You are on page 1of 375

aizek azimovi

dasabami da imperia
პროლოგი

2 მკითხველთა ლიგა
გალაქტიკური იმპერია ეცემოდა.
იმპერია უზარმაზარი იყო, მილიონობით სამყაროს მო-
იცავდა; ირმის ნახტომის, მძლავრი სპირალური გალაქტიკის,
ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გადაჭიმული. მისი დაცემა
ისეთივე გრანდიოზული და თანაც ხანგრძლივი გახლდათ,
როგორიც თავად იყო. მას საამისოდ გრძელი გზა უნდა გაევ-
ლო.
იმპერია უკვე საუკუნეების განმავლობაში ეცემოდა, სანამ
ერთმა ადამიანმა ეს არ გააცნობიერა. ის კაცი ჰარი სელდო-
ნი გახლდათ, პიროვნება, რომელიც საყოველთაო დეგრადა-
ციის ფონზე შემოქმედებითობის ნაპერწკალს ინარჩუნებდა.
ფსიქოისტორიის მეცნიერება სწორედ მან განავითარა და
უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.
ფსიქოისტორია ცალკეულ პირებს კი არ სწავლობდა, არა-
მედ ადამიანთა უზარმაზარ ჯგუფებს. ეს იყო მეცნიერება, რო-
მელიც მანიპულირებდა მასებით, მილიარდობით ადამიანის-
გან რომ შედგება. მას შეეძლო, წინასწარ ისეთივე სიზუსტით
განეჭვრიტა მათი რეაქცია ამა თუ იმ ფაქტორზე, როგორითაც
დღევანდელი მეცნიერება დაჯახების შემდეგ ბილიარდის
ბურთის მოძრაობის ტრაექტორიას განსაზღვრავს. იმისთვის,
რომ ერთი ადამიანის რეაქცია იწინასწარმეტყველო, მათემა-
ტიკა საჭირო არ გახლავს. მაგრამ მილიარდობით ადამიანის
რეაქცია – სხვა საქმეა.
ჰარი სელდონმა სოციალური და ეკონომიკური ტენდენ-
ციები გათვალა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იმპერიის უწ-
ყვეტი და სწრაფი დაცემა გარდაუვალი იყო, ხოლო მისი აღ-
დგენა, ახალი იმპერიის შექმნა, მხოლოდ 30000 წლის შემ-
დეგ იქნებოდა შესაძლებელი.

3 მკითხველთა ლიგა
იმპერიის კრახის თავიდან აცილება უკვე შეუძლებელი
გახლდათ, თუმცა ბარბაროსობის პერიოდის შემცირება შეიძ-
ლებოდა. სელდონმა ორ „დასაბამს“ ჩაუყარა საფუძველი,
„გალაქტიკის ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ბოლოში“. მათი
განლაგება იმგვარი იყო, რომ უკვე ათასი წლის შემდეგ მოვ-
ლენათა ეპიცენტრებად უნდა გადაქცეულიყვნენ, რაც ახალი,
უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი მეორე იმპერიის ჩა-
მოყალიბებას განაპირობებდა.
„დასაბამი“ (Foundation, Gnome Press, 1951) მოგვით-
ხრობს ამ ორი ცენტრიდან ერთ-ერთის ისტორიას მისი არსე‐
ბობის პირველი ორი საუკუნის განმავლობაში.
წიგნი იწყება მეცნიერთა გადასახლებით პლანეტა ტერმი-
ნუსზე, გალაქტიკის სპირალის კიდეზე რომ მდებარეობდა. იმ-
პერიის ბობოქარ ცხოვრებას განრიდებულნი, უნივერსალუ-
რი ცოდნის კომპენდიუმის1, გალაქტიკური ენციკლოპედიის
შედგენაზე მუშაობდნენ, და არაფერი უწყოდნენ იმის შესახებ,
თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი განუსაზღვრა მათ აწ უკვე
განსვენებულმა ჰარი სელდონმა.
იმპერიის ლპობასთან ერთად მისი განაპირა რეგიონები
დამოუკიდებელი „მეფეების“ ხელში აღმოჩნდნენ. ისინი და-
საბამისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. სალვორ ჰარდინ-
მა, ტერმინუს-სითის პირველმა მერმა, ეს მმართველები ერ-
თმანეთს გადაჰკიდა და ტერმინუსის დამოუკიდებლობა დაიც-
ვა. ენციკლოპედისტებმა ასევე გადაარჩინეს ატომური ენერ-
გეტიკა მაშინ, როდესაც პერიფერიაზე არსებულმა სამყარო-
ებმა რეგრესი განიცადეს, მეცნიერული ცოდნა დაკარგეს და
ნავთობსა და ნახშირს მიუბრუნდნენ. დასაბამმა ამის წყალო‐

1ძირითად დებულებათა მოკლე გადმოცემა


4 მკითხველთა ლიგა
ბით ჰეგემონია მოიპოვა და მის გარშემო მყოფი სამეფოების
„რელიგიურ“ ცენტრად იქცა.
დროთა განმავლობაში წინა პლანზე სავაჭრო ეკონომიკა
გამოვიდა, ხოლო ენციკლოპედიამ მეორე ადგილზე გადაი-
ნაცვლა. დასაბამის კომერსანტები მრავალი სინათლის წლის
ტოლფარდ მანძილებს ფარავდნენ, მთელ პერიფერიაში ვაჭ-
რობდნენ ისეთი ბირთვული დანადგარებით, რომელთა
მსგავსს თავის დროზე იმპერიაშიც კი ვერ ამზადებდნენ.
დასაბამის პირველი მაგნატის, ჰობერ მელოუს ხელმძღვა-
ნელობით ეკონომიკური ომის ტექნოლოგია დაამუშავეს და
რესპუბლიკა კორელია დაამარცხეს, მიუხედავად იმ სამხედ-
რო დახმარებისა, რომელსაც კორელია იმპერიის გარე პრო-
ვინციებისგან იღებდა.
მეორე საუკუნის მიწურულს დასაბამი გალაქტიკაში ყვე-
ლაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა, თუ არ ჩავთვლიდით იმპე-
რიას, რომელიც „ირმის ნახტომის“ ცენტრალურ ნაწილში
მდებარეობდა, და ჯერაც მთელი გალაქტიკის მოსახლეობისა
და სიმდიდრის სამ მეოთხედს ფლობდა.
დასაბამისთვის მორიგ საფრთხეს აშკარად დრომოჭმული,
მომაკვდავი იმპერია წარმოადგენდა.
შეჯახება გარდაუვალი ჩანდა, დასაბამისა და იმპერიის გა-
დამწყვეტი ორთაბრძოლისთვის მომზადება გარდაუვალი
გახდა.

5 მკითხველთა ლიგა
ნაწილი I

გენერალი

6 მკითხველთა ლიგა
1.

ჯადოქრების ძიებაში

ბელ რიოზი ... შედარებით ხანმოკლე კარიერის მიუხედა-


ვად, „იმპერიის უკანასკნელი დიდი მხედართმთავრის“ სახე-
ლი სავსებით დამსახურებულად მოიპოვა.

მისი სამხედრო კამპანიების ანალიზი ცხადყოფს, რომ


სტრატეგიული ნიჭით იგი თვით პერიფოს ტოლი გახლდათ,
ადამიანთა მართვის უნარის მხრივ კი, შესაძლოა, აღემატე-
ბოდა კიდეც. რიოზი იმპერიის დაცემის პერიოდში მოღვაწე-
ობდა, სწორედ ამიტომ ვერ გაუთანაბრდა პერიფოს, რო-
გორც დამპყრობელი. მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა
მიეცა, იმპერიის უპირველესი გენერალი დასაბამს მედგრად
აღუდგა წინ...

გალაქტიკური ენციკლოპედია2

2
წიგნში მოყვანილი ციტატები გალაქტიკური ენციკლოპედიის გამომ-
ცემელთა ნებართვით 116-ე გამოცემიდანაა ამოღებული, რომელიც დ.ე.
1020 წელს დაიბეჭდა. გამომცემელი – გალაქტიკური ენციკლოპედიის
კორპორაცია, ტერმინუსი

7 მკითხველთა ლიგა
ბელ რიოზი ესკორტის გარეშე მოგზაურობდა. არადა, სა-
მეფო კარის ეტიკეტი კოსმოსური ფლოტის სარდალს ამას
ცალსახად ავალდებულებდა, მით უფრო, გალაქტიკური იმპე-
რიის იმ ოლქებში, სადაც სიმშვიდეს კვლავაც არ დაესადგუ-
რებინა.
ბელ რიოზი ახალგაზრდა, ერთობ ცნობისმოყვარე და
ენერგიული კაცი იყო – საკმარისად ენერგიული საიმისოდ,
გულცივ, წვრილმანი ანგარიშებით დაკავებულ სამეფო კარს
გალაქტიკის ბოლოში რომ გაეგზავნა. თანაც იმ ადგილების
შესახებ, სადაც მიავლინეს, საოცარ, დაუჯერებელ ამბებს
ჰყვებოდნენ, მაგრამ იქ მისთვის რისკიანი სამხედრო კამპა-
ნიების წარმოების მომხიბლავი შესაძლებლობა იშლებოდა.
ამ ორი გარემოების კომბინაციას ვერაფერი გადაწონიდა.
...მიწაზე მოძრავი, ერთობ შეუხედავი მანქანიდან გადმო-
ვიდა. სწორედ იმ სახლს ეძებდა. შესასვლელთან დადგა. და-
ელოდა. თუმცა ფოტოელემენტი მუშაობდა, კარი ადამიანმა
გაუღო.
ბელ რიოზმა მოხუც კაცს გაუღიმა.
– მე რიოზი ვარ...
– გიცანით, – მოხუცი კაცი გაუნძრევლად იდგა, გაოცების
ნატამალიც კი არ ეტყობოდა, – რა გნებავთ?
რიოზმა ნაბიჯით უკან დაიხია და მდაბლად დაუკრა თავი:
– მშვიდობით მოვედი. თუ თქვენ დუსემ ბარი ბრძანდებით,
გთხოვთ, პატივი დამდოთ და სასაუბროდ დრო დამითმოთ.

8 მკითხველთა ლიგა
დუსემ ბარი გვერდზე გადგა, გზა მისცა. გენერალი სახლში
შევიდა, კედლები თეთრად ანათებდა, იქაურობას თითქოს
დღის შუქი ეფინა.
გენერალმა კედელს ხელი შეახო, მერე კი ზედ შერჩენილი
თითების კვალს დააკვირდა.
– სივენაზე ესეც გაქვთ?
ბარმა მსუბუქად გაიღიმა.
– ყველგან ალბათ არა. ეს მე თავად გავარემონტე ისე,
როგორც შემეძლო. ბოდიში უნდა მოგიხადოთ, შემოსას-
ვლელთან რომ გალოდინეთ. ავტომატური მოწყობილობა
სტუმრის მოსვლას კი აფიქსირებს, მაგრამ კარს თვითონ ვე-
ღარ აღებს.
– და ვერ გაარემონტებთ? – გენერლის ხმაში დამცინავი
ინტონაცია გაკრთა.
– სათადარიგო ნაწილები არ იშოვება. თუ შეიძლება დაბ-
რძანდით, სერ. ჩაის ხომ არ მიირთმევთ?
– სივენურ ჩაის? ჩემო კეთილო სერ, სრულიად შეუძლებე-
ლია აქ, თქვენთან, კაცმა ჩაიზე უარი თქვას.
მოხუცმა პატრიციუსმა თავი დინჯად დაუკრა, ძველი დრო-
ის არისტოკრატებისთვის ჩვეული ცერემონიულობით, და
ოთახიდან უხმოდ გავიდა.
რიოზმა მასპინძელს თვალი გააყოლა, ცოტა არ იყოს,
უხერხულად იგრძნო თავი. მას მარტოოდენ სამხედრო გა-
ნათლება ჰქონდა მიღებული, გამოცდილებაც ასევე მხოლოდ
სამხედრო ჰქონდა. სიკვდილისთვის თვალებში არაერთხელ
ჩაუხედავს, მაგრამ სიკვდილი მისთვის ყოველთვის ძალზე
ჩვეულებრივი და ხელშესახები რამ გახლდათ, ამდენად, გა-
საკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ მეთორმეტე ფლოტის ჯა-

9 მკითხველთა ლიგა
რისკაცების საყვარელმა, ლამისაა კერპად ქცეულმა სარ-
დალმა უეცრად თავი უხერხულად იგრძნო, როდესაც ძვე-
ლის‐ძველ, აშმორებულ ოთახში მარტო დარჩა.
გენერალმა თვალი შეავლო თაროებზე ჩამწკრივებულ
მომცრო შავ-თეთრ, პლასტიკით დაფარულ კოლოფებს, სპი-
ლოს ძვლის იმიტაციას რომ ქმნიდა, და მიხვდა, წიგნები იყო.
სათაურები არაფერს ეუბნებოდა. ოთახის კუთხეში მოზრდი-
ლი აპარატი იდგა, რომელიც, რიოზის ვარაუდით, წიგნების
ვიზუალიზაციისა და მოსმენისთვის უნდა ყოფილიყო განკუთ-
ვნილი. გენერალს გაეგო, რომ ასეთი აპარატები არსებობდა,
თუმცა საკუთარი თვალით არასოდეს ენახა.
დიდი ხნის წინათ ვიღაცამ უთხრა, რომ იმპერიის ოქროს
ხანაში, როდესაც ის მთელ გალაქტიკას მოიცავდა, მსგავს
მოწყობილობას ათიდან ცხრა ოჯახი იყენებდა.
მაგრამ ახლა ადამიანებს საზღვრები ჰქონდათ დასაცავი;
წიგნებისთვის მხოლოდ მოხუცებს თუ ეცალათ. თანაც ნახევა-
რი, რასაც ძველ დროზე ჰყვებოდნენ, ლეგენდებს წარმოად-
გენდა. არა, ნახევარზე მეტიც კი.
მასპინძელმა ჩაი შემოიტანა, რიოზი თავის ადგილს მიუბ-
რუნდა. დუსემ ბარმა ფინჯანი ასწია.
– გაგიმარჯოთ!
– დიდი მადლობა. თქვენც გაგიმარჯოთ!
დუსემ ბარმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა:
– როგორც ამბობენ, ახალგაზრდა ხართ. ოცდათხუთმეტი
წლის?
– თითქმის. ოცდათოთხმეტის.
– ამ შემთხვევაში, – თქვა ბარმა ოდნავი დაჟინებით, –
ჩვენს საუბარს უფრო უკეთ ვერ დავიწყებ, თუ არა იმის ხაზ-

10 მკითხველთა ლიგა
გასმით, რომ მაგიური სასიყვარულო საშუალებები არ გამაჩ-
ნია, და არ შემიძლია ახალგაზრდა ქალბატონები ვაიძულო,
კეთილი თვალით შეგხედონ.
– ამ სახის ხელოვნური საშუალებები სულაც არ მჭირდება,
სერ, – გენერლის ხმაში გარკვეულმა თვითკმაყოფილებამ და
გაოცებამ ერთდროულად გაიჟღერა, – ნუთუ ასეთი თხოვნით
ხშირად მოგმართავენ?
– საკმაოდ ხშირად. სამწუხაროდ, გაუნათლებელ ადამია-
ნებს მეცნიერება და მაგია ხშირად ერევათ, სიყვარული კი
ადამიანთა ცხოვრების სწორედ ის სფეროა, რომელიც მაგი-
ურ ჩარევას ყველაზე მეტად საჭიროებს.
– ამიტომაც ჩანს ასე, თითქოსდა ბუნებრივად. თუმცა პი-
რადად მე მათ ერთმანეთისგან ვასხვავებ. მეცნიერებას სხვა
არაფერს ვუკავშირებ, თუ არა რთულ კითხვებზე პასუხის ძი-
ებას.
სივენელმა დაღვრემით შენიშნა:
– შესაძლოა, თქვენც ისევე ცდებით, როგორც ისინი.
– ან ვცდები და ან არა, – ახალგაზრდა გენერალმა ფინჯა-
ნი სპეციალურ სადგარში მოათავსა. ფინჯანი იმწამსვე შეივ-
სო. შემდეგ რიოზმა ფინჯანში არომატული კაფსულა ჩააგდო,
წყალში მსუბუქი ტყაპანი რომ გაიღო,
– მაშინ მითხარით, პატრიციუსო, ვინ არიან ჯადოქრები?
ნამდვილი ჯადოქრები.
ბარი განცვიფრდა. ამ წოდებით მისთვის დიდი ხანია არა-
ვის მიემართა.
– ჯადოქრები არ არსებობენ.
– მაგრამ ხალხი მათზე ლაპარაკობს. სივენაზე მათ შესა-
ხებ უამრავ ზღაპარს გაიგონებთ. ლამისაა კულტიც კი შექ-

11 მკითხველთა ლიგა
მნეს. არსებობს უცნაური კავშირი ჯადოქრებსა და ადამიანთა
იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ოცნებობენ წარსულზე, ეზმა-
ნებათ ძველი დრო, თავისუფლებისა და ავტონომიის ხანას
რომ უწოდებენ. ჩემი აზრით, ასეთი განწყობები სახელმწი-
ფოსთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს.
მოხუცმა თავი გააქნია.
– ამას რატომ მეკითხებით? რა, აჯანყების სუნი იკარით, მე
რომ უნდა ჩავუდგე სათავეში?
რიოზმა მხრები აიჩეჩა.
– არა, სულაც არა. თუმცა ამის ალბათობა მთლად ბრიყ-
ვულიც არ არის. მამათქვენი თავის დროზე გადაასახლეს, თა-
ვად თქვენ პატრიოტი და, გარკვეულწილად, შოვინისტიც კი
ბრძანდებით. მართალია, ჩემგან, როგორც სტუმრისგან, ასე-
თი შეფასება დელიკატური არ გახლავთ, მაგრამ ჩემი მისია
მაიძულებს, ყველაფერი პირდაპირ ვთქვა. შესაძლებელია,
ახლა შეთქმულება რომ მზადდებოდეს? ეჭვი მეპარება. სივე-
ნაზე ამის სულისკვეთება განვლილი სამი თაობის განმავლო-
ბაში ჩაკლულ იქნა.
მოხუცმა მცირედი დაყოვნების შემდეგ უპასუხა:
– ისეთივე არადელიკატური მასპინძელი ვიქნები, როგო-
რი სტუმარიც ბრძანდებით. შეგახსენებთ, ოდესღაც ვიცე-მე-
ფეს ისეთივე წარმოდგენა ჰქონდა სივენელებზე, თქვენ რომ
გაქვთ. იმ მისი ბრძანების შედეგად მამაჩემი უპოვარ ლტოლ-
ვილად იქცა, ჩემი ძმები – წამებულებად, ჩემმა დამ კი თავი
მოიკლა. არადა, ვიცე-მეფე საკმაოდ საზარელი სიკვდილით
მოკვდა, ჩემი თანამემამულე, ვითომცდა მონური სულის მქო-
ნე, სივენელების ხელით.

12 მკითხველთა ლიგა
– ო, დიახ. თქვენ თავად შეეხეთ ამ საკითხს, რაზეც მსურ-
და მელაპარაკა. უკვე სამი წელია, რაც ვიცე-მეფის იდუმალე-
ბით მოცული სიკვდილი ჩემთვის საიდუმლოებას აღარ წარ-
მოადგენს. მის პირად დაცვაში ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი
იყო, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქ-
მედებდა. სწორედ თქვენ იყავით ის ჯარისკაცი, თუმცა დეტა-
ლების დაზუსტება, მე მგონი, საჭირო არაა.
ბარი ხმას არ იღებდა. ბოლოს თქვა:
– არა. და რას მთავაზობთ?
– ჩემს კითხვებს რომ უპასუხოთ.
– ოღონდ მუქარა არ გინდათ. საკმარისად ბებერი ვარ სა-
იმისოდ, სიცოცხლეს რომ ჩავებღაუჭო.
– ჩემო კეთილო სერ, ახლა მძიმე დროება დგას, – რიოზმა
მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, – თქვენ კი შვილები
და მეგობრები გყავთ. თქვენ გაქვთ სამშობლო, რომელსაც
წარსულში სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდით. ასე
რომ, თუკი ძალის გამოყენებას გადავწყვეტ, თქვენით არ და-
ვიწყებ, არც ეგეთი მეწვრილმანე ვარ.
ბარმა ცივად იკითხა:
– რა გნებავთ?
რიოზი საუბრისას ხელში ცარიელ ფინჯანს ატრიალებდა.
– პატრიციუსო, მისმინეთ. ჩვენს დროში ყველაზე წარმა-
ტებული ის სამხედროა, რომელიც მდიდრულ აღლუმებში მო-
ნაწილეობს, იმპერატორის სასახლეში დღესასწაულებზე ჩანს
და ესკორტის როლს ასრულებს, გაზიმზიმებულ კოსმოსურ
ხომალდს მიაცილებს, მისი საიმპერატორო უდიდებულესობა
საზაფხულოდ საკურორტო პლანეტებზე როდესაც მიბრძან-
დება. მე კი... მე კი ერთი უიღბლო სამხედრო ვარ, 34 წლის

13 მკითხველთა ლიგა
ასაკში, და ასეთად დავრჩები მომავალშიც. რადგან, როგორც
ხედავთ, მე ბრძოლა მიყვარს.
სწორედ ამიტომაც გამომიშვეს აქ. სამეფო კარზე ზედმეტ
პრობლემებს ვუქმნი. ეტიკეტს ვერ ვეწყობი. კოხტაპრუწებსა
თუ ლორდ-ადმირალებს შეურაცხყოფას ვაყენებ, სამაგი-
ეროდ, ხომალდებისა და ჯარისკაცების კარგი მეთაური ვარ
და ამიტომაც შორეულ კოსმოსში მომისროლეს, უკაცრიელ
კუნძულზე გადამასახლეს. სივენა სწორედ ასეთი კუნძულის
როლს ასრულებს. ესაა საზღვრისპირა სამყარო, მეამბოხე და
უნაყოფო პროვინცია. თანაც საკმარისად შორსაა. საკმარი-
სად იმისთვის, ყველა კმაყოფილი რომ იყოს.
მაგრამ აქაც უსაქმოდა ვარ, ამბოხებები აღარ ხდება, რომ
ჩავაქრო, ბოლო დროს საზღვრისპირა ვიცე-მეფეებიც კი
აღარ ჯანყდებიან, ყოველ შემთხვევაში მას მერე, რაც მისი სა-
იმპერატორო უდიდებულესობის მამამ მონტელ პარამეელი-
ვით ასწავლა ჭკუა.
– ძლიერი იმპერატორი, – ჩაიბურტყუნა ბარმა.
– დიახ და უფრო ძლიერიც გვსურს, რომ იყოს. ის ჩემი ბა-
ტონია, გახსოვდეთ. მისი ინტერესების სადარაჯოზე ვდგავარ.
ბარმა მხრები სასხვათაშორისოდ აიჩეჩა.
– და ამას ჩვენი საუბრის თემასთან რა კავშირი აქვს?
– ორი სიტყვით აგიხსნით. ჯადოქრები, რომლებიც ვახსე-
ნე, შორეული ადგილებიდან მოვიდნენ, გალაქტიკის საზ-
ღვრების მიღმა რომაა, სადაც ვარსკვლავები იშვიათია...
– „სად ვარსკვლავები იშვიათია და ყინვა სივრცისა ჟო-
ნავს წყვდიადში...“ – წარმოთქვა ბარმა.
– ეს რა, პოეზიაა? – რიოზი მოიღუშა. ლექსის ციტირება
იმწამს სრულიად უადგილოდ ეჩვენა, – ერთი სიტყვით, ისინი

14 მკითხველთა ლიგა
პერიფერიიდან მოვიდნენ, ეს კი ერთადერთი სივრცეა, სადაც
თავისუფლად შემიძლია იმპერატორის სადიდებლად ვიომო.
– ანუ მის საიმპერატორო უდიდებულესობასაც ემსახუ-
როთ და ბრძოლის საკუთარი ჟინიც დაიკმაყოფილოთ.
– დიახ, ზუსტად ასეა. მაგრამ მსურს ვიცოდე, ვის და რას
უნდა ვებრძოლო და თქვენ რით შეგიძლიათ დამეხმაროთ.
– და რატომ ფიქრობთ, რომ შემიძლია დაგეხმაროთ?
რიოზმა ნამცხვარი სასხვათაშორისოდ მოციცქნა.
– იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში ვაგროვებდი
ყოველგვარ ცნობას, მცირეოდენ ჭორს, ზღაპარსა თუ ლეგენ-
დას, რაც კი ჯადოქრებს ეხება, – და ინფორმაციის მთელი იმ
ნაკრებიდან, რაც დამიგროვდა, ორად ორი ფაქტია ყოველ-
მხრივ დადასტურებული და, ესე იგი, უტყუარიც. პირველი,
რომ ჯადოქრები გალაქტიკის იმ ბოლოდან მოვიდნენ, სივენა
რომ შეჰყურებს, და მეორე – რომ მამათქვენი ერთხელ ცოც-
ხალ, რეალურ ჯადოქარს შეხვდა და ესაუბრა.
მოხუცი სივენელი სტუმარს ისე მიშტერებოდა, თვალს არ
ახამხამებდა. რიოზმა გააგრძელა:
– გირჩევთ ყველაფერი მითხრათ, რაც იცით...
ბარმა დაფიქრებით ჩაილაპარაკა:
– საინტერესო იქნება, მართლა თუ გეტყვით რაღაც-რაღა-
ცებს. საკუთარ ფსიქოისტორიულ ექსპერიმენტს ჩავატარებ.
– როგორ ექსპერიმენტს?
– ფსიქოისტორიულს, – მოხუცმა უსიამოდ გაიღიმა, მერე
კი გადაჭრით გააგრძელა, – ჩაის დაგისხამთ კიდევ, თორემ
ლაპარაკს დიდხანს ვაპირებ.
მოხუცი სავარძლის რბილ ბალიშებზე გადაწვა. კედლის
ნათურების შუქმა ნელ-ნელა იკლო, სპილოსძვლისფერ-მო-

15 მკითხველთა ლიგა
ვარდისფრო ბინდბუნდად იქცა, რამაც სამხედროს მკაცრი
ნაკვთები ოდნავ შეარბილა.
დუსემ ბარმა დაიწყო:
– რაც ვიცი,ორი დამთხვევის შედეგია: პირველი, რომ მა-
მაჩემის შვილი ვარ და მეორე, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე.
ეს ყველაფერი ორმოცი წლის წინათ დაიწყო, როდესაც საში-
ნელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მამაჩემი სამხრეთის ტყეებში
იმალებოდა, მე კი ვიცე-მეფის პირადი ფლოტის მსროლე-
ლად ვირიცხებოდი. სწორედ იმ ვიცე-მეფისა,რომელმაც ის
საზარელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, მერე კი საშინელი სიკვდი-
ლით მოკვდა.
ბარმა იქედნურად ჩაიღიმა და განაგრძო:
– მამაჩემი იმპერიის პატრიციუსი და სივენის სენატორი
იყო. ონუმ ბარი ერქვა.
რიოზმა მოუთმენლად გააწყვეტინა.
– მისი გადასახლების გარემოებანი მშვენივრად ვიცი.
ამის მოყოლით თავს ნუ შეიწუხებთ.
მაგრამ სივენელმა ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, გა-
აგრძელა ისე, თითქოს ვერაფერი გაიგო.
– გადასახლებაში მყოფს ერთი მოგზაური შეხვდა; ეს იყო
ვაჭარი გალაქტიკის შორეული კუთხიდან; ახალგაზრდა კაცი,
რომელიც უცნაური აქცენტით მეტყველებდა, იმპერიის თანა-
მედროვე ისტორიის შესახებ არაფერი იცოდა და ინდივიდუა-
ლური ენერგეტიკული ველით იყო დაცული.
– ინდივიდუალური ენერგეტიკული ველით? – რიოზმა
მრისხანედ შეხედა, – რა სისულელეა! განა რომელ გენერა-
ტორს შეუძლია ცალკეული ადამიანისთვის დამცავი ენერგე-
ტიკული ველის შექმნა? ო, დიადო გალაქტიკავ, ნუთუ ის კაცი

16 მკითხველთა ლიგა
ხუთი ათასი მირიატონის სიმძლავრის გენერატორს თოკზე
გამობმული გორგოლაჭებიანი საზიდრით დაათრევდა?
ბარმა მშვიდადჩაილაპარაკა:
– სწორედ ის იყო ჯადოქარი, რომელზეც ჭორები, მითები
და ლეგენდები გსმენიათ. „ჯადოქრის“ სახელის მოხვეჭა არ-
ცთუ იოლია. მას არ ჰქონდა თვალში საცემი გენერატორი,
თუმცა, ამისდა მიუხედავად, ვერანაირი იარაღი ვერ გაარ-
ღვევდა ენერგეტიკულ ველს, მას რომ იცავდა.
– მხოლოდ ესაა, რაც იცით? რა, ესე იგი, ჯადოქრები გადა-
სახლებაში მარტოობისგან გატანჯული მოხუცების ჰალუცინა-
ციებმა შვა?
– სერ, ჯადოქრებზე გადმოცემები მამაჩემამდეც ვრცელ-
დებოდა და უფრო კონკრეტული მტკიცებულებაც არსებობს.
მამაჩემმა იმ ვაჭარს, რომელსაც ხალხი ჯადოქარს ეძახდა,
ქალაქში ერთი ტექნიკოსი მიასწავლა, მისივე თხოვნით. ვაჭა-
რი ტექნიკოსთან მივიდა და ისეთივე დამცავი ენერგოველის
გენერატორი დაუტოვა, თავად რომ ატარებდა. ის გენერატო-
რი მამაჩემმა მოიპოვა მას მერე, რაც გადასახლებიდან დაბ‐
რუნდა, სისხლიანი ვიცე-მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგ.
დიდხანს ეძება... გენერატორი თქვენ ზურგს უკან კიდია კე-
დელზე, სერ. ოღონდ აღარ მუშაობს. მხოლოდ პირველი ორი
დღე იმუშავა, მაგრამ თუ დაათვალიერებთ, დარწმუნდებით,
რომ იმპერიაში მას ვერავინ დაამზადებდა.
ბელ რიოზმა კედლიდან ბრტყელ სეგმენტებად დაყოფილი
ლითონის ქამარი ჩამოხსნა. ქამარი ისეთი ხმით მოსცილდა
კედელს, თითქოს ზედ ვაკუუმის სამაგრები იჭერდა. გენერ-
ლის ყურადღება ქამრის ელიფსოიდურმა შესაკრავმა მიიპ-
ყრო. წაბლისხელა იქნებოდა.

17 მკითხველთა ლიგა
– ნუთუ ესაა... – ჩაილაპარაკა.
– დიახ, – დაუდასტურა ბარმა, – ეს გახლდათ გენერატო-
რი. მისი მუშაობის საიდუმლოს ახლა ვეღარაფრით ჩავწვდე-
ბით. სუბელექტრონულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლითონი ერ-
თიან ნაჭრად ჩადნა. დიფრაქციული ანალიზიც კი არ იძლევა
იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, თუ რა ცალკეული ელე-
მენტებისგან შედგებოდა თავიდან, სანამ მუშა მდგომარეობა-
ში იყო.
– ანუ თქვენ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ გა-
გაჩნიათ. ეს ხომ ცარიელი სიტყვებია მხოლოდ.
ბარმა მხრები აიჩეჩა.
–თქვენ მთხოვეთ მომეყოლა ყველაფერი, რაც კი ვიცოდი,
და თანაც დამემუქრეთ, ძალას ვიხმარ, რომ გათქმევინოო.
და თუკი ჩემი არ გჯერათ, რა ვქნა? შევწყვიტო თხრობა?
– განაგრძეთ! – ხისტად მიუგო გენერალმა.
–მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი კვლევა გავაგრ-
ძელე და კიდევ ერთი შემთხვევა დამეხმარა, რაც უკვე ვახსე-
ნე. ჰარი სელდონი სივენას კარგად იცნობდა.
– ჰარი სელდონი ვინაა?
– ჰარი სელდონი იყო მეცნიერი იმპერატორ დალუბენ IV-
ის დროს. ფსიქოისტორიკოსი გახლდათ; უკანასკნელი და
ყველაზე დიდი ფსიქოისტორიკოსთა შორის. იგი მხოლოდ
ერთხელ ესტუმრა სივენას, იმდროს, როდესაც სივენა მნიშ-
ვნელოვანი კომერციული ცენტრი იყო, სადაც ხელოვნება და
მეცნიერება ყვაოდა.
– ჰმ,– დაიმანჭა რიოზი, – ამ უბადრუკ პლანეტათაგან ერ-
თი მაინც თუ არსებობს,რომ არ ამტკიცებდეს, თითქოს ძველ
დროს უმდიდრეს ცენტრს წარმოადგენდა?

18 მკითხველთა ლიგა
– მე ორი საუკუნის წინანდელ პერიოდზე ვლაპარაკობ,
როდესაც იმპერატორს უკანასკნელი ვარსკვლავიც კი ემორ-
ჩილებოდა, სივენა კი იმპერიის ცენტრში მდებარეობდა, მის
შორეულ კიდეზე კი არა. ჰარი სელდონმა იმპერატორის ძა-
ლაუფლების დაცემა და გალაქტიკის თანდათანობითი გავე-
ლურება განჭვრიტა.
რიოზმა მოულოდნელად გაიცინა.
– განჭვრიტა? ნუთუ? მაშ, ცუდად განუჭვრეტია, ჩემო კარ-
გო მეცნიერო. თქვენს თავს, ცხადია, მეცნიერს უწოდებთ,
არა? მაშ იცოდეთ, რომ ახლა იმპერია ისეთი ძლიერია, ბო-
ლო ათასი წლის განმავლობაში რომ არ ყოფილა. ამ საზ-
ღვრისპირა სიცივესა და სიბნელეში ბებერი თვალები დაგ-
ბრმავებიათ. მოდით და იხილეთ გარესამყარო, იხილეთ ცენ-
ტრის სიმდიდრე და ფუფუნება!
მოხუცმა თავი სევდიანად გააქნია.
– ხრწნა კიდეებიდან იწყება ხოლმე. გარკვეული დრო უნ-
და, სანამ გულამდე ჩააღწევს. ეს ცხადი, ყველასთვის აშკარა
დაცემაა, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, და რომელიც უკვე
თხუთმეტი საუკუნეა გრძელდება.
– ესე იგი, იმ თქვენმა ჰარი სელდონმა გალაქტიკის გავე-
ლურება განჭვრიტა, – ჩაილაპარაკა რიოზმა ისე, თითქოს
ხუმრობსო, – და მერე რა?
– მან შექმნა ორი საზოგადოება გალაქტიკის საპირისპი-
რო ბოლოებში, სადაც ყველაფერი საუკეთესო, ახალი, მტკი-
ცე შეკრიბა, რათა შემდეგ გაზრდილიყო და განვითარებული-
ყო. ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ შეარჩია, დროისა
და გარემოს გათვალისწინებით. ყველაფერი ფსიქოისტორი-
ის ერთმნიშვნელოვანი მათემატიკური პროგნოზის მიხედვით

19 მკითხველთა ლიგა
მოაწყო, რომლის თანახმადაც ეს ორი დასაბამი მალე იმპე-
რიის ცენტრს მოსწყდებოდა, და თავად იქცეოდა ცენტრებად,
რომელთა გარშემო მეორე გალაქტიკური იმპერია ჩამოყა-
ლიბდებოდა – და ეს ბარბაროსობის ოცდაათი ათასი წლის
შემდეგ კი არ მოხდებოდა, არამედ მხოლოდ ათასი წლის
შემდეგ.
– და საიდან გაიგეთ ეს ყველაფერი? დეტალურად გცოდ-
ნიათ.
– არაფერი ვიცოდი და ახლაც არ ვიცი დანამდვილებით, –
პატრიციუსმა წარბშეუხრელად მიუგო, – ეს ყველაფერი მტკი-
ცებულებების შეკოწიწების მტკივნეული შედეგია, მამაჩემმა
რომ მოიპოვა და შემდეგ მე თვითონაც დავუმატე ცოტაოდე-
ნი. ამ ყველაფრის საფუძველი არამყარია, მთლიანობა კი
წარმოსახვითი, რათა ფაქტების უქონლობის გამო გაჩენილი
სიცარიელე როგორმე შემევსო. თუმცა, საბოლოო ჯამში
დარწმუნებული ვარ, ძირითადად, სიმართლეს შეესაბამება.
– თქვენი დარწმუნება საკმაოდ იოლი საქმე ყოფილა.
– ნუთუ? კვლევას ორმოცი წელი შევალიე.
– ჰმ, ორმოცი წელი! მე ამ კითხვას ორმოც დღეში მოვუ-
ძებნიდი პასუხს. სწორედაც ამას ვაპირებ. მაგრამ ჩემი პასუხი
განსხვავებული იქნება.
– როგორ აპირებთ?
– ძალზე მარტივად. თავადაც შემიძლია გამოვიკვლიო.
მოვძებნი იმ „დასაბამებს“, თქვენ რომ ახსენეთ, და ჩემი თვა-
ლით ვნახავ. ამბობთ, ორი იყოო?
– ჩანაწერები მოწმობს, რომ ორი უნდა ყოფილიყო. თუმცა
უტყუარი მტკიცებულებები მხოლოდ ერთის შესახებაა ნაპოვ-

20 მკითხველთა ლიგა
ნი, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან მეორე გალაქტიკის
საწინააღმდეგო, შორეულ ბოლოში მდებარეობს.
– კი ბატონო, უახლოესს მოვინახულებ, – გენერალი წა-
მოდგა, ქამარი გაისწორა.
– იცით, საით უნდა გაფრინდეთ? – ჰკითხა ბარმა.
– დაახლოებით. ბოლო ვიცე-მეფის ჩანაწერებში, იმის კი
არა, თქვენ რომ ესოდენ შთამბეჭდავად გაისტუმრეთ სა-
იქიოში, არამედ მისი წინამორბედის, მოიპოვება ცნობები
ბარბაროსებზე, გალაქტიკის საზღვრებს მიღმა რომ ცხოვრო-
ბენ. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი სულაც ბარბაროსების უფ-
ლისწულს მიათხოვეს. ასე რომ, გზას როგორმე გავიგნებ.
გენერალმა ხელი გაუწოდა.
– დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.
დუსემ ბარი მის მარჯვენას თითებით შეეხო, თავი ოფიცია-
ლურად დაუკრა.
– თქვენი სტუმრობა ჩემთვის დიდი პატივია.
– და იმ ინფორმაციისთვის, რაც მომაწოდეთ, – გააგრძე-
ლა ბელ რიოზმა, – უკვე ვიცი, როგორ გადაგიხდით მადლო-
ბას, როდესაც დავბრუნდები.
დუსემ ბარმა იგი კარიბჭემდე მიაცილა და დაძრული მან-
ქანის შემხედვარემ ჩუმად ჩაილაპარაკა:
– თუკი დაბრუნდები.

21 მკითხველთა ლიგა
2.

ჯადოქრები

დასაბამი... ორმოცწლიანი ექსპანსიის შემდეგ დასაბამი


რიოზისგან მომდინარე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჰარდი-
ნისა და მელოუს გმირული დროება წარსულს ჩაჰბარდა, და
მათთან ერთად – გაბედულებაცა და შემართებაც...

გალაქტიკური ენციკლოპედია

ოთახში ოთხი კაცი იმყოფებოდა. ოთახი იზოლირებული


გახლდათ, უცხო ვერავინ შევიდოდა. მამაკაცები ხან ერთმა-
ნეთს გახედავდნენ, ხანაც მაგიდას დააცქერდებოდნენ, მათ
რომ ყოფდა. მაგიდაზე ოთხი ბოთლი და ოთხი შევსებული,
ხელუხლებელი ჭიქა იდგა.
კართან ყველაზე ახლოს მჯდომმა მაგიდაზე ნელა, რიტმუ-
ლად დააკაკუნა.
– დაუსრულებლად უნდა ისხდეთ და ელოდოთ? ნუთუ ესო-
დენ მნიშვნელოვანია, ლაპარაკს პირველი ვინ დაიწყებს? –
იკითხა მან.

22 მკითხველთა ლიგა
– მაშინ თქვენ დაიწყეთ, – გამოეპასუხა დიდი ტანის, მსუ-
ქანი მამაკაცი, მის წინ რომ იჯდა, – თქვენ, ეტყობა, ყველაზე
მეტად გაღელვებთ ის, რაც ხდება.
სენეტ ფორელმა არცთუ მხიარულად ჩაიცინა.
– ეს იმიტომ, რომ მიგაჩნიათ, ყველაზე მდიდარი ვარ. ან-
და იმიტომ, რომ ლაპარაკი პირველმა დავიწყე და უნდა გან-
ვაგრძო. დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, მათი მზვერავი ხო-
მალდი სწორედ ჩემმა სავაჭრო ფლოტმა დაატყვევა.
– თქვენ ყველაზე დიდი ფლოტი გყავთ, – თქვა მესამემ, –
და ყველაზე გამოცდილი პილოტებიც; რაც, თავისთავად
კვლავ თქვენს სიმდიდრეზე მეტყველებს. დიდი რისკი გასწი-
ეთ, თუმცა ჩვენ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებო-
დით, ვიდრე თქვენ.
სენეტ ფორელმა კვლავ ჩაიცინა.
– მემკვიდრეობა, მამაჩემმა რომ დამიტოვა, რისკის გაწე-
ვის საშუალებას მაძლევს, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, ვინც
არ გარისკავს, ვერც გაიმარჯვებს. თანაც გაითვალისწინეთ,
რომ მტრის ხომალდი ეულად იყო, რამაც საშუალება მოგვცა
დანაკარგების გარეშე ჩაგვეგდო ხელში ისე, რომ თავისიანე-
ბის გაფრთხილება ვერც კი მოასწრო.
ფორელი აწ გარდაცვლილ, გამოჩენილ ჰობერ მელოუს
შორეულ ნათესავად ერგებოდა. თუმცა ჩუმ-ჩუმად ლაპარა-
კობდნენ, რომ, სინამდვილეში, იგი მელოუს უკანონო შვილი
გახლდათ.
მეოთხემ პატარა თვალები აახამხამა, იქ მყოფთ მალუ-
ლად გადახედა და გამოცრა:

23 მკითხველთა ლიგა
– მომცრო ხომალდის ხელში ჩაგდება დიდი ვერაფერი სა-
ამაყო და საზეიმოა. სავარაუდოდ, ეს იმ ახალგაზრდა კაცს
მხოლოდ გააღიზიანებს.
– თქვენ ფიქრობთ, საბაბი სჭირდება? – ფორელმა ამრე-
ზით იკითხა.
– დიახ, და თქვენ მას საქმე გაუიოლეთ, – მეოთხე მამაკა-
ცი აუჩქარებლად საუბრობდა, – ჰობერ მელოუ ასე არ მოიქ-
ცეოდა და არც სალვორ ჰარდინი. ისინი დააცდიდნენ მტერს,
სანამ წინდაუხედავ ნაბიჯს გადადგამდა და მერე უკვე მშვი-
დად და თავდაჯერებით დაიწყებდნენ მოქმედებას.
ფორელმა მხრები აიჩეჩა.
– ეს ხომალდი ამართლებს რისკს, ჩვენ რომ გავწიეთ. რო-
გორც ომის საბაბი, უმნიშვნელოა, სამაგიეროდ, შეიძლება
ძვირად გავყიდოთ, – ამ სიტყვებში სულით ხორცამდე კო-
მერსანტის კმაყოფილება გაკრთა. ფორელმა გააგრძელა, –
ის ახალგაზრდა კაცი ძველი იმპერიიდანაა.
– კარგად ვიცით, – მსუქანმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუ-
ნა.
– ჩვენ ამას ვეჭვობდით, – რბილად შეუსწორა ფორელმა,
–თუ კაცი ბევრი ხომალდითა და სიმდიდრით მოდის შენთან,
გეუბნება, რომ მეგობრობა სურს და ვაჭრობას გთავაზობს, არ
უნდა დაუპირისპირდე მანამ, სანამ არ დარწმუნდები, რომ ეს
მხოლოდ ნიღაბია. მაგრამ ახლა...
მესამე კაცი საცოდავად ალაპარაკდა:
– უფრო ფრთხილად უნდა გვემოქმედა. ჯერ უნდა გაგვერ-
კვია ყველაფერი, სანამ გავუშვებდით. აი, ეს იქნებოდა ნამ-
დვილად ბრძნული საქციელი.

24 მკითხველთა ლიგა
– ეს ვარიანტი ხომ განვიხილეთ და უარვყავით, – ისეთი
ჟესტით თქვა ფორელმა, თითქოს დისკუსიას წერტილი დაუს-
ვაო.
– ჩვენი მთავრობა მეტისმეტად უხერხემლოა, – დაიჩივლა
მესამემ, – მერი კი სულაც იდიოტია.
მეოთხემ იქ მყოფთ თვალი შეავლო, სიგარა პირიდან გა-
მოიღო და მარჯვნივ მოთავსებულ დეზინტეგრატორში ჩაუშ-
ვა. ნამწვი უხმაუროდ აალდა და გაქრა. მერე კი მეოთხემ
სარკასტულად ჩაილაპარაკა:
– დარწმუნებული ვარ, ჯენტლმენმა, ბოლოს რომ ლაპა-
რაკობდა, ეს მხოლოდ ჩვევის გამო თქვა. ყველას მოგვეხსე-
ნება, მთავრობა, სინამდვილეში, ეს ჩვენა ვართ.
თანხმობის ნიშნად სამივემ თავი დაუკრა, ერთმანეთს ხმა-
დაბლა გადაულაპარაკეს.

– მაშინ მთავრობის პოლიტიკის განხილვას შევეშვათ. ის


ახალგაზრდა კაცი... ის უცნობი ჩვენი პოტენციური მყიდველი
შეიძლება გამხდარიყო. ასეთი შემთხვევები ყოფილა. ყოვე-
ლი თქვენგანი მასთან კონტრაქტის დადებას ცალ-ცალკე
ცდილობდა. არადა, ჩვენ გვქონდა შეთანხმება – ჯენტლმენუ-
რი შეთანხმება – ასეთი რამ არ გაგვეკეთებინა, მაგრამ
თქვენ მაინც სცადეთ...…
– ასევე თქვენც, – ჩაიბურტყუნა მეორემ.
– დიახ, ასეა, – მშვიდად მიუგო მეოთხემ.
– მოდი, დავივიწყოთ, რაც იყო, იყო, – ფორელმა მოუთ-
მენლად გააწყვეტინა, – და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გავაკე-
თოთ ახლა. კი, ჩვენ შეგვეძლო ის ციხეში ჩაგვეგდო, ანდა

25 მკითხველთა ლიგა
მოგვეკლა, მაგრამ ამით რას მოვაღწევდით? ჩვენ არაფერი
ვიცით მისი განზრახვების შესახებ, ერთი ადამიანის მოკ-
ვლით კი იმპერიას ვერაფერს დავაკლებთ. შესაძლოა, სწო-
რედ მის არდაბრუნებას ელოდებოდა მათი ფლოტი, სადღაც
ახლომახლო ჩასაფრებული.
– სწორედაც, – დაეთანხმა მეოთხე, – ახლა კი გვითხა-
რით, დაკავებული ხომალდის ჩხრეკისას რა იპოვეთ? ეს გა-
უთავებელი ლაპარაკი მღლის, ასაკში ვარ.
– რამდენიმე სიტყვით შემიძლია გითხრათ, – ფორელმა
დაღვრემით მიუგო, – იმპერიის გენერალია თუ რაღაც მსგავ-
სი. ახალგაზრდა კაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ უნიჭიე-
რესი სარდალია – როგორც გავიგე – და ხელქვეითებისთვის
კერპად იქცა. ერთობ რომანტიკული კარიერა აქვს. რასაც მის
გამარჯვებებზე ჰყვებიან, ეჭვგარეშეა, სანახევროდ ტყუილი
იქნება, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაინც განსაკუთრებული პი-
როვნება ჩანს.
– ეს ვისგან გაიგეთ? – დაჟინებით იკითხა მეორემ.
– დატყვევებული ხომალდის ეკიპაჟისგან. მათი ჩვენებები
მიკროფილმზე ჩავწერე და საიმედო ადგილას შევინახე. მოგ-
ვიანებით შეგიძლიათ იხილოთ, ვინიცობაა სურვილი გაგიჩ-
ნდეთ. შეგიძლიათ პირადად დაელაპარაკოთ ეკიპაჟის წევ-
რებს, თუკი ეს აუცილებლად მიგაჩნიათ. მე უმთავრესი გით-
ხარით.
– და როგორ ათქმევინეთ? დარწმუნებული ხართ, რომ სი-
მართლეს ამბობენ?
ფორელი მოიღუშა.
– ბატონებო, მეტისმეტი სირბილე სულაც არ გამომიჩენია.
ვცემდით კიდეც, ნარკოტიკებით გავჭყიპეთ და „ფსიქოზონ-

26 მკითხველთა ლიგა
დიც“ ყოველგვარი დანდობის გარეშე გამოვიყენეთ. ავალა-
პარაკეთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, სიმართლე
თქვეს.
– ძველ დროს, – შენიშნა მესამემ, ცოტა არ იყოს უადგი-
ლოდ, – მხოლოდ ფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებდნენ. უმ-
ტკივნეულო იყო, მაგრამ საიმედო. მოტყუების შანსი არ არსე-
ბობდა.
– ძველ დროს ბევრი რამ იყო კარგი, – ფორელმა მშრა-
ლად ჩაილაპარაკა, – მაგრამ ეს ახალი დროა.
– კი მაგრამ, – ჩაილაპარაკა მეოთხემ დამღლელი სიჯი-
უტით, – მაინც რა უნდოდა იმ გენერალს, იმ რომანტიკულ
გმირთაგმირს?
ფორელმა ყინულივით ცივი მზერა სტყორცნა.
– თქვენ რა, გგონიათ, რომ თავის ეკიპაჟს სახელმწიფო
პოლიტიკის დეტალები გაანდო? მათ არაფერი იციან. მათგან
ვერაფრის გაგება ვერ შევძელით, თუმცა, ძალიან კი ვეცა-
დეთ, უწყის გალაქტიკამ.
– მაშ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა...
– დასკვნები თავად გამოვიტანოთ, ეს ცხადზე უცხადესია,
– ფორელმა თითები მაგიდაზე კვლავ აუჩქარებლად ააკაკუ-
ნა, – ის ახალგაზრდა კაცი იმპერიის სამხედრო ლიდერია,
თუმცა თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს ერთი წვრილი თავა-
დია პერიფერიაზე გადაკარგული რაღაც უმნიშვნელო ვარ-
სკვლავური სისტემიდან. ეს ერთი გარემოებაც კი სრულიად
საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, არ სურს, მისი ვიზიტის
რეალური მიზნები შევიტყოთ. შეადარეთ მისი პროფესიის ხა-
სიათი იმ ფაქტს, რომ ახლო წარსულში, მამაჩემის სიცოც‐
ხლეში, იმპერიამ ერთხელ უკვე სცადა, თავს დაგვსხმოდა და

27 მკითხველთა ლიგა
სრულიად არასახარბიელო დასკვნას მიიღებთ. პირველი
თავდასხმა ჩაეშალათ. ეჭვი მეპარება, რომ იმპერიას ამის გა-
მო ჩვენ მიმართ განსაკუთრებულად თბილი გრძნობები აღეძ-
რა.
– თქვენს მოსაზრებებს, – ფრთხილად შენიშნა მეოთხემ, –
კონკრეტულობა აკლია. რამეს ხომ არ გვიმალავთ?
ფორელმა მშვიდად უპასუხა:
– მე ვერაფერს დაგიმალავთ, რადგან, ამ შემთხვევაში,
საქმიან კონკურენციაზე ლაპარაკი აღარაა. სხვა გზა არ
გვაქვს, უნდა გავერთიანდეთ.
– პატრიოტიზმი? – მესამემ დაცინვით იკითხა.
– პატრიოტიზმის დედაც, – ფორელმა მშვიდად ჩაილაპა-
რაკა, – ნუთუ გგონიათ, რომ მეორე იმპერიის მომავლისთვის
რამეს გავიმეტებდი, თუნდაც ბირთვული გამოსხივების ორ
მილირენტგენს? ნუთუ ფიქრობთ, რისკის ქვეშ დავაყენებდი
ერთ სავაჭრო მისიას მაინც, მას გზა რომ გავუკვალო? მაგ-
რამ, მეორე მხრივ – ნუთუ გგონიათ, რომ იმპერიის შემოჭრა
ჩემს, ან თქვენს ბიზნესს რამე ხეირს დააყრის? თუკი იმპერია
გაიმარჯვებს, უამრავი ყვავ-ყორანი მოფრინდება სახეიროდ,
ბრძოლის ველზე დარჩენილი გვამები რომ გაძიძგნოს.
– და ეს გვამები ჩვენ ვიქნებით, – პირქუშად დაეთანხმა
მეოთხე.
ჩამოწოლილი სიჩუმე მეორემ დაარღვია, ისე მკვეთრად
მოტრიალდა ადგილზე, რომ სკამმა კიდეც დაიჭრაჭუნა.
– მაგრამ ამ ლაპარაკს რა აზრი აქვს? იმპერია მაინც ვერ
გაიმარჯვებს, ასე არაა? ჰარი სელდონი ხომ გვარწმუნებს,
რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მეორე იმპერიას დავაფუძ-

28 მკითხველთა ლიგა
ნებთ. ეს კი, უბრალოდ, მორიგი კრიზისია. აქამდე სამი იყო
და ჩაიარა.
– მხოლოდ მორიგი კრიზისი, როგორ არა! – იფეთქა ფო-
რელმა, – თანაც იმ პირველი ორის დროს სალვორ ჰარდინი
გვყავდა, ვინც გადაგვარჩინა, მესამის დროს კი – ჰობერ მე-
ლოუ... და ახლა ვინა გვყავს?
იქ მყოფებს მძიმედ გადახედა და განაგრძო:
– ფსიქოისტორიის კანონები, რომლებიც ჰარი სელდონმა
აღმოაჩინა და რომლებსაც თავის დამამშვიდებლად იშველი-
ებთ, კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ ცვლად ფაქტორად დასა-
ბამის მოღვაწეთა მხრიდან ინიციატივის გამოვლენას გულის-
ხმობს. სელდონის კანონები იმას ეხმარება, ვინც თავად ეხმა-
რება საკუთარ თავს.
– კაცს დროება ქმნის, – გამოაცხადა მესამემ, – კიდევ ერ-
თი ანდაზა თქვენ საყურადღებოდ.
– ამის იმედად ვერ ვიქნებით, – ჩაიფხუკუნა ფორელმა, –
ყოველ შემთხვევაში, ასი პროცენტით. აი, როგორ ვხედავ სი-
ტუაციას. თუკი ეს მეოთხე კრიზისია, მაშინ ის სელდონს გან-
ჭვრეტილი აქვს. ესე იგი, კრიზისი შეიძლება დავძლიოთ, უბ-
რალოდ, ამის საშუალება უნდა გამოვნახოთ.
ახლა იმპერია ჩვენზე ძლიერია და, კაცმა რომ თქვას, ყო-
ველთვისაც ძლიერი იყო. თუმცა უშუალო თავდასხმის საფ-
რთხის წინაშე პირველად დავდექით და ამ სიტუაციაში იმპე-
რია მართლაც ერთობ საშიში და ანგარიშგასაწევი ძალაა.
თუკი მის დამარცხებას მოვახერხებთ, უხეში ძალის მეშვეო-
ბით კი არა – მხოლოდ ისე, როგორც წინა კრიზისების დროს
– მისი სუსტი წერტილების აღმოჩენით და მათზე დარტყმით.

29 მკითხველთა ლიგა
– და რომელია ეგ სუსტი წერტილები? – იკითხა მეოთხემ,
– რაიმე მოსაზრებები თუ გაქვთ?
– არა. და ესაა საკვანძო მომენტი, რომლისკენაც მიმყავ-
ხართ. ძველი დროის ჩვენი დიდი ლიდერები ყოველთვის ხე-
დავდნენ მტრის სუსტ წერტილებს და მათ უმიზნებდნენ. მაგ-
რამ ახლა...
მის ხმაში უმწეობა გამოკრთა, დადუმდა. ხმა არავის
ამოუღია.
შემდეგ მეოთხემ თქვა:
– ჯაშუშები გვჭირდება.
ფორელი მისკენ მკვეთრი მოძრაობით მიბრუნდა.
– სწორია! მე არ ვიცი, იმპერია თავდასხმას როდის აპი-
რებს. შესაძლოა, დრო ჯერ კიდევ გვაქვს.
– ჰობერ მელოუ პირადად ეწვიოს იმპერიის დომინიონე-
ბს, –წინადადება წამოაყენა მეორემ.
მაგრამ ფორელმა თავი გააქნია.
– პირდაპირ არ ვიმოქმედებ. არცერთი ჩვენგანი არაა
ახალგაზრდა. თანაც მხოლოდ ხელმძღვანელობასა და ადმი-
ნისტრაციულ საქმეებში ვართ გამოცდილნი. ჩვენ გვჭირდება
ახალგაზრდები, რომლებიც ახლა კოსმოსში დაქრიან.
– დამოუკიდებელი ვაჭრები? – იკითხა მეოთხემ.
ფორელმა თავი დაუქნია და ჩაილაპარაკა:
– თუკი დრო ჯერ კიდევ გვაქვს...

30 მკითხველთა ლიგა
3.

მსახვრალი ხელი3

ბელ რიოზი ბოლთას ნერვიულად სცემდა, როდესაც


ოთახში მისი ადიუტანტი შემოვიდა. გენერალი შედგა.
– „სთარლეტისგან“ რა ისმის? – ჰკითხა.
– არაფერი, სერ. სადაზვერვო ჯგუფმა მთელი სექტორი
გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. კომანდორი ჰიუმი გატ-
ყობინებთ, რომ საპასუხო შეტევისთვის მზადაა.
გენერალმა თავი გააქნია.
– არა. საპატრულო ხომალდის გამო არ ღირს. ჯერ არა.
გადაეცით, რომ გააორმაგოს... მოკლედ, მოიცადოს! მე თა-
ვად მივწერ. დაშიფრეთ და ვიწროდ ფოკუსირებული სხივით
გადაეცით.
ფურცელზე რაღაც დაწერა და ბარათი მორჩილად მომ-
ლოდინე ოფიცერს მიაწოდა.
– სივენელი უკვე ჩამოვიდა?
– არა ჯერ.

3
ორიგინალში ამ თავს ეწოდება „dead hand“, ინგლისურში ეს იდიო-
მა „წარსულიდან მომდინარე დაუძლეველ გავლენას“ აღნიშნავს. აქ ჰარი
სელდონის ფსიქოისტორიის „მსახვრალი ხელი“ იგულისხმება. (მთარგმნ.
შენიშვნა)

31 მკითხველთა ლიგა
– როგორც კი ჩამოვა, ეგრევე მომგვარეთ.
ადიუტანტმა ყოჩაღად მისცა სამხედრო სალამი და ოთახი-
დან გავიდა. რიოზმა ბოლთის ცემა გააგრძელა.
როდესაც კარი ხელმეორედ გაიღო, ზღურბლზე დუსემ ბა-
რი გამოჩნდა. თვალშისაცემი ფუფუნებით გაწყობილ ოთახ-
ში, რომლის ჭერში გალაქტიკის ჰოლოგრაფიული მოდელი
ეკიდა, ნელი, მოზომილი ნაბიჯებით შევიდა. ოთახის შუაგულ-
ში რიოზი იდგა, საველე უნიფორმაში გახლდათ გამოწყობი-
ლი.
– მოგესალმებით, პატრიციუსო! – გენერალმა სკამი ფე-
ხით მიუწია და ადიუტანტს ჟესტით ანიშნა, „გადი და არავინ
შემოუშვა, სანამ კარს მე თვითონ არ გავაღებო“.
ბელ რიოზი სივენელის წინაშე ფეხებგაფარჩხული იდგა,
ხელები ზურგს უკან დაეწყო, წინ და უკან ოდნავ შესამჩნევად
ქანაობდა. ხისტად მიმართა:
– პატრიციუსო, იმპერატორის ლოიალური ქვეშევრდომი
ხართ?
ბარი ერთხანს გულგრილად შეყოვნდა, შემდეგ წარბი აზი-
და და ჩაილაპარაკა:
– და რატომ უნდა მიყვარდეს იმპერიული კანონები?
– მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ღალატს გვიპირებთ?
– რა თქმა უნდა, არა. თუმცა განზე გადგომასა და აქტიურ
ხელშემწყობად ყოფნას შორის ასევე დიდი სხვაობაა.
– ეგეც მართალია. მაგრამ, ამ შემთხვევაში, თქვენი უარი
დახმარებაზე, – დაჟინებით განაგრძო რიოზმა, – ღალატად
იქნება აღქმული და შესაბამისად დაისჯება.
ბარმა შუბლი შეიკრა.

32 მკითხველთა ლიგა
– თქვენი სიტყვიერი წნეხი თქვენი ხელქვეითებისთვის შე-
ინახეთ. მარტივად მითხარით, რა გნებავთ. ეს ჩემთვის სრუ-
ლიად საკმარისი იქნება.
რიოზი ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
– ბარ, ჩვენ ნახევარი წლის წინ ვისაუბრეთ.
– ჯადოქრების შესახებ?
– გემახსოვრებათ, რის გაკეთებას ვაპირებდი.
ბარმა თავი დაუქნია. ხელები მუხლებზე გაუნძრევლად ეწ-
ყო.
– თქვენ მათ მონახულებას აპირებდით. ოთხი თვე არ ჩან-
დით. იპოვეთ?
– ვიპოვე? დიახ! – შეჰყვირა რიოზმა. პირი დაემანჭა. ცო-
ტაც და კბილების კრაჭუნს მოჰყვებოდა, – ჯადოქრები კი არა,
დემონები არიან!.. ვინც მათ ჯადოქრები უწოდა, ისევე შორს
იყო ჭეშმარიტებისგან, როგორც აქედანაა შორს გარე გალაქ-
ტიკები. წარმოიდგინეთ! ცხოვრობენ ერთ ციცქნა, ნეკისოდე-
ნა სამყაროში, რესურსები არ გააჩნიათ, მოსახლეობა მიზე-
რული ჰყავთ, იმაზე ნაკლები, ვიდრე „ბნელი ვარსკვლავების“
ნებისმიერ მიყრუებულ პრეფექტურაშია. მაგრამ, ამავე
დროს, საშინლად ამაყი და ამბიციური ხალხია, მთელი გა‐
ლაქტიკის მართვაზე სრულიად მშვიდად და დარწმუნებით
ლაპარაკობენ, იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ არც
კი ჩქარობენ. ნელა, ფლეგმატურად ირჯებიან; ამბობენ, ამის-
თვის საუკუნეებიაო საჭირო. ზანტად ლაპარაკობენ, ერთი
სამყაროდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს მარადისობა
ჯიბეში ედოთ... და მართლაც აღწევენ წარმატებას. რადგან
მათი შემჩერებელი არავინაა; შექმნეს ბინძური სავაჭრო სა-
ზოგადოება, რომელიც თავისი საცეცებით ისეთ შორეულ სის-

33 მკითხველთა ლიგა
ტემებსაც კი მისწვდა, გაუგებარია, თავიანთი ციცქნა ხო‐
მალდებით იქამდე როგორ მიაღწიეს. არადა, მათი ვაჭრები –
მათი აგენტები თავის თავს ვაჭრებს უწოდებენ – პარსეკებს4
ფარავენ! – ცოფებს ყრიდა, მაგრამ დუსემ ბარმა სიტყვა გააწ-
ყვეტინა:
– ამ ინფორმაციიდან რა ნაწილია ზუსტი და რა თქვენი
განრისხების შედეგი?
სამხედრომ თავი შეიკავა და უფრო მშვიდად ალაპარაკდა:
– მრისხანება სულაც არ მაბრმავებს. უკვე გითხარით, იმ
სამყაროებში, სივენასთან უფრო ახლოს რომაა, ვიდრე დასა-
ბამთან, სადაც იმპერია შორეული მითია, ვაჭრების არსებობა
რეალურ ფაქტს წარმოადგენს. ვაღიარებ, კომერსანტებზე
მცდარი შეხედულება გვქონდა.
– რა, დასაბამის წარმომადგენლებმა პირდაპირ ასე გით-
ხრეს, გალაქტიკაში გაბატონებას ვაპირებთო?
– მითხრეს? – გენერალმა წონასწორობა ისევ დაკარგა, –
ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა! მათი ოფიციალური წარმომად-
გენლები ასეთს არაფერს ამბობენ, მხოლოდ ბიზნესზე ლაპა-
რაკობენ. მაგრამ მე რიგით ადამიანებს გავესაუბრე. გავიგე,
ხალხში რა იდეებია გავრცელებული; მათ სჯერათ, რომ „გან-
საკუთრებული ბედი“ აქვთ და დიად მომავალს გულდამშვი-
დებით ელიან. ასეთ რაღაცას ვერ დამალავ; ეს მათი უნივერ-
სალური ოპტიმიზმია, რომლის დაფარვას არც კი ცდილობენ.
სივენელს სახეზე დაუფარავი კმაყოფილება გამოეხატა.

4პარსეკი – სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის


გასაზომად ასტრონო‐ მიაში. 10 პარსეკის დასაფარად სინათლის 32 წე-
ლი, 7 თვე და 6 დღე სჭირდება. სინათლის სიჩქარე დაახლოებით 300 000
კმ/წმ-ს შეადგენს. ( მთარგმნ. შენიშვნა)
34 მკითხველთა ლიგა
– უნდა აღიაროთ, რომ ჩემი დასკვნები, რომლებიც ერ-
თობ მწირი მონაცემების საფუძველზე გამოვიტანე, სწორი
აღმოჩნდა.
– მართლაც რომ, – რიოზმა სარკასტულად, გაღიზიანებით
უპასუხა, – ვაფასებ თქვენს ანალიტიკურ ნიჭს. მაგრამ, ამავე
დროს, ესაა ცხადი და აშკარა მინიშნება იმაზე, რომ მისი სა-
იმპერატორო უდიდებულესობის სამფლობელოებს საფრთხე
ემუქრება.
ბარმა მხრები გულგრილად აიჩეჩა. რიოზი უცებ სწრაფად
გადაიხარა წინ, მოხუცს მხრებში ხელი ჩაავლო და თვალებში
უცნაური თვინიერებით ჩახედა. მერე კი უთხრა:
– პატრიციუსო, არ გინდათ ასე. სულაც არ მსურს, ბარბა-
როსი ვიყო. პირადად მე სივენელების მტრული დამოკიდებუ-
ლება იმპერიისადმი მძიმე ტვირთად მაწევს და ყველაფერს
ვიღონებ, რაც კი შემიძლია, რომ ეს დამოკიდებულება შევ-
ცვალო. მაგრამ სამხედრო ვარ და სამოქალაქო საქმეებში
ვერ ჩავერევი. ამას შევეცდები თუ არა, მაშინვე გამიწვევენ,
მერე კი სასარგებლო საქმეებს ვეღარ გავაკეთებ. ხომ გეს-
მით? ვიცი, რომ გესმით. მაშ, პირდაპირ გეტყვით, მოდი, და-
ვივიწყოთ ის მხეცობა, რაც ორმოცი წლის წინათ მოხდა, მით
უფრო, რომ თქვენ მის ჩამდენზე შური იძიეთ. მე თქვენი დახ-
მარება მჭირდება. გულახდილად ვაღიარებ.
ახალგაზრდა კაცი დაჟინებით სთხოვდა, მაგრამ დუსემ
ბარმა უარყოფის ნიშნად თავი ნელა გააქნია.
რიოზმა ლამისაა მუდარით უთხრა:
– თქვენ რაღაცას ვერ იგებთ, პატრიციუსო, მე კი, სამწუხა-
როდ, არ გამაჩნია უნარი, რომ დაგარწმუნოთ, თქვენთვის გა-
საგებ ენაზე აგიხსნათ. თქვენ მეცნიერი ხართ, მე კი – არა.

35 მკითხველთა ლიგა
მაგრამ, აი, რას გეტყვით: რასაც უნდა ფიქრობდეთ იმპერი-
აზე, მის დამსახურებას მაინც ვერ უარყოფთ. მისმა სამხედ-
როებმა ცალკეული დანაშაულებანი ჩაიდინეს, მაგრამ უმეტე-
სად მას მშვიდობა და ცივილიზაცია მოჰქონდა. სწორედ იმპე-
რიის ფლოტმა დაამყარა Pax Imperium5, რომელმაც გალაქ-
ტიკაში ათასობით წელი გასტანა. შეადარეთ მშვიდობის
ათასწლეულები იმპერიის დროშის ქვეშ, რომელზეც მზე და
კოსმოსური ხომალდია გამოსახული, წინა პერიოდს, როდე-
საც კოსმოსში ანარქია იყო გაბატონებული. გაიხსენეთ ძვე-
ლი დროების ომები და გაპარტახება და მიპასუხეთ, მიუხედა-
ვად ყველა დანაშაულისა, ნუთუ იმპერია დანგრევას იმსახუ-
რებს?
– დაფიქრდით, – გააგრძელა მან დაჟინებით, – სადამდე
მიიყვანა პერიფერიული სამყაროები დამოუკიდებლობამ; და
საკუთარ თავს ჰკითხეთ, ნუთუ მზად ხართ იმისთვის, რომ სი-
ვენამ დაკარგოს დაცული პროვინციის მდგომარეობა, რასაც
იმპერიის ძლევამოსილი ფლოტი უზრუნველყოფს? და ეს
მხოლოდ იმიტომ, რომ გსურთ იმპერიას სამაგიერო გადაუხა-
დოთ? მზად ხართ დაუშვათ, რომ სივენა გადაიქცეს ბარბა-
როსულ სამყაროდ ველურ გალაქტიკაში, რომელსაც ე.წ. და-
მოუკიდებლობა მხოლოდ გასაჭირსა და დეგრადაციას მოუ-
ტანს?
– ნუთუ საქმე ასე ცუდადაა... ასე მალე? – ჩაიბურტყუნა სი-
ვენელმა.
– არა, – აღიარა რიოზმა, – ჩვენს სიცოცხლეში, რასაკ-
ვირველია, უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ; და კიდევ ოთ-
ხიოდე თაობისთვისაც. მაგრამ მე იმპერიის ბედი მაღელვებს.

5 „საიმპერიო მშვიდობა“ ( მთარგმნ. შენიშვნა)


36 მკითხველთა ლიგა
იმპერიის დასაცავად ვიბრძვი, იმ სამხედრო ტრადიციის და-
საცავად, რომელიც ჩემთვის ძალზე ბევრს ნიშნავს და რო-
მელსაც თქვენ ვერ აგიხსნით. იმპერიის ინსტიტუციაზე დამყა-
რებული სამხედრო ტრადიცია – აი, რას ვემსახურები.
– თქვენ მისტიკაში ვარდებით, მე კი სხვისი მისტიკური
განწყობების აღქმა ყოველთვის მიჭირდა.
– არა უშავს. თქვენ ხომ გესმით, დასაბამი რა საფრთხეს
წარმოადგენს.
– სწორედ მე გითხარით საფრთხის შესახებ, სანამ სივენი-
დან იქ გამგზავრებას გადაწყვეტდით.
– მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს საფრთხე ჩანასახ-
შივე უნდა აღიკვეთოს, რადგან მერე გვიან იქნება. თქვენ
იცოდით დასაბამის შესახებ მაშინ, როდესაც მასზე არავის
არაფერი გაეგო. თქვენ მის შესახებ მეტი იცით, ვიდრე ნების-
მიერმა ადამიანმა იმპერიაში. შესაძლოა, ისიც კი იცით, რო-
გორ ჯობია მასზე შეტევის მიტანა და, შესაძლოა, ისიც შეგიძ-
ლიათ მითხრათ, თუ რა კონტრზომებია მოსალოდნელი მათი
მხრიდან. მოდი, მეგობრები გავხდეთ.
დუსემ ბარი წამოდგა და კატეგორიული ტონით განაცხა-
და:
– დახმარება, რომელიც მე შემიძლია გაგიწიოთ, არაფერ-
ში გამოგადგებათ, ამიტომ ნება მიბოძეთ, თქვენს დაჟინებულ
მოთხოვნაზე უარი გითხრათ.
– დახმარების მნიშვნელობას მისი გაწევის მერე შევაფა-
სებ.
– არა, სრულიად სერიოზულად გეუბნებით. მთელ თქვენს
უზარმაზარ იმპერიას არ ეყოფა ძალა, ის ციცქნა სამყარო
რომ დაამარცხოს.

37 მკითხველთა ლიგა
– ვითომ რატომ? – ბელ რიოზმა თვალები რისხვით გაკვე-
სა, – არა, არ გიშვებთ, დარჩით იქ, სადაც ხართ. გეტყვით,
წასვლა როცა შეგეძლებათ. ვითომ რატომ? თუ მიგაჩნიათ,
რომ მე სათანადოდ ვერ ვაფასებ მტერს, ცდებით. პატრიცი-
უსო, – რიოზი უხალისოდ ლაპარაკობდა, – ხომალდი დავ-
კარგე. იმის მტკიცებულებაც არ გამაჩნია, რომ დასაბამმა ჩა-
იგდო ხელში; მისი კვალიც კი ვერ აღმოვაჩინეთ, არადა, უბე-
დური შემთხვევა რომ ყოფილიყო, ხომალდის კორპუსს მაინც
ვიპოვიდით. ეს დიდი დანაკარგი არ გახლავთ –უმცირესზე
უმცირესია, მაგრამ ფაქტი თავისთავად იმაზე მეტყველებს,
რომ დასაბამმა ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები და-
იწყო. მათი მხრიდან ასეთი აჩქარება და შესაძლო შედეგების
გაუთვალისწინებლობა კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც საიდუმ-
ლო იარაღს ფლობენ, რომლის შესახებ არაფერი ვიცი. შე-
გიძლიათ დამეხმაროთ და კონკრეტულ კითხვაზე მიპასუ-
ხოთ? როგორია მათი სამხედრო ძალა?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– მაშინ თქვენი სიტყვებით ამიხსენით, რატომ არ ეყოფა
იმპერიას ძალა, ის ციცქნა მტერი რომ დაამარცხოს?
სივენელი ისევ ჩამოჯდა სკამზე, რიოზის გამომცდელ მზე-
რას თვალი აარიდა. ნელა, მწარედ ჩაილაპარაკა:
– იმიტომ, რომ ფსიქოისტორიის მჯერა. ეს უცნაური მეც-
ნიერებაა, რომელიც ერთმა კაცმა, ჰარი სელდონმა მათემა-
ტიკურად დაასაბუთა; და ის ცოდნა მასთან ერთად დაიმარხა,
რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ ვერავინ მოახერხა
სელდონის ჩახლართულ კანონებში გარკვევა. იმ მოკლე პე-
რიოდში, რაც მას მერე გავიდა, ამ მეცნიერებამ დაამტკიცა,
რომ უძლიერეს ინსტრუმენტს წარმოადგენს მათ შორის, რაც

38 მკითხველთა ლიგა
კი კაცობრიობას ოდესმე გამოუგონებია კაცობრიობისვე შე-
სასწავლად. ის არ ცდილობს ცალკეული ადამიანების ქცევა
იწინასწარმეტყველოს, არამედ აყალიბებს კანონებს, რომ-
ლებიც მათემატიკურ ანალიზსა და ესქტრაპოლაციას ემყარე-
ბა, რათა ადამიანთა უზარმაზარი მასების მოქმედების პროგ-
ნოზირება და მართვა მოხერხდეს.
– მაშ...
– დასაბამს საფუძვლად სწორედ ფსიქოისტორია დაედო,
რომელიც ჰარი სელდონმა და მისმა ჯგუფმა დაამუშავა.
დრო, ადგილი და პირობები – ყველაფერი მათემატიკურად
გათვალეს, რაც უცილობლად გამოიწვევს მეორე გალაქტიკუ-
რი იმპერიის წარმოშობას.
რიოზს აღშფოთებისგან ხმა აუკანკალდა:
– თქვენ გინდათ მითხრათ, მის მეცნიერებას ძალუძს იწი-
ნასწარმეტყველოს, რომ ჩემი ფლოტი დასაბამს თავს დაეს-
ხმება და კონკრეტულ ბრძოლას კონკრეტული მიზეზით წაა-
გებს? თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩლუნგი რობოტი ვარ,
რომელიც ბრმად მიჰყვება წინასწარ განსაზღვრულ კურსს,
რომელიც სრულ განადგურებამდე მიიყვანს?
– არა, – პატრიციუსმა ხისტად მიუგო, – მე თქვენ უკვე
გითხარით, რომ ეს მეცნიერება ცალკეული ინდივიდების
მოქმედებას არ განიხილავს. ის გაცილებით ფართომასშტა-
ბიან პროგნოზებს აკეთებს.
– ესე იგი, რა გამოდის, რომ ისტორიული აუცილებლობის
ქალღვთაების მსახვრალმა მარჯვენამ მუჭში მოგვიმწყვდია?
– ფსიქოისტორიული აუცილებლობის, – ბარმა რბილად
შეუსწორა.

39 მკითხველთა ლიგა
– და რა მოხდება, თუკი თავისუფალი ნების პრეროგატი-
ვას გამოვიყენებ? თუკი გადავწყვეტ, რომ მომავალ წელს და-
ვესხა თავს? ან თუკი საერთოდაც გადავიფიქრებ თავდას-
ხმას? რამდენად დამყოლი იქნება ქალღვთაება? რამდენად
მიხვედრილი აღმოჩნდება?
ბარმა მხრები აიჩეჩა.
– ახლავე დაესხით თავს ან საერთოდაც ნუ დაესხმებით;
ერთი ხომალდით ან იმპერიის მთელი ფლოტით; სამხედრო
ძალით ანდა ეკონომიკური ზეწოლით, ომის ღია გამოცხადე-
ბით ანდა მუხანათურად. როგორც გსურთ ისე მოიქეცით, თა-
ვისუფალი ნება სრულად გამოიყენეთ.მაინც დამარცხდებით.
– ჰარი სელდონის მსახვრალი ხელის გამო?
– ადამიანთა ქცევის მათემატიკური მსახვრალი ხელის გა-
მო, რომელსაც ვერც გააჩერებ, ვერც გვერდს აუვლი, ვერც
გააუქმებ.
ერთმანეთს მდუმარედ მისჩერებოდნენ. ბოლოს და ბო-
ლოს გენერალმა გვერდზე გაიხედა და ჩაილაპარაკა:
– ვიღებ გამოწვევას. მსახვრალი ხელი ცოცხალი ნების წი-
ნააღმდეგ.

40 მკითხველთა ლიგა
4.

იმპერატორი

კლეონ II-ს ჩვეულებრივ, „დიდს“ ეძახდნენ. იგი პირველი


იმპერიის უკანასკნელი ძლიერი იმპერატორი გახლდათ. მისი
ხანგრძლივი მმართველობის დროს შეინიშნებოდა პოლიტი-
კური და კულტურული აღორძინება, თუმცა ის უფრო მეტად
რომანტიკული ლიტერატურიდანაა ცნობილი, ბელ რიოზთან
მისი კავშირის გამო. რიგითი ადამიანებისთვის იგი, უბრა-
ლოდ, „რიოზის იმპერატორად“ იყო ცნობილი. თუმცა მნიშ-
ვნელოვანია, რომ მისი მმართველობის უკანასკნელი წლის
მოვლენებმა არ გადაფაროს მისი ორმოცწლიანი...

გალაქტიკური ენციკლოპედია

კლეონ II სამყაროს მმართველი იყო. მაგრამ იგი მტკივ-


ნეული და გაუგებარი დაავადებით იტანჯებოდა. ადამიანთა
ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა ხდება, ასე რომ, ეს ორი ფაქ-
ტი ერთურთს სრულიადაც არ გამორიცხავდა და არც განსა-
კუთრებული გახლდათ. მსგავსი შემთხვევები ისტორიაში საკ-
მარისად მრავლად გვხვდება.

41 მკითხველთა ლიგა
თუმცა კლეონ II-ს მსგავსი მაგალითების მოყვანა არა-
ფერს შველოდა. ასეთი შემთხვევების გრძელი ნუსხა მას პი-
რად ტკივილს ვერანაირად დაუამებდა. არადა, ცოტა არ
იყოს, სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ მაშინ, როდესაც მისი
დიდი ბაბუა ერთი ციცქნა პლანეტის მეკობრე მმართველი
იყო, იგი თავად ამენეტიკ დიდის სასახლეში გახლდათ გამო-
ჭიმული, გალაქტიკის მმართველთა უძველესი გვარის მემ-
კვიდრესავით. თუმცა, კაცმა რომ თქვას, განა რა შვებას მის-
ცემდა იმაზე ფიქრი, რომ მამამისმა მოახერხა და აღმოფხვრა
აჯანყებათა ყოველგვარი მცდელობანი, ჭირივით რომ იყო
გავრცელებული იმპერიაში და სტანელ VI-ის დროიდან გა-
მუდმებით მძვინვარებდა; და ამის შედეგად, მისი ზეობის ოც-
დახუთი წლის განმავლობაში მმართველობის ბრწყინვალება
ამბოხის ფთილასაც კი აღარ დაუჩრდილავს.
გალაქტიკის იმპერატორმა, ყოველივე არსებულის მმარ-
თველმა, ამოიკვნესა, როდესაც ბალიშების ენერგომასტიმუ-
ლირებელ ველში თავი უკან გადასწია. სიფაფუკის შეგრძნება
ესიამოვნა, თუმცა ბალიშებს არც კი ეხებოდა. ზანზალაკის სა-
სიამოვნო ხმა გაისმა. კლეონი ოდნავ მოეშვა. გაჭირვებით
წამოჯდა და ვეება ოთახის შორეულ კედელს მწყრალად გახე-
და. მარტოხელა კაცისთვის ოთახი შეუფერებლად დიდი გახ-
ლდათ. მაგრამ სასახლეში ამაზე პატარა ოთახი, უბრალოდ,
არ არსებობდა.
თუმცა ავადმყოფობის მტანჯველი შემოტევებისას, სამეფო
კარის დიდებულთა გაუთავებელი თანაგრძნობისა და სიბ-
რიყვეების ატანას, მარტო ყოფნა ერჩია. უმჯობესია მარტო
იყო, ვიდრე მათ უსიცოცხლო ნიღბებს უყურო, სახეზე რომ აუ-
ფარებიათ, არადა, გონება გამალებით უმუშავებთ – მისი

42 მკითხველთა ლიგა
გარდაცვალების ვარიანტებსა და მემკვიდრეობის მიღების
შანსებს ითვლიან.
ფიქრებში ჩაიძირა, აფორიაქდა. სამი ვაჟი ჰყავდა, სამი
ჯანსაღი, იმედისმომცემი, მრავალი სიკეთით შემკული ყმაწ-
ვილი. სად არიან, რატომ არ ჩანან მაშინ, როდესაც ასე უჭი-
რს? უეჭველია, იმავეს ელიან და ერთმანეთს უთვალთვალე-
ბენ. ყველა ერთად კი – მას.
გაჭირვებით ამოძრავდა. თანაც ბროდრიგი მაინცდამაინც
ახლა ითხოვს აუდიენციას. უგვარო, ერთგული ბროდრიგი;
საიმედო იყო, რადგან ის ერთსულოვნად, მთელი გულით
სძულდა ყველა დაჯგუფებას, რაც კი სამეფო კარზე არსებობ-
და, მათ მხოლოდ ეს სიძულვილი აერთიანებდათ.
ბროდრიგი – უღალატო ფავორიტი გახლდათ, რომელსაც
სხვა გზა არ ჰქონდა, სანდო უნდა ყოფილიყო, და მიუხედავად
იმისა, რომ გალაქტიკაში უსწრაფეს კოსმოსურ ხომალდს
ფლობდა, იმპერატორის გარდაცვალების დღისთვის მზად-
ყოფნაში რომ ჰქონოდა, ისიც ვერ უშველიდა, მისი გარდაც-
ვალების მეორე დღესვე რადიაციულ კამერაში ამოყოფდა
თავს.
კლეონ II-მ უზარმაზარი სარეცლის სახელურზე რბილ ღი-
ლაკს დააჭირა და ოთახის ბოლოში ვეება კარი გაიღო.
ბროდრიგმა ძოწისფერ ხალიჩაზე გამოიარა, იმპერატო-
რის წინ მუხლებზე დადგა და მის დუნე მარჯვენას ეამბორა.
– როგორ ბრძანდებით, სირ? – პირადმა მდივანმა ჩუმად,
ათრთოლებული ხმით ჰკითხა.
– ცოცხალი ვარ, – იმპერატორმა გაღიზიანებით ამოთქვა,
– თუკი ამას სიცოცხლე ჰქვია. ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც
კი უნარი შესწევს, სამედიცინო წიგნი წაიკითხოს, თავისი

43 მკითხველთა ლიგა
ბრიყვული ექსპერიმენტებისთვის მიყენებს, თითქოს საცდე-
ლი ბაჭია ვიყო. იმპერიის შორეული კუთხე-კუნჭულიდან ვი-
ღაც სწავლული ყბედი მოეთრევა და თუკი ბუნებაში მოიპოვე-
ბა რაიმე ქიმიური, ფიზიკური თუ ბირთვული საშუალება, ჯე-
რაც რომ არაა გამოცდილი, ჩემზე ცდის. ავტორიტეტად კი
რაღაც მივიწყებულ, ახალაღმოჩენილ წიგნებსა თუ საეჭვო,
ნაყალბევ მანუსკრიპტებს იშველიებს.
– მამის ხსოვნას ვფიცავ, – რისხვით გააგრძელა, – აღა-
რავინ დარჩა ისეთი, ვინც დაავადებას საკუთარი თვალით შე-
ხედავდა. კაციშვილს ვეღარ იპოვი, ვისაც პულსი ძველთაძ-
ველ წიგნში ჩახედვის გარეშე შეუძლია დაითვალოს. ავად
ვარ, ისინი კი ურცხვად აცხადებენ, დაავადება „უცნობიაო“.
ბრიყვები! ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ადამიანის
სხეულმა ახლებურად ისწავლა ავადობა, ძველ წიგნებში კი
ამის შესახებ არაფერი წერია და ამიტომ, დღევანდელ ექი-
მებს ადამიანების განკურნება აღარ შეუძლიათ. ან მე უნდა
მეცხოვრა ძველ დროში, ან მათ – ახლანდელში.
იმპერატორმა ხმადაბლა შეიკურთხა. ბროდრიგი მორჩი-
ლად იცდიდა. კლეონ II-მ ჭირვეულად იკითხა:
– რამდენი კაცი მელოდება? – და თავი კარისკენ გაიქნია.
ბროდრიგმა მშვიდად მიუგო:
– ჩვეულებრივზე მეტნი არ არიან, სირ, დიდ დარბაზში გე-
ლიან.
– ჰოდა, მელოდონ. სახელმწიფო საქმეებით ვარ დაკავე-
ბული. დაცვის უფროსს გადაეცი, ეს ამბავი საჯაროდ გამოაც-
ხადოს. არა, მოიცა, არ გინდა. ჯობია გამოაცხადოს, რომ აუ-
დიენციას ვერ მივცემ. დაცვის უფროსს უთხარი, ამის გამოც-
ხადებისას სახეზე სინანული აღიბეჭდოს. მაგ დროს, შესაძ-

44 მკითხველთა ლიგა
ლოა, მათ შორის მყოფმა ნაძირლებმა თავიც კი გასცენ, – იმ-
პერატორმა ბილწად ჩაიცინა.
– სირ, ხმები ვრცელდება, – ბროდრიგმა ფრთხილად ჩა-
ილაპარაკა, – რომ გული გაწუხებთ.
იმპერატორი წამის წინათ ნათქვამ თავის ხუმრობაზე ჯერ
კიდევ იღიმებოდა, მაგრამ უცებ დასერიოზულდა.
– მე კი არ მაწუხებს, ის შეწუხდება, ვინც ამ ჭორის ნიადაგ-
ზე ნაადრევ დასკვნებს აკეთებს. მაგრამ შენ თავად რა გსურს?
კარგი, მოვრჩეთ ამ თემაზე.
იმპერატორმა ჟესტით ანიშნა, წამოდექიო. ბროდრიგი ად-
გა და თქვა:
– საქმე გენერალ ბელ რიოზს, სივენის სამხედრო გუბერ-
ნატორს ეხება.
– რიოზი? – კლეონ II-მ შუბლი შეიჭმუხნა, – ვერ ვიხსენებ.
მოიცა, ის ხომ არაა, რამდენიმე თვის წინ უცნაური პატაკი
რომ გამოგზავნა? ჰო, გამახსენდა. სამხედრო კამპანიის ჩა-
ტარების უფლებას ითხოვდა იმპერატორის და იმპერიის სა-
დიდებლად.
– სრული სიმართლეა, სირ.
იმპერატორმა ჩაიცინა.
– შენ გეგონა, ასეთი გენერლები აღარ მყავდა, ბროდრიგ?
ისე, რაღაც ანაქრონიზმს კი წააგავს. რა პასუხი გაეცი? მჯერა,
რომ უყურადღებოდ არ დატოვებდი.
– რა თქმა უნდა, სირ. გავუგზავნეთ ინსტრუქცია, დამატე-
ბითი ინფორმაცია შეეგროვებინა და ნაბიჯი არ გადაედგა
შემდგომი ბრძანების გარეშე, მისი აქტიურობა სამხედრო
ფლოტის ამოქმედებას გამოიწვევდა.

45 მკითხველთა ლიგა
– ჰმ. სავსებით საკმარისია. ეგ რიოზი ვინაა? სამეფო კარ-
ზე ოდესმე ყოფილა?
ბროდრიგმა თავი დაუქნია, ტუჩები ოდნავ დაემანჭა.
– კარიერული წინსვლა ათი წლის წინ დაიწყო, როგორც
კადეტმა. შემდეგ ლემულის თანავარსკვლავედის ამბებში მი-
იღო მონაწილეობა.
– ლემულის თანავარსკვლავედის? ხომ იცი, მავიწყდება
ხოლმე რაღაც-რაღაცები... ეს ის შემთხვევაა, ახალგაზრდა -
ჯარისკაცმა ორი ხომალდი რომ გადაარჩინა წინა ხაზზე იმის-
მეშვეობით...რაჰქვია – იმპერატორმა ხელი მოუთმენლად
აიქნია, – მოკლედ, დეტალები ვერ გავიხსენე. რაღაც გმირო-
ბა ჩაიდინა.
– დიახ, ეგ ჯარისკაცი რიოზი გახლდათ. ამის გამო დაწინა-
ურდა, – მშრალად ჩაილაპარაკა ბროდრიგმა, – და ხომალ-
დის კაპიტნად დაინიშნა.
– ახლა კი სასაზღვრო სისტემის სამხედრო გუბერნატო-
რია. თანაც ესოდენ ახალგაზრდა ასაკში. უნარიანი კაცია,
ბროდრიგ!
– საშიშია, სირ. წარსულ ეპოქაშია ჩარჩენილი. ძველის-
ძველ დროებაზე ოცნებობს, უფრო სწორად, იმ ლეგენდებსა
და მითებზე, ძველ დროებას რომ აღწერენ. ასეთი კაცი თა-
ვისთავად უვნებელია, რეალიზმის განცდა აკლია, გარშემომ-
ყოფებს სულელი ჰგონიათ, – შემდეგ კი დაუმატა, –არადა,
რამდენადაც ვიცი, ჯარისკაცები მას აღმერთებენ. ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული გენერალია.
– მართლა? – იმპერატორი ჩაფიქრდა, – ისე, ბროდრიგ,
სულაც არ მინდა, მხოლოდ უნიჭო და არაკომპეტენტური გე-

46 მკითხველთა ლიგა
ნერლები მემსახურებოდნენ. ეს მათ ერთგულებაზეც ცუდად
მოქმედეს.
– არაკომპეტენტური საშიში სულაც არაა. სწორედ უნარი-
ან კაცს უნდა უთვალთავალო მუდმივად.
– შენც ხომ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ბროდრიგ? – ჩაიცინა
კლეონ II-მ და იმავე წამს ტკივილისგან დაიმანჭა, – კარგი,
კარგი, შეგონება დროებით გვერდზე გადავდოთ. რა აქვს ახა-
ლი ამ ჩვენს კონკისტადორს? იმედია, მასზე ლაპარაკი უბრა-
ლო ნოსტალგიის გამო არ დაგიწყია.
– სირ, გენერალ რიოზისგან ახალი პატაკი მივიღეთ.
– მართლა? და რაო, რა მინდაო?
– ბარბაროსების სამყაროები იპოვა და გალაშქრებას
გვთავაზობს. საამისო არგუმენტები გრძლად აქვს ჩამოთ-
ვლილი, მოსასმენად დამღლელია. ამით თქვენ საიმპერატო-
რო უდიდებულესობას თავს არ შევაწყენ, მით უფრო, რომ შე-
უძლოდ ბრძანდებით. თანაც, იმ არგუმენტებს ლორდების
საბჭოზე განიხილავენ, – სიტყვა დაასრულა და იმპერატორს
გახედა.
კლეონ II მოიღუშა.
– ეს საკითხი რა, ლორდების განსახილველია? ქარტიის
უფრო ფართო ინტერპრეტაციის მოთხოვნას ისევ წამოჭრიან.
მუდმივად ამით მთავრდება ხოლმე.
– ამას ვერ გავექცევით, სირ. რასაკვირველია, უკეთესი
იქნებოდა, რომ თქვენი უდიდებულესობის მშობელ მამას
აჯანყება ისე ჩაეხშო, ქარტიაზე ხელი არ მოეწერა. მაგრამ
რადგან ხელმოწერა არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ.
– სამწუხაროდ, მე მგონი, მართალი ხარ. კარგი, განიხი-
ლონ ლორდებმა. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ასეთი ცერემო-

47 მკითხველთა ლიგა
ნიები რა საჭიროა? ნუთუ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმეა?
ბარბაროსებთან სასაზღვრო კონფლიქტი სახელმწიფო მნიშ-
ვნელობის საქმე როდის მერე გახდა?
ბროდრიგმა ალმაცერად ჩაიღიმა და ცივად ჩაილაპარაკა:
– დიახ, ეს რომანტიკული იდიოტის წამოწყებული საქმეა,
მაგრამ ისიც კი შეიძლება მომაკვდინებელ იარაღად იქცეს
პრაგმატული მეამბოხის ხელში. ეგ კაცი აქაც პოპულარული
იყო და იქაც პოპულარულია. თანაც ახალგაზრდაა. თუკი მო-
ხეტიალე ბარბაროსების ერთ-ორ პლანეტას ხელში ჩაიგ-
დებს, დამპყრობლის სახელი გაუვარდება. ხოლო ახალგაზ-
რდა დამპყრობელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს
უნარი კოსმოპოლიტების, მაღაროელების, ვაჭრების და
მსგავსი ვიგინდარების ენთუზიაზმი გააღვივოს, ყოველთვის
საშიშია. თუნდაც აზრად არ ჰქონდეს იმის გაკეთება, რაც
თქვენი უდიდებულესობის მშობელმა მამამ გაუკეთა უზურპა-
ტორს, რიკერს, თქვენი ლოიალური ლორდებიდან ერთ-ერ-
თმა მისი იარაღად გამოყენება შეიძლება სცადოს.
კლეონ II-მ ხელი ასწია და ტკივილისგან გაშეშდა. ნელ-ნე-
ლა მოდუნდა, მოეშვა, გაღიმება სცადა, თუმცა ერთობ საწყა-
ლი ღიმილი გამოუვიდა. ჩურჩულით ალაპარაკდა:
– შენ ძვირფასი კაცი ხარ, ბროდრიგ. მაგრამ ზედმეტად
ეჭვიანი ხარ. ამდენად, ჩემთვის საკმარისია შენი ეჭვების ნა-
ხევარი გავითვალისწინო, თავი უსაფრთხოდ რომ ვიგრძნო.
მოდი, ეს საქმე ლორდებს მივანდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან,
მერე კი ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. იმე-
დია, იმ ახალგაზრდას მტრის წინააღმდეგ ჯერ არაფერი მო-
უმოქმედებია.

48 მკითხველთა ლიგა
– ამის შესახებ არაფერს გვატყობინებს. თუმცა დამატებით
ძალებს კი ითხოვს.
– დამატებით ძალებს! – იმპერატორმა გაოცებისგან თვა-
ლიც კი მოჭუტა, – და რა ძალას ფლობს?
– ათ სახაზო ხომალდს, სირ, თავის დამხმარე, ესკორტის
მომცრო ხომალდებითურთ. ორ მათგანზე ძველი დიადი
ფლოტის ძრავები დგას, ერთს კი არტილერია იმავე წყარო-
დან აქვს მიღებული. დანარჩენი ხომალდები შედარებით ახა-
ლია, ბოლო ორმოცდაათი წლის გამოშვების, მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, ყველა გამართულია და სრულწესრიგშია.
– ათი ხომალდი ნებისმიერი გონივრული ოპერაციისთვის
სრულიად საკმარისი უნდა იყოს. მამაჩემს მაგდენიც არ ჰქონ-
და, როდესაც უზურპატორზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
რას წარმოადგენენ ის ბარბაროსები, რომელთაც უნდა შეებ-
რძოლოს?
პირადმა მდივანმა წარბები აზიდა.
– მათ დასაბამს უწოდებს.
– დასაბამს? ეს რას ნიშნავს?
– ამის შესახებ ჩანაწერები არ მოგვეპოვება, სირ, მთელი
არქივი გადავქექე. გალაქტიკის სივრცეში ძველი პროვინცია
ანაკრეონი დაეცა, რომელშიც ორი საუკუნის წინათ ძარცვა-
რბევა, ბარბაროსობა და ანარქია გაბატონდა. თუმცა პრო-
ვინციაში ამ სახელწოდების პლანეტა ვერ ვიპოვე. არქივში
წავაწყდი ბუნდოვან ცნობას იმის შესახებ, რომ პროვინციაში
გადაასახლეს მეცნიერთა ჯგუფი მანამ, სანამ ის არეალი ჩვე-
ნი მმართველობიდან გავიდოდა. მათ მიზანს ენციკლოპედი-
ის შედგენა წარმოადგენდა, – ბროდრიგმა ოდნავ ჩაიღიმა, –

49 მკითხველთა ლიგა
როგორც ვხვდები, დასაბამი სწორედ იმ ენციკლოპედისტებს
დაერქვა.
– ჰოო, – ჩაილაპარაკა იმპერატორმა და კოპები შეკრა, –
მაგრამ კავშირს მაინცდამაინც ვერ ვხედავ.
– მეც ვერ ვხედავ, სირ. არქივში სიტყვა აღარაა იმ ექსპე-
დიციაზე მას მერე, რაც პროვინციაში ანარქია დაიწყო. თუკი
მათმა შთამომავლებმა დღემდე მოაღწიეს და ეს სახელიც შე-
ინარჩუნეს, ეჭვგარეშეა, ბარბაროსობის ჭაობში იქნებიან
ჩაფლულნი.
– ის კი დამხმარე ძალას ითხოვს, – იმპერატორმა მდი-
ვანს რისხვით გახედა, – ესაა ყველაზე უცნაური; ათი სახაზო
ხომალდით აპირებს ბარბაროსებს თავს დაესხას და კიდევ
ითხოვს დამატებით ძალებს. გამახსენდა ეგ რიოზი, ლამაზი
ბიჭი იყო, იმპერატორის ერთგული ოჯახიდან. ბროდრიგ, ამ
ამბავში რაღაც არ მესმის. შესაძლოა, საქმე უფრო სერიოზუ-
ლადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
იმპერატორმა მბზინავ გადასაფარებელზე ხელი ზანტად
აათამაშა, გახევებულ ფეხებზე რომ ეფარა. შემდეგ ჩაილაპა-
რაკა:
– ბროდრიგ, მე იქ კაცი მჭირდება, რომელსაც ყველაფრის
დანახვის უნარი, ჭკუა და ერთგულება ექნება.
მდივანმა მორჩილად დაუკრა თავი.
– და ხომალდებიც, სირ?
– ჯერ არა! – იმპერატორი უფაფუკეს ბალიშებზე გადატრი-
ალდა და ოდნავ აკვნესდა. თითი უღონოდ ასწია, – მანამ, სა-
ნამ უფრო მეტს არ გავიგებთ. ლორდების საბჭო ამ კვირაში
მოიწვიეთ. თანაც კარგი შესაძლებლობაა ძალაუფლების გან-
სამტკიცებლად.

50 მკითხველთა ლიგა
– კარგი, ამასაც შევასრულებ და მერე ვნახოთ, რაც იქნე-
ბა, იქნება.
იმპერატორმა მტკივანი თავი ენერგეტიკულ ბალიშზე და-
დო, დამამშვიდებელი წკრიალი გაისმა.
– ბროდრიგ, მიდი, ექიმს დამიძახე. ყველაზე დიდი ყბედი
კია, მაგრამ მაინც.

51 მკითხველთა ლიგა
5.

ომი იწყება

სივენა უკან დარჩა, იმპერატორის ძალები პერიფერიის


უცნობ წყვდიადში ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას. გიგანტუ-
რი ხომალდები უზარმაზარ მანძილებს ფარავდნენ, გალაქტი-
კის კიდეზე მყოფი ცთომილი ვარსკვლავებისგან რომ ჰყოფ-
და. დასაბამის გავლენის ქვეშ მყოფ სფეროს უახლოვდებოდ-
ნენ.
ვარსკვლავურმა სისტემებმა ახალი ბარბაროსობის ორი
საუკუნის განმავლობაში ყოფილი ბატონების მსახვრალი ხე-
ლი პირველად იგრძნეს. იმპერიის მმართველობის აღდგენა
მარტივად ხდებოდა – დედაქალაქების მასირებული დაბომ-
ბვით.
პლანეტებზე გარნიზონებს ტოვებდნენ; გარნიზონების შე-
მადგენლობა სამხედრო უნიფორმაში იყო გამოწყობილი,
რომელსაც მხრებზე იმპერიის სიმბოლო – კოსმოსური ხო-
მალდი და მზე ამშვენებდა. მოხუცები მამა-პაპათა გადავიწყე-
ბულ გადმოცემებს იხსენებდნენ იმ დროებაზე, როდესაც სამ-
ყარო ვრცელი, მდიდარი და მშვიდობიანი იყო და ზუსტად
ასეთი ემბლემის ქვეშ იმართებოდა.
ვეება ხომალდები დასაბამს უახლოვდებოდნენ, წინა ხა-
ზის ბაზები უკან მოიტოვეს. მორიგ სამყაროს დაიმორჩილებ-
დნენ თუ არა, ბელ რიოზის პატაკი მთავარ შტაბში იგზავნებო-

52 მკითხველთა ლიგა
და, რომელიც უსიცოცხლო, კლდოვან, უმზეო, ცთომილ პლა-
ნეტაზე მოაწყო.
რიოზი მოეშვა, დუსემ ბარს გაუღიმა.
– რას იტყვით, პატრიციუსო?
– მე რას ვიტყვი? ჩემს აზრს განა რა ფასი აქვს? მე სამხედ-
რო არ გახლავართ, – თქვა და ოთახს უკმაყოფილოდ შეავ-
ლო თვალი. ოთახში არეულობა სუფევდა. გადასატანი შენო-
ბა კლდეს მიჰბჯენოდა, ხელოვნური ჰაერი, შუქი და სითბო
ავსებდა, რაც შავი წყვდიადის უკიდეგანო სამყაროში სიცოც-
ხლის მცირედი სფერო იყო.
– ერთადერთი დახმარება, რომელიც შემიძლია, – ჩა-
იბურტყუნა, – უფრო სწორად, მსურს გაგიწიოთ, ისაა, რომ
მოგცეთ რჩევა, სივენაზე დაბრუნდეთ.
– ჯერ არა, ჯერ არა, – გენერალი მბრუნავი სკამიანად
კუთხისკენ შეტრიალდა, სადაც დიდი სფერო ციმციმებდა,
რომელზეც ძველი იმპერიის პროვინცია და მიმდებარე სექ-
ტორები იყო გამოსახული, – მოგვიანებით, როდესაც ყველა-
ფერი მორჩება, თქვენს წიგნებსა და მსგავს რაღაცებს დაუბ-
რუნდებით. პირადად მივადევნებ თვალყურს, რომ საგვარეუ-
ლო მამულები თქვენ და თქვენს შვილებს სამუდამოდ დაგიბ-
რუნონ.
– დიდი მადლობა, – მწარე ირონიით მიუგო ბარმა, – მაგ-
რამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად დას-
რულდება.
რიოზმა უხეშად გაიცინა.
– ოღონდ ეს თქვენი „წინასწარმეტყველური“ ყრანტალი
აღარ გამაგონოთ. ეს რუკა უფრო აშკარად ღაღადებს, ვიდრე
თქვენი ნებისმიერი სავალალო თეორია, – თქვა და გამჭვირ-

53 მკითხველთა ლიგა
ვალე, სფერულ ზედაპირს ხელი ნაზად გადაუსვა, – შეგიძლი-
ათ რადიალური პროექციის რუკა წაიკითხოთ? შეგიძლიათ?
ძალიან კარგი, აი, თავად დარწმუნდით. ოქროსფერი ვარ-
სკვლავები იმპერიის ტერიტორიას აღნიშნავენ. წითელი –
დასაბამის საკუთრებას, ვარდისფერი კი – მათი ეკონომიკუ-
რი გავლენის სფეროს. აი, ახლა ამას შეხედეთ...
რიოზი მრგვალ ჩამრთველს დააწვა და თეთრი წერტილე-
ბით მოფენილი სივრცე ნელ-ნელა გალურჯდა. წითელსა და
ვარდისფერ წერტილებს თავზე გუმბათივით გადაეფარა.
– ეს ლურჯი ვარსკვლავები ჩემმა ფლოტმა დაიპყრო, –
რიოზმა მშვიდი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა, – ჩვენ წინ მი-
ვიწევთ. არსად არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია.
ბარბაროსები გაყუჩდნენ. არც დასაბამის სამხედრო ძალის
მხრიდან ყოფილა რაიმე წინააღმდეგობა. ეტყობა, მშვიდად
სძინავთ.
– ძალები დაქსაქსული გყავთ, არა? – ჰკითხა ბარმა.
– ფაქტობრივად ასეა, – მიუგო რიოზმა, – მაგრამ სინამ-
დვილეში ასე არაა. საკვანძო პუნქტები, სადაც გარნიზონები
დავტოვე და გავამაგრე, შედარებით მცირე ოდენობითაა,
მაგრამ ისინი საგულდაგულოდ შევარჩიე. ამის შედეგად მცი-
რე ძალების განლაგებით დიდი სტრატეგიული უპირატესობა
მოვიპოვე. ეს უპირატესობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვა-
ნია, ვიდრე შეიძლება ეგონოს კაცს, რომელსაც სივრცითი
ტაქტიკა არასოდეს შეუსწავლია, თუმცა სპეციალისტისთვის
ცხადზე უცხადესია, რომ შემიძლია ამ სფეროს ნებისმიერი
წერტილიდან შევუტიო; და როდესაც ჩემს გეგმას ბოლომდე
მივიყვან, დასაბამს კონტრშეტევის არანაირი შანსი აღარ

54 მკითხველთა ლიგა
დარჩება, არც ფლანგებიდან და არც ზურგიდან. მე მათ
ფლანგებსა და ზურგს, უბრალოდ, არ დავუტოვებ.
წინასწარი ბლოკადის სტრატეგია თავის დროზე გამოსცა-
დეს, განსაკუთრებით, ლორის VI-ის კამპანიისას, დაახლოე-
ბით ორი ათასი წლის წინათ. თუმცა მას მუდმივად არასრუ-
ლად ახორციელებდნენ; ყველა იმ შემთხვევაში მტერმა ან
იცოდა გეგმის შესახებ, ან მისთვის ხელის შეშლას ახერხებ-
და. მაგრამ ახლა სრულიად სხვა ვითარებაა.
– ანუ იდეალური, ქრესტომათიული შემთხვევაა? – ბარმა
დუნედ, გულგრილად იკითხა.
რიოზმა იფეთქა:
– თქვენ გგონიათ, ჩემი ფლოტი დამარცხდება?
– უნდა დამარცხდეს.
– როგორ არ გესმით, რომ ომების ისტორიაში არ ყოფილა
შემთხვევა, შეტევაზე გადასულ ძალას ბლოკადა ბოლომდე
მიეყვანა და არ გაემარჯვა. ამას მხოლოდ ერთადერთმა გა-
რემოებამ შეიძლება შეუშალოს ხელი, თუკი შემტევის ზურგში
გამოჩნდება საკმარისად ძლიერი ფლოტი, ბლოკადა რომ გა-
არღვიოს.
– როგორც იტყვით.
– თქვენ მაინც თქვენს აზრზე რჩებით?
– დიახ.
რიოზმა მხრები აიჩეჩა.
– როგორც გენებოთ.
ბარი მცირე ხნით შეყოვნდა, დაძაბული დუმილის შემდეგ
კი მშვიდად იკითხა:
– იმპერატორისგან პასუხი მიიღეთ?

55 მკითხველთა ლიგა
რიოზმა კედელში დატანებული კონტეინერიდან სიგარეტი
ამოიღო, აუჩქარებლად მოუკიდა და ჩაილაპარაკა:
– ჩემს წერილს გულისხმობთ, დამატებითი ძალების თა-
ობაზე? კი, მივიღე, მაგრამ ფორმალური პასუხია.
– ანუ ხომალდებს არ გიგზავნიან.
– არა. ამას ველოდი კიდეც, საერთოდ, პატრიციუსო, მარ-
თალი გითხრათ, უკვე ვნანობ, ჩემს თავს უფლება რომ მივეცი
და თქვენს პანიკურ თეორიებს ყური ვათხოვე. ეს მე, კაცმა
რომ თქვას, ერთ უბადრუკ გენერლად წარმომაჩენს.
– ნუთუ?
– დიახ, ნამდვილად. ხომალდები ახლა მეტად ფასობს.
ბოლო ორი საუკუნის სამოქალაქო ომში დიადი ფლოტის
უმეტესი ნაწილი განადგურდა, ხოლო რაც გადარჩა, ცუდ
მდგომარეობაშია. ისიც გეცოდინებათ, რომ ახლანდელი,
ჩვენ მიერ აგებული ხომალდები არაფრად ვარგა. მე მგონი,
დღეს გალაქტიკაში ერთი ინჟინერიც კი აღარ დარჩა, ვისაც
უმაღლესი დონის ჰიპერბირთვული ძრავის აწყობა შეუძლია.
– დიახ, ვიცი, – სივენელმა თავი დაუქნია, დაფიქრებული,
გამჭოლი მზერა სტყორცნა, – ოღონდ ის არ ვიცოდი, თქვენც
თუ უწყოდით ამის შესახებ. ასე რომ, მის საიმპერატორო უდი-
დებულესობას სათადარიგო ხომალდები არ გააჩნია. ფსიქო-
ისტორიას ამის განჭვრეტა შეეძლო. და სავარაუდოდ, გან-
ჭვრიტა კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ ჰარი სელდონის მსახ-
ვრალი ხელი ღია ორთაბრძოლაში იმარჯვებს.
რიოზმა ხისტად მიუგო:
– რაც მაქვს, ის სრულიად საკმარისია. თქვენი სელდონი
ვერაფერსაც ვერ მოიგებს. თუკი სიტუაცია გართულდება, და-

56 მკითხველთა ლიგა
მატებით ხომალდებს აუცილებლად მივიღებ. იმპერატორს
ჯერჯერობით სრული წარმოდგენა არ შეჰქმნია.
– მართლა? და რა დაუმალეთ?
– თქვენი თეორიები, ცხადია, – რიოზმა სარკასტულად გა-
იღიმა, – მიუხედავად თქვენ მიმართ ჩემი დიდი პატივისცემი-
სა, თქვენი თეორიები სრულიად წარმოუდგენელი მგონია.
თუკი მათი დაჯერების რამენაირი საფუძველი გამიჩნდება,
თუკი მოვლენათა განვითარება საამისო მტკიცებულებებს
დამანახვებს, მაშინ, და მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ სასიკ-
ვდილო საფრთხე მართლაც გვემუქრება.
– და კიდევ, – რიოზმა სასხვათაშორისოდ დაუმატა, – თე-
ორიას, რომელიც ფაქტებით არაა გამაგრებული, მონარქის
შეურაცხყოფის სუნი უდის, რასაც მისი საიმპერატორო უდი-
დებულესობა ვერაფრით მოითმენს.
მოხუცმა პატრიციუსმა ჩაიღიმა.
– თქვენ გულისხმობთ შემდეგს: ვინიცობაა იმპერატორს
ეტყვით, რომ დაძონძილი ბარბაროსების ჯგრო გალაქტიკის
შორეული ბოლოდან ტახტის დამხობით ემუქრება, იგი ამას
არ დაიჯერებს. ასეთ შემთხვევაში კი მისგან დახმარების მი-
ღების იმედი არ უნდა გქონდეთ.
– ოღონდ თუკი არ გაითვალისწინებთ იმ გარემოებას,
რომ აქ საგანგებო დესპანი შეიძლება გამოგზავნოს.
– საგანგებო დესპანი? ეს რაღაა?
– ძველი ტრადიციაა. სამეფო კარის უშუალო წარმომად-
გენელი ესწრება ყველა სამხედრო კამპანიას, რომელიც
მთავრობის ზედამხედველობით მიმდინარეობს.
– მართლა? და რატომ?

57 მკითხველთა ლიგა
– ესაა ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ
ყველა სამხედრო კამპანია პირადად იმპერატორის ხელ-
მძღვანელობით ხდება. და ასევე, დამატებითი საშუალებაა,
გენერლების ერთგულებაში რომ დარწმუნდეს. თუმცა, ამ
მხრივ, მისია ყოველთვის წარმატებული არ გამოდის ხოლმე.
– ეს ალბათ უხერხულობას შეგიქმნით, გენერალო. უცხო
ავტორიტეტის ზედამხედველობას ვგულისხმობ.
– არ გედავებით, – ჩაილაპარაკა რიოზმა და ოდნავ გა-
წითლდა, – მაგრამ რას ვიზამთ.
ამ დროს გენერლის წინ მიმღები მოწყობილობის ინდიკა-
ტორი აინთო, საიდანაც სუსტი ჩხაკუნით ლაპლაპა ცილინ-
დრი გადმოვარდა. რიოზმა ცილინდრი აიღო, გახსნა:
– ძალიან კარგი! ესაა!
დუსემ ბარმა წარბი კითხვითი გამომეტყველებით დინჯად
აზიდა.
– იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი...… რა ჰქვია... ვაჭარი და-
ვატყვევეთ, თანაც თავის დაუზიანებელ ხომალდიანად? –
იკითხა რიოზმა.
– კი, ყური მოვკარი.
– ჰოდა, ჩამოიყვანეს და ერთ წუთში აქ იქნება. პატრიცი-
უსო, ადგილზე დარჩით. მინდა, რომ მოისმინოთ, როგორ
დავკითხავ. სწორედ ამისთვის გამოგიძახეთ. იქნებ რაღაც
მნიშვნელოვანს ჩაავლოთ, რასაც შეიძლება მე ყურადღება
არ მივაქციო.
სიგნალი გაისმა, გენერალმა მაგიდის ქვეშ პედალს ფეხი
დააჭირა და კარი ფართოდ გაიღო. ზღურბლზე ახალგაზრდა,
მაღალი, წვერმოშვებული კაცი იდგა. ტყავის მსგავსი პლას-
ტიკის მოკლე, კაპიუშონიანი ქურთუკი ეცვა – კაპიუშონი

58 მკითხველთა ლიგა
ზურგზე გადაეგდო. ხელები დაბორკილი არ ჰქონდა, მაგრამ
მის გარშემო შეიარაღებული ადამიანები იდგნენ, თუმცა ისე
ეჭირა თავი, თითქოს ამას ვერც კი ამჩნევდა.
ოთახში ლაღად შეაბიჯა და იქაურობას თვალი მოავლო.
გენერალს ხელის მსუბუქი დაქნევით მიესალმა და ოდნავ შე-
სამჩნევად თავიც დაუკრა.
– თქვენი სახელი? – რიოზმა კითხვა კატეგორიული ტო-
ნით დაუსვა.
– ლათან დევერსი, – ვაჭარმა ცერა თითი ფართო, ლაპ-
ლაპა ქამარს გამოსდო, – აქ ბოსი თქვენა ხართ?
– თქვენ კი დასაბამის ვაჭარი ხართ?
– ეგრეა. მისმინეთ, ბოსი თუ ხართ, ჯობია თქვენს ხალხს
უთხრათ, ჩემს საქონელს არ გაეკარონ.
გენერალმა თავი ასწია, ტყვეს ცივი მზერა სტყორცნა.
– კითხვებს უპასუხეთ. ბრძანებებს აქ მე ვიძლევი.
– კი ბატონო. დამყოლი კაცი ვარ. მაგრამ თქვენი ბიჭები-
დან ერთ-ერთმა უკვე მოახერხა და მკერდი დაიფლითა, რად-
გან ხელი ახლო იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა.
გენერალმა მორიგე ლეიტენანტს გახედა.
– ეს კაცი მართალს ამბობს? რენკ, თქვენს პატაკში ნათ-
ქვამია, რომ დანაკარგები არ გვქონია.
– თავიდან მართლაც არ გვქონდა, სერ, – ლეიტენანტი გა-
იჯგიმა, დამფრთხალი ალაპარაკდა, – მაგრამ შემდეგ, როდე-
საც ხომალდის ჩხრეკა დავიწყეთ, გავრცელდა ხმა, თითქოს
ბორტზე ქალი იმყოფებოდა. თუმცა ქალის ნაცვლად ჩვენ-
თვის უცნობი უამრავი მოწყობილობა ვიპოვეთ, რაზეც ტყვე
აცხადებს, გასაყიდი საქონელიაო. ერთ-ერთი დანადგარი ჯა-

59 მკითხველთა ლიგა
რისკაცმა ხელში აიღო, უცებ იქიდან სხივი ამოვარდა და ჯა-
რისკაცი დაიღუპა.
გენერალი ვაჭარს მიუბრუნდა.
– ხომალდზე ბირთვული იარაღი გაქვთ?
– ო, გალაქტიკა! ცხადია, არა, რაში მჭირდება? იმ ბრიყვმა
ბირთვული პერფორატორი მეორე ბოლოდან აიღო ხელში და
ღილაკს მაქსიმუმზე დააჭირა. მოხერხება ხომ უნდა?! ეს ხომ
იგივეა, ნეიტრონული ბლასტერი საფეთქელზე რომ მიიდო.
გავაჩერებდი, მაგრამ მაგ დროს ხუთი ჯარიკაცი თავზე მაჯდა.
მაკავებდა.
რიოზმა ოთახში მდგომ დაცვას ხელით ანიშნა, გადითო.
– თავისუფალი ხართ. დატყვევებულ ხომალდს არ გაეკა-
როთ. დაჯექით, დევერს.
ვაჭარი მითითებულ სკამზე ჩამოჯდა. იმპერიის გენერლის
მძიმე, დაჟინებულ და პატრიციუსის ცნობისმოყვარეობით აღ-
სავსე მზერას არ იმჩნევდა.
რიოზმა უთხრა:
– გონიერი კაცი ჩანხართ, დევერს.
– დიდი მადლობა. სახის გამომეტყველებაზე შემატყვეთ?
თუ რაღაც გსურთ მიიღოთ ჩემგან? მაშინ, პირდაპირ თქვით.
შემიძლია გითხრათ, რომ კარგი კომერსანტი ვარ.
– ეს დაახლოებით იმავეს ნიშნავს. ტყვედ ჩაგვბარდით,
როდესაც თქვენს ხომალდს ალყა შემოვარტყით, თუმცა შე-
გეძლოთ წინააღმდეგობა გაგეწიათ, რასაც ჩვენი ტყვია-წამ-
ლის ხარჯი მოჰყვებოდა, თქვენ კი ელექტრონულ მტვრად იქ-
ცეოდით. თუკი ამავე პრინციპებით გააგრძელებთ მოქმედე-
ბას, გპირდებით, რომ კარგად მოგეპყრობით.
– ყველაზე მეტად კარგი მოპყრობა მწადია, ბოს.

60 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი, მე კი ყველაზე მეტად თანამშრომლობა
მწადია, – რიოზმა გაიღიმა და დუსემ ბარს ხმადაბლა გადაუ-
ლაპარაკა.
– იმედია, სიტყვა „მწადია“ იმას ნიშნავს, რაც მე მგონია.
ოდესმე ასეთი ბარბაროსული ჟარგონი თუ გსმენიათ?
დევერსმა მოწყალედ ჩაილაპარაკა:
– კარგი. გავიგე. ოღონდ რა სახის თანამშრომლობაზეა
ლაპარაკი, ბოს? გულახდილად გეუბნებით, ისიც კი არ ვიცი,
სადა ვარ, – იქაურობას თვალი მოავლო, – ეს რა ადგილია
ანდა რა გნებავთ ჩემგან?
– ო, უკაცრავად, რომ დამავიწყდა თქვენთვის თავი წარ-
მომედგინა, – რიოზს იუმორის გრძნობა არ აკლდა, – ეს ჯენ-
ტლმენი დუსემ ბარია, იმპერიის პატრიციუსი, მე კი ბელ რი-
ოზი ვარ, იმპერიის პერი და მისი უდიდებულესობა იმპერატო-
რის შეიარაღებულ ძალთა მესამე რანგის გენერალი.
ვაჭარს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. მერე კი შესძახა:
– იმპერია? ის იმპერია, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ?
ვაუ! რა სახალისოა! მე კი მეგონა, დიდი ხნის წინათ გაქრა-
მეთქი!
– თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს, – რიოზმა ხისტად ჩა-
ილაპარაკა.
– ისე კი, შეიძლებოდა, ჩემით მომეტვინა, – ლათან დე-
ვერსმა ჭერს ახედა, – ისეთმა მძლავრმა და გაზიმზიმებულმა
ხომალდებმა დაატყვევეს ჩემი კატარღა. პერიფერიის ვერ-
ცერთი სამეფო ეგეთ ხომალდებს ვერ დაამზადებდა, – ვაჭარ-
მა შუბლი შეიჭმუხნა, – მაშ, იქნებ მითხრათ, რა თამაშს თამა-
შობთ, ბოს? თუ გენერალი უნდა დაგიძახოთ?
– ჩემს თამაშს ომი ჰქვია.

61 მკითხველთა ლიგა
– იმპერია დასაბამის წინააღმდეგ?
– დიახ.
– და რატომ გვეომებით?
– მე მგონი, იცით, რატომაც.
ვაჭარმა რიოზს თვალებში დაჟინებით ჩახედა, მერე კი თა-
ვი გააქნია.
რიოზი ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ დინჯად ჩაილაპარაკა:
– დარწმუნებული ვარ, იცით.
ლათან დევერსმა ჩაიბურტყუნა:
– ცხელა აქ, – და წამოდგა, ქურთუკი რომ გაეხადა. შემ-
დეგ ისევ დაჯდა სკამზე და ფეხები გაშალა.
– ეს თქვენ იცით, მე კი არა, – დაიწყო მან, როდესაც მო-
ხერხებულად მოეწყო, – ეტყობა, გეგონათ, ყიჟინას დავცემ-
დი, წამოვფრინდებოდი და ჩემს თავზე ყველაფერს ჩაგიკაკ-
ლავდით. არადა, შემიძლია ახლავე მოგიღოთ ბოლო, გან-
ძრევასაც კი ვერ მოასწრებთ. ეს ბებერი, აქ რომ ზის და ხმას
არ იღებს, ვერანაირად ვერ გამაჩერებს.
– მაგრამ თქვენ ამას არ იზამთ, – დარწმუნებით თქვა რი-
ოზმა.
– არ ვიზამ, – თავაზიანად დაეთანხმა დევერსი, – ჯერ, ერ-
თი, თქვენი მოკვლით ომი არ გაჩერდება. დარწმუნებული
ვარ, იმ სამყაროში, საიდანაც მოხვედით, გენერლები ბლო-
მად გყავთ.
– სწორად მიხვდით.
– თანაც, მოგიღებთ ბოლოს თუ არა, ორიოდე წამის მერე
გამაკავებენ და მომკლავენ, სწრაფი ან ნელი სიკვდილით. გა-
აჩნია, რა მოუნდებათ. მაგრამ მომკლავენ ყველა შემთხვევა-

62 მკითხველთა ლიგა
ში. ეს კი ჩემს გეგმებში სულაც არ შედის. ნამდვილად არ მი-
ღირს.
– ხომ ვთქვი, გონიერი კაცი ჩანხართ-მეთქი.
– მაგრამ, ბოს, კარგი იქნება, თუ ამიხსნით, რას გულის-
ხმობდით, როდესაც მითხარით, შენც მშვენივრად იცი, რატომ
გესხმით თავსო. არადა, არ ვიცი. ეს გაუთავებელი გამოცანე-
ბი ყელში ამომივიდა.
– მართლა? ჰარი სელდონი გაგიგიათ?
– არა. ხომ გითხარით, მომბეზრდა-მეთქი ეს გამოცანები.
რიოზმა დუსემ ბარს გვერდულად გახედა, მან კი მხოლოდ
ოდნავ ჩაიღიმა და ისევ განყენებულ-ჩაფიქრებული გამომეტ-
ყველება მიიღო.
რიოზი დაიმანჭა და უთხრა:
– ანუ თქვენ თამაშს არ თამაშობთ, დევერს. იმ თქვენი და-
საბამის შესახებ არსებობს ტრადიცია, თუ ზღაპარი, ან სუ-
ლაც, გონივრული ისტორია, არ მაინტერესებს, კონკრეტუ-
ლად რა ჰქვია, რომელიც ამტკიცებს, რომ თქვენ, ბოლოს და
ბოლოს, მეორე იმპერიას დააფუძნებთ. ჰარი სელდონის ფსი-
ქოისტორიული გათვლები საკმაოდ დეტალურად მომეხსენე-
ბა და ისიც ვიცი, რომ იმპერიის წინააღმდეგ აგრესიული გეგ-
მები გაქვთ.
– მართლა? – დევერსმა თავი დაფიქრებით გააქნია, – და
ვინ გითხრათ ეს ყველაფერი?
– რა მნიშვნელობა აქვს? – მიუგო რიოზმა ავისმომასწავე-
ბელი სიმშვიდით, – თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ მომიყვეთ
ყველაფერს, რაც კი სელდონის ზღაპარზე იცით.
– მაგრამ, თუკი ზღაპარია...
– სიტყვებს ნუ ეკიდებით, დევერს.

63 მკითხველთა ლიგა
– სულაც არ ვეკიდები. კარგი, პირდაპირ გეტყვით. მეც ის
ვიცი, რაც თქვენ. ეს ყველაფერი ნახევრად სიბრიყვეა, ნახევ-
რად – მონაჩმახი. ყოველ სამყაროში თავ-თავიანთ ზღაპრებს
ჰყვებიან. ამას ვერსად გაექცევი. დიახ, მსმენია მსგავსი ლა-
პარაკი: სელდონი, მეორე იმპერია და ა.შ. მაგ ზღაპრებს ბავ-
შვებს ძილის წინ უყვებიან ხოლმე. მოზარდები თავისი პორ-
ტატული პროექტორებით სელდონის თრილერებს უყურებენ.
მაგრამ ეს ზრდასრულებისთვის ნამდვილად არაა. ყოველ
შემთხვევაში, გონიერი ზრდასრულებისთვის, – ვაჭარმა თავი
გააქნია.
გენერალს მზერა დაებინდა.
– მართლა? თქვენ ცრუობთ, მეგობარო. მე ვიყავი თქვენს
პლანეტაზე, ტერმინუსზე. მე ვიცნობ თქვენს დასაბამს. ჩემი
თვალით ვნახე.
– მაშინ მე რაღას მეკითხებით? მე, რომელმაც იქ ათი
წლის განმავლობაში ორიოდე თვე თუ გავატარე, ერთად აღე-
ბული. ასე რომ, დროს ტყუილად კარგავთ. მაგრამ მიდით,
იომეთ, თუკი ზღაპრებთან ომი გეხალისებათ.
ამ დროს ბარმა პირველად ამოიღო ხმა, მშვიდად ალაპა-
რაკდა:
– თქვენ ესოდენ დარწმუნებული ხართ, რომ დასაბამი გა-
იმარჯვებს?
ვაჭარი მისკენ მიბრუნდა. ოდნავ წამოწითლდა, საფეთ-
ქელზე ძველი იარა თეთრად გამოუჩნდა.
– ჰმ, ჩვენმა უტყვმა მეგობარმა ენა ამოიდგა. საინტერე-
სოა, ჩემი ნათქვამიდან ეს დასკვნა როგორ გამოიტანეთ,
დოკ?

64 მკითხველთა ლიგა
რიოზმა ბარს ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი და სივე-
ნელმა ხმადაბლა განაგრძო:
– რადგან თქვენთვის ძალზე უსიამოვნოა იმის თეორიული
დაშვებაც კი, რომ თქვენი სამყარო შეიძლება დამარცხდეს.
ეს მე ცხადად ვიგრძენი. ჩემი საკუთარი სამყარო თავის დრო-
ზე დამარცხდა და მშვენივრად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს.
დევერსმა წვერზე ხელი ჩამოისვა, მოსაუბრეებს გადახედა
და მოკლედ ჩაიცინა.
– ბოს, ყოველთვის ასე ლაპარაკობთ ხოლმე? – შემდეგ
დასერიოზულდა, – რას ნიშნავს, დამარცხდე? მე მინახავს
ომები და მინახავს დამარცხებები. რას ნიშნავს, გაიმარჯვო?
კი მაგრამ, ვის აღელვებს ეს? მე? ჩემნაირ ჯეელებს? – მერე
კი თავი გააქნია დაცინვის ნიშნად.
– მისმინეთ, – მან ენერგიულად, დარწმუნებით განაგრძო,
–პლანეტას ყოველთვის ხუთი-ექვსი ბღენძი მართავს. აი,
ისინი კი კანკალებენ კურდღლებივით, მაგრამ მათი ბედი
სრულიადაც არ მაღელვებს. გასაგებია? ხალხი? ანუ რიგითი
ადამიანები? მართალია, ზოგიერთი დაიღუპება, სხვები კი
გაზრდილ გადასახადებს გადაიხდიან რაღაც ხნის განმავლო-
ბაში, მაგრამ მერე ყველაფერი თავისით დალაგდება. ყველა-
ფერი ძველებურად წავა, ოღონდ ის ხუთი-ექვსი ბღენძი იქნე-
ბა ახალი.
ბარს აღელვებისგან ნესტოები გაუწითლდა, მარჯვენა ხე-
ლის მყესები დაეჭიმა, თუმცა არაფერი უთქვამს.
დევერსი დაჟინებით შეჰყურებდა. ყველაფერი შეამჩნია.
თქვა:
– მისმინეთ. მთელი ცხოვრება კოსმოსში დავეხეტები, ჩე-
მი „სათამაშოები“ რომ გავასაღო და ამ კომბინაციებით ლუ-

65 მკითხველთა ლიგა
დისა და ორცხობილას ფული ვიშოვო. ის ბღენძები კი, – ცერა
თითი ზურგს უკან გაიშვირა, – თბილად სხედან და წუთში იმ-
დენს იღებენ, რასაც მე წელიწადში ვშოულობ, რადგან ათა-
სობით ჩემნაირს ყვლეფენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გახ-
დით დასაბამის მმართველი. ჩვენ მაინც დაგჭირდებით. და
უფრო მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე ვინმეს ვჭირდებოდით –
რადგან სიტუაციას არ იცნობთ, ჩვენ კი ნაღდი ფული შემოგ‐
ვაქვს. ასე რომ, იმპერიას შეიძლება სარფიანად გავურიგ-
დეთ. დიახ, ეს ნამდვილად შეგვიძლია, რადგან კომერსანტე-
ბი ვართ. თუკი ეს მოგებას მომიტანს, უკან არ დავიხევ.
და მოსაუბრეებს ღვარძლიანი, მტკიცე მზერა სტყორცნა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში სიჩუმე არავის დაურ-
ღვევია, მერე კი მიმღებში ცილინდრი ჩამოვარდა. გენერალ-
მა ამოიღო, გახსნა, ტექსტს თვალი გადაავლო და ვიზორის
ჩამრთველი მკვეთრი მოძრაობით გადაატრიალა.
– მოამზადეთ გეგმა ყველა ხომალდის პოზიციის აღნიშ-
ვნით. სრულ მზადყოფნაში იყავით და ბრძანებას ელოდეთ.
გენერალმა მოსასხამი აიღო. სანამ მხრებზე მოიგდებდა,
ბარს უჩურჩულა:
– ამ კაცს გიტოვებთ. შედეგებს ველი. ეს ომია და დამარ-
ცხებულის მიმართ სასტიკი შემიძლია ვიყო, გახსოვდეთ! –
შემდეგ ორივე იქ მყოფს სამხედრო სალამი მისცა და ოთახი-
დან გავიდა.
ლათანდ დევერსმა რიოზს თვალი გააყოლა, მერე კი ბარს
მიუბრუნდა.
– ეტყობა, ერთი ადგილი ძალიან აეწვა. რა ხდება?

66 მკითხველთა ლიგა
– ჩანს, ომი დაიწყო, – ბარმა ცოტა არ იყოს, უხეშად მი-
უგო, – დასაბამის ძალები პირველ ბრძოლას იწყებენ. წამომ-
ყევით.
ამ დროს ოთახში იარაღასხმული ჯარისკაცები შემოვიდ-
ნენ. თავაზიანად იქცეოდნენ, თუმცა გამომეტყველება საკმა-
რისად სასტიკი ჰქონდათ. დევერსი ამაყ მოხუც სივენელ პატ-
რიციუსს გაჰყვა, დერეფანში გავიდნენ.
ოთახი, რომელშიც ჯარისკაცებმა შეიყვანეს, უფრო მომ-
ცრო და უფრო სადად გაწყობილი გახლდათ. მხოლოდ ორი
საწოლი და ვიზორი იდგა, იქვე ტუალეტი და შხაპი მოეწყოთ.
ჯარისკაცები გავიდნენ, მძიმე კარი ბრახუნით დაიხურა.
– ჰმ, – დევერსმა უკმაყოფილოდ მიმოიხედა, – ეტყობა,
დიდხანს მოგვიწევს აქ ჯდომა.
– ეტყობა, – მოკლედ დაუდასტურა ბარმა და გვერდზე გა-
იხედა.
ვაჭარმა გაღიზიანებით ჰკითხა:
– თქვენ რაღა თამაშს თამაშობთ, დოკ?
– არავითარ თამაშს არ ვთამაშობ, უბრალოდ, თქვენი თა-
ვი ჩამაბარეს.
ვაჭარი ადგილიდან წამოიჭრა, გაუნძრევლად მჯდომ პატ-
რიციუსს თავზე მთასავით წამოადგა.
– მართლა? მაგრამ საკანში ჩემთან ერთად ხართ გამოკე-
ტილი და როდესაც აქეთ მოვყავდით, დავინახე, იარაღი
თქვენკენაც ისევე ჰქონდათ მოშვერილი, როგორც ჩემკენ.
თანაც შეგატყვეთ, როგორ გაცხარდით, როდესაც ომისა და
მშვიდობის თემაზე ვმსჯელობდი.
პასუხს დაელოდა, მაგრამ ამაოდ. მერე კი განაგრძო:

67 მკითხველთა ლიგა
– კარგი, მაშინ ნება მიბოძეთ, რაღაც კიდევ გკითხოთ.
თქვენ თქვით, რომ თქვენი ქვეყანა ერთხელ დამარცხდა. ვინ
დაამარცხა? უცნობი ნისლოვანებიდან შემოჭრილმა უცხოპ-
ლანეტელებმა?
ბარმა ახედა.
– იმპერიამ.
– მართლა? მაშინ აქ რას აკეთებთ?
ბარმა მეტყველი დუმილით უპასუხა.
ვაჭარმა ქვედა ტუჩი გამობურცა და თავი ნელა დააქნია.
მარჯვენა ხელიდან თხელი ლითონის სამაჯური მოიხსნა, პატ-
რიციუსს მიაწოდა და ჰკითხა:
– ამაზე რას იტყოდით? – მარცხენა ხელზე ასეთივე სამა-
ჯური ეკეთა.
სივენელმა სამაჯური გამოართვა. ვაჭარმა ანიშნა, მარჯვე-
ნაზე გაიკეთეო და მანაც აუჩქარებლად მოირგო. ყურებში უც-
ნაური ზრიალი გაიგონა, მაგრამ მალევე გაუარა.
დევერსს ხმა უმალ შეეცვალა.
– კარგი, დოკ, ახლა შეგვიძლია დავმშვიდდეთ და თავი-
სუფლად ვილაპარაკოთ. თუკი ამ ოთახში მოსასმენია დამონ-
ტაჟებული, სიტყვას ვერ გაიგებენ. ეს ველის დეფორმატორია,
გენიოსი მელოუს გამოგონებაა. ოცდახუთ კრედიტად იყიდე-
ბა ნებისმიერ პლანეტაზე აქედან დაწყებული, გალაქტიკის კი-
დით დამთავრებული. აი, თქვენ კი უფასოდ გერგოთ. როდე-
საც ალაპარაკდებით, ეცადეთ ტუჩები არ ამოძრაოთ. არაფე-
რია, მალე მიეჩვევით.
დუსემ ბარმა უცებ სასტიკი დაღლილობა იგრძნო. ვაჭარს
მომთხოვნი, დაჟინებული მზერა ჰქონდა. მიხვდა, მისი მოთ-
ხოვნების შესასრულებლად ძალა არ შესწევდა.

68 მკითხველთა ლიგა
ბარმა ჰკითხა:
– რა გნებავთ? – სიტყვებს უძრავ ტუჩებს შორის ცრიდა.
– გითხარით უკვე. რასაც თქვენ ამბობდით, მეტად მიაგავ-
და იმას, რასაც ჩვენთან პატრიოტიზმს უწოდებენ. თქვენი სა-
კუთარი სამყარო იმპერიამ დაიმორჩილა, თქვენ კი აქ იმპე-
რიის ქერათმიანი გენერლის თამაშს თამაშობთ. რაღაც უაზ-
რობა გამოდის, ასე არაა?
ბარმა მიუგო:
– მე ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე. დამპყრობელი
იმპერიის ვიცე-მეფე ჩემი ხელით მოკვდა.
– მართლა? ახლახან?
– ორმოცი წლის წინათ.
– ორმოცი... წლის... წინათ! – ნათქვამი ვაჭარმა ნელ-ნე-
ლა გააცნობიერა. მოიღუშა. მერე კი გააგრძელა, – საკმარი-
სად დიდი დროა, ცარიელი მოგონებებით რომ ისულდგმუ-
ლოს კაცმა; და ამ ჯეელმა გენერლის უნიფორმაში ამის შესა-
ხებ იცის?
ბარმა თავი დაუქნია.
დევერსს ფიქრმა მზერა დაუბინდა.
– თქვენ გსურთ, იმპერიამ რომ გაიმარჯვოს?
მოხუცმა პატრიციუსმა უეცრად რისხვით წამოიყვირა:
– ჯანდაბამდე გზაც ჰქონია იმპერიას თავის ყველაფრი-
ანად! სივენა ყოველდღე ამისთვის ლოცულობს! ოდესღაც
მყავდა ძმები, და, მამა. ახლა კი შვილები და შვილიშვილები
მყავს. ჰოდა, გენერალმა იცის, სად იპოვოს.
დევერსი იცდიდა.
ბარმა ჩურჩული განაგრძო:

69 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ რა გამაჩერებდა, თუკი მეცოდინებოდა, რომ შე-
დეგი რისკს გაამართლებდა. მათ იციან, რისთვის ღირს სიკ-
ვდილი.
– თქვენ თავის დროზე ვიცე-მეფე მოკალით, არა? იცით,
რაღაც-რაღაცებს ჩავხვდი. ჩვენ ოდესღაც გვყავდა მერი, სა-
ხელად ჰობერ მელოუ. ერთხელ თურმე სივენას ესტუმრა; ეს
თქვენი სამყაროა, არა? იქ შეხვდა კაცს, რომელიც გვარად
ბარი ყოფილა.
დუსემ ბარი დაჟინებით, იჭვნეულად შუჰყურებდა:
– რა იცით ამის შესახებ?
– ის, რაც დასაბამზე ყველა ვაჭარმა იცის. სავსებით შესაძ-
ლებელია, თქვენ ერთი ეშმაკი მოხუცი იყოთ, რომელიც აქ
იმიტომ ჩამისვეს, რაღაც-რაღაცები რომ გამომტყუოს. თქვენ
ამბობთ, რომ იარაღით გემუქრებიან, რომ იმპერია გძულთ
და გაბედნიერდებით, თუკი დაინგრევა. მე ეს უნდა დავიჯერო
და გული გადაგიშალოთ, გენერალი კი ამით ერთობ კმაყო-
ფილი დარჩება. მაგრამ არ გაგივათ, დოკ. თუმცა, მიუხედა-
ვად ამისა, გამიხარდება, თუკი დამიმტკიცებთ, რომ თქვენ
მართლაც სივენელი ონუმ ბარის შვილი ხართ – მეექვსე, ნა‐
ბოლარა ვაჟი, ხოცვა-ჟლეტას რომ გადაურჩა.
დუსემ ბარს ხელი უკანკალებდა, როდესაც კედელში და-
ტანებულ ლითონის კოლოფს ხსნიდა. ლითონის საგანმა,
რომელიც იქიდან გამოიღო, გაიწკარუნა, როცა ვაჭარს ხელ-
ში ჩაუდო.
– აი, ნახეთ, – უთხრა.
დევერსი საგანს მიაშტერდა. შუა ფირფიტა თვალებთან ახ-
ლოს მიიტანა, ჩუმად შეუკურთხა.

70 მკითხველთა ლიგა
– თავს მოვიჭრი, მელოუს მონოგრამაა, ეს ორმოცდაათი
წლის წინათაა დამზადებული!
დევერსმა ბარს ახედა, გაუღიმა.
– გილოცავთ, დოკ. ინდივიდუალური ბირთვული დამცავი
სწორედ ის მტკიცებულებაა, მე რომ მჭირდებოდა,
– და მოხუცს ტორივით მარჯვენა გაუწოდა.

71 მკითხველთა ლიგა
6.

ფავორიტი

ციცქნა ხომალდებმა შავი ვაკუუმიდან ამოყვინთეს და არ-


მადის შუაგულში შეიჭრნენ. საიმპერატორო ფლოტის სახაზო
ხომალდებით დახუნძლულ სივრცეში მათ გასროლისა და
ენერგიის გაცემის გარეშე შეაღწიეს – ცეცხლი მერეღა გახ-
სნეს. ვეება ხომალდები ძლივს ასწრებდნენ მანევრირებას,
მასტოდონტების გრაციოზულობით. ორმა უხმო აფეთქებამ
წყვდიადი გაანათა და ორი ციცქნა ხომალდი ატომურ
მტვრად იქცა. დანარჩენები წამსვე უკუიქცნენ.
ვეება ხომალდებმა სივრცე დაზვერეს, მერე კი თავისი
მთავარი ამოცანის შესრულებას მიუბრუნდნენ, ერთიმეორის
მიყოლებით იპყრობდნენ სამყაროებს – ალყა უფრო და უფ-
რო ვიწროვდებოდა.
…...ბროდრიგს უნიფორმა ტანზე კოხტად ჰქონდა მორგე-
ბული; მშვენივრად შეეკერათ, მოხდენილად ატარებდა. ვან-
დის შორეული პლანეტის ბაღში დასეირნობდა, სადაც ახლა
საიმპერიო ფლოტის გენერალური შტაბი იყო განლაგებული.
ზანტად მოძრაობდა, დაღვრემილი იყო.
მის გვერდით ბელ რიოზი მიაბიჯებდა, მორუხო-შავი ფე-
რის საველე ფორმის საყელო მოღეღილი ჰქონდა.
რიოზმა შავ ძელსკამზე მიუთითა არომატული ხე-გვიმრის
ქვეშ, ფართო ფოთლებით თეთრ მზეს რომ ეფიცხებოდა.

72 მკითხველთა ლიგა
– შეხედეთ, სერ, აი, იმპერიის სიძველის ნიმუში. შეყვარე-
ბულთათვის გაწყობილი აჟურული ძელსკამი კვლავაც დგას,
ახალივითაა, სრულიად გამოსადეგია მაშინ, როდესაც ფაბ-
რიკა-ქარხნები და სასახლეები ნანგრევებად იქცა.
ძელსკამზე ჩამოჯდა. ამ დროს კლეონ II-ის პირადი მდივა-
ნი ფეხზე დარჩა, მის წინ იდგა და ხე-გვიმრის ფოთლებს სპი-
ლოს ძვლის სტეკის მოზომილი, ზუსტი დარტყმებით მიწაზე
ყრიდა.
რიოზმა ფეხი ფეხზე გადაიდო, სიგარეტი შესთავაზა. ერთი
ღერი თავისთვის ამოიღო, ჩაილაპარაკა:
– ჩვენი ბრძენი იმპერატორისგან სწორედ ეს იყო მოსა-
ლოდნელი, ესოდენ კომპეტენტურ დამკვირვებელს რომ გა-
მოგზავნიდა. სწორედ ეს მიმსუბუქებს უხერხულობის გან-
ცდას, რადგან, შესაძლოა, დროს ვაკარგვინებ მაშინ, როდე-
საც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეები
აქვს, ვიდრე ეს პატარა სამხედრო კამპანიაა პერიფერიაზე.
– იმპერატორის თვალი ყველაფერს ხედავს, – მექანიკუ-
რად უპასუხა ბროდრიგმა, – ჩვენ ამ კამპანიის მნიშვნელო-
ბას არ ვამცირებთ, თუმცა კვლავაც მიგვაჩნია, მისი წარმარ-
თვა სულაც არ არის რთული. მტრის ციცქნა ხომალდებს არ
შესწევთ ძალა, ბლოკადის მოსამზადებელ წინასწარ მანევ-
რებს ხელი რამენაირად სერიოზულად შეუშალონ.
რიოზმა იფეთქა, მაგრამ მოახერხა და იმავე წამს თავი
ხელში აიყვანა.
– მე არ მაქვს უფლება, ჩემი ხალხის სიცოცხლე რისკის
ქვეშ დავაყენო. სამწუხაროდ, მცირერიცხოვანი ჯარი მყავს.
თუკი იერიშზე პირდაპირ გადავალ, ხომალდებს დავკარგავ
და ეს ჩემთვის აუნაზღაურებელი დანაკარგი იქნება. ხოლო

73 მკითხველთა ლიგა
ბლოკადა ჩვენს დანაკარგებს შეამცირებს, რაც უნდა რთული
აღმოჩნდეს საბოლოო შეტევა. ჩემი სამხედრო სტრატეგიის
პრინციპები გუშინ აგიხსენით.
– დიახ, დიახ, მე სამხედრო არ გახლავარ. თქვენ ცდი-
ლობთ დამარწმუნოთ – ის, რაც აშკარა და ცხადია, სინამდვი-
ლეში სულაც არ ყოფილა ასეთი. ჩვენ ამის ნება მოგეცით,
მაგრამ თქვენი სიფრთხილე ყველანაირ გონივრულ ზღვარს
აჭარბებს. თქვენს ბოლო პატაკში დამატებით ძალებს ით-
ხოვთ. არადა, ეს ყველაფერი სუსტი, მცირერიცხოვანი, ბარ-
ბაროსი მტრის წინააღმდეგ, რომელთანაც ჯერ ერთი სერიო-
ზული ბრძოლაც კი არ გაგიმართავთ. ამ სიტუაციაში დამატე-
ბითი ძალების მოთხოვნა, სულ მცირე, არაკომპეტენტურობა-
ზე ან რაღაც უარესზეც კი მეტყველებს, მით უფრო, რომ
თქვენმა ადრეულმა კარიერამ თქვენი გაბედულება და ცოც-
ხალი წარმოსახვა საკმარისად დაამტკიცა.
– დიდი მადლობა, – ცივად მიუგო რიოზმა, – თუმცა თავს
უფლებას მივცემ შეგახსენოთ, რომ გაბედულებასა და სიბ-
რმავეს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც მოწინააღმდე-
გეს კარგად იცნობ და იცი, მისგან რას შეიძლება ელოდო, შე-
გიძლია ნატიფი სტრატეგიული თამაში აწარმოო, მაგრამ რო-
დესაც მტერი სრულიად უცნობია, მის წინააღმდეგ გალაშქრე-
ბა უკვე თავისთავად გაბედულებაა. ასეთივე წარმატებით შე-
გეძლოთ გეკითხათ, რატომ ხდება, რომ კაცი თავის ოთახში
დღისით სწრაფად და დაუბრკოლებლად მოძრაობს, აი, ღა‐
მით კი ავეჯს ეჯახება.
ბროდრიგი გენერლის სიტყვებს თითების მსუბუქი შეთამა-
შებით შეხვდა.

74 მკითხველთა ლიგა
– რასაც ამბობთ, შთამბეჭდავია, მაგრამ სრულიად არ
არის საკმარისი. იმ ბარბაროსების სამყარო თქვენ ხომ პირა-
დად მოინახულეთ. გარდა ამისა, ვაჭარი გყავთ დატყვევებუ-
ლი. თქვენსა და იმ ტყვეს შორის, რამდენადაც ვხვდები, ღა-
მის ბინდი არ ჩამოწოლილა.
– ნუთუ? ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ის სამყარო ორი
საუკუნის განმავლობაში სრულ იზოლაციაში ვითარდებოდა,
მე კი იქ მხოლოდ ერთი თვე გავატარე. ასეთი სამყაროს შე-
საცნობად ეს დრო სრულიად არასაკმარისია. მე ჯარისკაცი
ვარ, სუბეთერული სამგანზომილებიანი თრილერის კვადრა-
ტულნიკაპიანი, დაკუნთულმკერდიანი სუპერგმირი კი არა.
გარდა ამისა, ერთადერთი ტყვე, რომელიც ბუნდოვანი ეკო-
ნომიკური გაერთიანების წევრია და მტრულ სამყაროსთან
უშუალოდ არაა დაკავშირებული, მოწინააღმდეგის სტრატე-
გიულ საიდუმლოებებს ვერ გამიმხელს.
– დაკითხეთ?
– დიახ.
– და რა შედეგი?
– შედეგი არის, თუმც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ
გახლავთ. მისი ხომალდი მეტისმეტად პატარაა, არაფრად გა-
მოგვადგება. ციცქნა ხელსაწყოებით ვაჭრობს, რაც სახალი-
სოა, მაგრამ მეტი არაფერი. მათგან რამდენიმე, ყველაზე
ჭკვიანურად მოწყობილი, მსურს იმპერატორს გავუგზავნო,
როგორც საინტერესო იშვიათობა. მართალი გითხრათ, იმ
ხომალდსა და საქონელს შორის ბევრი რამაა, რასაც თავი და
ბოლო ვერ გავუგე. თუმცა, რა გასაკვირია, მე ხომ ტექნიკოსი
არ ვარ.

75 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ თქვენ ხომ გყავთ ტექნიკოსები, – შენიშნა
ბროდრიგმა.
– დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, გვყავს, – მიუგო გენერალ-
მა მსუბუქი ირონიით, – მაგრამ ის ბრიყვები იმ დონეზე არ
არიან, ჩემი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ. უკვე გავაგ-
ზავნე თხოვნა, რათა მოავლინონ ჭკვიანი კაცი, ვინც ხომალ-
დის ბირთვული ენერგოველების უცნაურ გენერატორებში გა-
ერკვევა. მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია.
– ასეთ სპეციალისტებს მოფრთხილება უნდა. ნუთუ
თქვენს ვრცელ პროვინციაში ერთი კაციც კი არ მოიძებნება,
ვინც ბირთვულ ენერგეტიკაში ერკვევა?
– ასეთი კაცი რომ მყოლოდა, ჩემს ხომალდებზე გამართუ-
ლი ძრავები იქნებოდა. ჩემი მცირერიცხოვანი ფლოტის ორ
ხომალდი გენერალურ ბრძოლაში სრულფასოვან მონაწი-
ლეობას ვერ მიიღებს, რადგან ენერგომომარაგება არ ჰყოფ-
ნის. ჩემი ძალების მეხუთედი მხოლოდ მეორე ეშელონის-
თვის გამოდგება.
იმპერატორის მდივანმა თითები მოუთმენლად შეათამაშა.
– გენერალო, თქვენი მდგომარეობა გამონაკლისს არ
წარმოადგენს. თავად იმპერატორს იგივე პრობლემები აქვს.
გენერალმა მოჭმუჭნილი, აუნთებელი სიგარეტი მიწაზე
დააგდო, მერე კი მეორე ღერი ამოიღო, მოუკიდა, მხრები აი-
ჩეჩა.
– დიახ, მესმის. ეს მხოლოდ დღევანდელი პრობლემა
არაა – მაღალი კლასის პროფესიონალების ნაკლებობა; და
იმ ტყვისგანაც უფრო მეტს გავიგებდით, „ფსიქოზონდი“ გა-
მართული რომ ყოფილიყო.
პირადმა მდივანმა წარბები გაოცებით აზიდა.

76 მკითხველთა ლიგა
– „ფსიქოზონდი“ გაქვთ?
– კი, ოღონდ ძალზე ძველია. არაფრად ვარგა. სწორედ მა-
შინ მოიშლება ხოლმე, როდესაც გვჭირდება. ჩავრთე, ტყვეს
როცა ეძინა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. აი, ასეა ამ „ფსიქო-
ზონდის“ საქმე. ჩემს ხალხზე შევამოწმე და მუშაობს, მაგრამ
არ მყავს ისეთი ტექნიკოსი, რომ გაარკვიოს, ტყვეზე რატომ
არ მოქმედებს. დუსემ ბარი, ელემენტარული ნაწილაკების
მცოდნე ფიზიკოს-თეორეტიკოსი, რომელიც მექანიკაში ვერ
ერკვევა, ამბობს: შესაძლოა, ტყვის ფსიქიკა ფსიქოზონდს
იმის გამო არ ექვემდებარება, რომ დაბადებიდან განსხვავე-
ბულ გარემოში იზრდებოდა და მისი ნერვული სისტემა სხვა
სტიმულების ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბდაო. არ ვი-
ცი. მაგრამ ის შესაძლოა, სასარგებლო იყოს. სწორედ ამი-
ტომ შევუნარჩუნე სიცოცხლე.
ბროდრიგი სტეკს დააწვა.
– თქვენთვის საჭირო სპეციალისტს დედაქალაქში მოვი-
ძიებ. სხვათა შორის, რაში გჭირდებათ ის მეორე კაცი, ახლა
რომ ახსენეთ, სივენელი? მტრების მიმართ მეტისმეტად ლმო-
ბიერი ხართ.
– ის ჩვენს მოწინააღმდეგეს იცნობს. ასევე სამომავლოდ
ვინახავ, რადგან შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს, გარ-
კვეული დახმარება გაგვიწიოს.
– მაგრამ ის სივენელია, ცნობილი მეამბოხის შვილი.
– მოხუცია და უძლური, თანაც მისი ოჯახის წევრები მძევ-
ლებად მყავს.
– გასაგებია. იმ ვაჭარს მსურს გავესაუბრო.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– მარტო, – ბროდრიგმა ცივად, ხაზგასმით დაუმატა.

77 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, – რიოზმა თავაზიანად გაიმეორა, – მე,
როგორც იმპერატორის ლოიალური ქვეშევრდომი, მის წარ-
მომადგენელს ჩემს ზემდგომად ვაღიარებ. მაგრამ რადგან
ტყვე ჩვენს სტაციონარულ ბაზაზე იმყოფება, მოწინავე ხაზის
დატოვება მეტად საინტერესო მომენტში მოგიწევთ.
– მართლა? რა გაგებით საინტერესო?
– ბლოკადა დღეს სრულდება. საინტერესოა იმ გაგებით,
რომ ერთი კვირის განმავლობაში მეთორმეტე სასაზღვრო
ფლოტი იერიშზე გადავა, მტრის თავდაცვის ცენტრში, – რი-
ოზმა გაიღიმა და გვერდით გაიხედა.
ბროდრიგმა თავი, ცოტა არ იყოს, დამცირებულად იგ-
რძნო.

78 მკითხველთა ლიგა
7.

მოსყიდვა

სერჟანტი მორი ლუკი იდეალური ჯარისკაცი იყო. წარმო-


შობით პლეადების სისტემის უზარმაზარი სასოფლო-სამეურ-
ნეო პლანეტებიდან ერთ-ერთის მკვიდრი გახლდათ, სადაც
მიწაზე კატორღული შრომის ალტერნატივას მხოლოდ არმია-
ში სამსახური წარმოადგენდა; გამორჩეული თვისებები არ
გააჩნდა. საფრთხეს უშიშრად უყურებდა თვალებში, რადგან
წარმოსახვის ნიჭით ვერ დაიკვეხნიდა. ფიზიკურად ძლიერი
და მარჯვე იყო და ამის წყალობით სირთულეებს წარმატებით
ართმევდა თავს. ბრძანებებს დაყოვნების გარეშე ასრულებ-
და, ქვემდგომებს მტკიცე ხელით მართავდა, თავის გენერალს
აღმერთებდა.
ამავე დროს, კარგი ხასიათის ჯეელი იყო. თუკი სამსახუ-
რებრივი მოვალეობების გამო კაცის მოკვლა უწევდა, უყოყ-
მანოდ კლავდა, თუმცა გაბოროტების გარეშე.
...სერჟანტმა ლუკმა კარზე მიაკაკუნა და მხოლოდ ამის მე-
რე შევიდა, რაც თავაზიანობის გამო გააკეთა, რადგან უფლე-
ბა ჰქონდა, გაფრთხილების გარეშე შესულიყო.

79 მკითხველთა ლიგა
ორმა კაცმა ვახშამი შეწყვიტა, შემოსულს გახედეს. ერთ-
ერთი წამოდგა, პორტატული, ბატარეებზე მომუშავე ტრან-
სმიტერისთვის6 ხმა რომ ჩაეწია.
– წიგნები კიდევ ხომ არ მოგვიტანეთ? – ჰკითხა ლათან
დევერსმა.
სერჟანტმა მიკროფილმიანი ცილინდრი მიაწოდა და ნიკა-
პი მოიფხანა.
– ინჟინერ ორს გამოვართვი, უკან უნდა დავუბრუნო. შვი-
ლებს სუვენირად გავუგზავნიო.
დუსემ ბარმა ცილინდრი გამოართვა, ინტერესით შეათვა-
ლიერა.
– სად იშოვა ინჟინერმა? მას ხომ ტრანსმიტერი არ აქვს?
სერჟანტმა თავი უარის ნიშნად მკვეთრად გაიქნია და სა-
წოლთან მდგარ, დადუმებულ ტრანსმიტერზე მიუთითა.
– არა, აი, ეს თქვენ რომ გაქვთ, აქ ერთადერთია. იმ ჯეელ-
მა, ორმა, ეგ წიგნი ერთ-ერთ ბინძურ პლანეტაზე იშოვა, ჩვენ
რომ დავიკავეთ. რაღაც უზარმაზარ შენობაში ჰქონიათ შენა-
ხული დიდი ამბით, რამდენიმე აბორიგენის გასაღებაც კი მო-
უწია, იქიდან რომ წამოეღო.
ცილინდრს შემფასებლური თვალითდახედა.
– მართლაც კარგი სუვენირია ბავშვებისთვის.
გაჩუმდა. პაუზის მერე შეპარვით გააგრძელა:
– სხვათა შორის, ახალი ამბავი მაქვს. ჯერ მხოლოდ ლაპა-
რაკია, მაგრამ ისეთი კარგი ამბავია, თავს ვერ ვიკავებ, უნდა
გითხრათ. მოკლედ, გენერალმა ისევ თავისი გაიტანა, – აუჩ-
ქარებლად, მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.

6იგულისხმება სატელევიზიო მიმღები და იმავდროულად მიკროფილმე-


ბის პროექტორი. ( მთარგმნ. შენიშვნა)
80 მკითხველთა ლიგა
– რა გაიტანა? – იკითხა დევერსმა, – რა გააკეთა?
– ალყა შეკრა, აი, რა! – სერჟანტმა მამობრივი სიამაყით
ჩაიქირქილა, – მარჯვე ბიჭია, ვერაფერს იტყვი! ერთ-ერთმა
ჩვენგანმა, ლაპარაკი რო ეხერხება, თქვა, ისე ნარნარად შე-
ასრულა ყველაფერი, აი, კოსმოსურ სფეროთა მუსიკა გეგო-
ნებოდაო. თუმცა ეგ რას ნიშნავს, თვითონაც არ გაეგება.
– გენერალური შეტევა იწყება? – ბარმა ჩუმად იკითხა.
– იმედია, – სერჟანტმა ფიცხლად მიუგო, – ერთი სული
მაქვს, ხომალდზე დავბრუნდე, ხელები მექავება, დროა საქ-
მეს შევუდგე, დავიღალე აქ ჯდომისაგან, ფორმას ვკარგავ.
– მეც, – უცებ დევერსმა გულისწყრომით ჩაილაპარაკა და
თავისდაუნებურად ქვედა ტუჩზე იკბინა.
სერჟანტმა ეჭვით გახედა და თქვა:
– ჯობია წავიდე, თორემ კაპიტანი შემოვლაზეა. აქ არ უნ-
და მნახოს.
კართან შეჩერდა.
– სხვათა შორის, სერ, – მოულოდნელად ვაჭარს ერთგვა-
რი მორიდებით მიმართა, – ცოლს ველაპარაკე და მითხრა,
ის პატარა საყინულე, თქვენ რომ მაჩუქეთ და გავუგზავნე,
კარგად მუშაობსო. უფასოდ ერგო, არადა, მთელი თვის სამ-
ყოფი პროდუქტები გაუყინავს. მე ამას ვაფასებ.
– ყველაფერი რიგზეა. არ ღირს სალაპარაკოდ.
სერჟანტი გაიკრიჭა, მასიური კარი უხმოდ გააღო, გავიდა
და უხმოდვე მოხურა.
დუსემ ბარი წამოდგა.
– მართალი გითხრათ, საყინულის სანაცვლოდ მშვენიერი
საჩუქარი გაგვიკეთა. აბა, ვნახოთ ერთი, რა წიგნია, სამწუხა-
როდ, სახელწოდება არ ჩანს.

81 მკითხველთა ლიგა
დაახლოებით ერთი იარდი ფირი გამოშალა და შუქზე გა-
ხედა, ჩაიბუტბუტა:
– როგორც ჩვენი სერჟანტი იტყოდა, „გამისკდეს მიწა!“ ეს
ხომ „სამას ბაღია“.
– მართლა? – გამოეპასუხა ვაჭარი ყოველგვარი დაინტე-
რესების გარეშე. ვახშმის მონარჩენიანი თეფში გვერდზე გას-
წია, – დაჯექით, ბარ. ეგ ძველისძველი ლიტერატურა სრული-
ად არ მაღელვებს. გაიგეთ, რა თქვა სერჟანტმა?
– გავიგე. მერე?
– შეტევა იწყება. ჩვენ კიდევ აქა ვსხედვართ!
– და სად გსურთ, იმყოფებოდეთ?
– კარგად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ლოდინი აღარ
შეიძლება, უნდა ვიმოქმედოთ.
– ნუთუ? – ბარმა ტრანსმიტერიდან ძველი ფირი ფრთხი-
ლად ამოიღო და ახალი ჩადო, – ამ ერთი თვის განმავლობა-
ში დასაბამის ისტორია საკმარისად მომიყევით, რომ გამეგო,
კრიზისების დროს მისი დიადი ლიდერები, ძირითადად, გულ-
ხელდაკრეფილები ისხდნენ და ელოდნენ, როდის განვითარ-
დებოდა მოვლენები მათ სასარგებლოდ.
– ჰო, მაგრამ, ბარ, მათ იცოდნენ, რა მიმართულებით ვი-
თარდებოდა მოვლენები.
– იცოდნენ კი? მე ვუშვებ, რომ ამას ამბობდნენ მას მერე,
რაც ყველაფერი მორჩებოდა. დიახ, მე მგონი, ასეც იყო; და
არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ყველა-
ფერი ისევე, ან უკეთესად არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა,
ეცოდინებოდათ მოვლენების განვითარების მიმართულება,
თუ არა. სიღრმისეული ეკონომიკური და სოციოლოგიური ძა-
ლები ინდივიდების მიერ არ იმართება.

82 მკითხველთა ლიგა
დევერსმა ჩაიცინა.
– მაგრამ არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ, წინა-
აღმდეგ შემთხვევაში, საქმე უარესად წავიდოდა. საკითხს სა-
თანადო კუთხიდან არ უყურებთ, – დევერსმა თვალები მოჭუ-
ტა, – რას ვფიქრობ, იცით... ხომ არ მომეკლა?
– ვინ, რიოზი?
– დიახ.
ბარმა ამოიოხრა. ბებერი თვალები ძველისძველი მოგო-
ნებებით დაებინდა.
– მკვლელობა გამოსავალი არაა, დევერს. ერთხელ ვცადე
ეს, ოცი წლის როცა ვიყავი, დამარწმუნეს, მაგრამ პრობლემა
პრობლემად დარჩა. სივენას ერთი ავაზაკი მოვაშორე, მაგ-
რამ იმპერიის უღელი კვლავ გვამძიმებდა. პრობლემა კი
სწორედ ამ უღელში იყო და არა იმ კონკრეტულ ავაზაკში.
– მაგრამ რიოზი უბრალოდ ავაზაკი არ არის. მისი წყეული
არმიის თავკაცია. მის გარეშე არმია დაიშლება. პატარა ბავ-
შვებივით არიან მასზე ჩამოკიდებულები. სერჟანტს მისი ხსე-
ნებისას ლამისაა დორბლი წამოუვიდეს აღტაცებისგან.
– თუნდაც ასე იყოს. ყოველთვის მოიძებნება სხვა არმია
და სხვა გენერალი. საქმეში უფრო ღრმად ჩაიხედეთ. მაგა-
ლითად, არსებობს ბროდრიგი – სხვა არავინაა იმპერატორ-
თან ისე დაახლოებული, ყურში რომ ეჩურჩულებოდეს. მას
შეუძლია ასობით ხომალდი მოითხოვოს და კიდეც მიიღებს
მათ მაშინ, როცა რიოზი იძულებული იქნება მხოლოდ ათით
იომოს. ბროდრიგის რეპუტაცია კარგად ვიცი.
– მართლა? და რას ამბობენ მასზე?
– მოკლე რეზიუმე გსურთ? ინებეთ: უგვარო, დაბალი წარ-
მომავლობის არამზადაა, რომელმაც სამეფო კარზე უზომო

83 მკითხველთა ლიგა
მლიქვნელობის ხარჯზე შეაღწია. არისტოკრატებს – თავადაც
არამზადებს – მთელი არსებით სძულთ, რადგან მას ფეხებზე
ჰკიდია როგორც არისტოკრატია, ისე უბრალო ხალხი. იმპე-
რატორის მრჩეველია ყველა საკითხში, მათ შორის, ყველაზე
ბინძურშიც. შინაგანად უაღრესად ვერაგია, მაგრამ იძულებუ‐
ლია იმპერატორის ერთგული იყოს. იმპერიაში არ მოიძებნე-
ბა კაცი, რომელიც გაიძვერობაში მასზე მეტადაა დახელოვნე-
ბული და უხამს სიამოვნებებს მასზე მეტადაა დახარბებული.
ბროდრიგის გარეშე იმპერატორის კეთილგანწყობას ვერავინ
მოიპოვებს, ხოლო ბროდრიგის კეთილგანწყობას კი მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებ, თუკი მის წინაშე თავს
დაიმცირებ.
– ვა, რა მაგარია! – დევერსმა აკურატულად შეკრეჭილ
წვერზე დაფიქრებით ჩამოისვა ხელი, – და სწორედ ეგ ჯეელი
გამოუშვა იმპერატორმა, რიოზი რომ აკონტროლოს. იცით,
რა იდეა მომივიდა?
– ახლა უკვე ვიცი.
– ვთქვათ და, ბროდრიგს არმიის კერპი გულზე არ დაეხა-
ტოს?
– მე მგონი, არც ეხატება. მსგავსი გრძნობების უნარი ისე-
დაც ნაკლებად აქვს.
– დავუშვათ, რომ საქმეები ცუდად წავიდა. იმპერატორი
ამას შეიტყობს და რიოზი ხათაბალაში გაეხვევა.
– ო, ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამის მოწყობას
როგორ ფიქრობთ?
– ჯერ არ ვიცი. იქნებ მოვისყიდოთ?
პატრიციუსმა თავდაჭერილად ჩაიცინა.

84 მკითხველთა ლიგა
– ოღონდ ისე არა, სერჟანტი რომ მოისყიდეთ საყინულის
მეშვეობით. თუმცა, რომც შესთავაზოთ რაიმე, რაც მის დონეს
შეეფერება, ალბათ მაინც არაფერი გამოვა. მისი მოსყიდვა
იოლზე იოლია, მაგრამ მას ელემენტარული პატიოსნება არ
გააჩნია, „ჯენტლმენური შეთანხმება“ რომ დაიცვას. ქრთამს
აიღებს, მაგრამ „მოსყიდული“ მაინც არ დარჩება, გესმით?
რაც უნდა შესთავაზოთ, სულერთია. ასე რომ, ჯობია რაღაც
სხვა მოიფიქროთ.
დევერსმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ჩაფიქრებულმა ჰაერში
ააქანავა.
– სასარგებლო ინფორმაციაა, თუმცა...
სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან სიგნალი ჩაირთო და კა-
რიც გაიღო. ზღურბლზე ისევ სერჟანტი იდგა. აღელვებული
ჩანდა, ფართო სახე წამოსწითლებოდა. აღარ იღიმებოდა.
– სერ, – დაიწყო მღელვარედ, ცდილობდა პატივისცემა
გამოეხატა, – მეტად მადლობელი ვარ, საყინულე რომ მაჩუ-
ქეთ და ყოველთვის კარგად მეპყრობოდით, არადა, უბრალო
გლეხის შვილი ვარ, თქვენ კი, წარჩინებული ბატონები...
პლებეური აქცენტი გაუძლიერდა, ისე ლაპარაკობდა, რომ
მისი გაგება ძნელიც კი გახდა – ღელავდა და თავს ვეღარ
აკონტროლებდა, მისმა გლეხურმა ბუნებამ თავი იჩინა და ჯა-
რისკაცულ იერსახეს სძლია, მრავალი წლის განმავლობაში
საგულდაგულოდ რომ იქმნიდა.
– რა ხდება, სერჟანტო? – ბარმა რბილად ჰკითხა.
– ლორდი ბროდრიგი მობრძანდება თქვენ სანახავად.
ხვალ! კაპიტანმა მითხრა, შენი ხალხი გამოაწყვე, სათანადო
პატივით უნდა დავხვდეთო, მწყობრს ჩამოუვლისო, ჰოდა, ვი-
ფიქრე... რომ უნდა გამეფრთხილებინეთ.

85 მკითხველთა ლიგა
ბარმა მიუგო:
– დიდი მადლობა, სერჟანტო, ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ
ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება...
თუმცა სერჟანტ ლუკს გამომეტყველებაზე აშკარად ეტყო-
ბოდა, რომ შეშინებული იყო, რადგან საუბარი მჟღერი ჩურ-
ჩულით გააგრძელა:
– თქვენ, ეტყობა, არ გაგიგიათ, მასზე რას ჰყვებიან. სული
კოსმოსის ეშმას მიჰყიდაო. არა, არა, ნუ იცინით. საშინელე-
ბებს ჰყვებიან მასზე. ამბობენ, რომ ყველგან ბლასტერებით
შეიარაღებული დაცვით დადის, და როდესაც მოუნდება, უბ-
რძანებს, პირველსავე შემხვედრს ესროლონ – ისე, ტყუ-
ილად, სიამოვნებას იღებს ამისგან. ისინიც ესვრიან – თვი-
თონ კი იცინის. ამბობენ, რომ იმპერატორსაც კი ეშინია მისი,
ამბობენ, რომ სწორედ ის აიძულებს იმპერატორს, გადასახა-
დები გაზარდოს და საწყალი ხალხის საჩივარს ყური არ უგ‐
დოს. კიდევ ამბობენ, რომ ჩვენი გენერალი სძულს. ამბობენ,
გენერლის მოკვლა უნდაო, რადგან ვერ აუტანია, რომ ასეთი
დიადია და ასეთი ბრძენი. მაგრამ ვერ ბედავს, რადგან ჩვენი
გენერალი ყველას უყვარს, თანაც გენერალმა იცის, რომ
ბროდრიგი ცუდი კაცია.
სერჟანტმა თვალები აახამხამა, უეცრად დაიმორცხვა ემო-
ციების ამოფრქვევის გამო და კარისკენ უკანსვლით დაიძრა.
სტუმრებს თავი მოწყვეტით დაუკრა და უთხრა:
– დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თქვენი თვალით ნახავთ.
სერჟანტი გავიდა. დევერსმა ჭერს დაფიქრებით ახედა.
– ყველაფერი ისე მიდის, ჩვენ რომ გვაწყობს, დოკ, ასე
არაა?

86 მკითხველთა ლიგა
– ეს ბროდრიგზეა დამოკიდებული, – ბარმა დაღვრემით
ჩაილაპარაკა, – ასე არაა?
მაგრამ დევერსი აღარ უსმენდა. ფიქრობდა. გამალებით
ფიქრობდა.
...ლორდ ბროდრიგი იძულებული იყო წელში მოხრილი-
ყო, როდესაც სავაჭრო ხომალდის ერთი ნაკვეთურიდან მე-
ორეში გადადიოდა. უკან ორი იარაღშემართული მცველი
მიჰყვებოდა, სახეებზე დაქირავებული პროფესიონალების
ღიმილი დასთამაშებდათ.
პირადი მდივანი მაინცდამაინც არ ჰგავდა კაცს, სული
რომ წარიწყმიდა. კოსმოსის ეშმამ მისი სული თუკი იყიდა, ეს
მის გარეგნობაზე არანაირად არ აისახა. თავისი გამოჩენით
მან პირქუშ სამხედრო ბაზას სამეფო კარის ბრწყინვალების
ერთგვარი ელფერიც კი შესძინა.
საპარადო უნიფორმა ტანზე მარჯვედ ადგა, მკაფიო, უზა-
დო ხაზები იმის ილუზიას ქმნიდა, თითქოს იმპერატორის პი-
რადი მდივანი მაღალი კაცი იყო, და ამ თავისი, მოჩვენებითი
სიმაღლიდან დაჰყურებდა კომერსანტს. მზერა ცივი, უემო-
ციო ჰქონდა. სპილოსძვლის სტეკს ეყრდნობოდა, მანჟეტებზე
სადაფის სამაგრები უციმციმებდა.
– არა, არა, – დევერსი ხელის მოძრაობით გააჩერა, – ად-
გილზე დარჩით. თქვენი „სათამაშოები“ მე არ მაინტერესებს.
სკამი აიღო, საგულდაგულოდ გადაწმინდა ფერადი ნაჭ-
რით, სტეკის სახელურზე რომ ჰქონდა ჩამობმული. სკამზე ჩა-
მოჯდა. დევერსმა მეორე სკამს გახედა, მაგრამ ბროდრიგმა
ზანტად ჩაილაპარაკა:
– იმპერიის პერის თანდასწრებით, ყველა ფეხზე უნდა იდ-
გეს, – და ჩაიღიმა.

87 მკითხველთა ლიგა
დევერსმა მხრები აიჩეჩა.
– თუკი არ გაინტერესებთ ჩემი საქონელი, რითაც ვვაჭ-
რობ, მაშ, რისთვის მოხვედით?
პირადი მდივანი ცივად იცდიდა. დევერსმა დაუმატა:
– სირ.
– პირადად რომ გაგესაუბროთ, – მიუგო მდივანმა, – ნუთუ
გგონიათ, ორასი პარსეკი კოსმოსში თქვენი „სათამაშოების“
სანახავად ვიფრინე? მე თქვენი ნახვა მსურდა.
ინკრუსტირებული კოლოფიდან პატარა ვარდისფერი აბი
ამოიღო და პირში ჩაიდო. ნელ-ნელა, დაგემოვნებით გაწუწ-
ნა.
– მაგალითად, მსურს გავარკვიო, – გააგრძელა, – ვინ
ხართ? მართლა იმ ბარბაროსული სამყაროს მოქალაქე
ბრძანდებით, რომლის გამოც ეს მილიტარისტული აყალ-მა-
ყალი ატყდა თუ არა?
დევერსმა დაღვრემით დაუკრა თავი.
– და მან მართლა ტყვედ აგიყვანათ მას მერე, რაც ეს
ალიაქოთი დაიწყო, ომს რომ ეძახის? ჩვენს ნორჩ გენე‐
რალს ვგულისხმობ.
დევრსმა კვლავ თავი დაუკრა.
– ძალიან კარგი, ჩემო ძვირფასო უცხოელო! როგორც
ვხედავ, მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევით. ამოცანას შე-
გიმსუბუქებთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი გენე-
რალი სრულიად გაუმართლებელ ომს აწარმოებს, უამრავი
ენერგიის დანახარჯით მხოლოდ იმისთვის, ხელში რაღაც ერ-
თი ციცქნა სამყარო რომ ჩაიგდოს, სადღაც გალაქტიკის გა-
დაკარგულში – რისთვისაც ჭკუათმყოფელი ადამიანი ზარ-
ბაზნის ერთ ჭურ‐ ვსაც კი არ გაიმეტებდა. ამავე დროს, გენე-

88 მკითხველთა ლიგა
რალს ალოგიკურობას ვერ დასწამებ. პირიქით, შემიძლია
ვთქვა, რომ ზომაზე მეტად გონიერიც კია. ხვდებით, რის თქმა
მინდა?
– არა, სერ, ვერ ვხვდები.
მდივანმა ფრჩხილები გულდასმით დაითვალიერა და გა-
ნაგრძო:
– მაშ, კიდევ მომისმინეთ. გენერალი ხომალდებისა და
ხალხის განიავებას არ დაიწყებდა, მხოლოდ მხედართმთავ-
რის სახელ-დიდება რომ აინტერესებდეს. კარგად ვიცი, მუდ-
მივად სამხედრო დიდებასა და იმპერიის ღირსებაზე ლაყ-
ბობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ შემთხვევაში გმირული
ეპოქის კერპად ქცევის სურვილზე არაა ლაპარაკი. არა, აქ
რაღაც მეტი იმალება, ვიდრე დიდება, რომელსაც ის მარ-
თლაც ეძიებს. ამავე დროს, უჩვეულოდ გიფრთხილდებათ.
თქვენ რომ ჩემი ტყვე ყოფილიყავით და ისევე ცოტა გეთქვათ
ჩემთვის, როგორც გენერალს უთხარით, სტომაქს გაგიფატ-
რავდით და თქვენივე ნაწლავებით მიგახრჩობდით.
დევერსი გახევებულივით იდგა. შეუმჩნეველი მოძრაობით
ბროდრიგის ჯერ ერთ მცველს შეავლო თვალი, შემდეგ – მე-
ორეს. ორივე სრულ მზადყოფნაში იყო.
მდივანმა გაიღიმა.
– თქვენ პირდაპირ მდუმარე ეშმა ყოფილხართ. გენერ-
ლის თქმით, თქვენზე ფსიქოზონდიც კი არ მოქმედებს. სხვა-
თა შორის, შეცდომა დაუშვა, ეს რომ მითხრა. რადგან სწო-
რედ ამან დამარწმუნა, რომ ჩვენი ნორჩი სამხედრო გენია
ცრუობს, – ბროდრიგს გუნება აშკარად გამოუკეთდა.

89 მკითხველთა ლიგა
– კეთილშობილო ვაჭარო, – განაგრძო მან ღიმილით, –
მე ჩემი საკუთარი ფსიქოზონდი მაქვს, რომელიც თქვენთვის
ზედგამოჭრილი იქნება. ერთი შეხედეთ, აბა...
ბროდრიგს მარცხენა ხელის დიდსა და საჩვენებელ თი-
თებს შორის მოვარდისფრო-მოყვითალო მართკუთხედების
დასტა ეჭირა.
დევერსმა ჩაილაპარაკა:
– ნაღდ ფულსა ჰგავს.
– სწორედაც ნაღდი ფულია. უნაღდესი მთელ იმპერიაში,
რადგან უზრუნველყოფილია ჩემი სამფლობელოებით, უფრო
მეტი რომაა, ვიდრე თავად იმპერატორისა. ასი ათასი კრედი-
ტია. აქ სრული თანხაა. ამ ორ თითს შორის! და ის თქვენია!
– და რაში მაძლევთ, სერ? გამოცდილი ვაჭარი ვარ და
მშვენივრად ვიცი, გარიგება ყოველთვის ორმხრივია ხოლმე.
– რაში? რაში და სიმართლეში! რას ელის გენერალი? ეს
ომი რატომ წამოიწყო?
ლათან დევერსმა ამოიოხრა, წვერზე ხელი დაფიქრებით
ჩამოისვა.
– რას ელის? – დევერსი ბროდრიგს ხელებში უყურებდა,
როგორ სათითაოდ ფურცლავდა ბანკნოტებს, – ერთი სიტ-
ყვით თუ ვიტყვით, იმპერიას.
– ჰმ! რა იოლია! ბოლო-ბოლო, ყველაფერი ამაზე დადის.
მაგრამ როგორ? რა გზა აქვს ასეთი, გალაქტიკის ძირიდან
იმპერიის მწვერვალზე რო აიყვანს პირდაპირ და უეჭველად?
– დასაბამი, – დევერსმა მოღუშვით ჩაილაპარაკა, – მრა-
ვალ საიდუმლოს ფლობს. მის ხელშია წიგნები, ძველი წიგნე-
ბი – იმდენად ძველი, რომ ენა, რომელზეცაა დაწერილი,
მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის, დასაბამის სათავეში რომ

90 მკითხველთა ლიგა
დგანან. ეს საიდუმლოებები რელიგიისა და რიტუალების სა-
ბურველშია გახვეული, ამიტომ უბრალო მოკვდავი მათ ვერ
გაიგებს და ვერც გამოიყენებს. მე ერთხელ შევეცადე და ახ-
ლა აქ ვარ – იქ კი სიკვდილით დასჯა მემუქრება.
– გასაგებია. და რა საიდუმლოებებია? ასი ათასის სანაც-
ვლოდ, მე მგონი, კონკრეტული დეტალების გამხელასაც ვიმ-
სახურებ.
– ელემენტების ტრანსმუტაცია, – დევერსმა მოკლედ მო-
უჭრა.
მდივანმა თვალები მოჭუტა, უკვე აღარ იმზირებოდა გან-
ყენებული თვალებით...
– რამდენადაც ვიცი, ტრანსმუტაცია, ბირთვულ კანონზო-
მიერებათა გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია.
– დიახ, ასეა, თუკი ბირთვულ ძალებს გამოვიყენებთ; მაგ-
რამ ჩვენი წინაპრები ერთობ გამჭრიახი ხალხი იყო. თურმე
ბირთვულზე უფრო მძლავრი და უფრო ფუნდამენტური ძალე-
ბიც არსებობს. თუკი დასაბამი ამ ძალებს გამოიყენებს, რაც
სავსებით მოსალოდნელია...
დევერსს მუცელში თითქოს რაღაცამ წაუჭირა. აშკარა
იყო, ტივტივა ამოძრავდა, თევზმა სატყუარა იყნოსა.
მდივანმა უცებ უთხრა:
– გააგრძელეთ. გენერალმა ეს, ეტყობა, იცის, მაგრამ რის
გაკეთებას აპირებს, როდესაც ეს ბუფონადა დასრულდება?
დევერსმა მტკიცედ, დარწმუნებით უპასუხა:
– ტრანსმუტაციის მეშვეობით იგი თქვენი იმპერიის მთელ
ეკონომიკას დაიქვემდებარებს. წიაღისეულის საბადოები ერ-
თი ცენტიც კი აღარ ეღირება, როდესაც რიოზი ვოლფრამს
ალუმინისგან მიიღებს, ხოლო ირიდიუმს – რკინისგან. და

91 მკითხველთა ლიგა
მთელი მწარმოებელი სისტემა, დამყარებული იმაზე, რომ ზო-
გი ელემენტი იშვიათობას წარმოადგენს, ზოგი კი – უხვადაა,
წყალში გადასაგდები გახდება. იმპერიაში დიდი ქაოსი დაიწ-
ყება, რომლის მოგვარება მხოლოდ რიოზს შეეძლება. დიახ,
სწორედ ასეთ კოლოსალურ ძალაუფლებას მოიპოვებს რი-
ოზი, თანაც გაითვალისწინეთ, რელიგიური ცრურწმენები
სრულიად არ აწუხებს. ახლა მას უკვე ვეღარაფერი შეაჩე-
რებს. დასაბამს ყელში სწვდა, და მას მერე, რაც ბოლოს მოუ-
ღებს, ორ წელიწადში იმპერატორი გახდება.
– ესე იგი, – ბროდრიგს ჩაეცინა, – ირიდიუმს რკინისგან
მიიღებს, ასე თქვით, არა? მოდი, სახელმწიფო საიდუმლოე-
ბას გაგიმხელთ. იცით თუ არა, რომ დასაბამს უკვე ჰქონდა
კონტაქტი გენერალთან?
დევერსს ჟრუანტელმა დაუარა.
– გაოცებული ჩანხართ. არადა, რა არის გასაკვირი? მე
მგონი, ახლა ეს სრულიად ლოგიკურია. წელიწადში ასობით
ტონა ირიდიუმი შესთავაზეს, ოღონდ კი ომი შეწყვიტოს. უფ-
რო სწორად, ასობით ტონა რკინა, რომელიც ირიდიუმად აქ-
ციეს, ყველა რელიგიური აკრძალვის დარღვევით, ოღონდ კი
ტყავი გადაირჩინონ. სავსებით საკმარისი გამოსასყიდია,
თუმცა გასაკვირი არაა, რომ გენერალმა უარი უთხრა. მას
ხომ შეუძლია ირიდიუმიც მიიღოს და იმპერიაც! არადა, ჩვენი
საწყალი კლეონი მას ერთადერთ პატიოსან გენერლად მი‐
იჩნევდა. ჩემო წვერებიანო ვაჭარო, თქვენ დაიმსახურეთ
თქვენი ფული.
ეს თქვა და დასტა გადაუგდო. დევერსმა იატაკზე დაბნეუ-
ლი ბანკნოტები წამოკრიფა.
ლორდი ბროდრიგი კართან შეჩერდა, შემობრუნდა.

92 მკითხველთა ლიგა
– ერთსაც გეტყვით. ჩემს შეიარაღებულ მეგობრებს არც
სმენა აქვთ, არც განათლება, არც ინტელექტი, ლაპარაკიც კი
არ იციან. ფსიქოზონდი მათზე არ მოქმედებს. სამაგიეროდ,
ყველანაირ წამებაში ერთობ დახელოვნებულნი არიან. მე
თქვენ ასი ათას კრედიტად გიყიდეთ და მიმაჩნია, რომ კარგი
შენაძენია. მაგრამ უნდა დაივიწყოთ, რომ გიყიდეთ და თუკი
ეცდებით... გაამხილოთ... ჩვენი საუბარი გენერალს გადას-
ცეთ, სიკვდილით დაგსჯიან. ისე, როგორც ვუბრძანებ.
უეცრად მისი სახის უხეშ ნაკვთებში ბოროტმა სიხარბემ
გამოჟონა, დაყენებული, მექანიკური ღიმილი საზიზღარ, წი-
თელ იარას დაემსგავსა. დევერსს გაუელვა, – ახლა მას მყიდ-
ველის თვალით ის შეჰყურებდა, ვისაც სული მიჰყიდა.
ბროდრიგის ბლასტერშემართულმა მცველებმა დევერსი
ოთახამდე მიიყვანეს.
დუსემ ბარის კითხვაზე ვაჭარმა დაფიქრებულად, კმაყო-
ფილებით უპასუხა:
– არა, ყველაზე უცნაური ისაა, რომ იქით მომისყიდა.
...მძიმე ომის ორმა თვემ ბელ რიოზის დაღი დაასვა. თით-
ქოს ქედზე მძიმე ტვირთი ედო, – იოლად ღიზიანდებოდა.
მის წინაშე მდგომ, ათრთოლებულ სერჟანტ ლიუკს მოუთ-
მენლად უთხრა:
– გადი და კართან მოიცადე, მერე კი ესენი უკან წაიყვანე
თავის ოთახში. აქ არავინ შემოვიდეს, სანამ არ დაგიძახებ.
საერთოდ არავინ, გასაგებია? არავინ.
სერჟანტმა სამხედრო სალამი მისცა და ოთახიდან მწყობ-
რი ნაბიჯით გავიდა. რიოზმა მაგიდაზე დაგროვებული ქაღალ-
დები უკმაყოფილო ბურტყუნით წამოკრიფა, უჯრაში ჩაყარა
და მკვეთრი მოძრაობით შესწია.

93 მკითხველთა ლიგა
– დასხედით, – მოკლედ უბრძანა მომლოდინე ტყვეებს, –
დრო ცოტა მაქვს. კაცმა რომ თქვას, აქ საერთოდაც არ უნდა
ვიყო, მაგრამ თქვენ უნდა მენახეთ.
დუსემ ბარი მისკენ მიბრუნდა, ხელში ინტერესით ატრია-
ლებდა კრისტალურ კუბს, რომლის სიღრმიდანაც მისი საიმ-
პერატორო უდიდებულესობის, კლეონ II-ის სამგანზომილე-
ბიანი ბიუსტი – დანაოჭებული, ასკეტური სახე შემოჰყურებ-
და.
– უპირველესად, პატრიციუსო, – დაიწყო გენერალმა, –
უნდა გითხრათ, რომ თქვენი სელდონი მარცხდება. სიმარ-
თლე გითხრათ, დასაბამელები ურიგოდ არ ომობენ, გაგიჟე-
ბული კრაზანებივით დაქრიან და ცხარედ იკბინებიან. თავის
პლანეტებს თავგანწირულად იცავენ და როდესაც მაინც ვიკა-
ვებთ, აჯანყებებს აწყობენ, ასე რომ, პლანეტების შენარჩუნე-
ბა უფრო რთულიცაა, ვიდრე დაპყრობა. მაგრამ ვიპყრობთ
და ვინარჩუნებთ. თქვენი სელდონი მარცხდება.
– თუმც კი ჯერ არ დამარცხებულა, – ბარმა თავაზიანად
ჩაილაპარაკა.
– თავად დასაბამს ნაკლები ოპტიმიზმი აქვს. მილიონები
შემაძლიეს, ოღონდ კი როგორმე თავიდან აიცილონ სელდო-
ნის დასამარება.
– კი, ეს გავიგე. ჭორად ვრცელდება.
– ესე იგი, ჭორებმა თქვენამდე ჩემზე ადრე მოაღწია? ბო-
ლო ამბავზე რას ამბობენ?
– რომელ ბოლო ამბავზე?
– იმაზე, რომ იმპერატორის საყვარელი ლორდი ბროდრი-
გი ახლა მეორე სარდლად დაინიშნა, საკუთარი სურვილით.
დევერსმა პირველად ამოიღო ხმა.

94 მკითხველთა ლიგა
– საკუთარი სურვილით, ბოს? როგორ მოხდა? ნუთუ უცებ
გული მოგიბრუნდათ იმ ვაჟბატონზე? – თქვა და ჩაიცინა.
რიოზმა ცივად მიუგო:
– არა, ამას ვერ ვიტყოდი. მან ეს თანამდებობა, შემიძლია
გითხრათ, კარგ და ადეკვატურ ფასად შეიძინა.
– მაგალითად?
– იმპერატორს თხოვნა გაუგზავნა, დამატებითი ძალები
მოგვაშველეო.
დევერსი უკვე აშკარად ირონიულად იღიმებოდა.
– მაშ, იმპერატორს დაუკავშირდა? ესე იგი, ელოდებით,
რომ დამხმარე ძალა დღე-დღეზე მოგივათ?
– არა. დამხმარე ძალა უკვე აქაა. ხუთი სახაზო ხომალდი.
მძლავრი და მანევრული და ასევე, იმპერატორის პირადი წე-
რილი წარმატებების სურვილით; და ხომალდები კიდევ მოიჩ-
ქარიან. რაღაც არ მოგეწონათ, ვაჭარო? – ირონიულად
იკითხა.
დევერსს ტუჩები უცებ თითქოს გაეყინა. ერთი სიტყვა გა-
მოცრა მხოლოდ:
– არაფერი.
რიოზი წამოდგა, მაგიდას შემოუარა და დევერსის წინ
დადგა, ხელი ბლასტერზე ეჭირა.
– მე გეკითხებით, რაღაც არ მოგეწონათ, ვაჭარო? ახალმა
ამბავმა, ჩანს, ძალზე შეგაწუხათ. ნუთუ დასაბამზე უცებ გული
მოგიბრუნდათ?
– არა.
– ჰოო... რაღაც საეჭვოდ ლაპარაკობთ.

95 მკითხველთა ლიგა
– ნუთუ, ბოს? – დევერსმა ნაძალადევად გაიღიმა, ჯიბეებ-
ში კი ხელები მომუშტა, – აბა, მითხარით, რა გაეჭვებთ და
ყველაფერს აგიხსნით.
– ნუთუ? ჯერ ერთი, ძალზე იოლად დაგატყვევეთ. ეგრევე
ჩაგვბარდით, დამცავი ველიც კი არ ჩაგირთავთ. თურმე მზად
ხართ დაუნანებლად უღალატოთ საკუთარ სამშობლოს, სა-
ნაცვლოდ კი არაფერს ითხოვთ. საინტერესოა, არა?
– მე ყოველთვის გამარჯვებულის მხარეზე ვარ, ბოს. გო-
ნიერი კაცი ვარ, ჩვენი პირველი საუბრისას თქვენ ეს თავად
მითხარით.
რიოზმა დაძაბული, ჩახრინწული ხმით უთხრა:
– დავუშვათ. მაგრამ რით ავხსნათ ის ფაქტი, რომ თქვენ
მერე ერთი ვაჭარიც კი აღარ აგვიყვანია ტყვედ? სავაჭრო ხო-
მალდები იმდენად სწრაფები არიან, რომ თავისუფლად შეუძ-
ლიათ გაიქცნენ, როცა უნდათ. მათ ისეთი დამცავი ველი
აქვთ, რომ მსუბუქი კრეისერიც კი ვერაფერს დააკლებს, თუკი
შებრძოლებას გადაწყვეტენ. სწორედ ვაჭრები არიან პარტი-
ზანული ომის სულისჩამდგმელები და მეთაურები ოკუპირე-
ბულ პლანეტებზე, რეიდების ორგანიზატორები ოკუპირებულ
სივრცეში. რა, თქვენ ერთადერთი გონიერი კაცი ხართ მათ
შორის? თქვენ არც შეგვებრძოლეთ და არც გაიქეცით. აიღეთ
და წამსვე მოღალატე გახდით, თუმცა ამას არავინ გთხოვ-
დათ. თქვენ უნიკალური, საოცრად უნიკალური... მე ვიტყო-
დი, საეჭვოდ უნიკალური კაცი ხართ.
დევერსმა მშვიდად მიუგო:
– მივხვდი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ თქვენ არაფერი
გაქვთ საეჭვო ჩემზე. აქ უკვე ექვსი თვეა ვარ და დედიკოს ბი-
ჭივით ვიქცევი.

96 მკითხველთა ლიგა
– დიახ, ასეა და სანაცვლოდ მეც კარგად გეპყრობით.
თქვენს ხომალდს ხელი არ ვახლე, თქვენ კი ლამისაა სულს
გიბერავთ. მაგრამ ჩემი კეთილგანწყობა უკვე დაკარგეთ. მი-
სი დაბრუნება შეგიძლიათ, თუკი თქვენი ნებით მომაწვდით
ინფორმაციას იმ ხელსაწყოების შესახებ, თქვენს ხომალდზე
რომაა. მათი მოქმედების ბირთვული პრინციპები, დიდი ალ-
ბათობით, დასაბამის უახლეს შეიარაღებაში გამოიყენება.
ასეა?
– მე მხოლოდ და მხოლოდ ვაჭარი ვარ, – უპასუხა დევერ-
სმა, – ჭკუის კოლოფი ტექნიკოსი კი არა. „სათამაშოებს“ ვყი-
დი, კი არ ვამზადებ.
– ჩვენ ამას მალე ვნახავთ. ამისთვის მოვედი. თქვენს ხო-
მალდს გავჩხრეკთ, პერსონალური დამცავი ველის გენერა-
ტორი რომ ვიპოვოთ. თქვენ ის არ გეკეთათ, არადა, დასაბა-
მის ყველა ჯარისკაცსა აქვს.ეს შეიძლება იმის მტკიცებულება
იყოს,რომ გარკვეული ინფორმაციის დამალვას ცდილობთ.
ასე არაა?
დევერსმა არაფერი უპასუხა. რიოზმა გააგრძელა:
– თუმცა უფრო პირდაპირი მტკიცებულებაც არსებობს.
ფსიქოზონდი ჩამოვიტანე. ერთხელ არ გაამართლა, მაგრამ
მტერთან ურთიერთობა კარგი სკოლაა.
მის ხმაში სულ უფრო მეტი მუქარა ჟღერდა. დევერსმა იგ-
რძნო,მკერდში ბლასტერის ლულა როგორ მიებჯინა.
გენერალმა მშვიდად უთხრა:
– მოიხსენით სამაჯურები და ყველა ლითონის მოსართავი,
რაც კი გაქვთ, და მომეცით. წყნარად! ატომური ველის გამ-
რუდება შესაძლებელია, ფსიქოზონდი კი მხოლოდ სტატიკურ
ველში მუშაობს. აი, ასე. მომეცით, მომეცით.

97 მკითხველთა ლიგა
ამ დროს გენერლის მაგიდაზე სიგნალი აციმციმდა, შეტ-
ყობინების კაფსულა მიმღებში ჩავარდა. ბარი კვლავაც იმპე-
რატორის სამგანზომილებიან გამოსახულებას ატრიალებდა
ხელში.
რიოზმა მაგიდისკენ გადადგა ნაბიჯი, ბლასტერი შემართუ-
ლი ჰქონდა. ბარს უთხრა:
– ასევე თქვენც, პატრიციუსო. თქვენმა სამაჯურმა გაგყი-
დათ. თქვენ მე მჭირდებოდით. შურისმაძიებელი სულაც არ
ვარ, თუმც კი თქვენი ნათესავების ბედს ფსიქოზონდირების
შედეგები გადაწყვეტს.
რიოზი წინ გადაიხარა, კაფსულა რომ აეღო. ამ დროს ბარ-
მა კრისტალში მოქცეული კლეონის ბიუსტი ასწია და გენე-
რალს თავში დამიზნებით ჩაარტყა.
ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ დევერსს სუნ-
თქვაც კი შეეკრა. მოხუცში თითქოს დემონმა გაიღვიძაო.
– ჩქარა! – გამოსცრა ბარმა, – გავედით! – დაიხარა, რი-
ოზის ბლასტერს დასწვდა და უბეში ჩაიდო.
კარის გაღების ხმაზე სერჟანტმა ლუკმა მოიხედა.
ბარმა მშვიდად უთხრა:
– წინ წადით, სერჟანტო!
დევერსმა კარიმიხურა.
სერჟანტი მათი ოთახისკენ წავიდა, წამით შეყოვნდა, ზურ-
გში ბლასტერის ლულა იგრძნო და ხისტად ნათ‐ ქვამი გაიგო-
ნა:
– სავაჭრო ხომალდისკენ!
დევერსმა წინ გადადგა ნაბიჯი, საჰაერო შლუზი რომ გაეხ-
სნა. ბარმა უბრძანა:

98 მკითხველთა ლიგა
– იდექით, სადაც დგახართ, ლუკ. კარგად გვექცეოდით და
თქვენი მოკვლა სულაც არ გვინდა.
მაგრამ იმწამს სერჟანტმა ბლასტერზე რიოზის მონოგრა-
მას მოჰკრა თვალი და შეჰყვირა:
– გენერალი მოკალით!
გიჟური, გაუცნობიერებელი იმპულსის ზემოქმედებით ია-
რაღს სწვდა და უმალ დანახშირებული ხორცის გროვად იქცა.
სავაჭრო ხომალდმა აფრენა მანამ მოასწრო, სანამ განგა-
ში ატყდებოდა. გეზი გალაქტიკის ცენტრისკენ აიღეს.
დევერსმა დაღვრემით ჩაილაპარაკა:
– გამაგრდით, ბარ. აბა, ვნახოთ, თუ ჰყავთ ხომალდი, ჩემ-
სას სისწრაფეში რომ შეედრება.
მშვენივრად იცოდა, ასეთი ხომალდი რომ არ გააჩნდათ.
ღია კოსმოსში როდესაც გავიდნენ, დევერსმა გულდაწყვე-
ტით ჩაილაპარაკა:
– ბროდრიგს მეტისმეტად მიმზიდველი ზღაპარი მოვუყე-
ვი. ფაქტობრივად, გენერალს ჩავახუტე.
გალაქტიკის ვარსკვლავეთში ელვის სისწრაფით მიქროდ-
ნენ.

99 მკითხველთა ლიგა
8.

ტრენტორისკენ

დევერსი მომცრო სფეროს დაჰყურებდა, სიცოცხლის ნი-


შანწყალი რომ არ ეტყობოდა. მიმართულების კონტროლის
სისტემა ხომალდის გარშემო სივრცეს სხივად ფოკუსირებუ-
ლი სიგნალების მეშვეობით საგულდაგულოდ, აუჩქარებლად
სინჯავდა.
ბარი კუთხეში, დაბალ სავარძელში მოკალათებულიყო,
დევერსს მოთმინებით გასცქეროდა, ბოლოს ჰკითხა:
– არ ჩანან?
– იმპერატორის ჯეელები? არა, – ვაჭარმა სიტყვა აშკარა
მოუთმენლობით ჩაიბურტყუნა, – დიდი ხანია, უკან ჩამოვი-
ტოვეთ. ო, ეს კოსმოსი! მიკვირს, ჰიპერსივრცეში ბრმად რომ
ვაკეთებთ ნახტომებს, აქამდე რომელიმე ვარსკვლავს რო-
გორ არ შევასკდით. ისინი კი ვერ დაგვეწეოდნენ, რომც ვეპო-
ვეთ, მაგრამ ვერ გვიპოვეს.
სავარძლის საზურგეზე მიეყრდნო და მკვეთრი მოძრაო-
ბით საყელო შეიხსნა.
– საერთოდაც არ მესმის, იმპერატორის ჯეელები აქ რას
აკეთებენ. მათ ე.წ. ბლოკადაში საკმარისად ბევრი ხვრელია.
– როგორც ვხვდები, დასაბამთან ცდილობთ დაკავშირე-
ბას.
– არა, ასოციაციასთან. თუმც არაფერი გამომდის.

100 მკითხველთა ლიგა


– ასოციაციასთან? ეგ რაღაა?
– დამოუკიდებელ ვაჭართა ასოციაცია. ჰმ, არ გაგიგიათ?
თუმცა მხოლოდ თქვენ არ ხართ ასეთი. უბრალოდ, ჩვენ ჯერ
თავის გამოჩენა ვერ მოვასწარით.
მცირე ხნით სიჩუმემ დაისადგურა. მიმღების ინდიკატო-
რიც დუმდა. ბარმა იკითხა:
– კავშირის ზონაში ვართ?
– ვერ გეტყვით. წარმოდგენაც კი არა მაქვს, სად ვიმყოფე-
ბით. ხელის ცეცებით მივიწევთ წინ. ამიტომაც ჩავრთე სივ-
რცის წრიული კონტროლი. მაგრამ ასე შეიძლება წლობით
ვიფრინოთ.
– მართლა? – იკითხა ბარმა და აციმციმებულ ინდიკატორ-
ზე მიუთითა. დევერსი შეკრთა, ყურსასმენები სასწრაფოდ მო-
ირგო. მრუმე სფეროს სიღრმეში თეთრი შუქი გაკრთა.
ნახევარი საათის განმავლობაში ჰიპერსივრცის გავლით
დევერსი უშედეგოდ ცდილობდა კავშირი დაემყარებინა ისეთ
მანძილზე, რომლის გავლას სინათლის სხივი ხუთას წელს
მოანდომებდა.
ბოლოს საზურგეს მიეყრდნო, თავი უიმედოდ გააქნია და
ყურსასმენები მოიხსნა.
– მოდი, ვჭამოთ, დოკ. შეგიძლიათ იონური შხაპი მი-
იღოთ. ცხელი წყალი, სავარაუდოდ, არ გვაქვს.
წამოდგა და კედელთან ჩამწკრივებულ კარადებთან მივი-
და, ერთ-ერთში შეიხედა.
– იმედია, ვეგეტარიანელი არ ბრძანდებით...
– არა, ყველაფერს გეახლებით. მაგრამ, მოდი, ასოციაცი-
ას მივუბრუნდეთ. კავშირს ვერ ამყარებთ?

101 მკითხველთა ლიგა


– ვერა. დიდი მანძილია, ოდნავ უფრო დიდი, ვიდრე საჭი-
როა. მაგრამ არა უშავს. წინასწარ ვიცოდი, ასეც მოხდებოდა.
გასწორდა და მაგიდაზე ლითონის ორი კონტეინერი დად-
გა.
– ხუთიოდე წუთი აცალეთ, მერე კი გახსენით, აი, ამ კონ-
ტაქტებს დააჭირეთ. მიიღებთ თეფშს, კერძსა და ჩანგალს,
ძალზე მოსახერხებელია, როცა გეჩქარება. იმედია, ხელსაწ-
მენდს არ მოითხოვთ. გაინტერესებთ, რა შემატყობინა ასო-
ციაციამ?
– თუ საიდუმლო არ არის.
– თქვენთვის არა. რიოზს სიმართლე უთქვამს.
– იმის შესახებ, გამოსასყიდი რომ შესთავაზეს?
– ჰო. შესთავაზეს, მაგრამ უარი უთხრა. საქმე ცუდად მი-
დის. ბრძოლები ლორისის გარე ვარსკვლავებთან მიმდინა-
რეობს.
– ლორისი დასაბამთან ახლოსაა?
– ო? ესეც კი არ გცოდნიათ! ლორისი ყოფილი ოთხი სამე-
ფოდან ერთ-ერთია. თავდაცვის შიდა ხაზის ნაწილად შეიძ-
ლება ჩაითვალოს. მაგრამ ყველაზე ცუდი ეგ არაა. დიდ ხო-
მალდებთან უწევთ ბრძოლა, ეგეთები მანამდე არც ენახათ.
ეს კი ნიშნავს, რომ რიოზმა დამხმარე ძალა მიიღო. ბევრი
ხომალდია. ბროდრიგმა გეზი იცვალა, მე კი მათ კარტები
ავურიე.
დევერსს მზერა დაბინდული ჰქონდა, კონტეინერს საჭირო
ადგილას როდესაც შეეხო, აკურატულად გაიხსნა. შემწვარი
ხორცის მსგავსმა კერძმა მადისაღმძვრელი ოხშივარი ამო-
აფრქვია. დუსემ ბარი უკვე გემრიელად ილუკმებოდა.

102 მკითხველთა ლიგა


– მაშ, – თქვა ბარმა, – გვეყო იმპროვიზაცია. აქ ვერაფერს
გავაწყობთ. იმპერიის ბლოკადას ვერ გავარღვევთ და დასა-
ბამამდე ვერ მივალთ. უფრო გონივრულს ვერაფერს ვიზამთ
თუ არა, მშვიდად დაველოდოთ. თუკი რიოზმა თავდაცვის ში-
და ხაზს მიაღწია, დიდხანს ცდა არ მოგვიწევს.
დევერსმა ჩანგალიდაუშვა.
– მაშ, ველოდოთ, არა? – ჩაიბურტყუნა და თვალები გაკ-
ვესა, – შესაძლოა, ეს თქვენ კიდეც გაწყობთ. თქვენ დასაკარ-
გი არაფერიგაქვთ.
– დასაკარგი არაფერი მაქვს? – ბარმა სუსტად გაიღიმა.
– არა, არ გაქვთ. ჰოდა, პირდაპირ გეტყვით, – დევერსი
გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა, – თქვენ ისე უყურებთ ამ ყვე-
ლაფერს, თითქოს რაღაც საინტერესო პროცესს მიკროსკოპ-
ში აკვირდებოდეთ. ამ დროს, ჩემი მეგობრები იღუპებიან,
მთელი ჩემი სამყარო, ჩემი სამშობლო იღუპება. თქვენ უცხო
ხართ. არაფერი გესმით.
– მე მინახავს, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები, –
მოხუცს ხელები მუხლებზე უღონოდ დაეწყო, თვალები მოხუ-
ჭული ჰქონდა, – ცოლი გყავთ?
– ვაჭრები ცოლებს არ ირთავენ, – უპასუხა დევერსმა.
– აი, მე კი ორი შვილი და ძმისშვილი მყავს. გაფრთხილე-
ბულები არიან, მაგრამ მიზეზთა გამო, არაფრის გაკეთება არ
ძალუძთ. ჩვენი გაქცევა მათ სიკვდილს ნიშნავს. ჩემმა ქა-
ლიშვილმა შვილიშვილებთან ერთად, იმედია, პლანეტის და-
ტოვება მოასწრო, მაგრამ ისინი რომც არ ჩავთვალო, მე უფ-
რო მეტით გავრისკე, ვიდრე თქვენ.
დევერსმა დაღვრემით, აღშფოთებით გააგრძელა:

103 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ვიცი. მაგრამ ეს თქვენი არჩევანი იყო. შეგეძლოთ
რიოზის თამაში გეთამაშათ. არასოდეს მითხოვია თქვენ-
თვის...
ბარმა თავი გააქნია.
– არა, დევერს, მე არჩევანი არ მქონდა. თქვენი სინდისი
სუფთაა, ჩემი შვილების სიცოცხლით თქვენ გამო არ ვრისკავ.
რიოზთან ვთანამშრომლობდი მანამ, სანამ ეს საჭირო იყო.
თუმც კი ფსიქოზონდი გველოდა.
სივენელმა პატრიციუსმა თვალი გაახილა. ტკივილიანი
მზერა ჰქონდა.
– ერთხელ ჩემთან რიოზი მოვიდა, წელიწადზე მეტი ხნის
წინათ. ჯადოქრების კულტზე ლაპარაკობდა, მაგრამ სიმარ-
თლე არ იცოდა. ის მთლად კულტიც არაა. გესმით, სივენა უკ-
ვე ორმოცი წელია იმ უღლის ქვეშაა, ახლა თქვენ რომ დაგე-
მუქრათ. ხუთჯერ ავჯანყდით. ერთხელ კი ჰარი სელდონზე
ძველი ჩანაწერები ვიპოვე და ახლა, ეს ე.წ. „კულტი“ თავის
დროს ელოდება.
ელოდება „ჯადოქრების“ დაბრუნებას – იმ დღისთვის ყვე-
ლაფერი მზადაა. ჩემი შვილები იმათ სათავეში დგანან, ვინც
ელის. ესაა საიდუმლო, გონებაში რომ მაქვს, საიდუმლო,
რომელსაც ფსიქოზონდი არ უნდა მისწვდეს. ასე რომ, ჯობია
მძევლებად დაიღუპონ. რადგან, სხვა შემთხვევაში, მეამბო-
ხეებად დაიღუპებიან და მათთან ერთად – ნახევარი სივენაც.
როგორც ხედავთ, არჩევანი არ მქონდა! და უცხოც არ ვარ.
დევერსმა თავი დახარა, ბარმა უფრო მშვიდად გააგრძე-
ლა:
– სივენა მხოლოდ და მხოლოდ დასაბამის გამარჯვების
იმედითაა. შვილები დასაბამის გამარჯვებას შევწირე. არადა,

104 მკითხველთა ლიგა


ჰარი სელდონს არ უწინასწარმეტყველებია, რომ სივენა უცი-
ლობლად განთავისუფლდება ისევე, როგორც დასაბამის გა-
თავისუფლება იწინასწარმეტყველა. ჩემი თანამოძმეების
ბედზე გულდაჯერებული არ ვარ, მხოლოდ იმედი მაქვს.
– ამისდა მიუხედავად, ლოდინს ამჯობინებთ. და ეს მაშინ,
როდესაც იმპერიის ფლოტი უკვე ლორისშია.
– დიახ, ლოდინს ვამჯობინებდი იმ შემთხვევაშიც კი, –
მარტივად უთხრა ბარმა, – მტერი უკვე პლანეტა ტერმინუსზე
რომც იყოს.
ვაჭარმა შუბლი უიმედოდ შეიჭმუხნა.
– არ ვიცი, არ ვიცი... თავისთავადაც არ იმუშავებს, ეს ხომ
მაგია არაა. ფსიქოისტორიასთან კი გვაქვს საქმე, მაგრამ
ისინი ძლიერები არიან, ჩვენ კი – სუსტები. რა შეუძლია სელ-
დონს ამ სიტუაციაში გააწყოს?
– არაფერი. რადგან ყველაფერი ისედაც უკვე გაწყობი-
ლია. და ახლა, უბრალოდ, ხორცს ისხამს. ის, რომ ვერ ხე-
დავთ, თუ როგორ ტრიალებენ ჭანჭიკები და არც გონგის ხმა
გესმით, არ ნიშნავს, თითქოს ისტორიის მექანიზმი არ მუშა-
ობს.
– შესაძლოა. თუმცა მერჩია რიოზის თავის ქალა ჩაგემ-
სხვრიათ, უბრალოდ კი არ გაგეთიშათ. ის ერთი უფრო საშიში
მტერია, ვიდრე მთელი მისი არმია.
– თავის ქალა ჩამემსხვრია? როდესაც მეორე სარდალი
ბროდრიგია? – ბარს სახე სიძულვილით დაემანჭა, – მთელ
სივენას მძევლად აიყვანს. მან თავი უკვე არაერთხელ გამოი-
ჩინა. არსებობს სამყარო, სადაც ხუთი წლის წინ ყოველი მე-
ხუთე მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ უარს ამ-
ბობდნენ წარმოუდგენლად მძიმე გადასახადები გადაეხადათ.

105 მკითხველთა ლიგა


სწორედ ბროდრიგი გახლდათ გადასახადების ამკრეფი. არა,
რიოზს შეუძლია იცოცხლოს. მისი რეპრესიები, თუკი ბროდ-
რიგისას შევადარებთ, წყალობად შეიძლება მოგვეჩვენოს.
– მაგრამ ექვსი თვე – ექვსი თვე! – მტრის ბაზაზე სრული-
ად უქმად! – ამოიგმინა დევერსმა და ხელი ისეთი ძალით მო-
მუშტა, რომ ძვლების ჭახანი გაისმა, – სრულიად უქმად!
– ერთი წამით, თქვენმა სიტყვამ გამახსენა... – ბარმა ხე-
ლი ჯიბეში მოაფათურა, – იქნებ რამეში გამოგადგეთ, – თქვა
და მაგიდაზე ლითონის პატარა სფერო დააგდო.
დევერსმა ბურთულა აიღო.
– ეს რა არის?
– შეტყობინების კაპსულა. რიოზმა რომ მიიღო მანამ, სა-
ნამ თავში ჩავკრავდი. იქნებ რამე ღირებულია?
– არ ვიცი. გააჩნია, რას შეიცავს! – დევერსი კაფსულას ყუ-
რადღებით დააცქერდა.
...როდესაც ბარმა ცივი შხაპი მიიღო და თბილი ჰაერის
ჭავლის ქვეშ დადგა, დაინახა, რომ დევერსი მართვის პულ-
ტთან იჯდა ღრმად ჩაფიქრებული.
სივენელმა ტანზე ხელები რიტმულად დაიტყაპუნა და ხაზ-
გასმით ჰკითხა:
– რას აკეთებთ?
დევერსმა გახედა. წვერში ოფლის წვეთები უბრწყინავდა.
– ვცდილობ, კაფსულა გავხსნა.
– რიოზის პერსონალური კოდის გარეშე შეგიძლიათ გახ-
სნათ? – სივენელის ხმაში გაოცებამ გაიჟღერა.
– თუკი ვერ გავხსნი, ვაჭართა ასოციაციას დავტოვებ და
კოსმოსური ხომალდის პულტს აღარასოდეს მივუჯდები.
ელექტრონული სქემის ანალიზი სამი სხვადასხვა მეთოდით

106 მკითხველთა ლიგა


უკვე ჩავუტარე. მე მაქვს საგანგებო მოწყობილობები, რომ-
ლებიც იმპერიაში არავის უნახავს, დასაბამმა კი სწორედ ამ-
გვარი კაფსულების გასახსნელად შექმნა. ოდესღაც ასეთი
რაღაცებით ვერთობოდი. ვაჭარმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნ-
და იცოდეს.
ისევ დახარა თავი პატარა სფეროზე, მომცრო ხელსაწყო
მის ზედაპირს ფრთხილად შეეხო. კონტაქტები წითლად აციმ-
ციმდნენ.
– სხვათა შორის, კაფსულა საკმაოდ ტლანქადაა დამზადე-
ბული. იმპერიის ჯეელები ამ საქმეში ვერ ერკვევიან. ერთხელ
მაინც თუ გინახავთ დასაბამის კაფსულა? ამაზე ორჯერ უფრო
პატარაა და, რაც მთავარია, ელექტრონულ ანალიზს არ ექ-
ვემდებარება.
დევერსი დაიძაბა, პერანგის ქვეშ კუნთები ხილულად
ამოებურცა. მომცრო მოწყობილობა სფეროს კვლავ ფრთხი-
ლად შეახო.
კაფსულა უხმაუროდ გაიხსნა, დევერსმა შვებით ამოისუნ-
თქა და მოეშვა. ბრჭყვიალა სფერო ხელისგულზე ჰქონდა,
რომელშიც პერგამენტივით დახვეული შეტყობინება იდო.
ბარს ანიშნა, გაჩუმდიო. მერე კი შეტყობინება სწრაფად
წაიკითხა.
– ბროდრიგისგანაა, – ჩაილაპარაკა და დაუმატა, – თანაც
ინფორმაციის მატარებელი არ იშლება... ჩვენს კაფსულებში
შეტყობინება ერთ წუთის მერე აირად იქცევა ხოლმე.

„მისი საიმპერატორო უდიდებულესობის საგანგებო ელ-


ჩის, იმპერიის საბჭოს მდივნის, იმპერიის პერის, ამელ ბროდ-

107 მკითხველთა ლიგა


რიგისგან – სივენის სამხედრო გუბერნატორს, იმპერიის
ფლოტის გენერალს, იმპერიის პერს, ბელ რიოზს.

მოგესალმებით.

პლანეტამ 1120 წინააღმდეგობა შეწყვიტა. შეტევის გეგმა


წარმატებით ხორციელდება. მტერი წელში გადავტეხეთ. სა-
ბოლოო მიზანს უახლოეს მომავალში მივაღწევთ.“

ბარმა მიკროსკოპულ ნაწერს თვალი მოაშორა და სიმ-


წრით შესძახა:
– რა ბრიყვია! რა დეგენერატი! ეს რა – პატაკი ჰგონია?
– ჰმ, – ჩაიბურტყუნა დევერსმა. მეტად იმედგაცრუებული
იყო.
– ეს არაფერს გვაძლევს, – დაასკვნა ბარმა, – ეს ჩვენი
ბრწყინვალე კარისკაცი ახლა მართლა გენერლობანას თამა-
შობს. რიოზს თუ მოიშორებს, მთავარსარდალი გახდება. მა-
ნამდე კი თავის უბადრუკ სულს იმით აამებს, რომ პომპეზურ
მოხსენებას აგზავნის სამხედრო გამარჯვებების თაობაზე,
რომელთანაც საერთო არაფერი აქვს. „ამა და ამ პლანეტამ
წინააღმდეგობა შეწყვიტა“. „შეტევის გეგმა წარმატებით ხორ-
ციელდება“. „მტერი წელში გადავტეხეთ!“ თავგასიებული ყე-
ყეჩი!
– მოითმინეთ ერთი წამით, მომაწოდეთ, აბა...
– სანაგვეში მოისროლეთ! – მოხუცმა ზურგი აქცია, არ
იცოდა სად წასულიყო სირცხვილისგან, – გალაქტიკამ უწყის,
რომ რაღაც განსაკუთრებულს არ მოველოდი. მაგრამ ომის
დროს უნდა დაუშვა, რომ ნებისმიერმა, ყველაზე უმნიშვნელო

108 მკითხველთა ლიგა


პატაკმა, რომელმაც დროზე არ მიაღწია დანიშნულების ადგი-
ლამდე, საომარ მოქმედებაზე შეიძლება იმოქმედოს და მოგ-
ვიანებით რაღაც გართულება გამოიწვიოს. ამიტომაც ავიღე
კაფსულა. მაგრამ ეს რაა! ჯობდა, დამეტოვებინა. რიოზი ერთ
წუთს მაინც ხო დაკარგავდა ამ ფარატინა ქაღალდის კითხვა-
ზე. ახლა კი ამ დროს საქმეს მოახმარს.
მაგრამ დევერსი ფეხზე წამოდგა.
– იქნებ დამშვიდდეთ და ბოლთის ცემა შეწყვიტოთ? სელ-
დონის გულისათვის...
ციცქნა ქაღალდი ბარს თვალებთან მიუტანა და უთხრა:
– გადაიკითხეთ! რა გულისხმობს, როცა წერს: „საბოლოო
მიზანს უახლოეს მომავალში მივაღწევთ?“
– დასაბამის დაპყრობას. სხვა რას?
– დარწმუნებული ხართ? იქნებ იმპერიის ხელში ჩაგდებას
გულისხმობს? თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, მას სჯერა,
ესაა მისი საბოლოო მიზანი.
– ასე რომც იყოს, მერე რა?
– რომც იყოს კი არადა, სწორედ ასეა! – დევერსს წვერით
დაფარული სახე ღიმილმა გაუხლიჩა, – ახლავე გაჩვენებთ,
ამას რა მოჰყვება.
ბროდრიგის მონოგრამით დამშვენებული ბარათი უკან
კაფსულაში ჩააბრუნა, დააჭირა და კაფსულა ჩხაკუნით დაიკე-
ტა. სფეროს შიგნით რაღაც სუსტი ხმა გაისმა – კონტროლის
სისტემამ დარღვეული წესრიგი აღადგინა.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ ამ კაფსულას გახსნა შეუძლებე-
ლია, თუკი რიოზის პერსონალური კოდი არ იცი?
– იმპერიაში ასეა, – მიუგო ბარმა.

109 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ იმპერატორს ხომ შეუძლია გახსნას, არა? მთავ-
რობის ოფიციალური პირების პერსონალური კოდები ფა-
ილებში უნდა ჰქონდეს ჩაწერილი. დასაბამში ჩვენი ოფიცია-
ლური წარმომადგენლების კოდები შენახული გვაქვს.
– ასევეა იმპერიის დედაქალაქშიც, – დაეთანხმა ბარი.
– მაშასადამე, როდესაც თქვენ, სივენის პატრიციუსი და
იმპერიის პერი, ეტყვით იმპერატორ კლეონს, რომ მისი საყ-
ვარელი თუთიყუში და მისი ყველაზე უბრწყინვალესი გენერა-
ლი შეითქვენ, ტახტიდან რომ ჩამოაგდონ და ამ კაფსულას
ნივთმტკიცებად წარუდგენთ, რას იფიქრებს, რა არის ბროდ-
რიგის „საბოლოო მიზანი?“
ბარი სკამზე უღონოდ დაეშვა.
– ერთი წამით, ვერ მოგყვებით, – მოხუცმა ლოყა მოიფხა-
ნა, – თქვენ რა, ამას სერიოზულად ამბობთ?
– დიახ, სრულიად სერიოზულად, – დევერსს გაბრაზება და
აღელვება დაეტყო, – მისმინეთ, ბოლო ათი იმპერატორიდან
ცხრას ყელი გამოჭრეს, ანდა ააფეთქეს გენერლებმა, გრან-
დიოზული გეგმები რომ ჰქონდათ. ეს ჩემთვის თავად არაერ-
თხელ გითქვამთ. ბებერი იმპერატორი ამას ეგრევე დაიჯე-
რებს და რიოზის თავიც უმალ მიწაზე გაგორდება.
ბარმა თავისთვის ჩაიბურტყუნა:
– მართლაც არ ხუმრობს... გალაქტიკის გულისათვის, მე-
გობარო, გაიგეთ, რომ სელდონის კრიზისს ასეთი ძველმო-
დური, არაპრაქტიკული, რომანებიდან ნასესხები მეთოდით
ვერ გადაჭრით. წარმოიდგინეთ, რომ კაფსულა ხელში არ
ჩაგვარდნოდათ, წარმოიდგინეთ, რომ ბროდრიგს არ დაეწე-
რა: „საბოლოო მიზანი“. არა, სელდონი ასეთ გიჟურ დამ-
თხვევებსა და გამართლებას არ ითვალისწინებდა.

110 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ სელდონს არც ის უთქვამს, თუკი გიჟური დამ-
თხვევა და გამართლება ხელში ჩაგივარდა, უფლება არ
გაქვს, გამოიყენოო.
– რასაკვირველია, მაგრამ... მაგრამ... – ბარმა ფრაზა გაწ-
ყვიტა, მერე კი უფრო მშვიდად, თუმც კი შინაგანად დაძაბული
ალაპარაკდა, – მისმინეთ, ჯერ ერთი, ტრენტორზე როგორ
ჩავაღწევთ? კოორდინატები მე არ მახსოვს, თქვენ კი არ
იცით. ისიც კი არ იცით, სად ვიმყოფებით.
– კოსმოსში ვერ დაიკარგები, – ჩაეცინა დევერსს. პულტის
წინ იდგა, – უახლოეს პლანეტაზე ჩავფრინდებით, იქიდან კი
საუკეთესო სანავიგაციო რუკებით გამოვბრუნდებით. ბროდ-
რიგის ასი ათასი კრედიტით რასაც გინდა, იმის იყიდი.
– კი იყიდი და იქვე მუცელსაც გაგიფატრავენ ბლასტერით.
ჩვენი აღწერა იმპერიის ამ სექტორის ყველა პლანეტაზე ექნე-
ბათ.
– დოკ, – მშვიდად მიმართა დევერსმა, – ასეთი მიამიტიც
ნუ იქნებით. რიოზმა თქვა, რომ ჩემი ხომალდი საეჭვოდ იო-
ლად დანებდა. ჩემს ხომალდს საკმარისი იარაღი და ენერგია
აქვს, რომ გააცამტვეროს ყველაფერი, რაც კი წინ დაუხვდება.
გარდა ამისა, ჩვენ პერსონალური დამცავი ველის გენერატო-
რები გვაქვს. იმპერიის ჯეელებმა ვერ იპოვეს, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, თითქოს არ გაგვაჩნია.
– ისევ ბრძოლა და ბრძოლა, – ჩაილაპარაკა ბარმა, –
კარგი, დავუშვათ, რომ ტრენტორზე ვართ. იმპერატორთან
როგორ მოვხვდებით? თქვენ გგონიათ, მიღების საათები
აქვს?
– მაგაზე მერე ვიფიქროთ, ტრენტორს როცა მივაღწევთ, –
მიუგო დევერსმა.

111 მკითხველთა ლიგა


ბარმა უღონოდ ჩაიბურტყუნა:
– მაშ, კარგი. მინდა ტრენტორი ვნახო, სანამ მოვკვდები.
ამაზე ვფიქრობ უკვე ნახევარი საუკუნეა.
ჰიპერბირთვული ძრავა ამუშავდა. ინდიკატორები აციმ-
ციმდა და ბარმა შინაგანი ბიძგი იგრძნო, რაც ჰიპერსივრცუ-
ლი ნახტომის მანიშნებელი გახლდათ.

112 მკითხველთა ლიგა


9.

ტრენტორზე

ვარსკვლავები იმდენი იყო, რამდენი სარეველაცაა მოუვ-


ლელ მინდორში. ლათან დევერსს, ჰიპერნახტომის გაანგა-
რიშებისას, მძიმის მარჯვნივ მდგომი ციფრების გათვალისწი-
ნება პირველად მოუხდა. აუცილებლობა იმისა, რომ სინათ-
ლის ერთი წლის ფარგლებში ეკეთებინა ჰიპერნახტომები,
მასში კლაუსტროფობიის მსგავს განცდას იწვევდა. კაშკაშა
ვარსკვლავები თითქოს ყოველი მხრიდან აწვებოდნენ. მო-
ციმციმე ოკეანეში დაკარგულად გრძნობდა თავს.
და ამ ათიათასობით ვარსკვლავის შუაგულში, რომელთა
შუქი წყვდიადს ნაფლეთებად აქცევდა, ვეება იმპერიული
პლანეტა – ტრენტორი – მდებარეობდა.
თუმცა ის პლანეტაზე მეტი იყო. ის იმპერიის ოცი მილიონი
ვარსკვლავური სისტემის გულისგულს წარმოადგენდა. მას
ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა – მართვა; ერთადერთი მიზანი
– ბატონობა; ერთადერთ პროდუქტს აწარმოებდა – კანო-
ნებს.
მთელი ეს სამყარო ერთიან სისტემად ფუნქციონირებდა.
მის ზედაპირზე არ არსებობდა ცოცხალი ორგანიზმი, გარდა
ადამიანისა, შინაური ცხოველებისა და მათი პარაზიტებისა.
საიმპერატორო სასახლის ასი კვადრატული კილომეტრის

113 მკითხველთა ლიგა


ტერიტორიის მიღმა ვერ იპოვიდი ერთ ღერ ბალახს, მიწის
ნაგლეჯს, რომელზეც რაღაც არ ყოფილიყო აშენებული. ღია
წყალსაცავები მხოლოდ საიმპერატორო სასახლეს ჰქონდა,
პლანეტის დანარჩენი მოსახლეობა წყალს ვეება მიწისქვეშა
რეზერვუარებიდან იღებდა.
ლაპლაპა, მტკიცე, უჟანგავი ლითონი პლანეტის მთელ ზე-
დაპირს ფარავდა – ის წარმოადგენდა საფუძველს, რომელ-
ზეც ლითონის კონსტრუქციები იყო აღმართული. ისინი ერ-
თმანეთთან დახურული გასასვლელებით გახლდათ დაკავში-
რებული, მათგან ყოველ მხარეს ურიცხვი დერეფანი იკლაკ-
ნებოდა, ურიცხვი ოფისი იყო მოწყობილი, ქვედა სართულებ-
ზე კი, რამდენიმე კვადრატული მილის ფართობზე – მრავალ-
რიცხოვანი სავაჭრო ცენტრები, ზედა სართულებზე –გასარ-
თობი ცენტრები, რომელთა შუქები ღამღამობით კაშკაშდე-
ბოდა ხოლმე.
კაცს ტრენტორისთვის ისე შეეძლო შემოევლო, რომ ეს
უზარმაზარი ნაგებობა არ დაეტოვებინა და ქალაქი ვერ და-
ენახა.
ყოველდღიურად პლანეტაზე უფრო დიდი კოსმოსური
ფლოტი ეშვებოდა, ვიდრე იმპერიის ყველა სამხედრო ფლო-
ტი ერთად აღებული და ჩაჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდე-
ბოდა ორმოც მილიონ ადამიანს, ვინც სანაცვლოდ არაფერს
იძლეოდა გარდა იმისა, რომ ხსნიდა იმ უზომო რაოდენობის
აბურდულ ძაფებს, იმპერიას ცენტრალურ ადმინისტრაციას-
თან რომ აკავშირებდა. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყველაზე
რთული მმართველობითი სისტემა გახლდათ.
ტრენტორს ოცი სასოფლო-სამეურნეო პლანეტა კვებავდა.
დანარჩენი სამყარო კი მისი მსახური გახლდათ.

114 მკითხველთა ლიგა


...სავაჭრო ხომალდის ლითონის „თათები“ ფრთხილად
დაეშვა მაღალ პანდუსზე, ანგარისკენ რომ მიდიოდა. დე-
ვერსს იმ სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობის
„სიამოვნება“ უკვე გამოცდილი ჰქონდა, სადაც მხოლოდ ქა-
ღალდებს ენდობოდნენ – საბუთების ოთხ ეგზემპლარად შევ-
სების „წმიდათაწმიდა“ პრინციპსაც კარგად იცნობდა. ისინი
ჯერ კიდევ ტრენტორის გარეთა ორბიტაზე შეაჩერეს, სადაც
ასიდან პირველი ანკეტა შეავსებინეს. გაიარეს ასობით ჯვა-
რედინი გამოკითხვა, რუტინული ადმინისტრაციული ტესტი-
რება, ხომალდს ფოტოები გადაუღეს, ორ კაცს პიროვნულ-
ანალიტიკური კვლევა ჩაუტარეს, რომელიც იქვე გაიმეორეს,
ხომალდი გაჩხრიკეს, კონტრაბანდა ხომ არ გადააქვსო, საბა-
ჟო მოსაკრებელი გადაახდევინეს და ბოლოს, საიდენტიფიკა-
ციო ბარათები და ვიზები მოსთხოვეს.
დუსემ ბარი სივენელი პატრიციუსი და იმპერატორის ქვე-
შევრდომი იყო, მაგრამ ლათან დევერსს არავითარი საბუთი
არ გააჩნდა. მორიგე მებაჟემ სინანული გამოხატა, რომ დე-
ვერსს ვერ გაატარებდა. უფრო მეტიც, რომ იძულებული იყო
დაეკავებინა მისი ვინაობის ოფიციალურად დადგენის მიზ-
ნით.
უცებ საიდანღაც გაჩნდა ასი კრედიტი, ახალთახალი ბან-
კნოტები – ლორდ ბროდრიგის მთელი ქონებით რომ იყო უზ-
რუნველყოფილი – რამაც სიტუაცია წამში შეცვალა. მებაჟეს
სინანული უმალ გაუქრა, საქმეზე გადავიდა. დევერსს ახალი
ანკეტა მისცა, რომელიც სწრაფად და მარჯვედ შეივსო და მო-
იპოვა საბუთები, მის პიროვნებას რომ ადასტურებდა.
გზა ხსნილი იყო.

115 მკითხველთა ლიგა


ამ დროს ანგარში ხომალდს ფოტოები ხელახლა გადა-
უღეს, გააშუქეს, გაჩხრიკეს, ტვირთი აღწერეს, მგზავრების სა-
იდენტიფიკაციო ბარათები დაამოწმეს. ამ ყველაფრისთვის
საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს.
შემდეგ კი დევერსი უზარმაზარ ტერასაზე აღმოჩნდა, კაშ-
კაშა მზის ქვეშ, სადაც ბავშვები დარბოდნენ, ქალები ჭორა-
ობდნენ, მამაკაცები სასმელებს წრუპავდნენ და ვეება ტელე-
ეკრანებს შეჰყურებდნენ, იმპერიის ახალ ამბებს უსმენდნენ.
ბარმა ირიდიუმის მონეტები გადაიხადა, გაზეთების დასტი-
დან ზედა აიღო. ეს ტრენტორის „იმპერიალ ნიუსი“, მთავრო-
ბის ოფიციალური ორგანო გახლდათ. „ნიუსრუმის“ ბოლოს
შრომისმოყვარე მანქანები დამატებით ტირაჟს ბეჭდავდნენ.
დერეფნებით ოფისამდე ათი ათასი მილი იყო, ჰაერით – ექ-
ვსი ათასი. გაზეთის ათი მილიონი ეგზემპლარი ერთდროუ-
ლად იბეჭდებოდა ათ მილიონ „ნიუსრუმში“ პლანეტის მთელ
ტერიტორიაზე.
ბარმა სათაურებს თვალი გადაავლო და ჩუმად იკითხა:
– რით დავიწყოთ?
დევერსმა სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და დეპრესიი-
დან გამოსულიყო. უცხო სამყაროში იყო, მშობლიური სახლი-
დან შორს, სამყაროში, რომელიც თავისი სირთულით თრგუ-
ნავდა; მის გარშემო ადამიანები გაუგებრად იქცეოდნენ და
ლამისაა გაუგებარ ენაზე მეტყველებდნენ. ჰორიზონტამდე
გადაჭიმული ლაპლაპა ლითონის კოშკები მასზე დამთრგუნ-
ველად მოქმედებდა. გრანდიოზული დედაქალაქის მჩქეფა-
რე, ბობოქარი ცხოვრება საკუთარი არარაობის შეგრძნებას
უძლიერებდა.
დევერსმა უპასუხა:

116 მკითხველთა ლიგა


– ეს თქვენთვის მომინდვია.
ბარმა მშვიდად, ხმადაბლა უთხრა:
– მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის, თუმცა ამ ყველაფერს
ვერ წარმოიდგენ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ. თუ
იცით, ყოველდღიურად რამდენ კაცს სურს, იმპერატორს შეხ-
ვდეს? დაახლოებით, მილიონს. და იცით, რამდენს ხვდება?
ათიოდეს. ჩვენ სამოქალაქო სამსახურის ხაზით უნდა ვიმოქ-
მედოთ, რაც კიდევ უარესია. არისტოკრატიას ვერ გავწვდე-
ბით.
– მაგრამ ჩვენ ასი ათასი გვაქვს!
– იმპერიის ერთი პერის მოსყიდვა სწორედ მაგდენი დაგ-
ვიჯდებოდა, არადა, ერთის ნაცვლად სამი-ოთხი გვჭირდება,
იმპერატორამდე გზა რომ გაგვიკვალონ. თუკი მთავარ კომი-
სიათა თავმჯდომარეებისა და განყოფილებათა უფროსების
მეშვეობით ვიმოქმედებთ, დაახლოებით ორმოცდაათი კაცის
მოსყიდვა მოგვიწევს, მაგრამ თითოეულს, სავარაუდოდ, ას-
ასი კრედიტი ეყოფა. მოლაპარაკების გამართვა მე მომიწევს.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ თქვენს აქცენტს, უბრალოდ, ვერ გა-
იგებენ და მეორეც, თქვენ იმპერიული მექრთამეობის არაფე-
რი გაგეგებათ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა, დამერწმუნეთ. ო!..
„იმპერიალ ნიუსის“ მესამე გვერდზე ბარმა იპოვა, რასაც
ეძებდა და გაზეთი დევერსს გადასცა.
დევერსი ნელა კითხულობდა. ენა მისთვის უჩვეულო იყო,
თუმცა, აზრს ხვდებოდა. გაზეთს თვალი მოაშორა, ხელი გა-
გულისებით დაჰკრა:
– თქვენი აზრით, ამის ნდობა შეიძლება?
– ნაწილობრივ, – ბარმა მშვიდად უპასუხა, – ალბათობა
იმისა, რომ დასაბამის ფლოტი მთლიანად განადგურდა, ძალ-

117 მკითხველთა ლიგა


ზე მცირეა. მსგავსი განცხადება, დარწმუნებული ვარ, პირვე-
ლად არ კეთდება. ეს ერთობ ნიშანდობლივია სამყაროს დე-
დაქალაქისთვის, რომელიც საბრძოლო მოქმედების თეატრს
მოშორებულია და სტანდარტულ სამხედრო პროპაგანდას მი-
მართავს. მე მგონი, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას,
რომ რიოზმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო. ცნობაში ნათქვა-
მია, ლორისი აიღესო. ეს სამეფო ლორისის მთავარი პლა‐
ნეტაა, არა?
– დიახ, – ჩაიბურტყუნა დევერსმა, – უფრო სწორად იმისა,
რაც ოდესღაც სამეფო ლორისი იყო. დასაბამამდე მას მხო-
ლოდ ოცი პარსეკი აშორებს. ოქეი, სწრაფად უნდა ვიმოქმე-
დოთ!
ბარმა მხრები აიჩეჩა.
– ტრენტორზე სწრაფად მოქმედება არ გამოდის. ძალიან
თუ ეცდები, სავარაუდოდ, ატომური ბლასტერი მოგიღებს ბო-
ლოს.
– და ასე, რა დრო დაგვჭირდება?
– ერთი თვე, ისიც, თუ გაგვიმართლა. ერთი თვე და ჩვენი
ასი ათასი კრედიტი – ისიც, თუ გვეყო. და ეს მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში, თუკი იმპერატორს საზაფხულო პლანეტებზე გამ-
გზავრება არ მოეპრიანა. იქ საერთოდაც არავის იღებს.
– მაგრამ დასაბამი...
– დასაბამი თავის თავს თვითონ მოუვლის, როგორც მა-
ნამდე უვლიდა. მოდი, ვისადილოთ. მომშივდა. მერე კი ჩვენს
განკარგულებაში თავისუფალი საღამოა, ჭკვიანურად გამო-
ვიყენოთ. ეჭვი მეპარება, ოდესმე კიდევ მოვხვდეთ ტრენ-
ტორზე.

118 მკითხველთა ლიგა


გარე პროვინციათა კომისიის თავმჯდომარემ ფუმფულა
ხელები უმწეოდ გაშალა და მოსულებს ახლომხედველი, ბუს
მსგავსი თვალები მიაშტერა.
– მაგრამ იმპერატორი შეუძლოდაა, ჯენტლმენებო. ამი-
ტომ ზემდგომი ინსტანციისთვის თქვენი თხოვნის გადაცემას
არავითარი აზრი არ აქვს. ამ კვირის განმავლობაში მის საიმ-
პერატორო უდიდებულესობას არავინ მიუღია.
– აი, ჩვენ კი მიგვიღებს, – სრული თავდაჯერებით უთხრა
ბარმა, – ოღონდ კი პირადი მდივნის აპარატიდან ვინმეს შეგ-
ვახვედრეთ.
– ო, ეს სრულიად შეუძლებელია, – კომისიის თავმჯდომა-
რემ გრძნობით მიუგო, – ამის მცდელობაც კი ჩემი კარიერის-
თვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. იქნებ უფრო გარ-
კვევით ამიხსნათ, რა საქმე გაქვთ. მსურს დაგეხმაროთ, მაგ-
რამ ხომ გესმით, სანამ საქმის არსი ჩემთვის ბუნდოვანი იქნე-
ბა, ჩემს უფროსს ვერ დავარწმუნებ, რომ თქვენთან შეხვედრა
ნამდვილად მნიშვნელოვანია და შემდგომი ნაბიჯები უნდა გა-
დავდგათ.
– ჩემი საქმე მარტივი რომ იყოს, უმაღლეს ინსტანციაში
მის განხილვას არ ვეცდებოდი, – ბარი თავისას დელიკატუ-
რად, თუმც კი დაჟინებით აგრძელებდა, – სასიცოცხლოდ აუ-
ცილებელია, უდიდებულესობასთან აუდიენცია. დაბეჯითებით
გთხოვთ, სცადოთ. დარწმუნებული ვარ, როდესაც მისი საიმ-
პერატორო უდიდებულესობა შეიტყობს, თუ რაოდენ მნიშვნე-
ლოვანი საქმე გვაქვს, სათანადოდ დააფასებს თქვენს სამსა-
ხურს და იმ პატივს მოგაგებთ, რაც ჩვენი დახმარებისთვის გე-
კუთვნით.

119 მკითხველთა ლიგა


– ჰო, მაგრამ... – კომისიის თავმჯდომარემ სიტყვა გაწყვი-
ტა და მხრები აიჩეჩა.
– რასაკვირველია, – დაემოწმა ბარი, – რისკი კომპენსა-
ციას მოითხოვს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვე‐ ცა შე-
საძლებლობა, მოგმართოთ და უაღრესად მადლიერები
ვართ, რომ მოგვისმინეთ. ნება გვიბოძეთ, თქვენს მიმართ
ჩვენი მადლიერება დავამტკიცოთ...
დევერსი მოიღუშა. მსგავსი საუბარი – გარკვეული ვარი-
აციებით – განვლილი ერთი თვის განმავლობაში, სულ ცოტა,
ოცჯერ მაინც მოისმინა. ბარის ამ სიტყვების შემდეგ, როგორც
წესი, ფულის გადაცემა ხდებოდა ხოლმე. თუმცა ახლა საქმე
სხვაგვარად წარიმართა. ჩვეულებრივ, ფულის აღებას სწრა-
ფად ცდილობდნენ და ამას შიშით აკეთებდნენ. ახლა კი ფუ-
ლის დასტა გამოსაჩენ ადგილას რჩებოდა. კომისიის თავ-
მჯდომარემ ბანკნოტები გულდასმით დაათვალიერა და აუჩ-
ქარებლად გადათვალა.
ინტონაცია ოდნავ შეეცვალა.
– უზრუნველყოფილია პირადი მდივნის მიერ? მართლაც,
კარგი ფულია!
– მოდი, საქმეს მივუბრუნდეთ, – დაიჟინა ბარმა.
– ჯერ მოითმინეთ, – გააწყვეტინა კომისიის თავმჯდომა-
რემ, – მოდი, ჯერ თავიდან გავიაროთ ყველა საფეხური. მე
მართლა უნდა ვიცოდე, თქვენი საქმე რაში მდგომარეობს.
ბანკნოტები ახალთახალია და საკმაოდ ბევრიც უნდა გქონ-
დეთ, რადგან ჩემამდე არაერთ მოხელეს შეხვდით. მაშ ასე,
რა საქმე გაქვთ?
ბარმა უთხრა:
– არ მესმის, საუბარი საით მიგყავთ.

120 მკითხველთა ლიგა


– იცით, მე შემიძლია დავამტკიცო, რომ პლანეტაზე არა-
ლეგალურად იმყოფებით, რადგან თქვენი მდუმარე მეგობ-
რის საიდენტიფიკაციო ბარათი და ვიზა ყალბია. იმპერატო-
რის ქვეშევრდომი არ ბრძანდება.
– მე ამას უარვყოფ!
– უარყოფთ თუ არ უარყოფთ, ამას არავითარი მნიშვნე-
ლობა არ აქვს, – მოულოდნელად ხისტად მიუგო კომისიის
თავმჯდომარემ, – მოხელემ, რომელმაც დაამოწმა თქვენი ბა-
რათები, ყველაფერი აღიარა, სათანადო ზეწოლის შედეგად,
მან ეს ასი კრედიტის საფასურად გააკეთა. ასე რომ, როგორც
ხედავთ, ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე თქვენ გგონი-
ათ.
– სერ, თუკი გსურთ გვითხრათ, რომ თანხა, რომელიც შე-
მოგთავაზეთ, არაა ადეკვატური იმ რისკისა, რომელიც უნდა
გასწიოთ...
კომისიის თავმჯდომარემ ჩაიღიმა.
– პირიქით, ადეკვატურზე მეტიც კია, – თქვა და ფულის
დასტა გვერდზე გადადო, – მოდი, ჩემს ნათქვამს მივუბრუნ-
დეთ. მე იმას გეუბნებოდით, რომ თქვენი საქმით იმპერატო-
რი პირადად დაინტერესდა. განა სიმართლე არაა, რომ
თქვენ, ბატონებო, ცოტა ხნის წინათ გენერალ რიოზის სტუმ-
რები იყავით? განა სიმართლე არაა, რომ თქვენ მოახერხეთ
და სამხედრო ბაზიდან გასაოცრად იოლად გაიქეცით? განა
სიმართლე არაა, რომ თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი თანხა,
რომელიც უზრუნველყოფილია ლორდ ბროდრიგის ქონე-
ბით? ერთი სიტყვით, განა სიმართლე არაა, რომ თქვენ მოგ-
ზავნილი ჯაშუშები და მკვლელები ხართ? მოკლედ, თქვენი
პირით აღიარეთ, ვინ გიხდით ფულს და რისთვის!

121 მკითხველთა ლიგა


– იცით რა! – ბარმა შეფარული გაბრაზებით უთხრა, –
თქვენი რანგის მოხელეს არა აქვს უფლება ბრალდება წა-
მოგვიყენოს. ჩვენ მივდივართ.
– არა, ვერსადაც ვერ წახვალთ, – კომისიის თავმჯდომარე
წამოდგა, ახლომხედველის მზერა სადღაც გაუქრა, – კით-
ხვებზე პასუხის გაცემას ახლა არ მოვითხოვ, ჩვენ ამას მოგ-
ვიანებით მივუბრუნდებით, უფრო შესაფერის დროს და უფრო
დაჟინებითაც. სხვათა შორის, მე კომისიის თავმჯდომარე კი
არ ვარ, არამედ იმპერიული პოლიციის ლეიტენანტი. თქვენ
დაპატიმრებული ხართ.
მძლავრი, ლაპლაპა ბლასტერი ამოიღო და გაიღიმა.
– დღეს თქვენზე უფრო მნიშვნელოვანი პირებიც დავაკა-
ვეთ. კრაზანების ბუდის წმენდა დავიწყეთ.
დევერსმა დაიღრინა და ბლასტერი ამოაცურა. პოლიციის
ლეიტენანტმა უფრო ფართოდ გაიღიმა და ჩახმახს გამოჰკრა.
ბლასტერის სხივი დევერსს მკერდში ეცა, მაგრამ ვერავითა-
რი ვნება ვერ მიაყენა, პერსონალურმა დამცავმა ველმა უკუ-
აგდო.
ახლა დევერსმა ისროლა. ლეიტენანტის თავი ტანს მოს-
ძვრა და იატაკზე დავარდა, ტანი კი გაქრა. თავი ეგდო და
იღიმოდა, მზის შუქით განათებული, კედელში გაჩენილი
ხვრელიდან რომ შემოვიდა.
უკანა გასასვლელიდან გააღწიეს.
დევერსმა ხრინწიანად გამოცრა:
– ჩქარა, ხომალდზე! ახლა განგაში ატყდება! – მერე კი
მჟღერი ჩურჩულით შეუკურთხა, – ეს გეგმაც ჩაიშალა! თავს
დავდებ, კოსმოსური დემონი მემტერება!

122 მკითხველთა ლიგა


გარეთ გასულებმა დაინახეს, რომ ხალხი ვეება ტელეეკ-
რანებთან იკრიბებოდა, თუმცა შეჩერებისა და ლოდინის
დრო არ ჰქონდათ. ცალკეული სიტყვები და შეძახილები ეს-
მოდათ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ – გარბოდნენ.
ბარმა საიდანღაც „იმპერიალ ნიუსის“ ახალი ნომერი ხელს
გამოაყოლა. ანგარში შევარდნენ, ხომალდი ცაში აიჭრა,
ჭერში ვეება ხვრელი უმოწყალოდ ამოწვა.
– გავექცევით? – დევერსს ჰკითხა.
ათი საპოლიციო ხომალდი სრული სიჩქარით მისდევდა
გაქცეულ სავაჭრო ხომალდს, რომელმაც თვალის დახამხამე-
ბაში გადასერა რადიოპელენგაციის ზონა და წინ გაიჭრა, სიჩ-
ქარის ყველა ლიმიტის დარღვევით. უკან, შორს საიდუმლო
სამსახურის ნელი, მძიმე, სელაპებივით ლაპლაპა ხომალდე-
ბი ილანდებოდნენ, დეტალურად აღწერილ ხომალდს და-
ედევნენ, რომლითაც ორი, ზუსტად იდენტიფიცირებული
მკვლელი გარბოდა.
– ყურადღებით, – თქვა დევერსმა, ტრენტორს ორი ათასი
მილით როცა დაშორდნენ და პირდაპირ ჰიპერსივრცეში გა-
დავიდნენ. გადატვირთვა, პლანეტის მასასთან ესოდენ ახ-
ლოს, მეტისმეტად ძლიერი იყო, ბარმა გონება დაკარგა, დე-
ვერსმა კი სასტიკი ტკივილი იგრძნო, მაგრამ ახლა მათ წინ,
მრავალი მზის სინათლის მანძილზე, სივრცე თავისუფალი
გახლდათ.
დევერსმა საკუთარი ხომალდით აღტაცება შეფარული სი-
ამაყით გამოხატა:
– იმპერიაში არ არსებობს ხომალდი, მე რომ დამეწიოს!
მერე კი მწარედ დაუმატა:

123 მკითხველთა ლიგა


– თუმცა გასაქცევი აღარ გვაქვს. ასეთ ძალას მარტო ვერ
შევებრძოლებით. რა ვქნათ? სხვა ჩვენს ადგილზე რას იზამ-
და?
ბარი სავარძელში უღონოდ შეტოკდა. ჰიპერსივრცული
ნახტომისგან გამოწვეული შოკის ქვეშ იყო ჯერაც, ყველა კუნ-
თი სტკიოდა. გაჭირვებით ჩაილაპარაკა:
– არც არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაფერი მორ-
ჩა. აი, ნახეთ! – და „იმპერიალ ნიუსის“ ნომერი გადასცა, ჯე-
რაც ხელში რომ ეჭირა. დევერსს სათაური მოხვდა თვალში.
– „რიოზი და ბროდრიგი უკან გამოიწვიეს და დააპატიმ-
რეს“, – ჩაიკითხა მან, მერე კი ბარს მიაჩერდა, – კი მაგრამ,
რატომ?
– ეს მანდ არ წერია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ომი
დასაბამთან დასრულდა, სივენა კი აჯანყდა. წაიკითხეთ და
დარწმუნდებით, – მოხუცს ხმა უთრთოდა, – პირველივე შემ-
ხვედრ პროვინციაში შევჩერდეთ და დეტალები გავიგოთ. წი-
ნააღმდეგი თუ არ იქნებით, ცოტას წავუძინებ.
წაუძინა კიდეც.
სავაჭრო ხომალდი დასაბამისკენ მიქროდა, სივრცეში ნახ-
ტომებს კალიასავით აკეთებდა.

124 მკითხველთა ლიგა


10.

ომის დასასრული

ლათან დევერსი გაღიზიანებული იყო, სერიოზულ დისკომ-


ფორტს განიცდიდა. დააჯილდოვეს და ახლა მერის მოსაწყენ
სიტყვას მორჩილად ისმენდა, რაც მკერდზე ალისფერი ლენ-
ტის მიმაგრებას მოჰყვა. მისი მონაწილეობა ცერემონიალში
ამით დასრულდა, მაგრამ იძულებული იყო, დარჩენილიყო.
ფორმალობა მოითხოვდა, წესები დაეცვა, – თავს უფლებას
ვერ მისცემდა, ვთქვათ, ხმამაღლა დაემთქნარებინა, ანდა სა-
ვარძელში მოხერხებულად მოკალათებულიყო და ფეხები მა-
გიდაზე შემოეწყო, – რასაც კოსმოსში აკეთებდა ხოლმე. კოს-
მოსი მისი სახლი იყო.
სივენელთა დელეგაციამ, დუსემ ბარის მეთაურობით, ხე-
ლი მოაწერა კონვენციას, რომლის თანახმად, სივენა გახდა
პირველი პროვინცია, იმპერიას რომ ჩამოშორდა და დასაბა-
მის ეკონომიკური პროტექტორატი აღიარა.
ხუთი იმპერიული სახაზო ხომალდი, რომლებიც სივენაზე
აჯანყებისას ჩაიგდეს ხელში, მაღლა ცაში ლივლივებდა – ვე-
ება, გრანდიოზული. მათ ქალაქს თავზე გადაუფრინეს და გა-
მაყრუებელი სალუტი მისცეს.
მერე კი იყო მიღება – სასმისების წკრიალი, ეტიკეტი, მუ-
საიფი...

125 მკითხველთა ლიგა


ვიღაცამ დაუძახა. ფორელი აღმოჩნდა. ესაა კაცი, – ცივად
გაიფიქრა დევერსმა, – რომელიც თავისი ერთი თვის შემო-
სავლით ოც ჩემნაირს იყიდის. თუმცა ფორელმა აშკარა კე-
თილგანწყობით მიიხმო.
დევერსი აივანზე გავიდა. ღამის გრილი სიო სასიამოვნოდ
ქროდა. დევერსმა ფორელს თავი მსუბუქად დაუკრა, ულვა-
შებში ეღიმებოდა. ბარიც იქვე იდგა, ისიც იღიმოდა. დევერსს
გადაულაპარაკა:
– ჩემს გადასარჩენად მოსულხართ. აქ მე თავმდაბლობას
მაბრალებენ, საშიშსა და სრულიად არაბუნებრივ დანაშა-
ულს.
– დევერს, – დაიწყო ფორელმა, პირიდან სქელი სიგარა
გამოიღო, – ლორდ ბარი ამბობს, რომ თქვენს ვიზიტს კლე-
ონის დედაქალაქში რიოზის გაწვევასთან კავშირი არ აქვს.
–ნამდვილად არ აქვს კავშირი, სერ, – თავაზიანად მიუგო
დევერსმა, – ჩვენ იმპერატორსაც კი ვერ შევხვდით. ცნობები,
რომლებიც აქეთობას შევაგროვეთ, მეტყველებს, რიოზს საქ-
მე შეუკერეს. ჭორები ვრცელდება, რომ რიოზი სამეფო კარის
ინტრიგებში გაეხვია.
– და განა რიოზი უდანაშაულო იყო?
– რიოზი? – საუბარში ბარი ჩაერია, – დიახ! ვფიცავ გა-
ლაქტიკას! ბროდრიგი მოღალატე იყო ზოგადი გაგებით, მაგ-
რამ უდანაშაულო გახლდათ იმ კონკრეტულ ბრალდებებში,
რაც წაუყენეს. ეს სასამართლო პროცესი ფარსია; თუმც კი სა-
ჭირო ფარსი, რომლის განჭვრეტა წინასწარ შეიძლებოდა და
რომელიც გარდაუვალი გახლდათ.

126 მკითხველთა ლიგა


– როგორც ვხვდები, ფსიქოისტორიის გარდაუვალობის
პოზიციიდან, – ჩაიცინა ფორელმა. ფრაზა ხმამაღლა, ძველი
ნაცნობის ფამილიარობით ჩაილაპარაკა.
– დიახ, ზუსტად ასეა, – ბარმა სერიოზულად მიუგო, – სა-
ნამ ყველაფერი არ დასრულდა, ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ
მერე... მოკლედ... წიგნის ბოლოს რომ ჩაიხედავ, პასუხს ნა-
ხავ და მიხვდები, თურმე რა მარტივი ყოფილა ყველაფერი.
ახლა ცხადია, რომ იმპერიას დაპყრობითი ომების წარმოება
არ შეუძლია, თავისი სოციალური ფონის გამო. სუსტი იმპე-
რატორების დროს იმპერიას ძიძგნიან გენერლები, რომლე-
ბიც, სინამდვილეში, უსარგებლო და სასიკვდილოდ სახიფა-
თო ტახტისთვის იბრძვიან. ძლიერი იმპერატორების დროს
იმპერიის დაშლა დროებით შეჩერებულია, გაყინულ მდგომა-
რეობაშია, მაგრამ დასრულდება თუ არა ასეთი იმპერატორის
მმართველობა, დაშლის პროცესი ახალი ძალით გრძელდე-
ბა.
ფორელმა თამბაქოს კვამლი ბოლქვებად ამოაფრქვია, ჩა-
იბურტყუნა:
– ბუნდოვნად მსჯელობთ, ლორდ ბარ.
ბარმა ზანტად ჩაიღიმა.
– შესაძლოა. ფსიქოისტორიაში მაინცდამაინც გათვით-
ცნობიერებული არ გახლავართ. მათემატიკური განტოლებე-
ბის სიტყვით გადმოცემა საკმაოდ რთულია. მაგრამ, აბა, თა-
ვად განსაჯეთ...
ბარი გაჩუმდა, ჩაფიქრდა, რადგან ფორელი ამ დროს აივ-
ნის მოაჯირს დაეყრდნო და ცას ახედა. დევერსიც ცაში იყურე-
ბოდა, ტრენტორი ახსენდებოდა...
ბარი შეეცადა აზრი გაეგრძელებინა:

127 მკითხველთა ლიგა


– საქმე ისაა, რომ თქვენ, დევერსს და ალბათ ყველას
ეგონა, რომ იმპერიაზე გამარჯვებას მივაღწევდით, თუკი იმ-
პერატორს და გენერალს ერთმანეთს გადავკიდებდით.
თქვენც და დევერსიც და ყველა დანარჩენიც მართლები იყა-
ვით, სანამ შინაგანი წინააღმდეგობის პრინციპი განიხილე-
ბოდა.
– არადა, თქვენ ცდებოდით, როდესაც ფიქრობდით, რომ
შინაგანი დაპირისპირების მიღწევა ინდივიდუალური მოქმე-
დებით იყო შესაძლებელი. თქვენ სცადეთ მოსყიდვა, სიცრუე.
ამბიციებსა და შიშზე თამაშობდით. მაგრამ აქედან არაფერი
გამოვიდა. უფრო მეტიც – ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ
მდგომარეობა უფრო რთულდებოდა.
დუსემ ბარი მოაჯირს დაეყრდნო, სადღესასწაულო ქალა-
ქის ჩახჩახა შუქებს გახედა და აუჩქარებლად ჩაილაპარაკა:
– ჩვენ ყველას მსახვრალი ხელი გვიბიძგებდა. ყველას –
გაბედულ გენერალს, დიად იმპერატორს, ჩვენს სამყაროს და
თქვენს სამყაროს. ჰარი სელდონის მსახვრალი ხელი. მან
იცოდა, რომ ისეთი კაცი, როგორიც რიოზია, მარცხისთვის
იყო განწირული, რადგან მისი წარმატებები მისი მარცხის სა-
წინდარს წარმოადგენდა. რაც მეტ წარმატებას მიაღწევდა,
მით უფრო კატასტროფული აღსასრული დაუდგებოდა.
ფორელმა მშრალად ჩაილაპარაკა:
– ვერ ვიტყვი, რომ ახლა უფრო გასაგებია.
– ერთი წუთით, – ბარმა დაჟინებით გააგრძელა, – სი-
ტუაციას დააკვირდით: სუსტი გენერალი არ დაგვემუქრებოდა
– ეს ცხადზე უცხადესია. ძლიერი გენერალი სუსტი იმპერატო-
რის გვერდით ასევე არ წარმოადგენდა ჩვენთვის საშიშრო-
ებას, რადგან იგი იარაღს იმ მხარეს მიმართავდა,რომელიც

128 მკითხველთა ლიგა


მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა. ისტორიამ დაგ-
ვანახვა, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში იმპერა-
ტორების სამი მეოთხედი,სანამ ტახტზე ავიდოდნენ, აჯანყებუ-
ლი გენერლები და აჯანყებული ვიცე-მეფეები იყვნენ.
ამდენად, დასაბამისთვის მხოლოდ ძლიერი გენერლისა
და ძლიერი იმპერატორის კომბინაცია მოიტანდა ვნებას,
რადგან ძლიერი იმპერატორის ჩამოგდება რთულია, ძლიერი
გენერალი კი იძულებული იქნებოდა, იმპერიის ფარგლებს
გარეთ ემოქმედა.
მაგრამ რა აძლევს ძალას იმპერატორს? რას ეფუძნება
კლეონის სიძლიერე? ეს სრულიად ცხადია. კლეონი ძლიერია
იმიტომ, რომ ქვეშევრდომთა გაძლიერებას არ უშვებს. კა-
რისკაცი, რომელიც მეტისმეტად მდიდრდება, ანდა გენერა-
ლი, რომელიც მეტისმეტად პოპულარულია, საშიში ხდება.
იმპერიის ბოლოდროინდელი ისტორია ამას ერთმნიშვნე-
ლოვნად ამტკიცებს. ნებისმიერი გონიერი იმპერატორი ასე
იქცევა, თუკი სურს, ძლიერი იყოს.
რიოზი გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა, ასე რომ, იმპე-
რატორის ეჭვები სულ უფრო ძლიერდებოდა. დროების ატ-
მოსფერო თავისთავად აიძულებდა, ეჭვიანი ყოფილიყო. რი-
ოზმა ქრთამი არ აიღო? ძალზე საეჭვოა, ესე იგი, მას რაღაც
ფარული განზრახვები აქვს. მისმა ყველაზე დაახლოებულმა
კარისკაცმა რიოზს მოულოდნელად მხარდაჭერა აღმოუჩინა?
ძალზე საეჭვოა, ესე იგი, მას რაღაც ფარული განზრახვები
აქვს. ნებისმიერი ინდივიდუალური ქმედება გვერდიდან საეჭ-
ვო ჩანდა. ჩვენ შეგვეძლო კიდევ გვეცადა რაღაცის გაკეთება,
მაგრამ ეს ყველაფერი, ჩვენი მხრიდან, უსარგებლო და ამაო
იქნებოდა. რადგან თავად რიოზის წარმატება გახლდათ ეჭვე-

129 მკითხველთა ლიგა


ბის მიზეზი. სწორედ ამიტომაც გაიწვიეს, დააპატიმრეს, გაასა-
მართლეს და სიკვდილით დასაჯეს. დასაბამმა კვლავ გაიმარ-
ჯვა.
შეხედეთ, არ არსებობდა მოვლენათა შესაძლო განვითა-
რების ისეთი კომბინაცია, რომლის შედეგადაც დასაბამი არ
გაიმარჯვებდა. ეს გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, თუ
რას მოიმოქმედებდა რიოზი, ანდა რას გავაკეთებდით ჩვენ.
დასაბამის მაგნატმა თავი მძიმედ დაუქნია.
– ასეა! მაგრამ რა მოხდებოდა, გენერალი და იმპერატო-
რი რომ ერთი და იგივე კაცი ყოფილიყო? აი, მაშინ რა მოხდე-
ბოდა? თქვენ ეს სიტუაცია არ განგიხილავთ, ამდენად, ვერ
ვიტყვი, რომ თქვენი თვალსაზრისი ბოლომდედაამტკიცეთ.
ბარმა მხრებიაიჩეჩა.
– ყველაფერს ბოლომდე ვერ დავამტკიცებ. მათემატიკას
არ ვფლობ. მაგრამ მე ლოგიკას მივმართავ. როდესაც იმპე-
რიაში ყოველი არისტოკრატი, ყოველი ძლიერი მამაკაცი,
ყოველი მეკობრე იმპერატორის ტახტს ეპოტინება, – და რო-
გორც ისტორია მოწმობს, წარმატებასაც აღწევს, – რა მოხდე-
ბოდა, თუკი ძლიერი იმპერატორი მოისურვებდა ომი ეწარ-
მოებინა შორს, გალაქტიკის ბოლოში? რამდენ ხანს შეძლებ-
და იგი დედაქალაქის მიტოვებას, სანამ ახალი სამოქალაქო
ომი დაბრუნებას არ აიძულებდა? არა, იმპერიაში არსებული
სოციალური გარემო არ მისცემდა ნებას, დედაქალაქს დიდი
ხნით გასცლოდა.
მე ერთხელ ვუთხარი რიოზს, რომ იმპერიის მთელი ძლე-
ვამოსილება ჰარი სელდონის მსახვრალი ხელის წინაშე უძ-
ლურია.

130 მკითხველთა ლიგა


– კარგია, კარგი! – ფორელი აშკარად კმაყოფილი იყო, –
ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ იმპერია ვერასოდეს დაგვემუქ-
რება.
– დიახ, ასე ჩანს, – დაეთანხმა ბარი, – მართალი გით-
ხრათ, კლეონი ერთ წელსაც კი ვერ გაძლებს, მერე კი ტახტის
მემკვიდრის საკითხი წამოიჭრება, რაც იმპერიაში ბოლო სა-
მოქალაქო ომს გამოიწვევს.
– ესე იგი, – დაასკვნა ფორელმა, – მეტი მტერი აღარ
გვყოლია.
ბარი დაფიქრდა.
– არსებობს მეორე დასაბამი.
– გალაქტიკის მეორე ბოლოს? მაგას საუკუნეები დასჭირ-
დება.
დევერსი უეცრად მიბრუნდა და ფორელს დაღვრემით მი-
აჩერდა, თქვა:
– შესაძლოა, შიდა მტრებიც არსებობდნენ.
– ნუთუ? – ცივად იკითხა ფორელმა, – ვინ, მაგალითად?
– მაგალითად, ადამიანები, რომლებიც სიტყვით მშვიდო-
ბასა და საყოველთაო კეთილდღეობას უჭერენ მხარს, თვი-
თონ კი ყველაფერს აკეთებენ, რათა მეტისმეტი მოგება არ
დარჩეთ იმათ, ვინც ამ კეთილდღეობას ქმნის. მიხვდით, რას
ვგულისხმობ?
ფორელს გამომეტყველება ნელ-ნელა შეეცვალა, დე-
ვერსს გაღიზიანებით გახედა და მის მრისხანე მზერას გადააწ-
ყდა.

131 მკითხველთა ლიგა


ნაწილი II

ჯორი

132 მკითხველთა ლიგა


11.

პატარძალი და საქმრო

ჯორი – „ჯორზე“ გაცილებით ნაკლები ცნობებია ხელმი-


საწვდომი, გალაქტიკის ისტორიაში მსგავსი მნიშვნელობის
ნებისმიერ სხვა ფიგურასთან შედარებით. მისი დიდების პე-
რიოდიც კი, ძირითადად, მისი მოწინააღმდეგეების აღწერი-
თაა ცნობილი, კერძოდ, მისი ახალგაზრდა საცოლის მონათ-
ხრობით...

გალაქტიკური ენციკლოპედია

ბაითაზე ჰეივენს თავიდან დიდი შთაბეჭდილება სულაც არ


მოუხდენია. ქმარმა მისი მზე დაანახვა, მკრთალი ვარსკვლა-
ვი, სადღაც გალაქტიკის კიდეზე რომ იყო მიკარგული. მნა-
თობებით დახუნძლული თანავარსკვლავედები უკან დარჩა,
წყვდიადს სინათლის მხოლოდ ცალკეული სხივი თუ ჰკვეთ-
და. მაგრამ იმ იშვიათ ვარსკვლავებს შორისაც კი საწყლად
ციმციმებდა.

133 მკითხველთა ლიგა


თორანს კარგად ესმოდა, როგორც მომავალი ბედნიერი
ოჯახური ცხოვრების პრელუდია, „წითელი ჯუჯა“ ერთობ შე-
უხედავი გახლდათ. დამნაშავესავით გაიღიმა, ჩაილაპარაკა:
– მესმის, ბაი, მთლად თანასწორი გაცვლა არ გამოდის,
არა? ვგულისხმობ, ეს – დასაბამის ნაცვლად.
– საშინელი გაცვლაა. ცოლად არ უნდა გამოგყოლოდი.
კაცს სახეზე მაშინვე შეეტყო, რომ პასუხი არ მოეწონა და
სანამ გუნება საბოლოოდ წაუხდებოდა, ქალმა „შემპარავ-და-
შაქრული“ ხმით უთხრა:
–კარგი, რა! რა შტერი ხარ! საცაა ტუჩს გამობუშტავ პატა-
რა ბავშვივით და ჩემს კალთაში თავს ჩარგავ, მე კი ხელს გა-
დაგისვამ თმაზე, სტატიკური ელექტრობით რომაა სავსე. აბა,
რას ელოდი, რომ აღვფრთოვანდებოდი? შევძახებდი: „ყვე-
ლგან ბედნიერი ვიქნები, ოღონდ კი შენ გვერდით ვიყო, თო-
რან!“ ანდა: „ვარსკვლავეთის ჯურღმულებშიც კი ვიპოვი სა-
ოცნებო სახლს, თუკი ჩემ გვერდით იქნები!“ მიდი, მიდი, აღი-
არე.
თითი ცხვირთან მიუტანა და ძლივს მოასწრო გაწევა, რად-
გან ქმარმა კბენა დაუპირა.
თორანმა უთხრა:
– თუ დაგნებდები და ვაღიარებ, რომ მართალი ხარ, სა-
დილს მომიმზადებ?
ქალმა კმაყოფილებით დაუქნია თავი. კაცს გაეღიმა, თვა-
ლებში ჩახედა.
ქალს მაინცდამაინც ლამაზი არ ეთქმოდა – თუკი კარგად
დააკვირდებოდი – და კაცი ამას აცნობიერებდა. თმა ჰქონდა
შავი, მბზინავი, ხშირი და სწორი, პირი ოდნავ დიდი, თუმც კი
თხელი, კარგად მოხაზული წარბები, მშვენიერი, მარმარი-

134 მკითხველთა ლიგა


ლოსავით თეთრი შუბლი და წაბლისფერი, თბილი, მუდმივად
მოღიმარი თვალები.
ამ ერთობ მტკიცედ ნაგები, პრაქტიკული, არარომანტიკუ-
ლი, ხისტად პრაგმატული ფასადის მიღმა სინაზის ციცქნა ოა-
ზისი იმალებოდა, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევდი ძალის-
ძალათი, თვალწინ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაგეშლებო-
და, თუკი გეცოდინებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყავი – არ
უნდა გეჩვენებინა, რომ დაეძებ.
თორანმა ხელსაწყოები სასხვათაშორისოდ გამართა და
გადაწყვიტა, დაესვენა. კიდევ ერთი ჰიპერსივრცული ნახტო-
მი და „პირდაპირი“ ფრენის რამდენიმე მიკრომილიპარსეკი
დარჩენოდა. მიბრუნდა და ზურგს უკან გაიხედა, რომ ენახა,
ბაითა საწყობში რას აკეთებდა. თურმე კონტეინერებს ეძებ-
და.
ბაითას მიმართ მის დამოკიდებულებაში გარკვეული
თვითკმაყოფილება იგრძნობოდა – იმ კაცის დაკმაყოფილე-
ბული პატივმოყვარეობის მსგავსი, რომელმაც, ბოლოს და
ბოლოს, სასურველ შედეგს მიაღწია არასრულყოფილების
საკუთარ კომპლექსთან სამწლიანი ჭიდილის შემდეგ.
თანაც პროვინციელი იყო, უბრალოდ პროვინციელი კი
არა, არამედ რენეგატი ვაჭრის შვილი. ქალი კი დასაბამის
მკვიდრი გახლდათ – თანაც მისი ერთ-ერთი წინაპარი თავად
დიდი მელოუ იყო.
კაცი გულის სიღრმეში შიშს გრძნობდა. ქალის წაყვანა ჰე-
ივენში, ამ კლდოვან სამყაროში, სადაც ქალაქები გამოქვაბუ-
ლებშია მოქცეული, თავისთავად ნაჩქარევი განზრახვა გახ-
ლდათ. კიდევ უფრო უარესი კი ის იყო, რომ დასაბამის მი-
მართ ვაჭრების ტრადიციულ სიძულვილს აუცილებლად წააწ-

135 მკითხველთა ლიგა


ყდებოდნენ, – მომთაბარეების სიძულვილს ქალაქის მცხოვ-
რებლების მიმართ.
მაგრამ ასეა თუ ისე, ვახშმის შემდეგ ბოლო ნახტომი
ელით!..
ჰეივენი ცაში ავი წითელი თვალივით კიაფობდა, მის გვერ-
დით კი მეორე პლანეტა მოჩანდა – მრუმე მოვარდისფრო
შუქს აფრქვევდა, რადგან ატმოსფერო, გარს რომ ეკრა, ვარ-
სკვლავის შუქს შთანთქავდა. მისი მეორე ნახევარი ბნელი
იყო. ბაითა დიდი მაგიდის თავზე გადაიხარა, სადაც კოსმო-
სის იმ სექტორის ჰოლოგრაფიული რუკა იყო გაშლილი –
წყვეტილი, ურთიერთგადამკვეთი ხაზები ჰეივენ მეორეზე ერ-
თდებოდა.
ქალმა დაღვრემით ჩაილაპარაკა:
– ჯობდა, მამაშენი ადრე გამეცნო. ახლა რომ არ მოვეწო-
ნო?
– მაშინ, – დარწმუნებით მიუგო თორანმა, – შენ იქნები
პირველი სიმპათიური ქალიშვილი, მას რომ არ მოეწონა
ცხოვრებაში. სანამ ხელი არ დაკარგა და გალაქტიკაში ხეტი-
ალს არ შეეშვა... ჰო... მოკლედ, ამაზე თუ ჰკითხავ, იმდენს
ილაპარაკებს, გაგაბრუებს. ვუსმინე, ვუსმინე და ბოლოს მივ-
ხვდი, რაღაც-რაღაცებს იგონებს. რადგან ერთსა და იმავე ამ-
ბავს ერთნაირად არასოდეს ჰყვება.
ჰეივენ II სწრაფად ახლოვდებოდა. აი, უკვე დალანდეს ში-
და, ჩაკეტილი ზღვა, საღამოს ბინდბუნდში მორუხო-მონაც-
რისფრო, ხშირ ღრუბლებში წამდაუწუმ რომ იკარგებოდა. ნა-
პირებს გარშემო მაღალი, კლდოვანი მთები გასდევდა.
ჰორიზონტამდე გადაჭიმული ზღვა ღელავდა, ვეება ზვირ-
თებს ყინულით დაფარული ნაპირისკენ მიაქანებდა.

136 მკითხველთა ლიგა


თორანმა ძრავის გრიალში დაუძახა:
– სკაფანდრი დაგმანე?
ბაითამ თავი დაუქნია. მრგვალი, ფუმფულა სახე სკაფან-
დრში გაუვარდისფრდა, სკაფანდრი შიგნიდან თბებოდა.
ხომალდი კლდოვანი ზეგანის მახლობლად, გაშლილ მინ-
დორზე ხრჭიალით დაეშვა.
ხომალდიდან ფრთხილად გადმოვიდნენ. გარშემო გალაქ-
ტიკური ღამის ხშირი წყვდიადი დაღვრილიყო. ბაითას უცებ
სიცივისგან გააძაგძაგა, პირიდან ორთქლი ამოუვიდა. თო-
რანმა ხელი მაგრად ჩასჭიდა და მოყინულ, დატკეპნილ ზედა-
პირზე შუქისკენ გაიქცნენ, მოშორებით რომ ციმციმებდა.
ნახევარი მანძილი რომ დაფარეს, შეიარაღებული მცვე-
ლები შემოხვდნენ. ერთმანეთს ჩურჩულით უთხრეს რამდენი-
მე სიტყვა და გზა ერთად განაგრძეს. ქარი და სიცივე უკან
დარჩა, როდესაც კლდეში მაღალი კარი გაიღო და შიგ შეაბი-
ჯეს. კარი დაიხურა. კედლები თეთრად ანათებდა, თბილოდა,
ხმაური იდგა. უამრავ მაგიდასთან ხალხი იჯდა. თორანმა სა-
ბუთები ამოიღო.
საბუთებს თვალი შეავლეს და უკან დაუბრუნეს. თორანმა
ცოლს უჩურჩულა:
– ეტყობა, მამაჩემმა გააფრთხილა. თორემ, სულ ცოტა,
ხუთ საათს მაინც გაგვაჩერებდნენ.
ღია ადგილას გავიდნენ და ბაითამ გაოცებისგან შესძახა:
– ო, ეს რა...
გამოქვაბულში მდებარე ქალაქი დღის შუქით იყო განათე-
ბული – დილის მზის ჩახჩახა შუქით. მაგრამ ეს, სინამდვილე-
ში, რასაკვირველია, მზის შუქი არ იყო. ის, რაც ცა უნდა ყო-

137 მკითხველთა ლიგა


ფილიყო, კაშკაშა თეთრ ბურუსში გახლდათ გათქვეფილი. ჰა-
ერი სიმწვანის სუნით გაჟღენთილიყო.
ბაითამ უთხრა:
– თურმე რა ლამაზი ყოფილა აქაურობა, თორან.
თორანმა მღელვარედ გაუღიმა.
– ბაითა, ეს, რა თქმა უნდა, დასაბამი არაა, მაგრამ ყველა-
ზე დიდი ქალაქია ჰეივენ II-ზე. აქ ოცი ათასი კაცი ცხოვრობს.
მგონია, მოგეწონება. დიდებული სასახლეები არ გვაქვს, სა-
მაგიეროდ, არც საიდუმლო პოლიცია გვაწუხებს.
– ო, თორი, ნამდვილ სათამაშო ქალაქს ჰგავს! თეთრია
და ვარდისფერი – და როგორი გაკრიალებული!
– მართალია...
თორანმა ცოლთან ერთად გახედა ქალაქს. სახლები უმე-
ტესად ორსართულიანი იყო, ადგილობრივი რელიეფური
ქვისგან ნაგები. შპილებს სახურავებზე, დასაბამისთვის რომ
იყო დამახასიათებელი, და მასიურ, მრავალსართულიან სა-
ზოგადოებრივ შენობებს, რაც ძველ სამეფოებში იყო გავრცე-
ლებული, იქ ვერ ნახავდით – ყველაფერი მინიატურული, ინ-
დივიდუალური გახლდათ. ეს გალაქტიკური ცხოვრების პი-
როვნული ინიციატივის ერთგვარ რელიქტად შეიძლება ჩათ-
ვლილიყო.
თორანი უცებ შეკრთა:
– ბაი, შეხედე, იქ მამაჩემია! მარჯვნივ, იქით, საითაც გაჩ-
ვენებ, სულელო, დაინახე?
ქალმა გაიხედა და მართლაც დაინახა. ტანად დიდი კაცი
იყო, თითებგაფარჩხულ ხელს უქნევდა ისე, თითქოს ჰაერში
მიცურავსო. მგრგვინავი ხმა შემოესმათ. ბაითამ ქმარს ხელი
ჩასჭიდა, აკურატულად გაკრეჭილ მდელოზე ჩაირბინეს. ქალ-

138 მკითხველთა ლიგა


მა შენიშნა, რომ ამ ცალხელა, მოსული მამაკაცის გვერდით,
კვლავაც ხელს რომ უქნევდათ და ეძახდათ, ტანმორჩილი
თეთრთმიანი კაცი იდგა.
თორანმა ცოლს გასძახა:
– მამაჩემის ნახევარძმაა, დასაბამზე როა ნამყოფი. მით-
ქვამს.
მდელოზე ერთმანეთს სიხარულით შეეგებნენ, თორანის
მამამ საბოლოოდ ერთიც დასჭექა, – ისე, სახალისოდ. მოკ-
ლე ქურთუკი გაისწორა და ლითონის ორნამენტიან ქამარს
ცერა თითი გამოსდო, – ქამარი ფუფუნების ერთადერთი მა-
ნიშნებელი იყო.
კაცმა თავი დახარა, ახალგაზრდებს გადახედა და ისე უთ-
ხრა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა:
– მაგარი დღე შეგირჩევია დასაბრუნებლად, ჩემო ბიჭო!
– რა?.. ა, დღეს ხომ სელდონის დაბადების დღეა, არა?
– ეგრეა. იძულებული გავხდი, მანქანა დამექირავებინა,
აქამდე რომ მოვსულიყავი. საჭესთან დრაგუნი7 რენდუ დავ-
სვი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
კაცი ბაითას დიდხანს აკვირდებოდა. მერე კი უფრო რბი-
ლად უთხრა:
– კრისტალი მაქვს შენი გამოსახულებით, მაგრამ ახლა
ვხედავ, რომ ვინც ის გადაიღო, უბრალოდ, დილეტანტი ყო-
ფილა.
ჯიბიდან პატარა, გამჭვირვალე კუბი ამოიღო, რომლის შუ-
აგულში ბაითას ციცქნა, კაშკაშა, მოღიმარი სახე ჩანდა.

7 მძიმედ შეჭურვილი კავალერისტი (მთარგმნ. შენიშვნა)


139 მკითხველთა ლიგა
– აჰ, ეს! – შესძახა ბაითამ, – ვერ გამიგია, ეს კარიკატურა
თორანმა რატომ გამოგიგზავნათ. მიკვირს, ამის მერე საერ-
თოდაც რომ დამელაპარაკეთ, სერ.
– მართლა?.. ფრენი დამიძახე. ცერემონიებს ვერ ვიტან.
მოდი, ხელი ჩამჭიდე და მანქანისკენ წავიდეთ. მართალი
გითხრა, აქამდე არ მეგონა, ჩემს შვილს რაიმე ნაღდი საქმის
გაკეთების თავი თუ ჰქონდა. თუმცა ახლა მასზე შეხედულებას
შევიცვლი. იძულებული ვხდები, რომ შევიცვალო.
თორანმა ნახევარბიძას ჩუმად ჰკითხა:
– როგორაა ბებერი? ისევ დასდევს ქალებს?
რენდუს გაეღიმა, სახე წვრილ-წვრილი ნაოჭებით დაეფა-
რა.
– კი, თორან, ზოგჯერ, შანსი თუ ჩაუვარდა. მაგრამ როდე-
საც ახსენდება, რომ შემდეგ დაბადების დღეზე სამოცისა ხდე-
ბა, გუნება უფუჭდება. თუმც კი ახერხებს და ამაზე არ ფიქ-
რობს, ისევ ძველი ფრენი ხდება. ძველი ყაიდის, გამობრძმე-
დილი ვაჭარია. შენ როგორ ხარ, თორან? ასეთი მომხიბლავი
ცოლი სად იპოვე?
ახალგაზრდა კაცს ჩაეცინა, ბიძას ხელკავი გამოსდო.
– ბიძაჩემო, სამი წლის ამბავი ერთი სიტყვით გინდა მო-
გიყვე?
...ბაითამ სახლის მომცრო სასტუმრო ოთახში სამგზავრო
კოსტიუმი შვებით გამოიცვალა და თმა გაიშალა. მერე კი სა-
ვარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ზორბა წითურ
კაცს შემფასებლური მზერა დაუბრუნა დაუთხრა:
– ვიცი, რის გარკვევასაც ცდილობთ, დაგეხმარებით. ასა-
კი, ოცდაოთხი წელი, სიმაღლე, ოთხი და ხუთი, წონა, ერთი
და ათი, სპეციალობა – ისტორიკოსი.

140 მკითხველთა ლიგა


ქალმა შენიშნა, მასპინძელი ცდილობდა ისე დამჯდარიყო,
რომ თვალშისაცემი არ ყოფილიყო, ცალი ხელი აკლდა.
ფრენი მისკენ გადაიხარა და უთხრა:
– რადგან თავად დაიწყე ამაზე ლაპარაკი, დავაზუსტებ,
წონა: ერთი და თერთმეტი.
ბაითა გაწითლდა, ფრენმა გადაიხარხარა, მერე კი ყველას
გასაგონად გამოაცხადა:
– ყოველთვის შეგიძლია განსაზღვრო ქალის წონა, მის
მკლავს თუ დააკვირდები. ოღონდ, ცხადია, გარკვეული გა-
მოცდილება უნდა გქონდეს. დალევ რამეს, ბაი?
– ცოტა მოგვიანებით, – მიუგო მან. სასტუმრო ოთახიდან
ერთად გავიდნენ. ამ დროს თორანი ახალ წიგნებს ათვალიე-
რებდა თაროებზე.
ფრენი შვილს მიუბრუნდა:
– მოგვიანებით შემოგვიერთდება.
სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და მარცხენა ფეხი, რომელსაც
ვერ ხრიდა, ტაბურეტზე ჩამოდო. ახლა უკვე აღარ იცინოდა,
სახე აწითლებული, სერიოზული ჰქონდა. თორანი მისკენ მიბ-
რუნდა.
ფრენმა უთხრა:
– მიხარია, შვილო, სახლს რომ დაუბრუნდი. მომწონს შე-
ნი ქალი. განებივრებული არ უნდა იყოს...
– ცოლად მოვიყვანე, – მარტივად უთხრა თორანმა.
– ეს უკვე სხვა თემაა, – მოიღუშა ფრენი, – ყველაზე უაზ-
რო გზაა მომავლის ასაწყობად. დიდი ხანი ვიცხოვრე, დიდი
გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ ეგეთი რამ ერთხელაც არ
გამიკეთებია.
კუთხეში მდუმარედ მდგომმა რენდუმ სიტყვა გააწყვეტინა:

141 მკითხველთა ლიგა


– ფრენსარტ, აბა, რა შედარებას აკეთებ? იმ ავარიამდე,
ექვსი წლის წინათ რომ მოგივიდა, არსად ჩერდებოდი იმდენ
ხანს, ცოლის მოყვანა რომ შეგძლებოდა. თანაც, აბა, ვინ გა-
მოგყვებოდა ცოლად?
ცალხელა წამოიჭრა, გაგულისებით შესძახა:
– ნებისმიერი, გესმის, ნებისმიერი!
თორანმა მეტად ტაქტიანად ჩაილაპარაკა:
– ეს მხოლოდ იურიდიული ფორმალობაა. ამ მდგომარეო-
ბას გარკვეული უპირატესობა მოაქვს.
– ძირითადად, ქალებისთვის, – ჩაიბურტყუნა ფრენმა.
– თუნდაც ასე იყოს, – დაეთანხმა რენდუ, – მაგრამ ნების-
მიერ შემთხვევაში, ეს ბიჭის პირადი გადაწყვეტილებაა. ქორ-
წინება დასაბამის მკვიდრთა ძველისძველი ტრადიციაა.
– დასაბამის მკვიდრი პატიოსანი ვაჭრისთვის მაგალითს
არ წარმოადგენს, – ჩაიფხუკუნა ფრენმა.
თორანმა სიტყვა კვლავ შეუბრუნა:
– ჩემი ცოლი დასაბამიდანაა.
იქ მყოფთ თვალი გადაავლო და მერე ხმადაბლა თქვა:
– ჩუმად, მოდის.
ვახშმის შემდეგ საუბარი ზოგად თემებს შეეხო, ფრენსარ-
ტმა წარსული ცხოვრება გაიხსენა, რომელშიც, ცხადია, ფიგუ-
რირებდა ბრძოლაში დაღვრილი სისხლი, ლამაზი ქალები,
გიჟური მოგებები და საოცარი ძვირფასეულობა... პატარა ტე-
ლევიზორი ჩართული იყო – რაღაც კლასიკური დრამა თა-
მაშდებოდა უხმოდ, არავინ უყურებდა... რენდუ დაბალ სავარ-
ძელზე მოხერხებულად მოეწყო, ბაითა კი სულაც თეთრი ბეწ-
ვის ხალიჩაზე მოკალათდა, რომელიც ფრენმა დიდი ხნის წი-
ნათ ჩამოიტანა სავაჭრო ექსპედიციიდან; და რომელსაც მხო‐

142 მკითხველთა ლიგა


ლოდ განსაკუთრებულად საზეიმო შემთხვევებში შლიდნენ
ხოლმე.
– ჩემო გოგო, ისტორიას სწავლობდი? – ჰკითხა ფრენმა
თავაზიანად.
ბაითამ თავი დაუქნია.
– ჩემი მასწავლებლების აზრით, მაინცდამაინც ბეჯითი არ
ვიყავი, თუმცა რაღაც-რაღაცები მაინც ავითვისე.
– ზუსტად იმდენს სწავლობდა, სტიპენდია რომ მიეღო, –
ირონიულად ჩაილაპარაკა თორანმა, – ეს იყო და ეს!
– და რას სწავლობდი? – რენდუმ რბილად ჰკითხა.
– ყველაფერს... მოგიყვეთ? – გაეცინა ქალიშვილს.
მოხუცმა დელიკატურად გაიღიმა.
– მაშინ იქნებ გვითხრა, რას ფიქრობ გალაქტიკაში არსე-
ბული ვითარების შესახებ?
– რას ვფიქრობ და, – ბაითამ ამჯერად სერიოზულად მი-
უგო, – სელდონის კრიზისი გვიახლოვდება, თანაც ეს არაა
ისეთი კრიზისი, მას რომ განჭვრეტილი ჰქონდა. ეს კატას-
ტროფაა.
– ვაუ, – ჩაიბურტყუნა კუთხეში მჯდომმა ფრენმა, – სელ-
დონზე ასეთი რაღაცის თქმა... – თუმცა ხმამაღლა არაფერი
უთქვამს.
რენდუ ჩიბუხს დაფიქრებით ეწეოდა.
– მართლა? რატომ გგონიათ? ოდესღაც, ახალგაზრდობა-
ში, როგორც იცით, დასაბამზე ვარ ნამყოფი, მაშინ მეც კატას-
ტროფული აზრები მომდიოდა. მაგრამ მაინც რატომ ფიქ-
რობთ ასე?
– კარგი, გეტყვით, – ბაითას მზერა ფიქრით დაებინდა, ფე-
ხები ფუმფულა ხალიჩის ბეწვში უფრო ღრმად შეჰყო, ნიკაპი

143 მკითხველთა ლიგა


ხელებზე ჩამოიდო, – ჩემი აზრით, სელდონის გეგმის არსი
უკეთესი სამყაროს შექმნას გულისხმობდა, ვიდრე ძველი გა-
ლაქტიკური იმპერია იყო. იმ ძველმა სამყარომ სამიოდე სა-
უკუნის წინათ დაიწყო დაშლა, მაშინ, როდესაც სელდონმა
დასაბამი დააფუძნა. ისტორიას თუ ვენდობით, მისი დაშლა
სამი ავადმყოფობის ერთობლიობამ გამოიწვია: ინერციის,
დესპოტიზმისა და გალაქტიკაში მატერიალური ფასეულო‐
ბების არათანაბარმა გადანაწილებამ.
რენდუმ აუჩქარებლად დაუქნია თავი. თორანი ცოლს სი-
ამაყით, ანთებული თვალებით შეჰყურებდა, ფრენმა კი კუთ-
ხეში პირი აღტაცებით გააწკლაპუნა და ჭიქა შეივსო.
ბაითამ გააგრძელა:
– თუკი სელდონის ამბავი ნამდვილია, მაშინ გამოდის,
რომ მან განჭვრიტა იმპერიის სრული დაშლა ფსიქოისტორი-
ის კანონების ზემოქმედებით. მას ჰქონდა უნარი ეწინასწარ-
მეტყველა, რომ ბარბაროსობის ოცდაათი ათასი წელი უცი-
ლობლად გავიდოდა მანამ, სანამ ახალი იმპერია საკაცობ-
რიო ცივილიზაციასა და კულტურას ააღორძინებდა. მისი
ცხოვრების მთავარი მიზანი და ამოცანა ისეთი პირობების
შექმნა იყო, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო.
ფრენის დაბალი ხმა გაისმა:
– სწორედ ამიტომაც დააფუძნა ორი დასაბამი, დიდება მის
სახელს!
– სწორედ ამიტომაც დააფუძნა ორი დასაბამი, – დაეთან-
ხმა ბაითა, – ჩვენი დასაბამი იყო მეცნიერთა ნაკრები მომაკ-
ვდავი იმპერიიდან, რომელნიც მოწოდებულნი იყვნენ, მეც-
ნიერება და კაცობრიობის ცოდნა ახალ, არნახულ სიმაღლეზე
აეყვანათ. დასაბამი კოსმოსში ისეა განლაგებული და ისტო-

144 მკითხველთა ლიგა


რიული გარემოც იმგვარია, როგორიც სელდონმა თავისი გე-
ნიალური გათვლების წყალობით იწინასწარმეტყველა – ათა-
სი წლის შემდეგ ის ახალ, უფრო მძლავრ იმპერიად გადაიქ-
ცევა.
სიჩუმემ დაისადგურა.
ქალიშვილმა რბილად ჩაილაპარაკა:
– ეს ძველი ამბავია. ყველას კარგად მოგეხსენებათ. ბო-
ლო სამი საუკუნეა, დასაბამის ყველა მკვიდრმა იცის, მაგრამ
მაინც საჭიროდ ჩავთვალე, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა,
ძალიან მოკლედ, დღეს ხომ სელდონის დაბადების დღეა; და
თუმცა მე დასაბამიდან ვარ, თქვენ კი – ჰეივენიდან, ეს დღე-
სასწაული ჩვენთვის საერთოა.
სიგარეტს აუჩქარებლად მოუკიდა და ანთებულ წვერს სას-
ხვათაშორისოდ დახედა.
– ისტორიის კანონები ისევე აბსოლუტურია, როგორც ფი-
ზიკის კანონები; და თუკი ისტორიაში შეცდომის შესაძლებ-
ლობა უფრო მეტია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიას
კვლევისთვის იმდენი ადამიანი არ გააჩნია, რამდენიც ფიზი-
კას – ატომები; და მასში ინდივიდუალურ ვარიაციებს უფრო
დიდი ადგილი უჭირავს. სელდონმა ათასწლეულის განმავ-
ლობაში მთელი რიგი კრიზისები იწინასწარმეტყველა, ყოვე-
ლი მათგანი ისტორიის წინასწარ დასახული გეზით ჩვენი
სვლის საკვანძო მომენტი უნდა გამხდარიყო. სწორედ ეს კრი-
ზისები განსაზღვრავენ მოძრაობის მიმართულებას – და სწო-
რედ ამიტომ კრიზისი ახლა უნდა დადგეს.
– დიახ, ახლა! – გრძნობით გაიმეორა, – ბოლო კრიზისი-
დან უკვე საუკუნე გავიდა; და ამ პერიოდის განმავლობაში იმ-
პერიის ყველა ნაკლი დასაბამში განმეორდა. ინერცია! ჩვენი

145 მკითხველთა ლიგა


მმართველი კლასი მხოლოდ ერთ კანონს სცნობს; არავითა-
რი ცვლილება. დესპოტიზმი! მათ მხოლოდ ერთი წესი ესმით:
ძალადობა. ქონების უსამართლო გადანაწილება! მხოლოდ
ერთი რამ სურთ: შეინარჩუნონ საკუთრება.
– ამ დროს კი სხვები შიმშილობენ! – ფრენმა უცებ დაიღ-
რიალა და სავარძლის სახელურს მუშტი დაჰკრა, – ჩემო გო-
გო, შენი სიტყვები მარგალიტებია! ის ბღენძები ფულის ტომ-
რებზე სხედან და დასაბამს მართავენ, ამ დროს გაბედული
ვაჭრები სულს ღაფავენ ისეთ პლანეტებზე, როგორიცაა ჰე-
ივენი. ეს სელდონის შეურაცხყოფაა, ტალახის სროლაა, სა-
ხეში შეფურთხებაა! – მან ხელი შემართა, სახე დაეჭიმა, –
ორი ხელი რომ მქონდეს! ვაიძულებდი, ჩემთვის მოესმინათ!
– მამა, – უთხრა თორანმა, – მშვიდად შეხედე ყველა-
ფერს!
– მშვიდად შეხედე! მშვიდად შეხედე! – ფრენმა მწარედ გა-
მოაჯავრა, – ჩვენ აქ ვლპებით და ვიხოცებით, შენ კიდევ მეუბ-
ნები, მშვიდად შეხედეო!
– ჩვენი დროის ლათან დევერსია პირდაპირ, – თქვა რენ-
დუმ და ძმას ჩიბუხი მიუშვირა, – ეს ჩვენი ბებერი ფრენი. დე-
ვერსი ოთხმოცი წლის წინათ კატორღაზე მაღაროში დაიღუპა
შენი ქმრის დიდ პაპასთან ერთად, დიდი გულის პატრონი კი
იყო, თუმცა სიბრძნე აკლდა.
– ვფიცავ გალაქტიკას, მის ადგილას მეც ზუსტად ასე მო-
ვიქცეოდი, – შესძახა ფრენმა, – დევერსი უდიდესი ვაჭარი
იყო ისტორიაში, უფრო დიდი, ვიდრე ის ფერადი ბუშტი, მე-
ლოუ, დასაბამის კერპი. დასაბამის მმართველებმა მხოლოდ
იმიტომ მოკლეს, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა; და
მით მეტია მათი დანაშაული!

146 მკითხველთა ლიგა


– გააგრძელეთ, ქალიშვილო, – უთხრა რენდუმ, – თორემ
მთელი ღამე ილაპარაკებს, მერე კი მთელ დღეს ბოდვაში გა-
ატარებს.
– სათქმელი მეტი აღარცა მაქვს, კაცმა რომ თქვას, – ბა-
ითამ უეცარი სიმწრით ჩაილაპარაკა, – კრიზისი უნდა დად-
გეს, მაგრამ როგორ დავაჩქაროთ, არ ვიცი. დასაბამის პროგ-
რესული ძალები დათრგუნულია. თქვენ, ვაჭრები, შეიძლება
აჯანყდეთ, მაგრამ თქვენ გდევნიან და თანაც, ერთიანობა
გაკლიათ. შესაძლებელი რომ იყოს, კეთილი ნების ყველა ძა-
ლა გავაერთიანოთ დასაბამსა და მის ფარგლებს გარეთ...
ფრენმა ხრინწიანად, დამცინავად ჩაიხითხითა.
– უსმინე, რენდუ, უსმინე. დასაბამსა და მის ფარგლებს გა-
რეთო, ამბობს. ჩემო გოგონა, დასაბამში ამის შანსი არ არსე-
ბობს! ცალ მხარესაა ხალხი, ვისაც მათრახი უჭირავს ხელში,
მეორე მხარეს კი ის – ვისაც ამათრახებენ. ამ დამპალ სამყა-
როში კაცი აღარ დარჩა, პატიოსან ვაჭარს გვერდით რომ და-
უდგეს.
ბაითა შეეცადა საუბარი სხვა მიმართულებით წაეყვანა.
თორანი წინ გადაიხარა და პირზე ხელი ააფარა.
– მამა, – თქვა მან ცივად, – შენ დასაბამზე არასოდეს ყო-
ფილხარ. მასზე არაფერი იცი. იქაურ იატაკქვეშეთში ბევრი
ძლიერი და გაბედული ადამიანია. ბაითა ერთ-ერთი მათგა-
ნია.
– კარგი, კარგი, შვილო. სულაც არ მინდა, გაწყენინოთ.
რა არის აქ გასაბრაზებელი? – ფრენი აშკარად შეწუხდა.
თორანმა გაცხარებით გააგრძელა:
– მამა, შენი პრობლემა ისაა, რომ პროვინციული თვალ-
თახედვა გაქვს. შენ გგონია, რომ რამდენიმე ათასი ვაჭარი

147 მკითხველთა ლიგა


მაგარი ხალხია, მხოლოდ იმიტომ რომ, იძულებულნი არიან
გამოქვაბულებში იცხოვრონ გადაკარგულ პლანეტაზე, გა-
ლაქტიკის კიდეზე. რა თქმა უნდა, დასაბამელ-გადასახადების
ამკრეფს, აქ თუ მოხვდა, უკან დაბრუნების შანსი ნაკლებად
ექნება, მაგრამ ეს იაფფასიანი ჰეროიზმია. რას იზამთ, თუკი
დასაბამი ფლოტს გამოგზავნის?
– გავანადგურებთ, – ფრენმა ხისტად მიუგო.
– და ასევე თქვენც განადგურდებით. რადგან უპირატესო-
ბა მათ მხარეს იქნება. ცოტანი ხართ, ცუდად შეიარაღებულ-
ნი, ცუდად ორგანიზებულნი. დასაბამი ამას მიხვდება თუ არა,
თქვენც მიხვდებით. ამიტომ სჯობს თანამოაზრენი მოძებნოთ,
როგორც დასაბამზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
– რენდუ! – შესძახა ფრენმა და ძმას ვეებაა, უმწეო ხარი-
ვით გახედა.
რენდუმ ჩიბუხი პირიდან გამოიღო.
– ბიჭი მართალს ამბობს, ფრენ. შენს გულს თუ დაეკითხე-
ბი, მიხვდები, მართალია. შენ უბრალოდ ეს აზრი გაღიზიანე-
ბს, ამიტომაც იშორებ და ყველას უყვირი. მაგრამ აზრები მა-
ინც ადგილზე რჩება. თორან, გეტყვი, რატომ დავიწყე ეს სა-
უბარი...
ჩიბუხი მოქაჩა, კვამლი ამოუშვა, მერე კი საფერფლეზე
დადო, დაელოდა, სანამ ჩაქრებოდა, საფერფლის კი‐ დეზე
ფრთხილად დააკაკუნა და ფერფლი გადმოყარა. მერე კი ხე-
ლახლა, აუჩქარებლად, საგულდაგულოდდატენა.
– თორან, შენ ივარაუდე, რომ დასაბამი შეიძლება ჩვენით
დაინტერესდეს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ბოლო ხანს
ორჯერ გვეწვივნენ, გადასახადების აკრეფის მიზნით. ყველა-
ზე არასასიამოვნო კი ის იყო, რომ მეორე ვიზიტორი მსუბუქი

148 მკითხველთა ლიგა


საპატრულო ხომალდის თანხლებით ჩამოვიდა. ქალაქ გლე-
არის მახლობლად დასხდნენ, თანაც, ყოველი შემთხვევის-
თვის, ფუჭი ზალპი ბუთქეს. ამის მერე, ბუნებრივია, უკან ვე-
ღარ დაბრუნდებოდნენ. ახლა, ცხადია, სხვები მოფრინდები-
ან. თორან, მამაშენმა იცის ამის შესახებ. ნამდვილად იცის. ამ
ბებერ მექალთანეს შეხედე. იცის, რომ ჰეივენი გასაჭირშია,
იცის, რომ უძლურნი ვართ, მაგრამ მაინც ძველ, დაზეპირე-
ბულ ფორმულებს იმეორებს. ეს მას აგულიანებს და თანაც ამ-
შვიდებს. ჰგონია, რომ თუ დასაბამს გალანძღავს, იყვირებს
და იღრიალებს, ვალს მოიხდის, როგორც მამაკაცი და რო-
გორც მაგარი ვაჭარი და ისეთივე თანამიმდევრული იქნება,
როგორებიც ჩვენ ვართ.
– ვინ ჩვენ? – იკითხა ბაითამ.
რენდუმ გაუღიმა.
– ჩვენ პატარა ჯგუფი შევქმენით, – ჯერ მხოლოდ ჩვენს ქა-
ლაქში. ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. სხვა ქალაქებთან ჯერ
კავშირიც კი არ დაგვიმყარებია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწ-
ყისია.
– რის დასაწყისი?
რენდუმ თავი გააქნია.
– ჯერ არ ვიცით. სასწაულის იმედი გვაქვს. ჩვენ ვფიქ-
რობთ, რომ სელდონის კრიზისი გვიახლოვდება, – რენდუმ
ხელები ფართოდ გაშალა, – გალაქტიკა დაშლილი იმპერიის
ნამსხვრევებითა და ნაშთებითაა სავსე. მათ შორის უამრავი
გენერალია. არ ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მათგანი შესაძ-
ლოა სიმამაცით აღივსოს?…
ბაითა დაფიქრდა, მერე კი თავი მკვეთრად გააქნია, კულუ-
ლი ყურზე ჩამოეშალა.

149 მკითხველთა ლიგა


– არა, მაგის შანსი არ არსებობს. გენერლებს შორის არა-
ვინაა ისეთი, ვისაც არ ესმის, რომ დასაბამზე თავდასხმა
თვითმკვლელობის ტოლფასია. ბელ რიოზი ძველი იმპერიი-
დან საუკეთესო იყო მათ შორის, მან გალაქტიკას მთელი ძა-
ლით შეუტია, თუმცა სელდონის გეგმის საპირისპიროდ მაინც
ვერაფერი გააწყო. განა შეიძლება არსებობდეს თუნდაც ერ-
თი გენერალი, რომელმაც ეს არ იცის?
– მაგრამ თუკი ვუბიძგებთ?
– სად? ბირთვულ ჯოჯოხეთში? და რით შეიძლება ვუბიძ-
გოთ?
– საქმე ისაა, რომ ერთი ახალი გამოჩნდა. ბოლო ორი წე-
ლია ვრცელდება ხმები უცნაური კაცის შესახებ, რომელსაც
ჯორს ეძახიან.
– ჯორს? – ბაითა დაფიქრდა, – თორი, რამე თუ გაგიგია
მასზე?
თორანმა თავი გააქნია. ქალმა გააგრძელა:
– რა იცით მასზე?
– ბევრი არაფერი. გარდა იმისა, რომ გამარჯვებას გამარ-
ჯვებაზე აღწევს, თანაც, როგორც ამბობენ, სრულიად უიმედო
სიტუაციებში. ხმები, შესაძლოა, გაზვიადებულია, მაგრამ მა-
თი გაცნობა, ყველა შემთხვევაში, საინტერესო იქნება. დიდი
ამბიციებისა და შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს
არ სჯერა ჰარი სელდონის და მისი ფსიქოისტორიის კანონე-
ბისა. თუ ამ განწყობას განვუმტკიცებთ, დასაბამს შეიძლება
თავს დაესხას.
– და დასაბამი გაიმარჯვებს.
– ჰო, მაგრამ შეიძლება გაუჭირდეს. შეიძლება დაიწყოს
კრიზისი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ, დასაბამის დესპოტებს

150 მკითხველთა ლიგა


ვაიძულებთ, კომპრომისზე წავიდნენ. უარეს შემთხვევაში,
იძულებულნი იქნებიან, დროებით თავი დაგვანებონ, ჩვენ კი
ამასობაში სამომავლო გეგმებს დავაწყობთ.
– რას ფიქრობ, თორი?
თორანმა ალერსიანად გაუღიმა და მსუბუქი მოძრაობით
კულული გადაუწია, თვალზე რომ სცემდა.
– რაც ითქვა, იქიდან აზრი ვერ გამომაქვს. ბოლოს და ბო-
ლოს, ვინაა ეგ ჯორი? რა იცი მასზე, რენდუ?
– მეტი არაფერი. თორან, შენ კი შეგიძლია გაიგო და შენმა
ცოლმა, თუ მოისურვებს. მე და მამაშენმა ამაზე ვილაპარა-
კეთ. ბევრი ვილაპარაკეთ.
– რას გულისხმობ, რენდუ? რას ითხოვ ჩვენგან? – თორან-
მა ცოლს გახედა.
– თაფლობის თვე გქონდათ?
– ჰო, რა... თუკი დასაბამიდან გამგზავრებას თაფლობის
თვე შეიძლება დაარქვა.
– იქნებ უკეთესიც გქონდეთ კალგანზე? სუბტროპიკული
პლაჟები, წყლის სპორტი, ფრინველებზე ნადირობა – მშვე-
ნიერი კურორტია. შვიდი ათასი პარსეკი ძალიან შორიც არაა.
– რა არის კალგანზე?
– კალგანზე ჯორია! ყოველ შემთხვევაში, მისი ხალხი. ერ-
თი თვის წინათ დაიკავეს პლანეტა, თანაც უბრძოლველად,
არადა, კალგანის დიქტატორი ტელევიზიით იქადნებოდა,
მირჩევნია კალგანი იონურ მტვრად ვაქციო, ვიდრე მტერს ჩა-
ვაბაროო.
– ახლა სადაა ის დიქტატორი?
– აღარაა, – მიუგო რენდუმ მხრების აჩეჩვით, – აბა, რას
იტყვით?

151 მკითხველთა ლიგა


– და რა უნდა გავაკეთოთ?
– არ ვიცი. ფრენი და მე უკვე ბებრები ვართ, თანაც პრო-
ვინციელები. ჰეივენელი ვაჭრები ყველანი პროვინციელები
არიან. ეს ხომ შენ თვითონაც თქვი. ცხოვრებასა და ვაჭრობას
ძველ ყაიდაზე ვართ ჩვეული. ვეღარ ვაზანზარებთ გალაქტი-
კას, ჩვენი წინაპრებივით. თქვენ კი გალაქტიკას იცნობთ. თა-
ნაც, ბაითა დასაბამის კლასიკური აქცენტით ლაპარაკობს.
უბრალოდ, გვინდა, რაღაც-რაღაცები გაიგოთ, რასაც შეძ-
ლებთ. თუკი კონტაქტებს დაამყარებთ... თუმცა ამის იმედი არ
გვაქვს. მაგრამ, მოდი, იფიქრეთ ამაზე. შემიძლია ჩვენს
ჯგუფს შეგახვედროთ, თუკი მოისურვებთ. ოღონდ იქით კვი-
რაში. ცოტა სული მოითქვით.

152 მკითხველთა ლიგა


12.

კაპიტანი და მერი

კაპიტანი ჰან პრიტჩერი ფუფუნებას ჩვეული არ იყო და


მასზე შთაბეჭდილებას არც ახდენდა. საზოგადოდ, თვითანა-
ლიზისა და ფილოსოფოსობის ნებისმიერ სახეს უარყოფდა,
თუკი ის მის სამუშაოსთანუშუალოდ არ იყო დაკავშირებული.
ეს ნამდვილად შველოდა.
კაპიტნის სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რასაც ომის დე-
პარტამენტი „დაზვერვას“, გამოცდილი ხალხი „შპიონაჟს“,
რომანტიკოსები კი „აგენტურულ საქმიანობას“ ეძახდნენ.
სამწუხაროდ, მიუხედავად სატელევიზიო პროპაგანდისა,
„დაზვერვა“ და „შპიონაჟი“ ბინძურ საქმეებთან ასოცირდებო-
და, რაც ღალატსა და სიცრუეში გამოიხატებოდა. თუმცა ის
საზოგადოების მიერ გამართლებული იყო, რადგან „სახელ-
მწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა“. ხანგრძლივი
ფილოსოფიური განსჯა პრიტჩერს ყოველთვის აფიქრები‐
ნებდა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება უფრო იოლად შე-
იძლება მიაძინო, ვიდრე საკუთარი სინდისი, ამიტომ გადაწ-
ყვიტა, აღარ ეფილოსოფოსა.
ახლა კი, მერის მდიდრულ მისაღებში, თავისდა უნებურად,
კვლავ საკუთარ თავზე ფიქრობდა.

153 მკითხველთა ლიგა


კარიერულ წინსვლაში მუდმივად სხვები უსწრებდნენ, თა-
ნაც მასზე ნაკლებუნარიანები – ეს უნდა ეღიარებინა. იძულე-
ბული იყო მუდმივად აეტანა შენიშვნები და საყვედურები.
თუმცა თავის გზაზე სვლას მაინც ჯიუტად აგრძელებდა, დარ-
წმუნებული იყო, რომ ზოგჯერ სუბორდინაციის დარღვევა,
ისევ და ისევ „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე,
დასაშვები გახლდათ.
და, აი, მერის მისაღებში იმყოფებოდა, ხუთი ჯარისკაცის
თანხლებით. სავსებით შესაძლებელი იყო, სამხედრო ტრიბუ-
ნალი ელოდა.
მძიმე, მარმარილოს კარი ნელა, უხმაუროდ გაიღო – მის
წინ ორნამენტიანი, აბრეშუმით დამშვენებული კედლები და
გრძელი, წითელი, სინთეტიკური ფარდაგით დაფარული ია-
ტაკი გამოჩნდა. ორი შიდა კარი გაიხსნა – ისიც მარმარილო-
სი, ლითონით მოპირკეთებული. სამასი წლის წინანდელ
მკაცრ კოსტიუმებში გამოწყობილმა ორმა მოხელემ საზეი-
მოდ გამოაცხადა:
– აუდიენცია ეძლევა კაპიტან ჰან პრიტჩერს ინფორმაციის
დეპარტამენტიდან! – თავაზიანად დაუკრეს თავი და უკან და-
იხიეს, გზა დაუთმეს. კაპიტანი წინ წავიდა, ჯარისკაცების ეს-
კორტი მისაღებში დარჩა.
პრიტჩერმა დიდ ოთახში შეაბიჯა, მოულოდნელად, მისა-
ღებისგან განსხვავებით, სადად რომ მოეწყოთ. ვეება, მკაც-
რად მართკუთხა ფორმის მაგიდასთან ტანმორჩილი კაცი იჯ-
და, რომელიც მეტისმეტად ვრცელ ოთახში ძალზე პატარა
ჩანდა.
მერი ინდბური – თავის გვარში მესამე – პირველი ინდბუ-
რის, სასტიკი და ჭკვიანი ადამიანის შვილიშვილი გახლდათ.

154 მკითხველთა ლიგა


ხალხის თვალში ის იყო კაცი, ვისაც ხელისუფლების შენარ-
ჩუნების შესაშური უნარი ჰქონდა. არჩევითი დემოკრატიის
ნაშთებს მარჯვედ სპობდა, თანაც, იმავდროულად, საკმარი-
სად მშვიდობისმოყვარე მმართველობას ინარჩუნებდა.
მერი ინდბური ასევე იყო შვილი მეორე ინდბურისა – და-
საბამის პირველი მერისა, ვისაც ეს თანამდებობა მემკვიდ-
რეობით ერგო. მამას მხოლოდ სანახევროდ დაემსგავსა: ის
თუ სასტიკი და ჭკვიანი იყო, ეს – მხოლოდ სასტიკი.
ამრიგად, მერი ინდბური გვარში მესამე მერი ბრძანდებო-
და და მეორე კაცი, ვინც თანამდებობა მემკვიდრეობით მი-
იღო. ამ სამიდან ის ყველაზე უნიათო გახლდათ, უბრალოდ,
კარგი ბუღალტერი იყო, რომელიც იმ ოჯახში დაიბადა, სადაც
არ უნდა დაბადებულიყო.
ინდბურ მესამე ერზაც თვისებების უცნაურ კომბინაციას
წარმოადგენდა, ის ყველას აოცებდა, პატრონის გარდა.
მისთვის მკაცრი გეომეტრიული ფორმების სიყვარული
„სისტემას“ ნიშნავდა, ყოველდღიური ბიუროკრატიული პრო-
ცედურებისადმი დაუოკებელი, ავადმყოფური ინტერესი –
„შრომისმოყვარეობას“, გაუბედაობა სიტუაციებში, როდესაც
მართალი იყო – „სიფრთხილეს“, ხოლო სიჯიუტე სიტუაციებ-
ში, როდესაც ცდებოდა – „სიმტკიცეს“.
ამავე დროს, ფულს არასოდეს ფლანგავდა და ადამიანებს
ტყუილუბრალოდ სასიკვდილო დავალებებზე არ აგზავნიდა,
ამიტომ საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.
კაპიტანი პრიტჩერი მაგიდის წინ იდგა და ამ ყველაფერზე
ფიქრობდა, თუმცა ისეთი გაქვავებული გამომეტყველება
ჰქონდა, ვერავინ იტყოდა, ფიქრობდა რამეს თუ არა. არც ჩა-
უხველებია, არც ფეხი მოუნაცვლებია მანამ, სანამ მერმა თა-

155 მკითხველთა ლიგა


ვი არ ასწია, ფურცელს მზერა არ მოაშორა, რომლის არშიაზე
რაღაცას ინიშნავდა. მერე ფურცელი ერთი დასტიდან მეორე
დასტაში გადადო და გამხდარი სახე შემოსულისკენ მიმართა.
მერმა ინდბურმა ხელები აკურატულად დაიწყო წინ, მაგი-
დაზე გამეფებული წესრიგი რომ არ დაერღვია. დაზუსტების
მიზნით ჰკითხა:
– ჰან პრიტჩერი ბრძანდებით ინფორმაციის დეპარტამენ-
ტიდან?
კაპიტანი პრიტჩერი, როგორც ამას მკაცრი ეტიკეტი მოით-
ხოვდა, ცალ მუხლზე დაეშვა და თავი დახარა. ასე იყო მანამ,
სანამ არ გაიგონა:
– ადექით, კაპიტანო პრიტჩერ!
მერმა ეს სიტყვები ერთობ კეთილგანწყობით წარმოთქვა.
– თქვენ აქ ხართ, კაპიტანო პრიტჩერ, იმის გამო, რომ
თქვენმა ზემდგომმა ოფიცერმა გარკვეული დისციპლინარუ-
ლი სასჯელი დაგადოთ. საბუთები ამის შესახებ ჩემამდე დად-
გენილი წესით მოვიდა და რადგან მაინტერესებს ყველაფე-
რი, რაც დასაბამში ხდება, გადავწყვიტე თქვენი საქმის თა-
ობაზე დამატებითი ინფორმაცია მივიღო. იმედია, ეს არ გიკ-
ვირთ.
კაპიტანმა პრიტჩერმა უემოციოდ უპასუხა:
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი სამართლიანო-
ბა საარაკოა.
– ო, მართლა? – კმაყოფილი ტონით ჩაილაპარაკა მერმა.
მისმა კონტაქტურმა ლინზებმა სინათლის სხივი აირეკლეს,
რამაც მზერას ხისტი, მშრალი სიკასკასე შესძინა. მის წინ მა-
გიდაზე ლითონისკუთხეებიანი საქაღალდეების დასტიდან

156 მკითხველთა ლიგა


ერთ-ერთი აიღო, ხმაურით გადაფურცლა – ლაპარაკისას
სტრიქონს საჩვენებელ თითს აყოლებდა.
– კაპიტანო, აქ თქვენი პირადი საქმე მაქვს – ეს სრული
დოსიეა. ორმოცდასამი წლისა ხართ, მათგან ჩვიდმეტი წე-
ლია, რაც შეიარაღებულ ძალთა ოფიცრად ირიცხებით. და-
იბადეთ ლოკრისზე, თქვენი მშობლები ანაკრეონელები იყ-
ვნენ, ბავშვობაში სერიოზული ავადმყოფობები არ გქონიათ,
გადაიტანეთ მიო... მოკლედ, ამას მნიშვნელობა არა აქვს...
განათლება, სანამ არმიაში ჩაეწერებოდით, მეცნიერებათა
აკადემიაში მიიღეთ, ძირითადი სპეციალობა – ჰიპერატომუ-
რი ძრავები. აკადემიური მოსწრება... ჰმ, ძალიან კარგი. რა-
საც გილოცავთ კიდეც... არმიას შეუერთდით უმცროსი ოფიც-
რის წოდებით დასაბამის ერის 293 წლის ასმეორე დღეს.
კაპიტანს თვალი წამიერად შეავლო, საქაღალდე დახურა
და მერე კვლავ გახსნა.
– როგორც ხედავთ, – თქვა მან, – ჩემს ადმინისტრაციას
არაფერი გამოეპარება! აი, წესრიგი! სისტემა!
მერმა ჟელეს მრგვალი ბურთულა აიღო და პირში ჩაიდო.
ეს მისი სისუსტე იყო – ტკბილეული უყვარდა. უნდა აღვნიშ-
ნოთ, რომ მაგიდაზე ლამისაა აუცილებელ ატრიბუტად ქცე-
ული ნამწვისა და ფერფლის ატომებად დამშლელი მოწყობი-
ლობა არ იდგა. მერი არ ეწეოდა.
შესაბამისად, მოწევის უფლებას თავს ვერც მისი სტუმარი
მისცემდა.
მერი მეთოდურად, მონოტონურად, ბუტბუტით აგრძელებ-
და კითხვას, შიგადაშიგ უემოციო რეპლიკებს ურთავდა, ხან
იწონებდა წაკითხულს, ხან – არა.

157 მკითხველთა ლიგა


კითხვას მორჩა და საქაღალდეები კვლავ აკურატულ დას-
ტად დააწყო.
– მაშ ასე, კაპიტანო! – თქვა მან ცოცხლად, – არაორდინა-
რული დოსიე გაქვთ. არაჩვეულებრივი უნარები და განსა-
კუთრებული დამსახურებები. წერია, რომ მოვალეობის შეს-
რულებისას ორჯერ დაიჭერით, დაგაჯილდოვეს ორდენით
„დამსახურებისთვის“ – გაბედული მოქმედებისთვის, რომე-
ლიც თქვენი უშუალო მოვალეობებიდან გამომდინარე, არც
მოგეთხოვებოდათ. ამ ფაქტების მნიშვნელობას კაცი ვერაფ-
რით დაამცირებს.
კაპიტანს კვლავაც გაქვავებული გამომეტყველება ჰქონ-
და. სარგადაყლაპულივით იდგა. ეტიკეტით პირს, რომელსაც
მერთან აუდიენციის პატივი ერგო, დაჯდომის უფლება არ
ჰქონდა – ოთახში სკამი ანდა სავარძელი არ იდგა, თუ არ
ჩავთვლით იმას, რომელზეც ინდბური იჯდა. გარდა ამისა, რა-
იმეს თქმა აკრძალული გახლდათ, მხოლოდ პირდაპირ დას-
მულ კითხვაზე უნდა გაგეცა პასუხი.
მერმა სამხედროს მძიმე მზერა მიაპყრო, ხმა მკაცრი, ხის-
ტი გაუხდა:
– მაგრამ თქვენ ახალი წოდება უკვე ათი წელია არ მიგი-
ღიათ, თქვენი მეთაურები თქვენს გაუგონარ სიჯიუტეს ერ-
თხმად აღნიშნავენ. წერენ, რომ მუდმივად არღვევთ სუბორ-
დინაციას, არაკორექტულად ექცევით ზემდგომ ოფიცრებს,
არ ცდილობთ მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ კოლე-
გებთან, გამოუსწორებლად კონფლიქტური ხართ. როგორ ახ-
სნით ამას, კაპიტანო?
– თქვენო ბრწყინვალებავ, მე ვიქცევი ისე, როგორც სწო-
რად მიმაჩნია. სახელმწიფოსთვის რაც გამიკეთებია, ამაზე

158 მკითხველთა ლიგა


ჩემი ჭრილობები მეტყველებს, ჩემი ბრძოლა სახელმწიფოს
ინტერესებს ემთხვევა.
– ჯარისკაცის პასუხია, კაპიტანო, თუმცა სახიფათო დოქ-
ტრინაა. ამას მოგვიანებით მივუბრუნდეთ. თქვენ კონკრეტუ-
ლად გადანაშაულებენ, რომ ჩემ მიერ გამოგზავნილი სრუ-
ლუფლებიანი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი
ბრძანებების შესრულებაზე სამჯერ თქვით უარი. ამაზე რაღას
იტყვით?
– თქვენო ბრწყინვალებავ, განკარგულებებს ზოგჯერ, კრი-
ტიკულ მომენტში, აქტუალობა აკლია ხოლმე, რადგან უფრო
მნიშვნელოვანი საქმეების იგნორირება ხდება.
– ო, და ვინ გითხრათ, რომ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ პირ-
ველხარისხოვან საქმედ, მართლაც პირველხარისხოვანია?
ან, თუნდაც ასე იყოს, ვინ გითხრათ, რომ მათი იგნორირება
ხდება?
– თქვენო ბრწყინვალებავ, ეს ჩემთვის აშკარაა ხოლმე.
ჩემი გამოცდილება და მოვლენათა შეფასების უნარი – ამ
უნარს ზემდგომი მეთაურებიც არ უარყოფენ – ყველაფერს
ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს.
– კი მაგრამ, ჩემო კარგო კაპიტანო, ნუთუ იმდენად ბრმა
ხართ, რომ ვერ ხედავთ, როდესაც საკუთარ თავს აძლევთ
უფლებას შეაფასოთ დაზვერვის პოლიტიკა, თქვენი ზემდგო-
მების უფლებათა უზურპაციას ახდენთ?
– თქვენო ბრწყინვალებავ, მე ვემსახურები უპირველესად
სახელმწიფოს და არა ზემდგომებს.
– ცდებით, რადგან ყოველ ზემდგომს ჰყავს თავის ზემდგო-
მი, სათავეში კი მე ვარ და სწორედ მე წარმოვადგენ სახელ-
მწიფოს. მაგრამ საბაბი არ გაქვთ, უსამართლობა დამწამოთ.

159 მკითხველთა ლიგა


თქვენივე თქმით, ჩემი სამართლიანობა საარაკოა. მაშ, მო-
დი, თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რატომ დაარღვიეთ
დისციპლინა, რამაც აქამდე მოგიყვანათ.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემი ვალია სახელმწიფოს ინ-
ტერესების დაცვა და არა პლანეტა კალგანზე გადამდგარი ვა-
ჭარივით ცხოვრება. ინსტრუქცია პირდაპირ მეუბნებოდა,
რომ კალგანზე დასაბამის ინტერესები უნდა გამეტარებინა,
შემექმნა ორგანიზაცია, რომელიც იქაური დიქტატორის საქ-
მიანობას კონტროლს გაუწევდა, განსაკუთრებით, საგარეო
პოლიტიკის მხრივ.
– ეს ჩემთვის ცნობილია. გააგრძელეთ!
– თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემს პატაკებში მუდმივად ხაზს
ვუსვამდი კალგანის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას; გაც-
ნობებდით, რომ ის მთელ რიგ ვარსკვლავურ სისტემებს
აკონტროლებს. ვწერდი დიქტატორის ამბიციებზე, მის რე-
სურსებზე, მის გადაწყვეტილებაზე, გაეფართოებინა თავისი
სამფლობელო და ასევე, მის კეთილგანწყობილ, ანდა ნეიტ-
რალურ, დამოკიდებულებაზე დასაბამის მიმართ.
– თქვენი პატაკები ყურადღებით მაქვს წაკითხული. გააგ-
რძელეთ!
– თქვენო ბრწყინვალებავ, კალგანიდან ორი თვის წინათ
დავბრუნდი. არაფერი მეტყველებდა ომის დაწყებაზე. თანაც
მას შესწევდა ძალა, ნებისმიერი თავდასხმა მოეგერიებინა.
ერთი თვის წინათ კი ვიღაც სრულიად უცნობმა მეკობრემ
კალგანი უბრძოლველად აიღო. კალგანის დიქტატორი ცოც-
ხალი აღარ უნდა იყოს. ღალატს გამორიცხავენ, მხოლოდ იმ
ყაჩაღის, ჯორის, გენიოსობასა და ძალაზე ლაპარაკობენ.

160 მკითხველთა ლიგა


– ვის? – მერი წინ გადაიწია. გამომეტყველება ლამისაა
შეურაცხყოფილი გაუხდა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ის კაცი ცნობილია, როგორც
„ჯორი“. მასზე ცოტა რამ არის დანამდვილებით ცნობილი,
ამიტომ იძულებული ვიყავი ინფორმაცია ყველგან მეძებნა,
ათასნაირი ჭორები გამეცხრილა და ყველაზე დამაჯერებელი
ცნობები ამომეღო. მაღალი წარმომავლობისა არ უნდა იყოს
და არც განსაკუთრებულად შეძლებული. მამამისი ვინ იყო,
უცნობია. დედა მშობიარობას გადაჰყვა. არავის აღუზრდია,
მაწანწალობდა. განათლება გადაკარგულ პლანეტებზე მოგ-
ზაურობისას მიიღო. აქვს თუ არა სხვა სახელი, გარდა „ჯორი-
სა“, არავინ იცის. თანაც ამბობენ, რომ ეს მეტსახელი თავად
დაირქვა, ის საუკეთესოდ გამოხატავს მის საოცარ ფიზიკურ
ძალასა და სიჯიუტეს, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
– რა სამხედრო ძალას ფლობს? ფიზიკური ძალა არ მაინ-
ტერესებს.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ამბობენ, რომ უზარმაზარი
ფლოტი ჰყავს, მაგრამ, შესაძლოა, ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ
კალგანი წარმოუდგენლად იოლად აიღო. ტერიტორიები,
რომლებსაც აკონტროლებს, დიდი არ უნდა იყოს, თუმცა მა-
თი ზუსტი განსაზღვრა რთულია. ასეა თუ ისე, ამ კაცზე ყველა-
ფერი უნდა გავიგოთ.
– ჰმმ... კარგი, კარგი!
მერი ჩაფიქრდა, ბლოკნოტის ფურცელზე 24 ხაზით 6 კვად-
რატი ნელა დახატა ისე, რომ ექვსკუთხედი გამოვიდა, შემდეგ
ფურცელი ამოიხია, სამ ნაწილად აკურატულად დაანაწევრა
და სანაგვე დეზინტეგრატორში ჩაუშვა. ქაღალდი უხმაუროდ,
უკვალოდ გაქრა.

161 მკითხველთა ლიგა


– ახლა კი, კაპიტანო, მითხარით, რა ალტერნატივა არსე-
ბობს? უკვე თქვით, ყურადღება რას უნდა მივაქციო, მაგრამ
თქვენ თვითონ რა გქონდათ ნაბრძანები, რა უნდა გაგერკვი-
ათ?
– თქვენო ბრწყინვალებავ, კოსმოსში ვირთხების ერთი
სორო არსებობს, გადასახადებს რომ არ იხდის.
– ო, სულ ესაა? თქვენ არ იცით, არ გითხრეს, რომ ის ხალ-
ხი, გადასახადებს ვინც არ იხდის, ძველი დროის გაველურე-
ბული ვაჭრების – ანარქისტების, ყაჩაღების, სოციალური მა-
ნიაკების – შთამომავლები არიან, აცხადებენ, დასაბამიდან
ვართ წარმოშობითო და ჩვენი კულტურის მიღწევებს სასაცი-
ლოდ იგდებენ? თქვენ არ იცით, არ გითხრეს, რომ ვირთხების
სორო კოსმოსში ერთი კი არა, მრავალია. ისინი გაცილებით
მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, რომ ისინი ერთმანეთთან არი-
ან შეთქმულნი, ყველა ერთად კი – კრიმინალურ ელემენ‐
ტებთან დასაბამის ტერიტორიაზე? აქაც კი, კაპიტანო, აქაც კი!
მერმა ემოციები მოთოკა და უფრო მშვიდად იკითხა:
– არ იცით ეს, კაპიტანო?
– თქვენო ბრწყინვალებავ, ეს ყველაფერი მითხრეს, მაგ-
რამ მე სახელმწიფო სამსახურში ვარ და ჩემი მოვალეობა პა-
ტიოსნად უნდა შევასრულო. ხოლო პატიოსნად ის ირჯება,
ვინც სიმართლეს ემსახურება. ძველი დროის ვაჭრების ამ
შთამომავლებს რა პოლიტიკური ზრახვებიც უნდა ჰქონდეთ,
გაცილებით სახიფათონი არიან დიქტატორები, იმპერიის ნამ-
სხვრევებს რომ დაეპატრონნენ. ვაჭრებს არც შეიარაღება
აქვთ და არც რესურსები. ერთობაც კი არ გააჩნიათ. მე გადა-
სახადების ამკრეფი კი არა ვარ, ასეთ ბავშვურ დავალებაზე
რომ გამაგზავნონ.

162 მკითხველთა ლიგა


– კაპიტანო პრიტჩერ, თქვენ ჯარისკაცი ხართ და ბრძანე-
ბები უნდა შეასრულოთ. ძალიან დიდ შეცდომას უშ‐ ვებთ,
როდესაც ბედავთ და არ მემორჩილებით. ფრთხილად იყა-
ვით. ჩემი სამართლიანობა სისუსტის შედე‐ გი სულაც არაა.
კაპიტანო, უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ იმპერიის
ეპოქის გენერლები და თანა‐ მედროვე დიქტატორები ჩვენ
წინაშე ერთნაირად უძლურნი არიან. სელდონის მეცნიერება,
რომელიც დასა‐ ბამის განვითარების მიმართულებას წინას-
წარმეტყველებს, ინდივიდუალურ გმირობას კი არ ეფუძნება,
რო‐ გორც თქვენ გჯერათ, არამედ ისტორიას, სოციალურსა
და ეკონომიკურ ტენდენციებს. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ
ოთხი კრიზისი, ასე არაა?
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ სელდონის მეც-
ნიერება არავინ იცის სელდონის გარდა. ჩვენ კი მხოლოდ
რწმენა თუ გვასულდგმულებს. პირველი სამი კრიზისის
დროს, როგორც გვასწავლიან, დასაბამს გამოჩენილი ხელ-
მძღვანელები მართავდნენ, რომლებმაც კრიზისების არსი
ამოიცნეს და სათანადო ზომები მიიღეს. ეს რომ არა, ვინ
იცის, რა მოხდებოდა?
– დიახ, კაპიტანო, მაგრამ თქვენ მეოთხე კრიზისი არ ახ-
სენეთ. გაიხსენეთ, იმ დროს გამოჩენილ ხელმძღვანელთა სა-
დარი მეთაური არ გვყავდა, მტერი კი უჭკვიანესი გამოდგა,
უძლიერესი შეიარაღების მქონე, ყველას და ყველაფერს რომ
აჭარბებდა. მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ, ისტორიული აუ-
ცილებლობის გარდაუვალობის წყალობით.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მართალს ბრძანებთ, მაგრამ
ეს აუცილებლობა გარდაუვალი მას მერე გახდა, რაც ერთი
წლის განმავლობაში თავგანწირულად ვიბრძოლეთ. ეს „გარ-

163 მკითხველთა ლიგა


დაუვალი გამარჯვება“ ათას ხუთასი ხომალდი და ნახევარი
მილიონი კაცი დაგვიჯდა. თქვენო ბრწყინვალებავ, სელდო-
ნის გეგმა იმას შეეწევა ხოლმე, ვინც თავის თავს ეხმარება.
მერი ინდბური მოიღუშა, უცებ იგრძნო, რომ საკუთარმა
თავდაჭერილობამ დაღალა. მიხვდა, მისი შემწყნარებლობა
არასწორად იქნა გაგებული, თითქოს კაპიტანს უფლება მის-
ცა, გამუდმებით ეკამათა, არგუმენტები მოეყვანა. ხისტად
თქვა:
– ასეა თუ ისე, კაპიტანო, სელდონი გარანტიას გვაძლევს,
რომ გავიმარჯვებთ, ამდენად, ამ რთულ პერიოდში, საკუთარ
თავს ძალების დაქსაქსვის უფლებას ვერ მივცემ. ის ვაჭრები,
თქვენ რომ არაფრად აგდებთ, წარმოშობით დასაბამიდან
არიან. მათთან ომი სამოქალაქო ომი იქნება. სელდონი ამ
შემთხვევაში არაფრის გარანტიას არ გვაძლევს, რადგან ისი-
ნიც და ჩვენც დასაბამს წარმოვადგენთ. ამიტომ, ისინი უნდა
დავაჩოქოთ. გიბრძანებთ!
– თქვენო ბრწყინვალებავ...
– მე არაფერი მიკითხავს, კაპიტანო! ბრძანება უკვე გავე-
ცი. კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ. შემდგომი კამათი
ჩემთან, ანდა ჩემს წარმომადგენელთან განიხილება, რო-
გორც ღალატი. თავისუფალი ხართ.
კაპიტანი ჰან პრიტჩერი კვლავ ცალ მუხლზე დაეშვა, ადგა
და ნელი, მძიმე ნაბიჯებით კარისკენ ზურგით წავიდა.
მერმა ინდბურმა, მესამემ თავის გვარში და მეორემ, ვინც
თანამდებობა მემკვიდრეობით მიიღო, სულიერი წონასწო-
რობა აღიდგინა და იმ დასტიდან, მის მარცხნივ რომ იდო, ზე-
და ფურცელი აიღო. ეს იყო მოხსენება ფულადი სახსრების
დაზოგვის თაობაზე პოლიციელთა უნიფორმაში ლითონის

164 მკითხველთა ლიგა


დეტალების შემცირების ხარჯზე. მერმა ზედმეტი მძიმე გადა-
ხაზა, ორთოგრაფიული შეცდომა გაასწორა, ფურცლის კიდე-
ზე სამი შენიშვნა მიაწერა და ფურცელი მარჯვენა დასტაში გა-
დადო. მერე კი მარცხენა დასტიდან მომდევნო ფურცელი
აიღო...
ყაზარმაში დაბრუნებულმა ინფორმაციის დეპარტამენტის
კაპიტანმა ჰან პრიტჩერმა აღმოაჩინა, რომ პერსონალური
კაფსულა ელოდებოდა. მასში ბრძანება იყო, რომელსაც ზე-
მოდან დიდი წითელი ასოებით ეწერა: „სასწრაფოდ“ და რო-
მელიც ხელმოწერილი იყო სახელით, მთავრული „I“-ით რომ
იწყებოდა.
კაპიტან ჰან პრიტჩერს ეძლეოდა ბრძანება, დაუყოვნებ-
ლივ გაფრენილიყო „ამბოხებულ პლანეტაზე, სახელად ჰე-
ივენზე“.
კაპიტანი ჰან პრიტჩერი, ერთკაციანი მსუბუქი კოსმოსური
კატარღით, პირდაპირ კალგანზე გაფრინდა. იმ ღამით კმაყო-
ფილს ეძინა, ჯიუტი კაცივით, თავისი რომ გაიტანა.

165 მკითხველთა ლიგა


13.

ლეიტენანტი და მასხარა

შვიდი ათასი პარსეკის მანძილზე ჯორის წინაშე კალგანის


არმიის კაპიტულაციამ ბებერი ვაჭრის ცნობისმოყვარეობა,
ჯიუტი კაპიტნის ყურადღება და ბიუროკრატი მერის გაღიზია-
ნება გამოიწვია, თავად კალგანზე არაფერი შეცვლილა – კა-
ციშვილი არ აღელვებულა. ეს პერმანენტულ გაკვეთილად
გამოდგება კაცობრიობისთვის, რომ დისტანცია დროსა და
სივრცეში მოვლენაზე ფოკუსირებას უწყობს ხელს. თუმცა, არ
არსებობს არანაირი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ეს გაკვე-
თილი ვინმემ ოდესმე წარმატებით აითვისა.
კალგანი ისევ ის ძველი კალგანი იყო. გალაქტიკის იმ სექ-
ტორში კალგანი გახლდათ ერთადერთი სამყარო, სადაც არ
უწყოდნენ, რომ იმპერია დაეცა, რომ სტენელების დინასტია
მმართველობას ჩამოშორდა, რომ ძველი დიდებისგან აღა-
რაფერი დარჩა და მშვიდობიან ცხოვრებას ბოლო მოეღო.
კალგანი ფუფუნების სამყაროს წარმოადგენდა. კაცობ-
რიობა უფსკრულისკენ მიექანებოდა, ის კი კვლავაც გართო-
ბათა მწარმოებლის, ოქროს მყიდველისა და სიამოვნებათა
გამყიდველის რეპუტაციას ინარჩუნებდა.
კალგანს ისტორიის ბედუკუღმართობამ გვერდი აუარა,
რადგან არცერთი დამპყრობელი არ დაანგრევდა, ან სერიო-

166 მკითხველთა ლიგა


ზულად არ დააზიანებდა სამყაროს, სადაც იმდენი ნაღდი ფუ-
ლი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო იმუნიტეტი ეყიდა.
თუმცა კალგანიც კი, ბოლოს და ბოლოს, სამხედრო დიქ-
ტატორის სამფლობელოდ იქცა – ომის ქარცეცხლი მასაც შე-
ეხო.
მის მყუდრო ჯუნგლებში, ხავერდოვან პლაჟებზე, ბრწყინ-
ვალე, კაშკაშა ქალაქებში დაქირავებული ჯარისკაცების
მწყობრი ფეხის ხმა ექოდ გაისმოდა. პირველად ისტორიაში
პროვინციის პლანეტებზე ფული ქრთამებზე კი არა, სამხედ-
რო ხომალდებზე იხარჯებოდა. ახალი მმართველი დარწმუნე-
ბული იყო, რომ უნდა დაეცვა ის, რასაც ფლობდა და დაეპყრო
ის, რასაც სხვები ფლობდნენ. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გა-
ლაქტიკაში ერთ-ერთი უძლიერესი მმართველი, ომისა და
მშვიდობის შემოქმედი, იმპერიის აღმშენებელი და ახალი
დინასტიის ფუძემდებელი ბრძანდებოდა.
და უეცრად ბრიყვული მეტსახელის მქონე ვიღაც უცნობმა
ხელში ჩაიგდო ყველა და ყველაფერი – მმართველიც, მისი
არმიაც და მისი მზარდი იმპერიაც – თანაც ყოველგვარი
ბრძოლის გარეშე.
არადა, კალგანზე ყველაფერი წინანდელი ცხოვრების
წესს დაუბრუნდა, მოქალაქეებმა სამხედრო ფორმა გაიხა-
დეს, დაქირავებული ჯარისკაცები კი ახალი მმართველის
ჯარს შეუერთდნენ.
როგორც წინათ, ისევ იმართებოდა მდიდრული საფარი
ჯუნგლებში საგანგებოდ გამრავლებულ ცხოველებზე; ჰაერში
დაქროდნენ სწრაფი სამონადირო კატარღები – ვეება ფრინ-
ველებს დასდევდნენ.

167 მკითხველთა ლიგა


ქალაქებში გალაქტიკის ყოველდღიურობას გამოქცეულ
ტურისტებს კვლავაც შეეძლოთ მიეღოთ სხვადასხვაგვარი სი-
ამოვნება – გააჩნია, რას გასწვდებოდნენ – დაწყებული ფან-
ტასტიკური ეთერული სასახლეებით, სადაც ყველას შეეძლო
შესვლა ნახევარი კრედიტის ფასად, დამთავრებული იდუმა-
ლი, მასებისთვის უცნობი სახლებით, რომელთა სტუმრობა
მხოლოდ ძალზე მდიდარ ადამიანებს ხელეწიფებოდათ.
სტუმართა ურიცხვ ნაკადში თორანი და ბაითა შეუმჩნე-
ველნი რჩებოდნენ. თავიანთი ხომალდი აღმოსავლეთ ნახე-
ვარკუნძულის უზარმაზარ ანგარში დაარეგისტრირეს და ში-
და ზღვაზე გაემგზავრნენ – ეს იყო კურორტი, რომელიც სა-
შუალო კლასის დამსვენებლებისთვის იყო განკუთვნილი. იქ
გართობა სრულიად ლეგალური და რესპექტაბელური გახ-
ლდათ, თანაც ბევრი ხალხიც არ ირეოდა.
ბაითას შავი სათვალე ეკეთა – მზის საწინააღმდეგო და
თეთრი კაბა ეცვა – სიცხის საწინააღმდეგო. გარუჯული ხელე-
ბი გარუჯულ მუხლებზე შემოეწყო, ქვიშაზე გაშოტილ ქმარს
განყენებული მზერით დაჰყურებდა – თაკარა მზის ქვეშ, თვა-
ლისმომჭრელ შუქში რომ იწვა.
– მეტისმეტი არ მოგივიდეს, – გააფრთხილა მან პირვე-
ლივე დღეს, მაგრამ თორანი მომაკვდავი წითელი ვარსკვლა-
ვის ქვეშ გახლდათ დაბადებული; და თუმცა მან სამი წელი გა-
ატარა დასაბამზე, მზე მისთვის ფუფუნებას წარმოადგენდა.
კანი წინასწარ დაიმუშავა, დამწვრობა რომ არ მიეღო და, აი,
უკვე მეოთხე დღე იყო, მხოლოდ შორტებით დადიოდა, სხვა
ტანსაცმელს არ იკარებდა.
ბაითა ქმარს მიუჩოჩდა და აჩურჩულდა.
თორანს მოდუნებული სახე მოეღუშა, მძიმედ მიუგო:

168 მკითხველთა ლიგა


– გეთანხმები, რომ ჯერ ვერაფერს მივაღწიეთ. ჯერ ვერ-
სად მივედით. მაგრამ ის სადღაა? საერთოდაც, ვინაა? ამ შეშ-
ლილმა სამყარომ მასზე არაფერი იცის. იქნებ სულაც არ არ-
სებობს?
– არსებობს, – უპასუხა ბაითამ ისე, რომ ტუჩები არ გა-
უტოკებია, – უბრალოდ, ჭკვიანია. ბიძაშენი მართალია. ეს კა-
ცი შეიძლება გამოვიყენოთ, თუ უკვე გვიანი არაა.
ამ საუბარს მოკლე პაუზა მოჰყვა. თორანმა ჩურჩულით
უთხრა:
– იცი, რა დამემართა, ბაითა? ჩამთვლიმა ამ პაპანაქება-
ში. ყველაფერი თავისით დალაგდა, მწყობრად და ტკბილად,
– მისი ხმა ოდნავღა ისმოდა, მაგრამ თავს მოერია, გამოფ-
ხიზლდა, – გახსოვს, ბაი, რას გვეუბნებოდა დოქტორი ალკმა-
ნი კოლეჯში? დასაბამს დამარცხება არ უწერია, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ მისი მმართველები არ შეიძლება დამარცხდნე-
ნო. განა დასაბამის ნამდვილი ისტორია მაშინ არ დაიწყო,
როდესაც სალვორ ჰარდინმა ენციკლოპედისტები ჩამოაგდო
და პლანეტა ტერმინუსის მერი გახდა? განა მომდევნო საუკუ-
ნეში ჰობერ მელოუმ ასეთივე ხისტი მეთოდებით არ ჩაიგდო
ხელში ძალაუფლება? მმართველებმა ორჯერ განიცადეს მარ-
ცხი, ანუ ეს სავსებით შესაძლებელია. მაშ, ჩვენ რატომ არ უნ-
და გავაკეთოთ იგივე?
– თორი, ეს ძველისძველი არგუმენტია, წიგნებიდან აღე-
ბული. დროის კარგვაა, ცარიელი ფანტაზიებია.
– განა? აბა, დაფიქრდი. რას წარმოადგენს ჰეივენი? განა
ის დასაბამის ნაწილი არაა? თუკი ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს მა-
ინც დასაბამის გამარჯვება იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ახ-
ლანდელი მმართველები დამარცხდებიან.

169 მკითხველთა ლიგა


– „ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება“-სა და „ჩვენ გავიმარ-
ჯვებთ“-ს შორის დიდი სხვაობაა. ცარიელი სიტყვების რახა-
რუხია.
თორანი დაიმანჭა.
– კარგი, კარგი, ბაი, უბრალოდ, ცუდ გუნებაზე ხარ, ეს შენ
გემართება ხოლმე, მაგრამ რად გინდა, მეც ცუდ გუნებაზე
დავდგე? ცოტას წავუძინებ, წინააღმდეგი თუ არ იქნები.
მაგრამ ბაითა აღარ უსმენდა, სადღაც იყურებოდა, კისერი
წაიგრძელა და უცებ სრულიად არალოგიკურად, ახითხითდა,
სათვალე მოიხსნა, სახე მოიჩრდილა და რაღაცას მიაჩერდა
სანაპიროზე.
თორანი წამოიწია, ხელებს დაეყრდნო და იქით გაიხედა,
საითაც ბაითა იყურებოდა.
ბაითა აშკარად აწოწილ ფიგურას შესცქეროდა, თავდაყი-
რა რომ იდგა, სეირის მოყვარული ბრბოს სახალისოდ. პლა-
ჟის მაწანწალა აკრობატთაგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო.
ისინი ნებისმიერ წამს მზად იყვნენ, რამდენიმე გადაგდებული
მონეტის სანაცვლოდ თუნდაც ცოცხალ კვანძად შეკრულიყ-
ვნენ.
ამ დროს მის გვერდით სანაპიროს პატრულმა ჩაიარა,
ცალ ხელზე მდგარმა ჯამბაზმა მეორე ხელის ცერა თითი
ცხვირთან მიიტანა, დამცინავი ჟესტი აჩვენა. პოლიციელი
მისკენ დაიძრა მუქარით, მაგრამ აკრობატმა მუცელში ფეხი
ჰკრა, ჰაერში გადატრიალდა, მიწაზე დადგა და მოკურცხლა.
სეირის მოყვარული ბრბო, რომელიც აშკარად ჯამბაზის მხა-
რეზე იყო, პატრულს გადაეღობა და აკრობატს გაქცევის სა-
შუალება მისცა.

170 მკითხველთა ლიგა


ჯამბაზი პლაჟზე თავქუდმოგლეჯილი მირბოდა, ქვიშაზე
გაწოლილებს ახტებოდა, ყოყმანით ირჩევდა მიმართულებას,
მაგრამ არ ჩერდებოდა. ბრბო დაიშალა. პატრული თვალს მი-
ეფარა.
– რა უცნაური ვინმეა, – ჩაილაპარაკა ბაითამ აშკარა სიმ-
პათიით, რაზეც თორანმა სასხვათაშორისოდ დაუქნია თავი.
ჯამბაზი მათ ახლოს აღმოჩნდა და შეეძლოთ უკვე კარგად და-
ეთვალიერებინათ: მის გრძელ, გამხდარ სახეს ვეება ცხვირი
ამშვენებდა, რომელსაც ფართო ნესტოები და ხორთუმივით
მოძრავი მსხვილი წვერი ჰქონდა. გრძელ კიდურებზე ობობა-
სავით მოქნილ სხეულზე შემოტმასნილი კოსტიუმი ეცვა, მსუ-
ბუქად და გრაციოზულად მოძრაობდა, თუმცა ჩანდა, საჭირო
მომენტში შეეძლო ბურთივით შეკრულიყო.
ღიმილის გარეშე ვერ შეხედავდი. როდესაც თორანსა და
ბაითას გვერდით ჩაუარა, შენიშნა, მას უყურებდნენ. ჯამბაზი
სრულიად მოულოდნელად შედგა, მობრუნდა, მათთან მიიჭ-
რა. ბაითას დააშტერდა – დიდი, წაბლისფერი თვალები ჰქონ-
და.
ბაითა უხერხულად შეიშმუშნა.
ჯამბაზმა გაიღიმა, თუმცა ამის გამო წამახული სახე კიდევ
უფრო დაუსევდიანდა. გალაქტიკის ცენტრალური სექტორე-
ბის მკვიდრთათვის დამახასიათებელი ღვარჭნილი ფრაზე-
ბით ალაპარაკდა:
– კეთილ სულთა მიერ ჩემთვის მონიჭებული სიბრძნის
სრულად გამოყენება რომ შემეძლოს, – დაიწყო მან, – ვიტ-
ყოდი, შეუძლებელია ეს ქალბატონი არსებობდეს, რადგან
გონიერი კაცი ვერ დაიჯერებს, რომ ოცნება სინამდვილედ ექ-
ცა, მაგრამ მზად ვარ ჩემს კეთილგონიერებაზე უარი ვთქვა

171 მკითხველთა ლიგა


და დავიჯერო ის, რასაც საკუთარი, მოხიბლული, მონუსხული
თვალებით ვჭვრეტ.
ბაითამ გაოცებისგან თვალი ჭყიტა.
– ვაუ! – მხოლოდ ეს თქვა.
თორანს გაეცინა.
– ოჰ, რა მაცდური ხარ. კარგი ბაი, ნამდვილად იმსახუ-
რებს ხუთი კრედიტი რომ აჩუქო. მიდი, მიეცი.
მაგრამ ჯამბაზმა წინ ისკუპა, უფრო მიუახლოვდა.
– არა, ლედი, სწორად გამიგეთ. მე ფული კი არ მალაპა-
რაკებს, არამედ თქვენი ნათელი თვალები და მშვენიერი სა-
ხე.
– ო, გმადლობთ, – უთხრა ბაითამ და მერე ქმარს მიუბ-
რუნდა, – ერთი ამას შეხედე, თვალები როგორ უელავს?
– მხოლოდ თქვენი თვალები და სახე კი არ მალაპარა-
კებს, –ჯამბაზმა სულმოუთქმელად, გაშმაგებით გააგრძელა,
– არამედ თქვენი ჭკუა-გონებაც, ნათელი რომაა და მტკიცე
და სიკეთით აღსავსეც.
თორანი წამოდგა, თეთრ პერანგს დასწვდა, რომელსაც
უკვე მეოთხე დღე იყო, მხარზე გადაკიდებულს დაათრევდა,
და გადაიცვა.
– ახლა კი, მეგობარო, – თქვა მან, – იქნებ მითხრა, რა
გინდა და ქალბატონი მეტი აღარ შეაწუხო.
ჯამბაზმა შიშით გადადგა უკან ნაბიჯი, წელში ორად მოიხა-
რა.
– არა, სულაც არ მსურს ვინმეს ვავნო. აქ მე უცხო ვარ,
ჩემზე ამბობენ, ჭკუაზე ვერააო. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამ-
ბობს, შემიძლია კაცს სახეზე შევხედო და ყველაფერი ამოვი-
კითხო. ამ ქალბატონს, გარდა მშვენიერი სახისა, გულიც ოქ-

172 მკითხველთა ლიგა


როსი აქვს და მჯერა, გასაჭირში არ მიმატოვებს, მიშველის,
მიუხედავად იმისა, რომ ასე გაბედულად ვმეტყველებ...…
– ხუთი კრედიტი უშველის შენს გასაჭირს? – მშრალად
იკითხა თორანმა და მონეტა ამოიღო.
მაგრამ ჯამბაზი არ განძრეულა, არც ხელი გაუწვდია, ამი-
ტომ ბაითამ თქვა:
– თორი, მოდი, მე დაველაპარაკები, – მერე კი ჩუმად და-
უმატა, – მისი ლაპარაკის სულელურ მანერაზე არ გაღიზიან-
დე, უბრალოდ, ასეთი დიალექტი აქვს. ჩვენი საუბარი, შესაძ-
ლოა, მასაც უცნაურად ეჩვენება.
მერე კი ჯამბაზს ჰკითხა:
– რა გასაჭირი გაქვს? პატრულის გამო ხომ არ ღელავ? ნუ
გეშინია, ვერაფერს გავნებს.
– ო, არა, არა. ნიავზე მეტად არ მაღელვებს, კოჭებზე ქვი-
შას რომ მაყრის. მე სხვა რამისა მეშინია, ქარიშხლის მსგავსი
რომაა, სამყაროებს აქეთ-იქით რომ ისვრის და ერთმანეთს
აჯახებს. ერთი კვირის წინ გავექეცი, ვხეტიალობდი, ღამეს
ზოგჯერ ქუჩაში ვათევდი, ბრბოში ვიმალებოდი. მრავალ ადა-
მიანს ჩავხედე თვალებში, ხსნას დავეძებდი; და, აი, აქ ვიპო-
ვე, – ბოლო სიტყვები ჩუმად, სიმწრით გაიმეორა, – აქ ვიპო-
ვე.
– ჰოო, – დაფიქრებით მიუგო ბაითამ, – დახმარების სურ-
ვილი კი მაქვს, მაგრამ, მეგობარო, ქარიშხლისგან, სამყარო-
ებს რომ ანგრევს, მე ვერ დაგიცავ. მართალი გითხრა, შემიძ-
ლია მხოლოდ...
უეცრად მძლავრი, ხმამაღალი შეძახილი გაისმა, საუბარი
რომ გააწყვეტინა:
– აი, შე ბინძურო არამზადა!

173 მკითხველთა ლიგა


ეს პატრული იყო, სახე ბრაზისგან გასწითლებოდა, სირბი-
ლის შემდეგ მძიმედ სუნთქავდა. მასხარას დამადამბლავებე-
ლი პისტოლეტი მიუშვირა.
– დაიჭირეთ, თქვენ ორმა! არ გაიქცეს!
პოლიციელმა ჯამბაზს გამხდარ მხარზე მძიმე მარჯვენა
მოუჭირა, საწყალი შიშისგან ასლუკუნდა.
თორანმა იკითხა:
– რა დააშავა?
– რა დააშავა? კარგი, ახლავე, – ქამარზე ჩამოკონწიალე-
ბული ჩანთიდან წითელი ცხვირსახოცი ამოიღო, მოშიშვლე-
ბული კისერი შეიმშრალა და შვებით გააგრძელა, – ახლავე
გეტყვით, რაც დააშავა. გაიქცა! მთელ კალგანზე დაეძებენ,
ადრევე ვიცნობდი, ფეხებზე რომ მდგარიყო ნორმალური
ადამიანივით, ამ ქორისსახიან თავზე კი არა, – პოლიციელმა
სიტყვა დაამთავრა და კმაყოფილმა გაიღიმა, ეს რა მაგარი
იუმორის გრძნობა მაქვსო.
ბაითამ ღიმილით ჰკითხა:
– და საიდან გაიქცა, სერ?
პატრულმა ხმას აუწია. სეირის მოყვარულთა ბრბო წამში
შეიყარა, ხალხი ემატებოდა და ემატებოდა, ერთი სული
ჰქონდათ, რამე მომხდარიყო. ხალხის რაოდენობის ზრდას-
თან ერთად პატრულის თვითშეფასების განცდაც მატულობ-
და.
– საიდან გაიქცა? – ერთობ სარკასტულად გაიმეორა, –
იმედია, ჯორის შესახებ გსმენიათ.
ყაყანი შეწყდა და ბაითამ უცებ იგრძნო, მუცელში რაღაცამ
წაუჭირა. ჯამბაზი ბაითას მისჩერებოდა – პოლიციელს ჩაბღუ-
ჯული ჰყავდა, კანკალებდა.

174 მკითხველთა ლიგა


– ჰოდა, ისმის კითხვა, – პოლიციელმა მძიმედ გააგრძე-
ლა, –ვინაა ეს ბინძური არამზადა, თუ არა მისი უდიდებულე-
სობის კარის მასხარა, მას რომ გაექცა, – თქვა და ტყვე უხე-
შად შეაჯანჯღარა, – აღიარებ ამას, შე ბრიყვო?
ჯამბაზმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ შიშისგან გაფით-
რდა. სიჩუმე ჩამოწვა, ბაითამ ქმარს რაღაც უჩურჩულა. თო-
რანმა პატრულისკენ კეთილგანწყობით გადადგა ნაბიჯი.
– მისმინე, მეგობარო, ერთი წუთით გაუშვი ხელი. ეს ჯამ-
ბაზი, შენ რომ გყავს დაჭერილი, ცეკვით გვართობდა და ჯე-
რაც არ დაუსრულებია, არადა ფული გადავუხადეთ.
– რაო, რაო? – პოლიციელმა ხმას აუწია, – მაგისთვის
ჯილდოა დაწესებული...
– მიიღებ ჯილდოს, თუკი დაამტკიცებ, რომ ის კაცია, ვისაც
ეძებ. მაგრამ მანამდე მოიცადე. ვერ ხვდები, რომ ასე სტუმ-
რის უფლებებს არღვევ და ამისთვის პასუხს აგებ?
– ეს შენ არღვევ მისი უდიდებულესობის უფლებებს და შენ
აგებ ამისთვის პასუხს, – პოლიციელმა ჯამბაზი კიდევ ერ-
თხელ შეაჯანჯღარა, – ამ კაცს ფული დაუბრუნე, შე მძორო.
თორანმა ხელი გაიშვირა, ელვისებური მოძრაობა გააკე-
თა და პატრულს პისტოლეტი გამოჰგლიჯა, კინაღამ თითიც
ზედ მიაყოლებინა, ჩახმახზე რომ ედო. პატრულმა ტკივილისა
და ბრაზისგან იღრიალა. თორანმა მთელი ძალით ჰკრა ხე-
ლი, ჯამბაზი გათავისუფლდა და თორანის ზურგს უკან დაიმა-
ლა.
ბრბოს დაძაბულმა ყურადღებამ პიკს მიაღწია. ერთმანეთს
აწვებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ, ცდილობდნენ დაენა-
ხათ, თუ რა ხდებოდა. თუმცა თან ცენტრიდანული მოძრაობა

175 მკითხველთა ლიგა


დაიწყო, რადგან არაერთმა სეირის მაყურებელმა გადაწყვი-
ტა, მოვლენების შუაგულს გასცლოდა.
ალიაქოთმა იმატა, გაისმა ხმამაღალი ბრძანება, გზა მოგ-
ვეცითო. სეირის მაყურებლები აქეთ-იქით გაიწივნენ, ბრბოში
დერეფანი გაჩნდა, ორი კაცი მოდიოდა, ხელში ელექტრო-
მათრახები ეჭირათ. მეწამული ფერის პერანგებს ელვისა და
გახლეჩილი პლანეტის გამოსახულება უმშვენებდათ.
მათ გოლიათური აღნაგობის ლეიტენანტი მოჰყვებოდა,
თმაც შავი ჰქონდა და კანიც, დაღვრემილი ჩანდა.
ლეიტენანტი ავისმომასწავებელი სიმშვიდით ალაპარაკ-
და, რაც ნიშნავდა, რომ მას არ სჭირდება ყვირილი, რათა
ადამიანები აიძულოს, შეასრულონ, რაც სურს. იკითხა:
– თქვენ გამოგვიძახეთ?
პოლიციელი კვლავაც დაშავებულ ხელს იზელდა, ტკივი-
ლისგან დამანჭულმა ჩაიბურტყუნა:
– ვაცხადებ, ჯილდო მეკუთვნის! აი, ამ კაცს ვადანაშა-
ულებ, რომ...
– ჯილდოს მიიღებ, – უთხრა ლეიტენანტმა ისე, არც შეუხე-
დავს და ხელქვეითებს მოკლედ უბრძანა, – აიყვანეთ.
თორანმა იგრძნო, ჯამბაზი მის პერანგს როგორ ჩაებღაუჭა
გაგიჟებით.
ხმას აუწია, შეეცადა მტკიცედ ეთქვა:
– დიდი ბოდიში ლეიტენანტო, მაგრამ ეს კაცი ჩემია.
ჯარისკაცებმა ეს განცხადება წარბშეუხრელად მოისმინეს.
ერთ-ერთმა ელექტრომათრახი შემართა, მაგრამ ლეიტენან-
ტმა ანიშნა, დაუშვიო და მანაც მორჩილად დაუშვა.
ლეიტენანტმა ნაბიჯი გადადგა წინ, თორანის თავზე მთასა-
ვით წამოიმართა, ჰკითხა:

176 მკითხველთა ლიგა


– ვინ ხარ?
პასუხი მჭახედ გაისმა:
– დასაბამის მოქალაქე.
თორანის სიტყვებმა იმოქმედა, ყოველ შემთხვევაში,
ბრბოზე. დაძაბული სიჩუმე ყაყანმა და გნიასმა შეცვალა. ჯო-
რის სახელს შეეძლო შიში გამოეწვია, მაგრამ ის ჯერ მაინც
ახალი იყო და ძველ სიტყვა „დასაბამს“ ვერ შეედრებოდა –
იმპერია ხომ მან გაანადგურა – და გალაქტიკის იმ სექტორს
სასტიკი დესპოტიზმით მართავდა.
თუმცა ლეიტენანტმა სიმშვიდე შეინარჩუნა. იკითხა:
– თუ იცით, ვინაა კაცი, თქვენს ზურგს უკან რომ იმალება?
– მითხრეს, თითქოს თქვენი ლიდერის სასახლიდან გამო-
იქცა, მაგრამ დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი
მეგობარია, ასე რომ, სერიოზული მტკიცებულებები უნდა
წარმოადგინოთ, თუკი მისი დაკავება გსურთ.
ბრბომ ამ სიტყვის გაგონებაზე ხმამაღლა ამოისუნთქა,
თუმცა ლეიტენანტმა ამას ყურადღება არ მიაქცია.
– საბუთები თუ გაქვთ, რაც დაამტკიცებს, რომ მართლაც
დასაბამის მოქალაქე ხართ?
– ჩემს ხომალდზეა.
– აცნობიერებთ, რომ კანონს არღვევთ? ამისთვის ადგილ-
ზე შემიძლია დაგხვრიტოთ.
– ცხადია. მაგრამ მას მერე, რაც დასაბამის მოქალაქეს
მოკლავთ, სავარაუდოა, რომ თქვენს გვამს დასაბამს კომპენ-
საციის სახით გაუგზავნიან, თანაც, ოთხად დანაწევრებულს,
შაყის კვრის შედეგად. სხვა დიქტატორები ასე მოქცეულან.
ლეიტენანტმა ტუჩები ნერვიულად გაილოკა. ასეთი შემ-
თხვევები მართლაც მომხდარიყო და ეს მან კარგად იცოდა.

177 მკითხველთა ლიგა


ლეიტენანტმა იკითხა:
– თქვენი სახელი?
თორანი მიღწეული უპირატესობის განვითარებას შეუდგა.
– კითხვებს ჩემს ხომალდზე ვუპასუხებ. რომელ სექციაში
დგას, ანგარში გეტყვიან. „ბაითას“ სახელითაა რეგისტრირე-
ბული.
– გაქცეულს არ გადმომცემთ?
– პირადად ჯორს შეიძლება გადავცე კიდეც. მოკლედ, ეს
თქვენს ბატონს მოახსენეთ!
საუბარი დასრულდა. ლეიტენანტი მკვეთრი მოძრაობით
გატრიალდა.
– დაშალეთ ბრბო! – ხელქვეითებს ბრძანება მისცა. გაცო-
ფებული იყო, თავს ძლივს იკავებდა.
ელექტრომათრახები ამუშავდა. გულის გამგმირავი წი-
ვილ-კივილი გაისმა, ბრბო აზვირთდა და თვალის დახამხამე-
ბაში დაიშალა.
...თორანი მხოლოდ მაშინ მოვიდა გონზე, როდესაც ან-
გარს მიუახლოვდნენ. ბაითას მიმართა, თუმცა უფრო საკუ-
თარ თავსუთხრა:
– ო, გალაქტიკა! ეს რა იყო, ბაი! მართალი გითხრა, მაგა-
რი შიში ვჭამე!
– ჰოო, – ათრთოლებული ხმით გამოეპასუხა, ქმარს ლა-
მისაა აღტაცებით შეჰყურებდა, – ისე იქცეოდი, ადრე რომ
არასოდეს მოქცეულხარ.
– მე თვითონაც არ ვიცი, რამ მომიარა. ხელი ვტაცე პის-
ტოლეტს, არადა, ხმარება არ ვიცი. პირზე რაც მომადგებოდა,
იმას ვამბობდი. რატომ გავაკეთე ეს, წარმოდგენაც არ მაქვს.

178 მკითხველთა ლიგა


უკან გაიხედა. საჰაერო კატარღის ბოლო რიგის სავარ-
ძელში, კატარღისა, რომლითაც სანაპიროდან გამოფრინ-
დნენ, მასხარა მოკრუნჩხული იჯდა, თვლემდა.
– ამაზე მძიმე საქმე ცხოვრებაში არ მქონია, – დაუმატა
თორანმა.
...ლეიტენანტი გარნიზონის პოლკოვნიკის წინ გაჯგიმული-
ყო. მან ახედა და უთხრა:
– კარგად იმუშავე. შენი მისია ამით დასრულებულია.
თუმცა ლეიტენანტი წასვლას არ ჩქარობდა. დაღვრემილ-
მა ჩაილაპარაკა:
– სერ, ბრბოს თვალში ჯორმა სახე დაკარგა. აუცილებე-
ლია დისციპლინური ზომების მიღება, რათა სათანადო პატი-
ვისცემის ატმოსფერო აღდგეს.
– სათანადო ზომები უკვე მიღებულია.
ლეიტენანტი გატრიალდა, მაგრამ იმავე წამს შედგა და გა-
ღიზიანებით გააგრძელა:
– სერ, სავსებით გეთანხმებით, რომ ბრძანება ბრძანებაა,
მაგრამ იდგე კაცის წინ, ხელში პისტოლეტით და მორჩილად
ყლაპავდე შეურაცხყოფას, ყველაზე მძიმე საქმეა, რაც კი
ცხოვრებაში მქონია.

179 მკითხველთა ლიგა


14.

მუტანტი

კალგანის „ანგარი“ ერთობ თავისებური დაწესებულება


გახლდათ. მისი შექმნა განაპირობა აუცილებლობამ, უამრა-
ვი უცხოელი სტუმრის ხომალდები სადღაც განეთავსებინათ
და იმავდროულად, მათთვის საცხოვრებელი უზრუნველე-
ყოთ. კაცი, რომელმაც ეს პრობლემა გადაჭრა, უმალ მილიო-
ნერი გახდა. მისი მემკვიდრეები – სისხლით და ფინანსურად
– კალგანის უმდიდრეს მოქალაქეთა შორის იყვნენ.
„ანგარი“ ძალზე ვრცელ ტერიტორიას იკავებდა. სიტყვა
„ანგარი“ მას ბოლომდე ადეკვატურად ვერ აღწერდა. სინამ-
დვილეში, სასტუმრო გახლდათ – ოღონდ ხომალდებისთვის.
მოგზაური წინასწარ იხდიდა გარკვეულ თანხას და მის ხო-
მალდს ნებას აძლევდნენ, ნებისმიერ მომენტში სტარტი
აეღო. სტუმარი თავის ხომალდში ათევდა ღამეს. ჩვეულებრი-
ვი მომსახურება, რომელსაც სასტუმრო უზრუნველყოფს
ხოლმე – როგორიცაა ნომერში საკვების ან მედიკამენტების
მიწოდება, წვრილმანი რემონტი, გადაადგილება კალგანის
ფარგლებში – მოგზაურს ნომინალურ ფასად შეეძლო მიეღო,
ანუ სტუმარს ერთდროულად ჰქონდა ხომალდისთვის სადგო-
მი და თავისთვის – საცხოვრებელი, რაც მისთვის მეტად მო-
სახერხებელიც იყო და იაფიც. გარდა ამისა, მფლობელები

180 მკითხველთა ლიგა


ანგარის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს აქირავებდნენ. მთავ-
რობა მაღალ გადასახადებს იღებდა. ყველა კმაყოფილი იყო.
წაგებაში არავინ რჩებოდა. ყველაფერი იოლად გვარდებო-
და.
კაცი ფართო დერეფანში მიაბიჯებდა, „ანგარის“ მრავალ-
რიცხოვან „ფრთებს“ რომ აკავშირებდა ერთმანეთთან. ოდეს-
ღაც მან ზემოთ აღწერილი სისტემის ნოვატორულობა და
კომფორტულობა ჯეროვნად დააფასა, თუმცა ახლა ამაზე
ფიქრის დრო არ ჰქონდა.
რიგებად ჩამწკრივებული ხომალდების გვერდით მიდი-
ოდა. თავისი საქმის გამოცდილი სპეციალისტი გახლდათ,
„ანგარის“ სარეგისტრაციო სქემა წინასწარ ჰქონდა შესწავ-
ლილი და თუნდაც არ სცოდნოდა ზუსტი მდებარეობა – არა-
და, თითოეულ „ფრთაში“ ასობით ხომალდი იდგა – მდიდარი
გამოცდილება და პროფესიონალის ინტუიცია საშუალებას
მისცემდა, გამოეთვალა საჭირო სექტორი და ეპოვა ხომალ-
დი, რომელსაც ეძებდა.
სიჩუმე სუსტმა ხმამ დაარღვია. კაცი შედგა, მიბრუნდა და
ხომალდების რიგს დაუყვა – ჭიანჭველა ფოლადის მონ-
სტრებს შორის.
აქა-იქ ხომალდების გახსნილი შესასვლელებიდან შუქი
გამოდიოდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ პატრონები ად-
რე დაბრუნებულიყვნენ, ხმაურიან გასართობს ხომალდის
სიმყუდროვე ამჯობინეს.
კაცი შეჩერდა. წესით, უნდა გაღიმებოდა, თუკი საერთოდ
შეეძლო ეს. ყოველ შემთხვევაში, მის გონებაში ეტყობა რა-
ღაც მოხდა, რამაც ღიმილის მენტალური ეკვივალენტი წარ-
მოშვა.

181 მკითხველთა ლიგა


ხომალდი, რომლის წინაც შეჩერდა, ერთობ გლუვი, მოხ-
დენილი და აშკარად ძალზე სწრაფი გახლდათ. მისი კონ-
სტრუქციის ზოგიერთმა თავისებურებამ კაცი დაარწმუნა, რომ
სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა. ჩვეულებრივი მოდელი არ
გახლდათ. იმ ხანად გალაქტიკის იმ სექტორში ხომალდების
უმეტესობა დასაბამზე აგებული რაკეტების იმიტაციას წარმო-
ადგენდა, ანდა დასაბამელი ინჟინრების მიერ იყო აწყობილი.
მაგრამ ეს ხომალდი სხვა იყო. ის უშუალოდ დასაბამიდან
გახლდათ – მის კორპუსზე არსებული გამსხვილებები მეტ‐
ყველებდა, რომ დამცავი ენერგეტიკული ეკრანი ჰქონდა, რა-
საც მხოლოდ დასაბამის ხომალდები ფლობდნენ. ამაზე კი-
დევ სხვა წვრილმანებიც მეტყველებდა.
კაცს არჩევანის სისწორეში ეჭვი აღარ ეპარებოდა.
„ანგარის“ადმინისტრაციის მიერ ხომალდების წინ ელექ-
ტრული ბარიერი იყო გამართული, უცხო პირი შეუმჩნევლად
რომ ვერ შესულიყო, მაგრამ ეს კაცისთვის პრობლემას არ
წარმოადგენდა. სპეციალური ნეიტრალიზატორი ამოიღო და
ელექტრონული ბარიერი ისე გადალახა, განგაში არ ამტყდა-
რა.
ამიტომ ხომალდში სტუმრის მოსვლის შესახებ ცენტრა-
ლური ნაკვეთურის სიგნალიზაციის დაგუდული ზუზუნით გა-
იგეს, სიგნალს რომ იძლეოდა, როდესაც შესასვლელ ლუკ-
თან არსებული ფოტოელემენტი ამუშავდებოდა ხოლმე.
სანამ ეს წარმატებული ძიება დასრულდებოდა, თორანი
და ბაითა თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ
„ბაითას“ ფოლადის კედლებს მიღმა. თუმცა ეს მოჩვენებითი
უსაფრთხოება გახლდათ. ჯორის მასხარამ,რომელმაც უთ-
ხრა, მაგნიფიკო გიგანტიკუსი მქვიაო – რაც მეტისმეტად აღ-

182 მკითხველთა ლიგა


მატებული სახელი იყო მისი გაძვალტყავებული სხეულის-
თვის – ახლა მაგიდასთან იჯდა და საჭმელს ხარბად შეექცე-
ოდა.
სევდიან, წაბლისფერ თვალებს საჭმელს მხოლოდ მაშინ
აცილებდა, ბაითას როცა გახედავდა ხოლმე მალულად, იქვე
სამზარეულო-საწყობში რომ საქმიანობდა.
– ჩემისთანა არარაობის მადლიერებას უმცირესი ფასი
აქვს, თუკი საერთოდ აქვს, – ჩაილუღლუღა, – მაგრამ მარ-
თლაც უაღრესად მადლიერი ვარ თქვენი, ქალბატონო. ბო-
ლო ერთი კვირაა, ნარჩენებით ვიკვებები. არადა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ფიზიკურად პატარა ვარ, მადა საოცრად დიდი
მაქვს.
– მაშინ მიირთვი! – უთხრა ბაითამ, – მადლობებზე დროს
ნუ კარგავ. მადლიერებაზე ანდაზაც კი არსებობს, ერთხელ
მოვკარი ყური, გალაქტიკის ცენტრშია პოპულარული.
– დიახ, ჩემო ქალბატონო, არსებობს ეგეთი ანდაზა. მსმე-
ნია, ბრძენს უთქვამს: „საუკეთესო მადლიერება ისაა, ამაო
სიტყვებში რომ არ დაილევაო“. მაგრამ რა ვქნა, ერთადერთი
რაც შემიძლია, ამაო სიტყვების რატრატია. ჰოდა, როდესაც
ჩემმა რატრატმა ჯორი გაახალისა, აიღო და თავისი კარის სა-
მოსი გადამაცვა, დიდებული სახელი მიბოძა – სინამდვილე-
ში, უბრალოდ, ბობო მქვია – რაც არ ეჭაშნიკა. ჰოდა, როცა
ჩემი რატრატი აღარ ეამება, ამას ძვლებითა ვგრძნობ ხოლმე,
მცემს და მამათრახებს.
თორანი პილოტის ნაკვეთურიდან გამოვიდა.
– ბაი, სხვა არაფერი დაგვრჩენია, უნდა ველოდოთ. იმე-
დია, ჯორმა იცის, რომ დასაბამის ხომალდის ტერიტორია
იგივე დასაბამის ტერიტორიაა.

183 მკითხველთა ლიგა


მაგნიფიკო გიგანტიკუსს, წარსულში ბობოს, თვალები გა-
უფართოვდა და შესძახა:
– რაოდენ დიადი უნდა იყოს დასაბამი, რომ ჯორის ბორო-
ტი მსახურები მისი სახელის გაგონებაზეც კი ასე კანკალებენ!
– დასაბამის შესახებ რამე გსმენია? – ბაითამ ოდნავი ჩა-
ღიმებით ჰკითხა.
– და განა არსებობს ვინმე, ვისაც არ სმენია? – მაგნიფიკო
იდუმალ ჩურჩულზე გადავიდა, – ამბობენ, რომ ეს უდიდესი
მაგიის, მრისხანე ძალთა საიდუმლოებების მქონე სამყაროა,
ცეცხლისა, რომელსაც აქვს უნარი, პლანეტები შთანთქას. ამ-
ბობენ, რომ გალაქტიკაში ყველაზე კეთილშობილი ადამიანე-
ბიც კი არ სარგებლობენ ისეთი პატივისცემით, როგორითაც
ნებისმიერი მოკვდავი, რომელსაც აქვს ბედნიერება, განაცხა-
დოს: „მე დასაბამის მოქალაქე ვარ“ – თუნდაც რიგითი მაღა-
როელი იყოს, ანდა სულაც ისეთი არარაობა, როგორიც მე.
ბაითამ უთხრა:
– ო, მაგნიფიკო, თუკი ასეთ მჭევრმეტყველებას გააგრძე-
ლებ, ჭამას არასოდეს მორჩები. აი, არომატიზებული რძე მო-
გიტანე. კარგია.
მაგიდაზე დოქი დადგა, მერე კი თორანს ანიშნა, გამოდიო
და ნაკვეთურიდან გავიდა.
– თორი, რას ფიქრობ, რა უნდა ვუყოთ? – ჰკითხა ქმარს
და თავი სამზარეულოსკენ გაიქნია.
– რას გულისხმობ?
– თუკი ჯორი მოვა, უნდა გადავცეთ?
– სხვა რა გზა გვაქვს, ბაი? – სასოწარკვეთილი ხმით უპა-
სუხა და მსუბუქი მოძრაობით შუბლზე მიკრული თმა შეუსწო-
რა. მერე კი მოუთმენლად გააგრძელა, – სანამ აქ ჩამოვ-

184 მკითხველთა ლიგა


ფრინდებოდით, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ უბრალოდ,
ვიკითხავდით ჯორს, მიგვასწავლიდნენ და საქმეს შევუდგე-
ბოდით, ოღონდ რა საქმეს, ზუსტად არც ვიცოდი.
– მესმის, რას გულისხმობ, თორი. დიდი იმედი არ მქონია,
რომ ჯორს ვნახავდით, უფრო ვფიქრობდი, რომ მასთან დაახ-
ლოებული ადამიანებისგან გავიგებდით ინფორმაციას და გა-
დავცემდით იმათ, ვინც ვარსკვლავთშორის ინტრიგებში ჩვენ-
ზე მეტადაა დახელოვნებული. სულაც არ მგონია, თითქოს
რომანების გმირი მზვერავი ვარ.
– დიდად არ ჩამოგრჩები, ბაი, – თორანმა ხელები გულზე
დაიკრიბა და შუბლი შეიჭმუხნა, – მაგარ სიტუაციაში ვართ!
ჯორის არსებობაშიც კი არ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებუ-
ლი, ეს უცნაური შემთხვევა რომ არა. როგორ ფიქრობ, მოვა
აქ, თავისი მასხარა რომ წაიყვანოს?
ბაითამ თორანს თვალებში ჩახედა.
– არც კი ვიცი, მინდა თუ არა, რომ მოვიდეს. შენ გინდა?
იმავე წამს შიდა ზუმერი ჩაირთო და წყვეტილად აზრიალ-
და. ბაითამ უხმოდ ამოთქვა:
– ჯორია!
ზღურბლზე მაგნიფიკო გაჩნდა, თვალები გაფართოებოდა,
ხმა უკანკალებდა:
– ჯორია?
თორანმა ჩაიბურტყუნა:
– უნდა შემოვუშვა.
საჰაერო შლუზის გარეთა კარი გააღო. ვიღაც შემოვიდა,
კარი მის ზურგს უკან დაიხურა.
სკანერზე მხოლოდ ერთი კაცის სილუეტი მოჩანდა.

185 მკითხველთა ლიგა


– მხოლოდ ერთი კაცია, – თორანმა აშკარად შვებით
ამოისუნთქა. შეეცადა მიკროფონში რაც შეეძლო მშვიდად
ეკითხა:
– ვინ ხართ?
– ჯობს შემომიშვათ და ისე გაარკვიოთ, – დინამიკიდან
ხმა სუსტად მოისმა.
– უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს დასაბამის ხომალდია
და, შესაბამისად, დასაბამის ტერიტორიაა საერთაშორისო
კონვენციის თანახმად.
– მომეხსენება.
– შემოდით, ოღონდ ხელში თუ რამე გექნებათ, გესვრით.
კარგად ვარ შეიარაღებული.
– კარგი!
თორანმა შლუზის შიდა კარი გააღო და ბლასტერი სასრო-
ლად შემართა, თითი ჩახმახზე ეჭირა. გაისმა ფეხის ხმა, ნაკ-
ვეთურის კარი მოწყვეტით გაიღო, მაგნიფიკომ შესძახა:
– ჯორი არაა! ვიღაც სხვაა!
„სხვამ“ მასხარას თავი ცერემონიულად დაუკრა.
– სწორი შენიშვნაა. ჯორი არ ვარ, – ხელები გაშალა, –
არც იარაღი მაქვს, სამშვიდობოდ მოვედი. შეგიძლიათ მოეშ-
ვათ და ბლასტერი შეინახოთ. თორემ, როგორც ვხედავ, ხე-
ლი გიკანკალებთ.
– ვინ ხართ? – თორანმა უხეშად ჰკითხა.
– ეს მე უნდა გკითხოთ, – უცნობმა ცივად მიუგო, – რად-
გან თქვენ ხართ თვითმარქვია, მე კი – არა.
– ეს როგორ?

186 მკითხველთა ლიგა


– თქვენ ამტკიცებთ, რომ დასაბამის მოქალაქე ხართ, ამ
დროს, პლანეტაზე არცერთი ვაჭარი ოფიციალურად რეგის-
ტრირებული არაა.
– არა, ასე არაა. საიდან იცით?
– რადგან მე თავად ვარ დასაბამის მოქალაქე და სათანა-
დო საბუთებიც მაქვს. აი, თქვენი საბუთები კი სადაა?
– მე მგონია, ჯობია წახვიდეთ.
– მე კიდევ არ მგონია. თუკი რაიმე გაგეგებათ დასაბამის
მეთოდების შესახებ, მიუხედავად თქვენი თვითმარქვიობისა,
გეცოდინებათ, რომ თუკი დათქმულ დროს ჩემს ხომალდზე
ცოცხალი არ დავბრუნდები, დასაბამის უახლოეს შტაბში სიგ-
ნალი გაიგზავნება და ეჭვი მეპარება, თქვენმა იარაღმა რამე
გიშველოთ.
გაურკვეველი სიჩუმე ჩამოწვა. ბაითამ მშვიდად უთხრა:
– გადადე ბლასტერი, თორან და დაუჯერე. ეტყობა, სიმარ-
თლეს ამბობს.
– გმადლობთ, – უთხრა უცნობმა.
თორანმა ბლასტერი იქვე ახლოს, სკამზე დადო.
– იმედია, ახლა მაინც აგვიხსნით, ვინ ხართ და რა გნე-
ბავთ.
უცნობი კვლავაც ფეხზე რჩებოდა. მაღალი იყო, მხარბეჭი-
ანი. სახე თითქოს ქვისგან ჰქონდა ნაკვეთი. აშკარა იყო, არა-
სოდეს იღიმებოდა. თუმცა მზერა არც ისე სასტიკი ჰქონდა.
– ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება, – თქვა მან, – გან-
საკუთრებით, დაუჯერებელი. დარწმუნებული ვარ, კალგანზე
დღეს აღარ დარჩა კაცი, რომელსაც არ გაეგოს, რომ ჯორის
ხალხმა ორი დასაბამელი ტურისტისგან საკადრისი პასუხი
მიიღო. ამ ამბის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი საღამომდე

187 მკითხველთა ლიგა


უკვე ვიცოდი. საკუთარ თავს ვუთხარი, ჩემ გარდა კალგანზე
დასაბამელი ტურისტი არაა-მეთქი. ასეთი რაღაცები ჩვენ-
თვის ცნობილია ხოლმე.
– ვინ არიან „ჩვენ“?
– ჩვენ ვართ ჩვენ! და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ! ვიცოდი,
რომ ანგარში გაჩერდით – გაიგონეს, ეს რომ თქვით. მე ჩემი
საშუალებებით შევისწავლე რეგისტრი და ვიპოვე თქვენი ხო-
მალდი.
უეცრად ბაითასკენ მიბრუნდა:
– თქვენ დასაბამიდან ხართ დაბადებით, ასე არაა?
– ნუთუ?
– თქვენ დემოკრატიული ოპოზიციის წევრი ხართ – „ია-
ტაკქვეშეთს“ რომ უწოდებენ. თქვენი სახელი არ მახსოვს,
მაგრამ სახეზე მეცნობით. პლანეტა ამას წინათ დატოვეთ –
რაც შეუძლებელი იქნებოდა, სერიოზულ ფიგურას რომ წარ-
მოადგენდეთ.
ბაითამ მხრები აიჩეჩა.
– ბევრი რაღაც გცოდნიათ.
– დიახ, ასეა. თქვენ მამაკაცთან ერთად გაიპარეთ. ამას-
თან ერთად?
– რა მნიშვნელობა აქვს?
– არავითარი. უბრალოდ, მინდა, ერთმანეთს კარგად გა-
ვუგოთ. როგორც ვიცი, პაროლი იმ კვირას, როდესაც თავ-
ქუდმოგლეჯილები გაიპარეთ, იყო: „სელდონი, ჰარდინი, თა-
ვისუფლება“. თქვენი ჯგუფის მეთაური პორფირატ ჰარტია.
– საიდან იცით? – ბაითა უცებ აფეთქდა, – პოლიციამ და-
აპატიმრა?

188 მკითხველთა ლიგა


თორანმა ხელი მოუჭირა, მაგრამ ბაითა განთავისუფლდა
და წინ გადადგა ნაბიჯი.
დასაბამელმა მშვიდად მიუგო:
– დაპატიმრებული არაა. უბრალოდ, იატაკქვეშეთი ფარ-
თოდაა გავრცელებული, ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც
კი. მე ვარ ჰან პრიტჩერი ინფორმაციის სამსახურიდან და თა-
ვად ვარ ჯგუფის მეთაური –რა მეტსახელით, მნიშვნელობა
არ აქვს.
კაცი დადუმდა. ხანმოკლე პაუზის მერე გააგრძელა:
– არ ველი, რომ დამიჯერებთ. ჩვენს საქმეში ჯობია არავის
ენდო, ვიდრე პირიქით. მაგრამ მინდოდა შესავალი სიტყვა
მომემთავრებინა.
– დიახ, – მიუგო თორანმა, – მე მგონი მოამთავრეთ კი-
დეც.
– შეიძლება დავჯდე? გმადლობთ.
კაპიტანი პრიტჩერი ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო. ხელი
კი სავარძლის საზურგეზე ჩამოდო.
– დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი, ეს ყველაფერი თქვენი
თვალთახედვით რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცი. ოღონდ ერთი
რამ ცხადია, თქვენ ორნი დასაბამიდან არ ხართ, არამედ,
ძნელი მისახვედრი არაა, ერთ-ერთი დამოუკიდებელი სავაჭ-
რო სამყაროდან. თუმცა ეს მაინცდამაინც არ მაინტერესებს.
უფრო ისაა საინტერესო, რას უპირებთ ამ მასხარას, ესოდენ
იოლად რომ მოიტაცეთ? დიდ რისკზე მიდიხართ, აქ რომ
გყავთ.
– ამას ვერ გეტყვით.
– ჰმ-მ-მ... იმედი არც მქონდა, რომ მეტყოდით. მაგრამ
თუკი გგონიათ, რომ ჯორი თავად გეახლებათ აქ საყვირის,

189 მკითხველთა ლიგა


დაფდაფების და ელექტროორგანის თანხლებით, ძალიან
ცდებით. ჯორს მსგავსი რაღაცები არ სჩვევია.
– რაა? – თორანმა და ბაითამ ერთდროულად ამოთქვეს,
ხოლო მაგნიფიკო, რომელსაც ყურები დაცქვეტილი ჰქონდა,
სიხარულით შეხტა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– დიახ, ასეა. მე თავად ვცდილობდი მასთან შეხვედრას და
საამისოდ გაცილებით სერიოზული სამუშაო გავწიე, ვიდრე
თქვენ, ორი არიფი მოყვარული მოახერხებდით. მაგრამ არა-
ფერი გამომივიდა. ის პირადად არსად არ ჩნდება, არავის აძ-
ლევს უფლებას, ფოტო გადაუღონ, ანდა რამენაირად აღბეჭ-
დონ, მას მხოლოდ უახლოესი გარემოცვა ხედავს.
– აქაა გასაღები თქვენი ინტერესისა ჩვენ მიმართ? –
იკითხა თორანმა.
– არა. გასაღები მასხარაა. ისაა ერთ-ერთი იმ იშვიათი
ადამიანთაგანი, ვისაც პირადად უნახავს ჯორი. ამიტომაც
მჭირდება; მან შეიძლება დაადასტუროს ჩემი ზოგიერთი მო-
საზრება – არადა, ეს დადასტურება აუცილებელია, უწყის გა-
ლაქტიკამ – დასაბამი რომ გამოვაღვიძო.
– საჭიროა კი მისი გამოღვიძება? – ბაითამ მოულოდნე-
ლად ხისტად გააწყვეტინა, – რისთვის? და ვის როლში გსურთ
განგაში ატეხოთ, როგორც მეამბოხე დემოკრატმა თუ რო-
გორც საიდუმლო პოლიციის აგენტმა და პროვოკატორმა?
კაპიტანს სახე უფრო მეტად გაუმკაცრდა.
– როდესაც მთელ დასაბამს ემუქრება საშიშროება, მადამ
რევოლუციონერო, ის ერთნაირად ემუქრება დემოკრატებსაც
და ტირანებსაც. მოდი, გადავარჩინოთ ჩვენი ტირანები კიდევ
უარესი ტირანისგან, რომ შემდეგ მათი ჩამოგდება შეგვეძ-
ლოს.

190 მკითხველთა ლიგა


– რომელ უარეს ტირანზე ლაპარაკობთ? – აენთო ბაითა.
– ჯორზე! მასზე რაღაც-რაღაცები ვიცი – იმდენი, რომ უკვე
ასჯერ შეიძლებოდა მოვეკალი, ოდნავ ნაკლები მოხერხებუ-
ლობა რომ გამომეჩინა. უთხარით მასხარას, გავიდეს. რაღაც
ცალკე უნდა გითხრათ.
– მაგნიფიკო, – ანიშნა ბაითამ. ჯამბაზი უხმოდ გავიდა.
კაპიტანი დაღვრემით, ცხარედ, მაგრამ ისე ჩუმად ალაპა-
რაკდა, რომ ბაითა და თორანი ახლოს მიუჩოჩდნენ.
– ჯორი ერთობ გამჭრიახი მმართველია, საკმარისად გამ-
ჭრიახი საიმისოდ, რომ ვერ ხვდებოდეს, პირადად განხორ-
ციელებულ მმართველობას თავისი უპირატესობა აქვს – ერ-
თგვარი მაგნიტიზმი და ხიბლი ახლავს. თუკი ამაზე უარს ამ-
ბობს, ესე იგი, საამისოდ სერიოზული მიზეზი აქვს. ეს მიზეზი
შესაძლოა იყოს ის, რომ პირადი კონტაქტისას რაღაც ისეთი
შეიძლება გამომჟღავნდეს, რაც სხვაგვარად ცნობილი ვერ
გახდება.
კაპიტანმა ხელი აიქნია, მიანიშნა, კითხვები არ გინდათო
და უფრო სწრაფად გააგრძელა:
– მისი დაბადების ადგილი მოვინახულე და ვესაუბრე ადა-
მიანებს, რომლებიც დიდხანს ვერ იცოცხლებენ, რადგან რა-
ღაც-რაღაცები იციან. ასეთები ცოტანიღა დარჩნენ. მათ ახ-
სოვთ ბავშვი, ოცდაათი წლის წინათ რომ დაიბადა – დედამი-
სი მშობიარობას გადაჰყვა. ახსოვთ მისი უცნაური სიყმაწვი-
ლე. ჯორი ადამიანი არაა!
თორანი და ბაითა შეკრთნენ, უნებლიეთ უკან დაიხიეს.
კარგად ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა, მაგრამ ფრაზა ერ-
თობ დამზაფრავად ჟღერდა.
კაპიტანმა განაგრძო:

191 მკითხველთა ლიგა


– მუტანტია; და როგორც მისი შემდგომი კარიერა ცხად-
ყოფს, მეტად წარმატებული მუტანტი. რა ძალებს ფლობს და
რამდენად შეესაბამება იმას, რასაც თრილერები „სუპერმენს“
უწოდებენ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი, რომ ორი წლის განმავ-
ლობაში გაიარა გზა ნულიდან კალგანის დამპყრობლამდე და
დიქტატორამდე, თავისთავად მრავლისმეტყველია. ხომ ხე-
დავთ საშიშროებას? განა შესაძლებელია, რომ სელდონს თა-
ვის გეგმაში არაპროგნოზირებადი ბიოლოგიური თვისებების
მქონე ადამიანის გამოჩენა გაეთვალისწინებინა?
ბაითამ ნელა ჩაილაპარაკა:
– არა, არ მჯერა. რაღაც ჩახლართულ თამაშსა ჰგავს. თუ-
კი ჯორი სუპერმენია, მისმა ხალხმა რატომ არ დაგვხოცა,
როდესაც თავისუფლად შეეძლოთ ამის გაკეთება?
– როგორც უკვე გითხარით, არ ვიცი, მისი მუტაცია რამდე-
ნად შორსაა წასული. შესაძლოა, დასაბამზე თავდასხმისათ-
ვის ჯერ მზად არაა, ამდენად, მისი სიბრძნის მაუწყებელია,
რომ არ სურს პროვოკაციას წამოეგოს. ახლა კი უფლება მო-
მეცით, მასხარას დაველაპარაკო.
კაპიტანი მაგნიფიკოსკენ მიბრუნდა, რომელიც მაღალ,
ძლიერ მამაკაცს აშკარა უნდობლობით შეჰყურებდა.
კაპიტანმა აუჩქარებლად დაიწყო:
– ჯორი თქვენი თვალით ნანახი გყავს?
– დიახ და მეტისმეტად ახლოდანაც, პატივცემულო სერ.
მისი ხელის სიმძიმეც არაერთხელ მიგრძნია ჩემს ტყავსა და
ძვლებზე.
– ეჭვიც არ მეპარება. შეგიძლია აღწერო?
– მისი გახსენებაც კი შიშის ზარს მცემს. გოლიათური აგე-
ბულებისაა, მის გვერდით თქვენც კი გაჩხინკული გამოჩნდე-

192 მკითხველთა ლიგა


ბოდით. ცეცხლივით ალისფერი თმა აქვს, ხოლო მარჯვენა
ისეთი მძლავრი, მთელი ჩემი ძალითა და წონით რომ დავაწ-
ვე, იოტისოდენაზეც ვერ მოვუხრი, – ამ ყველაფრის გახსენე-
ბაზე მაგნიფიკო მოიკუნტა, თითქოს დაპატარავდაო, – ხში-
რად თავისი გენერლების, ანდა საკუთარი თავის გასახალი-
სებლად, საჩვენებელ თითს გამიყრიდა ხოლმე ქამარში და
მაღლა ამწევდა, ჰაერში მაქანავებდა, მე კი ამ დროს ლექსები
უნდა მეკითხა. მხოლოდ მეოცე ლექსის მერე გამიშვებდა
ხოლმე. თანაც იმპროვიზაცია უნდა ყოფილიყო, ოღონდ კარ-
გად გარითმული, თუ არადა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
საშინელი ძალის პატრონია, პატივცემულო სერ და წარმოუდ-
გენელი სისასტიკის. თანაც მისი თვალები არავის არასოდეს
უნახავს!
– რაო? გაიმეორე, რა თქვი ბოლოს!
– სათვალეს ატარებს, პატივცემულო სერ, ძალზე უცნაურ
სათვალეს. ამბობენ, რომ გაუმჭვირვალეა, რადგან მას რა-
ღაც მაგიური ძალა აქვს და უნარი, რომელიც ადამიანისას
ბევრად აღემატება. ასევე ამბობენ, – მაგნიფიკო ჩუმად ალა-
პარაკდა, იდუმალი ხმით, – თვალებში ჩახედო იგივეა, სიკ-
ვდილი დაინახოო. მზერითა კლავს, პატივცემულო სერ.
მაგნიფიკომ იქ მყოფებს თვალი სწრაფად მოავლო. ხმა
აუკანკალდა:
– ეს სიმართლეა, გეფიცებით, სრული სიმართლე!
ბაითამ ღრმად ჩაისუნთქა.
– როგორც ჩანს, მართალი ხართ, კაპიტანო. ბრძანებების
გაცემას თქვენს თავზე აიღებთ?
– კარგი, მოდი, სიტუაციას შევხედოთ. თქვენ ხომ აქ არა-
ფერი დაგრჩენიათ? ანგარის სახურავი გახსნილია?

193 მკითხველთა ლიგა


– ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია სტარტი ავიღოთ.
– მაშინ ახლავე გაფრინდით. შესაძლოა, ჯორს დასაბამ-
თან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მაგნიფიკოს გაშვება
მისთვის დიდად სარისკოა... ორბიტაზე, სავარაუდოდ, ხო-
მალდები გელიან. თუკი გაასწრებთ და ვერ დაგეწევიან, ხომ
კარგი, მაგრამ თუ დაიკარგებით, აბა, ვინ იქნება დამნაშავე?
– მართალი ხართ, – თორანმა მოკლედ მიუგო.
– თანაც დამცავ ველს ფლობთ, გარდა იმისა, რომ თქვენი
ხომალდი, ალბათ, გაცილებით სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი
მათი რაკეტა. ჰოდა, როდესაც ატმოსფეროს გასცდებით, გა-
აკეთეთ წრე მეორე ნახევარსფეროს თავზე, მერე კი მაქსიმა-
ლური სიჩქარით გადით კოსმოსში.
– კარგი, – ცივად ჩაილაპარაკა ბაითამ, – მაგრამ რა მოხ-
დება მას მერე, რაც დასაბამზე დავბრუნდებით?
–თქვენ იქნებით სათანამშრომლოდ განწყობილი კალგა-
ნის მოქალაქეები. ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონ-
დეს?
დუმილმა დაისადგურა. თორანი მართვის პულტთან მივი-
და. მსუბუქი ბიძგი იგრძნეს.
როდესაც თორანმა კალგანი უვნებლად მოიტოვა უკან და
საკმარის მანძილზე დაშორდა, ჰიპერსივრცული ნახტომი
რომ განეხორციელებინა, კაპიტან პრიტჩერს სახე ოდნავ შე-
სამჩნევად დაემანჭა – რადგან ჯორის არცერთ ხომალდს არ
უცდია მათთვის ხელი შეეშალა.
– როგორც ჩანს, უფლება მოგვცა, მაგნიფიკო რომ გაგვე-
ტაცა, – შენიშნა თორანმა, – რაღაც არ ემთხვევა თქვენს ვერ-
სიას.

194 მკითხველთა ლიგა


– მხოლოდ იმ შემთხვევაში, – დააზუსტა კაპიტანმა, – თუ-
კი მას მართლა სურს, რომ გავიტაცოთ. თუ ასეა, დასაბამს სე-
რიოზული პრობლემები ელის.
...როდესაც ბოლო ნახტომი გააკეთეს და დასაბამამდე შე-
დარებით მცირე მანძილი რჩებოდა, პირველად დაიჭირეს
ახალი ამბების რადიოგადაცემა ჰიპერტალღებზე.
მათი ყურადღება ერთმა ცნობამ მიიპყრო. ითქვა, რომ მა-
ვანმა დიქტატორმა, – ოღონდ სახელი არ უხსენებიათ, – და-
საბამს პროტესტი გაუგზავნა, რადგან მისი კარისკაცი ძალდა-
ტანებით გაიტაცეს. შემდეგ დიქტორი სპორტის ამბებზე გადა-
ვიდა.
კაპიტანმა პრიტჩერმა ყინულივით ცივი ხმით ჩაილაპარა-
კა:
– ერთი ნაბიჯით გვისწრებს, – შემდეგ კი დაფიქრდა და
დაუმატა, – დასაბამზე თავდასხმისათვის მზადაა და ამ შემ-
თხვევას საბაბად გამოიყენებს. სიტუაცია რთულდება. იძულე-
ბულები ვხდებით მოქმედება დავიწყოთ, არადა, ჯერ მზად არ
ვართ...

195 მკითხველთა ლიგა


15.

ფსიქოლოგი

ელემენტი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „წმინდა


მეცნიერება“, დასაბამზე სიცოცხლის ყველაზე თავისუფალ
ფორმას წარმოადგენდა. აკადემიის დომინირება გალაქტიკა-
ში – და თვით მისი გადარჩენა – უმეტესად ტექნოლოგიების
განვითარებაზე იყო დამოკიდებული და მიუხედავად იმისა,
რომ მინიმუმ ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ფიზი-
კურ ძალას განსაკუთრებული გასაქანი მიეცა, მეცნიერებმა
გარკვეული სამართლებრივი იმუნიტეტი მაინც შეინარჩუნეს.
ის სჭირდებოდათ და ამას კარგად აცნობიერებდა.
თავისი მიზეზი იმ ფაქტსაც ჰქონდა, რომ ებლინგ მისი –
მხოლოდ ის, ვინც მას პირადად არ იცნობდა, სახელს სამეც-
ნიერო ტიტულებს უმატებდა ხოლმე – ყველაზე ლაღი იყო
მათ შორის, ვინც დასაბამზე „წმინდა მეცნიერის“ ცხოვრებით
ცხოვრობდა. სამყაროში, სადაც მეცნიერებას პატივს სცემ-
დნენ, ის იყო მეცნიერი, ნამდვილი მეცნიერი, ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე. ის სჭირდებოდათ და ამას კარგად აც-
ნობიერებდა.
როდესაც სხვებმა მუხლი მოიყარეს, მან უარი ხმამაღლა
განაცხადა: თავის დროზე ჩემი წინაპრები ვიღაც ცინგლიანი
მერების წინაშე მუხლს არ იდრეკდნენო; და რომ ჩემი წინაპ-

196 მკითხველთა ლიგა


რების დროს მერებს, ასე თუ ისე, ირჩევდნენ; და როცა საჭი-
რო იყო, კიდეც აპანღურებდნენო. მოკლედ, ისინი, ვინც მემ-
კვიდრეობით იღებენ ყველაფერს, თანდაყოლილი იდიოტები
არიანო.
ასე რომ, როდესაც ებლინგ მისმა ინდბურს უფლება მისცა,
მისთვის აუდიენცია გაემართა, ლოდინი არ დაუწყია, სანამ
მისი თხოვნა ჩვეულ, ხისტ ბიუროკრატიულ გზას გაივლიდა,
მერე კი პასუხის სახით უკან დაუბრუნდებოდა, არამედ ჩაიცვა
თავისი ორიდან ერთი, შედარებით უფრო პრეზენტაბელური
პიჯაკი, დაიხურა გასაოცარი შესახედაობის ქუდი, გააბოლა
სიგარა და მერის სასახლეში შეაჭრა, მცველებისთვის ზედაც
არ შეუხედავს, პროტესტის ნიშნად რაღაც რომ წამოიკნავ-
ლეს.
მისმა ბრწყინვალებამ შემოჭრის შესახებ მაშინ შეიტყო,
როდესაც ბაღიდან ჩხუბის ხმა შემოესმა – ვიღაცას აკავებ-
დნენ, ის კი ხარივით ღრიალებდა, არ ემორჩილებოდა.
ინდბურმა ბარი აუჩქარებლად დადო მიწაზე, აუჩქარებ-
ლად გასწორდა წელში და აუჩქარებლად მოიღუშა. საკუთარ
თავს მხოლოდ ორი საათის დასვენების უფლებას აძლევდა
ხოლმე და თუ კარგი ამინდი იდგა, ბაღში ჩადიოდა. ბაღში წი-
თელ-ყვითელი ყვავილები ხარობდნენ – ტოლფარდ რიგებად
ჩამწკრივებული კვადრატული და სამკუთხა ყვავილნარები
ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. გარშემო სიმწვანე არშიასავით
გასდევდა, კუთხეებში კი იასამნები იზრდებოდნენ. ბაღში
ყოფნისას მერის შეწუხების უფლება არავის ჰქონდა – არა-
ვის!

197 მკითხველთა ლიგა


ინდბური ბაღის მომცრო ჭიშკრისკენ წავიდა, მიწით მოთ-
ხვრილი ხელთათმანები გაიძრო. თანაც, რასაკვირველია,
შესძახა:
– ეს რას ნიშნავს?!
ეს სიტყვები, თუ სიტყვათშეთანხმება, მსგავს სიტუაციებში
მრავალზე მრავალ ადამიანს წამოუსროლია მას შემდეგ, რაც
დედამიწაზე კაცობრიობა გაჩნდა; და ყოველთვის ერთადერ-
თი მიზნით – შეურაცხყოფილი ღირსების ხაზგასასმელად.
მაგრამ ამჯერად ამ პირდაპირ კითხვას პასუხიც უშუალო
მოჰყვა, ბაღში მუშტების ქნევით შემოვარდა ებლინგ მისი,
დაცვას რომ დაუსხლტა – ხელში მოსასხამის ნაფლეთები შე-
ატოვა.
ინდბური მოიღუშა, დაცვას ჟესტით უბრძანა, აქედან გადი-
თო. ამ დროს ებლინგი დაიხარა, აიღო ის, რაც მისი ქუდისგან
დარჩა, გაბერტყა, იღლიაში ამოიჩარა და უთხრა:
– მისმინე, ინდბურ, ამ შენმა უმსგავსმა მსახურებმა ახალი
მოსასხამი უნდა მიყიდონ. მშვენიერი მოსასხამი იყო, ასი წე-
ლი გამიძლებდა კიდევ! – ამოიხვნეშა და ერთობ თეატრალუ-
რი ჟესტით შუბლზე ოფლი მოიწმინდა.
მერი ამრეზით აჰყურებდა ქვემოდან – ხუთი ფუტი და ორი
დუიმი იყო სიმაღლით. ბოლოს უთხრა:
– მის, ჩემთვის არ უთქვამთ, რომ აუდიენციას ითხოვდი.
დღეს აუდიენცია ნამდვილად არ ყოფილა დანიშნული.
ებლინგ მისმა მერს აშკარა განცვიფრებით დახედა, გეგო-
ნება, ყურებს არ დაუჯერაო.
– ო, გალაქტიკა! ინდბურ, ნუთუ გუშინ ჩემი წერილი არ
გადმოგცეს? გუშინწინ ჩავაბარე შენს ლაქიას, მუქ წითელ

198 მკითხველთა ლიგა


უნიფორმაში რომ გამოწყობილიყო. პირადად გადმოგცემდი,
მაგრამ ვიცი, როგორ გიყვარს ფორმალობები.
– ფორმალობები! – ინდბურმა აღშფოთებით ახედა, მერე
კი ენერგიულად გააგრძელა, – რამე თუ გსმენია სწორი ორ-
განიზაციის შესახებ? სამომავლოდ გაითვალისწინე, როდე-
საც აუდიენცია გენდომება, თხოვნა სპეციალურ სახელმწიფო
ოფისში სამ ეგზემპლარად უნდა წარმოადგინო. მერე კი უნდა
მოიცადო, სანამ პასუხს არ მიიღებ, სადაც აუდიენციის თარი-
ღი და დრო იქნება მითითებული. უნდა გამოცხადდე სათანა-
დოდ ჩაცმული – სათანადოდ, გესმის? და სათანადო პატივის-
ცემა გამოხატო. ახლა კი შეგიძლია მიბრძანდე.
– და ჩემს ჩაცმულობას რას უწუნებ?– მისმა ცხარედ გააპ-
როტესტა, – ეს ჩემი საუკეთესო მოსასხამი იყო მანამ, სანამ
შენმა უმსგავსმა მეგობრებმა არ ჩაავლეს კლანჭები. აქედან
კი მაშინ მივბრძანდები, როდესაც გეტყვი, რაც სათქმელი
მაქვს. ო, გალაქტიკა, სელდონის კრიზისი რომ არა, საერთო-
დაც ვერ მნახავდი!
– სელდონის კრიზისი! – ინდბურმა პირველად გამოხატა
ინტერესი. ებლინგ მისი დიდი ფსიქოლოგი იყო – მართალია,
დემოკრატი, გაუზრდელი, აშკარა მეამბოხე, მაგრამ ამავ-
დროულად ფსიქოლოგი. ამ განცხადებამ მერი იმდენად და-
აბნია, რომ აღშფოთება ვერც კი გამოთქვა, როდესაც მისმა
პირველი შემხვედრი ყვავილი მოწყვიტა, დაყნოსა, დაიმანჭა
და მოისროლა.
ინდბურმა ცივად იკითხა:
– იქნებ წამომყვე? ბაღი სერიოზული საუბრის ადგილად
არ გამოდგება.

199 მკითხველთა ლიგა


კაბინეტში, შემაღლებულ ბაქანზე, დიდ საწერ მაგიდასთან
სავარძელში მჯდარმა თავი უკეთ იგრძნო – შეეძლო ზემოდან
დაეხედა ებლინგ მისის ვარდისფერი, მელოტი თავისთვის,
რამდენიმე ღერი თმა რომ შერჩენოდა. კიდევ უფრო უკეთ იგ-
რძნო თავი, როდესაც მისმა აქეთ-იქით გაიხედა რამდენჯერ-
მე, სკამს ეძებდა და რადგან სკამი ოთახში არ იყო, იძულებუ-
ლი გახდა ფეხზე მდგარიყო უხერხულ პოზაში. მაგრამ ყველა-
ზე კარგად მაშინ იგრძნო თავი, როდესაც ინდბურმა ღილაკს
დააჭირა, კაბინეტში უნიფორმაში ჩაცმული ლაქია შემოვიდა,
თავი დაუკრა და მაგიდაზე მსხვილი, ლითონის ყდაში ჩასმუ-
ლი ტომი დაუდო.
– ახლა კი, წესისა და რიგის მიხედვით დავიწყოთ, – თქვა
ინდბურმა და საბოლოოდ იგრძნო თავი სიტუაციის ბატონ-
პატრონად, – ჩვენი არაფორმალური საუბარი რაც შეიძლება
სწრაფად რომ დასრულდეს, შეეცადე საქმის არსი მაქსიმა-
ლურად მოკლედ გადმოსცე.
ებლინგ მისმა აუჩქარებლად დაიწყო:
– იცი, ბოლო ხანს რას ვაკეთებდი?
– აქ შენი ანგარიშები მაქვს, – მერმა თვითკმაყოფილი გა-
მომეტყველებით უპასუხა, – და ასევე, მათი კომპეტენტური
შეფასებები. როგორც ვიცი, ჰარი სელდონის თეორიის მათე-
მატიკურ დასაბუთებას იკვლევ, ცდილობ გაიმეორო მისი
შრომა და მიღებული მონაცემები დასაბამის მომავლის
პროგნოზირებისთვის გამოიყენო.
– დიახ, ასეა, – მისმა მშრალად მიუგო, – თუ გახსოვს,
თავდაპირველად, როდესაც სელდონმა დასაბამი შექმნა, მან
მეცნიერთა ნუსხაში ერთი ფსიქოლოგიც კი არ შეიყვანა, ამ-
დენად, დასაბამი ისტორიულ აუცილებლობას ყოველთვის

200 მკითხველთა ლიგა


ბრმად მიჰყვებოდა. კვლევის პროცესში ბევრი რამ მომცა იმ
მინიშნებებმა, რაც დროის ბუნკერში გაჟღერდა.
– ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილია. გამეორებაზე დროს
ნუ დაკარგავთ.
– არაფერსაც არ ვიმეორებ, – შეჰყვირა მისმა, – რის
თქმასაც ვაპირებ, არცერთ ანგარიშში არ წერია!
– რას ნიშნავს, ანგარიშში არ წერია? – ინდბური ერთობ
ბრიყვულად აღშფოთდა, – როგორ შეიძლება, რომ არ
ეწერ...…
– ო, გალაქტიკა! მაცალე, აგიხსნა, შე ციცქნა საზიზღარო,
სიტყვას ნუ მაწყვეტინებ, თორემ ავდგები და წავალ; და მერე
შენ თავს დააბრალე, რაც მოგივა. დაიმახსოვრე, შე უხამსო
ბრიყვო, რომ დასაბამი მაინც გადარჩება, რადგან უცილობ-
ლად უნდა გადარჩეს, მაგრამ, აი, შენ კი არაფერი გეშველე-
ბა, მე თუ აქედან წავედი! – თქვა და თავისი ქუდი იატაკზე
ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ზედ შერჩენილი მიწის ნამცეცე-
ბი აქეთ-იქით გაიფანტა. მერე კი შემაღლებული ბაქნის საფე-
ხურებზე აირბინა, საწერ მაგიდაზე ქაღალდები მისწი-მოსწია
და მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა.
ინდბური დაბნეული ფიქრობდა, რა სჯობდა, დაცვა გამოე-
ძახებინა, თუ მაგიდაში ჩამონტაჟებული ბლასტერები აემოქ-
მედებინა. მაგრამ ებლინგ მისმა თვალი თვალში გაუყარა და
ინდბურს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა ისეთი გამომეტ-
ყველება მიეღო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებო-
და.
– დოქტორო მის, – დაიწყო ინდბურმა ოფიციალური ტო-
ნით, – აუცილებლად უნდა...

201 მკითხველთა ლიგა


– მოკეტე! – გაშმაგებით მიუგდო მისმა, – და მისმინე! თუ-
კი აქ მართლაც, – და ხელი ლითონის ყდაში ჩასმულ ტომს
დაადო, – ჩემი ანგარიშებია, შეგიძლია გადაყარო. სანამ შე-
ნამდე მოაღწევს, ჩემს ანგარიშებს, სულ ცოტა, ოციოდე მოხე-
ლე მაინც კითხულობს და მერე კიდევ მაგდენივე. მშვენი-
ერია, რომ არაფერს ინახავ საიდუმლოდ, მაგრამ მე აქ იმის-
თვის მოვედი, რაღაც კონფიდენციალური რომ გითხრა. ეს იმ-
დენად კონფიდენციალურია, ჩემმა ბიჭებმაც კი არ იციან, ერ-
თად რომ ვმუშაობთ. ყოველ მათგანს ცალკეული საკითხი
აბარია, შემდეგ კი მე ვაერთიანებ. დროის ბუნკერი იცი, რაც
არის?
ინდბურმა თავი დაუკრა, თუმცა მისმა მაინც ხმამაღლა გა-
აგრძელა, სიტუაცია აშკარად მოსწონდა:
– ძალიან კარგი, მაგრამ მაინც გეტყვი, რადგან მხოლოდ
გალაქტიკამ უწყის, ეს უხამსი სცენა გონებაში რამდენჯერ
წარმოვიდგინე. ცხადად ვხედავ, რასაც ფიქრობ, შე უბადრუ-
კო მატყუარა, ხელი გიჭირავს ღილაკზე, დააჭერ და ხუთასიო-
დე შეიარაღებული მცველი შემოვარდება, ბოლო რომ მომი-
ღონ, მაგრამ იმის გეშინია, რაც მე ვიცი სელდონის კრიზისზე.
თანაც, სანამ რამეს დააჭერ მაგიდაზე, მაგ უხამს თავს მანამ-
დე მოგაძრობ, შემოსვლასაც კი ვერავინ მოასწრებს. დასა-
ბამს შენ, შენმა ყაჩაღმა მამამ და მეკობრე ბაბუამ უკვე საკ‐
მარისად სწოვეთ სისხლი!
– ეს ღალატია, – ჩაილუღლუღა ინდბურმა.
– ნამდვილად, – ღვარძლიანად დაუდასტურა მისმა, –
მაგრამ რას გააწყობ? დროის ბუნკერზე ორი სიტყვა მინდა
გითხრა. ჰარი სელდონმა ის იმიტომ მოაწყო, უმძიმესი სიტუ-
აციებიდან გამოსვლაში რომ დაგვხმარებოდა. ყოველი კრი-

202 მკითხველთა ლიგა


ზისისთვის მან თავისი ორეულის გამოსვლა მოამზადა, რომ
გვიშველოს – და ყველაფერი აგვიხსნას. ოთხი კრიზისის
დროს ასეც მოხდა – ოთხჯერ გამოჩნდა. პირველ შემთხვევა-
ში კრიზისის კულმინაციურ მომენტში. მეორედ, როდესაც
კრიზისი წარმატებით იქნა დაძლეული. ჩვენი წინაპრები მას
ორივეჯერ უსმენდნენ. მესამე და მეოთხე კრიზისის დროს მი-
სი იგნორირება მოახდინეს, ეტყობა ეგონათ, რომ ამის საჭი-
როება არ არსებობდა. თუმცა ჩემი კვლევა – სხვათა შორის,
ეს ჩემს ანგარიშებში არ წერია – ერთმნიშვნელოვნად ცხად-
ყოფს, რომ სელდონი საჭირო დროს ბუნკერში მაინც გამოჩ-
ნდა. ჩახვდი?
პასუხს არ დაელოდა. ჩამქრალი, დაღეჭილი სიგარა დააგ-
დო, ახალი ამოიღო და მოუკიდა. სიგარის კვამლს გამალე-
ბით, ბოლქვებად აფრქვევდა.
– ოფიციალურად, ფსიქოისტორიის მეცნიერების აღდგე-
ნას ვცდილობ. არადა, ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებს –
ასი წელიც კი არ ეყოფა. თუმცა ელემენტარულ საკითხებში
აშკარა წინსვლა მაქვს და ეს დროის ბუნკერის ამბების გა-
სარკვევად გამოვიყენე. მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით
დავადგინე, შემდეგ ჯერზე ჰარი სელდონი როდის გამოჩნდე-
ბა. ასე რომ, შემიძლია გითხრა ზუსტი თარიღი იმისა, თუ რო-
დის მოხდება სელდონის მორიგი, მეხუთე კრიზისის კულმინა-
ცია.
– დრო რამდენი დაგვრჩა? – ინდბურმა გაჭირვებით იკით-
ხა.
ებლინგ მისმა თავისი ნაღმი წრფელი გულგრილობით აა-
ფეთქა.

203 მკითხველთა ლიგა


– ოთხი თვე, – თქვა მან, – ოთხი უმსგავსი თვე, პლუს მი-
ნუს ორი დღე.
– ოთხი თვე, – გაიმეორა ინდბურმა მისთვის უჩვეულო
გზნებით, – შეუძლებელია.
– შეუძლებელია... კი, როგორ არა, შენი დავსებული თვა-
ლებით...
– ოთხ თვეში? გესმის, ეს რას ნიშნავს? თუკი კრიზისის
კულმინაცია ოთხ თვეში იქნება, ეს ნიშნავს, რომ უკვე რამდე-
ნიმე წელია, რაც ვითარდება!
– და რატომაც არ უნდა ვითარდებოდეს? ნუთუ არსებობს
ბუნების კანონი, რომლის თანახმად კრიზისი მაინცდამაინც
ერთი დღის განმავლობაში უნდა განვითარდეს?
– ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერი გვემუქრება. ჰორიზონ-
ტზე სახიფათო არაფერი ჩანს, – ინდბური ნერვიულად იმ-
ტვრევდა ხელებს. უეცრად მასში დაგროვილმა მრისხანებამ
ერთბაშად, ყვირილით ამოხეთქა, – ჩემი მაგიდიდან ჩამოძ-
ვრები თუ არა?! მაგიდაზე უწესრიგობა როცაა, ვეღარ ვაზ-
როვნებ!
მისი გაოცდა, მაგიდიდან მძიმედ ჩამოვიდა და განზე გად-
გა.
ინდბურმა ნერვიული მოძრაობით მაგიდაზე ყველაფერი
თავ-თავის ადგილას დააწყო. სწრაფად ალაპარაკდა:
– აქ შემოვარდნის უფლება არ გქონდა. თუკი უკვე წარმო-
ადგინე შენი თეორია...
– ეს არაა თეორია.
– მე კიდევ ვამბობ, რომ თეორიაა. შესაფერისი ფორმით
რომ წარმოგედგინა, ფაქტებითა და დასაბუთებით, „ისტორი-
ულ მეცნიერებათა ბიუროს“ გადაეცემოდა. იქ მას სათანა-

204 მკითხველთა ლიგა


დოდ შეისწავლიდნენ და ანალიზის შედეგებს მომახსენებ-
დნენ, მერე კი, რასაკვირველია, ადეკვატურ ზომებს მივიღებ-
დი. შენ კი რატომღაც ერთი ამბავი ატეხე სრულიად უაზროდ.
უსაგნოდ მეკამათები. ჰო, აი, ისიც.
ხელში მოვერცხლისფრო გამჭვირვალე ქაღალდის ფურ-
ცელი აიღო, ჰაერში აიქნია და დაღვრემილ ფსიქოლოგს უთ-
ხრა:
– აი, ესაა მიმდინარე საგარეო მოვლენების მოკლე შეჯა-
მება, რომელსაც მე თავად ვადგენ ყოველ კვირა. აბა, მისმი-
ნე: ჩვენ გავმართეთ კომერციული მოლაპარაკება მორესთან,
ამასვე ვაგრძელებთ ლაიონესთან, გავაგზავნეთ დელეგაცია
ბონდზე საიუბილეო ზეიმზე დასასწრებად, მივიღეთ საჩივარი
თუ რაღაც მსგავსი კალგანიდან და დავპირდით, რომ შევის-
წავლით, გავაპროტესტეთ ასპერტაზე სავაჭრო შეზღუდვების
დაწესება და ისინი დაგვპირდნენ, რომ განიხილავენ და ასე
შემდეგ და ასე შემდეგ.
მერმა ფურცელს თავიდან ბოლომდე გადაავლო თვალი,
შემდეგ საქაღალდეში აკურატულად მოათავსა, ის კი თავის
ადგილზე, შესაბამის სექციაში შეინახა.
– მის, გეუბნები, წესრიგისა და მშვიდობის დარღვევაზე
არაფერი მეტყველებს...
უეცრად ოთახის შორეულ ბოლოში კარი მოწყვეტით გა-
იღო, კაბინეტში მერის მდივანი შემოვარდა, რომელსაც უნი-
ფორმა კი არა, ყოველდღიური სამოსი ეცვა.
ინდბური წამოდგა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თით-
ქოს არარეალურ სამყაროში მოხვდა – ბოლო ხანს მეტისმე-
ტად ბევრი რამ დაატყდა თავს. ებლინგ მისის შემოჭრისა და
გიჟური ქცევის მერე ასევე წარმოუდგენლად აღმაშფოთებე-

205 მკითხველთა ლიგა


ლი, შემაწუხებელი რაღაც მოხდა – მდივანი ნებართვისა და
უნიფორმის გარეშე შემოხტა! არადა, ქცევის ყველა წესი ზედ-
მიწევნით იცოდა.
მდივანი მარჯვენა მუხლზე დაეშვა და თავი მდაბლად და-
უკრა.
ინდბურმა ხისტად მიმართა:
– გისმენ!
მდივანი თავჩაქინდრული ალაპარაკდა, იატაკს დაჰყურებ-
და.
– თქვენო ბრწყინვალებავ, კაპიტან ჰან პრიტჩერი, რომე-
ლიც ეს-ესაა კალგანიდან დაბრუნდა, თქვენი # N20-513
ბრძანების დარღვევისთვის, დაპატიმრებულია და სიკვდი-
ლით დასჯა მოელის. მისი თანმხლები პირები დაკავებულები
არიან. სრული მოხსენება შედგენილია.
შოკირებულმა ინდბურმა შესძახა:
– მივიღე სრული მოხსენება და რა მერე?
– თქვენო ბრწყინვალებავ, კაპიტანმა პრიტჩერმა დაკით-
ხვაზე კალგანის ახალი დიქტატორის სახიფათო ზრახვები
გაკვრით ახსენა. ამ საკითხის ოფიციალური მოსმენა არ გა-
მართულა, თქვენი ინსტრუქციის თანახმად (ბრძანება
N20651), მაგრამ მისი სიტყვები ჩაწერილია და სრული მოხ-
სენებაც შედგენილია.
ინდბურმა იღრიალა:
– მივიღე სრული მოხსენება და რა მერე?!
– თქვენო ბრწყინვალებავ, ოციოდე წუთის წინ სალინის
საზღვრიდან ცნობა მივიღეთ. ჩვენს სივრცეში კალგანის ხო-
მალდები შემოიჭრნენ. ხომალდები შეიარაღებულნი არიან.
შეტაკებაც მოხდა.

206 მკითხველთა ლიგა


მდივანმა უფრო დაბლა დახარა თავი. ინდბური კვლავაც
ფეხზე იდგა. ებლინგ მისმა თავი გააქნია, მდივანთან მივიდა,
დაიხარა, მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
– ჯობია ადგე და უთხრა, კაპიტანი პრიტჩერი გამოუშვან
და აქ გამოგზავნონ. მიდი, მიდი.
მდივანი წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. მისი მერისკენ
მიბრუნდა:
– დროა იმოქმედო, გესმის, ინდბურ? ოთხად ოთხი თვე
დარჩა, როგორც გითხარი.
ინდბური კვლავაც ფეხზე იდგა, მზერა გაშეშებული ჰქონ-
და. მხოლოდ ერთ თითს ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი,
მაგიდის გლუვ ზედაპირზე მკვეთრი, წყვეტილი მოძრაობით
სამკუთხედებს ხაზავდა.

207 მკითხველთა ლიგა


16.

კონფერენცია

ოცდაშვიდი დამოუკიდებელი სავაჭრო სამყარო, რომელ-


თაც მხოლოდ და მხოლოდ საერთო დედა-პლანეტის, დასაბა-
მის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ, კონფერენციის ჩასა-
ტარებლად იკრიბება და სირთულეებიც თავს იჩენს. რაც უფ-
რო მცირეა სამყარო, მით უფრო დიდი ამბიციებით გამოირ-
ჩევა, რაც მისი ზომის პირდაპირპროპორციული გახლავთ და
ჩაკეტილობის განცდითა და საერთო საფრთხით ძლიერდება.
ამიტომ აუცილებელია წინაწარი მოლაპარაკებების გამარ-
თვა, რათა მონაწილე მხარეებმა წვრილმანი პრეტენზიები გა-
ითვალისწინონ.
საკმარისი არაა წინასწარი შეთანხმება ისეთ დეტალებზე,
როგორებიცაა ხმის მიცემის წესი თუ წარმომადგენლობის
ტიპი – სამყაროსგან თუ მოსახლეობისგან. რადგან ამ საკით-
ხებს პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლევა. არაა საკმარისი შე-
თანხმება იმაზე, თუ ვინ იქნება წამყვანი მაგიდასთან, გინდ
სხდომების დროს და გინდ ბანკეტზე, რადგან ამ დროს სოცია-
ლური მნიშვნელობის სირთულეები იჩენს თავს.
ასეთი რთული შესათანხმებელი საკითხი იყო შეხვედრის
ადგილი – რაც, თავისთავად, ზღვარგადასული პროვინცია-
ლიზმის მაჩვენებელი გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, ჩახ-

208 მკითხველთა ლიგა


ლართული დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად,
კონფერენციის ჩატარების ადგილად პლანეტა რედოლი იქნა
არჩეული, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი თავიდანვე ასახე-
ლებდა, როგორც საუკეთესო კანდიდატურას.
რედოლი პატარა პლანეტა იყო და სამხედრო თვალსაზრი-
სით ალბათ ოცდაშვიდიდან უსუსტესი. ეს ფაქტორი, სხვათა
შორის, ერთ-ერთი გახლდათ, რამაც არჩევანი განაპირობა.
ის ე.წ. ზოლოვანი სამყარო იყო – ასეთი პლანეტები გა-
ლაქტიკაში ბევრია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეა დასახლე-
ბული, რადგან იქ საარსებოდ ძალზე მძიმე ფიზიკური პირო-
ბებია. ასეთი პლანეტის ერთ ნახევარზე მუდმივი ყინვაა, მე-
ორეზე – მუდმივი სიცხე, საცხოვრებლად კი მხოლოდ ვიწრო
სასაზღვრო ზოლია ვარგისი იმ ორ ნახევარს შორის, სადაც
მუდმივად ბინდია.
ასეთი პლანეტა საშინლად არასტუმართმოყვარე ჩანს მის-
თვის, ვისაც იქ არ უცხოვრია, მაგრამ არსებობს სტრატეგიუ-
ლი წერტილები – და რედოლ-სითი სწორედ ასეთი სტრატე-
გიული წერტილი გახლდათ.
ქალაქი ბორცვების დამრეც ფერდობებზე იყო განლაგებუ-
ლი, კლდოვანი მთების ძირში, რომლებიც ქალაქს ცივი ნახე-
ვარსფეროდან მქროლავი გამყინავი ქარებისგან იცავდა.
ცხელი ნახევარსფეროს მშრალი ჰაერი იქაურობას ათბობდა,
მთებიდან წყაროები ჩამოედინებოდა. ამ ყველაფრის შედე-
გად ერთგვარი ოაზისი წარმოიქმნა – მარადმწვანე ბაღი, რო-
მელიც მუდმივი ივნისის განთიადის შუქში ლივლივებდა.
სახლები მშვენიერი ბაღებითა და ყვავილნარებით იყო
გარშემორტყმული. ყოველი ბაღი ხელოვნების ნიმუშს წარ-
მოადგენდა, სადაც ულამაზესი, ეგზოტიკური მცენარეები ხა-

209 მკითხველთა ლიგა


რობდა, ექსპორტზე რომ გაჰქონდათ – ეს იმდენად მნიშვნე-
ლოვანი იყო, რომ რედოლი სავაჭრო პლანეტიდან ლამისაა
სასოფლო-სამეურნეო, მწარმოებელ პლანეტად იქცა. ასე
რომ, რედოლ-სითი საშინელ პლანეტაზე პატარა სამოთხეს
წარმოადგენდა.
დანარჩენი ოცდაექვსი სამყაროდან უამრავი სტუმარი ჩა-
მოვიდა: დელეგატები, მათი ცოლები, პირადი მდივნები, ჟურ-
ნალისტები, ხომალდების ეკიპაჟები – რედოლის მოსახლეო-
ბა თითქმის გაორმაგდა. ადგილობრივები იძულებულნი გახ-
დნენ ქამრები შემოეჭირათ. ჩამოსულები გემოზე ჭამდნენ და
სვამდნენ, ძილით კი თითქმის არც ეძინათ.
ჩამოსულთაგან მხოლოდ ზოგიერთი თუ ხვდებოდა, რომ
გალაქტიკა უკვე ომში იყო ჩათრეული, ოღონდ ეს ომი ჯერ ჩუ-
მი, მთვლემარე გახლდათ. ხოლო ისინი, ვინც ამას აცნობიე-
რებდნენ, სამ კატეგორიად იყოფოდნენ. პირველი იყო, ვინც
ცოტა რამ თუ იცოდა, სამაგიეროდ, ძალზე თავდაჯერებული
ბრძანდებოდა და ბევრს ლაპარაკობდა.
ასეთი იყო ახალგაზრდა კოსმოპილოტი, ქუდს ჰეივენის
კოკარდა რომ უმშვენებდა, ჭიქა მაღლა აეწია და მალულად
ცდილობდა მოპირდაპირე მხარეს მჯდომი რედოლელი ქა-
ლიშვილის ღიმილი დაეჭირა. პილოტმა განაცხადა:
– სანამ აქ ჩამოვფრინდებოდით, საომარი მოქმედებების
ზონა ბრძოლით გამოვიარეთ. თითქმის მთელი სინათლის
წუთი ვიფრინეთ ჰორლეგორის მახლობლად...
– ჰორლეგორის? – ჩაერია გრძელფეხება ადგილობრივი
მცხოვრები, წვეულებაზე მასპინძლის როლს რომ ასრულებ-
და, – ანუ იქ, სადაც ჯორს წინა კვირას კუდით ქვა ასროლი-
ნეს, არა?

210 მკითხველთა ლიგა


– საიდან მოიტანეთ, რომ ჯორს კუდით ქვა ასროლინეს? –
პილოტმა ქედმაღლურად იკითხა.
– დასაბამის რადიომ გადმოსცა.
– ნუთუ? მაშ, იცოდეთ, რომ ჯორმა ჰორლეგორი დაიკავა.
კინაღამ მათი ხომალდების ქარავანს გადავეყარეთ, ჰორლე-
გორიდან მოფრინავდნენ. რანაირად ასროლინეს კუდით ქვა,
როდესაც ბრძოლის ველი მათ დარჩათ? კუდით ქვას ვისაც
ასროლინებენ, ის თავქუდმოგლეჯილი გარბის ხოლმე.
ამ დროს ვიღაცამ მაღალი ხმით და თანაც ენის ბორძიკით
ჩაილაპარაკა:
– არა-ა-ა, ამას ნუ იტყვით. დასაბამს, უბრალოდ, დრო
სჭირდება ხოლმე, რომ ამოძრავდეს. ჰოდა, დასხედით და სე-
ირს უყურეთ! დასაბამმა იცის, როდის დაარტყას. დადგება
მომენტი და გაისვრის, ბახ! – წვრილი ხმით დაასკვნა და უაზ-
როდ გაიღიმა.
– ასეა თუ ისე, – ჰეივენელი პილოტი ხანმოკლე პაუზის
შემდეგ გამოეპასუხა, – ჯორის ხომალდები ჩემი თვალით
ვნახე. უნდა გითხრათ, კარგად გამოიყურებიან, ძალიან კარ-
გად. როგორც ჩანს, ახალთახალი აგებულია.
– ახალთახალი? – დაფიქრებით გაიმეორა რედოლელმა,
– თვითონ ააგეს? – ჩამოწოლილი ტოტიდან ფოთოლი მოწ-
ყვიტა, ფრთხილად დაყნოსა, გაღეჭა. ფოთოლს მწვანე წვენი
წამოუვიდა, პიტნის სუნი დადგა, – გინდათ თქვათ, რომ დასა-
ბამის ფლოტი თვითნაკეთი ხომალდებით დაამარცხეს? კარ-
გით რა.
– ჩემი თვალით ვნახე. ხომალდი კომეტისგან კი როგორმე
შემიძლია გავარჩიო. ალბათ ხვდებით.
რედოლელი მისკენ გადაიხარა.

211 მკითხველთა ლიგა


– თქვენც მშვენივრად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თავს
ნუ იგდებთ. ომები თავისით არ იწყება. ჩვენ ზემოთ გვყავს
ხალხი, მოვლენებს რომ მართავენ. მათ იციან, რასაც აკეთე-
ბენ.
მთვრალმა კაცმა მოულოდნელად ხმამაღლა გამოაცხადა:
– დასაბამს შეხედეთ, დასაბამს. უკანასკნელი წუთი ელის.
მერე კი, ბაჰ! – უაზროდ გაიღიმა და ქალიშვილს პირღია მი-
აშტერდა. ქალიშვილი სასწრაფოდ გაეცალა.
ამ დროს რედოლელი ლაპარაკს აგრძელებდა:
– აი, მაგალითად, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერს ჯორი
ხელმძღვანელობს. არა-ა-ა, – და თითი ჰორიზონტალურად
გაიქნია, – როგორც გავიგე, თანაც ძალზე მაღალი წრეები-
დან, ის ჩვენი ბიჭია. ჩვენ მას ფულს ვუხდით და შესაძლებე-
ლია, რომ ხომალდებიც ჩვენი აგებულია. რეალისტურად შევ-
ხედოთ სიტუაციას, სავსებით შესაძლებელია, მართლაც ჩვე-
ნი აგებული იყოს. დასაბამს, საბოლოო ჯამში, ცხადია, ვერ
დაამარცხებს, მაგრამ შეიძლება დაასუსტოს და როცა ამას
მოახერხებს, საქმეში ჩვენ ჩავერთვებით.
ქალიშვილმა უთხრა:
– კლევ, ნუთუ ომის გარდა სხვა რამეზე არ შეგიძლია ლა-
პარაკი? როგორ დამღალე!
ჰეივენელმა პილოტმა გადაწყვიტა გალანტურობა გამოე-
ჩინა:
– მოდი, თემა შევცვალოთ. ქალიშვილს ნუ დავღლით.
ნასვამმა რედოლელმა ბოლო ფრაზა მისამღერივით გა-
იმეორა და კათხაც კი ააბაკუნა რიტმში. იქ მყოფნი წყვილე-
ბად დაიყვნენ, მასლაათობდნენ, იცინოდნენ, დასეირნობ-

212 მკითხველთა ლიგა


დნენ, რამდენიმე ასეთივე წყვილი სოლარიუმიდანგამოვიდა,
ბაღის ბოლოს რომ იყო.
საუბარმა უფრო განყენებული, არეული, უაზრო ხასიათი
მიიღო.
...კიდევ იყვნენ ისეთები, რომლებმაც ცოტა მეტი იცოდნენ,
მაგრამ თავდაჯერებულები არ იყვნენ და ნაკლებს ლაპარა-
კობდნენ.
ასეთი იყო ცალხელა გოლიათი ფრენი, რომელიც ჰეივე-
ნის ოფიციალურ დელეგატად იყო წარგზავნილი და რომე-
ლიც ხელგაშლილად ცხოვრობდა, სიამოვნებით ამყარებდა
მეგობრულ კონტაქტებს ქალებთან, როდესაც ამის შესაძ-
ლებლობა ეძლეოდა და მამაკაცებთან, როდესაც ამას საქმე
მოითხოვდა.
ფრენი „მზის ბაქანზე“ იმყოფებოდა – პირველად მოეშვა
მას მერე, რაც რედოლზე ჩამოვიდა, არადა, უკვე მეორედ
სტუმრობდა ამ პლანეტას. მის ახალ მეგობარს აივო ლაიონი
ერქვა. ფრენი მასში მონათესავე სულს ხედავდა. აივოს სახ-
ლი ბორცვის თავზე წამოსკუპულიყო, სხვა სახლებისგან მო-
შორებით – გარშემო ყვავილნარის სურნელება და მწერების
ბზუილი იდგა. „მზის ბაქანი“ ბალახით დაფარული მდელო
გახლდათ, რომელსაც 45 გრადუსის დახრილობა ჰქონდა.
ფრენი ბალახზე წამოწოლილიყო, მზეს ეფიცხებოდა. ჩაილა-
პარაკა:
– ჰეივენზე მსგავსი არაფერი გვაქვს.
აივომ მიძინებული ხმით უპასუხა:
– ცივი ნახევარსფერო უნდა ნახო. აქედან ოცი მილის და-
შორებით არის ადგილი, სადაც ჟანგბადი წყალივით მიედინე-
ბა.

213 მკითხველთა ლიგა


– მართლა?
– ფაქტია.
– კარგი, აივო, უნდა მოგიყვე. ჯერ კიდევ მაშინ, მეორე ხე-
ლი როცა მქონდა, კოსმოსში დავეხეტებოდი, ჰოდა, ისეთი
რაღაც გადამხდა, არ დაიჯერებ, – ამ სიტყვებს მოაყოლა ამ-
ბავი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და რომელიც აივომ არ
დაიჯერა.
აივომ დაამთქნარა:
– ჰოო... სადღა არიან ისეთი ჯეელები, ძველ დროს რომ
იყვნენ...
– მართალია, სადღა არიან... თუმცა არა, რატომ, – ფრენი
წამოენთო, – ასე ნუ იტყვი. ჩემს შვილზე გიყვებოდი, გახ-
სოვს? აი, სწორედ ისაა ძველი ყაიდის კაცი, რომ იცოდე. გა-
მოჩენილი ვაჭარი გამოვა, თუ არადა, აგერ მომჭერი თავი.
ზედგამოჭრილი ძველი დროის გმირია, ზედგამოჭრილი,
ოღონდ ერთი რამის გარდა. ცოლი მოიყვანა.
– შენ გულისხმობ, რომ საქორწინო კონტრაქტი გააფორ-
მა? გოგოსთან?
– ჰო. ვერ გამიგია, რაში დასჭირდა. თაფლობის თვე აქვთ
კალგანზე.
– კალგანზე? კალგანზე?! კი მაგრამ, როდის? რამდენი ხა-
ნია?
ფრენმა ფართოდ გაიღიმა და ხაზგასმით ნელა ჩაილაპა-
რაკა:
– ზუსტად იმის წინ, რაც ჯორმა დასაბამს ომი გამოუცხადა.
– მართლა?
ფრენმა თავი დაუქნია და ანიშნა, ახლოს მოიწიეო. მერე
კი ჩახრინწული ხმით უთხრა:

214 მკითხველთა ლიგა


– რაღაცას მოგიყვები, თუკი დამპირდები, რომ არავის ეტ-
ყვი. ჩემი ბიჭი კალგანზე დავალებით გააგზავნეს. რა დავალე-
ბა იყო, ცხადია, ვერ გეტყვი, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას
შეხედე, მე მგონი, ყველაფერს მიხვდები. ასეა თუ ისე, ჩემი
ბიჭი იყო სწორედ ის კაცი, ვინც ამგვარ დავალებას თავს გა-
ართმევდა. ჩვენ, ვაჭრები, რისკიანი ხალხი ვართ, – ფრენმა
კმაყოფილებით გაიღიმა, – შედეგიც სახეზეა. არ გეტყვი რო-
გორ, მაგრამ ფაქტია, ჩემი ბიჭი ჩავიდა კალგანზე და ჯორმა
ხომალდები გაგზავნა. ეს ჩემმა ბიჭმა მოახერხა!
აივოზე ამ სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თა-
ვის მხრივაც გამოიჩინა გულახდილობა:
– ძალიან კარგი. ამბობენ, რომ ხუთასი ხომალდი გვყავს
გამზადებული, რათა საჭირო დროს საჭირო მომართულებით
გავუშვათ.
ფრენმა ნათქვამი ავტორიტეტულად დაუდასტურა.
– შესაძლოა, მეტიც კი. აი, ესაა რეალური სტრატეგია. აი,
ეს მომწონს, – და ხელი ღიპზე დაიტყაპუნა, – მაგრამ არ და-
გავიწყდეს, რომ ჯორიც ყოჩაღი ბიჭია. ის, რაც ჰორლეგორზე
მოხდა, მაშფოთებს.
– როგორც გავიგე, ათამდე ხომალდი დაუკარგავს.
– ჰო, მაგრამ კიდევ ასი ჰყავდა, ამიტომ დასაბამი იძულე-
ბული გახდა, იქიდან გამოსულიყო. კარგია, ჩვენს ტირანებს
რომ ამარცხებს, მაგრამ მეტისმეტად სწრაფად ხდება ყველა-
ფერი, – თქვა და თავი გააქნია.
– საკითხავია, ჯორი ხომალდებს სად შოულობს? დადის
ხმები, რომ სულაც ჩვენი სპეციალისტები უშენებენ.
– ჩვენ? ვაჭრები? დამოუკიდებელ სამყაროებში ჰეივენს
აქვს ხომალდების უდიდესი საწარმო, მაგრამ სხვისთვის არ-

215 მკითხველთა ლიგა


ცერთი არ დაუმზადებია. ნუთუ უშვებ, რომ რომელიმე სამყა-
რო ჯორისთვის ფლოტს დამოუკიდებლად აგებს და თანაც
არავითარ ზომებს არ იღებს ერთობლივ სამხედრო მოქმედე-
ბაში ჩათრევის საწინააღმდეგოდ? ეს... უბრალოდ ზღაპარია.
– აბა, მაშ, საიდან იღებს ხომალდებს?
ფრენმა მხრები აიჩეჩა.
– ალბათ, თვითონ აგებს. მეც ეს მაწუხებს.
ფრენმა მზეზე თვალი დაახამხამა, ფეხები გაპრიალებულ,
გლუვ ხის სადგარზე მოხარა, მოხერხებულად მოეწყო და
ჩათვლიმა, ნელ-ნელა მიეძინა. მისი ჩუმი ხვრინვა მწერების
ზუზუნს შეერია.
...და ბოლოს, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი
იცოდნენ, მაგრამ არაფერში იყვნენ დარწმუნებულები და ამი-
ტომ საერთოდაც არ ლაპარაკობდნენ.
ერთ-ერთი მათგანი რენდუ გახლდათ, რომელიც ვაჭართა
საყოველთაო კონფერენციის მეხუთე დღეს დიდ დარბაზში
შევიდა და დაინახა, რომ ორი კაცი, ვისაც შეხვედრა სთხოვა,
უკვე მოსულიყო. ხუთასკაციანი დარბაზი სრულიად ცარიელი
ჩანდა – ასეც უნდა ყოფილიყო.
სანამ ჩამოსხდებოდნენ, რენდუმ უთხრა:
– ჩვენ სამნი დამოუკიდებელი სავაჭრო სამყაროების სამ-
ხედრო პოტენციალის დაახლოებით ნახევარს წარმოვად-
გენთ.
– დიახ, – მიუგო მენგინმა ისიდან, – მე და ჩემმა კოლეგამ
ეს ფაქტი უკვე აღვნიშნეთ.
– მზად ვარ სწრაფად და გულახდილად ვილაპარაკო, –
გააგრძელა რენდუმ, – უპირატესობის მისაღებად ვაჭრობას

216 მკითხველთა ლიგა


ან რაიმეს მიჩუმათებას არ ვაპირებ. ჩვენი მდგომარეობა რა-
დიკალურად გაუარესდა.
– იმის შედეგად, რაც... – სიტყვა ჩამოართვა ოვალ გრიმ
მნემონიდან.
– იმის შედეგად, რაც ბოლო საათის განმავლობაში მოხ-
და. მისმინეთ! თავიდან დავიწყოთ. ჯერ ერთი, სიტუაციას ჩვენ
არ ვქმნით და ეჭვი მეპარება, ვაკონტროლებდეთ. ჩვენ საქმე
ჯორთან კი არა, სხვებთან გვქონდა, მაგალითად, კალგანის
ექსდიქტატორთან, რომელიც ჯორმა ჩვენთვის ყველაზე
უხერხულ მომენტში დაამარცხა.
– მაგრამ ჯორი ურიგო შემცვლელი სულაც არაა, – თქვა
მენგინმა, – დეტალებს არ ჩავუღრმავდები.
– ეს მაშინ გააკეთეთ, როდესაც ყველა დეტალი გეცოდი-
ნებათ, – რენდუ წინ გადაიწია და მაგიდაზე ხელები დააწყო,
მისთვის დამახასიათებელი ჟესტით ამოატრიალა.
შემდეგ კი გააგრძელა:
– ერთი თვის წინათ ჩემი ძმისშვილი და მისი მეუღლე
კალგანზე გავგზავნე.
– თქვენი ძმისშვილი! – შესძახა ოვალ გრიმ გაოცებით, –
არ ვიცოდი, თქვენი ძმისშვილი თუ იყო.
– მიზანი რა იყო? – მენგინმა დაღვრემით იკითხა, – რა,
ამისთვის? – და ჰაერში თითით იქ მყოფებს წრეხაზი შემოავ-
ლო.
– არა. თუკი გულისხმობთ ჯორის მიერ წამოწყებულ ომს
დასაბამის წინააღმდეგ, არა. ამდენს როგორ გავთვლიდი?
ახალგაზრდა კაცმა არაფერი იცოდა – არც ჩვენს ორგანიზა-
ციაზე და არც ჩვენს მიზნებზე. მას უთხრეს, რომ მე ვარ ჰეივე-
ნის პატრიოტული საზოგადოების ერთ-ერთი წევრი და კალ-

217 მკითხველთა ლიგა


განზე მოყვარული დამკვირვებლის როლი უნდა შეესრულე-
ბინა. მოტივაცია, უნდა გითხრათ, საკმაოდ ბუნდოვანი მქონ-
და. პირველ რიგში, ჯორი მაინტერესებდა. საოცარი ფენომე-
ნია, თუმცა ეს მრავალჯერ ითქვა უკვე და აღარ გავაგრძელებ.
მეორეც, ეს საინტერესო და მრავლისმომცემი მოგზაურობა
შეიძლება ყოფილიყო ადამიანისთვის, ვინც დასაბამსა და და-
საბამის იატაკქვეშეთს იცნობს და მომავალში შეიძლება გა-
მოგვადგეს. როგორც ხედავთ...
ოვალ გრიმ გაიღიმა, მსხვილი კბილები გამოაჩინა, გრძე-
ლი სახე კიდევ მეტად დაუგრძელდა:
– თქვენ, ალბათ, შედეგმა გაგაოცათ, რადგან სავაჭრო
სამყაროებს შორის ერთიც კი არაა, სადაც არ ლაპარაკობ-
დნენ, რომ თქვენმა ძმისშვილმა დასაბამის სახელით ჯორის
კარისკაცი მოიტაცა და ამით მას casus belli8 მისცა. ო, გა-
ლაქტიკა! რაღაც ღრუბლებში დაფრინავთ. არა, ვერ ვიჯერებ,
რომ ამ ყველაფერში თქვენი ხელი არ ურევია. მართლაც,
კარგად გიმუშავიათ.
რენდუმ ჭაღარა თავი გაიქნია.
– არა, ეს ჩემი ნამოქმედარი არაა. ამის განზრახვა ჩემს
ძმისშვილსაც არ ჰქონია, ახლა დასაბამზე ციხეში რომ ზის და
შეიძლება ვერც კი ნახოს, რა შედეგს გამოიღებს მისი ესოდენ
„კარგი ნამუშევარი“. ეს-ესაა მისგან წერილი მივიღე. რაღაც-
ნაირად მოახერხა და კონტრაბანდულად პერსონალური კაფ-
სულა გამომიგზავნა, რომელმაც საომარი მოქმედების ზონა
გაიარა და ბოლოს და ბოლოს ჩემამდე მოაღწია. დაახლოე-
ბით ერთ თვე იყო გზაში.
– მერე?

8 ლათ. ომის საბაბი (მთარგმნ. შენიშვნა)


218 მკითხველთა ლიგა
რენდუ წინ გადაიწია, ხელებს დააწვა და ნაღვლიანად ჩა-
ილაპარაკა:
– ვშიშობ, რომ იგივე მოგველის, რაც კალგანის დიქტა-
ტორს. ჯორი მუტანტია!
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, გულისცემასაც კი გაიგო-
ნებდი. რენდუმ წინასწარ იოლად წარმოიდგინა, რომ მის
ნათქვამს სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა.
თუმცა, როდესაც მენგინი ალაპარაკდა, ხმა სრულიად აუ-
ღელვებელი ჰქონდა:
– საიდან იცით?
– ჩემი ძმისშვილისგან. ის ხომ კალგანზე იყო.
– რა სახის მუტანტია? მოგეხსენებათ, ყველანაირები არ-
სებობენ.
რენდუ თავს მოერია და მოძალებული გაღიზიანება დაი-
ოკა.
– დიახ, მენგინ, ყველანაირები არსებობენ. ყველანაირე-
ბი! მაგრამ ჯორი უნიკალურია! აბა, რომელი სახის სრულიად
უცნობი მუტანტი მოახერხებდა არმიის შემოკრებას, როგორც
ამბობენ, თავისი პირველი სამხედრო ბაზის ხუთი მილისოდე-
ნა ასტეროიდზე შექმნას, შემდეგ – პლანეტის, შემდეგ – მთე-
ლი სისტემის, შემდეგ რეგიონის დაპყრობას, შემდეგ კი დასა-
ბამზე თავდასხმას და ჰორლეგორთან მის დამარცხებას? და
ეს ყველაფერი ორ თუ სამ წელიწადში!
ოვალ გრიმ მხრები აიჩეჩა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მან დასაბამი დაამარცხა?
– არ ვიცი. მაგრამ თუკი დაამარცხა?
– დიდი ბოდიში, მაგრამ ესოდენ შორსმიმავალ დასკვნებს
არ გავაკეთებდი. დასაბამს ჯორი ვერ დაამარცხებდა. მისმი-

219 მკითხველთა ლიგა


ნეთ, ჩვენ არ გვაქვს ფაქტები, არ ვიცით არაფერი, გარდა ერ-
თი... მმ, გამოუცდელი ბიჭის შეტყობინებისა. მე მგონი ამაზე
ფიქრი ცოტა ნაადრევია. მიუხედავად ჯორის ყველა გამარჯვე-
ბისა, საწუხარი ჯერ არ გვაქვს; და თუკი ყველაფერი ასევე
გაგრძელდა, არც გვექნება. განა ასე არაა?
რენდუ მოიღუშა. ფიზიკურად გრძნობდა, რომ სასოწარ-
კვეთა სულ უფრო მაგრად უჭერდა თავის საცეცებს. ორივეს
მიმართა:
– ჯორთან დაკავშირება მოახერხეთ?
– არა, – ორივემ ერთხმად მიუგო.
– მართალია, თუმც კი ვეცადეთ, ასე არაა? ისიც ხომ მარ-
თალია, რომ ამ ჩვენს შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება,
თუკი მასთან დაკავშირებას ვერ შევძლებთ. განა სიმართლე
არაა, რომ აქ უფრო მეტსა სვამენ, ვიდრე ფიქრობენ და უფრო
მეტს ისვენებენ, ვიდრე მოქმედებენ – სხვათა შორის, ესაა ცი-
ტატა „რედოლ ტრიბუნის“ დღევანდელი მოწინავედან – და
მხოლოდ იმიტომ, რომ ჯორთან დაკავშირებას ვერ ვახერ-
ხებთ. ბატონებო, ჩვენ ათასზე მეტი ხომალდი გვყავს, რომ-
ლებიც ელოდებიან ბრძანებას, საჭირო მომენტში დასაბამს
რომ შეუტიონ და მასზე კონტროლი დაამყარონ. მე კი მიმაჩ-
ნია, რომ დისპოზიცია უნდა შევცვალოთ, ხომალდები ჯორის
წინააღმდეგ უნდა განვალაგოთ.
– თქვენ გულისხმობთ, რომ ტირან ინდბურისა და დასაბა-
მის სისხლისმსმელთა მხარეზე უნდა ვიბრძოლოთ? – მენგი-
ნი გესლიანად გამოეპასუხა.
რენდუმ ხელი აიქნია.

220 მკითხველთა ლიგა


– ხმამაღალი სიტყვები საჭირო არაა. მთავარია, ჯორის
წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, თორემ ვის მხარეზე, მნიშვნელო-
ბა არ აქვს.
ოვალ გრი წამოდგა.
– რენდუ, ამაში ვერ დაგეხმარებით. ეს ყველაფერი საღა-
მოს გაფართოებულ საბჭოს მოახსენეთ, პოლიტიკური თვით-
მკვლელობა თუ გაქვთ ჩაფიქრებული.
მეტი არაფერი უთქვამს, დარბაზიდან გავიდა. მენგინი უხ-
მოდ მიჰყვა. რენდუ მარტო დარჩა და კიდევ ერთი საათი უსა-
სოო ფიქრებში გაატარა.
საღამოს, გაფართოებულ საბჭოს სხდომაზე, კრინტი არ
დაუძრავს.
მეორე დილას კი მის ოთახში ოვალ გრი გამოჩნდა – სა-
ხელდახელოდ ჩაცმული, გაუპარსავი, დაუვარცხნელი.
რენდუ ჯერაც აულაგებელ მაგიდასთან იჯდა, სადაც ესაუზ-
მა. შემოსულს ალალი გაოცებით მიაჩერდა, ჩიბუხიც კი გა-
უვარდა ხელიდან.
ოვალ გრიმ ჩახრინწული ხმით შესძახა:
– მნემონი გუშინ კოსმოსიდან ვერაგულად დაბომბეს!
რენდუმ თვალი მოჭუტა:
– დასაბამმა?
– ჯორმა! – აფეთქდა ოვალი, – ჯორმა! ეს სრულიად გაუფ-
რთხილებელი, მზაკვრული თავდასხმა იყო. ჩვენი ფლოტის
უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ფლოტილიის შემადგენ-
ლობაშია. პლანეტაზე დარჩენილი ხომალდები თავდასაცა-
ვად საკმარისი არ აღმოჩნდა და ორბიტაზე ყველა გაანადგუ-
რეს. ჯერჯერობით მტრის ხომალდები პლანეტაზე არ დაშვე-
ბულან და შესაძლოა, რომ არც დასხდნენ, რადგან, როგორც

221 მკითხველთა ლიგა


შეგვატყობინეს, მათი ფლოტი სანახევროდ განადგურებუ-
ლია, მაგრამ ეს ომია და მაინტერესებს, ამ ყველაფერს ჰეივე-
ნი როგორ უყურებს.
– ჰეივენი, ეჭვგარეშეა, ფედერაციის ქარტიის ერთგული
დარჩება. აი, ხომ ხედავთ? ჩვენც თავს დაგვესხა.
– ჯორი შეშლილია. განა შეუძლია მთელი სამყაროს და-
მარცხება? – ოვალ გრი შებარბაცდა, რენდუს გვერდით სკამ-
ზე მოწყვეტით დაეშვა და მაჯაზე ხელი მთელი ძალით მოუჭი-
რა, – ვინც გადარჩა, გვატყობინებს, რომ ჯორს... მტერს ახა-
ლი იარაღი აქვს. ბირთვული ველის დეპრესორი!
– რაა?
– ჩვენი ხომალდების უმეტესობა იმიტომ დაიღუპა, – უთ-
ხრა ოვალმა, – რომ ბირთვული იარაღი ვერ აამოქმედეს. ეს
შემთხვევითობაა, საბოტაჟი ვერ იქნება. ეს ჯორის იარაღის
შედეგი უნდა იყოს. მაგრამ ის, ეტყობა, ჯერ კარგად არ მუშა-
ობს, ეფექტი არასრული იყო, მისი ნეიტრალიზების რაღაც სა-
შუალებები თურმე მაინც არსებობს. სრული ინფორმაცია ჯერ
არ გამაჩნია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ეს იარაღი ომის ხასი-
ათს შეცვლის და შესაძლოა, მთელი ჩვენი ფლოტი მოძველე-
ბულიც კი აღმოჩნდეს.
რენდუმ იგრძნო, როგორი ბებერია და როგორი უძლური.
სახე უსასოოდ დაემანჭა.
– ვშიშობ, რომ იშვა მონსტრი, რომელიც ყველას გადაგ-
ვყლაპავს. მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ.

222 მკითხველთა ლიგა


17.

ვიზისონორი

ებლინგ მისის სახლი, რომელიც ტერმინუსის არცთუ გან-


საკუთრებით პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა, დასაბამის
ინტელექტუალების, ლიტერატორებისა და საერთოდ, მეტ-
ნაკლებად მკითხველი საზოგადოებისათვის კარგად იყო
ცნობილი. მისი დახასიათება სუბიექტურად იმაზე გახლდათ
დამოკიდებული, თუ რომელ წყაროს ეყრდნობოდა ადამიანი.
ღრმააზროვანი ბიოგრაფისთვის ის „რეალობისგან გაქცევის
სიმბოლო“ იყო, გაზეთის მკითხველისთვის – „იქ შემაშინებ-
ლად მამაკაცური, უდარდელი ქაოსის ატმოსფერო სუფევდა“,
უნივერსიტეტის პროფესორი მკაცრად აღნიშნავდა, რომ იქ
„მდიდარი, თუმც კი არეულ-დარეული ბიბლიოთეკა აქვთ“,
არააკადემიური წრეებიდან გამოსული მეგობარი კი იტყოდა,
რომ „იქ ნებისმიერ დროს კარგ სასმელს შემოგთავაზებენ და
თანაც ისე, რომ დივანზე ფეხებიც შეგიძლია შეაწყო“, ხოლო
იაფფასიან თავშესაქცევ სატელევიზიო გადაცემაში აცხადებ-
დნენ, რომ ეს „ნახევრად გამელოტებული მემარცხენე რა‐
დიკალის, ცილისმწამებელ ებლინგ მისის ერთი უბადრუკი,
მინგრეულ-მონგრეული ქოხი“ იყო.
ბაითასთვის, რომელიც სხვების აზრს არად დაგიდევდათ
და ჰქონდა საშუალება, სახლი საკუთარი თვალით ენახა, სა-

223 მკითხველთა ლიგა


კუთარი შეხედულება ჩამოეყალიბებინა, ის, უბრალოდ, ერთი
უსუფთაო საცხოვრებელი გახლდათ.
პირველ რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, პატიმრობას
იოლად შეეგუა. გაცილებით უფრო იოლად, ვიდრე იმ ნახე-
ვარ საათს, რაც ფსიქოლოგის სახლში მოლოდინით გაატა-
რა. შესაძლოა, ფარულად უთვალთვალებდნენ კიდეც, ყო-
ველ შემთხვევაში, თორანთან ერთად მაინც იყო.
იქნებ უფრო მსუბუქად ეგრძნო თავი, მაგნიფიკოს თავისი
გრძელი ცხვირი რომ არ ჩამოეშვა – ბაითაზე გაცილებით
დათრგუნული ჩანდა.
მაგნიფიკოს გრძელი ფეხები მოეკეცა, ნიკაპთან აეზიდა,
თითქოს უნდოდა შეკუმშულიყო და გამქრალიყო. ბაითამ
უნებლიეთ თავზე ხელი გადაუსვა, მანუგეშებელი ჟესტით.
მაგნიფიკო შეკრთა და ალმაცერად გაუღიმა.
– ო, ჩემო ქალბატონო, მაპატიეთ. ჩემი სხეული უარყოფს
იმას, რასაც გონება ეუბნება, რადგან სხვისი ხელისგან დარ-
ტყმის გარდა არაფერს ელის.
– ნუ წუხხარ, მაგნიფიკო. მე შენთან ვარ და არავის მივცემ
უფლებას, გატკინოს.
ჯამბაზმა გვერდულად გახედა და მზერა უმალ მოაშორა.
– მაგრამ ცალკე რო ვყავდი დამწყვდეული, თქვენსა და
თქვენი კეთილი მეუღლისგან ცალკე – ჩემს სიტყვაზე შეგიძ-
ლიათ გაიცინოთ – თქვენთან მეგობრული ურთიერთობა სა-
ოცრად მენატრებოდა.
– არ გავიცინებ. მეც მენატრებოდა.
ჯამბაზს სახე გაუნათდა. მუხლები კიდევ მეტად მიიტანა ნი-
კაპთან და ფრთხილად იკითხა:
– იცნობთ იმ ბატონს, აქ რომ უნდა მოვიდეს?

224 მკითხველთა ლიგა


– არა. მაგრამ სახელგანთქმული კაცია. ახალ ამბებში მი-
ნახავს და ბევრი მსმენია მასზე. მე მგონი კარგი კაცი უნდა
იყოს, მაგნიფიკო. არაფერს დაგვიშავებს.
– მართლა? – ჯამბაზი ადგილზე აწრიალდა, – შესაძლოა,
ასეც იყოს, ჩემო ქალბატონო, მაგრამ იმ კაცმა უკვე დამკით-
ხა და მისმა უხეშმა მანერებმა დამაფრთხო, ხმამაღლა ლაპა-
რაკობდა და ისეთ უცნაურ სიტყვებს ხმარობდა, რომ ზოგჯერ
არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა. ახლა უკვე შემიძლია დავიჯერო
რომანტიკული ზღაპარი, რომელიც ოდესღაც გავიგე, რომ
ასეთ დროს გული საყლაპავში გეჩხირება და ლაპარაკის სა-
შუალებას აღარ გაძლევს.
– მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ჩვენ ორნი ვართ, ის კი
მარტოა და ჩვენ ორს ვერ დაგვაშინებს, ასე არაა?
– ალბათ, ჩემო ქალბატონო.
ამ დროს სადღაც შორს კარი მოწყვეტით გაიღო, სახლი
გრგვინვის მსგავსმა ხმამ აავსო. ოთახის სიახლოვეს გაისმა:
„ო, გალაქტიკა! ახლავე გაეთრიეთ აქედან!“ უეცრად გაღე-
ბულ კარში თვალი მოჰკრეს, ორი გვარდიელი როგორ გა-
იძურწა.
ოთახში დაღვრემილი ებლინგ მისი შემოვიდა, იატაკზე
რაღაც შეკვრა დააგდო და ბაითას მისალმების ნიშნად ხელი
მაგრად ჩამოართვა. ბაითამ, თავის მხრივ, ასევე უპასუხა.
მისმა ბაითას მარჯვენა ორჯერ ენერგიულად შეაჯანჯღარა,
ჯამბაზს გახედა, მერე კი ქალიშვილს მიუბრუნდა, დააკვირდა:
– გათხოვილი ხართ?
– დიახ. ყველა ოფიციალური ფორმალობა დაცულია.
მისი ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ კი დაინტერესდა:
– ბედნიერი ხართ?

225 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ჯერჯერობით.
მისმა მხრები აიჩეჩა და მაგნიფიკოს მიუბრუნდა. რაღაც
შეკვრა გახსნა და იკითხა:
– იცი, ეს რა არის, ბიჭო?
მაგნიფიკო დივანიდან ჩამოსრიალდა, ინსტრუმენტს ჩააფ-
რინდა. კლავიატურაზე თითები აათამაშა, სიხარულისგან ყი-
რაზე გადავიდა, უკანა მალაყი გააკეთა, ცოტა არ იყოს, ავეჯი
კიდეც მიანგრ-მოანგრია და შესძახა:
– ვიზისონორია, მკვდრის გულსაც რომ სიხარულით აღავ-
სებს!
მაგნიფიკომ გრძელი თითები კლავიშებს ნაზად, ფრთხი-
ლად გადაატარა, მსუბუქად აჭერდა, ერთიდან მეორეზე სწრა-
ფად გადადიოდა და უცებ ჰაერში მშვენიერი ვარდნარის კონ-
ტურები გამოისახა.
– ძალიან კარგი, ბიჭო, – უთხრა ებლინგ მისმა, – შენ ამ-
ბობდი, რომ ასეთ ინსტრუმენტზე დაკვრა შეგიძლია, ჰოდა,
აგერ, შანსი მოგეცა. ოღონდ ასაწყობი იქნება. მუზეუმიდანაა,
– მერე კი ბაითას მიუბრუნდა, – რამდენადაც ვიცი, დასაბამზე
ამ ინსტრუმენტს ხმა ვერავინ ამოაღებინა.
შემდეგ ებლინგ მისი დაიხარა და სწრაფად ჩასჩურჩულა:
– მასხარა უთქვენოდ არ ალაპარაკდება. დამეხმარებით?
ქალმა თავი დაუქნია.
– მშვენიერია! – გააგრძელა მისმა, – მუდმივად შიშით
თრთის და მგონია, რომ ფსიქოზონდს მისი ფსიქიკა უბრა-
ლოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ სხვანაირად უნდა მივუდგე,
რომ ალაპარაკდეს, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.
გესმით?
ქალმა კვლავ დაუქნია თავი.

226 მკითხველთა ლიგა


– ვიზისონორი ამ პროცესის პირველი ნაბიჯია. მითხრა,
რომ შეუძლია მასზე დაკვრა. რეაქციაზე ეტყობა, რომ ეს მის
ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა. ასე რომ, რო-
გორც უნდა დაუკრას – ცუდად თუ კარგად – ისე დაიჭირეთ
თავი, თითქოს ძალიან მოგეწონათ. უჩვენეთ, რომ ჩემ მი-
მართ მეგობრულად ხართ განწყობილი და მენდობით. ყვე-
ლაფერში გამომყევით, – მისმა სწრაფად გახედა მაგნიფი-
კოს, რომელიც დივნის შორეულ კუთხეში შეყუჟულიყო და ინ-
სტრუმენტს უკირკიტებდა. სხვა აღარაფერი აინტერესებდა.
– ვიზისონორი ოდესმე თუ მოგისმენიათ? – მისმა ბაითას
მსუბუქი მასლაათის ტონით ჰკითხა.
– მხოლოდ ერთხელ, – ბაითამ ასევე მეგობრულად მი-
უგო, – იშვიათი ინსტრუმენტების კონცერტზე ვარ ნამყოფი.
მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
– ეტყობა, სუსტი შემსრულებელი შეგხვდათ. მართლა
კარგი შემსრულებლები იშვიათობას წარმოადგენენ. საქმე ის
კი არაა, რომ დაკვრა ფიზიკურ კოორდინაციას მოითხოვს –
ნამდვილი ფორტეპიანო, მაგალითად, კიდევ მეტადაც მოით-
ხოვს – არამედ, გარკვეული სახის გახსნილ მენტალიტეტს, –
მისმა ხმას დაუწია, – სწორედ ამიტომ ეს ჩვენი მოსიარულე
ჩონჩხი შეიძლება უკეთესი დამკვრელი აღმოჩნდეს, ვიდრე
გვგონია. უფრო ხშირად, კარგი შემსრულებლები ჭკუანაკლუ-
ლები არიან ხოლმე. ეს ერთ-ერთი პარადოქსია, ფსიქოლო‐
გიას განსაკუთრებულად საინტერესოს რომ ხდის!
მისმა კვლავ ძალდაუტანებელი ტონით განაგრძო მასლა-
ათი:
– იცით, ეს უცნაური ინსტრუმენტი როგორ მუშაობს? შევე-
ცადე გამერკვია და აღმოჩნდა, მისი გამოსხივება უშუალოდ

227 მკითხველთა ლიგა


თავის ტვინის ოპტიკურ ცენტრზე ზემოქმედებს ისე, რომ ოპ-
ტიკურ ნერვს არ ეხება, ანუ ჩნდება შეგრძნება, რომელიც ჩვე-
ულებრივ ცხოვრებაში არ არსებობს. მაგარი რაღაცაა, რომ
დაფიქრდე. რაც გესმის, ის ჩვეულებრივი ამბავია. დაფის აპ-
კი, ლოკოკინა, მაგრამ... შშ! უკვე მზადაა. შუქი ჩააქრეთ, თუ
შეიძლება. სიბნელეში უფრო შთამბეჭდავია.
სიბნელეში მაგნიფიკო ბუნდოვან ლაქას დაემსგავსა, ებ-
ლინგ მისი კი – უფორმო, მუქ მასას, მძიმედ რომ სუნთქავდა.
ბაითა ცდილობდა, რამე დაენახა, მზერას ძაბავდა რაც შეეძ-
ლო, მაგრამ ვერაფერს არჩევდა. თუმცა, აი, ჰაერში სინათ-
ლის წვრილი, მოცახცახე სხივი გაკრთა. ხან ფართოვდებო-
და, ხან ვიწროვდებოდა, ხან ჭერისკენ აიჭრებოდა, ხან იატაკ-
ზე ეშვებოდა, ვიბრირებდა, პულსირებდა და ბოლოს ხმამაღ-
ლა ბათქით გასკდა, თითქოს მოფრიალე ფარდას მეხი და-
ეცაო.
მის ნაცვლად ჰაერში პატარა, რიტმულად მთრთოლარე
სფერო გაჩნდა, რომელიც ფერს უწყვეტად იცვლიდა – და
უცებ უამრავ უფორმო, ფერად წვეთად დაიშალა, რომლებიც
ჰაერში ირეოდნენ, ხან მაღლა ადიოდნენ, ხან დაბლა ეშვე-
ბოდნენ, მოყვანილობას იცვლიდნენ და ბოლოს პატარ-პატა-
რა, სხვადასხვაფერ სფეროებად ჩამოყალიბდნენ – ბაითამ
რაღაც-რაღაცების აღმოჩენა დაიწყო.
მაგალითად, მიხვდა, რომ თვალს თუ დახუჭავდა, ფერებს
უფრო მკაფიოდ დაინახავდა, რომ ნებისმიერი ფერის ყოველ
ცვლილებას საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი ფორმა
და ხმა სდევდა, რომ ზოგიერთ ფერს ვერც კი ცნობდა და რომ
პატარა სფეროები სფეროები კი არ იყო, არამედ ციცქნა ფი-
გურები.

228 მკითხველთა ლიგა


ციცქნა ფიგურები, ცეცხლის ციცქნა მოციმციმე ალები, მი-
ლიონობით ალი – ცეკვავდნენ და კრთებოდნენ! არსაიდან
ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და
ახალ ფერს იღებდნენ.
პირველი ასოციაცია, რომელიც ბაითას გაუჩნდა – როდე-
საც სიბნელეში თვალებს მაგრად დახუჭავ, შენ წინ მომცრო
ფერად ბურთულებს ხედავ – ეს იყო მსგავსი ძველი ეფექტისა,
როდესაც ფერადი წერტილები თითქოს პოლკას ცეკვავენ,
ერთმანეთში ირევიან. კონტრასტულ, კონცენტრირებულ წრე-
ებად ყალიბდებიან, უცნაურ ფიგურებად ერთიანდებიან და
ეგრევე ქრებიან. ახლაც რაღაც მსგავსი ხდებოდა, ოღონდ
ყველაფერი უფრო მსხვილად, მკაფიოდ, მრავალფეროვნად
და ყოველი მანათობელი წერტილი ციცქნა ფიგურა გახ‐
ლდათ.
და, აი, უცებ ფიგურები მისკენ წყვილ-წყვილად გამოქან-
დნენ, ბაითამ თავისდაუნებურად ხელები აიფარა, ისინიც შე-
ჩერდნენ და ბაითა მოციმციმე მორევისა თუ ქარბუქის შუ-
აგულში აღმოჩნდა, ცივი შუქი მისი მხრებიდან თოვლივით
ცვიოდა, ხელებზე უსრიალებდა, თითებიდან წვეთავდა –
თითქოს მზად იყო გაშეშებული თითები წაეცალა – ბრუნავდა
და ოთახის შუაგულში ისევ კაშკაშა სფეროდ ერთიანდებოდა.
ამასთან ერთად, მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა
ჩაესმოდა, გამჭვირვალე ნაკადულებად რომ მოედინებოდა
და შუქებისა და ფერების თანმდევი, განუყოფელი ნაწილი
გახლდათ.
ბაითამ გაიფიქრა, – საინტერესოა, ებლინგ მისიც იმავეს
ხედავს თუ არა? და თუ სხვა რამეს ხედავს, ნეტავ, რას? –
თუმცა მერე ეს ინტერესი დაეკარგა...

229 მკითხველთა ლიგა


უყურებდა და უყურებდა. ციცქნა ფიგურები მართლა ფიგუ-
რები იყო თუ ეჩვენებოდა? ერთი ბეწო მოხდენილი მოცეკვავე
ქალები, ცეცხლოვანი თმით, რომლებიც ისე სწრაფად ირხე-
ოდნენ და ბზრიალებდნენ, გონება ამის აღქმას ვერ ასწრებ-
და, ფერხულში ებმოდნენ, თანავარსკვლავედებად ერთიან-
დებოდნენ, ქალიშვილის მსუბუქი კისკისის მსგავსი მუსიკა
ჟღერდა, რომელიც ბაითას ყურის სიღრმეში ჩაესმოდა.
ეს „ვარსკვლავები“ ტრიალებდნენ, ერთმანეთს უახლოვ-
დებოდნენ, შეხებისას ბრწყინდებოდნენ, ნელ-ნელა რაღაც
სტრუქტურად ერთიანდებოდნენ; და, აი, თანდათანობით შე-
სანიშნავი სასახლე წამოიმართა. ყოველი აგური ციცქნა ფე-
რისა იყო, ყოველი ფერი, ციცქნა ნაპერწკალი, რომელიც შუ-
ქებად ერთიანდებოდა, ფორმებს ქმნიდა. სასახლეს ძვირფა-
სი ქვებით მოოჭვილი ოცი კოშკი ამშვენებდა.
ძვირფასი შენობიდან კაშკაშა ხალიჩა გამოსხლტა, გაიშა-
ლა, აფრინდა, დაბზრიალდა, მერე კი უწვრილეს ძაფებად და-
იქსაქსა, რომელმაც მთელი სივრცე აბლაბუდასავით მოიცვა.
შუქმფენი სხივები განიტოტნენ, ხეებად იქცნენ და თავისებუ-
რი ხმით ამღერდნენ.
ბაითა მოინუსხა. მუსიკამ მთლიანად მოიცვა, გრილი სიოს
მსგავსად ელამუნებოდა. ხელი გაიშვირა, ნატიფ, მყიფე ხეს
შეეხო – მის ტოტზე გამობმული ყვავილთა ფურცლები იატაკ-
ზე კასკასითა და მელოდიური წკრიალით დაცვივდა.
ოცი ციმბალი ერთდროულად აჟღერდა. ბაითას თვალწინ
სივრცე ოქროს ნაკადად იქცა, დატრიალდა და კალთაში ჩა-
ეღვარა, კასკადებიანი ჩანჩქერივით. ცეცხლოვანი წვეთები
წელზე შეეშხეფა, კალთაზე კი ცისარტყელა გაეშალა, რო-
მელზეც ციცქნა ფიგურები გადარბოდნენ, თითქოსდა ხიდზე...

230 მკითხველთა ლიგა


სასახლე და ბაღი, ციცქნა ქალები და კაცები ხიდ-ცისარ-
ტყელაზე, უსასრულობაში რომ გადაჭიმულიყო, სადამდეც კი
თვალი სწვდებოდა, მუსიკის ტალღებზე მიცურავდა, ყველგან
რომ ჟღერდა, თავად მასში ჟღერდა...
უცებ მუსიკა გაწყდა, დამზაფრავმა სიჩუმემ დაისადგურა:
უნებლიე, იჭვნეული მოძრაობა ელვისებური დასასრულით.
ფერები გახუნდა, დაიგორგლა, შეიჭმუხნა, ბურთად იქცა,
მაღლა ავარდა და გაქრა.
ოთახში კვლავ ჩამობნელდა.
ჩამრთველს დააჭირეს, ოთახი შუქმა აავსო, ბანალურმა
მზის შუქმა. ბაითამ თვალები აახამხამა, ცრემლი წამოუვიდა,
ატირდა, იმდენად დაენანა ის, რაც იყო და უცებ გაქრა. ებ-
ლინგ მისი უძრავად იჯდა, პირი დაეღო, თვალები გაფართოე-
ბოდა.
მხოლოდ მაგნიფიკო იყო ცოცხლად, ვიზისონორს იხუტებ-
და და გულაჩუყებული აღტყინებით ღიღინებდა რაღაცას.
– ჩემო ქალბატონო, – ამოთქვა ბოლოს, – ეს ინსტრუმენ-
ტი მართლაც ჯადოსნურია. როგორ ემორჩილება ხელს, რო-
გორ პასუხობს სულის მოძრაობას, ეს სრულიად გამაოგნებე-
ლია. როდესაც მასზე ვუკრავ, მგონია, რომ სასწაული შემიძ-
ლია მოვახდინო. როგორ მოგეწონათ ჩემი კომპოზიცია,
ქალბატონო?
– ეს შენი კომპოზიციაა? – ამოისუნთქა ბაითამ, – შენი სა-
კუთარი?
მაგნიფიკო ჭარხალივით გაწითლდა, ნიკაპიდან დაწყებუ-
ლი, გრძელი ცხვირის წვეროთი დამთავრებული.
– დიახ, ჩემი საკუთარია, ჩემო ქალბატონო. ჯორს მაინ-
ცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ მე ხშირად ვუკრავდი ჩემ-

231 მკითხველთა ლიგა


თვის, მარტო როცა ვრჩებოდი, საკუთარი სიამოვნებისთვის.
ოდესღაც, ახალგაზრდობაში ვნახე ასეთი სასახლე შორიდან,
ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, საოცარი კარნავალის დროს.
იქ კეთილშობილი, მშვენიერი, მდიდრულად ჩაცმული ადა-
მიანები იმყოფებოდნენ. ასეთები მეტად აღარასოდეს მინა-
ხავს, მაშინაც კი, როდესაც ჯორს ვემსახურებოდი. რაც მე
წარმოვადგინე, უბადრუკი მაკეტია, მეტი არაფერი. გონების
ძალა მეტის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს. ამ კომპოზი-
ციას „სამოთხის გახსენება“ ვუწოდე.
ამ საუბრისას ებლინგ მისი, როგორც იქნა, გონზე მოვიდა.
– მისმინე, – თქვა მან, – მისმინე, მაგნიფიკო, შეგიძლია
ეს სხვებისთვისაც შეასრულო?
ჯამბაზი შეკრთა, უკან დაიხია.
– სხვებისთვის? – თრთოლით იკითხა.
– ათასებისთვის! – შესძახა მისმა, – დასაბამის უდიდეს
დარბაზებში. აბა, დაფიქრდი, არ გინდა, შენი თავის პატრონი
გახდე, ყველამ დაგაფასოს, გამდიდრდე და... და... – მისმა
ვეღარ გააგრძელა, წარმოსახვამ უღალატა, – და ასე შემდეგ?
ჰა? რას იტყვი?
– მაგრამ როგორ მივაღწევ ამ ყველაფერს, ძლიერო ბა-
ტონო, თუკი ერთი საწყალი მასხარა ვარ, ვისთვისაც დიდი
სამყაროს სიკეთე მიუწვდომელია?
ფსიქოლოგმა ტუჩები გამობურცა და შუბლზე ხელი მოის-
ვა, თქვა:
– შენი დაკვრის მეშვეობით, მეგობარო. სამყარო შენი
გახდება, თუკი ასევე დაუკრავ მერისა და მისი მაგნატების-
თვის. ნუთუ არ გსურს?
ჯამბაზმა ბაითას გახედა.

232 მკითხველთა ლიგა


– ის... ჩემთან იქნება?
ბაითას გაეცინა.
– რა თქმა უნდა, სულელო. ნუთუ ახლა მიგატოვებ, როდე-
საც მდიდარი და სახელოვანი უნდა გახდე?
– ეს ყველაფერი თქვენი იქნება, – მაგნიფიკომ გულწრფე-
ლად მიუგო, – მზად ვარ მთელი გალაქტიკის განძეული მო-
გართვათ,მაგრამ მაინც ვერ გადავიხდი იმ ვალს, თქვენ წინა-
შე რომ მაქვს, თქვენი სიკეთის წილ.
– ოღონდ, – ფრთხილად დაიწყო მისმა, – ჯერ მე თუ და-
მეხმარები...
– როგორ?
ფსიქოლოგი ერთხანს შეყოვნდა, შემდეგ გაიღიმა:
– ერთი პატარა ზედაპირული ზონდირება, რომელიც არა-
ფერს გავნებს. შენი ტვინის გარსს შეეხება მხოლოდ.
მაგნიფიკოს თვალებში მომაკვდინებელმა შიშმა გაიელვა.
– ოღონდ ეგ არა. მინახავს, ზონდირებას როგორ ატარე-
ბენ. ადამიანს ტვინსა სწოვს, ცარიელ თავის ქალას უტოვებს.
ჯორი მოღალატეებს უტარებდა და მერე უშვებდა. ისინიც ქუ-
ჩებში დაეხეტებოდნენ შეშლილებივით, სანამ ვინმეს არ შე-
ეცოდებოდა და არ მოკლავდა, – მაგნიფიკომ ხელი ასწია,
თითქოს მოემზადა, მისისთვის რომ ეკრა.
– ის ფსიქიკური ზონდირება იყო, – მოთმინებით აუხსნა
მისმა, – და ისიც კი მხოლოდ მაშინ ვნებს ადამიანს, როდე-
საც არასწორად უტარებენ. მე კი ზედაპირულ ზონდირებას ვა-
კეთებ, რომელიც პატარა ბავშვსაც კი არაფერს ავნებს.
– ეს მართალია, მაგნიფიკო, – დარწმუნებით უთხრა ბა-
ითამ, – ეს დაგვეხმარება ჯორი დავამარცხოთ და მოვიშო-

233 მკითხველთა ლიგა


როთ. ეს გაკეთდება თუ არა, მერე მე და შენ მთელი ცხოვრე-
ბა მდიდრები და სახელგანთქმულები ვიქნებით.
მაგნიფიკომ აცახცახებული მარჯვენა გაუწოდა:
– მაშინ იქნებ ხელი დამიჭიროთ...
ბაითამ ხელზე მოუჭირა. მაგნიფიკო გაფართოებული თვა-
ლებით უყურებდა, ტერმინალის აციმციმებული „თეფშები“
მისკენ როგორ დაიძრა.
...ებლინგ მისი მერ ინდბურის საკუთარ სახლში სავარ-
ძელში თავისუფლად გადაწოლილიყო. ჩვეულებისამებრ,
არავითარ მადლიერებას არ გამოხატავდა იმ პატივის გამო,
რაც მიაგეს, მშვიდად გაჰყურებდა ტანმორჩილ მერს, ერთ
ადგილას რომ წრიალებდა. მისმა სიგარის ნამწვი გადააგდო
და თამბაქოს ნარჩენი გადმოაფურთხა.
– სხვათა შორის, ინდბურ, მელოუ-ჰოლში კონცერტზე რა-
მე ღირებული თუ გინდა ნახო, – ჩაილაპარაკა, – ის შენი
ელექტროდამკვრელები იმ კანალიზაციაში მოისროლე, სა-
იდანაც გამოძვრნენ და ვიზისონორზე ჩვენი პატარა შერეკი-
ლის შესრულებას დაესწარი. რაღაც არაამქვეყნიურია.
ინდბური დაიმანჭა.
– მე აქ იმისთვის კი არ მოგიწვიე, მუსიკაზე ლექციები რომ
მიკითხო. ჯორზე რას იტყვი? მიდი, მოყევი. რა იცი ჯორზე?
– ჯორზე? კი ბატონო, გეტყვი. ზედაპირული ზონდირება
ჩავუტარე და რაღაც-რაღაცები გავიგე. სრული ფსიქიკური
ზონდირება ვერ გავუკეთე, რადგან შერეკილს ამის საშინ-
ლად ეშინია და თუკი ვცდი, მის თავში ყველა დამცველი ეგ-
რევე გადაიწვება, მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც გავარკვიე
და გეტყვი, მაგიდაზე ფრჩხილების კაკუნს თუ მორჩები... ჯერ
ერთი, ჯორის ფიზიკური სიძლიერე გაზვიადებულია. შესაძ-

234 მკითხველთა ლიგა


ლოა, მართლაც ძლიერია, მაგრამ უმეტესობა ზღაპრებისა,
შერეკილი რომ ჰყვება, მისი გამონაგონია, საშინელი გახსე-
ნებებით შეფერადებული. ჯორი უცნაურ სათვალეს ატარებს
და შეუძლია მზერით მოკლას, როგორც ეტყობა, მენტალურ
ძალას მართლაც ფლობს.
– ეს ყველაფერი ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, – მჟავედ მი-
უგო მერმა.
– ესე იგი, ზონდირებამ დაადასტურა ის, რაც ვიცოდით. ახ-
ლა მიღებულ შედეგებს მათემატიკურად ვამუშავებ.
– მართლა? და რამდენ ხანს გასტანს ეგ დამუშავება? შენ-
მა ლაქლაქმა ლამისაა გამაყრუოს.
– დაახლოებით ერთი თვე. შესაძლოა, რაღაც გავიგო,
შენთვის საინტერესო, ანდა ვერც გავიგო. თუმცა ამას რა
მნიშვნელობა აქვს? თუკი ეს ყველაფერი სელდონის გეგმით
არ იყო გათვალისწინებული, ჩვენი შანსები მცირეა, კატას-
ტროფულად მცირე.
მერმა ფსიქოლოგს გააფთრებით გახედა.
– ახლა კი დავრწმუნდი, მოღალატე ხარ! ეს სიცრუეა! ახ-
ლა ხომ ვეღარ უარყოფ, რომ იმ ჭორიკნებიდან ერთ-ერთი არ
ხარ, დასაბამზე მარცხის სულისკვეთებას რომ ავრცელებენ
და პანიკას თესავენ, მუშაობას არ მაცლიან!
– ჩემზე ამბობ? ჩემზე? – მისმა ნელ-ნელა ადუღება დაიწ-
ყო.
ინდბური გააფთრდა.
– ვფიცავ კოსმოსის ნისლოვანებებს, დასაბამი გაიმარ-
ჯვებს! უნდა გაიმარჯვოს!
– ჰორლეგორთან დამარცხების მიუხედავად?

235 მკითხველთა ლიგა


– ეს დამარცხება არ ყოფილა. შენ რა, ეს მოარული ტყუ-
ილიც გადაყლაპე? უბრალოდ, ცოტანი ვიყავით და თანაც
გვიღალატეს...…
– ვინ? – მისმა ამრეზით იკითხა.
– ვინ და იმ ტილიანმა დემოკრატებმა, კანალიზაციიდან
რომ ამოძვრნენ, – ყვირილით მიუგო ინდბურმა, – უკვე დიდი
ხანია ვიცი, ფლოტი დემოკრატიული უჯრედებით გაივსო. უმე-
ტესობა გავწმინდეთ, მაგრამ მაინც დარჩენილა იმდენი, რომ
ოცი ხომალდი მტერს შუა ბრძოლაში უმიზეზოდ ჩააბარეს.
ამან შექმნა დამარცხების შთაბეჭდილება. ჰოდა, ახლავე
აღიარე, შე უზრდელო, პატრიოტად და ნატიფ სათნოებათა
დამცველად რომ ასაღებ თავს, რა კავშირები გაქვს დემოკრა-
ტებთან?
ებლინგ მისმა მხრები აიჩეჩა.
– ინდბურ, უბრალოდ, ბოდავ, ხვდები ამას? ჯობია, ის მით-
ხრა, კვლავაც რატომ ვიხევთ უკან, რატომ ჩავაბარეთ ნახევა-
რი სივენა? ესეც დემოკრატების ბრალია?
– არა, დემოკრატების ბრალია არაა, – პატარა კაცმა გეს-
ლიანად გაიღიმა, – ჩვენ უკან ვიხევთ იმიტომ, რომ როდესაც
დასაბამს თავს ესხმოდნენ, ის ყოველთვის უკან იხევდა მანამ,
სანამ ისტორიის ულმობელი დაფდაფები ჩვენთვის არ აჟღერ-
დებოდა. უკვე ვხედავ, როგორ დასრულდება ყველაფერი. ე.წ.
დემოკრატიულმა იატაკქვეშეთმა გამოსცა მანიფესტი, სადაც
აცხადებს, რომ მთავრობასთან ითანამშრომლებს და მხარს
დაუჭერს. ეს, შესაძლოა, მზაკვრული ტყუილი იყოს, უარესი
ღალატი რომ შენიღბონ, მაგრამ მე ამას კარგად გამოვიყე-
ნებ, პროპაგანდა თავის საქმეს იზამს, რა გეგმებიც უნდა
ჰქონდეთ მოღალატეებს; და კიდევ მეტსაც ვიზამ...

236 მკითხველთა ლიგა


– ნუთუ მეტსაც, ინდბურ?
– თავად განსაჯე. ორი დღის წინათ ე.წ. „დამოუკიდებელ
ვაჭართა ასოციაციამ“ ჯორს ომი გამოუცხადა, ჰოდა, დასაბა-
მის ფლოტიც ერთბაშად ათასი ხომალდით გაძლიერდა. ასე
რომ, ჯორს მეტისმეტი მოსდის. ჰგონია, დაპირისპირებულები
ვართ, ერთმანეთს ვექიშპებით, არადა, საერთო საფრთხის
წინაშე ვერთიანდებით და ვძლიერდებით. ჯორი უნდა დამარ-
ცხდეს. ეს გარდაუვალია – როგორც ყოველთვის.
მისი სკეპტიციზმს ასხივებდა.
– ახლა იმასაც მეტყვი, რომ სელდონმა მუტანტის შემ-
თხვევითი გაჩენაც იწინასწარმეტყველა?
– მუტანტის?! და ვინ თქვა, რომ მუტანტია? ამბოხებული
კაპიტნის, ორი უცხოტომელი ლაწირაკისა და ამ ჩვენი შერე-
კილი ჯამბაზის გარდა? შენ გავიწყდება ყველაზე მნიშვნელო-
ვანი არგუმენტი – შენი საკუთარი!
– ჩემი საკუთარი? – მისი გულწრფელად გაოცდა.
– სწორედაც შენი საკუთარი! – ჩაიფხუკუნა მერმა, – ორი
თვის შემდეგ დროის ბუნკერი გაიხსნება. აქედან რა გამომდი-
ნარეობს? როდის იხსნება ხოლმე? როდესაც კრიზისი დგება;
და თუკი ჯორის თავდასხმა კრიზისი არაა, მაშ, სადაა ის „ნამ-
დვილი კრიზისი“, რომლის გამოც იხსნება ბუნკერი? მიპასუ-
ხე, შე ქონის გუნდავ!
ფსიქოლოგმა მხრები აიჩეჩა.
– ეგრე იყოს, თუ ძალიან გინდა. ოღონდ ერთ რამეს
გთხოვ: იმედია, უფლებას მომცემ დავესწრო დიად გამოცხა-
დებას, თუკი... თუკი ბებერი სელდონი სიტყვას მართლაც
წარმოთქვამს და ეს ნათქვამი მწარე აღმოჩნდება.
– კარგი. ახლა კი დამეკარგე და ცხრა კვირა არ დამენახო!

237 მკითხველთა ლიგა


– უდიდესი სიამოვნებით, თქვენო დაგვაჯულო საზარლო-
ბავ, – ებლინგმა გასვლისას ჩაიბურტყუნა.

238 მკითხველთა ლიგა


18.

დასაბამის დაცემა

დროის ბუნკერში გაბატონებული ატმოსფერო, რამდენიმე


თვალსაზრისით, ბუნდოვანი გახლდათ. ის კი არა, თითქოს
ხრწნა, ანდა მიტოვებულობა იგრძნობოდა – არა, სულაც არა,
რადგან კარგად იყო განათებული და კონდიცირებული, კედ-
ლები ცოცხალ ფერებად შეეღებათ, ერთ ადგილზე დამაგრე-
ბული კომფორტული სავარძლები კი საუკუნეებზე გაეთვა-
ლათ. მოძველებულად არაფერი ჩანდა, არადა, სამმა საუკუ-
ნემ განვლო. არც განსაკუთრებული მოწონებისა თუ რიდის
ატმოსფეროს შექმნის მცდელობა იგრძნობოდა, მოსაწვევები
სადა, საქმიანი იყო, ცოტაც და ღარიბული დაერქმეოდა.
თუმცა, ყველა ნეგატიურ მომენტს თუ არ ჩავთვლით, რა-
ღაც კიდევ რჩებოდა გაურკვეველი – და ეს რაღაც კონცენ-
ტრირებული იყო მინის ვეება, ცარიელი კუბის გარშემო, ოთა-
ხის ნახევარს რომ იკავებდა. სამი საუკუნის განმავლობაში
ჰარი სელდონის ცოცხალი ორეული ოთხჯერ გამოჩნდა იქ და
ილაპარაკა, ორჯერ – აუდიტორიის გარეშე.
სამი საუკუნის, ცხრა თაობის სიცოცხლის განმავლობაში
მოხუცი, რომელსაც კოსმოსური იმპერიის დიდების დღენი
საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, თავისთავს წარმოაჩენ-
და; და ახლაც კი მას უფრო მეტი ესმოდა თავის შვილთაშ-

239 მკითხველთა ლიგა


ვილთა შვილთა-შვილების გალაქტიკის შესახებ, ვიდრე თა-
ვად იცოდნენ.
ცარიელი კუბი მოთმინებით ელოდა.
დროის ბუნკერში პირველი მერი ინდბურ III მიბრძანდა
თავისი საპარადო ავტომობილით – გარინდებული და შეშ-
ფოთებული ხალხით სავსე ქუჩები გაიარა. მასთან ერთად მი-
სი სავარძელიც მიიტანეს, რომელიც ბუნკერში მდგარზე უფ-
რო დიდი და მაღალი იყო. სავარძელი წინ დააყენეს, ასე
რომ, ინდბური ყველას ზემოდან დაჰყურებდა, გარდა ცარიე-
ლი მინის კუბისა.
საზეიმოდ გამოწყობილმა ოფიციალურმა მოხელემ მერს
თავი მდაბლად დაუკრა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ამ საღამოს თქვენი ოფიცია-
ლური განცხადების მაქსიმალურად ფართოდ, სუბეთერულად
გადაცემისთვის ყველაფერი მზადაა.
– ძალიან კარგი. მანამდე კი გააგრძელეთ სპეციალური
საპლანეტაშორისო პროგრამების გადაცემა დროის ბუნკე-
რის შესახებ. ცხადია, ამ თემაზე არანაირი პროგნოზებისა თუ
სპეკულაციების დრო აღარ არის. მოსახლეობა კვლავ კე-
თილგანწყობილია?
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მეტად კეთილგანწყობი-
ლი. ბოროტი ჭორების რაოდენობა მცირდება. მოსახლეობის
ნდობა საყოველთაოა.
– ძალიან კარგი! – მოხელე ხელის აქნევით გაისტუმრა და
გამშვენებული ყელსახვევი შეისწორა.
თორმეტს ოცი წუთი აკლდა!
მერის ხელისუფლების ბურჯები სათითაოდ და წყვილ-
წყვილად შემოდიოდნენ – დიდი სავაჭრო ორგანიზაციების

240 მკითხველთა ლიგა


ხელმძღვანელები. მათი შემოსვლის პომპეზურობა იმაზე იყო
დამოკიდებული, თუ რამხელა კაპიტალს ფლობდნენ და მერი
მათ მიმართ რამდენად კეთილგანწყობილი გახლდათ. ყოვე-
ლი მათგანი მერთან მიდიოდა, თავს უკრავდა, საპასუხოდ
ერთი-ორ გამამხნევებელ სიტყვას ისმენდა და მითითებულ
ადგილს იკავებდა.
უეცრად საიდანღაც ჰეივენელი რენდუ გაჩნდა, რომელიც
პომპეზური ცერემონიის ფონზე ერთობ მოკრძალებულად გა-
მოიყურებოდა – ეტიკეტის ყოველგვარი წესების დარღვევით
მერთან მიიჭრა.
– თქვენო ბრწყინვალებავ! – წაიბურტყუნა.
ინდბური მოიღუშა.
– თქვენ აუდიენცია დანიშნული არ გქონიათ.
– თქვენო ბრწყინვალებავ, თხოვნა ერთი კვირის წინ შევი-
ტანე.
– ვწუხვარ, მაგრამ სახელმწიფო საქმეებმა სელდონის გა-
მოჩენასთან დაკავშირებით...
– თქვენო ბრწყინვალებავ, მეც ვწუხვარ, მაგრამ გთხოვთ,
გააუქმოთ ბრძანება, რომ ხომალდები, რომლებიც დამოუკი-
დებელმა ვაჭრებმა გადმოგცეს, დასაბამის ფლოტში გადანა-
წილდეს.
ინდბურს მოუთმენლობისგან სახეში სისხლმა აასხა.
– აქ დისკუსიების დრო არაა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ეს ერთადერთი საშუალებაა
სალაპარაკოდ, – დაჟინებით უჩურჩულა რენდუმ, – როგორც
დამოუკიდებელ სავაჭრო სამყაროთა წარმომადგენელმა, უნ-
და განვაცხადო, რომ ამ ბრძანებას ჩვენ ვერ მივიღებთ. ის უნ-
და გაუქმდეს მანამ, სანამ სელდონი პრობლემას გადაგვიწ-

241 მკითხველთა ლიგა


ყვეტს. საფრთხე როდესაც გადაივლის, მოლაპარაკებების გა-
მართვა გვიანი იქნება და ჩვენი კავშირი უბრალოდ დაიშლე-
ბა.
ინდბურმა რენდუს ყინულივით ცივი მზერა სტყორცნა.
– თქვენ აცნობიერებთ, რომ მე დასაბამის შეიარაღებულ
ძალთა მთავარსარდალი ვარ? მაქვს თუ არა უფლება თავად
განვსაზღვრო სამხედრო პოლიტიკა?
– თქვენო ბრწყინვალებავ, რა თქმა უნდა, გაქვთ, მაგრამ
ზოგიერთი მოქმედება მიზანშეწონილი არაა.
– ვერ ვხედავ, რატომ არაა მიზანშეწონილი. ამ საგანგაშო
ვითარებაში თქვენს ხალხს ფლოტის დანაწევრების უფლებას
ვერ მივცემ, რადგან ეს სახიფათოა. დანაწევრება მტრის წის-
ქვილზე დაასხამს წყალს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ბატონო
დესპანო, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზ-
რისით.
რენდუმ იგრძნო, კისრის კუნთები როგორ დაეჭიმა. ოფი-
ციალური ტიტული გამოტოვა და ისე მიმართა:
– რა თქმა უნდა, ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, რად-
გან გგონიათ, რომ სელდონი ყველა პრობლემას გადაგიწ-
ყვეტთ და თავს უფლებას აძლევთ, დაგვიპირისპირდეთ. ერ-
თი თვის წინ უფრო რბილი და დამყოლი იყავით, როდესაც
ჯორი დავამარცხეთ ტერელთან. ნება მომეცით შეგახსენოთ,
რომ დასაბამის ხომალდებმა ხუთჯერ ზედიზედ განიცადეს
მარცხი და ყველა გამარჯვება, რაც კი გაერთიანებულმა
ფლოტმა მოიპოვა, დამოუკიდებელ სამყაროთა ხომალდების
დამსახურებაა.
ინდბური საზარლად მოიღუშა.

242 მკითხველთა ლიგა


– ტერმინუსზე თქვენი ყოფნა მეტი აღარაა სასურველი,
დესპანო. ამავე საღამოს ოფიციალურად გაგამგზავრებთ
უკან. გარდა ამისა, ჩვენ ვიძიებთ თქვენს დანაშაულებრივ
კავშირებს ტერმინუსის დემოკრატიულ იატაკქვეშეთთან. გა-
მოძიებას ბოლომდე მივიყვანთ.
რენდუმ მიუგო:
– აქედან როგორც კი გამიშვებთ, ტერმინუსს ჩვენი ხო-
მალდებიც წამსვე დატოვებენ. თქვენს დემოკრატებზე წარ-
მოდგენაც არ მაქვს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ თქვენი, დასაბა-
მის ხომალდები ჯორს უბრალო მეზღვაურების კი არა, უმაღ-
ლესი რანგის ოფიცრების ღალატის შედეგად ჩაბარდნენ, დე-
მოკრატები არიან თუ ვიღაც სხვები, არ ვიცი. გიმეორებთ,
ჰორლეგორთან დასაბამის ოცი ხომალდი მტერს მათი კონ-
ტრადმირალის ბრძანებით დანებდა – სრულიად საღი და შეი-
არაღებული. კონტრადმირალი თქვენი უახლოესი თანამ-
ზრახველი გახლდათ, ვინც ტრიბუნალს თავმჯდომარეობდა,
კალგანიდან დაბრუნებულ ჩემს ძმისშვილს რომ ასამარ-
თლებდა. ეს ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი შემთხვევა
არაა და არ ვაპირებთ, ჩვენი ხომალდები და ხალხი პოტენცი-
ურ მოღალატეებს ჩავუგდოთ ხელში.
ინდბურმა თქვა:
– სანამ ტერმინუსს დატოვებთ, შეიარაღებული დაცვის
ქვეშ იქნებით.
რენდუ გასასვლელისკენ დაიძრა. ტერმინუსის მმართვე-
ლებმა მტრული მზერა მდუმარედ გააყოლეს.
თორმეტს ათი აკლდა!
ბაითა და თორანი უკვე მოსულიყვნენ. ბოლო რიგის სა-
ვარძლებიდან წამოდგნენ და რენდუს ხელი დაუქნიეს.

243 მკითხველთა ლიგა


რენდუმ გაუღიმა:
– თქვენც აქ ხართ ყველაფერის მიუხედავად? ეს როგორ
მოახერხეთ?
– მაგნიფიკო იყო ჩვენი დიპლომატი, – ჩაიცინა თორანმა,
– ინდბურმა მოსთხოვა, დროის ბუნკერის გახსნისთვის საზეი-
მო კომპოზიცია შეექმნა, ვიზისონორზე შესასრულებლად,
რომლის მთავარი გმირი, ცხადია, თავად იქნებოდა. მაგნიფი-
კომ უჩვენოდ მოსვლაზე გადაჭრით უარი უთხრა, მასთან კა-
მათს კი აზრი არ ჰქონდა. ებლინგ მისიც ჩვენთანაა. ყოველ
შემთხვევაში, იყო ერთი წუთის წინ. სადღაც აქ დაბორიალე-
ბს, – მერე კი უცებ შეწუხებულმა შესძახა: – რამე მოხდა, ბი-
ძაჩემო? ცუდი ფერი გაქვს.
რენდუმ თავი დაუქნია.
– აბა, რა გითხრა. ჩვენი საქმე ცუდადაა, თორან. ვშიშობ,
ჯორს მოუვლიან თუ არა, ეგრევე ჩვენზე გადმოვლენ.
უცებ მათ წინაშე თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი
მამაკაცი გაიჭიმა, თავი ოფიციალურად დაუკრა.
ბაითამ გაიღიმა და ხელი გაუწოდა.
– კაპიტანო პრიტჩერ! კოსმოსურ ვახტზე ხართ უკვე?
კაპიტანმა ხელი ჩამოართვა და თავი უფრო დახარა.
– არაფერი მსგავსი. როგორც ვხვდები, დოქტორმა მისმა
მოახერხა, აქ რომ მოვეყვანე, მაგრამ ეს მხოლოდ დროები-
თაა. ხვალ ისევ შინაპატიმრობაში დამაბრუნებენ. რომელი
საათია?
თორმეტს სამი აკლდა!
მაგნიფიკო მეტად დაბნეული და დათრგუნული ჩანდა. სა-
ვარძელში მოკუნტულიყო, ჩვეულებისამებრ, ცდილობდა ყვე-

244 მკითხველთა ლიგა


ლას დამალვოდა. გრძელი ცხვირი კიდევ მეტად დაგრძელე-
ბოდა, მოჭუტულ თვალებს დამფრთხალი აცეცებდა.
ბაითას მაჯას ჩააფრინდა და როდესაც დაიხარა, უჩურჩუ-
ლა:
– როგორ ფიქრობთ, ჩემო ქალბატონო, ეს ბატონები იყ-
ვნენ დარბაზში, როცა, როცა ვიზისონორზე ვუკრავდი?
– უკლებლივ ყველა, დარწმუნებული ვარ, – დაამშვიდა
ბაითამ და ხელზე მიეფერა, – და კიდევ, დარწმუნებული ვარ,
მიაჩნიათ, რომ ყველაზე საოცარი მუსიკოსი ხარ გალაქტიკა-
ში და რომ შენი კონცერტი იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე
მოუსმენიათ. ასე რომ, ძალები მოიკრიბე და სწორად დაჯექი.
თავი ღირსეულად უნდა გვეჭიროს.
მაგნიფიკომ ამ შეგონებაზე ოდნავ გაიღიმა და გრძელი კი-
დურები ნელ-ნელა გაშალა.
თორმეტი საათი შესრულდა – მინის კუბი უკვე აღარ იყო
ცარიელი.
საეჭვოა, გამოჩენის მომენტი ვინმეს დაეფიქსირებინა.
ყველაფერი მომენტალურად მოხდა, წამის წინ კუბი ცარიელი
იყო და, აი, უცებ...
კუბში კაცი გამოჩნდა, ინვალიდის ეტლში იჯდა. მოხუცი
იყო, სახე დანაოჭებოდა, მაგრამ თვალები უბრწყინავდა და
ხმაც ომახიანი ჰქონდა. კალთაში წიგნი ედო. დინჯად ალაპა-
რაკდა:
– მე ჰარი სელდონი ვარ!
სამარისებურ სიჩუმეში ხმა ქუხილივით გაისმა.
– ჰარი სელდონი ვარ! არ ვიცი,აქ ვინმე არის თუ არა, მაგ-
რამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერჯერობით არ
მგონია, თითქოს ჩემი გეგმა ჩაფლავდა. პირველი სამი სა-

245 მკითხველთა ლიგა


უკუნის განმავლობაში მისი გამართლების შანსი 94,2%-ს შე-
ადგენდა.
წამით დადუმდა, გაიღიმა, მერე კი გულთბილად გააგრძე-
ლა:
– სხვათა შორის, თუკი რომელიმე თქვენგანი ფეხზე დგა-
ხართ, შეგიძლიათ დაბრძანდეთ. თუკი ვინმეს სურს მოწიოს,
ნებას ვრთავ. მე აქ ხორციელად არ ვიმყოფები. ცერემონიებს
არ მოვითხოვ.
ახლა კი, მოდი, ამჟამინდელ პრობლემას თვალი გავუსწო-
როთ. პირველად ხდება, რომ დასაბამში სამოქალაქო ომი
დაიწყო, ანდა დაწყების პირასაა. დღემდე ყველა გარე თავ-
დასხმა წარმატებით მოვიგერიეთ და ეს, ფსიქოისტორიის კა-
ნონებიდან გამომდინარე, გარდაუვალიც გახლდათ. მაგრამ
ახლა თავს გვესხმიან დასაბამის მეტისმეტად თავაშვებული
ჯგუფები და მათი სამიზნე მეტისმეტად ავტორიტარული ცენ-
ტრალური მთავრობაა. ეს პროცესი გარდაუვალია, შედეგი კი
– წინასწარ ცხადი.
კეთილშობილი აუდიტორია ნელ-ნელა ახმაურდა. ინდბუ-
რი ნახევრად წამოდგა.
ბაითას თვალები გაუფართოვდა, წინ გადაიხარა. რას ამ-
ბობს დიდი სელდონი? რამდენიმე სიტყვა გამორჩა...
– კომპრომისის მიღწევა ორი მიზეზითაა აუცილებელი.
დამოუკიდებელი ვაჭრების ამბოხი მთავრობას საკუთარ ძა-
ლებში დაეჭვების ახალ საბაბს უჩენს, მთავრობას, რომელიც
თავისთავში ზედმეტად დარწმუნებული გახდა. კონკურენციის
სულისკვეთება კვლავ აღდგა. მართალია, დამარცხებული,
მაგრამ ჯანსაღი დემოკრატიული ძალების აქტივობა...

246 მკითხველთა ლიგა


ხმამაღალი შეძახილები გაისმა. თავდაპირველი გადაჩურ-
ჩულება ხმაურად იქცა, რომელსაც აშკარად პანიკის ელფერი
დაჰკრავდა.
ბაითამ თორანს უჩურჩულა:
– ჯორზე რატომ არაფერს ამბობს? ვაჭრები ჯერ არ აჯანყე-
ბულან!
თორანმა მხრები აიჩეჩა.
ეტლში მჯდომი ფიგურა საუბარს მშვიდად განაგრძობდა
იმ დროს, როდესაც ქაოსი მატულობდა.
– ...დასაბამზე სრულიად ლოგიკურად დაწყებული სამოქა-
ლაქო ომის აუცილებელი და პოზიტიური შედეგი ახალი და
უფრო მტკიცე კოალიციური მთავრობა იქნება. ახლა დასა-
ბამსაც, შემდგომი ექსპანსიის გზაზე, მხოლოდ ძველი იმპე-
რიის ნაშთები დახვდება წინ, თუმც კი ისინი, ყოველ შემთხვე-
ვაში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, პრობლე-
მებს ვერ შეუქმნიან. რასაკვირველია, მე ვერ გაგიმხელთ შემ-
დეგ პრობ...
აუდიტორიაში ხალხი ღრიალებდა. სელდონი ტუჩებს
ამოძრავებდა, მაგრამ მისი ხმა აღარ ისმოდა.
რენდუს გვერდით მდგომ ებლინგ მისს სახეში სისხლმა
აასხა, იყვირა:
– სელდონი გაგიჟდა! არარსებულ კრიზისზე ლაპარაკობს!
თქვენ, ვაჭრები ოდესმე სამოქალაქოს ომს აპირებდით?
რენდუმ მშვიდად მიუგო:
– დიახ, ვაპირებდით. მაგრამ ჯორის საფრთხის გამო არ
დავიწყეთ.
– ესე იგი, ჯორი ფსიქოისტორიისთვის გაუთვალისწინებე-
ლი ფიგურაა. ახლა რა იქნება?

247 მკითხველთა ლიგა


უეცრად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ბაითამ გაოცებით
შენიშნა, რომ მინის კუბი დაცარიელდა. კედლების განათება
ჩაქრა, კონდიცირებული ჰაერის მსუბუქი ნაკადი შეწყდა.
საიდანღაც შორიდან გამკივანი სირენის ხმა გაისმა. ხმა
ძლიერდებოდა, რენდუმ გახევებული ტუჩები ძლივს აამოძ-
რავა:
– თავდასხმა კოსმოსიდან!
მაჯის საათი ყურთან მიიტანა და უცებ იყვირა:
– გაჩერდა, დალახვროს გალაქტიკამ! ვინმეს საათი მუშა-
ობს აქ?! – კი არ ყვიროდა, უკვე ღრიალებდა.
ოცმა კაცმა ოცი საათი ყურთან მიიტანა. ოცი წამიც არ
დასჭირდათ, რომ დარწმუნებულიყვნენ, ყველა საათი გაჩერ-
და.
– მაშ, – მისი დაიმანჭა, სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა,
– ატომური ენერგიის მოწოდება ბუნკერში რაღაცამ გააჩერა.
ჯორი გვიტევს.
ინდბურმა ისე იყვირა, ხმაური გადაფარა:
– დასხედით! ჯორი აქედან ორმოცდაათი პარსეკის მან-
ძილზეა!
– იყო! – მისმა საპასუხოდ გასძახა, – ერთი კვირის წინ.
მაგრამ ამწუთას ტერმინუსს ბომბავს.
ბაითამ ღრმა დეპრესიის შემოტევა იგრძნო. ხელ-ფეხი
თითქოს დაუბუჟდა, ვეღარ ამოძრავებდა. გაჭირვებით სუნ-
თქავდა, ყოველ ჯერზე გულ-მკერდში მწველ ტკივილს
გრძნობდა.
ქუჩაში ბრბოს ღრიალი გაისმა. კარი ჩამოგლიჯეს, ბუნ-
კერში შეშინებული კაცი შემოვარდა, ინდბურთან მიიჭრა,
სხაპასხუპით ალაპარაკდა.

248 მკითხველთა ლიგა


– თქვენო ბრწყინვალებავ, – ლუღლუღებდა კაცი, – ქა-
ლაქში ტრანსპორტი გაჩერდა. გარეკავშირის ყველა ხაზი გა-
თიშულია. მეათე ფლოტი განადგურებულია, ჯორის ხომალ-
დები ქალაქის თავზე დაქრიან. უმაღლესი სარდლობა...
ინდბური წელში მოიკეცა, იატაკზე გაიშხლართა. ბუნკერში
სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არავინ იღებდა, პანიკურმა შიშმა
ყველა დაამუნჯა.
ინდბური წამოაყენეს, პირთან ღვინით სავსე ჭიქა მიუტა-
ნეს. სანამ თვალს გაახელდა, ერთადერთი სიტყვა ამოთქვა:
– კაპიტულაცია!
ბაითამ იგრძნო, რომ ცოტაც და ტირილი წასკდებოდა, სი-
ნანულის ან დამცირების გამო კი არა, ელემენტარული შიშის
გამო. ებლინგ მისმა მკლავზე დაქაჩა.
– წამოდით, ქალბატონო.
სავარძლიდან ძლივს ააყენა.
– გავდივართ, – უთხრა მისმა, – ეგ თქვენი მუსიკოსიც წა-
მოიყვანეთ, – მეცნიერს ფუმფულა ტუჩები უკანკალებდა, ფე-
რი დაჰკარგოდა.
– მაგნიფიკო, – ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა ბაითამ.
მასხარა შიშისგან მოკუნტულიყო. თვალები თითქოს შუშისა
ჰქონდა.
– ჯორი, – ჩაიხრიალა, – ჯორი ჩემს დასაჭერად მოვიდა!
ბაითა შეეხო და ჯამბაზი უკან გახტა. თორანმა მაგრად ჩა-
ავლო ხელი. მაგნიფიკოს გული წაუვიდა. თორანმა ზურგზე
კარტოფილის ტომარასავით მოიკიდა და კარისკენ წაათრია.
...მეორე დღეს ჯორის მოუხეშავი, ბრძოლებში გაშავებუ-
ლი ხომალდები ტერმინუსის კოსმოდრომზე დასხდნენ. გენე-
რალმა, რომელიც თავდასხმას ხელმძღვანელობდა, უცხოუ-

249 მკითხველთა ლიგა


რი ავტომობილით ტერმინუსის უკაცრიელ მთავარ ქუჩაზე
ჩაიარა. ქუჩაში ატომური მანქანები უძრავად იდგნენ.
განცხადება ოკუპაციის თაობაზე ზუსტად ოცდაოთხი სა-
ათის შემდეგ გაკეთდა, მას მერე, რაც სელდონი დასაბამის
ყოფილი მმართველების წინაშე წარსდგა.
დასაბამის პლანეტებიდან მხოლოდ დამოუკიდებელი ვაჭ-
რები აგრძელებდნენ ბრძოლას და ახლა ჯორის – დასაბამის
დამპყრობლის – მთელი ძალები მათ წინააღმდეგ იყო მიმარ-
თული.

250 მკითხველთა ლიგა


19.

ძიების დასაწყისი

ეული პლანეტა ჰეივენი – გალაქტიკის იმ სექტორში კოს-


მოსური ვაკუუმით გარემოცული ერთადერთი მზის ერთადერ-
თი პლანეტა – ალყაშემორტყმული იყო.
მკაცრი სამხედრო გაგებით, ეს მართლაც ალყა გახლდათ,
რადგან მის გარშემო, ოცი პარსეკის მანძილზე, ჯორს სამხედ-
რო ბაზების გარე რკალი ჰქონდა მოწყობილი. დასაბამის სა-
მარცხვინო დაცემის შემდეგ, ჰეივენის კომუნიკაციები ერთია-
ნად გაწყდა, მსგავსად იმისა, აბლაბუდა რომ წყდება სამარ-
თებლის ერთი აქნევით. ჰეივენის ხომალდები შინ დაბრუნ-
დნენ – ჰეივენს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, სრულიად მარ-
ტოს უნდა ებრძოლა.
პლანეტაზე ალყა კიდევ მეტად იგრძნობოდა, რადგან უმ-
წეობისა და განწირულობის განცდა რეალური იყო...
...რძესავით თეთრი პლასტიკით დაფარულ მაგიდებს შო-
რის ბაითა გზას მიიკვლევდა თავისი ადგილისკენ, რომელ-
საც სრულიად ბრმად, ინტუიციით მიაგნო. მაღალ, უზურგო
სკამზე დაჯდა, ხმადაბალ მისალმებებს მექანიკურად უპასუხა,
უძილობისგან დაღლილ თვალებზე დაქანცული ხელი მოისვა
და მისთვის განკუთვნილ მენიუს დასწვდა.

251 მკითხველთა ლიგა


ბაითამ გააცნობიერა, რაოდენ მძაფრად უარყოფითი რე-
აქცია ჰქონდა, როდესაც მენიუში აღმოაჩინა, კერძების უმ-
რავლესობა სათბურში გამოყვანილი სოკოსგან იყო, რაც ჰე-
ივენზე დელიკატესად მიიჩნეოდა, არადა, მისი აზრით, იმდე-
ნად უგემური გახლდათ, რომ საერთოდაც არ იჭმებოდა. უცებ
გვერდით ვიღაცის სლუკუნი გაიგონა და იქით გაიხედა.
იმ მომენტამდე გვერდითი მზერით ძლივს ამჩნევდა ჯუდის,
უშნო, პაჭუა ცხვირის მქონე ქერა, ინდიფერენტულ ქალიშ-
ვილს, რომელიც მის მეზობელ მაგიდასთან იჯდა ხოლმე და
რომელსაც პრაქტიკულად არც იცნობდა. მაგრამ ახლა ჯუდი
ტიროდა, სახე ცხვირსახოცში ჩაერგო, გამწარებული კბენდა,
მთელი ძალით ცდილობდა, ხმამაღალი ქვითინი არ ავარ-
დნოდა. სახე გასწითლებოდა. მოფლაშული ანტირადიაციუ-
ლი კოსტიუმი მხრებზე მოეგდო, სახის დამცავი გამჭვირვალე
ეკრანი დესერტიან თეფშში ჩავარდნოდა.
ბაითა სამ ქალიშვილს შეუერთდა, რომლებიც მტირალის
დამშვიდებას ცდილობდნენ, მხარზე ხელს ადებდნენ, თავზე
ეფერებოდნენ, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.
– რა მოხდა? – ასევე ჩურჩულით იკითხა ბაითამ.
ერთ-ერთი ქალიშვილი მიუბრუნდა, მხრები აიჩეჩა, მი-
უგო:
– არ ვიცი.
მერე კი, ეტყობა, თავისი ჟესტის არაადეკვატურობა გააც-
ნობიერა, გვერდზე გაიხმო.
– მე მგონი, მძიმე დღე ჰქონდა. ქმრის გამო დარდობს.
– კოსმოსურ პატრულშია?
– ჰო.

252 მკითხველთა ლიგა


ბაითა ჯუდისთან მივიდა, მხარზე ფრთხილად დაადო ხე-
ლი.
– ჯუდი, სახლში რატომ არ მიდიხარ? – ბაითას ნათქვამი
გულისხმიერად, თანაც ერთობ საქმიანად გაისმა, რაც დამ-
შვიდების წინა მცდელობებისგან მეტად განსხვავდებოდა.
ჯუდიმ ლამისაა აღშფოთებით ახედა.
– ამ კვირაში ერთხელ უკვე ვიყავი სახლში...
– ესე იგი, ჯობია, მეორეჯერაც დაისვენო. თორემ შემდეგ
კვირას სამი დღე მოგიწევს დასვენება. ეს თუნდაც პატრიოტუ-
ლი მოსაზრებით უნდა გააკეთო. გოგოებო, რომელიმე მის
საამქროში ხომ არ მუშაობთ? მაშინ, იქნებ იზრუნოთ მის დას-
ვენებაზე. ჯუდი, ჯობია ჯერ პირის დასაბანად წახვიდე, ატმისა
და კრემის ნარჩენები მოიშორო. მიდი, ჰო! ჩქარ-ჩქარა!
ბაითა თავის მაგიდას დაუბრუნდა და შვებით გააგრძელა
მენიუს თვალიერება. მსგავსი განწყობები მეტად გადამდებია.
ერთი ასეთი აქვითინებული ქალიშვილი საკმარისი იყო, მთე-
ლი საამქროს მუშაობა მოშლილიყო.
ბოლოს და ბოლოს, ბაითამ უსიამოვნო არჩევანი გააკეთა,
მაგიდაზე არსებულ ღილაკებს დააჭირა და მენიუ მისთვის
განკუთვნილ ჩაღრმავებაში ჩადო.
ამ დროს მის წინ მჯდომმა მაღალმა, შავგვრემანმა ქალიშ-
ვილმა ჩაილაპარაკა:
– ტირილის მეტი არც არაფერი დაგვრჩენია, ასე არაა?
საოცრად ფუმფულა ტუჩები ჰქონდა, საუბრისას თითქმის
არც ამოძრავებდა. ბაითამ შენიშნა, ტუჩის საცხი ისე ჰქონდა
წასმული, მუდმივად ნახევრად გაღიმებულის შთაბეჭდილე-
ბას ქმნიდა.

253 მკითხველთა ლიგა


ბაითამ არ იცოდა, ამ გადაკრულ ნათქვამზე რა ეპასუხა და
გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია. დაელოდა, სანამ ლანჩი
გამოჩნდებოდა. მართლაც, მაგიდა გაიხსნა და მისი ულუფა
ქვემოდან ამოიზიდა. ბაითამ შეფუთული თეფში ფრთხილად
გახსნა და დაელოდა, სანამ საჭმელი გაცივდებოდა.
– არ შეგიძლია, რამე სხვა მოიფიქრო, ჰელა? – ბაითამ ჩა-
ილაპარაკა.
– ო, როგორ არა, – მიუგო ჰელამ, – შემიძლია! – სიგარე-
ტი ნერვიული, გამოცდილი მოძრაობით ჩასრისა მომცრო დე-
ზიტეგრატორში, მაგიდის კიდეზე რომ იყო დამაგრებული.
ნამწვი აალდა და გაქრა მანამ, სანამ ფსკერს მიაღწევდა.
– მაგალითად, – თქვა ჰელამ და ნატიფ, კარგად მოვლილ
ხელებზე ნიკაპი ჩამოდო, – მე მგონი, აქამდეც მშვენივრად
შეგვეძლო ჯორთან მოლაპარაკება გაგვემართა, რომელიც
ამ აბსურდს ბოლოს მოუღებდა. თორემ, ვშიშობ, აქედან გაქ-
ცევის საშუალება არ მექნება.. მმ... როცა ჯორი გაბატონდება.
ბაითამ ნათელი შუბლი კვლავაც არ შეიჭმუხნა. მშვიდი,
უემოციო ხმით უთხრა:
– ეტყობა, არც ძმა გყავს მებრძოლ ხომალდებზე და არც
ქმარი, არა?
– არა. ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ იმაში, სხვა ქალების
ძმები და ქმრები მსხვერპლად ეწირებოდნენ.
– თუკი დავნებდებით, ნამდვილი მსხვერპლშეწირვა მერე
დაიწყება.
– დასაბამი დანებდა და ახლა იქ მშვიდობაა. ჩვენი მამაკა-
ცები კი სადღაც შორს არიან და მთელი გალაქტიკა ჩვენს წი-
ნააღმდეგაა.

254 მკითხველთა ლიგა


ბაითამ მხრები აიჩეჩა, მერე კი დაშაქრული ხმით ჩაილა-
პარაკა:
– ამ ორი გარემოებიდან, მე მგონი პირველი უფრო გაწუ-
ხებს.
ბაითა მცენარეულ კერძს მიუბრუნდა და ჭამა განაგრძო
ერთგვარი კმაყოფილებით, რადგან გარშემო სიჩუმე იყო, ჰე-
ლას ცინიკურ ნათქვამს ყური არავინ ათხოვა.
ცოტა ხნის მერე ბაითა ადგა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა –
მას მერე, რაც ღილაკს ხელი დააჭირა და მაგიდა მოსუფთავ-
და, შემდეგი სტუმრისთვის ადგილი რომ გაემზადებინა.
ახალმოსულმა ქალიშვილმა ჰელას ჰკითხა:
– ვინ იყო?
ჰელა დაიმანჭა.
– ჩვენი კოორდინატორის ძმისშვილია. არ იცოდი?
– მართლა? – ქალიშვილმა ბაითას მზერა გააყოლა, – აქ
რას აკეთებს?
– უბრალოდ, მუშაობს, რაღაცას აწყობს. ახლა ხომ პატ-
რიოტობა მოდაშია. პირდაპირ ისეთი დემოკრატი გახდა ყვე-
ლა, გული აგერევა.
– ჰელა, შენ ხომ იცი, – უთხრა მარჯვნივ მჯდომმა ფუმფუ-
ლა გოგომ, – რომ თავის ბიძას არასოდეს გვჩრის ცხვირში.
ასე რატომ ლაპარაკობ?
ჰელამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გახედა და ახალ სიგა-
რეტს მოუკიდა.
ამ დროს ახალმოსული ქალიშვილი ინტერესით უსმენდა
ნათელთვალება ბუღალტერ გოგოს, მის წინ რომ იჯდა.
– ...როგორც ამბობენ, ბუნკერში ყოფილა, – წარმოგიდგე-
ნიათ, ბუნკერში, როდესაც სელდონი ლაპარაკობდა; და კი-

255 მკითხველთა ლიგა


დევ ამბობენ, რომ მერი ისე განრისხდა, გონება დაკარგა,
მოხდა არეულობა და ასე შემდეგ... ხო გესმით. პლანეტა და-
ტოვა, სანამ ჯორი დაეშვებოდა. ამბობენ, სასწაულებრივი
გაქცევა ყოფილა, ალყა გაურღვევია. მიკვირს, წიგნს რატომ
არ წერს, ომზე მოგონებები ახლა საოცრად პოპულარულია.
კიდევ ამბობენ, რომ ჯორის ერთ-ერთ პლანეტაზეც იყო, კალ-
განზე და იცით...
შესვენების დასასრულის მაუწყებელი ზარი გაისმა. სასა-
დილო დაიცალა. ბუღალტრის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა, ახალი
გოგო დროდადრო გაოცებით აწყვეტინებდა, „მართლა?“
...როდესაც ბაითა სახლში დაბრუნდა, შუქები უზარმაზარ
გამოქვაბულში ნელ-ნელა ქრებოდა, რაც ნიშნავდა, ყველას,
ვინც თავდაუზოგავად შრომობდა, უნდა დაესვენა.
თორანი ზღურბლზე მიეგება, ხელში კარაქიანი პური ეჭი-
რა.
– სად იყავი? – ჰკითხა გამოტენილი პირით. მერე კი უფრო
გარკვევით გააგრძელა, – სადილი სახელდახელოდ მოვამზა-
დე. საკმარისი თუ არ დარჩა, არ დამძრახო.
ბაითა გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა.
– თორი! უნიფორმას რა უყავი? სამოქალაქო ტანსაცმელი
რატომ გაცვია?
– ასეთი ბრძანებაა, ბაი. რენდუ ებლინგ მისთან ჩაიკეტა,
რაღაცას თათბირობენ. რა ხდება, არ ვიცი. დაჯექი და ჭამე,
რაც გვაქვს.
– მეც ხო მოვდივარ? – ბაითამ ქმრისკენ ნაბიჯი იმპულსუ-
რად გადადგა.
თორანმა აკოცა, სანამ პასუხს გასცემდა.
– იმედია. მაგრამ იცოდე, შეიძლება სახიფათო იყოს.

256 მკითხველთა ლიგა


– და სად არაა სახიფათო?
– კი, ეგრეა. ჰო, მართლა, მაგნიფიკოს მოსაყვანად ხალხი
გავგზავნე, ალბათ, უკვე გზაშია.
– გინდა თქვა, რომ მისი კონცერტი ძრავების ქარხანაში
გაუქმდა?
– ცხადია.
ბაითა მეზობელ ოთახში გავიდა, სუფრას მიუჯდა. „სახელ-
დახელოდ მომზადებული“ საჭმელი მადისაღმძვრელად მარ-
თლაც არ გამოიყურებოდა. სენდვიჩი ორად გაჭრა, ჩაილაპა-
რაკა:
– ცუდია, კონცერტი რომ ჩაიშალა. გოგოები ქარხანაში
ისე ელოდნენ; და მაგნიფიკოც, სხვათა შორის, – თავი გააქ-
ნია, – უცნაური არსებაა, ვერაფერს იტყვი.
– მე მგონი დედობრივ ინსტინქტებს აღგიძრავს, ბაი. აი,
ბავშვი რომ გვეყოლება, მაგნიფიკოც დაგავიწყდება.
ბაითამ სენდვიჩის კბეჩით მიუგო:
– დედობრივ ინსტინქტს შენ ერთი მიღიზიანებ, მე მგონი.
სენდვიჩი თეფშზე დადო, უცებ დასერიოზულდა და უთხრა:
– თორი.
– მმმ?..
– თორი, დღეს ქალაქის საბჭოში ვიყავი, მრეწველობის
ბიუროში. ამიტომაც დამაგვიანდა.
– იქ რა გინდოდა?
– მოკლედ, – ბაითა შეყოყმანდა, თითქოს არ იცოდა, რო-
გორ დაეწყო, – ყელში ამომივიდა. ვგრძნობ, ქარხანაში ვე-
ღარ გავჩერდები. ყველა დემორალიზებულია. გოგოები კონ-
კრეტული მიზეზის გარეშე იწყებენ ტირილს. ის, ვინც ცუდად
არ ხდება, თავის თავში იკეტება. უმცირესი წვრილმანიც კი

257 მკითხველთა ლიგა


წყენის საბაბი ხდება. ჩემს საამქროში იმის მეოთხედსაც ვე-
ღარ ვაწარმოებთ, რასაც ქარხანაში მისვლის დროიდან ვამ-
ზადებდით. დღე ისე არ ჩაივლის, სამუშაოზე ყველა რომ გა-
მოცხადდეს, მუდმივად ვიღაც გვაკლდება.
– მაგრამ მრეწველობის ბიუროში რა გინდოდა?
– რამდენიმე კითხვა დავუსვი. თორი, მთელ ჰეივენზე იგი-
ვე ხდება. წარმოების დონე ეცემა. უკმაყოფილება, ანტისა-
ხელმწიფოებრივი განწყობები კი იზრდება. ბიუროს უფროსს
ვუთხარი და მხრები აიჩეჩა, ეგ მე არ მეხებაო. თანაც საათნა-
ხევარი მალოდინა და მხოლოდ იმიტომ მიმიღო, რომ კოორ-
დინატორის ძმისშვილი ვარ. გულწრფელად გეუბნები, მე
მგონი საერთოდაც არ აღელვებს არაფერი.
– ბაი, მეტისმეტი მოგდის.
– გეუბნები, არ ენაღვლება! – ბაითა გაცხარდა, – გეუბნე-
ბი, რაღაც ხდება, რაღაც ძალიან ცუდი! ისეთ სასოწარკვეთას
ვგრძნობ, აი, ისეთს, ბუნკერში რომ ვიგრძენი, როდესაც სელ-
დონმა მიგვატოვა. შენც ხომ იგრძენი რაღაც მსგავსი.
– კი, მართალია.
– ჰოდა, ისევ იმავეს ვგრძნობ, – გაგულისებით განაგრძო,
– ასე ჯორს წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. თუნდაც რესურ-
სები გვქონდეს, როდესაც აღარაა შემართება, ნებისყოფა,
დაკარგულია სულისკვეთება, ბრძოლას აზრი ეკარგება...
რამდენადაც თორანს ახსოვდა, ბაითას ცხოვრებაში არა-
სოდეს ეტირა, თუმცა არც ახლა უტირია. თორანმა ხელი
მხარზე ნაზად დაადო, უჩურჩულა:
– საყვარელო, იქნებ არ იფიქრო ამაზე. მესმის, რასაც გუ-
ლისხმობ. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ...

258 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ვერაფერს ვიზამთ!.. ყველა ამას გაიძახის! ჩვენ კი
ვსხედვართ გულხელდაკრეფილები და ველოდებით, როდის
გამოგვჭრიან ყელს!..
ბაითა სენდვიჩს მიუბრუნდა, ჩაი მოსვა. თორანმა ლოგი-
ნის გაშლა დაიწყო. გარეთ უკუნი სიბნელე ჩამოწოლილიყო.
...რენდუ, ჰეივენის ქალაქთა კონფედერაციის ახალგამომ-
ცხვარი კოორდინატორი – ეს თანამდებობა ომის დროს შე-
მოიღეს – მისივე თხოვნით ზედა სართულზე დააბინავეს, ფან-
ჯრებიდან სახურავებსა და ქალაქის სიმწვანეს სიამოვნებით
გაჰყურებდა ხოლმე. შუქი როდესაც ქრებოდა, ქალაქი ჩრდი-
ლების საუფლოს ემსგავსებოდა, თუმცა რენდუ სიმბოლოებზე
ფიქრს არ აპირებდა.
ებლინგ მისს მიმართა, რომელსაც ამწამს, გეგონებოდა,
ის ლალისფერი ღვინით სავსე სასმისი აინტერესებდა მხო-
ლოდ, ხელში რომ ეჭირა:
– ჰეივენზე იციან თქმა: როცა ქალაქში ჩაქრება შუქი,
მშრომელის დაღლას ედება ლუქი.
– დიდხანს გეძინათ ბოლოს?
– არა! მის, ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ მოგიწვიეთ.
ღამე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე დღისით. უცნა-
ურია, არა? ჰეივენზე ადამიანები მიეჩვივნენ, რომ სიბნელე
ნიშნავს ძილს და მეტს არაფერს. ამას მეც მივეჩვიე, მაგრამ
ახლა სხვანაირად ვარ...
– თქვენ იმალებით, – მისმა კატეგორიულად უთხრა, –
დღისით ხალხითა ხართ გარემოცული, გრძნობთ მათ მზერა-
სა და იმედებს, თქვენზე რომ ამყარებენ. ამის გაძლება გი-
ჭირთ. ღამით კი ყველაფრისგან თავისუფლდებით.

259 მკითხველთა ლიგა


– მაშ, თქვენც გრძნობთ ამას? მარცხის დამამცირებელ
განცდას?
ებლინგ მისმა აუჩქარებლად დაუქნია თავი.
– დიახ. ეს მასობრივი ფსიქოზია, საყოველთაო სულელუ-
რი პანიკა. ო, გალაქტიკა! კი მაგრამ, რენდუ, სხვას რას ელო-
დით? მთელი ჩვენი კულტურა აგებულია იმის ბრმა, უგუნურ
რწმენაზე, რომ წარსულში არსებობდა გმირი, რომელმაც
ყველაფერი წინასწარ გათვალა და ადამიანების უხამსი ცხოვ-
რების ყოველ წვრილმანზე იზრუნა. ასეთი აზროვნების მოდე-
ლი რელიგიურს უახლოვდება და თქვენ ხომ გესმით, ეს რა-
საც ნიშნავს.
– სრულიადაც არა.
მისს ახსნა-განმარტების დაწყება არ ეხალისებოდა. ამას
არც არასოდეს აკეთებდა. ამიტომ რაღაც ჩაიბურდღუნა,
გრძელი სიგარის ბოლოს მიაჩერდა, თითებს შორის რომ ეჭი-
რა და თქვა:
– მსგავს აზროვნებას ფანატიკური რწმენის რეაქციები
ახასიათებს. ასეთი რწმენა მხოლოდ გლობალურმა შოკმა შე-
იძლება შეარყიოს, რაც სრულ მენტალურ კრახს, სავალალო
შედეგებს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ისტერიას, ავადმყო-
ფურ არასტაბილურობას, უარეს შემთხვევაში – სიგიჟეს და
თვითმკვლელობას.
რენდუმ დიდი თითის ფრჩხილი სიმწრით მოიკვნიტა.
– ანუ, სხვა სიტყვებით, როდესაც სელდონმა მიგვატოვა,
საყრდენი გამოგვეცალა, რომელსაც იმდენი ხნის განმავლო-
ბაში ვეჭიდებოდით, რომ დამოუკიდებლად დგომა აღარ შეგ-
ვიძლია, თითქოს კუნთების ატროფია მოგვივიდაო.

260 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ასეა. ცოტა არ იყოს, უხეში მეტაფორაა, მაგრამ
ასეა.
– ებლინგ, საკუთარ კუნთებზე რას იტყოდით?
ფსიქოლოგმა კვამლი ღრმად შეისუნთქა, მერე კი ნელ-ნე-
ლა, ბოლქვებად ამოუშვა.
– დამისუსტდა, თუმცა ატროფია არ განუცდია. ჩემი პრო-
ფესია, გარკვეულწილად, დამოუკიდებელ აზროვნებას მოით-
ხოვს.
– გამოსავალს ხედავთ?
– არა, ვერ ვხედავ, მაგრამ გამოსავალი უნდა არსებობ-
დეს. შესაძლოა, სელდონმა ჯორის გამოჩენა ვერ განჭვრიტა.
შესაძლოა, გამარჯვების გარანტიას ვერ გვაძლევს. თუმცა,
ამავე დროს, დამარცხდებითო, არ უთქვამს. ის, უბრალოდ,
თამაშიდან გავიდა და ახლა ჩვენი თავის ანაბარა ვართ დარ-
ჩენილები. ჯორს შეიძლება ვძლიოთ.
– როგორ?
– ერთადერთი გზით, რომლითაც ნებისმიერის დამარცხე-
ბა შეიძლება, სუსტ წერტილში უნდა დავარტყათ. მისმინეთ,
რენდუ, ჯორი სუპერმენი არაა. თუკი ბოლოს და ბოლოს
ვძლევთ, ამას ყველა დაინახავს. ჯერჯერობით, სანამ ყველას-
თვის უცნობია, მასზე ლეგენდები ვრცელდება. სავარაუდოდ,
მუტანტია. მაგრამ მერე რა? მუტანტი „სუპერმენს“ მხოლოდ
უვიცებისთვის ნიშნავს. არადა, სინამდვილეში, ასე ნამდვი-
ლად არაა. დადგენილია, რომ გალაქტიკაში ყოველდღიუ-
რად რამდენიმე მილიონი მუტანტი იბადება. იმ რამდენიმე
მილიონიდან მხოლოდ ერთი-ორი პროცენტის მუტანტობა შე-
იძლება დადგინდეს მიკროსკოპისა და ქიმიური ანალიზების
გარეშე. ამ ერთი-ორი პროცენტის მაკრომუტანტებიდან, რო-

261 მკითხველთა ლიგა


მელთა აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალითა და გონებით შე-
იძლება, ყველა, გარდა ასევე ერთი-ორი პროცენტისა, სიმა-
ხინჯეებს წარმოადგენენ, მხოლოდ სამეცნიერო ცენტრების,
ლაბორატორიებისა თუ სიკვდილისთვის რომ არიან განწი-
რულნი. იმ მაკრომუტანტებიდან, ვისი მუტაციაც პოზიტიურ
ხასიათს ატარებს, აბსოლუტური უმრავლესობა უვნებელი
უნიკუმებია. გესმით, რენდუ?
– დიახ. მაგრამ ჯორზე რას იტყოდით?
– თუკი დავუშვებთ, რომ ჯორი მუტანტია, უნდა ვივარა-
უდოთ, რომ მას აქვს რაღაც უნარი, რომელიც სამყაროების
დაპყრობაში ეხმარება. მას თავისი სისუსტეებიც ექნება, რაც
უნდა დაგადგინოთ. ეს სისუსტეები აშკარა რომ არ იყოს, უც-
ხო თვალს არ დაემალებოდა. თუკი მართლაც მუტანტია.
– რამე სხვა ალტერნატივა არსებობს?
– შეიძლება არსებობდეს. ინფორმაცია ჯორის მუტანტო-
ბის შესახებ კაპიტან ჰან პრიტჩერისგან წამოვიდა, დასაბამის
დაზვერვაში რომ მუშაობდა. მისი დასკვნები ეფუძნებოდა
იმათ ბუნდოვან მოგონებებს, ვინც აცხადებდა, რომ ჯორს იც-
ნობდა – უფრო სწორად იმას, ვინც, შესაძლოა, ჯორი ყოფი-
ლიყო – მის ბავშვობასა და სიყმაწვილეში. პრიტჩერს არა-
სანდო ინფორმაცია ჰქონდა და სავსებით შესაძლებელია, ჯო-
რი ამ ხმებს თავად ავრცელებდა, საკუთარი მიზნებიდან გა-
მომდინარე, მუტანტ-სუპერმენის რეპუტაცია რომ შეექმნა.
– საინტერესოა. რამდენი ხანია, რაც ასე ფიქრობთ?
– შეიძლება ითქვას, არც ვფიქრობ, იმ გაგებით, რომ ამის
ბოლომდე მე თვითონაც არ მჯერა. ეს, უბრალოდ, ერთ-ერთი
ვარაუდია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ასე მაგალი-
თად, რენდუ, ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ ჯორმა ისევე აღ-

262 მკითხველთა ლიგა


მოაჩინა გამოსხივების რაღაც სახეობა, რომელიც ადამიანის
მენტალიტეტს თრგუნავს, როგორც აღმოაჩინა რაღაც გამოს-
ხივება, ბირთვულ რეაქციას რომ ახშობს? იქნებ ამით იყოს
შესაძლებელი ავხსნათ ის, რაც ესოდენ გვაოცებს, ანუ ის,
რაც ჯორმა დასაბამს მოუხერხა?
რენდუმ არაფერი უპასუხა, მძიმე ფიქრებში გახლდათ ჩა-
ძირული. მერე კი იკითხა:
– ჯორის მასხარის გამოკვლევა როგორ მიდის?
ახლა ებლინგ მისი შეყოყმანდა, არ იცოდა, რა ეთქვა.
– ჯერჯერობით ვერაფერი გავარკვიეთ. არადა, ამაზე მერს
დასაბამის დაცემამდე რიხით ველაპარაკე, ძირითადად იმის-
თვის, რომ მისი და ჩემი გამბედაობა განმემტკიცებინა, მაგ-
რამ, რენდუ, ხომ გესმით, მათემატიკური მეთოდები საკმარი-
სი რომ იყოს, ჯორს მისი ჯამბაზის მეშვეობით აქამდე გავშიფ-
რავდი. აი, მაშინ კი ხელში გვეყოლებოდა და ნამდვილად და-
ვადგენდით იმ უცნაური ანომალიების მიზეზებს, ამას წინათ
ასე რომ გამაოცა.
– ანუ?
– აბა, დაფიქრდით. ჯორმა დასაბამის ფლოტი ხელის ერ-
თი მოსმით დაამარცხა, მაგრამ დამოუკიდებელ ვაჭართა გა-
ცილებით სუსტ ფლოტს ღია ბრძოლაში ჯერჯერობით ვერ
ერევა. დასაბამი პირველივე დარტყმაზე გატყდა, ვაჭრები კი
წინააღმდეგობას განაგრძობენ. ჯორმა დამოუკიდებელ ვა-
ჭართა წინააღმდეგ ბირთვული იარაღის დეპრესორი პირვე-
ლად მნემონთან გამოიყენა. თავიდან მოულოდნელობის
ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ შემდეგ ველის ნეიტრალიზება
მოხერხდა. არადა, დასაბამის ხომალდებზე და თავად დასა-
ბამზე ის ზემოქმედებას კვლავაც აგრძელებდა. ეს ალოგიკუ-

263 მკითხველთა ლიგა


რია, ჩვენი დღევანდელი ცოდნით ამას ვერ ავხსნით. ანუ, უნ-
და არსებობდეს ფაქტორები, რომლებიც ჯერ არ ვიცით.
– იქნებ ღალატია?
– არა, ეგ სრული ნონსენსია, რენდუ. უხამსი ყბედობა. და-
საბამის ფლოტში ერთი კაციც კი არ ყოფილა, გამარჯვებაში
დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო. დამარცხებისთვის გან-
წირულის მხარეზე ვინ ჭკვიანი გადავიდოდა.
რენდუ მომრგვალებულ ფანჯარასთან მივიდა და წყვდი-
ადს მიაჩერდა, არაფერი ჩანდა. ჩაილაპარაკა:
– მაგრამ ახლა კი დარწმუნებულები ვართ, რომ დავმარ-
ცხდებით, თუნდაც ჯორს ათასი სუსტი წერტილი ჰქონდეს,
თუნდაც მისი ფლოტი მთლიანად დაიცხრილოს...
არ მობრუნებულა, ისე განაგრძო ლაპარაკი. მოკუზული-
ყო, ხელებს ერთიმეორეს ნერვიულად უჭერდა.
– ებლინგ, მომხდარის შემდეგ დროის ბუნკერიდან იო-
ლად გამოვაღწიეთ. შესაძლოა, გაქცევა სხვებმაც მოახერხეს.
მაგრამ, მხოლოდ ერთეულებმა. უმეტესობამ კი ვერ შეძლო.
ბირთვული რეაქციის დეპრესორს შეიძლება გაუმკლავდე.
თუმცა ამას არავინ ეცადა, რადგან გარკვეულ ძალისხმევას
მოითხოვს. დასაბამის ხომალდებს ჰეივენსა და სხვა პლანე-
ტებზე გაფრენა და ბრძოლის გაგრძელება შეეძლოთ, ჩვენსა-
ვით, მაგრამ ვერც ერთმა გაბედა. ამის ნაცვლად, მტერს და-
ნებდნენ. დასაბამის იატაკქვეშეთი, რომლის იმედი ძალიან
ბევრს ჰქონდა, ასევე უმოქმედოა. ჯორს ეყო პოლიტიკური
ალღო და დასაბამის მაგნატებს საკუთრებისა და შემოსავლე-
ბის ხელშეუხებლობა აღუთქვა, ამიტომაც გადავიდნენ მის
მხარეზე.
ებლინგ მისმა ამაზე ჯიქურ მიუგო:

264 მკითხველთა ლიგა


– პლუტოკრატები ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ.
– და ყოველთვის ფლობდნენ ძალაუფლებას, ებლინგ.
ჩვენ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, ვიფიქროთ,
რომ ჯორმა თუ მისმა იარაღმა უკვე იმოქმედა დამოუკიდებე-
ლი ვაჭრებიდან ზოგიერთზე, ვინც ძალაუფლებას ფლობს; ვა-
ჭართა ოცდაშვიდი სამყაროდან, სულ ცოტა, ათი ჯორის მხა-
რეზე გადავიდა; კიდევ ათი ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტიათ,
როგორ მოიქცნენ. თვით ჰეივენზეც არიან ისეთები, რომლე-
ბიც ჯორის გაბატონების შემთხვევაში თავს უბედურად სულაც
არ იგრძნობენ. ეტყობა, არსებობს დაუძლეველი ცდუნება,
დათმო პოლიტიკური ძალაუფლება, თუკი ეს ეკონომიკურ კე-
თილდღეობას შეგინარჩუნებს.
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჰეივენი ჯორს ვერ შეებრძო-
ლება?
– მე მგონი, არც კი ეცდება.
რენდუმ ფსიქოლოგს გახედა.
– ვფიქრობ, ჰეივენი მომენტს ელოდება, მტერს რომ ჩა-
ბარდეს. ამის სათქმელად დაგიძახეთ. მინდა, რომ ჰეივენი
დატოვოთ.
ებლინგ მისს გაოცებისგან ლოყები დაებერა.
– რა, ახლავე?
რენდუმ იგრძნო, რომ საოცრად გადაიღალა.
– ებლინგ, თქვენ ჰეივენის უდიდესი ფსიქოლოგი ხართ.
ნამდვილი, დაოსტატებული ფსიქოლოგები სელდონს მიჰ-
ყვნენ, მაგრამ თქვენ ხართ საუკეთესო მათ შორის, ვინც ჩვენ
გვყავს. ჯორის დამარცხების ერთადერთ შანსს თქვენ წარმო-
ადგენთ. აქ ვერაფერს გახდებით, უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც
იმპერია ჯერ კიდევ შემორჩენილია.

265 მკითხველთა ლიგა


– ტრენტორზე?
– დიახ. იმპერიისგან ცარიელი ძვლებიღა დარჩა, მაგრამ
ცენტრში კიდევ უნდა იყოს რაღაც. ჩანაწერები აქვთ, ებლინგ.
შეიძლება დამატებით რაღაც გაიგოთ მათემატიკური ფსიქო-
ლოგიის შესახებ, რაც ჯამბაზის გონების გაანალიზებაში და-
გეხმარებათ. ის თქვენთან ერთად წამოვა, ცხადია.
მისმა მშრალად მიუგო:
– ეჭვი მეპარება, წამოსვლა ისურვოს, მიუხედავად იმისა,
რომ ჯორის სასტიკად ეშინია. ერთადერთი, თქვენი ძმისშვი-
ლი თუ გაჰყვება...
–ეგ ვიცი. თორანი და ბაითა თქვენთან ერთად წამოვლენ
ამ მიზეზით. მაგრამ, ებლინგ, კიდევ სხვა მიზეზიც არსებობს,
უფრო მნიშვნელოვანი. სელდონმა სამი საუკუნის წინათ ორი
დასაბამი დააფუძნა, გალაქტიკის ორივე ბოლოს. თქვენ მეო-
რე დასაბამი უნდა იპოვოთ.

266 მკითხველთა ლიგა


20.

შეთქმული

მერის სასახლე, ანუ ის, რაც ოდესღაც მერის სასახლე


იყო, სიბნელეში ერთობ ავის მომასწავებლად გამოიყურებო-
და. ქალაქი მტერს დაეპყრო, კომენდანტის საათი გამოეცხა-
დებინათ. დასაბამის ცაზე ირმის ნახტომი გადღაბნილიყო,
აქა-იქ ეული ვარსკვლავები ციმციმებდნენ.
სამი საუკუნის განმავლობაში დასაბამი მეცნიერთა მომ-
ცრო დასახლებიდან განტოტილ სავაჭრო იმპერიად იქცა, სა-
ცეცები მთელ გალაქტიკაში რომ განავრცო, თუმცა სულ რა-
ღაც ნახევარ წელიწადში ამ თავისი სიმაღლიდან დაეცა და
ერთ-ერთ, დაპყრობილ პროვინციად მოგვევლინა.
კაპიტანი ჰან პრიტჩერი ამას ვერაფრით ეგუებოდა.
ქალაქის სამარისებური სიჩუმე, ჩაბნელებული, მტრებით
სავსე სასახლე საკმარისად სიმბოლური იყო, მაგრამ კაპიტა-
ნი ჰან პრიტჩერი ამ ყველაფერს მაინც ვერ იჯერებდა. სასახ-
ლის ჭიშკართან იდგა, ენის ქვეშ მიკრო მინიატიურული ატო-
მური ბომბი ჰქონდა.
შორიახლოს ბნელი სილუეტი შეირხა, კაპიტანმა თავი და-
უქნია.
დაგუდული ჩურჩული გაისმა.

267 მკითხველთა ლიგა


– კაპიტანო, სიგნალიზაციის სისტემა ძველია. მიდით! ვე-
რაფერს შენიშნავენ.
კაპიტანი მოიკუნტა, დაბალი თაღის ქვეშ გაძვრა და ინ-
დბურის ბაღის ბილიკს გაუყვა, შადრევნებით რომ იყო მორ-
თული.
ოთხი თვე გასულიყო იმ დღიდან, დროის ბუნკერში რომ
გათამაშდა. პრიტჩერის გონება ისევ იმ დღის გახსენებამ მო-
იცვა, ვერაფრით მოიშორა. მოგონებები ცალ-ცალკე ატყდე-
ბოდა თავს, უფრო ხშირად, ღამღამობით.
თვალწინ დაუდგა სურათი, როგორ ამბობდა ბებერი სელ-
დონი კეთილგანწყობილ სიტყვებს, ესოდენ კატასტროფუ-
ლად მცდარი რომ იყო – როგორ დაიწყო საყოველთაო დაბ-
ნეულობა... როგორ დაეცა ფერწასული ინდბური – საპარადო
კოსტიუმის ფონზე სახე თეთრ ლაქად მოუჩანდა... როგორ
მდუმარედ ელოდა შეშინებული ბრბო ერთადერთ სიტყვას:
„კაპიტულაცია“... თორანმა, ახალგაზრდა კაცმა, ჯორის მას-
ხარა ზურგზე მოკიდებული როგორ გაათრია გვერდითა კარი-
დან... და თვითონ, ამ ყველაფრის მერე, როგორღაც გააღწია
გარეთ და ცდილობდა მანქანა დაექოქა, რომელიც აღარ მუ-
შაობდა... როგორ ჯიკავ-ჯიკავით მიიკვლევდა გზას უწინამ-
ძღოლო ბრბოში, რომელიც უკვე ქალაქიდან გარბოდა გაურ-
კვეველი მიმართულებით... როგორ ეძებდა „ვირთხების სო-
როებს“ – სადაც ერთხელ უკვე ნამყოფი იყო – დემოკრატიუ-
ლი იატაკქვეშეთის კონსპირაციულ ბინებს, ოთხმოცი წლის
განმავლობაში რომ ფუნქციონირებდნენ. მაგრამ ახლა ისინი
უკვე ცარიელი იყო...

268 მკითხველთა ლიგა


მეორე დღეს ცაში მტრის შავმა ხომალდებმა გაიელვეს,
ქალაქის შემოგარენში ეშვებოდნენ. კაპიტანმა პრიტჩერმა
იგრძნო, ბოღმა და სასოწარკვეთა როგორ ახრჩობდა.
მოგზაურობას შემართებით შეუდგა.
ოცდაათი დღის განმავლობაში ორასი მილი გაიარა ფე-
ხით, ჰიდროპონური საწარმოს მუშის ფორმა გადაიცვა – მუ-
შის გვამი გზის პირას იპოვა, ახალგარდაცვლილი ჩანდა –
დიდი, მრისხანე ჟღალი წვერი მოუშვა და მიაგნო იმას, რაც
იატაკქვეშეთისგან დარჩა.
ქალაქს ნიუტონი ერქვა. ერთ დროს ფეშენებელურ რაიონ-
ში, ახლა მიტოვებული რომ იყო, კაპიტანმა პრიტჩერმა იპოვა
სახლი, რომელიც იატაკქვეშეთის ერთ-ერთ რიგით წევრს
ეკუთვნოდა. კარი ზორბა კაცმა გაუღო, პატარა თვალები
ჰქონდა, დიდრონი, მუშტად შეკრული ხელები ჯიბეებში ეწყო.
კაპიტანმა ჩაიბუტბუტა:
– მირანისგან მოვედი.
მოღუშულმა კაცმა პაროლის მეორე ნახევრით უპასუხა:
– რაღაც ადრე მოგსვლიათ წელს.
კაპიტანმა გააგრძელა.
– შარშანდელზე ადრე არა.
მაგრამ კაცი მაინც უძრავად იდგა. ბოლოს ჰკითხა:
– ვინ ხართ?
– თქვენ ფოქსი არ ხართ?
– კითხვებზე ყოველთვის კითხვით პასუხობთ?
კაპიტანმა ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად მიუგო:
– ჰან პრიტჩერი ვარ. სამხედრო ფლოტის კაპიტანი და ია-
ტაკქვეშა დემოკრატიული პარტიის წევრი. შემომიშვებთ სახ-
ლში?

269 მკითხველთა ლიგა


ფოქსმა უკან დაიხია:
– ჩემი ნამდვილი სახელი ორუმპელია.
ხელი გაუწოდა. კაპიტანმა ჩამოართვა.
ოთახი რიგიანად იყო გაწყობილი, თუმცა ზედმეტი ფუფუ-
ნების გარეშე. კუთხეში წიგნების დეკორატიული ფილმ-პრო-
ექტორი იდგა, რომელიც კაპიტნის გამოცდილმა თვალმა
უმალ შენიშნა, სავსებით შესაძლებელია, შესაბამისი კალიბ-
რის შენიღბული ბლასტერი ყოფილიყო. პროექტორის ობიექ-
ტივი კარისკენ იყო მიმართული. როგორც ჩანს, მისი დისტან-
ციურად მართვა იყო შესაძლებელი.
ფოქსმა წვეროსანი სტუმრის მზერა დაიჭირა, ჩაიღიმა და
თქვა:
– დიახ! მაგრამ ეს მხოლოდ ინდბურისა და მისი დამქაში
ვამპირების დროს გამოდგებოდა. ჯორის წინააღმდეგ ეს არ
იმუშავებს, არა? ჯორის წინააღმდეგ საერთოდ არაფერი მუშა-
ობს. გშიათ?
კაპიტანს ყელის კუნთები დაეძაბა და თავი დაუქნია.
– ერთი წუთი მოცდა მოგიწევთ, წინააღმდეგი თუ არ იქნე-
ბით, – ფოქსმა ჭურჭლის კარადიდან კონსერვები გამოიღო,
კაპიტან პრიტჩერის წინ ორი ცალი დადო, – ხელი შეახეთ და
როდესაც საკმარისად გაცხელდება, გახსენით. ტემპერატუ-
რის მაკონტროლებელი აღარ მუშაობს. ასეთი წვრილმანები
გვახსენებს, ომში რომ ვართ. თუ ომი უკვე დასრულდა?
სიტყვების შინაარსი თითქოს სამხიარულო იყო, მაგრამ
სრულიად მწუხარე ინტონაციით ითქვა. მასპინძელს მზერა
ცივი და ჩაფიქრებული ჰქონდა. კაპიტნის პირისპირ ჩამოჯდა
და უთხრა:

270 მკითხველთა ლიგა


– თუ რამე არ მომეწონება, თქვენგან მხოლოდ ამომწვარი
სკამი დარჩება, გასაგებია?
კაპიტანმა არაფერი უპასუხა. კონსერვებს დააჭირა და ისი-
ნიც გაიხსნა.
ფოქსმა მოკლედ ჩაილაპარაკა:
– რაგუა! უკაცრავად, მაგრამ ახლა საჭმელი ჭირს.
– ვიცი, – მიუგო კაპიტანმა. სწრაფად ჭამდა, თავდახრი-
ლი.
ფოქსმა უთხრა:
– სადღაც მინახიხართ. ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ წვე-
რი ხელს მიშლის.
– ერთი თვეა, არ გამიპარსავს, – უთხრა კაპიტანმა და მე-
რე გაცხარებით გააგრძელა, – რა გინდათ? სწორი პაროლი
გითხარით. პირადობის მოწმობაც კი მაქვს.
მასპინძელმა ხელი აიქნია:
– ო, მჯერა, რომ პრიტჩერი ხართ. მაგრამ ბევრია ისეთი,
ვინც პაროლები იცის, მოწმობებიც აქვს, მაგრამ ჯორის მხა-
რეზე გადავიდნენ. ლევაი გაგიგიათ?
– დიახ.
– ჯორის მხარეზეა.
– რაა? მაგრამ ის...
– დიახ, ის იყო კაცი, რომელსაც მეტსახელად „არდავნებ-
დები“ შეარქვეს, – ფოქსი ისე დაიმანჭა, თითქოს გაიცინაო,
მაგრამ არც სიცილის ხმა ყოფილა და არც იუმორის ნასახი, –
ვილინგი ჯორთანაა! გერი და ნოთი ჯორთან არიან! და რატომ
არ შეიძლება, რომ პრიტჩერიც იყოს, ა? აბა, საიდან შეიძლე-
ბა ვიცოდე?
კაპიტანმა მხოლოდ თავი გაიქნია.

271 მკითხველთა ლიგა


– თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს, – ფოქსმა დინჯად
ჩაილაპარაკა, – მათ ჩემ შესახებ ისედაც იციან, თუკი ნოთმა
გამთქვა. ასე რომ, თქვენ თუ მართლა პრიტჩერი ხართ, ჩვენი
გაცნობის მერე უფრო დიდ ხიფათში აღმოჩნდებით, ვიდრე
მე.
კაპიტანი ჭამას მორჩა. საზურგეს მიაწვა.
– თუკი აქ ორგანიზაცია აღარ არსებობს, სად ვეძებო? და-
საბამი დანებდა, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ!
– ო!.. ასე შეიძლება მარადიულად ეძებოთ, კაპიტანო. ახ-
ლა დასაბამის მოქალაქეს სპეციალური საშვი სჭირდება, ერ-
თი ქალაქიდან მეორეში რომ გადავიდეს. იცოდით? ასევე, პი-
რადობის დამადასტურებელი საბუთები. მოგეპოვებათ? გარ-
და ამისა, სამხედრო ფლოტის ყველა ოფიცერმა რეგისტრა-
ცია უნდა გაიაროს უახლოეს საოკუპაციო შტაბში. ეს სწორედ
თქვენ გეხებათ, ასე არაა?
– დიახ, – მძიმედ უპასუხა კაპიტანმა, – ოღონდ არ გეგო-
ნოთ, რომ მეშინია. კალგანზე ვიყავი, როდესაც ჯორმა დაიპ-
ყრო. ერთი თვის შემდეგ ჯორმა ყოფილი დიქტატორის არ-
ცერთი ოფიცერი ცოცხალი აღარ დატოვა, რადგან ისინი ნე-
ბისმიერი ამბოხების პოტენციური ლიდერები იყვნენ. იატაკ-
ქვეშეთში ყოველთვის ესმოდათ, რევოლუცია ვერ იქნება
წარმატებული, თუკი მას სამხედრო ფლოტის ნაწილი მაინც
არ მიემხრობა. აშკარაა, ეს ჯორმაც იცის.
ფოქსმა თავი დაფიქრებით დაუქნია.
– სრულიად ლოგიკურია. ჯორი ყველაფრის აზრზეა.
– როგორც შემეძლო, უნიფორმა სწრაფად მოვიშორე,
წვერი მოვუშვი. არსებობს შანსი, რომ სხვებიც ასე მოიქცნენ.
– ცოლი გყავთ?

272 მკითხველთა ლიგა


– ცოლი გარდამეცვალა. შვილები არ გვყოლია.
– ანუ მძევლად ვერავის აიყვანენ.
– დიახ.
– გინდათ, რჩევა მოგცეთ?
– თუ გაქვთ, მომეცით.
– მე არ ვიცი, რა პოლიტიკას ატარებს ჯორი და რა გეგმები
აქვს, მაგრამ ერთი კი ცხადია: კვალიფიცირებულ მუშახელს
მაინცდამაინც არ ავიწროებს. პირიქით, ხელფასიც კი მოუმა-
ტა. ბირთვული იარაღის წარმოებაში ნამდვილი ბუმი დაიწყო.
– მართლა? როგორც ჩანს, აგრესიულ პოლიტიკას აგრძე-
ლებს.
– ჯორი ნამდვილი ნაბიჭვარია. შესაძლოა, უბრალოდ,
სურს მშრომელები დაამშვიდოს და მიიმხროს. სელდონმაც
თუ ვერ გამოთვალა მთელი თავისი ფსიქოისტორიით, მით
უმეტეს მე რას გავუგებ. მაგრამ თქვენ ტექნიკოსის უნიფორმა
გაცვიათ. ეს გარკვეულ შანსს იძლევა, ასე არაა?
– სინამდვილეში, მე ტექნიკოსი არ ვარ.
– მაგრამ ბირთვული იარაღის კურსი ხომ გავლილი
გაქვთ?
– ცხადია.
– ეს სრულიად საკმარისია. ამ ქალაქში ბირთვული კომპა-
ნია Nuklear-Filds Beraings-ი საქმიანობს. უთხარით, რომ
გაქვთ გამოცდილება. მმართველობა ძველია, ინდბურის
დროინდელი, ახლა ჯორზე მუშაობენ. არ ჩაგეძიებიან, რად-
გან ტექნიკოსები სჭირდებათ, წარმოებას აფართოებენ, უფ-
რო მეტად რომ გაძღნენ. პირადობის მოწმობას გამოგიწერენ
და კორპორაციის დასახლებაში ოთახს მოგცემენ. ახლავე მი-
დით.

273 მკითხველთა ლიგა


აი, როგორ იქცა კაპიტანი ჰან პრიტჩერი, ეროვნული
ფლოტის ოფიცერი, Nuklear-Filds Beraings-ის 45-ე საამ‐
ქროს ანტირადიაციული დაცვის ტექნიკოსად, სახელად ლო
მორო. სოციალურ სკალაზე ჩამოქვეითდა – დაზვერვის აგენ-
ტობიდან „შეთქმულამდე“ – რამაც რამდენიმე თვის შემდეგ
ღამით, მერის სასახლესთან, ინდბურის საყვარელ ბაღში მი-
იყვანა.
ბაღში შესულმა კაპიტანმა რადიომეტრს დახედა, მაჯაზე
რომ ეკეთა. შიდასიგნალიზაცია ჯერ კიდევ მოქმედებდა, ამი-
ტომ კაპიტანმა დაიცადა. ნახევარი საათი რჩებოდა მიკრომი-
ნიატიურული ბირთვული ბომბის აფეთქებამდე, ენის ქვეშ
რომ ჰქონდა. კაპიტანმა კაფსულა ენით ფრთხილად მოსინჯა.
რადიომეტრი ჩაქრა და კაპიტანი ავისმომასწავებელ სიბ-
ნელეში სწრაფად წავიდა წინ.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა.
ცხადად გააცნობიერა, რომ ბომბის სიცოცხლე იგივე მისი
სიცოცხლეა, ბომბის სიკვდილი კი მისი და ჯორის სიკვდილი.
ბოლო მოეღება ოთხი თვის წინათ დაწყებულ მის პირად
ომს. ომს, რომელიც მას მერე დაიწყო, რაც ნიუტონის ქარხა-
ნაში მიიღეს.
ორი თვის განმავლობაში კაპიტან პრიტჩერს ტყვიის წინ-
საფარი და მძიმე, ანტირადიაციული მუზარადი ეკეთა. ყოფი-
ლი სამხედრო თუ იყო, ვერავინ მიხვდებოდა. კვალიფიციური
მუშა გახლდათ, რომელიც იღებდა ხელფასს, საღამოებს ქა-
ლაქში ატარებდა და პოლიტიკაზე არასოდეს ლაყბობდა.
ორი თვის განმავლობაში ფოქსი არ ენახა.
და, აი, ერთხელაც მის სამუშაო ადგილს კაცმა ჩაუარა და
ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯი ჩაუცურა, რომელზეც ეწერა:

274 მკითხველთა ლიგა


„ფოქსი“. იმავე წამს ქაღალდი დეზინტეგრატორში ჩააგდო,
სადაც აალდა, მილიმიკროვოლტის ტოლი ენერგია ამოაფ-
რქვია და გაქრა, შემდეგ ისევ სამუშაოს მიუბრუნდა.
იმავე საღამოს ფოქსთან სტუმრად მივიდა, მასთან და კი-
დევ ორ კაცთან კარტის სათამაშოდ. ამ ორიდან ერთზე გაგო-
ნილი ჰქონდა, მეორეს კი სახელითა და გარეგნობით სცნობ-
და.
თამაშისას ხმადაბლა საუბრობდნენ.
კაპიტანმა თქვა:
– ეს ფუნდამენტური შეცდომაა. თქვენ არარსებულ წარ-
სულში ხართ ჩარჩენილი. ოთხმოცი წლის განმავლობაში
თქვენი ორგანიზაცია ხელსაყრელ ისტორიულ მომენტს ელო-
და. თქვენ სელდონის ფსიქოისტორიამ დაგაბრმავათ, რომ-
ლის ერთ-ერთი უპირველესი დებულებაა: პიროვნება არ
ქმნის ისტორიას, დომინირებენ კომპლექსური სოციალურ-
ეკონომიკური ძალები, რომლებიც მას მარიონეტად აქცევენ,
– თავისი კარტი გულდასმით დაალაგა, სიძლიერის მიხედ-
ვით, ფსონს ჩამოვიდა და თქვა:
– ჯორი ხომ არ მოგვეკლა?
– განა ეს რა სიკეთეს მოგვიტანს? – იკითხა მისგან მარ-
ცხნივ მჯდომმა დაჟინებით.
– აი, სწორედ ესაა, – ჩაილაპარაკა კაპიტანმა და ორი
კარტი გადააგდო, – თქვენი დამოკიდებულება. განა რას წარ-
მოადგენს ერთი ადამიანი ერთი კვადრილიონიდან? გალაქ-
ტიკა ბრუნვას არ შეწყვეტს, თუკი ერთი ადამიანი მოკვდება.
მაგრამ ჯორი მუტანტია, ადამიანი კი არა! მან სელდონის გეგ-
მა თავდაყირა დააყენა და თუკი წვრილმანების გარჩევას შე-
ეშვებით და მთავარს შეხედავთ, დაინახავთ, ეს რას ნიშნავს

275 მკითხველთა ლიგა


ერთმა ადამიანმა, ერთმა მუტანტმა სელდონის ფსიქოისტო-
რია დაარღვია. ის რომ არ გაჩენილიყო, დასაბამი არასოდეს
დაეცემოდა და თუკი მოკვდება, დასაბამი დამარცხებული არ
დარჩება. დემოკრატები ხომ ებრძოდნენ მერებსა და ვაჭრებს
ფარულად ოთხმოცი წლის განმავლობაში. მოდი, ვცადოთ
მკვლელობა.
– და როგორ? – ფოქსმა ცივი გონებით იკითხა.
კაპიტანმა აუჩქარებლად უპასუხა:
– სამი თვე ამაზე უშედეგოდ ვფიქრობდი. აქ მოვედი და
ხუთ წუთში გამინათდა გონება, – პრიტჩერმა გახედა კაცს,
მარჯვნივ რომ იჯდა და უღიმოდა, სახე მწიფე, ვარდისფერ
ნესვს მიუგავდა, – თქვენ ოდესღაც ინდბურის კამერდინერი
იყავით, არა? არ ვიცოდი, იატაკქვეშეთს თუ ეკუთვნოდით.
– არც მე ვიცოდი, თქვენც თუ იყავით იატაკქვეშეთში.
– თქვენ, როგორც კამერდინერს, სასახლეში სიგნალიზა-
ციის პერიოდული შემოწმება ხომ არ გევალებოდათ?
– დიახ, მევალებოდა.
– ახლა კი სასახლე ჯორს უკავია.
– დიახ, ასე იყო გამოცხადებული. ჯორი დამპყრობელია,
მაგრამ არც სიტყვებს წარმოთქვამს, არც ტელევიზიით გამო-
დის, საერთოდაც არ ჩანს.
– ეს ძველი ამბავია, საქმეს არ ეხება... აი, სწორედ თქვენ
გვჭირდებით, ძვირფასო კამერდინერო.
მოთამაშეებმა კარტი გახსნეს და ფოქსმა ფსონები აკრი-
ფა. მერე კი ხელახლა აუჩქარებლად დაარიგა.
ყოფილი კამერდინერი კარტს სათითაოდ იღებდა.

276 მკითხველთა ლიგა


– უკაცრავად, კაპიტანო, მე მართლაც ვამოწმებდი ხოლმე
სიგნალიზაციას, მაგრამ სრულიად მექანიკურად, ფორმალუ-
რად. სისტემის შესახებ არაფერი ვიცი.
– ასეც ვფიქრობდი, მაგრამ ვიზუალურ მეხსიერებაში მა-
კონტროლებელი სქემა უნდა ჩაგრჩენოდათ, რაც შეიძლება
გაიხსენოთ, თუ არადა, ფსიქოზონდი დაგეხმარებათ.
კამერდინერის ღაჟღაჟა სახეს ფერი წამში წაუვიდა, რა-
ღაცნაირად მოიმჩვარა. თავისდაუნებურად კარტს ხელი მოუ-
ჭირა.
– ფსიქოზონდი?
– ამაზე არ იღელვოთ, – ხისტად მიუგო კაპიტანმა, – ვიცი,
როგორ ხდება მისი გამოყენება. არაფერს გავნებთ, უბრა-
ლოდ, მერე რამდენიმე დღე სისუსტე გექნებათ; და თუკი ყვე-
ლაფერი გამოვა, ეს იქნება შანსი, თქვენ რომ გამოიყენეთ და
საფასური, თქვენ რომ გადაიხადეთ. ჩვენს შორის, ეჭვგარე-
შეა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სიგნალიზაციის სქემის
მიხედვით საჭირო კომბინაციას გაარკვევენ. ასევე, ეჭვგარე-
შეა, ჩვენს შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაამზა-
დებენ მიკრომინიატიურულ ბომბს საათის მექანიზმით, რო‐
მელსაც მე თავად მივართმევ ჯორს.
ოთახში მყოფნი მაგიდის გარშემო შეჯგუფდნენ.
– დანიშნულ დღეს, ტერმინუს-სითიში, სასახლის რაიონ-
ში, პატარა არეულობა მოხდება. ეს ნამდვილი ჩხუბი კი არ იქ-
ნება, არამედ, დადგმული – ხმაურისთვის. როგორც კი სასახ-
ლის დაცვა იქით გაიხედავს... ან თუნდაც, უბრალოდ, ყურად-
ღებას მოადუნებს...
იმ დღიდან მოყოლებული მთელი თვის განმავლობაში ინ-
ტენსიური მზადება გრძელდებოდა და ნაციონალური ფლო-

277 მკითხველთა ლიგა


ტის კაპიტანი ჰან პრიტჩერი სოციალურ კიბეზე კიდევ მეტად
ჩამოქვეითდა, შეთქმულიდან ტერორისტად იქცა.
კაპიტანი ჰან პრიტჩერი, ტერორისტი, უკვე სასახლეში იმ-
ყოფებოდა – საკუთარი გათვლების სისწორე გულში კმაყო-
ფილებით აღნიშნა. გარეთა სიგნალიზაციის რთული სისტემა
გულისხმობდა, რომ სასახლის შიგნით დაცვა მცირერიცხო-
ვანი იქნებოდა. სინამდვილეში კი, ეტყობა, საერთოდაც არ
იყო.
სასახლის გეგმა კაპიტანმა ზეპირად იცოდა. ხალიჩებით
დაფარულ დერეფნებში უხმაუროდ მოძრაობდა. გასასვლე-
ლის ბოლოს კედელს მიეკრო, დაელოდა.
მის წინ მომცრო, დაკეტილი კარი იყო, რომელსაც მოსას-
ვენებელ ოთახში შეჰყავდი. კარს მიღმა ჯორი უნდა ყოფილი-
ყო – დაუმარცხებელთა დამმარცხებელი. ადრეც კი მოუვიდა
მოსვლა, ბომბის აფეთქებამდე ათი წუთი რჩებოდა.
ხუთი წუთი გავიდა. გარშემო ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჯორს
სიცოცხლის ხუთი წუთიღა დარჩენოდა ასევე, – კაპიტან
პრიტჩერს...
კაპიტანს უეცრად რაღაცამ უბიძგა, წინ გადადგა ნაბიჯი,
შინაგან იმპულსს დაემორჩილა. ახლა შეთქმულება უკვე ვე-
ღარ ჩაიშლებოდა. როდესაც ბომბი ამოქმედდება, სასახლე
აფეთქდება, მთელი სასახლე. კარი, რომელიც ჰყოფდა და
ათი იარდი მანძილი – დიდ როლს ვერ ითამაშებდა. მას აუცი-
ლებლად უნდა ენახა ჯორი, რადგან სავარაუდოდ ერთად უნ-
და დახოცილიყვნენ.
კაპიტანმა უტიფარი ჟესტით კარზე მიაბრაგუნა.
კარი გაიღო და თვალებში დამაბრმავებელი შუქი ეცა.

278 მკითხველთა ლიგა


კაპიტანი პრიტჩერი წამით დაიბნა, მაგრამ მაშინვე გონს
მოეგო. მომცრო ოთახის შუაგულში, ჩამოსაკიდ აკვარიუმთან
კაცი იდგა და მშვიდად შეჰყურებდა.
მკაცრად შავი ფერის საზეიმო უნიფორმა ეცვა. მან აკვარი-
უმს ხელი სასხვათაშორისოდ ჰკრა, ისიც აქანავდა და
გრძელფარფლიანი, ნარინჯისფერი და ალისფერი თევზები
დაფრთხნენ, აირივნენ – აქეთ-იქით გამალებულები დასრია-
ლებდნენ.
კაცმა თქვა:
– მობრძანდით, კაპიტანო!
კაპიტანს ენის ქვეშ მომცრო ლითონის სფერო ჰქონდა.
კარგად იცოდა, რომ პასუხს ფიზიკურად ვერ გასცემდა, არა-
და, ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთი იყო.
უნიფორმიანმა კაცმა უთხრა:
– ჯობია, ეგ სულელური ბურთულა გადმოაფურთხოთ და
სალაპარაკოდ პირი გაითავისუფლოთ. მაინც არ აფეთქდება.
წუთმა გაიარა და კაპიტანმა შენელებული, გაოგნებული
რხევით დახარა თავი და ხელისგულზე ვერცხლისფერი ბურ-
თულა გადმოაგდო. მერე კი, უეცარი გაგულისებით, კედელს
შეახეთქა. ბურთულა კედელს მსუბუქი რაკუნით მოხვდა. ვარ-
დნისას ჰაერში სრულიად უვნებლად გაიელვა.
უნიფორმიანმა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– მოკლედ, მორჩა. ასეა თუ ისე, კაპიტანო, ეს კარგს არა-
ფერს მოგიტანდათ. მე ჯორი არ ვარ. მოგიწევთ, ვიცე-მეფეს
დასჯერდეთ.
– როგორ გაიგეთ? – უღონოდ ჩაილუღლუღა კაპიტანმა.
– შეგიძლიათ უზადო საჯაშუშო ქსელს დააბრალოთ. თქვე-
ნი პატარა ბანდის ყველა წევრის სახელი სათითაოდ შემიძ-

279 მკითხველთა ლიგა


ლია ჩამოგითვალოთ, ასევე, თქვენ მიერ დაგეგმილი ყოვე-
ლი ნაბიჯი...
– და აქამდე მომიშვით?
– რატომაც არ უნდა მომეშვით? ჩემი ერთ-ერთი ძირითა-
დი ამოცანა თქვენი და ზოგიერთი სხვა პირის გამოვლენა
გახლდათ. პირველ რიგში, თქვენი. რამდენიმე თვის წინ შე-
მეძლო ამეყვანეთ, ნიუტონის ბირთვულ ქარხანაში როცა მუ-
შაობდით, მაგრამ ასე გაცილებით სჯობს. თქვენ თვითონ რომ
არ მოგეფიქრებინათ ეს გეგმა, ჩემი ერთ-ერთი კაცი რაღაც
მსგავსს შემოგთავაზებდათ. შედეგი, როგორც ხედავთ, მეტად
დრამატული და თანაც ერთობ კომიკურია.
კაპიტანს მზერა გაუშეშდა.
– დიახ, ვხედავ. იმედია, ყველაფერი მორჩა?
– არა, პირიქით, ახლა იწყება. კაპიტანო, დაბრძანდით.
მოდი, გმირობები ბრიყვებს დავუტოვოთ, ვინც ეგეთ სისულე-
ლეებზე გიჟდება. კაპიტანო, თქვენ უნარიანი კაცი ხართ. რამ-
დენადაც ვიცი, დასაბამზე პირველი თქვენ იყავით, ვინც ჯო-
რის ძალას მიხვდა, როდესაც ჯორის ადრეული ბავშვობით
დაინტერესდით. თქვენ იყავით ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჯამ-
ბაზის მოტაცება განახორციელეთ, რომელიც, სხვათა შორის,
დღემდე არაა ნაპოვნი და ამის ჩამდენები საფასურს აუცი-
ლებლად გადაიხდიან. ერთი სიტყვით, თქვენმა უნარ-თვისე-
ბებმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ხოლო ჯორი არაა ის კაცი,
ვისაც მტრების ნიჭიერება აშინებს, რადგან მტერი ახალ მე-
გობრად შეგვიძლია ვაქციოთ.
– აქეთკენ მიგყავთ საუბარი? ო, არა!
– არა კი არა, კი! ამღამინდელი კომედიის მიზანი სწორედ
ეს იყო. ჭკვიანი კაცი ხართ, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ეს

280 მკითხველთა ლიგა


თქვენი პატარა შეთქმულება ჯორის წანააღმდეგ კომიკურად
დასრულდა. შეთქმულებასაც კი ვერ დაარქმევ. თქვენ ხომ
გავლილი გაქვთ სამხედრო წვრთნა, უიმედო სიტუაციებში
როგორ დათმოთ ხომალდები.
– ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ უიმედოა.
– დარწმუნდებით, – ვიცე-მეფემ მშვიდად უთხრა, – ჯორმა
დაიპყრო დასაბამი, რომელიც სწრაფად იქცევა მის არსენა-
ლად, გრანდიოზული გეგმები რომ განახორციელოს.
– რომელი გრანდიოზული გეგმები?
– მთელი გალაქტიკის დაპყრობა. დაქსაქსული სამყაროე-
ბის ახალ იმპერიად გაერთიანება. ნუთუ ვერ ხვდებით, თქვე
ჩლუნგო პატრიოტო, რომ ეს თქვენივე სელდონის ოცნების
განხორციელება იქნება, ოღონდ შვიდასი წლით ადრე იმაზე,
ვიდრე თავად იმედოვნებდა; და ამ გეგმის განხორციელებაში
შეიძლება დაგვეხმაროთ.
– რასაკვირველია შემიძლია, მაგრამ რასაკვირველია არ
დაგეხმარებით.
– იცით თუ არა, – დაფიქრებით გააგრძელა ვიცე-მეფემ, –
რომ დამოუკიდებელი სავაჭრო სამყაროებიდან მხოლოდ სა-
მი აგრძელებს წინააღმდეგობას? ეს დასაბამის უკანასკნელი
ძალებია. თქვენ კი მაინც უარს ამბობთ.
– დიახ.
– მაგრამ უარს ვეღარ იტყვით. მე, ცხადია, ნებაყოფლობი-
თი თანხმობა მერჩია, უფრო ეფექტიანია. მაგრამ სხვაგვარიც
გამოგვადგება. სამწუხაროდ, ჯორი ახლა აქ არ არის. დამოუ-
კიდებელი ვაჭრების წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანე-
ლობს, როგორც ყოველთვის. მაგრამ მუდმივი კავშირი აქვს
ჩვენთან. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ.

281 მკითხველთა ლიგა


– რის ლოდინი?
– თქვენი დარწმუნების.
– ჯორი, – კაპიტანმა ხისტად ჩაილაპარაკა, – აღმოაჩენს,
რომ თურმე ეს მის ძალებს აღემატება.
– არ აღმოაჩენს. რადგან ეს მის ძალებს არ აღემატება.
ვერ მიცანით? თქვენ ხომ იყავით კალგანზე და მნახეთ. მარ-
თალია, მაშინ მონოკლი, ბეწვისსაყელოიანი მოსასხამი და
მაღალი გვირგვინი მქონდა...
კაპიტანმა გაოცებისგან პირი დააღო.
– თქვენ კალგანის დიქტატორი იყავით.
– დიახ. ახლა კი ჯორის ერთგული ვიცე-მეფე ვარ. რო-
გორც ხედავთ, შესძლებია დარწმუნება.

282 მკითხველთა ლიგა


21.

კოსმოსური ინტერლუდია

ალყა წარმატებით გაარღვიეს. კოსმოსის უკიდეგანო სივ-


რცეებში მთელი ფლოტი რომც შეკრებილიყო, ბოლომდე
ეფექტიანად მაინც ვერ გააკონტროლებდა. ცალკეული ხო-
მალდი, თუკი მას დაოსტატებული პილოტი მართავდა და თუ-
კი იღბალიც ექნებოდა, გასაძრომ ხვრელს ყოველთვის მო-
ძებნიდა.
თორანი მეამბოხეთა ხომალდს ცივი სიმშვიდით მართავ-
და, ერთი ვარსკვლავიდან მეორისკენ გადაჰყავდა; და თუკი
დიდი მასის სიახლოვეს ყოფნა ასეთ ნახტომს ართულებდა,
სათუოს ხდიდა, იგივე გარემოება მტრის ხელსაწყოებს
თვალყურის დევნების შესაძლებლობას პრაქტიკულად აღარ
უტოვებდა.
და რადგან მტრული ხომალდების შიდა რკალი გაარღვი-
ეს, ასევე უკან მოიტოვეს სივრცე, რომელიც იმდენად დაბ-
ლოკილი გახლდათ, რომ სუბეთერული გადაცემის მიღება ან
გაგზავნა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. თორანი სამი თვის
განმავლობაში თავს იზოლაციაში პირველად აღარ გრძნობ-
და.
ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ახალ ამბებში მოსაწყე-
ნად, დეტალურად, თვითკმაყოფილი ტონით მხოლოდ იმას

283 მკითხველთა ლიგა


გადასცემდნენ, როგორ ამყარებდნენ მზარდ კონტროლს და-
საბამზე. იმ ერთი კვირის განმავლობაში თორანის შეიარაღე-
ბული სავაჭრო ხომალდი პერიფერიას აჩქარებული ნახტომე-
ბით სცილდებოდა.
ებლინგ მისმა თორანი პილოტის ნაკვეთურიდან გამოიხ-
მო. თორანმა აწითლებული, მოხამხამე თვალები რუკებს მო-
აშორა.
– რა ხდება? – თორანი მომცრო ცენტრალურ ნაკვეთურში
შევიდა, რომელიც ბაითამ სასტუმრო ოთახად აქცია.
მისმა თავი გააქნია.
– ეს ხომალდი გამისკდეს, თუ ვიცოდე, ჯორის საინფორმა-
ციო გადაცემა სპეციალურ გამოშვებას აანონსებს. ვიფიქრე,
იქნებ დაინტერესდეს-მეთქი.
– კი, შესაძლოა. ბაითა სადაა?
– სადილისთვის სუფრას აწყობს. მენიუში რაღაც უცნაუ-
რობები შემოაქვს.
თორანი ტახტზე ჩამოჯდა, რომელიც მაგნიფიკოს საწო-
ლის მაგივრობას უწევდა. გადაცემას დაელოდა. ჯორის „სპე-
ციალური გამოშვებები“ მონოტონურად ერთფეროვანი გახ-
ლდათ. გადაცემა სამხედრო მარშებით იწყებოდა. მერე დიქ-
ტორის დაშაქრული ხმა გაისმოდა. მეორეხარისხოვანი ახა-
ლი ამბები ერთმანეთს ცვლიდა. მერე იყო პაუზა. მერე კი საყ-
ვირები მაჟორულად აჟღერდებოდნენ ხოლმე.
თორანი ამ ყველაფერს მოთმინებით უძლებდა. ებლინგ
მისი რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის.
ახალი ამბები ჩვეული სამხედრო ფრაზეოლოგიით გად-
მოიცემოდა. ტრაფარეტული სიტყვების მიღმა დამდნარი ლი-

284 მკითხველთა ლიგა


თონი და კოსმოსურ სივრცეში აფეთქებული ადამიანების
დაშლილი ხორცი უნდა გეგულისხმა.
„ჩქაროსნული კრეისერების ესკადრონი გენერალ-ლეი-
ტენანტ სამინის მეთაურობით ისასთან მძიმე ბრძოლის შემ-
დეგ ბაზაზე დაბრუნდა...“ – ეკრანიდან დიქტორის გამოსახუ-
ლება, რომელიც ყველა ძალით ცდილობდა, შეუვალი გამო-
მეტყველება შეენარჩუნებინა, გაქრა და კოსმოსის წყვდიადი
გამოჩნდა, რომელსაც სასიკვდილო ბრძოლაში ჩართული
კოსმოსური ხომალდები კვეთდნენ. დიქტორის ხმა ძრავების
დაგუდული გუგუნის ფონზე ჟღერდა.
– ბრძოლის ყველაზე გულისშემძვრელი მომენტი იყო მძი-
მე კრეისერ „კლასტერის“ ბრძოლა მტრის „ნოვა კლასის“ სამ
ხომალდთან...
ეკრანზე ახალი კადრი გამოჩნდა, ახლო ხედით. უზარმაზა-
რი ხომალდი გასროლამ გაანათა, შეტევაზე გადასულმა
ერთ-ერთმა ხომალდმა საპასუხოდ გაისროლა, წამით ეკრა-
ნიდან გაქრა, კვლავ გამოჩნდა და ტარანზე გადავიდა. მაგ-
რამ „კლასტერმა“ მანევრი მოასწრო, კურსი იცვალა, შემტევ-
მა ხომალდმა მხოლოდ მსუბუქად გაჰკრა, დაბზრიალდა და
მოშორდა.
დიქტორმა უკანასკნელ გასროლასა და მტრის განადგუ-
რებაზე უემოციოდ გააგრძელა საუბარი.
შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. შემდეგ კვლავ გაიგონეს
იგივე უემოციო ხმა და მნემონთან ბრძოლის მსგავსი კადრი
გამოჩნდა, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ
დესანტის გადასხმის დეტალები გრძლად იყო ჩამოთვლილი.
შემდეგ კი აჩვენეს დაბომბილი ქალაქი და მიწაზე დაყრილი,
გატანჯული ტყვეები.

285 მკითხველთა ლიგა


მნემონის საქმე წასული იყო.
კვლავ პაუზა, შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელი იყო,
დაფდაფების მკვეთრი ხმა გაისმა. ეკრანზე გრძელი დერეფა-
ნი გამოჩნდა, სადაც ორივე კედელთან ჯარისკაცები იყვნენ
გამწკრივებულები. დერეფანში კანცლერის უნიფორმაში გა-
მოწყობილი კაცი სწრაფად მოაბიჯებდა.
სამარისებური, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა.
ბოლოს და ბოლოს, დიქტორი საზეიმოდ, აუჩქარებლად,
ხისტად ალაპარაკდა:
– ჩვენი სუვერენის ბრძანებით გატყობინებთ, რომ პლანე-
ტა ჰეივენმა, რომელიც დღემდე შეიარაღებულ წინააღმდეგო-
ბას გვიწევდა, კაპიტულაცია გამოაცხადა. ამჟამად ჩვენი სუ-
ვერენის შეიარაღებული ძალები პლანეტის ოკუპაციას ეწევი-
ან. სუსტი, ცუდად კოორდინირებული წინააღმდეგობა სწრა-
ფად იქნა ჩახშობილი.
კადრი შეიცვალა, თავდაპირველი დიქტორი გამოჩნდა და
მრავალმნიშვნელოვნად გამოაცხადა, მოვლენებს მყისიე-
რად გავაშუქებთო.
საცეკვაო მუსიკა აჟღერდა და ებლინგ მისმა აპარატი გა-
თიშა.
თორანი ადგა და უხმოდ, ბარბაცით გავიდა. ფსიქოლოგს
მისი გაჩერება არ უცდია.
როდესაც ბაითა სამზარეულოდან გამოვიდა, მისმა სიჩუმე
დაარღვია:
– ჰეივენი აიღეს.
– უკვე? – ჩუმად იკითხა ბაითამ. თვალები გაუფართოვდა,
ახალი ამბის დაჯერება აშკარად არ სურდა.

286 მკითხველთა ლიგა


– უბრძოლველად, წინააღმდეგობის გარეშე... – სიტყვა
გაწყვიტა, ნერწყვი გადაყლაპა, – თორანთან ნუ მიხვალ. გა-
ნიცდის. მოდი, ამჯერად მის გარეშე ვისადილოთ.
ბაითამ პილოტის ნაკვეთურისკენ გაიხედა, მერე კი უმწე-
ოდ ჩაილაპარაკა:
– კარგი!
მაგნიფიკო სუფრას მიუჯდა. მას არავინ აქცევდა ყურადღე-
ბას. ხმას არ იღებდა, არც ჭამდა, ერთ წერტილს იყო მიშტე-
რებული, აშკარად ჩანდა, მოულოდნელმა ამბავმა დაზაფრა
და ყოველგვარი ღონე გამოაცალა.
ებლინგ მისმა გაყინული ხილის დესერტი კოვზით გაქექა,
მძიმედ ჩაილაპარაკა:
– ვაჭართა ორი სამყარო კვლავაც იბრძვის. ისინი იბრძვი-
ან, სისხლისგან იცლებიან, კვდებიან, მაგრამ მაინც არ ნებ-
დებიან. მხოლოდ ჰეივენი, ისევე, როგორც დასაბამი...
– მაგრამ რატომ? რატომ?
ფსიქოლოგმა თავი გააქნია.
– ეს მთლიანი პრობლემის ნაწილია. გამოცანა ჯორის ბუ-
ნებაზე დაიყვანება. პრობლემა პირველ რიგში ისაა, თუ რო-
გორ მოახერხა დასაბამის დაპყრობა მცირედი სისხლით, ხე-
ლის ერთი მოსმით, მაშინ, როცა დამოუკიდებელი სავაჭრო
სამყაროები ბრძოლას განაგრძობდნენ. ბირთვული რეაქციის
დეპრესორი უძლური აღმოჩნდა ყველას წინააღმდეგ, გარდა
დასაბამისა. რა იარაღია ეს, იმდენი ვიმსჯელეთ და ტვინიც
ვიმტვრიეთ, რომ ლამისაა, გული ამერიოს.
– რენდუმ ივარაუდა, – თქვა ებლინგმა და ჭაღარა წარბე-
ბი შეიჭმუხნა, – რომ ეს ნებისყოფის დამთრგუნველი გამოს-
ხივების გენერატორი შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, მან ჰე-

287 მკითხველთა ლიგა


ივენზე იმუშავა. მაგრამ რატომ არ გამოიყენეს მნემონსა და
ისსზე, იმ დროს, როდესაც ისინი გასაოცარი, დემონური გაშ-
მაგებით იბრძოდნენ, გაუგებარია. ჯორი იძულებულია მათ
წინააღმდეგ დასაბამის ფლოტის ნახევარი გამოიყენოს, რა-
თა როგორმე გაუმკლავდეს. შემტევ ძალებს შორის დასაბა-
მის ხომალდები ვიცანი.
ბაითამ ჩურჩულით თქვა:
– ჯერ დასაბამი, მერე ჰეივენი... უბედურება თან გვდევს,
არადა, პირადად არ გვეხება. დაღუპვის ზღვარზე მყოფნი თა-
ვის დაღწევას მუდმივად ვახერხებთ. მაგრამ რამდენ ხანს
შევძლებთ ამას?
ებლინგ მისი არ უსმენდა. თითქოს თავის თავს ელაპარა-
კებოდა.
– მაგრამ აქ სხვა პრობლემაა, სხვა პრობლემა. ბაითა,
გახსოვს, ახალ ამბებში ლაპარაკობდნენ, რომ ჯორის მასხა-
რა ტერმინუსზე ვერ იპოვეს, იყო ეჭვი, რომ ჰეივენზე გაიქცა,
ანდა იქ გადაიყვანეს იმათ, ვინც თავიდან გაიტაცა. მასთან
რაღაც მნიშვნელოვანია დაკავშირებული, რაც ღირებულებას
არა და არ კარგავს, ჩვენ კი ვერაფრით მივმხვდარვართ, რა
არის. მაგნიფიკომ შეიძლება იცოდეს რაღაც, რაც ჯორისთვის
ფატალურია. ამაში დარწმუნებული ვარ.
მაგნიფიკო გაფითრდა და ენის ბორძიკით გააპროტესტა:
– ს-სერ... კეთილშობილო სერ... გეფიცებით, არ შემიძლია
შევასრულო თქვენი სურვილი. ყველაფერი გითხარით, რაც
ვიცოდი და იმაზე მეტიც, ფსიქოზონდის მეშვეობით ისიც
ამოიღეთ ჩემი უბადრუკი გონებიდან, რაც იქ იყო, მაგრამ არ
ვიცოდი, თუ იყო.

288 მკითხველთა ლიგა


– ვიცი... ვიცი. მაგრამ ეს რაღაც, ერთი შეხედვით, უმნიშ-
ვნელო რამ უნდა იყოს. იმდენად მცირე მინიშნება, რომ ვერც
შენ და ვერც მე ვერ ვხვდებით, რა არის. არადა, აუცილებ-
ლად უნდა გავიგო, რადგან მნემონი და ისი მალე დაეცემიან;
და როდესაც ეს მოხდება, დამოუკიდებელი დასაბამის უკა-
ნასკნელი ნამსხვრევები, უკანასკნელი ნაწილაკები ჩვენღა
დავრჩებით.
...გალაქტიკის ცენტრისკენ ვარსკვლავები უფრო ხშირად
ხვდებოდათ. მათი მიზიდულობა ჰიპერსივრცულ ნახტომებს
მეტად და მეტად ართულებდა.
თორანმა ეს გააცნობიერა, როდესაც ერთ-ერთი ნახტომის
შემდეგ მათი ხომალდი წითელი გიგანტის სიახლოვეს, მის
თვალისმომჭრელ სიკაშკაშეში აღმოჩნდა. მისი გრავიტაციის
ველიდან თავის დაღწევა მხოლოდ თორმეტი თეთრად გათე-
ნებული, მტანჯველი საათის შემდეგ მოახერხეს.
თორანს აშკარად არ ჰყოფნიდა რუკები, არც საკმარისი
გამოცდილება ჰქონდა ნავიგაციასა და მათემატიკურ გამოთ-
ვლებში. ამიტომ ყოველი ნახტომის მერე დღე და ღამე ჰქონ-
და გასწორებული, ახალი ნახტომის კურსს ითვლიდა.
ბოლოს და ბოლოს, ეს სამუშაო კოლექტიური გახდა. ებ-
ლინგ მისი თორანის მათემატიკურ გამოთვლებს ამოწმებდა,
ბაითა კი – სავარაუდო მარშრუტებს, რამდენადაც ეს შესაძ-
ლებელი იყო განმაზოგადებელი მეთოდებით. საბოლოო გა-
დაწყვეტილებას ერთობლივად იღებდნენ. უსაქმოდ მაგნიფი-
კოც კი არ დარჩენილა, კალკულატორთან დასვეს და რუტი-
ნული გაანგარიშებები დაავალეს. მას შემდეგ, რაც ოპერაცი-
ებში გაერკვა და გემო გაუგო, ამ საქმეს სიამოვნებით და წარ-
მატებით ასრულებდა.

289 მკითხველთა ლიგა


დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ბაითამ მოახერხა და
მარშრუტის წითელი წყვეტილი ხაზი გალაქტიკის სამგანზო-
მილებიან მოდელზე თითქმის ნახევრამდე მიიყვანა. თავი
გვერდზე გადასწია და სარკასტული შვებით ჩაილაპარაკა:
– იცით, ეს რასა ჰგავს? ათი ფუტის სიგრძის ჭიაყელას,
რომელსაც ქრონიკული კუჭის გაუვალობა სჭირს. თორი, ვში-
შობ, რომ უკან, ჰეივენზე მიგვიყვან.
– ასეც ვიზამ, – შეუღრინა თორანმა, რუკების ავისმომას-
წავებელი შრიალით, – თუკი არ მოკეტავ.
– არა, – გააგრძელა ბაითამ, – სავსებით შესაძლებელია
არსებობდეს სხვა გზა, მერიდიანივით სწორი.
– მართლა? ამისთვის, ჩემო ძვირფასო ბრძენო, დაგვჭირ-
დებოდა ხუთასი ხომალდი, რომლებიც ხუთასი წლის განმავ-
ლობაში ხელის ცეცებით ასეთ, მერიდიანივით სწორ გზას
გაკვალავდნენ. ჩემს ნახევარკრედიტიან რუკებზე მსგავსი
მარშრუტი აღნიშნული არ გახლავს. სხვათა შორის, ალბათ,
სწორედაც ასეთ გზას უნდა ვერიდოთ, რადგან ხომალდებით
იქნება გადავსებული. გარდა ამისა...
– ო, გაფიცებ გალაქტიკას, მორჩი რა ტვინის ბურღვას ასე-
თი, ვითომცდა კეთილშობილი, აღშფოთებით! – ბაითამ თავ-
ზე ხელი დაადო და თმაზე მოქაჩა.
თორანმა შესძახა:
– უუ, ახლა კი ნახავ! – მკლავი დაუჭირა და ამოუტრიალა
ისე, რომ თორანი, ბაითა და სკამი იატაკზე აღმოჩნდნენ. ორ-
თაბრძოლა „პარტერში“ გაგრძელდა, დაგუდული სიცილი და
მსუბუქი დარტყმების ხმა გაისმოდა.
თორანმა ბაითას ხელი უშვა, როდესაც აქოშინებული მაგ-
ნიფიკო შემოვარდა.

290 მკითხველთა ლიგა


– რა მოხდა?
ჯამბაზის სახე აღელვების მაუწყებელ ღარებს დაესერა, ვე-
ება ცხვირი გასთეთრებოდა.
– სერ, ხელსაწყოები რაღაც უცნაურობას აჩვენებენ! ხელი
არაფრისთვის მიხლია, მე ხომ მართვისა არაფერი გამეგე-
ბა...
ორ წამში თორანი მართვის პულტთან გაჩნდა და მაგნიფი-
კოს უბრძანა:
– სასწრაფოდ ებლინგ მისი გააღვიძე და მოიყვანე.
ბაითას კი, რომელიც ცდილობდა, ვარცხნილობა როგორ-
მე მოეწესრიგებინა, უთხრა:
– შეგვნიშნეს, ბაი.
– შეგვნიშნეს? – ბაითას ხელები ჩამოუვარდა, – ვინ?
– გალაქტიკამ უწყის, – ჩაიბურტყუნა თორანმა, – ვიღა-
ცამ, ვისაც ბლასტერები მომართულიც აქვს და დამიზნებუ-
ლიც.
პულტს მიუჯდა და სუბეთერში ხომალდის საიდენტიფიკა-
ციო კოდი გადასცა.
როდესაც ნამძინარევი, პიჟამაში გამოწყობილი ებლინგ
მისი შემოვიდა, სასოწარკვეთილი სიმშვიდით უთხრა:
– როგორც ჩანს, უნებლიეთ დაგვირღვევია შიდა საზღვა-
რი სამეფოსი, რომელსაც ეწოდება „ფილიის ავტარქია“.
– პირველად მესმის, – მისმა ხისტად მიუგო.
– მეც პირველად გავიგე, – გამოეპასუხა თორანი, – მაგ-
რამ ფაქტია, რომ ფილიანურმა ხომალდმა გაგვაჩერა და ამას
რა მოჰყვება, არავინ უწყის.
ფილიანური ხომალდის კაპიტან-ინსპექტორი ბორტზე ექ-
ვსი შეიარაღებული პირის თანხლებით ავიდა. ტანდაბალი-

291 მკითხველთა ლიგა


იყო, წვრილი ტუჩები და მეჩხერი თმა ჰქონდა,საგულდაგუ-
ლოდ გახლდათ გაპარსული. ხველა აუტყდა და საქაღალდე
გადაშალა, იღლიაში რომ ჰქონდა ამოჩრილი.
– წარმოადგინეთ თქვენი პასპორტები და ხომალდის ტექ-
ნიკური დოკუმენტაცია.
– არ გაგვაჩნია, – უპასუხა თორანმა.
– როგორ თუ არ გაგაჩნიათ? – ქამარზე დამაგრებული
მიკროფონი ჩართო და ალაპარაკდა, – სამი კაცი და ერთი
ქალი. საბუთები წესრიგში არა აქვთ, – და საქაღალდეში შე-
საბამისი აღნიშვნა გააკეთა. შემდეგ იკითხა:
– საიდან ხართ?
– სივენადან, – თორანმა ფრთხილად მიუგო.
– ეს სადაა?
– ოცდაათი ათასი პარსეკის დაშორებით აქედან, ოთხმო-
ცი გრადუსი ტრენტორის დასავლეთით, ორმოცი გრადუსი...
– კარგი, კარგი, არ აქვს მნიშვნელობა!
თორანმა დაინახა, ინსპექტორმა როგორ ჩაწერა: „პერი-
ფერიიდან“.
შემდეგ ფილიანელმა გააგრძელა:
– საით მიფრინავთ?
– ტრენტორის სექტორისკენ, – მიუგო თორანმა.
– რა მიზნით?
– ტურისტული მოგზაურობის მიზნით.
– ტვირთი გაქვთ?
– არა.
– ჰმ, მაგას ახლავე შევამოწმებთ.
ორ კაცს თავი დაუქნია და ისინიც ამოძრავდნენ. თორანი
არ განძრეულა.

292 მკითხველთა ლიგა


– ფილიის სივრცეში რამ მოგიყვანათ? – ფილიელი თვა-
ლებს ავად აკვესებდა.
– არ ვიცოდით, სად ვიყავით. სწორი რუკები გვაკლია.
– ამ დანაკლისის გამო ასი კრედიტი გექნებათ გადასახდე-
ლი, გარდა აუცილებელი საბაჟო გადასახადებისა და ასე შემ-
დეგ.
და კვლავ მიკროფონში დაიწყო ლაპარაკი, თუმცა უფრო
მეტად უსმენდა, ვიდრე თავად რაიმეს ამბობდა. შემდეგ თო-
რანს მიმართა:
– ბირთვულ ტექნოლოგიაში თუ ერკვევით?
– მეტ-ნაკლებად, – ფრთხილად მიუგო თორანმა.
– მართლა? – ფილიელმა საქაღალდე დახურა და დაუმა-
ტა, – პერიფერიის ხალხს ამ მხრივ კარგი რეპუტაცია გაქვთ.
ჩაიცვით და წამომყევით.
ბაითამ წინ წადგა ნაბიჯი.
– რას უპირებთ?
თორანმა ბაითა გვერდზე ნაზად გასწია და ცივად იკითხა:
– სად გსურთ, რომ წამოგყვეთ?
– ჩვენი ბირთვული ძრავი რეგულირებას მოითხოვს. ისიც
ჩვენთან წამოვა, – და საჩვენებელი თითი მაგნიფიკოსკენ გა-
იშვირა. მასხარას ამის გაგონებაზე თავზარი დაეცა და აკან-
კალდა.
– ეს რაღაში გჭირდებათ? – დაჟინებით ჰკითხა თორანმა.
ინსპექტორმა ცივად გახედა.
– ამ არემარეში მეკობრეები დაძრწიან. ერთ-ერთი მათგა-
ნის აღწერილობას მივამსგავსე. უბრალოდ, მის პიროვნებას
დავადგენთ, მეტი არაფერი.

293 მკითხველთა ლიგა


თორანი შეყოყმანდა, მაგრამ ექვსი კაცი და ექვსი ბლას-
ტერი საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა. კარადიდან სკაფან-
დრები გადმოიღო.
ერთი საათის შემდეგ ფილიელთა ხომალდის ძრავა დაათ-
ვალიერა და თქვა:
– რამდენადაც შემიძლია შევაფასო, ძრავა წესრიგშია.
გამტარი ცხაური გამართულია, მილაკებიც სწორად იმუხტება
და რეაქციის ანალიზიც სათანადოდ წარმოებს. ვინაა აქ უფ-
როსი?
მთავარმა ინჟინერმა მშვიდად მიუგო:
– მე ვარ.
– ჰოდა, გამიყვანეთ აქედან.
ოფიცერთა გემბანზე მომცრო ნაკვეთურში შეიყვანეს, სა-
დაც ერთი დაღვრემილი ლეიტენანტი დახვდა.
– სადაა კაცი, ჩემთან ერთად რომ წამოიყვანეთ?
– თუ შეიძლება, დაელოდეთ, – ლეიტენანტმა თავაზიანად
უთხრა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ მაგნიფიკო შემოიყვანეს.
– რა გიქნეს? – თორანმა სწრაფად ჰკითხა.
– არაფერი. სრულიად არაფერი, – მაგნიფიკომ თავი ნე-
ლა გაიქნია.
ფილიელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 250
კრედიტი გადაიხადეს – მათგან 50 იმისთვის, ეგრევე რომ გა-
ეშვათ – და კვლავ თავისუფალ კოსმოსში აღმოჩნდნენ.
ბაითამ ნაძალადევი სიცილით ჩაილაპარაკა:
– ესკორტი მაინც არ დავიმსახურეთ? ერთი პანღური არ
გვეკუთვნის საზღვარზე გადასასვლელად?
თორანმა დაღვრემით უპასუხა:

294 მკითხველთა ლიგა


– არავითარი ფილიური ხომალდი ეს არ იყო და არც დიდი
ხნით გავუშვივართ. ახლოს მოიწიეთ...
მის გარშემო შეჯგუფდნენ.
– დასაბამის ხომალდია, მის ბორტზე კი ჯორის ხალხია, –
თქვა თორანმა.
ებლინგი სიგარის ასაღებად დაიხარა, მაგრამ ამის გაგო-
ნებაზე ხელიდან გაუვარდა და აკანკალებული ხმით იკითხა:
– ააქ? ჩვენ ხომ დასაბამს ათასობით პარსეკით ვართ და-
შორებული.
– მაგრამ ჩვენ თვითონაც ხომ აქ ვართ. რა შეუშლიდათ
ხელს, იგივე გზა რომ გამოევლოთ? ო, გალაქტიკა! ებლინგ,
ნუთუ გგონიათ, რომ ხომალდების გარჩევის უნარი დავკარ-
გე? მათი ძრავები ვნახე და ჩემთვის ეს საკმარისია. გეუბნე-
ბით, ეს დასაბამის ძრავა და დასაბამის ხომალდია.
– კი მაგრამ, აქ საიდან გაჩნდნენ? – ბაითამ სრულიად
ლოგიკური კითხვა დასვა, – რამდენად დიდია შანსი იმისა,
რომ კოსმოსში ორი ხომალდი ერთმანეთს შემთხვევით შეხ-
ვდეს?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – თორანმა გაცხარებით
შესძახა, – ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მოგვდევდნენ!
– მოგვდევდნენ? – გაიოცა ბაითამ, – ჰიპერსივრცეში?
– სავსებით შესაძლებელია, – საუბარში ებლინგ მისი ჩა-
ერია, – ოღონდ თუკი კარგი ხომალდი და დახელოვნებული
პილოტი გყავს. თუმცა ეს ვარიანტი სულაც არ მხიბლავს.
– მე კვალის არევას არ ვცდილობდი, – დაიჟინა თორანმა,
– სწორხაზოვნად მივფრინავდი. ბრმასაც კი შეეძლო ჩვენი
მარშრუტი გამოეთვალა.

295 მკითხველთა ლიგა


– არაფერიც არ შეეძლო! – შესძახა ბაითამ, – ისეთ ზიგზა-
გებს აკეთებდი, ჩვენი საწყისი კურსის ცოდნა არაფრის მომ-
ცემი იქნებოდა. ყოველი ნახტომის მერე რამდენჯერმე
ვცვლიდით მიმართულებას.
– დროს ტყუილად ვკარგავთ, – თორანმა კბილების კრა-
ჭუნით თქვა, – ეს დასაბამის ხომალდია, რომელსაც ჯორის
ხალხი მართავს. შეგვაყენეს. გაგვჩხრიკეს. მე და მაგნიფიკო
მძევლებად აგვიყვანეს, თქვენ ჭკვიანად რომ ყოფილიყავით.
მოკლედ, ეს ხომალდი ახლავე უნდა მოვსპოთ.
– დამშვიდდი, – ებლინგ მისმა თორანს მკლავზე ხელი
მოუჭირა, – გინდა დაგვღუპო მხოლოდ იმიტომ, რომ მოგეჩ-
ვენა, ხომალდი მტრისაა? აბა, დაფიქრდი, ეგ ნაძირლები ნა-
ხევარი გალაქტიკა იმისთვის მოგვდევდნენ, რომ დავეჭირეთ
და ეგრევე გავეშვით?
– მათ აინტერესებთ, სად მივფრინავთ.
– მაგრამ მაშინ რატომ შეგვაჩერეს?
– არა, მაინც ასე იქნებოდა. ებლინგ, ხელი გამიშვი, სანამ
გაგარტყი.
მაგნიფიკო, რომელიც ამოჩემებული სავარძლის საზურგე-
ზე წამოსკუპებულიყო, უცებ წინ გადაიწია. გრძელი ნესტოები
აღელვებისგან უთრთოდა.
– ბოდიშს ვიხდი, თქვენს საუბარში რომ ვერევი, ბატონე-
ბო, მაგრამ ჩემმა უბადრუკმა გონებამ გასაოცარი აზრი მი-
კარნახა.
ბაითა თორანის რეაქციას წინასწარ მიხვდა, ხელს იქნევ-
და გაღიზიანებით, ამიტომ ჯამბაზს ხელი ჩასჭიდა.
– მიდი, მაგნიფიკო, გვითხარი. ყურადღებით გისმენთ.
მაგნიფიკომ დაიწყო:

296 მკითხველთა ლიგა


– როდესაც მათ ხომალდზე მოვხვდი, შიშისგან გაოგნებუ-
ლი, დაზაფრული ვიყავი. მართალი გითხრათ, კარგად არც
მახსოვს, რა ხდებოდა. ვიღაც ხალხი მომჩერებოდა, რაღაც
კითხვებს მაძლევდნენ, რაღაც გაუგებარს მეუბნებოდნენ...
და უცებ, თითქოს მზის სხივმა გაკვეთაო ღრუბლიანი ცა, ნაც-
ნობი სახე დავლანდე. ერთი გაელვება იყო, მაგრამ დავიმახ-
სოვრე და ახლა თითქოს კიდევ უფრო მკაფიოდაც კი ვხედავ.
– ვინ იყო? – ჰკითხა თორანმა.
– კაპიტანი, რომელიც დიდი ხნის წინათ იყო ჩვენთან ერ-
თად, როდესაც მონობიდან პირველად დამიხსენით.
აშკარა იყო, რომ მაგნიფიკო ამ თავისი განცხადებით სენ-
საციის მოხდენას აპირებდა, ვეება ხორთუმცხვირის ჩრდილ-
ში ფართო, თვითკმაყოფილი ღიმილი გადაიშალა.
– კაპიტანი... ჰან... პრიტჩერი? – ძლივს ამოღერღა მისმა,
– დარწმუნებული ხარ? კვლავაც დარწმუნებული ხარ?
– სერ, შემიძლია დავიფიცო, – მასხარამ სუსტი ხელი ვიწ-
რო მკერდზე დაიდო, – ამას ვიტყოდი თვით ჯორის წინაშე,
თუნდაც მთელი თავისი ძალა გამოიყენოს ჩემი სიტყვების
უარსაყოფად.
ბაითამ განცვიფრებით ჩაილაპარაკა:
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ჯამბაზმა უმალ მიუგო:
– ჩემო ქალბატონო, თეორია მაქვს. მზამზარეულად მომი-
ვიდა თავში, თითქოს გალაქტიკის სულმა გამომიცხადა, პირ-
დაპირ გონებაში ჩამიდო, – ხმას აუწია, თორანზე ხმამაღლაც
კი ლაპარაკობდა, რომელიც მის გაჩუმებას ცდილობდა.
– ჩემო ქალბატონო, – უშუალოდ ბაითას მიმართავდა, –
იქნებ კაპიტანი ჩვენსავით გაიქცა იმ ხომალდით; იქნებ ჩვენ-

297 მკითხველთა ლიგა


სავით გაუდგა გზას, რაღაც თავის მიზანს რომ მიაღწიოს; იქ-
ნებ შემთხვევით გადაგვაწყდა, მაშინ იფიქრებს, რომ ეს ჩვენ
ვუთვალთვალებთ და მივდევთ მას, ისევე, როგორც ჩვენ
ვფიქრობთ მასზე. მაშ, რა არის გასაკვირი, რომ ასეთი სპექ-
ტაკლი გაითამაშა?
– და რატომ გადაგვიყვანა თავის ხომალდზე? – დაჟინე-
ბით გაიმეორა თორანმა, – არა, რაღაც არ გამოდის.
– რატომ, სწორედაც გამოდის, – ჯამბაზმა ენთუზიაზმით
გამოაცხადა, – გამოგზავნა ხელქვეითი, რომელიც არ გვიც-
ნობდა, მაგრამ, ჩვენი გარეგნობა აღუწერა მიკროფონში.
როგორ გაუკვირდებოდა კაპიტანს, როდესაც ჩემი უბადრუკი
გარეგნობის აღწერას გაიგონებდა, რადგან მთელ გალაქტი-
კაში არ მოიძებნება არავინ, მე რომ მგავდეს საცოდაობით;
და რადგან ჩემს პიროვნებას გაარკვევდა, ცხადია, დაასკვნი-
და, რომ თქვენ – თქვენა ხართ.
– და რატომ გამოგვიშვა?
– და განა რა ვიცით მისი მისიისა და საიდუმლო მიზნების
შესახებ? მას მერე, რაც დარწმუნდა, მტრები არ ვართ, აღარ
გარისკა, თავად არ გამოგვეცხადა, საკუთარი საიდუმლო
გეგმები არ გაასაჯაროვა.
– ნუ ჯიუტობ, თორი, – ბაითამ აუჩქარებლად ჩაილაპარა-
კა, – ეს ყველაფერს ხსნის.
– სავსებით შესაძლებელია, მართლაც ასე იყოს, – და-
ეთანხმა ებლინგ მისი.
თორანი მიხვდა, რომ საყოველთაო ერთსულოვნებას ვე-
რაფერს დაუპირისპირებდა, მაგრამ ჯამბაზის მეტისმეტად და-
ლაგებულ ახსნაში რაღაც მაინც არ აკმაყოფილებდა. რაღაც
სწორი არ იყო. ჯერ კიდევ შეცბუნებული გახლდათ, მაგრამ,

298 მკითხველთა ლიგა


თავისდა მოულოდნელად, დამშვიდდა, გაბრაზებამ გადაუ-
არა.
– უბრალოდ, ვფიქრობდი, – ჩურჩულით თქვა, – ჯორის
ერთ ხომალდს მაინც გავანადგურებ-მეთქი...
მზერა დაებინდა, ჰეივენის დაკარგვას განიცდიდა.
ამას ყველა მიუხვდა.

299 მკითხველთა ლიგა


22.

სიკვდილი ნეოტრენტორზე

ნეოტრენტორი – მცირე პლანეტა დელიკასია, რომელსაც


სახელი „დიდი ძარცვა-რბევის“ შემდეგ შეუცვალეს, და რომე-
ლიც ერთი საუკუნის განმავლობაში პირველი იმპერიის უკა-
ნასკნელი დინასტიის რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს ეფემე-
რული სამყარო და ეფემერული იმპერია იყო, მისი არსებობა
მხოლოდ ფორმალური აუცილებლობით გახლდათ განპირო-
ბებული. ნეოტრენტორის პირველი დინასტიის ეგიდით...

გალაქტიკური ენციკლოპედია

ნეოტრენტორი მაგარი სახელი იყო! ახალი ტრენტორი!


როდესაც ამ სახელს გაიგონებდი, გეგონებოდა, რომ ორიგი-
ნალის ზუსტი ასლი იყო. მხოლოდ ორი პარსეკი აშორებდა
ძველი ტრენტორის მზეს – გალაქტიკური იმპერიის ყოფილი
დედაქალაქი კვლავაც აგრძელებდა თავის ორბიტაზე მდუმა-
რე და უსასრულო მოძრაობას.
ძველ ტრენტორზე ადამიანები კვლავაც სახლობდნენ. ბევ-
რნი არ იყვნენ, დაახლოებით ასი მილიონი იქნებოდნენ, არა-

300 მკითხველთა ლიგა


და, ნახევარი საუკუნის წინ ორმოც მილიარდს ითვლიდნენ.
უზარმაზარი ლითონის სამყარო ნანგრევებად ქცეულიყო. ცა-
თამბჯენების კედლები დახვრეტილი გახლდათ, აფეთქებები-
სა და ხანძრების კვალი ეტყობოდა, შენობები ცარიელი, მი-
ტოვებული – ორმოცი წლის წინათ დატრიალებული „დიდი
ძარცვა-რბევის“ ნაშთები.
მართლაც საოცარი იყო ეს სამყარო, ორი საუკუნის გან-
მავლობაში გალაქტიკის ცენტრს რომ წარმოადგენდა. უკიდე-
განო კოსმოსური სივრცის ბატონ-პატრონი, მშობლიური სახ-
ლი კანონმდებელთა და მმართველთა, რომელთა ახირება-
ნიც მრავალზე მრავალი პარსეკის მანძილზე ხდებოდა ცნო-
ბილი სულ რაღაც ერთ თვეში განადგურდა. მართლაც საოცა-
რი იყო, რომ სამყარო, რომელსაც არ შეეხო პირველი ათას-
წლეულის დაპყრობანი, მეორე ათასწლეულის სამოქალაქო
ომები და სასახლის გადატრიალებანი, ახლა მკვდარი გახ-
ლდათ. მართლაც საოცარი იყო, გალაქტიკის დიდება გახ-
რწნილ გვამად როგორ ქცეულიყო.
საოცარი და სამწუხარო!
არაერთი ასწლეული გაივლის მანამ, სანამ ორმოცდაათი
თაობის ნახელავი საბოლოოდ გაცამტვერდება. ახლაც ეს
ლითონი, ეს სიმძლავრე იმიტომაც იყო, რომ მილიონობით
ადამიანმა, ვინც მილიარდების დაღუპვის შემდეგ ცოცხალი
გადარჩა, პლანეტის ფოლადის ქერქი გაგლიჯა და მიწის და-
მუშავება დაიწყო. მიწისა, რომელსაც მზის შუქი ათასობით
წელი არ ენახა.
ადამიანთა გამომგონებლობის მექანიკური შედევრებით,
კაცობრიობის ინდუსტრიული სასწაულებით გარშემორ-
ტყმულნი, ბუნებაზე ტირანიისთვის რომ იყენებდნენ, ახლა მი-

301 მკითხველთა ლიგა


წას დაუბრუნდნენ. უზარმაზარ ავტოსადგომებზე ახლა ხორ-
ბალი და ქერი ბიბინებდა, ცათამბჯენების ჩრდილში კი ცხვა-
რი ბალახობდა.
თუმცა ნეოტრენტორიც არსებობდა – ძველი საზომით,
მიყრუებული სოფელი პლანეტაზე, რომელიც ძლევამოსილი
ტრენტორის ჩრდილში თითქმის არც კი ჩანდა; და კიდეც
დარჩებოდა სოფლად, სწორედ იქ რომ არ გადასახლებული-
ყო დაზაფრული საიმპერატორო ოჯახი, რომელიც „დიდ ძარ-
ცვა-რბევას“, ცეცხლსა და აფეთქებებს გაექცა, რათა იქ,
მშვიდ თავშესაფარში დალოდებოდა იმ დროს, როდესაც
არეულობის მძვინვარე ქარიშხალი, ბოლოს და ბოლოს, ჩაწ-
ყნარდებოდა.
გალაქტიკურ იმპერიას ახლა მხოლოდ ოცი სასოფლო-სა-
მეურნეო პლანეტაღა შეადგენდა!
დაგობერტ IX, გაღარიბებული მემამულეებითა და პირქუ-
ში გლეხებით დასახლებული ოცი სამყაროს მმართველი, ახ-
ლა გალაქტიკის იმპერატორად, სამყაროს მეუფედ ითვლე-
ბოდა!
დაგობერტ IX ოცდახუთი წლისა იყო, როდესაც მამასთან
ერთად ნეოტრენტორზე ჩაფრინდა. მას იმპერიის სიძლიერე
და დიდება ცოცხლად ახსოვდა. მაგრამ მისი ვაჟიშვილი, რო-
მელიც ერთ მშვენიერ დღეს დაგობერტ X გახდებოდა, ნეოტ-
რენტორზე დაიბადა.
ოც პლანეტაზე მეტი არაფერი ენახა.
...ჯორდ კომასონის ღია საჰაერო კატარღა, ამ კლასის აპა-
რატებს შორის, მთელ ნეოტრენტორზე გადაადგილების სა-
უკეთესო საშუალება იყო – და ეს სრულიად გასაგები გახ-
ლდათ. საქმე მხოლოდ ის კი არ იყო, რომ კომასონი ნეოტ-

302 მკითხველთა ლიგა


რენტორზე უდიდესი მიწათმფლობელი ბრძანდებოდა. ეს საქ-
მის მხოლოდ დასაწყისს წარმოადგენდა. რადგან ახალგაზ-
რდობაში იგი იყო კომპანიონი და ბოროტი გენია ყმაწვილი
კრონპრინცისა, რომელიც საშუალო ასაკის იმპერატორის
მზრუნველ ბატონობას ვერაფრით ეგუებოდა. ახლა კი იგი
კვლავაც იყო კომპანიონი და ბოროტი გენია საშუალო ასაკის
კრონპრინცისა, რომელსაც სძულდა ბებერი იმპერატორი და
თავად ბატონობდა მასზე.
ჯორდ კომასონი სადაფით, ოქროთი და ლუმეტრინით გაწ-
ყობილ თავის საჰაერო მანქანაში იჯდა. საგვარეულო გერბი
არ სჭირდებოდა იმისთვის, ყველა რომ მიმხვდარიყო, თუ ვის
კუთვნილ მამულებს ათვალიერებდა, მრავალი მილის მან-
ძილზე რომ გადაჭიმულიყო. საკუთარ ხორბლის ყანებს,
კომბაინებს, ელევატორებს, საკუთარ ფერმერებსა და მექანი-
ზატორებს დაჰყურებდა, მიფრინავდა და თავის პრობლემებზე
ფიქრობდა.
მის გვერდით მისი გაჩხინკული მძღოლი მოკუზულიყო,
რომელიც აპარატს ჰაერის აღმავალ ნაკადებში ნარნარად
მიასრიალებდა და თავისთვის იღიმებოდა.
კომასონმა პირდაპირ ქარს, ჰაერს, ცას მიმართა თითქოს:
– გახსოვს, რა გითხარი, ინჩნი?
ინჩნის ჭაღარა, შეთხელებულ თმას ქარი უწეწავდა. თხელ
ტუჩებზე ფართო ღიმილი აღებეჭდა, გაყვითლებული, მეჩხე-
რი კბილები გამოაჩინა, ვერტიკალური ნაოჭები ჩაცვენილ
ლოყებზე თითქოს კიდევ უფრო გაუღრმავდა, გეგონებოდა,
რაღაც საიდუმლოებას ფლობს, თავის თავსაც რომ უმალავ-
სო. კბილებს შორის სტვენისმაგვარი ჩურჩულით გამოცრა:
– მახსოვს, სერ, და ვიფიქრე, რომ...

303 მკითხველთა ლიგა


– რა იფიქრე, ინჩნი? – მის კითხვაში მოუთმენლობამ გა-
იჟღერა.
ინჩნის ახსოვდა ის ხანა, როდესაც ახალგაზრდა და წარ-
მოსადეგი იყო – ძველი ტრენტორის ლორდი გახლდათ. ნე-
ოტრენტორზე კი უშნო ბებერი, რომელსაც ესკვაირ ჯორდ კო-
მასონის მოწყალებაღა აცოცხლებდა. ეს მოწყალება იყო სა-
ფასური დელიკატური დავალებებისა, დროდადრო რომ აძ-
ლევდა. მოხუცმა ჩუმად ამოიოხრა და კვლავ ჩურჩულით
თქვა:
– ვიფიქრე, კარგია, დასაბამიდან სტუმრები რომ ჩამოვიდ-
ნენ. თანაც ერთადერთი ხომალდით არიან და მათ შორის ერ-
თადერთი ბრძოლისუნარიანი მამაკაცია. ყველა წესის დაც-
ვით უნდა მივიღოთ.
– ყველა წესის დაცვით? – დაღვრემით გაიმეორა კომა-
სონმა, – მაგრამ ისინი ჯადოქრები არიან და შესაძლოა, გან-
საკუთრებულ ძალას ფლობდნენ.
– ჰეჰ, – ჩაიფხუკუნა ინჩნიმ, – მანძილი რეალობას აბუნ-
დოვანებს. დასაბამი უბრალოდ ერთ-ერთი სამყაროა. მისი
მოქალაქენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბლასტერს თუ
ესვრი, მოკვდებიან.
ინჩნის კატარღა თავისი კურსით მიჰყავდა. ქვემოთ მდინა-
რე ვერცხლისფრად მიიკლაკნებოდა. კვლავ ჩურჩულით
იკითხა:
– ახლა სხვა კაცზე ლაპარაკობენ, პერიფერიას შეაჯანჯღა-
რებსო. ასეა?
კომასონი უცებ ეჭვით აღივსო.
– რა იცი ამის შესახებ?
მძღოლი დასერიოზულდა.

304 მკითხველთა ლიგა


– არაფერი, სერ. უბრალოდ ვიკითხე.
ესკვაირს დიდხანს არ უყოყმანია. ხისტი პირდაპირობით
მიუგო:
– უბრალოდ არაფერს კითხულობ და ასეთი კითხვების-
თვის ერთ დღესაც თავს წაგაცლიან. თუმცა, ამჯერად გიპასუ-
ხებ. იმ კაცს ჯორი ჰქვია. მისი ერთი ქვეშევრდომი რამდენიმე
თვის წინათ იყო აქ... საქმიანი ვიზიტით. მეორეს ველი...… ახ-
ლა... საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად.
– და ახლად ჩამოსულები? ისინი ხომ არ არიან, ვისაც
ელი?
– საიდენტიფიკაციო საბუთები არ აქვთ, რაც უნდა ჰქონ-
დეთ.
– ამბობენ, დასაბამი დაეცაო...
– ეგ მე შენთვის არ მითქვამს.
– ასე ამბობენ, – ინჩნიმ ცივად გააგრძელა, – და თუკი
მართლაც ასეა, ისინი შესაძლოა, ლტოლვილები იყვნენ. ჰო-
და, შეიძლება დავაკავოთ. ჯორის კაცს ჩვენგან ეს მეგობრუ-
ლი ჟესტი ძალიანაც ესიამოვნება.
– ჰოო? – ეჭვით იკითხა კომასონმა.
– დიახ, ცხადია, რადგან, როგორ ცნობილია, დამპყრობ-
ლის მეგობარი ყოველთვის მისი ბოლო მსხვერპლია. თავ-
დაცვის ზომები უნდა მივიღოთ, რადგან არსებობს ისეთი
მშვენიერი საშუალება, როგორიცაა ფსიქოზონდი და ახლა
ჩვენს განკარგულებაშია ოთხი ტვინი დასაბამიდან. რასაც
დასაბამზე შევიტყობთ, შეიძლება უფრო სასარგებლოც კი აღ-
მოჩნდეს იმ ინფორმაციაზე, ჯორს რომ ეხება. ამის შემდეგ კი
მასთან მეგობრობა ძალზე ძვირიც აღარ დაგვიჯდება.

305 მკითხველთა ლიგა


კომასონმა სახე ჰაერის ნაკადს შეუშვირა, გააჟრიალა და
თავის წინანდელ ნაფიქრს მიუბრუნდა.
– მაგრამ იქნებ დასაბამი არ დაცემულა. იქნებ ტყუილი
ცნობებია. ამბობენ, წინასწარმეტყველება არსებობს, დასაბა-
მი არასოდეს დაეცემაო.
– სერ, წინასწარმეტყველთა ეპოქა დიდი ხანია დასრულ-
და.
– მაგრამ იქნება არ დაცემულა, ინჩნი. დაფიქრდი! მართა-
ლია, ჯორი რაღაც-რაღაცებს შემპირდა, მაგრამ... – ეს თქვა
და მიხვდა, რომ მეტისმეტი მოუვიდა, უკან დაიხია, – მოკ-
ლედ... ტრაბახობდა. მაგრამ ტრაბახი ცარიელი სიტყვებია,
მსუბუქია, ქარი წაიღებს, აი, საქმე კი მძიმეა, ძვრას ვერ უზა-
მს...
ინჩნიმ უხმოდ ჩაიცინა.
– საქმე მართლაც მძიმეა, ოღონდ სანამ დაიწყება. თუმცა
გალაქტიკის მეორე ბოლოში არსებული დასაბამის, აბა, ვის
უნდა შეეშინდეს.
– თუმცა კიდევ პრინციც არსებობს, – კომასონმა უფრო
თავისთვის ჩაიბურტყუნა.
– ჯორთან მოლაპარაკებას ისიც აწარმოებს, სერ?
კომასონმა თვითკმაყოფილი ღიმილი ვერ დამალა.
– მთლად არა. ყოველ შემთხვევაში, ისე წარმატებულად
არა, როგორც მე... მაგრამ თან უფრო და უფრო ცოფდება, შე-
ურაცხადი ხდება. თითქოს ეშმაკი შეუჩნდაო. თუკი ამ ხალხს
დავაკავებ, ის კი რაღაც თავისი მიზნებისთვის წამართმევს –
გარკვეული გამჭრიახობა მართლაც ახასიათებს – ჯერ მზად
არ ვარ, სერიოზულად დავუპირისპირდე, – თქვა და შუბლი
შეიჭმუხნა, ლოყები უკმაყოფილოდ ჩამოუშვა.

306 მკითხველთა ლიგა


– გუშინ იმ უცხოელებს თვალი შევავლე წამით, – ჭაღარა
მძღოლმა სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა, – უცნაური ქა-
ლია, შავთმიანი. მამაკაცივით თავისუფლად იქცევა. საოც-
რად თეთრი კანი აქვს, თმა კი – ნახშირივით შავი, – მის ხმა-
ში მოულოდნელმა სითბომ გაიჟღერა. კომასონმა გაოცებით
გახედა.
ინჩნიმ გააგრძელა:
– მე მგონი, პრინცს საკუთარი გამჭრიახობა გონივრულ
კომპრომისზე უარს არ ათქმევინებს. თუკი გოგოს გადას-
ცემთ, დანარჩენები შეიძლება დავიტოვოთ...
კომასონი გაიბადრა.
– მშვენიერი აზრია! მშვენიერი! ინჩნი, მოაბრუნე! ჰოდა,
თუ ყველაფერი კარგად წავა, ინჩნი, შენი გათავისუფლების
საკითხზეც დავილაპარაკოთ.
როდესაც კომასონი კაბინეტში შევიდა, აღმოაჩინა, რომ
მაგიდაზე პერსონალური კაფსულა ელოდა, ისეთი გრძნობა
გაუჩნდა, თითქოს ეს რაღაც ზებუნებრივი ნიშანი იყო. იმ ჰი-
პერტალღაზე გახლდათ გადმოცემული, რომელიც ერთეუ-
ლებმა იცოდნენ. კომასონმა გაიღიმა. ჯორის წარმომადგენე-
ლი მოიჩქაროდა, დასაბამი კი მართლაც დაცემულიყო...
...ბაითას საიმპერატორო სასახლე სრულიად სხვანაირად
წარმოედგინა, ერთობ იმედგაცრუებული გახლდათ. ოთახი
პატარა იყო, მეტად უბრალო და ორდინარული. დასაბამზე
მერის რეზიდენციას ვერც კი შეედრებოდა, ხოლო დაგობერტ
IX...
ბაითას ჩამოყალიბებული წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ
როგორი გარეგნობა უნდა ჰქონოდა იმპერატორს. ვიღაცის
კეთილ ბაბუას ნამდვილად არ უნდა მგვანებოდა. ასევე არ

307 მკითხველთა ლიგა


უნდა ყოფილიყო გამხდარი, ჭაღარა და მიმჭკნარი. სტუმრე-
ბისთვის ჩაი თავისი ხელით არ უნდა დაესხა და არც ის უნდა
დასტყობოდა, რომ ძლიერ სურს, მათი კეთილგანწყობა და-
იმსახუროს.
არადა, იმპერატორი სწორედ ასეთი ბრძანდებოდა.
დაგობერტ IX-მ გამოწვდილ ფინჯანში ჩაი დაასხა და ახით-
ხითდა.
– ეს მე დიდ სიამოვნებას მგვრის, ჩემო ძვირფასო. საშუა-
ლება მეძლევა ცერემონიებსა და კარისკაცებს თავი დავაღ-
წიო. რამდენი ხანია აღარ მქონია შესაძლებლობა, შორეული
პროვინციებიდან ქვეშევრდომები მიმეღო. მას მერე, რაც
მოვხუცდი, საქმეებს ჩემი შვილი განაგებს. ჩემს შვილს უკვე
შეხვდით? კარგი ბიჭია. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა. არომა-
ტული კაფსულა გნებავთ? არა?
თორანმა სცადა სიტყვა გაეწყვეტინებინა:
– თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ...
– დიახ?
– თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ, თქვენს შე-
წუხებას არ ვაპირებდით...
– რა სისულელეა, სულაც არ მაწუხებთ. ამ საღამოს ოფი-
ციალური მიღება იქნება, მაგრამ მანამდე თავისუფალი ვარ.
რა თქვით, საიდანა ხართ? დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც
ბოლოჯერ გვქონდა ოფიციალური მიღება. მგონი თქვით,
რომ ანაკრეონის პროვინციიდან ხართ?
– დასაბამიდან, თქვენო საიმპერატორო უდიდებულესო-
ბავ!
– ჰო, დასაბამიდან. გამახსენდა. ვნახე კიდეც, სად მდება-
რეობს. ეგ ანაკრეონის პროვინციაშია. იქ არასდროს ვყო-

308 მკითხველთა ლიგა


ფილვარ. ექიმები ხანგრძლივ მოგზაურობას მიკრძალავენ.
არ მახსენდება, იქაური ვიცე-მეფისგან ბოლო ხანს ანგარიშე-
ბი მიმეღო. რა მდგომარეობაა იქ? – მღელვარედ დაასრულა.
– სირ, – ჩაიბურტყუნა თორანმა, – საწუწუნო არაფერი
გვაქვს...
– კეთილი. ჩემს ვიცე-მეფეს წავახალისებ.
თორანმა უმწეოდ გახედა ებლინგ მისს, რომელმაც ხმა-
მაღლა თქვა:
– სირ, ჩვენ გვითხრეს, რომ საჭიროა მივიღოთ თქვენი ნე-
ბართვა საიმისოდ, რათა საიმპერატორო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკას ვეწვიოთ ტრენტორზე.
– ტრენტორზე? – იმპერატორმა რბილად იკითხა, – ტრენ-
ტორზე?
სახეზე ვერგახსენების ტკივილი აღებეჭდა.
– ტრენტორზე? – ჩურჩულით გაიმეორა, – აა, გამახსენდა.
ახლა იმის გეგმებს ვაწყობ, ჩემი ხომალდების არმადით უკან
როგორ დავბრუნდები. თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ.
ერთად დავამარცხებთ ამბოხებას, დავამარცხებთ გილმერს!
ერთად აღვადგენთ იმპერიას!
მოკუზული წელში გაიმართა. მტკიცე ხმით ალაპარაკდა.
წამით მზერა შეუვალი გაუხდა. მერე კი თვალები დაახამხამა
და უღონოდ ჩაილაპარაკა:
– მაგრამ გილმერი ხომ მკვდარია. ახლა გამახსენდა, დი-
ახ, დიახ! გილმერი მკვდარია. ტრენტორიც განადგურებუ-
ლია, მაგრამ ეს დროებითია. რა თქვით, საიდან ვართო?
მაგნიფიკომ ბაითას წასჩურჩულა:
– ეს მართლა იმპერატორია? მეგონა, რომ იმპერატორი
ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო ბრძენიცაა და უფრო დიადიც.

309 მკითხველთა ლიგა


ბაითამ ანიშნა, გაჩუმდიო. მერე კი ხმამაღლა თქვა:
– თუკი თქვენი საიმპერატორო უდიდებულესობა გასცემს
ბრძანებას, რომელიც დიდად დაეხმარება საერთო საქმეს,
უფლებას მოგვცემს ტრენტორზე გავემგზავროთ...
– ტრენტორზე? – იმპერატორი გაფითრებულიყო, თითქოს
არც კი ესმოდა, რას ეუბნებოდნენ.
– სირ, ანაკრეონის ვიცე-მერი, რომლის სახელითაც გე-
ლაპარაკებით, აცხადებს, რომ გილმერი ჯერაც ცოცხალია.
– ცოცხალი ყოფილა! ცოცხალი! – შეჰყვირა დაგობერტმა,
– სადაა? უნდა ვეომო!
– თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ, სადაა, ჯერ
უცნობია. მისი ადგილმდებარეობა დასადგენია. ჩვენმა ვიცე-
მეფემ გამოგვაგზავნა, ამ ფაქტის შესახებ რომ გითხრათ, მაგ-
რამ მხოლოდ ტრენტორზე შევძლებთ იმის დადგენას, თუ სად
იმალება. როდესაც ამას გავიგებთ...
– დიახ, დიახ, ის უნდა ვიპოვოთ, – ბებერმა იმპერატორმა
კედელზე ხელი მოაფათურა, მომცრო ფოტოელემენტს აკან-
კალებული თითებით შეეხო. არაფრისმომცემი შეყოვნების
შემდეგ ჩაიბურტყუნა, – მსახურები არ მოდიან. მათ ვერ და-
ველოდები.
სუფთა ფურცელი აიღო, ზედ რაღაც მიჯღაბნა და ქვეშ დი-
დი „დ“ დასვა. მერე თქვა:
– გილმერი გაიგებს, მის იმპერატორს რა ძალა აქვს. სა-
იდან ხართ? ანაკრეონიდან? რა მდგომარეობაა იქ? იმპერა-
ტორის სახელს განადიდებენ?
ბაითამ უღონო ხელიდან ფურცელი აართვა.

310 მკითხველთა ლიგა


– თქვენი საიმპერატორო უდიდებულესობა მოსახლეობის
დიდი სიყვარულით სარგებლობს. მათ კარგად იციან, როგორ
გიყვართ ადამიანები.
– მსურს ჩემი კარგი თანამემამულენი ანაკრეონზე მოვინა-
ხულო, მაგრამ პირადი ექიმი ამბობს, რომ... აღარ მახსოვს,
რას ამბობს, მაგრამ... – თავი ასწია, გამომცდელად შეხედა,
– გილმერზე რაღაცას ამბობდით?
– არა, თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ.
– ნაბიჯსაც კი ვეღარ გადადგამს. დაბრუნდით თქვენს
პლანეტაზე და ხალხს უთხარით, ტრენტორი არ დანებდება!
ფლოტს ახლა მამაჩემი მიუძღვის წინ და მალე ეგ მეამბოხე,
მავნებელი გილმერი თავის მეფისმკვლელ ბრბოსთან ერთად
კოსმოსურ ვაკუუმში გაიყინება.
სავარძელში შეტოკდა, თვალები კვლავ დაებინდა.
– რას ვამბობდი? – იკითხა.
თორანი წამოდგა და მდაბლად დაუკრა თავი.
– თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ, ძალზე კე-
თილად გვეპყრობით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი აუდიენცი-
ის დრო ამოიწურა.
ერთი წამით დაგობერტ IX მართლაც დაემსგავსა იმპერა-
ტორს – წამოდგა, წელში გასწორდა, გაუნძრევლად უყურებ-
და მისი სტუმრები სათითაოდ, ზურგით როგორ მიდიოდნენ
კარისკენ, რომლის მიღმა მათ... ოცი შეიარაღებული კაცი
ელოდებოდათ. ალყა შემოარტყეს. იარაღმა იელვა.
...ბაითას გონება ნელ-ნელა უბრუნდებოდა, თუმცა კით-
ხვა: „სად ვარ?“ არ გასჩენია. ცხადად ახსოვდა მოხუცი,რომე-
ლიც საკუთარ თავს იმპერატორს უწოდებდა და ის კაცები, გა-
რეთ რომ დახვდნენ. სახსრებში სტეხდა, რაც იმის მანიშნებე-

311 მკითხველთა ლიგა


ლი იყო, მათ წინააღმდეგ მაპარალიზებელი პისტოლეტი გა-
მოიყენეს.
ბაითა თვალს არ ახელდა, ხმებს მტკივნეულად აყურადებ-
და.
ორი კაცი ლაპარაკობდა. პირველი აუჩქარებლად,
ფრთხილად, მაგრამ მისი გარეგნული თავაზიანობის ქვეშ
თითქოს რაღაც მზაკვრობა იმალებოდა. მეორეს ხრინწიანი,
უხეში ხმა ჰქონდა. ბაითას არცერთი მოეწონა.
უხეში ხმა აშკარად დომინირებდა.
ბაითამ ბოლოს ნათქვამი გაარჩია:
– ეს შექანებული ბებერი უკვდავია, მგონი. აღარ შემიძ-
ლია. საშინლად მაღიზიანებს, ვეღარ ვიტან, კომასონ. არადა,
წლები გადის, მეც ხო ვბერდები!
– თქვენო უდიდებულესობავ, მოდი, ჯერ განვსაჯოთ, ეს
ხალხი რაში გამოგვადგება. სავსებით შესაძლებელია, ძალა-
უფლების ისეთი წყარო ჩავიგდოთ ხელში, მამათქვენს რომ
არასოდეს ჰქონია.
უხეში ხმა ჩურჩულზე გადავიდა. ბაითამ მხოლოდ ერთი
სიტყვა, „ქალიშვილი“ გაარჩია, ამ დროს მეორე შემპარავი
ხმა მეგობრულად, ლამისაა მამაშვილურად აგრძელებდა:
– დაგობერტ, რა დროს თქვენი სიბერეა. ტყუილს იტყვის
ის, ვინც განაცხადებს, რომ ოცი წლის ყმაწვილი კაცი აღარ
ხართ.
ორივემ ერთდროულად გაიცინა, ბაითამ კი იგრძნო, რო-
გორ გააჟრჟოლა. „დაგობერტი“, „თქვენო უდიდებულესობა“,
– ბებერი იმპერატორი ხომ ჯანღონით აღსავსე შვილს ახსე-
ნებდა... ბაითამ ნელ-ნელა გააცნობიერა, ის ორნი რაზე ჩურ-
ჩულებდნენ. ო, არა, ეს სინამდვილე არ შეიძლება იყოს!

312 მკითხველთა ლიგა


ამ ფიქრებიდან თორანის ხმამ გამოიყვანა. ნელა, მძიმედ
შეიგინა. ბაითამ თვალი გაახილა, თორანი დაინახა, მას რომ
შესცქეროდა. ქალმა შვება იგრძნო. თორანმა შესძახა:
– ამ ყაჩაღობისთვის იმპერატორი პასუხს მოგთხოვთ! ახ-
ლავე გაგვათავისუფლეთ!
მხოლოდ ახლა გააცნობიერა ბაითამ, რომ ხელ-ფეხი კე-
დელსა და იატაკზე გრავიტაციული ველით ჰქონდა მიჯაჭვუ-
ლი.
უხეში ხმის პატრონი ბაითასთან მივიდა. ღიპგადმოგდებუ-
ლი იყო, შესიებული თვალების ქვეშ კანი ჩალურჯებოდა,
შეთხელებული თმა ჰქონდა. საჩრდილობელიან ქუდზე ჩიტის
ფრთა ერთობ კეკლუცად ეკეთა, ორბორტიანი კოსტიუმის კი-
დეებს კი ვერცხლისფერი ლითონის არშიები გასდევდა.
ისე ჩაიფხუკუნა, თითქოს ძლიერ გაოცდაო.
– იმპერატორი? ის უბადრუკი, შერეკილი იმპერატორი?
– აი, იმპერატორის ხელმოწერილი საშვი! მის ქვეშევ-
რდომებს უფლება არ აქვთ, დაგვაკავონ!
– მაგრამ მე ქვეშევრდომი არ ვარ, გაიგე, შე კოსმოსურო
ნაგავო? მე რეგენტი და კრონპრინცი ვარ და სწორედ ასე უნ-
და მომმართო. რაც შეეხება ჩემს გამოშტერებულ მამილოს,
დროდადრო სტუმრების მიღება სიამოვნებს. ჰოდა, ჩვენც ამ
პატარა სიამოვნების უფლებას ვაძლევთ ხოლმე, ეს მას, ვი-
თომცდა საიმპერატორო პატივმოყვარეობას უამებს. მაგრამ
სხვა აზრი ამას, ცხადია, არ გააჩნია.
კრონპრინცი ბაითას წინ იდგა, ბაითამ ამრეზით ახედა.
პრინცი წინ გადაიხარა ისე, რომ ბაითამ პიტნის აუტანელი
სურნელიც კი იგრძნო, მისი პირიდან რომ ამოდიოდა.
კრონპრინცმა თქვა:

313 მკითხველთა ლიგა


– სხვათა შორის, ლამაზი თვალები ჰქონია, კომასონ, გა-
ცილებით უკეთ გამოიყურება, როდესაც თვალები გახელილი
აქვს. მე მგონი, გამოდგება, ეგზოტიკური კერძივით გურმანის
სუფრაზე... გურმანისა, რომელსაც ყველაფერი უკვე მოყირ-
ჭებული აქვს, ა?
თორანი გრავიტაციული მარწუხებისგან გათავისუფლებას
ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. კრონპრინცი ამას ყურადღე-
ბას არ აქცევდა. ბაითას ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს კან-
ზე ჭიანჭველები დაურბოდნენ. ებლინგ მისი, ბოლოს და ბო-
ლოს, გონზე მოვიდა – თავი მკერდზე უღონოდ ჩამოვარდნო-
და. ბაითას ძლიერ გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ მაგ-
ნიფიკოს თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი ისე, თითქოს
უკვე დიდი ხანია გამოფხიზლებულიყო.დიდი,წაბლისფერი
თვალებით ბაითას მისჩერებოდა.
მერე თავი კრონპრინცისკენ მიაბრუნა, ასლუკუნდა:
– იმან ვიზისონორი წამართვა!
ამის გაგონებაზე კრონპრინცი მკვეთრი მოძრაობით შე-
მობრუნდა:
– ეს შენია, შე მახინჯო?
ვიზისონორი მოიხსნა, რომელიც მხარზე, მწვანე თასმაზე
ეკიდა – ბაითამ ეს მანამდე რატომღაც ვერ შენიშნა.
კრონპრინცმა კლავიშებს მოუქნელად დააჭირა თითი, გა-
მების დაკვრა უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
– შეგიძლია ამაზე დაუკრა, შე მახინჯო?
მაგნიფიკომ თავი დაუქნია.
თორანმა უცებ შესძახა:
– თქვენ დასაბამის ხომალდი დააკავეთ. იმპერატორი თუ
არ ჩაერევა, დასაბამი მაინც დაგსჯით!

314 მკითხველთა ლიგა


მეორემ, კომასონმა, აუჩქარებლად იკითხა:
– რომელი დასაბამი? რა, ჯორი აღარ ჯორობს თუ?
პასუხი არ იყო. კრონპრინცი გაიკრიჭა და დიდი, უსწორ-
მასწორო კბილები გამოაჩინა. ველი, რომელიც ჯამბაზს ხელ-
ფეხს უბორკავდა, გათიშეს. მაგნიფიკო წამოდგა, ვიზისონო-
რი ხელში ეჭირა.
– მიდი, დაუკარი, შე მახინჯო, შენა, – უთხრა პრინცმა, –
ჩვენი უცხო ქალბატონისთვის სიყვარულის და სილამაზის სე-
რენადა დაუკარი. უმღერე, რომ მამაჩემის ციხე არაა სასახ-
ლე, მაგრამ შემიძლია წავიყვანო სასახლეში, სადაც ვარდის
წყალში ილივლივებს და პრინცის სიყვარულს იგემებს. პრინ-
ცის სიყვარულზე უმღერე, შე მახინჯო, შენა.
პრინცმა ცალი ფეხი მარმარილოს მაგიდაზე ჩამოდო, ჩა-
მოჯდა, ფეხს ზანტად აქანავებდა და ბაითას ავხორცულად
უღიმოდა. ამ ღიმილმა ბაითა გააცოფა. თორანი ცდილობდა
გრავიტაციული არტახები როგორმე ჩამოეგდო, მაგრამ ამა-
ოდ. სახე ოფლით დაეცვარა. ებლინგ მისი შეტოკდა და აკ-
ვნესდა.
მაგნიფიკო დაიმანჭა და ჩუმად თქვა:
– თითები გამიშეშდა, თითქოს ხისა მქონდეს...
– დაუკარი, შე მახინჯო! – იღრიალა პრინცმა. კომასონმა
ნიშანი მისცა, შუქი ჩააქრეს. ბინდბუნდში პრინცმა ხელები
გულზე დაიწყო, გაჭიმული იდგა და ელოდა.
მაგნიფიკომ თითები კლავიატურაზე აათამაშა, ერთი ბო-
ლოდან მეორემდე – და ოთახში უცებ ხასხასა ცისარტყელა
გადაიჭიმა. გაისმა დაბალი, ნაზი ჰანგი – მჭმუნვარე, გულსაკ-
ლავი. ხმა სევდიან სიცილად გადაიქცა, ცაში იწევდა, მის ქვე-
მოთ კი, ზარი გუგუნებდა ყრუდ.

315 მკითხველთა ლიგა


სიბნელე თითქოს შედედდა, გამკვრივდა. ბაითას ყურამდე
მუსიკა თითქოს ჩამოშვებული, უხილავი, სქელი ფარდის გავ-
ლით აღწევდა. თითქოს წყვდიადით მოცულ ჯურღმულში იჯდა
და სადღაც შორს მოციმციმე სანთლის ალს შეჰყურებდა.
მზერა მექანიკურად დაძაბა. შუქმა მოიმატა, თუმცა მაინც
ბუნდოვანი რჩებოდა. ალი ცახცახებდა, იგრიხებოდა, ელ-
ფერს იცვლიდა …და უეცრად მუსიკა გამკივანი, ბოროტი გახ-
და, გულის გამგმირავ კრეშენდოდ იქცა. შუქმა გამალებული
პულსირება იწყო, მუსიკის რიტმს აჰყვა. ნათება კონვულსიუ-
რი გახდა. სინათლის ლაქის შიგნით რაღაც იგრიხებოდა და
იკლაკნებოდა – რაღაც, რაც საძაგელ, შხამიან, ლითონისე-
ბურ წივილ-კივილს გამოსცემდა.
ბაითა საზარელ, გულისშემძვრელ გრძნობას ებრძოდა.
სასოწარკვეთისა და უძლურების განცდა სულ უფრო უძლი-
ერდებოდა. შეძრწუნებულს ის მდგომარეობა გაახსენდა, ჰე-
ივენზე ბოლო დღეებში რომ გამეფებულიყო. სწორედ ის გახ-
ლდათ, შიშისა და სასოწარკვეთის ისეთივე შემზარავი, გამა-
ოგნებელი, აბლაბუდასავით წებოვანი და მახრჩობელა შეგ-
რძნება. ბაითა მოიკუნტა, უნდოდა თავი დაეცვა, სადღაც ჩა-
მალულიყო.
მუსიკა კოშმარული ხარხარივით ატყდებოდა თავს, და
მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი ძალისხმევის შედეგად მო-
ახერხა და გვერდზე გაიხედა, მისი მზერის არედან წყვდიადში
დაკლაკნილი კოშმარი გაქრა. შუბლზე ცივი ოფლი სდიოდა.
მუსიკა მიწყდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გრძელდე-
ბოდა, ბაითამ უცებ საოცარი შვება იგრძნო. შუქი აინთო და
ბაითამ თავის გვერდით, ძალზე ახლოს, მაგნიფიკოს ანთებუ-
ლი თვალები დაინახა.

316 მკითხველთა ლიგა


– ჩემო ქალბატონო, – ამოთქვა მან, – როგორ ხართ?
– არა მიშავს, – ჩურჩულით მიუგო ბაითამ, – მაგრამ რა-
ტომ უკრავდი ასე?
ნელ-ნელა გააცნობიერა, ოთახში მყოფები როგორ გამოი-
ყურებოდნენ. თორანი და ებლინგ მისი კედელს აჰკვროდნენ,
თუმცა ბაითამ მათ მხოლოდ წამით შეავლო თვალი. კრონ-
პრინცი იატაკზე ეგდო უცნაურ პოზაში, მაგიდასთან. კომასო-
ნი ხმამაღლა კვნესოდა, დამანჭული,პირდაფჩენილი.
მაგნიფიკომ მისკენ გადადგა ნაბიჯი, კომასონმა გიჟივით
შეჰკივლა და მოიკუნტა.
მაგნიფიკო მიტრიალდა, გრავიტაციული ველი გათიშა და
ყველა გაათავისუფლა.
თორანი წამოხტა, მემამულეს ეცა და ყელში წაუჭირა:
– ჩვენთან ერთად წამოხვალ, გვჭირდები, ხომალდზე რომ
ავაღწიოთ.
...ორი საათის შემდეგ, ხომალდის სამზარეულოში ბაითამ
შინაურული ნამცხვარი მაგიდაზე დადო და მაგნიფიკომაც
კოსმოსში დაბრუნება იმით აღნიშნა, რომ ნამცხვარს ეცა,
სუფრასთან ქცევის ყველა წესის დარღვევით.
– კარგია, მაგნიფიკო?
– მმმ!
– მაგნიფიკო!
– დიახ, ჩემო ქალბატონო?
– რა იყო ის, იქ რომ დაუკარი?
ჯამბაზი დაიმანჭა.
– ამაზე... ამაზე ლაპარაკიც არ მინდა. ერთხელ ვისწავლე,
დიდი ხნის წინათ, მაშინ გავიგე, რომ ვიზისონორი ნერვულ
სისტემაზე ძალზე ძლიერად მოქმედებს. ეს მეტად საშინელი

317 მკითხველთა ლიგა


რაღაც იყო და, ცხადია, თქვენი ტკბილი უბიწოებისთვის არ
გახლდათ განკუთვნილი.
– ო, მაგნიფიკო, არ გინდა. არც ისეთი უბიწო ვარ, რო-
გორც გგონია. ასე ნუ მეპირფერები. მითხარი, მეც იმავეს ვხე-
დავდი, რასაც ისინი?
– იმედი მაქვს, რომ არა. მე მხოლოდ მათთვის ვუკრავდი.
თუკი რამე დაინახეთ, იმ ყველაფრის მხოლოდ ნაწილი იქნე-
ბოდა, მხოლოდ კიდე – ისიც შორიდან დანახული.
– და ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. მივხვდი, რომ
პრინცი გათიშე, არა?
მაგნიფიკომ მოღუშვით უპასუხა, პირში ნამცხვრის დიდი
ლუკმა ედო:
– მე ის მოვკალი, ჩემო ქალბატონო.
– რა თქვი? – ბაითამ ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა.
– როცა გავჩერდი, უკვე მკვდარი იყო. თუ არადა, დაკვრას
გავაგრძელებდი. კომასონი არ მაინტერესებდა. მას, ცხადია,
შეეძლო დავეხოცეთ ან ვეწამებინეთ, მაგრამ, ჩემო ქალბა-
ტონო, პრინცი ავხორცულად გიყურებდათ და... – მაგნიფი-
კომ უცებ გაწყვიტა სიტყვა, შერცხვა, დაიბნა.
ბაითას აზრმა გაუელვა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო.
– მაგნიფიკო, შენ ნამდვილად რაინდული სულის პატრონი
ხარ.
– ო, ჩემო ქალბატონო, – მაგნიფიკომ თავი დახარა, ცხვი-
რი ნამცხვარში ჩარგო და ღეჭვა შეწყვიტა.
ებლინგ მისი ილუმინატორში იყურებოდა. ტრენტორი ახ-
ლოს იყო – მისი მოელვარე ლითონის გარსი ცხადლივ ჩან-
და. თორანიც იქვე იდგა.
სიმწრით ჩაილაპარაკა:

318 მკითხველთა ლიგა


– მის, ტყუილად მივფრინავთ იქ. ჯორის კაცმა, ცხადია,
გაგვასწრო.
ებლინგ მისმა შუბლზე მოისვა ხელი, რომელიც სულაც
აღარ იყო ძველებურად ფუმფულა. რაღაც გაურკვევლად ჩა-
იბურტყუნა.
თორანი გაღიზიანდა.
– მე ვამბობ, იციან, რომ დასაბამი დაეცა. მე ვამბობ...
– ა? – მისი ფიქრებიდან გამოერკვა, გაოცებით გახედა.
მერე კი თორანს მაჯაზე ფრთხილად დაადო ხელი ისე, რომ
აშკარა გახდა, საუბრიდან ვერაფერი აღიქვა.
– თორან... ახლა ტრენტორს ვუყურებდი... და იცი.. ისეთი
უცნაური შეგრძნება მაქვს... მას მერე არ მტოვებს, რაც ნეოტ-
რენტორზე დავეშვით... რაღაც ძალუმი, დაჟინებული შინაგა-
ნი გრძნობაა, შიგნიდან რომ მიბიძგებს და მექაჩება. თორან,
მე ამას გავაკეთებ, ვიცი, რომ გავაკეთებ. ჩემს გონებაში ყვე-
ლაფერი ცხადი ხდება – ისეთი ცხადი, არასოდეს რომ არ ყო-
ფილა.
თორანი მიაჩერდა, მხრები აიჩეჩა. ამ სიტყვებს მასზე შთა-
ბეჭდილება არ მოუხდენია.
ფრთხილად იკითხა:
– მის...
– დიახ?
– ნეოტრენტორიდან როდესაც ავფრინდით, ხომ არ შეგი-
ნიშნავს ხომალდი, რომელიც სწორედ იმ დროს ეშვებოდა?
ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მისმა მიუგო:
– არა.
– მე კი შევნიშნე. შესაძლოა, მომეჩვენა, მაგრამ ფილიური
ხომალდი უნდა ყოფილიყო.

319 მკითხველთა ლიგა


– რომელზეც კაპიტანი ჰან პრიტჩერია?
– რომელზეც ვინაა, ღმერთმა იცის! ეს მაგნიფიკოს ნათ-
ქვამია – მოკლედ, ის ვიღაც უკან მოგვდევს, მის.
ებლინგ მისს არაფერი უთქვამს.
თორანმა ხმამაღლა ჰკითხა:
– ცუდად ხომ არა ხარ? რა დაგემართა?
მისს ჩაფიქრებული, უცნაური მზერა ჰქონდა, თვალები უბ-
რწყინავდა. არაფერი უპასუხა.

320 მკითხველთა ლიგა


23.

ტრენტორის ნანგრევები

საჭირო ლოკაციის პოვნა ისეთ ვეება პლანეტაზე, როგო-


რიც ტრენტორია გალაქტიკაში არნახულ პრობლემას წარმო-
ადგენს. საქმე ისაა, რომ იქ არც კონტინენტებია და არც
ოკეანეები, ათასობით მილის მანძილიდან ადგილმდებარეო-
ბის განსაზღვრა რომ შეიძლებოდეს. არც მდინარეები, ტბები
და კუნძულებია, ღრუბლებიდან რომ დააკვირდე.
ლითონით დაფარული უზარმაზარი სამყარო ერთიან ქა-
ლაქს წარმოადგენდა, უფრო სწორად, ოდესღაც წარმოად-
გენდა. ორბიტიდან მხოლოდ და მხოლოდ ძველი საიმპერა-
ტორო სასახლის გამორჩევა თუ შეიძლებოდა. „ბაითა“ პლა-
ნეტას საჰაერო კატარღის ფრენის სიმაღლეზე უვლიდა გარ-
შემო, მაგრამ უშედეგოდ.
პოლარული რეგიონებიდან, სადაც ლითონის გუმბათები
ყინულით იყო დაფარული, რაც ცხადად მეტყველებდა, რომ
ხელოვნური კლიმატის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული,
სამხრეთისკენ ეშვებოდნენ. დროდადრო ნეოტრენტორზე ნა-
შოვნ რუკას ჩაჰყურებდნენ და იმ სურათს ადარებდნენ, რასაც
ხედავდნენ – რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს.

321 მკითხველთა ლიგა


თუმცა როდესაც მიაგნეს, ეჭვი აღარ შეჰპარვიათ – ნამ-
დვილად ის იყო .პლანეტის ლითონის ქერქში ორმოცდაათი
მილის სიგრძის ნაპრალი დაინახეს. რუხ ფონზე ხასხასა სიმ-
წვანე დაახლოებით ასი კვადრატული კილომეტრის ფარ-
თობს იკავებდა, ხეებს შორის იმპერატორის სასახლის მონუ-
მენტური ნანგრევები ჩანდა.
„ბაითამ“ ფარფატით დაარტყა წრე – ორიენტაციას არ-
კვევდა. ახლა უკვე ჩქაროსნული მაგისტრალებით შეეძლოთ
ადგილმდებარეობის დადგენა. რუკაზე გრძელი, სწორი ისრე-
ბი და მათ ქვემოთ – მაგისტრალების გლუვი, ლაპლაპა ლენ-
ტები.
იმ არეალისკენ, რომელიც რუკაზე საუნივერსიტეტო რაი-
ონად იყო აღნიშნული, ვარაუდით გასწიეს. ხომალდი
ბრტყელ, მოსწორებულ ადგილზე დაჯდა, რომელიც, თავის
დროზე, ასაფრენ-დასაშვები მოედანი უნდა ყოფილიყო.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლითონის ქაოსში აღმოჩნდნენ,
გააცნობიერეს, თუ რამდენად არ შეესაბამებოდა რეალობას
ის სილამაზე, სიმაღლიდან რომ ჩანდა. გლუვი კედლები დე-
ფორმირებული, გარღვეული, დაგლეჯილი იყო, შენობათა
შპილები გვერდზე გადახრილი, დაგრეხილი. იმ ადგილის სი-
ახლოვეს, სადაც ხომალდი დაეშვა, დამუშავებული მიწის ზო-
ლი დაინახეს – რამდენიმე ასეული აკრი იქნებოდა – ნამდვი-
ლი მიწა იყო, მუქი, მოხნული...
ლი სენტერი ხომალდის დაშვებას მოთმინებით ელოდე-
ბოდა. ხომალდი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, ნეოტრენტო-
რიდან ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ლი სენტერმა გუ-
ლის სიღრმეში ამოიოხრა. უცნაური ხომალდები და საეჭვო
გარიგებები ღია კოსმოსიდან ჩამოსულ ადამიანებთან, შესაძ-

322 მკითხველთა ლიგა


ლოა, იმას მოასწავებდა, რომ მშვიდობიანობის ხანმოკლე
პერიოდი უნდა დასრულებულიყო; და დაბრუნებულიყო
გრანდიოზული დროება სიკვდილისა და ბრძოლებისა. სენტე-
რი თავისი ჯგუფის ლიდერი გახლდათ, მას ძველი წიგნები
ებარა, სადაც განვლილი ეპოქის შესახებ კითხულობდა, რომ-
ლის დაბრუნება არაფრით სურდა.
დაახლოებით ათი წუთი უყურებდა, უცნაური ხომალდი
როგორ ეშვებოდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაახ-
სენდა. ჯერ იყო ფერმა, სადაც დაიბადა, სადაც ბავშვობა გა-
ატარა – ამას ადამიანთა ბრბოების გახსენება მოჰყვა. მერე
ახალ მიწებზე ახალშექმნილი ოჯახების გადასახლება იყო.
მაშინ ათი წლისა იქნებოდა; ოჯახის ერთადერთი შვილი გახ-
ლდათ, დაბნეული და შეშინებული.
იხსენებდა, როგორ ნახა უზარმაზარი ლითონის ნაგებობე-
ბი, რომლებიც მიწიდან უნდა ამოეძირკვათ და დაეშალათ,
მერე მიწა უნდა მოეხნათ, მოერწყათ, სასუქი შეეტანათ; ახ-
ლომდებარე შენობები ასევე დაეშალათ, დანარჩენები კი
საცხოვრებლად გადაეკეთებინათ.
მარცვლეული უნდა მოეყვანათ და მოემკათ, მეზობელ
ფერმებთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინათ...
მეურნეობა ფართოვდებოდა და მტკიცდებოდა, თვით-
მმართველობის სიკეთეს თავისი ნაყოფი მოჰქონდა. … გა-
იზარდა ახალი თაობა ტანმორჩილი, ძლიერი ახალგაზრდე-
ბისა, მიწაზე რომ იყვნენ დაბადებულები. გაახსენდა ის დიადი
დღე, როდესაც ჯგუფის ლოდერად აირჩიეს და ცხრამეტი
წლისამ წვერის პარსვა შეწყვიტა, ბელადის წვერის პირველი
ღერი გამოუჩნდა.

323 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ახლა გალაქტიკა შეიძლება მათ ცხოვრებაში ჩა-
ერიოს და იზოლაციის ხანმოკლე იდილია დაარღვიოს...
ხომალდი დაეშვა. უხმოდ უყურებდა, ლიუკი როგორ გა-
იღო. ოთხნი გამოვიდნენ, ფრთხილად მოაბიჯებდნენ, გარე-
მოს ყურადღებით აკვირდებოდნენ. სამი განსხვავებული კაცი
იყო: ერთი მოხუცი, ერთი ახალგაზრდა და ერთიც – გამხდა-
რი და დიდცხვირა. მათთან ერთად ქალი მოდიოდა, თავი ისე
ეჭირა, თითქოს მათი თანასწორი გახლდათ. სენტერმა თავის
ორად გაყოფილ წვერს ხელი უშვა და ნაბიჯი წინ წადგა.
მშვიდობის მაუწყებელი უნივერსალური ჟესტით მიესალ-
მა. ჩამოსულებს ორივე ხელი გაუწოდა – დაკოჟრილი მტევ-
ნები ამობრუნებული ჰქონდა.
ახალგაზრდა კაცმა მისკენ ორი ნაბიჯი წადგა და ჟესტი გა-
იმეორა.
– მშვიდობით მოვედი.
უცნაური აქცენტი ჰქონდა, მაგრამ სიტყვების მნიშვნელო-
ბა გასაგები იყო, ტონი კი, მშვიდობიანი. სენტერმა ყრუდ მი-
უგო:
– დაე, იყოს მშვიდობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ჩვენი ჯგუფის სახელით გესალმებით. თუ გშიათ, დაგაპუ-
რებთ. თუ გწყურიათ, დაგარწყულებთ.
მცირედი პაუზის შემდეგ პასუხი გაისმა:
– სიკეთისათვის დიდი მადლობა. ჩვენს სამყაროში როდე-
საც დავბრუნდებით, თქვენს ჯგუფზე მხოლოდ კარგს ვიტ-
ყვით.
უცნაური პასუხი იყო, თუმცა კარგი. მის ზურგს უკან ჯგუფის
წევრი მამაკაცები იღიმებოდნენ, გარშემო მდგომი შენობები-
დან ქალები გამოჩნდნენ.

324 მკითხველთა ლიგა


თავის ბინაში სენტერმა სამალავიდან გასაღებით ჩაკეტი-
ლი ზარდახშა ამოიღო, სარკისებური გვერდები რომ ჰქონდა.
გახსნა და სტუმრებს გრძელი, სქელი სიგარები სათითაოდ
შესთავაზა – სიგარებს განსაკუთრებულად საზეიმო შემთხვე-
ვებისთვის ინახავდნენ. ქალს როცა მიადგა, შეყოყმანდა. მა-
მაკაცებს შორის თანასწორივით იჯდა, ისინი კი ასეთ უპატივ-
ცემულობას არათუ იტანდნენ, არამედ, ეტყობა, მიესალმე-
ბოდნენ კიდეც. სენტერმა თავს სძლია და სიგარებიანი კო-
ლოფი გაუწოდა.
ქალმა გაუღიმა, ერთი სიგარა აიღო და ისეთი სიამოვნე-
ბით ამოუშვა არომატული კვამლი, ვერავინ წარმოიდგენდა.
ლი სენტერს ლამის თავზარი დაეცა, მაგრამ თავის ემოციას
როგორღაც სძლია.
ტრაპეზის დროს თავაზიანი საუბარი, ძირითადად, ტრენ-
ტორზე მიწათმოქმედების თემას ეხებოდა.
მოხუცმა იკითხა:
– ჰიდროპონიკაზე რას იტყოდით? ისეთი პლანეტისთვის,
როგორიც ტრენტორია, ეს გამოსავალი იქნებოდა.
სენტერმა თავი ნელა გააქნია. ეს სიტყვა ბუნდოვნად ახ-
სოვდა ძველი წიგნებიდან.
– თუ არ ვცდები, ესაა მცენარეების გამოყვანა ქიმიურ
ხსნარში, არა? არა, ტრენტორზე ეს შეუძლებელია. ჰიდროპო-
ნიკა ინდუსტრიულ სამყაროს მოითხოვს – მძლავრ ქიმიურ
ინდუსტრიას. ომის, ანდა კატასტროფების დროს, როდესაც
მრეწველობა ეცემა, ხალხი შიმშილობს. ყველანაირ საკვებ
მცენარეს ხელოვნურად ვერ გამოიყვან. თანაც, ასე გამოზ-
რდილი ზოგიერთი მცენარე თავის საკვებ ღირებულებას კარ-

325 მკითხველთა ლიგა


გავს. მიწათმოქმედება უფრო იაფი ჯდება, უფრო უკეთესია,
უფრო საიმედო.
– გყოფნით ის, რაც მოგყავთ?
– დიახ, გვყოფნის, თუმცა რაციონი, შესაძლოა, მწირია,
ცოტა არ იყოს. შინაური ფრინველი გვყავს, ესე იგი, გვაქვს
კვერცხი, ასევე რძის მომცემი პირუტყვი, ესე იგი, რძის პრო-
დუქტები და ხორცი, თუმცა ხორცი, ძირითადად, უცხოეთიდან
შემოგვაქვს.
– შემოგაქვთ? – ახალგაზრდა კაცმა უეცარი ინტერესით
იკითხა, – ესე იგი, ვაჭრობას ეწევით? მაგრამ ექსპორტზე რა
გაგაქვთ?
– ლითონი, – მოკლედ მიუგო სენტერმა, – აბა, დაუკვირ-
დით. ჩვენ მაღალი ხარისხიანი ლითონის უშრეტი მარაგი
გვაქვს. ნეოტრენტორიდან ჩამოდიან ხომალდები, არჩევენ
მონაკვეთს და ხსნიან ლითონს – ამით ჩვენც გვეხმარებიან,
დამატებითი მიწის ფართობები გვითავისუფლდება მიწათ-
მოქმედებისთვის. სანაცვლოდ კი გვაძლევენ ხორცს, კონ-
სერვირებულ ხილს, საკვებ კონცენტრატებს, სასოფლო-სამე-
ურნეო ტექნიკას და ასე შემდეგ. ლითონი გააქვთ და ეს ვაჭ-
რობა ორივე მხარისთვის მეტად ხელსაყრელია.
სუფრა პურით, ყველითა და უგემრიელესი მოთუშული
ბოსტნეულით გაეწყოთ. იმპორტული მხოლოდ ჩაროზი გახ-
ლდათ – გაყინული ხილი. სწორედ ჩაროზის მირთმევისას გა-
მოირკვა, რომ ჩამოსულები უბრალო ტურისტები არ ყოფი-
ლან. ახალგაზრდა კაცმა ტრენტორის რუკა ამოიღო.
ლი სენტერმა რუკა ყურადღებით დაათვალიერა. ჯერ
სტუმრებს მოუსმინა, მერე კი დაღვრემით ჩაილაპარაკა:

326 მკითხველთა ლიგა


– საუნივერსიტეტო კომპლექსი ჩვენთვის ხელშეუხებელი
ტერიტორიაა. ჩვენ, ფერმერებს, იქ არაფერი მოგვყავს. ჩვენ
იქ, პრაქტიკულად, საერთოდაც არ შევდივართ. ის ჩვენთვის
ძველი დროების რელიკვიაა, რომელიც ხელშეუხებლად
გვსურს შევინარჩუნოთ.
– ჩვენ მხოლოდ ცოდნის მაძიებლები ვართ. იქ არაფერს
შევცვლით, არაფერს დავარღვევთ. მძევლად ჩვენს ხომალდს
დაგიტოვებთ! – მოხუცმა კაცმა გრძნობით შესძახა.
– მაშინ მე თვითონ წაგიყვანთ იქ, – უთხრა სენტერმა.
ღამით, როდესაც სტუმრებმა დაიძინეს, ლი სენტერმა ნე-
ოტრენტორზე რადიოგრამა გააგზავნა.

327 მკითხველთა ლიგა


24.

გარდასახვა

ახალი ტრენტორის ბეჩავი ცხოვრება უკან დარჩა, როდე-


საც საუნივერსიტეტო კომპლექსში შევიდნენ – გარშემო ვეე-
ბა შენობები იდგა და საზეიმო, უკაცრიელი სიჩუმე სუფევდა.
დასაბამიდან ჩამოსულმა სტუმრებმა არაფერი იცოდნენ
იმ სისხლიანი ძარცვა-რბევის შესახებ, რომლის შემდეგ უვნე-
ბელი მხოლოდ უნივერსიტეტი გადარჩა. არაფერი იცოდნენ
იმ დროების შესახებ, რომელიც იმპერატორის ძალაუფლების
დაცემის შემდეგ დადგა, როდესაც სტუდენტები საიდანღაც
მოტაცებული იარაღით აღიჭურვნენ და გალაქტიკური მეცნიე-
რების ცენტრის დასაცავად დაირაზმნენ. არაფერი იცოდნენ
„შვიდდღიანი ბრძოლისა“ და იმ მსხვერპლის შესახებ, რომ-
ლის ფასადაც უნივერსიტეტი გადარჩა ისე, რომ მას არავინ
შეხებია მაშინაც კი, როდესაც იმპერატორის სასახლეში გილ-
მერის ჯარისკაცები დააბოტებდნენ, მისი ხანმოკლე ბატონო-
ბისას.
დასაბამიდან ჩამოსულებმა უნივერსიტეტში შესვლისას
გააცნობიერეს, რომ სამყაროში, რომელიც ძველი დროების-
გან თავისუფლდებოდა და ახლისკენ მიისწრაფოდა, ეს კომ-

328 მკითხველთა ლიგა


პლექსი ძველი დიდების მაუწყებელ, უსიცოცხლო სამუზეუმო
ძეგლს წარმოადგენდა.
ისეთი განცდა დაეუფლათ, რომ თავად იყვნენ ინტერვენ-
ტები. უზარმაზარი, უკაცრიელი დარბაზები მათზე დამთრგუნ-
ველად მოქმედებდა. აკადემიური ატმოსფერო თითქოსდა ჯე-
რაც ცოცხლობდა და მათი შემოჭრის გამო აღშფოთებული
გახლდათ.
ბიბლიოთეკა შედარებით მცირე ზომის შენობაში მდება-
რეობდა, უზარმაზარი სათავსოები ჰქონდა მიწის ქვეშ, სადაც
სრულ მდუმარებაში ურიცხვი წიგნი ინახებოდა. ებლინგ მისი
მისაღები ოთახის საგულდაგულოდ შესრულებული ფრესკე-
ბის წინ შეჩერდა.
დაიჩურჩულა (იქ ძალაუნებურად ჩურჩულზე გადადიოდა
კაცი):
– მგონი, კატალოგების დარბაზს გავცდით. აქ გავჩერდე-
ბი.
სახე წამოსწითლებოდა, ხელები უთრთოდა.
– თორან, არავინ შემაწუხოს. საჭმელს აქ მომიტანთ ხოლ-
მე?
– როგორც მეტყვი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. თუ
გნებავს, ჩვენც აქ ვიმუშავებთ შენი ხელმძღვანელობით...
– არა. მარტო მსურს ვიმუშაო.
– როგორ ფიქრობ, იპოვი იმას, რასაც ეძებ?
ებლინგ მისმა მშვიდი თავდაჯერებით მიუგო:
– დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვი!
თორანი და ბაითა ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში
„საოჯახო მეურნეობის გაძღოლის“ პრობლემას პირველად
წააწყდნენ. ეს ერთობ თავისებური, უცნაური „საოჯახო მეურ-

329 მკითხველთა ლიგა


ნეობა“ იყო. გარემომცველ დიდებულებაში უჩვეულო უბრა-
ლოებით ცხოვრობდნენ. საკვებ პროდუქტებს ლი სენტერის
ფერმაში შოულობდნენ, ბირთვულ ხელსაწყოებში უცვლიდ-
ნენ, რაც სავაჭრო ხომალდზე საკმარისი რაოდენობით მო-
ეპოვებოდათ.
მაგნიფიკომ პროექტორის ხმარება ისწავლა და სამკით-
ხველო დარბაზში სათავგადასავლო და სენტიმენტალური
რომანების კითხვით იქცევდა თავს, არც ჭამა ახსოვდა და
არც ძილი, ებლინგ მისისა არ იყოს.
ებლინგ მისი თავდაუზოგავად შრომობდა. მოითხოვა,
რომ ფსიქოლოგიური ლიტერატურის დარბაზში მისთვის ჰა-
მაკი გაებათ. საოცრად გახდა, ფერი აღარ ედო. აღარ ბუზღუ-
ნებდა, საყვარელი ლანძღვა მიივიწყა. თორანსა და ბაითასაც
კი ძლივს სცნობდა.
თავის თავს უფრო მაგნიფიკოსთან ურთიერთობისას ჰგავ-
და, რომელსაც მისთვის საჭმელი მოჰქონდა ხოლმე – ჩამოჯ-
დებოდა და საათობით შეჰყურებდა აღტაცებული. მოხუცი
ფსიქოლოგი ამ დროს უგრძეს განტოლებებს წერდა, მიღე-
ბულ შედეგებს გაუთავებლად ამოწმებდა წიგნებში, მიკრო-
ფილმებზე რომ იყო გადატანილი, ბოლთას სცემდა, დაუსრუ-
ლებლად ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მისულიყო მიზანთან,
რომელიც მის გარდა არავინ უწყოდა.
...თორანი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში შევიდა და ხმა-
მაღლა დაიძახა:
– ბაითა!
ქალმა დამნაშავესავით გახედა.
– ჰო? გჭირდები, თორან?

330 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, მჭირდები. დალახვროს კოსმოსმა, აქ
რას უზიხარ? მას მერე, რაც ტრენტორზე ჩამოვფრინდით, რა-
ღაც უცნაურად იქცევი. რა გჭირს?
– ო, თორი, გაჩერდი რა, – დაღლილი ხმით უთხრა ბა-
ითამ.
– „ო, თორი, გაჩერდი რა!“ – გამოაჯავრა თორანმა გაბრა-
ზებით, თუმცა მერე უეცრად რბილად, ალერსიანად დაუმატა,
– იქნებ მითხრა, ბაი, რა გაწუხებს? რაღაცა თითქოს წესრიგ-
ში არაა.
– არა, არაფერი მსგავსი! აი, ამ ჯაჯღანს და ჯუჯღუნს თუ არ
შეწყვეტ, მართლა გავგიჟდები. უბრალოდ, ვფიქრობ.
– რაზე ფიქრობ?
– არაფერზე. როგორ გითხრა, ჯორსა და ჰეივენზე, დასა-
ბამსა და ებლინგ მისზე; და იმაზე, იპოვის თუ არა რაიმეს მე-
ორე დასაბამის შესახებ და რამდენად დაგვეხმარება ეს, თუკი
იპოვის. დაკმაყოფილდი?
– თუ მაშაყირებ, იქნებ შეწყვიტო? არ მსიამოვნებს და არც
სიტუაციის განმუხტვას უწყობს ხელს.
ბაითა წამოდგა და სუსტად გაიღიმა:
– კარგი. მე მშვენივრად ვარ. აი, შეხედე, ვიღიმები. მხი-
არულად.
ამ დროს კარს მიღმა მაგნიფიკოს ხმა გაისმა.
– ჩემო ქალბატონო...
– რა იყო, შემოდი...
ბაითამ სიტყვა გაწყვიტა, როდესაც კარი გაიღო და ზღურ-
ბლზე ფართოსახიანი კაცი გამოჩნდა.
– პრიტჩერ! – შესძახა თორანმა.
ბაითამ გაოცებით ამოთქვა:

331 მკითხველთა ლიგა


– კაპიტანო! როგორ მოგვაგენით?
ჰან პრიტჩერმა ოთახში შეაბიჯა. ხმა მკაფიო და გაწონას-
წორებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის, თუმც კი სრული-
ად უემოციო.
– ახლა მე პოლკოვნიკის წოდება მაქვს და ჯორის სამსა-
ხურში ვარ.
– ჯორის... სამსახურში! – თორანს სიტყვა გაუწყდა. მაგი-
დის გარშემო იდგნენ და ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებ-
დნენ.
მაგნიფიკო კედელ-კედელ შემოიძურწა და თორანის
ზურგს უკან დაიმალა. ზედაც არავინ შეხედა. ბაითამ თორანს
ხელი მოუჭირა, თუმცა მაინც კანკალებდა.
– მოხვედით, რომ დაგვაპატიმროთ? იმათ მხარეზე მარ-
თლა გადახვედით?
პოლკოვნიკმა დაყოვნების გარეშე მიუგო:
– არა, თქვენს დაპატიმრებას არ ვაპირებ. ჩემთვის მოცე-
მულ ინსტრუქციებში თქვენზე არაფერია ნათქვამი. თქვენთან
მიმართებაში სრულიად თავისუფალი ვარ და მირჩევნია მე-
გობრული ურთიერთობა შევინარჩუნო, თუკი ნებას დამ-
რთავთ.
თორანს განრისხებისგან სახე დაემანჭა.
– კი მაგრამ, როგორ გვიპოვეთ? ესე იგი, ფილიურ ხო-
მალდზე მართლა იყავით? უკან მოგვდევდით?
პრიტჩერის გაქვავებულ სახეზე უხერხულობის მსგავსმა
ემოციამ გადაირბინა.
– ვიყავი ფილიურ ხომალდზე! მე თქვენ კოსმოსში, იმ ად-
გილას... მმ... შემთხვევით შეგხვდით.
– ასეთი შემთხვევითობა მათემატიკურად შეუძლებელია.

332 მკითხველთა ლიგა


– არა, არაა შეუძლებელი. უბრალოდ, ნაკლებმოსალოდ-
ნელია, ასე რომ, ჩემი სიტყვის მიღება მოგიწევთ. თქვენ უთ-
ხარით ფილიელებს – რასაკვირველია, ფილია, როგორც
ერი, სინამდვილეში არ არსებობს – რომ ტრენტორის სექ-
ტორში მიფრინავდით და რადგან ჯორს უკვე ჰქონდა კონტაქ-
ტი ნეოტრენტორთან, თქვენი იქ დაკავება იოლი საქმე იქნე-
ბოდა. სამწუხაროდ, იქიდან ჩემს ჩასვლამდე გაფრინდით,
თუმცა ბევრი დრო არ დამიკარგავს. მქონდა საშუალება სა-
იმისოდ, რათა ტრენტორის ფერმერებისთვის მებრძანებინა,
თქვენი ჩასვლის შესახებ ეცნობებინათ ჩემთვის. ეს მათ შეას-
რულეს და, აი, მეც აქ ვარ. შეიძლება დავჯდე? მეგობრად ვარ
მოსული, დამიჯერეთ.
პრიტჩერი სკამზე ჩამოჯდა. თორანმა თავი დახარა და მძი-
მედ ჩაფიქრდა. ბაითა ჩაის ამზადებდა, ლამისაა მექანიკუ-
რად ირჯებოდა.
თორანმა თავი ასწია და პრიტჩერს მზერა სტყორცნა.
– მაშ, რას ელით... პოლკოვნიკო? ეგ თქვენი მეგობრობა
რაში გამოიხატება? თუ ეს დაპატიმრება არაა, მაშინ, რა
არის? მზრუნველი იზოლაცია? დაუძახეთ თქვენ ხალხს და გა-
ეცით ბრძანებები.
პრიტჩერმა აუღელვებლად, ნელა გააქნია თავი.
– არა, თორან. აქ ჩემი ნებით მოვედი, რომ დაგელაპარა-
კოთ და დაგარწმუნოთ, რასაც აკეთებთ, სრულიად ამაოა. თუ
ვერ დაგარწმუნებთ, ავდგები და წავალ. სულ ესაა.
– სულ ესაა? მაშ, მიდი, დაიწყეთ თქვენი პროპაგანდა,
თქვით სიტყვა, მერე კი დაგვტოვეთ. არავითარი ჩაი არ მინ-
და, ბაითა!

333 მკითხველთა ლიგა


პრიტჩერმა ბაითას ფინჯანი გამოართვა და მადლობა გა-
დაუხადა. ჩაი მოსვა, თორანს გამჭოლი მზერა სტყორცნა და
თქვა:
– ჯორი მუტანტია. მუტაციის ბუნებიდან გამომდინარე, მი-
სი დამარცხება შეუძლებელია.
– რატომ? ვითომ რა მუტაციაა ასეთი? – იკითხა თორანმა
ხუმრობანარევი ინტონაციით, – იქნებ კეთილი ინებოთ და
აგვიხსნათ?
– კი ბატონო, აგიხსნით. ეს მას არ დააზარალებს. საქმე
ისაა, რომ აქვს უნარი, საკუთარი ნება-სურვილით ცვალოს
ადამიანთა ემოციური ბალანსი. ეს რაღაც უწყინარი ფოკუსი-
ვით კი ჟღერს, მაგრამ, დამერწმუნეთ, უძლეველი იარაღია.
საუბარში ბაითა ჩაერთო.
– ემოციური ბალანსი? – გაიმეორა და შუბლი შეიკრა, –
რას გულისხმობთ? რაღაც ვერ გავიგე.
– იმის თქმა მინდა, რომ მისთვის ძალზე იოლია, ვთქვათ,
რომელიმე ნიჭიერ გენერალს თავისი ერთგულება ჩააგონოს,
და რწმენა იმისა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს. გენერ-
ლებს ემოციურად აკონტროლებს. ამიტომ მას ვერავინ უღა-
ლატებს, ზურგს ვერავინ შეაქცევს – ისინი მუდმივი კონტრო-
ლის ქვეშ არიან. მისი დაუძინებელი მტერი მის ყველაზე ერ-
თგულ ქვეშევრდომად იქცევა. კალგანის დიქტატორმა მას
თავისი პლანეტა ჩააბარა და დასაბამის ვიცე-მეფე გახდა.
– თქვენ კი, – მწარედ დაუმატა ბაითამ, – უღალატეთ
თქვენს საქმეს და გახდით ჯორის ელჩი ტრენტორზე. ყველა-
ფერი გასაგებია!
– ჯერ არ დამისრულებია. ჯორის ნიჭი კიდევ ერთი მიმარ-
თულებით მოქმედებს და კიდევ უფრო ეფექტიანადაც. სასო-

334 მკითხველთა ლიგა


წარკვეთა, აი, ემოცია! კრიტიკულ მომენტში, დასაბამის
მმართველები – ჰეივენის მმართველები – სასოწარკვეთაში
ჩავარდნენ. ამიტომ მათი სამყაროები ჯორს თითქმის უბ-
რძოლველად დანებდნენ.
– თქვენ გსურთ მითხრათ, – დაჟინებით იკითხა ბაითამ, –
რომ იმ ემოციებს, რასაც დროის ბუნკერში განვიცდიდი, ჯო-
რი წარმართავდა?
– ისევე, როგორც ჩემს ემოციებს. ყველას ემოციებს. გაიხ-
სენეთ, რა ხდებოდა ბოლოს ჰეივენზე?
ბაითამ გვერდზე გაიხედა.
პოლკოვნიკმა პრიტჩერმა გულახდილი ტონით განაგრძო:
– ეს მოქმედებს როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ასევე
მთელ სამყაროებზე. აბა, როგორაა შესაძლებელი ებრძოლო
ძალას, რომელსაც აქვს უნარი, დანებება გაიძულოთ მაშინ,
როდესაც ამის გაფიქრებაც კი ზიზღს გგვრიდათ?
თორანმა აუჩქარებლად ჩაილაპარაკა:
– როგორ დამიმტკიცებთ, რომ ეს სიმართლეა?
– და როგორ ახსნით დასაბამისა და ჰეივენის დაცემას?
შეგიძლიათ სხვა ახსნა მოუძებნოთ? აბა, თავად და‐ ფიქ-
რდით! რას მიაღწიეთ თქვენ, ან მე, ან მთელმა გალაქტიკამ,
რომელიც ჯორის წინააღმდეგ გაერთიანდა იმხანად? რამეს
მივაღწიეთ საერთოდ?
თორანმა გამოწვევა მიიღო:
– დალახვროს გალაქტიკამ, მე გეტყვით, რას მივაღწიეთ!
– მოულოდნელი გესლიანი კმაყოფილებით წამოიყვირა, –
თქვენს მშვენიერ ჯორს ჰქონდა კავშირი ნეოტრენტორთან,
ამბობთ, სადაც მისი ბრძანებით დაგვაკავეს, არა? მაგრამ ეს
კონტაქტები აღარ არსებობს. კრონპრინცი მოვკალით, მე-

335 მკითხველთა ლიგა


ორე კაცი კი ჭირვეულ, ჭიჭყინა იდიოტად ვაქციეთ. ჯორმა იქ
ვერ გაგვაჩერა და ჯერაც ვერაფერი გვიყო.
– არა, საქმე ასე არაა. ისინი ჩვენი ხალხი არ ყოფილან.
კრონპრინცი ერთი გალოთებული არარაობა გახლდათ. მე-
ორე კაცი, კომასონი – ფენომენალური ბრიყვი. თავის სამყა-
როში გარკვეულ ძალაუფლებას კი ფლობდა, მაგრამ ეს ხელს
არ უშლიდა ყოფილიყო ბოროტი, მანკიერი და აბსოლუტუ-
რად არაკომპეტენტური. ჩვენ მათთან რეალურად საქმეს არ
ვიჭერდით. ისინი, შეიძლება ითქვას, უბრალოდ ფანტომები
იყვნენ...
– მაგრამ სწორედ ისინი ცდილობდნენ ჩვენს დაკავებას.
– არა და არა. კომასონს ჰყავდა პერსონალური მონა, კა-
ცი სახელად ინჩნი. დაკავება მისი პოლიტიკის ნაწილი იყო.
მართალია, ბებერია, მაგრამ რაღაც დროით მისი სამსახური
გვაწყობდა. ის თქვენ არ მოგიკლავთ, როგორც ხედავთ.
ახლა პრიტჩერს ბაითამ შეუტია. თავის ჩაის არც გაჰკარე-
ბია.
– ერთი წუთით, თქვენ თქვით, რომ თქვენს ემოციებს ჯო-
რი აკონტროლებს. თქვენ გჯერათ ჯორის და ეს არაბუნებრი-
ვი, პათოლოგიური რწმენაა. მაშ, რა ფასი აქვს თქვენს მოსაზ-
რებებს? ობიექტური განსჯის უნარი დაკარგული გაქვთ.
– ცდებით, – პოლკოვნიკმა თავი ნელა გააქნია, – კონ-
ტროლქვეშ მხოლოდ ჩემი ემოციებია, გონება კი ისევე მუშა-
ობს, როგორც ყოველთვის. ჩემს აზროვნებაზე ემოციას, რა-
საკვირველია, შეუძლია გავლენა მოახდინოს, მაგრამ გან-
სხვავებულად აზროვნებას ვერ დამაწყებინებს; და ზოგიერთ
რაღაცას ახლა უფრო ცხადად ვხედავ, ვიდრე ჩემი ძველი
ემოციური სტატუსის დროს ვამჩნევდი.

336 მკითხველთა ლიგა


ვხედავ, რომ ჯორის პროგრამა გონივრული და ღირებუ-
ლია. მას მერე, რაც მომაქცია, თვალი გავადევნე მის კარიე-
რას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, დაწყებიდან დღემდე.
თავისი მუტაციური ძალის გამოყენებით ჯერ ერთ ყაჩაღსა და
მის ბანდას დაეუფლა. მათი მეშვეობით და საკუთარი ძალის
გამოყენებით პლანეტა დაიმორჩილა. იმ პლანეტის მეშვეო-
ბით და საკუთარი ძალის გამოყენებით გააგრძელა ექსპანსია
მანამ, სანამ კალგანის დიქტატორს არ მიადგა. მისი ყოველი
ნაბიჯი წინას ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა. კალ-
განს როდესაც დაეუფლა, მის ხელში მძლავრი ფლოტი აღ-
მოჩნდა, მისი მეშვეობით და საკუთარი ძალის გამოყენებით
დასაბამის წინააღმდეგ გაილაშქრა.
დასაბამი საკვანძო მომენტია, ყველაფრის გასაღებია.
იქაა თავმოყრილი გალაქტიკის ინდუსტრიული სიმძლავრეე-
ბი და ახლა, როდესაც დასაბამის ბირთვული ტექნოლოგიები
ჯორის ხელშია, იგი გალაქტიკის ნამდვილი ბატონ-პატრონი
ხდება.
ამ ტექნოლოგიებითა და საკუთარი ძალის გამოიყენებით
მას შეუძლია დაიმორჩილოს ყველაფერი, რაც იმპერიისგან
დარჩა და ბებერი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ – რომე-
ლიც ჭკუაზე აღარაა და დიდხანს ვერ იცოცხლებს – ახალ იმ-
პერატორად ეკურთხება. აი, მაშინ გაუჩნდება შესაფერისი სა-
ხელი, როგორც ფაქტის დაგვირგვინება. ამ ყველაფრით და
საკუთარი ძალის გამოყენებით გალაქტიკაში განა რომელი
სამყარო გაუწევს წინააღმდეგობას?
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მან ფაქტობრივად ახა-
ლი იმპერია შექმნა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან ამ
შვიდი წლის განმავლობაში მოახერხა ის, რასაც სელდონის

337 მკითხველთა ლიგა


ფსიქოისტორია კიდევ შვიდასი წლის განმავლობაში ვერ მო-
ახერხებდა. გალაქტიკაში, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა და
წესრიგი დაისადგურებს.
და ამას თქვენ ვერაფრით შეაჩერებთ – ისევე, როგორც
პლანეტის მოძრაობას თქვენი ხელით ვერ შეაჩერებთ.
პრიტჩერმა სიტყვა დაასრულა, რასაც ხანგრძლივი დუმი-
ლი მოჰყვა. მისი ჩაი გაცივდა. პოლკოვნიკმა ფინჯანი დაცა-
ლა, კვლავ შეავსო და ნელ-ნელა დალია. თორანი გამწარე-
ბით იჭამდა ფრჩხილებს. ბაითა გაფითრებულიყო, ცივი და
განყენებული გამომეტყველება ჰქონდა.
ბაითამ ჩუმად ჩაილაპარაკა:
– ვერ დაგვარწმუნეთ. თუ ჯორს ასე სურს, კეთილი ინებოს
და სცადოს... ჩვენი დამუშავება. როგორც ვხვდები, ბოლომ-
დე ეწინააღმდეგებოდით თქვენს მოქცევას, ასე არაა?
– რა თქმა უნდა, – პოლკოვნიკმა პრიტჩერმა საზეიმო ინ-
ტონაციით განაცხადა.
– მაშ, ჩვენც მოგვანიჭეთ იგივე პრივილეგია.
პოლკოვნიკი პრიტჩერი წამოდგა, ჩაილაპარაკა:
– მაშინ მე წავედი. როგორც გითხარით, ამჟამად თქვენ-
თან მიმართებაში ინსტრუქციები არ გამაჩნია. ამდენად, არ
მგონია, აუცილებელი იყოს, თქვენი აქ ყოფნის შესახებ მო-
ვახსენო. ეს მაინცდამაინც დიდ სიკეთედ არ ჩამეთვლება. თუ-
კი ჯორს თქვენი შეჩერება სურს, ეჭვგარეშეა, ჰყავს ხალხი,
ვისაც დაავალებს და დაგაკავებენ. მე კი ჩემი უფლებამოსი-
ლების გადაჭარბებას არ ვაპირებ.
– დიდი მადლობა, – ბაითამ ოდნავ გასაგონად ჩაილაპა-
რაკა.

338 მკითხველთა ლიგა


– რაც შეეხება მაგნიფიკოს. სადაა? გამოდი, მაგნიფიკო,
არაფერს დაგიშავებ...
– ის რაღაში დაგჭირდათ? – ბაითამ უეცარი ძალით ჰკით-
ხა.
– არაფერში. ჩემთვის მოცემულ ინსტრუქციებში მასზეც
არაფერია ნათქვამი. გამიგია, რომ დაეძებენ, მაგრამ ჯორი
მაშინ იპოვის, როცა მოისურვებს. მეტს არაფერს ვიტყვი. ჩა-
მომართმევთ ხელს?
ბაითამ თავი გააქნია. თორანმა გვერდზე გაიხედა.
პოლკოვნიკმა მხრები თითქოს ოდნავ ჩამოუშვა. კარისკენ
წავიდა, მაგრამ შედგა და მობრუნდა.
– და ბოლოს, ერთსაც გეტყვით. ნუ გგონიათ, თითქოს არ
ვიცი, ასე რატომ ჯიუტობთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მეორე
დასაბამს ეძებთ. როცა დრო მოვა, ჯორი საგანგებო ზომებს
მიიღებს და ვეღარაფერი გიშველით. ჩვენ ოდესღაც ერთმა-
ნეთს ვიცნობდით და, შესაძლოა, სინდისი მაიძულებს, ეს ყვე-
ლაფერი გითხრათ. ასეა თუ ისე, შევეცადე დაგხმარებოდით
და გამეფრთხილებინეთ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან. მშვი-
დობით.
სამხედრო სალამი მკვეთრი მოძრაობით მისცა... და გავი-
და.
ბაითა მდუმარე თორანს მიუბრუნდა და უთხრა:
– მეორე დასაბამის შესახებაც კი იციან.
ამ დროს ებლინგ მისი ბიბლიოთეკის ოთახში იჯდა, წარ-
მოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის გვერდით. ბინდბუნ-
დით გარემოცული შუქის კონუსში მოკუნტულიყო და გამარ-
ჯვებულივით რაღაცას ღიღინებდა.

339 მკითხველთა ლიგა


25 .

ფსიქოლოგის სიკვდილი

იმ დღის მერე ებლინგ მისს მხოლოდ ორი კვირის სიცოც-


ხლეღა დარჩენოდა.
იმ ორი კვირის განმავლობაში ბაითამ მხოლოდ სამჯერ
ნახა: პირველად იმ ღამით, პოლკოვნიკ პრიტჩერს როდესაც
შეხვდნენ, მეორედ – ერთი კვირის შემდეგ, მესამედ – კიდევ
ერთი კვირის შემდეგ, ბოლო დღეს, როდესაც ებლინგ მისი
მოკვდა.
პირველად იმ ღამით, პოლკოვნიკ პრიტჩერთან შეხვედ-
რის მერე. იმ ღამის პირველი საათი შეძრულმა ცოლ-ქმარმა
მდუმარედ გაატარა, მძიმე ფიქრებში ჩაძირულიყვნენ.
ბაითამ შესთავაზა:
– თორან, მოდი, ვუთხრათ ებლინგს.
თორანი ყრუდ გამოეპასუხა:
– რა, გგონია გვიშველის?
– ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ. ეს ტვირთი ვიღაცას უნდა გა-
ვუნაწილოთ. იქნება და შეუძლია შველა?
თორანმა მიუგო:

340 მკითხველთა ლიგა


– ძალიან შეიცვალა. საშინლად გახდა. ბუმბულივითაა,
მატყლის ფთილასავით, – თორანმა თითები ჰაერში ხატოვ-
ნად შეათამაშა, – ზოგჯერ მგონია, რომ ვეღარასოდეს გვიშ-
ველის. ზოგჯერ მგონია, საერთოდაც აღარაფერი გვეშველე-
ბა.
– გაჩუმდი! – იყვირა ბაითამ, ხმა გაებზარა, – თორი, გა-
ჩუმდი! ასე როცა ლაპარაკობ, მგონია, რომ ჯორი უკვე მოგ-
ვერია. მოდი, ვუთხრათ ებლინგს, თორი, ახლავე ვუთხრათ!
ოთახში შევიდნენ თუ არა, ებლინგ მისმა თავი ასწია, მზე-
რა მაგიდას მოაშორა, დაბინდული თვალებით შეხედა. თმა
აბურდული ჰქონდა, ტუჩებს გაჭირვებით ამოძრავებდა.
– რა? – იკითხა მან, – ვინმეს ვჭირდები?
ბაითა დაიხარა.
– გაგაღვიძეთ? ხომ არ წავიდეთ?
– წავიდეთ? ვინ ხართ, ბაითა? არა, არა, დარჩით! სკამები
აქ არაა? არადა, ვნახე, რომ იყო... – და გაურკვევლად გაიქ-
ნია ხელი.
თორანმა ორი სკამი მოსწია. ბაითა ჩამოჯდა და ფსიქო-
ლოგის უღონო ხელი თავის ხელებში მოაქცია.
– დოქტორო, შეიძლება დაგელაპარაკოთ? – ბაითა ამ წო-
დებით იშვიათად მიმართავდა.
– მოხდა რამე?
ფსიქოლოგის განყენებულ მზერაში სიცოცხლის სუსტი ნა-
პერწკალი გაკრთა. ჩამოფლაშული ლოყები ოდნავ გაუვარ-
დისფრდა.
– კაპიტანი პრიტჩერი იყო მოსული, – უპასუხა ბაითამ, –
თორი, მოდი, მე ვილაპარაკებ, კარგი? გახსოვთ კაპიტანი
პრიტჩერი, დოქტორო?

341 მკითხველთა ლიგა


– კი, კი, – მისმა ტუჩებზე თითი მოისვა, – მაღალი კაცი.
დემოკრატი.
– დიახ. რომელმაც ჯორის მუტაცია აღმოაჩინა. აქ იყო და
ეს გვითხრა.
– მაგრამ ამაში ახალი არაფერია. ჯორის მუტაცია სრული-
ად ცხადია, – ფსიქოლოგმა გაოცებით ჩაილაპარაკა, – ნუთუ
აქამდე არ გითხარით? ნუთუ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა?
– დაგავიწყდათ გეთქვათ რა? – სწრაფად ჰკითხა თორან-
მა.
– ჯორის მუტაციის შესახებ, ცხადია, ემოციებს რომ მარ-
თავს. ემოციების კონტროლი შეუძლია! მართლა არ გითხა-
რით? რამ დამავიწყა? – ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ჩაფიქრდა.
ებლინგ მისი ნელ-ნელა გამოცოცხლდა, თვალები ფარ-
თოდ გაახილა, თითქოს მისი შენელებული გონება ჩვეულ,
გაკვალულ გზას დაუბრუნდაო. თუმცა მაინც ისე ლაპარაკობ-
და, თითქოს ძილ-ბურანში იყო, მოსაუბრეებს არ უყურებდა.
– სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. სპეციალურ
ცოდნასაც კი არ მოითხოვს. ფსიქოისტორიის მათემატიკა,
ცხადია, ამოცანას აიოლებს – მესამე ხარისხის განტოლების
ამოხსნა საკმარისი გახლდათ, თუმცა ამას ახლა მნიშვნელო-
ბა არ აქვს. მარტივად შეიძლება ითქვას – უხეშად – და აზრი
გასაგები იქნება, რაც ფსიქოისტორიული ფენომენების აღწე-
რისას იშვიათად ხდება.
აბა, ჰკითხეთ თქვენ თავს – რას შეეძლო ჰარი სელდონის
საგულდაგულოდ დამუშავებული ფსიქოისტორიული გეგმა
დაერღვია? – მისმა ახედა, მზერას ანაცვლებდა, ხან ბაითას
უყურებდა, ხან თორანს, კითხვას მღელვარედ უსვამდა, – რა
იყო სელდონის თავდაპირველი დაშვება? ჯერ ერთი ის, რომ

342 მკითხველთა ლიგა


ადამიანთა საზოგადოებაში შემდეგი ათასწლეულის განმავ-
ლობაში ძირეული ცვლილებები არ მოხდებოდა.
წარმოიდგინეთ, გალაქტიკურ ტექნოლოგიებში რადიკა-
ლური ცვლილება რომ მომხდარიყო, როგორიცაა, ვთქვათ,
ენერგიის დაგროვების ახალი პრინციპის აღმოჩენა ანდა
გარღვევა ელექტრონული ნეირობიოლოგიის შესწავლაში,
ამის შედეგად მომხდარი სოციალური ცვლილებები სელდო-
ნის თავდაპირველ განტოლებებს აზრს დაუკარგავდა. მაგრამ
ეს აღმოჩენები არ მომხდარა, ასე არაა?
ანდა წარმოიდგინეთ, რომ დასაბამის გარეთ ახალი იარა-
ღი გამოიგონეს, რომელიც მთელ მის ძლევამოსილებას ხაზს
გადაუსვამდა. ამასაც შეეძლო სელდონის სქემაში დამანგრე-
ველი ცვლილებები გამოეწვია, თუმცა ნაკლები ალბათობით.
მაგრამ არც ეს მომხდარა. ჯორის ბირთვული ველის დეპრე-
სორი ერთობ ტლანქი საშუალება აღმოჩნდა, რომელსაც შე-
საძლებელია წინააღმდეგობა გაუწიო. ეს იყო ერთადერთი
ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც მან გამოიყენა და ისიც
არ აღმოჩნდა ეფექტიანი.
მაგრამ არსებობდა მეორე დაშვება, გაცილებით უფრო
მოწყვლადი! სელდონმა დაუშვა, რომ ადამიანთა რეაქცია
სხვადასხვა სტიმულებზე უცვლელი დარჩებოდა. თუკი პირვე-
ლი დაშვება გამართლდებოდა, არავითარი გარანტია არ არ-
სებობდა, რომ მეორე დაშვება არ დაირღვეოდა! რაღაც ფაქ-
ტორს შეეძლო ადამიანთა ემოციური რეაქციები თავდაყირა
დაეყენებინა, დაერღვია – წინააღმდეგ შემთხვევაში სელდო-
ნი და დასაბამი არ დაეცემოდა; და განა რა შეიძლება ყოფი-
ლიყო ეს ფაქტორი, თუ არა ჯორი? მართალი ვარ თუ არა?
ჩემს მსჯელობაში რაიმე შეცდომას თუ ხედავთ?

343 მკითხველთა ლიგა


ბაითამ ებლინგ მისს მაჯაზე თავისი ფუმფულა ხელი ნაზად
გადაუსვა.
– მართალი ხართ, ებლინგ.
მისს პატარა ბავშვივით გაუხარდა.
– ჰოდა, ეს და კიდევ მრავალი სხვა რამ იოლად გაიხსნა!
ზოგჯერ მიკვირს ხოლმე, რა ხდება ჩემს გონებაში. ოდესღაც
ყველაფერი იდუმალი, ბურუსით მოცული ჩანდა, ახლა კი ყვე-
ლაფერი ცხადზე უცხადესია! პრობლემები აღარ არსებობს.
როგორც კი გაჩნდება ხოლმე ახალი პრობლემა, გონებაში
როგორღაც თავისით წყდება და ყველაფერი აშკარა ხდება,
ყველაფერს ვხედავ და მესმის. ჩემი მიგნებები, ჩემი თეორიე-
ბი თავისით იბადება. რაღაც თითქოს მექაჩება შინაგანად...
მუდმივად წინ... ისე, რომ ვერც ვჩერდები... აღარც ჭამა მინდა
და აღარც ძილი... მხოლოდ მოძრაობა... წინსვლა... მხოლოდ
წინ... წინ...
ჩურჩულზე გადავიდა. ცისფერი ვენებით დაღარული ხელი
შუბლზე დაიდო. თვალებში ცეცხლი ჩაუქრა. ჩუმად ჩაილაპა-
რაკა:
– ესე იგი, არ მითქვამს თქვენთვის, ჯორის მუტაციური ძა-
ლა რაში მდგომარეობს? მაგრამ მაშინ, საიდან... მგონი,
თქვით, რომ იცით, არა?
– კაპიტან პრიტჩერზე გეუბნებოდით, ებლინგ, – უთხრა
ბაითამ, – გახსოვთ?
– იმან გითხრათ? – ებლინგ მისმა ისე იკითხა, თითქოს შე-
ურაცხყოფილად იგრძნო თავი, – კი მაგრამ, საიდან გაიგო?
– ჯორმა დაამუშავა. ახლა მისი პოლკოვნიკია. იმისთვის
მოვიდა, რომ გვირჩიოს, ჯორს დავნებდეთ და იგივე გვით-
ხრა, რაც თქვენ.

344 მკითხველთა ლიგა


– ჯორმა იცის, რომ აქ ვართ? უნდა ვიჩქარო... სადაა მაგ-
ნიფიკო? თქვენთან არ იყო?
– მაგნიფიკოს სძინავს, – მოუთმენლად მიუგო ბაითამ, –
უკვე შუაღამეს გადასცდა.
– მართლა? როდესაც მოხვედით, მეძინა?
– დიახ, – უპასუხა ბაითამ დარწმუნებით, – მაგრამ ახლა
მუშაობა აღარ გააგრძელოთ. ლოგინში იწექით. თორი, მო-
დი, მომეხმარე. თქვენ კი ხელს ნუ მკრავთ, ებლინგ. მადლო-
ბა თქვით, რომ საშხაპეში არ მიმყავხართ. ფეხსაცმელი გააძ-
რე, თორი. ხვალ დილით კი მოდი და ჰაერზე გაიყვანე, სანამ
საბოლოოდ არ ჩამოჭკნა. ებლინგ, ერთი სარკეში ჩაიხედეთ.
მალე აბლაბუდა მოგედებათ. არ გშიათ?
ებლინგ მისმა თავი გააქნია და ბაითას გახედა, ჭირვეუ-
ლად ჩაიდუდუნა:
– მინდა, რომ მაგნიფიკოს სთხოვოთ, ხვალ ჩემთან მოვი-
დეს.
ბაითამ საბანი გაუსწორა, ჩაფუთნა.
– ხვალ მე მოვალ თქვენთან და სუფთა ტანსაცმელს მოგი-
ტანთ. ერთი კარგი აბაზანა მიიღეთ, მერე კი გარეთ გადით,
ფერმას ეწვიეთ, მზეს დაენახვეთ.
– მაგას ვერ გავაკეთებ, – სუსტად უპასუხა მისმა, – გეს-
მით? ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.
შეთხელებული ჭაღარა ბალიშზე გვირგვინივით გაეშალა.
შეთქმულის ჩურჩულით უთხრა:
– თქვენ ხომ გინდათ, მეორე დასაბამი რომ ვიპოვო?
თორანი სწრაფად მობრუნდა და გასაშლელ საწოლზე ებ-
ლინგ მისის გვერდით ჩამოჯდა.
– ებლინგ, მეორე დასაბამზე რას იტყვით?

345 მკითხველთა ლიგა


ფსიქოლოგმა საბნის ქვემოდან ხელი გამოიღო და თორა-
ნის სახელოს უღონო თითებით მოეჭიდა.
– დასაბამი ფსიქოლოგთა დიდი კონგრესის გადაწყვეტი-
ლებით შეიქმნა, რომელსაც ჰარი სელდონი თავმჯდომარე-
ობდა. თორან, ამ კონგრესის გამოქვეყნებული მასალები ვი-
პოვე. ოცდახუთი ფილმი. ანგარიშებშიც ჩავიხედე.
– და რა?
– ის, რომ ამ მასალების მიხედვით პირველი დასაბამის
ადგილმდებარეობის განსაზღვრა ძალზე იოლია, თუკი ფსი-
ქოისტორიაში ოდნავ მაინც ერკვევა კაცი. მის კოორდინა-
ტებს ხშირად შეხვდებით, მათემატიკური განტოლებების გარ-
ჩევა თუ შეგიძლიათ. მაგრამ, თორან, მეორე დასაბამის ხსე-
ნება საერთოდ არაა, მცირედი მინიშნებაც კი ვერსად ვნახე.
თორანმა შუბლი შეიჭმუხნა.
– ანუ რა, არ არსებობს?
– ცხადია, არსებობს, – მისმა წყრომით შესძახა, – ვინ
თქვა, რომ არ არსებობს? მაგრამ მასზე თითქმის არ ლაპარა-
კობენ. მისი მნიშვნელობა – და ამაზე ყველაფერი მეტყვე-
ლებს – უფრო მეტადაა დაფარული, მეტადაა გაბუნდოვანებუ-
ლი. ხვდებით? ამ ორიდან ის უფრო მნიშვნელოვანია. ისაა
გადამწყვეტი! სწორედ ისაა ყველაფერი! ამას სელდონის
კონგრესის მასალებიდან მივხვდი. ასე რომ, ჯორს ჯერ არ გა-
უმარჯვია...
ბაითამ უხმოდ ჩააქრო შუქი.
– დაიძინეთ, ღამე მშვიდობისა!
ბაითა და თორანი თავის საცხოვრებელში ასევე უხმოდ
ავიდნენ.

346 მკითხველთა ლიგა


მეორე დღეს ებლინგ მისმა თავისით იბანავა, სუფთად ჩა-
იცვა, ტრენტორის მზეს მიეფიცხა და მისი ქარის ქროლვაც
იგრძნო უკანასკნელად. დღის ბოლოს გიგანტური ბიბლიო-
თეკის წიგნებში ისევ ჩაეფლო და გარეთ აღარც გამოსულა.
შემდეგი კვირის განმავლობაში ცხოვრება ჩვეული რიტ-
მით მიედინებოდა. ნეოტრენტორის მზე ტრენტორის ღამეულ
ცაზე კაშკაშა ვარსკვლავივით მოჩანდა. ფერმაში საგაზაფხუ-
ლო თესვა იყო გაჩაღებული. უნივერსიტეტის კორპუსები
უკაცრიელი და მდუმარე გახლდათ. გალაქტიკა ცარიელი გე-
გონებოდა. თითქოს არავითარი ჯორი არ არსებობსო.
ბაითა ამაზე ფიქრობდა. თორანი სიგარას დიდი მონდომე-
ბით უკიდებდა, ლურჯ ცას გაჰყურებდა, ჰორიზონტზე ალაგ-
ალაგ რომ მოჩანდა ლითონის დაგრეხილ კონსტრუქციებს
შორის.
– მშვენიერი დღეა, – თქვა თორანმა.
– კი, მართალია. ყველაფერი ჩაწერე სიაში, თორი?
– ცხადია. ნახევარი ფუნტი კარაქი, თორმეტი კვერცხი,
მწვანე ბარდა – ბაი, აგერ წერია. არაფერი დამვიწყებია.
– ძალიან კარგი. ოღონდ მიაქციე ყურადღება, რომ ბოს-
ტნეული ახალი იყოს, სამუზეუმო ექსპონატები არ შემოგაპა-
რონ. სხვათა შორის, მაგნიფიკოსთვის თვალი ხომ არ მოგიკ-
რავს?
– საუზმის მერე, აღარ. ალბათ, ქვემოთაა, ებლინგთან,
პროექტორში წიგნს ათვალიერებს.
– კარგი. დროს ნუღარ დაკარგავ, სადილისთვის კვერცხი
მჭირდება.
თორანმა გაუღიმა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქ-
ნია.

347 მკითხველთა ლიგა


როგორც კი თვალს მოეფარა, ბაითა მიბრუნდა, სამზარეუ-
ლოს კარის წინ შეჩერდა წამით, მაგრამ შესვლა გადაიფიქრა
და კოლონადას გაუყვა, რომელიც ლიფტამდე მიდიოდა. ბიბ-
ლიოთეკაში ჩაეშვა.
ებლინგ მისი იქ იყო. თავდახრილი პროექტორის ოკულა-
რებს ჩასჩერებოდა, უძრავად იჯდა, გახევებული. მის გვერ-
დით, სკამზე მაგნიფიკო მოკრუნჩხულიყო. გამჭოლი მზერა
ჰქონდა – კუთხოვანი კიდურების გროვას ჰგავდა, რომელსაც
გაძვალტყავებულ სახეზე ვეება ცხვირი აგვირგვინებდა.
ბაითამ ჩუმად დაუძახა:
– მაგნიფიკო...
მაგნიფიკო წამსვე წამოხტა, მომლოდინე ჩურჩულით მი-
უგო:
– ჩემო ქალბატონო!
– მაგნიფიკო, თორანი ფერმაში წავიდა. რაღაცის დაბარე-
ბა დამავიწყდა, თუ არ დაგეზარება, იქნებ ბარათი წაუღო? ახ-
ლავე დაგიწერ.
– სიამოვნებით, ჩემო ქალბატონო! ჩემთვის დიდი სიხარუ-
ლია, თუკი მცირედით მაინც შემიძლია გემსახუროთ.
ბაითა ებლინგ მისთან მარტო დარჩა, რომელიც ამ ხნის
განმავლობაში არც კი შეტოკებულა. ქალი მივიდა და მხარზე
მძიმედ დაადო ხელი.
– ებლინგ...
ფსიქოლოგი შეკრთა და ჭირვეულად წამოიყვირა:
– რა ხდება?
მერე თვალები დაახამხამა და თქვა:
– აა, ეს თქვენ ხართ, ბაითა? მაგნიფიკო სადაა?

348 მკითხველთა ლიგა


– საქმეზე გავაგზავნე. მარტო მინდა დაგელაპარაკოთ, –
ფრაზა ხაზგასმულად, დაჟინებით უთხრა, – მინდა დაგელაპა-
რაკოთ, ებლინგ.
ფსიქოლოგს პროექტორისკენ მიბრუნება უნდოდა, მაგრამ
ბაითას მის მხარზე ხელი ერთობ მტკიცედ ედო. ტანსაცმლის
ქვეშ ძვლები აშკარად იგრძნო. მას მერე, რაც ტრენტორზე ჩა-
მოფრინდნენ, ფსიქოლოგი დაილია, ხორცი დაკარგა. სახე
ჩაყვითლებული, ლოყები კი ჩამოფლაშული ჰქონდა. სამი
დღის გაუპარსავი იყო. მხრები აშკარად ჩამოვარდნოდა, ეს
დამჯდარსაც კი ეტყობოდა.
ბაითამ ჰკითხა:
– მაგნიფიკო ხელს ხომ არ გიშლით, ებლინგ? დღე და ღა-
მე აქაა.
– ო, არა, არა! სულაც არ მიშლის. ჩუმად ზის თავისთვის,
არასოდეს მაწუხებს. ზოგჯერ ჩემთვის მიკროფილმები მო-
აქვს. ზოგჯერ უკითხავადაც კი ხვდება, რა მინდა. მიეცით უფ-
ლება, აქ იყოს.
– ძალიან კარგი... მაგრამ, ებლინგ, ნუთუ არ გიკვირთ? ებ-
ლინგ, მისმენთ? ნუთუ არ გიკვირთ?
ქალმა სკამი მისწია, ფსიქოლოგს მიუჯდა, თვალებში უნ-
დოდა ჩაეხედა. ებლინგ მისმა თავი გააქნია.
– არა. რას გულისხმობთ?
– იმას, რომ პოლკოვნიკმა და თქვენც გვითხარით, ჯორს
ადამიანის ემოციები შეუძლია აკონტროლოსო. ამაში დარ-
წმუნებული ხართ? ნუთუ მაგნიფიკო ამ თეორიის სუსტი წერ-
ტილი არ გამოდის?
ებლინგ მისმა არაფერი უპასუხა.

349 მკითხველთა ლიგა


ბაითას ერთი სული ჰქონდა, ფსიქოლოგი აელაპარაკები-
ნა.
– ებლინგ, რა გჭირთ? მაგნიფიკო ჯორის მასხარა იყო. მა-
შინ რატომ არ ჩაუნერგა თავის მიმართ სიყვარული და ერ-
თგულება? რატომაა, რომ მას, ერთადერთს, ვინც ჯორთან
ურთიერთობდა, თავისი ბატონი ესოდენ სძულდა და სძულს?
– არა... არა, ისიც დაპროგრამებულია. ნამდვილად ასეა,
ბაი! – ებლინგი თითქოს ლაპარაკისას იკრებდა აზრებს, –ნუ-
თუ ფიქრობთ, რომ მას ისევე ენდომებოდა ჯამბაზის დაპროგ-
რამება, როგორც გენერლებს აპროგრამებდა? ამ უკანას-
კნელთაგან მას რწმენა და ერთგულება სჭირდებოდა, ჯამბა-
ზისგან კი – შიში. ნუთუ არ გიფიქრიათ, რომ მაგნიფიკოს
მუდმივი შიში ჯორის წინაშე თავისთავად პათოლოგიური ხა-
სიათისაა? განა ბუნებრივია ადამიანისთვის, მუდმივად ასეთ
შიშს განიცდიდეს? ასეთი შიში თავისთავად კომიკური ხდება.
საფიქრებელია, ჯორისთვისაც კომიკური იქნებოდა, და ასევე,
სასარგებლოც, რადგან წარმოდგენა ჯორზე მაგნიფიკოს შიშ-
მა შთააგონა, რაც შემდეგ დასაბამში გავრცელდა.
– გინდათ თქვათ, რომ მაგნიფიკოს ინფორმაცია ჯორის
შესახებ სიყალბეა?
– შეცდომაში შემყვანია. პათოლოგიური შიშით შეფერი-
ლი. ჯორი ფიზიკურად გოლიათი სულაც არაა, როგორც ეს
მაგნიფიკოს ჰგონია. სავარაუდოდ, მის მენტალურ ძალას თუ
არ ჩავთვლით, სხვა მხრივ, ის ერთი რიგითი ადამიანია. მაგ-
რამ მას მოსწონდა, რომ მაგნიფიკო სუპერმენად აღიქვამდა,
– ფსიქოლოგმა მხრები აიჩეჩა, – ასეა თუ ისე, მაგნიფიკოს
ინფორმაცია მნიშვნელოვნად ვეღარ ჩაითვლება.
– მაშინ რა ჩაითვლება მნიშვნელოვნად?

350 მკითხველთა ლიგა


მისმა ხელი ჩამოაღებინა და პროექტორს მიუბრუნდა.
– მაშინ რა ჩაითვლება მნიშვნელოვნად? – გაიმეორა ბა-
ითამ, – მეორე დასაბამი?
ფსიქოლოგმა ბაითას გახედა.
– ამის შესახებ რამე გითხარით? არ მახსოვს, თქვენთვის
ამაზე მეთქვას. ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. გითხარით რამე?
– არაფერი, – დაბეჯითებით მიუგო ბაითამ, – ო, გალაქტი-
კა, თქვენ არაფერი გითქვამთ ჩემთვის, მაგრამ ნამდვილად
ჯობდა, გეთქვათ, რადგან სასტიკად დავიღალე, მეტი აღარ
შემიძლია. როდის მორჩება ეს ყველაფერი?
ებლინგ მისმა ბაითას გაურკვეველი წუხილით აღსავსე
მზერა მიაპყრო.
– არა, არა... ჩემო ძვირფასო, სულაც არ მინდოდა, გული
გტკენოდათ. ზოგჯერ მავიწყდება... ვინ არიან ჩემი მეგობრე-
ბი. ზოგჯერ მგონია, რომ ამის შესახებ საერთოდ არავის უნდა
ველაპარაკო. საიდუმლოდ უნდა შევინახო, ჯორისგან სა-
იდუმლოდ, ცხადია, თქვენგან კი არა, ჩემო ძვირფასო, – ბა-
ითას მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი.
– რა იცით მეორე დასაბამზე? – ჰკითხა ბაითამ.
ებლინგ მისი ჩურჩულზე გადავიდა, რომელიც თან ხმადა-
ბალი იყო და თან – მჟღერი.
– კონგრესის მასალები სრულიად აზრსმოკლებული მე-
გონა მანამ, სანამ ერთი თვის წინ უცებ გონება არ გამინათდა.
თუმცა, ახლაც კი ორაზროვანია, გარკვეულად... კონგრესის
მასალები ხშირად აბსტრაქტულია, ბუნდოვანი... არაერთხელ
მიფიქრია, რომ მათ, ვინც კონგრესს ესწრებოდნენ, არ უწ-
ყოდნენ, რა ჰქონდა სელდონს ჩაფიქრებული... ზოგჯერ მგო-
ნია, რომ მან კონგრესი გამოიყენა, როგორც გრანდიოზული

351 მკითხველთა ლიგა


დეკორაცია და მხოლოდ თავად იცოდა შინაგანი სტრუქტუ-
რა...
– დასაბამების შინაგანი სტრუქტურა? – ბაითა დაჟინებით
ჩაეკითხა.
– მეორე დასაბამის! ჩვენი დასაბამი მარტივი იყო. მაგრამ
მეორე დასაბამი მხოლოდ სახელი გახლდათ. მასალებში კი
იხსენიება, მაგრამ მისი დამუშავებული სქემა, თუკი საერთოდ
არსებობდა, მათემატიკურ ჯურღმულებში ღრმადაა ჩამალუ-
ლი. ბევრი რაღაც აქამდე არ მესმის, თუმცა ბოლო კვირაა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი მონაცემები ერთ ბუნდოვან სურათად მაინც
მიყალიბდება.
გალაქტიკის მთელ მეცნიერებას მოუყარეს თავი, ისეთი
პირობები შექმნეს, რომ შემდგომ მისი გაცოცხლება მომხდა-
რიყო. მაგრამ მათ შორის ფსიქოლოგები არ იყვნენ. ეს უცნა-
ურ გამონაკლისს წარმოადგენდა და თავისი მიზანიც უნდა
ჰქონოდა. ჩვეულებრივი ახსნა ისაა, რომ სელდონის ფსიქო-
ისტორია უკეთესად მუშაობს მაშინ, როდესაც ინდივიდებს –
ანუ ადამიანებს – არ აქვთ ცოდნა იმისა, თუ რა მოელით და
ამიტომ ახალ სიტუაციებზე ბუნებრივად რეაგირებენ. მომყვე-
ბით, ჩემოძვირფასო?..
– დიახ, დოქტორო...
– მაშინ ყურადღებით მისმინეთ. დასაბამი ნომერი ორი
მენტალურ მეცნიერთა სამყარო იყო. იქ ფსიქოლოგია ბატო-
ნობდა, ფიზიკა კი არა. ერთპიროვნულად. ხვდებით?
– ვერა.
– ბაითა, აბა, დაფიქრდით. გონება აამუშავეთ. ჰარი სელ-
დონმა იცოდა, რომ ფსიქოისტორიას დიდი ალბათობით შე-
უძლია პროგნოზირება, თუმცა არა ასპროცენტიანი გარანტი-

352 მკითხველთა ლიგა


ით. ყოველთვის არსებობდა შეცდომის დაშვების გარკვეული
შესაძლებლობა და დროთა განმავლობაში შეცდომის მას-
შტაბი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებოდა. სელდონი
შეეცადა ამისგან თავი დაეცვა იმდენად, რამდენადაც ეს სა-
ერთოდ შესაძლებელი იყო. ჩვენი დასაბამი ძლიერი გახ-
ლდათ. მას არმიებისა და იარაღის დამარცხება შეეძლო. ძა-
ლისთვის ძალა შეეძლო დაეპირისპირებინა. მაგრამ ჯორის-
ნაირი მუტანტის მენტალურ შემოტევას, აბა, რას დაუპირის-
პირებდა?
– ეს მეორე დასაბამის ფსიქოლოგების საქმე უნდა ყოფი-
ლიყო! – შესძახა ბაითამ მღელვარედ.
– დიახ, დიახ, დიახ! რასაკვირველია!
– მაგრამ მათ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ!
– და საიდან იცით, რომ არაფერი გაუკეთებიათ?
ბაითა დაფიქრდა.
– მართალია, არ ვიცი. მაგრამ თქვენ თუ გაქვთ რაიმე
მტკიცებულება, რომ გააკეთეს?
– არა. მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც არ ვიცი.
მეორე დასაბამი დასრულებული სახით ვერ შეიქმნებოდა,
ისევე, როგორც ჩვენი. ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებოდით და
ძალებს ვიკრებდით, ისინიც, ალბათ, ასევე. მხოლოდ ვარ-
სკვლავებმა უწყიან, დღეს რა ძალას ფლობენ. საკმარისად
ძლიერები არიან თუ არა, ჯორს რომ ებრძოლონ? იციან თუ
არა, რა საფრთხე დაემუქრა პირველ დასაბამს? ჰყავთ თუ
არა უნარიანი ლიდერები?
– მაგრამ ისინი თუ სელდონის გეგმას მიჰყვებიან, გამო-
დის, რომ ჯორი მეორე დასაბამმა უნდა დაამარცხოს.

353 მკითხველთა ლიგა


– აჰ! – ებლინგ მისი დაფიქრდა, ჩამომხმარი სახე დაემან-
ჭა, – ისევ იმავეს ამბობთ? მაგრამ მეორე დასაბამის შექმნა
გაცილებით მძიმე საქმე იყო, ვიდრე პირველის. ის სტრუქტუ-
რულად გაცილებით უფრო რთულია და, შესაბამისად, შეც-
დომის შესაძლებლობაც უფრო მაღალია. მაგრამ თუკი მე-
ორე დასაბამი ჯორს ვერ დაამარცხებს, ცუდი იქნება. ძალზე
ცუდი – სასიკვდილოდ ცუდი; და ეს იქნებ კაცობრიობის აღ-
სასრულიც კი აღმოჩნდეს, იმ კაცობრიობისა, რომელსაც ვიც-
ნობთ.
– არა.
– დიახ. რა იქნება, თუკი ჯორის შთამომავლები მის მენტა-
ლურ ძალას მიიღებენ მემკვიდრეობით? ხედავთ? ჰომო საპი-
ენსი მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. ისინი ახალ, დომინან-
ტურ რასად იქცევიან – ახალი არისტოკრატია გაჩნდება –
ჰომო საპიენსები კი მათი მონები გახდებიან. ასე არაა?
– დიახ, ამას ჰგავს.
– და თუნდაც ჯორმა რაღაც მიზეზის გამო ვერ დააფუძნოს
დინასტია, ის მაინც შექმნის ახალ იმპერიას, რომელიც მხო-
ლოდ და მხოლოდ მის პერსონალურ ძალაუფლებაზე იქნება
დამყარებული. იმპერია მასთან ერთად მოკვდება, გალაქტი-
კა ისევ ისეთი იქნება, როგორიც ჯორის გამოჩენამდე იყო,
ოღონდ დასაბამები აღარ იარსებებს – რომლის გარშემო რე-
ალური, ჯანსაღი მეორე იმპერია შეიძლება ჩამოყალიბებუ-
ლიყო. ეს კი ბარბაროსობის ათასწლეულებს ნიშნავს; და ამას
ბოლო უკვე აღარ ექნება.
– რა შეიძლება გავაკეთოთ? შეგვიძლია მეორე დასაბამი
გავაფრთხილოთ?

354 მკითხველთა ლიგა


– უნდა გავაფრთხილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შე-
საძლოა, საკუთარ არცოდნას შეეწირონ, არადა, ამის დაშვე-
ბა არაფრით შეიძლება. მაგრამ მათი გაფრთხილების საშუა-
ლება არ მაქვს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ ვიცი, სად მდებარეობს მეორე დასაბა-
მი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გალაქტიკის მეორე ბოლოშია,
მაგრამ იქ მილიონობით სამყაროა, როგორ გინდა მათგან
ერთი გამოარჩიო?
– მაგრამ, ებლინგ, აქ არაფერია ნათქვამი? – ბაითამ მა-
გიდაზე დაყრილ მიკროფილმებზე მიუთითა.
– არა, არაფერი. ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. ამგვარი გასაი-
დუმლოება რაღაცაზე მეტყველებს. ამას თავისი მიზეზი ნამ-
დვილად უნდა ჰქონდეს.
ებლინგ მისი შეფიქრიანდა.
– ახლა კი დამტოვეთ. ისედაც უამრავი დრო დავკარგე.
არადა, დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება...
თქვა და მიბრუნდა, გაღიზიანებული და დაღვრემილი იყო.
მაგნიფიკოს მსუბუქი ფეხის ხმა გაისმა.
– ჩემო ქალბატონო, თორანი უკვე დაბრუნდა.
ებლინგ მისი ჯამბაზს არ მიესალმა. პროექტორის ოკულა-
რებს ჩაჰყურებდა.
...იმ საღამოს, როდესაც თორანმა ცოლს მოუსმინა, თქვა:
– და შენ ფიქრობ, რომ მართალს ამბობს, ბაი? ხომ არ
ფიქრობ, რომ ის... – თორანი შეყოყმანდა, სიტყვა გაწყვიტა.
– კი, მართალს ამბობს, თორი. ძალზე დასუსტებულია, ეს
კარგად მესმის. ის, რომ შეიცვალა, ძალიან რომ გახდა, და
ისიც, თუ როგორც ლაპარაკობს, მხოლოდ ერთზე მეტყვე-

355 მკითხველთა ლიგა


ლებს – ავადაა. მაგრამ როდესაც ჯორზე ანდა მეორე დასა-
ბამზე, ანდა თავის სამუშაოზე ლაპარაკობს, უნდა მოუსმინო.
მაგ დროს მისი აზრები ცხადია და ნათელი, მოწმენდილი ცა-
სავით. იცის, რასაც ამბობს. მე მისი მჯერა.
– მაშ, იმედიც ყოფილა, – თორანმა ეს ნახევრად კითხვი-
თი ინტონაციით თქვა.
– მე... მე ეს ჯერ ვერ დავადგინე. შესაძლოა! ანდა, იქნებ
არც არის შესაძლო. ახლა ბლასტერი ყველგან თან დამაქვს,
– ბაითამ ლაპლაპალულიანი იარაღი ამოიღო, – ყოველი
შემთხვევისთვის, თორი, ყოველი შემთხვევისთვის.
– რომელი შემთხვევისთვის?
ბაითამ ისტერიკულად გაიცინა.
– მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ოდნავ გავაფრინე,
ოდნავ – ებლინგ მისივით.
ამ დროს ებლინგ მისს სიცოცხლის მხოლოდ შვიდი დღეღა
დარჩენოდა; და ამ შვიდმა დღემ შეუმჩნევლად, მშვიდად ჩაი-
არა.
თორანს ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი თითქოს ძილ-ბუ-
რანში ჩაიძირა. თბილი დღეები და უნივერსიტეტის სამარისე-
ბური სიჩუმე ლეთარგიას ჰგვრიდა. გეგონებოდა, სიცოცხლეს
სიცხოველე დაეკარგა და უსასრულო ძილს მისცა თავი.
ებლინგ მისი წიგნთსაცავში ჩაკეტილიყო, თავაუღებლად
მუშაობდა, თუმცა მის შრომას შედეგი არ მოჰყოლია. არავის
უშვებდა თავისთან, მაგნიფიკოს გარდა. ერთადერთი, ჯამბა-
ზი იყო, ვინც მეცნიერის არსებობას მოწმობდა. მაგნიფიკო კი-
დევ მეტად უტყვი და დაფიქრებული შეიქნა, ფეხის წვერებაზე
დადიოდა, ლანგრებით ხელში, დღეს და ღამეს ებლინგის
გვერდით ატარებდა.

356 მკითხველთა ლიგა


ბაითა უფრო და უფრო იკეტებოდა თავის თავში, გულჩათ-
ხრობილი ხდებოდა. ჩვეული ხალისი და თავდაჯერება სად-
ღაც გაუქრა. ისიც მარტოობას ეძებდა, რაღაცას ჩუმად განიც-
დიდა – ერთხელ თორანი შეესწრო, ბლასტერს როგორ ათა-
მაშებდა. სასწრაფოდ შეინახა და ნაძალადევად გაუღიმა.
– ბაი, რას აკეთებდი ბლასტერით?
– მეჭირა უბრალოდ. ეს რა, დანაშაულია?
– ეგრე შეიძლება შემთხვევით ეგ შენი შტერი თავი გაიხ-
ვრიტო.
– გავიხვრიტავ და გავიხვრიტო, დიდი ამბავი!
ოჯახურმა ცხოვრებამ თორანს ასწავლა, რომ ცუდ ხასიათ-
ზე მყოფ ქალთან კამათს აზრი არ აქვს. მხრები აიჩეჩა და
ოთახიდან გავიდა.
ბოლო დღეს ბაითასა და თორანის ოთახში აქოშინებული
მაგნიფიკო შევარდა, შეშინებულმა ორივეს ხელი ჩასჭიდა.
– სწავლული დოქტორი გეძახით. ცუდადაა.
მართლაც ცუდად გრძნობდა თავს. ლოგინში იწვა, ავად-
მყოფურად ანთებული თვალები არაბუნებრივად გაფართოე-
ბოდა. თანაც ისეთი ჭუჭყიანი იყო – ვერც კი იცნობდი...
– ებლინგ! – აღმოხდა ბაითას.
– მათქმევინეთ, – გაჭირვებით ჩაილაპარაკა ფსიქოლოგ-
მა, გამხდარ იდაყვს დააწვა და ოდნავ წამოიწია, – მათქმევი-
ნეთ. ვკვდები. სამუშაოს თქვენ გაბარებთ. ჩანაწერებს არ ვა-
კეთებდი, გამოთვლები გავანადგურე. არავინ არაფერი უნდა
შეიტყოს. მხოლოდ თქვენს გონებაში უნდა დარჩეს.
– მაგნიფიკო! – ბაითამ ხისტად უბრძანა, – ზევით ადი!
ჯამბაზი უხალისოდ წამოიწია, ნაბიჯი უკან გადადგა. მისს
ნაღვლიანად შეჰყურებდა.

357 მკითხველთა ლიგა


მისმა უღონოდ გაიქნია ხელი:
– არა აქვს მნიშვნელობა, დატოვეთ. დარჩი, მაგნიფიკო.
ჯამბაზი სასწრაფოდ დაჯდა. ბაითა იატაკს ჩასჩერებოდა,
ქვედა ტუჩზე თითქოს შენელებულად იკბინაო.
ებლინგ მისმა ხრინწიანი ჩურჩულით თქვა:
– დარწმუნებული ვარ, რომ მეორე დასაბამმა შეიძლება
გაიმარჯვოს, ოღონდ თუკი ჯორი მოულოდნელად არ შეუ-
ტევს. მეორე დასაბამი გასაიდუმლოებულია და ასევე უნდა
დარჩეს. ამას თავისი მიზანი აქვს. თქვენ იქ უნდა გაფრინ-
დეთ, თქვენი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
ამან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. გესმით ჩემი?
თორანმა ლამისაა სასოწარკვეთით შესძახა:
– კი, კი! გვითხარი, როგორ ვიპოვოთ. ებლინგ? სად მდე-
ბარეობს?
– შემიძლია გითხრათ, – ოდნავ გასაგონად მიუგო.
მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს.
ბაითას სახე გაფითრებული ჰქონდა, გამომეტყველება –
გაყინული. ბლასტერი ამოიღო. გაისმა ხმამაღალი გასროლა,
რომელსაც ექო გამოეპასუხა. ებლინგ მისი წელს ზემოთ გაქ-
რა, კედელში კი კიდეებდაფლეთილი ხვრელი გაჩნდა. ბა-
ითას ბლასტერი ხელიდან გაუვარდა – გახევებული თითებით
ვეღარ დაიჭირა.

358 მკითხველთა ლიგა


26.

ძიების დასასრული

კრინტიც კი არავის დაუძრავს. გასროლის ექომ შორეულ


ოთახებამდე მიაღწია და თანდათანობით მიწყდა. მაგრამ სა-
ნამ გაქრებოდა, ბაითას ბლასტერის დავარდნის ყრუ ხმა,
მაგნიფიკოს შეკივლება და თორანის არაადამიანური ღრი-
ალი გაისმა. მერე კი აგონიის მსგავსი სიჩუმე ჩამოწვა.
ბაითას თავი მკერდზე უღონოდ ჩამოუვარდა. თვალებში
ცრემლი მოერია. არადა, ბავშვობის მერე ერთხელაც არ უტი-
რია.
თორანის კუნთები სპაზმმა გააკავა, ვერაფრით მოადუნა.
გაუელვა, სიცოცხლის ბოლომდე ასე კრიჭაშეკრული დავ-
რჩებიო. მაგნიფიკოს სახე უსიცოცხლო, ფერმკრთალ ნიღაბს
მიუგავდა.
ბოლოს და ბოლოს თორანმა უცნაური ხმით, კბილებს შო-
რის გაჭირვებით გამოცრა:
– ჯორის ქალი ყოფილხარ! შენც დაგაპროგრამა!
ბაითიამ ახედა, სახე დაემანჭა, თითქოს გაღიმებამ ტკივი-
ლი მიაყენაო.
– მე ჯორის ქალი ვარ? რა აბსურდია.

359 მკითხველთა ლიგა


ბაითამ მართლაც გაიღიმა, – ეს დიდ ძალისხმევად დაუჯ-
და, – თავი გააქნია, თმა უკან გადაიგდო. ნელ-ნელა ნორმა-
ლური, ან თითქმის ნორმალური ხმა გაუხდა.
– ყველაფერი მორჩა, თორან. ახლა უკვე შემიძლია ლაპა-
რაკი. როგორ გადავრჩები, არ ვიცი, მაგრამ ლაპარაკი შე-
მიძლია.
თორანს სპაზმი ერთბაშად მოეშვა, ყოვლისმომცველი მო-
დუნება დაეუფლა.
– ილაპარაკო? რის შესახებ, ბაი? რაღა არის ახლა აქ სა-
ლაპარაკო?
– იმ უბედურებების შესახებ, უკან რომ გვდევდა. ეს დიდი
ხანია შევნიშნეთ, არა? არ გახსოვს? ბედი მუდმივად მახეს
გვიგებდა, მაგრამ ერთხელაც კი ვერ წაგვაქცია. დასაბამზე
ვიყავით, დასაბამი დაეცა, დამოუკიდებელი ვაჭრები ბრძო-
ლას აგრძელებდნენ – მოვასწარით და ჰეივენზე გავფრინ-
დით. ჰეივენზე ვიყავით, ჰეივენი დაეცა, სხვები ბრძოლას აგ-
რძელებდნენ – მოვასწარით და ნეოტრენტორზე გავფრინ-
დით. ახლა კი, ნეოტრენტორი, ეჭვგარეშეა, ჯორს მიემხრო.
თორანმა უხმოდ უსმინა, მერე კი თავი გააქნია.
– ვერ გავიგე.
– თორი, ასეთი რაღაცები რეალურ ცხოვრებაში არ ხდება.
მე და შენ მნიშვნელოვანი პერსონები არ ვართ – ერთი წლის
განმავლობაში კოსმოსის პოლიტიკური ცხოვრების ორომ-
ტრიალში მუდმივად არ აღმოვჩნდებოდით, ეს ორომტრიალი
თან რომ არ გვდევდეს, ანუ ამ მოვლენების ინფექციის წყარო
ჩვენშია, თან დაგვყვება. ნუთუ ვერ ხვდები?

360 მკითხველთა ლიგა


თორანს ტუჩები დაეჭიმა. შეძრწუნებით დახედა დასის-
ხლიანებულ ნაშთებს იმისა, რაც ერთი წამით ადამიანი იყო,
მზერა დაებინდა, გულისრევა იგრძნო.
– ბაი, აქედან გავიდეთ. სუფთა ჰაერზე გავიდეთ!
გარეთ გავიდნენ. ცა მოღრუბლულიყო. ქარი უბერავდა,
ბაითას თმას უფრიალებდა.
მაგნიფიკო უკან მიჰყვებოდათ, მათი საუბარი ცალი ყუ-
რით თუ ესმოდა.
თორანმა ხისტად უთხრა:
– შენ მოკალი ებლინგ მისი, რადგან მიგაჩნდა, რომ ინ-
ფექციის წყაროა?
ბაითას მზერაში თორანი რაღაცამ შეაკრთო. ჩურჩულით
იკითხა:
– ის იყო ჯორი?
იკითხა, თუმცა ამას არ, უფრო სწორად – ვერ, იჯერებდა.
ბაითამ მძაფრად, ნერვიულად გაიცინა.
– საწყალი ებლინგ მისი ჯორი იყო? ო, გალაქტიკავ, რა
თქმა უნდა, არა! აბა, როგორ მოვკლავდი, ის რომ ჯორი ყო-
ფილიყო. ჩემს ემოციებს ხომ იგრძნობდა და მათ სიყვარუ-
ლით, ნდობით, აღტაცებით, შიშით ანდა კიდევ სხვა რაღაცით
შემიცვლიდა. არა, ებლინგი იმიტომ მოვკალი, რომ ჯორი არ
იყო. მოვკალი იმიტომ, რომ იცოდა, სადაა მეორე დასაბამი
და ორ წამში ჯორს ეტყოდა საიდუმლოებას.
– „ორ წამში ჯორს ეტყოდა საიდუმლოებას,“ – თორანმა
ბრიყვივით გაიმეორა, – „ჯორს ეტყოდა“...
საზარლად შეჰყვირა, შებრუნდა და ჯამბაზს აკანკალებუ-
ლი მიაჩერდა. მაგნიფიკო კუთხეში შეყუჟულიყო, ეტყობა,
არც ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ.

361 მკითხველთა ლიგა


– ნუთუ მაგნიფიკო? – თორანმა ჩურჩულით იკითხა.
– მისმინე! – უთხრა ბაითამ, – გახსოვს, ნეოტრენტორზე
რა მოხდა? ო, თორი, შენ თვითონ დაფიქრდი...
მაგრამ მან მხოლოდ თავი გააქნია, რაღაცას გაურკვევ-
ლად ბუტბუტებდა.
ბაითამ დაღლილი ხმით გააგრძელა.
– ნეოტრენტორზე კაცი მოკვდა. ისე მოკვდა, არავინ შეხე-
ბია. განა ასე არ იყო? მაგნიფიკო ვიზისონორზე უკრავდა და
როდესაც დაკვრა დაასრულა, კრონპრინცი მკვდარი დაეცა.
განა ეს გასაოცარი არაა? ნუთუ არაა საოცარი, რომ არსებას,
რომელსაც ყველასი და ყველაფრის ეშინია, სრულიად უმ-
წეოა ამ თავისი შიშის გამო, აქვს უნარი მოკლას ნებელობით,
როცა კი მოისურვებს?
– მუსიკამ და სინათლის ეფექტებმა, – მიუგო თორანმა, –
საფუძვლიანი ემოციური ეფექტი მოახდინა...
– დიახ, სწორედაც ემოციური ეფექტი. მეტისმეტად საფუძ-
ვლიანი. ემოციური ეფექტები სწორედაც ჯორის საქმეა. კარ-
გი, დავუშვათ, ეს დამთხვევა იყო. არსება, რომელსაც ნებე-
ლობით შეუძლია მოკლას, საოცრად მხდალია. დავუშვათ, ის
ჯორმა დაამუშავა და ამით აიხსნება ყველაფერი. მაგრამ, თო-
რი, მეც ხომ მომხვდა ყურში ის მუსიკა, რომელმაც კრონ-
პრინცი მოკლა. მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ ზუსტად ისე-
თი სასოწარკვეთა ვიგრძენი, რომელიც დროის ბუნკერში
განვიცადე და ჰეივენზეც. თორან, მე ეს გრძნობა არაფერში
შემეშლება.
თორანს ფერი ეცვალა, სახე მოექუფრა.
– მეც... მეც ვიგრძენი ეგ. უბრალოდ, დამავიწყდა. ვერასო-
დეს ვიფიქრებდი, რომ...

362 მკითხველთა ლიგა


– ამ აზრმა მაშინ გამიელვა პირველად. თავიდან უბრა-
ლოდ ბუნდოვანი შეგრძნება იყო, თუ გნებავს, ინტუიცია და-
ვარქვათ. მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი მქონდა. მაგრამ მერე
პრიტჩერმა ჯორის მუტაციაზე მოგვიყვა და ჩემთვის ყველა-
ფერი მაშინვე ცხადი გახდა. ჯორმა დროის ბუნკერში ყველას
სასოწარკვეთა ჩააგონა, მაგნიფიკომ კი – ნეოტრენტორზე.
ანალოგიური ემოცია იყო. შესაბამისად, მაგნიფიკო და ჯორი
ერთი და იგივე პიროვნებაა. ყველაფერი დალაგდა, არა, თო-
რი? გეომეტრიული აქსიომისა არ იყოს – ორი საგანი, რო‐
მელიც მესამის ტოლია, ერთმანეთის ტოლიცაა?
ცოტაც და ბაითას ისტერიკა დაეწყებოდა, საშინელი ძა-
ლისხმევის ხარჯზე იკავებდა თავს. ლაპარაკი განაგრძო:
– ამ აღმოჩენამ სასტიკად დამაფრთხო. თუკი მაგნიფიკო
ჯორია, ჩემი ემოციები უწყის და საკუთარი მიზნებისთვის შე-
უძლია გამომიყენოს-მეთქი. ვცდილობდი ვერაფერი გაეგო.
გავურბოდი. საბედნიეროდ, ისიც გამირბოდა. მას უფრო ებ-
ლინგ მისი აინტერესებდა. ვაპირებდი მომეკლა მისი მანამ,
სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. ამას საიდუმლოდ ვგეგმავდი –
რამდენადაც შემეძლო – იმდენად საიდუმლოდ, რომ ჩემს
თავსაც კი არ ვუტყდებოდი. ო, ჯორის მოკვლა რომ შემძლე-
ბოდა...მაგრამ ასე ვერ გავრისკავდი. იგრძნობდა და ყველა‐
ფერი მორჩებოდა.
ბაითა ემოციებს სრულიად დაეთრგუნა.
თორანმა მკვეთრად, დარწმუნებით წამოიძახა:
– არა, ეს შეუძლებელია! ამ უბადრუკ არსებას შეხედე!
ესაა ჯორი? ისიც კი არ ესმის, რას ვლაპარაკობთ.
კუთხისკენ გაიქნია ხელი, მაგრამ როდესაც იქით გაიხედა,
დაინახა, რომ მაგნიფიკო ფეხზე იდგა შემართული, მობილი-

363 მკითხველთა ლიგა


ზებული, მზერა ჰქონდა გამჭოლი, ბასრი. ყოველგვარი აქ-
ცენტის გარეშე თქვა:
– გავიგონე, რაც ითქვა, ჩემო მეგობარო. უბრალოდ, ვიჯე-
ქი და ვფიქრობდი, როგორ მოხდა, რომ ჩემი ჭკუისა და წი-
ნასწარ განსჯის უნარის პატრონმა მაინც დავუშვი შეცდომა
და ესოდენ ბევრი დავკარგე.
თორანი უკან გაიწია, თითქოს შეეშინდა, რომ ჯამბაზი ან
მისი სუნთქვა შეეხებოდა და მოწამლავდა.
მაგნიფიკომ თავი დაუკრა და სიტყვით გამოუთქმელ კით-
ხვაზე უპასუხა:
– დიახ, მე გახლავართ ჯორი.
გროტესკულად აღარ გამოიყურებოდა. მისი გრძელი კი-
დურები და ნისკარტივით ცხვირი სასაცილო სულაც აღარ
ჩანდა. შიში სადღაც გაუქრა, თავი მტკიცედ და მშვიდად ეჭი-
რა.
სიტუაციას ისე მართავდა, თითქოს მთელი ცხოვრება მხო-
ლოდ ამ საქმეს აკეთებდა. ერთობ დიდსულოვნად ჩაილაპა-
რაკა:
– ისხედით, სადაც სხედხართ. თუ გსურთ, შეგიძლიათ უფ-
რო კომფორტულადაც მოეწყოთ, ვთქვათ, წამოწვეთ. თამაში
დასრულებულია და მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ. ეს ჩემი
სუსტი წერტილია – მინდა, რომ ადამიანებს ჩემი ესმოდეთ.
ბაითას წინანდელი მზერით შეჰყურებდა, მისი თვალები
კვლავაც მაგნიფიკო-ჯამბაზის რბილი, წაბლისფერი თვალები
იყო.
– ჩემს ბავშვობაში არაფერი ყოფილა ისეთი, – დაიწყო
მან, სწრაფად, გახელებით ალაპარაკდა, – რის გახსენებაც
მომინდებოდა. შესაძლოა, ამის გაგებას მოახერხებთ. ჩემი

364 მკითხველთა ლიგა


ნაკლოვანება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ბრალია; ასე-
თი ცხვირით დავიბადე. ნორმალური ბავშვობა არ მქონია.
დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მამას არ ვიცნობდი.
სრულიად უპატრონოდ ვიზრდებოდი, გონება დამახინჯებუ-
ლი, დათრგუნული მქონდა, საკუთარი თავი მეცოდებოდა,
ჩემ გარშემო ყველა მძულდა. ვიცოდი, რომ უცნაური ბავშვი
ვიყავი. ყველა გამირბოდა; უმეტესობას არ მოვწონდი, ვიღა-
ცებს კი ჩემი ეშინოდათ. უცნაური შემთხვევები ხდებოდა...
თუმცა ამაზე ლაპარაკი არ ღირს! მთავარია, ეს შემთხვევები
საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, კაპიტან პრიტჩერს ჩემი ბავ-
შვობის გამოკვლევის პროცესში დაედგინა, მუტანტი ვარ,
არადა, მე თვითონ ეს მხოლოდ ოციოდე წლის ასაკში გავაც-
ნობიერე.
ბაითა და თორანი ცივად, თავშეკავებით უსმენდნენ. ძირს
მსხდომთ მისი ხმა თავს ტალღებივით ატყდებოდათ. ჯამბაზი
– ანდა ჯორი – მათ წინ ბოლთას სცემდა, პატარ-პატარა ნაბი-
ჯებით, თავდახრილი, ხელებჩამოშვებული.
– ჩემს განსაკუთრებულ ძალას ნელ-ნელა, თანდათანო-
ბით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაცნობიერებდი. ბოლომდე ვერც კი ვიჯე-
რებდი. ჩემთვის ადამიანის გონება ციფერბლატივით იყო,
რომელზეც ისარი დომინანტურ ემოციას აჩვენებს. ეს, ცხა-
დია, ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ უკეთესად როგორ
აგიხსნათ? დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანის
გონებაში შემიძლია შევაღწიო, ისარი სასურველი მიმართუ-
ლებით გადავწიო და იქ გავაჩერო რამდენი ხანიც მსურს ან
სულაც, სამუდამოდ. თუმცა კიდევ მეტი დრო დამჭირდა იმის
მისახვედრად, რომ სხვებს ამის უნარი არ გააჩნიათ. მაგრამ,
ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძალა გავაცნობიერე და ამასთან

365 მკითხველთა ლიგა


ერთად გამიჩნდა სურვილი, ჩემი უბადრუკი წარსული ცხოვ-
რების გამო შური მეძია.
– შესაძლოა, ამის გაგებაც მოახერხოთ. იქნებ შეეცადოთ
და გამიგოთ კიდეც. იყო მახინჯი, სულაც არაა იოლი, ამავ-
დროულად გქონდეს გონება და აცნობიერებდე, რომ სიმახინ-
ჯე ხარ. მხოლოდ დაცინვა და სისასტიკე! როცა განსხვავებუ-
ლი ხარ! გარიყული! თქვენ ეს არასოდეს განგიცდიათ!
მაგნიფიკომ ცას ახედა, ქუსლებზე ქანაობა დაიწყო და მო-
გონებები გაქვავებული გამომეტყველებით განაგრძო:
– ასე იყო თუ ისე, ყველაფერი გავაცნობიერე და გადავ-
წყვიტე, რომ მე და გალაქტიკამ პოზიციები უნდა გავცვალოთ.
მას თავისი სვლები ჰქონდა, მე ყველაფერს ვითმენდი ოც-
დაორი წლის განმავლობაში. ახლა კი ჩემი დრო დადგა!
თქვენც ვეღარ მოითმენდით მეტს! ყველა შანსი გალაქტიკის
მხარეს იყო. მე მარტო ვიყავი. ისინი კი – მილიარდობით!
ერთხანს შეყოვნდა და თვალი ბაითას მზერა ჰკიდა.
– მაგრამ სუსტი წერტილიც მქონდა. თავისთავად არა-
ფერს წარმოვადგენდი. თუკი მოვიპოვებდი ძალაუფლებას,
მხოლოდ სხვების მეშვეობით. წარმატებას შუამავალთა გა-
მოისობით ვაღწევდი. მუდმივად! ყველაფერი ისე იყო, რო-
გორც პრიტჩერმა თქვა. მეკობრის მეშვეობით ასტეროიდზე
ჩემი პირველი ბაზა ჩავიგდე ხელში, შემდგომი ოპერაციების
საწარმოებლად. მერე კი ერთი მეწარმის მეშვეობით ჩემს
პირველ პლანეტაზე მოვიკიდე ფეხი. ადამიანების მთელი წყე-
ბა დამჭირდა, კალგანის დიქტატორით დასრულებული, რათა
თვით კალგანი და მისი სამხედრო ფლოტი ჩამეგდო ხელში.
ამის მერე დასაბამის ჯერი დადგა – და თქვენ ორნიც გამოჩ-
ნდით.

366 მკითხველთა ლიგა


– დასაბამი, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა, – ყველაზე რთულ
ამოცანას წარმოადგენდა, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში შემ-
ხვედრია. ის რომ დამემარცხებინა, უნდა დამეძლია, მწყობ-
რიდან გამომეყვანა ან დამეუძლურებინა ადამიანთა კოლო-
სალური რაოდენობა მმართველი კლასიდან. ეს თანდათანო-
ბით შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ უფრო მოკლე გზას ვე-
ძებდი. ბოლოს და ბოლოს, ის, რომ ღონიერ კაცს შეუძლია
ხუთასი ფუნტი ასწიოს, არ ნიშნავს, თითქოს მას ამ სიმძიმის
გაუთავებლად აწევა ეხალისება. ადამიანების ემოციური კონ‐
ტროლი იოლი საქმე სულაც არ გახლავთ და ვცდილობ არ
მივმართო მას, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ
არსებობს. ამიტომ დასაბამზე პირველი თავდასხმისთვის მო-
კავშირეებს ვეძებდი.
– საკუთარი ჯამბაზის სახით ვეძებდი აგენტს ან აგენტებს,
რომლებიც დასაბამს აუცილებლად უნდა გაეგზავნა კალგან-
ზე, რათა ჩემი ვინაობა გაერკვია. ახლა კი ვიცი, რომ ჰან
პრიტჩერი უნდა მეძებნა. ბედის ირონია იყო, მის ნაცვლად
თქვენ რომ გიპოვეთ. ტელეპათი კი ვარ, მაგრამ ეს უნარი აბ-
სოლუტური არაა, თანაც, ჩემო ქალბატონო, დასაბამიდან
ბრძანდებოდით. ამან შემიყვანა შეცდომაში. თუმცა ეს ფატა-
ლური შეცდომა თითქოს არ იყო, რადგან პრიტჩერი მოგვია-
ნებით შემოგიერთდათ, მაგრამ თავდაპირველად დაშვებული
შეცდომა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ბოლოს ფა-
ტალურად იქცა.
თორანმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პირ-
ველად აწრიალდა, აღშფოთებით შესძახა:
– მოიცა! გინდა თქვა, როდესაც შენს გადასარჩენად იმ
ლეიტენანტს დავეტაკე კალგანზე, მხოლოდ მაპარალიზებე-

367 მკითხველთა ლიგა


ლი პისტოლეტი რომ ჰქონდა, ემოციურად მაკონტროლებდი?
– თორანს აღშფოთებისგან დუჟიც კი წამოუვიდა, – მთელი ამ
ხნის განმავლობაში მმართავდი?
მაგნიფიკომ ოდნავ გაიღიმა.
– რატომაც არა? შენ გგონია, ეს შეუძლებელია. მაშინ, აბა,
ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ წახვედი ესოდენ სასიკვდილო
რისკზე ვიღაც მახინჯის გადასარჩენად, მანამდე თვალითაც
რომ არ გენახა? განა ამას იზამდი, შენს ჭკუაზე რომ ყოფილი-
ყავი? დარწმუნებული ვარ, პოსტ ფაქტუმ საკუთარი საქციელი
ძალიანაც გაგიკვირდა.
– დიახ, – გაეპასუხა ბაითა, – სწორედ ასე იყო. ნამდვი-
ლად.
– ასე იყო თუ ისე, – გააგრძელა ჯორმა, – თორანს საფ-
რთხე არ ემუქრებოდა. ლეიტენანტს მკაფიო ინსტრუქციები
ჰქონდა მიცემული – არ უნდა დაეკავებინა. მოკლედ, თქვენ
სამნი, პრიტჩერთან ერთად, გაფრინდით დასაბამზე და საკუ-
თარი თვალით ნახეთ, როგორ სწრაფად ჩატარდა ჩემი კამპა-
ნია. როდესაც პრიტჩერს სამხედრო ტრიბუნალი ასამარ-
თლებდა, რასაც თავად ვესწრებოდით, საქმით ვიყავი დაკავე-
ბული. სამხედრო მოსამართლეები მოგვიანებით ხომ ომში
შენაერთებს მეთაურობდნენ. ისინი იოლად დანებდნენ და
ჩემმა ფლოტმა მოიგო ბრძოლა ჰორლეგორთან და კიდევ
რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტაკებაც.
– პრიტჩერის მეშვეობით ებლინგ მისი გავიცანი, რომელ-
მაც საკუთარი ნებით ვიზისონორი მომიტანა და ამოცანა მე-
ტად შემიმსუბუქა. ოღონდ ეს მთლად მისი ნება არ ყოფილა.
ბაითამ სიტყვა გააწყვეტინა.

368 მკითხველთა ლიგა


– ეს კონცერტები! ვცდილობდი მივმხვდარიყავი, რა საჭი-
რო იყო. ახლა მივხვდი.
– დიახ, – მიუგო მაგნიფიკომ, – ვიზისონორი ცენტრალუ-
რი მოწყობილობის როლს ასრულებს. თავისთავად ის ემო-
ციური კონტროლის საკმაოდ პრიმიტიული საშუალებაა. მისი
მეშვეობით შემიძლია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე ვიმოქ-
მედო ერთდროულად და უფრო ინტენსიურად – ცალკეულ
ადამიანებზე. იმ კონცერტებმა, რაც დასაბამსა და ჰეივენზე
გავმართე მათ კაპიტულაციამდე, საერთო უიმედო განწყობის
შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. ვიზისონორის გარეშე
კრონპრინცს ძალზე ცუდად კი გავხდიდი, მაგრამ ვერ მოვ-
კლავდი. მიხვდით ახლა?
– მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ებლინგ
მისი იყო. ის შეიძლება ყოფილიყო... – მაგნიფიკომ სიტყვა
სიმწრით დაიწყო, მაგრამ გაწყვიტა, მერე კი სწრაფად ალაპა-
რაკდა, – ემოციური კონტროლის კიდევ ერთი განსაკუთრე-
ბული ასპექტი არსებობს, რომელიც თქვენ არ იცით. ინტუ-
იცია, წინათგრძნობა თუ ნათელმხილველობა – რაც გნებავთ,
ის დაარქვით. ადამიანის ეს თვისება შეიძლება ემოციასავით
დაამუშაო. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი დამუშავება გამომ-
დის. ხვდებით, რას ვამბობ?
არ დალოდებია, სანამ აღიარებდნენ, ვერ ვხვდებითო და
განაგრძო:
– ადამიანის ტვინი ძალზე არაეფექტიანად მუშაობს. ჩვე-
ულებრივ, ამბობენ ხოლმე, რომ საერთო შესაძლებლობის
მხოლოდ ოც პროცენტს იყენებს. როდესაც გონებაში უეცრად
მძლავრი „აფეთქება“ ხდება, ადამიანები ამას ინტუიციას, წი-
ნათგრძნობას თუ ნათელმხილველობას უწოდებენ. ადრევე

369 მკითხველთა ლიგა


აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ვაიძულო ადამიანი, თავისი გო-
ნება მთელი სიმძლავრით ამუშაოს. ადამიანისთვის ეს მომაკ-
ვდინებელია, სამაგიეროდ, მიზნის მისაღწევად ძალზე სასარ-
გებლო. ბირთვული ველის დეპრესორი, რომელიც დასაბამის
წინააღმდეგ ომში გამოვიყენე, იყო შედეგი იმისა, რომ კალ-
განელი ტექნიკოსი სწორედ ასე ვამუშავე. კვლავაც სხვების
მეშვეობით ვმოქმედებდი.
– ებლინგ მისი ჩემთვის უბრალოდ სამიზნე კი არ გახ-
ლდათ, არამედ „ათიანი“. მას ძალზე დიდი პოტენციალი
ჰქონდა და ის მე მჭირდებოდა მანამ, სანამ დასაბამთან ომი
დაიწყებოდა. იმპერიასთან მოსალაპარაკებლად დელეგაცია
გავგზავნე. მაშინვე დავიწყე მეორე დასაბამის ძებნა. ბუნებ-
რივია, ვერ ვიპოვე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ უნ-
და მეპოვა და მხოლოდ ებლინგ მისს შეეძლო მისი პოვნა. მის
გონებას, მაღალი ეფექტიანობით თუკი იმუშავებდა, ჰარი
სელდონის ნაშრომის დუბლირება შეეძლო.
– ნაწილობრივ ეს მან კიდეც შეძლო. ბოლო ზღვრამდე მი-
ვიყვანე. დამუშავების პროცესი უმოწყალო იყო, მაგრამ საქმე
უნდა დამემთავრებინა. ბოლოს მოკვდებოდა, მაგრამ ჯერ
ცოცხალი იყო... – კვლავ სიმწრით შეწყვიტა სიტყვა, – ჯერ
კიდევ საკმაოდ დიდხანს უნდა ეცოცხლა. ჩვენ სამნი ერთად
მივაღწევდით მეორე დასაბამს. ეს იქნებოდა დამაგვირგვინე-
ბელი ბრძოლა – მაგრამ შეცდომა დავუშვი.
თორანმა ხისტად ჰკითხა:
– რას წელავ ამდენს? რა შეცდომა დაუშვი? მორჩი, ბო-
ლოს და ბოლოს!
–რა და, შენი ცოლი იყო ჩემი შეცდომა. შენი ცოლი არა-
ორდინარული პიროვნებაა. მისი მსგავსი ცხოვრებაში ჯერ არ

370 მკითხველთა ლიგა


შემხვედრია. მე... მე... – სრულიად მოულოდნელად მაგნიფი-
კოს ხმა გაებზარა, თავს ძლივს მოერია და დაღვრემილმა გა-
ნაგრძო, – მას თავისთავად მოვწონდი, მის ემოციებზე საერ-
თოდ არ ვთამაშობდი. მას არც ვეზიზღებოდი და არც დამცი-
ნოდა. უბრალოდ,მოვწონდი!
– ნუთუ არ გესმით? ნუთუ ვერ ხვდებით, ეს ჩემთვის რამ-
დენს ნიშნავდა? აქამდე ხომ არავის... მოკლედ, ეს განცდა
ჩემთვის საოცრად ძვირფასი იყო. საკუთარმა ემოციებმა შე-
მიყვანა შეცდომაში, არადა, სხვათა ემოციების ბატონ-პატ-
რონი ვიყავი. მის გონებას არ ვეკარებოდი, გესმის? გრძნო-
ბებს არ ვუყალიბებდი. მის ბუნებრივ გრძნობას ვაფასებდი.
ეს იყო ჩემი შეცდომა – პირველი შეცდომა.
– შენ, თორან, ჩემი კონტროლის ქვეშ იყავი. ჩემში ეჭვი
არასოდეს შეგპარვია, ჩემგან არასოდეს არაფერი გამოგიძი-
ებია, ჩემში არაფერი განსაკუთრებული, ანდა უცნაური არ
დაგინახავს. მაგალითად, როდესაც „ფილიურმა“ ხომალდმა
გაგვაჩერა. მათ იცოდნენ ჩვენი მდებარეობა, რადგან მათთან
კავშირი მქონდა ისევე, როგორც მუდმივი კავშირი მქონდა
ჩემს გენერლებთან. როდესაც გაგვაჩერეს, ბორტზე გადამიყ-
ვანეს, ჰან პრიტჩერზე ზემოქმედება რომ მომეხდინა, რომე-
ლიც იქ დატყვევებული ჰყავდათ. როდესაც გამოვბრუნდი,
პოლკოვნიკი უკვე ჩემი კაცი იყო. ყველაფერი შენ თვალწინ
ხდებოდა, თორან. მიუხედავად ამისა, ჩემი ახსნა დაიჯერე,
რომელიც თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო. ხვდები,
რას ვგულისხმობ?
თორანი დაიმანჭა და გამომწვევად ჰკითხა:
– და გენერლებთან როგორ ამყარებდი კავშირს, ძალიან
საინტერესოა?

371 მკითხველთა ლიგა


– ო, ეს სულაც არ იყო რთული. ჰიპერტალღური გადამცე-
მი პორტატიულიცაა და იოლი მოსახმარიც. ამ ტალღაზე გა-
დაცემის აღმოჩენა შეუძლებელია; და თუნდაც ვინმეს დავენა-
ხე, როგორ გადავცემ, მეხსიერების ნაწილს წავუშლიდი.
სხვათაშორის, ასეთი შემთხვევა ერთხელ კიდეც მოხდა.
– ნეოტრენტორზე ჩემმა საკუთარმა ბრიყვულმა გრძნო-
ბებმა კიდევ ერთხელ მიღალატა. ბაითას არ ვაკონტროლებ-
დი, მაგრამ ჩემ მიმართ ეჭვი მაინც არასოდეს გაუჩნდებოდა,
კრონპრინცისგან თავი შორს რომ დამეჭირა. მაგრამ ბაითას
მიმართ მისმა ავხორცულმა ზრახვებმა აღმაშფოთა. მოვკა-
ლი. ბრიყვული ჟესტი იყო. უბრალოდ, შეიძლება გამოვქცეუ-
ლიყავით, როგორც ყოველთვის და ეს საკმარისი იქნებოდა.
– მაგრამ თქვენი ეჭვების საფუძვლიანობაში მაინც ვერ
დარწმუნდებოდით, თუკი პრიტჩერს გავაჩერებდი და კეთილ-
განწყობილი ლაქლაქის საშუალებას არ მივცემდი, ანდა ებ-
ლინგ მისს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი, თქვენ კი –
მეტს.
თქვა და მხრები აიჩეჩა.
– დაასრულე? – ჰკითხა ბაითამ.
– დავასრულე.
– და ახლა რა მოხდება?
– ჩემს პროგრამას გავაგრძელებ. ვიპოვი ვინმეს, ვისაც
ებლინგ მისის მსგავსი ტვინი და ცოდნა ექნება, თუმც ჩვენს
დაცემულ დროში ასეთი კაცის პოვნა, ცოტა არ იყოს, საეჭ-
ვოა. ასეა თუ ისე, მეორე დასაბამის ძებნას გავაგრძელებ.
გარკვეული აზრით, თქვენ მე დამამარცხეთ.
ბაითა გამარჯვებულის იერით წამოდგა.

372 მკითხველთა ლიგა


– გარკვეული აზრით? მხოლოდ გარკვეული აზრით? არა,
ჩვენ შენ სრულად დაგამარცხეთ! ყველა შენი გამარჯვება და-
საბამის მიღმა არაფრად ღირს, რადგან გალაქტიკა ახლა
ბარბაროსულ ვაკუუმს წარმოადგენს. მეორე დასაბამს უნდა
შეებრძოლო – მეორე დასაბამს – და ის შენ ბოლოს მოგი-
ღებს. გამარჯვების ერთადერთი შანსი გქონდა, თუკი დაარ-
ტყამდი მანამ, სანამ მომზადებას მოასწრებდა. მაგრამ ახლა
ამას უკვე ვეღარ მოახერხებ. ყოველი განვლილი წუთი მის
მზადყოფნას ზრდის. ამ მომენტისთვის მექანიზმი ალბათ უკ‐
ვე ამუშავდა; და ამას შეიტყობ, როდესაც გაგსრესს, როდესაც
შენი ხანმოკლე ძალაუფლება დასრულდება და ადამიანთა
მეხსიერებაში ერთ-ერთ გაბღენძილ უზურპატორად დარჩები,
ისტორიის სისხლიან სახეს რომ შეახოცეს.
ბაითა მძიმედ სუნთქავდა, გაგულისებულს ჰაერი არ
ჰყოფნიდა.
– ასე რომ, თორანმა და მე დაგამარცხეთ. კმაყოფილი
ვკვდები.
თუმცა ჯორის წაბლისფერი, სევდიანი თვალები კვლავაც
მაგნიფიკოს წაბლისფერი, სევდიანი, მოსიყვარულე თვალები
იყო.
– მე თქვენ არ მოგკლავთ, რადგან, ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, თქვენ ორნი მე ვეღარაფერს დამიშავებთ, თქვე-
ნი სიკვდილი კი ებლინგ მისს არ დააბრუნებს. ჩემი შეცდომე-
ბი ჩემი ბრალია და მათზე პასუხისმგებლობა თავად უნდა ვი-
კისრო. თავისუფლები ხართ! მშვიდობით გევლოთ იმის ხათ-
რით, რასაც მეგობრობას ვეძახი.
მერე კი უეცარი სიამაყით დაუმატა:

373 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ მე მაინც ჯორი ვარ, ყველაზე ძლევამოსილი ადა-
მიანი გალაქტიკაში; და მე მაინც დავამარცხებ მეორე დასა-
ბამს.
ბაითამ ბოლო ისარი ესროლა – მტკიცე, მშვიდი თავდაჯე-
რებით.
– არა, ვერ დაამარცხებ! სელდონის სიბრძნის მე კვლავაც
მჯერა. შენ იქნები პირველი და უკანასკნელი მმართველი
შენს დინასტიაში.
მაგნიფიკოს თითქოს რაღაცამ გაკენწლა.
– ჩემს დინასტიაში? კი, მიფიქრია ამაზე, რომ დინასტიის
დაფუძნება კარგი იქნებოდა. ღირსეულ მეორე ნახევარს თუ-
კი ვიპოვიდი...
ბაითა უცებ მიხვდა, რას ნიშნავდა მის თვალებში ანთებუ-
ლი ნაპერწკალი და შეძრწუნდა, შიშისგან გააცია.
მაგნიფიკომ თავი სევდიანად გააქნია.
– მესმის, რის შეგეშინდა, მაგრამ ეს სისულელეა. საქმე
სხვაგვარად რომ ყოფილიყო, იოლად გაგაბედნიერებდი. ხე-
ლოვნური ექსტაზი იქნებოდა, თუმც კი ნამდვილისგან არაფ-
რით განსხვავებული, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. ჯორი და-
ვირქვი, ჩემი ფიზიკური ძალის გამო კი არა, ცხადია...
გატრიალდა და უკანმოუხედავად წავიდა.

374 მკითხველთა ლიგა

You might also like