You are on page 1of 2

ბასილი​ ​დიდი

შეიცან​ ​თავი​ ​შენი

(​ფრაგმენტი​ ​წმიდა​ ​ბასილი​ ​დიდის​ ​ქადაგებიდან​)

​შეიცან ​თავი ​შენი​! ​ანუ ​შეიმეცნე ​არა ​ის​, ​რაც ​შენ ​გეკუთვნის ​ან ​შენს ​გარშემოა​, ​არამედ
ჩაუღრმავდი ​საკუთარ ​თავს​. ​ვინაიდან ​სხვა ​ვართ ​ჩვენ ​და ​სხვა ​არის ​ის​, ​რაც ​ჩვენ ​გვეკუთვნის ​ან
ჩვენს ​გარშემოა​. ​სული ​და ​გონება – ​ეს ​ჩვენ ​ვართ​, ​რადგან ​ხატად ​ღვთისა ​ვართ ​შექმნილნი​. ​სხეული
და ​ყოველივე ​მის ​მიერ ​შეგრძნობილი – ​ჩვენია​, ​ხოლო ​ჩვენი ​ქონება​, ​სახლ​-​კარი ​და ​სხვა – ​რაც
ჩვენს​ ​გარშემოა​, ​ეს​ ​ჩვენ​ ​არ​ ​ვართ​.

​რას ​ნიშნავს ​საკუთარი ​თავის ​შემეცნება​? ​ხორცის ​ფუფუნებას ​ნუ ​მიეცემი​, ​ნუ ​აქცევ ​ცხოვრების
მიზნად ​სილამაზეს​, ​განცხრომას​, ​კმაყოფილებას​, ​დღეგრძელობას​, ​თუნდაც ​ჯანმრთელობას​. ​ნუ ​აქცევ
შენი ​ცხოვრების ​აზრად ​განდიდებას​, ​სიმდიდრეს​, ​ნუ ​გამოეკიდები ​იმას​, ​რაც ​მხოლოდ ​ამქვეყნიურ
ცხოვრებაში ​გემსახურება ​და ​მის ​გამო ​ნუ ​დაივიწყებ ​უპირატესს – ​შენს ​სულსა ​და ​მომავალ
ცხოვრებას​.

​აი​, ​სწორედ ​ამას ​ნიშნავს – ​შეიცან ​თავი ​შენი​! ​სულზე ​იზრუნე​, ​მარტოოდენ ​ის ​შეამკე​, ​იფხიზლე​,
რომ ​არ ​მიეკაროს ​მას ​არანაირი ​ბიწიერება​; ​განიწმიდე ​ცოდვათაგან​; ​შეამკე​, ​განამშვენე ​და
განანათლე ​შენი ​სული ​კეთილი ​საქმითა ​და ​მოქმედებით​. ​გამოსცადე ​შენი ​თავი – ​ვინ ​ხარ ​შენ​,
შეიცან​ ​შენი​ ​ბუნება​.

​შეიგნე​, ​რომ ​ხორცი ​მომაკვდავია ​და ​მხოლოდ ​სულია ​უკვდავი​! ​ადამიანის ​ცხოვრება ​ორგვარია​:
ერთი – ​ხორციელი​, ​წარმავალი​, ​მეორე ​კი – ​სულიერი​, ​მარადიული​. ​ამიტომ ​გადამეტებით ​ნუ
იზრუნებ​ ​წარმავალზე​ ​და​ ​მის​ ​გამო​ ​მარადიულს​ ​ნუ​ ​უგულვებელჰყოფ​.

​ისწავლე ​ზომიერება​. ​ზომიერად ​მოეპყარ ​სხეულს​; ​მიაწოდე ​მას ​მხოლოდ ​აუცილებელი –


საზრდელი​, ​სამოსელი​. ​სულს ​მიაწოდე ​განათლება​, ​იქმოდე ​კეთილ ​საქმეებს​, ​გამოასწორე ​შენი
გულისთქმები​; ​ილოცე​ ​და​ ​იმარხულე​.

​ნუ ​გაასუქებ​, ​გააზულუქებ ​და ​გაანებივრებ ​ხორცს​. ​გახსოვდეს​, ​რომ «...​ხორცთა ​გული ​უთქუამს
სულისათვის ​და ​სულსა ​ხორცისათვის​, ​და ​ესენი ​მხდომ ​არიან ​ურთიერთას​, ​რაითა ​არა ​რაი ​გინდეს​,
მას ​ჰყოფდეთ​» (​გალატ​. 5, 17). ​გაფრთხილდი​, ​რომ ​ხორცზე ​ზრუნვამ ​არ ​გაგიტაცოს ​და ​წარმავალს ​არ
დაუთმო​ ​ის​ ​ძალა​, ​რომელიც​ ​სულზე​ ​ზრუნვისათვისაა​ ​განკუთვნილი​.
​თუ ​სასწორის ​ერთ ​ჯამს ​დაამძიმებ​, ​მეორე ​უსათუოდ ​მსუბუქი ​შეიქმნება​, ​ასე ​მოუვა ​სულსა ​და
ხორცს​: ​ერთზე ​გადამეტებულ ​ზრუნვას ​აუცილებლად ​მეორეს ​შესუსტება ​მოჰყვება​. ​ასე​, ​როდესაც
ხორცი ​ფუფუნებასა ​და ​განცხრომაშია​, ​სული ​სუსტია ​და ​გონება ​უსუსური​. ​ხოლო ​როცა ​სული
ლოცვით​, ​მარხვითა​ ​და​ ​კეთილმოღვაწეობითაა​ ​გაძლიერებული​, ​შესაბამისად​, ​ხორცია​ ​მისუსტებული​.

​შეიცან ​თავი ​შენი ​და ​იზრუნე ​საკუთარი ​სულისთვის​: ​იყავ ​ფხიზელი​, ​გონიერი​; ​დაიცავი ​აწმყო ​და
იზრუნე ​მომავალზე​. ​უზრუნველობით ​ნუ ​დაკარგავ​, ​რაც ​გაქვს​; ​მაგრამ ​თუ ​ჯერ ​არ ​გაქვს ​და
შესაძლოა​, ​არც​ ​მოგეცეს​, ​მასზე​ ​ნუ​ ​დაამყარებ​ ​იმედს​, ​რადგან​ ​არ​ ​იცი​ ​ღვთის​ ​განგება​.

​გულმოდგინედ ​ეცადე​, ​გადაეჩვიო ​სხვებში ​ნაკლის ​ძიებას​. ​ნუ ​მიეცემი ​სხვათა ​უძლურების
განსჯასა ​და ​განკითხვას​, ​არამედ ​საკუთარი ​თავი ​გამოიძიე​, ​სულიერი ​თვალი ​შენს ​სულს ​მიაპყარი​,
რადგან ​უფალი ​ბრძანებს​: «​ანუ ​რაისა ​ხედავ ​წუელსა ​თუალსა ​შინა ​ძმისა ​შენისასა ​და ​დვირესა
თუალსა ​შინა ​შენსა ​არა ​განიცდი​?» (​მათე 7, 3). ​ამიტომ ​ნუ ​მოიშლი ​ყოველი ​შენი ​საქმის ​განსჯასა ​და
შეფასებას​.

​მუდამ ​იმაზე ​იფიქრე​, ​მცნებების ​დაცვით ​ცხოვრობ ​თუ ​არა​. ​და ​ნურასდროს ​განსჯი ​და ​განაქიქებ
სხვას ​იმ ​უწყალო ​და ​ამპარტავანი ​ფარისეველის ​მსგავსად​, ​რომელიც ​ლოცვად ​იდგა ​და ​თავი
მართალი ​ეგონა ​უფლის ​წინაშე​, ​იქვე ​მდგომ ​მეზვერეს ​ამცირებდა​. ​ამის ​საწინააღმდეგოდ ​მოიქეცი​;
გაიხსენე ​შენი ​ცხოვრება ​და ​გამოიძიე​: ​ხომ ​არ ​სცოდე ​გულისთქმით​, ​ენით​, ​საქმით​? ​და ​თუ
აღმოჩნდება​, ​რომ ​სცოდე ​და ​თან ​მრავალგზის​, ​რადგან «​არა ​არს ​კაცი​, ​რომელი ​ცხონდეს ​და ​არა
სცოდოს​», ​წარმოსთქვი​ ​მეზვერეს​ ​სიტყვები​: «​ღმერთო​, ​მილხინე​ ​მე​ ​ცოდვილსა​ ​ამას​» (​ლუკა​ 18, 13).

You might also like