You are on page 1of 2

,,ხელოვნებაა თავად უკვდავება”

,,ოცზე მეტი საუკუნის განმავლობაში არსებითად სამ რამეში ისახელა


ქართვლმა კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და
ხუროთმოძღვრებეში.ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და
თანავრსკვლავედი მისი, მაგრამ არა ნაკლებად საამაყოა ჩვენთვის
ბოლნისის, ჯვრის, სვეტიცხოვლის, წრომის, ბედიის, მარტვილის
თიღვას და გელათის დიდოსტატები.მე ვწუხდი, რომ ასეთი
შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მოჰფენოდათ
სახეზე.” კონსტანტინე გამსახურდია ამ სტრიქონებით კარგად
გამოხატავს, რამ უბიძგა რომანის შესაქმნელად.მან ნაწარმოებში
რამდენიმე მნიშველოვანი საკითხი გამოკვეთა. მათ შორისაა
ხელოვნების უკვდავების იდეა. Ეს კი მან ხუროთმოძღვარ კონსტანტინე
არსაკიძის მხატვრული სახის შექმნით წარმოაჩინა.
Რომანში ავტორი ქმნის მრავალმხრივ განტოტვილ ამბავს, რომელიც
მკითხველის თვალწინ იზრდება,როგორც ხელოვანი. Ეს ზრდა
მიმდინარეობს როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსა და
საზოგადოებასთან ბრძოლასა და წინააღმდეგობაში. რა ეხმარება მას
ამაში? Რწმენა იმისა, რომ შექმნის ისეთ ღირებულ ძეგლს, რომელიც
უკვდავებას მოუტანს.ეს რომანში შესანიშნავად არის გამოხატული
შემდეგი ციტატით: ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება.მხოლოდ ოსტატს
ვერ ეწევა სიკვდილი...ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ
ყოველივეს. Მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან
და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.” ხელოვნების უკვდავების იდეის
წარმოსაჩენად ავტორმა გამოიყენა ბიბლიური იაკობის სახე და მას
სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა. Არსაკიძეს ამ შერკინებით
მწერალი გამოხატავს იმ აზრს,რომ შემოქმედი ცდილობს ისეთი რამ
შექმნას, რაც ღვღის შექმნილს გაუტოლდება და ამგვარად
მოიხელთებს უკვდავებას. Და Მან ეს შეძლო, მოიპოვა უკვდავება,
როგორც ხელოვანმა, ტაძარმა გაუძლო საუკუნეებს და ისიც
მარადისობას ეზიარა.
Არსაკიძემ ყველაფერი, მათ შორის, შორენას სიყვარული, შესწირა
ხელოვნებას. Მისთვის ტაძარი ქვა კი არა, ცოცხალი არსება იყო,
რომელიც ზრდისა და სრულყოფილებისათვის უდიდეს, სხვასთან
განუყოფელ სიყვარულსა და თავგანწირვას ითხოვდა. Ამიტომაც ვერ
გადაწონა რეალური ქალის სიყვარულმა საბედისწერო
სასწორი.ამიტომაც ვერავის მისცა სული არსაკიძემ. Რომანის ბოლოს
შთამბეჭდავად ხატავს მწერალი ამ მსხვერპლშეწირვას: ,,დაუჩოქა
სამგზის სანატრეკლმა, სთხოვა დიდოსტატს სული. Ცრემლმა იწვიმა
კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც სიყვარულს მისცა მან სული,
რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი.”

Ნატალი ბისკივაძე

You might also like