წარსული დაუსრულებელი დრო უმეტესად გამოიყენება თხრობისას და გამოხატავს
მოქმედებას, რომელიც მეორდებოდა ან ჩვეული მოქმედება იყო წარსულში Cuando vivía en España todos los sábados salía con mis amigos. როდესაც ესპანეთში ვცხოვრობდი, ყოველ შაბათს გავდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად. წარსულში აღწერის დროს La casa de mi primo era antigua y tenía unas ventanas grandes. ჩემი ბიძაშვილის სახლი იყო ძველებური და დიდი ფანჯრები ჰქონდა. როდესაც გვსურს გამოვხატოთ დასრულებული მოქმედების მიზეზი ან ვითარება Cuando volvía de la oficina vi a tu novia. როდესაც ოფისიდან ვბრუნდებოდი, შენი შეყვარებული დავინახე. No pude venir a tu fiesta porque tenía mucho que estudiar. ვერ შევძელი შენს წვეულებაზე მოსვლა, რადგან ბევრი სამეცადინო მქონდა.
ხშირად გამოიყენება გამოთქმებთან:
Antes… ადრე ... Cuando tenía diez años… როდესაც ათი წლის ვიყავი ... En mi infancia/ de niño … ჩემს ბავშვობაში ...
წარსულ დაუსრულებელ დროში ზმნების საუღლებლად, მათ ვაცილებთ
დაბოლოებას და ვუმატებთ:
პირველი ჯგუფის ზმნებისთვის - Ar
I aba ábamos II abas abais III aba aban
მეორე და მესამე ჯგუფის ზმნებისთვის - Er და ir
I ía íamos II ías íais III ía ían trabajar comer vivir