You are on page 1of 1

ავთანდილის ანდერძი

ავთანდილი იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, როსტევანის ნებართვის გარეშე


ტოვებს არაბეთს და მიემართება ტარიელის დასახმარებლად . იგი მეფეს წერილს
უტოვებს და ცდილობს განუმარტოს მიზეზები რატომ იქცევა ასე. არაბთა სპასპეტს ღრმად
სწამს, რომ გონიერი ადამიანი მოყვარეს არასოდეს უღალატებს, არასდროს დაარღვევს
მიცემულ პირობას, რადგან სიცრუე ვნებს როგორც ხორცს, ისე სულს (ციტატა). მეფემ ეს
ყოველივე კარგად იცის, სპასპეტი მისი გაზრდილია, მან ჩაუნერგა ყველა ჭეშმარიტი
ღირებულება, ამიტომაც მიმართავს მას თავგანწირული მეგობარი და ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ თუ საქმით არ დაამტკიცე, მხოლოდ ცოდნა ამაოა და არად არგებს
ადამიანს: ,,არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“ . მისივე აზრით,
სწავლის, ცოდნის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის პიროვნული
გაუმჯობესებაა ,,მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა .“ ზეციურ სამკვიდრებელს კი
ვერავინ დაიმკვიდრებს თუ ცხოვრების მეგზურად სიცრუეს აირჩევს, თუ გააწბილებს
მეგობარს, საკუთარ ტკივილად არ მიიღებს მის განსაცდელს.

ტარიელის დასახმარებლად წასული ავთანდილი მარტო არ გრძნობს თავს. წერილში


ჩანს, იგი ღმერთზეა მინდობილი. სწამს, რომ შემოქმედმა მისცა ძალა, შესაძლებლობა
,,ძლევად მტერთად“, რადგან თუ ღვთის ნება არ იქნება , არაფერი გამოვა. სპასპეტის
აზრით, დედამიწის ზურგზე ვერავინ, მათ შორის ვერც ავთანდილის დიდი
გულშემატკივარი და მოყვარული როსტევან მეფე, შეძლებს წინ აღუდგეს ღვთის ნებას .
ვერავის ხელეწიფება დაიცვას ის უფალზე უკეთ.

მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელი შესანიშნავ მეტეფორაშია რეალიზებული : ,, მზისა


შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ
რადმე ეშვენების“. ავთანდილისთვის მზე არის ტარიელი, რომელთან განშორებაც
უფლის გზიდან გადახვევას უდრის. ვფიქრობ, ავთანდილი კარგად ახერხებს დაასაბუთოს
საკუთარი გადაწყვეტილება . აღნიშნავს კიდეც: ,, მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ
დამიწუნოსა“. მან შეძლო მეფისათვის განემარტა რა იყო მისთვის მიზეზი თავგანწირვისა ,
გაპარვისა.

You might also like