You are on page 1of 8

ტექსტი N 0.

01
აკაკი ბაქრაძე

ახალგაზრდობა
მე იმთავითვე ვიყავი და ახლაც ვარ მომხრე იმისა, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში და
ეკონომიკაში ფართოდ გაეღოს კარი ახალგაზრდობას.
ყოველგვარ საქმიანობაში, როდესაც ასეთი დიდი გარდატეხა ხდება ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაში,
ახალგაზრდობას ეძლეოდა სამოქმედო ასპარეზი და სარბიელი. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა
იმიტომ კი არა, რომ ხანდაზმულ ადამიანს არ შეუძლია ახლებურად შეხედოს მოვლენებს, არამედ იმის
გამო, ენერგია სწორედ ახალგაზრდობას აქვს. ერს სჭირდება ცოცხალი, ცინცხალი გონების ადამიანები.
ახალგაზრდობას გააჩნია გაბედულება, რომელიც თავდაპირველად გონივრულად შეიძლება არც
მოგვეჩვენოს, მაგრამ აუცილებელია, რადგან ეს არის აქტიური პოლიტიკა და აქტიურ პოლიტიკურ
ცხოვრებაში კი აუცილებელია ისეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც სანუკვარ მიზანს
მიგვაღწევინებს...
მე თქვენ ჩამოგითვლით მაგალითებს იმისას, რა ასაკისა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დიდ
პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ. მაგალითებს მოვიყვან საფრანგეთის ბურჟუაზიული
რევოლუციიდან და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციიდან.
დანტონი 35 წლის იყო, როცა დასაჯეს; რობესპიერი – 36 წლის, სენ-ჟიუსტი – 27-ისა, დეშელენი – 34
წლის. ეს ადამიანები სრულიად ახალგაზრდები იყვნენ, როცა ქმნიდნენ დიდ პოლიტიკას... ყველზე
უფროსი მათ შორის იყო მარატი – სულ 50 წლისა... ახლა რუსეთი ვნახოთ: სტალინი 38 წლისა იყო, როცა
ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, სვერდლოვი – 32-ისა, ტროცკი – 37 წლის...
ამას თვითონ ის გარემობა ითხოვს, რაც დაკავშირებულია დიდ პოლიტიკურ ძვრებთან და ამიტომ,
ბუნებრივია, უნდა მივცეთ ახალგაზრდობას მეტი ასპარეზი, რათა ამ მძიმე ისტორიულ ვითარებაში
თავისი თავი მკაფიოდ გამოავლინოს, რადგან სხვაგვარად არ იქნება ის წარმატება და ის აღმავლობა, რაც
ჩვენ გვჭირდება დღევანდელ ვითარებაში.
ამიტომ აუცილებელია, ახალგაზრდობას მიეცეს გზა და მათ მეტი ნდობა გამოეცხადოს, თუ ჩვენ
გვსურს, დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება.
ტექსტი N 1.01

ilia WavWavaZe
kacia adamiani?!

Tavadi luarsab TaTqariZe gaxldaT kargad Casuqebuli Zveli qarTveli, mrgvali, -


ukacraod ar viyo am sityvazed, - rogorc kargi nasuqi kurati. darbaiselis kacis
Sexeduleba hqonda mis brwyinvalebasa: Tavi iseTi msxvili, TiTqo imis simZimes morgviviT
sqeli kiseri mxrebSi CauZvreniao; wiTeli, TuraSaul vaSlsaviT xaSxaSa loyebi; samkecad
Camosuli trfialebis aRmgznebi fafuki Rababi; didroni Tvalebi, yovelTvis
dasisxlianebulni, TiTqo yelSi Toki wauWeriaTo! gaberili, metad zomierad
gadmogdebuli, diaR pativsacemi da pativcemuli Ripi, kotita da qoniT gatenili balniani
xelebi, damorili sxvili fexebi – ese yoveli erTad da TviToeuli calke gaxldaT Tavad
luarsabis ,,ciT monaberis sulis” Rirseuli samkauli. is ,,monaberi suli” arsad ara
sCanda, TiTqo Camkvdarao, ise gaSliliyo mis brwyinvalebis qonSia. qarTvels kacs arc
qaris Semotanili unda da arc gatanili; is ,,monaberi suli” qarad xom ar miiRo Cvenma
Tavadma?
stumari ejavrebao, amazed ambobda ugunuri xalxi. magram gana siZunwiT mosdioda es
ambavi? aba Tqvengan ar mikvirs! siZunwe da qarTveli oriv erTad moTavsdeba? yinuli da
cecxli erTierTmaneTs ar daleven? Tu ejavreboda stumari, imitom ejavreboda, rom unda
amdgariyo da tanT Caecva. adgoma kidev araferi, es ese ar ezareboda luarsabsa: tanT
Cacma iyo amis sikvdili. mTels zafxuls ise gaatarebda, rom perangis da mis amxanagis
mets aras miikarebda tanzed, Tu Tavis nebazed miagdebdiT, Tu ara, meti ra Cara iyo.
zamTarSi kidev perangzed qurqs wamoisxamda, Tu vinme didi kaci ar ewveoda, vsTqvaT
Tunda diambegi.
ტექსტი N 1.02
ilia WavWavaZe

ოთარაანთ ქვრივი

იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოცდაერთის
წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად
დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგრემანს და მოხდენილად მოყვანილს
სახესა. თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ
მისი დიდრონი ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებდნენ. თვალთა მეტყველების
ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი
უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო
დააკვირდებოდით მის პირისახეს და თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი.
იშვიათად იცოდა ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა
ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული.
კოხტად და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა უყვარდა. იმისი ყაითნებით მორთული საცვეთები. ჭრელი
წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზედ ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ
ჩვენებურ გლეხის ფეხსაცმელსაც თავისი სიტურფე და სილამაზე აქვს.

ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია, თორემ
თავადიშვილია და თავადიშვილიო.
ტექსტი N 1.03

იაკობ ხუცესი
შუშანიკის წამება
(ფრაგმენტები)

I. და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი
წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: ,,ესევითარი სახლი მშვიდობისაი ვითარ
საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა”. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა
და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაი ნეტარისაი მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზრახვაი
მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ”.

II. და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში და უთხრა სპარსმან მან ფარულად
და ჰრქუა: ,,მე ვითარ მაცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან და მე გეტყვი შენ: ნუ რას
ფიცხელსა სიტყუასა ეტყვი მას, რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო არს”.

III. და ვითარცა და-რე-სცხრა ვარსქენი გულისწყრომისგან, მოვიდა სპარსი იგი და მხურვალედ


ევედრებოდა მას, რაითამცა საკვრელთა მათგან განეტევა წმიდაი შუშანიკ და ვითარ ფრიად
ევედრებოდა, ბრძანა განტევებაი მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაი და კრძალულად დაცვაი მისი
ერთითა მსახურითა...”.
ტექსტი N 1.04

გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

,,ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი სარწებს
აღმოცენებული დიაკონებასა შინა და ტფილისს აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და
მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი
გარდაცვალებული და მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან.
და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კვალად შესძინა ძვირი ძვირსა.

ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალგზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა


მეუდაბნოეთაგან. უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში
განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერისკაცსა ანჩელსა, ლირბსა და
გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქვა მიცემად სამი გრივი ფეტვი და ხუთნი თხანი და
წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა.”
ტექსტი N 2.01

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა შინაარსი


ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია: - მე ჩემსას ვიტყვი და, მგონია, არ უნდა ვცდებოდე, - თქვა
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
ფრიდონმა. - ჩვენ ცოტანი ვართ, ქაჯთა ქალაქი კი დიდი
და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია. ლაშქრის საომარია. ამიტომ, პირისპირ ბრძოლით ვერას
გავხდებით და ამაოდ ნუ დავიჩემებთ, კვეხნისათვის სადა
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან; გვცალია? თუ კარი დაგვიხშეს, ათას წელიწადს ვეცადოთ,
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, მაინც ვერსაით შევუვალთ.
და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
სიყმაწვილის ჟამს ჯამბაზობას მასწავლიდნენ, კარგადაც
აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა, გავიწაფე: თვალის დახამხამებაში თოკზე ისე [სწრაფად]
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა. გავირბენდი, თვალსაც ვერ შემასწრებდნენ და ტოლ-სწორნი
და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა. შემომნატროდნენ.
აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა;
ახლა, ჩვენგან ვისაც უკეთ შეუძლია საგდებლის
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსი ქარისა, შეტყორცნა, გალავნის ერთ ბურჯს გრძელი თოკის მარყუჟი
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
მოაცვას, და იმ თოკზე ისე გავივლი, თითქოს ველად
და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა".
მივრბოდე.
გალავანს ფიცხლად გადავევლები და მერე მე ვიცი:
ვნახოთ, თუ ჩემს მახვილს გადარჩენილი კაცი იქ საძებნელი
არ შეგექმნეთ!
აბჯრით გავლა და ფარის გატანა არ გამიჭირდება,
ქარივით სწრაფად ჩავხტები [ციხეში] ლაშქარს დავხოცავ და
კარს გავაღებ, თქვენც იქ მოდით, საიდანაც ხმას გაიგონებთ.
ტექსტი N 2.02

თათბირი ავთანდილისა შინაარსი


ავთანდილ უთხრა: "ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან: - რა გვეთქმის, მოძმენი ვერ დაგემდურებით, - უთხრა
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; ავთანდილმა ფრიდონს: - ჯან-ღონით სავსე ხარ, არა გტკივა
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახ-ივიან, რა, და გალომებული მკლავის მოიმედე "სთათბირობ ძნელთა
და მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!
თათბირთა”, ხიფათს არ უფრთხი.მაგრამ, აბა, ყური მიაპყარ,
რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, რა ახლო-ახლოს ისმის გუშაგთა ძახილი! ნუ გგონია,
გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; შეუმჩნევლად გადახვიდე, აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და
წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, თოკს გადაგიჭრიან, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაგიარა?!
და ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება. არა, ეგ რჩევა არ გამოგვადგება, საქმეს სხვარიგად უნდ
ვუშველოთ.
სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, სჯობს, დაიმალოთ. [გუშაგები] ქალაქში შემსვლელ
ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
მგზავრს არაფერს ერჩიან (არ იჭერენ). მე ვაჭრულად
სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
მოვიკაზმები და მოტყუებით შევიპარები.
და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
მარტო უნდა წავიდე, სამივე რომ ერთად გვნახონ, ვაითუ
სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; განზრახვას მიგვიხვდნენ. იარაღს და აბჯარს უჩუმრად ერთ
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, ჯორს ავკიდებ და რა შევალ, მალულად ავისხამ.
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, . ღმერთმა ქნას, "უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!”
და ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები! გარეთ ლაშქარს თქვენ ეკვეთეთ "ყოველნი მსგავსად
გმირისად”, შიგნითა მცველთ თვითონაც ადვილად
შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;
გავუმკლავდები.
კართა გავახვამ, მომართეთ, კივილი გესმას ხშირი სად. რაც რამ კლიტეა, დავლეწავ და კარებს გავაღებ, ვერაფერი
და თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად". დამიმაგრდება! მე ეს მირჩევია და, თუ რამ სხვა სჯობდეს,
თავად ბრძანეთ.
ტექსტი N 3.01

რევაზ ინანიშვილი

ქუთათურები

ვიყავი ქუთაისში. იყო 1957 წლი.

ჩემი მასპინძელი და მე გავედით ბაზართან, წყალტუბოში უნდა წავსულიყავით. ჩამოიარა ერთმა


,,პობედამ”. ჩემმა მასპინძელმა ხელი აუწია. ,,პობედა” გაჩერდა. ასე და ასეა საქმე, წყალტუბოში გვინდა
წასვლაო. ოცი თუმანი დაგიჯდებაო, გენაცვალეთო. მაშინ იაფობა იყო. ათ თუმანზე მეტის თხოვნას არ
მოველოდი. ჩემმა მასპინძელმა რაღაც ჩათქმულად გაიღიმა. მანქანის კარი გამოაღო, მიმიპატიჟა,
ჩავსხედით, წავედით.

წითელ ხიდს რომ გავცდით, იქითა ყურეში გავჩერდით. მძღოლი გადავიდა, - თქვენც
გადმობრძანდით, აქ კარგი მწვადი იცის და თითო მწვადი შევჭამოთ ზეზეურადო. გადავედით. შევედით
სამწვადეში. საამო სუნი იდგა, ხალხით იყო სავსე. – თქვენ აქ გაჩერდითო, - მძღოლმა. მე უხერხულობა
ვიგრძენი. ჩემმა მასპინძელმა დამაწყნარა, - დაგვასწროო. წუთში მოიტანა სამი კარგი მწვადი და სამი
ბოთლი ღვინო მძღოლმა. დავლიეთ – ჩვენი შეხვედრისა, გაცნობისა, ოჯახებისა, დედმამიშვილებისა.
მძღოლმაც დალია. გამოვედით. ჩავსხედით ,,პობედაში”, წავედით.

წყალტუბოში ბაზართან მიგვიყვანა. ნოემბერი იყო, უმშვენიერესი საბაზრო დღე. აქო კარგი მაჭარი
ექნებათო. იქვე, დახლზე ჩამოდგეს, მძღოლმა ჩამოდგა, სამლიტრიანით მაჭარი, ჭყინტი ყველი, პური,
ნიგოზი და მჟავე. დავლიეთ. მთლად დავუშაქრდით ერთმანეთს. ის სამლიტრიანი რომ დაიცალა,
მძღოლმა ბოდიში მოიხადა, გასვენებაზე ვარ წასასვლელი, მეტი გზა არაა, უნდა დაგტოვოთ, ანგარიში
გავასწოროთო. ამოიღო ჩემმა მასპინძელმა და ორი ათთუმნიანი მისცა. – შენ სხვანაირად კაპიკს ვერ
დაგახარჯვინებს კაციო, - მძღოლმა ჩაიდო ფული ჯიბეში, მიუჯდა საჭეს, მე კოცნა გამომიგზავნა, ჩემს
მასპინძელს – მუშტით მუქარა, სულ ოდნავ ჩაეღიმა და ,,პობედა” ადგილიდან მოწყვიტა, ზივილ-
ზივილით მოაფარა კუთხეს.

You might also like