You are on page 1of 1

პლოტონიუსი „ტრაქტატი მშვენიერებისათვის“

ავი თვისებებებით დამახინჯებული სული ვეღარ ხედავს იმას, რასაც უნდა ხედავდეს ,
რადგან ვნებები გარეთ ეწევიან სიმდაბლისკენ და სიბნელისკენ.

სული ოქროსავითაა, შერყვნილი სული- უცხო მინარევებით შესვრილი ოქროთი,


საკმარისია გავწმინდოთ ეს ოქრო სიბინძურისგან და ხელში სუფთა ოქრო შეგვრჩება ,
ასევეა სულიც, როცა თავს აღწევს ყველა გულისთქმას, ვნებას, რომელსაც სხეული
აღძრავს და აღვიძებს მასში, მაშინ მოიშორებს ყველა სიმახინჯეს. ყოველი სათნოება ,
სიმამაცე,თავდაჭერილობა, სიბრძნეც კი განწმენდის საშუალებაა .

თავდაჭერილობა არის ხორციელ ვნებათგან განდგომა, მათი, როგორც უწმინდური


თვისებების უარყოფა. სიმამაცე კი არის სიკვდილის მიმართ უშიშობა . სიკვდილი სხეულსა
და სულს გაყრის ერთანეთისგან, ამიტომ ვისაც საკუთარ სულში სურს განმარტოება მას
უშიშრად ეგებება.

სიბრძნე აზროვნებაა, რომელიც ყოველივე ავისგან განაშორებს სულს და უზენაესისკენ


წარმართავს მას. ამრიგად, განწმენდილი სული ხდება გონება, იდეა, წმინდა აზრი ,
რომელიც უსხეულოდ უბრუნდება ღვთაებრივს, მშვენიერების წყაროს. ამიტომ, გონებათ
ქცეული სული გაცილებით მშვენიერია ვიდრე ჩვეულებრივი.

სული მაშინაა მშვენიერი, როცა ის მიზნად ისახავს დამესგავსოს ღმერთს. მშვენიერებაა


ჭეშმარიტი არსი, სიმახინჯის ბუნება მისგან განსხვავებულია. მშვენიერება სიკეთეა . სული
ქმნის სხეულს მშვენიერად. სული ყველაფერს, რასაც ეხება, ამშვენიერებს. მატერიალური
საგნების, სხეულის, მშვენიერებით არ უნდა მოვინუსხოთ, რადგან ისინი მხოლოდ
მშვენიერების ანარეკლებია.

სული უნდა მიეჩვიოს კეთილ კაცთა მშვნეიერ ქმედებათა და საქმეთა ჭვრეტას. ამის
შემდეგ მან უნდა შეიცნოს ამ ქველ კაცთა სულის მშვენებაც. შეიცანი შენი სულის
მშვენიერება, თუ ის არ არის მშვნეიერი ავი თვისებების მოშორებით აქციე მშვენიერად .
ბნელი სული, რომც ისწრაფვოდეს ჭეშმარიტებისკენ, ის მის ბრწყინვალებას მაშინაც ვერ
დაინახავს, როცა წინ დაუდებთ. რადგან ის რაც ჭვრეტს, ჯერ ჭვრეტის საგანს უნდა
ემსგავსოს და მხოლოდ შემდეგ მიიქცეს მის საჭვრეტად. ამრიგად, სული ვერ იხილავს
მშვენიერებას თუკი ის თვითონ არ შეიმოსება მშვენიერებით.

შუა საუკუნეების ფილოსოფია

ტერმინი შუა საუკუნეები ჩნდება რენესანსის პერიოდში. ამ დროს გავრცელებული იყო


ჰუმანიზმი, რომელიც ცდილობდა კავშირის აღდგენას ანტიკურ კულტურასთან. მათ აზრით
შუა საუკუნეებში არ არსებობდა ღირებულებები. ანტიკურობის დასასრულად და შუა
საუკუნეების დასაწყისად ითვლება 529 წელი, როცა დახურეს პლატონის აკადემია . ხოლო
მისი დასასრულია მე-15 საუკუნეში პლატონური აკადემიის გახსნა.

You might also like