You are on page 1of 3

გერმანული იგავები

შპერფოგელი

ამბობენ რომ ავტორის სახელის უკან ორი ადამიანი იგულისხმება: 1) უფროსი


შპერფოგელი, რომელსაც სხვანაირად ჰერგელი ერქვა. (დაახლოებით 1180 წელი)
უმცროსი შპერფოგელი.(დაახლოებით 1190წელი) ორივე შპერფოგელს ოთხი იგავი აქვს
დაწერილი.

სამი იგავი მგლის შესახებ

ერთი ნაცრისფერი ბებერი მგელი იყო,

ერთი კაციც იყო, ნაკლებად ჭკვიანი,

მან მგელი ცხვრების მწყემსად დააყენა,

მაშინ როდესაც ყველას ეძინა.

მგელმა ყველა ცხვარი დაგლიჯა

ეს ამბავი რომ გაიგეს, იმ ღამეს მგელი ჩამოახრჩვეს

და მას მერე მგლებისგან თავდასაცავად ძაღლი აყვანილი ჰყავთ .

ჭადრაკის თამაში

მგელი და ერთი ჭკვიანი კაცი

ჭადრაკის სათამაშოდ დაჯდნენ ,

საკუთარ ქონებაზე თამაშობდნენ .

მგელმა მამამისის ნაცად ხერხის

გამოყენება ცადა:

როდესაც შესაფერისი დრო იყო

როქი გამოიყენა.

მგელი ეკლესიაში

მგელს სურდა ცოდვების გამოსყიდვა

და სპეტაკი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება .

იქ დაავალეს, რომ

ცხვრებისთვის მიეხედა ,
თუმცა მან ყველა ცხვარი დაგლიჯა

და თავი იმართლა:

მღვდლის ძაღლმა ჩაიდინა ეს.

ორი ძაღლი

ორმა ძაღლმა ძვალი იპოვნეს ,

სუსტი ძლიერმა დაჯაბნა

მხოლოდ ყეფა და ზიზღი რას უშველიდა ?

ძლიერმა ძვალი მაგიდიდან აიღო და

საკუთარ ბუნაგში მიიტანა

აბრაჰამ სანკტა კლარა(1644-1709)

აბრაჰამ სანკტა კლარა დაიბადა კრეენჰაინშტეტენში და გარდაიცვალა ვენაში . ის იყო


მნიშვნელოვანი კათოლიკე მქადაგებელი.

ბრმა და კოჭლი მათხოვარი.

ორი მათხოვარი, რომელთაგან ერთი ბრმა, მეორე კოჭლი იყო, დაძმობილდნენ და


მოინდომეს ერთად დაადგომოდნენ გზას, მაგრამ არ იცოდნენ როგორ . ბოლოს ბრმამ
თქვა: მე საღი ფეხები მაქვს და შემიძლია ნორმალურად გადაადგილება, მაგრამ
თვალებით ვერ ვხედავ. შენ ფეხები არ გივარგა, მაგრამ კარგად ხედავ. მოდი დამაჯექი
თავზე, მე წაგიყვან და შენ გზა მანახე, სად წავიდე. ასეც მოიქცნენ და მიაღწიეს იმ ადგილს ,
სადაც სურდათ მისვლა. არ არის იმაზე მშვენიერება, ვიდრე ერთმანეთს რომ ეხმარებიან .

გემოთმყვარებელი და პანტა

ბახუსის ყველასთვის ცნობილი ძმა ცდილობდა კარგი გემოს მყვარებლის სახელი


ჰქონოდა და პალესტინელებისთვის ღვინო უფრო მეტად დაფასებულიყო, ვიდრე ღმერთი
დაგონი. ერთხელ მეგობარმა სოფელში სახლში დაპატიჟა, სიხარულით დათანხმდა ,
რადგან იცოდა მან სტუმრის პატივისცემა , გემრიელი საჭმელით - ნაცრისფერი ხოხბით
გამასპინძლება, იცოდა. გზად ტყე უნდა გაევლო. როდესაც შევიდა, ხის ქვეშ უამრავი ძირს
დაცვენილი პანტა აღმოაჩინა, რაც არაფრად მიიჩნია და გაბედულად ზედ მოფსა , უცბად
თავსხმა წვიმა წამოვიდა, წინ დიდი გუბე შეიქმნა, გზა რომ გაეგრძელებინა, აუცილებლად
დაიღუპებოდა, უკან ვერ დაბრუნებოდა, რადგან უკუნი სიბნელე იყო. რადგან
ახლომახლო დასახლება არსად არ იყო, გადაწყვიტა ამ ხის ქვეშ გაეთენებინა ღამე .
შიმშილმა შეაწუხა და პანტა, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ დააფსა, მიწიდან აიღო და
შეჭამა.

მშიერ ადამიანს შიმშილი აიძულებს საუკეთესო საკვებად დამწვარი ფაფა , შტირიული


შტერცი, ვესტფალური ჭვავის პური მოაჩვენოს, ბავარიული მაკარონი მოაჩვენოს ,
მიუხედავად იმისა რომ მათზე მეტად ხოხბის პაშტეტს მიირთმევს გემრიელად . ვერანაირი
სუნელი ვერ აქცევს საკვებს უფრო გემრიელად, ვიდრე შიმშილი. ის არის ყველაზე
საუკეთესო მზარეული. როდესაც საქმით დაღლილი ბატონი ენდომება საკუთარი ოფლით
ნაშოვნ პურის ჭამა, ის უბრალო გლეხკაცებთანაც სუფრაზე დაჯდება.

ბიჭუნა ჭასთან

ბიჭუნა იჯდა ჭის კიდეზე და მწარედ ტიროდა. ერთმა ხარბმა ადამიანმა გამოიარა და
იკითხა:

-რატომ ტირიხარ?

-ბატონო, ოქროს თასი ჭაში ჩამივარდა; ასე ხელცარიელი სახლში ვერ მივალ.

ოქროზე დახარბებული უცბად გაშიშვლდა და ჭაში ჩაძვრა. უცბად ბიჭუნამ მოკიდა


ტანსაცმელს ხელი და გაიქცა. არც ოქროს თასი ჰქონია მას ხელთ და არც ჭაში ჩავარდნია !

ხარების ოცნება

ერთხელ მენახირე როდესაც ბოსელში შევიდა, შეამჩნია რომ ხარები სიხარულისგან


ხტოდნენ, რაც მენახირეს ძალიან გაუკვირდა და მოინდომა მიზეზის გარკვევა . ხარებმა
მიუგეს:

-„გუშინ ღამე დაგვესიზმრა მწვანე მდელოზე გაგვრეკე.

-მე კი დამესიზმრა რომ დღეს მიწას მოხნავთ. ხარების სიზმარი რეალურად არ


შეუსრულდათ, შესაბამისად ადამიანი სიზმრები უფრო რეალურია , ვიდრე პირუტყვის .

You might also like