You are on page 1of 1

„ლუარსაბისა და ტარტარენის შედარებით დახასიათება“

ჩვენ უნდა შევადაროთ „კაცია-ადამიანი?!“-სა და „ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო


თვგადასავალის“ მთავარი პერსონაჟები.

ლუარსაბ თათქარიძე, ერთი თავადია რომელსაც ჰქონდა წითელი ლოყები, სამკეცად


ჩამოსული ღაღაბი და იყო კარგად ჩასუქებული. ტარტარენი, ერთი ტანდაბალი,სქელი და
მწითური კაცია და როგორც მწერალი მოგვითხრობს იგი გმირია.

ლუარსაბი ძალიან ზარმაცია ეს იქიდან ჩანს ,რომ სტუმრის მოსვლა არ უნდოდა, რადგან
ჩაცმა ეზარებოდა. მისი ეზო კი მოუწესრიგებელია მაგაითად: ჭიშკრის კარი ერთ თვალზე
კიდია, ღობე სულ გადაწოლილია, პატრონამდე ვერ მიხვალ ისე, რომ ან ამბრის სუნი არ
აგყვეს ან არ გაისვარო. ტარტარენის ეზო კი ისეთ ლამაზი, მრავალფეროვანი და
მოწესრიგებულია, რომ მის სანახავად ხალხი რიგში დგება. მას სულ სხვადასხვა ჯიშის
მცენარეები აქვს. მაგალითდ: ალჟირული ლეღვი, ბაობაბი, კაქტუსი, ბამბა და ა.შ. მის ეზოში
როცა შეხვალთვი შუაგულ აფრიკაში გეგონება ისეთ საოცარია.

ლუარსაბის სახლი ეზოზე უარესია. იატაკში ორმოებია, ყველგან მტვერია, ნივთები ოთახის
ყოველ კუთხე-კუჭულშია მიყრილ-მოყრილი და ბუხარიც ამოჭვარტლული და
ჩამონგრეული იყო. ტარტარენის სახლი კი სულ დაწკრიალებულია, იარაღებიც
ორგანიზებულად ჰკიდია კედელზე და ყველგან სისუფთავეა.

ტარტარენის ოთხში,მაგიდაზე დევს თუთუნი, რომი და სხვადასხვა ჟანრის წიგნები:


რომანები, წიგნები ნადირობაზე, მოგზაურობაზე და ა.შ.

აქედან ჩანს რომ მას ძალიან უყვარს კითხვა ლუარსაბისგან განსხვავებით, ეწევა თუთუნს
და ალკოჰოლსაც ეტანება.

აქედან გამომდინარე ლუარსაბი არის უზარმაცესი, ბინძური და უწიგნური თავადი,


რომელსაც არაფერი არ ადარდებს ამ ქვეყანაზე. ტარტარენი კი უზომოდ მოყვარულია
მცენარეების, იარაღების, წიგნები და ის სახელგანთმული ადამიანია. ერთადერთი რამ რაც
მათ აერთიანებს არის ფიზიკური მონაცემები.

You might also like