You are on page 1of 2

რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ

გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და „კრიტიკის


ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი , რომელიც მოდის თავისი
დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული, განათლება ), ცდილობს
ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი
დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც ,
კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი , ხიზანი საკუთარ მამულში ,
აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას , რომლის ერთადერთი
პატრონი თავად არის.

მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი თუ კულტურული


მდგომარეობის ფრიადი მცოდნე, გამოწვლილვით აღწერს და აჩვენებს მიზეზებს , რაც
ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს , მაგრამ , ამავე დროს ,
მოვლენათა მიღმა ის ზოგადი კანონზომიერებებიც იკითხება , რომელთა წინაშე ადამიანი
უმეტესწილად უძლურია. სწორედ ასეთი ორმაგი ხედვა განაპირობებს , რომ მთავარი
პერსონაჟი, რომლის სახეც სატირული ხერხებით არის დახატული და , შესაბამისად ,
მკითხველში უარყოფით განცდებს აღძრავს, განსხვავებით მთელი რომანის მანძილზე
მისდამი ჩამოყალიბებული შეხედულებისა, ფინალში სრულიად სხვაგვარ დატვირთვას
იძენს, ანტიგმირი ლამის გმირადაც კი იქცეს.

თავისთავად ცხადია, თეიმურაზ ხევისთავის სახის ამგვარ გააზრებას მწერლის


მსოფლხედვა უდევს საფუძვლად, რაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ემყარება და ამ
ხედვაზე დაყრდნობით შესაძლებელია უკიდურეს სულიერ -ხორციელ დაცემას პიროვნების
აღდგენა მოჰყვეს. რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული
მდგომარეობა. იგი განათლებულია, მცოდნეა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა , აღარავის
სჭირდება, ამიტომ ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში და ნელი-ნელ კარგავს სულიერ თუ
მატერიალურ, კულტურულ მონაპოვნებს. საგვარეულო განძს, თავის უსაყვარლეს წიგნებს
და ბოლოს, ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს , რომელიც ,
შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს ,
როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი – წინააღმდეგობის
ხორცშესხმული ხატება – თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ , მხოლოდ , ხიზანის
მდგომარეობით.

ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი ვარაუდობს


უცნაურ მომავალს. „იქნებ სწორედ იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ოჯახის
ისტორიის ახალი ფურცელი“. მკითხველი ნაშინდარში იხილავს თეიმურაზისა და ,
საერთოდ, მისი ოჯახის საზარელ „გარდატეხას“, მაგრამ არც ის რჩება შეუმჩნეველი , რომ
კრიზისი ორმაგ ბუნებას ავლენს. ნაშინდარი არის სივრცე , სადაც თეიმურაზი დაცემით ,
თვითგთვემით და თვითჩაღრმავებით რწმენას მოიპოვებს .კრიზისის ბუნებაზე საუბრისას
რენე გენონი ყურადღებას აპყრობს თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიას . კრიზისი ერთგვარი
სინონიმია სიტყვებისა: „განსჯა“, „გარჩევა“ და ასეთ დროს ადამიანები (ანდა , ზოგადად ,
ერები) ფიქრდებიან ისეთ მოვლენებზე, რომელნიც, სხვა შემთხვევაში , შესაძლოა ,
სრულიად იგნორირებული ყოფილიყო. ნაშინდარში იკვეთება
ჯვარცმის, გოლგოთის მოტივები და ცხადად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის
დამოკიდებულება ტრაგიკული მოვლენებისადმი საოცრად ემთხვევა საუკუნის დასაწყისის
ქრისტიან ფილოსოფოსთა შეხედულებებს. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები ,
არეულობები და უბედურებები იმისათვის გადაგვხდება თავს , რათა გავიხსენოთ ჩვენი
შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავში მოვიყიოთ სულიერი სიღრმე იმ მხრივ ,
რომ აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად , ვაჟკაცურად და აქტიურად
და, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას , თუ რა დავკარგეთ .
უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა ცდილობდა შეექმნა კულტურა
რწმენის, გულის, ჭვრეტისა და სინდისის გარეშე და ახლა ეს კულტურა ავლენს თავის
უძლურებას და განიცდის რღვევას“ (И. Ильин, „Путь к очевидности“).

თეიმურაზის მსჯელობები ამგვარ ადამიანს ამხელს (სკეპტიკოსს , ნიჰილისტს ), ამიტომაც ,


მიუხედავად იმ შემზარავი დაცემებისა (უძლურება, პიროვნული ღირსების დაკარგვა ,
მონური მორჩილება, რასაც წინ უძღვის უმწეო ამბოხი ), ნაშინდარში იმსხვრევა ძველი
თეიმურაზი, გახლეჩილი პიროვნება, რომლის ცოდნა და გულისთქმა ერთმანეთს ებრძვის
და ამ თვალსაზრისით შესანიშნავად არის მოცემული კრიზისის , როგორც უკიდურესი
სულიერი თუ მატერიალური სივიწროვის პოზიტიური მნიშვნელობა . ის ტანჯვები , ის „მწარე
სასუმელი“, რაც ცხოვრებამ უხვად შეასვა დამდნარ ნაკაცარს , ჩრჩილს , წიგნის ჭიას , ამავე
დროს, ერთადერთ საშუალებად აღიქმება უკიდურესი სულიერი სიცარიელის
დასაძლევად, რადგანაც „ტანჯვა არის ჭეშმარიტი და მძლავრი რეალობა “. ამ რეალობას
მანამდე თამაშად აღიქვამდა თეიმურაზ ხევისთავი . როგორც თვითონ ამბობს . „კმარა
ესოდენი ფუტურო სიტყვა და ავი ოცნება. კმარა! ხალხი დავახრჩეთ სიტყვების ზღვაში

You might also like