელმაც მუმთა-
ზის დულსინეა გარდაქმნა და ჩამოაყალიბა მისივე თვალწინ,
გადაუშალა მათ სიყვარულს სულიერი კანონის ფართო პანო-
რამა.
იმ ღამეს, წვეულებაზე საბიჰის სახლში, ნურანმა წარმატე-
ბით დაძლია ძნელი მაქამები; როდესაც ამ ჰანგებს მღეროდა,
მისი ხელები, რომლებიც მუმთაზს ასე უყვარდა, მისდევდნენ
რითმს პატარა მაგიდის წითელ, ტალღისებური ქსოვილის გა-
დასაფარებელზე, თითქოს შვიდი დის თანავარსკვლავედი ემა-
ტებოდა ნურანის ისედაც რამდენიმე სახეს, რომლებსაც იგი იც-
ნობდა და „ყველა ნურანი“ მის ფანტაზიებში არსებობდა, იმ
სხვადასხვა გამოხედვით, რომლებითაც ნურანი მას მუდმივად
ეწინააღმდეგებოდა თავისი გამომეტყველებით. როგორც ჩან-
და, ნურანს თვითონ დავიწყებოდა ის კეთილგონიერება, რომ-
ლის გამოჩენასაც მუმთაზს ცოტა ხნით ადრე სთხოვდა. მან უც-
ბად წამოიძახა; „მუმთაზ, გთხოვ, მოდი წავიდეთ, მე მგონი რაქ-
მა ჩემზე ცუდად იმოქმედა“ და მაგიდა სწრაფად მიატოვა, რა-
მაც ადილისთვის ომის ღიად გამოცხადების სახე მიიღო. მაგ-
რამ დიასახლისი სხვა სტუმრებს ეთათბირებოდა რაღაც გეგ-
მებზე და ამიტომ ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცე-
ვია.
მუმთაზისთვის სეიდ ნუჰის ნაწარმოები, ნუჰუფთის ჰანგით
გამოხატული, წარმოადგენდა ნამდვილი თურქული ჰანგის, a la
turca-ს ყველა მხარეს. ძალიან ცოტა იყო ისეთი სიმღერა, რო-
მელიც გადმოცემდა სულის მუდმივ სევდას, სწრაფვას მზისკენ,
სინათლისკენ, გაფრენის სურვილს და თავგანწირვას. ნუჰუფთი
იძლეოდა ბიძგს სასიცოცხლო ძალების მოსაკრებად და ეს იყო

250
მკითხველთა ლიგა

მთავარი არსი ცივილიზაციის შინაგანი სამყაროსი, რომელიც


ყოველთვის მისწრაფოდა სინათლისკენ, რომელიც წაშლიდა
ყველაფერს დანარჩენს. ამგვარად, ერთადერთი მიზანი იყო
დამონება, მონური მსახურება ან სხვაგვარად გამოფიტვა. კა-
ცობრიობის უსასრულო არსებობა, ამ შემთხვევაში, ერთი ხე-
ლის აქნევით იცილებდა რაციონალიზმს და იმყოფებოდა სუ-
ლის სიწმინდის მიღწევის პროცესში. როცა მუმთაზი ამ სიმღე-
რას უსმენდა, მატერიალური ცხოვრების მხარეებისგან იწმინ-
დებოდა; და სიკვდილი, ერთი ასეთი უკიდურესი მდგომარეობი-
დან, სხვა არაფერი იყო თუ არა ჯადოსნური სარკე, დადგმული
რაციონალური ცხოვრების წინ, რომელშიც ის არსებობდა რო-
გორც თანმდევი მხარე შექმნის და არსებობის პროცესისა. სიკ-
ვდილი იყო სიცოცხლის ღვიძლი და, რომელიც ზუსტად მის
მეორე მხარეს იმყოფებოდა და ასე არსებობდა, თავის მოცი-
ნარ ორეულთან გადახლართული.
ნამდვილად საოცარი იყო, როგორც მკვეთრად შეწყდა ამ
იდუმალი ფენომენის ხმა. მსმენელები დიდი გავლენის ქვეშ მო-
ექცნენ მაშინვე, როგორც კი მუსიკა დაიწყო. ამ მარტივ მონაკ-
ვეთში მაქამას გადამწყვეტი როლი ჰქონდა. მკაფიო, მარტივ
მელოდიას ახლდა ისეთი მიჩქმალული, მოულოდნელი ნახე-
ვარტონები, რომ ეროსი და თანათოსი, ორი პოლუსი რომელ-
თა შორის კაცობრიობის სულიერი არსებობა მიმდინარეობდა,
ძალაუნებურად ერწყმოდნენ ერთმანეთს.
რაც შეეხებოდა ნუჰუფთს, ისმაილ დედე ეფენდის ნაწარ-
მოებს, დაწერილს 6/4-ზომით, ალეგრო, ის სრულებით გან-
სხვავდებოდა ზემოთ აღწერილისგან. სხვადასხვა სახის, საკმა-
ოდ მრავალრიცხოვანი სიკვდილის აღწერის შემდეგ, ის ჰგავდა
მწველ გახსენებას, თუ ასეულ ათასობით სული როგორ წვა-
ლობდა, იტანჯებოდა არაფში - სამოთხესა და ჯოჯოხეთს შო-

251
მკითხველთა ლიგა

რის შუალედურ მდგომარეობაში ყოფნის გამო. ამ მუსიკაშიც


ადამიანები ცდილობდნენ საკუთარ თვისებათა ტვირთისგან გა-
თავისუფლებას, აქაც იგრძნობოდა ოკულტიზმი. მაგრამ ადა-
მიანებს კვლავ რჩებოდათ რაღაც, რაც ენატრებოდათ. აქ ალა-
ჰი, ღმერთი, ანუ ის, ვინც უყვარდათ, იყო ადამიანის მისაწვდო-
მობის გარეთ. ადამიანები კი ვცდილობდით მასთან მიახ-
ლოებას. სპარსულ ენაზე შეძახილი ასე ჟღერდა:
სადაც შენ ცხოვრობ, ძვირფასო,
ჩვენი სამოთხეც მხოლოდ იქ არის.
მუმთაზი უსმენდა ნურანის ხმას, ხედავდა დაძაბულობით
გამოწვეულ ცვლილებას მის გამოხედვაში და თვითონაც ისმა-
ილ დედეს მსგავსად, იმეორებდა: „ჩვენი სამოთხეც მხოლოდ
იქ არის“.
სანამ მუმთაზი ისმენდა ამ სიმღერას, შემდეგ ძველ თურ-
ქულ მელოდიებს და შემდეგ მელოდიებს, რომლებიც შექმნი-
ლი იყო დიდად პოპულარული, ხანში შესული ოსტატის ემინ
დედეს მიერ, იგი ფიქრობდა უსაფუძვლო უარყოფით განწყობა-
ზე, რასაც ადილი მათი ურთიერთობის მიმართ განიცდიდა და
თან ვითომ მალავდა. როგორ ხდება ეს, რომ ცხოვრება ორ
უკიდურესობას შორის არსებობს? ერთ მხარეს, უამრავი სა-
შუალება, რათა ადამიანი ამაღლდეს და მეორე მხრივ, წვრილ-
მანი მღელვარებები, ანგარიშსწორებები და გაუგებარი მტრო-
ბა, რომელთა მიზანი ერთადერთია - ადამიანს არ მიეცეს სუ-
ლიერად ამაღლების საშუალება.
ან იქნებ, ბედ-იღბალს სურდა განეცხადებინა: „მე არ დაგ-
ტოვებ მარტო შენს სულთან“? მაგიდასთან რომ ისხდნენ, მუმ-
თაზმა ერთი-ორჯერ დაიჭირა ადილის მზერა რომელიც მან
მუმთაზს და ნურანს ესროლა. დიასახლისის მზერა მუმთაზს
თითქოს ეუბნებოდა: „დამაცადე, მე შენ გაჩვენებ!“ მაგრამ რო-

252
მკითხველთა ლიგა

დესაც ნურანს თვალი თვალში გაუყარა, უთხრა: „მე თქვენ


გვერდით ვარ სამუდამოდ. იცოდეთ, რომ ჩემზე უკეთესი მეგო-
ბარი არ გყავთ.“ ამგვარად, ადილი მოეფერა ნურანს, რომე-
ლიც ამ ორს შორის უფრო სუსტად ჩათვალა და რომლის ცხოვ-
რებისეული სიძნელეების შესახებაც იცოდა. გონებაშეზღუდული
ანგარიშსწორებები ზუსტად ასე იყო აღწერილი სეიდ ნუჰის
„მზის მირაჟში“, აგრეთვე დედეს სიმღერებში, სადაც ლაპარაკი
იყო სიყვარულზე ღმერთისა და შეყვარებულისადმი, მსგავსი
თემებისადმი იყო მიძღვნილი რუმელის ძველი თურქული სიმ-
ღერისა და „თურქეთი ევროპაში“-ს სინთეზით შექმნილი მუსი-
კალური ნაწარმოები, სადაც მღეროდნენ ადამიანის ბედზე, სიყ-
ვარულზე, ტანჯვაზე, სიკვდილსა და განშორებაზე. ადილი აღ-
ტაცებული იყო ხალხური მუსიკით და დიდ სიამოვნებას იღებდა
მისგან, მაგრამ ეს სულ ერთი იყო, ზოგჯერ დახვეწილი ხელოვ-
ნებაც ვერ მოთოკავს ხოლმე ადამიანის ხასიათსა და ზნეს.

VIII

ნურანმა მუმთაზი სახლში დაპატიჟა. ამის შესახებ არაერ-


თხელ უთქვამს, ეტყობოდა, ძალიან სურდა ეს მომხდარიყო.
მუმთაზისთვის ნურანის სახლი სამოთხეს ნიშნავდა, ისეთს, რო-
გორიც აღწერილი იყო ერთ-ერთი ძველი ითრის ჰანგის სიმ-
ღერის, აჩემაშირანის, ბოლო სტროფში. ამიტომ იგი მოუთმენ-
ლად ელოდა იქ მისვლას. მისი მოუთმენლობა დამატებით იმა-
ნაც განაპირობა, რომ ნურანმა თავისი ბიძის შესახებ უთხრა: „ი-
გი ამ ჩვენს საყვარელ ძველ რეპერტუარს ჩვენზე არანაკლებ
იცნობს, მაგრამ ძალიან თავისებური კაცია, თავის გამოჩენა არ
უყვარს, ძნელად იხსნება სხვა ადამიანთან.“

253
მკითხველთა ლიგა

ნურანის დედა ზუსტად ისეთი ქალი აღმოჩნდა, როგორიც


მუმთაზს წარმოედგინა. ნაზიფე, რომელიც ალბათ 1908 წლის
კონსტიტუციური რევოლუციის შემდეგ გახდა სრულწლოვანი,
ზუსტად ისეთ სასიამოვნო თვისებებს ამჟღავნებდა, როგორსაც
ბევრი სხვა, ვინც ისე გაიზარდა, რომ მიეჩვია, ცხოვრება თხე-
ლი, შავი საბურველიდან აღექვა. იგი თვლიდა, რომ მალული
მზერით საკმაოდ კარგად ერთობოდა და სიამოვნებას იღებდა.
მას ბავშვური ცნობისმოყვარეობა ახასიათებდა: „ახლა კი მე
თვითონ ყველასთვის დასანახი ვარ... სახლში რომ მოვდივარ,
სულ ამაზე ვფიქრობ... რა ხდება ამ თქვენს სამყაროში? ის ჩვე-
ნი სამყაროსგან ძალიან განსხვავდება.“
ბევრი ქალბატონი, რომელთაც სრულწლოვანების ასაკი
ოცდაათი და მეტი წლის წინ გაიარეს, გამოთქვამდა ასეთ აზ-
რებს და მათი გაგება შეიძლებოდა როგორც ბუნებრივი იმპულ-
სებისა. იმ წლების გავლენის გათვალისწინებით, ეს ქალბატონი
საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა, მაგრამ რაც შეეხება
მოქმედებებს, საკმაოდ თავშეკავებული გახლდათ. იგი გაგიჟე-
ბით უყვარდა ქმარს, რომელიც მასზე ოცი წლით უფროსი იყო
და ამ ქალბატონს ჰქონდა საკმაოდ ბევრი თავისებურება, რომ-
ლებიც გაუჩნდა იმის გამო, რომ მას უზომოდ ანებივრებდნენ.
ასეთი ხასიათის თავისებურებები ახასიათებდა ნურანის დედას,
რომელიც ბატონი რასიმის ცოლი ბრძანდებოდა, ერთ დროს
რომ პროვინციის მმართველი იყო და თან ძველებურ ფლეიტა-
ზე უკრავდა ძველებურ ჰანგებს.
ასაკოვანი ქალბატონის დაკვირვებები, რომლებიც გარ-
კვეული დროის განმავლობაში დაუგროვდა და რომლებსაც
იგი არასდროს ამჟღავნებდა, მისი თითქმის ბავშვური დაინტე-
რესება მიმდინარე მოვლენებით, მის მიერ დაუფიქრებელი საქ-
ციელის მიუღებლობა, მისი სიყვარული პოლიტიკისადმი და გა-

254
მკითხველთა ლიგა

მოჩენილ ადამიანებთან ნაცნობობა - ბევრად უფრო მოგვიანე-


ბით, მუმთაზი მიხვდა, რომ ნურანის დედა თვალს ადევნებდა
„ერთიანობისა და პროგრესის კავშირის“ თითქმის ყველა მაღა-
ლი თანამდებობის პირის კარიერას და მეხსიერებაში საოცარი
სიზუსტით ინახავდა წარსულის ფაქტებს; ამგვარად, იგი წარმო-
ადგენდა მაგალითს იმ ცვლილებებისა, რომლებიც 1908 წლის
რევოლუციამ მოიტანა გარკვეული საზოგადოებრივი კლასის
ქალებისთვის. იმ დღეს მუმთაზი მიხვდა, თუ ქალბატონ ნაზიფეს
ბუნებაში ცვლილებათა რა სინთეზი განიცადა ამ პერიოდის
სხვადასხვა მნიშვნელოვანმა მოვლენამ. მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ქალბატონის საუბარი მოისმინა, მუმთაზი ასევე მიხვდა, ნუ-
რანი რატომ ხმარობდა ლაპარაკში არქაულ სიტყვებს, ხშირად
დიდი სიამოვნებითაც, რატომ გამოთქვამდა სიტყვების მარ-
ცვლებს წაგრძელებულად და განსხვავებული მახვილით. ეს
მოვლენა ცნობილი იყო როგორც „სტამბოლურის თავისებურე-
ბა“ და ახასიათებდა მათ, ვინც იზრდებოდა გარკვეულ წრეში,
ვისაც ასწავლიდნენ განსაკუთრებულ, დახვეწილ ქცევას, რასაც
ხოტბას ასხამდნენ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ოსმანთა იმპერიის
დროინდელი პოეტები ნედიმი და ნაბი. ეს იყო ის, რაც შეად-
გენდა საშუალო კლასის მრავალრიცხოვანი ოჯახების და ფარ-
თო ნათესაობის მომხიბვლელ მხარეს, მათი შთამომავლები კი,
საკმაოდ ხშირად, ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ.
ნურანის ბიძა თევფიქი ძალიან განსხვავდებოდა ნურანის
დედისგან. როდესაც ახალგაზრდა ვიცე-პოლკოვნიკი იყო, იგი
მარშით შევიდა სტამბოლში მოქმედ არმიასთან ერთად, 1909
წლის ისლამური კონტრრევოლუციური გამოსვლის ჩასახშო-
ბად, რომელიც მიმართული იყო ერთიანობისა და პროგრესის
კავშირის მთავრობის წინააღმდეგ. ამ მთავრობის მმართველო-
ბის ეპოქაში მან შეძლო გამოეყენებინა გარკვეული შესაძლებ-

255
მკითხველთა ლიგა

ლობები და ხელი მოჰკიდა ბიზნესს; იგი რამდენჯერმე დადგა


გაკოტრების საფრთხის წინაშე; ბოლოს, მოახერხა თავი დაეღ-
წია ჩახლართული მდგომარეობისთვის და რაღაც კაპიტალი
დაეგროვებინა ისე, რომ არავის ვალი ჰქონოდა. როდესაც, ამ
თორმეტი წლის წინ, მისი მეუღლე გარდაიცვალა, იგი საცხოვ-
რებლად თავისი დის სახლში გადმოვიდა, თავის ვაჟთან ერ-
თად, რომელიც არ იქნა და არ დაქორწინდა. თევფიქის ცხოვ-
რების ეს უკანასკნელი თორმეტი წელი, მამისეულ სახლში გა-
ტარებული, ნამდვილად ძალიან უცნაური იყო იმ თვალსაზრი-
სით, რომ მას 1918 წლის ზავის მომდევნო წლებში არცთუ კარ-
გი სახელი გაუვარდა ბეიოღლუს აფუსფუსებულ, ხალხმრავალ
უბანში როგორც პროფესიონალ მოთამაშეს, ქეიფისა და ქალე-
ბის მოყვარულს. რეალურად, მან ეს წლები თავისი მამის ხსოვ-
ნის შენახვას მოანდომა. შეაგროვა მისი ხელნაწერები, იმპერი-
ის პერიოდში მიღებული ჯილდოები, წიგნები ყდაში ჩასვა, მისი
ნაქონი თეფშები იელდიზის კერამიკის ქარხანაში აღადგენინა
და მინის ჭურჭელიც მოახატინა. თევფიქმა მუმთაზს გაანდო
რამდენიმე დეტალი მამამისის და მისი სიძის, რასიმის ცხოვრე-
ბიდან. აჩვენა ორნამენტებიანი თეფშები, აუხსნა, რა ისტორიები
იყო დაკავშირებული დიდ, ძველებურ კანდელაბრებთან, საკან-
ფეტეებთან და მუმთაზისთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ მთე-
ლი ამ მრავალფეროვანი კოლექციის შექმნა მან სულ რაღაც
ათ წელიწადში მოახერხა, მაგრამ თევფიქი ამას ჩვეულებრივ
ამბად თვლიდა. „ბაზარში შეგიძლია მთელი სტამბოლი შეიძი-
ნო, ჩემო კარგო“, - უთხრა მან მუმთაზს. ამის შემდეგ, როდესაც
ბედესთენში გაივლიდა ან ანტიკური ნივთების მაღაზიებს იჰსან-
თან ერთად დაათვალიერებდა, მუმთაზს უკვე ესმოდა, რომ ასე
უყურადღებოდ გვერდზე არ უნდა ჩაევლო ძალიან იშვიათი, სა-
ინტერესო ნივთებისთვის; იმ დღეს თევფიქმა მას უამრავი ასეთი

256
მკითხველთა ლიგა

ნივთი აჩვენა. ესენი იყო ფილებზე შესრულებული კალიგრა-


ფიული წარწერები, გობელენები და „მინის სამხეცე“ - ეს ტერ-
მინი ნურანმა რომ წარმოთქვა, მუმთაზს მოულოდნელობისგან
გაეცინა. ახლაც სიცილის გარეშე არ შეეძლო ამის გახსენება.
მას შემდეგ, რაც თევფიქმა მამამისის ნივთების კოლექცი-
ის განახლება დაისახა მიზნად, უფრო გაალამაზა და გაამდიდ-
რა იგი მოოქრული დოქით, ძველებური კალმით, სავარ-
ცხლით. ამ კოლექციაში ფერების ისეთ შერწყმას მიაღწია, რო-
მელიც აღძრავდა ერთგვარ აღელვებასა და ფანტაზიის გაქა-
ნებას, იგი მცირე მასშტაბის კოლექციონერად იქცა. მუმთაზი
გაოცებული იყო იმით, რომ მგრძნობიარე თურქული აღქმის ეს
ბოლო და ძალიან თავისებური, უამრავი სხვადასხვა ნივთისგან
შექმნილი, რენესანსის პერიოდის კოლექცია შეუმჩნეველი
დარჩა. თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენლები,
ვერც პოეტები და ვერც პროზაიკოსები, აგრეთვე ვერც გაზეთე-
ბის კოლექციები, რომლებიც მას იჰსანთან ერთად ბუკინისტურ
მაღაზიებში უნახავს, ვერ ასახავდნენ სულთან აბდალჰამიდ
მეორის ეპოქას ისე სრულად, როგორც მინის ნაკეთობების კო-
ლექცია, ან როგორც ნურანმა აღნიშნა „მინის სამხეცე“. საინტე-
რესო იყო, ეს გამოთქმა საიდან აიღო ნურანმა? ეს მისი ბავშვუ-
რი, მიამიტური წარმოსახვის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი
იყო? როდესაც ეს გამოთქმა გაახსენდებოდა, მუდამ ისე აღიქ-
ვამდა თავის შეყვარებულს, როგორც ამ უნაზესი და ულამაზესი
ნივთების კოლექციის ნაწილს: ამ ინდიგო-ლურჯ, სპირალისე-
ბურ „ბულბულის ბუდეებს“, მკრთალ ცისფერ, ან ტერაკოტას-
ფერ წითელ მინის პატარა თასებს, როკოკოს სტილის ჭიქებს
და ხილის თეფშებს და უამრავ სხვა ძალიან ნაზ, ადვილად
მხვრევად, ფაქიზად მოსაპყრობ ნივთს, რომლებიც მოითხოვ-
და განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. ამ კოლექ-

257
მკითხველთა ლიგა

ციაში იყო ფრანგული მოდერნიზმის ნიშნებიც, მაგრამ მათში


მაინც იგრძნობოდა სრულიად განსხვავებული და დახვეწილი
ესთეტიკა.
მამამისის შემდეგ, თევფიქი ყველაზე დიდ პატივისცემას
გრძნობდა თავისი დის მეუღლისადმი. მას შენახული ჰქონდა
თითქმის ყველაფერი, რაც ოდესღაც რასიმს ეკუთვნოდა - მისი
ხელით გაკეთებული მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც და ოსმანთა
იმპერიის დროინდელი ხელნაწერებიც, შესრულებული განსა-
კუთრებული კალიგრაფიით, და ამის გარდა, კოლექცია სხვა-
დასხვა ზომის ნეი ტიპის აღმოსავლური ფლეიტებისა. მამამისის
კალიგრაფიული ფილის მოპირდაპირე მხარეს, კედელზე, ეკი-
და რასიმის ფოტო, რომელზეც მას თავისი რანგისთვის შესა-
ფერი ფორმა ეცვა და ჯილდოები ეკეთა. მუმთაზმა ჯერ კალიგ-
რაფიული წარწერა წაიკითხა:
ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანას
აღალი ღმერთის წყალობითა და გულუხვობით.
- ჰიჯრის2 1313 ანუ ჩვ.წ.-ით 1895 წელს, სულთან აბდუ-
ლაჰმედ მეორეს საიდუმლო პოლიციამ გადასცა მასალების
დიდი საქაღალდე მამაჩემის შესახებ. იგი ათი ღამით დააკავეს
ილდიზის სასახლეში. შემდეგ კი გაათავისუფლეს და მან შექმნა
ნაილის ლექსის კალიგრაფიული წარწერა ფილაზე. თუ კარ-
გად დააკვირდებით, ორნამენტულ წარწერებს შორის შეამ-
ჩნევთ დივნის გამოსახულებას, რომელზეც იგი იწვა ათი ღამის
განმავლობაში.
საკმაოდ განიერი დივნის გამოსახულება ჩანდა სხვადას-
ხვა ადგილას, იმ ვარდებსა და ვაზის ხვეულებს შორის,
მოოქროსფრო-მოწითალო ფონზე, რომლებიც ჩარჩოსავით

2
ჰიჯრი - მუსლიმანური კალენდარი.

258
მკითხველთა ლიგა

მიჰყვებოდა ლექსის კუპლეტს. ყველაფერი შექმნილი იყო ისე-


თი საოცარი დახვეწილობითა და ზუსტი გათვლით, რომ თუ არ
გაგაფრთხილებდნენ, ამ ხვეულებში დივანს ვერც შეამჩნევდით.
საოცარი იყო, რომ თევფიქი თანდათან, რაც უფრო იტა-
ცებდა მას ასეთი ნივთების შეგროვება, საკმაოდ ღრმად გაერ-
კვა კოლექციის შეგროვებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
ნივთები, რომელთა შორის იგი ცხოვრობდა და ორმოცდაათი
წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს გაცოც-
ხლდა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა. მას ეს
ანომალიად სულაც არ მიაჩნდა. მას უყვარდა მიზნის მიღწევა
და ამას ყოველთვის ჯიუტად ცდილობდა. იმის მიუხედავად,
რომ სამოცდათოთხმეტი წლის იყო, საკმაოდ სასიამოვნო ბა-
რიტონი ჰქონდა; ყოველ საღამოს დროს ატარებდა სმაში, უყ-
ვარდა ახალგაზრდა და ლამაზ ქალთა წრეში ყოფნა. საერ-
თოდ, ყოჩაღი კაცი იყო. მაგალითად, ერთხელ რამდენიმე ღა-
მით გაჰყვა მეთევზეებს ხმალთევზაზე სათევზაოდ.
- ტრადიციული ცეკვა „ზებექის“ შესრულება, რომელსაც მე
ვცეკვავ, ახალგაზრდა სამხედრო კაცებიდანაც ბევრს არ შეუძ-
ლია, თქვენისთანა ფრთა-ბოლო მოკვეცილ კაცებზე ხომ ზედ-
მეტია ლაპარაკი, - მან ეს მუმთაზს განუცხადა, როცა 1926 წლის
მოვლენებს იხსენებდა და ახალგაზრდა სამხედროების სადღაც
გამართულ წვეულებაზე ცეკვა მოიგონა, - მე ორკესტრს ვანიშნე
და ავდექი. ყველა გაოცებული მიყურებდა. ზეიბექს სულ სხვა-
ნაირი შესრულება უნდა. თუ საცეკვაო მოედნის იატაკი კარგად
არაა გაწმენდილი, არ გამოვა.
- დიახ, მე ერთხელ ვნახე, ანტალიაში, მაგრამ მაშინ პატა-
რა ვიყავი, დღესასწაული იყო, ხალხი ქუჩაში ზეიმობდა, ბატ-
კნის ხორცი და ბაქლავა იყო გამზადებული. ორი ახალგაზრდა
ცეკვავდა დემირჩიდან.

259
მკითხველთა ლიგა

თევფიქმა ნურანზე ანიშნა:


- ამან იცის. ძალიან ნიჭიერია.
- მართლა? არ ვიცოდი, - უპასუხა მუმთაზმა.
ნურანმა, რომლის გამომეტყველება გაღიზიანების და-
მალვას ცდილობდა, მუმთაზს მიმართა:
- არ მითქვამს, მუმთაზ? მე ანატოლიური ხალხური ცეკვე-
ბის თითქმის მთელი რეპერტუარი ვიცი.
თევფიქი მხოლოდ ძველი ნივთების და ზეიბექის მსგავსი
ძველი ცეკვების ერთგული მცველი როდი იყო. მისი ერთ-ერთი
დიდი გატაცება და სიამოვნება რაქის თანმხლები დელიკატესე-
ბის მომზადებაც გახლდათ.
რაც მეტად აკვირდებოდა მუმთაზი თევფიქს, მისი აღტაცე-
ბა იზრდებოდა.
- ხომ საოცარია, რომ ბიძაჩემი ასე ჰგავს მამაჩემს?
საღამოს თევფიქი უცბად გაუჩინარდა. მაგრამ როდესაც
ერთ საათში ის ხელახლა გამოჩნდა რაქის ბოთლით და პატა-
რა მაგიდის გაშლას შეუდგა, ეს უკვე განსაკუთრებულ პატივის-
ცემად აღიქმებოდა.
- უპირველეს ყოვლისა, რაქი ნელ-ნელა უნდა დალიო...
საკმაოდ დიდი პაუზებით, მხოლოდ მაშინ გამოჩნდება მისი თა-
ვისებური გემო.
ძველი სტამბოლის სიხალისე და ცხოვრების წესი ახლა
დიდ იშვიათობად გადაქცეულიყო. მხოლოდ საკვების შეძენის-
თვის თევფიქს მთელი კალენდარი ჰქონდა დაწესებული. მასზე
უკეთ არავინ იცოდა, რომელ დღეს, რომელ სეზონზე, რომელი
თევზის ჭერა იყო მიღებული. რა კერძი უნდა მიგერთვათ ად-
რეულ სეზონზე და ზღვის რომელი პროდუქტი უნდა გამოგეყე-
ნებინათ ამა თუ იმ თვეში.

260
მკითხველთა ლიგა

- ღმერთმა აცხონოს, ებუზია კალენდარს შეადგენდა


ხოლმე, როცა ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით. ამაზე მრავალფე-
როვანს და საინტერესოს ვერაფერს ნახავდით. იქ იყო უამრავი
რეცეპტი ფრანგული სამზარეულოდან და მათ ბეიოღლუს პა-
ტარა რესტორნებში უკვეთავდა ხოლმე. შურით ვივსებოდი და
ინტერესი მკლავდა.
გასტრონომიულ საკითხებში თევფიქი მეთოდოლოგიას
იცავდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ გასტრონომიის მთავარი
არსი ინგრედიენტებზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც, აუცი-
ლებელი გახლდათ კალენდრის შედგენა თითოეული სეზონისა
და თვისთვის, ზოგჯერ ყოველი დღისთვისაც, სადაც მითითებუ-
ლი იქნებოდა ბოსფორის სამხრეთი და ჩრდილოეთი მხა-
რეებისთვის დამახასიათებელი სეზონური საჭმელები.
- წითელი კეფალი მსოფლიოში საუკეთესო თევზია, მაგ-
რამ სათანადო სეზონი უნდა შეურჩიო. თან აუცილებლად პრინ-
ცის კუნძულებთან უნდა იყოს დაჭერილი, ან ბოსფორის სამ-
ხრეთ მხარეს. დარდანელის სამხრეთ მხარეს კეფალი უგემუ-
რია და რა კატეგორიას მიეკუთვნება, გაუგებარია.
თევფიქის ეპიკურიულმა გატაცებებმა ისტორიის და ფი-
ლოსოფიის ცოდნის გარკვეულ დონეს მიაღწია.
- თუ გნებავთ, წარმოიდგინეთ, საუკუნეების განმავლობაში
რა შრომა იყო გაწეული იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კეფალი
ერთად მიგვერთვა. რა ხდებოდა? დავიწყოთ იმით, რომ მდი-
ნარეები დუნაი, ვოლგა და დონი ჩაედინებოდნენ შავ ზღვაში.
ჩვენი წინაპრები რატომღაც წამოვიდნენ ცენტრალური
აზიიდან, იარეს და მოვიდნენ სტამბოლში. სულთანმა მაჰმუდ
მეორემ გადაასახლა ნურანის დიდი ბაბუის ბაბუა სტამბოლი-
დან, იმიტომ რომ ბექთაში იყო; ის შეხვდა მდიდარი მოხელის
ქალიშვილს და ცოლად შეირთო. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს სახლი

261
მკითხველთა ლიგა

იყიდა იმ ფულით, რომელიც მოიპოვა ყურანის გადაწერით,


რაც მას დასამშვიდებლად სჭირდებოდა მას შემდეგ, რაც ცოლ-
მა ის მიატოვა... და ასე შემდეგ, ქვეყნის ისტორიასთან გადაჯაჭ-
ვული თაობების ისტორიის გავლა იყო საჭირო, რათა ნურანი
დაბადებულიყო, აი, ამ სახლში... მერე შენ მოსულიყავი და მი-
გერთვა აქაური კეფალი... გესმის, რას გეუბნები, გესმის, ჰო?...
შენც ხომ სადღაც მომხდარი რაღაც ამბების შემდეგ დაიბადე
და ახლა ყველანი აქ ვსხედვართ...
მუმთაზს ძალიან მოეწონა კეფალის მირთმევასთან დაკავ-
შირებული ეთნოსოციალური გამოკვლევა.
თევფიქის ვაჟს, იაშარს ეცინებოდა მამის ლაპარაკზე, რამ-
დენადაც მას ეს შეეძლო. ბოლო დროს გული აწუხებდა და სი-
ცილიც კი შეზღუდული ჰქონდა.
თუ თევფიქი მე-19 საუკუნის რეფორმების ეპოქის წარმო-
მადგენელი იყო, რომელიც სამუშაოს შეუდგა დიდი ჩანაფიქრე-
ბით, ხოლო დაასრულა მხოლოდ სისუსტის გამოვლენით ყო-
ველდღიური სიამოვნებისადმი და ცხოვრობდა უბრალოდ,
ძალდაუტანებლად, ტკბებოდა ყველაფრით, რის საშუალებასაც
მისი საუკუნე იძლეოდა, იაშარი უფრო მოგაგონებდათ მეორე
კონსტიტუციური პერიოდის, დაახლოებით, 1908 წლის შემ-
დგომ წლების ადამიანს, რომელსაც ხასიათში ჰქონდა ამ პე-
რიოდისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობა. ის ავლენ-
და საოცარ იდეალიზმს და დროდადრო მას ეუფლებოდა არას-
რულფასოვნების შეგრძნება, დროდადრო კი ამბოხებულობა
და ეს მოვლენები ერთმანეთს ტალღისებურად ენაცვლებოდა.
იგი მერყეობდა თავდავიწყებამდე ასულ აღმავლობასა და უძ-
ლურებამდე დასულ სასოწარკვეთას შორის.
მაგიდასთან რომ ისხდნენ, მუმთაზმა დაასკვნა, რომ ეს და-
ახლოებით ორმოცდახუთი წლის მამაკაცი, თავის თავით მეტად

262
მკითხველთა ლიგა

კმაყოფილი გახლდათ. მან ჭიქა შეავსო და მუმთაზს მიმართა:


„კეთილი იყოს თქვენი მოსვლა“, შემდეგ კი ერთი ყლუპით შეს-
ვა მთელი ჭიქა. თევფიქი, თითქოს ცხენს ხედნიდა, ისეთი შეძა-
ხილით შეეგება მის ამ მოქმედებას: „ვუააააჰააააა!“ მაგრამ
იაშარმა ეს არად ჩააგდო. სახლში ცხელოდა. იაშარი ფიქრობ-
და იმაზე, რომ სამ დღეში ანკარაში უნდა წასულიყო. სიამოვნე-
ბით მიირთმევდა მამამისის მომზადებულ ბადრიჯნის სალათას
და რაქს აყოლებდა. რატომ უნდა შეეკავებინა თავი? მას სურ-
და, ყველაფრით დამტკბარიყო. არ უნდოდა, ეფიქრა თავის
დაავადებაზე, მუდმივ სისუსტეზე, დაღლილობაზე. მამას და
შვილს ხუმრობა და ხალისიანი შენიშვნები საუბარში არ აკ-
ლდათ. თუმცა, შვილი ხან მთლიანად ჩაძირული იყო თავის
ავადმყოფობაში, ხან მის დავიწყებას ცდილობდა. მამას კი სა-
ერთოდ არ აინტერესებდა მედიცინა და წამლები, დროდადრო,
საჭმლის უკეთ მოსანელებლად მხოლოდ სენას ფოთლების ნა-
ყენს თუ დალევდა.
თევფიქი თავისი შვილის დამოკიდებულებას წამლებზე
დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდა. მართალია, იგი თავს კი
იწამლავდა რეკომენდებული ან თავისი ნებით დანიშნული წამ-
ლების მიღებით, თან გადაჭარბებული დოზით, მაგრამ ავად თუ
კარგად, მიუხედავად თავისი იპოქონდრიული მდგომარეობისა,
ახალგაზრდა კაცი მაინც ცდილობდა ადგილი მოეპოვებინა
ცხოვრებაში. თავისი ავადმყოფობის გამო, კარიერასთან და-
კავშირებული ბევრი ზედმეტი მოთხოვნისგანაც თავისუფალი
იყო. მარჯვენა ხელის ნეკზე ფრჩხილს „ოთხი ელიფის სიგრძე-
ზე“ აღარ იზრდიდა. ახალგაზრდობის ასაკიც გამოვლილი
ჰქონდა და აღარ ლაპარაკობდა ვინმე ახალგაზრდა, მშვენიერ
ქალბატონსა და მის მომხიბლავ დედაზე, არ აღწერდა ტოლე-
დოს, ბუქარესტს ან ვარნას. არც პარიზში სწავლით ტრაბახობ-

263
მკითხველთა ლიგა

და, სადაც მას პატივი ერგო, საღამო გაეტარებინა ცნობილ


მომღერალთან და მსახიობთან მისთიგეტთან, რომელიც თავის
მოსამსახურესთან ერთად დროებით იქ იმყოფებოდა. არც
იმით, ვილჰელმშტრასეზე ერთ საღამოს მოულოდნელად პი-
რისპირ რომ შეეჩეხა შვეიცარიელ მსახიობ ემილ იანინგს, რო-
დესაც იგი ეტლიდან გადმოდიოდა და თან სიგარეტს ეწეოდა.
დიდთვალება ქერა ლამაზმანიც თითქოს დაავიწყდა, იმავე პან-
სიონში რომ ცხოვრობდა, სადაც თვითონ; მისი არანორმალუ-
რი გატაცება ვაგნერით, ან როგორ უკანკალებდა ხმა, როდესაც
ჰაინეს ლექსს ზეპირად ამბობდა, დაავიწყდა მათი არაჩვეულებ-
რივი ერთობლივი მოგზაურობა ტიროლის ალპებში, იქ მთვა-
რის შუქზე მოსმენილი ხალხური სიმღერები, დიახ, ყველაფერი
ეს დაავიწყდა; ისევე როგორც ერთკვირიანი დასვენება პატარა
შატოში, ბუდაპეშტთან ახლოს, მაღალზურგიანი სავარძლები,
ჯიშიანი მონადირე ძაღლები და ხორბლის მკა და ლეწვა, ყანე-
ბის ხედი, რომლებიც მომღერალ მართა ეგერთის მონაწი-
ლეობით დადგმულ ოპერეტას სცენას უფრო ჰგავდა, ვიდრე
რეალურ პეიზაჟს; ერთი სიტყვით, თითქოს დაავიწყდა ეს ყვე-
ლა სიამოვნება, რომელსაც ოდესღაც მას ჰგვრიდა სასიამოვ-
ნო მუსიკა და იაფფასიანი სენტიმენტალობა. მას კარგად ახსოვ-
და, მაგრამ არასდროს ახსენებდა ვენეციის ელეგანტურ კაფე-
ებს, დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონებს, კოქტეილის
წვეულებებს, მოცარტის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ვიქტო-
რინას - ყველაფერი წაშალა თავისი მეხსიერებიდან. დღეს
იაშარი ყოველ საღამოს ბრუნდებოდა შინ, მჭიდროდ შეკრული,
მოხდენილი ჩანთით, გადმოალაგებდა მის შიგთავსს, თითქოს
ხილს თლიდა, გახსნიდა აქციების თხელ შეკვრას განათებული
სახით, როგორც რწმენის სიმბოლოების სრულუფლებიანი,
დამსახურებული მცველი, რომელიც საათის მექანიზმივით ას-

264
მკითხველთა ლიგა

რულებდა სამუშაოს, განათლებული, უცნაურად გარინდული და


მოღიმარი.
მუმთაზს გაგონილი ჰქონდა იაშარის შესახებ თავისი პა-
რიზელი მეგობრებისგან, მათ შორის იჰსანისგან და ზოგჯერ
ადილის წვეულებებზეც. ბუნებამ ეს საგარეო საქმეთა მოხელე
სათანადოდ ნამდვილად ვერ დააჯილდოვა. მას დიდ მომა-
ვალს უწინასწარმეტყველებდნენ ოცდახუთი-ეცდაექვსი წლის
ასაკში, მაგრამ იმის გამო, რომ წარმატებით დაწყებული დიპ-
ლომატიური კარიერა სადღაც შუა გზაზე, ოჯახის ერთი მეგობ-
რის მოღალატური საქციელის წყალობით დაკარგა, მას იპო-
ქონდრია დაემართა. ასე რომ, იგი გააგზავნეს ბალკანეთის
ერთ ქვეყანაში საელჩოს მთავარ მდივნად, ნაცვლად იმისა,
რომ საელჩოში ვაკანტური ცენტრალური თანამდებობა დაეკა-
ვებინა.
ამ წყენამ მთელ მის ბოლო ექვსი წლის ცხოვრებას დაღი
დაამჩნია, ამას მსუბუქად არ ჩაუვლია. იაშარი მოგაგონებდათ
ადამიანს, რომელიც მოულოდნელად წამყვან ფიგურად ამო-
ირჩიეს, სულთნის წერილობითი ბრძანების თანახმად, და რო-
გორც საპასუხისმგებლო ხომალდის უფროსი კაპიტანი, იგი აკ-
ვირდებოდა ყველაფერს, ცდილობდა ემართა მთელი სისტემა,
მაგრამ ბოლოს, სამართავად ხელთ შერჩა მხოლოდ საკუთარი
თავი, თავისი სხეულის სისტემა. იგი აკვირდებოდა სისტემის
ყველა ნაწილის მუშაობას, ცდილობდა ფუნქციების კოორდინი-
რებას, დარღვევების თავიდან აცილებას. მისი ცხოვრება
მიედინებოდა სხეულის ფუნქციების ერთმანეთთან შეთანხმებუ-
ლი მუშაობის შენარჩუნებაში. შეიძლებოდა გეთქვათ, რომ მთე-
ლი ის კომპლექსი, რასაც სხეული ერქვა, იაშარმა დაკარგა
სწორედ იმის გამო, რომ იგი დაკავებული იყო დამაბნეველი,
მისთვის მიუწვდომელი საიდუმლოს ამოხსნით, რომელიც უკავ-

265
მკითხველთა ლიგა

შირდებოდა ცალ-ცალკ მომუშავე ორგანოებს, რაც მას აგონებ-


და მთავრობის კაბინეტს, სადაც მინისტრები სხვადასხვა პარ-
ტიისა და იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ. იგი ცდი-
ლობდა ემართა ეს რთული სისტემა კოორდინირებულად, რი-
თაც თვითონ პრემიერ მინისტრს ემსგავსებოდა, მაგრამ ხვდე-
ბოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამ მცდელობაში მას ერთა-
დერთი დამხმარე ჰყავდა - წამლები.
თუ ვინმე ამ საუკუნის ისტორიას დაწერს, მან აუცილებლად
უნდა გაითვალისწინოს მედიკამენტების გავრცელების ფაქტი.
იაშარი ამ „ეპიდემიის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი
იყო. გარდა იმისა, რომ მუდმივი მუშტარი იყო სტამბოლის რამ-
დენიმე ცნობილი აფთიაქისა, მას კავშირი ჰქონდა ფარმაცევ-
ტულ ქარხნებთან, ფირმებთან, მათ წამომადგენლებთან, რომ-
ლებიც ისევე უგზავნიდნენ შეტყობინებებს სხვადასხვა ფარმა-
კოლოგიური სიახლის შესახებ და წამლების სანიმუშო ეგზემ-
პლარებს, როგორც გამოჩენილ ექიმებს.
მხოლოდ წამლები არ იყო სამედიცინო მეცნიერების და
ქიმიის მიღწევა. მათთან ერთად, იაშარს უგზავნიდნენ თანამედ-
როვე პირადი ესთეტიკის საგნებს და ლიტერატურას მათ შესა-
ხებ, ყველაფერს ზედმიწევნით კარგად შეფუთულს, მოროკოს
რბილი ტყავის ჩანთებში ან დიდ ყუთებში, ან მოხდენილ პატარა
ბოთლებში, რომლებიც გამოიყურებდნენ სანდოდ და მიმზიდ-
ველად, იყო აგრეთვე ძვირფასი საპარფიუმერიო საშუალებები,
სხვადასხვა პუდრი და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები,
რომლებიც თითქოს უხმობდნენ: „ხედავ, რა ლამაზები ვართ,
მაგრამ რაც მთავარია, სასარგებლოები, როგორც თეორემა,
თან ადვილად სატარებლები.“ სხვადასხვა მიმზიდველი ფორ-
მის ბოთლები იძლეოდნენ თავისუფლების და მნიშვნელოვანი
თვითდაჯერებულობის გარანტიას. ეს ფარმაცევტული პროდუქ-

266
მკითხველთა ლიგა

ცია არ იყო უბრალოდ რომელიღაც ქარხნების პროდუქცია,


ისინი წარმოადგენდნენ იმ საწყის ნაბიჯებს, რომლებიც გადა-
იდგმებოდა მომხმარებლების ყოჩაღ, ახალ ადამიანებად გა-
დაქცევის მიზნით. ამ საშუალებებს მათი ცხოვრება უნდა გაელა-
მაზებინა და გაეუმჯობესებინა. მაგრამ ის ხელოვნურად მოგ-
ვრილი შვება, რომელიც ამ ბოთლებს და ყუთებს მოჰქონდა,
უზრუნველყოფდა ადამიანთა მოდგმაში ყოველივე ბუნებრივის
ნელ სიკვდილს. რა თქმა უნდა, იაშარი გრძნობდა ამ იდეალის
მაცდურობას, რაც იპყრობდა გულსა და სულს. ექვსი წლის გან-
მავლობაში პაციენტებზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად,
აღმოჩნდა, რომ ზოგ პაციენტს ფიზიოლოგიური ფუნქციები
თითქოს უნებურად მოუწესრიგდა და აუმოქმედდა, მაგრამ მის-
თვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, იაშარი დარწმუნებული
იყო, რომ მასზე იმავე შედეგს მხოლოდ აბები იძლეოდა. იაშა-
რი იძინებდა მხოლოდ აბების მიღების შემდეგ, გაღვიძებისთა-
ნავე მცირე დოზით სვამდა ასპირინს მეტი სიფხიზლის მოსაპო-
ვებლად. მადისთვისაც სვამდა წამლებს, მოსანელებლადაც,
ნაწლავების დასაცლელადაც და სურვილის გასაღვიძებლადაც.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა როშე, ბაიერი და მერკი მისი
ცხოვრების საყრდენს წარმოადგენდა. საწოლთან მდგარი პა-
ტარა მაგიდა სავსე იყო სხვადასხვა ზომის და დიზაინის ბოთ-
ლებით. ზოგი წარწერა მას მითოლოგიას ახსენებდა, ზოგი კოს-
მოსს, ზოგი კი დელიკატურად მიუთითებდა ინტიმურ მხარეზე.
მისი კარადის თარო ისე იყო ამ ბოთლებით სავსე, როგორც
ამერიკული ბარი. მთელი დღე დაყოფილი იყო საათებად და
მონაკვეთებად წამლიდან წამლამდე. წამლების მიღების შესა-
ხებ იგი ლაპარაკობდა ძალიან მაღალფარდოვანი ენით. იგი
არ ამბობდა ვიტამინ C-ს ვიღებო. ამბობდა: ოთხმოცდახუთ ცენ-
ტად მილიონი ფორთოხალი შევიძინეო. განუწყვეტლივ აღნიშ-

267
მკითხველთა ლიგა

ნავდა: „ო, არ დამავიწყდეს, ზუსტად სამ საათზე პეპსინი უნდა


მივიღო... მგონი უროტროპინი დამავიწყდა... მადლობა
ღმერთს, რომ არაფერი დამიშავდა ამით.“ იგი წერდა გრძელ
მოხსენებებს სამინისტროს სახელზე და აღწერდა ტონუსის ასა-
მაღლებელი საშუალებების შედეგებს.
იაშარი ტიპურ ნერვულ ავადმყოფად ჩამოყალიბდა თანა-
მედროვე სამედიცინო მეცნიერებასთან თანამშრომლობის გა-
მო - იმ მარკეტინგთან, რომელიც წესით ადამიანების კეთილ-
დღეობას უნდა მომსახურებოდა.

IX

ნურანის სახლში ვიზიტი მუმთაზისთვის აღნიშნავდა კმაყო-


ფილების ზენიტს, მაგრამ სამწუხაროდ, ფატმას ჭირვეულობამ
მისი სიხარული დაჩრდილა.
მას შემდეგ, რაც მამამისი ოჯახიდან წავიდა, ფატმას ბუ-
ნებრივ მდგომარეობად იქცა დაუცველობის შეგრძნება, შიში
იმისა, რომ ყველას დაკარგავდა. იგი ეჭვიანობდა მუმთაზზე. და
დამატებითი გარემოებები მის ეჭვიანობას კიდევ უფრო აძ-
ლიერებდა.
გოგონამ ვერაფრით შეძლო მუმთაზთან შეგუება და საერ-
თო ენის გამონახვა. თავიდან მან სცადა ყოფილიყო გულგრი-
ლი და ზრდილობიანად მოქცეულიყო, მაგრამ შემდეგ იგი თან-
დათან გაღიზიანდა და მტრული გახდა; ბოლო დროს, ხშირად
გაეცლებოდა ხოლმე დედას და მუმთაზს, მაგრამ შემდეგ არ
ასვენებდა შეკითხვა: „რა ხდება იქ ქვევით?“ და ხუთ წუთში ისევ
გამოჩნდებოდა გაბრაზებული, ნაწყენი სახით. სახლში ხშირად
ისმოდა სიტყვა „ქორწინება“ და გოგონას არ შეიძლებოდა ეს

268
მკითხველთა ლიგა

თავის დედის და მუმთაზის ურთიერთობასთან არ დაეკავშირე-


ბინა. მისი ქცევა დედის მიმართაც ბოლო ათი დღის განმავლო-
ბაში განსაკუთრებით შესამჩნევად შეიცვალა.
ამ მიზეზებმა ვერ მოახდინა გავლენა მუმთაზის სიხარულ-
ზე, რომელსაც ის გრძნობდა ნურანის სახლში სტუმრობის გა-
მო, იმ გარემოში, სადაც ნურანმა ბავშვობის და მოზარდობის
წლები გაატარა.
თანდათანობით, ფიქრი ნურანის საცხოვრებელ გარემოზე
მუმთაზისთვის სიამოვნების კიდევ ერთ წყაროდ იქცა. როდესაც
მისი შეყვარებული სადმე წავიდოდა და მარტო დატოვებდა
ხოლმე, ან მაშინაც, როცა იგი არ აპირებდა სახლიდან გას-
ვლას, მუმთაზს ჩვევად ექცა მისი წარმოდგენა ამ სახლში, სხვა-
დასხვა სახით. მაგალითად, ბაღში, ბროწეულის ხის ქვეშ, პატა-
რა მაგიდასთან, ან აყვავებულ მინდორში, სადაც ის იწვა თავის
თეთრ ხალათში, ზევით აწეული და დამაგრებული თმით, პომ-
პეის ფრესკების მსგავსად, მისი ხალათის ნაკეცები იმეორებდა
მისი სხეულის მოხაზულობას და ეს წარმოდგენა არაჩვეულებ-
რივი სიხარულით აღავსებდა მუმთაზს მარტოობის საათებში.
ნურანის მოქმედებები და განწყობები, როგორც მუმთაზს
თავის წარმოსახვაში წარმოედგინა, საოცრად ამაღლებული და
განსაკუთრებული იყო. როგორ აღებდა ნურანი დარაბებს; ადუ-
ღებდა თურქულ ყავას თევფიქისთვის; მიჰქონდა წამლები დე-
დისთვის; კითხულობდა წიგნს ბაღში, ხელებში თავჩარგული;
სტუმრებს მიართმევდა ჩაის პატარა ოთახში, რომელიც ბავშვო-
ბაში მისი თავშესაფარი იყო, სადაც უყვარდა ჯდომა იმ სავარ-
ძელში, რომელშიც დიდი ვეზირი ალი ფაშა ჯდებოდა ხოლმე.
როდესაც ნურანის დიდ ბაბუასთან სტუმრად მოდიოდა; როგორ
მიუთითებდა ჩარჩოში ჩასმულ ნაწყვეტზე ნაილის ლექსიდან:
„ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანას მაღალი ღმერთის წყალობითა

269
მკითხველთა ლიგა

და გულუხვობით“ და როგორ ათვალიერებინებდა მას დეკო-


რატიულ ლარნაკებსა და თეფშებს, რომლებიც იბრაჰიმ ბეის
მიერ იყო მოხატული, ისევე როგორც „მინის სამხეცე“ - ფრაზა,
რომელიც დამატებით ელფერს სძენდა მის პიროვნულ ხიბლსა
და მის ბავშვურ აღტაცების უნარს.
მუმთაზისთვის მსგავსი პირადი ისტორიები თანდათან
შეუერთდა ერთმანეთს როგორც დიდი ტილო და ნურანის მო-
უცლელობის ან შინ არყოფნის საათებში იგი შუა საუკუნეების
მხატვრების მსგავსად, რომლებიც დიდგვაროვანი ქალბატონე-
ბის ცხოვრებას პორტრეტებზე ასახავდნენ, შეუდგა ყველაფრის
დამახსოვრებას, ერთმანეთთან დაკავშირებას და ერთი წიგნად
აკინძვას, სადაც აღიწერებოდა ყოველდღიური ცხოვრება, რო-
მელსაც თან ერთვოდა ასტროლოგიური პროგნოზები და ნაწ-
ყვეტები წმინდა წიგნებიდან.
ამ ნაირფერი რეალობიდან და სიჩუმის მუსიკიდან, რომე-
ლიც ესადაგებოდა მის თითოეულ მოძრაობას, მიხრა-მოხრას,
ნურანი გაბედულად შემოდიოდა ჩვეულებრივ ყოველდღიურო-
ბაში - იგი, რეალური ნურანი, იმ სახით, რომელიც მის სახელში
იყო ჩადებული - „მზისა და მთვარის ნათება“ - როგორც ოქ-
როსფერი თასი, მზის მეჯლისიდან მოტაცებული, ან წყლის
შროშანების თეთრი ყვავილები განთიადისას, შემოდიოდა რო-
გორც ნაყოფიერების განსახიერება, ლაპარაკობდა, ფიქრობ-
და, უსმენდა და მასში არსებული უამრავი საიდუმლო და ამო-
უცნობი დიდებულება ეფინებოდა გარშემო ყველაფერს.
მისი სახის წარმოდგენა და ხილვა დღის ნებისმიერ მო-
მენტში უსაზღვრო ბედნიერება იყო, იქნებოდა ეს დილით, რო-
დესაც გააღვიძებდა მას და მერე ბორანთან ელოდებოდა, თუ
როცა იგი მკერავთან ღილებს ან მაქმანს ირჩევდა, როცა თავის

270
მკითხველთა ლიგა

მეგობრებს ესაუბრებოდა, როცა თავს თანხმობით უქნევდა:


„დიახ“, ან უარყოფითად - „არა“.
ორი ნურანი არსებობდა. ერთი მისგან შორს იყო, ისე რომ
მისი თითოეული ნაბიჯი მის მატერიალურ „მე“-ს ოდნავ აახლო-
ებდა და ამ დროს სურვილისა და მიზიდულობის ალქიმია გა-
დაიქცეოდა სულის სუბსტანციად, რის შედეგადაც მისი სულიერი
თვისებები გადაეცემოდა ყველაფერს, რასაც იგი ეკარებოდა;
იგი იყო რეალობაზე ამაღლებული, მაგრამ ამავე დროს ცხოვ-
რობდა ამ რეალობაში, რომელიც მისი საკუთარი „მეს“ კა-
ლეიდოსკოპურ ასახვას წარმოადგენდა და სხვა არაფერს. და
ეს გარდაქმნის ალქიმია იწყებოდა რა აქ, ამ წუთს, მაშინვე ას-
ხივოსნებდა მთელ ცხოვრებას.
იყო მეორე ნურანიც, რომელსაც თავისი მატერიალური
არსებობით მუმთაზის ფანტაზიები ბავშვურ ინფანტილიზმამდე
დაჰყავდა, რომელიც შორიდანაც კი ერთი დარტყმით წაშლიდა
ყველაფერს, რაც მუმთაზმა თავისი დაკვირვებით და ფანტაზი-
ით შექმნა. როგორც კი იგი შემოვიდოდა, იქნებოდა ეს დათქმუ-
ლი პაემნის ადგილი, ბორნის მისადგომი თუ ქუჩის კუთხე, მუმ-
თაზის წარმოსახვის უნარი გაიფანტებოდა და ჩაქრებოდა. ნუ-
რანი თავს უყრიდა თავის უცნაურ აურას რომელიც მისი იქ ყოფ-
ნის დროს სხივდებოდა, ერთ მთლიანობად, და შემდეგ მუმთაზს
მოიქცევდა თავის ხელისგულებში და ექცეოდა, როგორც მორ-
ჩილ, რბილ თიხას.
მუმთაზიც თმობდა რეალობის თავის ფუნდამენტურ კონ-
ცეფციას, როცა ნურანს უპირისპირდებდა. არადა, თავის ადრინ-
დელ ურთიერთობებში მშვენიერ სქესს ყოველთვის ამცირებდა
და თითქმის დასცინოდა კიდეც, თავის საკუთარ სექსუალურ
მოთხოვნებსაც სასაცილოდ მიიჩნევდა და ყველაზე უსარგებ-
ლო ვნებებს შორის უჩენდა ადგილს, თითქოს დანაშაულზე წა-

271
მკითხველთა ლიგა

ასწრესო, ისე ფრთხილად აკვირდებოდა თავისი ტვინის ცხოვე-


ლურ სტიმულირებას ჯერ კიდევ შერჩენილი ნათელი გონებით,
განიხილავდა როგორც ავტომატურ მოქმედებებს, რომლებიც
თავისივე ხელით დაქოქა და რომლისგანაც ვერავითარ ჭეშმა-
რიტ სიამოვნებას ვერ იღებდა, რადგან რეალურად არ აღელ-
ვებდა ეგრეთ წოდებული ქალური ფიგურა.
სიმართლე უნდა ითქვას, ეს არ იყო მხოლოდ ფანტაზიის
ნაყოფი. სინამდვილეში იგი ასე არ ფიქრობდა, თუმცა, ასეთ
დროს მასში მთვარეული სძლევდა ინტელექტუალს. ნურანი
მისგან ახლოს იქნებოდა თუ შორს, არავითარ სიბრძნეს ან დამ-
ტკიცებულ სიმართლეს არ შეეძლო მისი შველა. არც ძველ აღ-
თქმას, რომელსაც იგი ერთი დრო გვერდიდან არ იშორებდა,
არც ფილოსოფოსებსა და დამრიგებლებს შეეძლოთ შეეთავა-
ზებინათ რამე ახსნა მისი აღტყინებისთვის. ეს მოაზროვნეები
წერდნენ იმაზე, თუ რა საფრთხე ახლდა თან ქალის სიყვა-
რულს, ისინი წერდნენ ხორციელ, უხეშ სურვილებსა და სიამოვ-
ნების მიღებაზე. მუმთაზის შეფასებით კი, მისი და ნურანის გაბე-
დულ, უცაბედად დაწყებულ ურთიერთობას სრულიად სხვა გან-
ზომილებები ჰქონდა. ნურანი იყო სიცოცხლის წყარო, ყველა
რეალური არსებობის ქალური საწყისი. შესაბამისად, როდესაც
თავის შეყვარებულთან სრულ ტკბობას განიცდიდა, იგი მაინც
მუდმივად იტანჯებოდა მასთან განუშორებლად ყოფნის სურვი-
ლით. მისი გონება ერთი წამითაც არ სცილდებოდა ნურანს -
როდესაც მასში ჩაიძირებოდა, მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს
მთლიან, ერთიან არსებად.
ერთხელ, მუმთაზმა სცადა ნურანისთვის თავისი სიყვარუ-
ლი აეხსნა აბსოლუტურად უჯრედულ დონეზე და გრძნობათა
ქიმიის გამოყენებით, რაც მას ადრე გაეგო ბუნების ამ უდიდესი
ამოუხსნელი მოვლენის შესახებ. შესაძლოა, პლატონმა რაც

272
მკითხველთა ლიგა

თქვა, ეს სრული სიმართლე იყო, და მათი ამქვეყნად ყოფნის


ციკლში ბედმა, სიყვარულის მნიშვნელობით, კიდევ ერთხელ
შეძლო განცალკევებული, მარტოსული ორი ნახევრის ერთ არ-
სებად გაერთიანება. მუმთაზს სწამდა, რომ იგი ცხოვრობდა,
როგორც ეს აღწერილი იყო უძველეს სანსკრიტულ ნაწერებში,
„არსებობის მირაჟსა“ და „ესაიას უმაღლეს ბედნიერებაში“.
იგი ისე ძლიერად გრძნობდა შემოქმედის ძალას თავის
სხეულში, ღამის საათებში, რომ მართლაც უკვირდა, რატომ არ
ელაპარაკებოდა კლდეებს, ჩიტებს, ბალახს. გრძნობდა, რომ
მას ეს შეეძლო. ამ დიდი საიდუმლოს გასაღები ისევ ნურანი
იყო. ნურანი თავის თავზე მინიმალურად იყო დამოკიდებული,
იგი თავისი გარემოცვის ცხოვრებით ცხოვრობდა. მიუხედავად
მათი მცდელობისა, ერთმანეთი არ შეეზღუდათ, არ დაეტვირ-
თათ თავისი ცხოვრების წვრილმანებით, მუმთაზს კარგად ეს-
მოდა, რომ მის შეყვარებულს იგი ეცოდებოდა იმ ადამიანების
გამო, რომლებიც თვითონ არასდროს ენახა.
კვირაში ორჯერ ისინი ერთმანეთს დილის პაემანზე ხვდე-
ბოდნენ. ნურანს ძალიან მოსწონდა მუმთაზის სახლი ემირგან-
ში. „ძალიან შევეჩვიე ამ აღმართ-დაღმართს. აქ მოსვლა აღარ
არის დამღლელი, იმიტომ რომ შენ გიახლოვდები“. ამის გაგო-
ნებამ მუმთაზი გააკვირვა. ნურანი, რომელსაც ყველაფრის დე-
ტალურად განხილვა უყვარდა, საკუთარ გრძნობებზე იშვიათად
ლაპარაკობდა. იგი ზედმეტად თვლიდა ისეთ შეკითხვასაც კი,
როგორიცაა: „ბედნიერი ხარ?“ მისთვის სიყვარული არ ნიშნავ-
და გრძნობების სიტყვებით გადმოცემას, მისთვის ეს იყო სრუ-
ლი დანებება გრძნობების იმ აფეთქებისადმი, რაც მუმთაზის
სულში ხდებოდა. იქნებ, მის მკლავებში იგი დარწმუნებული
იყო, რომ მუმთაზს ისედაც ესმოდა მისი გრძნობები და კითხუ-
ლობდა მის აზრებს. ნაწილობრივ მართლაც ასე იყო. მის გა-

273
მკითხველთა ლიგა

რეგნობაში, გამოხედვაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება


მუმთაზს არ გამოეპარებოდა, თითქოს ყველაფერს კითხულობ-
და, მაგრამ მაინც არ შეეძლო ბოლომდე გაეშიფრა ქალური
სული, ის ოკულტური ელემენტები, რაც იყო ნურანში.
მისთვის ნურანის პატარა, საყვარელი სახის თითოეული
წერტილი ნაცნობი იყო. მისი გამომეტყველება მუმთაზისთვის
სულის პანორამას წარმოადგენდა. იგი ხედავდა, თუ როგორ
იფურჩქნებოდა ეს სული სიყვარულისთვის, როგორც ყვავილი
და როგორ იხურებოდა მაშინვე, როგორც კი რაღაც არ მოს-
წონდა, სასოწარკვეთილი ღიმილით - უცნაური, ფოლადისფე-
რი ნათება გაკრთდებოდა გვერდულ მზერაში; და ამის გარდა,
თითქმის ზეპირად იცოდა, როგორ იცვლებოდა ნურანის სახე
დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ისე როგორც ამ მონაკვეთებში
სხვადასხვაგვარი იყო ბოსფორი. მას იმდენად არ ესმოდა, რას
ამბობდა ნურანი, რამდენადაც ტკბებოდა მისი გამოხედვით, მი-
სი ლაპარაკით, ღიმილით, როგორ უსმენდა, როგორ ეთანხმე-
ბოდა ან არ ეთანხმებოდა.
იგი უცნაურად იყენებდა თავის მზერას, დაწყებულს ძვირ-
ფასი ქვების ციმციმის მსგავსი გამოხედვით, დამთავრებულს
ხანჯალივით ბასრი და პრიალა მზერით. ამ უცნაური იარაღის
წინაშე მუმთაზი ზოგჯერ თავს დაუცველად გრძნობდა და ასეთი
მდგომარეობა სიკვდილზე საშინელი იყო. ხანდახან ნურანის
მზერა მუმთაზს თითქოს სამეფო გვირგვინს ადგამდა თავზე,
მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ გვირგვინს, ფეხქვეშ უგებდა
პატივისცემას, როგორიც არავის ღირსებია. იგი მუმთაზს მზე-
რით შემოსავდა და მზერით გააშიშვლებდა, ერთ წამში გადააქ-
ცევდა საბრალო არარაობად, რომელსაც ღმერთის გარდა
არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა და იმავე წამს გახ-
დიდა მას თავისი ბედის მბრძანებლად.

274
მკითხველთა ლიგა

ერთმანეთის მიყოლებით, ყოველდღე, მუმთაზი მეხსიერე-


ბაში ინახავდა ნურანის მზერას და მისი ხმის ჟღერადობას, რო-
მელიც ისეთივე იყო, როგორიც აღტაცებული წამოძახილები
ექსტაზის დროს, ნურანის მზერა და ხალისიანობა მუმთაზს ყო-
ველ წუთს უპირისპირდებოდა. მისი სული დაუღალავად იძირე-
ბოდა ნურანის თვალების ზღვაში და ყოველ წამს აღმოაჩენდა
რაღაცას განსაკუთრებულს, რაც საოცარი ძალით ავსებდა და
ეს სასიცოცხლო ძალა ძარღვებში სისხლს უჩუხჩუხებდა. ნურა-
ნის ღიმილი ბაღს ააყვავებდა მუმთაზის ტანზე, მის სისხლში და
მთელ მის არსებაში. გარშემო ვარდის ბაღები ყვაოდა თითქოს,
და მუმთაზი სიამოვნებისგან ლამის ჭკუაზე შეშლილიყო. ეს
უბიძგებდა ისევ ჩამხობილიყო ლოგინში და ეყნოსა ეს სურნე-
ლი, რომელიც არა მარტო მათ სარეცელს, არამედ ყველა სა-
განს ასდიოდა, რასაც მუმთაზი მიეკარებოდა და სისხლი ძალუ-
მად ჩქეფას იწყებდა მის ძარღვებში. უსულო საგნებიც მონაწი-
ლეობდნენ ზეიმში როგორც შეხვედრების უშუალო მოწმეები
და ეს უშუალო გარემო წარმავალ, მაგრამ სურვილით სავსე,
განათებულ წამებს, წარსულის მეხსიერებას ინახავდა თავის
თავში, ისევე როგორც ცოდნას აწმყოს და მომავლის შესახებ.
დილით, როცა ნურანის მოსვლას ელოდა, მუმთაზი ადრე
დგებოდა, მიდიოდა პირდაპირ ზღვისკენ და ბანაობდა, შემდეგ
კი შინ ბრუნდებოდა. კარგად ესმოდა, რომ ასეთ დროს უბრა-
ლო საქმესაც ვერ შეასრულებდა, მაგრამ მაინც ძალიან ცდი-
ლობდა. ბოლოს, არაფერი გამოსდიოდა, უბრალოდ კარებ-
თან იჯდა და უცდიდა.
ო, ნაილი, როცა მთვარის მსგავსი ჩემი შეყვარებული
ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვდება,
განა, ეს არ ღირს იმად, რომ თუნდაც მთელი სამყარო
განშორებისგან იტანჯებოდეს?

275
მკითხველთა ლიგა

ასეთ დროს მუმთაზის ყველაზე ერთგული მეგობარი ეს


სტროფი იყო მე-17 საუკუნის პოეზიიდან. შემდეგ რაღაც იდუმა-
ლი ძალა იფეთქებდა ხოლმე მასში და შეყვარებულის მოახ-
ლოებას ამცნობდა. როდესაც ნურანს ქუჩის თავში დაინახავდა,
მთელი მისი არსება ამ ნაბიჯების მოახლოებით ხარობდა.
- არ შეიძლება, ერთხელ მაინც გნახო შენი სამუშაოთი და-
კავებული, მუმთაზ? მხოლოდ დაბნეულს გხედავ.
- მხოლოდ მაშინ, როცა შენ მეზობელ ოთახში არტიშოკის
გულებს მოამზადებ.
- გინდა თქვა, რომ როცა დავქორწინდებით, ჩემი ადგილი
სულ სამზარეულოში იქნება?
წინათგრძნობით დათრგუნვილ და სინდისისგან შეწუხე-
ბულ მუმთაზს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მას ნურანი ყო-
ველდღიურ საქმეებში დაავიწყდა, გამორჩა, ცდილობდა შეც-
დომის გამოსწორებას და იწყებდა ნურანის კოცნას.
არაფერი შეედრებოდა ნურანის კოცნას. შემდეგ იგი ეტ-
ყოდა ხოლმე:
- აბა, ვნახოთ ერთი, დღეს რა გააკეთე.
მაგიდასა და ფანჯარას შორის ჩადგმულ სავარძელში გა-
დაწვებოდა, სიგარეტს ეწეოდა და ყავას მიირთმევდა.
ნურანის წასვლის დროს, ისევე როგორც იმ საათების გან-
მავლობაში, როცა მას ელოდებოდა, მუმთაზს კიდევ ერთი მე--
17 საუკუნის ცნობილი პოეტის სტრიქონები ახსენდებოდა:
შენ კი მიატოვე სევდით და მონატრებით სავსე ჩემი სული
ჩემს მეგობრებთან დროსტარებაც აღარ მსურს უშენოდ
ნურანის მიერ გამოვლენილი სიყვარული ბევრ რამეს ნიშ-
ნავდა მუმთაზისთვის. იგი თავს გრძნობდა უმაღლეს ქურუმად,
რომელიც ტაძარში ყველაზე შემაღლებულ ადგილას იდგა და
ცეცხლს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო; იგი ამორჩეული

276
მკითხველთა ლიგა

იყო ჩვეულებრივ მოკვდავთაგან ქალღმერთის მიერ, რათა მას


შეენახა მისი საიდუმლოებანი. ამ შედარებაში იყო რაღაც სი-
მართლე. მზე ყოველდღე ამოდიოდა და თვით წარსული თავი-
დან გაითამაშებდა მთელ ეპოქებს, მხოლოდ და მხოლოდ მათ-
თვის.
ზოგჯერ, დილით, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ქანლი-
ქაში, ნურანის ერთი ნათესავის სახლში, ბოსფორის ნაპირზე.
მუმთაზი უყურებდა საბანაო კოსტიუმში გამოწყობილ ნურანს,
თუმცა, არაფერს იმჩნევდა გარშემო მყოფთა გამო და მღელ-
ვარებას და სიტკბოს გრძნობდა. როდესაც მას არ შეეძლო ნუ-
რანთან მიახლოებაც კი, ან ნურანი რაღაც მომენტებში არ იყო
განწყობილი ინტიმური სიახლოვისთვის, მუმთაზი მას აღიქვამ-
და როგორც მიუწვდომელ აღთქმულ მიწას, როგორც მკაცრ
ქალღმერთს, რომელმაც იგი, მოკვდავი მოციქული აირჩია,
მაგრამ ეს არჩევანი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი და მისი
ბედიც ბეწვზე ეკიდა. ნურანი, პიროვნება, რომელშიც იდო ყვე-
ლა პოტენციური შესაძლებლობის გამოცანა სიკვდილისა და
სიცოცხლის გამოცანასთან ერთად, რომელსაც იგი სხეულით
ატარებდა, ეს ნურანი იყო ყველა სეზონის დედოფალი ყველა
ქმნილებისთვის, რომლებიც ნელ-ნელა ეწეოდნენ თავის ჭაპანს
მისი გაღვიძებისთანავე, როგორც მორჩილი მონა ან როგორც
დატყვევებული სასაპალნე ცხოველი.
შფოთვა, მოუსვენრობა მუმთაზის სულში ღრმად ჩამა-
ლულ მექანიზმებს ამუშავებდა. მოგვიანებით გააცნობიერა,
რომ სწორედ მისმა დანებებამ ამ თავისი გადაჭარბებული წი-
ნათგრძნობისადმი შეასრულა მთავარი როლი ყველა სხვა
ფაქტორთა შორის, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს, მოწამ-
ლეს მისი კმაყოფილება.

277
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ზაფხულის დარჩენილი დროის განმავლობაში,


თავის ფიქრებში მუმთაზი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადა-
მიანის სული უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ეს რეალურად
ჩანდა - იგი დარწმუნდა, რომ ადამიანს შეეძლო რაღაც წამში
საკუთარი თავის შენარჩუნება; შეიძლებოდა იმის თქმა, რომ
თვითონ იგი იყო ცხოვრების ერთი მასხარა და სხვა არაფერი.

იმ დღეებში, როდესაც ნურანი ემირგანში ვერ მიდიოდა,


ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ან ბორნის მისადგომთან, ან
ქანლიქაში, საიდანაც ნავით გაისეირნებდნენ ბოსფორზე, გადა-
დიოდნენ პლაჟებზე და ზოგჯერ ისეთ სიმაღლეებზეც ადიოდ-
ნენ, როგორიც იყო ჩამლიქა. ასეთი მოგზაურობებიდან მუმთა-
ზი ყოველთვის გრძნობებით სავსე ბრუნდებოდა. მათი პირვე-
ლივე ღამიდან დაწყებული ჩვევის თანახმად, ისინი საყვარელ
მეტსახელებს უგონებდნენ ადგილებს, სადაც გასეირნება უყ-
ვარდათ. ჩამლიქაში ერთი ყავახანის ინტერიერი მოეწონათ და
მას „გულთა გული“ დაარქვეს, რადგან აქ ერთხელ ნურანმა იმ-
ღერა ბაიათი მაქამა, თაბი მუსტაფა ეფენდის ორიგინალური
სიმღერა აქსაქ შემაი, რომელიც იწყებოდა ასე: „შენი ძვირფასი
ალერსი არასდროს წაიშლება ამ გულიდან“. ამ სიმღერაში ლა-
პარაკი იყო მოგონებებზე, რომლებსაც ვერ მოერეოდა სიკვდი-
ლი. ზაფხულის იმ ნაშუადღევს, მწერების ბზუილით, ფრინვე-
ლების ფრთების ფათქუნით და თავმობეზრებული, უსაქმური ქუ-
ჩის ბიჭების ყვირილით სავსე ჰაერში, გარემოს ხედი მთელი
მშვენიერებით გამოიკვეთა, თითქოს არ იცოდა, კიდევ რა
გაეკეთებინა - თავისი პატარა, დამრეცი გორაკებით, მარცხნივ

278
მკითხველთა ლიგა

და მარჯვნივ გადაშლილი ბაღებით, რომლებიც ზღვისკენ ეშვე-


ბოდა, ძველი სახლებით და გაშენებული ტყის ზოლებით, რო-
მელთა მტვრით დაფარულ ნეფრიტისფერ სიმწვანეში ჩაყოლე-
ბული იყო კვიპაროსები, მათ ზევით კი ცის უსასრულო თაღი
არაფრად აგდებდა ამ ყველაფერს, თითქოს თვლემდა და
თვლემაში უსმენდა მწარე ჩივილს თაბი მუსტაფა ეფენდის ჰან-
გისა, რომელიც ნურანის ხმით სრულდებოდა და გამოძახილი
ცის თაღამდე აღწევდა და იქიდან შეყვარებულებს უბრუნდებო-
და. შემდეგში, როცა მუმთაზი ამ სიმღერას უსმენდა ხოლმე, ყო-
ველთვის ნურანი წარმოუდგებოდა თვალწინ, იმ ყავახანაში,
შადრევანს ზემოთ რომ მდებარეობდა, სულთან მეჰმეთ მეოთ-
ხის დროინდელ, მე-17 საუკუნეში აშენებულ სამონადირეო სას-
ტუმროში.
ერთ საღამოს, როცა ქანდილში ჯენღექოიდან ბრუნდე-
ბოდნენ, ბოსფორზე განფენილ არაამქვეყნიურ ჩრდილს, რო-
მელსაც წყალზე აჩენდა სამხედრო აკადემიის წინ დარგული
ხეები, მათ „ნუჰუფთის სიმღერა“ უწოდეს. ეს იმდენად რეალური
გამოვლინება იყო შინაგანი შუქისა, რომ მისი უტყუარი წარმო-
ჩინება შეიძლებოდა მხოლოდ ნუჰუფთის მუქ ლურჯ სარკის ანა-
რეკლში, სადაც ეს შუქი ტალღებზე ქანაობდა, კანკალებდა და
სხივებს ისროდა, როგორც ფარული მზერა.
თანდათან, მათ სახელები შეურჩიეს თავიანთ საყვარელ
ადგილებს ბოსფორის ნაპირზე, და რადგან სტამბოლის პეიზა-
ჟი მათ წარმოდგენაში ასოცირდებოდა ტრადიციულ ოსმალურ
მუსიკასთან, ადვილად დაამკვიდრეს ხმასა და წარმოსახვასთან
დაკავშირებული დასახელებები.
მუმთაზი ნურანის გარშემო თავს უყრიდა ყველაფერს, რაც
მოსწონდა, რაც ძალიან უყვარდა. თანდათან სულ უფრო ემორ-
ჩილებოდა მათ. როგორც ერთი დიდი რომანისტი მწერალი,

279
მკითხველთა ლიგა

მუმთაზიც გრძნობდა, რომ იგი მთლიანად იყო დამოკიდებული


ქალზე, რომელიც უყვარდა. ადრე, იგი ბევრს კითხულობდა,
იწყებდა ფიქრს, აწონ-დაწონიდა წაკითხულს, შემდეგ მიცემდა
შეფასებას, ასე იყო თუ არა, მაგრამ ახლა მას კარგად ესმოდა,
რომ ყველაფერი, რაც ნურანთან და მათ ურთიერთობებთან
იყო დაკავშირებული, იყო მისი ცხოვრების ცოცხალი ნაწილი
და არა გონებაჭვრეტითი. ნურანისადმი მისი სიყვარულის მეშ-
ვეობით ისინი ერთად აღიქვამდნენ სიცოცხლეს, რეალობას,
სუნთქვას. ნურანი სწრაფად გადაიქცა ერთიან, მტკიცე მაკავში-
რებლად მის ფიქრებსა და მის ირგვლივ არსებულ სამყაროს
შორის. იგი ძალიან განსხვავებულ ელემენტებსაც ერთად შერ-
წყმულ მთლიანობად აღიქვამდა.
ოსმანთა იმპერიის დროინდელი მუსიკა იყო ერთ-ერთი
ასეთი ელემენტი. მას შემდეგ, რაც ნურანს შეხვდა, ამ მუსიკამ
ფართოდ გაღებული კარის ეფექტი მოახდინა. მუმთაზი ამ მუ-
სიკაში პოულობდა ადამიანის სულის გამწმენდ და გამაახალ-
გაზრდავებელ ახალ ყლორტებს.
ერთ დღეს ისინი ერთად მისეირნობდნენ უშქუდარში,
სტამბოლის აზიურ სანაპიროზე. ბორნისთვის იქ, მისადგომზე
რომ არ ეცადათ, შინანის ძველი მეჩეთის დასათვალიერებლად
წავიდნენ. ეს იყო მე-16 საუკუნის მეჩეთი, სულთან სულეიმან დი-
დის ქალიშვილის მიჰრიმას და ლეგენდარული როქსელანას
სახელზე აგებული. შემდეგ მეთვრამეტე საუკუნის ვალიდე ჩე-
დიდის მეჩეთი დაათვალიერეს, სულთან აჰმედ მესამის დედის,
დედოფალ ემეთულა გიულნუს სახელზე აგებული.
ნურანს ძალიან მოეწონა მავზოლეუმი და მეჩეთი, თავისი
გაფორმებით, რომელიც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ რაღაც
ხილის ნაყოფს შიგნიდან ათვალიერებდით. მათ იმდენ ხანს ათ-
ვალიერეს იქაურობა, რომ ბორანი უკვე დიდი ხნის წასული იქ-

280
მკითხველთა ლიგა

ნებოდა, ამიტომ ტაქსი დაიქირავეს და შინანის ვალიდე ათიქის


მეჩეთში წავიდნენ, რომელიც აგებული იყო ნურბანუ სულთანას,
მურად მესამის დედის, სახელზე და იქიდან კი, ქოშემ სულთა-
ნას, მურად მეოთხის დედის სახელზე მე-17 საუკუნეში აგებული
მეჩეთი ჯინილე მოინახულეს.
ისე დაემთხვა, რომ უშქუდარის ეს ოთხივე დიდი მეჩეთი
აგებული იყო სიყვარულის და მშვენიერების, ან დედობრივი
გრძნობების საპატივცემულოდ.
- მუმთაზ, ხედავ, უშქუდარში ქალთა ნამდვილი სასულთნო
მეფობს...
მეორე დღეს მათ კვლავ განაგრძეს მეთოთხმეტე, მეთექ-
ვსმეტე, მეჩვიდმეტე საუკუნეებში აგებული ულამაზესი მეჩეთე-
ბის დათვალიერება. შევიდნენ მეთვრამეტე საუკუნის წმინდა
აიაზმის მეჩეთშიც და შემშიფაშას რაიონი სულ ფეხით შე-
მოიარეს. რამდენიმე დღე დარჩნენ იქ და უბრალოდ უმიზნოდ
დასეირნობდნენ მწველი მზის ქვეშ, სელიმის სამხედრო ყაზარ-
მების რაიონში, რომლებიც აიგო 1800 წელს და იქ განთავსდა
ნიზამი ჩედიდის რეფორმირებული არმია, სულთან სელიმ მე-
სამის მეფობის დროს. როცა მუმთაზს წარსულის ღრმა ნოს-
ტალგია დაეუფლა. იგი უყურებდა სტამბოლის ბულვარის და-
გეგმარების გეომეტრიას და დიდებულ ქუჩებს, რომელთა და-
სახელებებს იგი წარსულში გამავალი ფანჯრებივით აღიქვამდა
და ისინი გაჟღენთილი იყო სტამბოლის საღამოს მშვენიერე-
ბით.
- ისტანბულ, ისტამბოლ, - იმეორებდა მუმთაზი, - თუ სტამ-
ბოლს მართლა ძალიან კარგად არ ვიცნობთ, საკუთარი თავის
პოვნას ვერასდროს შევძლებთ. ამის იმედი არ უნდა გვქონდეს.
სულის სიღრმეში იგი ახლა გადაიქცა ერთგვარ ძმობის
წევრად, რომელიც ძალიან იყო მონდომებული, რომ გაჭირვე-

281
მკითხველთა ლიგა

ბულ ადამიანთა დიდი მასა და ძველი სახლები განადგურების-


გან გადაერჩინა. სულტან თეფეს რაიონში აღგზნებული
დაიარებოდა. მაგრამ ყველაზე ძალიან მოსწონდა ქუშუქ ვალი-
დეს მეჩეთი, რომელიც ბაზრის მოედანზე მდებარეობდა. თუმ-
ცა, აკლდამით არ დაინტერესებულა.
- მე რომ არჩევანის უფლება მქონოდა, ვისურვებდი აქ და-
ვემარხე. ეს ღია ადგილია, - თქვა ნურანმა.
- სიკვდილის შემდეგ, განა, რამეს აქვს მნიშვნელობა?
- არ ვიცი, სიკვდილის შემდეგაც კი, მე მგონი, აქ დაკ-
რძალვა მაინც რაღაცას ნიშნავს.
- ჰო, მაგრამ როდესაც ეს მეჩეთი გაიხსნა, ბაზრები დაიხუ-
რა და არავისაც არ შეუმჩნევია ვალიდე სულთანას აქ დასვენე-
ბა და მთელი თანმხლები ცერემონია.
ნურანს განსაკუთრებულად მოეწონა ეს მეჩეთი და მისი ნა-
ხევრად განათებული ინტერიერი შებინდებისას, მისი მოხატუ-
ლობა მარმარილოს და მოოქრული ორნამენტების ფონზე.
როდესაც შინ დაბრუნდნენ, ნურანმა მკაცრად ჰკითხა მუმ-
თაზს, როდის აპირებდა რომანის დამთავრებას შეიხ გალიფის
შესახებ. ეს ისტორიული რომანი, რომლის სიუჟეტი რეალური
იყო, მე-18 საუკუნეში, სულთან სელიმ მესამის ეპოქაში მომ-
ხდარ, მუმთაზის ცხოვრების მსგავს ცხოვრებისეულ ელემენ-
ტებს მოიცავდა. ნურანზე რომ ფიქრობდა, მუმთაზმა მიახ-
ლოებით მოხაზა რომანის მოქმედი პირების ცხოვრება, კერ-
ძოდ სულთნის ნახევარ-დის ჰათიჩე სულთანას და მისი უმცრო-
სი დის ბეიჰან სულთანას თავგადასავალი. ნურანმა ეს ჩანახა-
ტები რომ წაიკითხა, ძალიან დაინტერესდა და მოითხოვდა ამ-
ბების გაგრძელებას, თან თითოეული დეტალი აინტერესებდა,
თითქოს მკერავისთვის მოდელს არჩევდა, ან მაღაზიაში ძვირ-
ფას საკაბე ქსოვილს ყიდულობდა.

282
მკითხველთა ლიგა

- ერთში ის ხარ, ვინც ანტუან იგნას მელინგთან არის,


მეორეში შეიხ გალიფთან...
ეს იყო მუმთაზის დაუმთავრებელი სიმღერა:
- ისე გაერთე, იმდენი გასართობი გქონდეს, რამდენიც
შენს გულს ესიამოვნება.
- შენ ამბობ, რომ აწ გარდაცვლილ ქალებს გაგონებ? და-
მაფიქრებელია, ღმერთმანი...
უშქუდარის სანახაობებს ბოლო არ უჩანდა, ის ნამდვილი
განძი იყო. ვალიდეს მეჩეთიდან ორ ნაბიჯში მდებარეობდა მე--
16 საუკუნის აზიზ მაჰმუდ ჰუდაი ეფენდის მეჩეთი. შემდეგ კიდევ
ერთი - ყარაჩა აჰმეთის რაიონში - ულამაზესი და საინტერესო
მეჩეთი, რომლის არქიტექტურული ტრადიციები ორჰამ ღაზის
დროიდან მოდიოდა, რომელიც ოსმანთა იმპერიას მე-14 საუკუ-
ნის შუა პერიოდში მართავდა და თანამედროვე იყო ბურსელი
ჯეიქლი ბაბასი, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი „ჰორასანელი
წმინდანი,“ და იქნებ მისი ერთ-ერთი მეომართაგანი - იყვნენ აგ-
რეთვე სულთან თეფეში, სადაც განისვენებდა ჩელვეთი ბაქი
ეფენდი თავისივე სახელობის მეჩეთში.
ნურანი ძალიან დაინტერესდა დერვიშების ცხოვრების წე-
სებით, მაგრამ რადგან არც მას და არც მუმთაზს არ ჰქონდათ
მისტიკური აზროვნება, ისინი ამაზე დიდხანს არ დაფიქრებუ-
ლან. ერთ დღეს ნურანმა თქვა პატარა გოგონას ტონით, რომ-
ლითაც ჩვეულებრივ ლაპარაკობდა, როცა რაღაც განსაკუთრე-
ბული უნდა ეთქვა:
- წარსულში რომ მეცხოვრა, აუცილებლად ჩელვეთი ვიქ-
ნებოდი.
მაგრამ მართლაც სჯეროდათ, ნეტავ, ამის?
- ეს აღმოსავლეთია და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. ლე-
თარგიული ძილით ჩაძინებულ მსოფლიოს არ სურს შეცვლა,

283
მკითხველთა ლიგა

ურჩევნია ბალზამირებული იწვეს თავის ტრადიციებში; მაგრამ


აღმოსავლეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. თუმცა,
შეიძლება იმიტომ, რომ ეს საიდუმლო ცოტა არ იყოს ნაადრე-
ვად გაიხსნა, ამ აღმოჩენამ ზიანი მოიტანა...
- საიდუმლოში რას გულისხმობ?
- საიდუმლო იმ უნარისა, რომ დაინახო საკუთარი თავი და
საერთოდ ყველაფერი, რაც არსებობს, როგორც შემადგენელი
ნაწილები ერთადერთი მთლიანობისა. შეიძლება იმიტომ, რომ
აღმოსავლეთი უფრო გრძნობდა ყველა მომავალ აგონიას, მან
მიაგნო კიდეც პანაცეას. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ მსოფ-
ლიოს გადარჩენა სწორედ ასეთი აზროვნებით შეიძლება მხო-
ლოდ.
- შენ ფიქრობ, რომ აღმოსავლეთმა შეძლო ჩამოეყალი-
ბებინა გარკვეული ეთიკა ამ აღმოჩენის შედეგად?
- ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რადგან აღმოსავლეთმა ნუგეში
ჰპოვა თავად ამ აღმოჩენაში, ის გარკვეულად ამით შემოიფარ-
გლა და მოქმედების შესაძლებლობები და პერსპექტივები შეზ-
ღუდა, აღარ გაუფართოებია, ვინ იცის, ასე ჯობდა თუ ასე უარე-
სი იყო. ამ ნახევრად პოეტურ სიზმარში ჩაძირული აღმოსავლე-
თი რეალობის პერიფერიაზე ცხოვრობდა. აღარაა საჭირო
იმის თქმა, რომ მე ასეთი მსოფლმხედველობა არ მხიბლავს.
მე ის ძალიან შენელებულად და დამღლელად მიმაჩნია, რო-
გორც აქლემების ქარავნით მოგზაურობა.
მუმთაზის გონებაში გაცოცხლდა სურათი აქლემების ქა-
რავნისა, რომელიც მას ერთხელ სიყმაწვილეში ენახა, ანტა-
ლიაში სასტუმროს წინ, და მას შეეშინდა, რომ მაშინ აგონიაში
მყოფი ყველაფერი, რაც თურქული იყო, ისევ იმ მდგომა-
რეობას დაუბრუნდებოდა.

284
მკითხველთა ლიგა

- რა განსაკუთრებული სანახავია ქარავნის გამოსახულება


ჰორიზონტზე, მზის სხივებში...
- ღმერთო, რა უცნაური ხალხი ვართ, - წარმოთქვა ნურან-
მა. უეცრად გამოცოცხლდა და მუმთაზს ჰკითხა, - რატომ, რა-
ტომაა ასე, სულ წარსულს რომ მივტირით?
- ჩვენ იმ წარსულს ვეკუთვნით, მოგვწონს ეს თუ არა. ვაღ-
მერთებთ ჩვენს ტრადიციულ მუსიკას და კარგია თუ ცუდი, არ
ვიცი, მაგრამ წარსული ჩვენ გვესაუბრება. წარსული თავის სხვა-
დასხვა ეპოქას გვიშლის და იქაურ სამოსს გვაცმევს. ჩვენ აქ,
წარსულში გვაქვს ჩვენი საგანძური შენახული, აქაა ჩვენი მაქა-
მები, რომლებიც გვიყვარს - ფერაჰფეზა ან სულთანიეღა, ლე-
ბიბ ეფენდიც ჩვენი ხელოვნების წყაროა.
მუმთაზის შეფასებით ყველაფერი, რაც სტამბოლთან იყო
დაკავშირებული, დაწყებული მისი პეიზაჟით, მთლიანად თურ-
ქული კულტურის ჩათვლით, მისი დაცემაც და მისი დიდებაც,
ჩადებული იყო თურქულ მუსიკაში. დასავლეთი ჩვენ შორის და-
მუნჯებული მიმოდიოდა, როგორც სრულიად უცხო, იმის გამო,
რომ უნარი არ გააჩნდა, ბოლომდე გაეგო ჩვენი მუსიკა. ბევრ
მშვენიერ ხედს, რომელიც იშლება ჩვენ თვალწინ, ახლავს ეს
თანდაყოლილი მელოდიები.
- რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ როცა საქმე
სახვით ხელოვნებას ეხება, იმას, რაც განსაკუთრებით ფა-
სეულია, ის სწორედ მუსიკის მიერ არის ხაზგასმული, მისი სა-
შუალებით ვლინდება. უცნაურია? მაგრამ ბოლოს და ბოლოს,
ადამიანის ცხოვრება არაფერს მოიცავს თავის თავში, თუ არა
ბგერას. ჩვენ ვარსებობთ ისე, რომ თითქოს უბრალოდ ჩავუვ-
ლით გვერდით მატერიალურ საგნებს, ან ოდნავ შევეხებით
მათ, მაგრამ ესეც პოეზიასა და მუსიკის გავლით ხდება, რო-
გორც ყველაფერი...

285
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი ისე იყო წარსულით შეპყრობილი, რომ ნურანს


ეჩვენებოდა, მას მხოლოდ კატაკომბებში განმარტოება უნდო-
და, სხვა არაფერიო. სამყარო სთავაზობდა უამრავ სიამოვნებას
და სხვა ფიქრებს. ნურანს მოსწონდა უშქუდარი, მაგრამ ეს იყო
მივიწყებული ადგილი და იქაური მოსახლეობა გაღარიბებული
იყო. ამ საცოდავ ქალაქში მუმთაზი დაბრმავებულივით ვერა-
ფერს ამჩნევდა, დადიოდა და ნეტარებით გაიძახოდა მეჩეთე-
ბის სახელებს. კი მაგრამ, საზოგადოება? სად იყო სიცოცხლის
უვერტიურა? აქ საჭირო იყო მოქმედება, დახმარება, სამუშაო
ადგილები, სხვა რამე ისეთის გაკეთება, რაც ღიმილს მოჰგვრი-
და ამ დატანჯულ სახეებს. ნუთუ, ბავშვობაში განცდილმა მძიმე
ეპიზოდებმა, რომელთა შესახებ თვითონ უამბო, მუმთაზს ბევ-
რად უფრო ღრმა კვალი დაუტოვა, ვიდრე ნურანი ვარაუდობ-
და? ნუთუ, მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც სიკვდილი გა-
ნაგებს?
მუმთაზმა ნურანს მკლავზე ხელი მოჰკიდა და განსაბანი
წყაროდან გამოიყვანა.
- მე ვიცი, - თქვა მან, - საჭიროა ახალი სიცოცხლე, იქნებ,
ეს ადრეც გითხარი. იმისთვის, რომ ნახტომი გააკეთო წინ, ან
მიაღწიო ახალ ჰორიზონტებს, ძალიან მყარ ნიადაგზე უნდა იდ-
გე. აუცილებელია, გქონდეს საკუთარი თვითმყოფადობის,
იდენტობის გრძნობა... ყველა ერი ამ გრძნობას თავისი ისტო-
რიის ოქროს ეპოქიდან მოიპოვებს.
მაგრამ მუმთაზი ფიქრობდა, რომ თვითონაც ზოგჯერ
გაორების გრძნობა ეუფლებოდა, თუმცა, არა წარსულის გაღ-
მერთების გამო, არამედ იმის გამო, რომ ვერაფრით გაითავი-
სუფლა თავი სიკვდილის სიახლოვის შეგრძნებისგან, რაც ძა-
ლიან აწუხებდა და აღიზიანებდა.

286
მკითხველთა ლიგა

მათი გიჟური ვნება, ერთმანეთით გატაცება გარკვეულწი-


ლად სწორედ ამ განცდის რეალიზების შედეგად წარმოიშვა. ის
ფაქტი, რომ მუმთაზმა მხოლოდ თვითონ, და სხვამ არავინ,
იცოდა ამ ფაქტის შესახებ, ძალიან აწუხებდა. ძალიან ხშირად
მუმთაზი იტანჯებოდა იმაზე ფიქრით, რომ ეს ამაფორიაქებელი
მოლოდინი სიკვდილისა სხვებს აშორებდა. განა, ეს აბსოლუ-
ტური ცნება არ იყო, საათის მექანიზმივით მის ოცნებებს ჯერ
კიდევ ბავშვობიდან რომ მართავდა? ნურანი რომ უყვარდა, მას
ხომ უპირველესად, ქალის სიცოცხლის წყურვილი და გამბე-
დაობა, მისი მშვენიერება სიცოცხლის გამარჯვებად მიაჩნდა.
როცა ნურანს მკლავებს შემოხვევდა, განა ქალის თავს უკან და-
მალულ სიკვდილის ლანდს არ ეუბნებოდა: „მე მალე დაგამარ-
ცხებ, უკვე. თითქმის დაგამარცხე, აგერ, ხედავ ჩემს იარაღსა და
ჩემს ფარს?“
მუმთაზს აწუხებდა ის აზრი, რომ ნურანი თავისი გამ-
ჭრიახობით შეიძლებოდა ამ აზრებს მიმხვდარიყო.
- ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ორი რამ. ერთი
მხრივ, არსებობს სოციალური პროგრესის საჭიროება. ამის
მიღწევა შესაძლებელია სოციალური რეალობის გაანალიზების
შედეგად და დაუღალავი მუშაობით მისი გაუმჯობესებისთვის.
ბუნებრივია, სტამბოლი ვერ დარჩება უბრალოდ ქალაქად, სა-
დაც აქვთ კარგი მწვანე სალათის ფოთლები. სტამბოლიც და
ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ქალაქიც მოითხოვს რეფორმების
პროგრამას. მაგრამ ჩვენი კავშირი წარსულთან ასევე არის ამ
რეალობის ნაწილი, რადგან ეს კავშირი წარმოადგენს ერთ--
ერთ ყველაზე მკაფიო ფორმას ჩვენი ცხოვრებისა და აღწევს
როგორც ჩვენს აწმყოში, ისე მომავალში. მეორე მხრივ, არსე-
ბობს რეალობა ჩვენი სიამოვნებისა. ან მოკლედ რომ ვთქვათ,
სწორედ ის, რაშიც ვცხოვრობთ. მე არ ვარ დაცემის ხანის ეს-

287
მკითხველთა ლიგა

თეტი. მე უფრო ვეძებ იმას, რაც ჯერ კიდევ ცოცხალია ამ დაცე-


მის ეპოქაში და რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. მე ამას
ვიყენებ.
ნურანმა სიცილით გამოხატა, რომ არ ეთანხმებოდა:
- მე ეგ ვიცი, მუმთაზ. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ადამიანი
არის ცხოვრების გარეთ დარჩენის რისკთან ახლოს, რადგან
ცხოვრობს და არსებობს ერთადერთი იდეით. ამ შემთხვევაში
მე სრულიად სხვა აზრები მომდის თავში.
- კონკრეტულად?
- არ გამიბრზადები?
- რატომ? სულაც არა, პირიქით.
- წარმომიდგენია, თითქოს უძველესი დროის მიცვალებუ-
ლის სხეული, რომელიც დაკრძალეს თავის საყვარელ ნივთებ-
თან ერთად, მათ შორისაა სამკაულები, ოქროს ნაკეთობები და
საყვარელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გამოსახულებე-
ბი. და აი, ის გაცოცხლდა და იწყება მისი მოდელირებული სი-
ცოცხლე. ვარსკვლავები ციმციმებენ, მუსიკალური ინსტრუმენ-
ტების ხმა ისმის, გარშემო ყველაფერი ფერადია, წლის
დროები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ
სიკვდილის მეორე მხარეს ხდება. ყველაფერი ხდება
თეორიულად, მხოლოდ კონცეპტუალურად და ასეთი სიცოც-
ხლე არის სიზმარი, რომელიც სხვისია, სხვას ეკუთვნის... უპირ-
ველეს ყოვლისა, იზიდას, ნაყოფიერების ქალღმერთის მსგავ-
სად, რომელსაც ეპყრა მზის ოქროს დისკო, შენი სახე, გამოკ-
ვეთილი კედელზე, ცოცხლდება ძალიან ნელა, იცილებს უძვე-
ლესი ხელოვნების დაწესებულ შეზღუდვებს და შენ იხრები ჩემს
მკვდარ სხეულზე... მაგრამ გულწრფელად რომ გითხრა, ნამ-
დვილი ხელოვნება სწორედ ასე იქმნება. მიცვალებულები მა-
რად ცოცხლობენ ჩვენს გონებაში, ახლაც ასეა. იმისთვის, რომ

288
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ სხვის ფიქრებში ან


აიძულონ დრო, მიიღოს მათი არსებობის ეს მხარე. ავიღოთ,
მაგალითად, „კუზიანი იმამი“... წარმოიდგინე, რა კომიკური სა-
ხელია. მაგრამ ჩვენ რას ვფიქრობთ, როცა დღეს თაბი მუსტაფა
ეფენდის აქსაქ შემაის ვუსმენთ? ჩვენთვის იგი ნამდვილი უზე-
ნაესი მცველია სიკვდილისაც და სიცოცხლისაც. ერთი წუთით
წარმოიდგინე, თუ შეგიძლია, მისი არსებობა. უბედო სული,
მცხოვრები უშქუდარის ერთ-ერთ მეჩეთში შეგროვებული დახ-
მარებით, ერთი ბეწო ხის ქოხში, ჩახუთულ სივრცეში, რომელიც
ძლივს გამოჩნდება დიდი ფაშების საცხოვრებლებს შორის.
ცხოვრების მსხვერპლი, რომელიც ზღურბლთან ფეხსაცმლის
გახდის შემდეგ, კუთხეში მუხლებზე დადგება დიდი ვეზირების
შეკრებაზე, ფაზილ აჰმედ ფაშადან დაწყებული ბალთაჩი მეჰ-
მეთ ფაშათი დამთავრებული. იქნებ, უფრო დაბალ წრეებში
უკეთ ეარსება, შეწირულობების ხარჯზე ეცხოვრა. როცა იგი თა-
ვის სიმღერებს იმღერებდა, საოცრად გარდაიქმნებოდა, თით-
ქოს ხელახლა დაიბადაო. აი, იგი მიუყვება ჩამლიქას, სადაც
გაუვლია სულთან მეჰმეთ მეოთხეს მოოქრული ეტლით, ან ვინ-
მე თანამემამულე დაუძახებს, მოდი, იმღერე შენი სიმღერა მევ-
ლუდის დაბადების შესახებ, შემოგვიერთდი და მოციქულის სიმ-
ღერა ვიმღეროთ - ეს მისცემს მას საშუალებას, კიდევ ერთი--
ორი კაპიკი იშოვოს... სამაგიეროდ, ყველაფერი ისე გარდაიქ-
მნება, მას ექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, მოიპოვოს
აღტაცება და აღიარება... და იქნებ, ჩვენც ვისწავლოთ ერთმა-
ნეთის შეფასება ძალიან უბრალო მიზეზებით, რომლებიც სწო-
რედ ასეთებად გვაქცევს როგორებიც ვართ.
- სიყვარული განა ყველგან და ყოველთვის ერთნაირი არ
არის?

289
მკითხველთა ლიგა

- დიახ და არა, ერთდროულად. ყველგან ერთი და იგივე


არ არის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. ძუძუმწოვრებსა და
მწერებს შორის ხომ არის განსხვავება. განსხვავებაა რეპრო-
დუქციულ უნარებს შორისაც. განსხვავებაა ადამიანთა ტომებში,
კლანებში, საზოგადოებებში და ცივილიზაციებში მიღებული
წეს-ჩვეულებების და მიდრეკილებების მხრივაც, - მუმთაზმა
ჩაიცინა, - მაგალითად, შენ რომ მწერი იყო, ვთქვათ ჩოქელა,
პირველივე დღეს, როცა ემირგანში მოხვდებოდი, შემახრამუ-
ნებდი.
- და უეჭველად მოუნელებლობისგან მოვკვდებოდი.
- გმადლობ, ძვირფასო...
მუმთაზი არ მალავდა, რომ მოსწონდა ნურანის ამაღლე-
ბული განწყობა. ისინი იდგნენ და საუბრობდნენ წარსულში ცნო-
ბილი, ყოფილი მემამულის საკუთრებაზე, რომლის დიდებასა
და იქ ხშირად გამართულ წვეულებებზე დაწვრილებით წერდა
შეზაი ბეი თავის მემუარებში. შორს სტამბოლის მთელი ხედი
მოჩანდა მელანქოლიის მომგვრელად, თითქოს თხელი, გამ-
ჭვირვალე ფარდის იქით, და მომხიბვლელ დეკორაციას ქმნი-
და ნურანის სახისთვის.
- მაღალი კლასის წარმომადგენლებისთვის კულტურის,
ინტუიციის, გემოვნების და ასოციაციების ქსელი წარმოადგენს
საშუალებას ექსტაზის სწრაფწარმავალი მომენტის, ამ ფი-
ზიოლოგიური აქტის, გადაქცევისთვის ღვთაებრივ სიამოვნე-
ბად. და პირიქით, ცხოვრების მძიმე პირობები ან უცოდინრობა
უბრალო კოცნის სიამოვნების ამარა ტოვებს ადამიანს და ხში-
რად ამის გარეშეც.
შემდეგ მან განაგრძო:
- ყველაფერი, რაც მოდური „ბუტიკებიდან“ ან თანამედრო-
ვე მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს, ან სექსუალური ეთი-

290
მკითხველთა ლიგა

კეტიდან თუ ელემენტარული სირცხვილის გრძნობიდან, ცოდ-


ვის შიშიდან, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების
გავლენიდან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ამ სიახლოვის აქ-
ტისა.
- დასკვნა? რა არის საბოლოო შედეგი?
- ვინ იცის... შეიძლება უბრალოდ ასეა და მორჩა... იმი-
ტომ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არის ყველა სხვა დანარჩე-
ნი ფაქტორის ფაქსიმილე. მდედრ კენგურუს თავისი პატარა
ჩანთაში ჰყავს, ანატოლიელი ქალები ბავშვს გაახვევენ და ზურ-
გზე მიიბამენ, როცა ყანაში მუშაობენ, შენ კი ფატმა გონებაში
გყავს.
- ჰო, შეიძლება მე მთლიანად ჩემს შვილზე ფიქრით ვარ
შეპყრობილი, შენ კი შვიდი საუკუნის წინანდელი გვამებით ხარ
დაინტერესებული.
მუმთაზი არ ელოდა ასეთ მკვახე პასუხს და გაოცდა. მას
ეგონა, რომ იხუმრა და ნურანი გაიცინებდა.
- გეწყინა?
- არა, მაგრამ ფატმას ხსენება აუცილებელი იყო?
- უბრალოდ გამახსენდა, რომ მაინცდამაინც არ მოვწონ-
ვარ.
- ჰოდა, შენც ეცადე, რომ თავი მოაწონო.
ნურანის ხმა მკაცრად ჟღერდა.
მუმთაზმა სასოწაკვეთილებით გაიქნია თავი:
- გგონია, რომ ეს შესაძლებელია?
ნურანმა არ უპასუხა. თვითონაც იცოდა, რომ ეს ძალიან
ძნელი იქნებოდა.
- რაც შეეხება მიცვალებულებს, - განაგრძო მუმთაზმა, -
მართლა ისე მეჩვენება, თითქოს მათი სულები შენში ცოც-
ხლდება. იცი, რა არის დამთრგუნველი? ჩვენ მათი ერთადერ-

291
მკითხველთა ლიგა

თი მცველები ვართ. თუ ჩვენ არ მივცემთ მათ არსებობის სულ


უმცირეს საშუალებასაც კი, ისინი დაკარგავენ თავის ერთადერთ
უფლებას იცოცხლონ. საბრალო წინაპრები, მუსიკის დიდოსტა-
ტები, პოეტები, ყველა სხვა, ვისმა სახელმა და გავლენამ დღემ-
დე მოაღწია, მოუთმენლად ელიან, რომ გაამდიდრებენ ჩვენს
ცხოვრებას... და ამიტომ მოგვმართავენ ჩვენ ყველაზე
მოულოდნელ გარემოებებში.
ისინი ქიშიქლის ტრამვაით ხრიგინ-ხრიგინით მიემგზავრე-
ბოდნენ. ნურანს უკვე დაავიწყდა მათი წაკამათება. მხოლოდ
ორ რამეზე ფიქრობდა: პირველი - ესე იგი, ჩოქელა, ანუ მდედ-
რი, რომელიც შთანთქავს თავის მეწყვილეს, და შემდეგ - ფატ-
მა? მაინტერესებს, აი, ასე აღმიქვამს?
მუმთაზი თვითონაც გაკვირვებული იყო, რატომ მოუვიდა
თავში ერთმანეთის მიყოლებით ეს ორი შედარება. ღმერთო,
ნეტავ, რამ გამახსენა ეს მწერი? იქნებ, ვეჭვობ, რომ ეს ის ქა-
ლია, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს?
იქნებ, იგი მე ზედმეტად სენტიმენტალურად ან ყოვლისმცოდ-
ნედ მთვლის; მისი გამართლება შეიძლება; მართლაც იმდენ
თემას შევეხე... მაგრამ რა ვქნა? რადგან ის ჩემთვის ყველა-
ფერს ნიშნავს, მე მზად ვარ მთლიანად დავემორჩილო! გაჩე-
რებაზე ახალგაზრდა წყვილი, დაახლოებით თვრამეტი-ოცი
წლისა, გაცხარებული კამათობდა. ქალის სახე სასოწარკვეთი-
ლების გამოხატულება იყო, კაცი, როგორც მისი საქციელიდან
ჩანდა, დაჟინებით მოითხოვდა რაღაცას და მუქარაც კი შეიმ-
ჩნეოდა. ნურანი და მუმთაზი მათი დანახვის შემდეგ დადუმდნენ.
შეყვარებულები ქუჩაში... იქნებ, მთელი მისი ფიქრების ქარავა-
ნი, განათლება, მუსიკის და პოეზიის ცოდნა სხვა არაფერი იყო,
თუ არა იმ ახალგაზრდების საქციელი? მუმთაზმა პირველად

292
მკითხველთა ლიგა

იგრძნო აღელვება იმის გამო, რომ ნურანთან დღეებს უაზროდ


ფლანგავდა...
ნურანს კი თანდათან სულ უფრო ღლიდა მუმთაზის ცხოვ-
რების წესი, მისი ფიქრები. მუდმივი მოუსვენრობა, რომელზეც
ის მიჯაჭვული იყო როგორც თავის ორბიტაზე და რომელიც
მატლივით ღრღნიდა მას შიგნიდან. ეს იყო გზა ნგრევისკენ, ფი-
ზიკური თუ სულიერი დაღუპვისკენ; თან ეს პროცესი თანდათან
უფრო ძლიერდებოდა და სწრაფად მიმდინარეობდა.
თუნდაც ასე არ მომხდარიყო, მუმთაზი მთლიანად გაურ-
კვევლობით იყო შეპყრობილი. მღელვარება იმის გამო, რომ
შეიძლებოდა ნურანი დაეკარგა, სამუდამოდ დასახლდა მასში -
რამე ფაქტობრივი მიზეზის გარეშე, სრულიად არაფრის გამო,
უბრალოდ თავისი ბედისწერის და საოცარი თვითიზოლირების
შედეგად, რომელიც მისთვის ბავშვობიდან იყო ნაცნობი და
რომელიც ახლა ისევ ამოტივტივდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მათი ეს ერთად გატარებული
ზაფხული დარჩებოდა როგორც მათი მოკვდავი, დროებითი
არსებობის სამოთხე. ამ გასეირნებიდან მეორე დღეს ნურანმა
უთხრა, რომ სურდა დარჩენილიყო ემირგანში მასთან ერთად,
საღამომდე. მას ბაღის განაშენიანების პროექტის შედგენა უნ-
დოდა.
დივანზე ნახევრად წამოწოლილი, იგი ხაზავდა ერთი და
იმავე პროექტის სხვადასხვა ვარიანტს, ქაღალდის დიდ ფურ-
ცელზე, რომელიც გაშლილი ჰქონდა მუხლებზე დადებულ მოზ-
რდილ წიგნზე. მისი არაპროფესიული, შეიძლება ითქვას, ბავ-
შვური ხელით გავლებული ხაზები თითოეულ დეტალს მიუთი-
თებდა. იგი წერდა ყვავილების და სასურველი ფერების ჩამო-
ნათვალს ქაღალდის კიდეებზე. „ფერები არ უნდა აირიოს ერ-
თმანეთში!“ - ეწერა ერთგან. მაგალითად, ყვავილების ერთი

293
მკითხველთა ლიგა

ჯგუფი უნდა ყოფილიყო ან წითელი, ან ლურჯი. ამგვარად,


წლის თითოეული დრო უნდა ყოფილიყო ერთი ფერის ყვავი-
ლების ზოლით გამოხატული. ეს იდეა მაშინ მოუვიდა თავში,
როცა არტიშოკის მოწითალო-მოყავისფრო მინდორში შიგადა-
შიგ ამოსული ყაყაჩოები დაინახა. მაგრამ ვარდები უნდა ყოფი-
ლიყო დიდი, გამორჩეული, ხასხასა, როგორც ჩირაღდნები ან
ნათურები.
ნურანს განსაკუთრებით უყვარდა ვარდები და გამორ-
ჩეულად კი ხავერდისმაგვარი ვარდი, ცნობილი „ჰოლანდიური
ვარსკვლავის“ სახელით. ეს ვარდები მთელ სასულთნოს წარ-
მოადგენდა. დაე, ჩემი ტანისამოსი მოდიდან გასული იყოს,
ოღონდაც არაჩვეულებრივი ვარდები ყვაოდეს ჩემს ბაღში. შემ-
დეგ მოდიოდა ქრიზანთემები. ტიტები ცოტა მკაცრად ეჩვენებო-
და. იები უყვარდა. ერთხელ მუმთაზმა თქვა, რომ ერთ დროს
ქეჯეჩიზადეში, ფუათ ფაშას ბოსფორის ნაპირას მდებარე ბიუიქ-
დერეს მამულში, იყო იების დიდი ბაღი და ნურანი შეიპყრო ასე-
თი ბაღის ქონის სურვილმა. ყვავილების გარდა, მას სურდა
ჰქონოდა ხეხილის ბაღიც, სადაც იქნებოდა ნუში, ვაშლი, ატამი
და ქლიავი. მართალია, ხეხილი ცოტა ხანს ყვავილობდა, მაგ-
რამ მოგონება ამ ყვავილობის შესახებ დიდხანს რჩებოდა. ყვა-
ვილებისა და ხეებისადმი დიდი სიყვარულის გარდა, იგი ოცნე-
ბობდა, ჰყოლოდა წიწილები. როგორ უნდა მოეგვარებინა ეს
ყველაფერი ერთად? ბოლოს, შეთანხმდნენ, რომ ბაღის ერთ
კუთხეში გააკეთებდნენ მოზრდილ საქათმეს, გარშემო მავთუ-
ლით შემოღობილს.
მას შემდეგ, რაც მუმთაზი გაიცნო, ნურანი ოცნებობდა,
რომ მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ემირგანში გაეტა-
რებინა. როდესაც მუმთაზმა ამის შესახებ შეიტყო, დაიწყო
ზრუნვა, რომ სახლი როგორმე შეესყიდა. მაგრამ ვერაფრით

294
მკითხველთა ლიგა

მოახერხა მეპატრონე ქალბატონთან შეხვედრა. ტკივილი, რო-


მელსაც იგი ზედიზედ ოთხი შვილის დაკარგვის გამო ატარებ-
და, არ აძლევდა საშუალებას ამ მიდამოებში ჩამოსულიყო,
არამცთუ ამ სახლში ფეხი შეედგა, სადაც პირველად როგორც
პატარძალმა შეაბიჯა და სადაც მშვენივრად გაატარა თავისი სი-
ცოცხლე ისე, რომ არაფერი სმენოდა მუმთაზისა და ნურანის
შესახებ; იგი გარშემოხვეული იყო მოსამსახურე ქალებითა და
მოახლეებით, მუსიკის ჰანგებითა და სასიამოვნო საუბრებით.
ახლა კი სხვაგან ცხოვრობდა. მუმთაზი ქირას ყავახანის პატ-
რონს უტოვებდა ხოლმე, იქ შეივლიდა ქალბატონის ძველი მო-
სამსახურე და ამ ფულს გაუგზავნიდა ქალბატონს, სადღაც კუნ-
ძულზე მდებარე თავის სახლში.
საღამო ბიუიქდერეში გაატარეს, რესტორანში ივახშმეს.
თვის მეცამეტე რიცხვი იყო და სავსე მთვარის შუქზე შეეძლოთ
გაესეირნათ. როგორც კი მთვარე გამოჩნდა, მოვიდა მეჰმეთი.
მუმთაზმა შეამჩნია, რომ ახალგაზრდა კაცი ფერმკრთალი და
შეშფოთებული იყო, თან გაღიზიანებაც ეტყობოდა. მუმთაზმა
ადრე ყური მოკრა, რომ მეჰმეთი შეყვარებული იყო და ის ქალი
ბიუიქდერეში ცხოვრობდა. შესაძლო იყო, მისი სატრფო მო-
ლიერის კომედიების მსგავს ამბებში იყო გახლართული. ბოიაჩ-
ქოის ყავახანას მოსამსახურე ბიჭისა და ანაჰითის ამბავსაც თუ
გავიხსენებდით, შესაძლოა ეს სასიყვარულო ხაზი ორმაგი კი
არა, სამმაგიც ყოფილიყო. რაც უნდა გაეკეთებინა მას, ან რა
ამაღლებული თუ შეუძლებელი საქციელი ჩაედინა, მუმთაზმა
იცოდა, რომ ის მოვლენილი იყო იმისთვის, რომ ეცხოვრა ჰუ-
მანურობის კანონებით. მაგრამ ასევე არსებობდა მეჰმეთიც, კა-
ცი, რომელსაც შეეძლო სიყვარული და უყვარდა კიდეც, თაბი
მუსტაფა ეფენდის ან დედე ეფენდის მაგალითების გარეშეც,

295
მკითხველთა ლიგა

ბოდლერის ან იაჰია ქემალის შიშის მომგვრელი შემოქმედების


გარეშეც.
განსხვავება მათ შორის, აშიყსა და მაშუყს შორის, შეყვა-
რებულსა და სატრფოს შორის, ის იყო, რომ მუმთაზი აღიქვამ-
და თავის საყვარელ ქალს აბტრაქტული მატრიცების გააზრე-
ბის გზით. ერთი ნურანი უსაქმოდ დაეხეტებოდა ბოსფორის
ზღვის ნაპირას, ქანლიქაში, შორტებით ან საბანაო კოსტიუმით;
სხვა ნურანი კაიაკით სეირნობდა ზღვაში, ებრძოდა ზღვის ტალ-
ღებს, იალქნებს აყენებდა, ან მზის გულზე ეძინა და წამწამები
მარაოსავით ჰქონდა თვალებზე ჩამოშვებული; იყვნენ სხვა ნუ-
რანებიც - ზღვაში ზურგზე დაწოლილი და, მოტივტივე, ნიჩბიან
ნავში მჯდარი, მოლაპარაკე, მოცინარი, მზემოკიდებული, ხის
ფოთლებიდან მუხლუხოების მომცილებელი... ყველა ეს სახე
ერთიანდებოდა ერთ მთელად, რომელიც შედგებოდა მრავა-
ლი ფიგურისგან და მუმთაზს აღუძრავდა ფიქრებს საუკუნეების
განმავლობაში დაგროვილი სიყვარულის გრძნობის შესახებ.
ნურანის ამ ფიგურათაგან ზოგი, მაგალითად - სხვადასხვა
პოზის დაჭერა, მანერები, სახის გამომეტყველება - ნებისმიერ
მომენტში შეიძლებოდა შეცვლილიყო. მაგრამ სხვები ეკუთვნო-
და თანდათანობით, ერთმანეთის მიყოლებით გამოვლენილ,
სხვადასხვანაირ, მაგრამ მხოლოდ ნურანის შინაგან მე-ს, და ახ-
ლანდელ, ამწუთას არსებულ ნურანს, თუმცა, ამას მაინც ემატე-
ბოდა წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობითი თვისებები.
მუმთაზს ნურანი ცხადად რომ ენახა იმ ფოტოზე არსებულ ტა-
ნისამოსში გამოწყობილი, რომელიც იჯლალმა აჩვენა, იგი მა-
ინც შეადარებდა მას ახლანდელ ნურანს, ფეხებმოკეცილი რომ
იჯდა და გრამოფონს უსმენდა, საიდანაც მისი საყვარელი აღ-
მოსავლური მელოდიები იფრქვეოდა. ეს მელოდიები მო-

296
მკითხველთა ლიგა

დიოდა გაცილებით უფრო შორეული აღმოსავლური სამყარო-


დან, ვიდრე იყო ქალაქი სტამბოლი.
ნებისმიერ დროს, ძალიან ჩვეულებრივად, თავისი ქცევით,
მანერებით, ჩაცმულობით, სახის გამომეტყველების ცვალება-
დობით, რაც მას ახასიათებდა სიყვარულით ტკბობის დროსაც,
მუმთაზის საყვარელ ქალი თითქოს რამდენიმე ფარული, იდუ-
მალი პიროვნებისგან შედგებოდა, რომლებმაც მანამდე
გაიარეს დროის უკვდავი სარკის წინ; ნურანის შემადგენელი
ყველანაირი პიროვნება, მუმთაზში იწვევდა გაძლიერებულ და
თითქმის აგონიამდე მისულ სიამოვნებას, გამოწვეულს მისი და-
უფლებით. ერთ-ერთი ასეთი შემადგენელი პიროვნება იყო რე-
ნუარის ნახატი, ქალი, რომელიც კითხულობს. ზევიდან მომდი-
ნარე სინათლის ფონზე მისი თმა ოქროსფრად ანათებს, ქე-
რათმიანი ოცნება, მისი სახე კი მუქ მწვანე ფონზე ჰგავს ვარდის
კოკორს და მისი ჩაცმულობა - მოყავისფრო-მოშავო კაბა, ყელ-
ზე ვარდისფერი მაქმანით გაწყობილი, სიმშვიდის განსახიერე-
ბა, მუმთაზისთვის ყველაზე სანდო ესთეტური სარკის როლს ას-
რულებდა, როცა მის საყვარელ ქალში ამ ნახატთან ბევრ
მსგავსებას პოულობდა მის სიმშვიდეში, დაბლა დახრილი ქუ-
თუთოების ჩრდილში, ოდნავ გამოწეულ პატარა ნიკაპში და სა-
სიამოვნო, ტკბილ ღიმილში. მუმთაზის წარმოსახვა, რომელიც
მთლიანად დაკავებული იყო მხოლოდ ნურანის პიროვნებით,
კიდევ უფრო გრძნობდა ამ მსგავსებას, როცა შესცქეროდა მის
ტანს, მის ხორციელ ფორმებს, რომლებსაც ხედავდა ოთახში,
სადაც ფარდები დახურული იყო, სადაც სიყვარულის და სიახ-
ლოვის დროს, მისი თმა ბალიშზე იფინებოდა, როგორც ჩა-
მოღვენთილი თაფლი - ასეთ ქალებს უმღეროდნენ და ხატავ-
დნენ რენესანსის ეპოქის ვენეციელი მხატვრები.

297
მკითხველთა ლიგა

მაგრამ იმ ღამეს, მოოქრული ღამის ფონზე, რომელიც


კარგად ჩანდა ღია ფანჯრიდან, თავის ღრმა დეკოლტეიან ხა-
ლათში გამოწყობილი ქალი, შიშველი, მზემოკიდებული მკლა-
ვებით, შუაზე სასწრაფოდ გაყოფილი და გადავარცხნილი
თმით, ზღვის აბაზანიდან დაბრუნების შემდეგ, არ იყო ის ქალი,
რომელსაც იგი ინტიმური საათების განმავლობაში ხედავდა.
თუმცა, საღამოს შუქი თაფლის წვეთებივით ოდნავ ასხივებდა
ფანჯარაში და ეს ისეთი საღამო იყო, რომელსაც უმღეროდნენ
და ხატავდნენ 1890-ან წლებში და შემდგომ, და რომელიც რე-
ნუარმა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ზუსტად დაიჭირა.
დღეს, სერიოზული და გამალებული გონებრივი საქმიანობის
შედეგად, ნახევრად მოღუშული სახითა და თვალების სიმკაც-
რით, რომელიც მთელ მის სახეს შთანთქმით ემუქრებოდა, ნუ-
რანი უფრო მოაგონებდა ფლორენციელი მხატვრის გირლან-
დაიოს ნახატს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა, სადაც ქალის
მთელ გარეგნობაში იგრძნობდა ძველი მხატვრებისთვის დამა-
ხასიათებელი გამოსახვა ღვთისმშობლის ნახევრად მიწიერი
დიდებულებისა, რომელიც ეფინებოდა მთელ მის არსებას, იღ-
ვრებოდა მოედანზე და მიედინებოდა შორეულ პერსპექტივაში.
მარცხენა ხელი თეძოზე ჰქონდა შემოდებული, თავი კი კოხტად
ჰქონდა მოღერებული, რაც ხაზს უსვამდა მის მაღალ, წინ წა-
მოწეულ შუბლს, საფეთქლებს, პატარა ჩაღრმავებას ნიკაპზე და
ეს ნაკვთები თითქმის ეხებოდა მის მხარს.
ნურანის მსგავსება სხვადასხვა საუკუნის ქალებთან, რომე-
ლიც განაპირობა გარეგნობისა და განწყობის ხშირმა ცვლამ,
მუმთაზისთვის ტანჯვის და აღგზნების წყაროდ იქცა. ეს მისი სა-
ხეები ლამაზი მედალიონები იყო თუ ორმხრივი, მჭრელი, პა-
ტარა ბერძნული ნაჯახები, რომლებსაც მის გონებას რიგრიგო-
ბით ფიქრის გაელვება, სიამოვნების გრძნობა, მოულოდნელი

298
მკითხველთა ლიგა

შეგრძნება თუ უბრალო ჟესტი სთავაზობდა? მარტოობის


დროს, საათების განმავლობაში, ახსენდებოდა ნურანის ყველა
სახე. არასდროს დარჩენილა მარტო, რადგან სულ იხსენებდა
თითოეულ წინადადებას, წიგნის გვერდს ან გამოთქმულ აზრს.
ყველაზე მწველი სიამოვნება და ბუნებრივია, ყველაზე მწვავე
ტკივილი, მოდიოდა ნურანის იმ სახეებიდან, რომლებიც ცოც-
ხლდებოდნენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მუსიკის გაგონები-
სას. ეს ერთმანეთის მსგავსი და თან განსხვავებული სახეები
სრულიად მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ ხოლმე მელო-
დიის ხვეულებში, შემდეგ ქრებოდნენ და მერე ისევ კაშკაშებ-
დნენ და დამცინავად შეჰყურებდნენ მუმთაზს დროის იმ განზო-
მილებიდან, რომელიც სცდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებას
და შესაბამისად, მოგონებების ხასიათიც იცვლებოდა და გადა-
იქცეოდა ადრე არსებულის ექოდ. ამიტომ ისინი მუდამ ცოც-
ხლობდნენ და არ ცხრებოდნენ.
სასიცოცხლო რისკი სწრაფად გაიზარდა იმ ხიბლთან ერ-
თად, რაც ახლდა ნურანის ძებნას; იგი ეძებდა მისი საყვარელი
ქალის ნამდვილ სახეს აწმყოსა და წარსულში, აღმოაჩენდა რა-
ღაც კვალს ყველგან, თავისი ცხოვრების ეპიზოდებში და ხედავ-
და მას საუკუნეების წინათ არსებულ გადმოცემებში, ხელოვნე-
ბის ნიმუშებში, რწმენებში - ძირითადად, სხვადასხვა პიროვნე-
ბის სახით, მაგრამ ეს იყო მაინც ის, თვითონ ნურანი.
იგი აღიქვამდა ნურანს, როგორც ოქროს გასაღებს, რო-
მელიც ერგებოდა როგორც წარსულ დროს, ისე ამჟამინდელი
ახლო ურთიერთობების ზღაპარს და მუმთაზი ამ ურთიერთო-
ბებს განიხილავდა, როგორც პირველ პირობას ხელოვნებისა
და ფილოსოფიის ყველა ფორმისთვის.
ყავახანაში მომსახურე მეჰმეთს თავისი შეყვარებული, რო-
მელიც მუმთაზს არასდროს უნახავს, ფიქრებით არასდროს

299
მკითხველთა ლიგა

უძებნია რამდენიმე პიროვნებისგან შემდგარ წრეში, არც უკან


არასდროს დაუხევია თავის ურთიერთობებში, რომლებიც მა-
რად და ყველგან არსებობდა, უკვდავი იყო.
მეჰმეთს უყვარდა უბრალოდ, ისე, რომ არასდროს უფიქ-
რია საყვარელ ქალში რომელიმე ლიტერატურული გმირის ან
ნახატის პერსონაჟის კვალი ეპოვა. ის ექცეოდა მას სქესობრი-
ვად მომწიფებული, პრიმიტიული კაცის პირდაპირობით, რომე-
ლიც ყველანაირ სიამოვნებას და საერთოდ ყველაფერს, მხო-
ლოდ საკუთარი სხეულის გავლით აღიქვამდა. ის სიამოვნებე-
ბი, რომლებსაც მუმთაზი წარმოსახვებში ეძებდა და ყოველ-
თვის მხოლოდ წარსულზე ფიქრით და წარსულ პიროვნებებ-
თან შედარებების შედეგად იღებდა, მეჰმეთისთვის მხოლოდ
საკუთარ სხეულში არსებობდა.
ზუსტად ასევე, ბუაჩიქოის ყავახანის მოსამსახურე არ განი-
ხილავდა თავის ანაჰითს როგორც არსებას, რომლის მსგავსი
მხოლოდ ზეცაში მოიძებნებოდა. იგი არც თავის ბედს ეძებდა
მის თვალებში, არც აწ დავიწყებულ სარწმუნოების წესებსა და
რიტუალებს იხსენებდა, როდესაც მისი ხორციელებით ტკბებო-
და. მას არ ეშინოდა, რომ ქალი როდესმე მიატოვებდა და რო-
დესაც ქალი მასთან არ იყო, იწვა და ასვენებდა თავის დაღ-
ლილ სხეულს სანაპიროს მტვრიან ქვებზე, ან ყავახანის წინ
დაყრილ სათევზაო ბადეებზე, თან ახლომახლო მდებარე სახ-
ლების მოსამსახურე გოგოებს ელაზღანდარებოდა. მოგვიანე-
ბით კი, როდესაც თავისი სხეულით შეიგრძნობდა, რომ მას
სურდა ანაჰითი, ერთს კარგად გაიზმორებდა, მოიშორებდა
დაღლილობას და უხმობდა თავის შეყვარებულს, დაუტოვებდა
რა დათქმული ქვის ქვეშ ამოდებულ თავისი ერთოთახიანი საც-
ხოვრებლის გასაღებს, მერე შევიდოდა ოთახში და მის მოს-

300
მკითხველთა ლიგა

ვლამდე ერთი კარგად გამოიძინებდა, ყოველგვარი ფიქრების


გარეშე.
იმ საღამოს მეჰმეთი აშკარად უგუნებოდ იყო. მუმთაზი წიგ-
ნის კითხვასავით მიეჩვია ამ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე
კაცის სახის გამომეტყველების წაკითხვას, რომელიც მას აგერ
უკვე სამი წელი იყო, რაც ემსახურებოდა. როგორც ჩანდა, ნაჩ-
ხუბარი იყო თავის შეყვარებულთან ან შეიძლება რესტორნის
ბაღში ან სადმე სხვაგან, თვალი მოჰკრა მას სხვა კაცთან ერ-
თად და ეს გახდა მოწყენის მიზეზი. ასე იყო თუ ისე, ცხადი იყო,
რომ მეჰმეთი ტკივილს და ტანჯვას მუმთაზისგან ძალიან გან-
სხვავებულად იტანდა.
მეჰმეთი გაბედული და უშიშარი ადამიანის განსახიერება
იყო. ის თვითონ პოულობდა გამოსავალს რთული მდგომა-
რეობიდან; მებრძოლი მამალივით მუდამ მკერდგამოზნექილი
დადიოდა. ეს მანერა ქალებს, როგორც ჩანს, მოსწონდათ, მაგ-
რამ არსებითად, ეს იყო პრიმიტიული ნარცისიზმი, რაც მიუთი-
თებდა, რომ იგი ქალს აღიქვამდა როგორც საკუთარ სარკეს
და როგორც კი მასში თავისი ანარეკლი არ მოეწონებოდა, ამ
სარკეს ძალიან ადვილად მოისროდა და სხვას აიღებდა. მუმ-
თაზმა იცოდა, რომ ქალებსაც წარმატებით შეეძლოთ, იგივე
გაეკეთებინათ. ვაითუ, ერთ დღეს ნურანიც ასე მოექცეს მას.
ამ ფიქრმა ისეთი სასტიკი სახე მიიღო, რომ მუმთაზი შეძ-
რწუნდა, რაც ნურანმა მაშინვე შეამჩნია:
- რა მოხდა? რამე ცუდი ამბავი გაიგე?
- არა, არაფერი. რატომღაც ცუდ გუნებაზე დავდექი. ცუდი
ჩვევა მაქვს: მანამდე ვფიქრობ რაღაცაზე, სანამ ის მართლა არ
მომევლინება თავისი უსასტიკესი სახით.
- გთხოვ, უფრო დაწვრილებით ამიხსენი.

301
მკითხველთა ლიგა

მუმთაზმა აუხსნა, თან ცდილობდა ყველაფერი უფრო მსუ-


ბუქად წარმოედგინა, თითქოს საკუთარ განწყობებს თვითონვე
დასცინოდა. რატომ უნდა დაემალა ნურანისთვის ის ფიქრები,
რაც მას ეხებოდა? ისიც ჯერ ღიმილით უსმენდა, თუმცა, შემდეგ
გამომეტყველება შეეცვალა.
- რატომ არ ცხოვრობ დღევანდელი დღით, მუმთაზ? ან
წარსულში ხარ შენი ფიქრებით, ან მომავალში. სხვათა შორის,
ახლანდელი დროც არსებობს.
მუმთაზს ახლანდელი დროის უარყოფა არც უფიქრია.
იგი ამ დროს აღიქვამდა საკმაოდ ნათლად, თუმცა, მხო-
ლოდ ნურანის სახით, მისი გამომეტყველებით, აგრეთვე ღამის
საათებში ბოსფორის ხედებით; სხვათა შორის, ღამის ბოსფორი
და ნურანი მის წარმოდგენაში ერთი, განუშორებელი წყვილი
გახდა. ამჟამად, ნურანის საყვარელი, ოდნავი სიმთვრალის
მდგომარეობა ღამით ჩაბნელებულ ბოსფორს კიდევ უფრო და-
ემსგავსა. ნურანის სახე თანდათან იძენდა სიღრმეს და ენერგი-
ას შინაგანი მღელვარების გამო და ასხივებდა სინათლეს, ზუს-
ტად როგორც ბოსფორის ეს ღამის სილურჯე.
- არა, საქმე ასე არ არის, თითქოს მე ახლანდელი დრო-
ით, ამ წუთის რეალობით არ ვცხოვრობდე. მაგრამ შენ ისე
მოულოდნელად მოხვედი ჩემთან, ისეთ დროს, როდესაც ჩემი
გამოცდილება ქალებთან ურთიერთობებისა და საერთოდ,
ცხოვრებისა, ძალიან მწირი იყო. მე ცოტა არ იყოს დაბნეული
ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ინტელექტი, ესთეტიკა და
სიცოცხლის სურვილი, ყველაფერი შენში გადაიკვეთა. ყველა-
ფერი შენს პიროვნებაში გაერთიანდა. მე ავად ვარ ერთი ავად-
მყოფობით - არაფერზე ფიქრი არ შემიძლია, შენ გარდა.
ნურანმა ღიმილით მიუთითა მას ამომავალ მთვარეზე.

302
მკითხველთა ლიგა

მოპირდაპირე მხარეს განლაგებული მთებიდან ერთი


მწვერვალი მუქი წითელი ფერისა გახდა. რაღაც ნათება იქ სუს-
ტად ციმციმებდა, ეს ციმციმი ზღაპრული ხილის ფორმას იღებ-
და და, უცბად, ღამის ღრმა სილურჯე განათდა და გარდაიქმნა.
- შენ ხომ ერთხელ აღნიშნე, რომ არსებობა უნდა განცალ-
კევდეს ყველა სხვა ცნებისგან. შენ თქვი, რომ ეს ჰგავს სახლის
მიუწვდომელ, ყველასთვის აკრძალულ ნაწილს. არც სიყვა-
რულს, არც სხვა რეალურ ფაქტორებს არ შეუძლია მისი საზ-
ღვრის დარღვევა.
მუმთაზმა ნახევარმთვარეს თვალი მოსწყვიტა:
- დიახ, ასე ვთქვი. მაგრამ შენთან დაკავშირებით ეს ყვე-
ლაფერი შეიცვალა. მე ჩემი თავით კი აღარ ვაზროვნებ, არა-
მედ შენი სხეულით. ჩემი გონების თავშესაფარი ახლა მხოლოდ
შენი სხეულია.
შემდეგ მუმთაზმა უამბო იმ თამაშის შესახებ, რომელიც
ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიგონა:
- ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა სინათლის
სხივის და მისი გარდატეხის ნაირგვარობის თვალის დევნება.
როდესაც გალათასარაის სკოლაში ვიყავი, ჩემი მომრგვალე-
ბული ხელისგულიდან, როგორც ტელესკოპიდან, ვუჭვრეტდი
ჭერიდან არეკლილ სხივს. რა თქმა უნდა, ეს ყველგან და ყო-
ველთვის შეიძლება ნახო, ნებისმიერ დროს. მაგრამ როცა მე
თვითონ ვახდენდი ამ სინათლის გარდატეხას, ეს ძალიან
მსიამოვნებდა. იშვიათად თუ რომელიმე იუველირს შეუძლია
ასეთი არაჩვეულებრივი ორნამენტების შექმნა. რა თქმა უნდა,
ბევრ უძველეს რელიგიურ-სიმბოლურ ხელნაწერს აქვს კავში-
რი სინათლის სხივთან და მის გარდატეხასთან. ჩემთვის ეს იყო
ნათების პოეტიკა, ძვირფასი ქვების, ან ზოგჯერ ვინმეს მზერის
ციმციმის მსგავსად. იცი, სინათლის წყარო თვითონ იცვლება,

303
მკითხველთა ლიგა

ხან კაშკაშებს, ხან ფოლადის ზედაპირივით თეთრად ელვა-


რებს, გარდატეხისას იღებს იისფერ, ვარდისფერ ან მკრთალ
წითელ ფერს და მისი ნაირფერი ნაპერწკლები გაჯადოებს. ხე-
ლოვნების მთავარი საიდუმლო ეს არის: ის არის ოცნება, რო-
მელიც გადმოცემულია უმარტივესი გზით, თითქმის მექანიკუ-
რად. ახლა, ჩემთვის, მთელი სამყარო პრიზმასავით გადატყდე-
ბა შენს სხეულში, რომელიც მე ყოველთვის გიჟურად მსურს,
რომელზეც ყოველთვის ვოცნებობ, - იგი ცოტა ხანს ჩაფიქრდა
და განაგრძო, - მაგრამ ის კი არ წარმოადგენს ხელოვნებას
როგორც ასეთს, ის წარმოადგენს რაღაცას, რაც ახლოსაა ხე-
ლოვნებასთან; მათ შორის არის მსგავსება, ანალოგია.
იმ დროისთვის, როცა ისინი კვლავ გარეთ გავიდნენ,
მთვარე გარსშემოხვეული მკრთალი ნისლის გვირგვინით, უკვე
მნიშვნელოვნად ზევით ამოსულიყო.
იმ ღამის დარი სურათი მხოლოდ ტრადიციულ ოსმალურ
მუსიკაში შეიძლებოდა მოგეძებნათ; ღამის პეიზაჟი, როგორც
მუსიკალური ნაწარმოები ნოქტიურნი, აღიქმებოდა როგორც
ჰარმონია და ორკესტრული ჟღერადობა. აქ ყველაფერი
იმეორებდა ყველაფერ დანარჩენს, როგორც უსასრულობას. ეს
უსასრულო, ერთმანეთს მიყოლებული გამეორება ერთმანეთში
ირეოდა, თუ კარგად დააკვირდებოდით, იმდენად, რომ მათი
გამორჩევა და განცალკევება შეუძლებელი იყო. მთელი ეს ურ-
ღვევი ნაკრები ასევე სამუდამოდ იყო მოხატული ოქროსფერი
წყალმცენარეებით, ტალღებზე აციმციმებული შუქით, უზარმა-
ზარი ჩრდილებით, მათი უფსკრულისმაგვარი ამოუხსნელი
საიდუმლოთი და მთელ ამ შთაბეჭდილებას სიბნელე კიდევ უფ-
რო აღრმავებდა. ეს ნაკრები თითქოს ერთ ნავში მიცურავდა.
შედეგად, სამყარო, როგორც შელი ამბობდა, გადაქცეული იყო
დახვეწილ სურნელთა ლივლივის ადგილად. მთელი ეს ქმნი-

304
მკითხველთა ლიგა

ლება აღიქმებოდა ბუნდოვნად და ამის გამო უფრო მიმზიდვე-


ლად.
თურქული კლასიკური მუსიკის ჰანგის, ფეშრევის სტილში
შექმნილი მთვარის უვერტიურა. პრელუდია, რომელიც მეტაფი-
ზიკურ ფლეიტებს ჩაჰბერა ურიცხვმა ტუჩმა. შემდეგ სინათლის
მყიფე თასები ერთმანეთს მიაჯახეს, დიდი ყლუპებით სწრაფად
შესვეს ძვირფასი ელექსირის შიგთავსი, დამაბრმავებელი კამ-
კამა ძვირფასი ქვები კი ზღვაში გადაყარეს, თითქოს მსხვერ-
პლთშეწირვის რიტუალი შეასრულესო.
თითქოს მთვარეს მისდევენო, დელფინების ჯგუფმა ჩაიქ-
როლა და კვალი გაავლო ზღვაზე. წინ, შორს, ბორნის პრო-
ჟექტორის სხივი ანათებდა და მატებდა შუქს ამ ისედაც სხივე-
ბით განათებულ მუქ ზღვას. თითქოს უძველეს, ძალიან საინტე-
რესო ხელნაწერს ანათებდა, ყველა ამ სხვადასხვა გამონათე-
ბის სუსტმა ციმციმმა სიმკვეთრე შეიძინა. სადაც დინებები თავს
იყრიდა, ასეულობით გედი გრძნობდა უცაბედ შიშს, რომელიც
წამიერი იყო, მაგრამ მთელ სიცოცხლეს უდრიდა. ეს მყიფე, ნა-
ხევრად გამჭვირვალე შუშის სამყარო თავის საკუთარ მუსიკას
მისცემოდა, უცნაურ, მომლოდინე მდგომარეობაში, სადაც მთა-
ვარი ინსტრუმენტები ასრულებდნენ მუსიკას, შესაძლოა, სად-
ღაც უცხო, აღქმისთვის ძნელ უფსკრულში.
მუმთაზმა თავისი ქურთუკი ნურანს მოახურა ბეჭებზე და
უთხრა:
- დააკვირდი მთვარის მიერ შესრულებულ ფერაჰფეზა
ფეშრევის ჰანგს.
მართლაც თითქოს ისმოდა მელოდია და ამოუხსნელი
იდუმალებით სავსე ჰანგები.
მართლაც, თითქოს დედეს ფერაჰფეზა ფეშრევს უსმენ-
დნენ, მათ შეაბიჯეს სამყაროში, რომელიც უხილავი ნეი

305
მკითხველთა ლიგა

ფლეიტების ხმებს გამოსცემდა, თითქოს ნოტების გვერდი


გვერდს მისდევდა. ფლეიტის მელოდიის მსგავსად, ბუნება მათ
გარშემო წარმოადგენდა ნაზი, ღრმა და მიუწვდომელი საიდუმ-
ლოებების სარკულ ანარეკლს. ისინი თითქოს გამარჯვებული
ზებუნებრივი იდეის ან სიყვარულის ერთიმეორეზე მიყოლებულ
იმპულსებს შეიგრძნობდნენ, რომლებიც გარშემო ყველაფერს
იპყრობდა, ყველა ნაკლს ფარავდა და მიედინებოდა ჯერ ხე-
ლუხლებელი, უჭკნობი, უნაკლო გაზაფხულის გავლით.
- ახლა კი მალე ნეშათის სტროფის სამყაროშიც შევაბი-
ჯებთ:
ო, ნეშათი, ჩვენ შევძელით თავი აგვერიდებინა იმისთვის,
რაც ასე ძლიერად ავლენს თავის თავს,
ჩვენ ახლა დამალულები ვართ ანარეკლების სარკეში,
მხოლოდ მბრწყინავ სხივებს ვასხივებთ.
ნურანს გაეცინა:
- მშვენიერია, მაგრამ მატერიალური სამყაროც არსებობს
და ჩვენც ხომ ვარსებობთ. ჩვენი სხეულები მატერიალურია, ასე
არ არის? ვგულისხმობ, ნამდვილია, ასეთია ყველასთვის.
- იდიდოს ალაჰის სახელი ათასჯერ და მეტად... მაგრამ
ჩემი აზრით, შენი სხეული სხვებისგან მაინც განსხვავებულია.
- უჰ, ეს უკვე ღვთის გმობაა.
- რაც გინდა, ის უწოდე. ღვთის გმობაა თუ უმოკლესი გზაა
ღვთისკენ, ეს საკითხავია.
მათ გვერდით წყლიდან თევზი ამოხტა და ჰაერში ალმა-
სივით ბრჭყვიალა რკალი მოხაზა. მოგვიანებით ცოტა მოშო-
რებით, კიდევ რამდენიმე ასეთმა თევზმა თეთრად გაიელვა და
წყალში ჩადგაფუნდა.
ორივე ძალიან კმაყოფილი იყო ერთად ყოფნით. მიუხე-
დავად იმისა, რომ ბევრ რამეზე სხვადასხვა აზრი და ხედვა

306
მკითხველთა ლიგა

ჰქონდათ, ისინი აწმყოთი ბედნიერები იყვნენ. მუმთაზი სე-


რიოზულად ეჭვობდა, იყო თუ არა მათი სიყვარული უმოკლესი
გზა ალაჰისკენ, ან რამე მსგავსი უმაღლესი დანიშნულებისკენ.
იმის მიუხედავად, რომ იცოდა, თუ რა მაღალი, განსაკუთრებუ-
ლი დანიშნულება ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში სიყვარულს,
იგი იმასაც აცნობიერებდა, რომ ეს გრძნობა არ იყო ერთადერ-
თი, რაც ადამიანის ცხოვრებას მართავდა. ამავე დროს იმასაც
გრძნობდა, რომ აღარ აწუხებდა, აღიზიანებდა თუ არა მისი უც-
ნაურობები ნურანს. ნურანი შეეგუა გამოხატვის მის მანერას და
წინა საღამოს ჩამლიქაში მათ შორის მომხდარი ინციდენტი
დაავიწყდა კიდეც. ეს მან თვითონ უთხრა მუმთაზს დილით.
ნურანმა თქვა:
- საერთოდ, ყველა ქალი, ცოტა არ იყოს, კრთება და ეზა-
რება რაღაცებთან შეგუება, მაგრამ მე მინდა მიგიღო ისეთი,
როგორიც ხარ. ასე მირჩევნია.
როდესაც მუმთაზის გვერდით იყო, ნურანი თავს თითქოს
პატარა გოგონად გრძნობდა, უმწიკვლოდ და გამოუცდელად,
რომელიც უსიტყვოდ გაჰყვება თავის კაცს ყველგან, სადაც ის
წაიყვანს. ნურანი ენდობოდა მუმთაზს. მიუხედავად ახალგაზ-
რდა ასაკისა, იგი იყო გარეგნულადაც და სულიერადაც
ძლიერი, თვალში საცემად მაღალი, მასში იგრძნობოდა სიმ-
ტკიცე ადამიანისა, რომელიც გამოიბრძმედა ცხოვრებაში და
რომელსაც ჰქონდა ერთი იდეა. ნურანი თავის თავს ეუბნებოდა:
დაე, მართოს ჩემი ცხოვრება და ვნახოთ მერე, ჯერჯერობით ეს
საკმარისია; მე ასე მომწონს და ჩემთვის ეს კარგია. დანარჩენი
უკვე მისი საქმე იყო. მას შეეძლო თავის მამაკაცს თუნდაც ქვეყ-
ნის ბოლომდე გაყოლოდა. ურთიერთნდობის თბილი ტალღა
მოიცავდა ხოლმე და ეს გამოსჭვიოდა მისი არსებიდან. მოს-
წონდა იმ მამაკაცის აზრების გაზიარება, ვინც უყვარდა, ვისთა-

307
მკითხველთა ლიგა

ნაც მუდმივად ერთად ყოფნა მისი სიყვარულის შემადგენელი


იყო და სხვა შემადგენლებთან ერთად, ის მოიცავდა ხელახლა
დაბადებას სიცარიელის მდგომარეობიდან, რომელსაც არ
ჰქონდა რამე შესაძლებლობა, მოიცავდა ფეხმძიმობას, თით-
ქოს ფეხმძიმე იყო და მთელი სამყარო უნდა ეშვა. მუმთაზისად-
მი მის სიყვარულში შედიოდა დედობრივი გრძნობა, სიყვარუ-
ლი, გაღმერთება და გარკვეულწილად, მადლიერება. ამაზე
დიდხანს და დაწვრილებით ჰქონდა ნაფიქრი. მან ჩემში ბევრი
რამ აღმოაჩინა... გაიფიქრა ნურანმა.
ორივე გაჩუმდა. მეჰმეთმა ნავის ცხვირი შემოაბრუნა. სახ-
ლების და ქუჩების სინათლეები, რომლებიც დაჩრდილულ ად-
გილებში ციმციმებდა, სადაც მთვარის სხივი არ აღწევდა, რა-
ტომღაც ტრაგიკულ წითელ ფერს იძენდა. განათება იყო თავის-
თვის, დამოუკიდებლად, როგორც ეგოისტი და შურიანი სულე-
ბი, რომლებიც სამყაროს იდუმალი ერთიანობის ნაწილი არ იყ-
ვნენ.
- იცი, რა მემართებოდა ხანდახან, როცა პატარა გოგო ვი-
ყავი? შეიძლება ყველას გამოუცდია, არ ვიცი. ზოგჯერ რაღაც
დაბნეულობა მიპყრობდა და ასეთ დროს, თუ ეს ხდებოდა მა-
შინ, როცა ზაფხულს ლიბადიეში ვატარებდით, ან როცა ბოს-
ფორის ნაპირას ჩამოვსხდებოდით, მეუფლებოდა შეგრძნება,
რომ საკუთარი სხეული დავტოვე. ეს დაახლოებით იგივე იყო,
რაც სიცარიელეში ფრენა. ყველაზე უცნაური იყო ის შემთხვევა,
რომელიც ღამით, სიზმარში მოხდა. მე კვლავ დავტოვე ჩემი
სხეული და რაც მთავარია, ამას ვაცნობიერებდი. ძალიან
მციოდა. მაგრამ რატომღაც სულ არ მინდოდა დაბრუნება. ბო-
ლოს, აი ასეთ ნახევრად აგონიურ მდგომარეობაში გავიღვიძე,
სიცივისგან კბილს კბილზე ვაცემინებდი. იცი რა, ახლა გავიფიქ-

308
მკითხველთა ლიგა

რე, როცა მოვკვდები, შენ აღარასოდეს მიგიზიდავს ჩემი


სხეული.
- ვინ იცის? მე სიკვდილი ნამდვილად მიმაჩნია წარმოუდ-
გენელ სიმახინჯედ. მაგრამ შენ მაინც იცოცხლებ ჩემს სულში,
თუ რა თქმა უნდა, მე არ გავგიჟდი მანამდე.
- შენ სხვა შეგიყვარდება. შენი ფიქრები სხვა თავშესაფარს
იპოვის. როგორც ხშირად ვიცვლიდით ბინას, როცა მე პატარა
ვიყავი... იცი, რა უცნაური იყო? ყოველთვის ვფიქრობდით წინა
სახლზე. ვერაფრით ვეჩვეოდით ჩვენს დილებს და ჩვენს საღა-
მოებს ამ უცნობ ოთახებში. მერე კი, რამდენიმე ხანში, მივეჩ-
ვეოდით ხოლმე.
თითქოს თავისმა სენტიმენტალობამ თვითონვე გააოცა,
ნურანმა განაგრძო ამბების მიყოლა თავისი ბავშვობიდან. სახ-
ლი სულეიმანიაში, შადრევნიანი და აუზიანი ეზო ალეპოში,
წყლის ჩქაფუნი, ნაყინი ალეპოს ბაზარში, კომედიური მსა-
ხიობის, სახელად ბეჰჩეთის გამოსვლები თეატრში სასტუმროს
გვერდით, როგორ წამოხტა შუა სპექტაკლის დროს მისი
ღვთისმოშიში ბებია და დემონსტრაციულად დატოვა იქაურობა;
შემდეგ, მოგვიანებით, დაუნდობელი, ჭკუიდან შემშლელი გადა-
სახლება, ხალხით სავსე მატარებლები, შიში, ადამიანების
ბრბო, გზაში მიტოვებული დაჭრილები, მტანჯავი ფიქრები, რომ
ყველაფერი უკან დარჩა, აღარ დაბრუნდება და ყველაფერი
თავიდან უნდა დაიწყო, როცა მოგონებები გტკივა, როგორც ამ-
პუტაციის შემდეგ კიდური, რომელიც აღარ არსებობს; შემდეგ
კი სახლი ბურსაში, ბურსას დაბლობის სილამაზე, სახლი ლიბა-
დიეში, სკოლა, სულთანთეფეში გატარებული წელიწადი.
... მუმთაზის თვალწინ ამ მოთხრობის ყველა დეტალი
ცოცხლდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მარტო ნურანის კი
არა, ორივეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო.

309
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი თან უსმენდა, თან თავის ისტორიულ რომანზე


ფიქრობდა, რომელსაც წერდა შეიჰ გალიფის შესახებ. არც ზო-
გადი მონახაზი, არც ის ნაწილები, რაც უკვე დაწერილი ჰქონდა,
არ აკმაყოფილებდა. საჭირო იყო კიდევ გადაეხედა და დაფიქ-
რებულიყო. მას უნდოდა, კიდევ ერთხელ კარგად დაკვირვებო-
და მთავარ იდეას, არა უბრალოდ გასართობ პასაჟებს. როცა
მთვარის შუქი ქანლიქას ყურიდან ოქროს ნაკადივით შეუერთდა
ზღვას, მან ნურანს უთხრა:
- ბევრი გადახრა და გადახვევაა მთავარი ხაზიდან. არ მინ-
და, ასე დარჩეს. ახლა შენ რომ გისმენდი, ვიგრძენი, რომ აუცი-
ლებელია გარკვეული ორგანიზება და შეკვრა ძირითადი შინა-
არსის სტრუქტურის გარეთაც. აუცილებელია, რომანი ერთ ად-
გილას დაიწყოს და სხვაგან დამთავრდეს? მოქმედი პირები
მუდმივად და უცვლელად ერთი მიმართულებით უნდა მოძრა-
ობდნენ, როგორც ლოკომოტივი რელსებზე? იქნებ, საკმარისი
იყოს თხრობის ძირითადი ხაზის თავისთავად განვითარება,
როგორც ჩარჩო, რომელიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე გმი-
რის ცხოვრებას. იქნებ, საკმარისი იყოს შეიჰ გალიფის ამ ფონ-
ზე გამოჩენა, ამ ადამიანებს შორის, მისი გარეგნობის აღწერი-
თა და რამდენიმე, ბიოგრაფიიდან ცნობილი სცენით, - შემდეგ
მეორე ნაპირს გახედა და დაფიქრებულმა წარმოთქვა, - მხო-
ლოდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მთავარი თხრობის ხაზი უნდა ეხებოდეს თურქებს და თა-
ნამედროვეობას.
ქანლიქას ყურე განაგრძობდა მხიარულ ლივლივს უკვე
ჩავლილი მთვარის ციმციმის შუქზე. აქ მათ გარდა სხვა ნავი
თითქმის აღარ იყო. სიჩუმე ნელ-ნელა დადგა. ღამემ შესამჩნე-
ვად, თითქმის სრულად მოიკრიბა თავისი ძალაუფლება. ღია

310
მკითხველთა ლიგა

ფანჯრებიდან რადიოს ხმები აღარ ისმოდა. მხოლოდ მთვარე


მეფობდა თავისი შუქით და სიჩუმის მუსიკით. ეს მუსიკა ნელ--
ნელა იკრებდა ძალას და იმორჩილებდა ყველაფერს. რო-
გორც შეპყრობილობის გრძნობა. ნურანი დროდადრო წყალში
ყოფდა ხელს, თითქოს ჩამოსწევდა საფირონისფერი აბრეშუ-
მის ქსოვილის კუთხეს, რომელიც მთვარეს მჭიდროდ შემოეხ-
ვია გარშემო, და თითქოს ასე ახერხებდა ჩამოეხსნა ღამის სიზ-
მარეული და საიდუმლო ბუნების ფარდა.
მუმთაზმა განაგრძო:
- მხოლოდ ასე შევძლებ თავი დავაღწიო ამ ერთ გვერდზე
გაყინვას, იმ გვერდს რომ ვეღარ მოვცილდი, როგორც რამე
ხილი, ვერაფრით რომ ვერ წყდება, საკუთარ ჩაღრმავებაში
მოთავსებულ ყუნწს რომ ებღაუჭება. მთავარი იდეა...
ნურანმა წამოიძახა:
- მივხვდი! მთელი ბოსფორი, მარმარილოს ზღვა, სტამ-
ბოლი, რასაც ვხედავთ და ის, რაც არ გვინახავს, ჩვენ ყველა
და ყველაფერი, რაც არსებობს. წარმოვადგენთ ერთ დიდ
ხილს მთვარის გულის გარშემო. ყოველთვის მას ვებღაუჭებით.
აი, მაგალითად, ის მწვერვალები...
ამ დროს, ერთმანეთის მიყოლებით, ყველაფერი ისევ
მთვარის სხივებით განათდა. მთელი გარემო თითქოს ღაღა-
დებდა ქალური ინსტინქტით: „მოდი, გარდამქმენი, შექმენი ჩემ-
გან რაღაც ახალი, გააპრიალე ჩემი ფოთლები, ეს ჩემი ჩრდი-
ლი კიდევ უფრო ღრმა და ბნელი გახადე“. მთვარე განაგრძობ-
და ყველაფრის გარდაქმნას, თითქოს გადაიტანდა თავისი
ჩვეული ადგილიდან სადღაც უფრო ღრმად, როგორც ეს თვით
მის არსებობას შეესაბამებოდა. ნურანის სახე კაშკაშებდა რო-
გორც ბროლის თასი, ნავის ნიჩბებზე წყლის წვეთები ბრილი-

311
მკითხველთა ლიგა

ანტებს ჰგავდა. სამყარო იყო ორი ნახევრად გახლეჩილი ხი-


ლი, მთვარის ბირთვის გარშემო გაერთიანებული.
- აბა, მითხარი, რა არის ეგ შენი მთავარი იდეა?
მუმთაზი გაჩუმდა. მართლაც აღარ ახსოვდა, რა იყო ეს
იდეა.
- გამოსახულება არსებისა, რომელიც იღიმის ჩვენ შიგნით,
- წარმოთქვა მან, - ეროსი.
თანდათან აცივდა. დროდადრო სუსტი ქარი უბერავდა,
წყლის ზედაპირზე აქა-იქ გაზაფხულის დამახასიათებელ სურ-
ნელს ჰფენდა და ხილვების ბაღს ქმნიდა. ტალღები დგაფუნობ-
და, წამოიქოჩრებოდა ხოლმე ყურის ნახევრად ჩამონგრეულ
ნაპირზე და იქ, სადაც დინებები ერთმანეთს ეჯახებოდა.
- მთვარე თავის სამოსელს რეცხავს, - თქვა ნურანმა.
იმ წამს ისინი იყვნენ სამყაროს ნაწილი, რომელიც მხო-
ლოდ და მხოლოდ საფირონისა იყო: ნისლიანი, გამჭვირვალე
ლურჯი ფერი, წყლის მოოქრულ დინებასთან ერთად, აქეთ--
იქით იფანტებოდა სიტყვებად, ფოთლების შრიალად, ვიწრო ან
ფართო ნაკადებად და კვლავ ერთდებოდა, თითქოს ისმოდა
ათასობით სხვადასხვა ხმით ნამღერი, ძველებურ აღმოსავლურ
ნეი ფლეიტაზე შესრულებული მელოდიები, შემოხვეული სიჩუ-
მის გარსით, რომელიც მუსიკასთან ერთად იცვლებოდა და ყვე-
ლაფერს ეფინებოდა.
ღამის სიბნელეში, ქუჩის ფარნების შუქზე, სინათლის ყვე-
ლა სხვა წყარო, გარდა მთვარისა, აღიქმებოდა უცნაურად და
უადგილოდ. ეს სინათლის წყაროები დროდადრო სუსტდებო-
და, თუმცა, მაინც ერთმანეთს ერწყმოდა როგორც ოქროსფერი
წყალმცენარეები.
ყველა ამ ნათების და გამოსხივების შუაგულში, მთვარე,
როგორც მომწიფებული ხილის გული, რომელსაც უკვე ჭკნობა

312
მკითხველთა ლიგა

შეჰპარვოდა, თავის დახვეწილობას ინარჩუნებდა მომწიფების


უმაღლეს სტადიაშიც. აქ უცნაური მეფობა სუფევდა. ყველაფე-
რი მის წესებს ემორჩილებოდა. ეს წესრიგი არსებითად გარ-
დაქმნიდა თითოეულ ერთეულს, წამსვე გადაამუშავებდა და
გააუმჯობესებდა ყველაფერს, როგორც ეს მხოლოდ ოცნებას
შეუძლია. რომელსაც აქვს უდიდესი საიდუმლო ძალა.
- დაბადების წიგნში ნახსენები კიდობანის მსგავსი რამ
გადმოვიდა ახლა ჩვენზე. ჩვენ გავხდით ნაწილი ერთადერთი
გაერთიანებული რეალობისა.
მათ წინ გადაშლილიყო ჩრდილების ზღვის უზარმაზარი
ზოლი, რომელსაც სოფელ ბებექის სინათლეები ფარავდა. ეს
სანაპირო სინათლეები ხან განეფინებოდა ჩრდილებზე, ხან
უკან იხევდა და უზარმაზარ სამუშაოს თავდადებით ასრულებდა
ამოუცნობი მომავლის ჩანაფიქრის შესასრულებლად.

XI

უშქუდარში გასეირნებამ ნურანს სურვილი აღუძრა დერ-


საადეთი უფრო ახლოს გაეცნო. თუმცა, გაუსაძლისი სიცხე იდ-
გა, ისინი რამდენიმე დღით ძველ ქალაქში ჩავიდნენ. თოფქა-
ფის სასახლიდან დაწყებული, უბან-უბან მოინახულეს მეჩეთები
და მედრესეები. მოსაღამოებულზე ბეიოღლუს კაფეებში ისვე-
ნებდნენ, ან ერთმანეთს დროებით დაშორდებოდნენ, სხვადას-
ხვა გზით ივლიდნენ და, ბოლოს, ისევ ბორნის მისადგომთან
შეხვდებოდნენ.
მუმთაზს ნურანის ლოდინიც კი სიამოვნებდა და თუ შეაგ-
ვიანდებოდა, წარამარა საათის ისრებზე დახედვაც. მას უკვირ-
და, რომ კაცებს აღიზიანებდათ ქალების ჩვევა დაგვიანებით

313
მკითხველთა ლიგა

მისვლისა, რაც ხშირად არა ერთი ხუმრობის თემა გამხდარა.


მისთვის შეყვარებულის ლოდინს რაღაცნაირი სიტკბო ახლდა.
მოგვიანებით, როცა უკეთესად გაიცნო სტამბოლი, ნურანი
მიხვდა, რომ მუმთაზის ხედვა სამართლიანი იყო. ერთხელ მან
ჰკითხა:
- საყვარელო, შენ ასეთი ახალგაზრდა რომ ხარ, როგორ
მოახერხე ასე შეგესწავლა და ასე შეგეყვარებინა ისტორია?
მუმთაზმა დაუყოვნებლივ უამბო თავისი მამიდაშვილის,
იჰსანის შესახებ. მან განუმარტა, რომ როდესაც იჰსანი პარიზში
სწავლობდა, იგი გარკვეული პერიოდი იზიარებდა სოციალის-
ტი ლიდერის ჟან ჟორესის შეხედულებებს. მოგვიანებით კი,
სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ბალკანეთის ომები
მიმდინარეობდა, მან მკვეთრად შეიცვალა აზრი. მუმთაზმა ნუ-
რანს უამბო ისიც, თუ როგორ შეისწავლა და რამდენს ფიქრობ-
და იჰსანი იმ ისტორიულ საფუძვლებზე, რომლებსაც ეყრდნო-
ბოდა თურქების ყოფნა აქ, ამ რეგიონში, როგორ დაუღალავად
ცდილობდა, გაევლო თვითონ, თავიდან განეცადა ყველა ის-
ტორიული მოვლენა, როგორც თავისი ცხოვრების ნაწილი.
- იჰსანს უსაზღვრო გავლენა აქვს ჩემზე. ჩემი ნამდვილი
მასწავლებელია. მისი წყალობით გადავურჩი უაზრო გადაღ-
ლილობას და გონებრივ გამოფიტვას. იჰსანის დიდი დამსახუ-
რება ისაა, რომ იგი ადამიანებს გზას უჩვენებს.
მუმთაზის მოსმენისას ნურანს სულ უფრო უმძაფრდებოდა
იჰსანის გაცნობის სურვილი. მუმთაზმა უთხრა:
- ჰოდა, მოდი ვესტუმროთ, ან ჩვენთან დავპატიჟოთ ემირ-
განში. მე მინდა, რომ შენ გაიცნო ეს ოჯახი. სიმართლე გითხრა,
მგონი, ცოტა დავაგვიანეთ კიდეც. მე მას მივმართავ ხოლმე
როგორც უფროს ძმას, მაგრამ სინამდვილეში ჩემი მამობილია.
ნურანი დაფიქრდა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

314
მკითხველთა ლიგა

- არა, მოდი ცოტა მოვიცადოთ. უხერხული იქნება, ჩემს


ასაკში, ახლობლებს გააცნო ჩემი თავი როგორც შენი საცოლე.
დაველოდოთ მოვლენებს, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესმე
შევხვდებით და დარწმუნებული ვარ, მომეწონება იჰსანიც და
მაჯიდეც.
შემდეგ ისევ ჩვეულ თემას დაუბრუნდნენ: სად წასულიყ-
ვნენ, რა ადგილები მოენახულებინათ. გადაწყვიტეს, ენახათ ჯე-
რაფაშა. ნურანი მოხიბლული იყო მიტოვებული მედრესეებით,
ამ გაჩანაგებული შენობებით, რომელთა ეზოებში სარეველა
ამოსულიყო, სახურავები ჩამონგრეული იყო, მოხიბლული იყო
თაბჰანეს რაიონის ძველი ნანგრევებით და ჰექიმოღლუ ალი
ფაშას მეჩეთის ძვირფასი ქვებით.
ამ აგვისტოს დღეს, სტამბოლის ძველ რაიონებში საშინე-
ლი უსუფთაობა, მტვერი და სიცხე გამეფებულიყო. ისტორიული
შენობების ნანგრევების მიმზიდველობა, სიცხით გამოწვეული
დაღლილობა, ავადმყოფი და გამოფიტული სახეები გარშემო,
ყველაფრის სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცემა
დამთრუნგველი იყო. მცხოვრებლები შიშისმომგვრელად ჰგავ-
დნენ თვითონ ქალაქს. დაღლილი მზერა ან გამოფიტული
სხეულები ავსებდა და დამატებით საშინელ ელფერს აძლევდა
სახლებს, რომლებიც სულ რაღაც ოთხი-ხუთი კვადრატული
იარდის ფართობზე იყვნენ ერთმანეთზე მიწოლილები, მათი
კედლები ლურჯ-იისფერი იყო, მოწითალო თიხისფერი აბრები
ჩამომტვრეული იყო, კორპუსები ქარის დაბერვაზე ირყეოდა;
ეს რომ მათი ბავშვობის ქალაქი არ ყოფილიყო, მუმთაზსაც და
ნურანს ეგონებოდათ, რომ ფილმის გადასაღებად დადგმულ
პირქუშ დეკორაციებში მოხვდნენ.
მოულოდნელად, თითქოს მდიდრული მანქანები შემოგ-
რიალდა ამ ღატაკ ქუჩაზე და ბრბოში გზა გაიკვლია, ძველი,

315
მკითხველთა ლიგა

თეთრ-მოყვითალოდ შეღებილი სახლი გამოჩნდა, როგორც


გასაოცარი ნაშთი ძველი სიმდიდრისა ან ბრწყინვალე ცხოვრე-
ბისა ამ დანგრეულ და ნახევრად დანგრეულ სახლებს შორის,
რომელთა უმეტესობა შეღებილი არ იყო და რომლებიც ულ-
მობელმა დრომ და მოუვლელობამ თითქოს გამოხრა და მხო-
ლოდ ფანჯრის რაფებზე შემოდგმული ნემსიწვერას ყვავილები
დატოვა. შეუღებავი სახლების ღია ფანჯრებიდან სრულ გაჩანა-
გებას თავი ჰქონდა გამოყოფილი, რაც შეუსაბამო იყო დიდი
წარსულის რელიკვიებთან.
ამ უბადრუკი შენობების გვერდით იდგა აგურის ძველი, მა-
ღალი შენობები, რომელთა არქიტექტურა გაურკვეველი იყო,
ეს იყო ან უსაშველოდ მაღალი, ან პატარა, თითქოს მოკუნტუ-
ლი შენობები, რომლებსაც ვერასდროს მიაკუთვნებდით რომე-
ლიმე სტილს. არც ერთი სახლი არ უხდებოდა მეორეს; თით-
ქმის თავხედურად ზურგშექცეული იდგნენ ესთეტურ გარემოც-
ვასთან, მათი კედლები ლურჯ ფერგარეული კირით იყო შეღე-
ბილი.
ამ სიღარიბის, სიბინძურის და უწესრიგობის გარემოში, ჩა-
მოძონძილი, დაღლილი ადამიანების გვერდით, რომლებიც ქუ-
ჩაში გამოსვლის დიდებული მომენტისთვისაც კი თმას არ ივარ-
ცხნიდნენ. უცბად, სრულიად მოულოდნელად, ქუჩის ოქროსფე-
რი ქვები თითქოს გაიპო და იქიდან ნაპერწკლების შადრევანი
ამოვიდაო, ისე დაინახავდით დიდებულ წარსულს, რომელიც
ჰგავდა მაცდურ ქალს, თავისი ტანის მიხრა-მოხრით, გამოხედ-
ვით, საკუთარ უბადრუკ სამოსს და ვარცხნილობას რომ სჯობ-
ნიდა და მის შემხედვარეს სხვა აღარაფერი რჩებოდა, თუ არა
დამტკბარიყო მისი სახით; ცოტას რომ გაივლიდით, ისევ დაინა-
ხავდით ძველ სამლოცველოს ჩამონგრეული გუმბათით, მაგ-
რამ თვითონ შენობა შედარებით მთელი იყო, განსაკუთრებით

316
მკითხველთა ლიგა

მოწესრიგებულად მისი ფასადი გამოიყურებოდა; ცოტა მოშო-


რებით, ძველი მედრესედან ბავშვების ხმები გამოდიოდა, მისი
მარმარილოს სვეტები წაქცეული იყო, სახურავიდან კიპაროსის
თუ ლეღვის ხეს ამოეყო თავი. და ბუნებრივად ისე გამოდიოდა,
რომ ჯერ კიდევ როგორღაც ფეხზე მდგარი მეჩეთი, თავისი
ფართო ეზოთი, გამვლელს უხმობდა სადღაც შორიდან, ამ
ქვეყნის სიამოვნებათაგან ძალიან შორს.
იმ დროისთვის, როცა ისინი ხოჯა მუსტაფა ფაშას მეჩეთ-
თან მივიდნენ, ძალიან დაღლილები იყვნენ. ჯერ ძველ მეჩეთ-
თან ყავახანაში ჩამოსხდნენ და ჩაი დალიეს. შემდეგ მე-16
საუკუნის წმინდანის მავზოლეუმი დაათვალიერეს. ნურანს ძა-
ლიან მოეწონა რკინის დამცავი ბადე გამხმარი ჭადრის ირ-
გვლივ და ამ ხის ისტორია, რომელიც აღწერილი იყო იეშარის
ძველ ხელნაწერში, ისევე როგორც მთლიანად ეს ადგილი.
ნურანის წარმოდგენით, სუმბულ სინანი ისევ იჯდა ამ ჭად-
რის ჩრდილში. გამხმარი ხის მიმართ მზრუნველობის გამოჩენა
ამ მკვდარ ბაღს ხელოვნების ნიმუშის სიღრმეს ანიჭებდა.
ამ ყველაფერთან ერთად, ძველ მავზოლეუმში, რომელ-
საც საერთოდ არ ჰქონდა არქიტექტურული სტილი, განისვენებ-
და ცხედარი წმინდანისა, რომელიც კურნავდა ავადმყოფებს,
იმედის კარს უღებდა სასოწარკვეთილთ, ასწავლიდა ადა-
მიანებს მოთმინებას, კეთილდღეობის უარყოფას და სიმტკიცეს.
- როგორი ადამიანი იყო?
- საერთოდ, ყველა წმინდანს სწამდა, რომ ყველაფრის
საფუძველი არის სულიერება, ისინი გადიოდნენ განსაკუთრე-
ბულ წვრთნას სულიერი სიმტკიცის მოსაპოვებლად და სწავ-
ლობდნენ, როგორ დაეთრგუნათ მიწიერი სურვილები. ამიტომ,
სიკვდილის შემდეგ, მათ განადიდებდნენ. სუმბულ სინანი ოდნავ
განსხვავდება სხვებისგან. თუნდაც იმით, რომ იგი ძალიან გან-

317
მკითხველთა ლიგა

სწავლული ადამიანი იყო. სხვათა შორის, იუმორის გრძნობა და


მახვილი ენაც ჰქონდა.
მუმთაზი ცოტა ხნით გაჩერდა, მერე ჩაიცინა და თქვა:
- თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაც დამახასიათებელი
ნიშანი. გინდა გაიგო, რატომ შეარქვეს წმინდანს, რომელიც აქ
განისვენებს, მეტსახელად სუმბული? ის ამ ყვავილებს თავის
ჩალმაში იკეთებდა, როცა მათი ყვავილობის დრო იდგა. მას
ჩვენსავით უყვარდა სტამბოლი წელიწადის ყველა დროს, თა-
ვისი დამახასიათებელი ნიშნებით.
- მისი თანამედროვე მერქეზ ეფენდიც ასეთი იყო?
- არა, სულ სხვა ბუნებისა იყო. ბუნების არც ერთ ქმნილე-
ბას ვნებას არ მიაყენებდა, ჩაგვრას ვერ იტანდა. ძალიან უყვარ-
და კატები, მაგრამ სახლში არ აჩერებდა, რადგან ისინი ნადი-
რობდნენ თაგვებზე. წარმოგედგინა ოდესმე, რომ სულიერი
ადამიანები ასეთი მარტივები იყვნენ?
- ნეტავ, ახლა თუ არსებობენ ასეთები?
- წესით, უნდა იყვნენ, რადგან არც სულიერი ხსნის ცნება
და არც წმინდანობისკენ მიმავალი გზა არ დასრულებულა...
ალაჰისკენ მიმავალი გზები ყოველთვის ღიაა.
ნურანი ისე შეცქეროდა თავის მეგობარ კაცს, თითქოს მი-
სი ერთ-ერთი ფარული სახე აღმოაჩინა. იგი ელოდა მისგან
ოდნავ დამცინავ ან აგდებულ კომენტარსაც კი, ნაცვლად ამისა
კი, მუმთაზმა სრულიად მოულოდნელი სახით გამოხატა თავისი
დამოკიდებულება.
მუმთაზმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო ბოლომდე აეხსნა
თავისი შეხედულებები:
- მე არ მინდა იმის თქმა, რომ რელიგიური ვარ ამ სიტყვის
ზუსტი გაგებით. ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მიჯაჭვუ-
ლი ვარ ჩვეულებრივ ცხოვრებას, მაგრამ არც ღმერთის გმობა

318
მკითხველთა ლიგა

მინდა და არც ადამიანის სულიერი შესაძლებლობებისა. უპირ-


ველეს ყოვლისა, ის უნდა აღვნიშნო, რომ ეს ორივე მხარე სწო-
რედ რომ ერის ცხოვრების ფესვებია. წარმოიდგინე, რამდენი
დღე გავატარეთ სტამბოლში და უშქუდარში. შენ დაიბადე სუ-
ლეიმანიეში, მე კი მეზობლად, ახსარისა და შეჰზადეს მიდამო-
ებში. ჩვენ ვიცნობთ იქაურ მცხოვრებლებს და მათ საცხოვრე-
ბელ პირობებს. ისინი არიან ცივილიზაციის კოლაფსის შედე-
გად დარჩენილი ობლები. სანამ ახალი ცხოვრების ფორმულას
მოვიგონებდეთ ამ უბედური ხალხისთვის, რა სიკეთეს მოუტანს
მათ ჩვეული ფორმების ნგრევა, რომელთა გამოყენებით და სა-
შუალებით ისინი მიჩვეულები არიან მძიმე ცხოვრებასთან გამ-
კლავებას? დიდი რევოლუციები ასეთი სახის დიდ ექსპერიმენ-
ტებს წარმოადგენდა და ვერავითარ მიზანს ვერ მოემსახურა,
გარდა მასების ბოლომდე გაღატაკებისა. ყველასთვის, ძალიან
მდიდარი საზოგადოებრივი წრეებისთვისაც, არსებობა შეიცავს
ურიცხვ რელიკვიას, მოგონებას, ჩვევას და სავსეა შეწყვეტილი
ან შეუმდგარი სიცოცხლეებით. სუმბულ სინანი და მისნაირები
არიან საყრდენი ამ ცხოვრებადანგრეული ხალხისთვის. აბა ერ-
თი, ამ ასაკოვან ქალბატონს შეხედე.
თითქმის ორად მოკეცილი ქალი უახლოვდებოდა მათ ქუ-
ჩის მეორე ბოლოდან. ყავარჯენს თუ ჯოხს ეყრდნობოდა, ვერ
გაარჩევდით. მიუახლოვდა მავზოლეუმს სუსტი, თითქოს მორ-
ცხვი ნაბიჯებით. ეტყობოდა ლოცულობდა, უკბილო პირს აცმა-
ცუნებდა, ხელით რკინის მოაჯირს ჩაეჭიდა და უძრავად იდგა.
მეჩეთის წინ მსხდომი მუმთაზი და ნურანი მას თვალს არ აშო-
რებდნენ. რა ღარიბულად ეცვა! ყველაფერი დაკემსილი იყო.
- ვინ იცის, რა აწუხებს? იქნებ, ზუსტად ახლა მის სულს სუმ-
ბულ სინანის ჩურჩული ესმის, რომელიც საოცარ შვებას
ჰგვრის. და თუ წმინდანს არაფრის მიცემა არ შეუძლია მისთვის,

319
მკითხველთა ლიგა

სულ ცოტა, წარმოდგენებს მაინც გაულამაზებს იმქვეყნიური


ცხოვრების შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ
გგონია, რომ ადამიანების ტანჯვა, თავშესაფრის ძებნა და მუდ-
მივი სასოწარკვეთილება საკმარისია, რათა ეს ადგილი კურ-
თხეულ წმინდა ადგილად მივიჩნიოთ?
როცა ქალი შემოტრიალდა და მეჩეთის შესასვლელისკენ
გადადგა ნაბიჯი, რაღაც იმედის მაგვარი აციმციმდა მის ჩაბჟუ-
ტულ თვალებში და უაზრო მზერაში. ის აქაც გაჩერდა, რათა
ლოცვა აღევლინა.
ნურანმა, ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანივით, რო-
მელმაც გამოსავალი ვერ იპოვა, თავი გააქნია:
- კარგი უფასო ამბულატორია, რამდენიმე საავადმყოფო,
სულ მცირე ორგანიზება უნდა ამ საქმეს...
- ეგ ყველაფერი კიდეც რომ დააარსო, სიკვდილი თავის-
თავად ხომ არსებობს და ის ყოველთვის უცაბედია.
- მაგრამ ადამიანები ამას ეგუებიან. ჩვენ ასე ვართ გაზ-
რდილები, ასე მოგვამზადეს საზოგადოებაში ცხოვრებისთვის,
ბუნების ამ გარდაუვალი კანონის თანახმად.
- არა, ჩვენ ვეგუებით, როცა ეს სხვას ეხება და არა ჩვენ.
ჩვენ ასე ადვილად როდი ვეგუებით ახლო ნათესავების და საყ-
ვარელი ადამიანების სიკვდილს. მხოლოდ ჩვენი საკუთარი
სიკვდილი გადაწყვეტს ყველა საკითხს, მაგრამ როდესაც საყ-
ვარელი ადამიანები გვტოვებენ, სულით ხორცამდე შეძრული
ვართ. რა მერე? შენ მზად ხარ გაუძლო და არად ჩააგდო ეს
გამანადგურებელი რეალობა? მე არ გგულისხმობ კონკრეტუ-
ლად შენ. უბრალოდ, ჩვენ გარშემო ბევრი სულელი ადამიანია,
რომელსაც ჰგონია, რომ სიკვდილთან შეგუება ადვილია და
დარწმუნებულია თავის ძალასა და გამძლეობაში. თუნდაც ნა-

320
მკითხველთა ლიგა

ცისტები ავიღოთ. ამ დროს კი, დღიდან ჩვენი დაბადებისა, ჩვენ,


ადამიანები, უსუსურები ვართ და სიყვარული გვჭირდება...
- თუნდაც ეგ შენი ამბულატორიები და საავადმყოფოები
ადვილად დასაარსებელი და შესანახი არ გახლავს. მათ მხარ-
დასაჭერად საჭიროა მაღალი შედეგიანობა, სოციალური კე-
თილდღეობის დონე უნდა იყოს ზოგადად მაღალი, ისევე რო-
გორც ეთიკა და ეს უნდა შეიქმნას დიდი შრომით. როდესაც სო-
ციალური პირობების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ, მე, აი, ასე
წარმომიდგენია.
მუმთაზს ამ ლაპარაკის დროს ახსენდებოდა თავისი ღამის
საუბრები იჰსანთან. როდესაც მუმთაზი მხოლოდ თვრამეტი
წლის ბიჭი იყო, ლიცეუმის მოსწავლე და სადიპლომო გამოც-
დებისთვის ემზადებოდა, იგი ამ იდეებით იყო გატაცებული და
ახლა, როცა ამ იდეებზე ნურანს ელაპარაკებოდა, ამ ძველი,
პატარა მეჩეთის ეზოში, თვალწინ ედგა იჰსანის მაშინდელი სა-
ხის აღტყინებული გამომეტყველება, მგზნებარე სიტყვები, ხე-
ლების მოძრაობა, დარიგებები. ისინი საუბრობდნენ, კამათობ-
დნენ, იჰსანი ხშირად გაცხარებული სიტყვის წარმოთქმის დროს
ძალიან მახვილგონივრულად ხუმრობდა, თითქოს გაცხარებუ-
ლი ფიქრისგან და ლაპარაკისგან ისვენებდა, მაჯიდე კი უსმენ-
და კუთხეში მჯდარი, ხელში საქსოვით, ხან იღიმოდა, ხან კი
ეცინებოდა მათ ხუმრობებზე და გაოცებას გამოხატავდა მათი
გაცხარების გამო.
უკვე ერთი კვირა გასულიყო, რაც იჰსანი არ ენახა. ნეტავ,
როგორ არის, როგორ არიან ყველა?
სრულიად შემთხვევით, იმავე საღამოს, სწორედ იჰსანს და
მაჯიდეს არ შეხვდნენ! ისინი მკლავგაყრილი მოსეირნობდნენ
გალათას ხიდზე. მეორე ხელით იჰსანს მცირე ბარგი მოჰქონ-
და. მუმთაზმა ისინი ნურანს გააცნო. შემდეგ იკითხა:

321
მკითხველთა ლიგა

- საიდან მოდიხარ, აღაბეი?


- ერთი კვირა დავისვენეთ სუადიეში.
- არ დაუჯერო, მუმთაზ. ეს რა დასვენებაა. მთელი კვირა
ნიჩბებს უსვამდა ან ცურავდა, სანამ მე მას ვუყურებდი და მზეზე
ვიხრუკებოდი.
ორივეს სახეზე მზის რუჯი ეტყობოდა. მუმთაზმა ადვილად
წარმოიდგინა, რაც გადაიტანა მაჯიდემ გასული კვირის განმავ-
ლობაში. იჰსანს მასთან ცოტა ხნით დაშორებაც არ შეეძლო.
ცოლი ყოველთვის გვერდით უნდა ჰყოლოდა. გალათასარაიში
სწავლის დროს, როცა იჰსანი კლასში შევიდოდა, ფეხზე მდგარ
მოსწავლეებს მიესალმებოდა და ხელით ანიშნებდა დასხედი-
თო, მუმთაზი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მის მხარზე
გადაკიდებულ ტყავის ჩანთაში მაჯიდე იჯდა. ნოსტალგიით შეპ-
ყრობილი, იგი დააცქერდა თავისი „ძვირფასი დის“ სახეს, მაგ-
რამ მაჯიდე ჩაფიქრებული იყო, მისი ყურადღება მთლიანად ნუ-
რანისკენ იყო მიპყრობილი. ცოტა ხანში, როცა ნურანს ელაპა-
რაკა, სახე დაუმშვიდდა, თითქოს დაძაბულობა მოეხსნა, გაიცი-
ნა. თანამოსაუბრის ხმა ძლიერ მოეწონა. არც მის ჩაცმულობას,
არც ასაკს, არც სილამაზეს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილე-
ბა, როგორიც ხმას.
ეს ქალბატონი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ადა-
მიანის ხმას. როდესაც ადამიანს გაიცნობდა, მთელ ყურადღე-
ბას მის ხმაზე გადაიტანდა და შთაბეჭდილებას ხმის ჟღერადო-
ბის და მოდულაციის მიხედვით იქმნიდა. შესაბამისად მას ან
მოსწონდა თანამოსაუბრე, ან არაფერი შეეტყობოდა სახეზე, ან
კიდევ თავის უკმაყოფილებას ასეთი განცხადებით გამოხატავ-
და: „ისეთი ხმა აქვს, თითქოს გველმა გაისრიალა შენ გვერ-
დით“.

322
მკითხველთა ლიგა

მის მიერ ხმის შეფასების სტანდარტი არ შეიცავდა ისეთ


კრიტერიუმებს როგორიცაა „მაღალი, დაბალი, ჩახლეჩილი ან
რბილი“, რასაც ჩვეულებრივ ხმარობენ ვინმეს ხმის აღსაწერად.
ან ზოგჯერ ამბობენ „სასიამოვნო (ან უსიამოვნო) ხმა აქვსო“.
არა, მაჯიდე სულ სხვა აღწერით საშუალებებს ხმარობდა. იგი
ხმას რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდა. სპეციალური აპარა-
ტურის მსგავსად, რომლებსაც ლაბორატორიებში ხმარობენ,
მას ძალიან მგრძნობიარე ყური ჰქონდა. მაგალითად, იტყოდა
ხოლმე: „ესა და ეს ადამიანი კარგი ადამიანია (ან ძალიან კარ-
გი ადამიანია), მაგრამ მისმა ხმამ შემაშფოთა: თითქოს სისხლი
სდის“. ან: „ეს ადამიანი ძალიან მოთავისეა, საკუთარ თავზე დი-
დი წარმოდგენა აქვს, მისი ხმა თითქოს მის მზერას ფარავს“.
ასეთი ფრაზებით აღწერდა იგი ადამიანის ხმას და მის მდგომა-
რეობას. ნებისმიერი ადამიანი, როცა მაჯიდეს ელაპარაკებო-
და, თავისი ხმით აშიშვლებდა თავის ღრმა საიდუმლოებას, ან
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი მოსამართლე გა-
მოუტანდა განაჩენს.
ნებისმიერი ადამიანი თავისი ხმის საშუალებით შედიოდა
მაჯიდეს ცხოვრებაში. იჰსანიც მისი ხმის გამო მოეწონა და მუმ-
თაზიც ამიტომ მიიღო ძალიან გულთბილად. ამჯერად კი, ნურა-
ნის ხმით მოხიბლულმა, მას გაუხსნა თავისი სული, როგორც
გიგანტური მოლუსკი, სადაც ნურანის არაჩვეულებრივი ტემ-
ბრის ხმით წარმოთქმული სიტყვები და მარცვლები მარგალი-
ტის მძივებად გადაიქცეოდა.
მაჯიდე თვალებდახუჭული უსმენდა ადამიანებს, რომლე-
ბიც უყვარდა. მათი საუბრის მოსმენისას თავს ისე გრძნობდა,
თითქოს ცივ, არაჩვეულებრივ, სასიამოვნო ნაკადულში ბანაობ-
და, რომელიც მდიდარი იყო სასარგებლო მცენარეებით, მინე-
რალებით და ვარსკვლავებითაც კი. როცა მისთვის სასიამოვნო

323
მკითხველთა ლიგა

ხმის დინებას მიენდობოდა, მისი საკუთარი თვისებები თითქოს


იკარგებოდა, ცილდებოდა მას და ამ ნაკადში ტივტივებდა; თუ
მაჯიდეს იცნობდით, ეს უცნაური ფენომენიც უნდა გცოდნოდათ.
მთელი მისი არსება ატარებდა ყვავილებით დატვირთული ნა-
ვის ინერციას.
შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა, რომ მისი დაზიანებული ნერ-
ვული სისტემა აღიქვამდა ღირებულებებს, როგორიცაა „კარგი“
და „ცუდი“ მხოლოდ აკუსტიკის ესთეტიკის გავლით. ერთხელ
მაჯიდემ ეს თავისი მდგომარეობა მუმთაზს ასე აუხსნა:
- ადრეც ვხდებოდი ხოლმე ცუდად, მაგრამ ასე ხშირად
არა. ახლა გამიძლიერდა ეს შეგრძნება. როცა გარკვეულ
ხალხს ვუსმენ, ჩემი სხეული თითქოს იძაბება. თითქოს რკინის
აბჯარი მაცვია.
იჰსანი თავისი ცოლის ამ უცნაურ თვისებას მარტო ადა-
მიანის ხმის აღქმას არ მიაწერდა. იგი ფიქრობდა, რომ აქ იმ
ფაქტორსაც ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იყო თვითონ ის პი-
როვნება, მაჯიდეს თანამოსაუბრე. მუმთაზს კი სრულიად სჯე-
როდა მაჯიდეს ნათქვამი. რადგან მაჯიდე თვითონ ასე ხსნიდა
თავის გამოცდილებას, რატომაც არ უნდა დაეჯერებინათ მის-
თვის? აქ უკვე ჩანდა განსხვავება იჰსანისა და მუმთაზის მიდგო-
მის მეთოდებს შორის.
იჰსანი განაგრძობდა მოყოლას, თუ რა გააკეთეს და ვინ
ნახეს ამ კვირის განმავლობაში. მუმთაზმა ჰკითხა, რატომ არ
ამოჰყვნენ ბორანს ბოსფორისკენ და მას არ ესტუმრნენ. მისმა
აღაბეიმ უპასუხა:
- იმიტომ, რომ თქვენთვის თაფლობის თვის სიმყუდროვე
არ დაგვერღვია.

324
მკითხველთა ლიგა

ამ პასუხისგან ნურანი გაწითლდა, რაც იჰსანს ძალიან


მოეწონა. შემდეგ დაჰპირდა, რომ სამი დღით აუცილებლად მი-
ვიდოდნენ მათთან სტუმრად.
- ბავშვებს ბებია სოფელში წაიყვანს და ჩვენ თავისუფლები
ვიქნებით. უახლოეს რამდენიმე კვირაში გველოდეთ.
იჰსანი მათ ისე ელაპარაკებოდა, თითქოს უკვე დაქორწი-
ნებულები იყვნენ, რაც ორივეს ძალიან მოეწონა.
უკვე ბორანზე რომ ავიდნენ, ნურანმა თქვა:
- მაჯიდე მშვენიერი ქალია. მაგრამ აქვს რაღაც ისეთი ჩვე-
ვა, თითქოს უცბად შეგავლებს თვალს და შეგათვალიერებს,
არა?
მუმთაზმა აუხსნა მას ის თავისებურება ადამიანის ხმის აღ-
ქმასთან დაკავშირებით, რაც მაჯიდეს ახასიათებდა. სცადა, ეს
ფენომენი ნახევრად ხუმრობაში გაეტარებინა:
- უამრავ ადამიანს ახასიათებს უცნაურობები.
მაგრამ ნურანი დაჟინებით განაგრძობდა გამოკითხვას.
- შენ თქვი, რომ მაჯიდე ავად იყო. რატომ? ახლა მშვენივ-
რად გამოიყურება.
- ჰო, ავად იყო, მაგრამ იჰსანი დაეხმარა, ცხოვრებას დაბ-
რუნებოდა.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ შვილი შეეძინათ. იჰსანს აქვს სიცოცხლის სიყ-
ვარული. მას სჯერა, რომ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს
საოცარი ცვლილებები. და რომ ცხოვრების საიდუმლო თვი-
თონ ცხოვრებაშია. მაჯიდეს ავადმყოფობის დროს, ფართოდ
გავრცელდა დებატები ევგენიკის თეორიის თაობაზე. ეს არის
თეორია, რომელიც ავითარებს აზრს ადამიანის ჯანსაღი მემ-
კვიდრეობის და მისი გაუმჯობესების გზების შესახებ შემდგომ
თაობებში. მას დიდ პროპაგანდას უწევენ ნაცისტები. ამ თეორი-

325
მკითხველთა ლიგა

ამ იჰსანი განარისხა. მას ერთი წამითაც არ დაუშვია, რომ ბავ-


შვი, რომელსაც უფროსი შვილის დაღუპვით სულიერად გატე-
ხილი მაჯიდე გააჩენდა, შეიძლებოდა არასტაბილური ფსიქი-
კით დაბადებულიყო. მას სწამდა, რომ მაჯიდეს დედური ინსტინ-
ქტის და პასუხისმგებლობის გრძნობის კიდევ ერთხელ გაცოც-
ხლება მას ჯანმრთელობას დაუბრუნებდა. იჰსანს აგრეთვე მი-
აჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალისთვის კიდევ ერთი შვილის გა-
ჩენისა და დედობის ხელახალი განცდის აკრძალვა იქნებოდა
უდიდესი დანაშაული ქალის წინაშე. ზოგ ექიმს კი მიაჩნდა, რომ
მაჯიდეს ეს ვეღარ უშველიდა და ურჩიეს თავისი საწოლები ერ-
თმანეთისგან სამუდამოდ შორიშორს დაედგათ. მაგრამ იჰსანი
მტკიცედ იდგა. რა თქმა უნდა, გარკვეული რისკი არსებობდა.
შეიძლებოდა მის საყვარელ ქალს ციებ-ცხელება დამართოდა
და მომკვდარიყო კიდეც. მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. დაიბა-
და პატარა საბიჰა, სრულიად ჯანმრთელი. მაჯიდესაც თითქოს
სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. მართალია, ზოგჯერ სევდიანი
ფიქრები წაიღებს ხოლმე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმას
აღარ ჰყვება, რომ მკლავებში ნაჭრის თოჯინა უწევს.
- შენ შეძლებდი, ასე გაგერისკა?
- ხომ გითხარი, ცოტა არ იყოს, უცნაური ოჯახი ვართ--
მეთქი. მე რომ შემმთხვეოდა ასეთი რამ, დიახ, მეც ასე მოვიქ-
ცეოდი. მაგრამ თავიდან, იჰსანმა აზრი რომ მკითხა, მაშინ ძა-
ლიან დიდხანს ვიკამათეთ.
ნურანმა განსხვავებული დასკვნები გამოიტანა:
- როგორც ყველა აზარტულ თამაშში, დამკვირვებელს შე-
იძლება ეჭვი შეეპაროს საყოყმანო მოქმედებაში. შემდეგ კი გა-
ბედულებას ტაშს უკრავს. მაგრამ ამ გაბედულ ნაბიჯს რომ არ
გაემართლებინა...

326
მკითხველთა ლიგა

- არა, არა, იჰსანის ნაბიჯს კიდეც რომ არ გაემართლები-


ნა, მე არ დავადანაშაულებდი, ამაზე ბევრჯერ მიფიქრია… რაც
მან გააკეთა, დიდი გაბედულება იყო, ეს იყო გვერდში დგომა
და მხარდაჭერა. მისი იმედი რომ არ გამართლებულიყო, სუ-
ლიერად ყველა გავნადგურდებოდით. ეს ალბათ მისი დაღუპ-
ვის ან სულიერად დაცემის განაჩენი იქნებოდა. მაგრამ მე მას
მაინც არ დავადანაშაულებდი. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იჰ-
სანი სხვის სიცოცხლეს კი არ ეთამაშებოდა, იგი ეთამაშებოდა
საკუთარ სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას. ისიც ვიცი,
რომ მაჯიდეს გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებდა.
- ასე ძალიან უყვარს?
- უსაზღვროდ... მხოლოდ მის გვერდით არსებობა წარმო-
უდგენია. ვერ გაძლებდა მის გარეშე. მისი თანხლებით უფრო
მეტს და უფრო ხალისიანად ლაპარაკობს ხოლმე, ვიდრე
ჩვეულებრივ.
- ბავშვი ჯანმრთელია? - ნურანი მუდმივად საკუთარი
ცხოვრების მიხედვით განსჯიდა.
- კი, ძალიან კარგი ბავშვია. ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა
და ადრეა დარწმუნებით თქმა, მაგრამ ხომ შეამჩნიე, დედამისს
როგორი ნეტარებით სავსე გამომეტყველება აქვს? იცი რა, სა-
ბიჰას ისეთივე ქცევის მანერა აქვს, როგორიც დედამისს. თან
ძალიან ცოცხალი წარმოსახვის უნარი გააჩნია. ამან შეიძლება
შემდეგ ცოტა გართულებები მოუტანოს. მაგრამ ის ცხოვრებას
არ შეუშინდება და მიიღებს დიდებულ გამოცდილებას.
ცხოვრება დიდებული და მშვენიერი იყო. ყველაზე ამაღ-
ლებული ლოცვაც კი ვერ მიუახლოვდებოდა მას. ნურანი ამას
მიხვდა იმ დღიდან, რაც მუმთაზი გაიცნო. მუმთაზი, მისი
მამაკაცი-ბავშვი, რომლის მიმართაც ლამის მშობლიური
გრძნობა ჰქონდა, რომელიც საკუთარი თავის რწმენას მხო-

327
მკითხველთა ლიგა

ლოდ მაშინ ავლენდა, როცა ძალიან ინტელექტუალურ თემებ-


ზე საუბრობდა. ნურანის ცხოვრება ამ პერიოდში ძალიან სა-
სიამოვნო იყო, გათენებიდან დაღამებამდე სიყვარულით სავსე,
თითოეული საათი და წუთი სავსე იყო სასიამოვნო ამბებით, ამა-
ში შედიოდა გაღვიძებაც და დაძინებაც, ოცნებები და ფანტა-
ზიები, საკუთარი თავის დაკარგვა შეყვარებულის ხვევნაში და
მერე ისევ გონს მოსვლა იმავე მკლავებში.
და რაც დღეს ნურანმა ნახა, ყველაფერი ასევე მშვენიერი
იყო, ის ცალფეხა კაციც კი, მათ წინ რომ მიხტოდა, უპატრონო
და საბრალო ქუჩის ბიჭიც, სახე დამწვრობისგან რომ ჰქონდა
დამახინჯებული. ამ დატანჯული და მათგან სრულიად განსხვა-
ვებული ადამიანების დანახვა, სანამ საღამოს მუმთაზის გვერ-
დით დაჯდებოდა ბორნის სკამზე, და ის სიბრალულიც, რაც მას-
ში იმ საღამოს დუღდა, ყველაფერი იყო აქამდე განცდილისგან
განსხვავებული, როცა უფიქრია, უღელვია ხოლმე იმაზე, თუ
როგორ დახვდებოდა მას თავისი ოჯახი, როგორ გრძნობდნენ
ისინი თავს, სანამ მას ელოდნენ; რადგან ასეთი მძაფრი შთა-
ბეჭდილებები დარტყმას აყენებს ცნობიერებას, რომლის სა-
შუალებითაც ჩვენ სათანადოდ აღვიქვამთ არსებულ რეალობას
და არსებულ ობიექტებს. ბორანი ჯენგელქოიში გაჩერდა, სანამ
ისევ განაგრძობდა გზას.
ისინი შევიდნენ ღამისეული ბოსფორის გულში, ცოტაც და
ვანიქოიში მივიდოდნენ. ნურანს განსაკუთრებულად დაამახსოვ-
რდა ეს დღე, როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ ბორნის მისად-
გომზე, ბაგირის მისაბმელ დაბალ ფოლადის ბოძზე ჩამომ-
სხდარნი. გარშემო ბუნების სიუხვე იგრძნობოდა, მაგრამ ზაფ-
ხული უკვე გადიოდა. ზაფხული, ეს მარგალიტი, ეს განსაკუთ-
რებული ერთადერთი სეზონი, რომელიც მათ მოკვდაობას
მიუთითებდა. კარგი იქნებოდა, მასაც იჰსანის და მუმთაზის

328
მკითხველთა ლიგა

მსგავსად, სიცოცხლის რწმენა ჰქონოდა. მაგრამ ნურანს ის არ


ჰქონდა. იგი სუსტი იყო ცხოვრებასთან დაპირისპირებისთვის.
ამ უსუსურობის გამო, მოსალოდნელი იყო, ერთ დღეს მუმთაზი
დაეკარგა, ადამიანი, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო მის-
თვის და ასე დამოკიდებული იყო მასზე. ნურანი თავის თავს
კარგად იცნობდა. მას არ გააჩნდა უნარი, თავი დაეღწია საკუ-
თარი ფიქრებისთვის, აკვიატებული იდეისთვის, ან სიყვარუ-
ლისთვის. როგორც კი სახლში შეაბიჯა, დედამისის მკაცრმა
მზერამ და ფატმას ჭირვეულობამ სხვა ყველაფერი დაავიწყა.
მისი ცხოვრება ძალიან ბევრი რთული დეტალისგან შედგებო-
და.
ნურანი ერთდროულად ეკუთვნოდა სხვადასხვა სამყო-
ფელს. იგი ეკუთვნოდა ერთდროულად სიყვარულსაც და მოვა-
ლეობასაც. მათ შორის არსებობამ ერთიდან მეორეზე გადას-
ვლამ, ძალაუნებურად გარკვეული ცვლილებები გამოიწვია მას-
ში.
ნურანმა იცოდა, რომ მუმთაზს მისი მდგომარეობა მხედ-
ველობიდან არ გამოეპარებოდა. ერთ დღესაც მუმთაზმა უთ-
ხრა: „ჩვენი სხეული არის ის, რისი ერთმანეთისთვის დათმობაც
ყველაზე ადვილად შეგვიძლია. ჭეშმარიტად რთულია ერთმა-
ნეთის ცხოვრება გავიზიაროთ. იმისთვის, რომ სიყვარული იყოს
ჭეშმარიტი, ორი ადამიანი უნდა შევიდეს ერთ სარკეში და იქ
გამოჩნდეს როგორც ერთი სული“. ნურანი ჩუმად იყო. მხო-
ლოდ ძალიან გამჭოლი შინაგანი ხედვის ადამიანს შეეძლო
წარმოეთქვა ეს სიტყვები. მუმთაზი შეკრთა, ნურანის სიჩუმე არ
მოეწონა.
- რა მოხდა? - იკითხა მან.
- არა, არაფერი. რატომღაც თავში აზრები ამერია, ვერ
დავალაგე. ჩვენი მოგზაურობა, სუმბულ სინანი, მერქეზ ეფენდი,

329
მკითხველთა ლიგა

მაჯიდე, ყველას აქვს სიცოცხლის უფლება. მე დავიღალე და


ამწუთას არაფერი მინდა, მხოლოდ ვიყო ის, რაც ვარ.

XII

დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, როცა ლუფარის შე-


მოსვლის სეზონი დადგა, ბოსფორს კიდევ ერთი სურნელი
შეემატა. ლუფარის საჭერად ზღვაში გასვლა ერთ-ერთი საუკე-
თესო გასართობი იყო ყურის ნაპირებზე მცხოვრებლებისთვის.
თევზის სვლის მიმართულება ორივე ნაპირზე ნათდებოდა
და გადაჭიმული იყო ბეილერეიდან და ქაბათაშიდან სამხრე-
თით, თელი თაბიამდე და ქავაქლარამდე, შავი ზღვის სიახლო-
ვემდე, თავს იყრიდა სხვადასხვა დინების შეხვედრის ადგილებ-
ში და აქ თევზის ჭერა უფრო მოსახერხებელი იყო, განსაკუთ-
რებით კი კარგად შეღამებულზე, ახალი მთვარის დროს. გან-
სხვავებით სხვა ექსკურსიებისგან, რომლებიც თანდათან დამ-
კვიდრდა როგორც ამ მოვლენის აუცილებელი ნაწილი, მთელ
სანაპიროზე იმართებოდა კარნავალი ცეკვებით, რომლებშიც
ყველა მონაწილეობდა.
ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ნურანს ძალიან უყვარდა ზღვა,
რომლის ზედაპირზეც ნავების სინათლეები შავ და მეწამულ ხა-
ვერდზე განლაგებული ძვირფასი ქვებივით ციმციმებდა, თით-
ქმის გამჭვირვალე სიბნელე, რომელიც იწყებოდა იქ, სადაც ამ
სინათლის ციმციმი წყდებოდა, შემდეგ ლივლივით გრძელდე-
ბოდა ცოტა შორსაც, სხვა მეთევზეთა ნავების, ბორნის გამოჩე-
ნის, ან ქარის მცირე დაბერვის გამო; მას უყვარდა ამ სინათლის
სილუეტების ნათება თავისი ათასნაირი ათინათით, უყვარდა
დაკვირვება, თუ როგორ ვრცელდებოდა ამ ციმციმა სინათლის

330
მკითხველთა ლიგა

გარდატეხა, თითქოს შეიძლებოდა მასთან მიეღწია და სადღაც


გაეტაცა იგი. მოკლედ, ძალიან უყვარდა ეს ღამის სეირნობები,
ლუფარების დანახვა, რაც აღძრავდა თითქმის რეალურ სუ-
რათს სინათლის ციმციმისგან, ანარეკლისგან და ზოგან კი
მკვეთრი სინათლისგან შექმნილი განათებული სასახლისა, რა-
საც თან სდევდა რაღაც მელოდიების ნაწყვეტები სხვადასხვა
ვარიაციებით.
სანამ გათხოვდებოდა, და უფრო პატარაც რომ იყო, მამა,
რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი თანამოაზრეები ამქვეყნად იყ-
ვნენ მხოლოდ მისი გოგონა და ძმა თევფიქი, წაიყვანდა ხოლმე
მათ ლუფარზე სათევზაოდ. როცა იგი ამ ღამეებს იხსენებდა და
მუმთაზს უამბობდა, მუმთაზმა ყველაფერი დაიმახსოვრა და გა-
დაწყვიტა, ეს მშვენიერი ზაფხული კიდევ უფრო ბედნიერი რომ
ყოფილიყო ნურანისთვის, ამ სეზონზე თევფიქი მათთან დაეპა-
ტიჟა. თევფიქს ძლიერ გაეხარდა. იგი დაიღალა ქანდილში სახ-
ლში ყოფნით, თავისი დისგანაც და პატარა ფატმასგანაც კი.
„სექტემბერს ქანლიქაში გავატარებ“, - განაცხადა მან. მუმთაზი
დარწმუნებული იყო, რომ ბიძის სტუმრობა ნურანს გაახალისებ-
და.
თევფიქი ქანლიქაში ჩავიდა ნაწილობრივ იმ მიზნით, რომ
ეს გეგმა ნურანისთვის გაეცნო, თავი ემართლებინა იმით, რომ
ქანდილის სახლი ძნელი მისადგომი იყო, რომ აღმართი ძალი-
ან ღლიდა, განსაკუთრებით ღამით, და უცბად იგი გადაიქცა და-
ახლოებით ოცი წლის წინანდელ თევფიქად, იმ დონემდე, რომ
ბოსფორის ძველი რეზიდენციის ფანჯრებს რომ ჩააცქერდებო-
და, თითქოს თავს ისულელებდა და კითხვას სვამდა: „ის ახალ-
გაზრდა გოგოები, მე რომ ვეარშიყებოდი, ჩემსავით ხომ არ
გაახალგაზრდავდნენ?“ ოცი წლის წინათ თევფიქი დიახაც პო-
პულარული გახლდათ. როდესაც საღამოს ან გვიან ღამით ნა-

331
მკითხველთა ლიგა

ვით ბრუნდებოდა და თავისთვის ღიღინებდა, სახლების ფან-


ჯრები იღებოდა, ფარდები ოდნავ გადაიწეოდა და თითქოს
ფანჯებთან მორცხვად მიახლოებული გოგონების ჩრდილების
ჩუმი ამოოხვრაც კი ისმოდა. როგორც ამბობდნენ, ეს სიმღერე-
ბი იყო შენიღბული სასიყვარულო გზავნილები ახალგაზრდა
ქალბატონებისადმი, რომლებიც იდგნენ ფანჯრებთან, თმას ის-
წორებდნენ და უსმენდნენ, სანამ მისი ნავი სახლებს ჩაუვლიდა,
ზოგი ყვავილსაც ესროდა ხოლმე. რომელიმე მათგანი, არ
ჰქონდა მნიშვნელობა რომელი, მეორე დღეს აუცილებლად
მოინდომებდა დიდი ხნის უნახავი ნაცნონის მოსანახულებლად,
ან მკერავთან, ან საყიდლებზე წასვლას, ღამით კი, დარიგებუ-
ლი ერთგული მოსამსახურე ჭიშკარს ღიად დატოვებდა.
მუმთაზს ძალიან მოსწონდა ეს ძველი დროის მოარშიყე
კაცი, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდში, როცა მუმთაზი
დაიბადა, გარშემო მყოფ ახალგაზრდა ქალბატონებს დღეში
ხუთჯერ უხსნიდა სიყვარულს, ეს თითქოს ცოდვების მონა-
ნიებისკენ მოწოდების ნაწილი იყო, მინარეთიდან რომ ისმოდა
მთელი უბნის გასაგონად. თევფიქს ჰქონდა რაღაც კეთილშო-
ბილური ეპიკურიანიზმი, რომელიც ღიად ვლინდებოდა მისი
მომხიბვლელი, ქალების დამმორჩილებელი მზერით და ულ-
ვაშზე ხელის გადასმით.
როგორც გამოცდილმა ადამიანმა, მან ხელი შეუწყო, რომ
ბოსფორის სრუტეში ლუფარის სვლის სანახავად ნურანის და
მუმთაზის ექსკურსიებს უკეთ ჩაევლო და თვალნათლივ დაანახ-
ვა მათ გატაცების და აღმაფრენის მნიშვნელობა ადამიანის
ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის. პირველივე დღიდანვე
თითქოს მუმთაზის მფარველობა აიღო თავის თავზე და შეასუს-
ტა მტრული ატმოსფერო, რაც ნურანის ოჯახში შექმნა ფატმას
ეჭვიანობამ და ჭირვეულობამ, რისთვისაც განსაკუთრებით

332
მკითხველთა ლიგა

ხელშემწყობი პირობები, თავის მხრივ, შექმნა იაშარის მიერ


ბავშვის მფარველობამ. მუმთაზს კარგად ესმოდა, რა როლი
შეასრულა თევფიქის მეგობრულმა განწყობამ მის მიმართ იმ
თვალსაზრისით, რომ ნურანის დედა, ეს მკაცრი ქალიც, წინ
ვერ აღუდგა თავისი ძმის გავლენას და საკმაოდ მეგობრულად
შეხვდა მუმთაზს ქანდილში.
თევფიქის კეთილგანწყობამ ცოტა არ იყოს, გააოცა მუმ-
თაზი. იგი არ ელოდა, რომ ეს ძველი მოარშიყე კაცი ასეთ ურ-
თერთლტოლვას გაამართლებდა. თავიდან, მუმთაზი ფიქრობ-
და, რომ ეს იყო ნიღაბი, რომლითაც თევფიქი მალავდა მის
მეგობრულ, მაგრამ ოდნავ დამცინავ განწყობას ახალგაზრდა,
გამოუცდელი კაცისადმი. მოგვიანებით, როცა თევფიქი უკეთ
გაიცნო, მუმთაზი მიხვდა, რომ მისი ცოტა არ იყოს, ფუქსავატუ-
რი, არასერიოზული და შეიძლება ითქვას, უხეში ქცევაც მალავ-
და გასაოცარ ნოსტალგიას. ერთ დღეს ნურანის ბიძა მას გამო-
უტყდა, რომ ქალებში პოპულარული მამაკაცების უმეტესობა
სხვების მხრიდან შურის ობიექტია მთელი თავისი სიცოცხლის
განმავლობაში, სანამ დეპრესიაში არ ჩავარდება მას შემდეგ,
რაც ხელიდან გაუშვებს ქალის ნამდვილი სიყვარულის შანსს.
ან იქნებ არც არასდროს მისცემია ეს შანსი და თავს იკმაყოფი-
ლებდა სასიყვარულო ურთიერთობებით მხოლოდ შემთხვევი-
დან შემთხვევამდე, რომლებიც ბოლოს თვითონვე მობეზრდა.
მოკლედ, როგორც მუმთაზი მიხვდა, მისი ტიპი მამაკაცისა, რო-
მელსაც თავდავიწყებით უყვარს მხოლოდ ერთი ქალი, თევფი-
ქის აზრით, სწორედაც რომ იყო ნამდვილი შურის საგანი.
თევფიქის შეფასებით, შეუძლებელი იყო ნამდვილი შეყვა-
რება, სანამ ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ფიზიკურ ბუნებას
არ გაიცნობდნენ. რომანისტების უმეტესობა შეცდომას უშვებს,
როცა ამთავრებს რომანს იქ, საიდანაც უნდა დაიწყოს. ნამდვი-

333
მკითხველთა ლიგა

ლი სიყვარული ვლინდება და აგრძელებს არსებობას მხო-


ლოდ სხეულის გამოცდილებით. ადამიანები, რომლებსაც ბედ-
მა უღალატა პირველი ხორციელი გამოცდილების დროს,
მიუხედავად თავგანწირული მცდელობებისა, ცხოვრების ბო-
ლომდე პირველი მარცხის გავლენის ქვეშ იქნებიან და შემდგო-
მი შეხვედები მასზე ვერ დატოვებენ სათანადო შთაბეჭდილებას.
მუმთაზს სიამოვნებდა, რომ თავის იდეებთან მსგავსება
აღმოაჩინა თევფიქის სასიყვარულო თეორიაში, თუმცა, ნურა-
ნის ბიძა ზევით აღნიშნულ მხარესა და მეტაფიზიკურ აზროვნე-
ბას ერთმანეთში არ ურევდა, როგორც ეს მუმთაზს სჩვეოდა.
უბრალოდ იმიტომ, რომ იგი მხოლოდ რეალობას ხედავდა.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ადამიანის სული ჩასახ-
ლებულიყო კუს სხეულში, რომელსაც მიუხედავად ყველაფრი-
სა, კვლავ თავისი წარსული მდგომარეობა ახსოვდა, თუმცა, ის
აღარ ვლინდებოდა ახალ ფორმაში, ჩვევაში ან ცხოვრების პი-
რობებში. თავიანთ პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში
მონაწილე ადამიანები ქადაგებდნენ, რომ ჭეშმარიტი იდეალე-
ბია მთავარი, მიუხედავად პრიმიტიული ხორციელი ბაზისისა.
არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ქადაგებდნენ უკვდავ
გრძნობებს, ერთადერთ ნამდვილ სიყვარულში გახორციელე-
ბულს, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ყოველ მეტ-ნაკლებად მი-
საწვდომ კარზე აკაკუნებდნენ.
ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი ჩვეულებრივი თაღლითი
იყო თევფიქიც, მაგრამ ამ ასაკოვან კაცში მაინც არსებობდა
გრძნობების ესთეტიკა, სიყვარულის უკვდავების და სისუფთავის
რწმენა.
იგი ამას ასე თუ ისე, თვითონვე გრძნობდა და აღიარებდა:
- ჩემსავით არ დაასრულო სიცოცხლე, მე თითქოს ორ,
ერთმანეთისგან განშტოებულ ბილიკს შორის ვარ შერჩენილი.

334
მკითხველთა ლიგა

როცა იგი ლაპარაკობდა, სახეზე ნაღველი ემჩნეოდა. ეს


იყო კაცი, რომელსაც ყველა წყაროსთან შეუსვენია, ერთხელ
მაინც, მერე გზა ისევ გაუგრძელებია ნამდვილი, მაცოცხლებე-
ლი წყაროს ძებნაში; შესაძლოა, უპოვია კიდეც ასეთი, მაგრამ
სწრაფად წასულა კვლავ სხვაგან, რადგან უფიქრია:
- არა, ეს ის არ არის. ალბათ კიდევ სხვაგან უნდა ვეძებო.
როგორც დაუმორჩილებელი სული განწირულია საკუთა-
რი სხეულის მუდმივი ძიებისთვის იმ გაურკვეველ მდგომა-
რეობაში, რომელიც სუფევს არაფში3, სადაც მუდმივად უბერავს
ცივი ქარი, რომელიც ხელს უშლის მას, ასევე თევფიქიც ეუფ-
ლებოდა სხეულებს, მაგრამ არც ერთთან არ შეჩერებულა დიდ-
ხანს და ახლა, როცა მისი მისწრაფება და გაბედულება ჩაქრა,
იგი ჩამოვიდა ბებერი ძვლების გასათბობად და რომანტიკული
სიყვარულის ატმოსფეროთი დასატკბობად, რომელიც სუფევდა
ნურანსა და მუმთაზს შორის.
ათი დღის განმავლობაში, რომლებიც მაშინ ნურანთან და
მუმთაზთან გაატარა, თევფიქს ერთხელაც არ დაუღიღინია ხმა-
მაღლა, ბოსფორის წყლებშიც კი შეიძლება ითქვას არ უსეირ-
ნია, არ მოუნახულებია ადგილები, სადაც კარგად გამოძღომა
ან სხვა ხორციელი სიამოვნების მიღება შეეძლო და არც მო-
საწვევი ბარათები დაუგზავნია აქეთ-იქით ძველ ნაცნობებთან.
ასეთი თავგანწირვა კაცისგან, რომელიც ახალაზრდობაში ცნო-
ბილი იყო თავისი მიდრეკილებებით სოციალური წესრიგის
დარღვევისკენ, ყველას გაუკვირდა. ზოგმა ასეთი საქციელი ახ-
სნა იმით, რომ თევფიქი ცოლის გარდაცვალებას გლოვობდა;
ზოგმა ჩათვალა, რომ „მას სინდისი აწუხებდა“, სხვები კი, რომ-

3
მუსლიმანური რწმენით Araf - სივრცე, რომელიც წარმოადგენს ზღვარს
სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

335
მკითხველთა ლიგა

ლებსაც ასეთი რამ ნაკლებად სჯეროდათ და მართლებიც იყ-


ვნენ, თევფიქის ათდღიანი კარჩაკეტილობის შემდეგ მზად იყ-
ვნენ, მისთვის ბევრი რამ ეპატიებინათ წარსულიდან, რომლის
შესახებაც იგი ყოველთვის სიტყვაუხვი იყო, თავი მოსწონდა თა-
ვისი საქციელით. ადამიანები შეეჭვდნენ: იქნებ, ისეთიც არაფე-
რი იყო და საწყალ კაცს ყველაფერი დააბრალესო. „ცოლი ასე
ჰყვარებია და ასეთ სისაძაგლეებს როგორ ჩაიდენდაო“. ფაქ-
ტობრივად, თევფიქს არასოდეს ჰყვარებია თავისი მუდმივად
ეჭვიანი, ძალიან ჭირვეული და ამაყი ცოლი, რომელმაც თევ-
ფიქი მათი შვილის, იაშარის ფსიქოლოგიური გადახრებით
„დაასაჩუქრა“. მაგრამ ეს მისი შვილი იყო. ცოლი თევფიქს
არასდროს არაფერს აპატიებდა; თუმცა, თავად, თავისი აზრით,
ღირსეულად იტანდა ყველაფერს, მაგრამ მტკიცედ მოითხოვ-
და, რომ თითოეული მისი ღირსეული საქციელისთვის ათასჯერ
მეტად დაეფასებინათ. თევფიქმა მისი გარდაცვალება იგლოვა
იმდენად, რამდენადაც იგლოვებდა ნებისმიერი უცნობი. სანამ
ცოლი ცოცხალი იყო, თევფიქი მზად იყო გადაეხადა ნების-
მიერი ფასი ცოლის მატერიალურად უზრუნველყოფისა და
კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, თუკი
იგი მასთან განქორწინებას გადაწყვეტდა, რაც თვითონ თევ-
ფიქს ასე ძლიერად სურდა და როცა გარდაიცვალა, მისი დაკ-
რძალვის ხარჯები არ დაუშურებია. თევფიქი ყოველ წელს პირ-
ნათლად ატარებდა მიცვალებულის სულისთვის აუცილებელ
ცერემონიალს ყურანიდან ნაწყვეტების კითხვით და სხვა რი-
ტუალებით, რისი მატერიალური საფასურიც არაფერი იყო იმ
თანხასთან შედარებით, რაც მას ყოველი შემთხვევისთვის გა-
დანახული ჰქონდა... იქ, სადაც ახლა მისი ცოლის სული იმყო-
ფებოდა, ერთი ცენტიც არ იყო საჭირო...

336
მკითხველთა ლიგა

თევფიქის ათდღიან „განდეგილობას“, უარის თქმას გარ-


თობაზე და სიამოვნებაზე, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. თავისი
ხნიერი ასაკის გამო, მას არ სურდა, იგი მიეღოთ როგორც
მეორე, მესამე ან კიდევ უფრო ნაკლები ხარისხის კაცი, იმის
შემდეგ, რაც ამ მხრივ, თითქმის მეფურ ადგილს იყო ჩვეული.
თევფიქი, ფაქტობრივად საკმაოდ თავშეკავებულად ცხოვრობ-
და მაშინაც, როცა მისი ცხოვრება საზოგადოების თვალში გარ-
ყვნილ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მან თავის თავს ასაკის ლიმიტი
დაუწესა, როგორც კი საკუთარი სიყოჩაღის დასუსტება იგრძნო
და საკუთარი ნებით აირჩია ცხოვრებისგან ჩამოცილება. რო-
მაელი კონსულის მსგავსად, რომელიც ბრძოლებიდან ყოველ-
თვის გამარჯვებული ბრუნდებოდა, შემდეგ კი გადადგებოდა და
სადმე, საკუთარ მამულში, მიყრუებულ ადგილას, თავს ვენახის
მოვლით ირთობდა, თევფიქიც ქანდილში შინაურებთან ერთად
ცხოვრობდა და თავს მოგონებებით ირთობდა. ახლა კი, სულ
სხვა ატმოსფეროში, ნურანთან და მუმთაზთან სტუმრობითა და
ლუფარის კვლავ ხილვის შესაძლებლობით გახალისებული,
იგი სრულიად სხვა თევფიქი გახდა. დადიოდა ზღვის ნაპირას,
შორიდან მაინც შესცქეროდა გარემოს და მიმდინარე მოვლე-
ნებს, რომლებიც ოდესღაც ასე უყვარდა.
იმ დღეს, როცა მუმთაზი ამას მიხვდა, ისიც აღიქვა, რომ
კმაყოფილების ნაპერწკალი თევფიქის თვალებში და შეჭაღა-
რავებულ ულვაშზე ხელის გადასმა ცხოვრების ნამდვილი ფი-
ლოსოფია იყო. ეს ჟესტი, სიმშვიდის მიღწევის სიმბოლური ნი-
შანი, მაღლდებოდა და გადაიქცეოდა საკუთარ თავისგან ყოვე-
ლივე ცუდის ჩამოშორების ნიშნად, თან განზე გადგომასაც
მიანიშნებდა, რადგან უკვე აღარაფერი დარჩა მისაღწევი. რო-
დესაც თევფიქი ულვაშს ისწორებდა, იგი ამით ამბობდა, რომ
ასე თუ ისე, მან თავისი საქმე შეასრულა ამქვეყნად და შეეძლო

337
მკითხველთა ლიგა

ახლა სიმარტოვეში და განდეგილობაში გაეტარებინა დარჩე-


ნილი დრო. რადგან ეს დონ ჟუანი არ გაუჩინარდა ჭექა--
ქუხილსა და ქარიშხალში, როგორც ტრაგიკული ლეგენდის
ლიტერატურული გმირი, მან ყოფილი საკუთარი თავი „დაასა-
მარა“, აი, ასე - ამ სწრაფი და უცნაური ჟესტით.
ქანლიქას სახლის მცხოვრებლები, ცოლი და ქმარი, - „ნა-
თესავები, ერთი ნურანის მამის და მეორე კი თევფიქის ცოლის
მხრიდან“, - ვერ იტყოდით, რომ ბოლომდე სწვდებოდნენ თევ-
ფიქში მომხდარი ცვლილების სიღრმეს. ისინი მას მაინც გატან-
ჯულ და დაბეჩავებულ ქვრივ კაცად თვლიდნენ, ძალისხმევას
არ იშურებდნენ, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ
და მასში ისეთი მოგონებები არ გამოეწვიათ, რომლებიც სევ-
დას აღუძრავდა. ისიც კი სცადეს, რომ თევფიქს არ ევლო იმ
ადგილებში, სადაც მათი სიძე სეირნობდა მათ ქალიშვილთან
ერთად, როდესაც ამ სახლში გადმოვიდა. ცხადია, იმ ოთახში
თევფიქის დაწოლა, რომელიც ტკბილ მოგონებებს ინახავდა,
საერთოდ გამორიცხული იყო. მაგრამ საშინლად გაოგნებულე-
ბი დარჩნენ, როდესაც თევფიქმა დაიღრიალა: „მორჩით ახლა
ამ სისულელეებს! ძალიან კარგად ვიცი ეგ ოთახი. დიახ, ვიცი,
რომ საუკეთესოა ამ სახლში!“
ლუფარის სეზონისთვის დამახასიათებელი ზეიმის, „სი-
ნათლის ოპერის“ საპირისპიროდ, ბოსფორის სახლში ეშმაკუ-
რი კომედია თამაშდებოდა. მუმთაზი და ნურანი ამ ფარსს სიცი-
ლით შეხვდნენ, თევფიქმა ის ჯერ ძალიან სერიოზულად მიიღო,
მოგვიანებით კი არც ისე ძალიან ბრაზდებოდა ხოლმე.
რადგან ამ ჩვენმა კეთილმა ბებერმა თევფიქმა შეძლო
ყველასთვის თავისი ნება თავს მოეხვია - საკუთარი დის გამოკ-
ლებით - სახლის დადგენილი წეს-ჩვევები მაშინვე დაირღვა.

338
მკითხველთა ლიგა

მანამდე აქ გამეფებული იყო სიმშვიდე და ყველა ცდი-


ლობდა, ეს სიმშვიდე არ დარღვეულიყო. წყნარად ლაპარა-
კობდნენ, ჟესტ-მიმიკაც კი მოკრძალებული ჰქონდათ. მუქბილს
და შუქრუს ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი ჰქონდათ -
მებაღეობა-მებოსტნეობა და თითქმის მთელ დღეს სახლის
უკან გაშენებულ ბაღში ატარებდნენ.
დანარჩენ დროს ისინი უთმობდნენ მცენარეების თესლე-
ბის გავრცელებას. ისხდნენ მაგიდასთან და წერდნენ ან პასუხს
სცემდნენ მეყვავილეობის და ბოლქვ-მცენარეების ცნობილ
კომპანიებს ჰოლანდიაში, იტალიაში, ინგლისში და ამერიკაშიც
კი. ამის გარდა მეზობლებსა და ნაცნობებს გამოცდილებას
უზიარებდნენ და ასწავლიდნენ. რადგან მათი მდგმურების ოჯა-
ხი, რომელის სამი სულისგან შედგებოდა და სახლის სხვა ნა-
წილში ცხოვრობდა, რვა თუ ცხრა წლის წინ დაინტერესდა ამ
საქმიანობით, მთელი ეს წლები, ისინი კომუნალურ მებაღეობას
ეწეოდნენ.
ზაფხულის დადგომისთანავე, სახლის ჩვეული ყოველ-
დღიური ცხოვრება დაირღვა ნურანისა და მუმთაზის ხშირი ვი-
ზიტების გამო. აღარავინ იხდიდა ბოდიშს ღამით მოულოდნე-
ლი შეწუხებისთვის, არავინ იწყებდა საუბარს ფრაზით: „მაპატი-
ეთ, მე მგონი, შეგაწუხეთ“. ყველაფერი დავიდა ფრაზამდე:
„როგორ ხართ?“ თევფიქის ჩამოსვლამ კი საერთოდ წაართვა
ამ სახლში მცხოვრებთ ვითარების კონტროლის საშუალება. ეს
ასაკოვანი კაცი რაქით და სათანადო საუზმით გაშლიდა ხოლმე
სუფრას ტერასაზე, რომელიც პირდაპირ ბოსფორზე გადიოდა.
მეზობლად მცხოვრები მეთევზეები ჩერდებოდნენ სალაპარა-
კოდ. რადიო განუწყვეტლივ ჩართული იყო. აი, ასე აღმოჩ-
ნდნენ სახლის პატრონები და მათი ძველი მდგმურები მხიარუ-
ლი ცხოვრების შუაგულში.

339
მკითხველთა ლიგა

ნურანი და მუმთაზი ქანლიქაში სადილობდნენ, ან ისთინი-


ეს ტავერნაში მიირთმევდნენ, უფრო ხშირად კი, საჭმელი პირ-
დაპირ ნავზე მიჰქონდათ, რათა მთვარის შუქზე გამართულ
ხმაურიან ქეიფში მიეღოთ მონაწილეობა და დამტკბარიყვნენ.
როდესაც ნურანი თევზაობით იღლებოდა, ბიძამისის ღი-
ღინს უერთებდა თავის ხმას. დისშვილის ხმის გაგონებაზე თევ-
ფექი უფრო ხმამაღლა იწყებდა სიმღერას და თევზაობის რი-
ტუალისადმი მიძღვნილი ექსკურსია ნამდვილ კონცერტად გა-
დაიქცეოდა ხოლმე.
თევფიქი თითქმის ყველა მეთევზეს იცნობდა, რომელთა-
გან უფროსს ახსოვდა ნურანის ბავშვობა. და ნურანიც ყველა
მეთევზეს დაუახლოვდა. მათ იცოდნენ ნურანის და მუმთაზის
მომავალი ქორწინების შესახებ და ახლომახლო შესაფერის ბი-
ნასაც ეძებდნენ მათთვის. მუმთაზი ძალიან კმაყოფილი იყო
ასეთი ყურადღებით და გამალებული იწერდა ბინების მისამარ-
თებს, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოქმედებები ქორწილს და-
აჩქარებდა. ნურანი კი პირიქით, ცდილობდა არ დაეჩქარებინა
ეს პროცესი, რათა მისი ოცნება ემირგანის სახლში ცხოვრების
შესახებ აუსრულებლად არ გამქრალიყო. „ძალიან გთხოვ, გა-
ჩერდი. აღარ შემიძლია ყოველდღე ამაზე ფიქრი.“
ერთი მენავე, რომელიც დაახლოებით სამოცი წლის იქნე-
ბოდა, იხსენებდა: „ნურანს ზღვა ძალიან უყვარდა... ყოველთვის
ზღვასთან ახლოს ყოფნა უნდოდა... მამამისიც ასე იყო... ახლა,
როცა სახლს იშოვით და აქ დასახლდებით, ნახავთ რამდენ
თევზს დავიჭერ და მოგართმევთ.“ ამ კეთილ კაცს რომ შესძლე-
ბოდა, დიდი სიამოვნებით მთელ ბოსფორს აჩუქებდა თევფიქის
დისშვილს საქორწილო საჩუქრად.
ნურანს და მუმთაზს ძალიან მოსწონდათ ამ ძველი მეზ-
ღვაურისა და მეთევზის ასეთი თბილი დამოკიდებულება. ხში-

340
მკითხველთა ლიგა

რად სიამოვნებით ისმენდნენ მის თხრობას დიდი ხნის წინან-


დელ ამბებზე.
თავისი ბობოქარი ცხოვრების განმავლობაში მას დიდი
წარმატება უნახავს და დიდი გამოცდილებაც მიუღია; თუმცა,
ცხოვრებაში ბევრი მარცხიც განუცდია. რადგან ზღვა იყო მის-
თვის ყველაფერი, უმისოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა და ხში-
რად ამბობდა: „ჩემი სამარე, თუ გონს მყოფი მოვკვდები, მხო-
ლოდ ზღვაში იქნება და არსად სხვაგან.“ შემდეგ მათ შეიტყეს,
რომ ზამთრის ბოლოდან დაწყებული, იგი რაღაც დაავადებით
იტანჯებოდა, რის გამოც ექიმებმა ზღვაში გასვლა აუკრძალეს.
ერთ დღეს, დილით ადრე, იგი ჩავიდა ზღვის ნაპირზე ისე, რომ
არავის შეუმჩნევია, ჩაჯდა თავის სათევზაო ნავში, დინებებს მიჰ-
ყვა, და გაუჩინარდა. როცა იპოვეს, აღმოჩნდა, რომ ფეხზე ქვა
ჰქონდა მიბმული. როდესაც მუმთაზს შეატყობინეს, მან ახლო
ნათესავის დაკარგვად აღიქვა ამ კაცის სიკვდილი, თუმცა, რა-
ღაც კმაყოფილება იგრძნო იმის გამო, რომ მოხუცი კაცი არ
დაიღუპა რამე სხვა მიზეზით, რომელიც შორს იქნებოდა მისი
ერთადერთი უდიდესი სიყვარულისგან. ამ დაუმცხრალ მიჯაჭვუ-
ლობაში ჩანდა მეთევზის თვისება, რომელიც განსაზღვრავდა
მის ხასიათსა და ბედს. სარკასტულ გამონათქვამში: „მე სიღა-
რიბეს მივეჩვიე, მაგრამ მოხუცებულობას არა“, მან გამოხატა,
რა ადვილად, ძალდაუტანებლად ცხოვრობდა მაშინაც, როცა
ხელფასები ერთ ვერცხლის მონეტასაც კი არ უდრიდა, მაგრამ
დამატებითი გამომუშავებით ზოგჯერ ოც ან მეტ ოქროს ლირამ-
დე ადიოდა. იგი ისე საინტერესოდ ჰყვებოდა თავისი ცხოვრე-
ბის შესახებ ეგვიპტეში, იქაურ დღესასწაულებზე, ნავით სეირნო-
ბაზე, რომ წყვილი ყურადღებით უსმენდა და ეჩვენებოდათ,
რომ თვითონ უნახავთ ეს ყველაფერი.

341
მკითხველთა ლიგა

მენავე არ მალავდა ნურანით აღფრთოვანებას. ნურანის


მშვენიერებაში წარსულის გამოძახილს ხედავდა. „ბევრი მინა-
ხავს, მაგრამ ასეთი მშვენიერების მნახველი არ ვარ როგორც
ეს ახალგაზრდა ქალბატონია, ახლა საქორწილოდ რომ ემზა-
დება.“ სხვისგან მომდინარე ასეთი შექება მუმთაზს ბავშვური სი-
ხარულით ავსებდა. იგი ფიქრობდა, რომ შესაძლო იყო, მისი
შეყვარებული მენავეს თავის შეყვარებულს ახსენებდა და შორს
ყოფნა მას ნაღველით ავსებდა. მაგრამ ნამდვილი ხიბლი მხო-
ლოდ თვითონ ნურანი იყო. როგორ ეკავა ხელში ანკესი, ჩუმად
როგორ იჯდა და უცდიდა თევზს. ეს ყველაფერი მუმთაზს ნაად-
რევად მომწიფებული გოგონას ქცევას აგონებდა და არა ქალი-
სას.
მუმთაზს გასაოცრად ეჩვენებოდა ნურანის დიდი ინტერესი
გარემო საგნებისა და მოვლენებისადმი, მისთვის უცნაური ქცე-
ვით, როცა ნურანის ყურადღება მხოლოდ ანკესზე იყო კონცენ-
ტრირებული. ნავზე დამაგრებული ფანარი გამოკვეთდა მის
სწრაფ და მოხერხებულ მოძრაობებს, მისი სახის ელფერს, რო-
ცა ის წყალს ჩასცქეროდა და ანკესის ტივტივას აკვირდებოდა,
ხოლო მისი სახე მოციმციმე ტალღებზე აქეთ-იქით ქანაობდა,
ზოგჯერ თითქოს პირდაპირ წყლის იდუმალი სიღრმიდან ამო-
სული, მუმთაზისკენ მიექანებოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა,
უტოვებდა რა განცდას ამოუხსნელ ალქიმიასთან შეჯახებისა,
რომელიც არ ექვემდებარებოდა საღი გონებით მის განხილვას
და დასკვნების გამოტანას. ამგვარად, მუმთაზი თავს მიანებებდა
ხოლმე ამ გარემოს ამოხსნას, რომელიც იქმნებოდა ნურანის
პატარა ბავშვის მსგავსი, სუფთა, საყვარელი და მორცხვი სახე-
ბით, რომელიც მუმთაზის მწვავე, რთული შინაგანი ფსიქიკის
მქონე პიროვნებას უნდა დაპირისპირებოდა.

342
მკითხველთა ლიგა

ანკესის ამოძრავებისთანავე ნურანის სახე გამოცოცხლე-


ბულ და დაძაბულ გამომეტყველებას იღებდა. შემდეგ, როცა
თევზი გამოჩნდებოდა, ნურანი ნერვიულობას იწყებდა, ვარგო-
და ეს თევზი თუ არა. იგი უცბად გადაიწევდა წინ, ბავშვივით მო-
უთმენელი ყველაფრისადმი, რაც მის ყურადღებას იპყრობდა.
მისი აღგზნება, უფრო სწორად კი მოუთმენლობა მუმთაზს უსას-
რულო სიამოვნებას ჰგვრიდა.
მუმთაზმა კარგად იცოდა, რომ ნურანის თითოეული მოძ-
რაობის ასე გადაჭარბებულად აღქმა დამოკიდებული იყო მის
მდიდარ წარმოსახვის უნარზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც
იცოდა, რომ ნურანის ხასიათის ზოგ მხარეს მისი ნერვული სის-
ტემა უკიდურეს აღგზნებამდე მიჰყავდა.
დგებოდა ხოლმე დრო, როცა მისი თაყვანისცემა ისეთ
მწვერვალს მიაღწევდა, რომ მუმთაზი თავის ექსტაზამდე მისულ
აღფრთოვანებას თვითონვე ზღვარგადასულად აღიქვამდა და
არანორმალურ მღელვარებას გრძნობდა მოსალოდნელი შე-
დეგების შესახებ ფიქრისგან. მუმთაზის წარმოადგენა დიდი
სიამოვნებით ცდილობდა დაეჯერებინა, მაგალითად, ასეთი
რამ, რომ უცბად, როგორც ანდერსენის ზღაპრებში, გამოჩნდე-
ბოდა ეტლი, რომელშიც უზარმაზარი ზღვის ურჩხულები იქნე-
ბოდნენ შებმული, ზღვის ქაფიდან ამოსული პოსეიდონი ნურანს
ხელს ჩაავლებდა და წყლისქვეშა, ულამაზეს, სხვადასხვა ნაზ,
ხავერდისმაგვარ და ასევე ბრჭყვიალა ფერებად განათებულ
სასახლეში გაიტაცებდა ზღვის ფსკერზე წყალმცენარეებს შო-
რის.
რა თქმა უნდა, ესეც მის აღგზნებულ წარმოსახვას ეკუთ-
ვნოდა, მაგრამ ასეთი იდუმალი ღამეების განმავლობაში, ნურა-
ნის განწყობა იზიდავდა მის ცნობისმოყვარეობას და მის ფან-
ტაზიებს მეტ გასაქანს აძლევდა. ზოგჯერ, ნურანი მის გვერდით

343
მკითხველთა ლიგა

იდგა, მაგრამ ისეთი სახით, რომ მუმთაზს ეჩვენებოდა, თითქოს


იგი მთლიანად დაშორდა მას, წავიდა მისი ცხოვრებიდან და ეს
მოვლენა მუმთაზის რთული სულიერი მდგომარეობის გამო,
აღვიძებდა მასში განცდას, რომ იგი ნურანს ხედავდა სასიკვდი-
ლო სუდარაში გახვეულს ან სადღაც, არარეალურ სივრცეში
არსებულს.
მის ფანტაზიებსა და შფოთვას ნაწილობრივ ჰქონდა რა-
ღაც გამართლება; არსებითად, მუმთაზი მუდმივად ოცნებებში
ცხოვრობდა.
მათი მეგობრობის დახმარებით, ნურანმა აღმოაჩინა გა-
მოცალკევებული, მყუდრო სივრცე, სადაც მომავალი, სავა-
რაუდო შესაძლებლობები იფურჩქნებოდა. ყოველი მისი სურ-
ვილი, ყოველი მოქმედება, ფიქრი, დროებითი გაღიზიანება,
მისი სასიყვარულო ფლირტი და სიცელქე, ზოგჯერ უტაქტო
საქციელიც კი, გადაიქცეოდა უბრალოდ საოცარ, მომხიბვლელ
გადახრად, როგორც თვითონ ხელოვნება, რომელიც ხატავდა,
ქმნიდა მისთვის უამრავ საიდუმლოს და ესთეტიკურ მშვენიერე-
ბას, ცხოვრებას კი ბედნიერი აღმოჩენების რიგად გადააქცევ-
და. მუმთაზის სიყვარულით სავსე მზერის ქვეშ ნურანმა თანდა-
თან თავიდან შექმნა საკუთარი თავი და ყველაფერი თავის გარ-
შემო: საპასუხო სიყვარული, ხორციელი ვნება, პასუხი საყვარ-
ლის ალერსზე. ვინც ეს ალქიმია არ იცის, ვერასდროს გაიგებს
ამ ეზოტერიკულ ურთიერთგაზიარებას. ნურანმა მოგვიანებით
აღმოაჩინა განცდილი მომენტები, რომლებიც ისევ ცოცხლობ-
დნენ მასში, როცა უნებლიეთ იხსენებდა და თავიდან განიცდიდა
ყველაფერს.
იგი ქსოვდა მათი ერთად გატარებული დღეების ქსოვილს,
კაშკაშას, მშვენიერს და აკეთებდა ამას თავისებურად, განსხვა-
ვებული, გამოკვეთილი სტილით.

344
მკითხველთა ლიგა

როცა დაბრუნდნენ, თევფიქი მათ ქანლიქაში დაშორდა.


ნურანმა და მუმთაზმა კი კიდევ ისიამოვნეს დასვენებით, ნავით
ისეირნეს ბოსფორის ნაპირის გასწვრივ, დამახასიათებელი
სოფლური სახლების გვერდზე ჩავლით, სადაც ბოსფორის წყა-
ლი იყო მუქი მწვანე და აბრეშუმივით პრიალა, სახლების კონ-
ტურებს ფარავდა დაფნის ხის ტყეები, რომელთაგან ზოგის
ფოთლები სანაპიროს შუქით იყო განათებული, შეიძლება ით-
ქვას, ერთმანეთში იყო გადახლართული სილუეტი, ბუნების გა-
მოცანა და სიჩუმე. ეს მოგზაურობა ნახევრად რეალურ, ნახევ-
რად ემოციურ სამყაროში, რომელსაც ახლდა სინათლის სხი-
ვების მოკლე-მოკლე გადანაცვლება რომელიმე სახლის აივნი-
დან, სამზარეულოს კარიდან, ან ფანჯრებიდან, სადაც მობინად-
რეებს ჯერ ისევ ეღვიძათ, უცბად გაწყვიტა მთვარემ და მისმა
კაშკაშა ნათებამ, თითქოს კლდეში პირღია მღვიმიდან ამოანა-
თაო; და ამ უცნაური, შიშისმომგვრელი სიკაშკაშიდან, რომელ-
მაც ბოსფორი ნაშუაღამევს მოიცვა, ზღვიდან ბორნის პროჟექ-
ტორმა მოულოდნელად გაანათა იქაურობა და გამოკვეთა მა-
თი სილუეტები ნაპირზე, პატარა მწვერვალზე, თითქოს
გაიმეორა ცოცხალი სახება, სასწაულებრივი, დრამატული მოგ-
ზაურობის სურათი, თითქოს გაამხნევა ისინი და შთაბერა ძალა,
რომ ეზოტერიკული საიდუმლოების მაღალ მწვერვალებზე
ასულიყვნენ.
მუმთაზი იმ დროს იქ არ იყო და არ დაუნახავს, მომდევნო
წუთს, როგორ შეაშფოთა ნურანი უცნაურმა, მეთევზის ბადის
მსგავსმა სინათლის სხივებმა, თითქოს ამოუცნობი ფენომენის
მატრიცა იყო, რომელიც მათ უახლოვდებოდა. იგი მუმთაზთან
მივიდა და ბავშვივით ჩაეხუტა. „თუ სიზმრის შემეშინდება, როცა
ერთად ვიქნებით, მაშინაც ასე ჩაგეხუტები.“

345
მკითხველთა ლიგა

ზოგჯერ გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჰგავ-


და წყნარ ნათებას, თითქოს უზარმაზარ ფირუზის ქვაში არსე-
ბობდნენ. ზღვის მუქი წყალი სავსე იყო გუნდ-გუნდი ძვირფასი
ქვების ნაპერწკლებით, რომლებიც ვარსვლავებიდან მოდიოდა
და სილუეტები ერთ ნაპირზე ნელ-ნელა მოძრაობდნენ, თით-
ქოს უკან მისდევდნენ მოპირდაპირე მხარეს მოძრავ ნავებს.
დღის სინათლეზე, სიზმრისეული განწყობა, რომელშიც
პატარა ყურეები, გორაკები და ტყისპირა მდელოები გამოკვე-
თილად ჩანდა, თითქოს თითოეული ზღვარი და მოსახვევი სა-
განგებოდ ცალ-ცალკე იყო განათებული კაშკაშა მზის სხივებით,
გადაიქცეოდა ხოლმე მირაჟად ან ფანტაზიის ნაყოფად, რომ-
ლის ნაწილიც ეს ორი ადამიანი რატომღაც მოულოდნელად
გახდა. მუმთაზისთვის ეს არ იყო უბრალოდ მოჩვენება მოჭარ-
ბებული მგრძნობიარობის გამო; ეს შეიძლებოდა იმავ-
დროულად ყოფილიყო რაღაც ესთეტიკურ საიდუმლოებაში
წვდომა, რომელიც ალქიმიას უახლოვდებოდა. როდესაც იგი
ამბობდა: „ეს მაგონებს შენს სულში შესვლას“, ის აცნობიერებ-
და, თუ მშვენიერების სამი გამოკვეთილი სახე - ესთეტური კა-
ნონი, ბუნებრივი სამყაროს მიერ დადგენილი კანონი და ქალუ-
რი მომხიბვლელობის კანონი - მის სულში ერთმანეთს როგორ
უერთდებოდა და იგი არსებობდა ალეგორიების განსაკუთრე-
ბულ განმზომილებაში, უახლოვდებოდა რა მისთვის ერთა-
დერთ რეალობას - ჯადოქრობის და სიზმრების რეალობას.
დროდადრო მუმთაზი ფიქრობდა: „ჩვენ, ბოლოს და ბო-
ლოს, ერთმანეთი გვიყვარს თუ ბოსფორი?“ ხანდახან კი, მათ-
თვის ორივესთვის დამახასიათებელ კმაყოფილებისა და სიგი-
ჟის ზღვარზე ყოფნის მდგომარეობას ოსმალური იმპერიის
ეპოქისთვის დამახასიათებელი მუსიკის სიყვარულს მიაწერდა.
„ამ წარსული დროის ალქიმიკოსებმა თითზე დაგვიხვიეს“, -

346
მკითხველთა ლიგა

თქვა მან ერთხელ. ამით სცადა თითქოს შორიდან განესაჯა და


ნურანის პიროვნება კონცეფტუალურად განეხილა, ან ნურანი
მის ესთეტიკურ კონცეფციაში გაეხვია. მაგრამ ამ კონცეფციების
შერწყმა არ აღმოჩნდა ადვილი, როგორც მას ერთი შეხედვით
ეგონა. ოსმალეთის ეპოქის მუსიკა, სტამბოლი, ბოსფორი და
მისი შეყვარებული განუყოფელი აღმოჩნდნენ. ბოსფორში, მის
არსებობაში, იყო რაღაც წინასწარ განსაზღვრული საყრდენი
ჩარჩო, შექმნილი მისი ისტორიული წარსულით, და ის თავის
მემკვიდრეობას ახლა თვითონ არეგულირებდა, ყოველ შემ-
თხვევაში, გარკვეული სეზონის დროს; და მისი მრავალმხრივი
მშვენიერება თითქოს გელაპარაკებოდათ თავისი უკვდავი
ხსოვნის გამოყენებით. რაც შეეხებოდა ოსმალური იმპერიის
დროინდელ მუსიკას, არსებობდა კონცეფცია, რომ დიონისური
თვითგამოხატვის საშუალებების გამოყენებით, გადაჭარბებუ-
ლად მკაცრად ჩამოყალიბებული ჰანგების წყობით, მჩქეფარე
ვარდების სურნელის მიმოფენით გარშემო, ის შთააგონებდა
ადამიანს თავგანწირვას და მსხვერპლად ყოფნას ერთადერთი
ფიქრისა ან სურვილისა. ის შთააგონებდა ადამიანს, გაევლო
აზრის, იდეის ძნელად ჩამოყალიბების გზა, თავი გაეწირა ამ
იდეისთვის, შემდეგ აღმდგარიყო, კვლავ ანთებულიყო და
კვლავ ჩაფერფლილიყო. ასევე, ის აძლევდა შეყვარებულ
წყვილს დაკმაყოფილების გრძნობას, ერთმანეთის პოვნის სა-
შუალებას, საუკუნეების წინ არსებული და ფაქტობრივად და-
კარგული დიდების მოპოვების შესაძლებლობას და თან მოით-
ხოვდა მათგან, თავის ცხოვრებაში დაემკვიდრებინათ დიდი
ხნის წინ დადგენილი ეგზისტენციალური ჩარჩო, რომელიც საკ-
მაოდ დიდებულიც იყო და გამძლეც, რითიც შეიძლებოდა და-
პირისპირება ნებისმიერ და ყველა ერთად აღებულ შემთხვევით
მოვლენასთან. დაბოლოს, ემოციურად აანთებდა წყვილს, რა-

347
მკითხველთა ლიგა

თა შესძლებოდათ დამოუკიდებლად ემართათ თავისი ოჯახი,


თავისი ცხოვრება ამ რეალობაში.
მაგრამ ეს მუსიკა არ იყო ხელოვნების ის ფორმა, რომე-
ლიც ადამიანის გარეშე იარსებებდა ან დააცარიელებდა ადამი-
ანს სულიერად და ჩაუნერგავდა მას რელიგიურ შიშს. ამ მუსიკის
ყველა ვირტუოზი შემოქმედი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად
მყარი იყო მათი შინაგანი ღერძი, სიამოვნებით რჩებოდა
corpus societus - ადამიანთა საზოგადოების წევრად და ცხოვ-
რობდა ჩვეულებრივად, როგორც ყველა.
ამ ორი შთამაგონებელი ძალის წყალობით, რომლებიც
განუყრელი იყო მუმთაზის თვითშეგნებაში, ნურანი გადაიქცა
ამოუცნობ არსებად, რომელიც ერთხელ უკვე ცხოვრობდა,
დაბრუნდა ამ ცხოვრებაში როგორც მოკვდავი მტკიცებულება
ისტორიული, ამაღლებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
საფუძვლების არსებობისა, რომელსაც შეეძლო დაემარცხებინა
დრო თავისი ძლიერი სურვილისა და მშვენიერების წყალობით;
და მისი არსებობით მუმთაზმა შეძლო, ბოლოს და ბოლოს, მკა-
ფიოდ ჩამოეყალიბებინა თავისი ესთეტიკური და ემოციური
თეორიები. ნურანის გვერდით ყოფნა, მისი მოხვევა, მისი სიყ-
ვარული ნათლად აჩვენებდა, თუ რა ხარისხის იყო ძალა, რო-
მელიც მისგან გადმოდიოდა.
მუმთაზი აღტაცებული იყო ისტორიული გადმოცემებისა
და რწმენის ასეთი შერწყმით, რომელიც ნურანმა თავისი წარ-
მოსახვის წყალობით საბოლოოდ შეითვისა ამ ღამის სეირნო-
ბების, როგორც საკუთარ ბავშვობასთან, საკუთარ ფესვებთან
დაბრუნების შედეგად.
როდესაც მუმთაზმა თქვა, რომ მან ნურანის სიყვარულის
საშუალებით გამოსცადა, რა იყო მირაჟი, როგორც სახება, ან
როდესაც განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნურანის როგორც გან-

348
მკითხველთა ლიგა

საკუთრებული, გამორჩეული პიროვნების ხედვა, რომლის ნა-


ირსახეობებსაც იგი ღვთიური ინკარნაციის სხვადასხვა გამოვ-
ლინებად თვლიდა, გააცნობიერა, რომ ამაში მას ხელს უწყობ-
და ძველი სიმღერები, მელოდიები, როგორიც იყო ითრის ჰან-
გით შესრულებული ნევაქარის სიმღერა, რაშთის საზზე შესრუ-
ლებული სემაიში, განსაკუთრებით კი დედე ეფენდის შემოქმე-
დება, რომლის პოლიფონიური ნაწარმოებების წამყვანი მე-
ლოდია მუდამ თან სდევდა მუმთაზს. მუმთაზი მართლაც მიუახ-
ლოვდა იმ ტერიტორიის და კულტურის ფარული არქიტექტუ-
რის გაგებას, სადაც მათ ეს მშვენიერი დღეები გაატარეს. ნამ-
დვილი, მოკვდავი ნურანის არსებობა ფაქტობრივად გადაიქცა
რეინკარნაციად. საყვარელი ქალის სხეულში მუმთაზი ხედავდა
კოსმოსის კონცენტრირებას და ეწაფებოდა მას. ვნებიანი, თავ-
დავიწყებული სიყვარულის ერთ-ერთი სახე იყო სიყვარული
ყოველივე თურქულისადმი, რაც მოდიოდა წინაპრებისგან, რო-
მელთა ზნეობრივი კოდექსიც კი გარდაიქმნებოდა სისხლისა
და ხორცის ყივილად, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებ დახვეწილი
ხალხური სიმღერების უმეტეს ნაწილში. ასეთ ფორმაში, ასეთი
სახით, სინთეზირებულად წარმოჩნდებოდა ხალხში გავრცელე-
ბული „ავლია“4 წმინდანების ლოცვები და სტამბოლში, ბურსაში
და ქირშეჰირში მცხოვრები თურქების სიმღერები, რომლებიც
ეფეების5 და ახალგაზრდების სიმღერებს ეხმიანებოდა წლების
მიღმა და ახსენებდა მას უკვე დავიწყებულ დროს, როდესაც
ჯერ კიდევ ბავშვი, ყურებდაცქვეტილი უსმენდა ამ სიმღერებს,
უცბად კი გარშემო დატრიალდა მკვლელობების და შურის-
ძიებების დაძაბული, შიშისმომგვრელი ხმები, ბინგოლის და ურ-

4
ავლია - მლოცველი განდეგილი.
5
ეფეები - თურქი არარეგულარული ჯარის ჯარისკაცები.

349
მკითხველთა ლიგა

ფას დიალექტზე, და მაშინ ტრაბზონისა და რუმელის თურქების


გონება აივსო თავგადასავლების წყურვილით, დიდი მისწრაფე-
ბებით და მოთხოვნილებით საკუთარი თავის დამცირებისა და
განადგურებისა.
ამგვარად, ამ დიდებული დღეებისა და შიგადაშიგ საშინე-
ლი მოგონებების ფონზე, მუმთაზი სულაც არ ზღუდავდა თავის
თავს სულიერი სიახლოვის როგორც მხოლოდ სიყვარულის
ერთადერთი სახის არსებობის აღიარებით; ან პირიქით, მხო-
ლოდ ხორციელი ტკბობით და დროებითი სასიყვარულო გატა-
ცებით ახალგაზრდა ქალთან, როგორც ფრანგები ამბობენ, „la
petite mademoiselle“. ამ ურთიერთობაში იგი უფრო საკუთარი
ახალი შინაგანი სამყაროს შენებით იყო დაკავებული და მათი
ერთად ყოფნის განმავლობაში აგურს აგურზე ადებდა ამ სამყა-
როში.
ბოლოს, ნავიდან გადავიდოდნენ ხოლმე ან ვანიქოის
დიდ მეურნეობასთან, ან ერთ-ერთ უკაცრიელ ყურეში, ქალაქის
სანაპირო ზოლთან, ქანდილის რომელიმე გარეუბანში და ფე-
ხით გაუყვებოდნენ გზას. დღის ბოლოს, როდესაც უკვე სახლს
უახლოვდებოდნენ, მუმთაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე სა-
სიამოვნო მომენტი იყო მასზე დაყრდნობილი, დაღლილი ნუ-
რანის სიმძიმის განცდა თავის ტანზე.
ნურანს ხშირად ავიწყდებოდა, რას ფიქრობდა მუმთაზი ამ
გასეირნებების შესახებ, იგი ჩუმად იყო, მუმთაზისთვის კი გვიანი
საღამოს საათებში ეს დუმილი ძალიან მნიშვნელოვანი და
აუტანელიც კი იყო, რადგან თვითონ ნერვები სიამოვნებისგან
უთრთოდა.
შემდეგ მიადგებოდნენ ნურანის სახლის მაღალ კედელს,
იგი უნდა დაშორებოდა ნურანს მანამ, სანამ კარი გაიღებოდა,

350
მკითხველთა ლიგა

რომელიც შედიოდა იქ, რაც მას ბედისწერის მეორე მხარე ეჩ-


ვენებოდა.
ნურანთან დაშორების და უკან მარტო დაბრუნების წუთები
მძიმე ასატანი იყო მისთვის. იგი ცოცხლად წარმოიდგენდა წინა
დღე-ღამის ერთად გატარებულ საათებს.
ყოველთვის, როცა ნურანს სახლში მიაცილებდა, მუმთაზს
შიში იპყრობდა, რომ ეს იყო უკანასკნელად. მას სჯეროდა, რომ
ადამიანის სული ყველაზე ნაკლებ ეგუებოდა დაკმაყოფილებას,
რადგან ამის იქით აღარაფერი რჩებოდა მისაღწევი. ადამიანი
იძულებული ხდებოდა დაკმაყოფილების გრძნობა აეტანა, ვინ
იცის, რამდენ ხანს; გაეკვალა გზა ტკივილით, ებრძოლა ამ კმა-
ყოფილების გრძნობის დასაძლევად, თითქოს ეკლიან ბუჩქებში
მიიწევდა წინ, გაჭირვებით ევლო კლდის ციცაბო ბილიკზე ან
ეცადა ჭაობიდან თავის დაღწევა. მაგრამ ადამიანს კმაყოფილე-
ბა მაინც მძიმე ტვირთად უნდა ეტარებინა, სანამ ის თავისით არ
ჩამოშორდებოდა, შესაძლოა უკვე გზის ბოლოს, ან სადმე სხვა-
გან.
მაგალითისთვის ავიღოთ ციხე, სასამართლო პროცესები
ან გაზეთების დასტა, სადაც წვრილი შრიფტით იწერება ყო-
ველდღიური უბედური შემთხვევების ან კრიმინალური საქ-
მეების შესახებ. მათ შორის არც ისე ცოტაა საქმეები, რომლე-
ბიც იმიტომ ხდება, რომ ვიღაც კმაყოფილების ტვირთის ტარე-
ბით დაიღალა და მხრებიდან მისი ჩამოხსნა გადაწყვიტა.
მუმთაზს ეს გაცნობიერებული ჰქონდა და იმასაც გრძნობ-
და, რომ ის და ნურანი კმაყოფილები იყვნენ. ამიტომაც ეშინო-
და ამ ყველაფრის დაკარგვის. ფიქრები ქორწილის გადადების
შესახებ და, იქნებ, დაქორწინების შეუძლებლობაც კი, მიუხედა-
ვად ნურანის დაუფარავი სურვილისა, რომ ერთად ეცხოვრათ,
მას სადღაც სულის სიღრმეში სტანჯავდა. რეალურად, სხვადას-

351
მკითხველთა ლიგა

ხვა სახლში ცხოვრება ნიშნავდა, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ


ერთად, მათ ექნებოდათ ცალ-ცალკე მოვალეობები, ცალ--
ცალკე სიამოვნებები თუ უსიამოვნებები, ცალ-ცალკე სურვილე-
ბი. ნურანი ორი ცხოვრებით ცხოვრობდა და ცდილობდა მათ
შორის წონასწორობის შენარჩუნებას, მაგრამ მოსალოდნელი
იყო, ეს წონასწორობა დაეკარგა და მუმთაზისთვის საქმე ცუ-
დად შეტრიალებულიყო, თუ მის ადგილას, შემთხვევით, ნების-
მიერი საპირწონე გამოჩნდებოდა.
ყველაფრის მიუხედავად, მას სჯეროდა, რომ თვითონ ნუ-
რანიც ისევე განიხილავდა ამ ერთად გატარებულ ზაფხულს,
როგორც რაღაც გამონაკლისს. იგი ამჩნევდა მის გარეგნობაში
რაღაც ისეთს, რაც აფიქრებინებდა, რომ იგი სავსებით მარტი-
ვად განჭვრეტდა საუკეთესო აწმყოს და საუკეთესო მომავლის
მოლოდინს: „ზაფხული ხომ მთლიანად ჩვენია, მუმთაზ, შეგვიძ-
ლია ნებისმიერი სიგიჟე ჩავიდონოთ!“ მუმთაზს იმდენად ეშინო-
და ამ ყველაფრის დაკარგვის, რომ ნურანის მსგავსი განცხადე-
ბები მის გონებაში ათასგვარ ფორმას იღებდა.
ყველაფრის მოიხედავად, უსიამოვნო და შიშის მომ-
გვრელ ფიქრებს სულ სხვა განწყობა ცვლიდა და მუმთაზიც ამ
ფიქრებს თავიდან იშორებდა. მას შემდეგ, რაც ნურანმა მის
ცხოვრებაში სრულად შეაბიჯა, მუმთაზის აზრით, მან რამდენ-
ჯერმე შეიცვალა ხასიათი. უფრო ზუსტად, იმ ორი ნურანის გარ-
და, რომლებიც ჩაუნერგავდნენ მას შიშსა და თრთოლვას, მე-
სამე ნურანიც გამოჩნდა, რომელმაც მისი ხათრით ბევრი
მსხვერპლი გაიღო და თავისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო,
ისე, რომ არ დაუჩივლია. ეს ნურანი ერთდროულად იყო უფრო
თავისუფალიც და უფრო ღრმაც, ვიდრე სურვილი, სიყვარული
და გაღმერთება, იგი თითქოს იცილებდა მის პიროვნებასთან
დაკავშირებულ ყველანაირ მღელვარებას, ეს იყო ნურანი, რო-

352
მკითხველთა ლიგა

მელსაც შეეძლო თანაგრძნობა, რაც ავსებდა მას როგორც


ზღვის მოქცევა. იგი მუმთაზისგან შორსაც რომ ყოფილიყო,
მუმთაზი მას მხოლოდ მუდმივ სიკეთეს და სულის ჰარმონიას
უსურვებდა. როდესაც თავის თავში ასეთი გრძნობები აღმოაჩი-
ნა, ეს ნამდვილ ხსნას წარმოადგენდა მისთვის. ამგვარად, ის
აღარ ფიქრობდა დაკმაყოფილებაზე როგორც მხოლოდ მისი
სულისთვის დამახასიათებელ მდგომარეობაზე და მისი სული
სრულიად ახლებურად გაიხსნა ადამიანის ბედის აღქმისთვის.
ოქტომბრის შუა რიცხვებისკენ, მათი ნეტარება თანდათან,
მაგრამ შესამჩნევად შესუსტდა და დაიჩრდილა. თითოეული
მათგანი შინაგანად გრძნობდა, თუმცა, ზუსტად ვერ ჩამოეყალი-
ბებინა, რომ მათი კმაყოფილება ახლა თვლემას მოგაგონებ-
დათ და თითქოს მუმიფიცირებას განიცდიდა. ამის შესახებ მათ
ქანლიქას ერთ-ერთ ყავახანაში ისაუბრეს, სადაც ბევრი ბედ-
ნიერი დღე გაეტარებინათ ერთად. შუადღისკენ ბოსფორის
მეორე ნაპირზე, ემირგანში გაემგზავრნენ. საღამოს ბორნიდან
ნაპირზე ჩავიდნენ. ემირგანის მოედანზეც და ყავახანაშიც გრი-
ლოდა და სიწყნარე იყო.
როდესაც ემირგანის ევროპული ნაპირი დატოვეს, მზე უკ-
ვე თითქმის ჩასული იყო და აზიურ ნაპირს თავის ჩამავალ სხი-
ვებს ჰფენდა. ეს იყო ნოსტალგიის მომგვრელი თბილი ნათება,
რომელიც ადამიანის არსებას იპყრობდა, თითქოს მის სუნთქვა-
საც; და თან გულზეც შემოეჭდობოდა როგორც ძველი თურქუ-
ლი მუსიკა. ამ ნათების მოძრაობა ზღვის მოციმციმე ზედაპირზე,
ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე, სხივების ჩვეულებრივი ყო-
ველდღიური სვლისგან განსხვავებით, თითქოს აღთქმული
ქვეყნიკენ მიექანებოდა.
ვერც მუმთაზმა და ვერც ნურანმა ვერ გაიხსენეს, რომ რო-
დისმე ასეთი ლაჟვარდისფერი ციდან ჩამოსული ციმციმი ენა-

353
მკითხველთა ლიგა

ხათ აქოჩრილ ტალღებზე. ძველი მხატვრების მიერ შექმნილი


ტილოების მსგავსად, ტალღები ეცემოდნენ ნაპირზე და გარშე-
მო ისეთი ოქროსფერი სხივები და სილაჟვარდე იღვრებოდა,
რომ ღვთიური მიტევების გადმოსვლა გეგონებოდათ; ფაქ-
ტიურად, ისინი ამ სურათმა ქანლიქას ბორნის მისადგომთან
გააშეშა.
მუმთაზს არასოდეს ენახა ასეთი საზეიმო, მრავალფერი
სურათი. იგი გაოცებული იყო. არა, ეს საოცარი ფერები და ეს
ნათება არ იყო მხოლოდ მისი შინაგანი ნეტარებით გამოწ-
ვეული. თითქოს მთელმა სამყარომ, რაც არსებობდა გარშემო:
ზღვა, ალბატროსები, სახლები, ხეები, მტრედები, კატები, სა-
ზამთროები და ყასბების რიგი - ყველაფერმა ღრმა ძილისგან
გამოიღვიძა. თითქოს ამ წუთში თავისი ცხოვრების საუკეთესო
და ყველაზე მნიშვნელოვან წუთებს გადიოდნენ, ყველა და ყვე-
ლაფერი, თვითონ ზღვაც და ეს ნათებაც, ჩანდა კმაყოფილი იმ
სასწაულით, რაც ხდებოდა. პოლიციელი გაოგნებული ჩანდა
ფერების ზეიმით, ან იქნებ იმიტომ, რომ ნურანის სახეზე გამო-
ხატულმა სიხარულმა მოხიბლა, მან დარბაისლურად, რაც სულ
არ შეეფერებოდა მის გახსნილ საყელოს და ქამარშეხსნილ
ქურთუკს, ოფიციალური სალამი მისცა მათ:
- გულითადი სალამი! თქვენი ჩამოსვლა ნამდვილად წარ-
მატების მომტანია!
მუმთაზი და ნურანი სიცილით ჩამოსხდნენ ისმაილ აღას
ყავახანის წინ. მათ მოპირდაპირედ ორი ქალბატონი იდგა და
ბორანს ელოდებოდა. მათ უკან კი რამდენიმე ასაკოვანი ბატო-
ნი იდგა და ტკბებოდა მშვიდი საღამოთი. თითქოს ყველა და
ყველაფერი ზეიმობდა და იღიმოდა. შეგრძნება იყო ისეთი,
რომ ყველას დაეუფლა რაიმე მოგონება ძველ დღეებზე. მუმ-

354
მკითხველთა ლიგა

თაზმა არა სიტყვასიტყვით, არამედ შეცვლილი შინაარსით წარ-


მოთქვა იმ დროს პოპულარული იაჰია ქემალის კუპლეტი:
- ჩვენ უკან მოხუცი ქანლიქელი კაცები შემოდგომისთვის
ემზადებიან...
ნურანმა ნელ-ნელა და სიტყვასიტყვით წარმოთქვა ეს
სტროფი:
დღეები შემოკლდა, ქანლიქელი ასაკოვანი კაცები
მიყოლებით გამოიხმობენ ძველ მოგონებებს
და დაამატა:
- მიკვირს ერთმა პოეტმა როგორ შეძლო ასე მოექცია ქა-
ლაქი მხოლოდ ერთ ლექსში. ეს სტროფი როცა მესმის, რო-
დენის ქანდაკება „კალეს მოქალაქეები“ მახსენდება...
მუმთაზმა მისი აზრი დაასრულა: „ამ სტროფში დაჭერი-
ლია რაღაც დიდებული, ის არსი, რომელიც არასდროს შეიც-
ვლება.“ შემოდგმის ეს საათი მხოლოდ ასე შეიძლებოდა აღწე-
რილიყო. ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ზაფხული დამთავ-
რდა. მხოლოდ ეს ფიქრი ავსებდა მათ რაღაც სიმწარით და ამ
სევდით ავსილნი ისმენდნენ გარემოს ხმებს.
ზაფხულის დამთავრებამ ისინი დაასევდიანა. რამდენიმე
დღით ადრე ნურანმა მიუთითა მერცხლების გუნდზე, რომელიც
სამხრეთისკენ მიფრინავდა. ამ დილით კი სამი დამჭკნარი მუ-
ხის ფოთოლი იპოვა. ნაპირებიდან უკვე მატლები შესეოდნენ
და შუაგულამდე კვალი დაეტოვებინათ. ოდესღაც პრიალა
ფოთლებს გაქვავებული ფორმა მიეღოთ.
მარტოხელა ჩიტის ჭიკჭიკმა გაიჟღერა სადღაც შორს, სევ-
დიანად, თითქოს ფლეიტა ჟღერდა ვიოლინოებს შორის. ისინი
ჩაფიქრდნენ სავარაუდო ტრაგედიის მიმდინარეობაზე, რომ-
ლის შედეგიც შეიძლებოდა ეს სევდა ყოფილიყო. მთელი მონ-
დომებით ცდილობდნენ მასში ჩაწვდომას, იმ მიზეზის მიგნებას,

355
მკითხველთა ლიგა

რამაც გამოიწვია ეს სიმწარე, თუმცა, ბოლომდე გაგება არ შე-


ეძლოთ. შორს, გადაჭიმულ ტყეებში, ხეები შეიგრძნობდნენ,
როგორ ეკარგებოდა წვენი მათ ტანს, სურდათ, ერთად შეკრუ-
ლიყვნენ, ერთმანეთისთვის ტოტები შემოეჭდოთ, რომ გამთბა-
რიყვნენ, მათი დასუსტებული ფოთლები კი ნელ-ნელა ცვიოდა
უმნიშვნელო ქროლვისგანაც კი. ხედი ერთი შეხედვით ისეთივე
იყო, როგორიც გაზაფხულზე, შემოდგომის წითელი ფოთლე-
ბით მორთული ხეები მოაგონებდათ გაზაფხულზე წითელი ყვა-
ვილებით აყვავებულ ხეებს, თუმცა უფრო სევდიანს.
- მოდი, ერთხელ დილით ადრე ავდგეთ და ემირგანის
ტყეში წავიდეთ სასეირნოდ. ძალიან საინტერესო სანახავია,
ხეები როგორ იღვიძებენ.
ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, რომელსაც სუსტი ქარი მიაქა-
ნებდა. ის ჯერ ვარდის ბაღს მოგაგონებდათ, მერე თანდათან
გაიზარდა, რამდენიმე თხელ ნაჭრად გაიყო და გაეფინა ცაზე
როგორც ხალიჩა ახალგაზრდა, ფაფარაყრილი, შავი ულაყის
წინა ფეხებთან.
ისინი წამოდგნენ და სეირნობით განაგრძეს გზა. ჩრდი-
ლით დაფარული გზა მთებსა და სასახლეს შორის უძველეს
ციხე-კოშკში არსებულ გვირაბს ჰგავდა. ამ გვირაბში ზემოდან
გადმოფენილი ტოტების ფარდიდან უჭვრეტდნენ საღამოს
ხედს, რომელიც მათთან ერთად ნელ-ნელა მოდიოდა და ეფი-
ნებოდა არემარეს.
ასეთ დროს ყველა და ყველაფერი საკუთარი სიმძიმისგან
იტანჯებოდა. ისინი ფეხით გავიდნენ ანადოლუჰიზარიმდე,
ხელჩაკიდებულნი, თითქოს ერთმანეთის ძლიერ გრძნობებს და
ბედს იზიარებდნენ. აქ შევიდნენ პატარა ყავახანაში, რომელიც
განლაგებული იყო ტალღთმჭრელის მოპირდაპირედ. ამასო-
ბაში ღამე საბოლოოდ ჩამოწვა. სანაპიროსთან უამრავი ნიჩ-

356
მკითხველთა ლიგა

ბიანი ნავი იდგა, ზოგი კი ნაპირს უახლოვდებოდა, ლუფარზე


თევზაობის შემდეგ. ამ უკვე ჩვეულებრივ სანახაობას ისე შეს-
ცქეროდნენ როგორც განსაკუთრებულ რიტუალს. ამ დროს
ვინმეს რომ ეკითხა, ენდობოდნენ თუ არა ცხოვრებას, ორივე
ალბათ უპასუხებდა: „არა, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ და
ეს არის ცხოვრება, ასეა მთელ სამყაროში.“ ან: „არა, მაგრამ
ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ბედნიერები ვართ.“
უკან დაბრუნებისას იმ პატარა ბინაზე ლაპარაკობდნენ,
რომელიც ცოტა ხნის წინ იქირავეს თალიმჰანეში, თაქსიმთან
ახლოს. ნურანის დედამ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ქან-
დილში ყოფნას მომავალ წელს. თევფიქს კი რევმატიზმი გაუმ-
წვავდა. ალბათ ლუფარზე სათევზაოდ ზღვაში გასვლამ ცუდად
იმოქმედა ამ გამოცდილ მეთევზეზე. ამიტომ საჭიროდ ჩათვა-
ლეს, სტამბოლთან რაც შეიძლებოდა ახლოს ყოფილიყვნენ.
მუმთაზმა თქვა, მე ამ ადგილას არასდროს დავსახლდებოდი,
მარტო რომ ვყოფილიყავიო. მაგრამ მთელი წელი ქანდილში
მარტო ყოფნა არ უნდოდათ. იქ კიდეც რომ დარჩენილიყვნენ,
ზამთრის სიჩუმე და სიმშვიდე არ მისცემდა ისეთი ხშირი და სა-
სიამოვნო პაემნების საშუალებას, როგორსაც ზაფხულის
დღეები და საღამოები.
ბინა მოეწონათ. ნურანის მომჭირნეობის წყალობით, ბო-
ლოს და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ფასიც მისაწვდომი იყო. რო-
დესაც ბინას ავეჯით აწყობდნენ, მუმთაზმა შეამჩნია, რომ სტამ-
ბოლში უცბად შემოსულიყო უცხოური ავეჯით გატაცება. მუმთაზ-
მა ნურანს უთხრა, სტამბოლში სტანდარტები და გემოვნება შეც-
ვლილაო. „ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს გონებაშიც ასე მოხ-
დება.“
შემდეგ, მათ ფატმას განწყობაზე ილაპარაკეს. ნურანის
ერთადერთი დარდი სწორედ ეს იყო.

357
მკითხველთა ლიგა

რამდენიმე დღით ადრე, მუმთაზმა ნურანის სახლში, საღა-


მოს ვახშამზე, თევფიქისგან მიპატიჟება მიიღო. სანამ ნურანი
ქანდილიდან ნივთებს წამოიღებდა, მუმთაზმა იფიქრა, რომ მას
სურდა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მუმთაზისთვის თავისი ყო-
ველლდღიურობა იმ სახლში, სადაც იგი მათ შეხვედრამდე
ცხოვრობდა, რადგან არ ჩანდა სხვა მიზეზი გარდა იმისა, რომ
მუმთაზი, ეს მეოცნებე კაცი, დარწმუნებულიყო, თუ როგორია
ცხოვრება ერთდროულად ორ განზომილებაში, თანაც ისე,
რომ ეს მოგწონდეს. ამგვარად, სანამ ისინი ბაღში ვახშმობდნენ
და თევფიქს ესაუბრებოდნენ, ან ნურანის დედის კითხვებს პა-
სუხს სცემდნენ, მუმთაზმა კარგად წარმოიდგინა, როგორი იყო
ნურანის ბავშვობა ამ სახლში, მისი სიზმრები და ოცნებები, რო-
გორ ზრიალებდა ფანჯრები და შრიალდება ხის ფოთლები პა-
ტარა ნურანის საძინებელ ოთახში და მის გარეთ, შემოდგომის
გრძელი ღამეების განმავლობაში. იგი სიყვარულით ფიქრობდა
ამაზე, მაგრამ ფატმას ფხუკიანობამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა.
როგორც კი მუმთაზი დაინახა, გოგონამ გამომწვევად
მოქცევა დაიწყო, თუმცა, თითქოს ხაზგასმით მუმთაზის წინააღ-
მდეგ არც არაფერს აკეთებდა. მაგრამ იგი ხშირად უცბად წა-
მოხტებოდა და გაუჩინარდებოდა ხოლმე, რითაც ყველას
ანერვიულებდა. ჭირვეულობდა, უმართავი ხდებოდა და მიზეზს
ყოველთვის პოულობდა, რომ მუმთაზისა და ნურანის საუბარში
ჩარეულიყო და შეეწყვეტინებინა. თუმცა, მუმთაზს ხაზგასმით
ზრდილობიანად ელაპარაკებოდა და თავისი ახალი სკოლისა
და მეგობრების შესახებაც უყვებოდა.
- მე ახლა დიდი გოგო ვარ. თოჯინები მომბეზრდა, აღარ
მაინტერესებს. ახლა მინდა მყავდეს პატარა ცხოველი, ძაღლი
ან კატა და იმას ვეთამაშო.

358
მკითხველთა ლიგა

როდესაც მუმთაზმა უთხრა, რომ შეეძლო ლეკვი მოეყვანა


მისთვის, ფატმამ მაშინვე წარბი შეჭმუხნა. როგორ უნდა მიეღო
ეს საჩუქარი? ესე იგი, თავისი მტრის მეგობართან უნდა ეთამაშა
და ემეგობრა?
- არა, არ მინდა... - განაცხადა მან.
როცა ყველამ, ვინც ყური მოკრა ამ საუბარს, უთხრა: „ეს
რა პასუხია, ძვირფასო? განა არ უნდა უთხრა: „გმადლობთ?!“,
ფატმა განერვიულდა, მუმთაზის წინაშე თავი დამცირებულად
იგრძნო, ტუჩები აუკანკალდა, ძლივს წარმოთქვა: „გმად-
ლობთ“, გავარდა ოთახიდან და აღარ გამოჩენილა.
მუმთაზს რომ შესძლებოდა ამ მომენტში ამდგარიყო და
წასულიყო, შესაძლოა მისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართუ-
ლიყო. მაგრამ ბედისწერის კარნახით იგი დარჩა. იგი არ იყო
ადამიანი, რომელიც თავდაცვის ინსტინქტით დაიბადა. ნების-
მიერი უიღბლობა მას აყენებდა ირმის მდომარეობაში, რომე-
ლიც შეშინებული დგას შუა გზაზე. მას არ შეეძლო იმ წუთში
დაშორებოდა თევფიქს და ნურანს. იგი ხომ ვახშამზე იყო დაპა-
ტიჟებული. ამიტომ დარჩა.
დაახლოებით რვა საათზე სავახშმოდ დასხდნენ. თევფიქს
თავისი თავისთვის არ უღალატია. იაშარმაც კი დაივიწყა ზრუნვა
თავის ჯანმრთელობაზე და გადაწყვიტა ევახშმა და რაქიც
დაეყოლებინა. საღამო სასიამოვნოდ დაიწყო. მიუხედავად იმი-
სა, რომ ნაწვიმარი იყო, გარეთ საკმაოდ თბილოდა. ისინი ბაღ-
ში ისხდნენ, ბროწეულის ხის ქვეშ, ენთო ერთადერთი ფარანი,
შემოდგომის საღამო სწრაფად ჩამობნელდა. მუმთაზს ეს დე-
ტალები სიამოვნებას ჰგვრიდა. ყველა კარგ განწყობაზე იყო.
ნურანსაც ეტყობოდა, რომ ბოლო დღეებში აღძრულმა ღელ-
ვამ გაუარა.

359
მკითხველთა ლიგა

მაგრამ მაგიდასთან მოვიდა ფატმა და ყველაფერი შეიც-


ვალა.
- გთხოვთ, არ მინდა მარტო ჭამა, თქვენთან ერთად დავ-
ჯდები რა, მომეცით ნება.
ცოტა ხანში კი მან ვეღარ აიტანა, რომ ნურანი და მუმთაზი
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ერთმანეთს შეცქეროდნენ.
თევფიქი რაღაც ამბებს ჰყვებოდა, რაც ყავახანაში გაეგო, ამ
დროს გოგონა წამოხტა, თქვა, რომ რაღაც დაავიწყდა, ხოლო
როდესაც დაბრუნდა, დაიწყო თავისი გამოგონილი თამაში:
დარბოდა, დახტოდა და თან ცეკვავდა, ხელებს თავზემოთ
სწევდა, თითქოს ბურთს ისროდა, შემდეგ კი იჭერდა. ყველა
გაოცებული მას უყურებდა, იგი თანდათან უფრო ხმამაღლა
იცინოდა, უფრო სწრაფად მოძრაობდა და ხელებს ზევით--
ქვევით მთელი ძალით იქნევდა, თითქოს მთვარის ოქროს ბურ-
თის დაჭერა უნდოდა.
მუმთაზმა, რომელიც გააოცა ამ ბავშვის მოძრაობების
რიტმმა, თქვა: „მოდი, მე მოგეფერები, დარიგებას მოგცემ,
დარწმუნებული ვარ, ჩემი დარიგება მოგეწონება.“ გარდა იმისა,
რომ მუმთაზს ბავშვები საერთოდ მოსწონდა, ფატმას უცნაური
საქციელი მას თავისი ბავშვობის ზოგ დეტალს აგონებდა. მისი
წუხილი, ეჭვიანობა უღვიძებდა მოგონებას თავის სიყმაწვილის
წლებზე. თან ფიქრობდა, რომ თუ ოდესმე ნურანზე იეჭვიანებ-
და, ალბათ სწორედ ფატმასავით მოიქცეოდა: ეჭვიანად, გულ-
ჩათხრობილად და დრამატულად. მისი კეთილი განწყობის
მიუხედავად, გარკვეული დაძაბულობა გაჩნდა სუფრასთან. ბავ-
შვის სიცილი და მკვეთრი მოძრაობები უკვე ისტერიკული გახ-
და. ეს ბებიამაც შეამჩნია, ნურანმაც და სხვებმაც, ყველამ დაუწ-
ყო ყვირილი: „გეყოფა, შეჩერდი ახლავე! ფატმა, დაეცემი...“
მაგრამ რაც უფრო ყვიროდნენ, ფატმა უფრო აჩქარებდა მოძ-

360
მკითხველთა ლიგა

რაობებს. მუმთაზი ფეხზე წამოდგა, მაგრამ უკვე გვიან იყო: ბავ-


შვი წაქცეული იწვა მიწაზე, ახალ ამოთხრილ ორმოსთან, წე-
ღანდელი ისტერიკული სიცილი ქვითინად გადაექცა. მუმთაზმა
იგი წამოაყენა და ამ დროს იაშარმაც მიირბინა. ბავშვს არაფე-
რი დაშავებია, მაგრამ მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.
ინციდენტმა ძალიან იმოქმედა მუმთაზზე, თუმცა, ეს შეშ-
ფოთება არაფერი იყო მასთან შედარებით, რაც იაშარმა
მოიმოქმედა; მან გოგონას კი არ მიმართა დასაწყნარებლად,
არამედ მუმთაზს მიუახლოვდა და გველივით ჩაუსისინა: „ხელი
გაუშვი! უკვე საკმარისად დაუშავე. რა გინდა ამ ბავშვთან, გინდა
მოკლა?“ მისი სახე ოფლით იყო დაცვარული. მუმთაზი ვერ მიხ-
ვდა, რა დააშავა. „რა მოხდა? რა მოგივიდა?“ იაშარმა არ უპა-
სუხა და კიბეზე ავიდა.
მუმთაზი ბაღში დაბრუნდა და ნახა, რომ თევფიქი გაუნ-
ძრევლად იჯდა მაგიდასთან. ცოტა ხანში ნურანიც დაბრუნდა,
მაგრამ ამ სამმა ადამიანმა საღამოს სასიამოვნოდ გაგრძელე-
ბის ძალა ვეღარ ჰპოვეს.

XIII

ნურანი ემირგანში მეორე დილას ადრე ჩავიდა. ეს იყო


მისი პირვველი შეუთანხმებელი ვიზიტი მუმთაზის სახლში. მან
უძილო ღამე გაატარა. ფატმას აღგზნებულმა მდგომარეობამ
დაარწმუნა, რომ თუნდაც დროებით, მაგრამ მათ უნდა შეეჩერე-
ბინათ ფიქრი მომავალზე, გეგმებზე, იმედებზე... მუმთაზი ჯერ
ისევ გრძნობდა იაშარის შხამიან, დემონისეულ მზერას, რომე-
ლიც იაშარმა მუმთაზზე გადმოანთხია, როდესაც მან წაქცეული
ფატმა ხელში აიყვანა.

361
მკითხველთა ლიგა

იაშარი, საბრალო სულელი, ნურანის დედას მაინც ეცო-


დებოდა და ყურადღებით ეპყრობოდა. მათ ორივეს საკმაოდ
ადვილად შეეძლოთ მიეღწიათ, რომ ნურანს ქორწინება გა-
დაეფიქრებინა. საერთოდ საკმაოდ ბევრი დაბრკოლება არსე-
ბობდა. ადრე იქნებოდა თუ გვიან, ნურანს შეიძლებოდა უარი
ეთქვა მუმთაზისთვის და ამით ორივეს ცხოვრება სამუდამოდ
მოწამლული დარჩებოდა.
ღამით არც მუმთაზს ეძინა. საწოლში არც ჩაწოლილა. გა-
თენებამდე აქეთ-იქით დადიოდა, შემდეგ პირველ სართულზე,
ჰოლში ჩამოჯდა და სანამ კარგად არ გათენდა, წიგნს კითხუ-
ლობდა, თუმცა არაფერი ესმოდა.
როდესაც ნურანი გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. ესე
იგი, მას იგი უყვარდა. ესე იგი, აუცილებლად, ადრე თუ გვიამ
მოძებნიდნენ გამოსავალს ამ მძიმე მდგომარეობიდან. საწრა-
ფოდ უნდა გაიქცნენ. რადგან კანონით გათვალისწინებული
მოცდის პერიოდი გადიოდა, ერთი თვეღა იყო დარჩენილი,
მათ უფლება ჰქონდათ მიემართათ ქორწინების მოწმობის ასა-
ღებად და ამის შემდეგ, ვეღარც ფატმა, ვეღარც ნურანის დედა
ვეღარაფერს დააკლებდნენ. დავუშვათ, ბავშვი ერთი სამი დღე
ზედიზედ იტირებდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ნუ-
რანმა მშვენივრად იცოდა, რომ ბიძამისიც ზუსტად ასე ფიქრობ-
და.
- გთხოვ, დროს ნუ კარგავ... ბავშვის აჩემების გამო საკუ-
თარ ბედნიერებას ნუ გაწირავ.
მაგრამ ნურანსაც ეშინოდა იმის, რაც დედამისს ადარდებ-
და:
- როგორ, გამოუცხადებლად? არა, ეს ხომ მისი უკანასკნე-
ლი დღე იქნება, - თქვა მან, - არა, დედაჩემი ამას ვერ აიტანს.
ის ვერ ეგუება რომ სახლში მის დაუკითხავად ვინმემ სკამი

362
მკითხველთა ლიგა

აიღოს და გადადგას. არა, ჩვენი გაქცევა მას ბოლოს


მოუღებს...
- არაფერი მოუვა, დამიჯერე.
- ფატმას რაღა ვუყო? რამე საშინელი სისულელე რომ
ჩაიდინოს? მე მას კარგად ვიცნობ. ყველას ვიცნობ ჩემს ოჯახში.
ნურანი პესიმიზმის განსახიერება იყო.
- იცოდე, მუმთაზ, ადრე თუ გვიან მაინც დაგვაშორებენ, მა-
ინც გაგვანადგურებენ...
მუმთაზს აღარ უნდოდა კიდევ რამე წუხილი მიეყენებინა
მისთვის. რაღაც დრო ხომ მაინც აქვთ. ბოლოს და ბოლოს,
ისეთი რა მოხდა, კიდევ ერთხელ დაინახა ის, რაც ისედაც იცო-
და.
- მოდი მოვიცადოთ, - თქვა მან, - თუ შენ არ მიმატოვებ,
ყველა პრობლემას მოვერევით.
ნურანმა სწრაფად დაიხია უკან, თითქოს კიდევ ერთი უფ-
სკრული დაინახაო.
- მუმთაზ, აღარ მომეკარო. ჩემი უბედურების სათავე ის
არის, რომ ყოველთვის სხვები მაძალებენ რაღაც გავაკეთო.
გაიგე, რომ თუ საჭიროა, უნდა გახდე ის, ვინც ხარ. ახლა ზუს-
ტად იმიტომ ვარ ასეთ მდგომარეობაში, რომ არიან ადამიანე-
ბი, რომლებსაც არ შეუძლიათ იყონ ის, რაც არიან.
იცოდა, რომ მისი ლაპარაკი ფუჭი იყო. მუმთაზი სწორედ
ერთ-ერთი იყო ამ ადამიანთაგან. ეს მისი ბედისწერა იყო: ყვე-
ლა ტვირთად აწვებოდა მის სუსტ მხრებს. ზუსტად გუშინ მან ფა-
ჰირის წერილი მიიღო:
- უშენოდ ყოფნა ძნელი აღმოჩნდა. რას იტყვი იმაზე, რომ
წარსული დავივიწყოთ? მოდი, ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ყუ-
რადღება ჩვენს შვილზე გადავიტანოთ, ისევ ერთი ოჯახი გავ-
ხდეთ.

363
მკითხველთა ლიგა

ეს სავარაუდოდ ადილის ჩარევით დაწერილი წერილი


იყო. ვინ იცის, რა სიძლიერით გაუღვივა მან ეჭვიანობა ფაჰირს.
ნურანის ვარაუდი სწორი იყო. მაგრამ არსებობდა კიდევ
ერთი ფაქტორი. ემა, რომელიც დაშორდა ფაჰირს და პარიზში
გაემგზავრა შვედ მაგნატთან ერთად. ემა ხომ ყოველთვის წუ-
წუნებდა, რომ მის სურვილში, ჰქონოდა სტაბილური ცხოვრება,
აუცილებლად ჩაერეოდა ხოლმე რამე უბედური შემთხვევა.
ამის გამო იყო, რომ იგი სამხრეთ ამერიკელ იახტის კაპიტანსაც
არ დანებდა და თავისი ახალი შეყვარებულიც საფრთხისგან გა-
დაარჩინა.
ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ფაჰირს სურდა, ყოფილ
ცოლს დაბრუნებოდა. მას უნდოდა ქალი, რომელსაც იგი
შეიფარებდა და რომელიც მას მეგობრად გამოადგებოდა.
მიუხედავად მათი ფიზიკური შეუთავსებლობისა, იგი კარგად
აღიქვამდა და აფასებდა ნურანის ერთგულ მეგობრობას. ახლა,
როდესაც ეს სითბო და სიახლოვე დაკარგა, ნურანთან გატარე-
ბული ცხოვრება ათასგვარ მოგონებად გადაექცა. ადილმა კი
ამას იმის აღწერაც დაუმატა, როგორ ძლიერ შეუყვარდა ნუ-
რანს მუმთაზი.
- იცი რა, ფაჰირ, სიმართლე უნდა გითხრა, არ გეწყინოს.
ეს გოგო ბედნიერია. შენც ხომ ბედნიერი ხარ. თქვენ ხომ მაინც
განსხვავებულები იყავით. მაგრამ მე ფატმა მეცოდება. ბავშვი
ყოველთვის ორად იქნება გახლეჩილი თქვენ შორის.
- მათ უყვართ ერთმანეთი. მთელი ბოსფორი თავისი ნაპი-
რებით მათი ნიჟარაა, სადაც ნებივრობენ. ძალიან შეცვლილია,
ახლა რომ ნახო, ვერც იცნობ... ეს ძველი ნურანი აღარაა... უბ-
რალოდ ის მიკვირს, რომ მას შემდეგ, რაც ასე გიყვარდა და
ბევრი რამ გააკეთე მისთვის... არ ვიცი... ძალიან სამწუხაროა,
ძალიან...

364
მკითხველთა ლიგა

მართლაც განსაკუთრებულ უნარს ფლობდა, სიტყვა ისე


მიეწოდებინა ადამიანისთვის, რომ გაეღვიძებინა მასში მიძინე-
ბული ფიქრები და სურვილები, ან გამოეწვია სრული სულიერი
აშლილობა. ამჯერად ადილს ისეთი არაფერი უთქვამს, უბრა-
ლოდ, ორი-სამი წინადადებით დახატა მუმთაზის სიყვარულით
ბედნიერი ნურანი და ამით მოახერხა, რომ ფაჰირისთვის ეგ-
რძნობინებინა, რომ მის ოდესღაც საკმაოდ უხასიათო და პასი-
ურ მეუღლეს, რომლის სარეცელიც მან თავისი ნებით დატოვა,
მიძინებული გრძნობები გაღვიძებოდა და სრულიად შეცვლი-
ლიყო. სანამ ფაჰირი მას უსმენდა, მიხვდა, რომ ის ნურანს ბო-
ლომდე არც იცნობდა და რადგან შერიგების შესაძლებლობაზე
ადილს კრინტიც არ დაუძრავს, თითქოს ეს გამორიცხული იყო,
იგი მიხვდა, რომ ნურანის დაკარგვა მისთვის დაკარგულ სა-
მოთხეს ნიშნავდა. ამას დაემატა სიბრალული და წუხილი ფატ-
მასადმი.
ადილი ამაზე არ შეჩერებულა. ნურანმა წერილი მიიღო
თავისი ყოფილი უნივერსიტეტელი თანაკურსელისგან, სუათის-
გან, რომელიც წერდა, რომ ჩამოვიდა ქონიიდან „ავადმყოფი
და სასოწარკვეთილი“.
- შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია ნორმალურ მდგო-
მარეობაში დამაბრუნოს.
ნურანმა იცოდა, რომ ერთ დროს სუათს იგი სერიოზულად
მოსწონდა. მან მაშინ გადაწყვიტა, რომ თუ ფაჰირს აირჩევდა,
მათ შორის მწვავე ურთიერთობა ჩაცხრებოდა. ახლა მდგომა-
რეობას ისიც ამძიმებდა, რომ სუათი მუმთაზის შორეული ნათე-
სავი იყო.
- გთხოვ, მოდი, მომხედე. მე შენს თანაგრძნობას ველო-
დები. მხოლოდ ეს დამრჩენია. არასდროს არაფერი ნურანსა
და სუათს შორის არ ყოფილა. სუათმა გარკვევით იცოდა, რომ

365
მკითხველთა ლიგა

ნურანს ის არ უნდოდა. ამიტომაც აირჩია ფაჰირი. ახლა კი ეუბ-


ნება, შენ უნდა გადამარჩინო, შენი თანაგრძნობა თუ მიშველი-
სო... რატომ? კი მაგრამ, ნურანის დასახმარებლად ვინ მივა?
ვინ დაუბრუნებს მას ასე სასურველ სულის სიმშვიდეს? თითქმის
ნახევარი ქალაქი მისგან ელოდა შველას, მას კი არავინ ეხმა-
რებოდა...
- მე ხომ ძიძა არ ვარ...
მუმთაზმა შეამჩნია რომ სადაც იყო ცრემლები წასკდებო-
და და მოეხვია.
- მენდე, აი ნახავ, ყველაფერი თავისით გამოსწორდება.
- არაფერი თავისით არ გამოსწორდება, მუმთაზ. ჩვენი
ცხოვრება ყოველთვის ასეთი იქნება. შენ შენს თავს უშველე. ეს
მე ვარ ასეთი, ჩემი ბედის ბრალია.
მუმთაზს არასდროს ენახა ნურანი ასეთი სასოწარკვეთი-
ლი. ეს მხოლოდ ფატმას საქციელის ბრალი არ უნდა ყოფი-
ლიყო. უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც ბავშვი ასე ქცეოდა.
- რა მოხდა? კიდევ რაღაც ახალი?
- აი, ნახე. ყველამ ჩემთვის მოიცალა...
გამწარებულმა ნურანმა მას ორი წერილი მიაწოდა. ფაჰი-
რის წერილი მოკლე იყო და უაზრო წუწუნით და პატიების მო-
ლოდინით სავსე. მაგრამ სუათის წერილი მართლაც უცნაური
იყო. ეს ცოლიანი კაცი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მუმ-
თაზს და ნურანს უყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინებას აპი-
რებდნენ, გამოხატავდა თავის სასიყვარულო გრძნობებს და
ეუბნებოდა, მოდი, მნახეო. იმის გარდა, რომ ფილტვები ჰქონ-
და დაავადებული და ღვიძლი დაზიანებული, ჩანდა, რომ მისი
ათი თუ მეტი წლის წინანდელმა სიყვარულმა ვულკანივით
იფეთქა და კოხის ბაცილების მაგივრად ცეცხლოვანი სიტყვები
და ვედრება ამოაფრქვია. იგი არ ერიდებოდა თავისი ცოლ-

366
მკითხველთა ლიგა

ქმრული ინტიმური ცხოვრების დეტალების აღწერას. უხსნიდა,


რა ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონდა სტამბოლის გარეთ და
განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ნურანის გარეშე სიმშვიდეს ვე-
რავისთან ჰპოვებდა.
- შემიბრალე... უშენოდ ვიღუპები... ბევრს ვეცადე ცხოვრე-
ბაში, მაგრამ რადგან შენ ჩემ გვერდით არ იყავი, დღეს ნული
ვარ, არარაობა...
მუმთაზისთვის ეს წერილი უფრო დამაფიქრებელი იყო,
ვიდრე პირველი, რადგან იგი სუათს კარგად იცნობდა. ბავშვო-
ბიდან იგი ყოველთვის გზაზე ეღობებოდა. მთელმა ნათესაობამ
იცოდა, რომ სუათი მუმთაზს ვერ იტანდა, თუმცა, მუმთაზი მის
მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი. ის ალბათ იჰსანზე ეჭ-
ვიანობს, - უფიქრია ხოლმე მუმთაზს. სუათს აშკარა დადებითი
მხარეებიც ჰქონდა. იგი განათლებული იყო, გაბედულად მოაზ-
როვნე. მუმთაზმა ისიც იცოდა, რომ სუათი თავის ქორწინებაში
მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სუათი
ხშირად დასცინოდა მას, მოსწონდა მისი დაბნევა, გაოცება თა-
ვისი ჭირვეული ხასიათითა და მწარე ენით, მტრობასაც არ მა-
ლავდა, თითქოს ცდილობდა ფსიქოლოგიურად დაეთრგუნა,
მაგრამ მუმთაზს იგი მაინც მოსწონდა. მოსწონდა და ეშინოდა
მისი. მაგრამ ასეთ თავზე ხელაღებულ საქციელს მაინც არ
ელოდა. როდესაც ნურანმა და ფაჰირმა დაქორწინება გადაწ-
ყვიტეს, სუათმა მალევე შეირთო ცოლი და სადღაც შორს წავი-
და. მუმთაზი ხვდებოდა, რომ ძველი შეყვარებულობის გახსენე-
ბა სუათის მხრიდან სხვებისთვის სიცოცხლის მოწამვლის სურ-
ვილის ნიშანსაც ატარებდა, რაც თავის მხრივ, მძიმე ავადმყო-
ფობით იყო გამოწვეული. მისი წერილი სავსე იყო მოუთმენ-
ლობით, პესიმიზმით, პროტესტით სასიკვდილო დაავადების მი-
მართ და ეს ყველაფერი მუმთაზს აშინებდა. მაგრამ ამის გარ-

367
მკითხველთა ლიგა

და, სხვა ფაქტორიც აშფოთებდა: ნურანის სისუსტე, თავდაცვის


უქონლობა მის ირგვლივ არსებული ადამიანთა წრისგან. სხვა
დასკვნას ვერ გამოიტანდა მისი ესოდენი აღგზნების მიხედვით
ამ ორი წერილის გამო. მუმთაზი დარწმუნდა, რომ ნურანის
აღელვებული ფიქრების ერთი საგანი თუ ფაჰირის წერილი და
შერიგების თხოვნა იყო, მეორე მაინც სუათის სარეცელთან იყო
დაკავშირებული. ამ ფიქრების გამო დამთრგუნველ მღელვა-
რებაში მყოფი ახალგაზრდა კაცი თავის საყვარელ ქალს თვა-
ლებში ვეღარ უყურებდა, რადგან ეშინოდა მის სახეზე უსიამოვ-
ნო ფიქრების წაკითხვის.
და ალბათ იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ რამე
გაეკეთებინა, მან ორივე წერილი ნაკუწებად აქცია.
ნურანი თავისი ადგილიდან, თითქოს ძალიან შორიდან,
შეცქეროდა როგორ აქუცმაცებდა მუმთაზი ქაღალდს, თითქოს
ნურანს ჩარევას და დახმარებას სთხოვდა.
- როგორც ვიცი, სუათი ზაფხულის დასაწყისიდან ავადმყო-
ფობს, იქნებ, ახლა უკვე გამოჯანმრთელდა.
ნურანმა დახედა შეღებილ, გადაბრუნებულ საყვავილე
ქოთანს, რომელზეც ჩამომჯდარი იყო, მერე ღამის წვიმისგან
დასველებულ ყვავილებს შეავლო თვალი ბაღში, წაბლის ხის
პრიალა ფოთლებს. მზის მკრთალი, იდუმალებით სავსე სხივე-
ბი ბაღს ეფინებოდა. წლის სხვა დრო იდგა უკვე. მათი არსებო-
ბის ის დრო, რომელიც სიყვარულში, ოცნებასა და სიხარულში
გამოიხატებოდა, ამოიწურა. ის, რაც დარჩა, მხოლოდ ტვირ-
თად დააწვებოდა მომავალში. მაგრამ ახლაც იმდენი ტვირთი
ჰქონდა, რომ როგორ გამკლავებოდა აღარ იცოდა. უკეთესი
იქნებოდა, სხვა ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და მხო-
ლოდ მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი აერჩია. მუმ-
თაზმა მხრებზე ხელი მოხვია და ასე გაიარეს ბაღი, სადაც იგი

368
მკითხველთა ლიგა

ასე ბედნიერი იყო ცოტა ხნის წინ, სადაც ყოველი გოჯი მიწისა
მისი ხელით იყო დაყრილი და მოვლილი, სადაც მან სულ სხვა
ხედვა დათესა; შემდეგ სახლში შევიდნენ.
მუმთაზისთვის ეს დღე წინა დღეზე ბევრად უარესი აღმოჩ-
ნდა. არავინ გარშემო მყოფთაგან არ აპირებდა მისი დულცინე-
ასთვის თავი დაენებებინა, რომ მშვიდად ყოფილიყო. ის კი ძა-
ლიან დაუცველი იყო. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა დაქორ-
წინებულიყვნენ. მაგრამ...
შევძლებ, ვიპოვო საიმისო ძალა, დავაჯერო და ვაიძულო
ამ ნაბიჯის გადადგმა? დარწმუნებული სულაც არ იყო. მას არ
შეეძლო ერთი ნაბიჯის გადადგმაც თავისი პასუხისმგებლობით.
მას დიდი ხნის წინ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი სისუსტე
ყველგან და ყოველთვის.
უბადრუკი დღე იყო. ისინი ლაპარაკობდნენ, მაგრამ თით-
ქოს მათ გარშემო მთელი ბრბო იყო და ერთმანეთის ხმა არ
ესმოდათ. მუმთაზი ძლივს არჩევდა ნურანის ხმას, თითქოს ერ-
თმანეთის გაგონებას უხილავი ხმის გამაძლიერებლები უშლიდ-
ნენ, რომლებიც გაუთავებლად ფატმას, იაშარის, ფაჰირის და
სუათის პრობლემებზე ლაპარაკობდნენ.
თავს ისე დაბნეულად და გაღიზიანებულად გრძნობდა
როგორც არასდროს, ფიქრები საერთოდ აერია და გამოსა-
ვალს ვერ პოულობდა. გუშინდელ დღემდე ცხოვრობდა ადა-
მიანებს შორის, რომლებიც უყვარდა. დღეს კი, ღამის განმავ-
ლობაში გაჩენილი სოკოებივით მტრებმა წამოყვეს თავი და
გარს შემოერტყნენ. ფაჰირი, რომლის შესახებაც ფიქრობდა,
რომ მისი საკითხი უკვე ისედაც მოგვარებული იყო, უცბად გა-
მოჩნდა სცენაზე; სუათმა, მძიმე ავადმყოფმა, ორი შვილის მა-
მამ, რომელიც ქონიაში ცხოვრობდა და ამჟამად საავადმყო-
ფოში იმყოფებოდა, თავისი გამუდმებული ხველით, დაზიანებუ-

369
მკითხველთა ლიგა

ლი ორგანოებით, აპათიით და გამომშრალი სისხლით, უცბად


დაიწყო საბრალობელი წერილის წერა ნურანთან, რათა დაენ-
გრია მუმთაზის ბედნიერება; ფატმამ, რომლის შეჩვევასაც მუმ-
თაზი სულით და გულით ცდილობდა, რომელიც უნდოდა ეშვი-
ლა კიდეც, მოუწყო სრული დრამა და აგრძნობინა შეურიგებ-
ლობა, გადააქცია იგი განტევების ვაცად და აგრძნობინა, რომ
ბავშვობიდან უბედური ობოლია და მეტი არაფერი. საშინელი
სანახაობა იყო, როგორ წაიქცა აღგზნებულ მდგომარეობაში
მყოფი ბავშვი ზედ ამოთხრილი ორმოს პირად. იაშარმა, ამ ჭა-
ღარა ვაცმა, ამ დაბადებით იდიოტმა, აღარ დამალა თავისი სა-
შინელი მტრული განწყობა, თუმცა, რა მიზეზით იყო ასე გან-
წყობილი, ეს გაუგებარი დარჩა. კიდევ ვინ ან კიდევ რა შეიძ-
ლებოდა გამოჩენილიყო? მართლა ძალიან საწყენი იყო, რომ
მუმთაზის საწინააღმდეგო განწყობა ნელ-ნელა მაგრამ გარ-
დაუვალად იზრდებოდა ამდენ ადამიანში. აქამდე მუმთაზს სიბ-
რაზე ბერძენი პალიკარების - შეიარაღებული რაზმების მიმარ-
თაც არ განუცდია, რომლებმაც მამა მოუკლეს. ახლა კი მის
სულშიც აღმოცენდა შურისძიების გრძნობა.
მასში მრისხანებამ იმატა. მაშინ მუმთაზიც იძულებული იქ-
ნება დაუძინებელი მტერი გახდეს ამ პიროვნებებისა, და ეს ყვე-
ლაფერი რატომ, რის გამო? იმიტომ, რომ მას უყვარდა ქალი
და ეს ქალი სიყვარულით უპასუხებდა.
ეს ყველაფერი გამოვლინდა ისეთი ამაღლებული და
ღირსეული გრძნობის წინააღმდეგ, როგორიც სიყვარულია,
რომელიც ადამიანის სულის გადარჩენის გზა უნდა იყოს ამ და-
ცემულ სამყაროში. ეს ბოროტი სულებიც ხომ სიყვარულისგან
გაჩნდნენ. შეიძლება ხვალ თვითონ მუმთაზის გული გადაიქცეს
მომაკვდინებელი შხამის საწყაულად, როგორც ეს მოუვიდათ
ფატმას, იაშარს და ფაჰირს, და იქნებ, თვითონაც ასისინდეს მა-

370
მკითხველთა ლიგა

შინ გველივით. სუათის წერილის კითხვისას მან წარმოიდგინა


მისი თითები, ციებ-ცხელებისგან გაყვითლებული, დაკრუნჩხუ-
ლი, როგორ მოძრაობდნენ ქაღალდზე. ეს იყო ბოროტების აქ-
ტი, დემონური გამოვლინება. საავადმყოფოში მწოლიარე, ტუ-
ბერკულოზთან მებრძოლი ავადმყოფი ცდილობდა სასიკვდი-
ლოდ დაეავადებინა ისინი, ვინც საავადმყოფოს გარეთ იყო. ეს
წერილი არ იქნებოდა ერთადერთი მცდელობა. ნეტავ, კიდევ
რას მოიმოქმედებდა? ეს იყო მეთოდი, რომელსაც ავადმყო-
ფობა იყენებდა სიცოცხლის, სიხარულის, სიყვარულის გასა-
ნადგურებლად.
ბედისწერა განაგებდა სუათის ავადმყოფობით დათრგუნ-
ვილ ტვინს, დაეჯერებინა, რომ ნურანი იყო ყველაფერი, რაც
მას ცხოვრებასთან აკავშირებდა. შედეგად, მუმთაზს, რომელ-
საც სწორედ ახლა შესძაგდა ეს ცუდ დღეში მყოფი ადამიანი,
როცა მას დახმარება სჭირდებოდა, სურვილი გაუჩნდა მისთვის
სახე და გამოჩრილი ძვლები დაენაყა. ეს იყო ადამიანის ბედის-
წერის კიდევ ერთი რგოლი.
ბედისწერა გვაპირისპირებს ერთმანეთს, ეგაა რის წინააღ-
მდეგაც ვიბრძვით, მაგრამ მისი დაძლევა არ შეგვიძლია, - ფიქ-
რობდა მუმთაზი.
ო, ადამიანის მოდგმა, ყოველივე ამაღლებულის მტერი,
გაუცნობიერებლად რომ ცდილობს ყველაფრის განადგურებას,
მათ შორის საკუთარი თუ სხვისი კეთილდღეობისაც. ადამიანის
მოდგმა - მტერი მშვიდობის, თავაზიანობის, მტერი საკუთარი
თავისა.
იქნებ, სუათმა, თავის ავად ყოფნის დროს, სტამბოლიდან
მიღებული წერილიდან შეიტყო, რომ ნურანი დაშორდა თავის
ქმარს და იგრძნო, რომ შეიძლებოდა კიდევ ერთხელ ეცადა
ბედი. ძველი ანგარიშსწორების სურვილი… თუ სტამბოლში წა-

371
მკითხველთა ლიგა

ვალ, ამ საქმესაც გავარკვევ, მარტოხელა ქალი, ძველი მეგო-


ბარი, რომელთანაც ბევრი მოგონება აკავშირებს...
მეორე დღე წვიმიანი გამოდგა. მუმთაზი ბორნით ქალაქის
ძველ ნაწილში ჩავიდა რაღაც საქმეებზე შეიარა. მერე შეჰზა-
დებაშში იჰსანის სახლთან შეჩერდა, რომ სუათის ამბავი გაეგო.
მართალია, საშინელ დღეში ჩავარდა მისი წერილის გამო, მაგ-
რამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდა. ზაფხუ-
ლის დასაწყისში, რესტორანში რომ ისხდნენ ერთად, იმ საუბ-
რის დეტალები თანდათან გაახსენდა. სუათის მანერები და მისი
ირონიული, მომწამლავი სიცილიც გაახსენდა, უცნაური გამო-
ხედვა, რომელიც ადამიანს აიძულებდა, მისთვის შეურაცხყოფა
ეპატიებინა.
რისიც ეშინოდა, ის მოხდა. სახლთან მიახლოებისას მან
აჰმედი და საბიჰა შეამჩნია, ორ გოგონასთან ერთად თამაშობ-
დნენ, შემდეგ შესასვლელთან მაჯიდეს ნათესავი აფიფე დაინა-
ხა, რომელსაც თვალები დასიებული ჰქონდა, სახე არეული, ძა-
ლიან შეწუხებული. მოხდენილი, კარგად ჩაცმული და ზრდი-
ლობიანი ქალბატონის მანერები ახლა ტანჯვას გამოხატავდა,
რასაც ამ ქალის ოდესღაც ამაყი სული განიცდიდა. როდესაც
მუმთაზმა მისი შეწუხებული ჩივილი გაიგონა, გაახსენდა წერი-
ლი, რომელიც ნურანმა მიიღო. ერთი წინადადების გაგონებაც
კი, რაც ნურანს ეხებოდა, ამ რვაგვერდიანი წერილიდან, ალ-
ბათ სიცოცხლეს დაუბრუნებდა ამ განადგურებულ ქალს, ახალ
ადამიანად აქცევდა მას. სუათს ხომ თავისი ცოლი არ აინტერე-
სებდა. ის მხოლოდ ნურანზე ფიქრობდა. მისი დაავადებული
სხეული და სული რატომღაც მთლიანად ნურანმა დაიკავა. ალ-
ბათ სუათი მაშინაც ნურანზე ფიქრობდა, როდესაც ელემენტა-
რულ უპატივცემულობას იჩენდა, რაზეც აფიფე ახლა შესჩიოდა
მაჯდეს, როცა თავის მდივნებთან ლაზღანდარობას ცდილობ-

372
მკითხველთა ლიგა

და, ან სხვა უამრავ შემთხვევაში, რასაც აფიფე ახლა გონებაში


გადათვლიდა. იქნებ, თასი, რომელშიც სისხლს ანთხევდა, ამ
ქალის ხელებს ეკავა, ან საავადმყოფოში თანხმობის ბლანკი,
რომელზეც ხელს აწერდა, ისიც ამ გადაღლილ ხელებს ეკავა.
როცა საავადმყოფოში შესვლის ნება მიიღო, თავის თავს
უთხრა, ამ ქალს ამ საღამოსვე ყველაფერი უნდა მივწერო. და-
ძაბულად უყურებდა ჭერს, მკერდი სტკიოდა, როცა სუნთქავდა
და თან წინადადებებს ალაგებდა გონებაში, რაც წერილში უნდა
დაეწერა.
მუმთაზი ცდილობდა აფიფესთვის მოესმინა და თან ფიქ-
რობდა: საზიზღრობაა, საზიზღრობაა ეს ყველაფერი. რაც ხდე-
ბოდა, ყველაფერი მიუღებელი იყო მისთვის. არაფერი წმინდა
და კეთილშობილური ადამიანთა ურთიერთობებში არ არსე-
ბობდა. კაცობრიობა, მტერი კმაყოფილებისა, სიმშვიდისა,
დაუყოვნებლივ დარტყმას აყენებდა იქ, სადაც კი ბედნიერება
გამოჩნდებოდა, ან იგრძნობოდა, რომ უნდა გამოჩენილიყო.
იგი სახლიდან გავიდა უეცარი და ძლიერი ზიზღის გრძნობით
შეპყრობილი. გზაზე ძალიან სწრაფად მიდიოდა. მაგრამ აფი-
ფეს ხმა ჩაესმოდა ყურში: „საკუთარი თავი თვითონ გაანადგუ-
რა. გული შემტკივა მასზე, მაჯიდე. რომ იცოდე, როგორ მტკივა
გული... ესეც ჩემი ბედ-იღბალია...“
არა, ეს ყველაფერი მიუღებელი იყო მისთვის. ამ ქალის
მწუხარება და ბედისწერასთან შეგუება მიუღებელი იყო. ყველა-
ფერი აღშფოთებას იწვევდა: როგორ შემოიჭრა სუათი მისი
ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში სრულიად
მოულოდნელად, როგორც ფანჯარაში ნასროლი ქვა, როგო-
რი წერილი მიწერა მან ნურანს. როგორ მდგომარეობაში ჩააგ-
დო მუმთაზი, რომ იგი იძულებული გახდა განუწყვეტლივ ეფიქ-

373
მკითხველთა ლიგა

რა მასზე. თავს ვერ აღწევდა ამ ფიქრებს, ისე რომ სუათი გახდა


მისი არსებობის განუყოფელი ნაწილი.
ისევ აფიფეს ხმა: „მაჯიდე, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვი-
ტანჯე, რა არ გადავიტანე, ცხრა წლის განმავლობაში, წარმო-
გიდგენია?...“ სუათის ხმა: „მთელმა ჩემმა ცხოვრებამ შენგან მო-
შორებით ყოფნაში გაიარა. თითქოს სტაბილურობას მივაღწიე.
მაგრამ არა, ბოლომდე წარმატებული არ ვიყავი. ხომ მოხვალ
ჩემ სანახავად? ძალიან მჭირდება თანაგრძნობა...“ აფიფეს ხმა:
„უკვე ერთი თვე გადის, ბავშვებისთვის არცკი შეუხედავს. ნეტავ,
უკეთ გახდებოდეს და აღარაფერს დავეძებ...“
შემაშფოთებელი პერსპექტივა იყო. მუმთაზი ახლა სუათის
ცხოვრებას უყურებდა როგორც ყოფნას ორ ურთიერთგამომ-
რიცხავ, თუმცა ხელსაყრელ პოზიციაზე. ერთი მათგანი ნურანი
იყო, მეორე კი აფიფე. ასეთ ორმაგ ხედვას უკვე უნდა ამოეგდო
სუათი ამ განტოლებიდან. მაგრამ სუათი არსებობდა. იგი აღ-
გზნებულად, თავგანწირულად ეარშიყებოდა ახალგაზრდა ექ-
თნებს, რომლებიც განუწყვეტლივ შედიოდნენ მის ოთახში და
გამოდიოდნენ. როგორც კი ოდნავ გამომჯობინდებოდა, იგი
უღიმოდა მათ, ცდილობდა მათთან მეგობრული ურთიერთობის
დამყარებას, ხანდახან მბრძანებლურადაც მიმართავდა, რითაც
თავის სიამაყეს ხაზს უსვამდა, ეკითხებოდა მათი სამუშაოს შე-
სახებ, ელაზღანდარებოდა და გადაკრულ სიტყვებს ეუბნებოდა,
მათ პასუხებს კი როცა უსმენდა, წარბებს ასწევდა ხოლმე. როცა
მომჯობინდებოდა, ექთნებისგან სიამოვნებით ისმენდა ათას-
გვარ ჭორს, ზოგჯერ კი, ისინი გადაკრული ლაპარაკისთვის
მსუბუქად წამოარტყამდნენ კიდეც. მაგრამ ეს ყველაფერი ხდე-
ბოდა ჩუმად, საიდუმლოდ. როდესაც ექიმები მოდიოდნენ, იგი
მოითხოვდა, მისთვის ბატონობით მიემართათ და დაყენებული

374
მკითხველთა ლიგა

ხმით იწყებდა ლაპარაკს პოლიტიკაზე, ადამიანთა უფლებებზე


და საზოგადოებრივ საქმეებზე.
„ცხრა წლის განმავლობაში...“ ცხრაწლიანი ავადმყოფო-
ბის გამო გამძაფრებული სურვილი აიძულებდა, განუწყვეტლივ
დაჟინებით ეცქირა ახალგაზრდა და ვნების აღმძვრელი ქალე-
ბის სხეულებისთვის. იგი ეძებდა მოწიფულ ქალებს, ითვალის-
წინებდა პაემნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, რთულ
გათვლებში ჩაფლული ინჟინერივით. შემდეგ დასკვნები გამოჰ-
ქონდა: „არა, ამასთან არაფერი გამოვა“; ან „აი ეს ზუსტად შე-
საფერისია“. ზოჯერ კი ფიქრობდა: „ამ ქალთან საჭიროა მოთ-
მინება; რაც შეეხება მეორეს, მისთვის მთავარი მეგობრობაა.“
მას სქემები ჰქონდა შემუშავებული, ან უბრალოდ ცეკვავდა და
ერთობოდა მათთან ერთად, ან სადმე ბინაში მიჰყავდა ისინი.
დიახ, სუათი ნამდვილად არსებობდა. დიახ, იგი არსებობ-
და საავადმყოფოს პალატაში, მუმთაზის ფიქრებში, თავისი ცო-
ლის ტირილისგან დასიებულ თვალებში, შვილების გამხდარ
სხეულებში, ქალების ცხოვრებაში, რომლებშიც იგი აღწევდა,
როგორც სიბნელეში ქურდულად შეყოფილი დაუბანელი ხელი
ჭუჭყიანი თითებით. მთელი თავისი ბინძური, ავადმყოფი
სხეულით ის სვრიდა ახალ თეთრეულს და ეფერებოდა ქალებს
ამ ბინძური ხელებით, დიახ, აი, ამ ყველაფერში იგი მაინც არ-
სებობდა. და ყველაზე საწყენი და გულსატკენი ის იყო, რომ
სუათი მუმთაზის ნაცნობების და მეგობრების წრეს ეკუთვნოდა.
თავსხმა წვიმაში უმიზნოდ დაეხეტებოდა. დროდადრო
ღრუბლები გაიშლებოდა და სხივები ეცემოდა კრამიტის სახუ-
რავებს. ელექტრომავთულებზე წვეთები ციმციმებდნენ. მუნიცი-
პალტეტის წინ ახლად დარგულ ხეთა ფოთლები თითქოს მარ-
გალიტებით იყო მორთული და „ბიჭურად“ შეკრეჭილი. ყველა
და ყველაფერი ბავშვურ სიხარულს მისცემოდა. შემდეგ ისევ

375
მკითხველთა ლიგა

თავსხმა იწყებოდა და მთელი მატერიალური სამყარო წვიმის


ტყვე ხდებოდა. თავზე ქურთუკწამოფარებული მოზარდები
აქეთ-იქით იფანტებოდნენ. სიბნელეში სახლები თითქმის აღარ
ჩანდა, ყველგან სქელ ფარდად იდგა წვიმის ნაცრისფერი ანა-
ორთქლი. ის მოურიდებლად აკაკუნებდა ყველგან, გამოსცემდა
ტყაპუნის ხმებს ქუჩის ტრანსპორტზე, პოლიციის ჯიხურების ხის
ფიცრებზე, სახურავებზე და ოფისებზე მიმაგრებულ დაფებზე;
ხანდახან ელავდა და ეს წვიმის სქელი ფარდა ნათდებოდა,
მეორე წამს ისევ ჩაბნელდებოდა, თითქოს გაორმაგებული ძა-
ლით ეშვებოდა ძირს ახლა უკვე როგორც თხელი ძაფისგან
მოქსოვილი ათასობით ბადე.
მუმთაზი მიდიოდა, თან თავზე აწვიმდა. არასდროს უგ-
რძვნია მანამდე სულის ასეთი ტკივილი. ყველაფერი აღშფო-
თებას იწვევდა მასში, ყველაფერი აბსურდულად ეჩვენებოდა.
ყველგან ეჩვენებოდა სუათის ჭუჭყიანი ხელები და იაშარის ჭა-
ღარა თმა, მის „ჰარემის მცველის“ გამომეტყველებასთან ერ-
თად. აი, თურმე როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვ-
ლენები. აღმოჩნდა, რომ თურმე ოცდაოთხ საათში ადამიანი
შეიძლება გადაიქცეს ორი ადამიანის დაუძინებელ მტრად, ორი
არშემდგარი, არაფრის მაქნისი ადამიანისა. მხოლოდ ორ სუ-
ლიერს, ვთქვათ, უსინდისო მდგმურსა და დაუპატიჟებელ სტუ-
მარს შეეძლებო, აი, ასე შეჭრილიყო ადამიანის პირად ცხოვ-
რებაში და მხოლოდ თავისი არსებობით მოეწამლა ყველაფე-
რი. უბრალოდ, თავისი იქ ყოფნით, ლაპარაკით, ქცევით.
იქვე ახლოს ტაქსი გაჩერდა.
- წამო, მიგიყვან, ძმაო... - მიმართა მძღოლმა.
მუმთაზს არც შეუმჩნევია, რომ უკვე სულთან სელიმის მე-
ჩეთამდე მისულიყო და ცოტა გაცდენოდა კიდეც მას. ერთი წა-
მით თითქოს მოუნდა ამ კათედრალური მეჩეთის სიგრილესა

376
მკითხველთა ლიგა

და სიჩუმეში გაუჩინარებულიყო, მაგრამ თავსხმაში ყველაფერი


ისეთი სახეცვლილი და უბადრუკი ჩანდა, რომ სადაც უნდა წა-
სულიყო, უსაზღვრო მწუხარებას მაინც ვერ გაექცეოდა. მძღო-
ლის მიერ გაღებულ კართან დაიხარა:
- კარგი, მაგრამ სად?
- სადაც თქვენ ინებებთ, ბატონო, - იმავე კეთილგანწყო-
ბით უპასუხა მძღოლმა.
- კარგი, მაშინ გალათას ხიდზე.
თავბრუ ეხვეოდა, გული ერეოდა. გაახსენდა, რომ მთელი
დღე არაფერი უჭამია. ახლავე სახლში მისვლა მოუნდა. მაგრამ
ამ წვიმაში სახლში რა უნდა ეკეთებინა? ნურანი დღეს არ მოვი-
დოდა; რომც მოსულიყო, ამდენ ხანს არ დაიცდიდა. წარმოიდ-
გინა თავისი საწერი მაგიდა, ნათურა და წიგნები. დასაკრავი
ფირფიტებიც გაახსენდა, მაგრამ ყველაფერი მობეზრებული
ჰქონდა. ხშირად ისე ხდება, რომ ცხოვრებას შეიძლება გაუძ-
ლო, თუ რაღაცას შეგიძლია მოეჭიდო. ახლა მუმთაზი თავის
გარშემო ასეთ ხელმოსაჭიდს ვერაფერს ხედავდა.
მისი ფიქრები ჰგავდა დისკს, რომლის ტრიალში მისი
დიამეტრი თანდათან მცირდებოდა და ნულს, არარაობას უახ-
ლოვდებოდა. ამ თავბრუდამხვევ ტრიალში, ყველაფერი ძაგ-
ძაგებდა და იკუმშებოდა, ფერს და ხასიათს იცვლიდა და თან-
დათან ემსგავსებოდა უცნაურ შეხორცებას, სუათის აუტანელი
და საბრალო არსების მსგავსს. ეს წარმონაქმნი გარშემო ყვე-
ლაფერს ნთქავდა, თვითონაც ლორწოთი იფარებოდა და ყვე-
ლაფერი ნულამდე დაჰყავდა.
ამის წარმოდგენა საშინელება იყო და მას არ სურდა, სა-
შინელებასთან ერთად შესულიყო თავის სახლში. გრძნობდა,
რომ ეს საშინელი განცდა მალე გაუვლიდა, მაგრამ ვაითუ არა?

377
მკითხველთა ლიგა

მაშინ ის წისქვილის ბორბალივით ყველაფერს დაფლეთდა და


გაანადურებდა.
მან ხიდზე გაიარ-გამოიარა. არა, ეს ფუჭი იყო. არ შეეძლო
შინ დაბრუნება. აუტანელ ტკივილს გრძნობდა თავისი ბაღის
წარმოდგენისას, სადაც ცოტა ხნის წინ ნურანი ფუსფუსებდა;
წარმოიდგინა წვიმაში ყვავილების მელანქოლია, წვიმით დას-
ველებული და დამძიმებული ხეთა ტოტები.
- მარტოობის მეშინია, - წარმოთქვა მან, - მარტოობის მე-
შინია.
ფაქტობრივად, ეს არ იყო უბრალოდ მარტოობა. მას ეში-
ნოდა ხელახლა შესულიყო იმ წრეში, სადაც არსებობდა სუათი
და მთელი ეს არასტაბილური გარემო. შემობრუნდა და დაინა-
ხა, რომ ტაქსი ჯერ არ წასულიყო.
- ბეიოღლუში წამიყვანე, - უთხრა მძღოლს.
როცა შიშჰანე გაიარეს, ღრუბლები ცოტა ხნით გადაიყა-
რა. სულეიმანის მეჩეთის თავზე მზის სხივმა გამოანათა, თით-
ქოს სქელი, მასიური, ნაცრისფერი ღრუბლის წინაღობას შიგ-
ნიდან ებრძოდა და ანათებდა, როგორც ძველ მინიატურულ ნა-
ხატებზე. მთელი ქალაქი ზღაპრული, ჯადოსნურად გაბრწყინე-
ბული და მორთული გახდა, როგორც შეჰერეზადას ზღაპრებში.
ტაქსი გალათასარაისთან გააჩერა. უნდოდა ამ საოცარი ნათე-
ბის ქვეშ ცოტა ხანს ესეირნა, მაგრამ შეეშინდა, რომ ვინმე ნაც-
ნობს გადააწყდებოდა და უკან გაბრუნდა. თეფებაშისკენ
გაემართა. აქ პატარა ბისტროში შევიდა. ისევ გაწვიმდა. ჩქარი
წვიმა მოდიოდა, ჭუჭყიან ფანჯარას ესხმებოდა. იგი შესცქერო-
და სველ შენობებს და ფიქრობდა ცოტა ხნის წინ მოვლენილ
საოცარ სინათლეზე.
ცარიელ დაწესებულებაში მიმტანი, რომელიც უსაქმურო-
ბისგან დაღლილს ჰგავდა, წარამარა ცვლიდა გრამოფონში სა-

378
მკითხველთა ლიგა

ცეკვაო მუსიკას. მუმთაზმა ლუდი და ცოტაოდენი საჭმელი შეუკ-


ვეთა. ცივმა სასმელმა გამოაფხიზლა. გარემო მოათვალიერა.
გარედან ყველაფერი გაცილებით უკეთესი ჩანდა. სკამებს სა-
ღებავი გადაცლოდა, ნაირფერი ალკოჰოლური სასმელის
ბოთლები თაროებზე გროვებად ელაგა, თითქმის მიწოლილი
იყო ერთმანეთზე. რაღაც უცნაური, ნახევრად მძინარე გარემო
გამეფებულიყო, წვიმის შემაწუხებელი ხმაურის და ტანგოს ხმე-
ბის მიუხედავად. მაგრამ მუმთაზი აქ ერთადერთი კლიენტი არ
იყო. ზემო სართულზე, საკუჭნაოს მსგავს შეღრმავებაში წყვილი
იჯდა და საუბრობდა. წვიმის და მუსიკის ხმაში დროდადრო გა-
ურკვევლად ისმოდა ქალის ხმა, რომელიც თითქოს თავის ბედ-
ზე ლაპარაკობდა, ოღონდ ვერ გაარკვევდით, კმაყოფილი იყო
თუ სასოწარკვეთილი; მას გამოეპასუხებოდა ხოლმე კაცის ბო-
ხი ხმა. ჩვეულებრივი წყვილი იყო, როგორსაც ასეულობით შე-
იძლება შეხვდე, მაგრამ მუმთაზის დაჭიმულმა ნერვებმა წამსვე
მოახდინა რეაგირება ამ დაბალ, სლუკუნის მსგავს ბგერებზე.
მისმა იმ წუთის ემოციურმა მდგომარეობამ აგრძნობინა, რომ
რაღაც სერიოზული ხდებოდა. თავბრუდამხვევმა მოვლენებმა,
რომლებიც მის გარშემო დატრიალდა, ყველაფერი გადააქცია
ადამიანის სხეულის საზიზღარ გამონაყოფად, ისე რომ თითქოს
ყველაფერი ბრუნავდა და ნულისკენ ისწრაფოდა იმ ღერძის
გარშემო, რომელსაც სუათის სახე ან სახელი ჰქონდა.
ხმები გაძლიერდა:
- ეს შეუძლებელია, გესმის? არ შემიძლია, მეშინია, ჩემს
თავს ვერ ვაიძულებ...
- სულელურად ნუ იქცევი, იცოდე, დავიღუპებით.
- არა, არ შემიძლია, ჩემი შვილია, არ შემიძლია, ნუთუ, არ
გესმის?

379
მკითხველთა ლიგა

გრამოფონის ჩახშული ხმა მალე გაცოცხლდა. წვიმა გაც-


ხარებით უკაკუნებდა ფანჯრებზე, აღძრავდა უცნაურ ხილვებს,
წარმოიდგენდით თავს ანდებში, ან პანამის არხზე, სინგაპურე-
ლი მეზღვაურების და შანხაელი მეთევზეების ნახვა მოგინდე-
ბოდათ, ადამიანების, რომელთაც ბევრი რამ ენახათ, ისეთიც,
რაც სიკვდილის ზღურბლთან ყოფნას ნიშნავდა, მაგრამ მუმ-
თაზს ახლა ასეთი სურვილები აღარ მოსდიოდა თავში, იგი ახ-
ლა გულგრილი იყო ასეთი გამოწვევების მიმართ.
კაცის ხმა ვიოლინოს სიმივით დაჭიმული იყო და ლამის
ჩახლეჩილიყო:
- აბა, დაფიქრდი, თვითმკვლელობის გარდა სხვა არჩევა-
ნი აღარ დამრჩენია. თუ ჩემი დაღუპვა გინდა, სხვა საქმეა.
ქალი ცოტა ხანს გაჩუმდა და უკვე დამყოლი, არამტკიცე
ხმით წარმოთქვა:
- რაღაც რომ მომივიდეს? რომ მოვკვდე?
- შენც კარგად იცი და მეც, რომ ასეთი რამ არ მოხდება.
- რა მოხდება, რომ გაიგონ?
- ქონიაში რომ ვიყავით, ვინმემ გაიგო? ჩვენ ხომ ექიმს
ვიცნობთ. ხვალ წადი... ხვალ უნდა მოგვარდეს ყველაფერი.
აღარ შემიძლია, გესმის?
სკამმა გაიხმაურა... უცნაური, თითქოს თანაგრძნობის გა-
მომხატველი კოცნის ხმა... კოცნა, რომელიც იქვე დაეცა, ისე
რომ ქალის სახემდე არც მიუღწევია და ისტერიკული ქვითინი...
- ჰეი, მოდი აქ, წავიდეთ, თორემ მე კუნძულზე მიმავალ
ბორანზე მაგვიანდება.
მუმთაზმა კუთხისკენ დაიწია. აქედან დაინახა აფიფეს ქმა-
რი, კაცი, რომელიც თავის სიყვარულს ნურანისადმი ათი წელი
მალავდა, როგორც ხსნას. მუმთაზი უყურებდა მხრებში მოხ-
რილს, გაძვალტყავებულს, სახის ძვლები რომ უჩანდა ზედ გა-

380
მკითხველთა ლიგა

დაკრული კანიდან; იგი კიბეზე ჩამოდიოდა, უკან გამხდარი, შავ-


გვრემანი ქალი მოსდევდა, ძალიან უბრალოდ ჩაცმული. როცა
კაცმა ფული გადაიხადა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, სიგარეტი ამოიღო
და მოუკიდა.
- მე მეგონა, თავი დაანებე, - თქვა ქალმა.
მან სიგარეტის კოლოფის უკანა მხრით შუბლი მოიწმინდა.
- რა ვიცი... - თქვა გაურკვევლად.
მუმთაზი შესცქეროდა მას თავისი ადგილიდან, ძალიან
იაფფასიანი ოდეკოლონის სუნი ნესტოებში უღიტინებდა. მო-
პირდაპირე მხარეს განლაგებულ ფანჯრებზე წვიმა კვლავ ცეკ-
ვავდა.
აზრი, რომელმაც მას ცოტა ხნით ადრე გაუელვა, მართა-
ლი აღმოჩნდა. ეს იყო სუათი, რომელსაც ნურანი უყვარდა ძა-
ლიან დიდი ხნით ადრე, ვიდრე მუმთაზს.
სუათს რომ არ დაენახა, მუმთაზმა უცბად ესროლა მზერა
და თვალი აარიდა. სწორედ იმ დროს, როდესაც მუმთაზმა შე-
ხედა, სუათმა ეშმაკურად ჩაიხითხითა და ხელები მოისრისა,
თითქოს უნდოდა ეთქვა: „ხმაურს, მგონი, თავი დავაღწიეთ,
არა?“ მისი სიცილი მუმთაზს კიდევ რამდენიმე დღეს თან სდევ-
და. კარგად რომ ჩასწვდომოდა ყველაფერს, ადამიანის ნება--
სურვილის და გონების საზღვრებს გარეთაც კი უნდა გასული-
ყო. ეს არ იყო უბრალოდ სიცილი, ეს სიცილი უფრო ადამიანში
ჩამალული მხეცის ხროტინი იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა,
რამდენად აფასებდა და მოსწონდა საკუთარი თავი სუათს, რო-
გორ ტრაბახობდა თავისი უნარით, რომ ღირსებას ნებისმიერ
მძიმე ვითარებაში ინარჩუნებდა: „ჭკვიანი ადამიანი ყველაზე
მძიმე ვითარებიდანაც მოძებნის გამოსავალს“. მისი არაადა-
მიანური ჩახითხითება და ამ ცხოველისეული ხითხითით გამო-
ხატული კმაყოფილება ნიშნავდა, რომ მისი მოქმედება იყო

381
მკითხველთა ლიგა

უღირსი და იგავ-არაკების გმირ მელასთან შედარებით სულაც


არ იყო ეშმაკური და მოხერხებული. ის მელაც ვითომ ჭკუის და
ეშმაკობის განსახიერება იყო, მაგრამ მონადირე მას მაინც ბო-
ლოს უღებდა და მის ბეწვს შემდეგ ქურქების მაღაზიაში კიდებ-
დნენ. ეს ინსტინქტი აღმოჩნდა უზენაესი და წარმატებული იმი-
ტომ, რომ ის უბრალოდ რეაგირებდა იმაზე, რაც უშუალოდ მას
ეხებოდა, რაც თავისთავად უკვე მზა გადაწყვეტილებას წარმო-
ადგენდა. არა, ეს ინსტინქტი არც ბნელი ცდუნება იყო, რომლის
გარშემოც ზებუნებრივი საიდუმლოებები თავს იყრიდა და არც
გაუხეშებული, მტაცებლური მადა იყო, რომელიც იპყრობს თა-
ვის მსხვერპლს, გლეჯს და ბდღვნის მას. სუათში ეს ინსტინქტები
არ იყო. ის ნელ-ნელა თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც უფ-
რო იხრებოდა თავაზიანობისკენ, სირბილისკენ, მოდუნებისკენ.
ის საცოდავი ქალი, როგორც ჩანდა, სუათის ტოლფასი ადა-
მიანი იყო. იგი მასში არც სიბრალულს იწვევდა, არც პატივის-
ცემას. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მივიდნენ ისინი გადაწ-
ყევტილებამდე, ისიც კარგი ვინმე ბრძანდებოდა. ისინი შეეჭიდ-
ნენ და ქალმა წააგო. ხვალ ერთმანეთს დაშორდებოდნენ,
თავ-თავისი გზით წავიდოდნენ, ქალი იქნებ კვლავ იოცნებებდა
გათხოვებაზე, სუათი კი ეცდებოდა სხვა ხეტიალში დაევიწყებინა
ეს ქალი და მასთან გართობა, რათა ეძება სხვა, რაც ასე სწყუ-
როდა მის სულს და ხორცს. შეიძლება ერთ დღეს კვლავ შეხ-
ვედროდნენ ერთმანეთს და უკვე ჩავლილი ოცნებების და შიშის
შემდეგ კვლავ გაერთიანებულიყვნენ, იქნებ კვლავ მოენახულე-
ბინათ ექიმი და კიდევ ერთი სული ჩანასახშივე გაენადგურები-
ნათ. და ასე გააგრძელებდნენ თავ-თავისი ბედის ბოლომდე მი-
ტანას, სანამ სიკვდილის ხის მწარე ნაყოფი ბოლომდე მომწიფ-
დებოდა, დალპებოდა და ჩამოვარდებოდა.

382
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი ადგა, ანგარიში გაასწორა და ქუჩაში გამოვიდა.


ნელა მიდიოდა. თაბრუს ხვევამ და გულისრევის შეგრძნებამ
გაუარა; ახლა სხვა სახის დაძაბულობამ შეიპყრო. ეს იყო ფიქ-
რი ჩანასახზე. ხვალ ჩანასახს ალესილი მაშებით ამოგლეჯენ
დედის საშოდან. ისიც რაღაცნაირად მიეწება მუმთაზის ცხოვრე-
ბას თავისი ჩანასახშივე დაყოლილი უბედობით. ხვალ მას
გაანადგურებენ, ის მოკვდება, განუვითარებელი სიცოცხლე,
სისხლის კოლტად გადაიქცევა, კანგაცლილ ბაყაყს ხვალ ქა-
ლაქის კანალიზაცია წაიღებს.
ხვალ ჰეიბელიადაში ტელეფონის ოპერატორის ზარი გა-
ისმება. სტამბოლიდან ვიღაცის ხმა წამოიძახებს: „სანატო-
რიუმი!“ და ოპერატორი შეაერთებს მათ. სუათს საწოლიდან
ააყენებენ: „ალო, ალო, ეს თქვენ ხართ, სერ?“ სუათი ჰკითხავს:
„ყველაფერი რიგზეა?“ და სანამ პასუხს მიიღებს, წარბებს მოჭ-
მუხნის, ცოტა ხნით მისი არსება თითქოს ჰაერში დაეკიდება ორ
უკიდურესობას შორის, შემდეგ სახე დაუმშვიდდება, შუბლზე
ოფლი შეუშრება. „ო, გმადლობთ, მეგობარო, გმადლობთ. გა-
დაეცით მას მოკითხვა და მოგვიანებით ვინახულებ.“
ეს იყო დაუბადებელი ჩანასახის უკანასკნელი გაბრძოლე-
ბა, რასაც ხვალ სხვები იგრძნობენ. შემდეგ ტაქსს გამოიძახებენ
და გაფითრებული, აკანკალებული ქალი დაბრუნდება თავისი
ნათესავის ან მეგობრის სახლში, ექიმის თანაშემწეები კი გაას-
ტერილებენ ინსტრუმენტებს და დიდ ჯამს კარგად გარეცხავენ.
მან წარბი მოისრისა. გალათასარაიდან ზევით, თაქსიმის
სკვერისკენ მიდიოდა ბულვარის გავლით და აქეთ-იქით არ იყუ-
რებოდა.
პატარა ჩანასახი, დაუბადებელი ბავშვი. ორმოცდარვა
საათის განმავლობაში ყველა მისი წუხილი უკიდურესად
გაიზარდა და გაძლიერდა. სხვა ვინ გაივლიდა მის გასავ-

383
მკითხველთა ლიგა

ლელს? უკვე თვითონაც უკვირდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მას
ქალი უყვარდა თავდავიწყებით და ამ ქალსაც იგი უყვარდა. ერ-
თი დღე მისი ცხოვრებიდან. სიცოცხლე ნიშნავდა სხვების ალ-
ყაში ყოფნას და თანდათანობით, სულის შეხუთვით სიკვდილს.
არსებობა...
პატარა ჩანასახი, საბრალო ქალი, სუათი და მათ მიერ ჩა-
სახული სხვა ბავშვები არსებობას ვერ გააგრძელებდნენ. ხვალ
საღამოს ყველაფერი დამთავრდებოდა.
მაწანწალა ბიჭი, ისეთი მოსვრილი, თითქოს ჭაობში ცხოვ-
რობდა, მოწყალებას ითხოვდა.
- ღვთის გულისათვის...
მუმთაზს უნდოდა ეკითხა: „კი მაგრამ, როგორ ამოხვედი
იმ ბინძური ორმოდან, სადაც ჩაგაგდეს? ასე როგორ გაიზარ-
დე?“
- ღვთის გულისათვის…
ხელი ჯიბისკენ წაიღო. როდესაც მის წინ მდგომმა ჭუჭყისა
და მტვრის მასამ ეს შეამჩნია, გამოცოცხლდა, ფულს ხელი და-
ავლო და ისე, რომ მადლობაც არ უთქვამს, სხვა კაცთან მივი-
და.
- ღვთის გულისათვის…
- ეს ბიჭი მოკვდება. „ღვთის გულისათვის“. ხვალ საღამოს
მოკვდება. შემაწუხებელი თავბრუსხვევა ისევ დაეწყო. მუმთაზს
თვალწინ ყველაფერი დაუტრიალდა. ყველაფერი სწრაფად
ბრუნავდა, ალბათ სინათლის სიჩქარით, თან თავის ფორმას და
ფერს კარგავდა ამ საშინელ ტრიალში.
- ღვთის გულისათვის...
ბავშვი უნდა მომკვდარიყო. ქალი დარეკავდა ხვალ და
იტყოდა: „ყველაფერი მოგვარდა, ყველაფერი დამთავრდა.“
ასეთი იყო ცხოვრება. ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა,

384
მკითხველთა ლიგა

იყო ცხოვრება და ის იყო ცხოვრების ნაწილი. ყველაფერი ერ-


თად შეადგენდა არსებობას: ზღვის ქორჭილა მაიონეზში, ამ
რესტორნის ვიტრინაში რომ გამოუდგამთ, მისი ფირფიტებით
დაფარული კანი, დამარილებული თევზი გადმოკარკლული
თვალებით და თეთრწინსაფრიანი ოფიციანტი, მუმთაზს ფეხზე
რომ აბიჯებდა.
ყველა გარს ეხვეოდა, თითქოს შესაფერ მომენტს უცდიდ-
ნენ, რომ სუათი შემოსულიყო მის ცხოვრებაში და თანდათან
ყველამ და ყველაფერმა მუმთაზი ამ უცნაურ ბრუნვა-ტრიალში
ჩართო, სულ უფრო მჭიდროდ, ისე რომ თავის გადასარჩენად
კუნთიც კი ვერ გაენძრია.
- რა ვქნა, როგორ დავიხსნა თავი? ღმერთო, მიშველე!
უცბად, მზის სუსტი სხივი გამოჩნდა. პატარა ბავშვის რბი-
ლი თმასავით, ხის წვერი განათებული იყო ამ გამოსხივებით.
მუმთაზი ისევ გახევებული იდგა. მან სწრაფი და საოცარი გარ-
დაქმნა განიცადა. გარშემო მიმოიხედა, თითქოს ღრმა ძილი-
დან გამოერკვა. საოცარი, ჯერ გამოუცდელი ნეტარება და
ლტოლვა იგრძნო, ნურანი გაახსენდა. მზერა ისევ ხის განათე-
ბულ წვერზე შეაჩერა, თითქოს ეს სინათლე ნურანისკენ მიუძ-
ღოდა. ნურანიც ხომ მისი ცხოვრების ნაწილი იყო და ამიტომ
სხვა დანარჩენი, რაც მედალიონის მეორე, ბნელ მხარეს წარ-
მოადგენდა, უბრალოდ გაუჩინარდა.
მაგრამ სიმშვიდეს მაინც ვერ გრძნობდა. ტანჯვა, რომელ-
მაც მას ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალა გამოაცალა,
უკვალოდ არ გამქრალა. ნურანის არყოფნას შინაგანად განიც-
დიდა, თითქოს საუკუნე იყო არ ენახა. დარწმუნებული იყო, რომ
რაღაც გზებით, კონკრეტულად არ იცოდა როგორ, მან შეურაც-
ხყოფა მიაყენა ნურანს. დარწმუნებული იყო, რომ ნურანმა ის
შეიძულა. სურდა დაერწმუნებინა იგი, მაგრამ მათ შორის უკვე

385
მკითხველთა ლიგა

იმოდენა მანძილი იყო, რომ ძალაგამოცლილ მუმთაზს მისი გა-


დალახვა აღარ შეეძლო და ეს აგიჟებდა.
ამასობაში ბეშიქთაშს მიაღწია. საღამო დადგა. ცა გადაიწ-
მინდა, მხოლოდ აღმოსავლეთი მხარე იყო მუქი იისფერი.
ღრუბლების ქვეშ მთები, შენობები და ბაღები უცნაურ ფორმას
იღებდა, გროტესკული ფორმების ამოცნობა შეუძლებელი იყო,
ისინი მხოლოდ უცნაურად აღიბეჭდებოდა გონებაში, თითქოს
უცბად წარმოიქმნენ, თვალის ერთ დახამხამებაში.
ბორნის მისადგომთან ბნელოდა და ნესტიანი სიცივე იგ-
რძნობოდა. იდგა და ბოსფორის ბორანს ელოდა. სახე მოაჯი-
რის სველ გისოსებზე ჰქონდა მიდებული პატიმარივით, და იყო
კიდეც ბედის პატიმარი. ბოსფორის აზიურ ნაპირს გასცქეროდა,
სადაც ნურანის სახლი იყო. ამ მდგომარეობაში მას აგონდებო-
და ყველა ის ძველი თურქული ჰანგი, რომელიც ალამაზებდა
მის მძიმე ბავშვობას და ავსებდა მას უცნაური სევდით.
ამ გახსენების ბრალი იყო თუ საკუთარი მცდელობისა,
როგორმე გაეძლო ყველაფრისთვის, იგი მიეცა ფანტაზიებს,
რომლებიც ალბათ ფსიქოზის ან ისტერიის წინაპირობას წარ-
მოადგენდა. საკუთარმა ილუზიებმა შეაშინა, გისოსებს მოშორ-
და და მოსაცდელი ოთახის ერთ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა.
უშქუდარის წყლები გულში იხუტებდა ბნელ ღამეს. ეს
აღარ იყო ზაფხულის ან სექტემბრის ნაზი, გამჭვირვალე ღამე,
რომელიც ყვითელგულა გვირილასავით ნაზად, მაგრამ ღიად
იცინოდა თავისი მშვენიერი სიცილით. რამდენიმე დღიანმა წვი-
მამ გაუმჭვირვალე ფარდა ჩამოაფარა სახლებსა და ზღვას შო-
რის. სულ ცოტა ხნის წინ, მარგალიტების ციმციმი ტალღებზე,
ზაფხულის სიმსუბუქე და მოთენთილობა სადღაც გამქრალიყო.
ნურანი მას ახლა ფარდის იქიდან უყურებდა სიბრალულით და
წუხილით განშორების გამო. მთელი მისი ცხოვრება, ყველაფე-

386
მკითხველთა ლიგა

რი, რაც უყვარდა და რასაც აღმერთებდა: თქმულებები, სიმღე-


რები, მათი ინტიმური სიახლოვის საათები, მათი ხმამაღალი სი-
ცილი, ერთნაირი აზროვნება, სულიერი სიახლოვე, თვითონ
იგი, მუმთაზი - ყველაფერი ჩამოჭკნა, გახმა.
ამაღამ მხოლოდ ჩამომჭკნარი, დაქანცული სული შერჩა,
შემდგარი სასოწარკვეთის მომგვრელი მოგონებებისგან და
ბუნდოვანი ფიქრებისგან, ისიც საბრალო დევნილი იყო თვი-
თონ მუმთაზთან ერთად. მას წარსულისგან დარჩა მხოლოდ
მოგონებები. გზები არა ფილაქნით, არამედ მისი ფიქრებით
იყო მოკირწყლული. არხის კედლები, რომელთა შორის ბო-
რანს უნდა გაევლო, ქვის კი არ იყო, არამედ მისი მოგონებე-
ბისგან და ნოსტალგიური მელოდიებისგან შედგებოდა. მუმ-
თაზს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ უაზროდ ეხე-
ტიალა დაკარგული საკუთარი თავის ძიებაში, შველა ეთხოვა
თავისივე მოგონებებისთვის, რომ ძვლები გაეთბოთ მისთვის.
ყველაფერი ჩაკვდა. სინათლეებიც აღარ იყო ისეთი მოციმციმე
და მოზეიმე, როგორიც ცოტა ხნის წინ. იგი ცდილობდა თავის
თავში ეპოვა სინათლის ძველი წყაროები, მაგრამ როგორც კი
გონებაში რომელიმეს მიუახლოვდებოდა, ის მაშინვე შიშინით
ქრებოდა.
სახლების დადაბლებული ჩრდილებიდან როგორც ფილ-
ტრიდან მოდიოდა უფრო სუსტი სინათლე, რომელიც ძალიან
განსხვავდებოდა იმ სიცოცხლით სავსე, ჭარბი ნათებისგან, რო-
მელიც მათ ეუფლებოდა და თავს ეხვეოდა ლუფარის ჭერის
ღამეების განმავლობაში, როდესაც ქუჩის ნათურების ციმციმი
სქელ ნისლშიც აღწევდა, ხოლო ბაღები და პატარა ტყეები დიდ
ყვავილებს ჰგავდა შემჭკნარი ფოთლებით და ფერებით - გან-
ფენილი იყვნენ როგორც ჩრდილები, რომლებიც ერთ სახელს
ან მოგონებას ეხვეოდა გარშემო.

387
მკითხველთა ლიგა

საგნები უფრო შორს ჩანდა, თითქოს ყველაფერი თავის


თავში იყო ჩაკეტილი, როგორც უძველესი სიცოცხლეების ან
უძრავი ქონების აჩრდილები. არაფერს ჰქონდა შერჩენილი რა-
მე განსაკუთრებული, პიროვნული, ყველაფერი იყო ცალ--
ცალკე ნაწილებად დაშლილი. სახლებში სინათლის ციმციმი
აღარ კაშკაშებდა, არამედ უბრალოდ ბჟუტავდა. ეს მოაგონებ-
და, უძველესი სამკაულების ცეცხლოვანი კაშკაში როგორ გა-
დაიქცა უბრალო ბრჭვიალებად დამცავი მინის ქვეშ, უძველეს
სასახლეში, რომელიც მან და ნურანმა მოინახულეს. ეს იმიტომ,
რომ სამკაულების მფლობელები, ვინც მათ ოდესღაც ატარებ-
და, აღარ იყვნენ. აღარსად იყო მათი ლამაზი თითები, გამხდა-
რი ხელები, მათი მკერდი და კისერი, სადაც ოდესღაც ბრწყი-
ნავდა ეს სამკაულები. ბორანიც მიიწევდა წინ არა გაკაშკაშე-
ბულ, არამედ მბჟუტავ ნაპირებს შორის და თითქოს თვით ბოს-
ფორიც აღარ იყო ისეთი ლამაზი. მუმთაზი კუთხეში მიკუნტული
ადევნებდა თვალს იქაურობას, ყავახანებს ნაპირზე, რკინიგზის
სადგურზე ფარნის მბჟუტავ ციმციმს და ხშირად იმეორებდა თა-
ვისთვის: „თითქოს სხვაა ყველაფერი, სხვა სამყაროა“. გაოგნე-
ბული იყო იმის გამო, რომ ცხოვრებამ იგი ერთ ღამეში კვლავ
განაგდო, კვლავ დევნილი გახადა. ძალიან უნდოდა ნურანი
ენახა, ეთქვა მისთვის: „ალბათ მეჩვენება. ეს არ არის ნამდვი-
ლი, ხომ? მითხარი, რომ ვცდები, გთხოვ. მითხარი, რომ ყვე-
ლაფერი ისევ ისეა, როგორც იყო და როგორც უნდა იყოს“.

388
მკითხველთა ლიგა

III ნაწილი სუათი

389
მკითხველთა ლიგა

ბაღის კარში შემოსულმა იჰსანმა დაიძახა:


- ახლოს არიან, დავინახე!
შემდეგ გულწრფელი პატივისცემით მიუახლოვდა თევ-
ფიქს. ის წაბლის ხის ქვეშ, მოწნულ სავარძელში იჯდა. ფეხები
კი მეორე სავარძელზე ჰქონდა შეწყობილი.
- რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ბატონო.
ქურთუკი და ქუდი ხელში ეკავა, ძლივს სუნთქავდა.
ბებერმა მგელმა წარმოთქვა:
- ბერდები, იჰსან!
ფეხებზე გადაფარებული მსუბუქი წამოსასხმელი მოიხადა
და ფეხები დაბლა დასწია.
- ჩემო მშვენიერო ქალბატონო, - მიმართა მაჯიდეს და თა-
ვის გვერდით სავარძელში დასაჯდომად მიიპატიჟა.
მაჯიდემ მზით გაბწყინებული თმა გაისწორა და თევფიქს
ხელზე აკოცა. ის მუმთაზს და ნურანს უყურებდა, თითქოს უნდო-
და ეთქვა: „რა მშვენიერი წყვილი ხართ!“ იჰსანი თევფიქის წინ
ჩამოჯდა
მუმთაზი იჰსანს დააკვირდა. ასაკი მართლაც დასტყობო-
და. თმა შეჭაღარავებოდა და ცოტა ღიპიც წამოზრდოდა. თვა-
ლებქვეშ წრეები ეტყობოდა. მაგრამ ხელები ჯერ ისევ მოქნი-
ლი და ძლიერი ჰქონდა, სხეული კი ათლეტური. შინაგანი ძალა
სახეზეც გამოსჭვიოდა.
- არაჩვეულებრივი ამინდია! ალაჰმა გადმოგხედოთ მოწ-
ყალე თვალით, შეყვარებულო გვრიტებო!
შემოდგომის მზე ანათებდა. სახე მზისკენ მიატრიალა და
თვალები მოჭუტა.
- დღეს სუმბულმა რა მოგვიმზადა, მუმთაზ?

390
მკითხველთა ლიგა

მუმთაზმა ღიმილით უპასუხა:


- დღეს სუმბული მხოლოდ სოუსის შეფია. დღევანდელი
მენიუ მთლიანად ნურანმა დაამზადა.
- ჩემი ხელმძღვანელობით! - დაიძახა თევფიქმა თავისი
მჟღერი ხმით.
სერიოზული, დახვეწილი ჩვეულებების მქონე კაცს სახეზე
ბავშვური განწყობა ეტყობოდა. როცა ნურანმა განაცხადა, რომ
მას და მუმთაზს იჰსანის დაპატიჟება სურდათ, მან მაშინვე თქვა:
„ასეთ შემთხვევაში, საჭმელს მე მოვამზადებ!“ ჩამოწერა სავა-
რაუდო სია და საჭირო მასალაც თვითონ შეარჩია.
იჰსანმა აღგზნებულად წამოიძახა:
- ოო!
მას დიდი ხანი იყო, რაც თევფიქის ცნობილი მენიუ არ
გაუსინჯავს.
- მაგრამ მხოლოდ მენიუს შედგენაში გამოიხატება თქვენი
მონაწილეობა? რამდენი ხანია თქვენი შესანიშნავი სიმღერა არ
მომისმენია.
თევფიქმა ცას გაუსწორა თვალი, შემდეგ ბაღს გადახედა,
წითლად გაფოთლილ ხეებს, შორიდან ხეების ტანი და ტოტე-
ბიც წითლად ჩანდა, შემდეგ მზერა ბალახზე გადაიტანა. მისი
მზერა ბაღის ჭიშკარში შემოფრენილი ფუტკრის კვალს მიჰყვე-
ბოდა. უცნაურმა, გამახალისებელმა სითბომ დაუარა სხეულში.
- შენ ფიქრობ, რომ რამე შემომრჩა ჩემი ხმიდან, იჰსან?
გონებაში გაახსენდა თავისი ახალგაზრდობა და მეტსახე-
ლი „თაფლისხმიანი თევფიქი“.
- რა თქმა უნდა! ყველამ იცის, რა განძის მფლობელიც
ბრძანდებით.
ამ მეტსახელით იგი მისმა პირველმა მასწავლებელმა ჰუ-
სეინ დედემ დაასაჩუქრა.

391
მკითხველთა ლიგა

მოხუცს მოგონებები მოეძალა და მოიწყინა.


- ღმერთმა სიმშვიდე დაუმკვიდროს ჰუსეინ დედეს სულს.
დღეს, სხვათა შორის, თქვენ ბევრ კარგ სიმღერას მოისმენთ,
მუმთაზმა ემინი და მომღერალი ჯემილი დაპატიჟა. მისი მოსმე-
ნის პატივი ჯერ არ მქონია.
იჰსანი გახალისდა:
- ეს ჩვენი მუმთაზი ნამდვილად საოცარი ვინმეა. ძალა არ
დაუშურებია შესანიშნავი სტუმრების დასაპატიჟებლად. საერ-
თოდ, ეს იდეა როგორ მოგივიდა თავში, მუმთაზ?
- სამ დღეში სტამბოლში ვბრუნდები. მერე ნურანიც წავა;
ეს მან მოიფიქრა, რომ ყველანი შევკრებილიყავით.
- ემინს სად შეხვდი?
- ქუჩაში, შემთხვევით. დამპირდა, რომ ფერაჰფეზას
სუიტას შეასრულებს.
თევფიქი იჰსანისკენ დაიხარა.
- რამდენი წლით უკან დავაბრუნეთ საათი, წარმოგიდგე-
ნია?
- ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც არ არის დრო.
იმის თქმა მინდა, რომ სულ ერთსა და იმავე ადგილას ვართ.
- დიახ, ასეა, ყოველთვის ერთ ადგილას.
თევფიქი თავს გრძნობდა იმ დიდ, ბებერ ჭადრის ხედ, რო-
მელიც იქაურობას გადმოჰყურებდა და ფარავდა თავისი ტოტე-
ბით. ამ წუთს, ამავე მდგომარეობაში, სიკვდილი რომ სწვეოდა,
ამას მისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა. ნელა ჩაახველა და
ჩაილაპარაკა: „ნეტავ, შევძლებ, ემინ დედეს ფლეიტის ჰანგს ავ-
ყვე?“ მოკვდე და დანებდე სიკვდილს - ეს ორი რამ ძალიან
განსხვავდება ერთმანეთისგან... იგი მოწმე იყო რამდენიმე
თაობის ცვლის, ქვეყანაში ვითარების რამდენჯერმე შეცვლისა.
მის გარშემო ტყეები შეთხელდა, ასე რომ, ამ ბებერმა ჭადარმა

392
მკითხველთა ლიგა

ყველაფერს გაუძლო და კიდევ გაუძლებს. იქნებ, საერთოდ არ


მოვკვდე, იქნებ, სიკვდილს დავავიწყდი... ასეთი ფიქრები მას
სიმამაცეს და თვითდაჯერებულობას მატებდა და მისი ეგოიზმიც
ამით იკვებებოდა; მაგრამ მაინც, ეს ბოლო წელი... ამგვარად,
მან გადაწყვიტა, დღეს ემინის სახელგანთქმულ სასულე საკრავ-
ზე შესრულებულ ჰანგს გაჯიბრებოდა. თხუთმეტი წლით ადრე
ასეთი შეჯიბრის შიში თავში აზრად არ მოუვიდოდა. მთელი
სიღრმიდან აღმოხდებოდა ხოლმე შეძახილი „აჰ!“ სასტუმრო
ოთახის სადღესასწაულო შანდლების ფონზე, და მისი მაღალი
დოს შედეგად, მაგიდაზე დაწყობილი ჭიქები ზანზარებდა.
ემინ დედესთან ერთად სიმღერის შესრულება ნიშნავდა
დემონსტრირებას, რომ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებული-
ყო. თევფიქმა თავისი დასარტყამი ინსტრუმენტებიც კი მოამზა-
და.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თევფიქს უცნაურად
აეკვიატა სიკვდილისთვის მომზადება. და ამას აკეთებდა ისევე
ღირსეულად, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში. მან იცოდა,
როგორ უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებებზე.
ახლა კი ცდილობდა გარდაუვალ ბედს დაპირისპირებოდა.
როდესაც დარწმუნდა ამაოებაში და იგრძნო დაუძლურება, უფ-
რო მეტად დააფასა და შეიგრძნო ყველა ის სიტკბოება, რასაც
აწოდებდა მას ფანტაზია, შესაძლებლობა, შანსი, რომელსაც
ჰქონდა მატერიალური სახე. იგი ნებდებოდა ყველა ფანტაზიას,
რაც თავში მოუვიდოდა და იგრძნო ნამდვილი არსებობა; თუმ-
ცა, მის სხეულს უკვე დამართვოდა ნაირგვარი დაავადება. და
სწორედ ამ სხეულს სურდა, ერთხელ კიდევ დაემტკიცებინა თა-
ვისი არსებობა.
იჰსანი:
- სუათიც პატივს დაგვდებს და გვეწვევა ალბათ.

393
მკითხველთა ლიგა

მუმთაზს სახე მოეღუშა.


მაჯიდემ ეს შეამჩნია და ბავშვური გულწრფელობით წა-
მოიძახა:
- არა, ძალიან გთხოვთ; სუათი ერთადერთი ადამიანია,
ვინც მე ისე ზედმეტად მაქო, რომ არ მესიამოვნა.
იჰსანმა თავისი ჩვეული წყნარი ღიმილით წარმოთქვა:
- ვიცოდი, რომ ეს არ მოგეწონებოდა. მაგრამ საქმე ისაა,
რომ მას ნამდვილად უნიკალური მიმართვის მანერა აქვს და
ძალიან ჭკვიანია, თუმცა, არ იცის, როდის და როგორ მოიხმა-
როს ეს ჭკუა... ალბათ იმიტომაცაა ასეთი მოუსვენარი. სულ მეჩ-
ვენება, რომ ხან ერთ კედელს ეჯახება თავით და ხან მეორეს.
იცი რა, იმ დღეს ბეიოღლუში მან აშკარად შეამჩნია, რომ შენ
განგებ გეჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ხედავდი.
მუმთაზს ბრაზი ისევ აუდუღდა.
- ამას წინათ მეც დავინახე იგი, მაგრამ ისეთ უცნაურ გარე-
მოში, რომ მივხვდი, მისალმება არ ღირდა.
შემდეგ თავისთვის გაიფიქრა: აბა, ვნახოთ, რა საშინელ
უპატივცემულობას და დამცირებას უნდა გავუძლო კიდევ... ამის
შემდეგ აღწერა ეს მოულოდნელი შეხვედრა პატარა ტავერნა-
ში, ქალი მოიისფრო-მოვარდისფრო ხავერდის ქუდით, მოსა-
ლოდნელი აბორტი, ყველაფერი მიყოლებით და დაწვრილე-
ბით. ეს ჰგავს განცდას, თითქოს სიბინძურის ორმოში ჩავვარდი.
- როცა კიბეზე ჩადიოდა, ისეთი დამცინავი სიცილის ხმა
გამოსცა... ან როგორ მოხვია ხელი ზურგზე ამ ქალს, თითქოს
უნდოდა ეთქვა: „მადლობა ღმერთს, ამ ხმაურს გადავრჩით“.
მუმთაზი ხელებს უხერხულად იქნევდა აქეთ-იქით. იცოდა,
რომ ეს საქციელი მიუღებელი იყო. ზიზღით სავსე სახით და-
დუმდა.

394
მკითხველთა ლიგა

სანამ ამ ამბავს ჰყვებოდა, ნურანისთვის ერთხელაც არ


შეუხედავს. მიშტერებული თვალებით იატაკს ჩაჰყურებდა. ხან-
დახან თუ თავს ასწევდა, მხოლოდ იჰსანს უყურებდა, სხვას არა-
ვის.
- ხედავ, როგორ ყოფილა საქმე? ჰა? ამ დროს რამდენ-
ჯერმე გადაკვრით მოგიხსენია, თითქოს შენ ალკოჰოლი გიყ-
ვარს თუ რაღაც ამდაგვარი... თქვა, რომ შესაძლოა შენ ცოტა
ზედმეტს სვამ, მაგრამ ეს სასარგებლოა...
მუმთაზმა ჟესტით თითქოს ანიშნა, შენ ხომ ყველაზე უკეთ
მიცნობო. უცნაური დარდი შემოაწვა. მიხვდა, რომ თავისი ლა-
პარაკით ნურანი პირდაპირ უფსკრულის პირას დააყენა. სუათ,
შენ ნაძირალა ხარ... დაწყევლილი ხარ! მაგრამ მე რა დამე-
მართა, რატომ ვარ ასეთი აღგზნებული! როგორ მოხდა, რომ
ჩემმა სიყვარულმა კვლავ სისასტიკის ნიღაბი აიფარა? სუათმა
მეც ისეთი გამხადა, როგორიც თვითონაა... კიდევ ერთი ნაბიჯი
და... ნურანს შეხედა, თითქმის გაშმაგებული სახით, თითქოს უნ-
დოდა ეთქვა, აი რა დღეში ვარ, რაღა არ უნდა ავიტანო შენი
გულისთვის.
ნურანს სახეზე სრული გულგრილობა ემჩნეოდა. მაგრამ
როდესაც მუმთაზს თვალი თვალში გაუყარა, თქვა:
- მერე ჩვენ რა, მუმთაზ, ჩვენ ეს არ გვეხება. ის ხომ აბსო-
ლუტურად უცხოა.
იჰსანი შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა.
- სამი წლის წინ ვერც ვამჩნევდი, რომ ამხელა აღმართი
იყო, ახლა კი ძლივს ამოვედი. ჯერ ისევ დაღლილობას
ვგრძნობ.
- არაფერი გეტყობა, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ჩემო ძმაო.
- არა, არ ვარ ახალგაზრდა და მეტსაც გეტყვი - ახალგაზ-
რდა არასდროს ვყოფილვარ. შენც, სხვათა შორის, მამაჩემი

395
მკითხველთა ლიგა

ხშირად ამბობდა, რომ ჩვენს ოჯახში ყველა იბადება თავით წინ


და მთელი სიცოცხლე ჩქარობსო. ჰო, ახალგაზრდა არ ვარ,
მაგრამ სიცოცხლის ხალისს ვგრძნობ, - და ამოიოხრა... ხელე-
ბი თავზემოთ გადასწია, თითქოს ვარჯიშობდა. მერე მკერდზე
შემოიდო ხელები, თითქოს თავის ძალას ამოწმებდა, ხელებს
უჭერდა თავის ტანს.
მუმთაზი გულდასმით აკვირდებოდა მის ათლეტურ აგებუ-
ლებას. მისი მოძრაობები თითქოს დროს გამოწვევას უზავნიდა.
- ეს ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, იცი, მუმთაზ? სხვაა,
როცა სხვას ეხვევი, მაგრამ როცა ხელებს საკუთარ სხეულს შე-
მოაჭდობ და საკუთარ მუსკულატურას გრძნობ, სხვანაირი კმა-
ყოფილებაა. ეს მარტივია, მუმთაზ, ძალიან მარტივი. მე ვაცხა-
დებ, რომ ვარსებობ, შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, ან ვიყო სულ
სხვა - სულელი, ბებერი, გამოტვინებული, მაგრამ ახლა ხომ
ვარსებობ, გესმის? არ ტკბები შენი ფიზიკური არსებობით?
გაუმარჯოს თვალებს! გაუმარჯოს მკლავებს! გამარჯობა, ჩემო
სინათლისა და სიბნელის ცვალებადობის ადგილებო! მე გაკურ-
თხებთ თქვენ დროებითობის ტაძარში, რადგან ჩვენ ვარსებობთ
ამ სასწაულში, რასაც ეს წამი ჰქვია და სიმბიოზი გვაქვს, რადგან
ერთი მომენტიდან მეორეში გადანაცვლებისთვის თქვენ მე
მჭირდებით, თქვენთან ერთად უნდა ვიარო, რათა გავაერ-
თიანო ყველა მომენტი ერთ მთლიან, მონოლითურ სივრცედ!
მაჯიდემ ამოიოხრა.
- განა, არსებობა მხოლოდ ღმერთის ხელთ არაა, იჰსან?
მუმთაზს მოენატრა მაჯიდეს მოსმენა თვალდახუჭული,
როგორც ბავშვობაში. ბუტბუტებდა: „ადაჟიო... ადაჟიო...“
- რა თქმა უნდა, მაჯიდე, მაგრამ ჩვენ ხომ ვარსებობთ და
იქნებ ისიც, ასეთი ყოვლისშემძლე, არსებობს იმიტომ, რომ
ჩვენ ვარსებობთ. მუმთაზ, რას იტყვი მაჯიდეს შესახებ? მე მგონი

396
მკითხველთა ლიგა

ძალიან მჭევრმეტყველია, ძალიან. თან აშკარად უფრო


გაახალგაზრდავდა...
მაჯიდეს გაეცინა:
- ვბერდები, იჰსან. მართალი გითხრა, მასიამოვნა ამ სიტ-
ყვებმა, ადვილად ვირგებ ქებას.
შემდეგ სწრაფად მიუბრუნდა მუმთაზს:
- მუმთაზ, შენ დღეს რაღაც მხრებჩამოყრილი ხარ, იცი?
ამაზე ამბობენ, ფრთები დაკარგაო. მაგრამ ფიქრით თავს ნუ
დაიღლი. თუ დღეს ეს პირველად დაგემართა, არა უშავს, პირ-
ველი სამი ასეთი შემთხვევა უბრალოდ შემთხვევაა, მაგრამ თუ
კიდევ გაგრძელდა...
იჰსანი ცოლს შეჰყურებდა.
- ეს შენი აზრია?
- არა, ბებიაჩემმა იცოდა ასე თქმა. ალბათ ასე წერია წმი-
და წიგნში.
ნურანი სახლიდან გამოვიდა და საუბარში ჩაერთო.
- რა წერია წიგნში?
- მაჯიდე ეუბნება, შენ დღეს შენი ფრთები დაკარგეო, მაგ-
რამ ისინი სამჯერ შეიძლება ხელახლა გაგეზარდოსო. ჩემზე ნუ
წუხხარ ნურან, მე პრაქტიკულად ფეხი მიწაზე არ დამიდგამს
ჯერ.
- სიმართლე გითხრა, არც მუმთაზი მინახავს როდისმე უფ-
რთებო. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სკოლაში დამყავდა და
ვზრუნავდი მასზე, კვირის ბოლოს გალათასარაიდან სახლში
მომყავდა.
ნურანს გაეცინა.
- აა, აი, რატომაა მუმთაზი განებივრებული ბავშვი...
ცოტა ხანში ნურანს უკმაყოფილება დაეტყო. იგი დაბ-
ნეული იყო იმიტომ, რომ დიასახლისობას სწევდა იმ სახლში,

397
მკითხველთა ლიგა

რომლის დიასახლისიც არ იყო. ის სტუმარ-მასპინძლობანას


თამაშობდა აქ და მუდმივად აწვალებდა შეგრძნება, რომ მისი
არ ესმოდათ.
- ახლა სტამბოლში წლის საუკეთესო დღეები დგას. შესა-
ნიშნავი შემოდგომა იყო. იჰსანი ნურანს მიუბრუნდა:
- მუმთაზს ყურადღებას ნუ მიაქცევ. შემოდგომაზე, როცა
ზამთრის წვიმიანი ამინდები ახლოვდება, ის ყოველთვის სევ-
დიანია. იცი რატომ?
შეხედა და გაეცინა:
- ძალიან ბევრი აცვია და იმიტომ. როცა პატარა ბიჭი იყო,
ყოველთვის ვურჩევდი, ზედმეტად თბილად არ ჩაეცვა. სხვათა
შორის, ვინც ასე იქცევა, ამთავრებს იმით, რომ ზედმეტად აქ-
ტიური წარმოდგენის უნარი აქვთ. მუმთაზ, ყოველდღე, რამდე-
ნი დრო გაგიტარებია წარმოდგენებში და ოცნებებში?
- ზუსტად ვერ გეტყვი, არ ვიცი. ხანდახან დღეში ხუთჯერ,
ხან ათჯერ მემართება, მაგრამ მეტი არა.
- ოჰ, მართლა ეგრეა? ეს ნიშნავს, რომ აწმყოში ცხოვრება
გისწავლია. ესე იგი, ნურანს გაუმარჯვია, მიუღწევია იმისთვის,
რასაც მე ვერ მივაღწიე. ღმერთმა დაგლოცოს, ძვირფასო ნუ-
რან.
შემოდგომა თითქოს მათ თვალწინ ციდან ჩამოკიდებული-
ყო, მწიფე როგორც დიდი ოქროსფერი ხილი. ყველა იღებდა
მისგან ნაწილს, რადგან სურდათ შეენახათ ის, როგორც უსას-
რულო დროის ნაწილი, როგორც მოგონება.
- ეს კედელი რომ დაადაბლო, ნეტავ, ბოსფორი გამოჩ-
ნდება?
ყველა ბაღის კედლისკენ მიბრუნდა. მასზე მოდებული იყო
მოწითალო სუროს ფოთლები, რომლებიც თითქოს თავის თავ-
ში ჰერმეტულად ჩაკეტილ ამ შემოდგომის საღამოს შეიცავდა.

398
მკითხველთა ლიგა

- არა, - უპასუხა ნურანმა, - ბოსფორი არ გამოჩნდება, ეს


კედელი სხვა მხარეს გადის. მოპირდაპირე მხარეს არის პატა-
რა პლატო, რომლის თავზე სახლებია განლაგებული და მერე
დამრეცი ფერდობი იწყება.
- ნურანმა კარგი გაფორმება მოიფიქრა ბაღისთვის.
მუმთაზს თვალები სიყვარულით აევსო. მათ ერთად
მოიფიქრეს ნახევრად ბავშვური კომპოზიცია, რომელიც მაგი-
დაზე იდო.
- ნურანს არ მოსწონს, ჩემზე ორი წლით უფროსი რომ
არის, მე კი ის ხანდახან ისე მიყვარს, როგორც ბავშვი.
თევფიქმა ჩაიბუზღუნა:
- თუ ხედი გინდათ, გარეთ უნდა გახვიდეთ. თუ ბოსფორის
ყურება გინდათ, ნაპირზე ჩადით. ბაღი კი ასეთი უკეთესია, იჰ-
სან!
იჰსანი:
- მაგრამ ცოტაა სეზონური ყვავილები. თქვენ მხოლოდ
ვარდებით ხართ გატაცებული.
ნურანმა, რომელიც მთელი ზაფხული ამ ბაღის მოწყობა-
ზე ფიქრობდა, გარშემო მიმოიხედა. ბოლო დროს ხშირად
აგონდებოდა დღე, როდესაც პირველად შემოვიდა ამ ბაღში,
ფუტკრების ბზუილი, პანორამული ფანჯრიდან დანახული თავ-
სხმა წვიმა და ყველაზე უფრო ის ნოქტიურნი, რომელიც გაერ-
თიანდა უცნაურ ემოციებთან, რაც მუმთაზის გაცნობამ აღუძრა;
ნოქტიურნი როგორც გაზაფხულის ქარიშხალი. დებიუსის მუსი-
კიდან თითქოს ქალების ხმა გამოსჭვიოდა და მის მეხსიერებაში
იფანტებოდა ველური ვარდის თეთრი ფურცლების დარად.
- ჩვენთან ისეთი ჰავაა, რომ ხელს უწყობს მრავალფერი
სეზონური ყვავილების გაშენებას, მათ შორისაა: შარონის ნარ-
ცისი, ფურისულა, აბილილი და ბეგონია და ესენი ვარდის ნა-

399
მკითხველთა ლიგა

ირსახეობებია, - მან თავი ასწია და ცას შეხედა, - ასეთი სინათ-


ლე ცუდი არ უნდა იყოს ყვავილებისთვის.
მერე უცბად გადავიდა სხვა თემაზე და იკითხა:
- ჯემ სულთნის დედას რა ერქვა?
- მგონი ჩიჩექ-ხანუმი, არა? ყვავილების ქალბატონი? ამას
თავი დავანებოთ, როგორ ჩაიარა მოგზაურობამ ბურსაში?
- ჰო, მართალია, ყვავილების ქალბატონი. მშვენიერი მეტ-
სახელია. კარგად, შეიძლება ითქვას, მშვენივრად.
ნურანი გაწითლდა და ბავშვური აღტყინებით წამოიძახა:
- ჩვენც გვინდოდა წასვლა. მე ძალიან მინდა.
- ჰოდა, წავიდეთ, სეზონი ჯერ არ დამთავრებულა.
ნურანმა ნიკაპით ნაღვლიანი მიმიკა გამოხატა თითქოს უნ-
დოდა ეთქვა:
- ეს შეუძლებელია, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობეთ წარ-
სულს. ვერც ერთი ჩვენი სურვილი ვეღარ გამოვლინდება და
ვეღარ შესრულდება ისე ადვილად ან ხალისიანად.
იჰსანს ამ გამომეტყველებისთვის ყურადღება არ მიუქცე-
ვია, რადგან საკუთარ ფიქრებს მისდევდა.
- თქვენი აზრით, რა მოხდებოდა, თუ ჯემ სულთანი ავიდო-
და ოსმალეთის სამეფო ტახტზე, ან მეჰმეთ დამპყრობელს ოცი
წელი კიდევ ეცოცხლა? მისმა უდროო სიკვდილმა არაერთი
დიდი ტრაგედია გამოიწვია. ისტორია გვკარნახობს, რომ ხან-
გრძლივ მეფობას კარგი შედეგები მოაქვს. შეგვიძლია დავი-
მოწმოთ დედოფალ ელისაბედის ან დედოფალ ვიქტორიას მე-
ფობის წლები. მეჰედს რომ კიდევ ოცი წელი ემეფა, იქნებ,
დღეს ჩვენ ვყოფილიყავით ერი, რომელმაც თავისი არსებობის
განმავლობაში დიდი აღმავლობა განიცადა. სამწუხაროდ, დრო
უკან ვერ დაბრუნდება. მაინც ვნებდებით ხოლმე ფიქრებს და
არსებულიდან სასურველისკენ გადავდივართ.

400
მკითხველთა ლიგა

- კიდევ უფრო საკვირველია, რომ დაგროვილი გამოცდი-


ლების მიუხედავად, ჩვენი ცხოვრების შეცვლა არ შეგვიძლია.
- მეჰმეთს რომ ეცოცხლა... ჰო, მაგრამ ვერ იცოცხლა. ჯემ
სულთანმა კი ვერ შეძლო გამარჯვების მიღწევა, მხოლოდ ტახ-
ტისთვის ბრძოლაში იყო ჩაბმული. ყველა ეს არანორმალური
რყევა, ღალატი, მისწრაფება, იმედი, აგონია არარაობად იქცა,
მხოლოდ ერთი პატარა მავზოლეუმი დარჩა. ის განისვენებს
თავის დედასთან ერთად, ფილების გარკვეული წყობის ქვეშ,
მაგრამ მათმა ნეშტებმა ასეულ ათასობით სხვა ნეშტთან ერთად,
ხელი შეუწყო იმას, რომ ბურსა გადაიქცა იმ ქალაქად, რაც ახ-
ლა არის. იქ ერთხელ ყველაზე მშვენიერ წელიწადის დროს
ჩავედი. ჯერ ისევ ცხელოდა, მაგრამ საღამოობით აგრილდე-
ბოდა ხოლმე. აი, იქ განმაცვიფრა ყვავილებმა. ყველგან ყვავი-
ლები იყო, როგორც უხმო მუსიკა, ან მუსიკალური იდილია.
მაჯიდემ თავი ანება ცის თვალიერებას:
- იჰსან, გახსოვს, ის ელვა, რაღაცნაირი, მარტოსული, ერ-
თადერთი, როცა მეჩეთიდან გამოვიხედეთ, მერე კი ცისკრის
ვარსკვლავი?...
- მაჯიდეს ძალიან უყვარს ცის კამარის ცქერა, - აღნიშნა
იჰსანმა.
- ჰო, როცა უღრუბლო ცაა... ღრუბლიანს ვერ ვიტან. ასეთ
დროს გულჩათხრობილი ვხდები.
ეს ისე მორცხვად წარმოთქვა, თითქოს რაიმე მისი ბრალი
იყო. მისი ხასიათი, მისი შინაგანი განწყობა მოჭრილი ყვავილე-
ბის მდგომარეობას მოგაგონებდათ, ლარნაკში ჩადებულებს
მკვეთრად რომ აქვთ თავი დახრილი. მაგრამ შემოდგომის
მშვენიერი დღე და ეს მშვენიერი ბაღი მაჯიდესაც კი არ აძლევ-
და მელანქოლიაში ყოფნის საშუალებას. ამისთვის წინააღმდე-
გობის გაწევა მოითხოვდა სულ სხვა ძალას, არც მელანქოლი-

401
მკითხველთა ლიგა

ას და არც ტანჯვას, ამ დესპოტურ მისწრაფებას, რომელსაც შე-


უძლია შეაფერხოს ან წაშალოს ყველაფერი. იგი ისევ მიტრი-
ალდა ერთადერთი და ყოველთვის დახვეწილი, მეტაფიზიკური
და დიდებული, მუდამ მოძრავი ცის კამარის საცქერად.
მდგომარეობიდან მსგავსი თავის დაღწევა ნამდვილი ნე-
ტარება იყო მისთვის. ერთ დღეს საავადმყოფოში, ერთ-ერთ
ისეთ დღეს, როცა ბევრი იტირა, უცებ შენიშნა ღია ფანჯარა,
საიდანაც ლაჟვარდისფერი სივრცე ეპატიჟებოდა და მისმა ფიქ-
რებმა თითქოს ფრთა შეისხა და უსასრულობისკენ გაიჭრა. იმ
დღიდან მისი არსების რაღაც ნაწილი მუდამ ლაჟვარდისფერ
უსასრულობაში დაეხეტებოდა. უდაბნოში დაღლილი მგზავრის
მსგავსად, იგი ხანდახან ვარსკვლავების ნათებას შესცქეროდა.
მაჯიდესავით არავინ იცოდა, როგორ აღწევდა სხივი და მისი
ნათება ყველაზე ჩაკეტილ ჯურღმულის სიბნელეში. შეიძლებო-
და თქმა, რომ მისი არსების ნახევარზე მეტი ამ განათებულ ცაში
იმყოფებოდა. იგი და იჰსანი ისხდნენ განათებული ხის ქვეშ და
საუბრობდნენ.
თევფიქმა ხელით ყველას ანიშნა, ახლა გაჩუმდითო: „ჩემს
ხმას ვამოწმებ.“ იჰსანს გაუღიმა, თითქოს უნდოდა ეთქვა, საათი
უკან დააყენეო. და დაიწყო ნევქარის სიმღერის სპარსული ჰან-
გების დამღერება:
სანამ მოწყვეტილი ვარდის რტო ისევ ჰყვავის,
სად შეიძლება იყოს ვარდისფერლოყება მერიქიფე?
ეს იყო ითრი, გენიის ალქიმია. ნურანი მუხლზე დადებულ
ხელს აყოლებდა სიმღერას, ყურადღებით შეცქეროდა უცნაურ
ნაპერწკალს ბიძამისის თვალებში.
იჰსანი ხმადაბლა აჰყვა. ასევე იქცეოდა პირველი მსოფ-
ლო ომის შემდგომ ზავის დადების პერიოდში, როცა პენიტენ-

402
მკითხველთა ლიგა

ციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და თევფიქი მიდიოდა


ხოლმე მის სანახავად.
თევფიქი გაჩუმდა. პირველი სტრიქონების შემდეგ, რომ-
ლებიც ამ სიმღერის გულს წარმოადგენდა, მანათობელი კრის-
ტალივით, სიმღერა მაქამას ჰანგით უნდა გაეგრძელებინა.
- აი, ესეც ასე... წლებია, ეს სიმღერა არ მიმღერია... პრაქ-
ტიკულად, მხოლოდ ჩემი ხმის მეხსიერებას მივყვებოდი. და-
ნარჩენი კი ყველაფერი დამავიწყდა.
მუმთაზი და ნურანი გაშეშებულები იდგნენ, თითქოს დიდი
გზის გამოვლით დაიღალნენ.
თევფიქის ხმა ნევაქარის შესრულებისას ისეთ ძალას ას-
ხივებდა, თითქოს მითიურმა ფრინველმა სიმურგმა სადღაც
მდინარეზე აღმართა დიდებული სასახლე, ან სინათლის სვეტი
დადგა. მაგრამ უფრო დიდებული და უცნაური იყო ის, რომ ამ
სიმღერის ალქიმიამ თითქოს ყველაფერი შეცვალა გარშემო.
- რაც კარგია, კარგია! შეიძლება, პატივი დაგვდოთ და მა-
ჰურაც იმღეროთ?
- მაჰურა? - ჩაიბუზღუნა თევფიქმა. მერე მუმთაზს დაცინ-
ვით შეხედა, - კარგი, ოღონდ ნელა უნდა ვიმღერო.
შემდეგ ნელ-ნელა მოსინჯა ჰანგი და უცბად მისმა ხმამ
თითქოს ფრთა შეისხა:
„და შენ მიატოვე ჩემი სულიც, სევდით და სურვილით სავ-
სე...“
არა, ეს რაღაც სხვა იყო; ითრის დიდების კვალიც არ იყო
აქ; იმწუთასვე ყველამ ეს გაიფიქრა; ყველა დაატყვევა ამ ვულ-
კანური წარმოშობის ხმამ. ბოლოს, იჰსანმა წარმოთქვა:
- ჰოო, ითრი ეთნიკურად უფრო ჯგუფური შესრულებაა,
მაგრამ ესეც ძალიან კარგია, - შემდეგ ცოტა ხნით გაჩუმდა და

403
მკითხველთა ლიგა

თქვა, - ძალიან ძნელია ასეთი ემოციური შესრულების გავლე-


ნიდან გამოსვლა.
მუმთაზი გამოეხმაურა:
- ჰო, ძალიან ძნელია, მეც მიჭირს... ამ შთაბეჭდილების
ქვეშ როცა ვარ, მიჩნდება კითხვა: „ვინ ვართ ჩვენ?“
- აი, ეს ვართ, სწორედ ნევაქარის სიმღერა ვართ, მაჰურას
სიმღერა ვართ და გამოხატვის სხვა უთვალავი საშუალებები
ვართ. ჩვენ ვართ ის, რასაც ეს გამოხატვის საშუალებები გვაგ-
რძნობინებენ და შთაგვაგონებენ.
- იაჰია ქემალი ამბობდა, ჩვენი არსებობის მოთხრობა
ჩვენი სიმღერააო. და მართალი იყო.
- უცნაური იდეააა... ყოველდღე ვუბრუნდები მუსიკას. და
ყოველდღე ხელცარიელი ვარ.
- მოთმინება იქონიე.
- მოთმინება ლაჟვარდში...
- დიახ, ესაა პოლ ვალერის „მოთმინება ლაჟვარდში“. ამ-
ჯერად ბურსაში ყოფნისას ახლოდან დავაკვირდი ამ ფენომენს,
ესაა მუსიკა, პოეზია, მისტიციზმი, ყველაფერი ერთად.
თევფიქი სიყვარულით შეჰყურებდა მუმთაზს. ძალიან
ესიამოვნა მისი გულწრფელი აღტაცება. ნეტავ, შეძლებ, ყვე-
ლაფერი ბოლომდე მიიყვანო? უნდა შეძლო. რა თქმა უნდა
შეძლებდა, თუ ცხოვრება მოისურვებდა, მისთვის დახმარება ეწ-
ყალობებინა.

II

კარზე ძლიერი კაკუნი გაისმა.

404
მკითხველთა ლიგა

სტუდენტობის მეგობრები - სელიმი, ორჰანი, ნური და ფაჰ-


რი შემოვიდნენ, უცვლელი რიგით და ცერემონიით, როგორც
სჩვეოდათ. ორჰანი, რომელიც უფრო დაბალი სელიმის უკან
მოდიოდა, გზადაგზა ოდნავ ხელს უბიძგებდა მას; არასდროს
მას გვერდიდან არ იშორებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: „მე
რომ არა, რა გეშველებოდათო“. შემდეგ თავისი სათვალის
წმენდით ნურიმ შემოაბიჯა და, ბოლოს, ფაჰრიმ კარი მიხურა.
იჰსანი მიესალმა ჯგუფს. შემდეგ მსჯელობა განაგრძო:
- გთხოვთ სწორად გამიგოთ. მე მისტიკაზე არ ვლაპარა-
კობ. მე ბრწყინვალებას ვეძებ, ანუ იმ ცნებას, რაც წარმოადგენს
თვით რეალობას. მინდა ყველამ შევიცნოთ, ვინ ვართ ჩვენ, და
დავაფასოთ საკუთარი თავი. მხოლოდ ასე, ჩვენი თავის შენარ-
ჩუნებით და დაფასებით, შევძლებთ მივხვდეთ, რას ნიშნავს იყო
ადამიანი.
ორჰანმა მიუგო:
- იცი, რა მაკვირვებს, ერთ მხრივ, შენ მოითხოვ ადამიანუ-
რობის და სულიერი ფასეულობების ცნებების დაცვას, ხოლო
მეორე მხრივ, დაინტერესებული ხარ სოციალური სფეროს გან-
ვითარებით, მოითხოვ შრომის კანონების თავიდან მოწესრიგე-
ბას. ზედმეტად ხომ არ მიაჯაჭვე შენი თავი ცხოვრების მატე-
რიალურ მხარეს?
- ამის ახსნა მარტივად შეიძლება.
ამ დროს მისმა თვალმა დაიჭირა, როგორ გადიოდა კა-
რებში ნურანი, ლანგარზე დალაგებული ჭიქებით ხელში. ეს ქა-
ლი თვალწარმტაცი იყო. ის ასხივებდა მშვენიერებას თავისი
აღნაგობით, მიხრა-მოხრით, თავისი ჩაცმის და ქცევის სტილით,
თავისი სიცილით. მუმთაზს თავისი ძალების შეფასება რომ შეს-
ძლებოდა, მათი ერთობლივი ცხოვრება უბრალო და ადვილი
იქნებოდა. მაგრამ უცნაური ის იყო, იჰსანს ეჩვენებოდა, რომ

405
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი თითქოს ჭაობში ჩაეფლო. მე რა უნდა ვქნა? ჩემზე რა


არის დამოკიდებული? მან ძალა უნდა მოიკრიბოს და გადალა-
ხოს ეს დიდი სიძნელეები. მართლაც, ამ შემთხვევაში, იჰსანი
ვერაფრით დაეხმარებოდა თავის ბიძაშვილს. თუ მოთმინებას
ვურჩევ, ამით დროს დაკარგავს. თუ ვეტყვი: „სიმტკიცე იქონიე,
იმოქმედე, ძალიან ბევრს ნუ ფიქრობ, ზოგი რამ შეიძლება უყუ-
რადღებოდაც დატოვო“, მაშინ ის დაიბნევა, როგორც სჩვევია.
ათ დღეში მოსაცდელი პერიოდი იწურებოდა, რომელიც კანო-
ნით იყო გათვალისწინებული განქორწინების შემდეგ და ნუ-
რანს უფლება ჰქონდა, გათხოვილიყო. ამ ფიქრებში იყო იჰსა-
ნი, როცა დაინახა, რომ მუმთაზი ნურანის დასახმარებლად გა-
ვიდა და ეს ესიამოვნა.
- ჰო, შენ ამბობდი, ეს მარტივიაო.
იჰსანმა ჭიქა გააქნია:
- მარტივია იმიტომ, რომ ეს რეალურად არსებობს. ფაქ-
ტიურად, ორი მხარე, რაც თქვენ მიუთითეთ, განცალკევებული
სულაც არაა. ერთი მედლის ორი მხარეა. ერთი მხრივ, ჩვენ
გვაქვს ცივილიზაციის და კულტურის კრიზისი; მეორე მხრივ,
ეკონომიკური რეფორმის აუცილებლობა. ჩვენ უნდა შევიდეთ
ბიზნესის და საგარეო ვაჭრობის სამყაროში.
- ჩვენ ისეთი მდგომარეობა არ გვაქვს, რომ არჩევა შეგ-
ვეძლოს. ეს არც იქნება გამართლებული. აქ დაპირისპირებუ-
ლი მხარეები არ უნდა ვეძებოთ. სამყარო უნივერსალურია. ის
ამჟღავნებს თავის თავს შრომასა და პროდუქტიულობაში. შრო-
მის ეთიკა აძლევს ბიძგს თანამედროვე საზოგადოებას.
მუმთაზი, ჩაფიქრებული ხმით:
- გამოდის, რომ შრომა აჩქარებს თავისი საზოგადოების
ცივილიზაციას და კულტურას და ასევე აძლევს საზოგადოებას

406
მკითხველთა ლიგა

უკეთ ცხოვრების საშუალებას. ისღა დაგვრჩენია, საკუთარი მა-


ტერიალური არსებობა ორგანიზებულად წარვმართოთ.
იჰსანი:
- ნუთუ გგონია, რომ ასე მარტივია ყველაფერი? უპირვე-
ლეს ყოვლისა, ჩვენთვის მთავარია, ეკონომიკა შეიქმნას და
განვითარდეს. შესაბამისად, საზოგადოებას და ზოგადად ჩვენს
ცხოვრებას ექნება შემოქმედებითი იმპულსი. არ გვეგონოს,
რომ თუ ამას მივაღწევთ, შეგვიძლია არაფერზე ვიფიქროთ და
დინებას მივენდოთ, ხოლო ცხოვრება თავისით განვითარდება.
ეს ძალიან საშიშია. წარსული ფეხდაფეხ მოგვდევს. ნახევრად
მკვდარი მსოფლმხედველობების და ცხოვრების წესის სიჭარბე
ელოდება, როდის ჩაერევა თანამედროვე ცხოვრებაში. უფრო
მეტიც, ჩვენი ახლანდელი მონაწილეობა თანამედროვე ცხოვ-
რებაში და დასავლეთთან ურთიერთობაში უტოლდება საკუთა-
რი თავის ჩაცლას აქაფებულ მდინარეში, რაც იქნება დაგვიანე-
ბული, უსარგებლო ქმედება. ჩვენ ხომ უბრალოდ წყლის ნაკადი
არ ვართ. ჩვენ ვართ საზოგადოება, ადამიანები და არა უბრა-
ლოდ დიდი მდინარის შენაკადი. ჩვენ ვართ საზოგადოება, რო-
მელსაც აქვს შესაძლებლობა, სათანადო ნაწილი გახდეს ახ-
ლანდელი ცივილიზაციის და კულტურისა. ამჟამად არაფერს
ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ევროპის თვისებების შეძენას ვცდი-
ლობთ. ეს კარგია, მაგრამ ჩვენი თვითმყოფადობა არ უნდა და-
ვივიწყოთ, და ასევე, ჩვენი განსაკუთრებული სოციალური
მდგომარეობებიც. ჩვენ ეჭვით ვუყურებთ თანამედროვეობას,
იმიტომ რომ ის უცხოა ჩვენთვის. მაგრამ მდიდარი ისტორიის
მიუხედავად, ჩვენ ამჟამად საკუთარი ძირითადი სოციალური
მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეგვიძლია. ეს გაორება
გვაიძულებს ჩავიძიროთ საკუთარ ესთეტიკაში, ზნეობაში, ქცე-
ვის წესებში და მომავლის ხედვებში. ზედაპირული არსებობით

407
მკითხველთა ლიგა

კმაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ზედაპირულად ვცხოვრობთ,


რადგან როგორც კი სიღრმეში ჩავიხედავთ, სასოწარკვეთა
გვიპყრობს. ყველა ტომს ჰყავს თავისი ღმერთები, აქვს თავისი
რელიგია, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ღმერთები, ან ხელახლა
აღმოვაჩინოთ ისინი. ჩვენ გვმართებს, უფრო კეთილსინდი-
სიერი და მონდომებული ვიყოთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.
ორჰანმა ნურანს თვალი მოაშორა და იჰსანს უპასუხა:
- შენ ამბობ, რომ კრიზისი გარდაუვალია?
- გარდაუვალი კი არა, მე მგონი, უკვე დაწყებულია. საით-
კენაც უნდა გავიხედო, ვერაფერს ვხედავ ისეთს, ჩემს აზრს რომ
ეწინააღმდეგებოდეს. ვფიქრობ, ჩვენ დაბნეული ვართ, ხან ფეს-
ვებს ვეჭიდებით, ხან მომავალ შესაძლებლობებს. ცხოველი-
ვით, რომელიც ბუნაგის მოწყობას ცდილობს რბილ მიწაზე. ასე-
ვე მეც შემიძლია ჩემი ყურადღება მხოლოდ იმაზე გავამახვი-
ლო, რაც მე მჭირდება. გვეჩვენება, რომ შეგვიძლია იმ გზას
გავყვეთ, რომელიც გვსურს, მაგრამ ეს სიმარტივე მოჩვენები-
თია. ასე ვერსად წავალთ. რა თქმა უნდა, ეს ცუდად მოქმედებს,
აზროვნების უნარს გვაკარგვინებს. როგორი უნდა იყოს თურქე-
თი? ის უნდა იყოს მხოლოდ ერთი რამ - თურქეთი და სხვა არა-
ფერი. მაგრამ ახლა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ
არის ჩართული რამე სასარგებლო სახის წარმოებაში, თუ არ
ჩავთვლით მოძველებულ სასოფლო მეურნეობას. იმიტომ,
რომ ჩვენ დავიბადეთ ძველი აგრარული იმპერიის ჩამონგრე-
ვის შემდეგ და ჯერ ისევ მის აღდგენას ვცდილობთ. არც ადამი-
ანთა შრომის ორგანიზება, არც მიწის რეფორმა არ ჩატარებუ-
ლა. ცალკეული ინდივიდუალური ძალისხმევები საკმარისი არ
არის. დღევანდელი შრომა განსაზღვრავს ხვალინდელ პროგ-
რესს. უნდა ითქვას, რომ ამჟამად შედარებით სიწყნარეა. ჩვენ
ეკონომიკური კავშირები დავამყარეთ ცენტრალურ ევროპას-

408
მკითხველთა ლიგა

თან და ასე თუ ისე, რაღაც გზით მივდივართ. მაგრამ ეს მაინც


არ არის რეალურად ის, რაც გვჭირდება. ეს სუსტი შეთანხმება
ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ არსებობდეს და მერე რა
ვქნათ? ჩვენს ქვეყანაში ორმოცდასამი ათასი სოფელია და
ერთ-ორი ასეული ქალაქი, იზმითიდან ანატოლიამდე და ჰა-
დიმქოიდან თრაქიამდე. თუ რამდენიმე კომბაინს არ მივიღებთ
მხედველობაში, ამ ადგილებში მხოლოდ ტრადიციულ წესს იყე-
ნებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში; ადგილ-ადგილ ტე-
რიტორია საერთოდ აუთვისებელია. ჩვენ სწრაფი და მკაცრი
პოლიტიკა უნდა გავატაროთ დასახლების და წარმოების
მხრივ. თუ საშინაო ბაზარს განვავითარებთ, შევძლებთ ნახევ-
რად სასოფლო და ნახევრად სამრეწველო სამუშაო ძალის
ფორმირებას. ავიღოთ სტამბოლი. სულ ცოტა ხნის წინ ის იყო
მხოლოდ ელიტური მომხმარებლების დასახლება. ახლო აღ-
მოსავლეთის მთელი ნაწარმი აქ მოედინებოდა. იმ ზომამდე,
რომ ყოველ ოცდაათ წელიწადში ერთხელ ქალაქში დიდი ხან-
ძარი ჩნდებოდა, მაგრამ მამულები, კერძო სახლები, ბოსფო-
რის ნაპირებზე გაშენებული იაილები, ბაზრები და ბაზრობები
ფერფლიდან აღდგებოდა ხოლმე. ისლამურ სამყაროში გამო-
მუშავებული პროდუქციის ნახევარს შთანთქავდა ეს ქალაქი. ახ-
ლა მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი წარმოდგენილია მცი-
რე მოვაჭრეებით. ყველგან შეხვდებით პატარა სახელოსნოებს,
თამბაქოს ფაბრიკებს, სხვადასხვა სახის მცირე საწარმოებს და
იცით, რით არსებობენ? უმეტესად იმით, რაც მიწაზე იწარმოება.
აიღე აღმოსავლეთ ანატოლია. აქ უზარმაზარი შესაძლებლო-
ბებია სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარების-
თვის. ჩრდილოეთით თორთუმის ჩანჩქერიდან დაწყებული და
სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის ნაპირამდე, უნდა შემოვიდეს
ელექტროგანათება. რომ აღარაფერი ვთქვათ მარმარილოს

409
მკითხველთა ლიგა

ზღვაზე, რომელიც საკუთარ მდიდარ შესაძლებლობებს სათა-


ნადოდ ვერ იყენებს.
- მშვენიერია, მაგრამ რა კავშირია ამ საკითხებსა და ადა-
მიანობას ანუ სულიერებას შორის? შენ მხოლოდ ცხოვრების
მატერიალური მხარის გარდაქმნებზე ლაპარაკობ.
- ხალხიც ხომ მატერიალური ცხოვრების ნაწილია. სიღა-
რიბე ადამიანს, უმეტეს შემთხვევაში, წესიერებას და ღირსებას
აკარგინებს. ადამიანური ღირსების და ურთიერთპატივისცემის
შენარჩუნება მხოლოდ კეთილდღეობის გარკვეულ დონეზე შე-
იძლება. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ყველა დასაქმებულია!
ჩემი პოზიცია ისაა, რომ საზოგადოება, რომელმაც ძალიან უმ-
ნიშვნელო დონის კეთილდღეობას მიაღწია, როგორიცაა ის,
რისი შექმნაც ჩვენ შევძელით, აუცილებლად დაუბრუნდება იმ
ღმერთებს, რომლებიც ერთხელ უკვე უარვყავით. ცალკეული
ინდივიდუუმების მცდელობები ვერაფერს შეძლებს, მაგრამ ნამ-
დვილად შეუძლია საზოგადოება დააინტერესოს და ხელი შე-
უწყოს კოლექტიური პასუხისმგებლობის განვითარებას.
როცა იჰსანი ლაპარაკობდა, სახის გამომეტყველება ხში-
რად ეცვლებოდა. მუმთაზს მოსწონდა, რომ იჰსანთან ძველე-
ბური საუბარი და კამათი მიმდინარეობდა, როგორც სტუდენ-
ტობის დროს სჩვეოდათ.
- ერთმა ჩვენმა პოეტმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა,
სულთან სელიმ მესამეს ესწავლა მცირეოდენი პოლიტიკური
ისტორია, გეომეტრიის შესწავლის ნაცვლად. შეიძლებოდა
დაგვემატებინა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თანზიმათის
ხალხს პოლიტიკური ეკონომიკა ცოტა მაინც ეცოდინებოდა.
მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი? სულთან აბდუ-
ლაჰმედის მასწავლებელი იყო მუნიფ ფაშა. უცნობია, მან თვი-
თონ რა იცოდა. სულთანი კი უბედური კაცი იყო, პარანოით შეპ-

410
მკითხველთა ლიგა

ყრობილი და 1908 წლამდე საკუთარ სასახლეში ტუსაღივით


გამოკეტილი. იგი იყო თურქეთის გაცხადებული ნომერი პირვე-
ლი მტერი! ხომ იცით ის ხალხი, რომლებსაც 101 წლით პატიმ-
რობა მიუსაჯეს. ისიც ერთი მათგანი იყო! ამის შემდეგ რაც მოხ-
და, ესეც ყველამ იცის. დაიწყო სხვადასხვა ისტორიული მოვ-
ლენები. ამ მოვლენების გავლენის ქვეშ მოვყევით, სანამ ეროვ-
ნული ძალები გაიმარჯვებდნენ ოციანი წლების დასაწყისში.
ორჰანი ნახევრად მიძინებული ადამიანივით გაიზმორა.
მზის ნათება რაღაც განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო.
- კარგი, არ შეიძლება ყველაფერი თავისი გზით განვი-
თარდეს? ეს ცვლილებები თავისით არ მოხდება დროთა გან-
მავლობაში?
- არა, შეუძლებელია იმიტომ, რომ დრო იცვლება განსა-
კუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ჩვეულებ-
რივი ბავშვისა და ავადმყოფი ბავშვის განვითარება სხვადასხვა-
ნაირად მიმდინარეობს. ჩვენ უნივერსალური დროის გარეთ
ვიმყოფებით. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ჩვენი სვლის ტემპი
უნდა შევცვალოთ. ჩემი ხედვით, პროგრესში მონაწილეობა უნ-
და მივიღოთ, უნდა შევუერთდეთ მსვლელობას. თუნდაც ყვე-
ლაზე მაჩანჩალა ვიყოთ, უნდა შევძლოთ, რომ ვიპოვოთ ერთი
განსაკუთრებული გზა, საიდანაც შევძლებთ და აუცილებლად
უნდა შევუერთდეთ საერთო სვლას. რა თქმა უნდა, არსებობს
დრო როგორც ფაქტორი. მაგრამ ეს ფაქტორი სხვაგვარია
მთელი მსოფლიოსთვის, სხვაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც
უერთდებიან გლობალურ მუშა ძალას, დაბოლოს, სრულიად
განსხვავდება ჩვენთვის, ამ ჩვენს დღევანდელ ვითარებაში. თუ
ყველაფერს ისე დავტოვებთ როგორც არის, რომ თავისით წა-
რიმართოს მოვლენები, მივიღებთ საშინელ ჩავარდნას. ნაც-
ვლად ფრთებისა, სერიოზული მძიმე მდგომარეობა ფეხებზე

411
მკითხველთა ლიგა

ხუნდებს დაგვადებს. როგორც შექსპირი იტყოდა, ჩვენ არ გაგ-


ვაჩნია დროის შესაბამისი სწრაფი გაქანება. ჩვენ დროს უნდა
დავეწიოთ. ჯიუტად უნდა ვცილობდეთ ჩვენი ნების აღსრულე-
ბას. უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი გარემოებები.
შემდეგ პრიორიტეტულად დავალაგოთ ჩვენი მოვალეობები.
ნელა, მაგრამ მტკიცედ უნდა გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე და
მოვიკიდოთ იქ ფეხი. ჩვენ უნდა გვქონდეს შიდა ბაზარი, უნდა
ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია. აქამდე ყურადღებას არ ვაქცევ-
დით ადამიანს როგორც ფაქტორს. უფრო იმას ვცდილობდით,
რომ სოციალური და კულტურული რეფორმები ჩაგვეტარებინა.
ვცდილობდით მიგვეღწია იმისთვის, რომ ოპოზიციურ პოლიტი-
კურ მოძრაობებს ჰქონოდათ თავისუფალი მოქმედება ჩვენს სა-
ზოგადოებაში. ახლა კი აუცილებელია უფრო დიდი და არსები-
თი ცვლილებები. მხოლოდ მინდვრის მოსწორება არაა საკმა-
რისი. ახლა ამ მინდორზე უნდა აღვმართოთ მყარი შენობა სის-
ტემური შეხედულებების და პრინციპებისა. როგორი იქნება ეს
შენობა? ვინ იცის, რა შესაძლებლობები ექნებათ ქალებსა და
მამაკაცებს თურქეთში? ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: აუცი-
ლებელია უკვე არსებულ ფესვებს დავეყრდნოთ. თუ ამას ვერ
შევძლებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ თავი დავაღწიოთ გაჭირვებულ
მდგომარეობას. ხელშეკრულებები და შეთანხმებები ყოველ-
თვის სარისკოა. ხვალ მოგვიწევს გადახდა იმ ვითომ გაადვი-
ლებული ცხოვრებისთვის, რაც მათ მოგვცეს. ვერ ვხედავთ და
არაფერს ვაკეთებთ, რათა ამ ხელშეკრულებებით შექმნილი ბა-
რიერები დავძლიოთ. უკიდურესად მკაფიოდ და ზუსტად უნდა
ვიმოქმედოთ.
ნურიმ შეკითხვისგან თავი ვერ შეიკავა.
- რას გულიხმობ სიტყვაში მკაფიოდ? შექმნილი ვითარება
მეც ძალიან შემაშფოთებლად მეჩვენება.

412
მკითხველთა ლიგა

- ერთი მხრივ, ავად თუ კარგად, ვცდილობთ ავითვისოთ


სათანადო ტექნიკა, გავხდეთ თანამედროვედ მოაზროვნე ადა-
მიანები. როგორც კი ვითვისებთ და ვეჩვევით ახალ მენტალო-
ბას, ისეთი გარემოება იქმნება, რომ იძულებული ვხდებით უარი
ვთქვათ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებზე. სოციალურ ურთი-
ერთობათა მოდელების გაცვლა მიმდინარეობს. მეორე მხრივ,
არ გვსურს ჩვენი წარსულის დავიწყება. რა როლს თამაშობს
წარსული ჩვენს ახლანდელ ყოველდღიურ ცხოვრებაში? ისე
ჩანს, რომ ეს მხოლოდ მოგონებები და ნოსტალგიაა... მას შე-
უძლია გაალამაზოს ჩვენი ცხოვრება! მაგრამ ამის გარდა, სხვა
რა კონსტრუქციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს?... რას
ვგულისხმობ მკაფიოდ მოქმედებაში? - იგი ჩაფიქრდა. შემდეგ
თავი ასწია, - არ ვიცი. რომ მცოდნოდა, რა უნდა გაკეთდეს, აქ
კი არ ვიქნებოდი ახლა, მეგობარო, ჩავიდოდი ქალაქის ცენ-
ტრში და ყველას გარშემო შემოვიკრებდი. იუნუს ემრესავით
ვიყვირებდი: „მოვედი და რეალური ცხოვრება მოვიტანე თქვენ-
თვის... ახალი ცხოვრება...“ მაგრამ ასე არ ხდება. უპირველეს
ყოვლისა, ყველა უნდა შევკრიბოთ, დავრაზმოთ... ვერც ცალკე
პიროვნება და ვერც ადამიანთა ერთად შეკრებილი ერთი-ორი
ჯგუფი, რაც უნდა ილაპარაკონ, ვერაფერს უშველის. ყველა უნ-
და გაერთიანდეს და გაერთიანებული საქმიანობაა საჭირო.
მეორეც, ჩვენ გვჭირდება ავაგოთ ახალი ურთიერთობა საკუ-
თარ წარსულთან. პირველი მოთხოვნის შესრულება შედარე-
ბით ადვილია, მეორის კი უფრო ძნელია, ამისთვის თაობების
მიერ წარსულის სწავლა და გააზრებაა საჭირო. არ უნდა
გვქონდეს ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი
მხოლოდ წარსულს მისტიროდეს, მეორე კი მხოლოდ თანა-
მედროვეობისთვის ფეხის აწყობას ცდილობდეს. ჩვენ ამათი
სინთეზი გვჭირდება… მეორეც, გვჭირდება ახალი დამოკიდე-

413
მკითხველთა ლიგა

ბულება საკუთარი წარსულისადმი. ამისთვის საჭიროა თანამ-


შრომლობა თაობებს შორის. თუ საკუთარ წარსულს უარ-
ვყოფთ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, მხოლოდ ცხოვრებას
გაგვირთულებს. ეს ისეთი ერთეულია, საიდანაც ჩვენ აღმოვ-
ცენდით და კავშირი აუცილებელია. გვინდა თუ არა, ისიც უზარ-
მაზარი სინთეზის ნაწილი უნდა გახდეს. ეს უწყვეტობის ცნება
გვჭირდება, თუნდაც ილუზიური იყოს. გუშინ ხომ არ დავბადე-
ბულვართ. წარსული ჩვენი ყველაზე მყარი რეალობაა. ხალხი
და ხალხური შემოქმედება ხშირად განძეულია, ზოგჯერ კი გაზ-
ვიადებული მოჩვენება. შორიდან ეს ცნებები უსაზღვროა, მაგ-
რამ თუ დავაკვირდებით, ხალხური შემოქმედება შეგვიძლია
ხუთ-ათ მოტივამდე და სახეობამდე დავიყვანოთ. რაც შეეხება
ოსმალო თურქების ელიტურ ან კლასიკურ კულტურას, ჩვენ
გავთავისუფლდით მისგან, ბევრი მხრივ შეგვიძლია ამის თქმა...
სულერთია, ცივილიზაცია, რომელსაც ის ეკუთვნოდა, დაინგრა.
მუმთაზმა წარმოთქვა:
- მართალია, მეც ეს უნდა მეთქვა. წარსულს ფეხები კი არ
აქვს, რომ იმათზე იდგეს. ის ჩვენ უნდა შევინახოთ. დღეს თურ-
ქეთში ხუთ წიგნს ვერ დაასახელებ, რომლებსაც მომდევნო
თაობები ოდესმე წაიკითხავენ, იშვიათი გამონაკლისების გარ-
და, როდესაც ადამიანს სიამოვნებს ძველი ავტორების გაცნობა,
თუმცა, ეს ძალიან იშვიათია. მგონი ჩვენ უკანასკნელი თაობა
ვართ, წარსულთან დამაკავშირებელი რგოლის როლში. მალე
ნედიმის და ნეფის მსგავსი პოეტები, ტრადიციული მუსიკა და
მისი შემსრულებლები დავიწყებას მიეცემა.
- არსებობს დაბრკოლებები, მაგრამ მათი გადალახვა შე-
უძლებელი არ არის. ჩვენი ცხოვრება ახლა რეაქციულ დროში
მოჰყვა. ჩვენ გვეზიზღება საკუთარი თავი. გონება სავსე გვაქვს
შედარებებით და კონტრასტებით: არ ვაფასებთ დედეს იმიტომ,

414
მკითხველთა ლიგა

რომ ის არ არის ვაგნერი. იუნუს ემრეს - იმიტომ, რომ ის არ


არის პოლ ვალერი; ან ბაქის იმიტომ, რომ ის არ არის გოეთე.
იმის მიუხედავად, რომ ყველაზე გამოჩენილი ქვეყანა ვართ ამ
უზარმაზარ აზიურ სივრცეში, ვცხოვრობთ ისე, თითქოს შიშვლე-
ბი და ყველას სამზერად გამოფენილები ვართ. ისტორია, გე-
ოგრაფია და სხვა დანარჩენი ჩვენგან მოითხოვს სინთეზს, ჩვენ
კი ჩვენი ისტორიული მისია ვერ გაგვირკვევია, ვცდილობთ გა-
ვიმეოროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ისე ვიცხოვროთ…
იცით ალბათ ინტერპრეტაციების პრაქტიკის შესახებ, არა? ტექ-
სტის დაწვრილებით გარჩევა და აწონ-დაწონა, მისი შედარება
ძველ ნაწერებთან, რათა ის შესაბამისად გამოვიყენოთ რო-
გორც ზოგადად ადამიანთა გამოცდილების გამოცდილება?
ჩვენც, აი, ეს შეფასება გვჭირდება და ვერ გაგვიკეთებია. მე ვახ-
სენე სიტყვა „შეფასება“, მაგრამ ცხოვრებისთვის მარტო წარსუ-
ლის შეფასება არაა საკმარისი. ჩვენ უფრო შორს უნდა წავი-
დეთ, უნდა შევძლოთ იდეების და ემოციების შეფასება, რადგან
არა უბრალოდ ვსუნთქავთ, არამედ ვცხოვრობთ. ჩვენს მოქა-
ლაქეებს სწორედ ეს სჭირდებათ.
ორჰანმა ეჭვით იკითხა:
- ნამდვილად სჭირდებათ? მეჩვენება, რომ ჩვენი მოქალა-
ქეები საერთოდ თავიდანვე გულგრილები იყვნენ ყველაფრი-
სადმი, დღევანდელი გაჭირვების ჩათვლით. მთელი ისტორიის
განმავლობაში ხალხი ჩვენგან და ჩვენი მცდელობებისგან ისე
შორს იყო, რომ... ისინი პრაქტიკულად უძლურები არიან ცხოვ-
რების წინაშე; ან ეჭვით უყურებენ ყველაფერს.
- დიახ, სჭირდებათ. ჩვენს ხალხს ეს ნამდვილად სჭირდე-
ბა. თუ თავს დავანებებთ ისტორიის განხილვას დღევანდელი
სამწუხარო მდგომარეობის ხედვით, მივხვდებით, რომ ეს ქვე-
ყანა ისეთივეა, როგორიც ბევრი სხვა. განმასხვავებელი ნიშანი

415
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ საშუალო კლასის არარსებობაა ჩვენთან. მოვლენები


ყოველთვის ფეხმძიმეა მისი ჩამოყალიბების შესაძლებლობით,
მაგრამ ის არა და არ ევლინება ამ ქვეყანას. აზრთა სხვადას-
ხვაობა სწორედ ამ ფაქტით იწყება. ხალხის გულგრილობა ან
უნდობლობა ჩვენ მიერ შეთხზულია. არაფერი გამოგვიყენებია
ჩვენი ოპონენტების იდეოლოგიური შეტევების შესაჩერებლად,
გარდა რიტორიკული ტაქტიკისა. ალბათ ხვდებით, რას ვგუ-
ლისხმობ; ეს პიროსის გამარჯვებები, ეს თავის ქება მხოლოდ
მკითხველისთვისაა განკუთვნილი, რომელიც მცირე ხნით
გაიხარებს, მერე კი დაჭმუჭნის გაზეთების გვერდებს. აი, ასეთია
ეს გამარჯვებები! ჩვენი ქალაქების და სოფლების მცხოვრებ-
ლები, ჩვენი ხალხი ყოველთვის აფასებდა და აფასებს ინტე-
ლექტუალებს და მათ მიერ გაკვალულ გზებს მიჰყვება. სხვა რა
დარჩენიათ? პოლიტიკური ძვრებისა და აღმავლობის ორმა
საუკუნემ გვაიძულა დაახლოებით საბრძოლო მზადყოფნის
მდგომარეობაში გვეცხოვრა. არსებობდა აბსოლუტურად გა-
მოკვეთილი საფრთხეები, რამაც განაპირობა ასეთი წესი. ჩვენს
ხალხს ყოველთვის სჯეროდა ინტელექტუალების და მათ მიერ
მითითებულ გზებს მიჰყვებოდა.
- და მათ ყოველთვის ატყუებდნენ, ასე არაა?
- არა, ან უფრო ზუსტად, ჩვენ თვითონაც თუ ვტყუვდებით,
მაშინ კი. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ასეა ყველა ერში. მარ-
თლა ფიქრობთ, რომ ისტორიაში არსებობს რამე რაციონალუ-
რი პროგრესის მაგვარი? ეს შეუძლებელია. მაგრამ საზოგა-
დოების კრებითი ენერგია სცდება ერთი თაობის არასწორ ნა-
ბიჯებს. ეს გვაძლევს ილუზიას, რომ ყველაფერი მიიწევს წინ,
პროგრესირებს. დარწმუნებული იყავი, ჩვენ ხშირად გვატყუებ-
დნენ და ისევე მოგვსვლია შეცდომები, როგორც სხვა ერებს.
- ამ ქვეყნის ჩვეულებრივი ხალხური მუსიკაც მოგწონს?

416
მკითხველთა ლიგა

- ვისაც სიცოცხლე უყვარს, ხალხური მუსიკაც უყვარს.


- რატომ? უფრო სიცოცხლისთვის თუ უფრო ხალხურო-
ბისთვის? მგონია, რომ შენ სიცოცხლე უფრო გიყვარს ან მისი
შინაგანი არსი, არა?
- ერთიც და მეორეც. ხალხური სიმღერები წარმოადგენს
სიცოცხლეს. მე ხალხი ძალიან მიყვარს და ვიცნობ მათ. ზოგ-
ჯერ ისინი ისეთი მშვენიერები არიან, როგორიც იდეა, ზოგჯერ
ისეთი უხეშები და თვითნაბადები, როგორიც თვითონ ბუნება.
როცა მათთან ხარ, ყველაფერი უფრო ღრმაა და ამავე დროს
უფრო ნათელი. უფრო ხშირად ისინი ჩუმად არიან, როგორც
ფართოდ გადაშლილი ზღვა, მაგრამ თუ იპოვე საერთო ენა და
თუ ალაპარაკდნენ...
- მაგრამ მიახლოება? მათ ვერ მიუახლოვდები. მათი გა-
ჭირვება, გამოუვალი მდგომარეობა, დარდი და სიამოვნებაც
კი, უცხოა და დახურულია ჩვენთვის. მე ეს ბევრჯერ მიგრძვნია.
ყოველთვის დახურულ კართან დარჩენილად ვგრძნობდი თავს.
- ვინ იცის? იქნებ, კარი დახურული გვეჩვენება, რადგან ამ
დროს მის აქეთ კი არა, მის იქით, შიგნით ვდგავართ. ყველა-
ფერი, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, სწორედ ასეა. როცა გსურს, ეს
რაღაც ჩამოაყალიბო და ფორმულაში მოაქციო, ის უკან იხევს,
გისხლტება. ერთ დღეს შეიძლება ყელამდე ჩაძირული აღმოჩ-
ნდე ელემენტარულ გაჭირვებაში. გაიჭედები ფიქრში, ლოგიკა-
ში, ცინიზმში და უარყოფაში. შემდეგ დაგძლევს შეუძლებლობა,
უუნარობა და ამბოხი. თუ ამას შენს თავში ეძიებ, იპოვი. ეს დის-
ციპლინის და მეთოდის საქმეა.
- კი მაგრამ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი ძალიან რთუ-
ლი და გადახლართულია. ხანდახან მგონია, დაპატარავებული
და ჭიქაში ჩასმული ვარ, გოეთეს ჰომუნკულუსის მსგავსად.
იჰსანს გაეცინა:

417
მკითხველთა ლიგა

- არ გეგონოს, გირჩევ, გამოტეხე შუშა და გამოდი-მეთქი.


ამ შემთხვევაში უბრალოდ გაქრები. რასაც უნდა აკეთებდე, არ
გამოხვიდე შენი ნიჟარიდან. გააფართოვე ის და გადაააქციე
შენს შემადგენლად, დახვეწე და გააახალგაზრდავე.
იგი თვითონვე ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს მოჩვე-
ნებოდა, რომ ის რიტორიკულ თამაშს თამაშობდა და რეალუ-
რად კი ცდილობდა ყოფილი სტუდენტების შეკითხვებზე პასუხი
თავიდან აეცილებინა, მაგრამ ეს ფიქრების გადმოცემის
ჩვეული მანერა იყო მისთვის. ინდივიდუალობის შენარჩუნება
იყო აუცილებელი პირობა. არავის ჰქონდა უფლება, გაუჩინა-
რებულიყო და შთანთქმულიყო მთელ სამყაროში. ინდივი-
დუუმები უნდა დარჩნენ ინდივიდუუმებად.
იჰსანმა დასძინა:
- ჰომუნკულუსის შეცდომა ის იყო, რომ თავისი ჭურჭელი
ცოცხალ ორგანიზმად არ გადააქცია და იმ ზედაპირიდან არ
შეუერთდა მთელ სამყაროს, ანუ მისი შეცდომა იყო თანაარსე-
ბობის შეუძლებობა. ის ნიჟარა, რაშიც ის იმყოფებოდა, რო-
გორც ასეთი, არ იყო დამნაშავე.
- მაგრამ თქვენ კარგად ვერ გამიგეთ, ბატონო. თქვენც
ვერ შეგძლებიათ გონების ამ მდგომარეობისთვის მიგეღწიათ.
რომ შეგძლებოდათ, არ ეცდებოდით მის დაჩქარებას თქვენში.
არ ეცდებოდით ამ მდგომარეობის აღმოჩენას, როგორც ერთა-
დერთი სიმართლისა, თქვენ მიერ აღმოჩენილისა. მე ვლაპა-
რაკობ იმაზე, როგორ მივუახლოვდეთ იმას, რაც უკვე არსე-
ბობს.
იჰსანმა ორჰანს თანაგრძნობით შეხედა. შემდეგ მიუგო:
- არ ვარ დარწმუნებული, რამე შედეგი ექნება თუ არა ამ
საუბარს. მაგრამ მაინც მინდა ბოლომდე გარკვევით გამოვთქვა
ჩემი აზრი. მესმის თქვენი ეჭვები. თქვენ გინდათ, მე საკუთარი

418
მკითხველთა ლიგა

თავი უარვყო. თქვენ ძლიერ მიჯაჭვულობას, სიყვარულს განი-


ხილავთ, როგორც ნებაყოფლობით საკითხს. ასეთ შემთხვევა-
ში ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. გამოდის, რომ თქვენი
რჩევა ასეთია:
გადააგდე შენი გული მორევში და
ამოდი იქიდან როგორც უსასრულობის სული.
ან, მეორე შესაძლებლობაა, რომ შენ შენს მსჯელობაში
მიპირისპირდები ხალხისა და მათი ცხოვრების ცნებებით, რო-
გორც ერთადერთი რეალობის ან მოვალეობისა. ასევე ფიქ-
რობ შენს თავზეც და ეს ტკივილს გაყენებს, რადგან შენი ფიქ-
რების გახორციელება არ შეგიძლია. მაგრამ შენ მხედველობი-
დან გრჩება ერთი რამ: უპირველეს ყოვლისა, შენ ხარ და-
მოუკიდებელი, ავტონომიური ერთეული. უპირველეს ყოვლისა,
მე ვაფასებ საკუთარი თავის ერთგულებას. ამაშია ჩემი სუ-
ლიერი მთლიანობა. თუ მე ეს მაქვს, მხოლოდ მაშინ შემიძლია
ვიყო სარგებლობის მომტანი სხვისთვისაც. ვიყო თავის ერთგუ-
ლი ნიშნავს არ დავარღვიო ზნეობის ნორმები და ეს განმასხვა-
ვებს მე სხვისგან. აუცილებლად ჩამოვშორდები ეგრეთ წოდე-
ბულ უბრალო ხალხს, მაგრამ საკუთარ თავს ვიპოვი; ანუ დავ-
რწმუნდები, რომ ვარ მთლიანი და ურღვევი ზნეობით, შემდეგ
კი აუცილებლად დავუბრუნდები. იმიტომ რომ მე მიყვარს ისინი
და სწორედ ამიტომ მიყვარს, რომ ვატარებ მათ ჩემს არსებაში.
მე არაფრად მიმაჩნია მისტიკური ტრანსის მდგომარეობა, საკუ-
თარი თავის დაკარგვა, გასვლა მის გარეთ და სხვა მისთანები.
ამას არაფრის მოტანა არ შეუძლია არც ჩემთვის, არც სხვის-
თვის ჩემ ირგვლივ… ეს ნიშნავს იმას, რომ მე ცხოვრებას აღ-
ვიქვამ იმ ჩარჩოების დახმარებით, რომელთა შენარჩუნება
მსურს. ეს ჩარჩოებია ჩემი საკუთარი „მე“ და მე, როგორც ის-
ტორიული პირი. მე ნაციონალისტი ვარ მხოლოდ კულტურის

419
მკითხველთა ლიგა

თვალთახედვით. მე ვარ ადამიანი, რომლის რეალობა ასახავს


ცხოვრების წარმმართველ ფუძე-პრინციპს, მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ გაუცხოებული ვარ ხალხისგან და არ ვაიგივებ
ჩემს მასთან. პირიქით, მე ხალხს ვემორჩილები.
- მაგრამ არ შეგიძლია დაინახო მათი ტანჯვა, ასე არ
არის?
- შემიძლია. მაგრამ ეს ჩემი ჩარევის სფერო არ არის. მე
ვიცი, რომ რადგან მე ვხედავ, თუ როგორ ჩაგრავენ მათ, ამ
ჩემი ხედვის გაზიარებით შემიძლია მხოლოდ საფუძველი ჩავუ-
ყარო მათ საბოლოო სისასტიკეს. რატომ ვიტანთ ამდენ ტან-
ჯვას? ვგულისხმობ მთელ მსოფლიოს. იმიტომ, რომ ნების-
მიერი ბრძოლა თავისუფლებისთვის გასაქანს აძლევს ახალ
უსამართლობას. მინდა, ბოლო მოეღოს „კბილი კბილისა წილ“
ტიპის შურისძიებას, რომლის დროსაც იმავე იარაღს იყენებენ.
მე თურქეთზე ვლაპარაკობ, მე თურქეთი მაინტერესებს. მე
მსურს სამყარო, კაცობრიობა და ყველაფერი აღვიქვა აქედან,
ამ წერტილიდან.
- მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
- ეს თუნდაც იმისთვის ხომ საკმარისია, რომ უტოპიის ხა-
ფანგში არ ჩავარდე.
- კარგი, მოდი მაშინ განვაგრძოთ საუბარი და განვსაზ-
ღვროთ ის „თურქეთი“ რომელზეც შენ საუბრობ.
- ეგ არის გადამწყვეტი საკითხი, - ამოიოხრა იჰსანმა, -
მოდით დავადგინოთ, რომ... ზოგჯერ თითქმის მივსულვარ
იქამდე, რომ მაგ კითხვაზე პასუხი გამეცა. ვეუბნები ჩემს თავს,
რომ ჩვენ ვართ ადგილგადანაცვლებული და დევნილი ერი.
ერი, რომელიც ყალიბდებოდა და სოციალურად ვითარდებო-
და პერიოდულად, შორიშორ მანძილებზე. ეს იყო სიყვარულის,

420
მკითხველთა ლიგა

ტანჯვის და თავისუფლების მანძილები, - მუმთაზი ჩაფიქრდა, -


და ჩვენი კლასიკური მუსიკა.
ნეტავ, იქნება სადმე ისეთი წმინდა თავყრილობა,
რომელსაც მეც შევუერთდები
იქნებ, ჩავიძირო სადმე ქვიშებში
ქააბისკენ სალოცავად წასული
ნურანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით უს-
მენდა იჰსანის იდეებს, რომლებიც პირველად ესმოდა და გაკ-
ვირვებული იყო იმით, რომ იჰსანი ასე მიჯაჭვული ყოფილა
ცხოვრების რეალობას, რეალურ სოციალურ პრობლემებს.
- გონებაჭვრეტითი მიდგომა, რომლითაც თქვენ განიხი-
ლავთ საზოგადოებას, თითქოს რაღაც სინთეზურ ნაზავს ამზა-
დებთ...
თავისთვის კი ჩუმად იმეორებდა ფრაზებს, რომლებიც
იაშარის საყვარელი ვიტამინების სარეკლამო პროსპექტებში
ამოიკითხა: „ვიტამინი ბ ვერ მიიღება იმ საკვებიდან, რომლის
შემადგენლობაში ის შედის. დიდი სამეცნიერო მიღწევების შე-
დეგად ჩვენს ლაბორატორიაში თანდათან...“
- თაობები, რომლებიც ვალდებულები არიან მაფორმი-
რებლის როლი შეასრულონ, სხვა თვალით ვერ შეხედავენ
ცხოვრებას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიშრომოთ იმისთვის,
რომ მოვამზადოთ საფუძველი შრომის კანონების განვითარე-
ბისთვის, რაც დაეხმარება მშრომელებს, და გარდა ამისა,
სხვებსაც მოვუწოდოთ, რომ ასე მოიქცნენ.
- მაგრამ ზოგი მოაზროვნე საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ამბობენ, რომ შრომა ადამიანს ადამიანობას ართმევს და ხედ-
ვის ჰორიზონტს უვიწროებს.
- სწორედ ასეთი მოაზროვნეები, რომლებიც მხარს უჭე-
რენ სხვადასხვა იდეას, ბოლოს მაინც მოდიან ამ დასკვნამდე.

421
მკითხველთა ლიგა

ისინი გატაცებულბი არიან ერთგვარი მისტიციზმით. სურთ


ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ მუდმივად იფიქრონ სულზე. მე
ჯერ მინდა შევიცნო საკუთარი სული და მოვაწესრიგო ჩემი მა-
ტერიალური არსებობა. მხოლოდ სულზე ფიქრი შეადგენს ყვე-
ლა მისტიკური სექტის მთავარ პრინციპს. მაგრამ ერი ხომ სექტა
არ არის, ერის სოციალური ცხოვრება სულ სხვა რამაა. მე რომ
საფრანგეთში ვცხოვრობდე, მეც ინდივიდუუმებზე ვიქნებოდი
კონცენტრირებული და ვიფიქრებდი, თუ როგორ უნდა განვი-
თარებულიყო ცალკეული პიროვნება და არა საზოგადოება. მე
უკმაყოფილო ვიქნებოდი არსებული მდგომარეობით და ჩემი
თავისუფლების დასაცავად მივმართავდი სხვა სახის ბრძოლას
ნაკლის გამოსასწორებლად. მაგრამ მე თურქეთში ვარ და
ვფიქრობ იმაზე, რა შედის თურქეთის ინტერესებში.
- ერთი წუთის წინ ამბობდი, რომ შენს თავს, შენს პიროვ-
ნებას ვერ და არ უღალატებ, ახლა კი...
- რატომ უნდა ვუღალატო ინდივიდუალობას? და რატომ
არ უნდა ვიყო მე თვითონ ჩემი პიროვნების ბატონ-პატრონი?
და რატომღაც ხალისდაკარგულმა, იჰსანმა დაამატა:
- ხეები ქმნიან ტყეს.

III

კარზე ისევ კაკუნი გაისმა.


- ეს ნამდვილად ემინი იქნება, - თქვა მუმთაზმა და სკამი-
დან წამოხტა.
უმეტესობა მას გაჰყვა. როდესაც ნურანმა ბიძამისს ჩაუარა,
რომელიც თავისი სავარძლიდან წამოდგა, გაუღიმა, იცოდა,
რომ მას ემინ დედე დიდი ხანი იყო არ ენახა. სწორედ რამდე-

422
მკითხველთა ლიგა

ნიმე დღის წინ ამბობდა თუ ზამთარს სტამბოლში გავატარებ,


დედეს აუცილებლად ხშირად მოვინახულებო.
ჯემილს ერთ ხელში ქსოვილში გახვეული ორი ფლეიტა
ეკავა და მეორეთი ემინს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარებო-
და.
ემინმა იჰსანს ხელი გაუწოდა და იკითხა:
- თევფიქიც აქ არის?
საკმაოდ დიდი ხანი იყო, რაც ორივეს იცნობდა - იჰსანს
და თევფიქს. თევფიქს პირველად დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ
ახალგაზრდობაში შეხვდა, იენიქაფიში, მევლევის დერვიშების
დროებით საცხოვრებელში. იჰსანი კი ჯემილმა გააცნო, რომე-
ლიც ასევე სასულე ინსტრუმენტზე, თანბურზე უკრავდა. ეს იყო
პირველი მსოფლიო ომის წლები. ემინთან შეხვედრამდე იჰსა-
ნი ნეის, ფლეიტის ამ ნაირსახეობას, წესიერად არც იცნობდა
და თანბური ერჩივნა. მაგრამ აზრი შეიცვალა, როდესაც ერთ
საღამოს ქადიქოიში, ჯემილის დის სახლში, მისი საოცარი ხმო-
ვანება მოისმინა. ეს მოხდა ჰილალი აჰმერის წითელი ნახევარ-
მთვარის საზოგადოების მიერ შეჰზადებაშის თეატრში გამარ-
თული კონცერტის შემდეგ, რომელშიც ემინი და ჯემილიც მო-
ნაწილეობდნენ, როცა ჯემილმა ემინი სახლში მიიპატიჟა და იჰ-
სანიც დაპატიჟა. მცირე სუფრა გაიშალა, რაქით და შესაბამისი
საუზმით. ორი დღე-ღამის განმავლობაში კონცერტებით გა-
დაიღალნენ. საჭმელი არც ისე უხვად იყო, სასმელი კი ბევრი.
„მაშინ პირველად მივხვდი, რომ ყველაფერი დავკარგეთ, რო-
დესაც დავკარგეთ ცხოვრების შესახებ საუბრის ჩვევა, ცხოვრე-
ბას კი განვაგრძობდით.“ იჰსანი სწორედ მაშინ იმასაც მიხვდა,
რომ ჯემილი და ემინი ორივე გამორჩეული მუსიკოსი იყო. იმ
საღამოს გახსენებაზე ემინ დედემ, რომელიც ჭამა-სმის დიდად
მოყვარული არ იყო და ჯემილმა მაშინ თითქმის ძალით წამო-

423
მკითხველთა ლიგა

იყვანა, გაიხსენა: „მახსოვს, რაქის ყველა ბოთლს ჰქონდა საპა-


ტივცემულო წარწერა: ჩემს მასწავლებელს, ჩემს ძალიან დასა-
ფასებელ მასწავლებელს, მისი თაყვანისმცემელი ჯემილისგან.“
სწორედ იმ დღიდან იჰსანი ემინს ვეღარ ივიწყებდა. ბო-
ლო დრომდე ხშირად სტუმრობდა მას, როცა თავისუფალი
დრო ჰქონდა, თოფჰანე ქადირის მთაზე. ის ისე შირად მოიხსე-
ნებდა მევლევიში მცხოვრებ მოხუც სუფის, რომელიც ოდესღაც
ალბერ სორელის მოწაფე ყოფილა, სახელით „ცხოვრების მის-
ტიკური მხარის მომცველი“, რომ ემინის მეგობრები დარწმუნე-
ბულები იყვნენ, რომ საქმე წმინდანთან ჰქონდათ.
ემინი იჰსანს მიესალმა ჩვეული ეპითეტის გამოყენებით:
- თქვენო უწმინდესობავ, თქვენ სად გაუჩინარდით! - შემ-
დეგ თევფიქს მიუბრუნდა, - წლებია თქვენი კვალი დავკარგე,
მაგრამ ჩემი ბრალია. გზა თქვენი სახლისკენ კარგად ვიცი.
შემდეგ მის გვერდით იატაკზე დადებულ ჩანთაში ერთმა-
ნეთთან მიტყუპებულ ქუდუმზე - ორ დასატყამ ინსტრუმენტზე
მიუთითა.
- წლებია ამათ არ გავკარებივარ. დღეს კარადიდან გამო-
ვიღე.
თითქოს სიმღერის კულტურამ თვითონ ემინს დაატყო თა-
ვისი კვალი. იგი, შეიძლება ითქვას, თავისი ფლეიტასავით მხუ-
ბუქი და მოხდენილი იყო. ნელა შემოვიდა ბაღში, ხელი ჩამო-
ართვა ქალებს, მიმართა თითოეულს „სულთანა“ და ტკბილად
მიესალმა მუმთაზის მეგობრებს. ბოლოს, მყუდროდ და მოხერ-
ხებულად მოკალათდა სავარძელში იჰსანის გვერდით. მის ზურ-
გსუკან გამოჩნდა ჯემილი, თავისი ჩვეული ტკბილი ღიმილით
და ანგელოზური სახით. ადამიანის მიმართ, რომელსაც იგი აღ-
მერთებდა, მიუხედავად მათი სრულიად განსხვავებული ცხოვ-
რების სტილისა და გარემოსი, მთელი მისი არსება ასე ამბობ-

424
მკითხველთა ლიგა

და: „შეხედეთ, ეს ფიზიკურად სუსტი ადამიანი ჩვენი წარსულის


სიმდიდრეების უკანასკნელი მცველია, მის თავში ფუტკრის სკა-
სავით ინახება ექვსი საუკუნის დროინდელი ოქროსფერი თაფ-
ლი, მხოლოდ მისი სუნთქვაც კი იცავს ჩვენს ცივილიზაციას!“
იჰსანმა ღიმილით წარმოთქვა:
- ამგვარად, მათ გაბედეს და დაგიყოლიეს, რომ შეწუხებუ-
ლიყავით და აქ მობრძანებულიყავით, არა?
- არა, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ჩემო ბატონო. ჩვენ
აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ჩვენი სურვილიც იყო. სუფთა ჰაერი
ჩავისუნთქეთ და მეგობრებს შევხვდით. ყოველთვის სხვა უნდა
გვესტუმროს? ზოგჯერ ჩვენც შევწუხდეთ და მივიდეთ სხვასთან.
ემინი შავგვრემანი კაცი იყო, მონაცისფრო-მოცისფრო
თვალებით, საშუალო სიმაღლისა, მხრები ჩამოშვებული ჰქონ-
და, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს საფრთხობელასა-
ვით იყო ჩაცმული. დიდი და მოკაუჭებული ცხვირი მის გამხდარ,
ძვლიან სახეს თითქოს ორად ყოფდა, ისე რომ გაჭაღარავებუ-
ლი ულვაში და თხელი ტუჩები სახის დაბოლოებას ქმნიდნენ
იქ, სადაც მთავრდებოდა ცხვირი. თავისი გარეგნობით ემინი
თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსს კი არა, ერთ
ჩვეულებრივ სამოქალაქო მოხელეს ჰგავდა, რომელსაც საბა-
ჟოზე ან ფოსტაში უნდა ემუშავა, პრაქტიკულად გულგრილი უნ-
და ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ. მაგრამ
თუ ხშირი და აბურდული წარბების ქვემოდან მომზირალ მის
გამჭრიახ თვალებს დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ეს
არ იყო უბრალო ადამიანი და მისი ამაღლებული სული სხვა
რამ იყო. მათი პირველი შეხვედრის დროს მუმთაზი ძალიან
ღელავდა, უსარგებლო ადამიანის შთაბეჭდილება არ დაეტო-
ვებინა. ძალიან სურდა ემინს დამეგობრებოდა, რომელიც გახ-
ლდათ აზიზ დედეს მოწაფე და თანბურზე საუკეთესო დამკვრე-

425
მკითხველთა ლიგა

ლი ჯემილის მეგობარი - ჯემილი კარგად ხედავდა განსხვავე-


ბას მათ ტემპერამენტს შორის და ყოველთვის მომთმენი და
დამთმობი მეგობარი იყო ამ უკანასკნელი წარმომადგენლი-
სადმი, ვინც ნაზიარები იყო მევლევის „ლერწმის საიდუმლოს“.
მუმთაზს გაახსენდა, როგორ აკვირდებოდა და ამოწმებდა მას
ემინი, მაგრამ თან ალერსიანად უყურებდა, თითქოს უნდოდა
ეთქვა: „ასე რატომ ხარ შეპყრობილი ჩემი ფიზიკური, მატე-
რიალური არსებობით? არც მე და არც ის, რასაც შენ ხელოვ-
ნებას უწოდებ, არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც შენ გგო-
ნია. თუ შეძლებ, ჯობია მისდიე ნამდვილ სიყვარულს, რომელიც
თითოეულ ჩვენგანშია და რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდე-
ბა.“ საუკუნეებში გამოვლილი მევლევის მუსიკის დანერგვამ და
განვითარებამ მასში თითქოს წაშალა ყველაფერი პირადული
და ერთი შეხედვით გააქრო, მუსიკაში გაადნო ეს რბილი, შთა-
გონებული და მომთმენი ადამიანი, იმ უკიდურესი მომთხოვნე-
ლობით, რაც მუსიკისთვისაა დამახასიათებელი. ემინი აქებდა
თავის მასწავლებელს და ჰყვებოდა, როგორ მეცადინეობდა
დღეში რვა-ათ საათს, რომ თავის მასწავლებელს, აზიზ დედეს
დამსგავსებოდა დაკვრით, მხოლოდ შვიდი თუ რვა ნოტისგან
შემდგარი ფრაზის შესრულებისას. ემინს არ ჰქონდა სხვა ინდი-
ვიდუალობა, გარდა პატარა მელოდიის შეუდარებელი შესრუ-
ლებისა, რომელშიც თითქოს იგი თვითონვე შთაინთქმებოდა,
თითქოს მას უხილავი მზე წვავდა. ახლა ეს მუსიკალური მასა-
ლა იმალებოდა მირიადობით ფორმალური მხარის, დეკორის,
და კულტურის მასობრიობის უკან, თითქოს დამცირებულ მდგო-
მარეობაში იყო და როცა მუმთაზი ემინ დედეს შეჰყურებდა, ახ-
სენდებოდა სტროფი ნეჩათის ლექსიდან:
ო, ნეჩათი,

426
მკითხველთა ლიგა

ჩვენ ისე დაგვამუშავებენ და გაგვაპრიალებენ, რომ ბო-


ლოს
სარკეში ჩასმულები აღმოვჩნდებით, საიდანაც გამოვასხი-
ვებთ
ამ სტროფში იყო სიმართლე. ემინ დედე იყო თავის მატე-
რიალურ განსხეულებაში და კულტურაში ჩამალული კაცი. უშე-
დეგოდ დაუწყებდით ძებნას ამ ხელოვნებისთვის თავდადებულ
კაცში პრეტენზიულობას, მოჩვენებითობას და თავმოწონებას.
ის უფრო მოგაგონებდათ ერთ პატარა ზღვის კენჭს, რომელსაც
წყალი ლოკავდა, ყლაპავდა და ისევ მიწაზე აბრუნებდა საუკუ-
ნეების განმავლობაში. არც იმას მიგანიშნებდათ ეს ადამიანი,
რომ იგი იყო ალბათ უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი,
უკანასკნელი სხივი მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვნე-
ბისა, გარკვვეული მნიშვნელობით, საგანძურის მცველი. მან
არაფერი იცოდა სოციალური გარდაქმნების შესახებ და ალბათ
არც აინტერესებდა, ისევე როგორც ხმამაღალი უარყოფები,
სწორედ ამის გამო იყო მისი ხელოვნება ბრწყინვალე კვალი
წარსულისა, დარჩენილი ნანგრევი, ან იქნებ, მანათობელი მზის
უკანასკნელი ჩასვლა.
მუმთაზი შეცქეროდა მას, როგორც ყველა, ვინც იმ ბაღში
იყო, შემოდგომის მზის ქვეშ, გამოწყობილს შავ ტანისამოსში
და გაუცნობიერებლად ფიქრობდა ამ დიდად სათაყვანებელ
ვირტუოზზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ესოდენ უბრალო
გარეგნობით, თუმცა, მიეკუთვნებოდა ყველა დროის უდიდეს
შემსრულებლებს.
ბეთჰოვენის, ვაგნერის, დებიუსის, ლისტის ან ბოროდინის
დარი ადამიანი, ასეთივე ბრწყინვალე და განუმეორებელი იჯდა
მის წინ. ეს დიდი ადამიანები შეპყრობილი იყვნენ ეჭვით, შურით
ან შურისძიებით და თვითონ იტანჯებოდნენ, თვითონ სიგიჟემდე

427
მკითხველთა ლიგა

იყვნენ მისულები ამ დამღუპველი განცდების გამო, ბობოქარი


ცხოვრების გამო. ეს კი, მათზე არანაკლები ვირტუოზი, მაგრამ
ნაკლებად ცნობილი, როგორც უბრალო დერვიში, საკუთარი
თავის უარყოფას და უბრალო ცხოვრებასაა შეჩვეული. ასევე
ყოველივეს უარყოფით, ცხოვრებიდან საკუთარი ნებით ორჯერ
გაუჩინარებით, ისეთი დიდი სიყვარულის გამო, ცხოვრებას რომ
შეარყევს, ვინ უნდა გახსენებოდა თუ არა ნური. იგი თავის თავს
მუდმივად აღაგზნებდა და უჩინარდებოდა წარსულში, ისეთი
დიდი მუსიკოსების ეპოქაში, ოსმანთა იმპერიის წლებში, როგო-
რებიც იყვნენ აზიზ დედე, ზექაი ან ითრი, სადულა აღა და კიდევ
რამდენიმე სხვა. ეს ადამიანებიც ემინ დედეს მსგავსად ირჩევ-
დნენ განმარტოებულ ცხოვრებას. მათ საკუთარი თავი შეპყრო-
ბილ მდგომარეობამდე არ მიუყვანიათ, მაგრამ წმინდა
იდეალების საშუალებით განვლეს გზა და უსასრულობას შეუერ-
თდნენ. ერთხელ, როდესაც იჰსანი კიცხავდა ვიღაცას და აღ-
შფოთებას გამოხატავდა დედე ეფენდის ვირტუოზული ხელოვ-
ნების არასათანადო შეფასების გამო, მისმა თანამოსაუბრემ,
ემინ დედემ უთხრა: „ძვირფასო იჰსან, ასეთ რამეზე გაბრაზება
არ ღირს. ეს ხალხი „აკეთებს“ ხელოვნებას. ჩვენ კი წმინდა თავ-
განწირვით და თავმდაბლობით ჩვენს ხელოვნებას ვემსახურე-
ბით. იცი, რომ ზოგ რელიგიაში საფლავის ქვაზე ადამიანის სა-
ხელის დაწერაც კი მკრეხელობად ითვლება?“ აი, ეს იყო დამა-
ხასიათებელი აღმოსავლეთისთვის. მუმთაზს სჯეროდა, რომ
აღმოსავლეთი მისთვის იყო უკურნებელი სენიც და ძალ-ღონის
უსასრულო წყაროც. ემინ დედე იყო ხალხის უკანასკნელი გმი-
რი.
ემინმა თავისი წმინდა და წყნარი ცხოვრების უდიდესი ნა-
წილი თავისი უფროსი ძმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ
გაატარა. მისი სიმკაცრის გავლენით თუ თვითონაც ასე განეწ-

428
მკითხველთა ლიგა

ყო, ის არ იყო მიჩვეული სიგარეტს ან ალკოჰოლს და არ ჰქონ-


და მავნე ჩვევები. მალე მას ყველამ შეამჩნია, რომ თავისი მწი-
რი გამოცდილების მიუხედავად, გაუთავებლად ლაპარაკობდა,
თითქოს თვით ცივილიზაციის ხმა იყო. იგი უსასრულოდ ჰყვე-
ბოდა სხვადასხვა სასაცილო ამბავს, რომლებიც უკავშირდებო-
და ისეთი ოსტატების სახელებს, როგორებიც იყვნენ აზიზ დედე,
მისი მასწავლებელი ნეიზენ ჰუსეინ ეფენდი, ზექაი დედე, ქემილ
ბეი და მათი წინაპრები. აზიზ დედე ნამდვილად იყო მკაცრი
ადამიანი, წვრილმანების მიმართაც მკაცრი იყო, წერა-კითხვის
უცოდინარი იყო, სულით და სხეულით უბიწო. გარეგნულად საკ-
მაოდ მსუქანი, მძიმე. როგორც გადმოსცემდნენ, სიმართლე
იყო თუ არა ვინ იცის, ერთხელ როდესაც მან კალამი ჩააწო
მელანში და წერა მოინდომა, აღმოაჩინა, რომ სამელნეში
მელნის ნასახი აღარ იყო. ამ სახიფათო მინიშნების შემდეგ გა-
დაწყვიტა წერა-კითხვისთვის თავი დაენებებინა და მთელი გუ-
ლით და თავგანწირვით ყოფილიყო მხოლოდ ალაჰის მსახუ-
რი. დაიდებდა ხოლმე თავის ფლეიტას საკმაოდ წამოზრდილ
მუცელზე და როცა ძლიერ სურვილს იგრძნობდა, უკრავდა.
ერთ ღამეს ბოსფორის ნაპირას ოგო თურმე დუქანში შე-
ვიდა, რადგან თვითონ ეგონა, რომ ყავახანაში შედიოდა. ბოს-
ფორის ცქერამ ისე გაიტაცა, რომ მოჰკიდა ხელი თავის
ფლეიტას და იმპროვიზებული დაკვრა დაიწყო. რადგან თვალ-
დახუჭული უკრავდა, ვერ შეამჩნია, თანდათან როგორ აივსო
დუქანი ხალხით, რომლებიც აქ მუდმივი მუშტრები და მსმელები
იყვნენ. ყველამ მის გარშემო მოიყარა თავი. ხმა არ ამოუღიათ,
ოფიციანტები კი ფეხის წვერებზე დადიოდნენ, რომ მისი დაკ-
ვრისთვის ხელი არ შეეშალათ. როცა გაახილა თვალები, რომ-
ლებიც ნორმალურ მდგომარეობაში შავი, გაბანჯგვლული წარ-
ბების ქვეშ ორი კოცონივით გიზგიზებდა, აზიზ დედემ დაინახა

429
მკითხველთა ლიგა

უამრავი ხალხი და რაქით სავსე ჭიქები თავის მაგიდაზე. იგი


წამოხტა: „ღმერთო ჩემო!“ - წამოიძახა. ამის შემდეგ ჰყვებოდა:
„ისე შერცხვენილად ვგრძნობდი თავს, რომ სამი დღე სახლი-
დან არ გამოვსულვარ და მრცხვენოდა ჩემი ძმების დანახვა,
ვიფიქრე, რომ რამდენიმე თვე ვერ შევძლებდი მათთვის თვა-
ლი გამესწორებინა.“
ამის მუხედავად, ემინი, აზიზ დედეს მოწაფე, არ იყო იმის
წინააღმდეგი, რომ სუფრაზე სასმელი ყოფილიყო. მხოლოდ
აფრთხილებდა: „ზედმეტს ნუ იზამთ. დღეს სულიერ აღმავლო-
ბას ვგრძნობ... ჩვენი კარგი თევფიქი ძვირი სანახავი გახდა.
ფრთხილად იყავით, ჯემილს სასმელს ნუ დააძალებთ, თორემ
დაკვრის დროს დაეძინება.“ როდესაც ეს თქვა, თვალების სიღ-
რმეში გამოუჩნდა ღიმილი. მას მართლა ძალიან უყვარდა ჯე-
მილი. ისინი აქ მისი დაჟინების გამო მოვიდნენ. ჯემილმა კარ-
გად იცოდა, რომ მუმთაზი გულგრილი არ იყო ფერაჰფეზასა
და სულთანიეღას ჰანგებისადმი.
ემინ დედე ტკბებოდა სუფრის სიუხვით. მისი უფროსი ძმა
ვასფი, კალიგრაფიის ოსტატი, ასევე ცნობილი იყო კულინა-
რიული ოსტატობით. მის მიერ პერგამენტში შემწვარი ინდაური
მთელ სტამბოლში იყო განთქმული, მათ ამ კერძს შეარქვეს „ინ-
დაური სიკვდილის სუდარაში“, ძველი რომის ჩვევების მიხედ-
ვით.
მას აზრი არ გამოუთქვამს კერძების შესახებ, თუ არ ჩავ-
თვლით ცალკეულ საქებარ სიტყვებს სუფრის სიუხვის გამო.
მხოლოდ როდესაც წიწილები შემოიტანეს, მისი ძმის ცნობილი
რეცეპტით დამზადებული, მაშინ წარმოთქვა: „ეჭვი არ მეპარე-
ბა, რომ ბიძათქვენმა თევფიქმა გასწავლათ ამ არაჩვეულებრი-
ვი კერძის მომზადება.“

430
მკითხველთა ლიგა

თევფიქმა ჩაიცინა: „თუ ტალანტს არ გავავრცელებთ, თუ


ის არ გადაეცემა, ის დაჭკნება.“ თევფიქი უხასიათოდ იყო. საქ-
მიანობა, რომელსაც უწინ ძალდაუტანებლად და სიამოვნებით
მისდევდა, დღეს მისგან ძალების დაძაბვას მოითხოვდა. იგი
ცდილობდა თავი დაეღწია ყველა უსიამოვნო შეგრძნებისთვის,
რაც დაბერებას და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას ახლდა.
ახლა ის მოგაგონებდათ ადამიანს, რომელმაც სიკვდილისწინა
სკლეროზულ ფაზას მიაღწია. იგი თითქოს საკუთარი არსები-
დან და გარემოდან იმზადებდა სარკოფაგს ამ მდგომარეობი-
დან თავის დასაღწევად. ტრადიციული მუსიკა ამ მცდელობის
ყველაზე მაცოცხლებელი მხარე იყო. თითოეული მელოდია,
რომელსაც იგი იხსენებდა, უფრო ისეთი, რომელიც მისი შეთ-
ხზული არ იყო, ისევე როგორც ეს სეზონური დრო, რომელიც
მზის სხივს შთანთქავდა, მის თავზემოთ რომ ბრწყინავდა, თან
შეახსენებდა მის მოკვდავობას, მუქი დამჭკნარი ფოთლების „მე-
მენტო მორი“, ბროწეულის და ხურმის ხეების წითელი და
მოშავო-მოწითალო ფერი, შემოდგომის მწერების ზუზუნი, გახ-
ლდათ არა ის, რასაც იგი საკუთარი შინაგანი არსებით, ხორცი-
თა და სისხლით გრძნობდა, არამედ ბუნების კურთხეული სიუხ-
ვე, რომლის ზეიმზე იგი მხოლოდ სტუმარი იყო და სხვა არა-
ფერი.
ემინი თავის გასტრონომიულ ინტერესებზე და დიდებულ
ლხინებზე საუბარს განაგრძობდა, რომლებზეც მას უმასპინ-
ძლია. მისთვის დამახასიათებელი ნამდვილი მხიარულებითა
და გატაცებით იხსენებდა კულინარიულ საოცრებებს, მევლევის
საცხოვრებლის ბინადართ, დერვიშებს, რომლებსაც პირადად
იცნობდა და ბატკნის ფლავით გამართულ ბანკეტებს. მუმთაზი
ამ დროს ფიქრობდა: ესე იგი, ის ნამდვილი თურქული, ცხოვ-
რების სტილს რასაც ვეძახით, რომელიც ასეთ შთაგონებას გვა-

431
მკითხველთა ლიგა

ნიჭებს, ბოლოს და ბოლოს, სულ სხვა რამ ყოფილა... შემდეგ


საუბარი ნურანის მამას შეეხო. ემინმა ყველაფერი იცოდა მის
მიერ მოხატული ფილების და კალიგრაფიული ხელოვნების შე-
სახებ, რომელსაც იგი ილდიზის კერამიკული ფაბრიკისთვის ამ-
ზადებდა. ემინი თვითონაც ფლობდა კალიგრაფიის ხელოვნე-
ბას. ზოგნი იმასაც ამბობდნენ, რომ მისი უფროსი ძმის რკინის
ხელი რომ არა, იგი ალბათ ამ ხელოვნებას გაჰყვებოდა. მუმ-
თაზი უსმენდა ემინის მსჯელობას მუსიკასა და ხელოვნებაზე,
მან შეამჩნია, რომ იგი ყოველთვის გულწრფელი იყო, რაც გა-
მოწვეული იყო ხალხურ ესთეტიკასა და აღქმასთან სიახლო-
ვით, და არა რომელიმე ცნობილ ესთეტურ თეორიასთან. მისი
მოთმინება, შემგუებლობა განსხვავებული მიმდინარეობების და
სტილის მიმართ, რაც თურქულ ხელოვნებაში მოგვიანებით იყო
შესული, ასევე მის მოკრძალებულ ბუნებაზე მიუთითებდა. მევ-
ლევში შეთვისებული ზრდილობის ნორმები მოძველდა ახლად
გავრცელებული აღქმების გამო, მაგრამ მის არსებაში ისინი
კვლავ ცოცხლად არსებობდა და ეხმიანებოდა ყველაფერს
როგორც სიმები ყოველ შეხებას. იგი არ იცვლიდა გემოვნებას,
მიდრეკილებას, შეხედულებებს, მაგრამ არც კომენტარს აკე-
თებდა სხვადასხვა ცვლილებაზე. მას უყვარდა წარსული ტრა-
დიციული ფორმები კალიგრაფიასა და მუსიკაში, თუმცა, სიახ-
ლეებზე თითქმის არ კამათობდა, მხოლოდ თავს იკავებდა
ტრადიციულ ხელოვნებაში რამე ცვლილების შეტანისგან. მან
ინსტინქტურად იცოდა, რა და როგორ უნდა გაერჩია ერთმანე-
თისგან. იგი ლაპარაკობდა ხელოვნებაზე, როგორც ხელოვა-
ნი, რომელიც ყველა წვრილმანში ერკვევა და თუმცა მჭევრმეტ-
ყველებით არ გამოირჩეოდა, თანდათან მაგიდის მთავარ ორა-
ტორად იქცა. მისი ხათრით მაჯიდეს ცისკენ აღარ გაუხედავს და
თავისი დაუვიწყარი გოგონას სახება აღარ უძებნია შეგროვილ

432
მკითხველთა ლიგა

ღრუბლებში, მუმთაზის ბედთან დაკავშირებული წუხილიც


დროებით დაივიწყა. ნურანიც მთელი არსებით უსმენდა ამ გა-
მოცდილ ხელოვანს, იმ აღფრთოვანებით და პატივისცემით
ასაკოვანი და გამოჩენილი ხალხისადმი, რაც მას ბავშვობიდან
ახასიათებდა. ემინ დედეს მოსმენაში და მისი პიროვნებით აღ-
ტაცებაში იგი შეიგრძნობდა ურიცხვი ცოდვისა და დანაშაულის
პატიებას.
ემინ დედემ ნაყინზე უარი განაცხადა და საჭმლის მირთმე-
ვა დაასრულა ერთი პატარა ფინჯანი უშაქრო ყავით, როგორც
ტრადიცია მოითხოვდა.

IV

სახლში შეკრებილმა სტუმრებმა ნამდვილად შეიგრძნეს


ემინ დედეს განსაკუთრებული ხელოვნების ძალა, როდესაც სა-
დილის შემდეგ, იგი თავის ნეი ფლეიტაზე ტრადიციული ჰანგე-
ბის შესრულებას შეუდგა მეორე სართულის დარბაზში, სადაც
დასასვენებლად ავიდნენ. ძალიან ცოტა თუ იქნებოდა ისეთი მუ-
სიკოსი, ვინც შეძლებდა გარდაქმნილიყო იმ მდგომარეობაში,
რასაც კარნახობდა ვირტუოზული შესრულება.
უპირველეს ყოვლისა, ემინმა თევფიქს მიმართა:
- ჩემო ბატონო, მზად ბრძანდებით ფერაჰფეზას შესრულე-
ბისთვის?
წლები იყო, თევფიქს ეს ჰანგი არ დაეკრა. მაგრამ მზად
გახლდათ გამოწვევის მისაღებად; ეს ახალგაზრდობაში დაბრუ-
ნებას ჰგავდა. სანამ ემინ დედე შესავალ იმპროვიზაციას, თაქ-
სიმს ასრულებდა, თევფიქი ცდილობდა მეხსიერებაში აღედგი-
ნა ერთი საცერემონიო მუსიკა, რომელიც მან თავის რეპერტუ-

433
მკითხველთა ლიგა

არს ჯერ მაშინ დაუმატა, როცა სამოქალაქო სამსახურში იყო.


ქუდუმის დოლებით ხელში, იგი მოემზადა, დივანზე ნახევრად
მიწოლილი, ცალი ფეხი მოკეცილი, მეორე ჩამოშვებული, რო-
გორც ტრადიცია მოითხოვდა ძველებურ ინსტრუმენტებზე დაკ-
ვრისას.
ემინ დედემ სწრაფად დაუკრა რამდენიმე მელოდიის გან-
ვითარება და გადაინაცვლა დედე ეფენდის ინსტრუმენტულ
პრელუდიაზე, რომლის სახელი იყო ფეშრევი, დერვი-ქებირის
რითმში. მუმთაზს ეს ნაწარმოები ჯემილის შესრულებით ჰქონ-
და მოსმენილი. მაგრამ ახლა ის მისთვის აჟღერდა როგორც
სრულიად სხვა, როგორც ფუგა, რომელიც გამოხატავდა თავ-
დავიწყებულ სურვილს, სწრაფვას მზისკენ მაშინ, როცა გარშე-
მო არსებობს სიკვდილი, შემდეგ მას წარმოუდგა ნურანის სახე,
რომელიც ანაცვლებდა ყველა განცდას, რომლებიც შემოდგო-
მის ფოთლებივით, სამუდამოდ მიმობნეული დარჩა მის გონე-
ბაში.
განცხრომის მორევი, რომლის წყლებშიც მიცურავდა მო-
ოქრული ცის კამარის გამოსახულება, დიდი, ოქროსფერი
ფოთლებით და წყლის შროშანის არნახული ყვავილებით, წარ-
მოიშვა ცნობიერების მიღმა განზომილებაში, ალბათ - არა, უჭ-
ველად - მათ საკუთარ სულებში.
ემინ დედეს ფლეიტა ნეი, უნაკლო ტემბრით, რომელშიც
არ ისმოდა სუნთქვა და ბერვა, ძალიან განსხვავებული და მრა-
ვალფეროვანი კრეშჩენდოთი, გამოსცემდა ტონს, რომელშიც
ერთმანეთს უერთდებოდა ძვირფასი ქვების ბრწყინვა და ხის
ფოთოლთა სირბილე. სირბილის მიუხედავად, ამ მელოდიას
ახლდა ბგერის დიდი რეზონანსული მოცულობა და გაქანება.
მუსიკამ აავსო დიდი დარბაზი, გავიდა ფანჯრებიდან, მოეფინა
ბაღს, რომელიც სავსე იყო უკანასკნელი ყვავილების და შეყ-

434
მკითხველთა ლიგა

ვითლებული ფოთლების სინანულით. ჰანგის გადასვლა--


გარდაქმნები იყო ძალიან შთამბეჭდავი. დროდადრო თითქოს
ყველაფერი დნებოდა, თითქოს საკუთარ არსებობაში და უფრო
ღრმადაც კი - შინაგან არსშიც ჩადიოდა; ბგერათა კასკადის
ქვეშ, რომელიც მოგაგონებდათ ვარდის ფურცლებს, ჭერიდან
აბრჭყვიალებული ჭაღის ცისარტყელის სპექტრს, სპილენძის
თმის სამაგრების ელფერს, ამ თავისი წარმოუდგენელი და ერ-
თმანეთს ჩახლართული ასვლით, როგორიც შეიძლება შეამჩნი-
ოთ, თუ შეხედავთ სუროს, გლიცინიას და დახვეწილი ქსოვი-
ლის მქონე მცენარეებს, რომლებიც შეგუებას ავლენენ და არ
აქვთ რამე გამოკვეთილი ელფერი. ეს ჟღერადობა დაბადებუ-
ლი იყო საკუთარი თავისგან, როგორც ოსტინატო - წინანდელი
თემის მრავალგზის გამეორება. როგორც მუმთაზი მიხვდა, ნეის
ხმა, ოსტატის ხმასთან ერთად, ნაწარმოების პირველი განყო-
ფილება ბანე, დასასრულს მიუახლოვდა. მეორე ბანე, თითქოს
ყალყზე შემდგარი, გადმოხტა მელანქოლიური ნოსტალ-
გიიდან. კვლავ და კვლავ, მსმენელები თითქოს წაიღო უცბად
მოვარდნილმა მელოდიამ, რომელიც სულიდან მოდიოდა და
ყველა ხედავდა საკუთარ მარტოობას ძლიერი სურვილების
სარკეში. ფერაჰფეზა ფეშრევი, როგორც სული, რომელიც ცდი-
ლობს გზა გაიკვალოს მარტოობის უდაბნოში, უკვე მეოთხედ
გაიჭრა ნოსტალგიურ განწყობაში ბუზუნში, იმ ბუნდოვანებაში,
რომელიც წყლის მასის ქვეშ კრთის ხოლმე.
ყველა მსმენელი აშკარად დაბნეული იყო უცბად მოვარ-
დნილი სიცოცხლის გაქანებით, რომელიც იღვრებოდა მუსიკის
სახით. მხოლოდ ემინ დედე რჩებოდა პედანტური და გამოწკე-
პილი, მკაცრი გამომეტყველებით, როგორც სიმბოლო, რო-
გორც პერსონიფიკაცია მისტერიის და მელოდიისა. მთელი
საიდუმლო იყო თვით მასში, მის შინაგან სიმტკიცეში; მის გვერ-

435
მკითხველთა ლიგა

დით და ოდნავ უკან, ჯემილი თავისი ჩინური ფაიფურის თოჯი-


ნის მსგავსი ღიმილით და ტკბილი გამომეტყველებით, თითქოს
იმ ტერიტორიას გადაჰყურებდა, რომელიც ის-ის იყო დაეპყრო.
თევფიქი, დასარტყამი ინსტრუმენტით ქუდუმით, რომელიც
კალთაში ედო, საკმაოდ არაკომფორტულ, გადახრილ მდგო-
მარეობაში, რასაც a la turca-ს ინსტრუმენტები მოითხოვდა, თა-
ვის რიგს ელოდა.
იჰსანმა თავი ვერ შეიკავა:
- ძვირფასო დერვიშო, თქვენ ფერთა განსაკუთრებულ პა-
ლიტრას ფლობთ...
ემინ დედეს თვალი თევფიქზე ეჭირა და თან იჰსანს უპასუ-
ხა:
- თქვენო უწმინდესობავ, ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენი ამო-
ცანა გააადვილა დიდოსტატმა დედე ეფენდიმ და ამ ფერთა პა-
ლიტრას, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე უბრალოდ სიყვარულს
ვუწოდებ.
ემინი არ უსვამდა ხაზს, რომ დედე და სხვა ვირტუოზები
გარდაცვლილები იყვნენ, არასდროს ამბობდა „განსვენებული“
ან რამე სხვა ეპითეტს. იგი უწოდებდა მათ „ჩვენი მასწავლებე-
ლი“, „უფროსი თაობა“, ან „ჩვენი ბატონი“, რითაც ხაზს უსვამდა
უწყვეტ კავშირს და სიკვდილის აბსტრაქტულობას.
ნამდვილი საოცრება დაიწყო მევლევის მუსიკალური რი-
ტუალის შესრულებით.
დედე ეფენდის მიერ შემოტანილი ფერაჰფეზას ცერემო-
ნიალი უბრალოდ მიძღვნა ან ერთგული სულის ძიების რი-
ტუალი არ გახლდათ. ეს ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე
ბობოქარი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც სავსე იყო მის-
ტიციზმით და ამოუხსნელობით. ემინ დედემ ისეთი განვითარება
მოუძებნა ამ ნაწარმოებს, რომ მაქამას ჰანგებში შერეული იყო

436
მკითხველთა ლიგა

მეტი გადახრა, ტრანსფორმაცია და ორიგინალური გადაწყვე-


ტები. ასე რომ, მთელი შესრულება შეადგენდა ფერაჰფეზას,
რომელიც სავსე იყო სხვადსხვა ჰანგით და ამ ჰანგების უნივერ-
სალური შერწყმით. ადამიანის ყური ვერასდროს დაივიწყებდა
ასეთ დახვეწილ ჰანგებს, ან უფრო სწორად, სულის გამოვლი-
ნებას ბგერაში. ამგვარად, ემინ დედემ წინასწარ ისე დაალაგა
ნაწარმოების განვითარება, რომ თურქული ტრადიციული მაქა-
მების პატარ-პატარა ყვავილები, მათი გარდაქმნები და გადაწ-
ყვეტები მთელი ცერემონიალის გავლით, თანდათან საკუთარი
თავის სიმბოლოდ გარდაიქმნებოდა.
ფერაჰფეზას მაქამების ცერემონიალი რუმის პოეზიით იწ-
ყებოდა, თითქოს ერთი სასახლის ორ შეერთებულ და ერთმა-
ნეთის დამამშვენებელ ფასადს ხედავდით. „ისმინე ნეის ჩუმი
ჩურჩული განშორების ისტორიის შესახებ / რაც მე გადმომგდეს
ლერწმის საწოლიდან, კაცებიც და ქალებიც ერთნაირად ქვი-
თინებენ, ჩემი მოთქმა რომ ესმით.“ ფრაზებს შორის იგი რამ-
დენჯერმე იმეორებდა მაქამას, სანამ უცბად, ისეთი არანჟირე-
ბით, რომელიც ჰგავდა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავე-
ბულ ვარიაციებს, მიღწეულს რამდენიმე მთავარი მოტივით, იგი
ნელ-ნელა მიანდობდა მელოდიის თანმიმდევრობას მასთან
დაკავშირებულ ასოციაციებს. ამგვარად, მთელი ცერემონიული
თანმიმდევრობა, პირველ სტრიქონებში - ან სტროფებში - გა-
დაიქცა უნივერსალურ მოგზაურობად სხვადასხვა ჰანგში, იმ დი-
დებული შუქის თანხლებით, რასაც ფერაჰფეზა ასხივებდა, რომ-
ლის დიდებულება ყურს და სულს ხვდებოდა; ყური არასდროს
დაივიწყებდა ასეთ დახვეწილ ხმებს, უფრო კი სული ვერას-
დროს დაივიწყებდა ძლიერ სურვილს გარდასახვისა, რომე-
ლიც აბრმავებდა მას ისე, რომ სული ექსტაზამდე მიდიოდა და
დარწმუნებით გრძნობდა, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა

437
მკითხველთა ლიგა

მას თავისი სურვილი და სიხარული. მაგრამ როგორც კი ამ კმა-


ყოფილებას განიცდიდა, უსასრულო სურვილი და მონატრება,
როგორც მოგზაურობა, თავიდან იწყებოდა, ოღონდ უფრო
რბილი, ტენორის ხმისთვის განკუთვნილი ჰანგით, როგორიც
იყო ნევაა, რასთი ან აჩემი. დედე ეფენდის მიზანი იყო ეჩვენე-
ბინა სრული, წინასწარ დალაგებული სვლა მისტიკური გამოც-
დილებისა ამ გასაოცარ მუსიკაში. აბსოლუტური სულიერი ჭეშ-
მარიტება ან თვითონ სული, რომელიც ჭეშმარიტებას წარმო-
ადგენდა, ეფემერულად ეძიებდა საკუთარ თავს და თავის და-
ნიშნულებას დროსა და სივრცეში. ფერაჰფეზა მთელ ამ ციებ--
ცხელებიანი სევდის მოგზაურობაში მოულოდნელად წინ გა-
მოსწევდა თავის თასს - ლირიულ ხაზს და სილამაზეს - ისეთ
საკვირველ გარდაქმნათა სახით, როგორიც კალეიდოსკო-
პიური სურათებია, როგორიც ადამიანის მოგონებები ან სიზმა-
რია. ეს ძიება, გაქრობა და შემდეგ თვითრეალიზება ზოგჯერ
ძალიან ადამიანური იყო, თითქოს დედეს შთაგონება წამოიძა-
ხებდა: „აი, შენ უჩინარი გინდა იყო, მაგრამ მე გატარებ შენ აქ,
ჩემს არსებობაში!“ ხან კი სასოწარკვეთაში ჩავარდებოდა, ისე-
თივე მკვრივი, როგორიც ყველაფერი, რაც მატერიალურია.
ყველაფერთან ერთად, გამართლებული იყო რუმის
პოეზია. სევდა იყო ნეი ფლეიტის ერთადერთი საიდუმლო. ერთ
დღეს ვინმეს მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა, თურქული ინსტრუ-
მენტების სინესთეტური გარდაქმნა მოეხდინა, როგორც ეს
გააკეთა რემბომ პოემაში „ხმოვნები“, უეჭველად, ამ უმარტივესი
მუსიკალური ინსტრუმენტის ხმაში შეიძლებოდა დანახვა ხორ-
ციელი სურვილისა, რომელიც იღვიძებს ღამის დადგომისთანა-
ვე. ნეის არ უნდა შეეხოს ევროპული საკრავების - a la franga -
ფლეიტების, საყვირების და სხვათა ბგერები და, მით უმეტეს,
მუქი ზურმუხტ-მწვანე ან სისხლისფერი ტემბრი, რომელიც

438
მკითხველთა ლიგა

საუკუნეების განმავლობაში გამოხატავდა უხეშ, არასულიერ


განწყობას. გრძნობდნენ რა გარდაქმნის, სხვა ბუნების თუ ხა-
სიათის გამოვლენის აუცილებლობას, ასეთი ინსტრუმენტები
ხშირად თავს ანებებდნენ თვითონ ამ მისწრაფებას, სურვილს,
რომელიც უნდა ყოფილიყო თავად კეთილი გენია, ხელოვნე-
ბის ჭეშმარიტი დანიშნულებისა. ნეი წარმოშობს და გამოხატავს
ისეთ ჰანგებს, რომ ის მთლიანად იკავებს ადგილს იქ, სადაც
უნდა გამოიხატოს არარსებული, არამატერიალური, სწორედ
ამ არარსებულზე გამახვილებით და მუდმივად მისი ერთგული
მიდევნით.
რატომ იკავებს სწორედ სურვილი ლომის წილ ადგილს
ჩვენს სულიერ ცხოვრებაში? განა, ჩვენ ვიტანჯებით იმის გამო,
რომ მსოფლიო ოკეანე ასეთი უსაზღვროა და ჩვენ ყველანი
მისი წვეთები ვართ? განა, ვარკვევთ ყოველივე მატერიალურის
არსს? ან დავტირით მოჩვენებით და დიდი ხნის წინ გამქრალ
ასპეტებს ჩვენი არსებობისა, იმიტომ რომ ჩვენ დროის შვილები
ვართ, ან დროის მსხვერპლნი ვართ? მართლა ვეძებთ სრულ-
ყოფილებას, ესაა ჩვენთვის დამახასიათებელი? თუ უარს ვამ-
ბობთ დიაქრონიის სასტიკ წესზე?
ოსმალეთის იმპერიის დროინდელი მუსიკა ალბათ ხე-
ლოვნების ის დარგია, რომელიც ყველაზე მეტად გადმოსცემს
ადამიანის წყურვილს, მისწრაფებას იმ არანჟირების საშუალე-
ბით, რომელიც ქმნის და იქვე წყვეტს, რაც შექმნა, თან ერთი
შეხედვით, დროის მეფობას ასუსტებს, რადგან აჩვენებს რომ
აწმყო არაფერია და აქ ყველაზე მჭევრმეტყველი გახლავთ ნე-
ის ჰანგი.
ალბათ ისმაილ დედე ეფენდიმ ასეთი სევდა იგრძნო სულ-
ში და თავისი ცერემონიალი დაიწყო სტროფებით სურვილისა
და მონატრების შესახებ მევნევიდან. ეს იყო ოთხტაქტიანი ჰან-

439
მკითხველთა ლიგა

გი თალეა. აქ ტრადიციული მუსიკა, როგორიცაა ფეშრევი არა


მხოლოდ ამართლებს თავის თავს, ის გარდაქმნის ადამიანს
ისეთ ჭურჭლად, რომლის სხეული და სული მიიღებს, აღიქვამს
სხვადასხვა, ყველანაირი სიდიდის სიკვდილს, სიკვდილს ამ
სამყაროს მიღმა, თუმცა ისიც სავსეა მისი გამოძახილებებით,
რემინესცენციით. ეს არ იყო არც ბიუიუქდერეს მთვარით განა-
თებული ღამე, გამჭვირვალე თასებით საფირონის ვარდებით
და ასე შემდეგ. სევდა წარმოიქმნებოდა ათასობით სიკვდილის
იქით, მიღმა და მიმართული იყო პირდაპირ სულიერ საგნებზე.
ამიტომ ამ სევდას არ ჰქონდა ფორმა. მას ეჩვენებოდა, რომ
ნურანი გამოიყურებოდა ისე, თითქოს განუწყვეტლივ ხელახლა
წარმოიქმნებოდა, მუდმივად ახალ ადგილას, ახალ რეალობა-
ში. მის წარმოშობას თან სდევდა ცეცხლოვანი ცეკვის ჰანგი,
შემდეგ იგი ეშვებოდა, დუნდებოდა, იძირებოდა ოქროსფერ
ღრუბლებში და ჩაძინებამდე მიდიოდა. აქ მაქამა მთავრდებო-
და. შემდეგ ჰანგი და მასთან ერთად ნურანი, კვლავ გამოსრი-
ალდებოდა საფარველიდან, თითქოს მარჯანი იყო, შუქის ყვი-
თელი არტერია მოღრუბლულ საღამოს; კვლავ ჩნდებოდა ახ-
ლა სხვა ადგილზე, იზრდებოდა, ფარავდა ყველაფერს, ნაწევ-
რდებოდა, იცინოდა, ცეკვავდა. ნურანი თავის დროდადრო მო-
დუნებითა და კვლავ ცეცხლოვანი გაღვიძებით, თითქოს
გაორებული სული იყო, ეძებდა საკუთარ თავს, თავის მეორე
ნახევარს, ან იქნებ საკუთარ ერთიანობას, სისრულეს, ამ სუფთა
არსს.
ნეის ამ ჰანგის მოოქრულ წიაღში თევფიქის ხმა თითქოს
აქეთ-იქით აწყდებოდა და ძვირფასი ქვებივით აბნევდა რაღაც
სიტყვებს, მაგრამ ამავე დროს თითოეული მათგანის ელვარე-
ბის წარმოჩენას ცდილობდა; სპარსულ სიტყვას „ძვირფასო“ იგი
წარმოთქვამდა: „ძვირფასო, საყვარელო ჩემო შეყვარებულო“,

440
მკითხველთა ლიგა

ისეთი ხმით, თითქოს ზღვის ზედაპირი კამკამებდა, თითქოს გა-


სული წლის ვერცხლისა და მარჯნის ჩარჩოში ჩასმულ სარკეში
აირეკლებოდა და ჩანდა ნურანი, თუმც თვითონ ბოლომდე მკა-
ფიოდ ვერ აღიქვამდა ამ მსგავსებას; იგი ძლიერი ქარის
ქროლვისგან უმოწყალოდ ეხეთქებოდა აქეთ-იქით, მას კი
თვალმოუშორებლივ შესცქეროდა მუმთაზის მწუხარე სახე, სა-
მუდამოდ გამოხურული კარის იქიდან, დროდადრო ისმოდა
ფატმას ტირილი და ძახილი „დედა“. ამ არაჩვეულებრივ მუსი-
კაში ყველაფერი გამოისახა ჩრდილების სტატიურ, ღრმა ტრა-
გედიად.
მეორე სართულის დარბაზი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ,
ანძებიან ხომალდს დაემსგავსა, რომელიც დაკარგული სიყვა-
რულის ძიებაში აქეთ-იქით ეხეთქებოდა ნაცნობ ნაპირებს შო-
რის. მუმთაზი მზეს და არემარეს შეცქეროდა. ისე იყო გონება-
დაფანტული, როგორც არასდროს. ეშინოდა ნურანის სამუდა-
მოდ დაკარგვის, რომელიც იქვე, ორი ნაბიჯის მოშორებით იჯ-
და. ფლეიტის ხმით წარმოშობილი გრიგალი მათ სამუდამოდ
აქეთ-იქით გადასროლას უპირებდა. ფლეიტა განაგრძობდა
თავის ჰანგებს. თითქოს იბრძოდა ოცნებების ახდენისთვის, მაგ-
რამ ეს ბრძოლა ორსახოვანი იყო: სული ვერ ახერხებდა გაღ-
წევას დამღლელი რეალობიდან და ეს არ იყო სიყვარულის
ნაკლებობა, ეს იყო ფარფატი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ნა-
კადს შორის.
მუმთაზს თითქოს უნდა აერჩია ორ ხმატკბილობას შორის
დუელში - თევფიქის ხმასა და ემინ დედეს ნეის ხმას შორის.
ფერაჰფეზა, რომელსაც თევფიქი ტრადიციული რიტუალური
ტექნიკით ასრულებდა, მკვეთრად განსხვავდებოდა, ვიდრე იმა-
ვე კომპოზიტორის სხვა მელოდიები, რომლებიც მუმთაზისთვის
ტანჯვის ან სიყვარულის წყარო იყო ხოლმე. შესაძლოა სპარ-

441
მკითხველთა ლიგა

სულმა ლირიკამ, ან თვითონ ტრადიციამ, შეცვალა თევფიქის


ხმა, რომელსაც ის კარგად იცნობდა, რომელიც მუმთაზს აღუძ-
რავდა შედარებას სელჯუკების მეჩეთების ფირუზისფერ კრამი-
ტებთან და დროისგან გაცრეცილ ხის სადგამებთან ყურანის და-
სადებად. ნეის ტემბრი და სტილი არ ადასტურებდა, რომ ესა
თუ ის ჰანგი არ იყო ძველი თუ ახალი, არამედ ის მისდევდა
ეგრეთწოდებულ ზამანებს ერთმანეთის მიყოლებით, ანუ გამო-
ხატავდა უდროობას, დროს, რომელსაც არ ჰქონდა დრო. ამის
შემდეგ კი ქუდუმის ხმას მოჰქონდა სიმღერაში გამოხატული ძა-
ხილი უძველესი რელიგიებისა, მისი პერკუსია, როგორც ბიძგი,
რომელსაც წვლილი შეჰქონდა ციურ სამყაროში მოგზაურობის
მიწიერით ჩანაცვლების მოწესრიგებაში.
პირველი საცერემონიო სელამი დასრულდა მელოდიით,
რომელსაც არ გააჩნდა გადაწყვეტა, თითქოს დაჭრილი ფრინ-
ველის ფრთა აფარფარტდა. ნურანი მუმთაზის თვალებს ეძებ-
და მზერით; ერთმანეთს უცხოებივით უყურებდნენ. მუსიკამ ორი-
ვე მოჩვენებად აქცია, როგორც სიზმარში. რა უხერხულია! -
გაიფიქრა მუმთაზმა.
ემინ დედემ იჰსანს გაუცინა, თითქოს იმ საიდუმლოს გა-
ზიარების აღსანიშნავად, რაც მათ ერთად გამოიარეს. შემდეგ,
თევფიქს გაუღიმა ტკბილად და ნეი ტუჩებთან მიიტანა.
თევფიქმა, როგორიც კი ნეიმ ბგერა გამოსცა, ააყოლა თა-
ვისი ხმა, რაც შეიძლებოდა რბილად, ბანის გარეშე, როგორც
გულდაგულ დახვეწილი ძვირფასი ქვა, რომელიც ისედაც ყვე-
ლას მზერას იპყრობს. მუმთაზმა თავისი მოხერხებული ადგი-
ლიდან შეამჩნია, რომ ნურანი თავის რიგს ელოდა მუსიკის
ღრმა წყალვარდნილთან, ხელში კრიალოსანი ეკავა, თითქოს
ელოდა, რომ ის უნდა შეწირულიყო. წარმოიდგინა, რომ ნურა-
ნი ამბობდა: „ცეცხლს მიეცი ჩემი თავი, ო უსასრულობავ!“

442
მკითხველთა ლიგა

გატანჯულ-გაწამებული სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც მხარგაშლი-


ლი იჯდა. იგი მაინც ასხივებდა რწმენას საკუთარ ძალაში. იგი
მზად იყო გამკლავებოდა მუდმივ ქარიშხალს, როგორც ოქროს
ხომალდის მთავარი ანძა.
მუმთაზი ფიქრებში განიხილავდა შესაძლებლობას, რომ
მსგავსი ცერემონიალის დროს, ბეიჰან სულთანა, დედოფალი,
მარტო უძლებდა ოსმალური სახელმწიფოს ხუთსაუკუნოვანი
ძლიერების ტვირთს თავისი მხრებით და აგონებდა მას ნურანს,
როგორ უცქერდა შეიჰ გალიფს სამეფო გვარის ქალბატონე-
ბისთვის გამოყოფილი შენობიდან. მევლევის სუფიები კი, თავის
ტრადიციულ სამოსში. ბზრიალებდნენ და საუკუნეების ფარდი-
დან იყურებოდნენ, ერთმანეთზე ხელწავლებულები.
მუმთაზი ხედავდა სულთანსა და კომპოზიტორს სელიმ მე-
სამეს - რომლისთვისაც მას არასდროს მოუსმენია, რომელიც
უფრო მებაღეს ჰგავდა, ამყნობდა და ამრავლებდა ვარდებს,
სრული დარწმუნებით, რომ ეს საჭირო იქნებოდა სრულიად უც-
ხო მომავლისთვის, ვარდები პრიალებდნენ წითლად და ოქ-
როსფრად, სულთანის სახე კი ხვარაზმელ წმინდანებს ჰგავდა.
ხელზე დიდი ბეჭედი ეკეთა. ამას იგი ხედავდა იმ მელოდიების
მოსმენისას, რომლებიც ამ სულთანმა შეთხზა.
რაც შეეხებოდა დედე ეფენდის, ადამიანს, რომელმაც ასე
დახვეწილად მოაწყო ეს სულის გასეირნება, ვინ იყო იგი? მე-19
საუკუნის დასაწყისში, როცა სულთანი მაჰმუდ მეორე საწოლი-
დან წამოდგა ავადმყოფობის შემდეგ, იგი მივიდა იენიქაფის
მევლევის სუფი დერვიშების საცხოვრებელში. აქ იყო მთელი
სტამბოლი: გამოჩენილი ადამიანები, უცხოელი სტუმრები და
ყველა, ვინც ცდილობდა ასეთ ადგილას მოხვედრას, რომ იქ-
ნებ, რამე შანსი მისცემოდა. ყველამ თავი მოიყარა იმისთვის,
რომ ისმაილ დედე ეფენდის შეთხზული ახალი ჰანგები მოესმი-

443
მკითხველთა ლიგა

ნათ. მუმთაზი თითქოს ხედავდა სულთან მაჰმუდ მეორეს, გა-


ფითრებულს, სასახლის დიდებულებს მდიდრულ სამოსში.
სულთანს ევროპული ლურჯი სამხედრო კოსტიუმი ეცვა ოქროს
ეპოლეტებით. ყველა იქცეოდა იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი,
არდავიწყებული, აღმოსავლური ეტიკეტის დაცვით. ისმოდა მუ-
სიკის ჰანგები, ყველას უნებურად დაავიწყდა მეამბოხეები, რომ-
ლებმაც ანატოლია დაიკავეს და საფრთხე დამოკლეს მახვი-
ლივით ეკიდა სამეფო კარის თავზე. ისინი უმნიშვნელო, პატარა
ადამიანები იყვნენ ალაჰისთვის, საკუთარი სულის გადარჩენაზე
ზრუნავდნენ, თან საკუთარ სიცოცხლეზეც ზრუნავდნენ და უფ-
რთხილდებოდნენ. „სანამ ასეთი ხელოვნების ნიმუშები იქმნება,
ჩვენ ჯერ ისევ აღმავლობის გზაზე ვართ!“
მესამე სელამმა მუმთაზს სულ სხვა ჰორიზონტები გა-
დაუშალა. ამჯერად, მუსიკოსები იურუქის შესრულებას შეუდ-
გნენ. აქ აუცილებელი იყო თავიდან აღებული ტემპის გაზრდა,
ამქვეყნიური რეალობისგან თავის დაღწევა. მაგრამ ეს არ ჩან-
და. მუსლიმანთა ლიტურგიას არ აქვს სიმბოლოები; და მეტიც,
ლოცვა და თაყვანისცემა არსებობდა მხოლოდ ერთად თავ-
მოყრის, გაერთიანების გზით. ეს იყო მთავარი სუფისტური სუ-
ლიერი ტრადიციებისთვისაც. ნაბიჯებით ბრუნვა, ტემპის აჩქა-
რება, ტრადიციული სამოსი ქმნიდა ერთი შეხედვით შეუმჩნე-
ველ ტალღების ეფექტს. მაგრამ რა იყო უცნაური: როდესაც
მევლევის ცერემონია მიაღწევდა ტრანსის მდგომარეობას, ის
თავისუფლდებოდა მელანქოლიისგან, სერიოზული, დიდებუ-
ლი არისტოკრატიული გამოსახვითი საშუალებისგან და გადა-
დიოდა ხალხურ, მდორე მოდულაციებზე. რიტმი გადაიქცეოდა
უცნობ პასტორალად, სახალხო ზეიმად. მელოდიის ხალხურ
მიხრა-მოხრაში მუმთაზმა მაშინვე დაინახა ის უსაზღვრო

444
მკითხველთა ლიგა

მხიარულება, რაც ხალისს მატებდა ანატოლიელ გლეხებს და


ძალას შთაბერავდა მათ ამდენი ტანჯვის ასატანად.
სადღაც ოდნავ შესამჩნევი გაყოფა, ბზარი გაჩნდა. სად-
ღაც თავი ამოყო მომწვანო-მოცისფრი ყლორტმა, როგორც
დილის საოცრებამ. სულის სამყოფელი ვარდების ურიცხვი
კოკრების სიმძიმით ჩამოიშალა. მუქი წითელი, გასაოცარი ვარ-
დები ყვაოდნენ... ნურანს უნდოდა ზევით, აჭრილიყო, გაერღვია
ჭერი და ცაში გაეფართქალა თავისი საკუთარი გაქანებით, სა-
კუთარი ძალით. ის ხომ მთელ სამყაროს თვითონ წარმოადგენ-
და, სამყარო იყო თვით მის არსებაში. აჭრილიყო, უეჭველად
აჭრილიყო ზევით და გაუჩინარებულიყო. რატომ გაახსენა ამ
მოქნილმა, სწრაფმა მელოდიამ მისი ბავშვობის დროინდელი
ბაირამის დღესასწაულები? რატომ ამოხეთქა მასში თავისუფა-
ლი და უდარდელი დროების მონატრებამ? ასეთი სურვილითა
და მონატრებით უახლოვდებიან ღმერთს? თუ თვით ცხოვრე-
ბას? მან ეს არ იცოდა. ზუსტად როგორც ძველი სადღესას-
წაულო დღეების განმავლობაში, როგორც მაშინ გრძნობდა
თავს ისე, თითქოს ვიღაცამ რაღაც წაართვა, იგი ამ მხიარულე-
ბას ჩამოაშორა, ახლაც ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი
გადაიტანა, ნელ-ნელა თვითონვე ემზადებოდა ყველაფრის მი-
სატოვებლად და თვითონვე სურდა, რომ ზევით აჭრის, გათავი-
სუფლების სურვილისგან გათავისუფლებულიყო. იგი თავს უც-
ნაურად, ყველასგან იზოლირებულად გრძნობდა.
ნეი კი თავის საქმეს გულმოდგინედ განაგრძობდა. იგი გა-
დაიქცა ორი ერთმნეთის გამომრიცხავი, შემოქმედი და დამან-
გრეველი ბუნების, მესაიდუმლედ. ყველა არსება, რაც შექმნი-
ლიყო, გადიოდა უსასრულო, უფორმო გადაქცევის, შეცვლის
პროცესს ამ ინსტრუმენტის სუნთქვაში. ნურანი მოწმე იყო, მან
თავის თავზე გამოსცადა ეს ფენომენი. აი, ოკეანის ვარდი, აგერ

445
მკითხველთა ლიგა

ტყე დამწვარი და დანაცრებული, ვარსკვლავები როგორც კოც-


ნა, და აი, მუმთაზის ხელები, როგორც თაფლის წვეთები, ჩამო-
დის მისი მუხლებიდან...
მუმთაზი შეკრთა, უკვე მეოთხე სელამი დაწყებულიყო. შე-
იჰ გალიფიც ემზადებოდა, სამოსის კალთებზე ხელი ჩაევლო
და უნდოდა ამ ცერემონიაში მონაწილეობა მიეღო. ისიც
დროებით უნდა დამწვარიყო, დანაცრებულიყო თავრიზის ვე-
ლების მზის ქვეშ, დამწვარიყო სიყვარულისთვის საკუთარ უსას-
რულო ბრძოლაში. უკანასკნელ ნოტებზე ნურანს ისეთი გამო-
მეტყველება ჰქონდა, თითქოს სურდა მუმთაზისთვის ხელი ჩა-
ევლო და ეთქვა: „მოდი, ორივე ერთად დავიღუპოთ!“
ემინის ნეი უკრავდა ორ იურუქ ჰარმონიას, რომლებიც ას-
რულებდა მთელ ცერემონიალს, შემდეგ გადაინაცვლებდა მოკ-
ლე, მაგრამ ფერადოვან განვითარებაზე, თაქსიმზე, რომელიც
გაივლიდა მელოდიის განვითარებების ზოდიაქოს, შორიდან
გაეხმიანებოდა ორი იურუქისგან შემდგარ ფერაჰფეზას, სანამ
გადავიდოდა პრელუდიის მთავარ მელოდიაზე და საბოლოოდ
გაჩუმდებოოდა - მელოდია, რომელიც გარდაქმნიდა ყველა-
ფერს თავის წიაღში, როგორც სურვილის ცეცხლში.
თევფიქმა ქუდუმი ხელიდან გააგდო და შუბლი მოიწმინდა.
ძალა გამოცლილი ჰქონდა, თითქოს უზარმაზარ კოლოსს ეჭი-
დავა, დროის ბოროტ სულს. ემინმა თევფიქს გასძახა:
- შენ კიდევ დიდხანს არ დაბერდები! შენს მომავალს ასაკი
არ აქვს.
ერთმანეთს სიყვარულით შეცქეროდნენ, იმ მეგობრული
სიყვარულით, რომელიც უცხო იყო ახალი თაობისთვის.
- თითოეული თქვენგანი სასწაულია ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით! - წარმოთქვა იჰსანმა.

446
მკითხველთა ლიგა

სუათი ჯერ კიდევ პირველი სელამის დროს მივიდა. თუმცა,


კარებში ძალიან მხიარული სახით შემოვიდა, როდესაც მუსიკა
გაიგონა და სხვების სერიოზული განწყობა აღიქვა, თვითონაც
იჰსანის გვერდით ჩუმად ჩამოჯდა. სახეზე მოწყენილობა ეტყო-
ბოდა. თავშეყრილ ადამიანებს შორის მუმთაზს და ნურანს ეძებ-
და და შემხვედრ თვალებს მზერით ესალმებოდა. მუმთაზმა,
რომელიც მუსიკის მიერ მოგვრილი გაოგნებიდან ჩვეულებრივ
მდგომარეობას დაუბრუნდა, შეამჩნია, რომ სუათი თითქმის მე-
გობრულად უცინოდა მას, თუმცა ეს დაცინვას უფრო ჰგავდა,
შემდეგ კი მან მზერა, რომელიც ამჯერად მორიდებით და თავ-
განწირულობით იყო სავსე, ნურანზე გადაიტანა. ამის შემდეგ
შეწყვიტა აქეთ-იქით ცქერა და ყურადღება მუსიკას მიაპყრო.
ისეთი ინტერესით უსმენდა, რომ მუმთაზმა უნებურად გაიფიქრა,
რა დასანანია, რომ საწყის ფერაჰფეზას ვერ მოუსმინაო. მეორე
სელამის შუგულში სუათს ყურადღების მეტი კონცენტრირება შე-
ეტყო. მან იდაყვი მუხლს დაადო და თავი მარჯვენა ხელს ჩა-
მოაყრდნო; ასე უსმენდა სულგანაბული. მაგრამ მალე, თითქოს
ვერ შეძლო დაეფიქსირებინა ის, რაც აინტერესებდა, თითქოს
მუსიკა მხოლოდ ცარიელ თასს სთავაზობდა, თითქოს
ფლეიტისა და თევფიქის ხმები ერთად მხოლოდ მოჩვენებით
შუქს ასხივებდა, ფუჭ იმედს უქმნიდა, მან თავი ურჩად წამოწია.
მუმთაზმა შეამჩნია ფეთქებადი, მოუსვენარი წუხილისა და ამ-
ბოხის ერთდროული ციმციმი მის თვალებში. მან სუათის შეყვა-
რებული მზერაც დაიჭირა და არა მხოლოდ გული შეეკუმშა ეჭ-
ვიანობისგან, როგორც ეს ცოტა ხნით ადრე იგრძნო, როცა
სუათი ნურანს მიესალმა, ცოტა არ იყოს, დაშინდა. მოგვიანე-
ბით, როცა ამ საღამოს დეტალების გახსენებას ცდილობდა, იგი

447
მკითხველთა ლიგა

მიხვდა, რომ სუათის გამომეტყველება უცაბედად შეიცვალა,


როგორც ტყე ქარიშხლის დროს. მუმთაზმა წარმოიდგინა, რო-
გორ გაანათა ეს შეცვლილი, გააპირქუშებული ტყე ამბოხების
ელვამ და იმავე დროს შიშმა. ეს ყველაფერი ჩანდა სუათის მზე-
რაში. იგი უკვე დარწმუნდა, რომ სუათის დამცინავ გამომეტყვე-
ლებაში ეს ემოცია იმალებოდა.
მუმთაზი დააბნია სუათის გამოჩენამ მათთან, მაგრამ ეჭ-
ვიანობას აღარ გრძნობდა. თუმცა, გონება მაინც განსაკუთრე-
ბულად შეპყრობილი ჰქონდა ფიქრებით. სუათის სიყვარულმა
ნურანისადმი და იმ ფაქტმა, რომ ის და სუათი მეგობრობდნენ,
სუათი მისი ცხოვრების ზედმეტ და მოსაცილებელ ნაწილად გა-
დააქცია და სხვა დონეზე გადაიყვანა. სუათს დიდი ხანი იყო იც-
ნობდა. მისი სარკაზმი ყოველთვის აფორიაქებდა და ნერვებს
უშლიდა, მაგრამ მისი გაბედულება და ენამოსწრებულობა ძა-
ლიან მოსწონდა. მას შემდეგ, რაც ნურანმა სუათის წერილი აჩ-
ვენა, მუმთაზს დღე-ღამეში ალბათ ზედიზედ სამი საათიც არ
გაუტარებია სუათზე ფიქრის გარეშე. იმ დღიდან გაუცნობიერებ-
ლად გრძნობდა რაღაცას, შეიძლება ითქვას, დევნის მაგვარს,
რასაც ალბათ ყველა მსხვერპლი გრძნობს - ალბათ ასეთი შიშს
და აფორიაქებას გრძნობს ბეღურა ქორის დანახვაზე. ეს არ
იყო არაბუნებრივი. ისინი ერთმანეთს ნურანისადმი სიყვარულ-
ში დაუპირისპირდნენ. ამ სიყვარულში რა სტატუსი ექნებოდა
თითოეულ მათგანს, ეს არ იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის მა-
ინც არსებობდა ფარული გრძნობა ერთმანეთის მიუღებლობის
და აუტანლობისა, ასევე დადანაშაულებისა. იმ საღამოს, ყვე-
ლაფრის მიუხედავად, მუმთაზს დაებადა კითხვები: რატომ აქვს
ასეთი აღშფოთებული გამომეტყველება? რას გრძნობს? ნეტავ,
რა აწუხებს? იქნებ, მუსიკაში იგრძნო რამე, რამაც ამბოხი და
აღშფოთება გამოიწვია. ამ ფიქრებით მუმთაზმა ისევ ესროლა

448
მკითხველთა ლიგა

მზერა სუათს. ამასობაში სუათს ისევ მშვიდი და თავაზიანი გა-


მომეტყველება მიეღო, გულგრილი სახე ჰქონდა, რამაც მუმთა-
ზი კიდევ უფრო გააკვირვა. და კინაღამ ნაწარმოების ფინალი
გამორჩა.
სანამ მუმთაზი ამ ფიქრებში იყო ჩაძირული, ემინის თაქსი-
მის იმპროვიზაცია პირველი სელამიდან დაუბრუნდა ფერაჰფე-
ზას, რომელიც კომპოზიტორმა მსმენელს უკვე მეშვიდეჯერ წა-
რუდგინა და თითოეული სრულდებოდა სხვადასხვა ვარიაციით,
როგორც ისტორია, რომელიც ახლა მათ ეკუთვნოდა - პირველ
შემთხვევაში როგორც მხოლოდ რაღაც ამაღლებული და
მოულოდნელი, როგორც საკუთარი თავის აღმოჩენა, შემდეგ
როგორც სათხოვარი რამ, რომელიც ხელს უწყობდა სიცოც-
ხლის შენარჩუნებას და შემდეგ უკვე, როგორც პიროვნული თა-
ვისებურებები და ბობოქარი გრძნობები. მუმთაზი ერთ რამეს
მიხვდა: ფერაჰფეზას სუიტა, რომელიც შემოვიდა ამ მუსიკაში
ნეიზენის - ნეი ფლეიტაზე შემსრულებლის - მიერ, როგორც
უცილობელი დასკვნა, როგორც საბოლოო სადგური, სადაც
ადამიანის არსებობა თავის ნამდვილ სახეს ავლენდა, ეხმარე-
ბოდა თავისი რაობის წარდგენაში, რომლის ერთი საზღვარი
გავლებული იყო ბუნდოვან უსასრულო წარსულში; მუმთაზი
მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ბევრჯერ გამეორდა ამ მუსიკასთან
ერთად და რომ იგივე განიცადეს სხვებმაც, მაგრამ რადგან იგი
აკვირდებოდა სუათს და გრძნობდა მის ამბოხს, ეს მუსიკალური
ცერემონიალი წარმართავდა მის ვნებებს, დაკავშირებულს ღა-
მის იდუმალებასთან, რომელიც განათებული იყო კაშკაშა ვარ-
სკვლავთცვენით და ნისლეულის მკაფიო გრიგალებით.
მუმთაზი ფიქრებმა წაიღო თურქული მუსიკის, საშემსრუ-
ლებლო ხელოვნების და ისტორიის შესახებ; ის აკვირდებოდა
გარემომცველ ვითარებას, თავის შინაგან განწყობას და ყველა

449
მკითხველთა ლიგა

ფიქრს, განსჯას, წარმოდგენას ისტორიულ წარსულზე - აკავში-


რებდა ნურანთან, მის გარეგნობასთან, გამომეტყველებასთან,
რომელსაც კარგად ხედავდა და ამიტომ წარსულში აღრეული
იყო მისი საკუთარი განცდები, დაკავშირებული ქანლიქას განა-
თების ციმციმთან, ქანდილის მთასთან და ბოსფორის წყლებზე
შუქის არაჩვეულებრივ თამაშთან. ეს ყოველივე მხოლოდ არაჩ-
ვეულებრივი ჟღერადობის მუსიკასთან რომ ყოფილიყო დაკავ-
შირებული, შეგრძნებები ეფემერულად ცოტა ხანს იარსებებ-
დნენ და მალე გაქრებოდნენ, მაგრამ ასე არ იყო. განწირულო-
ბამ, რომელიც მუმთაზმა სუათის სახეზე ამოიკითხა, გააძლიერა
ეს კომპლექსი - მან მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ის ამბო-
ხება, მედიდურობა და მრისხანება, რაც სუათს სახეზე ეხატებო-
და, მხოლოდ სასოწარკვეთა, განწირულობის გრძნობა იყო და
სხვა არაფერი. და მუსიკის ჰანგებთან ერთად ეს სასოწარკვეთა
მისგან მუმთაზს გადაეცა. ნაცვლად იმისა, რომ ღრმა შეგრძნე-
ბები თანდათან გაფანტულიყო, როგორც ეს ყველა მსმენელმა
იგრძნო ფლეიტაზე შესრულების დამთავრების შემდეგ, ისინი
მუმთაზში კიდევ უფრო ღრმად შევიდა და დამკვიდრდა და გან-
საკუთრებით ძლიერდებოდა, როდესაც იგი ნურანს უყურებდა.-
მას შემდეგ, რაც მთავარი პარტიების შესრულება დამთავრდა
და თევფიქი და ემინ დედე შეუდგნენ სხვადასხვა კომპოზიციას
როგორც იმავე მაქამასთან „თამაშს“, მუმთაზი უსმენდა მათ და
იგივე სასოწარკვეთა ცოცხლად რჩებოდა მასში, არაფრით არ
ტოვებდა მას. მეტიც, როცა იგი შეეცადა ნურანის ხმა დაეჭირა,
რომელიც ბიძის სიმღერას აჰყვა, იგრძნო, რომ რაღაც გა-
დაეღობა და ხელს უშლიდა გაგონებაში. მას ესმოდა ხოლმე ეს
ხმა დიდ მანძილებზე და ნისლით დაბურულ განთიადისას, ახ-
ლა კი ისე შორს ეჩვენებოდა, თითქოს ნურანი მას საშველად
უხმობდა, მუმთაზს კი მასთან მიღწევა არ შეეძლო.

450
მკითხველთა ლიგა

რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს აბსურდი იყო. ისიც ესმოდა,


რომ ბავშვობის ტრაგიკული მოვლენების შედეგად მას ჩაენერ-
გა მიდრეკილება ძირითადად უარყოფითზე ეფიქრა, აფო-
რიაქებული ყოფილიყო მუდმივად ცუდის მოლოდინში, ყველა-
ფერი რაზეც ოცნებოდა, რასაც ელოლიავებოდა, აღექვა მიუწ-
ვდომლად, შეუძლებლად; ისე, როგორც მის დაბინდულ, შეში-
ნებულ ბავშვურ ტვინში მაშინ გაერთიანდა სიკვდილი და სიყვა-
რული - როცა მამის სასწრაფოდ დასაფლავების შემდეგ ის და
დედამისი გაჰყვნენ ლტოლვილთა ქარავანს და ის უცნაური ღა-
მე, უცნობ ახალგაზრდა ქალის სხეულთან მიტმასნილად გატა-
რებული - ეს აგონია გაჰყვა მას მთელი სიცოცხლე. მუმთაზს
საერთოდ ჰქონდა მიდრეკილება ყველაფრის გაზვიადებისკენ.
სიყვარული ყმაწვილკაცობაში ძირითადად პოეზიიდან იცოდა,
სანამ ნურანს შეხვდებოდა.
პოეზიის სიყვარული და მის გულსა და ტვინში მიმდინარე
პროცესები თითქოს ერთმანეთში აითქვიფა, როცა ნურანი გა-
იცნო და მაშინვე გააღმერთა. იგი შემოვიდა მის ცხოვრებაში,
როცა თვითონ ერთი სიყვარული და ქორწინება უკვე გამოცდი-
ლი ჰქონდა. მათ სიყვარულს ხელი შეუწყო „მაჰურას ჰანგის“
გაღმერთებამ და დომინანტურ მუსიკად აღიარებამ ორივეს მი-
ერ. დაუცველობას, რომელსაც ნურანი ცხოვრების სოციალური
და ემოციური ხასიათის პრობლემების მიმართ ავლენდა, შედე-
გად მოჰქონდა მისი დანებება და სტატუს ქვო-სკენ დაბრუნება,
აგრეთვე დაკმაყოფილება მხოლოდ იმით, რაც იმ ერთ კონ-
კრეტულ დღეს მოჰქონდა მისთვის. ერთი სიტყვით, ეს იყო სრუ-
ლი გადასვლა თვითკმაყოფილებაზე, თავისი პრინციპების
დათმობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მასში თანდაყოლილ
ნახევრად ქალღმერთის თვისებებს. მუმთაზისთვის ეს ტენდენ-
ციაც ნაცნობი იყო. ისიც ცდილობდა თავისი შინაგანი სამყაროს

451
მკითხველთა ლიგა

მოწესრიგებას. იგი მუდამ ეძებდა ძლიერ კატალიზატორს, რო-


მელიც მასში ჩაბუდებულ გრძნობებს, აზრებს და სიტყვებს
რეალურ ცხოვრებად გადააქცევდა. მაგრამ რეალობამ გარე-
დან შეცვალა თამაშის წესები. მან ვერ შეასრულა ჩანაფიქრი.
დროდადრო თავის თავს ეკითხებოდა: ნეტავ, ზედმეტი ხომ არ
მოვინდომე? გაღიზიანება საკუთარი თავით, ეჭვი თავისი ემო-
ციების მიმართ, საკუთარი თავის დაჟინებული ჩხრეკა წუთითაც
არ ამცირებდა მის სიყვარულს ნურანისადმი და არც მის ტან-
ჯვას ამ სიყვარულის გამო.
ახლა მსგავსი განწყობით ელაპარაკებოდა თავის თავს.
სულელი ვარ... მუდმივად საკუთარ თავს ვადანაშაულებ... ყო-
ველ წუთს, როცა მზერას ნურანზე შეაჩერებდა, გრძნობდა, რომ
მას ისეთს ვეღარ ხედავდა, როგორსაც ადრე, ახლა ეს უფრო
ხსოვნაში მედიტირება იყო, ეს შეგრძნება არ სცილდებოდა. მას
უნდა ჰყვარებოდა ეს ქალი თავის თავში, თავის შიგნით, ქალი,
რომელიც იცინოდა ხვევნის დროს, უნდა აღექვა, რომ იგი იყო
განშორება, არყოფნა და სხვა არაფერი.
რატომ იყო სუათი ასეთი სასოწარკვეთილი? რას ფიქ-
რობდა? მართლა დედეს შესრულებას უსმენდა მხოლოდ იმ
მიზნით, რომ გაეგო, დაეჯერებინა და აღმოეჩინა? თუ თავისე-
ბურად თავიდანვე უარყოფა იყო მისი განწყობა? რატომ იყო
ასე გამოფიტული? ასეთი ფიქრები აწუხებდა და თანდათან,
სრულიად მოულოდნელად საშინელი გულისრევა იგრძნო.
თვითონ როგორ აღიქვამდა ამ ეგრეთ წოდებულ ღვთიურ ცე-
რემონიას? ზედიზედ იხსენებდა, როგორ წაიღო იგო ფერაჰფე-
ზამ სხვადასხვა ადდილას. საოცარი იყო, რომ მთლიანად შეს-
რულების დროს მეტად აღარ დაუფლებია მისტიკური ხილვები.
დარჩენ დროს რაც ასოციაციები დაეუფლა, ან ნურანთან იყო
დაკავშირებული, ან ნაშრომთან, რომელსაც წერდა. ეს დედე

452
მკითხველთა ლიგა

ეფენდის ბრალი იყო თუ თვითონ მუმთაზის ბუნების თავისებუ-


რებისა? თვითონაც უკვირდა, უცბად ასე რატომ გაღარიბდა სუ-
ლიერად? იქნებ, რაღაცამ გავლენა იქონია მის აღფრთოვანე-
ბაზე a la turca მუსიკით? ნამდვილად კარგად ესმოდა და სათა-
ნადოდ ჰქონდა ეს მუსიკა შეფასებული, როგორც მისი ცხოვრე-
ბის სხვა მხარეები, როგორც ნურანისადმი სიყვარული, რომ-
ლითაც ასე იყო შეპყრობილი, თუ უბრალოდ როგორც დასას-
რულთან მიახლოების საშუალებას აღიქვამდა? იქნებ, ამ მუსი-
კას მხოლოდ გონებით, ტვინით აღიქვამდა და თავის წარმო-
სახვას უბრალოდ თვითონვე ძალას ატანდა? იქნებ, კიდევ ერ-
თხელ შეეხო ამ საკითხს, იმ იმედით, თუმცა იცოდა, რომ ეს არ
იყო იმედი, რომ იგი აუცილებლად, თითქოს წინასწარ იყო გა-
დაწყვეტილი, მივიდოდა საკუთარ თავში ჩამალული უკიდურე-
სად ქვემო ზღურბლის აღმოჩენამდე? როცა სხვა კომპოზიტო-
რებს უსმენდა, მაგალითად ბეთჰოვებს, ბახს, იმავეს გრძნობ-
და? ოლდოს ჰაქსლის უწერია: „ღმერთი არსებობს და ეს აშკა-
რაა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ვიოლინოს ხმა ისმის...“
მწერალი, რომელიც მუმთაზს ძალიან მოსწონდა, გულისხმობ-
და „კვარტეტს ლა მინორში“. მუმთაზს ეს ნაწარმოები დიდი
ხნით ადრე ჰქონდა მოსმენილი, ვიდრე წიგნს წაიკითხავდა. ეჰ,
სამწუხაროდ, საკუთარ ფიქრებშიც ძალაუფლება მის ხელთ არ
იყო.
უცბად შეკრთა. ემინ დედეს ჰანგის შესრულების დროს გა-
ისმა ნურანის ხმა, რომელიც სპარსულ ენაზე მღეროდა:
სადაც შენი საცხოვრებელია, ძვირფასო,
ჩვენი სამოთხეც მუდამ იქ არის.
რატომ მოესმა ნურანის ხმა ასე შორიდან? ნუთუ, ამ ნერ-
ვული დაძაბულობის გამო ისინი განცალკევდნენ? სასოწარკვე-
თის სარკეში მის ანარეკლს ხომ არ ხედავდა? მუმთაზმა სუათს

453
მკითხველთა ლიგა

შეხედა, თითქოს მისგან ელოდა პასუხს, მაგრამ სუათის სახე


სრულებით უმეტყველო იყო.
იქნებ იმ მიზნით, რომ რამე მოემოქმედა, თუმც თვითონაც
არ იცოდა რატომ, მუმთაზი ფეხზე წამოდგა და პირსაბანისკენ
სახეზე წყლის შესასხმელად გაემართა. როცა დაბრუნდა, ემინ
დედე ახლა უკვე სხვა, თავისი ასევე ცნობილი თაქსიმის შესრუ-
ლებაზე გადასულიყო, როგორც ყოველთვის, ფერაჰფეზას
ერთ-ერთი მაქამის დროს. მუსიკა არ არის სიყვარულის გადმო-
ცემისთვის შესაფერისი საშუალება - გაიფიქრა მუმთაზმა. მისი
აზრით, მუსიკა გადიოდა დროის ჩარჩოებს გარეთ - ზამანიმ ნი-
ზამი - დრო დროის გარეშე. მუსიკაში გადმოცემული სიყვარუ-
ლი და ტკბობა რჩებოდა იმ აწმყოში, რომელშიც დაიწერა,
რადგან კმაყოფილება არსებობს მხოლოდ ახლა, აწმყოში. თუ-
კი არ ვიღებ კმაყოფილებას, რატომ უნდა ვგრძნობდე სიყვა-
რულს? მაგრამ, განა, ვინმე არის კმაყოფილი? ფლეიტა
ტყუილად ხომ არ ტიროდა. ჰო, ამ მუსიკამ ყველა სადღაც კოს-
მოსში გადაიყვანა და, განა, ამ მოგზაურობამ არ აგრძნობინა
მათ ადამიანური ზეიმისა და მხიარულების ამაოება? სუათი აქ
იმისთვის მოვიდა, რომ სულიერად გამხნევებულიყო? რა თქმა
უნდა, არა. ახლა ერთ-ერთ თავის „ტურფასთან“ რომ იმყოფე-
ბოდეს, გაცილებით უფრო მხიარული და ბედნიერი იქნებოდა.
აქ დიახაც იმისთვის მოვიდა, რომ მუმთაზი გაეღიზიანებინა.
სუათი ფლეიტას უსმენდა მუხლზე ჩამოყრდნობილი იდაყვითა
და ხელისგულზე დასვენებული ნიკაპით. მაგრამ მთელი მისი
არსება ასხივებდა მოუთმენლობას და აღგზნებას. იგი არ უსმენ-
და მუსიკას. იგი სავსე იყო მოუთმენლობით. რაღაც მობეზრდა.
უცბად მოუნდა, ემინ დედე რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო,
რომ მას გაეგო, რა სურდა სუათს. მაგრამ ფლეიტა განაგრძობ-
და თავის მოგზაურობას სხვადასხვა სპექტრში.

454
მკითხველთა ლიგა

VI

ემინ დედემ მოკრძალებით ნებართვა ითხოვა, რომ თავი-


სი თაქსიმის დასრულების შემდეგ წასულიყო. მან ჯემილი მას-
პინძლებს დაუტოვა. მუმთაზი ხედავდა, როგორ მიუყვებოდა მი-
სი სტუმარი ქუჩის დაღმართს. სახლისკენ უხალისოდ მიბრუნდა.
სუათის ყოფნამ ისიც გააკეთა, რომ მუმთაზს მასპინძლის მოვა-
ლეობები დაავიწყა. აქამდე არასდროს უგრძვნია სახლიდან
გაქცევის სურვილი. სანამ სახლში შევიდოდა, ითვლიდა: „ერ-
თი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი“. სუათის მოსვლამ აშკარად
შეაშინა.
ოთახში შევიდა და დაინახა, რომ რაქის მაგიდა გაშლილი
იყო. მაგრამ არავინ მიჯდომოდა მაგიდას. იდგნენ და ლაპარა-
კობდნენ. მუმთაზი მათ მიუახლოვდა:
- როგორ მოგეწონა კონცერტი, სუათ?
იჰსანმა უპასუხა:
- ახლა სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით. სუათი ამბობს,
რომ მასზე კონცერტმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
სუათმა თავი ასწია.
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მომეწონა, მაგრამ რასაც
ვეძებდი, ის ვერ აღმოვაჩინე.
იჰსანი:
- შენ გინდა, მუსიკა ღმერთამდე ავიდეს, ხელ-ფეხი შეუკ-
რას და აქ ჩამოიყვანოს?
- ჰო, რატომაც არა. უკმაყოფილო არ ვარ, იმან შემაშფო-
თა, რომ ჰანგი განუწყვეტლივ ერთ წრეზე ტრიალებდა, არაფ-
რის გარშემო... ეს არის ფორმა, როგორც აკვიატებული იდეა.

455
მკითხველთა ლიგა

აი, ეს მაღიზიანებს, - შემდეგ ჭიქა ასწია და ყველას მიმართა, -


კარგი, აბა, გაგვიმარჯოს! შეიძლება ამ სასმელმა მოგვიტანოს
შვება ყველაფრის დავიწყებით. ჩვენს მასპინძლებს გაუმარჯოს!
- და ჭიქა დაცალა.
- რა გეჩქარება, სუათ? - უთხრა მაჯიდემ.
ჩაფიქრებული და დამცინავი გამომეტყველებით, რაც
კონკრეტულად ვინმეს წინააღმდეგ არ იყო მიმართული, სუათმა
უპასუხა:
- მაპატიე, მაჯიდე... იძულებული ვარ ვიჩქარო. ყველა იბა-
დება მისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტით. ჩემთვის გამო-
ყოფილი დრო მაიძულებს ვიჩქარო.
ხუმრობით და გამამხნევებლად, იჰსანმა უთხრა:
- რა გამოცანებით ლაპარაკობ, სუათ, სფინქსი ხარ ნამ-
დვილი.
სუათმა თვალი ბოთლს გაუშტერა, რომელიც მუმთაზს ეჭი-
რა და გაეცინა მის გამომეტყველებაზე, პატარა ბიჭივით რომ
იდგა, თითქოს ელოდა, როდის დაავალებდნენ რამეს.
- კიდევ ერთი ჭიქა... მატარებელი მალე გავა. იცი, რა
არის ყველაზე უარესი? როცა არ იცი მატარებლის გასვლის
ზუსტი დრო. ყოველთვის ფიქრობ - იქნებ დღეს? არა, დღეს
არა, ესე იგი ხვალ და ასე შემდეგ. ამგვარად შენი ცხოვრება
უმცირეს ნაწილებად, თითქოს ლუკმებად არის დანაწევრებუ-
ლი.
შემდეგ მუმთაზთან საუბარი განაგრძო:
- მაჯიდე და თქვენ ყველანი, ცდილობთ ბრძნულად დამა-
რიგოთ, ბრძნული სიტყვები მითხრათ, მაგრამ ვერც ერთი ვერ
ხვდებით, რომ მე ის ადამიანი ვარ, ვინც ადრე მოვიდა რკინიგ-
ზის სადგურზე და ამიტომ ჩემი ცხოვრება სადგურის კიოსკის
დახლთან უნდა გავატარო. თქვენი აზრით სხვა რის გაკეთება

456
მკითხველთა ლიგა

შემიძლია? თქვენსავით საკუთარ სახლში კი არ ვზივარ ყოველ-


დღიურ საქმეებში ჩაფლული...
ნურანი მუმთაზს უყურებდა. ბოთლიდან ყველა ჭიქა შეავ-
სო, ნურანის ჭიქის ჩათვლით, მაგრამ მან დალევისგან თავი
შეიკავა. რა უცნაური ორმხრივი კავშირები გვაქვს... ჩემი ყოფი-
ლი მეგობარი და ჩემი შეყვარებული, მისი შორეული ნათესა-
ვი... მაგრამ რა არის მართლა, რამდენს სვამს... კოლეჯი გაახ-
სენდა, სუათს მაშინ ცხენს ეძახდნენ... ცხენების უმეტესობა ამ-
დენს არ სვამს... შეიძლება საერთოდ არ სვამენ. წარბი თავისე-
ბურად ასწია და გონება მოიჩხრიკა: არა, ეგრეც არაა... სადღაც
წამიკითხავს, რომ ნამდვილი სადოღე ცხენები ლუდსაც სვამენ
და ღვინოსაც, თუმცა ამდენს ნამდვილად არა... სხვა დროს
გაეცინებოდა იმის გახსენებაზე, როგორ ადარებდნენ კოლეჯში
სუათს ცხენს, მაგრამ ახლა თავი შეიკავა. მეც სიამოვნებით დავ-
ლევდი ახლა... ამ მუსიკამ თითქოს თიხასავით ამზილა.
ღვთიური თიხასავით... ნურანს ძალიან უნდოდა ცოტაოდენი
ალკოჰოლი, მაგრამ არა, არ დალევდა.
შემდეგ სელიმის ჯერი დადგა. იგი ბავშვობის ასაკში კავ-
კასიიდან იყო გამოქცეული მონდროსის ზავის დადების წინ.
- დიდი ომის დაწყებამდე, რუსეთში, სტუდენტები დიდ სარ-
კინიგზო სადგურებში მდგარ კიოსკებში სვამდნენ ხოლმე. მამა-
ჩემი ხშირად გვიყვებოდა ერთ ამბავს. მატარებლის უფროსი
ზარით ხელში გამოჩნდებოდა და აცხადებდა ხოლმე მომდევ-
ნო გაჩერებას. „ჩვენ გავჩერდით აქა და აქ, მატარებელი აქ ოც
წუთს ჩერდება, ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ
სამი ჭიქა ბორდო ან ერთი ჭიქა არაყი. ყოველ სადგურზე სვამ-
დნენ ალკოჰოლს და მცირე საუზმეს ატანდნენ, რომელიც იმ
კონკრეტული ადგილისთვის იყო დამახიათებელი, ამგვარად,
ერთგვარი ექსკურსია გამოდიოდა. მათ, ვინც მორიგი სადგუ-

457
მკითხველთა ლიგა

რის გამოცხადებამდე, ვაგონში კიდევ სვამდა, რომელიმე სად-


გურში ჩამოსვამდნენ ხოლმე და მატარებელი გზას განაგრძობ-
და...
მან მიმოიხედა. არავინ უსმენდა. ამ მოგონებებს მეგობ-
რებმა „მამის მონატრება“ შეარქვეს. დიდი პატივისცემით არ ექ-
ცეოდნენ, მაგრამ არ სწყინდა. იგი ცდილობდა იჰსანთან ახ-
ლოს ყოფნას. ორჰანს შეეცოდა და მხრებზე ხელი მოხვია. სე-
ლიმის კიდევ ერთი საქმე იყო ორჰანის გვერდში დგომა, და-
საყრდენი ჭოკის მსგავსად. რადგან ორჰანი მასზე ორჯერ მა-
ღალი იყო. ზოგჯერ ცდილობდა ამ „მოვალეობისთვის“ თავის
არიდებას, მაგრამ ახლა ვერ შეძლო.
- ჩემი ბედი... - გაიცინა და ორჰანის სიმძიმის ქვეშ მოკუნ-
ტულმა განაგრძო იჰსანის მოსმენა.
- დარწმუნებული არ ვარ, ღირს თუ არა იმის არარსებო-
ბაზე წუხილი, რაც მონაგონია, არარეალურია. მე თუ მკითხავთ,
ჩვენ არ გვაქვს თავდაპირველი ცოდვის ცნება ისლამში, არ
გვაქვს ყურადღება ამ ცნებაზე და სამოთხიდან გამოძევებაზე
გამახვილებული, როგორც ეს ქრისტიანობაშია, რაც გავლენას
ახდენს ყველა სფეროზე როგორც თეოლოგებისთვის, ისე ათე-
ისტებისთვის. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ სულიერების
შესანარჩუნებლად და ცოდვების მოსანანიებლად მცირე დრო
გვეძლევა...
უცბად იგრძნო, რომ დაავიწყდა რატომ დაიწყო ეს მიმო-
ხილვა. ცდილობდა სწრაფად გაეგრძელებინა ლაპარაკი, რა-
თა სუათისთვის ჩარევის საშუალება არ მიეცა.
- განსხვავება, გაყოფა იწყება სწორედ უპირველესად რე-
ლიგიის და სოციალური ცხოვრების სფეროში. მიაქციეთ ყუ-
რადღება, რომ დასავლეთ ცივილიზაციაში ყველაფერი გაპი-
რობებულია გადარჩენისა და ხსნის ცნებებით. პირველი მათგა-

458
მკითხველთა ლიგა

ნი თავისთავად მოხდა იესოს დედამიწაზე მოსვლით, მისი


ჯვარცმით, ამაღლებით და ამ ჯვარცმულის ადამიანთა მიერ მი-
ღებით. მოგვიანებით, სოციოლოგიურად, კლასთა ბრძოლაში,
პირველად ქალაქის მცხოვრებლებმა, შემდეგ კი გლეხებმა
ჰპოვეს ხსნა. ამის საპირისპიროდ, ჩვენს მუსლიმანურ ტრადი-
ციებში ჩვენ ისედაც თავისუფლად ვითვლებით.
სუათმა მესამე ჭიქა გადაკრა და იჰსანს შეხედა:
- ან მიტოვებულები...
- არა, უპირველესად თავისუფლები. თავისუფლები, მიუხე-
დავად მონობის არსებობისაც კი. ისლამური იურისპრუდენცია
ეფუძნება ადამიანის თავისუფლებას.
სუათი არ თმობდა:
- არა, აღმოსავლეთი არასდროს ყოფილა თავისუფალი,
არასდროს ეგუებოდა ანარქიულ ინდივიდუალიზმს, რომელიც
იზღუდებოდა დესპოტური ჯგუფების მიერ. ჩვენ წინასწარ გან-
წყობილები ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ავი-
ცილოთ თავიდან თავისუფლება... ყველა ხელთარსებული სა-
შუალებით...
- მე არსებითად ვლაპარაკობ ძირითად საფუძვლებზე. აღ-
მოსავლეთში, კონკრეტულად, მუსლიმანურ აღმოსავლეთში,
საზოგადოება განწყობილია თავისუფლებისთვის.
- ეს სხვა საკითხია. ეს არის ჩვენი ეტიკეტი ალტრუიზმისა
და თავის განწირვისა. ავიღოთ თურქეთი. დაახლოებით ორი
ასეული წლის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობდა
თავის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაზების მი-
ხედვით. თუ ჩვენ ახლა დავკარგეთ თავისუფლების გრძნობა, ეს
იმიტომ, რომ ალყის მდგომარეობაში ვცხოვრობთ.
სუათმა მუმთაზს ჭიქა გაუწოდა.

459
მკითხველთა ლიგა

- მუმთაზ, გთხოვ, სიკეთე გამოიჩინე და ჩემი თავისუფალი


ნების აღსრულებაში დამეხმარე.
ბავშვივით მორიდებული ხმა ჰქონდა. იქნებ, დასცინოდა?
- აი, ის ერთადერთი თავისუფლება, რაც ყოვლისშემძლე
ალაჰმა მომანიჭა, მას შემდეგ, რაც ხელ-ფეხი საერთოდ შემი-
ბორკა ცხოვრებაში.
ჭიქა გამოართვა, შიგ ჩაიხედა და რაქში წყალი გაურია.
- აი, ესეც ჩემი თავისუფლება... არც ისე ხშირად ვიყენებ
მას, როგორც თქვენ გგონიათ, თუმცა, რატომ ვამბობ ამას? გა-
ნა თქვენც იმავეს არ აკეთებთ?
ნურანი:
- არავინ ღიზიანდება იმის გამო, სუათ, რომ შენ სვამ. აქ
ყველა დასასვენებლად და მოსადუნებლად შევიკრიბეთ. რა
თქმა უნდა, ყველა დალევს.
და ჭიქა ასწია. მუმთაზი მიტრიალდა, რომ თვალებში არ
ჩაეხედა ნურანისთვის. ყველა შეგროვდა სუათის გარშემო. იქ-
ნებ თავისი სურვილით, იქნებ მისი სიტყვების გამო, ან იქნებ
ზოგს იგი არც უყვარდა, მაგრამ მსხვერპლად მიაჩნდა. ნებისმი-
ერ შემთხვევაში, მუმთაზისთვის ისედაც ცუდი ვითარება უფრო
გაუარესდა. მთელი რიგი უაზრო საცოდაობისა და წვრილმანი
დარდისა… მუმთაზმა ამოიოხრა. სუათი ამაღამ სცენას მოაწ-
ყობს. შიში და მისი მეორე მხარე - თავდაცვის მექანიზმი... რო-
გორც მუსიკაშია... და როგორც დასკვნა - დიდებული, ქარიშხა-
ლივით ფინალი... თვითონვე გაოცებული დარჩა თავისი უც-
ნაური ფიქრების პასაჟით, რომელიც დასავლური მუსიკის მიერ
იყო შთაგონებული, მაშინ როცა იგი მთელ საღამოს უსმენდა
თურქულს და მისი გავლენის ქვეშ იყო. რა უცნაურია, მე ორ
სამყაროს ვეკუთვნი ერთდროულად, ეს იმას ნიშნავს, რომ
მთლინი არ ვარ. განა, ყველანი ასე არ ვართ?

460
მკითხველთა ლიგა

სუათმა ჭიქას ხელი ჩაავლო და თითქოს ნურანის გამოხ-


მაურება არც გაუგონია, განაგრძო:
- არავის შეუმჩნევია, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის
გარეშე დავიბადე. ის ან გაქვს, ან არა, ვერ შეიძენ. ეს ჩემმა
ცოლმა აღიქვა ერთად გატარებული პირველივე კვირის შემ-
დეგ, მაგრამ მაინც ჩივის და ოხრავს. ალბათ სასწაულს ელო-
დება... მოხდება ეს სასწაული? წარმოიდგინეთ, რომ გამოვ-
სწორდი და ცხოვრება შევიყვარე. წარმოიდგინეთ, რომ ვმუშა-
ობ, მომწონს ჩემი დირექტორი, განყოფილების გამგე, თანამ-
შრომლები... წარმოიდგინეთ რომ მიხარია, როცა შვილები
მხრებზე მაცოცდებიან... არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ!
მაჯიდე გაეხუმრა:
- აქ მოსვლამდეც ხომ არ დაგილევია, სუათ?
- წუხელ დავიწყე, მაჯიდე, - უპასუხა სუათმა, - იაშარმა სა-
ბიჰთან წამიყვანა. იქ შუაღამემდე ვსვამდით...
- მერე, ამის მერე რა მოხდა, სუათ? - რატომღაც დაინტე-
რესდა ნურანი.
- მერე ბევრგან ვიყავით... ანალიქოიში, იქ ბევრი გასარ-
თობია, მაგრამ ჩვენ ბოშები ვარჩიეთ. იქ ერთი სულ ახალგაზ-
რდა გოგო იყო, თითქმის ბავშვი... ყველაფერმა კარგად
ჩაიარა, მაგრამ დილით გამოჭირდა... რატომღაც დილით დაღ-
ლილი ვიღვიძებ სმის შემდეგ, აქ კიდევ ეს გოგო...
ყველა გაოგნებული უსმენდა. მან ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- საკმარისია, ნურან? საკმაოდ უსირცხვილო ვარ, ხომ?
მაგრამ სიმართლე თუ გინდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. არ-
სად წავსულვართ და არავითარი გოგო არ ყოფილა. და მეტსაც
გეტყვი, არც საბიჰთან ვყოფილვარ. წუხელ ჩემს ცოლთან ერ-
თად ვიყავი და აქ პირდაპირ ფაშაბახჩედან მოვედი. არ ვარ
მთვრალი, სიმართლეს გეუბნებით.

461
მკითხველთა ლიგა

- კი მაგრამ, ეს ტყუილი რა საჭირო იყო? - ჰკითხა მაჯი-


დემ.
- თქვენ გასაღიზიანებლად მოვიგონე, იმისთვის, რომ გამ-
კიცხოთ.
ლაპარაკის დროს ხშირად ახველებდა.
- მაღიზიანებს, როცა ჩემს ქორწინებას ეხებიან.
- არავინ ეხება, - თქვა ნურანმა.
- ჰო, კარგი, რა მნიშვნელობა აქვს... - წარბი მოისრისა და
მუმთაზს მიმართა, - გინდა, მოთხრობის სიუჟეტი მოგცე? იფიქ-
რე. აი, წარმოიდგინე, კეთილშობილი, ქველმოქმედი ადამიანი,
თანამდებობის პირი, ან თუ გინდ პროფესორი - ერთი სიტყვით,
არაჩვეულებრივი კაცი, შეგიძლია ჩათვალო, რომ წმინდანია.
კაცი, რომელსაც ერთხელაც არ მოსვლია შეცდომა და არ
ჩაუდენია უღირსი საქციელი, მაგრამ იგი არ ცნობს სერიოზულ
კავშირებს და მოვალეობებს. ჰო, ნარცისია. მისი ცხოვრება სავ-
სეა შემთხვევითი კეთილი ქმედებებით, თუმცა, ასეთი ქმედებები
თანდათან მრავალრიცხოვანი ხდება, მაგრამ მას სურს იცხოვ-
როს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არ ჰქონდეს ვალდებუ-
ლებები. და უცბად, ეს კაცი ქორწინდება. კაცი თანდათან
მთლიანად იცვლება. აი, ის უკვე გადაიქცა მუდმივად გაღი-
ზიანებულ, უაზროდ მოფუსფუსე და არაკეთილგანწყობილ ადა-
მიანად. ასეთი მდგომარეობა მას საშინლად აწუხებს, არ სურს
იყოს ჯაგლაგი ცხენი. ცუდად ექცევა ყველას, სისასტიკეს ავ-
ლენს ცხოველებისადმი, ადამიანებისადმი, ტვინშეზღუდული და
დაწვრილმანებულია... და ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვეტს...
მუმთაზმა სწრაფად დაუშვა ფარდა და თქვა:
- ჩვეულებრივ სახელმძღვანელოში რომ წაიკითხავ, ისე-
თი სცენარია - გადაწყვეტს, მოკლას თავისი ცოლი!

462
მკითხველთა ლიგა

- ზუსტად! მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ჯერ ხანგრძლივი


კამათი აქვს საკუთარ თავთან, დაწვრილებით აანალიზებს თა-
ვის ცხოვრებას და, ბოლოს, მიდის დასკვნამდე, რომ ნამდვი-
ლად ასეა - სწორედ ქორწინება გადაიქცა ერთდაერთ დაბრკო-
ლებად მასა და ადამიანებს შორის.
- რომ გაშორდეს?
- რისთვის? შენ ფიქრობ, რომ ორი ადამიანი, რომელმაც
ცხოვრების ნაწილი ერთად გაატარა, შეიძლება დაშორდეს? მე
ვგულისხმობ, საერთოდ, სამუდამოდ დაშორდეს ერთმანეთს?
რომც დაშორდეს, ამით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს, შე-
ძენილი თვისებები და ჩვევები მაინც დარჩება. დაფიქრდი ამა-
ზე.
- ჰო, მაგრამ თუ მოკლავს, ყველაფერი დაავიწყდება?
- არა, არ დაავიწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ზიზღი
და გაღიზიანება გაქრება. ეს დამღუპველი წყენა და აღშფოთე-
ბა აორთქლდება.
ნურიმ თავი ვერ შეიკავა:
- მუმთაზ, მე თუ მკითხავ, ასეთი კაცის შესახებ მოთხრობა
კი არ უნდა დაწერო, თუ სიცოცხლეში სადმე რეალურად შეგ-
ხვდება ასეთი, უნდა მოკლა. ეს იქნება ყველაზე ღირსეული საქ-
ციელი.
სუათმა მხრები აიჩეჩა:
- და ეს განა რამეს შეცვლის? ეს თემიდან გადახვევაა. სხვა
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მუმთაზი ვერც მოახერხებ-
და. იმისთვის, რომ მოკლას, უნდა შეხვდეს და გაარჩიოს, ნამ-
დვილად ის არის? სხვას ხომ არ კლავს იმის გამო, რომ იმას
მიამსგავსა? მეტ-ნაკლებად ყველა მიდრეკილია უფლებების
დარღვევისკენ, რაც გამოიხატება რეაქციაში ერთი ადამიანის
ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ. დარწმუნებული იყავით, ყოველი

463
მკითხველთა ლიგა

დაცემული ადამიანის უკან დგას დამხობილი, განადგურებული


ადამიანი. თითოეული ჩვენგანი თვითონ ითხრის თავის სამა-
რეს... მაგრამ ამას არავინ აღიარებს. ეს კაცი არის სწორედ
ყველა, ყველა ადამიანი. მაგრამ ამას არ აღიარებს. ბოლოს,
იგი ეჭიდება ერთადერთ გადაწყვეტილებას ამ უმოწყალო თა-
მაშიდან გასასვლელად. ერთი მოქმედება, ერთი სისხლის გა-
მოშვება, ერთი საქმის ჩადენა, რომელიც შურისძიებას ჰგავს.
და როგორც კი იგი ამას ჩაიდენს, ზღურბლს გადააბიჯებს, იგი
აღმოაჩენს, რომ გაიჭრა უკან, ზღურბლის მეორე მხარეს ხომ
მისი ძველი ცხოვრებაა, ძველი სამყარო, სახე უნათდება, მისი
სული ხარობს, ისევ უყვარს ადამიანები, ცხოველები, ეხმარება
ბავშვებს...
- როგორ? მკვლელობის ჩადენით? - ვერ მოითმინა იჰ-
სანმა. ამ დროისთვის მას განწყობა რატომღაც გაუფუჭდა. გუ-
ლი დაუმძიმდა, თითქოს უფსკრულის პირას დადგა. ალბათ,
მუმთაზის შემხედვარეს მისი განწყობა გადაედო. ყველა აღელ-
და და სუათის გარშემო მოიყარეს თავი. მხოლოდ სელიმი
დარჩა ცალკე - ტანდაბალი, ხელებგადაჭდობილი, შორიდან
უცქერდა და უსმენდა ყველაფერს, როგორც გართობას, ან უფ-
რო როგორც ქუჩის ბიჭი მამლების ჩხუბს უყურებს ხოლმე.
- მაგრამ არ არსებობს მკვლელობის დადასტურება.
ახლა მაჯიდემაც ამოიღო ხმა:
- სულ გაგიჟდი, სუათ? ასეთ თემებზე რატომ ლაპარაკობ,
რა საჭიროა? შენი თავი მაინც შეიბრალე.
სიტყვამ „სიგიჟე“ თვითონვე შეაშინა. იჰსანის ზურგს
ამოეფარა, სხეული უკანკალებდა.
- სულაც არა, რატომ უნდა გავგიჟებულიყავი? უბრალოდ
მინდა მუმთაზს ავუხსნა მოთხრობის სიუჟეტი. ძალიან კარგი
სიუჟეტია და კარგი მოთხრობა გამოუვა. აქ საქმე მკვლელობა

464
მკითხველთა ლიგა

კი არ არის, არამედ ხსნაა, ერთადერთი დაბრკოლების თავი-


დან მოცილებაა. შემდეგ იგი თავის თავს შვიდ დღეს აჩუქებს.
შვიდი დღის განმავლობაში იგი თავისუფალია, რადგან არავინ
იცის მკვლელობის შესახებ. როგორც ღმერთს, მასაც შვიდი
დღე აქვს ახალი ცხოვრების შესაქმნელად. და მეშვიდე დღეს,
როგორც ყველასთან და ყველაფერთან შერიგების აქტი, რო-
გორც ბედისწერის გამოხატვა მოითხოვს, იგი თავს ჩამოიხ-
რჩობს.
იჰსანი:
- წარმოუდგენელია, როგორ შეგიძლია ასე განიხილო
ადამიანის გარდაქმნა? არავითარი შურისგება, არავითარი მო-
წოდება სამართლიანობისკენ, არ აძლევს ადამიანს მეორე
ადამიანის მოკვლის უფლებას. წარმოვიდგინოთ, რომ მოკლა.
კარგი, მაგრამ რა სახის სამართლიანობა უნდა იგრძნოს? რა
თვითრეალიზება უნდა მოხდეს ამ აქტით? ადამიანის სისხლი -
ეს ტაბუა. მკვლელი მხოლოდ ანათემას იმსახურებს.
- ჩვენი ზნეობის ფარგლებში ჰო, მაგრამ თუ მას გადავლა-
ხავთ...
- ზნეობის გადალახვა შეუძლებელია.
- რატომ? იმ ადამიანისთვის, რომელიც კეთილისა და ბო-
როტის ცნებებს გასცდება? შენ პასუხისმგებლობაზე ლაპარა-
კობ, მაგრამ ჩანაფიქრი, ჩემო კარგო მოკამათევ, არ არის სა-
პასუხისმგებლო საქმე. კაცს თავისუფლება სურს. და თუ ამას
მიაღწევს, ის უკვე ნახევრად ღმერთი იქნება.
- არა! ვერავინ გათავისუფლდება, თუ ადამიანის ერთ წვეთ
სისხლს მაინც დაღვრის. თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვეულებ-
რივი ადამიანი ღმერთი ვერ გახდება ვერასდროს, ეს საქციელი
დაალაქავებს და დააბინძურებს მის სულს.

465
მკითხველთა ლიგა

- მაშინ გთხოვ, განმიმარტო ზოგადად, რა არის თავისუფ-


ლება?
სუათი იჰსანს გამომწვევად მიაჩერდა ერთი წამით. იჰსანი
უკვე მზად იყო საკადრისი პასუხისთვის, მაგრამ მაჯიდე სე-
რიოზულად შეშფოთდა და თავი ვეღარ შეიკავა:
- იჰსან, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ცოლის,
აფიფეს მოკვლას აპირებს? იჰსანმა სიცილით დაამშვიდა:
- კარგი, ბავშვივით ნუ ლაპარაკობ. ნუ გეშინია, ეს შეუძლე-
ბელია. უბრალოდ აღელვებული და დაბნეულია.
შემდეგ სუათს მიუბრუნდა და კითხვაზე პასუხი გასცა:
- დიახ, შემიძლია. ეს არის სიკეთე და კეთილდღეობა, რაც
ჩვენ სხვებისთვის გვსურს.
- შენ როგორ ხდები თავისუფალი?
- როცა სხვებისთვის სიკეთე მინდა, მე ვთავისუფლდები სა-
კუთარი აჩემებული სურვილებისგან და მოთხოვნილებებისგან.
- ეს მონობის ერთ-ერთი ფორმაა და მეტი არაფერი.
- ერთი მხრივ შეიძლება ასეცაა. მაგრამ წარმოიდგინე ეს
როგორც ერთობლივი მოქმედება და მაშინ ის უდიდეს სიკეთედ
და თავისუფლებად წარმოგიდგება. შენ თქვი, ყველა თავის-
თვის არსებობს, დამოუკიდებლადო, მაგრამ ასე შენ სწირავ
ყველაფერს, ყველაფერზე უარს ამბობ. არსებობა არის ერ-
თიანი და ჩვენ ვართ შემადგენელი ნაწილები. კმაყოფილებას
მხოლოდ ამ თვალთახედვიდან ვიგრძნობთ. სუათ, ყველაფერი
აგიხსენი, ეცადე გაიგო, იქნებ, რაღაც ფუნდამენტურ დონეზე
შევთანხმდეთ.
გადაღლილმა სუათმა ოთახის კუთხეს მიაშურა. რაქით
სავსე ჭიქა ჩაბღუჯული ეკავა. მუმთაზმა გაიფიქრა, დღეს რა
აფორიაქებული საღამო გვაქვსო. შესცქეროდა სუათს და აღარ
იყო მასზე გაბრაზებული. ცხადია, სუათი ავად იყო. მაგრამ ბო-

466
მკითხველთა ლიგა

ლომდე ვერც თანაუგრძნობდა. სუათს თვითონ ისეთი ხასიათი


ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ის მოგწონებოდათ ან შეგძულებო-
დათ, ოღონდ სიბრალული არ გაგიჩნდებოდათ, იმიტომ რომ
იგი თვითონ არ ცნობდა სიბრალულს. ისევ ცდილობდა, მაინც
გაეგრძელებინა კამათი.
- შენ არასწორად განიხილავ საკითხს, თითქოს ყველაფე-
რი გადაატრიალე. ზოგადი სისტემა გინდა მოარგო მ ადამიანს,
ის ამაზე მაღლა დგას. როცა დავიწყე თხრობა, ამას მე მაშინვე
გავუსვი ხაზი, მე ვთქვი, რომ ის ყოველგვარი კეთილი თვისე-
ბით არის შემკული.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- გეტყვი - რის მიღწევასაც სხვები ცდილობენ, მას უკვე
აქვს.
- კარგი. არის მაგ თვისებათა შორის მოვალეობა და პასუ-
ხისმგებლობა?
ნურანმა თვალები დახუჭა. ნეტავ, ფატმა რას აკეთებს ახ-
ლა, როგორ არის…
- არა, ეგენი არა. იგი დამოუკიდებელია, მაგრამ ძალიან
კეთილია.
- განა, შენ თვითონ ვერ ხვდები, რა შორს წახვედი? - მი-
მართა მას იჰსანმა.
- არა, ვერ ვხვდები... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ვფიქ-
რობ, მუმთაზმა ეს მოთხრობა მაინც უნდა დაწეროს.
იჰსანმა განაგრძო:
- შენ გინდა ჩამოაცილო ადამიანს პასუხისმგებლობა და
ჩაანაცვლო იგი რაღაც წინასწარ აკვიატებული სიკეთეებით. სი-
ნამდვილეში კი ადამიანად ყოფნა უტოლდება პასუხისმგებლო-
ბის გრძნობას.

467
მკითხველთა ლიგა

- მაგრამ პასუხისმგებლობის ცნებაც იცვლება ხოლმე. ჩა-


რევის საზღვრები იზრდება. ჯერ ამ ადამიანმა უნდა გაანადგუ-
როს ზნეობრივი აკრძალვის ყველა ჩანასახი ფასეულობათა გა-
დაფასების გზით.
- შეიძლება გაანადგუროს, მაგრამ მაშინ დაკარგავს ყვე-
ლაფერს, რაც აქვს. იმიტომ, რომ ადამიანურობა იწყება პასუ-
ხისმგებლობიდან.
სუათმა თავი გაიქნია:
- სადამდე მიგვიყვანს ეს?
- ახლავე გეტყვი. ეს კაცი ვერ იქნება მშვიდად, ვერ დაუბ-
რუნდება საზოგადოებას, როგორც შენ ვარაუდობ. დაღვრილი
სისხლი მას ხელს შეუშლის. საზოგადოებას აქვს ერთიანი ხედ-
ვა სამყაროს შესახებ, ეს არის თავის თავში დარწმუნებული პი-
როვნებების საზოგადოება. მკვლელობა ან რამე მცირედიც კი
მის წარმოდგენას დაარღვევს.
- შენი ტანჯვა არ არღვევს პიროვნებათა სოციუმს, საზო-
გადოებას?
იჰსანმა უყოყმანოდ უპასუხა:
- პირიქით. სწორედ ტანჯვით მიიღწევა მშვიდობა, სიმშვი-
დე ადამიანების საზოგადოებაში. როცა მე მიჭირს, მაწუხებს რა-
ღაც, სწორედ მაშინ სხვებისაც უფრო მესმის. აი მაშინ, კარგად
ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. ჩვენი ყოველდღიური
პურის მოპოვებაც ტანჯვაა. ის ადამიანი, ვინც ტკივილს გაურბის,
ადამიანთა საზოგადოების აქილევსის ქუსლს, ყველაზე სუსტ
წერტილს ურტყამს. ტანჯვის შიში და მისგან გაქცევა შიგნიდან
ანგრევს ციხეს. სიკვდილში თავშესაფრის პოვნას რაც შეეხება,
ეს საშინელებაა. ეს ნიშნავს თავშესაფრად აირჩიო სრული უპა-
სუხისმგებლობა.

468
მკითხველთა ლიგა

იჰსანი გაჩუმდა. შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული სუ-


ათზე არანაკლებ, ან იქნებ, მეტადაც იტანჯებოდა თვითონ. შემ-
დეგ განაგრძო:
- კაცობრიობა ბედისწერის ტყვეა. როცა მას უპირისპირ-
დება, ადამიანებს სხვა არაფერი დარჩენიათ რწმენის გარდა,
რასაც შეუძლია მათი გადარჩენა, და კერძოდ, ეს შეიძლება
ტანჯვაში გამოიხატებოდეს.
- შენ ლაპარაკობ რწმენაზე და ამ დროს გონებით ასაბუ-
თებ.
- მე გონების გზაზე ვდგავარ. სოკრატე ამბობს, განათლე-
ბული შეყვარებული აჯობებს მხურვალე გრძნობებით სავსე შეყ-
ვარებულსო. ინტელექტი ადამიანის განუშორებელი ატრიბუ-
ტია.
- განა, მკვლელი თვითონაც არ კვდება ამ აქტის დროს,
თავის მსხვერპლთან ერთად?
- ჰო, რაღაც სახით, რა თქმა უნდა. იცი რა, სიკვდილი არ
იძლევა ხელახლა დაბადების საშუალებას, როგორც შენ გგო-
ნია.
სუათმა გაიცინა.
- მგონი, იჰსანის მხარეს გადავდივარ, მაგრამ, მუმთაზ, შენ
ეს წიგნი უნდა დაწერო, იცოდე.
- რატომ მე მაინცდამაინც?
- იმიტომ, რომ შენ მწერალი ხარ. ჩვენი როლები სხვა-
დასხვაა, მე უბრალოდ ვცხოვრობ.
- მე არ ვცხოვრობ?
- არა, ისე არა, როგორც მე. შენ ფართო და ბრწყინვალე
ხედვები გაქვს. შეგიძლია ყველაფრის დახარისხება, ეს ასეა -
ის ისეა. შენ იცი, რა გინდა და რა არა.

469
მკითხველთა ლიგა

სუათი თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. ხშირად ახ-


ველებდა და ისვენებდა. შემდეგ თავ გააქნევდა, თითქოს უნდო-
და ეთქვა: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაივლის“ და განაგრძობ-
და ლაპარაკს.
- მე ერთი დაღუპული კაცი ვარ, მატერიალისტი. შვილების
მამა გავხდი, მაგრამ მათი დანახვაც არ მინდა. არ მიყვარს ჩემი
ცოლი. შემიძლია ვიყო ქურდებთან, მათხოვრებთან, ვიღაც
გაუგებარ ადამიანებთან. ისინი მეძახიან და მეც გავრბივარ. მინ-
და გავუგო ყველა დაცემულ ადამიანს. ისინი მიყვებიან ამბებს
და მე მზად ვარ მივცე მათ ჩემი სხეული, ჩემი მკლავები, მათთან
ახლოს ვიყო. იცი, რამდენჯერ გამიქურდავს ბანკში სეიფი, რო-
მელიც მე მანდეს?
მაჯიდემ შესძახა:
- ღვთის გულისთვის, შეჩერდით. ოფლით ხარ დაფარუ-
ლი, გაჩუმდი სუათ!
მას მეტის გაძლება არ შეეძლო, ნერვებმა უმტყუნა, მაგ-
რამ სუათმა ყურადღება არ მიაქცია.
- ნუ გეშინია, მაჯიდე, მართლა არ მომიპარავს, მაგრამ
ბევრჯერ მიფიქრია. წარმომიდგენია კიდეც, როგორ მომდევენ
და გავრბივარ.
- კი მაგრამ რატომ? - ჰკითხა იჰსანმა.
მაგრამ სუათი მუმთაზს პასუხობდა:
- რა ვიცი. ალბათ დრო რომ მომეკლა. რომ მეცხოვრა,
სულ ერთ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ნელ-ნელა დალპო-
ბისთვის თავი დამეღწია. გესმის, რატომ მინდა, რომ ეს წიგნი
შენ დაწერო? ისე, რომ ადამიანს ჟრუანტელმა დაუაროს.
თქვენს გონებაში მხოლოდ ეს სიტყვებია: „სიყვარული“ და „ტან-
ჯვა“. მე კი სიტყვათა საიდუმლოების ამოცნობა მინდა, გესმის?
იქნებ, ზოგ თქვენგანს ალაჰი სწამს. ერთხელ მაინც არ მოგ-

470
მკითხველთა ლიგა

ნდომებიათ მასთან დალაპარაკება? მე რომ მორწმუნე ვიყო,


მომინდებოდა დამომეცადა იგი ლაპარაკში.
აქ უკვე ნურანი შეშფოთდა.
- ეს ყველაფერი აუცილებელია, სუათ?
მაგრამ სუათი არ უსმენდა. ის სიტყვებს აქეთ-იქით ისრო-
და. კრიზისი დაიწყო.
მუმთაზმა თავისი ბავშვური ხმით იკითხა:
- შენ გწამს?
- არა, ჩემო კარგო, არ ვარ მორწმუნე. ამ სიამოვნებას
მოკლებული ვარ. უბრალოდ, რომ შეიძლებოდეს მასთან ლა-
პარაკი, კარგი იქნებოდა, ბევრ რამეს ვეტყოდი. ვეტყოდი: „მო-
დი აქ, მოდი, იცხოვრე ჩვენი ცხოვრებით, აკეთე ოცდაოთხი
საათი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. არ არის აუცილებელი განსა-
კუთრებულად გაჭირვებულთა და საბრალოთა ცხოვრებით იც-
ხოვრო, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება იყოს, აბა, მოსინჯე!
ნახე შენი ტყუილები, ნახე როგორია, იყო ბაყაყი ოცდაოთ-
ხსაათიან ჭაობში.
იჰსანს გაეცინა.
- გამოდის, მორწმუნე ხარ, გწამს მისი არსებობა.
- არა, და არც არასდროს ვიწამებ. მირჩევნია რევმატიული
ტკივილებისგან მიწაზე ვიხოხო და ისე მოვკვდე.
ყველამ უხერხულად გაიცინა.
- დიახ, - გაიმეორა სუათმა - მირჩევნია, აი, ასე მოვკვდე.
ახლავე აგიხსნით. ერთი ნათესავი მყავდა, მორწმუნე, წესიერი,
ღვთისნიერი კაცი. ყველას ძალიან გვიყვარდა. თოფქაფიში
ცხოვრობდა. ქალაქში ვირზე ამხედრებული ჩამოდიოდა. ის ვი-
რუკელა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. ერთ დღეს, როცა მათ
ვესტუმრეთ, ვირი ვერსად დავინახეთ. როცა პატრონს ვკითხეთ,
გვიპასუხა, საბრალო ცხოველს რევმატიზმი დაემართაო. ბოს-

471
მკითხველთა ლიგა

ლის კარი გაგვიღეს და დავინახეთ, რომ ვირისთვის უნაგირი


მუცლიდან ამოედოთ და ცხოველი ჭერზე თოკით ჩამოეკიდათ.
ასე მისი ფეხები დაცული იყო ბოსლის ნესტიან იატაკზე დგო-
მისგან. ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა ის
საბრალო. ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე დავფიქრდი და შემეცო-
და. დღეს ყველა პათეტიკური იდეოლოგია მაგონებს იმ საბრა-
ლო ცხოველის პათეტიკურ და იმავდროულად სასაცილო
მდგომარეობას და მის გამოხედვას.
ნურანი:
- ასეთი რამ არასდროს გამიგია. მერე, განიკურნა ის სა-
ცოდავი?
- აჰ, არა, რას ამბობ... რამდენიმე დღეში მოკვდა. რაღაც-
ნაირად მოუხერხებია ძირს დახტომა თითქოს უნდოდა იქ, მი-
წაზე მომკვდარიყო. არადა, ასე რომ არ დაეკიდათ, მაშინ რევ-
მატიზმით მოკვდებოდა.
მუმთაზმა მხრები აიჩეჩა:
- რა სისულელეა.
იჰსანი კი სიცილს განაგრძობდა. მერე სუათს ჰკითხა:
- გჯერა, რომ თავისუფალი ხარ?
- არა, სულაც არა.
სუათმა საათზე დაიხედა. ჭიქა ასწია, ყველას გადახედა და
დაცალა.
- უნდა გავიდე! აბა, კარგად იყავით ყველა!
- როგორ?! - ერთხმად შესძახეს მუმთაზმა და ნურანმა, -
რატომ მიდიხარ, საღამო ახლა იწყება.
- არა, დავპირდი, ერთგან აუცილებლად უნდა მივიდე.
მუმთაზმა და ნურანმა კარამდე მიაცილეს.

472
მკითხველთა ლიგა

- რატომ არ აძალებ, რომ დარჩეს? - ჰკითხა მუმთაზმა ნუ-


რანს. თუმცა იცოდა, რომ თვითონ მისთვისაც სულერთი იყო,
სუათი დარჩებოდა თუ წავიდოდა.
- დაძალებას რა აზრი აქვს, რადგან გადაწყვიტა, ესე იგი
უნდა წავიდეს. კარგად იყავი, სუათ! - უპასუხა ნურანმა და სანამ
სუათს ხელს ჩამოართმევდა, საყელო გაუსწორა და ჰკითხა, -
შარფი ხომ არ გინდა?
- არა, გმადლობ, საყელო საკმაოდ სქელია და ფართო,
თუ დამჭირდა, ავიწევ. მუმთაზი ხომ არ შეწუხდება, მცირე მან-
ძილზე რომ გამომყვეს?
ისინი ერთად გავიდნენ.

VII

მუმთაზს ღამის სიგრილე ესიამოვნა და ღრმად ჩაისუნთქა.


ძალიან დაღლილი იყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მეტს
ვეღარ გაუძლებდა. ჩრდილების სამეფოში მიაბიჯებდნენ, სა-
დაც რამდენიმე საათის წინ ყველაფერი სულ სხვანაირი იყო.
ახლა ღამემ მოიცვა ემირგანის მთები, ბოსფორის აზიურ ნა-
პირზე მოციმციმე სინათლეები ჰგავდა საგანგაშო სიგნალებს
საფრთხის მოახლოების შესახებ, თუმცა ეს სიგნალები ამაო
იყო. სუათი ბანცალ-ბანცალით მოდიოდა. როცა დაღმართის
ნახევარი გაიარეს, სტუმარმა უთხრა:
- ახლა დროა უკან გაბრუნდე.
მაგრამ ლაპარაკი ხველებამ შეაწყვეტინა. მუმთაზმა უთ-
ხრა:
- თუ გინდა, მოდი, ორივე დავბრუნდეთ, ჩვენთან დარჩი,
ახლა ტრანსპორტს მაინც ვერ ნახავ.

473
მკითხველთა ლიგა

- არა - უპასუხა სუათმა, - უნდა წავიდე, ისედაც შეგაწუხეთ.


- სულაც არა. თანაც, ალბათ თავს კარგად ვერ გრძნობ.
- მართალია, ცუდად ვარ, მაგრამ ყველაფერი გაივლის, -
მუმთაზის ხელს ორივე ხელი ჩასჭიდა და სიცილით უთხრა, -
ჰეი, წადი ახლა, დრო გაატარე, - მერე უცბად მუმთაზს საყელო-
ში ხელი წაავლო და უთხრა, - მე ნურანს წერილი მივწერე, იცი
ალბათ. სასიყვარულო წერილი...
მუმთაზი ამას არ ელოდა და დაიბნა.
- ჰო, ვიცი, მაჩვენა... შენ იცოდი, რომ მალე დავქორწინ-
დებით?
- ვიცოდი, რომ ერთად იყავით.
- მერე?
- რა მერე? არავითარი მერე არ არსებობს. სანამ მაგ წე-
რილს დავწერდი, ნურანზე კარგა ხანი იყო არ მიფიქრია.
- ჰო, - თქვა მუმთაზმა, სრულიად გულწრფელად, ყოველ-
გვარი აღელვების გარეშე, - ჰო, მაგრამ მე ხომ შენი მეგობარი
ვარ, განა, ეს შენი მხრიდან სწორი საქციელი იყო?
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. სუათს სახე შეეცვა-
ლა.
- შენ არ გესმის ხომ? არ გესმის, რომ ადამიანს შეიძლება
ხანდახან დაეუფლოს იმპულსი და იმ იმპულსის მიხედვით
იმოქმედოს? ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებ. იმიტომ, რომ
შენ ყოველთვის აწონილ-დაწონილი მოქმედების მომხრე ხარ.
შენ ყოველთვის ყველაფერში ეძებ აზრს, ლოგიკას და ასეთ
რამეებს... რაც მოხდა, მოხდა! ტყუილად აღარ გაგაცდენ. უბ-
რალოდ მინდოდა მეთქვა ეს შენთვის, თუნდაც ეს შეუფერებელ
საქციელად ჩათვალო. კარგად იყავი, - და სწრაფად დაუყვა
დაღმართს.

474
მკითხველთა ლიგა

- ყველა ასე იქცევა, სხვათა შორის. ნუ გახდები შენი აკ-


ვიატებების მონა, იცოდე! - დაიყვირა მუმთაზმა
- მშვიდობით! - მიაძახა სუათმა და ფეხს აუჩქარა.
მუმთაზი იდგა და სუათის ფეხის ხმას უსმენდა, ჩუმ ღამეში
მკვეთრად რომ ისმოდა, მის მტანჯავ ხველასთან ერთად. შემ-
დეგ ნელ-ნელა სახლისკენ შებრუნდა და კმაყოფილი იყო, რომ
მის ხელზე სუათის გაძვალტყავებული, ფართო ხელისგულები
აღარ იყო ჩაფრენილი. იგი დააშინა მძიმე ავადმყოფთან ასეთ-
მა ახლო შეხებამ, თან გაბრაზდა თავის თავზე ამის გამო.
სუათის თბილი, წებოვანი ხელები თითქოს იწოვდა მუმთაზის
ძალას მისი ხელებიდან. მოდიოდა და თან თავის თავს ეკითხე-
ბოდა: რატომ იწვევს ასეთ გაღიზიანებას? ის ხომ საბრალო
ავადმყოფია. თვითონ იტანჯება და თან დაუნდობელია. ისეთ
სულიერ მღელვარებას განიცდიდა, როგორც ნურანთან პირვე-
ლი შეხვედრის დროს. უკვე რა მანძილით დავშორდი და მაინც
მაკანკალებს. სახლში ვინც დარჩა, ყველა მის უახლოეს წრეს
ეკუთვნოდა, მაგრამ აღარც სტუმრებზე ფიქრი შეეძლო, აღარც
ნათესავებზე და აღარც ნურანზე.
როცა აღმართი ამოათავა, შეჩერდა და მიმოიხედა. ყვე-
ლაფერი რომ მართალი გამოდგეს, რაც მან თქვა? თავი ასწია
და ცის კაბადონს შეხედა. უამრავი ვარსკვლავი იყო ცაზე, ისინი
ციმციმებდნენ დ ალბათ ავადმყოფი ადამიანებისთვის მათი
ფაჯრებიდან ჩანდნენ იმედად, ან შიშად და სასოწარკვეთადაც.
რატომღაც გაიფიქრა: ჯერ ხომ არ მომკვდარა... მძიმე, უცნაური
იყო ეს ღამე მისთვის, ის კაშკაშებდა როგორც უზარმაზარი მუქი
ფირუზი ან ოქროს ფრინველი, თუმცა მისი ფრთები უმოძრაო
იყო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი ჩა-
მოიშალა. გაახსენდა, რომ სტუმრები მიტოვებულები ჰყავდა,
რომ ნურანი ინერვიულებდა მასზე და ფეხს აუჩქარა.

475
მკითხველთა ლიგა

VIII

მაგიდის წევრები სუათზე ლაპარაკობდნენ. ნურანმა მზერა


ესროლა, თითქოს ეკითხებოდა, სად იყავიო. თავისი საბრალო
მდგომარეობის დასამალად ოდნავ გაიღიმა, მხოლოდ ტუჩე-
ბით, ესიამოვნა, რომ ნურანი არ უბრაზდებოდა.
- შეიძლება ერთი ჭიქა მეც დავლიო?
ნურანი:
- რამდენიც გსურს, მუმთაზ, ძვირფასო. საღამოს ხომ მა-
ინც თავიდან ვიწყებთ.
ისიც კმაყოფილი იყო, რომ სუათი წავიდა. იჰსანი ცოტა
გაღიზიანდა, რომ მას სიტყვა შეაწყვეტინეს, მოუთმენლად
ელოდა, როდის შეძლებდა გაგრძელებას. მას არ უყვარდა,
როცა აწყვეტინებდნენ.
- კარგი, რადგან ასეა, - მუმთაზმა სათვალიდან ნურანს გა-
ხედა, - მაშ, მოდით ყველას გაუმარჯოს, ჯანმრთელობას გისურ-
ვებთ... - ჭიქა გამოცალა, - იცით, სუათი ძალიან იტანჯება.
იჰსანმა ხელი აიქნია, თითქოს რაღაცის შეჩერება ან თა-
ვიდან აცილება უნდოდა.
- ჰო, კი ბატონო, მაგრამ მე რა დავაშავე? სად მაქვს იმის
დროს, რომ იმას ვდიო, ვის რა მოსწონს და რა არა, ვის რა
აკვიატება აქვს... მე სოციალური საკითხების გადაჭრით ვარ და-
კავებული და ეგ მაინტერესებს. ფარას ჩამორჩენილი ბატკანი
დედა ცხვარმა იტიროს. არ შეიძლება ნებისმიერი აზრი საკამა-
თოდ გახადო და ჩიხში შეიყვანო ყველა. ჩვენ ადამიანები ვართ,
პასუხისმგებლობა გვაქვს და საქმე გვაქვს შესასრულებელი.

476
მკითხველთა ლიგა

სუათის ლაპარაკის მანერამ იგი მეტად გააღიზიანა, ვიდრე


მაჯიდე. სურდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ, როცა საშუალება
მიეცემოდა, განეხილა მუმთაზთან და ნურანთან ერთად.
თევფიქმა, ხაზგასმულად გულგრილი მანერით ბადრიჯნის
ტოლმა თეფშზე გადაიღო.
- არ ვიცი, ნურანი ამის შესახებ რას იტყვის, რადგან მუმ-
თაზი ჯერ არ ჩარეულა, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ
ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო ბადრიჯანია. მომავალ წლამდე. ერ-
თი ის მინდა ვთქვა, რომ ის საკითხები, რასაც ჩვენი ბიჭი სუათი
ეპოტინება, ჩემთვის ბევრად ადრე იყო ცნობილი, ვიდრე რო-
მელიმე თქვენგანისთვის... - უკიდურესად სასტიკი და დამცინავი
სახით, იგი მასხრად იგდებდა საკუთარ თავს, სუათს, ცხოვრებას
და სიკვდილის გარდუვალობას, - იცით რა მიკვირს? თქვენ,
ახალგაზრდებს, გართობის და სიამოვნების უნარი დაკარგული
გაქვთ. ასე ახალგაზრდა ასაკის ამდენი ხალხი შეგროვდა ერ-
თად დროს გასატარებლად და რაზე ლაპარაკობთ?!
ნურანი ჩაერია:
- ბიძაჩემს მაინცდამაინც არ მოსწონს სუათი. იაშარსაც კი
აუკრძალა მასთან ურთიერთობა, მაგრამ მე დღევანდელ სარა-
მოს არაფერი გამკვირვებია. სუათი ყოველთვის ასეთი იყო. ერ-
თხელ მეგობრები ბოსფორზე ვსეირნობდით, დაავლო ხელი
ლეკვს და ზღვაში გადაისროლა, ზედმეტად ბედნიერია თავისი
მდგომარეობისთვისო. ბევრი ვიწვალეთ იმ საბრალოს გადა-
სარჩენად...
- რა მიზეზით გააკეთა ეს?
- უბრალოდ იმიტომ, რომ ძაღლი არ უნდა იყოს ასეთი
ბედნიერიო.
იჰსანი გაოგნდა.

477
მკითხველთა ლიგა

- ჰეი, ხალხო, თუ გვინდა ამ საუბარს თავი დავაღწიოთ,


მოდი, ორჰანს და ნურის მოვუსმინოთ, როგორ ასრულებენ
ხალხურ სიმღერებს.
ორჰანი და ნური კარგად ასრულებდნენ, მათი ხმები
ძლიერად და დიდებულად ჟღერდა.
ღრუბლები მიდიან, ერთმანეთს მისდევენ
ოთხი თეთრია, ოთხი კი შავი.
შენ წახვედი და დანა ჩაეცი ჩემს გულს.
წვიმავ, გადაიღე, გიჟო ქარო ნუ უბერავ
იმიტომ, რომ ჩემი შეყვარებული ახლა გზაშია.
- აი, - თქვა იჰსანმა კმაყოფილებით, - სწორედ ეს უნდა
შევინახოთ, ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. მთელი სიმართლე
აქ არის, ამ შემოქმედებაში. ჩვენ მისი შვილები ვართ.
შემდეგ იაჰია ქემალის სტრიქონი გაახსენდა:
დავტკბე იმით, რაც გამაჩნია,
მელანქოლია კარგს არაფერს მომიტანს...
ორჰანი და ნური კითხულობდნენ რუმელის და ანატო-
ლიელი თურქების ხალხურ ლექსებს, ასრულებდნენ სიმღე-
რებს და დროდადრო ჯემილიც აკომპანიმენტს უწევდა მათ.
წვეულება დასასრულს რომ უახლოვდებოდა, თევფიქმა თქვა:
- ნება მომეცით ვარდის მადიდებელი ჰიმნი გიმღეროთ.
ტრაბზონში ამას უფრო ხშირად ქალები ასრულებენ.
მუმთაზი ჩაიძირა სამყაროში, რომელმაც გაახსენა ფრა
ფილიპო ლიპის მე-15 საუკუნის დროინდელი რენესანსის ეპო-
ქის ტილო „ქრისტეს დაბადება“, ჩვილი იესო ყვავილებზე. ფე-
რაჰფეზას ჰანგი თითქოს კვლავ ამ დიდებულ ჰიმნს უერთდე-
ბოდა:
ვარდების ბაზარი
ვარდებს ყიდიან, ვარდებს ყიდულობენ

478
მკითხველთა ლიგა

ვარდების თანასწორობა
პატრონები - ვარდები
ვაჭრებიც - ვარდები
ამას მოჰყვა მაქამა, რომელიც თითქოს გაზაფხულის სიმ-
ღერად გადაიქცა, რომელსაც ყველა სიამოვნებით უსმენდა.
ბოლო შთაბეჭდილება, რაც მუმთაზს ამ საღამოდან დაამახსოვ-
რდა იყო ნურანის სახე, თითქოს გადაღლილი და რამდენიმე
ნაწილად დაყოფილი მრავალი, გაფანტული ემოციისგან, თუმ-
ცა, მაინც გადაშლილი ვარდივით ღიმილი რომ ამშვენებდა.
მუმთაზის ყველა ეჭვი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო, სული-
ერ ტანჯვასთან შეწყვილებული. ის შეყვარებული იყო.

IX

იმ შინაგანი ბრძოლის პერიოდებში, როდესაც ნურანის


სოციალური გარემოცვა დაუფარავად ერეოდა მის საქმეებში,
მას არაფრის და არავის ნდობა არ ჰქონდა, მუმთაზის თავშეკა-
ვების და სიმშვიდის გარდა. ამ დროს, მუმთაზს არ შეეძლო ეჩ-
ვენებინა, რომ მისი გონება მზად იყო სათანადოდ გაპასუხებო-
და ნურანის ნდობას. ნაცვლად იმისა, რომ მთლიანი პრობლემა
განეხილა შეყვარებულისადმი სრული ნდობით და მშვიდი გო-
ნებით, იგი ეჭვიანობამ შეიპყრო, თვლიდა, რომ ნურანი მას
უგულვებელყოფდა, წერილების წაკითხვის შემდეგ მუდამ
ნაკლს ეძებდა მასში.
არც ფატმას უსასრულო ჭირვეულობა, არც იაშარის აუტა-
ნელი შეყვარებულობა, არც ნაცნობების ჭორაობა არ მოქმე-
დებდა ნურანზე ისე, როგორ მუმთაზის უსაფუძვლო სევდა. მათ
ცხოვრებაში სხვების ჩარევა დაბრკოლება იყო, რომელიც მათ

479
მკითხველთა ლიგა

ერთად, როგორც შეყვარებულ წყვილს, უნდა დაეძლიათ. მაგ-


რამ ნურანის შეყვარებულის სულიერი მდგომარეობა ამისგან
შორს იყო.
ნურანი თავის თავს შესჩიოდა: ჩემი რატომ არ ესმის? ამ
დროს კი მუმთაზი ფიქრობდა: უმნიშვნელო პრობლემა დაუძ-
ლევლად რატომ ეჩვენება? რას განიცდის ასე? და თითოეული
უკმაყოფილო იყო მეორის მხრიდან მისი განცდების მცდარად
აღქმის გამო.
ნურანის აზრით, მუმთაზის მდგომარეობა აბსოლუტურად
მარტივი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მას მტკიცედ უნდა
სცოდნოდა, რომ ნურანისთვის იგი ერთდერთი სიყვარული
იყო, მისგან სხვა არაფერი იყო საჭირო, გარდა ნურანის მიერ
თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების ლოდინისა. მუმთაზი
კი დარწმუნებული იყო, რომ თუ ნურანს ის უყვარდა, მაშინ გა-
დაწყვეტილება სწრაფად და აუღელვებლად უნდა მიეღო და
ამგვარად, მათი ორივეს კმაყოფილება და დამშვიდება მიღ-
წეული იქნებოდა.
სახლის გამოცვლა თავისთავად არახელშემწყობი პირო-
ბა იყო, მუმთაზს ათასი საფიქრალი გაუჩნდა, რაც იმაში გა-
მოიხატებოდა, რომ ქირა, ავეჯთან დაკავშირებული ხარჯები,
უკარნახებდა ახალგაზრდა კაცს, ისეთი შესაძლებლობები გა-
მოეძებნა, რაც მის რეგულარულ საშუალებებს არ შეესაბამებო-
და. რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ ისინი ახლა ერთმანეთს
უფრო ადვილად ხვდებოდნენ, რადგან ორივე ძველი სტამბო-
ლის ახლოს ცხოვრობდა და ბოსფორის გადაკვეთით აქეთ--
იქით მგზავრობა აღარ სჭირდებოდათ. ბეიოღლუში გადას-
ვლის გამო, ნურანის საქციელს უამრავი ადამიანი განიხილავ-
და: სკოლის წლების მეგობრები, ოჯახური წრე, რომელიც უც-
ბად საკმაოდ გაფართოვდა, იაშარის ნაცნობები, ფაჰირის ახ-

480
მკითხველთა ლიგა

ლობლები და, რა თქმა უნდა, არც ისე ბოლო ადგილს იკავებ-


და ადილი თავისი წრით. არავის ესმოდა დილემა, რომელიც
ნურანის წინ იდგა; ყველა, ვინც მას კარგად იცნობდა თუ არ
იცნობდა საერთოდ, ერთხმად მოითხოვდა, ქორწინებამდე ეს
ნაბიჯი არ გადაედგა.
რომ არა ჭორები ფატმას ავადმყოფობის შესახებ, ნურანი
ყველაფერს გულთან ასე ახლოს არ მიიტანდა და თავის ცხოვ-
რებაზე უარს არასოდეს იტყოდა. მთელი ეს ვიზიტები, მიპატი-
ჟებები და მეგობრული თავშეყრა ხელს უწყობდა ჭორების ქსე-
ლის კიდევ უფრო გაფართოებას. ნურანმა და მუმთაზმა გადაწ-
ყვიტეს, ცოტა ხნით მაინც, სახალხოდ ერთად არ გამოჩენილიყ-
ვნენ. მაგრამ მუმთაზისთვის ეს ადვილი არ აღმოჩნდა. იგი მუდ-
მივად ფიქრობდა ნურანზე, იხსენებდა ერთად გატარებულ
საათებს, ნურანი კი იძულებული იყო ანგარიში გაეწია ჭორების-
თვის, რომ იგი მზად იყო მუმთაზთან ურთიერთობისთვის შეეწი-
რა საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობა. იგი ვალდებული იყო ყვე-
ლასთვის ანგარიში გაეწია და ეთმინა ეს წვრილმანი წყენა.
მეორე ფრონტს იაშარი წარმოადგენდა თავისი ეჭვიანო-
ბით მუმთაზისადმი, თუმცა, ასევე როდი ეჭვიანობდა სხვა, უფ-
რო ახალგაზრდა თაყვანისმცემლებზე, თითქოს ამბობდა: „ვინც
უნდა იყოს, ოღონდ მუმთაზი არა.“ მისთვის არ არსებობდ ცუდი
და კარგი. მისთვის იყო მუმთაზი და ყველა სხვა.
მან ადილის მიმართ უკმაყოფილებაც დაივიწყა და თით-
ქმის ყოველდღე დადიოდა მასთან. ისინი აღელვებულები სა-
უბრობდნენ ნურანის ბედზე და ადილი ეთანხმებოდა იაშარს:
დიახ, დიახ, საბრალო გოგო, მისგან თუ არ გათავისუფლდა,
დაიღუპება.
ამ ლაპარაკებმა და ოჯახის წევრების მიერ ჩაფიქრებულ-
მა ზომებმა თავისი გავლენა მაინც იქონია. რაც დრო გადიოდა,

481
მკითხველთა ლიგა

ნურანი გრძნობდა, რომ დროებითი მოთმინება თანდათან აშო-


რებდა მას მუმთაზისგან. განსაკუთრებით, სადღესასწაულო
დღეები, რომლებსაც იგი მუმთაზთან ვეღარ ატარებდა, რადგან
ვალდებული იყო სახლში დარჩენილიყო. იმის მცდელობაში,
რომ თავის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის თავი მოეჩვენე-
ბინა, თითქოს ასრულებდა მათ მოთხოვნებს, მართლაც ნელ--
ნელა ეგუებოდა ამ გარემოს და მუმთაზისგან შორს ყოფნას. ის
ხშირად უმეორებდა თავის თავს: „მე მუმთაზი მიყვარს. ჩინეთ-
შიც რომ ვიყო წასული, მაინც მის გვერდით ვიგრძნობ თავს ყო-
ველთვის.“ მაგრამ ამ გარემოში მისი ფიქრები, ქცევა, ლაპარა-
კი, ღიმილი, რაც ადრე მუმთაზს ეკუთვნოდა, ახლა ეკუთვნოდა
სხვას - მის ახლობელთა წრეს.
იმ დღეებში როდესაც მუმთაზი ნურანს ელოდებოდა,
დროის მონაკვეთები მთელი დღის განმავლობაში რაღაც არ-
სებად გადაიქცეოდნენ ხოლმე, რომლის გარეგნული სახე იც-
ვლებოდა თანდათანობით, სასიამოვნო მოლოდინიდან სინდი-
სის ქენჯნამდე. დილით ეს არსება იცინოდა იმედის სახით, შუ-
ადღისთვის გუნება უფუჭდებოდა და ეჭვსა და აღელვებას შო-
რის იმყოფებოდა, ნაშუადღევს მთელი მისი გარეგნული სახე
მოწყენილი იყო, საღამოს კი უკვე გაფითრებულ, უაზრო მოჩ-
ვენებად და აბსურდად გამოიყურებოდა.

ორშაბათი საღამო ასეთი იყო: ექვს საათზე, როცა მუმთა-


ზი უნივერსიტეტიდან შინ დაბრუნდა, მას ნაცნობმა შეატყობინა,
რომ ადილი და მისი წრე, სუათისა და ადილის ჩათვლით, სამი
დღის წინ, დროს ატარებდა სტამბოლის ერთ-ერთ პოპულა-

482
მკითხველთა ლიგა

რულ ღამის კლუბში. ერთმა აღგზნებულმა სულელმა, რომელ-


საც იგი პრაქტიკულად არ იცნობდა, საყელოში ხელი ჩაავლო
და ახალი ამბავი მიახალა ისეთი ტონით, რომელსაც მუმთაზი
ვერასდროს დაივიწყებდა, უყვებოდა როგორ შეესწრო შემ-
თხვევით მათ დროსტარებას და შორიდან ადევნებდა თვალს,
აღუწერა ქალების ჩაცმულობა, სუათის მაღალფარდოვანი ენ-
თუზიაზმი, სადღეგრძელოები და მისი ხმამაღალი სიცილი:
- მარტო ვიყავი, შენ რომ ყოფილიყავი ჩემთან ერთად,
მეც შევძლებდი მივსულიყავი იმ საზოგადოებასთან. ცოტა ხანს
გელოდი კიდეც, იქნებ მოვიდეს-მეთქი.
ამ კაცმა არაფერი იცოდა მუმთაზისა და ნურანის ურთიერ-
თობის შესახებ, ეს უამბო მხოლოდ როგორც საბიჰის ახლო-
ბელს.
- და რა ქალები იყვნენ, ძმაო, რა ქალები! ერთი განსა-
კუთრებით! და იცი, მე მგონი ის სუათის ქალია. თითქმის დარ-
წმუნებული ვარ.
შემდეგ, თითქოს ვერ აპატია მუმთაზს, რომ არ მისცა მას
ამ გართობაში მონაწილეობის საშუალება, ჩააცივდა:
- სად იყავი, ძმაო, სად გაუჩინარდი? რამე ნაშრომს წერ?
მე მგონი, სადღაც დადიხარ, ახალი ადგილი აღმოაჩინე? მე-
გობრები კი ბევრი გყავს... მოკლედ, სადაც უნდა წახვიდე, ასეთ
ხალხს ვერ ნახავ, ძმაო!
და განაგრძო ქალების სილამაზის, მათი სამოსისა და
თმის ვარცხნილობის აღწერა, მაგრამ მუმთაზი აღარ უსმენდა.
უკან დაიხია და კაცს ხელი გააშვებინა.
ასეთი ინფორმაციის შემდეგ მუმთაზს შინ წასვლა არ შე-
ეძლო. მარტოობა, უცნაური სიწყნარე, სასოწარკვეთა. უკიდუ-
რესი გაღიზიანება და შურისძიების წყურვილი ერთად დაეუფ-
ლა. ყველაფერი ერთად მოწამლული ისრებივით ჩაესო გულ-

483
მკითხველთა ლიგა

ში. მათ მეგობრებად მიიჩნევდა, გულს უხსნიდა... ნაბიჯებს აუჩ-


ქარა და ბეიოღლუსკენ წავიდა. ხშირად ჩერდებოდა და გონე-
ბაში ერთი და იგივე, ახლახან გაგონილი ფრაზა უტრიალებდა:
იგი სუათის ქალია, თითქმის დარწმუნებული ვარ...
ასეთ ღალატს არ ელოდა... რა ვქნა... სად წავიდე... ყვე-
ლაფრის იმედი დავკარგე... ღმერთო, მიშველე, რა ვქნა?... ეჭ-
ვიანობა, ტანჯვა, შურისძიება ამოძრავდა მის შიგნით, უზარმა-
ზარი ობობასავით, რომელიც გამალებული ქსოვდა ფოლადის
მარწუხების ბადეს მისი გულის გარშემო.
უცბად, გადაწყვიტა, საბიჰის და ადილის სახლში მისული-
ყო, ყველა ენახა (ალბათ იქ იქნებოდნენ შეკრებილები) და ყვე-
ლაფერი ეთქვა. შემდეგ გადაიფიქრა და უაზროდ სიარული გა-
ნაგრძო. თალიმჰანეს მიმართულებით მიდიდოდა. მოულოდნე-
ლად, ვიღაცამ ხელი სტაცა და მანქანის ბორბლებქვეშ მოყო-
ლას გადაარჩინა. მუმთაზმა მადლობის თქმაც ვერ მოახერხა;
ეს ფაქტი მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ გააც-
ნობიერა და შემობრუნდა, თითქოს იმ კაცისთვის უნდოდა ეთ-
ქვა, რა გინდოდა, რატომ გადამარჩინე, ახლა ხომ ყველაფერი
დასრულებული იქნებოდაო.
საბიჰის და ადილის სახლი... ქუჩის მხარეს ყველა ფანჯრი-
დან სინათლე გამოდის. კარს რომ მიუახლოვდა, შედგა -
ვაითუ, მართლაც იქ არის ორივე. მისი მტკიცე გადაწყვეტილება
და ცოტა ხნის წინანდელი სიბრაზე სადღაც გაქრა. ეფექტი, რო-
მელიც მოჰყვებოდა მის მოულოდნელ მისვლას ამ სახლში, სა-
დაც რამდენიმე კვირაა არ მისულა, ნურანს ალბათ შეაშფოთებ-
და, არ მოეწონებოდა და იქნებ, გაბრაზებულიყო კიდეც. წარ-
მოიდგინა, როგორ შეხედავდა შეშინებული და დამტუქსავი მზე-
რით. მოტრიალდა და წამოვიდა. უცბად, სახლიდან ნურანის
საყვარელი სიმღერა მოესმა: „ჯადოსნურო, ჯადოსნურო თვა-

484
მკითხველთა ლიგა

ლებო...“ შეკრთა, ისევ აუჩქარა ნაბიჯებს... ტანჯვის ანგელოზი


ყველგან თან სდევდა. დალევა მოუნდა და პატარა დუქანთან
მივიდა.
დუქანი სავსე იყო. ათვალიერებდა ნასვამ კაცებს და იაფ-
ფასიან ქუჩის ქალებს. ახალგაზრდა ქალი ჩახლეჩილი ხმით
რაღაცას მღეროდა. აქ სიარულს რომ შეეჩვიოს და ამ პუბლი-
კის წევრი გახდეს? ის, ვინც არ ცნობდა ალკოჰოლით გატაცე-
ბას, იდეური ადამიანი... გამომეტყველებაც შეეცვლება, ასეთივე
წაშლილი სახე ექნება... სამაგიეროდ, აღარაფერზე იფიქრებს.
აკვირდებოდა ყველას და უცბად, ფიქრები შეწყდა, თით-
ქოს ვიღაცამ ხელი ჰკრა. თვალწინ ნურანის სახე დაუდგა ამ
გარემოში, სადაც ყველაფერი სიგარეტის კვამლით და ალკო-
ჰოლის ოხშივარით იყო სავსე, ისმოდა ჩახლეჩილი ხმები, ხმა-
მაღალი ლაპარაკი, სიცილი - ეს სახება მას არ ტოვებდა არც
ერთი წუთით.
ნურანზე ფიქრი და წარმოსახვები ახრჩობდა. სიკვდილი!
მხოლოდ ის გაათავისუფლებდა ამ ტანჯვისგან. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მუდამ ამ უსაზღვრო ქაოსში და ტანჯვაში უნდა ეც-
ხოვრა. კარი გაიღო. კიდევ ერთი ქალი და სამი მამაკაცი შემო-
ვიდა. სასმელი შეუკვეთეს.
რას ვაკეთებ აქ? რა მინდა აქ? წამოხტა და გარეთ გამო-
ვიდა. ისევ ქუჩაში აღმოჩნდა, ისევ დაეხეტებოდა. შემდეგ სახ-
ლში წასვლა გადაწყვიტა.

XI

სახლში რომ მივიდა, ღამის თერთმეტი საათი ხდებოდა.


სანამ ჯიბეებში გასაღებს ეძებდა, კარი თავისით გაიღო. მის წინ

485
მკითხველთა ლიგა

ნურანი იდგა. გაოგნდა. თავიდან ეგონა, რამე ცუდ ამბავს შეიტ-


ყობდა თევფიქის, ან ნურანის დედის, ან ფატმას შესახებ. მაგ-
რამ როდესაც დაინახა, რომ ნურანს ტრადიციული ხალხური
სტილის კაბა ეცვა, რომელიც მან უყიდა ერთი კვირის წინ და
აპირებდა მიერთმია მისთვის, მიხვდა, რომ ეს უბრალოდ მისი
გახარების საღამო იყო.
როგორც აღმოჩნდა, ნურანი გზას პარასკევს საღამოს და-
ადგა, რათა მუმთაზთან დათქმულ დროს მისულიყო, მაგრამ
ზუსტად კართან სუათს შეხვდა და სახლში აღარ შევიდა. სუათი
მას აქ ორი კვირა ყარაულობდა, ნურანი მას ქუჩაში ხედავდა
ხოლმე, მაგრამ იმ საღამოს მუმთაზის ნათესავმა ალყის რკალი
შეავიწროა და პირდაპირ კართან დახვდა. ნურანი უხალისოდ
გაჰყვა მას საბიჰთან, სხვა რაღა დარჩენოდა, სადაც გადაწყდა,
რომ იქიდან არნავუთქოიში წასულიყვნენ. ის ღამე, რომელიც
ნაცნობმა ასე მაღალფარდოვნად აღუწერა მუმთაზს, სულ ეს
იყო, მეტი არაფერი.
- ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ძალიან. სულ არ
მინდოდა, ოდნავაც კი... ვიცოდი, რომ შენ მელოდი, მაგრამ ისე
დაიჟინა, აღარც ის მინდოდა, რომ კამათი გამემართა.
შემდეგ ნურანმა რაღაც საიდუმლოდ ჩაიცინა, მუმთაზი
გაოცებული უსმენდა და უყურებდა.
- იცი, რა უნდა გითხრა? ყველაფერი ძალიან კარგად გა-
მოვიდა. მე გადაწყვეტილება მივიღე. უკვე ყელში ამომივიდა ეს
სულიერი ხეტიალი და წვალება. დედაჩემმა თავისი დაჟინება
შეარბილა. თევფიქი კი დღე და ღამე ჩამჩიჩინებდა, გადაწყვე-
ტილება მიმეღო. დღეს ყველა ერთი კვირით ბურსაში წავიდა.
ამასობაში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. იჰსანის მეგობრები
ყველაფრის მოწესრიგებაში დაგვეხმარებიან. იჰსანმა ასე თქვა:

486
მკითხველთა ლიგა

„ერთ წამში მოაგვარებენო. ეს ნათქვამი მე თევფიქმა გადმომ-


ცა.“
ნურანი მართლაც ძალიან აღელვებული ჩანდა. იქნებ,
სწორედ ამ დღეებში ცოტა გართობა მოინდომა, იქნებ, უბრა-
ლოდ ფლირტი სხვა კავალერთან, მეტი არაფერი.
- დღეს საღამოს საბიჰს წვეულება აქვს. ადილს ვიღაც
ცნობილი ადამიანები ჰყავს დაპატიჟებული. ამჯერად მოწვევა
თვითონ საბიჰმა გამოგზავნა. მე თავი ავარიდე და აქ წამოვედი.
ექვსი საათიდან აქ ვარ. შეგვიძლია სადმე წავიდეთ და მყუდრო
გარემოში დავსხდეთ სავახშმოდ. ვიჯექი და გელოდებოდი. იქ
კაბები დავინახე, მივხვდი, რომ ჩემთვის იყო და მოვიზომე... ეს
ძალიან მომეწონა. აი, ნახე... შენ სად იყავი?
მუმთაზმა მოკლედ უამბო თავისი საღამოს შესახებ, მაგ-
რამ მწვავე დეტალებს თავი აარიდა. ნურანი უსმენდა და თავს
უქნევდა.
- ჰოდა, ყველა შენი წუხილი მალე მორჩება, მაგრამ მეს-
მის შენი და ვხედავ, ძალიან დაღლილი ხარ.
- კიდევ კარგი, საბიჰთან არ შევედი, - თქვა მუმთაზმა.
- უი, იცი, მართლა, გასაღები დავკარგე. მეშინია, ნეტავ,
სუათს ხომ არ აქვს. სულ ჩვენს სახლთან დაეხეტება. კიდევ კარ-
გი, სუმბულმა გამიღო კარი.
- რა უნდა, რას დადის, უნდა ნახოს, რომ მალე დავქორ-
წინდებით?
- ჰო, ჰო, როგორ მიხარია. იცი, თევფიქი ამას დაჟინებით
მოითხოვს, დედაჩემიც დათანხმდა. მაგრამ ცოტა მაინც ვღე-
ლავ.
ნურანი ძვირფასი ბრილიანტივით ასხივებდა სინათლეს,
ძალიან მოხდენილი იყო თავის მშვენიერ სხეულზე მორგებული
ლამაზი, ნაქარგებიანი, ხალხური სამოსით და განსაკუთრებუ-

487
მკითხველთა ლიგა

ლი ვარცხნილობით. სარკესთან დადგა და საკუთარ თავს


თვალს ვეღარ აშორებდა.
- ნამდვილი რენესანსის ეპოქის პორტრეტია, - თვითონვე
შეიქო თავი, - იცი, რა ღირდა ეს ვარცხნილობა?
მუმთაზი მიხვდა, რომ რამდენიმე ასეული ლირა ეღირე-
ბოდა.
მუმთაზი ნურანის სახეს მონანიების გრძნობით შეცქერო-
და. თავისი სასოწარკვეთის შეტევისა თვითონვე შერცხვა.
მუმთაზმა მართლაც იგრძნო, რომ ახალ ცხოვრებას იწ-
ყებდა. ეს ღამე არ იყო შესაფერისი საიმისოდ, რომ სხვადასხვა
საინტერესო თემაზე ესაუბრათ და ეკამათათ. სუმბულმა მათ მა-
გიდასთან მოუხმო. ნურანს ძალიან უნდოდა სიმღერა. მან იმ-
ღერა ძველი თურქული სიმღერა, რომელიც ზუსტად ესადაგე-
ბოდა მის ხალხურ ჩაცმულობას.
დილაადრიან ადგნენ და იჰსანთან გაემართნენ. იჰსანს სა-
შინაო ხალათი ეცვა და კაბინეტში მეგობრებს ესაუბრებოდა.
მუმთაზმა სთხოვა, გვერდით ოთახში გასულიყვნენ და იქ ყვე-
ლაფერი უამბო.
- მშვენიერია! - შესძახა იჰსანმა, - ყველაფერი ერთ კვირა-
ში მოგვარდება და დასრულდება. ძალიან მიხარია. მომეცი
თქვენი საბუთები, ან მერე მომიტანე; ოფიციალურ მხარეებს მე
მივხედავ.
- მაშინ, ნაშუადღევს მოგიტან.
იჰსანმა ორივეს შეხედა და გახარებულმა გაიცინა:
- ასე ვერავინ და ვერაფერი გამახარებდა.
მუმთაზთან ერთად იგი დაბრუნდა თავის კაბინეტში, თავის
მეგობრებთან, ნურანი კი მაჯიდეს დასახმარებლად წავიდა, პა-
ტარა საბიას დასაბანად. საბიას ძალიან მოსწონდა ეს პროცესი,

488
მკითხველთა ლიგა

წყალი სიამოვნებდა და ხშირად თვითონ ითხოვდა ხოლმე ბა-


ნაობას.
იჰსანმა მეგობრებთან საუბარი განაგრძო იმ ადგილიდან,
სადაც გაჩერდა. როგორც ყოველთვის, ისინი ქვეყნისთვის სა-
ჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ.
- რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყნის მმართველმა, რა უყოს
იმ იდეებს, რომლებსაც არავითარი დანიშნულება არ აქვთ, ხო-
ლო რეალური მოვლენების სამართავად მას ხელ-ფეხს უკრა-
ვენ. დაე, კონცენტრირება მოახდინოს გაბედულ და განსაკუთ-
რებულად მნიშვნელოვან იდეაზე და ეცადოს, გაცდეს ყოველ-
დღიურ მოვლენებს. მას უნდა მიეცეს საშუალება, უარი თქვას
წვრილმანი პრობლემების გადაჭრაზე, ყოველმხრივ უნდა გა-
ნიხილოს ფუნდამენტური საკითხები. მაგრამ თქვენ გგონიათ
ცხოვრება თავისი სოციალური კონტექსტით მას ამ საშუალებას
მისცემს? თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაუძლებს მმართველი
წვრილ-წვრილი პრობლემების ქაოსს? მე რომ დრამატურგი
ვიყო, თავიდან დავწერდი ვაგნერის ოპერის „რიენცის“ შინა-
არსს. რომის ეს სახელმწიფო მოღვაწე ოცნებობდა რომის გარ-
დაქმნაზე ძველი რესპუბლიკური ტრადიციების მიხედვით. იგი
წარმოშობით მასებიდან იყო, მათთვის იღწვოდა და რისთვის?
რომ ამ მასებს მისი სახლისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ და თა-
ვის შეყვარებულთან ერთად იქ დამწვარიყო?...
იჰსანთან სტუმრად იყვნენ ძველი ნაცნობები, ზოგი სკო-
ლის წლებიდან. მიდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფო მოხე-
ლეების დანიშნულებაზე, სახელმწიფოს მართვის მეთოდებზე
და ისტორიული პიროვნებების რთულ ბედზე.

489
მკითხველთა ლიგა

XII

წინაღამით დაწყებულ წვიმას თოვლი შეერია. ნურანს ძა-


ლიან მოსწონდა თოვლით დაფარული ბოსფორი. ზაფხულის
განმავლობაში იგი სულ ფიქრობდა, რა ლამაზი იქნებოდა ეს
ადგილები ზამთარში. წარმოიდგენდა,, როგორ გაატარებდნენ
არაერთ ზამთარს ემირგანში, აყიდინა მუმთაზს შეშის ორი ღუ-
მელი კერამიკული ფილებით, რომლებიც ბედესთენში ნახა.
შემდეგ მოითხოვა გაზზე მომუშავე გადასატანი გამათბობელი
„ყოველი შემთხვევისთვის“.
მათ საბუთები გადასცეს იჰსანს და თევფიქს წერილით შე-
ატყობინეს ეს ახალი ამბავი. მერე ნურანმა უთხრა:
- მუმთაზ, ორი კვირა გვაქვს წინ. ემირგანში ხომ არ წავ-
სულიყავით? მაგრამ იქ ალბათ გავიყინებით...
- რატომ უნდა გავიყინოთ? ღუმელი გვაქვს და შეშა. ხის
ტოტებიც, დაგავიწყდა?
- არ დამვიწყებია, მაგრამ ვინ დაანთებს იმ ღუმელებს? მე
ვერ მოვახერხებ.
- რადგანაც ქორწინება გადავწყვიტეთ, ისე რომ წესიერად
არ მოგვიფიქრებია, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - ჩვენი
გეგმები უნდა შევცვალოთ!
- სუმბული არ დაგავიწყდეს.
- სუმბული აქ გადმოვა, იჰსანთან. წამო, მე დავანთებ მაგ
ოხერ ღუმელს!
- ხომ ყოველთვის შენ გააკეთებ იმას, რასაც მე ვერ შევ-
ძლებ?
- ჯერ არ დავქორწინებულვართ და უკვე შავ სამუშაოს მა-
ვალებ?
ნურანმა სერიოზულად უპასუხა:

490
მკითხველთა ლიგა

- მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთო კომფორტისა და


ბედნიერებისთვის.
ნურანი ბავშვურად გახარებული იყო. ემინ დედეს მიერ გა-
მართული კონცერტის შემდეგ ემირგანში არ ყოფილა.
- ნეტავ, ბაღი როგორ გამოიყურება?
მუმთაზს გაახსენდა, როგორ მიიყვანა ნურანი პირველად
იმ ბაღში, რომელიც მაშინ ჯერ ყვაოდა, მიუთითა ხეხილზე და
უთხრა:
- აი, შენი დამხმარე გოგოები, შენი მოახლეები.
ნურანს ეს ძალიან მოეწონა და თითოეულ ხეს ოსმალური
იმპერიის დროს ტრადიციული, მოახლეების სახელები დაარ-
ქვა. ახლა თითოეულს სახელით მოიხსენებდა და ამბობდა, ნე-
ტავ, რას შვებაო. მუმთაზს ძალიან გაუკვირდა, რომ ნურანს ეს
თამაშით შერქმეული სახელები ახსოვდა.
საკმაოდ უცნაური იყო, მაგრამ როცა ემირგანში ჩავიდნენ,
მუმთაზი სუათზე უფრო ხშირად ფიქრობდა, ვიდრე ბოლოდ-
როინდელ მათ საერთო მოვლენებზე. იგი ვერ ივიწყებდა
სუათის სიტყვებს, სიცილს, მის განწყობას და არეულ-დარეულ,
უცნაურ აზრებს. რისი თქმა უნდოდა? მუდმივად ამ შეკითხვას
უსვამდა მუმთაზი თავის თავს. როცა ეს ფიქრები ნურანს
გაუზიარა, იგი გაღიზიანდა: „თუ მაგ კაცზე ფიქრის გარდა საქმე
არაფერი გაქვს, აი, შეაგროვე პურის ნამცეცები და ბეღურებს
დაუყარე.“ მუმთაზი ნახევრად ჩაძინებულივით გაემართა კარის-
კენ. რატომ სდევს ნურანს ასე დაჟინებით? დარწმუნებული ვარ,
რომ ეს არ არის სიყვარულის გამო. აბა, რა არის ეს? რა აქვს
ჩაფიქრებული? მთელი ეს ჩახლართული ვითარება ბედისწე-
რის ჭირვეულობად მიაჩნდა. სამზარეულოშიც, როცა ხელისგუ-
ლებში ნამცეცებს იგროვებდა, ამაზე ფიქრობდა.

491
მკითხველთა ლიგა

ჩამოსვლის პირველი დღიდან ფანჯრებთან პატარა, საყ-


ვარელი ჩიტების გუნდი ტრიალებდა, ფუსუფუსებდა. „ო, ღმერ-
თო, ბეღურები!“ - შესძახა ნურანმა.
იმ დღიდან მათი გამოკვება აუცილებელ საქმედ გადაიქცა.
იმ საღამოს მათ გუნდს კიდევ ერთი სტუმარი მიემატა.
თოვლიან-ყინვიან ამინდს ვეღარ გაუძლო ქუჩის ძაღლმა, რო-
მელმაც მიპატიჟება ძალიან კმაყოფილმა მიიღო, ღუმელთან
მოკალათდა და ნურანის ფრთოსან მეგობრებს სურვილიან
მზერას აყოლებდა ხოლმე.
მუმთაზმა ფანჯრის რაფაზე ნამცეცები დაყარა და ნურანის-
კენ მიბრუნდა:
- თევფიქი მართლა თანახმაა, რომ ჩვენთან იცხოვროს? -
მას ეს გულწრფელად სურდა. თითქმის ისევე მიეჩვია ამ მოხუც
კაცს, როგორც ნურანი.
- ხომ იცი, ვერ გაუგებ, მაგრამ ახლა უფრო მგონია, რომ
კი. ოთახიც აირჩია.
ნურანი ფანჯარას მიუახლოვდა, ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე
მუმთაზს მიმართა:
- მუმთაზ, როგორ გგონია, მართლა მოვახერხებთ და-
ქორწინებას?
- ვფიქრობ, რომ თუ ღმერთი ინებებს, კი. სიმართლე გინ-
და? მე დარწმუნებული არ ვარ.
- რატომ, რა გაშინებს?
- არაფერი. ან უფრო სწორად, რისიც შენ გეშინია, სწო-
რედ ეგ მაშინებს მეც.
შიში სულ მათთან ერთად იყო, არ მიუტოვებია ისინი იმ
დღიდან, რაც ემირგანში გადმოვიდნენ. ნურანი მიუახლოვდა:
- მოდი, სტამბოლში დავბრუნდეთ... ხვალვე! ვერ შევ-
ძლებთ?

492
მკითხველთა ლიგა

- კი, მოდი დავბრუნდეთ.


მათი ამ სახლში ცხოვრების მეხუთე დღე იყო. იმ დილით
მუმთაზი იჰსანს ტელეფონით დაუკავშირდა. იჰსანმა უთხრა,
რომ ყველაფერი თავის რიგით მიდიოდა და საქორწინო
ბიუროში ზუსტად ოთხ საათზე უნდა მისულიყვნენ.
- პირდაპირ იქ მიდით! თქვენს სახლში არ წახვიდეთ.
ემირგანიდან მოდით ჩვენთან, მერე კი ბიუროში.
მოგვიანებით მუმთაზი ძალიან ინანებს, რომ იჰსანს არ
დაუჯერა.
მეორე დღეს ისინი სტამბოლში დაბრუნდნენ, სუმბული სა-
ღამომდე ამ სახლს მიალაგებდა და საღამოს ისიც სტამბოლში
ჩავიდოდა.
ბორანზე ნურანმა უცბად მუმთაზს ხელი ჩაავლო.
- მეშინია, - თქვა მან.
- რატომ? რა მოგივიდა? ერთი საათიც არ გასულა, რაც
შენი ოჯახის წევრებს ბურსაში ველაპარაკეთ, ყველა კარგადაა.
ჩვენი საქმე კარგად მიდის, როგორც დაგეგმილია.
- არა, ამაზე არ ვფიქრობ. სხვა რამის მეშინია. მუმთაზ,
წუხელ სუათი დამესიზმრა.
მუმთაზი გაოგნებული უყურებდა. სუათი მასაც დაესიზმრა.
თითქოს სუათმა ლამპა აიღო მუმთაზის მამის ხელებიდან და
ნავში ჩაჯდა ვიღაც სოფლელ გოგოსთან ერთად, და ეს ის გო-
გო იყო, რომლის გვერდზეც მუმთაზი ბავშვობაში იწვა, ღამით,
დევნილების თავშესაფარში. და სანამ მუმთაზი განწირულად
იქნევდა ხელებს აქეთ-იქით, რადგან ეშინოდა, რომ მათი ნავი
არ გადატრიალებულიყო, გაეღვიძა კიდეც. ზოგი სიზმარი თით-
ქოს ცხადად გეჩვენება, ის დაწვრილებით გახსოვს და ამიტომ
გაშინებს.

493
მკითხველთა ლიგა

- ყურადღებას ნუ მიაქცევ ყველა წვრილმანს. ხუთი დღეც


და აღარაფერი გაგვახსენდება, სუათი ყველაზე ნაკლებად. ყავა
ხომ არ გინდა?
ქალი ჩაფიქრებული ჩანდა, არ უსმენდა. ბოლოს, თავი ვე-
ღარ შეიკავა:
- ღვთის გულისთვის, მუმთაზ, წინასწარ კოშკებს ნუ ავა-
გებთ... როცა ყველაფერი მოხდება, მერე ვნახოთ...
თავის სახლს მიუახლოვდნენ. ეზოში სახლის ზედამხედვე-
ლის შვილი კანკალა, არამდგრადი ხმით მღეროდა:
წყალდიდობამ მთლიანად დაფარა ერზინქანი
ვიღაც უცნობი დაეუფლა ჩემ გოგოს
კიბეზე რომ ადიოდნენ, მუმთაზს ძალიან მოუნდა ნურანის
კოცნა. სანამ ბინაში შევალთ, ზღურბლზე ვაკოცებ... შინაგანად
კმაყოფილებისგან გაეღიმა. მაგრამ როცა კიბეზე ბოლომდე
ავიდა, დაიბნა - კარში დატოვებული პატარა, ბეჭდის თვლის
მსგავსი სარკმლიდან მჭრელი, ცივი შუქი გამოდიოდა და კიბის
მოედანს ეცემოდა. ნურანი ერთი ფეხით უკვე ბოლო საფეხურზე
იდგა, შეჩერდა.
- თითქოს ბინაში ვიღაც არის.
მუმთაზმა მის დასაწყნარებლად თქვა:
- ალბათ სუმბული მოვიდა ჩვენზე ადრე, დაალაგა და რო-
ცა მიდიოდა, სიჩქარეში სინათლის გამორთვა დაავიწყდა.
ამასობაში, კარიც გააღეს. სურათი, რომელიც აქ დახ-
ვდათ, ორივეს სამუდამოდ დაამახსოვრდება. შესასვლელში,
კაშკაშა ელექტრონათურის ქვეშ, ადამიანის ფორმის რაღაც კა-
რის მიმართულებით აქეთ-იქით ქანაობდა... ორივემ იცნო... ეს
იყო სუათი, ჭერზე ჩამოკიდებული სუათის სხეული. გაძვალტყა-
ვებულ სახეზე უცნაური დემონური ღიმილი შერჩენოდა. როცა
უფრო დაკვირვებით დააცქერდა, მუმთაზმა იატაკის კერამიკულ

494
მკითხველთა ლიგა

ფილებზე სისხლი შენიშნა. ორივე დამუნჯებული იდგა ცოტა


ხანს. შემდეგ, უცბად გამოფხიზლებული გონებით, რომელიც
ამის შემდეგ აღარასოდეს დაბრუნებულა მასთან, მუმთაზმა გუ-
ლის წასვლამდე მისულ ნურანს ხელი სტაცა და ბინიდან გაიყ-
ვანა. გაოგნებულები ჩარბოდნენ კიბეზე. მუმთაზმა მანქანა
გააჩერა და ნურანი ჩასვა, თვითონ გვერდით მიუჯდა. იჰსანი შინ
დახვდათ. როგორც სჩვეოდა, იჰსანს ყველა, ვისთან ერთადაც
კამათობდა, ახლა ვახშმად მიეწვია. არც იჰსანი და არც მაჯიდე,
რა თქმა უნდა, არ ელოდნენ მათ ვიზიტს ასეთ შეუფერებელ
დროს.
იჰსანის დახმარებით, ინციდენტმა ისე ჩაიარა, რომ არც
მუმთაზის, არც ნურანის სახელები პრესას არ უხსენებია. სუათის
მიერ დატოვებულ წერილში ყველაფერი ახსნილი იყო. აფიფემ
ოფიციალურად ამოიცნო თავისი ქმრის ხელწერა. გამოძიება
არ გაჭიანურებულა. მუმთაზმა გაიგო, რომ თურმე სუათი და
აფიფე უკვე განქორწინებას აპირებდნენ. ნურანი სასწრაფოდ
ბურსაში გაემგზავრა. მან მუმთაზს წერილი დაუტოვა:
- რაღა დაგვრჩენია, ბედისწერა ჩაერია ჩვენს ურთერთო-
ბაში. ჩვენ შორის გვამი ჩაწვა. ნუღარ მელოდები. მე აღარ დავ-
ბრუნდები. ჩვენი სიზმარი დამთავრდა.
წერილის მიღებისთანავე მუმთაზი ბურსაში გაემგზავრა. აქ
ფაჰირს დაუპირისპირდა, რომელიც მასზე ცოტა ადრე ჩასული-
ყო ნურანთან სალაპარაკოდ. ახალგაზრდა ქალს თავისი სიყ-
ვარული ახლა თავზე ხელაღებულ და არასერიოზულ საქ-
ციელად მიაჩნდა.
- რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, მე ყოველთვის ვიქ-
ნები შენი მეგობარი, მაგრამ აღარ მიხსენო სულელური სიტ-
ყვები როგორიცაა სიყვარული, ბედნიერება ან ქორწინება. რაც
გამოვცადე, ამ ყველაფერმა პროტესტი გააღვიძა ჩემში.

495
მკითხველთა ლიგა

- კი მაგრამ რატომ? მე რა დავაშავე?


- შენ ვერ გამიგე. არაფერი დაგიშავებია. ბრალს კი არ
გდებ. იმას ვამბობ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შექმნილ პირო-
ბებში შეუძლებელია.
ერთი თვის შემდეგ მუმთაზი კიდევ რამდენჯერმე შემთხვე-
ვით შეხვდა ნურანს, მაგრამ ამას არაფერი ახალი არ მოუტანია.
სუათის სახეზე შეყინული დამცინავი ღიმილი ნურანს ყველგან
თან სდევდა. მასში სიტყვა სიყვარული ახლა მხოლოდ ზიზღს
იწვევდა. ერთხელ თქვა:
- მგონია, რომ წიგნსაც ვეღარ წავიკითხავ სიყვარულის
თემაზე.
სტამბოლში მუმთაზის ცხოვრება სრულიად უაზრო და
აუტანელი იყო. იგი თითქოს ნურანის ნაკვალევს ეძებდა და ვერ
პოულობდა. ნურანისთვის იგი ახლა გამაღიზიანებელი ფაქტო-
რი გახდა და სხვა არაფერი. ადამიანს ხშირად ავიწყდება, რა
იყო მისი საქციელის სტიმული. ეს მით უმეტეს ავიწყდება მის
ახლობელ სოციალურ წრეს. საქციელები განიხილება რო-
გორც უბრალოდ ცალკეული შემთხვევები, რომელთა ახსნის-
თვის ადამიანის წარმოსახვის უნარი დაუყოვნებლივ ქმნის სულ
სხვა მიზეზებს, ვიდრე არსებობს სინამდვილეში. იგივე დაემარ-
თა მუმთაზს. იმის მიუხედავად, რომ მათ ეს საშინელება ერთად
განიცადეს, მუმთაზს არ ესმოდა, რატომ დაიჭირა ნურანმა თავი
მისგან შორს. იგი არარსებულ ფარულ მიზეზებს ეძებდა ნურა-
ნის ასეთი სრული სულიერი გამოფიტვის ასახსნელად. ეგონა,
რომ იყო სხვა მიზეზები, რაც მან არ იცოდა. მოკლედ რომ
ვთქვათ, იგი ეჭვიანობდა მიცვალებულზე. სუათის წერილი პო-
ლიციიდან წამოიღო და ხშირად კითხულობდა, რომ იქნებ, მი-
ეგნო თვითმკვლელობის ფარული მოტივაციისთვის.
იჰსანისთვის კი სუათის ენიგმა მარტივი იყო:

496
მკითხველთა ლიგა

- იგი დაიბადა ასეთ მეამბოხედ. ასეთი ადამიანებისთვის


დაკმაყოფილება და დამშვიდება შეუძლებელია, ისევე რო-
გორც საკუთარი თავის დავიწყება. ის სულ თავის თავზე და თა-
ვის ამბოხზე ფიქრობს.
- კი მაგრამ, თავი ხომ მოიკლა.
- ესეც მხოლოდ უდიდესი პროვოკაციული აქტია. მთელი
სიცოცხლე ეს უნდოდა, რაღაც პროვოკაციები, დიდი მასშტაბის.
მაგრამ მოდი ნუ ვეცდებით მის მხოლოდ ცუდ მხარეებზე მივუ-
თითოთ. იგი წინააღმდეგობებით იყო სავსე. იგი იყო მგრძნო-
ბიარე, მეამბოხე, და ბოლოს, უბრალოდ აშლილი ნერვული
სისტემის მქონე, მუდმივად მოუსვენარი და აფორიაქებული.

XIII

აპრილის ერთ დღეს მუმთაზი ემირგანიდან სტამბოლში


ჩავიდა და იჰსანთან მივიდა, რათა ესაუბრა და ცოტა გათავი-
სუფლებულიყო მოგონებებისგან, რომლებიც გარს ეხვეოდა და
თითქმის ახრჩობდა. ისინი იჰსანის კაბინეტში ისხდნენ და საუბ-
რობდნენ. ფანჯრიდან ჩანდა ახლად გამოსული კვიპაროსის
ხის შტო, თაფლისფერთვალება მეჰმეთ ეფენდის სახელობის
მეჩეთის გარსაცმის გარეშე დარჩენილ გუმბათს ზემოთ. ეს
ახალგაზრდა შტო განასახიერებდა სიცოცხლეს და დასცინოდა
სიკვდილს. ის თითქოს იცინოდა, ყვიროდა: „სულელებო!“ ბრა-
ზობდა ყველაფერზე, რასაც ან ვისაც არ შეეძლო ბოლომდე
ამოეწურა თავისი სურვილები.
მუმთაზი რომ ცოტა გამოეცოცხლებინა, იჰსანმა ჰკითხა:
- რას შვრება შენი ნაშრომი შეიჰ გალიფის შესახებ?
მუმთაზი ფეხზე წამოდგა.

497
მკითხველთა ლიგა

- ეს კიდევ ერთი, სულ სხვა, მაგრამ მაინც პრობლემაა


ჩემთვის. მთელი ხიბლი დაიკარგა... სამი კვირის განმავლობა-
ში ვეჭიდავებოდი, ვცდილობდი რამე დამეწერა. ერთი გვერდიც
ვერ დავწერე!
მას შემდეგ, რაც ნურანი არ იყო მის გვერდით, მისი ინტე-
ლექტუალური მოღვაწეობა შეჩერდა. ახალგაზრდა ქალმა ის
მიატოვა და მასთან ერთად გაქრა მისი ცოცხალი გონება და
ნაზი გრძნობები, რაც წარსულში ჰქონდა. მათ ადგილას დარჩა
ფერფლის გროვა და ასევე დაემართა მუმთაზის არსებობას
მთლიანად.
მუმთაზმა გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა ხელით:
- ნუ წვალობ, გამოგივა... - და დაამატა, - ყველაფერი გა-
ივლის...
შემდეგ სწრაფად ჩამოაყალიბა, რის თქმაც უნდოდა:
- შენ მათ საკუთარი ემოციების შუქზე ხედავდი. შენი
გრძნობები და ფიქრები, ყველაფერი, რაზეც გიფიქრია და გან-
გიცდია ცხოვრების განმავლობაში ფოკუსირებული იყო მათზე.
შენ მათ ელოლიავებოდი არა იმისთვის, რასაც ისინი წარმო-
ადგენდნენ, არამედ იმ ხედვით, როგორიც შენ გინდოდა დაგე-
ნახა, მათზე გადაგქონდა, მთელი შენი სიცოცხლის განმავლო-
ბაში რაც გიფიქრია. შენ ერთი ადამიანი გადააქციე მთელი სამ-
ყაროს ცენტრად. შენ გამოცადე ისეთი ემოციები, რაც შეიძლება
ბევრმა სხვამაც გამოცადოს. ახლა კი უნდა გაიხსნა სიცოცხლის-
თვის, უნდა გახდე ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი რწმენა,
შეხედულება, ამას უნდა დაეყრდნო და არა ემოციებს. სუათმა
გაანადგურა საკუთარი თავი, იმიტომ რომ დააფიქსირა თავისი
უარყოფითი ემოციები შენი და ნურანის ბედნიერებაზე. ჩვენ უფ-
ლება არ გვაქვს ნებისმიერ განცდილ ამბავს ან ემოციას მოვე-
ჭიდოთ და დავეყრდნოთ მას, როგორც ღვთის ნებას ან ბედის-

498
მკითხველთა ლიგა

წერას. იმისთვის, რომ ჩავწვდეთ ცხოვრებას, უნდა გავთავისუფ-


ლდეთ ფიქსირებისგან საკუთარ ფიქრებსა და საკუთარ ცხოვ-
რებაზე. გახდი ისეთი რწმენის, შეხედულების ადამიანი, რო-
მელსაც შენ თვითონ მხარს დაუჭერდი.
- შენ ახლა მტუქსავ, გესმის? რას მსაყვედურობ?
- არა, არ გტუქსავ. ნურანმა შენ შთაგონების მთელი სპექ-
ტრი გაგიხსნა. შენ ხომ სხვა ფიქრები და შთაგონებაც შეიძლება
გქონდეს, რომელიც სხვა საშუალებებით მოვა, არა აქვს მნიშ-
ვნელობა როგორ. მაგრამ მასზე ფიქრებმა აღარ უნდა შეგა-
ფერხოს. ადამიანი ჭას მაგონებს, სადაც შეიძლება თვითონვე
ჩაიძიროს, საკუთარ ფიქრებსა და ემოციებში. ეს ფიქრები უბრა-
ლოდ უნდა აირიდო.
მაგრამ იჰსანს ერთი რამ არ ესმოდა. მუმთაზი ნურანის
სიყვარულს არ განიხილავდა მხოლოდ როგორც გამოცდილე-
ბას. ის იყო ნაწილიც და მთლიანი მოცულობაც მისი ცხოვრები-
სა, ეს ასე იყო და მორჩა. სწორედ მისი არსებობის გავლით
აღიქვამდა მუმთაზი ცხოვრებას ისეთად, რომ ამ ხედვას ცოტა
ვინმე თუ გაიგებდა და გაიზიარებდა, როგორც შერიგებულ, შე-
თანხმებულ ყოფას, რომლისთვისაც გაწირავდი სიყვარულს და
საკუთარ თავს. მათ არ ესმით, ვერ ხედავენ ამ სიღრმეს...
ის დაბინდებამდე დაეხეტებოდა ძველი თეოდოსიური
დამცავი ნაგებობების ირგვლივ. ნელა მიმოდიოდა, თავის თავ-
საც ვეღარ გრძნობდა, ვერ აღიქვამდა, უიმედო, ვერაფრის
მგრძნობი, საკუთარი დაღლილობისაც კი, თავშესაფარს საკუ-
თარ მიუსაფრობაში ეძებდა.
მეთხუთმეტე საუკუნე, სულთან მეჰმეთ დამპყრობლის ეპო-
ქა... აღმოაჩინა, რომ ქალაქის ერთ უძველეს უბანში იყო. ათი--
თერთმეტი წლის უსახლკარო გოგო, მუწუკებით და ნაკაწრებით

499
მკითხველთა ლიგა

დაფარული, საფლავის ქვებიდან სანთლის ნაღვენთს აგროვებ-


და. მუმთაზის მზერა დაიჭირა და უთხრა:
- ერთი სურვილი ჩაიფიქრე და შეგისრულდება.
ამ ასაკში მან უკვე იცოდა, რომ ყველაფერი შეეძლო
გაეყიდა საცოდავი ხუთი-ათი ცენტისთვის. მუმთაზს სევდა
დაეუფლა, იფიქრა, რომ გოგონამ ხელი სამათხოვროდ გაუწო-
და, მაგრამ მან მუმთაზს შეხედა და უთხრა:
- შენ დამწუხრებული ხარ. უნდა ილოცო, თუ გინდა, ამას
გადაეცი შენი ლოცვა.
მუმთაზმა იგრძნო, რომ ამ პატარა ავადმყოფ გოგონას,
თავისი რწმენით, დიდი უპირატესობა ჰქონდა მასზე. იქვე, მის
ფეხებთან პატარა ბიჭი რაღაც ძვლით თამაშობდა, იქნებ, ადა-
მიანი ძვალი იყო...
შეიძლება იჰსანი მართალია. იქნებ, ეს საზოგადოება მო-
ითხოვს ჩემგან იდეებს, ან ბრძოლას, და არა რომანტიკულ გან-
წყობას. უცებ, აღშფოთება იგრძნო, რატომ უნდა დაივიწყოს ნუ-
რანი? თავი რატომ უნდა გაიღარიბოს? სიარულს განაგრძობდა
კაშკაშა მზეში, გზადაგზა ოფლს იწმენდდა სახიდან და თავის
თავს ელაპარაკებოდა. უარი უნდა ვთქვა ნურანზე ვიღაც ახირე-
ბული, ავადმყოფი კაცის გულისთვის. ვინც ამას მირჩევს, თვი-
თონ ისინი დათანხმდებოდნენ, ასეთი მსხვერპლი გაეღოთ?
მაგრამ განა უფლება მაქვს, რომ მსხერპლად შეწირვა მო-
ვითხოვო მათგან? თუ ჩემს თავს ამ ადამიანებს ვუძღვნი, განა
რამე უნდა მოვითხოვო სამაგიეროდ? სუსტი კაცი ვარ, სუსტი,
თითქოს იმისთვის დავიბადე, რომ სუსტი ვიყო.
ყავახანაში შევიდა და ჯიბიდან სუათის წერილი ამოიღო.
ეს იყო საკმაოდ გრძელი, ცინიკური წერილი, სადაც სუათი დას-
ცინოდა ყველას და ყველაფერს და თან გადმოსცემდა თავის
შინაგან ტანჯვას. მუმთაზი კითხულობდა და გრძნობდა, რომ სუ-

500
მკითხველთა ლიგა

ათმა მისი გონება დაიპყრო. იგრძნო, რომ სუათის სახე ამიერი-


დან მას არ მოასვენებდა და ის მისი ცხოვრების ნაწილი გახდა.
გაახსენდა, რომ ჩვეულებრივ, როცა ერთმანეთს შორდე-
ბოდნენ, სუათი დაცინვით ეუბნებოდა:
- ასე თანაგრძნობით ნუ მიყურებ, თითქოს უკვე მკვდარი
ვარ. არ ვაპირებ მოვკვდე და მთელი სამყარო შენ დაგიტოვო...
სუათმა თავისი სიტყვა შეასრულა. სუათის სახე, ნურანის
სახესავით, აღარასოდეს დატოვებდა მას. და სანამ ეს სახეები
მასთან იქნებოდნენ, ცალ-ცალკე ორივე მოახვევდა მას თავს
მოგონებებს, დაინაწილებდნენ მუმთაზს და მუდმივად ეყოლე-
ბოდათ მოგონებების მორევში.

501
მკითხველთა ლიგა

IV ნაწილი მუმთაზი

502
მკითხველთა ლიგა

უკვე საღამოს ექვსი საათი დაწყებულიყო როცა მუმთაზი


ემინონუში დაბრუნდა, იჯლალთან და მუაზეზთან დაშორების
შემდეგ. გაჩერებაზე იდგა, ყველა ტრამვაი ისეთი გადატვირთუ-
ლი მოდიოდა, რომ ვერც ერთში ვერ ავიდა. ტაქსი უნდა დაეჭი-
რა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბეიაზენში ადრე მივიდოდა. ამ დი-
ლით ორჰანი შეხვდა და ქულუქის ყავახანაში შეხვედრა ექვს
საათზე დათქვეს. ჯერ ადრე იყო. არ უნდოდა მარტო მჯდარი-
ყო, სანამ ყველა შეიკრიბებოდა. არ უნდოდა, ბევრ ხალხს
დაენახა. ორი კვირა გასულიყო და პირველად უნდა ენახა მე-
გობრები. ნერვიულობდა, არ უნდოდა, გამვლელ-გამოვლელს
მისთვის ყურადღება მიექცია. სრულიად დაუცველი ვარ!
ამ აზრმა თვითონვე გააკვირვა. დიახ, დაუცველი იყო. ნე-
ბისმიერს შეეძლო, თუ მოუნდებოდა, თავისი სურვილი და აზრი
მისთვის მოეხვია. მაგრამ მხოლოდ ამიტომ არა. მისი ფიქრები
განუწყვეტლივ ნურანის გარშემო ტრიალებდა. მაგრამ იმდენად
განადგურებული და დაღლილი არ იყო, როგორც ეშინოდა.
იგი უბრალოდ თავის გადაღლილ არსებობას აგრძელებდა,
როგორც ყველა, ვინც იძულებულია ბედისწერას შეეგუოს. და-
უცველი ვარ... ნებისმიერს შეუძლია წამტაცოს, რაც გამაჩნია.
იგი ერთი წუთით შეჩერდა. სულთანჰამამთან ადამიანები
ჯგუფ-ჯგუფად ირეოდნენ. ეს მართლაც ყველაზე ხალხმრავალი
ადგილი იყო ქალაქში. ადამიანებისა და მანქანების მოძრაობა
არ წყდებოდა. თანამედროვე მხატვარი შეძლებდა ალბათ ეს
ფუსფუსი გამოესახა ქარავანსარაის ფანჯრებიდან, ნამდვილად
შეძლებდა, მაგრამ ამ კაკაფონიას რა ასახავს...
კარგი, მაგრამ ნურანზე, ნეტავ, რატომ არ ვფიქრობ? უფ-
რო სწორად, რატომ არ მაქვს უნარი მასზე ვიფიქრო? ეჩვენე-

503
მკითხველთა ლიგა

ბოდა, თითქოს იჯლალმა და მუაზეზმა ყველა დარდისგან, ტან-


ჯვისგან, წუხილისგან გაათავისუფლეს, რაც გულზე აწვა. თით-
ქმის ისე ვგრძნობ თავს, რომ შემიძლია ვთქვა, რა კარგია, რომ
ყველაფერი დამთავრდა და ეს კარგია იმ მხრივ, რომ გავთა-
ვისუფლდი. თავის თავში მომხდარ ცვლილებას გაოცებით და
გულის კანკალით აკვირდებოდა. რა თქმა უნდა, ნურანი არ და-
ვიწყებია, ეს შეუძლებელი იყო, მასზე მუდმივად ფიქრობდა,
მაგრამ მათ შორის უკვე დიდი მანძილი იყო, გადაულახავი
წყლის სივრცე და უცნობი დაბრკოლებები. რა თქმა უნდა, ნუ-
რანი არ დავიწყებია, მასთან დაკავშირებული ფანტაზიით ცხოვ-
რობდა, ფაქტიურად. მე მგონი, ეს სიკვდილის გავლენაა. გონე-
ბაში ამოუტივტივდა ხიდის ქვეშ დაგდებული ძველი ხერხი. რა-
ღაც ამის მსგავსი იყო.
აღმართს ნელ-ნელა აუყვა. სიკვდილი ძალას აძლევს
ადამიანს, შეეგუოს გარდაუვალს. ალბათ ეს შექმნილი ვითარე-
ბის ეფექტი იყო. მუმთაზი ცხადად ხვდებოდა, რომ ომი გარ-
დაუვალი იყო. თავისი თვალით ხედავდა, როგორც გაშალა
ფრთა „შავმა ბაზარმა“. მაგრამ ამის გამო ძალიან შეშინებულიც
არ იყო. ასე იყო თუ ისე, ძველებურ წინააღმდეგობის გაწევის
სურვილს აღარ გრძნობდა. რატომ უნდა აღელვებულიყო? ირ-
გვლივ ისევ მოახლოებული ომის თვალთახედვით მიმოიხედა.
რა თქმა უნდა, სიუხვე მაღაზიების დახლებზე დიდხანს აღარ
გაგრძელდება. გულგრილად ათვალიერებდა ნაირნაირ ქსო-
ვილებს, ქალების სამოსს, ფაიფურის და თიხის ჭურჭელს და
ყოველდღიურ წვრილმანს. ავტომობილები გზას ძლივს იკ-
ვლევდნენ ხალხის ნაკადში, ადამიანები წუთით ერთმანეთს
შორდებოდნენ და გზიდან გადადიოდნენ.
მუმთაზმა დაინახა ტვირთის სიმძიმის ქვეშ მოკუნტული მუ-
შა, რომელსაც კისერი და ლოყები გაწითლებოდა და თითქოს

504
მკითხველთა ლიგა

ერთმანეთში ჩამჯდარიყო. იგი წონასწორობას ძლივს იჭერდა


და დაღმართზე ბარბაცით მოდიოდა. ორივე მკლავი ტანის
აქეთ-იქიდან უყანყალებდა. მის გამოსახულებაში თითქოს გაბე-
დული შემქმნელის გაბედული ლაკონიზმი იგრძნობოდა, ნიკაპი
საერთოდ იკარგებოდა. მუმთაზს ამ ანატომიურმა გეომეტრიამ
გაახსენა პიერ პუჟეს „კერიატიდები“, მაგრამ მაშინვე დაეჭვდა
თავის თავში - მართლა არსებობდა ასეთი ლაკონიზმი? მუშა,
ალბათ იმ მიზნით, რომ გზა უკეთ დაენახა, ცოტა წინ გადაიხარა
და მთელი სახე გამოუჩნდა. თითქოს კისერი კი არ აქვს, თავი
პირდაპირ ტანზეა დადგმული. მაგრამ არც ეს შთაბეჭდილება
იყო ზუსტი. აჰა, აი, მისი თავიც, პირდაპირ ტანზე მიერთებული.
არა, ზუსტად მაინც ვერ დაიჭირა მისი აგებულების აღწერა. ჩვენ
ვერაფერს ვხედავთ, ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ დე-
ტალებს. კაცის შუბლიდან ოფლი მსხვილ წვეთებად ჩამო-
დიოდა. მუმთაზს რომ ჩაუარა, შუბლი ხელით მოიწმინდა, ეტ-
ყობოდა, ოფლის წვეთები გზის დანახვაში ხელს უშლიდა. მუმ-
თაზმა დაკვირვებით შეხედა მის სქელ, გაშავებულ ხელს. საში-
ნელი სანახავი იყო.
მუშის მთლიანი ტანის სიდიდე მისი ნაბიჯის გაზომვისთვის
გამოდგებოდა. მუმთაზი შეჩერდა და უკან მოიხედა. მუშა მას
მხოლოდ შვიდი-რვა ნაბიჯით იყო დაშორებული. ზურგზე მოკი-
დებული უზარმაზარი ხის ყუთის ქვევიდან ფართო, უფორმო,
მრავალ ადგილას დაკერებული თეთრი მიტკლის შარვალი მო-
ჩანდა. არა, პუჟეს გოლიათებს არ მოგაგონებდათ. მათი კუნთე-
ბი მკვრივი და დაჭიმული იყო. ეს საბრალო კაცი კი დასიებული
ჩანდა. ის არ იყო ძლიერი და დაკუნთული. იგი მხოლოდ სწრა-
ფად მოძრაობას ცდილობდა. ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი... მხო-
ლოდ ხელები ჰქონდა საოცრად ძლიერი.

505
მკითხველთა ლიგა

მუმთაზმა თავი გადაიქნია. გაახსენდა, რომ ქუჩაში ტვირ-


თის გადატანა ცოცხალი ძალის გამოყენებით სულ ცოტა ხნის
წინ აკრძალეს. ბარგის გადასატანად ურიკები შემოიღეს. მაგ-
რამ კანონი ყველამ მალე დაივიწყა. ეს მუშა და ყველა სხვაც
თავის ჩვეულ სამუშაოს დაუბრუნდა და ისევ ძველი წესი აღდგა.
გეგონებათ ერთა ლიგაა, ან სამშვიდობო კონფერენციები, სურ-
ვილი და მისწრაფება ერთობლივი მოღვაწეობის, თანამშრომ-
ლობის, ომის წინააღმდეგ პროპაგანდა და პროტესტის გამო-
ხატვა ხელოვნების დარგებში. ზოგადად ამ ეპოქის ადამიანების
და ამ მუშის ბედი მუმთაზის გონებაში ერთმანეთს გადაეხლარ-
თა და შეერთდა.
ვინ იყო ეს კაცი? როგორ ცხოვრობდა? რას ფიქრობდა?
დაქორწინებული იყო, შვილები ჰყავდა? ცოტა ხნის წინ ბაზრო-
ბაზე ნანახი ბლუზები, ქურთუკები და სხვა იაფი საქონელი სწო-
რედ ასეთებისთვის იყო გათვალისწინებული. დროდადრო, გა-
ზეთებში, პოლიტიკური მიმოხილვების, მაღალი საზოგადოების
ქრონიკის, სერიოზული დებატების და სხვა მასალის გარდა, გა-
მოქვეყნდებოდა ხოლმე ფაქტები ასეთი უბადრუკი ადამიანების
ცხოვრებიდან. და ეს ამბები ძირითადად მათი ცხოვრების და-
სასრულს, მათ სიკვდილს ეხებოდა, მაგალითად, ინფორმაცია:
ამა და ამ ქუჩაზე ძველი შენობა ჩამოინგრა და ვიღაც მოიყო-
ლა, ვიღაც მოკლეს ბურსაში გამოჭედილი დანით, ან ხანჯლით,
ან თოფით - მათ იმწამსვე ყველა ივიწყებდა. მუმთაზს გაახსენდა
ღარიბული, თიხით მოზელილი სახლები თაქსიმის მოედნის
ქვევით, მთის ერთ ფერდობზე, ფინდიქლისკენ რომ ჩადიოდა.
ჭუჭყიანი ქუჩები, სადაც სიბინძურე პირდაპირ მიედინებოდა, სა-
დაც ბავშვებს თითქმის არ ჰქონდათ სიცოცხლის შანსი, მოწი-
ფულ ასაკში უკვე ყველა დაავადებული იყო. ბევრისთვის ამომ-

506
მკითხველთა ლიგა

შრალი აუზები, შადრევნები, ტროტუარები იყო საცხოვრებელი


ადგილი.
რამდენი ომი გახდა საჭირო, რომ ჩვენ ამ გარემოებებში
აღმოვჩენილიყავით? მუსლიმანური კალენდრით 1293 წლიდან
დაწყებული, რუსეთის და ოსმალეთის ომი 1878 წელს - მთელი
სპექტრი უბედურებებისა, რამაც ყველაზე მეტად სტამბოლი მო-
იცვა, ნახევარი ქალაქი დაინგრა, ვერავინ გაიგებდა ლტოლვი-
ლებში რამდენი სოფლიდან გამოქცეული გლეხი იყო და რამ-
დენი ქალაქის ღარიბი უბნების მცხოვრებლები. მათ არავითა-
რი კატეგორია არ გააჩნდათ, გარდა „გადაადგილებულის“ და
„გაჭირვებულისა“. ახლა ევროპის ჯერია! რა თქმა უნდა, ეს მხო-
ლოდ ერთი ომის ფარგლებში არ მოხდება. მაგრამ არც არავინ
ამბობს, რომ საქმე ერთი ომით შემოიფარგლება.
თუ ომი დაიწყება, ამ მუშას გაიწვევენ. მაგრამ ამ საბრა-
ლომ არაფერი იცის გერმანიის და ჰიტლერის შესახებ, რის-
თვის უნდა დაიღუპოს?
შემდეგ სვლა შეანელა და თავის თავს ჰკითხა: მერე? რა
იქნება შედეგი? შედეგის განჭვრეტა ვერ შეძლო. გვერდზე
გაიხედა და უცბად შეკრთა. მოეჩვენა, რომ ვიღაცის ნაცნობი
სახე უყურებდა. შემდეგ ის დაიკარგა, თითქოს სწრაფად მო-
ცილდა იქაურობას. მუმტაზმა თვალი გააყოლა. „რა ხდება?“ ის
ვიღაც კაცი სუათს მიამსგავსა. იგი მას უყურებდა დამცინავი ღი-
მილით. ტყავის კოსტიუმი ეცვა და ხელში შლაპა ეკავა. შეუძ-
ლებელია. სუათი მკვდარია. ნუთუ, მკვდრებსაც აღარ მარხავენ
წესიერად.
შერცხვა. ტრაგედიაზე ასე არ უნდა ვხუმრობდე. უნდა გა-
ვითვალისწინო, რომ ასე თუ ისე, ნაწილობრივ რაღაც პასუხის-
მგებლობა მეც მაქვს, უფრო სწორად, მე და ნურანს. ნეტავ, ის
გასაღები არ ეპოვა, ნეტავ, იმ ბინაში არ მისულიყო, ნეტავ, ჩვენ

507
მკითხველთა ლიგა

ასე საშინელებად არ აღგვექვა ყველაფერი. მაგრამ მარტო მა-


თი წყვილი არ იყო ნაწილობრივი დამნაშავე. იყო მესამე პი-
რიც, ვიღაც ქალი, რომელსაც, როგორც სუათი წერილში წერ-
და, იგი ბოსფორის ბორნის მისადგომზე შეხვდა. „მან მაიძულა
თავიდან შემეფასებინა ჩემი ცხოვრება და მივხვდი, რომ ეს იყო
გულისამრევი საშინელება.“ მცირეოდენი პასუხისმგებლობა იმ
საბრალო გოგოსაც შეხვდა, რომელსაც სხვა ბრალი არ ჰქონ-
და, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და თავს ქცევის წესე-
ბით არ იზღუდავდა. „ო, მე რომ მორწმუნე ვყოფილიყავი, ყვე-
ლაფერი უფრო ადვილი და ბუნებრივი იქნებოდა...“ რატომ ად-
რე არ მიენდო ალაჰს, არ იწამა ის, თუკი ასე სურდა? ასეთი
მიხვეულ-მოხვეული გზებით რატომ მივიდა მასთან? იმ გოგომ
ალბათ გაზეთებში ნახა ცნობა სუათის სიკვდილის შესახებ. ალ-
ბათ განიცდიდა, იქნებ, ერთი ბეწო ცოდვა მასაც უნდა აწვებო-
დეს... მაგრამ რატომ? ერთადერთხელ შეხვდა ამ კაცს, ერთი
ღამით, იმიტომ რომ გასათევი არ ჰქონდა. ამგვარად ადამიანე-
ბი ერთმანეთს ექსპლუატაციას უწევენ.
არეულად ფიქრობდა. ხედავდა სუათს ემირგანის სახლის
კართან, იმ ღამეს, როდესაც ასე მიკიბულ-მოკიბულად ლაპა-
რაკობდა მაგიდასთან. ემინ დედე ახალი წასული იყო. უცებ, მის
გარშემო ყველაფერი სხვანაირი გახდა. ვიღაც თითქოს მის
შიგნით იჯდა და იმეორებდა რუმის სტროფებს, რომლებიც ცე-
რემონიულ ფერაჰფეზაში შედიოდა. თითქოს ქვითინებდა მზის
ამოსვლისას, იმ მზის, რომელსაც ვეღარ ნახავდა, ვეღარასო-
დეს ნახავდა ნურანს. თუ სუათს?
ისევ სუათი? სამი დღე იყო, სულ სუათზე ფიქობდა. ეს ჩემი
სიზმრებიც, რა თქმა უნდა, ცუდი ნიშანია.
სიზმარი ზუსტად არ ახსოვდა. ახსოვდა, რომ მთელი ღამე
ებრძოდა სუათს. უზარმაზარ სახლში ვიყავი. უამრავი დერეფა-

508
მკითხველთა ლიგა

ნი, დარბაზი და ოთახი იყო ამ სახლში. მე ნურანს ვეძებდი და


ყველგან, სადაც შევდიოდი, სუათს ვხედავდი. ყოველთვის ბო-
დიშს ვუხდიდი, ის კი ხითხითებდა და თავს მიქნევდა.
რა უცნაური იყო: კაცმა, რომელმაც გვერდზე სწრაფად
ჩაუარა, მას სუათის ხითხითი გაახსენა. კი მაგრამ, ის კაცი
რეალურად არსებობს? დიახ, აშკარად დაინახა. იქნებ, ახლა
ნურანი და ის ქუჩის გოგოც იხსენებენ სუათს დაახლოებით ასე?
უცნაური იყო: ვარდების დამათრობელ სურნელში ნურანის ნაც-
ვლად სუათი ელანდებოდა. ქორწილის მოლოდინსა და მოუთ-
მენლობაში სუათის მდგომარეობა, როცა ის ჩვენგან განზე გად-
გა, მხოლოდ მცირე უსიამოვნო ამბად ჩავთვალე.
შეჩერდა და შუბლი იმ მუშასავით მოიწმინდა. მაგრამ მისი
და მუშის ხელები მკვეთრად განსხვავდებოდა. მუმთაზის ხე-
ლებს, პრაქტიკულად, ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ. ისინი
არ იყო დაფარული მკაცრი ცხოვრების კვალით. საკუთარ ხე-
ლებს ინტერესით დააკვირდა. შემდეგ ისევ ის საღამო გაახსენ-
და ემირგანში, კონკრეტულად ის მომენტი, როცა გორაკის თავ-
ზე სუათს დაშორდა. ხელი ძლივს გაითავისუფლა, ისე ჰქონდა
სუათს ჩაბღაუჭებული. ღმერთო, ეს აღმართი აღარ მთავრდე-
ბა? იქნებ, ეს ჯვარცმისკენ მიმავალი ჩემი გზაა, იქნებ, სუათი
ჩემი ჯვარია?
გარშემო მიმოიხედა და წარბი ისევ მოისრისა. კი მაგრამ
რა უფლება ჰქონდა, ასე ჩარეულიყო ჩვენს ცხოვრებაში? ჩვენ-
სას თავი დავანებოთ. თუნდაც ის უსახლკარო გოგო ავიღოთ.
„არ შეიძლება სიცოცხლე, თუ არავის ენდობი“, - ასე უთქვამს
მას მუმთაზისთვის. საბრალო! მუმთაზი გზას განაგრძობდა.
სუათი მის ფიქრებს არ სცილდებოდა. გადაწყვიტა, მისი წერი-
ლი გაეხსენებინა. აი, რას წერდა:

509
მკითხველთა ლიგა

მუმთაზ, იცი რა არის ჩვენი ბედისწერის ყველაზე პათეტი-


კურ მხარე? ის, რომ კაცობრიობა მხოლოდ საკუთარი თავით
არის დაკავებული. მთელი სტრუქტურა ამ საფუძველზეა აშენე-
ბული, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც. შეგნებულად თუ შე-
უგნებლად, კაცობრიობა თავის წევრს, ადამიანს, იყენებს რო-
გორც მატერიალურ მარაგს. ჩვენი სიბრაზე, ჩვენი ბოროტი ბუ-
ნება, ჩვენი მისწრაფება სიდიადისკენ, ჩვენი სიყვარული, ჩვენი
სასოოწარკვეთა და ჩვენი იმედი - ყველაფერი მიბმულია სხვებ-
ზე. თუ თავიდან მოვიცილებთ ღარიბებს და მათხოვრებს, ჩვენ
სწრაფად გადავიქცევით არამზადებად. ადამიანები შეპყრობი-
ლები არიან ადამიანობით. ხელოვანი ხალხიც კი ასეთია, შენ
რომ „წმინდა სულები“ უწოდე. იმ ღამეს, დედე ეფენდიმ რა შთა-
ბეჭდილება მოახდინა ჩვენზე! ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ
ბეთჰოვებს მოუხდენია ჩემზე, რომლის სავიოლინო კონცერტი
ერთხელ მაქვს მოსმენილი. შენც, მუმთაზ, შენ ამბობ და არ
აფიქსირებ შენს პოზიციას, თან შენი საუბარი ყოველთვის მო-
რიდებულია, თითქოს უხერხულად გრძნობ თავს... ნეტავ, ასეთი
მოსაწყენი საუბარი არ იცოდე...
გაბრაზებულმა გაიქნია თავი. ყოველთვის არ ვუყვარდი
და დამცინოდა, ყოველთვის. რატომ აგვკიდა მე და ნურანს ასე-
თი ტვირთი?
... ყველაფერი, რასაც იჰსანი ამბობს, სიმართლეა. მაგრამ
ისიც ძალიან დამღლელია, შენს ლაპარაკზე უფრო. თუ ძალიან
მობეზრდა ადამიანს, შენი დაცინვა მაინც შეიძლება. მაგრამ იცი
რა, იჰსანს ბევრად რაციონალური გონება აქვს.
აჩქარებული მიუყვებოდა თავის გზას. „თურმე მთელი წე-
რილი დამიზეპირებია.“ ეგონა, უკვე დავიწყებული ექნებოდა.
ნეტავ, იჰსანის რომელი იდეა ჩათვალა ჭეშმარიტებად? ალბათ
ეს: „კაცობრიობა პასუხისმგებელია სამყაროზე.“ დიახ, ნამდვი-

510
მკითხველთა ლიგა

ლად ეს. მაშინ სუათმა თქვა: „მართალია, მაგრამ დიდი სისუ-


ლელეა. სიმართლის შთაბეჭდილებას ერთი შეხედვით ტო-
ვებს.“ ცოტა ხნის შემდეგ კი ამ თავის აზრსაც ეწინააღმდეგებო-
და. ასეთი ბუნება ჰქონდა. შეიძლებოდა თავს დასხმოდა იმას,
რასაც ცოტა ხნით ადრე აქებდა. „საბრალო კაცობრიობა! რა
პასუხისმგებლობა? ჯეიმზ ჯოისის ლეოპოლდ ბლუმივით საკუ-
თარ შიშზე მაღლა უნდა დადგე, ჩვენ კი ფილოსოფიასა და
პოეზიაზე ვსაუბრობთ.“
მას ნურანის სახის გამომეტყველება გაახსენდა, როცა იგი
სუათს უსმენდა. წარმოიდგინა მისი სახე, მაგრამ იგი თავდახრი-
ლი იდგა და მის სახეს სუათის სახე ეფარებოდა. მუმთაზმა ხე-
ლი გაიქნია, თითქოს სუათის მოშორება უნდოდა. შემდეგ თით-
ქოს სუათს უპასუხა: ჩემი იდეებისთვის მე ვიღებ პასუხისმგებ-
ლობას ჩემს თავზე. შენ ისე ფიქრობ, როგორც გსურს. მისი
ფიქრები ისევ ტვირთის მზიდავ მუშას დაუბრუნდა. ჩემი პასუხის-
მგელობით გავაგზავნიდი ამ კაცს ფრონტზე? გავაგზავნიდი,
რადგან რაღაცაში დარწმუნებული ვარ. ესე იგი, შემიძლია ადა-
მიანები ვაქციო საზარბაზნე ხორცად?! ის იქ დაიღუპება და
სხვასაც მოკლავს, და შეიძლება არაერთს! რისთვის? კაცობ-
რიობის სასიკეთოდ!
არა, სუათს სულაც არ მოსწონდა მუმთაზი. იმიტომ რომ
ის პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარ სიტყვებზე. ნეტავ,
მის სიტყვებზე იმ მუშის ცოლ-შვილი უსიტყვოდ დათმობდა ყვე-
ლაფერს? იგი ფიქრებით მიმოდიოდა ქალაქის ღარიბ, ბინძურ
უბნებში. იქნებ, მათი შვილებისთვის თუ არა, შვილიშვილების-
თვის სასარგებლო გამოდგეს ამ კაცის ომში წასვლა? დილით
ძველმანების ბაზრობაზე რომ დაინახა, ისეთ საქორწილო კა-
ბაში გამოწყობილი ქალი წარმოიდგინა, როგორ დაემხო ტი-
რილით მის ფეხებთან: არ დამღუპო, არ წაიყვანო! როგორ

511
მკითხველთა ლიგა

ვიცხოვროთ მე და ბავშვებმა? რა უნდა ვქნათ? აქეთ რომ მო-


დიოდა, გზაში ახალწვეულებით სავსე მატარებელი დაინახა. მა-
თი საცოლეები, ცოლები, დედები, ხელჩაკიდებულ ბავშვებთან
ერთად, ყველა ტიროდა.
მე ვიღებ პასუხისმგებლობას. სუათი იცინის: რა პასუხის-
მგებლობას, მუმთაზ? არა, სუათს მე არასდროს მოვწონდი,
არასდროს! მე კი ის მომწონდა და რაც უცნაურია, ახლაც მომ-
წონს.
რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ იქცეოდა სუათი,
რას ფიქრობდა მუმთაზი... ნურანმა იგი მიატოვა... იჰსანი ავა-
დაა, თვითონ კი ქუჩებში უმიზნოდ დადის მთელი დღეა და მო-
გონებებშია ჩაფლული. „რატომ დავდივარ ამდენს, სუათ? მაჯი-
დეს ბრალია. წამლებზე გამომაგზავნა და მითხრა, ქალაქში
გაიარე, საღამომდე არ მოხვიდე, მეშინია, შენც ავად არ გახდე,
ორივეს ვერ მოგივლითო.“ შუბლი მოისრისა. ღმერთო, სუათს
რატომ ველაპარაკები, რატომ? ჯობს, საერთოდ აღარაფერზე
ვიფიქრო. თითქოს მსაჯულთა წინაშე თავს იცავდა. კაფესკენ
გაემართა. ქუჩის საათს შეხედა, ექვსს ათი წუთი აკლდა. მოსუ-
ლები იქნებიან უკვე.
ორი ასაკოვანი კაცი განიბანებოდა მეჩეთის წინ მოწყო-
ბილ შადრევანში. ნეტავ, რომელი ლოცვა უნდა შეასრულონ?
ხნიერი ქალი შავი ჩადრით მივიდა შადრევანთან, პეშვით უხერ-
ხულად შეისხა წყალი სახეზე. მისი დანაოჭებული ხელები თით-
ქოს მზისგან იყო დამწვარი. მოუსვენარი მტრედები დაფუსფუ-
სებდნენ იქვე - თითქოს შეყვარებულები არიან... საკუთარმა აზ-
რმა გააღიზიანა. სუათის ხმით გააკრიტიკა თავისი სიტყვები: უბ-
რალოდ იქ დაეხეტებიან. იქნებ, უფრო მოუხდებათ, თუ ვიტ-
ყვით, რომ ფიქრებია, რომლებიც მარტოსული ადამიანის თავ-
ში დაფუთფუთებენ...

512
მკითხველთა ლიგა

ბაღის მეორე შესასვლელ კართან კვლავ დაინახა კაცები,


რომლებიც განიბანებოდნენ. ეს ასე იყო დაწესებული 1506
წლიდან, რაც ეს მეჩეთი აშენდა. ნეტავ, ჩადრიანი ქალები მა-
შინაც დადიოდნენ მეჩეთში? ალბათ არა, მაგრამ რა მნიშვნე-
ლობა ჰქონდა. უცბად, ისევ დაინახა ის მზიდავი მუშა, ოღონდ
ამჯერად ის მარტო არ იყო. თან ახლდა ბოიაქჩოის ყავახანის
მომსახურე ახალგაზრდა კაცი, მეჰმეთი, რომელიც სამხედრო
სამსახურში იმყოფებოდა აქ. შემდეგ კიდევ ერთი ქალი დაინახა
მეჩეთთან. რომელსაც კრიალოსანი ეჭირა ხელში. თითქოს ეც-
ნო. შარშან ზაფხულს მან და ნურანმა ორი ასეთი კრიალოსანი
იყიდეს. გამყიდველს გამოელაპარაკნენ და მერე კიდევ ორი
კრიალოსანი იყიდა მუმთაზმა; მაგრამ ძლივს მოახერხა მათი
გამოგლეჯა სუათის ხელიდან. ისევ სუათი! სიზმარში ვარ. მღვი-
ძავს და თან სიზმარს ვხედავ!

II

ზაფხულის გაწელილ, მზიან საღამოს, ყავახანაში სიცოც-


ხლე დუღდა და ხმაურობდა. ყველა ჯურის ადამიანი ირეოდა
აქ, მათ შორის ბორნის მომლოდინე მგზავრები, ახლომახლო
ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც შინ ბრუნდებოდ-
ნენ, მთელი დღის განმავლობაში მოსეირნე-მოხეტიალე მე-
გობრები, პლაჟზე დასვენების შემდეგ - ყველა ხალისიანად
ხვდებოდა საღამოს მზეს, რომელიც იქვე მდგარი აკაციებიდან
იჭყიტებოდა.
მუმთაზი რომ შევიდა, კაფეში ჰიტლერის, მუსოლინის,
სტალინის და ჩემბერლენის სახელები ისმოდა. ერთ მაგიდას-
თან რომ ჩაიარა, მოესმა: „ჩემო კარგო, საფრანგეთი ვერ

513
მკითხველთა ლიგა

იომებს, ის ახლა სუსტია და ყველა ფრანგი დეკადენტია... ყვე-


ლა ერთად მაგონებს ანდრე ჟიდს...“
საბრალო ანდრე ჟიდ! საბრალო საფრანგეთო! თუ საფ-
რანგეთს ბრძოლის უნარი არ შესწევს, რა თქმა უნდა, ეს არაა
ანდრე ჟიდის ბრალი! მუმთაზს სხვადასხვა ისტორიული მოვ-
ლენა მოსდიოდა თავში ხან საფრანგეთის, ხან თურქეთის ის-
ტორიიდან.
ოფიციანტი მიუახლოვდა. თქვენი მეგობრები იქ გელოდე-
ბიანო, შორეულ კუთხეზე მიუთითა. „თუ ომი დაიწყება. ამასაც
წაიყვანენ“, - ოფიციანტზე გაიფიქრა.
მისი მეგობრები მოღუშულები ისხდნენ. სელიმი კონვერტს
ათამაშებდა ხელში. მის დანახვაზე ერთად შესძახეს:
- იჰსანი როგორაა?
- სამ საათზე გამოვედი სახლიდან, არა უშავდა რა, ცუდად
არ იყო, მაგრამ მთავარია ღამე, ამბობენ, წყვილი რიცხვების
ღამე უფრო ძნელია ხოლმეო.
სკამი გამოსწია, აკანკალებული ხელებით ჯიბეები მოისინ-
ჯა.
- გაფითრებული ჩანხარ. რა მოგივიდა?
- არაფერი, იმდენი დარდი მაქვს...
ღმერთო, რა პატარა ბიჭივით ვიქცევი, ხელები რატომ მი-
კანკალებს...
- ჩემთვის რამე მოატანინეთ, რა...
- რას ისურვებთ? - მიუახლოვდა მიმტანი ბიჭი.
- ჩაის, - შემდეგ მეგობრებს მიუტრიალდა, - რა მოხდა,
რაღაც გაწუხებთ ყველას.
- აბა რა, ომზე ვლაპარაკობთ. შენ არ ფიქრობ ომზე?
- კი, ომი სავარაუდოდ იქნება. დღეს თუ არა ხვალ. სხვა
გზა არ ჩანს. მდგომარეობა გამოუვალია.

514
მკითხველთა ლიგა

- ჰოდა, ჩვენ რა მოგვივა მაშინ?


სელიმმა თავისი კონვერტი გაუწოდა.
- სამხედრო სამსახურის ოფისში გამომიძახეს. ხვალ უნდა
მივიდე.
იქნებ, მეც დამიბარეს, ემირგანის სახლში გაგზავნიდნენ
უწყებას. იჰსანი უკეთ რომ გახდება, მივაკითხავ ერთი იმ ოფისს.
- ჩემს შეკითხვაზე არ გიპასუხია.
მუმთაზმა ათლეტური აღნაგობიის ორჰანს შეხედა. მთელი
ტანით ოთხ სკამზე გაჭიმულიყო. მისი მოღუშული, მზემოკიდე-
ბული სახე პასუხს ელოდა.
- ჩვენ ხელშეკრულებებზე ვართ დამოკიდებული. თუ საფ-
რანგეთი და ინგლისი ჩაებმებიან ომში, ჩვენც ჩავებმებით.
ნური ყველაზე აღელვებული ჩანდა:
- ამ კვირაში უნდა დავქორწინებულიყავი!
- მერე, დაქორწინდი, სანამ წახვალ. ან გადაადებინე. თან
ჯერ ხომ არაფერი ვიცით. იქნებ, არ დაიწყოს ომი.
ფაჰირი:
- შენ არ თქვი, სხვა გზა არ ჩანსო?!
- ყველაფერი ძაფზე კიდია. იცით, რა არის ყველაზე საში-
ნელი? ყველაზე ცუდი წინასწარმეტყველება?
- გვინდა ვიცოდეთ.
- ეს არის დაუცველობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცხოვ-
რება თვითონ იპოვის თავის გზას. ბოლო ომის წინა პერიოდი-
დან არაფერი გვახსოვს, ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით. მაგრამ
როცა ვკითხულობთ, გაოგნებულები ვრჩებით. ადამიანები მა-
შინ დაცულები იყვნენ. ფინანსები, სამუშაო ადგილები,
იდეოლოგია, სოციალური ბრძოლა, ყველა ქვეყანაში, მეტ--
ნაკლებად, გაშლილი და გაფურჩქნული იყო. ახლა ყველაფე-

515
მკითხველთა ლიგა

რი გაცამტვერებულია. ახლანდელი დაუცველობის და შიშის


მდგომარეობა პოლიტიკოსებს გზა-კვალს ურევს.
ორჰანი:
- თუ ომი დაიწყება, ეს არ იქნება შემთხვევითი ომი, რო-
გორიც წინა იყო.
- არც წინა იყო შემთხვევითი. ვიღაცამ თქვა რომ ყველა-
ფერი პუანკარეს ბრალი იყო. ასე არ არის, ის ომი მოხდა იმი-
ტომ, რომ ევროპის თითოეული სახელმწიფო არ ენდობოდა
მეზობელ სახელმწიფოს და ყველა გამალებული იარაღდებო-
და. უნდობლობის ფაქტორი გახდა მთავარი მიზეზი. მაგრამ
დღეს იდეებია მთავარი, იდეების გამო იწყებენ ომს.
- მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მცირე ფრაქციიდან მომდი-
ნარეობს.
- სულაც არა! გაუთავებელმა კრიზისმა ბევრ ზომიერ
ფრაქციას და ჯგუფს ძალა გამოაცალა, რომლებსაც უბრალოდ
ცხოვრება სურთ ისე, როგორც თვითონ სურთ, ეგ არის და ეგ.
ამიტომ, მათთვის ომი არასასურველია.
- ეს ყველაფერი ღირს ერთ პატარა საზღვაო პორტად?
- რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ეს მხოლოდ პატარა პორტს
არ ეხება. გაურკვეველია, რა მოჰყვება ამ ყველაფერს. აქ მთა-
ვარია, ნაცისტების საშინელი ტირანია და აგრესია. ესენი კა-
ცობრიობის ჭირია!
- მუმთაზ, შენ კაცობრიობისა კიდევ გწამს?
- სხვა რა დაგვრჩენია...
- მე არ მწამს. სისხლისღვრა ვითომდა კაცობრიობის სა-
სიკეთოდ - ეს აზრი რისხვას იწვევს ჩემში. მე რა შუაში ვარ, თუ
ევროპა აცხადებს, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია?
ევროპას როდის შეუწუხებია თავი, რომ ბალკანეთის ომების კა-
ტასტროფა შეეჩერებინა? საუკუნეების განმავლობაში, ეგ შენი

516
მკითხველთა ლიგა

ევროპა ჩვენზე გულცივად ატარებდა სისხლიან ცდებს. აქ გაჭ-


რიან, იქ ამოაჭრიან... ჩვენი მიწიდან ისე ამოგვთხარეს, რო-
გორც ბალახი და სხვა ხალხი ჩანერგეს, თითქოს ბოსტანი ყო-
ფილიყო. განა, ეს ყველაფერი ევროპამ არ გაგვიკეთა? ევრო-
პამ არ გამოზარდა ჰიტლერი და დღევანდელი კრიზისული ვი-
თარება?
- ჰო, მაგრამ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ურთიერთგაგებამ-
დე, რათა ასეთი ძალადობა, რაც ჩვენზე და სხვა ხალხზე გა-
ხორციელდა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას?
- და ეს შეიძლება საომარი მოქმედებებით გაკეთდეს?
- რადგან ვხედავთ, რომ თავდახმა მოსალოდნელია, რა
თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიომოთ... მე, მაგალითად, საფრთხეს
კარის ზღურბლზე გავანადგურებდი და შემდეგ ვიზრუნებდი,
რომ აღარ გამოჩენილიყო.
- ორი არასწორი მოქმედება ვერ შექმნის ერთ სწორს და
გამართლებულს.
- ზოგჯერ საპასუხი მოქმედება, თუნდაც არასწორი, ერთა-
დერთი არჩევანია. ქირურგია ერთდერთი გზაა განგრენისგან
გადასარჩენად. ოპერაციები საშინელებაა, მაგრამ ხშირად, ერ-
თადერთი გამოსავალია. ახალი ეთიკის და მორალის დამყა-
რება შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ გვგონია,
რომ ეს თავისით მოხდება, მზის ამოსვლასავით. მაგრამ ის
მოიცავს ტანჯვას და შეცდომებს და მის შედეგად ვიღებთ სო-
ციალიზაციას. იდეები რამდენიც გინდათ იმდენია. მაგრამ სარ-
გებლობა არ მოაქვთ. იმიტომ, რომ საზოგადოება ისე არ იგებს
მათ, როგორც გონება, რომელმა ეს იდეები მოიფიქრა.
- ომის საშუალებით მოხდება შეგუება, როგორ ფიქრობ?
1914-1918 წლებში ხომ ვნახეთ რაც მოხდა.

517
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ის გზა, რომელიც უკვე გავლილია, კარგს არაფერს


გვიჩვენებს.
ორჰანი ფიქრებში ჩაიძირა. მერე ღიღინი დაიწყო:
- საშიშ ადგილას, დაუცველნი, კლდესა და ქვებს შორის,
ერთი ტყვიით კვდებოდა, მეორე - დანით მიყენებული ჭრილო-
ბისგან...
მუმთაზმა იცნო ეს „თურქუ“ - ანატოლიის მთელი დრამა
იდო ამ სიმღერაში. მუმთაზი გონებაში ისევ იჰსანისგან ითხოვ-
და რჩევას.
- ევროპა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, აღარ არსებობს.
იცით, როდის დავკარგე იმედი არსებული სერიოზული მდგო-
მარეობიდან გამოსვლისა? როცა ნაცისტურმა გერმანიამ და
საბჭოთა კავშირმა თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი.
- ჰო, რა ვიცი, მემარცხენეები ლამის ტაშს უკრავდნენ. ახ-
ლა ყველა აქებს ფიურერს. თითქოს გამოძიება რაიხსტაგის-
თვის ცეცხლის წაკიდების საკითხზე არც მომხდარა.
ნურის დარდისგან მოყვითალო ფერი ედო.
- არც ამდენი მკვლელობა მომხდარა.
- ჰო, რა გასაკვირია, რომ მას აქებენ. მაგრამ დროებით.
დაიმახსოვრე ჩემი მსჯელობა. არავინ უნდა დაკარგოს ეთიკა
და მორალი. მე ვეწინააღმდეგები ომს, მაგრამ მისი არ მეშინია.
მე ველოდები.
უცნაური დარწმუნებით ლაპარაკობდა. მეზობელი ყავახა-
ნიდან „მაჰურას“ ჰანგის სიმღერა მოისმა და შუა ლაპარაკში
მუმთაზს ისევ ნურანი გაახსენა. ეს იყო სიმღერა, რომლითაც
ყველა იცნობდა ნურანის დიდ ბაბუას, ეს იყო დიდებული პოემა
სიყვარულსა და სიკვდილზე. ის ალბათ ხვალ დამტოვებს, მას
თან გაჰყვება წყენა... უცბად განრისხდა, ეს სიბრაზე აუტანელი
იყო. რატომ? ყველაფერი ასე რატომ მოხდა? ყველა ასე რა-

518
მკითხველთა ლიგა

ტომ მახვევს თავის ნებას, ასე რატომ მექცევიან? რა გავაკეთო,


როცა ასე მარტო ვარ? სიმშვიდე ნურანში კი არა, ჩემ თავში
უნდა მეძებნა. და თანაც ეს მხოლოდ მსხვერპლის გაღების
გზით ხდება. ფეხზე წამოდგა.
- მაპატიეთ, იჰსანის გამო ვღელავ და უნდა წავიდე. ვინ
იცის, იქნებ, ომი არც გაჩაღდეს. ჩვენმა ქვეყანამ იმდენი სისხლი
გაიღო... იქნებ, ჩვენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შევძლოთ.
გარეთ რომ გამოვიდა, გაახსენდა, რომ მსჯელობა ომზე,
იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდებოდა, არ დაუმთავრებია. „ნუ ნერ-
ვიულობ, ძალიან კარგად ილაპარაკე“, - უთხრა ხმამ. ქუჩაში
გაიქცა და ტრამვაის შეახტა, თითქოს სუათის ხმას გაექცა.

III

იჰსანი ისევ ისე ღონემიხდილი იწვა, სახე სიცხისგან წამო-


წითლებული ჰქონდა. დროდადრო გამომშრალ ტუჩებს ენით
ისველებდა. ეს არ იყო ძველი იჰსანი. თითქოს მალე მოგონე-
ბად უნდა გადაქცეულიყო. მისი ამ მდგომარეობაში ნახვა იგივე
იყო, რომ სხვა სამყაროში მიმავალს სადღაც ნახევარ გზაზე
შეხვედროდით. ეს იყო მიახლოება იმასთან, რომ მოგონებად
გადაქცეულიყო და ეცხოვრა მუმთაზის და სხვა მეგობრების
ხსოვნაში. ცოტა კიდევ მეტად რომ გამოიფიტოს, ვეღარ გაუძ-
ლებს, ის უკვე მოგონებად შემოვა ჩვენში.
მუმთაზი შეჰყურებდა იჰსანის ხელებს, მის გამოკვეთილ,
გამომშრალ, მაგრამ ჯერ ცოცხალ ვენებს. მხოლოდ სიცხე არ
გამოხატავდა მის რთულ მდგომარეობას. მის სხეულს დაუფლე-
ბოდა უამრავი მიკრობი, ბაცილა, რომლებიც მხოლოდ სპე-
ციალურ ხელსაწყოში ჩანდა, თავმოყრილი სხეულის ქსოვი-

519
მკითხველთა ლიგა

ლებში, ვენებში; მათ ცხოველებს უნერგავდნენ და მერე ამ საბ-


რალო ლაბორატორიულ ცხოველებს აკვირდებოდნენ და
მკურნალობის მეთოდებს შეიმუშავებდნენ. ნიმუშებს სპეციალუ-
რად ფერს ურევდნენ, ზოგი მწვანე იყო, ზოგი წითელი, აკვირ-
დებოდნენ ტემპერატურის მატებას. გადამწყვეტი იყო 102 და
104 გრადუსს შორის ყოფნა. რამდენად გაუძლებდა ამას ორ-
განიზმი. ეს იყო მანძილი ეროსსა და თანათოსს შორის, სრუ-
ლიად განსხვავებული, მეცნიერულ-სამედიცინო გაგებით. აქ
მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა, განიხილებოდა მხოლოდ
ტემპერატურა, სისხლი, ნახველი გაზები, სუნთქვა.
ავადმყოფის მკერდი მძიმედ ადიოდა და ჩადიოდა. ის დი-
დი გაჭირვებით სუნთქავდა, ჰაერს ხმაურით ყლაპავდა. სუნ-
თქვის მართვას ვერ ახერხებდა.
აქ განსაკუთრებული სამეფო იყო. ცხრა დღის განმავლო-
ბაში ამ სამეფომ დაისადგურა ავადმყოფის სხეულში, რომლის
ხელები გამომშრალი და დაკრუნჩხული იყო ისე, როგორც
არასდროს ჰქონია. იგი ეძებდა, ხარბად ყლაპავდა ჰაერს, რო-
მელიც ასე სჭირდებოდა მის ფილტვებს. მისი გამომშრალი ტუ-
ჩები წყლით გასველებას ნატრობდა, მაგრამ სოფლიდან მომა-
ვალ წყალსავალ მილში წყალი დიდი ხნის გამშრალი იყო. მისი
თვალები თითქოს ამბობდა: „მე ის აღარ ვარ, რაც ვიყავი.“
ცხრა დღეში ის გარდაიქმნა, გაემიჯნა საკუთარ თავს, თავის ახ-
ლობლებს და დადგა არსებობის ზღვარზე, სადაც თუ ძალიან
დაძაბავდით ყურადღებას, შეიძლებოდა შეგემჩნიათ უცნაური
მეტამორფოზა მისი ნელი და მყარი აღდგენისა.
ამ სტვენა-სტვენით მსუნთქავ ანატომიურ საგანში ძლივს
ამოიცნობდით ადამიანის სხეულს. ნახევრად დაჩრდილული შუ-
ქი კიდევ უფრო საბრალოდ წარმოაჩენდა ამ სურათს. ოთახის
განათება არ იტყუებოდა. ყველაფერი გამოკვეთილად ჩანდა,

520
მკითხველთა ლიგა

ფონი და სურათი, თითქოს განათება ამბობდა: „ველოდები იმ


ზღურბლს, ფარენჰაიტით 102 და 104 გრადუსს შორის, სადაც
გამოიკვეთება განსხვავებული ზონა, აი ამას ვანათებ, მეტს არა-
ფერს.“ საწოლი თითქოს იზიარებდა ავადმყოფის ტანჯვას.
ფარდები, კარადის სარკე, ოთახის სიჩუმე, საათის წიკწიკი, ყვე-
ლაფერი ხაზს უსვამდა, როგორი უცნაური, ბოროტი იყო ეს გა-
დასასვლელი, გარდამავალი ხაზი 102-სა და 104-ს შორის,
ციფრული მაჩვენებლების გადასვლა არაფერში, არარსებობა-
ში, ცნობიერებიდან სრულ ინერციაში.
რა დარჩა ამ ოთახში ისეთი, რაც მოაგონებდა კაცს, რო-
მელსაც კარგად იცნობდა? მისი მატერიალური სხეულის ტან-
ჯვის გარდა, პრაქტიკულად არაფერი. მისი თვალების შუქიც კი
არ იყო ის, რასაც ადამიანის არსებობის სხივი უნდა ერქვას. ნე-
ბისმიერი მცირე, უმნიშვნელო საგანი შეიძლება გამოასხივებ-
დეს ასეთ ნათებას. მაგრამ იჰსანის ნათება განსხვავებული იყო,
თითქოს ახლაც, ამ უკიდურეს მდგომარეობაშიც, იგი მუმთაზის
ფიქრებს კითხულობდა. მუმთაზი კი ფიქრობდა: რატომ ვნებდე-
ბი ყოველთვის პესიმიზმს? რატომ ვიქცევი ასე ლაჩრულად? იჰ-
სანისკენ დაიხარა, რომ დალაპარაკებოდა. მაგრამ როდესაც
მუმთაზმა მას ხელზე ხელი მოკიდა, ავადმყოფმა თვალები და-
ხუჭა, ლაპარაკი არ სურდა. სიჩუმე, რომლის მსგავსი არასოდეს
განუცდია.
სიჩუმე აბსოლუტური არ იყო, რადგან მას საათის ხმა არ-
ღვევდა, თითქოს მას ყველაფერი უნდა დამორჩილებოდა. მისი
სვლა თითქოს თანდათანობით აჩქარდა, საათმა კიდევ ერთი
საათის გასვლა აჩვენა.
იჰსანმა თვალი გაახილა; ტუჩები დაისველა, რამდენადაც
ამის ძალა შესწევდა. მუმთაზმა ჩაის კოვზით წყალი დაალევინა
და ჰკითხა:

521
მკითხველთა ლიგა

- როგორ ხარ, ძმაო?


იჰსანის საპასუხო ჟესტი შეიძლებოდა სხვადასხვაგვარად
გაგებულიყო. მერე ამოილუღლუღა:
- შენ როგორ ხარ?
და სცადა წამოწეულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, სუნთქვა შე-
ეზღუდა, თითქოს იხრჩობოდა, ხელები აუკანკალდა.
- მუმთაზ, ექიმს დავუძახოთ, მეშინია, - თქვა მაჯიდემ.
მუმთაზმა იცოდა, რომ ეს ღამე გადამწყვეტი უნდა ყოფი-
ლიყო, მაგრამ მაინც დაბნეული შეჰყურებდა იჰსანს, მისი მდგო-
მარეობის გაუარესებამ შეაშინა. რომ წავიდე და ამ დროს რამე
მოხდეს?
მკაცრსახიანი ექიმი, რომელიც მათთან ახლოს ცხოვრობ-
და, არ მოსწონდა. სხვები შვებულებაში იყვნენ. თვითონაც ალ-
ბათ ასეთი სეზონის დროს აქ არ იქნებოდა, რომ არა იჰსანის
ავადმყოფობა. თვალწინ ისევ ვანიქოი-ქანდილის გზა დაუდგა,
მეთევზეების ფარნების შუქით აბრჭყვიალებული სანაპირო...
ნავები, მოციმციმე ვარსკვლავები, ჩიტებისა და ხოჭოების ხმე-
ბი, სახლების ფანჯრები, წარმოიდგინა ექიმი, მოსეირნე ამ გა-
ნათებულ სანაპიროზე - როცა ის არავის სჭირდებოდა.
იგი აღიქვამდა, რომ ამ საშინელ ვითარებაშიც, როცა იჰ-
სანის მდგომარეობა ასე მძიმე იყო, მისი გონება მაინც სხვა გან-
ზომილებაში არსებობდა, იქ, სადაც იყო ნურანი. მაჯიდემ ბო-
ლო მოუღო მის მერყეობას.
- ახლავე ნემსს გავუკეთებ.
ასეთ მაჯიდეს მუმთაზი არ იცნობდა. მოჩვენებასავით გამ-
ხდარი და გაფითრებული ქალი, რომელიც დაჟინებული მზე-
რით უარყოფდა ყოველგვარ ყოყმანს ან წინააღმდეგობას, მას
სურდა მხოლოდ, გადაერჩინა თავისი ქმარი და მთლიანად გან-
დევნა ყოველგვარი ეჭვი თავისი გონებიდან

522
მკითხველთა ლიგა

- გთხოვ, მუმთაზ, დაუძახე ექიმს.


მუმთაზი ვერ გამოერკვა, ეს მაჯიდემ უთხრა თუ ნურანმა.
ახლა ალბათ ნურანი ჩანთებს ალაგებს, რომ იზმირში გაემ-
გზავროს, ან სახლშია, ის და ფაჰირი სხედან და საუბრობენ.
იგი დაბნეული იდგა, აღიქვამდა მხოლოდ იმას, რომ ნუ-
რანის სახე უცბად გაუსხლტა.
- ფიქრობ, რომ ეს აუცილებელია?
- საჭიროა, ასე უფრო დაზღვეულები ვიქნებით.
მუმთაზი კარისკენ გაემართა.
ექიმის გამოძახება უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის,
საჭირო იყო. ავადმყოფი უკეთაც რომ გამხდარიყო, ექიმი უნდა
გამოეძახათ. ერთგვარი რიტუალი იყო. ვერც სიცოცხლე და
ვერც მისი ორეული სიკვდილი ვერ მოხდებოდა ექიმის დასწრე-
ბის გარეშე, განსაკუთრებით სიკვდილი... თანამედროვე მსოფ-
ლიოში უბრალოდ სირცხვილი იყო სიკვდილი ექიმის გარეშე.
ასეთი რამ მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლებოდა მომხდა-
რიყო. სიკვდილი ძვირი ჯდებოდა. მაგრამ ერთ დღესაც მისი
ფასი დაეცემოდა და ერთნაირად მარტივი გახდებოდა ყველას-
თვის.
ასეთ შემთხვევაში, ექიმი აღარ გახდებოდა საჭირო, ისევე
როგორც წამლები და აფთიაქი, ან სოციალური დახმარება.
ადამიანები მოკვდებოდნენ ერთად, გადახვეულნი, ჩახუტებულ-
ნი და ერთმანეთს თავის ყველაზე იდუმალ ფიქრებს გაუზიარებ-
დნენ. მხოლოდ ასე გადაიქცეოდა სიკვდილი ხსნად.
მაჯიდეს ურყევი გამბედაობის წყალობით, ძრავა, რომე-
ლიც იჰსანის სხეულში მუშაობდა, გაჩერდებოდა, პაუზას გააკე-
თებდა, როგორც კარადის თავზე, ჭერზე დამაგრებული ჰაერის
გამაგრილებლის ფრთები, როცა უკან ტრიალს იწყებდა. მუმ-
თაზმა ერთხელ კიდევ შეხედა იჰსანის სახეს და ოთახიდან გა-

523
მკითხველთა ლიგა

ვიდა. ისე ნელა მოძრაობდა, თითქოს წყლის დაბრკოლებას


გადალახავდა, გარს ეხვეოდა ფიქრები, რომლებშიც თვითო-
ნაც ვერ ერკვეოდა.
უამრავი გამჭვირვალე ფირფიტა აშორებდა მატერიალუ-
რი საგნებისგან. ან იქნებ ის რეალობა, რომელშიც იგი გადა-
ადგილდებოდა, ფიქრობდა და ლაპარაკობდა, არ იყო იგივე
რალობა, რომელშიც იგი ფიზიკურად ცხოვრობდა. ამის მიუხე-
დავად, ის აღიქვამდა, იმახსოვრებდა და აკვირდებოდა ყველა-
ფერს, თუმცა ეს აღქმა, გაცნობიერება და ალბათ კომუნიკაციაც,
ხორციელდებოდა იმ იდენტობის გავლით, რომელმაც დაკარ-
გა თავისი მასა და არ იყო ატომიზირებული.
ფოიეში შუქი ჩართო და სარკეს ჩააშტერდა. მუმთაზი სარ-
კეს საერთოდ არასდროს ჩაუვლიდა, რომ თავისთვის არ შეეხე-
და. მისთვის სარკე იყო სიმბოლო ადამიანის ბედისა და ინტე-
ლექტის შესაძლებობის გამოვლენა ამოუცნობი, იდუმალი მოვ-
ლენის პირისპირ.
სარკეში იცქირებოდა; შუქი იატაკს ეფინებოდა. სარკეები
უცნაური იყო. მაშინვე შეუდგებოდნენ ხოლმე საქმეს. მუმთაზს
ახლად გაღვიძებული ადამიანის შესახედაობა ჰქონდა. ფოიეს
მოპირდაპირე კუთხეში იჰსანის ოთხი წყვილი ფეხსაცმელი ეწ-
ყო, კედელზე მისი სქელსახელურიანი ქოლგა ეკიდა. ოდესმე
კიდევ შეძლებდა ამ ნივთების ხმარებას? თუმცა რატომაც არა?
ძრავის მოძრაობის გაფანტული ტემპის შენელება შეიძლებოდა
საკმარისი ყოფილიყო სიცოცხლისთვის. ასე შეიძლებოდა ადა-
მიანი კოსმოსური უსასრულო დროიდან ჩვეულებრივ ცხოვრე-
ბისეულ დროში დაბრუნებულიყო.
ოთხი წყვილი ფეხსაცმელი. ამათგან ორი ზაფხულის და-
საწყისში შეიძინა. მუმთაზი ეხუმრებოდა: „ეს რა არის, ძმაო, ზამ-
თრის ფეხსაცმელს ზაფხულში ყიდულობ?“ იჰსანი ვითომ ძალი-

524
მკითხველთა ლიგა

ან სერიოზულად, სინამდვილეში ასევე ხუმრობით პასუხობდა:


„მე ბრძენი კაცი ვარ.“ ბრძენი! ბრძენი რომ ყოფილიყო, ფილ-
ტვების ანთება დაემართებოდა?
ისევ ფეხსაცმელებს მიაშტერდა. ამ სამყაროში, რა ცოტა
შეგვიძლია, რათა ჩვენ გარშემო მყოფი ობიექტები სათანადოდ
მოვიხმაროთ. ეს ფეხსაცმელები, ეს ქოლგა, ნებისმიერი ნივთი
ამ სახლში იჰსანს ეკუთვნოდა, ზოგი კი მისიც იყო და სხვისიც.
მაგრამ ხვალ... ღმერთო მაპატიე, ვინ იცის, ხვალ რა ელოდა...
სულ მალე მას აქედან შეიძლებოდა აღარ დასჭირვებოდა
რამე. ადამიანის ინტელექტი, სული, გული, მეხსიერება - არც
ეს. ყველაფერი გაქრებოდა. როცა ადამიანი მიდის, ყველაფე-
რი ქრება? ფოიეში სინათლე ჩააქრო. გაქრა ყველა ნივთი,
აღარფერი ჩანდა. მეცნიერისთვის დამახასიათებელი ინტერე-
სით სინათლე ისევ აანთო. ისევ ყველაფერი გამოჩნდა, თით-
ქოს გაცოცხლდა. ეს ნივთები უჩვენოდაც არსებობენ. საკმარი-
სია იყოს სინათლე. ეს არის სტიმული და მისი ბრძანებით, მას-
თან თანამშრომლობით, ჩემი გონებით და მეხსიერებით მე ისევ
საჭირო ვარ... მე თუ სხვა, ეს სულერთია, სულ უკანასკნელი
ადამიანი თუნდაც, თავისი გონებით და მეხსიერებით...
მან კარი ფრთხილად გამოიხურა და კიბეზეც ფრთხილად
ჩავიდა. ღამის მიუხედავად, ქუჩა მთლიანად განათებული და
ხმებით სავსე იყო. იყო დეტალები, რომლებიც ქმნიდნენ ზაფ-
ხულის ღამის მუსიკას: ბაყაყების ხმა, მწერების ბზუილი, და მო-
შორებით, ქუჩის თავში შადრევნის ჩუხჩუხი. მეზობლის შესას-
ვლელ კართან მოკუნტულმა კნუტმა მუმთაზის დანახვაზე ზურგი
ამოზნიქა, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებული კნუტის დამუქრე-
ბაში თავის ცხოვრებასთან თანაფარდობა დაინახა. აბურდული
ფიქრების წიაღში უცებ გამოიტანა დასკვნა თავისი შეშინებულ--
აფორიაქებული ცხოვრების შესახებ: რამდენიმე თვეა მოსვენე-

525
მკითხველთა ლიგა

ბა არ მაქვს, თითქოს მორევში ვარ... ჩემი საკუთარი „მე“ რომ


არ დამეკარგა, არ დავცილდებოდით, ან ასე ცუდად არ დავ-
ცილდებოდით. აღარ უნდოდა მეტი ფიქრი და ქუჩას ჩქარი ნა-
ბიჯით გაუყვა. ექიმის სახლი შორს არ იყო. იმედოვნებდა, იგი
სახლში დახვდებოდა და წამოჰყვებოდა. ქუჩაში ცარიელი ტაქ-
სი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. ის საათები
იყო, როცა, პოეტებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი იძინებს.
ექიმი შინ არ დახვდა. კაცი, რომელმაც რამდენიმე საათით
ადრე უთხრა: „თქვენს განკარგულებაში ვარ, ეს ჩემი ვალია“,
საღამოს რვა საათზე სადღაც გაუჩინარდა. ზარს განუწყევტლივ
რეკავდა, აკაკუნებდა, მაგრამ კარს არავინ აღებდა. ბოლოს,
გაიღო და მსახურმა გამოიხედა. ექიმი თავის მეუღლესთან ერ-
თად სტუმრად წასულიყო.
იძულებული გახდა, ბეიაზეთში წასულიყო, რომ ექიმი გა-
მოეძახა. სახლიდან წამოსვლის შემდეგ ღელვა მოემატა. ყო-
ველ წუთს ფიქრობდა, რომ დრო გადიოდა და შეიძლებოდა
ძალიან დაეგვიანა. ქუჩაში არავინ იყო. მხოლოდ ქუჩის ბო-
ლოს, მოსახვევში, შეამჩნია მუშების ჯგუფი, რომლებიც ტრამ-
ვაის რელსებს არემონტებდნენ. როცა მიუახლოვდა, ერთმა
მათგანმა სიგარეტი სთხოვა. მუმთაზმა თავისი ნახევრამდე და-
ცარიელებული კოლოფი დაუტოვა და გზა განაგრძო. როგორც
იქნა, ბეიაზეთს მიაღწია, მაგრამ ექიმი ოპერაციაზე იყო და
სხვას არავის ეცალა. ქუჩაში პოლიციელს ჰკითხა, სად შეიძლე-
ბოდა ეპოვა ექიმი. მან ერთ მისამართზე სამხედრო ექიმი მიას-
წავლა.
- ძალიან კარგი ექიმია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ,
რომ სახლში იქნება.
- რას გულისხმობთ?

526
მკითხველთა ლიგა

- შვილები დასასვენებლად გააგზავნა და თვითონაც ხან


იქ მიდის საღამოობით, ხან სახლშია.
- სად გააგზავნა?
- ჯენჯელქოიში, აზიურ ნაპირზე.
როგორ მოუნდა თვითონაც ჯენჯელქოიში ან სადმე წას-
ვლა, ბოსფორის ნაპირზე ნებისმიერ წერტილში. იქ დაისვენებ-
და და თან იოცნებებდა, მოაწვებოდა სევდა ერთად გატარებულ
დღეებზე. საბრალო იჰსანი...
ნურანის გახსენებაზე ცახცახმა დაუარა სხეულში. მაგრამ
ეს მოგონება ისეთი ტკბილი აღარ იყო, რადგან უფრო იჰსანის
წინაშე თავის პასუხისმგებლობაზე ფიქრობდა. უცებ აღიქვა,
რომ გაოფლიანდა. მაგრამ მაინც ჩქარა მიდიოდა, თითქმის
გარბოდა. საბრალო იჰსანი... ვიწრო ხეივანში შეუხვია.

IV

სუფთად ჩაცმულმა, ახალგაზრდა ჯარისკაცმა, რომელიც


როგორც ჩანდა, სტამბოლელი იყო, კარი გაუღო. როდესაც
მუმთაზმა ექიმი იკითხა, მან კიბისკენ მიუთითა და ჯერ თვითონ
ავიდა. მალევე დაბრუნდა და მუმთაზს ანიშნა, რომ შეეძლო
ასულიყო.
დიდი მისაღები ოთახი, რომლის ორი ფანჯარა ბოსფორს
გადაჰყურებდა. კუთხეში დიდი დივანი და ორი სავარძელი იდ-
გა. სანამ ექიმს დაინახავდა, მუმთაზმა იცნო მუსიკა, რომელიც
გრამოფონიდან ჟღერდა. კონცერტი ვიოლინოსთვის დასას-
რულს უახლოვდებოდა. საწოლზე ექიმი ჩამომჯდარიყო და მუ-
სიკას უსმენდა.

527
მკითხველთა ლიგა

გასაოცარი გარდაქმნის მიმდინარეობისას, როდესაც


თავს ისე იგრძნობდით როგორც სიზმარში, მუმთაზს არ შეეძ-
ლო გონების თვალი მიედევნა როგორ უახლოვდებოდა თვი-
თონ თავის შიდა არსს. მის თვალწინ თესლი, რომელიც ის-ის
იყო დაითესა, უკვე იზრდებოდა, იტოტებოდა და იფოთლებო-
და.
რა წარმოუდგენელი კრეშჩენდო იყო! მერყეობა, დაძაბუ-
ლობა, საკუთარი თავის გამოხატვა, მელოდიის შემოსვლა,
როგორც სიმართლის აღმოჩენა, შემდეგ მისი გამეორება, ნაზი
და მდიდარი, როგორც შემოდგომის სიუხვე.
მუმთაზი თვითონაც ჩუმად ჩამოჯდა საწოლის კუთხეში, სა-
დაც ექიმმა მიუთითა. მუმთაზს არ ახსოვდა, ჰკითხა რამე ექიმმა
მუსიკალური ნაწარმოების შესახებ თუ არა. მან თქვა:
- დიახ, ეს უეჭველად ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია,
რაც მომისმენია და რაც ყველაზე ძალიან მომწონს.
რა იყო ეს? თითქოს რაღაც უნდოდა გამოეხატა, ეთქვა,
მაგრამ არ შეეძლო, იყო ეს ადამიანის ბედისწერის სიმბოლური
გამოხატვა? ეს ჩივილი იყო თუ დანებება? რომელ მიცვალე-
ბულს უხმობდა ისევ სიცოცხლისკენ? რომელი დრო უნდა
გაეცოცხლებინა?
თუ უბრალოდ სხვა რეალობა იყო? შექმნილი ერთადერ-
თი მიზნით - საკუთარი ძლიერების გაზრდისთვის. ესეც აშკარად
განსხვავებული რეალობა იყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც
იჰსანის საწოლთან იყო შექმნილი.
უცებ გაახსენდა, რომ სუათი უსმენდა ამ კონცერტს თვით-
მკვლელობის აქტის წინ. ალბათ უფრო ადრეც მთელი დღე
ისევ და ისევ უსმენდა, უსასრულოდ. ეს მან წერილში ამოიკით-
ხა. მუმთაზი თვალს არ აცილებდა გრამოფონს, თითქოს
სუათის ენიგმა იქ იყო ჩამალული. რამდენჯერ წარმოიდგინა,

528
მკითხველთა ლიგა

როგორ უსმენდა სუათი. ალბათ სახე ძალიან გაფითრებული


ჰქონდა, იქნებ როგორც პროტაგონისტი იმ მოთხრობისა, რომ-
ლის დაწერა მე შემომთავაზა, ჩუმად იცინოდა ყველაფერზე,
რასაც შეიძლება უწოდო წმინდა და ხელშეუხებელი. იგი წერდა,
რომ ჯერ ქალთან ერთად უსმენდა, რომელიც იქ ჰყავდა მიყვა-
ნილი, მისი წასვლის შემდეგ კი მარტო. უეჭველად, დროდად-
რო თავს მაღლა სწევდა და გრძნობდა, რომ ეს მისი უკანასკნე-
ლი წუთები იყო, უკანასკნელად ისმენდა მუსიკას. ვინ იცის, იქ-
ნებ კარს უყურებდა და უნდოდა ვინმე შემოსულიყო და დაეხსნა
იგი თავისი გადაწყვეტილებისგან. ფირფიტის ერთ მხარეს მუ-
სიკა დამთავრდა, ექიმმა გადააბრუნა. მუმთაზი დაიბნა. მუსიკა
მომაჯადოებლად მოქმედებდა, თუმცა, მას არ შეეძლო ბო-
ლომდე მოესმინა. მაგრამ წყნარად იჯდა, ექიმს არაფერი უთ-
ხრა. იხსენებდა სიზმარს. ჰო, სუათი დამესიზმრა, ბოსფორთან
ვიდექი. სახლის კედელზე. ჩემ წინ საღამო წამოიმართა თეატ-
რის დეკორაციასავით. შემოიტანეს ფართო მუყაოები სხვადას-
ხვა ფერის - იისფერი, წითელი, ლაჟვარდოვანი, ვარდისფერი
და მწვანე... შემდეგ ყველა ერთად მიაჭედეს და თქვეს: „აქ უნდა
დავკიდოთ მზე“, მე თავს ვაქნევდი აქეთ-იქით. შემდეგ მზე თო-
კებით აწიეს, და ეს არ იყო მზე, ეს იყო სუათი, შემდეგ ის გადა-
ჭიმეს მათ მიერვე შექმნილ ცის ფონზე. ეს იყო ჩამავალი მზე.
ამ დროს რაღაც მექანიზმები ჩაირთო და მე მივხვდი, წარმო-
ვიდგინე, როგორ უჭრიდა თოკები მკლავებს, მაგრამ ის იცინო-
და, თითქოს ტკივილს ვერც გრძნობდა. რაც უფრო იტანჯებო-
და, უფრო იცინოდა. ხედავ? ხედავ, რა ბედი მაქვს? სუათმა
მკლავი მესროლა. მე ვიცანი, რომ ეს იყო ადილი. ის სუათზე
მეტად იცინოდა. მერე გამეღვიძა. მაჯიდე შემოვიდა და მითხრა,
რომ იჰსანის მდგომარეობა გაუარესდა.

529
მკითხველთა ლიგა

მუმთაზი გონს მოეგო და შუბლი მოიწმინდა. რას იფიქ-


რებს ეს ექიმი ჩემზე? ექიმს უნდოდა მუსიკა ბოლომდე მოესმი-
ნა, მაგრამ მუმთაზის შეწუხებულ სახეს რომ შეხედა, უთხრა:
- რისთვის შეწუხებულხართ, ახალგაზრდავ?
- ექიმო, გთხოვთ წამომყვეთ.
- წამოსვლა ადვილია, ბატონო, მაგრამ სად?
- შეიძლება ყველაფერი გზადაგზა აგიხსნათ, ექიმო?
ექიმს ღილებიც აღარ შეუკრავს, ჩაიცვა ქურთუკი და წაჰ-
ყვა, ღმერთო, რა უცნაური, უსასრულო ღამეა... თითქოს უძირო
ქოთანში წყალს ვასხამ...
ქუჩაში მძიმე წონიანმა ექიმმა მძიმედ დაიწყო სუნთქვა.
მუმთაზმა მოკლედ უამბო იჰსანის მდგომარეობის და ავადმყო-
ფობის შეტევის შესახებ, რაც იმ საღამოს მოხდა.
- ქაფურის ზეთი კარგია ასეთ შემთხვევებში, მაგრამ მხო-
ლოდ გულისთვის... სულფამიდები კარგია ფილტვების ანთების
წინააღმდეგ, მხოლოდ დასაწყისიდანვე. ჰო, მოკლედ ვნახოთ,
ჯერ პაციენტი ვნახოთ. ვინ არის პაციენტი თქვენთვის?
- ჩემი მამიდაშვილია. ჩემთვის უფროსი ძმასავითაა.
- თქვენ გარდა ვინ ჰყავს?
- დედა, ცოლი, ორი შვილი... მისი ცოლი... მუმთაზი შე-
ყოყმანდა... ხომ არ გამცემთ?
- რა მოხდა ასეთი, რა სჭირს მის ცოლს?
- მას შემდეგ, რაც მათ უფროს შვილს მანქანა დაეჯახა და
გოგონა დაიღუპა. ის, თუ შეიძლება ითქვას, კარგად ვერ აკონ-
ტროლებს თავის სულიერ მდგომარეობას, დროდადრო ხდება
ასე...
- მაგ დროს ორსულად ხომ არ იყო?
- დიახ, სწორედ იმ დღეს მივიდა სამშობიაროდ. მერე სიც-
ხე მისცა და ასე სიცხიანმა გააჩინა მეორე ბავშვი.

530
მკითხველთა ლიგა

- ო, ეს მშობიარობის ციებ-ცხელებაა. ალბათ, დაეწყო


წყნარი, მაგრამ მდგრადი მელანქოლია, ყურადღების გამახვი-
ლება და მგრძნობიარობა დეტალებზე, ბავშვური ქცევა... - შემ-
დეგ მკლავი მკლავში გაუყარა მუმთაზს, - ცოტა ნელა, ახალაგ-
ზრდავ, დრო, რომელსაც ახლა სირბილში მოიგებთ, დაგეკარ-
გებათ, როცა მე კიბის საფეხურზე ჩამოვჯდები. მე ცუდი კაცი არ
ვარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი ვარ, რა-
ღაც „ბზიკები“ მაინც მაქვს.
ცოტა ხანში მუმთაზს ხელი გაუშვა და მუმთაზმაც იგრძნო,
რომ ამ ტვირთის მოცილების შემდეგ ცხოვრება უფრო ადვილი
მოეჩვენა. ექიმმა ჯიბეები მოიჩხრიკა, დიდი, ფერადი ცხვირსა-
ხოცი ამოიღო და ოფლი მოიწმინდა.
- ოჰ, ეს წონა... ვოროშილოვის ვაშლის დიეტამაც არ მიშ-
ველა... ყურადღებაა მთავარი, ქრონიკულში არ უნდა გადავი-
დეს...
მუმთაზი გრძნობდა, რომ ეს თემა მალე პოლიტიკაზე
საუბარში გადავიდოდა.
- როგორც ვხედავ, მუსიკა ძალიან გიყვართ. მხოლოდ ევ-
როპული?
- არა, თურქულიც. ოღონდ როგორც სხვა ადამიანს.
ექიმმა შეხედა მუმთაზს, თითქოს უნდოდა ეთქვა, რა უც-
ნაური ვინმე ყოფილხარო.
- სრული სიმართლეა, ბატონო. აღმოსავლეთი მაინც აღ-
მოსავლეთია და დასავლეთი დასავლეთია. ჩვენ გვინდა ეს
ორი ცნება ერთმანეთს შეერწყას და გაერთიანდეს თურქეთში.
აქ უკვე საკითხი სრულიად სცდება მუსიკის სფეროს. ასეთი
მცდელობები ყოველთვის იყო და ყოველთვის აჩენდა ორსახი-
ან არსებებს.

531
მკითხველთა ლიგა

მუმთაზმა წარმოიდგინა თავისი თავი როგორც სიამის ტყუ-


პების მსგავსი არსება, ერთი სახით დასავლეთისკენ და მეორე-
თი აღმოსავლეთისკენ. ორი სხეულით და ოთხი ფეხით, გვერ-
დულად მოსიარულე.
- ეს საშინელება იქნება, ექიმო. არა მგონია, ორსახიანო-
ბას ნიშნავდეს, ანუ ორ თავს ერთად? არა, მხოლოდ ერთს.
ექიმმა გაიცინა.
- ჰო, მაგრამ შენ ხომ ორნაირად აზროვნებ? ორნაირად
აღიქვამ? დამეთანხმე, რომ ეს სამწუხაროა, ჰო?
- რადგან ჩვენში არის ხმელთაშუა ზღვის აუზის მხარე, ესე
იგი არის აღმოსავლეთის მხარე, ex orientes lux - აღმოსავლე-
თიდან მოდის სინათლე. მუდამ და ყოველთვის გვაქვს მტკივ-
ნეული შეგრძნება სარკის ბრჭყვიალა ნამსხვრევების შესობისა
ჩვენს სულში.
- ვფიქრობ, ესაა ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა. ამას
გეოგრაფიაც, ანუ რაც თითქმის იგივეა, ჩვენი განსაკუთრებული
ისტორიაც განაპირობებს. ის არსებობდა ჩვენამდე და იარსე-
ბებს ჩვენ შემდეგაც. თქვენს ნათესავს უყვარს ცოლი?
- შეიძლება ითქვას, სიგიჟემდე. შეუძლებელია, მაჯიდე არ
გიყვარდეს.
- ძალიან კარგი. ვფიქრობ, იგი ამ მდგომარეობიდან გა-
მოვა.
შემდეგ ექიმი ტაის ფიქრებს მიჰყვა:
- ცხოვრების ნორმალურობა არანორმალურ გარემოში.
ხომ ხედავთ, როგორ ხდება ყველაფერი ის, რაზეც გვიფიქრია,
რომ ეს ვერასდროს მოხდებოდა. თუ ომი მოხდება, ეს იქნება
რაღაც განგრძობითი არსებობა გაჭირვების და ავადმყოფობი-
სა, პატიმრების არსებობა, რომლებმაც აუცილებლად უნდა
მოიხადონ სასჯელი, შიმშილი რეგულარული შუალედებით.

532
მკითხველთა ლიგა

- ფიქრობთ, რომ ეს მოხდება?


- როგორც მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს, დიახ.
იგი შეჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა.
- უცნაურადაა საქმე... როგორ გამოვხატო, არ ვიცი. დი-
დად არ მჯერა ომის უცაბედად დაწყების. ეს შეუძლებელი იმი-
ტომ მგონია, რომ ის არის დემონური და დამანგრეველი; მგო-
ნია, რომ არავინ, რაც უნდა არანორმალური, სისხლისმსმელი,
გონებადახშული იყოს, ან ილუზიებით შეპყრობილი, არ უნდა
მოუნდეს ამ საშინელების გაჩაღება. იქნებ, ბოლო წუთს გა-
დაიფიქროს ცეცხლზე ნავთის დასხმა, - ექიმი კვლავ შეჩერდა
და კვლავ ამოისუნთქა. მუმთაზმა სინანულით შენიშნა, რომ სახ-
ლამდე კიდევ დიდი გზა იყო, თუმცა ექიმს მაინც ინტერესით უს-
მენდა, - მაგრამ ეს იმედი ძალიან სუსტია და ახლავე მოგახსე-
ნებთ, თუ რატომ. წლების განმავლობაში ჩვენ იმედი გვქონდა
იმ ადამიანების, რომლებიც აღვივებდნენ ამ აჟიოტაჟს, ამ ვი-
თომდა პატრიოტიზმს, ამ იდეებით შეპყრობილ ადამიანებს
ხელს უწყობდნენ. წარმოიდგინეთ: წლების განმავლობაში ისი-
ნი მუშაობდნენ ფორმულაზე, რომლითაც გაამართლებდნენ
თავიანთ ქმედებებს, თითქოს ახალი წამლის რეცეპტს ქმნიდ-
ნენ. ჩამოაყალიბეს ყველა მიზეზი და შედეგი, დაყვეს ადამიანის
ცხოვრება ბუნებრივ ფაზებად. ახლა რა გვაქვს ხელთ? არავი-
თარი სასწაული. იგივე ომს მოწყურებული ადამიანები, რომ-
ლებიც მსოფლიოს თავისი გიჟური იდეების შესაბამისად გაგ-
ლეჯას უპირებენ. მათ შექმნეს კრიზისული მდგომარეობა. ასე-
თი წაქეზების შემდეგ უცბად სიმშვიდესა და მშვიდობიანობაში
დაბრუნება ძნელად მეჩვენება. საჭიროა მოვლენების ნამდვი-
ლი, სათანადო აღქმა და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების
მიხედვით...

533
მკითხველთა ლიგა

- ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ყველა მოთამაშეს,


ანუ ერთმანეთის მოწინააღმდეგეებს, ყველას აქვს თავისი მკაც-
რად ჩამოყალიბებული შეხედულებები, მოთხოვნები. მხოლოდ
თავისი ინტერესები. იქნებ, თქვენ გაგიგიათ ლიდერი, რომე-
ლიც საკუთარი გამბედაობით მაგალითს აჩვენებს სხვებს? ეს
ტრაგედიაა. ყველა თავისი პოზიციიდან საზღვრავს ყველა-
ფერს. საკუთარ თავში დარწმუნება უბიძგებს ჰიტლერს გიჟური
ქცევისკენ.
- ჩვენ ვხვდებით, რომ იქნება ომი, ერთ-ერთი უდიდესი
ომი ისტორიაში. ამასობაში კი მთელ მსოფლიოში ხალხი ერ-
თიანდება თავისი ინტერესების დასაცავად. ამიტომ მოსალოდ-
ნელია სამოქალაქო ომებიც...
მათ საუბრით გააგრძელეს გზა. ვიწრო ხეივანში ყვავილე-
ბის სურნელი იდგა, რამაც მუმთაზზე მომაკვდინებლად იმოქმე-
და, გაახსენა მას დაკარგული ბედნიერება და იმედი, აუხდენე-
ლი ოცნებები, უმოწყალოდ წართმეული, თითქოს ვიღაც დამ-
ნაშავემ, ბოროტმოქმედმა ყველაფერი წაართვა და სამუდამო
ტანჯვისთვის გაწირა, მშფოთვარე ანგელოზივით. ზუსტად რო-
გორც ცოტა ხნის წინ მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების
დომინანტური მელოდია, რომელშიც ბგერები ულამაზესი
ტალღებივით მიჰყვებოდა ერთმანეთს, თანდათან შორდებოდა
სიუხვეს, როგორც საკუთარ რაობას, დაბოლოს კი, ოქროს გვე-
ლივით ჩაეხვეოდა და იბუდებდა ადამიანში.
უკიდურესად საბრალო მდგომარეობაში გრძნობდა თავს.
ისე იტანჯებოდა, თითქოს ყველა ცოდვა და დანაშაული თვი-
თონ ჩაედინა. სულის სიღრმეში, საკუთარი ტანჯვის და მოუს-
ვენრობის გავლით, გრძნობდა, რომ უნდა ეტარებინა ეს ტვირ-
თი, თუმცა ის დამნაშავე არ იყო.

534
მკითხველთა ლიგა

იგი არც ერთ ადამიანს, ამ ტრაგედიის მონაწილეებს ცალ-


კეულად აღარ აღიქვამდა. არც ნურანს, არც თავის ნათესავსა
და მეგობარს იჰსანს, არც მამიდას, არც მაჯიდეს - არავინ აღარ
არსებოდა, არც დაწყებული და მიტოვებული წიგნი, რომლის
დაწერასაც აპირებდა. ახლა იგი მხოლოდ ასომთავრულით და-
წერილ საგაზეთო სათაურებს ხედავდა თვალწინ, რომლებიც
წინა დღით წაიკითხა, უბრალოდ მიშტერებოდა მათ და შინა-
არსს ვერ აღიქვამდა: ბრიტანეთის საზღვაო ძალების მობილი-
ზაცია; სახმელეთო და საჰაერო ძალების რეზერვის გაწვევა;
გერმანიამ 16-მუხლიანი ულტიმატუმი წაუყენა პოლონეთს; საფ-
რანგეთი თავისი მოვალეობების ერთგულია. მიუხედავად ამდე-
ნი უბედურებისა, სადარდებლისა, საკუთარი პიროვნების კრი-
ზისისა, მას მშვენივრად ესმოდა ამ სათაურების ჭეშმარიტი ში-
ნაარსი.
- ახალგაზრდავ, - მიმართა მას ექიმმა, - იცით, რა არის
შექმნილი მდგომარეობის მთავარი ტრაგედია?
დიახ, მან იცოდა, რა იყო მთავარი ტრაგედია. სიკვდილს
უკვე გაეშალა ფრთები და მთელი მსოფლიოსთვის გადაეფა-
რებინა. აი, ეს იყო. მაგრამ ექიმს მაინც უსმენდა.
- წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები მოტყუვდებიან და
იფიქრებენ, რომ არაჩვეულებრივი, დემონური ძალის შესაძ-
ლებლობა ნიშნავს ახალ ჰორიზონტს. ან წარმოიდგინეთ, რომ
ისინი ვერ ხედავენ, რომ უფსკრულის პირას დგანან. ეს კი ნიშ-
ნავს, რომ უკან გაბრუნება უკვე შეუძლებელია. ეს ბოლოა, და-
სასრულია და ჩვენ ამ დასასრულს ვეგუებით. არასოდეს გაყი-
დოთ ძველი ხელნაწერი, სპარსული ხალიჩა, გრამოფონი და
არ ჩათვალოთ, რომ ეს სარფიანი საქმე იყო. არ გაშორდეთ
ცოლს, თუ დაქორწინებული ხართ, ან შეყვარებულს. თუ ასე მო-
იქცევით, შედეგად, რამდენადაც უნდა შეეწინააღმდეგოთ შემ-

535
მკითხველთა ლიგა

დეგში, მოგვიანებით, მსგავს ქმედებებს, თქვენ იმავეს


გაიმეორებთ, თითქოს ეს წინასწარ გაპირობებული იქნება,
თითქოს წინანდელი შემთხვევები ზურგში გიბიძგებენ. ადამიან-
მა თავშეკავება აღარ იცის, თუ ერთხელ შეცდა. განსაკუთრე-
ბით, ადამიანთა მასამ. და განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა
უფსკრულის პირი უკვე ანათებს, ან სიკვდილი თავისი შავი ენის
სარსალით გელაპარაკება.
პირველად რომელმა დაუშვა განშორება - მან თუ ნურან-
მა? რომელ მათგანში ამოძრავდა ეს განადგურების სურვილი?
სულმდაბალი ნარცისი ვარ. ისე ვფიქრობ, თითქოს არ ვიცოდე,
რა ელოდება მსოფლიოს. თითქოს შინ უსაყვარლესი ნათესა-
ვი, მძიმედ ავადმყოფი არ მელოდებოდეს. და ეს ყველაფერი
ქალის გამო ხდება, მაგრამ ეს ფიქრი ვეღარ გააგრძელა, რად-
გან იცოდა, რომ არც მისთვის, არც ზოგადად. ის ქალი ასე უბ-
რალოდ ხელწამოსაკრავი არ იყო. დაახლოებით ერთი წლის
დროში მან აღმართა ხიდი მასა და გარე სამყაროს შორის, რო-
მელსაც იგი აღიქვამდა მხოლოდ თავისი განსაკუთრებული
შეგრძნებებით. ჩემი მაშველი ნავი, ჩემი ზღვა... დაბოლოს, მა-
ინც მარტო დავრჩი... ყველაფერი სულ ამაო გამოდგა. ყველა-
ფერი არაფრად გადაიქცა. მაგრამ ბუნებაში „ყველაფერი“ და
„არაფერი“ განა შეიძლება ერთად არსებობდეს? თუ ადამიანის
გონება ცხოვრებას ასე აღიქვამს, ის ვეღარ შეძლებს ნორმა-
ლურ ფუნქციონირებას.
მუმთაზს მოუნდა როგორმე ამ ფიქრებისთვის თავი დაეღ-
წია. ექიმი ისევ დააწვა მის მკლავს ტანის მთელი სიმძიმით.
- თავიდან მთელი ერი, ან დავუშვათ, ერთი კლასი, პრო-
ვოცირებულია სხვადასხვა აზრის შთაგონებით, მთელი სერიით
აზრებისა, რომელსაც მათ ჩასჩიჩინებენ. ასეა მაგალითად გერ-
მანიაში... ახლა წარმოიდგინე ადამიანთა ეს ერთობა ცალ--

536
მკითხველთა ლიგა

ცალკე პიროვნებებად, მაგრამ თუ ეს ბევრს გადაედო, მასით


მანიპულირება სადისტისთვის ძალიან ადვილია... საპასუხოდ,
ვიღებთ სადიზმს, ძალაუფლების გაღმერთებას, ბრმა რწმენას
წინასწარ დასახულ ბედისწერაში, განსაკუთრებულობის შეგ-
რძნებას; ეს ძალიან სწრაფად გადაეცემა თითქმის ყველას, მათ
შორის ოპოზიციურ ჯგუფებსაც. საშიში ზღურბლი გადალახუ-
ლია... მის იქით კი მხოლოდ უსასრულო კატასტროფა...
მუმთაზი მკვეთრად გაჩერდა, თითქოს იმ ზღურბლზე გა-
დასვლის შეეშინდა. ეს კაცი წინასწარმეტყველს ჰგავს, - გაიფიქ-
რა მან ექიმზე.
სახლს რომ მიუახლოვდნენ, ამან შვება მოჰგვარა. ასეთი
დონის აზროვნება, ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი და
კირკიტა გონების ნააზრევი ღლიდა და აფორიაქებდა. თითქოს
იმისთვის, რომ ეს ტვირთი მხრებიდან მოეხსნა, ისევ ნურანზე
ფიქრი დაიწყო. როცა ის ნურანის გვერდით იყო, ცხოვრება ბევ-
რად უფრო მყარი ეჩვენებოდა. მაგრამ ნურანი ახლა შორს
იყო... იმ სახლში კი, რომელსაც ახლა უახლოვდებოდნენ, იწვა
ავადმყოფი კაცი და სიკვდილს ებრძოდა. კაცი, რომელიც ასე
ბევრს ნიშნავდა მის ცხოვრებაში... ამდენი რთული მდგომა-
რეობა, ამდენი დაბრკოლება ანგრევდა მის სუსტ ნერვულ სის-
ტემას. რა მემართება, სხვებიც ხომ განიცდიან ტკივილს თავისი
ცხოვრების განმავლობაში...
ეს აზრი ვეღარ დაასრულა. მათ წინ, გზაზე, რაღაც ჩრდი-
ლი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა. ექიმი შეკრთა, მაგრამ მუმ-
თაზმა დაამშვიდა.
- ნუ შეშინდებით, ვიცნობ, ეს დერვიშია ბექთაშიდან, ახ-
ლომახლო მცხოვრები ადამიანები უვლიან მას...
მოხუცი კაცი მათ წინ შეჩერდა.

537
მკითხველთა ლიგა

- ჰეი, სალამი წმინდა ადამიანებო... - ხელი მკერდზე და


შუბლზე მიიდო. შემდეგ შეიჰ გალიფის ერთი სტროფი წარმოთ-
ქვა:
წარმოიდგინეთ რომ მმართველი ხართ საკუთარ თავის,
მთელი მსოფლიოს მიერ არჩეული,
კაცობრიობავ, შენ სიცოცხლის თვალისჩინი ხარ...
ღრმა და მჟღერი ხმით წარმოთქვამდა ყველა ასოს და
მარცვალს გამოკვეთილად, სურდა, რომ კარგად გაეგონათ და
გაეგოთ მისი. ეფექტი მართლაც ძლიერი იყო. ეს სტროფი გახ-
და ამ უცნაური ღამის პირველ მანიშნებლად, მითითებად.
- მშვენიერია, - თქვა ექიმმა, - მაგრამ ეს კაცი ბექთაშიდან
არ არის, ის მევლევიდანაა.
- არა, - უპასუხა მუმთაზმა, - ბექთაშიდანაა, მე მისაუბრია
მასთან.
- ო, ჩემი საყვარელი აღმოსავლეთი, - წარმოთქვა ექიმმა,
- თუ მას არ იცნობ, ის ზარმაცი, მოსულელო, უუნარო და ღა-
რიბი მოგეჩვენება... მაგრამ თუ კარგად გაიცნობ, მიხვდები რო-
გორ ცდებოდი. სად არის სხვაგან ასეთი მშვენიერი კულტურა?
უნდა ვიზრუნოთ მასზე, უნდა ვისწავლოთ ადამიანების მოთხოვ-
ნების დაკმაყოფილება. როდის ჩავწვდებით ამ სიტყვებს: „წარ-
მოიდგინეთ, რომ მმართველი ხართ საკუთარ თავის.“
- ნეტავ, აღმოსავლეთი ამას ოდესმე გაიგებს?
- გაიგებს თუ არა, იდეა მოწოდებულია, ასე არ არის, შვი-
ლო?

538
მკითხველთა ლიგა

პატარა, მათ სახლს შეფარებული და გადარჩენილი გო-


გონა, როგორც ჩანდა, ცოტა ხნის წინ მოსულიყო და სინათლე
აენთო. როგორც კი მუმთაზი ექიმის ფეხდაფეხ სახლში შევიდა,
ყველა საგანი, რაც დაახლოებით ერთი საათის წინ იქ დატოვა,
თავის ადგილზე დახვდა, ისევ ისე აისახებოდა სარკეში, ისევ
ისე ანათებდა სარკეც და აბრუნებდა მასში არეკლილ შუქს და
საგნებს. ო, ყველა საგანი იცდის, თითქოს დროს ელოდება,
რომ დაგვტოვოს...
სამყარო უჩემოდაც არსებობს. თავისით, ის უძლებს ყვე-
ლაფერს. მე ამ გამძლეობის პატარა ნაკვალევი ვარ. მაგრამ
მეც ვარსებობ... და ძალას ვპოულობ ჩემში, რომ ამ უწყვეტობას
გავუძლო... ამ უწყვეტი დროის გავლით მივდივარ დაბადებიდან
უსასრულობამდე.
იმ ადამიანის მანერით, რომელიც შებრალებას ეძიებს ტი-
რანიისგან, მუმთაზმა გარშემო მიმოიხედა. მან იცოდა, ყველა-
ფერს უსასრულოდ ვერ გაუძლებდა და იქნებ სულ მალე, იქნებ
მოგვიანებით, მისი გამძლეობა და მასთან ერთად არსებობა
შეწყდებოდა. მანამდე კი რეალობა არსებობდა აქ, ქვით მო-
პირკეთებულ ფოიეში, ამ კიბეზე, რომელზეც ადიოდა, რეალო-
ბა იყო ის ტანჯვაც, რომელიც არსებობდა აი აქ. და სხვა
რეალობებიც, რომლებიც მის გარშემო აღარ იყო, მაგრამ მათ-
გან ჩაცემული ლახვარი ისევ სტკიოდა. წარმოიდგინა ნურანი
როგორც შროშანი, იმ თეთრ ღამის პერანგში, რომელიც ერ-
თად აირჩიეს და იყიდეს, ის ტოტები მათი სახლის გალავნის
კედელზე გადმოკიდებული, ის ბებერი ლეღვის ხე, მაგიდა და
სკამები ბაღში, სადაც დილით ჩაის დასალევად გამოდიოდნენ.

539
მკითხველთა ლიგა

მაგიდის გადასაფარებელი სუფრა ისევე დარჩა, არც აუღიათ...


თითქოს ის სიამოვნება უფრო ხელშესახები რომ ყოფილიყო...
იყო ისეთი რეალობებიც, რომელთა შესახებ მან არაფერი
იცოდა, არასდროს უნახავს, მაგრამ იცოდა მათი არსებობა, შე-
ეძლო წარმოედგინა, მაგალითად, ტელეგრაფისტები განუწ-
ყვეტლივ რომ გადასცემდნენ ინფორმაციას, ამ დროს კი თავი-
ანთ ოჯახებზე და ახლობლებზე ფიქრობდნენ, მბეჭდავები გა-
ნუწყვეტლივ ბეჭდავდნენ დაგრეხილი თითებით, დაბნეულები
იყურებოდნენ აქეთ-იქით, თითქოს რაღაც დაავიწყდათო, ალ-
ბათ ამ დროს ან უკვე შეკრულ და გამზადებულ, ან შესაკრავ
ბარგზე ფიქრობდნენ, ეშინოდათ არაფერი დავიწყებოდათ...
მატარებლების სასტვენის ხმები... განშორების სიმღერა... ეს
წარმოდგენებიც დანასავით სერავდა მის გონებას და გულს.
- ამ ქალბატონმა ჩვენი პაციენტი სწორედ რომ გადაარჩი-
ნა, - გაისმა ექიმის ხმა, - დროზე მიუსწრო... სულფამიდების დო-
ზის გაზრდაა საჭირო, ახლა მე რვა კაფსულას გამოვწერ და
კიდევ დამატებით სხვა წამლებსაც. და მუმთაზ, ისევ საჭირო იქ-
ნება თქვენი შეწუხება...
იჰსანი მუმთაზს ისე შეცქეროდა, თითქოს უნდოდა ეთქვა:
„ერთი მითხარი, ეს უცნაური ეგზემპლარი სად იპოვე?“ მან
ექიმს ხელი წაავლო და წარმოთქვა იმ ღამით თავისი პირველი
სიტყვები:
- როგორ იქნება საქმე, ექიმო? ამათ კიდევ დიდხანს უნდა
გაუძლონ ამ სიგიჟეს?
- თქვენი საქმეა იფიქროთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა
გამოჯანმრთელდეთ, - თქვა ექიმმა და ისეთი სახე მიიღო, თით-
ქოს უნდოდა დაემატებინა: „მესმის, რომ წუხხარ და არცთუ უსა-
ფუძვლოდ.“

540
მკითხველთა ლიგა

VI

ისევ ქუჩაში რომ აღმოჩნდა, მუმთაზმა თავი უკეთ იგრძნო,


ვიდრე პირველად. თითქმის აღარ დარჩა ისეთი ფიქრების კვა-
ლიც კი, რომლებიც ექიმის ძებნის და უკან დაბრუნებისას აწუ-
ხებდა. პირიქით, ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, თვითონვე გაუკვირ-
და. იჰსანის მდგომარეობა ჯერ სერიოზული რჩებოდა. ნურანი
ამ დილით უნდა გამგზავრებულიყო და ეს სრულ სიცარიელეს
ნიშნავდა. მისი არყოფნის გამო ყველაფერი დასრულდებოდა.
ეს ყველაფერი აწვებოდა და აწუხებდა, მაგრამ ისე მწვავედ
აღარ, თითქოს სხვას ეხებოდა და არა პირადად მას.
თავს ძალიან მსუბუქად გრძნობდა, ნეტავ, რატომ? საოცა-
რია, რომ არაფერზე ვფიქრობ. იცოდა, სად მიდიოდა და რის-
თვის. იჰსანისთვის წამალი უნდა მოეტანა და გამალებული მი-
უყვებოდა ქუჩას. ცა ელფერს იცვლიდა და მასთან ერთად გარ-
შემო ყველაფერი იცვლებოდა. უკვე გარიჟრაჟი ახლოვდებო-
და. მუმთაზი გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და ჩვეულე-
ბისამებრ, თავისებურად აღიქვამდა ხეთა ტოტებს, იქიდან აფ-
რენილ ბასრნისკარტიანი ყვავების გუნდს, შენობებს, მეჩეთს...
ჩვენი ახლო გარემო... თითქოს მთელი ბავშვობა მის შე-
სახვედრად გამორბოდა. რა კარგია, როცა გაქვს შენი სახლი,
ახლობელი გარემო, ჩვეული გზა, მეგობრები გყავს, ცხოვრობ
მათთან გვერდიგვერდ და კვდები მათ შორის...
ერთი უბანი რომ გაიარა, იგრძნო, რომ უფრო გათენდა,
გარემო უფრო გამოიკვეთა. ყველაფერი რაღაც ხმას გამოსცემ-
და. მუმთაზი ბოლომდე მაინც ვერასდროს მოიცილებდა დამ-
თრგუნველ ფიქრებს. მოენატრა დაკარგულიყო იდეის მოხვე-
ულ გზებში. ბეიაზეთს რომ მიუახლოვდა, ყავახანებში უკვე გა-
მოცოცხლება იგრძნობოდა. სკამები ჯერ ისევ შეჯგუფულად ეწ-

541
მკითხველთა ლიგა

ყო, მაგრამ წინდახედულ მომსახურე ბიჭებს ერთი-ორი მაგიდა


ადრეული სტუმრებისთვის უკვე გაეწყოთ. ერთმა მათგანმა
გაუღიმა და მიმართა:
- მობრძანდი, მუმთაზ, ჩაი მალე მზად იქნება.
ხელით ანიშნა, არ მცალია, მეჩქარებაო. ადრიანი მგზავ-
რები ქუჩის ნაპირზე იდგნენ, გაზეთების გამყიდველები გაზე-
თებს ახარისხებდნენ, ფუნთუშეულის გამყიდველები ამზადებ-
დნენ საქონელს, ასე იწყებოდა ქალაქის დილა. მუმთაზმა მეჩე-
თისკენ გაიხედა. მტრედები ფარფატით აფრინდნენ. ცდილობ-
და ნაკლები ეფიქრა, მაგრამ ფიქრები თავს არ ანებებდა. ნე-
ტავ, ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი? მოგონებები
ისევ ილაპარაკებენ ჩემში და ჩემთან, თუ არა?
განსხვავებული გრაფიკით მომუშავე აფთიაქის რკინის და-
რაბები დაკეტილი იყო. ქალი აკაკუნებდა და ფეხის წვერებზე
იწეოდა, რომ შეეჭყიტა. დაღლილი ჩანდა.
ხშირად წამოიძახებდა ხოლმე: „ღმერთო!“ და ისევ იჭყი-
ტებოდა დარაბებში. ბოლოს, ფარმაცევტი მოვიდა. მუმთაზმა
წამალი იყიდა. სწრაფად მოქმედებდა, დროს ზოგავდა. ვითა-
რება ამას მოითხოვდა. ის ნაწილი, რომელიც წამალს ყიდუ-
ლობდა, ჯანსაღი იყო. ის არ ყოყმანობდა. დანარჩენი მისი ნა-
წილი ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა. ერთი მხრივ აღ-
გზნებულ მდგომარეობაში იყო, მეორე მხრივ თითქოს ნარკო-
ზის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. არ იცოდა, რა ექნა. გრძნობ-
და, რომ მასა და მთელ სამყაროს შორის რაღაც წინაღობა
იყო. სამყაროსგან მთლიანად მოწყვეტაც არ სურდა. ეს დილა
წყნარი და მშვენიერი იყო. ის თითქოს ღიმილით ეგებებოდა
ყველას, თუმცა, მუმთაზი საჭირბოროტო საქმეებით იყო დაკა-
ვებულ, ამ სიმსუბუქეს გრძნობდა. შინაგანად... ეს ჰგავდა სიცოც-

542
მკითხველთა ლიგა

ხლეს უფსკრულის პირას. რა უცნაურია, ყველაფერი ცალ--


ცალკეა, ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ...
გვერდით ვიღაც კაცის ხმა მოესმა: „აბა რა, ეს იმიტომ,
რომ რასაც შენ ხედავ, ეს არის უშუალოდ სამყარო, შუალედუ-
რი კავშირების გარეშე. გაერთიანება, ერთობა, კავშირი - ეს
ადამიანების მოგონილია, ამ გარემოში არ არის საჭირო.“
გრძნობდა ვიღაცის არსებობას მის გვერდით, მაგრამ სა-
ხეს ვერ ხედავდა. და ეს რატომღაც არაბუნებრივად არ ეჩვენე-
ბოდა. „ესე იგი, მე იდენტურობა არ მაქვს?“ „არა. აი ჩემი ხე-
ლისგული, ხედავ? ჰოდა, შეხედე შენს თავს“, - იმ ვიღაცამ მუმ-
თაზს თავისი ხელისგული გაუწოდა. „ვინც მელაპარაკება, ესაა
ჩემი მე, ჩემი იდენტობა“, - გაიფიქრა მუმთაზმა. მაგრამ ხელის-
გულმა რაღაც გაახსენა და გააოგნა. ის იყო მშვენიერი, კრის-
ტალურად სუფთა, თითქოს სინათლეს გამოსცემდა.
„მომეცი, დამიბრუნე რა ჩემი იდენტობა“, - მორცხვად
სთხოვა მან უცნობს. „კარგი, თუ გინდა წაიღე. დაიბრუნე მაგ შე-
ნი გამოცდილების რეალობაში.“ ხელი ისევ გამოჩნდა მუმთა-
ზის ნიკაპის დონეზე. მაგრამ ამჯერად მუმთაზი მხოლოდ მის
ნათებას აკვირდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლე-
ბელი იყო, მიხვდა, რა ხდებოდა. ეს იყო სუათი! თუ მიცვალებუ-
ლი ასე დასეირნობს ქუჩაში, სიცოცხლეში რაა სიამოვნება? ნამ-
დვილად ისაა? კი, ნამდვილად სუათი იყო. ის გრიმასაც დაინა-
ხა, რაც მკვდარს სახეზე ჰქონდა, როცა მუმთაზი აკვირდებოდა.
ახლაღა შეამჩნია მისი კისერი, თოკისგან მიყენებული ჭრილო-
ბით, დაღრეჯილი სახე. დაუნდობელი და რბილი... სუათთან
დალაპარაკება მოუნდა. მაგრამ ასეთს როგორ დალაპარაკე-
ბოდა? გაახსენდა, რომ სუათი ამბობდა, სიკვდილითაც ამბოხე-
ბული ვარო. როგორი გამშვენიერებულია, მშვენიერი და
ძლიერი...

543
მკითხველთა ლიგა

მუმთაზმა ჩაიჩურჩულა: „რატომ მოხვედი, სუათ, რატომ


არ მანებებ თავს? სულ მაწუხებ, არ მასვენებ არც დღისით, არც
ღამით. გეყოფა. მაცალე ახლა არსებობა.“ შეშფოთდა, რომ
მიცვალებულს ასე აგრესიულად დაელაპარაკა.
„რატომ არ უნდა მოვსულიყავი, მუმთაზ, ისედაც არას-
დროს მიმიტოვებიხარ.“
მუმთაზმა თავი დაუქნია: „ჰო, ყოველთვის ჩემ გვერდით
იყავი, არასდროს მასვენებდი, სიზმარშიც გხედავდი. წუხელ
გნახე, თითქოს მთაზე იდექი. ღამდებოდა. ვერ აგიწერ, რა უც-
ნაური ფერები იყო. მეწამულისფერი, წითელი, ვარდისფერი და
ლურჯი ფერის დაფები მოჰქონდათ, სხივები გამოიტანეს და
ჰორიზონტზე მოჰფინეს. მზეს უცნაური ნათება ჰქონდა, მაგრამ
იცი, რა იყო ყველაზე გასაოცარი? ეს მზე არ იყო, შენ იყავი...
სიზმარში ისეთი მშვენიერი და მშვიდი იყავი, როგორიც ახლა
ხარ, თითქოს იესოს ჰგავდი... - მუმთაზს ხმამაღლა გაეცინა, -
შენ, რომელიც ყველას და ყველაფერს დასცინოდი.“
სუათი ყურადღებით უსმენდა.
„როგორც გითხარი, არ მიგატოვებ, მუდამ შენთან ვიქნე-
ბი.“
მუმთაზი ადგა და შინისკენ გაბრუნდა. ფეხებს ძლივს მი-
ათრევდა. გრძნობდა, რომ სუათი მასთან იყო. ეს ძალიან დამ-
თრგუნველი იყო.
„მითხარი მაინც, რატომ მაძალებ, რატომ არ მანებებ
თავს? ასე არ ხდება, სუათ, შენ არ არსებობ, მკვდარი ხარ. შენ
იყავი ადამიანი, პიროვნება, მაგრამ ახლა საიქიოში ხარ ანგე-
ლოზებთან.“
„მაშ, რატომ მელაპარაკები? იცი, აქ ყველაფერი შეცვლი-
ლია. ანგელოზები ნებას რთავენ მიცვალებულებს, ჩაერიონ
ცოცხლების საქმეებში. მე ახლა შენი მცველი ვარ.“

544
მკითხველთა ლიგა

„არა, არც მცველი ხარ, შენ სუათი არ ხარ, ეშმაკი ხარ.“


„ეშმაკი რომ ვიყო, შენ შიგნით ვილაპარაკებდი, ვერ და-
მინახავდი.“
„უნდა ვაღიარო, მართალი ხარ. ისე, მართლა ძალიან
ლამაზი ხარ, სუათ, იცი, ბოტიჩელის ანგელოზებს ჰგავხარ.“
„რა? შეწყვიტე ამ სულელური შედარებებით ლაპარაკი.“
მუმთაზი პატარა ბავშვივით შეეხვეწა: „ნუ მიბრაზდები. ძა-
ლიან ბევრი ვიტანჯე. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, როგორ გახ-
დი ასეთი დიდებული შესახედავი.“
„გონებაში არსებული ყველაფერი დიდებულია.“
„სუათ, - შეეხვეწა მუმთაზი, - უნდა წავიდე, იჰსანი ავადაა
და მელოდება. საკმარისია. ძალიან დავირალე.“
„რა მალე დაიღალე ჩემთან საუბრისგან.“
„არა, შენგან არა, მაგრამ ავადმყოფი ჩემგან წამლის მი-
ტანას ელოდება. გამიშვი, მე მართლა მეშინია შენი. წადი! მალე
ქუჩები ხალხით გაივსება, გთხოვ, თავი დამანებე, შენ კი აქ ხარ,
შენ ხომ ანომალია ხარ. ნუ მიბრაზდები, განა, ჩვენ შენ გამო
ცოტა ვიტანჯეთ?“ - საბრალო ხმით ევედრებოდა.
„თითქოს გუშინ იყო, სულ ერთად რომ ვიყავით.“
„ჰო, მაგრამ შენ ხომ მზის სხივს ვერ იტან.“
„ნუ ღელავ, ამიერიდან მკვდრებს უფლება მოგვეცა, დღი-
სითაც ვიაროთ.“
მუმთაზმა ქუჩას გახედა. სახლამდე ოცდახუთი-ოცდაათი
ნაბიჯიღა იყო.
„რა საჭიროა ეს ყველაფერი, აქ ცოცხლების ადგილია,
რას მოგიტანს ეს სასიკეთოს?“
„ვერ დაგტოვებ, ეს შეუძლებელია, მე შენ ცოცხალს ვერ
დაგტოვებ, ჩემთან უნდა წამოხვიდე. ნურანის გარეშე, აქ, ამ სა-
ცოდაობაში რად გინდა არსებობა? ჯობს, ჩემთან წამოხვიდე.“

545
მკითხველთა ლიგა

სუათმა ხელები გაშალა, უნდოდა მოხვეოდა. მუმთაზმა ნაბიჯი


უკან გადადგა. სუათს ხარხარი აღმოხდა.
„ღვთის გულისთვის, ნუ იცინი მაინც! გაჩუმდი და თავი და-
მანებე. შენ გამო ისედაც ვეწამე.“
„ჰოდა მით უმეტეს, წამოდი. მე შენი მხსნელი ვიქნები ამ
შემთხვევაში. აქ შენ მაინც ვერაფერს მიაღწევ.“
„არა, მე ჯერ მაინც მაქვს გარკვეული მოვალეობები და
შენთან ვერ წამოვალ!“
„ჰოდა, დარჩი ამ წუმპეში!“
სუათმა ხელი ჰკრა. მუმთაზმა წიაბორძიკა და დაეცა. როცა
წამოდგა, სახე სისხლიანი ჰქონდა. ხელში წამლების ბოთლები
ჩამსხვრეოდა. ამის მიუხედავად, ჩუმი ღიმილი ჰქონდა სახეზე.
ღია ფანჯრიდან რადიოს ხმა ისმოდა. აცხადებდნენ, რომ ჰიტ-
ლერი პოლონეთს თავს დაესხა.
- ომი დაიწყო, - წარმოთქვა მუმთაზმა. ყველა სხვა სადარ-
დებელი და მწუხარება გადაავიწყდა. უცქერდა თავის დაჭრილ
ხელებს, შემდეგ წამოდგა და სახლისკენ ბარბაცით წავიდა. არ
ახსოვდა როგორ, მაგრამ სახლამდე მიაღწია.
კარი შეაღო. ფოიეში სარკე თავის ჩვეულებრივ მიწისმიერ
ფერებს დაბრუნებოდა. ცოტა ხანს ჩააშტერდა თავის თავს. მე-
რე კიბეზე ნელა ავიდა.
მაჯიდე და ექიმი ჰოლში ისხდნენ და რადიოს უსმენდნენ.
მაჯიდე წამოხტა:
- ღმერთო ჩემო, მუმთაზ, რა მოგივიდა?
მუმთაზი დაჭრილ ხელებს აერთებდა და ისევ აშორებდა
ერთმანეთს. ხელისგულებს განუწყვეტლივ ათვალიერებდა.
- არაფერი, არაა აუცილებელი იცოდე. შემთხვევით წავი-
ქეცი.
ტუჩებზე უცნაური ღიმილი მოუშორებლად უთამაშებდა.

546
მკითხველთა ლიგა

- სამწუხაროდ, წამლები დაიმსხვრა, - მშვიდად თქვა მან


და ექიმს მიუბრუნდა, - იჰსანი როგორ არის?
- არა უშავს რა, - უპასუხა ექიმმა, - უკეთ არის. ახლა არა-
ფერი სჭირდება. ახალი ამბები გაიგეთ?
მუმთაზი აღარ უსმენდა, კუთხეში მიიყუჟა და ისევ ხელის-
გულებს ათვალიერებდა. შემდეგ კიბისკენ გაემართა.
მაგრამ ასვლა ვეღარ შეძლო. პირველივე საფეხურზე
ჩაიკეცა. თავი ჩამოუვარდა. ექიმი უყურებდა და სახეზე ეწერა:
„ახლა კი ჩემი ხარ, მთლიანად ჩემი.“ თვალებიდან ცრემლების
წმენდით მაჯიდემ მიირბინა. სახლში უცნაური სიჩუმე და სიმშვი-
დე იდგა, ისმოდა მხოლოდ რადიოს მტკიცე, უშიშარი ხმა, რო-
მელიც იუწყებოდა ახალი მოვლენების შესახებ. და ეს სიახლე
ყველას ცხოვრებას ეხებოდა.

547

You might also like