You are on page 1of 1

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი

წინა თავებიდან ჩვენ ვიცით, რომ ავთანდილს საამეფოში, როგორც ნამდვილ გმირს
შეეგებენ, მას დიდი ნადიმი მოუწყვეს და თინათინმაც კი გაუზიარა თავისი გრძნობები,
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ რაინდს მაინც აწუხებდა ტარიელის ამბავი, მას ეს
მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, ამიტომაც შემდეგ დილას მან გადაწყვიტა თავის
ძმასთან წასვლა და მისი სატრფოს მოძებნაში დახმარება. ავთანდილმა იცოდა, რომ მეფე
მას არსად არ გაუშვებდა სწორედ, ამიტომ სპასპეტმა გადაწყვიტა თავის ერთ-ერთ
ვეზირთან მისულიყო და მისთვის დაევალებინა ხანისთვის ამ ამბის შეტყობინება,
სანაცვლოდ კი ბევრ ფულს შესტავაზებდა. ავთანდილი სწორედ ასე მოიქცა, მაგრად
ვეზირმა მას უარი უთხრა თუმდაც რაიმე სიმდიდრის გამორთმევაზე. ვეზირი თავიდან
ვერ ხვდებოდა თუ, რატომ გადაწყვიტა ავთანდილა წასვლა, მაგრამ ავთანდილმა
უთხრა,რომ მას არ შეუძლია მისი ძმის დატოვება ასეთ ვითარებაში. ამ ყველაფრის
შემდეგ ვეზირი როსტევანს ეახლა და ძლივს-ძლივობით, შეშინებულმა,მაგრამ მაინც
უამბო,რომ მისი მხედარმთავარი აპირებდა სამეფოდან კვლავ წასვლას ტარიელის
დასახმარებლად. მეფე ამ ყველაფერზე განრისხდა, ისე ჩანდა,რომ ცოტაც და ის მკლავდა
ვეზირს ამ ამბის ასეთი გზით შეტყობინების გამო. შაჰმა თავის ვეზირს ბევრი უბილწო
სიტყვა შესძახა და სკამიც კი ესროლა, ვეზირს შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა, მაგრამ
მან მაინც შეძლო სასახლიდან უვნებლად გასულიყო და ავთანდილთან მისულიყო.
სპასპეტმა ვეზირს ასეთი გამბედაობის გამო ბევრი ოქრო დაუტოვა სახლში და
დაემშვიდობა.

მომხდარი ამბის შემდეგ ავთანდილი თავის მარჯვენა ხელს,შერმადინს ეახლა.


სპასპეტმა უთხრა თავის ვაზირს,რომ ის რასაც მას ახლა დაავალებენ თავის გამოჩენის
საუკეთესო გზა იქნება. მოყმემ თქვა,რომ ის კვლავ აპირებდა სამეფოდან წასვლას,
ამჯერად ტარიელის დასახმარებლად,რადგან მას არ შეეძლო თავისუფლად ლხენა იმ
დროს,როდესაც ისი ძმა იტანჯებოდა. ავთანდილის სიტყვებიდან გამომდინარე კარგ
მოყვარეს სამი მტავარი თვისება ახასიატებს: ძმობილის შორად ყოფნის ვერ-მოთმენა,
მისთვის არაფრის დანანება და მოყვარისთვის შეწევნა,დახმარება. ავთანდილი
უბრძანებს შერმადინს მისი ყოველი სიტყვის შესრულებას. პირველ რიგში მეფეების
უსაფრთხოება, ჯარის მეთაურობა,ყველას დახმარება და არაბეთის მტრებზე მუსრის
გავლება. შერმანდინი ტირილით ევედრებოდა პატრონს, რომ მასთან ერთად
წაეყვანა,მაგრამ სპასპეტმა აუხსნა,რომ მის გარდა ვერავის ვერ ანდობდა სამეფოს
ჩაბარებას. მან თინათინზეც კი,თქვა უარი ძმის დასახმარებლად,რადგან კაცის ასეთ
კასაჭირში დატოვება არ არის რაინდული და ვაჟკაცური საქმე. ახლა კი ის აპირებდა
დაეწერა ანდერძი როსტევანისთვის,რათა შერმადინის ის ისე მოპყრობილიყო,როგორც
მას ეკუთვნოდა.

You might also like