You are on page 1of 4

ჰომო

ჰაბილისი
ტვინის ევოლუცია 
 •Homo habilis (ქართ. მარჯვე ადამიანი)
— ჰომოს გვარის პირველი შესაძლო
წარმომადგენელი.ამ სახეობას
დაერქვა ჰომო ჰაბილისი, რადგან მისი
განამარხებული ნაშთები
დაკავშირებულია ადრეულ ქვის
იარაღებთან. ხასიათდება ზომიერად
დიდი თავის ტვინით და ადრეულ
ჰომინინებთან შედარებით მცირე
კბილებით.
 ნახევარი საუკუნის წინ, მეოცე
საუკუნის 60-იან წლებში,
ბრიტანელ-კენიელმა
პალეოანთროპოლოგმა ლუის
ლიქიმ და მისმა კოლეგებმა
გამოთქვეს საკმაოდ სადავო
მოსაზრება: განამარხებული
ნაშთების კოლექცია
ტანზანიიდან, დიდი რიფტის
ხეობიდან, ეკუთვნოდა ჩვენი
გვარის ახალ სახეობას. ეს
განცხადება გარდამტეხი
აღმოჩნდა
პალეოანთროპოლოგიისთვის
Click to add text

•რაც უფრო იზრდებოდა აღმოჩენების რაოდენობა,


აუცილებელი გახდა ჰომოს გვარის ხელახალი ანალიზი.
კონკრეტულად კი ნათელი გახდა, რომ შეუძლებელი იყო
მხოლოდ ერთ ან ორ მახასიათებელზე დაყრდნობა,
როგორიცაა თავის ტვინის მოცულობა და სხეულის
გამართულობა, იმისთვის რომ ინდივიდი მიგვეკუთვნებინა
ჰომოს გვარს. ამის ნაცვლად უნდა გათვალისწინებულყო ხელთ
არსებული მთელი მასალა.

You might also like