You are on page 1of 129

1 მკითხველთა ლიგა

ლევ ტოლსტოი

კრეიცერის სონატა

2 მკითხველთა ლიგა
„მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყუ-
რებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“.1
„უთხრეს მას მოწაფეებმა: თუკი ასეთი მიზეზი აქვს კაცს ქალის
მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.
უთხრეს მათ: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვი-
საც მიცემული აქვს.
ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც თავიანთი დედის მუც-
ლიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ
ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასა-
ჭურისეს, არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს
თავი ცათა სასუფევლისათვის.
ვისაც შეუძლია შეთვისება შეითვისოს“.2

1
მათე V. 28
2
მათე XIX 10.11-12
3 მკითხველთა ლიგა
1

ეს ამბავი ადრიან გაზაფხულზე მოხდა. უკვე ორი დღე და ორი


ღამე იყო, რაც მატარებელში ვიჯექი და ვმგზავრობდი. ახლო მან-
ძილზე ჩამსვლელები შემოდიოდნენ და მალევე ჩადიოდნენ. ის
სამი ადამიანი კი, ისე, როგორც მე, იქიდან მგზავრობდა, საიდა-
ნაც მატარებელი წამოვიდა. ერთი აღარც ისე ახალგაზრდა, ულა-
მაზო, სახეგატანჯული მანდილოსანი იყო, ეხურა შლაპა და ეცვა
მამაკაცის ფორმაზე შეკერილი პალტო, პირში გამუდმებით პაპი-
როსი ედო. მეორე ლაპარაკის დიდი მოყვარული ორმოციოდე
წლის მამაკაცი გახლდათ, მისი ნაცნობი. მესამე – ფიცხი, დაუდ-
გრომელი, ჯერ ისევ ახალგაზრდა, მაგრამ, ნაადრევად გაჭაღა-
რავებული კაცი იყო, ტანდაბალი და თმახუჭუჭა. თვალები უცნაუ-
რად უბრწყინავდა, ერთთავად აქეთ-იქით გაურბოდა. ეცვა ძვე-
ლი, კრაველის საყელოიანი პალტო, რომელსაც ეტყობოდა, რომ
საუკეთესო თერძის მიერ იყო შეკერილი. ეხურა კრაველისავე მა-
ღალი ქუდი. პალტოს გახსნისას ხიფთანი და რუსულ ყაიდაზე მო-
ქარგული ხალათი უჩანდა... თავი ყველასგან განცალკავებულად
ეჭირა, მაგრამ, ყველაზე უცნაური ის იყო, ცხვირიდან, არ ვიცი
ჩახველების, არ ვიცი, უცებ შეწყვეტილი სიცილის მაგვარი ხმა
გამოსდიოდა.
ვიდრე ვმგზავრობდით, მთელი ამ დროის განმავლობაში ცდი-
ლობდა მგზავრებთან ყოველგვარ ურთიერთობას გაქცეოდა.
ვინმე თუ გამოელაპარაკებოდა, მოკლედ, ცივად უპასუხებდა,
მიჯდებოდა თავისთვის და ან ფანჯარაში დაიწყებდა ყურებას ან
პაპიროსს მოუკიდებდა და წიგნს ჩააჩერდებოდა. ხოლო როცა

4 მკითხველთა ლიგა
არ ეწეოდა ან ფანჯარაში არ იყურებოდა, ამოიღებდა თავისი ძვე-
ლი ჩანთიდან საჭმელს და თან ჭამდა, თან ჩაის აყოლებდა.
რატომღაც მომეჩვენა, თითქოს წუხდა თავისი ამ მარტოობის
გამო და რამდენჯერმე გამოლაპარაკება ვცადე, მაგრამ, ყოველ-
თვის, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა, რაც ხში-
რად ხდებოდა იმის გამო, რომ ერთმანეთის პირისპირ ვისხედით,
მაშინვე ან წიგნს აიღებდა, ან შეტრიალდებოდა და ისევ ფანჯარა-
ში დაიწყებდა ყურებას.
მეორე დღეს, მოსაღამოებულზე მატარებელი ერთ დიდ სად-
გურში გაჩერდა, ჩვენი ის ნერვული ბატონი მატარებლიდან ჩავი-
და, მდუღარე ამოიტანა და ჩაი დააყენა. ჩაის დასალევად თავის
მწეველ მეგობარ მანდილოსანთან ერთად ჩავიდა ის ბატონიც,
ვისაც ძალიან მოწესრიგებული ბარგი ჰქონდა და ვინც თურმე
ადვოკატი იყო, რაც მე ცოტა მოგვიანებით შევიტყვე.
ვიდრე ისინი ვაგონიდან იყვნენ გასულები, ვაგონში რამდენი-
მე ახალი მგზავრი შემოვიდა, მათ შორის უზარმაზარ საჩეხიან მა-
უდის კარტუზსა და ამერიკულ ქრცნის ქურქში გამოწყობილი მა-
ღალი, პირგაპარსული, სახედანაოჭებული მოხუცი, ვისაც აშკა-
რად ეტყობოდა, სოვდაგარი იყო. შემოვიდა, იმ მანდილოსნისა
და ადვოკატის წინა სკამზე დაჯდა და იმავე სადგურზე ამოსულ
ახალგაზრდა კაცს, ვინც გარეგნული შესახედაობით ნოქარი უნ-
და ყოფილიყო, საუბარი გაუბა.
მეც იქვე გვერდით ვიჯექი და ვინაიდან მატარებელი გაჩერე-
ბული იყო, თან არც ხალხი მიდი-მოდიოდა, მათი ლაპარაკი ზოგ-
ჯერ გარკვევით მესმოდა. თავიდან სოვდაგარმა განაცხადა, –
ჩემს მამულში მივდივარ, აქედან ერთ გაჩერებაზეაო, მერე კი,
როგორც ყოველთვის, ორივემ ფასებსა და ვაჭრობაზე დაიწყო
ლაპარაკი, იმაზე თუ როგორ მიდიოდა ვაჭრობა მოსკოვსა ან ნი-
ჟეგოროდში, სად როგორი ფასები იყო. ნოქარმა ახლა ორივეს-
თვის ნაცნობ რომელიღაც მდიდარი ვაჭრის მიერ გამართულ
5 მკითხველთა ლიგა
წვეულებაზე წამოიწყო ლაპარაკი, მაგრამ მოხუცმა დამთავრება
არ აცალა და ამას წინათ კუნავინეში მოწყობილ ქეიფზე ალაპა-
რაკდა – იმ ქეიფში მეც ვიყავი, კარგა გვარიანადაც გამოვთვერი,
მთვრალებმა ისეთი ამბები ჩავიდინეთ, მხოლოდ ყურში თუ ეტ-
ყვი ვინმესო! ამაზე ნოქარი ისე ახარხარდა, მთელი ვაგონი გააყ-
რუა. მოხუცმაც გაიცინა და ორი გაყვითლებული ლოჯივით კბი-
ლი გამოაჩინა.
ვიცოდი საინტერესოს ვერაფერს მოვისმენდი, ვიფიქრე, მატა-
რებლის გასვლამდე, მოდი, ცოტას გავივლი-მეთქი და წამოვდე-
ქი. გასვლისას კარებში ადვოკატი და ის მანდილოსანი შემ-
ხვდნენ, მოდიოდნენ და რაღაცაზე გაცხარებულები საუბრობნენ.
– ვერ მოასწრებთ, – მითხრა თავაზიანად ადვოკატმა, – საცაა
მეორე ზარიც იქნება.
მართლაც, ვაგონის ბოლოში გასული არ ვიყავი, რომ ზარის
ხმა გაისმა და უკან რომ შევბრუნდი, ის მანდილოსანი და ადვო-
კატი ისევ იმ გაცხოველებულ საუბარში იყვნენ. მოხუცი სოვდაგა-
რი მათ წინ გაჩუმებული იჯდა, წინ კუშტად იყურებოდა და ხანდა-
ხან ტუჩებს მწყრალად იკვნეტდა.
– ამის შემდეგ ქალმა ქმარს ეს პირდაპირ გამოუცხადა... – ამ-
ბობდა ადვოკატი, როცა მე მათ გვერდით ჩავუარე, – იმ კაცთან
უკვე აღარ შეეძლოცხოვრება, აღარავითარი სურვილი აღარ
ჰქონდა, ვინაიდან...
თქვა და გააგრძელა ამბის მოყოლა, მაგრამ იმის გამო, რომ
სწორედ ამ დროს მგზავრებმა, კონდუქტორმა და მეეტლემ ჩაი-
არეს, მათ ხმაურში, რაც კარგა დიდხანს გაგრძელდა, ვერ გავიგე
რაზე საუბრობდნენ. ყველაფერი რომ მიწყნარდა, ადვოკატს იმ
ამბავზე საუბარი უკვე დაემთავრებინა და ახლა რაღაც ზოგად სა-
კითხებზე ლაპარაკობდა.
ასე ამბობდა, ცოლ-ქმრის გაყრის, ოჯახის დანგრევის საკით-
ხმა ევროპაში იმჟამად მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპ-
6 მკითხველთა ლიგა
ყრო, ხოლო ვინაიდან გაყრის შემთხვევები ჩვენთანაც ძალიან
გახშირდა, ახლა ამაზე აქაც ბევრს ლაპარაკობენო, მაგრამ, უცებ
მიხვდა, რომ მთელ ვაგონში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა, საუბარი
შეწყვიტა და მოხუცს მიუბრუნდა:
– ძველად ასეთი რამეები არ ხდებოდა, ხომ ასეა? – თქვა და
სასიამოვნოდ გაიღიმა.
მოხუცმაც რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მატარე-
ბელი დაიძრა, ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და ხმადა-
ბალ ლოცვას მოჰყვა. ადვოკატი იჯდა და ელოდა, ლოცვას რო-
დის დაამთავრებდა. მართლაც, მოხუცი ლოცვას მორჩა, პირჯვა-
რი სამჯერ კიდევ გადაიწერა, ქუდი დაიხურა, თვალებამდე ჩამო-
იწია, ადგილზე შესწორდა და დაიყო:
– ესა, ბატონო, წინათაც ხდებოდა, ოღონდ ნაკლებად... ამ
დროებაში ასე რომ არ იყოს, შეუძლებელია, ვინაიდან მეტისმე-
ტად განათლებულები გახდნენ...
მატარებელმა ამ დროს სვლას სულ უფრო მოუჩქარა და პირა-
პირების გრუხუნში მისი ლაპარაკი ვეღარ გავიგონე, თუმცა იმის
გამო, რომ მაინტერესებდა, რას ამბობდა, მასთან ახლოს გადავ-
ჯექი. საუბრით, როგორც ჩანს, ჩემი ნერვული მეზობელიც დაინ-
ტერესდა და ისე რომ, ადგილიდან არ ამდგარა, ყურის გდება და-
უწყო.
– განათლება ცუდი ვითომ რატომ არის? – თქვა ოდნავი ღი-
მილით მანდილოსანმა, – ნუთუ დაქორწინება ისე უკეთესია, რო-
გორც ძველად იყო, როცა საქმროს და საცოლეს ერთმანეთი და-
ნახულიც არ ჰყავდა, ისიც არ იცოდნენ, ერთმანეთი უყვარდათ
თუ არა, ან ქალს შეეძლო თუ არა იმ კაცის გვერდით ეცხოვრა და
მთელი სიცოცხლე მერე ტანჯვაში გაეტარებინა?.. რას იტყვით,
უკეთესია ასე? – ამბობდა იგი და მისი ეს სიტყვები ჩემი და ადვო-
კატის გასაგონად უფრო იყო, ვიდრე იმ ბერიკაცის, ვისაც ელაპა-

7 მკითხველთა ლიგა
რაკებოდა. თან ნათქვამზე კი არ პასუხობდა, არამედ, როგორც
ეს ქალებს სჩვევიათ, იმაზე, რაც მოხუცს შეიძლებოდა ეთქვა.
– ჰოო, ძალიან განათლებულები გახდნენ!.. – ჩაილაპარაკა
სოვდაგარმა და ქალს დამცინავად შეხედა.
– მაინტერესებს, თქვენი აზრით, რა კავშირია განათლებუ-
ლობასა და ცოლქმრულ ურთიერთობას შორის? ამას როგორ ახ-
სნით? – ჩაერთო საუბარში ადვოკატი ღიმილით.
სოვდაგარს, ეტყობა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ქალმა არ
აცალა:
– აჰ, ეგ დრო უკვე წავიდა, – დაიწყო ქალმა, მაგრამ ამჯერად
ის ადვოკატმა შეაჩერა:
– ნება მიეცით, თქვას თავისი აზრი.
– რა კავშირია და, განათლება ხალხს მხოლოდ ასულელებს,
– თქვა მკაცრად მოხუცმა.
– დააქორწინებენ ორ ისეთ ადამიანს, ვისაც ერთმანეთი არ
უყვარს და მერე უკვირთ, რატომ ვერ ააწყვეს ცხოვრება! – ჩქა-
რობდა საკუთარი აზრის გამოთქმას მანდილოსანი, ხან ადვო-
კატს გადახედავდა, ხან მე, ხან ნოქარს, რომელიც წამომდგარი-
ყო და სკამის ზურგს დაყრდნობილი საუბარს გაღიმებული უსმენ-
და, – როცა ორს კი არა, ვიღაც მესამეს სურს მათი შეუღლება, მა-
შინ როცა ასე მხოლოდ პირუტყვების შეწყვილება შეიძლება!..
ყველა ადამიანს თავისი სურვილები, თავისი მისწრაფებები გააჩ-
ნია. ადამიანი სიყვარულს, ერთგულებას ესწრაფვის, – ამბობდა
ქალი და ეტყობა უნდოდა გაეგულისებინა მოხუცი სოვდაგარი.
– არ ბრძანებთ მართალს, ქალბატონო, პირუტყვი საქონე-
ლია, ადამიანებისთვის კი სხვა წესი, სხვა კანონი არსებობს, –
მხარი არ დაუგდო მოხუცმა.
– ჰო, მაგრამ, უსიყვარულოდ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვ-
როს?! – ქალი ისევ ჩქარობდა თავისი აზრების გამოთქმას, ვინა-

8 მკითხველთა ლიგა
იდან, მიაჩნდა, რომ მისი ეს აზრები ძალიან ახალი და ძალიან სა-
ჭირო იყო.
– წინათ ამას არავინ დაგიდევდა, – თქვა მოხუცმა დაბეჯითე-
ბით, – ეს მხოლოდ ახლა დაიწყეს ასეთ-ისეთები, ეს ახლა წესად
იქცა... ერთი პატარა უსიამოვნება და – წავალ, მიგატოვებ, აჰა,
შენი ხალათი და შარვალი, მე ვანკასთან მივდივარ, იმას შენზე
ხუჭუჭი თმა აქვსო!.. რა უნდა უთხრა. რა უნდა ელაპარაკო ასე-
თს!.. კაცსაც სხვა რა გზა აქვს, გლეხი რომ გლეხია, რას იზამ, მო-
დააო!.. ქალს შიში უნდა ჰქონდეს, უნდა ეშინოდეს.
ნოქარმა ჯერ ადვოკატს შეხედა შეკავებული ღიმილით, მერე
მანდილოსანს, მერე მე და იმის მიხედვით, როგორ იქნებოდა მო-
ხუცის სიტყვები ჩვენ მიერ აღქმული, ან გაეცინა, აქაოდა არ მომ-
წონს შენი ნათქვამიო, ან კვერი დაეკრა, დაედასტურებინა.
– მაინც ვისი უნდა ეშინოდეს? – იკითხა მანდილოსანმა.
– ვისი უნდა ეშინოდეს და ქმრისა, აი, ვისი!
– ეგ დრო, ბიძაჩემო, უკვე ჩავლილია, – თქვა ქალმა ცოტა არ
იყოს, გაღიზიანებულმა.
– არა, ქალბატონო, ეგ დრო არასოდეს ჩაივლის, როგორც შე-
იქნა ევა მამაკაცის ნეკნიდან, ეგრევე იქნება უკუნითი უკუნისამ-
დე! – თქვა მოხუცმა ისე მკაცრად, ისე დაბეჯითებით, რომ ნოქარ-
მა იფიქრა, გამარჯვება ნამდვილად მის მხრებზეაო და ხმამაღლა
გაიცინა.
– ეს თქვენ, კაცები, მსჯელობთ ასე, – ქალი ფარ-ხმალს არ
ყრიდა, თან ჩვენ გვიყურებდა, რა აზრისანი ვიყავით, – თავისუფ-
ლება თქვენ თვითონ დაუკანონეთ თქვენს თავს, ქალი კი გინდათ
კოშკში გამოკეტოთ, ყველაფრის ნებას თვითონ აძლევთ საკუ-
თარ თავს.
– ნებას არავინ იძლევა, ოჯახი კაცმა თუ არ გააძლიერა, ქალი
არაფრის მაქნისია, დამტვრეული ჭურჭელია! – განაგრძობდა ჯი-
უტად მოხუცი.
9 მკითხველთა ლიგა
„მოხუცის ამ შთამაგონებელმა გამოსვლამ, ეტყობა, ყველას
გული მოიგო“, – გაიფიქრა ქალმა და მიუხედავად იმისა, თავს
დათრგუნულად გრძნობდა, უკან მაინც არ დაიხია:
– ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ქალიც ადამიანია, ისეთივე
გრძნობები აქვს, როგორიც კაცს... ქმარი თუ არ უყვარს, რა ქნას,
როგორ მოიქცეს?
– არ უყვარს!.. არ უყვარს!.. – გაიმეორა ამრეზით სოვდაგარ-
მა და წარბები აწკიპა, – თუ არ უყვარს, შეიყვარებს!
ეს მოულოდნელი არგუმენტი ნოქარს, ეტყობა, განსაკუთრე-
ბით მოეწონა და დასტურის ნიშნად რაღაც ჩაიბურდღუნა.
– არა, არ შეიყვარებს, სიყვარული თუ არ არის, გინდა თუ არა
შეიყვარეო, ვერავინ აიძულებს! – ისევ თავისაზე იდგა მანდილო-
სანი.
– ჰო, მაგრამ, ვთქვათ, ცოლმა უღალატა ქმარს, მაშინ? – ჩა-
ერთო ადვოკატი.
– ეგ არ შეიძლება, წესი არ არის!.. – ჯიუტად გააქნია თავი მო-
ხუცმა, – ეგ არ უნდა დაუშვა, ყურადღება უნდა მიაქციო, ქალი ყო-
ველთვის თვალქვეშ უნდა იყოლიო.
– თუ მაინც მოხდა, მაშინ? მაშინ რა უნდა ქნა? ხომ ხდება ასე?
– ვინმესთან შეიძლება ხდება, ჩვენთან კი არასოდეს! – თქვა
მოხუცმა ისევ ჯიუტად.
ყველა გაჩუმდა. ნოქარი შეიშმუშნა, ეტყობა იფიქრა, რატომ
უნდა ჩამოვრჩეო, ოდნავ გვერდზე გაიწია, გაიღიმა და დაიწყო:
– ჰო, ჩვენს ერთ კარგ ძმაკაცსაც ამ მხრივ დიდი დავიდარაბა
გადახდა. დარბაისელი, დინჯი, განათლებული კაცი იყო. სამწუ-
ხაროდ, იმასაც სწორედ ასეთი გარყვნილი ქალი შეხვდა, რას არ
სჩადიოდა, რას არ კადრულობდა!.. ჯერ კანტორის მოსამსახუ-
რესთან გააბა შარიშური. ქმარი არიგებდა, ელაპარაკებოდა, უხ-
სნიდა, მაგრამ არა, არ მოეშვა თავის იმ მაიმუნობას. ბოლოს საქ-
მე იქამდე მივიდა, ფულსაც კი ჰპარავდა. ყელში რომ ამოუვიდა,
10 მკითხველთა ლიგა
ქმარმა ერთი-ორჯერ მაგრად მოსცხო, მაგრამ, შენც არ მომიკ-
ვდე! ქალმა, უკაცრიელი პასუხია და, სიყვარულობანა ახლა გა-
უნათლავ ებრაელთან გააბა. კაცსაც, აბა, რა უნდა ექნა, ადგა და
მიატოვა. ცხოვრობს ახლა თავისთვის უშვილძირო, ქალი კი აი-
ნუნშიც არ აგდებს, დადის და დავერანობს ისევ ისე.
– ჰოდა, ის შენი დარბაისელი კაცი რეგვენი და უჯიშო ყოფი-
ლა! – თქვა მოხუცმა, – ქალი ხელში უნდა აეყვანა, ნებაზე არ უნ-
და მიეშვა, მაგრად ამოედო ლაგამი და იცხოვრებდა ახლა არ-
ხეინად – ნათქვამია, ცხენი აღმართში გამოსცადე, ქალი განსაც-
დელშიო.
ამ დროს უახლოეს სადგურზე ჩამსვლელთა ბილეთების შესა-
მოწმებლად კონდუქტორი შემოვიდა და მოხუცმა თავისი ბილე-
თი მიაწოდა.
– ასეა, ქალი გვერდზე არ უნდა გაახედო, – არ ცხრებოდა ბე-
რიკაცი.
– ეს-ესაა თქვენ თვითონ არ ამბობდით, კაცები კუნავინოს
ბაზრობაზე თავდაყირა გადავდიოდითო? – ვუთხარი სოვდა-
გარს.
– ეგ სულ სხვა საქმეა, – თქვა მოხუცმა და გაჩუმდა.
მატარებლის სასტვენის ხმაზე მერე ჩუმად წამოდგა, სკამის
ქვეშიდან ტომარა გამოიღო, ქურქი ჩაიცვა, კარტუზი შუბლზე ჩა-
მოიწია და წავიდა.

11 მკითხველთა ლიგა
2

როგორც კი მოხუცი ვაგონიდან გავიდა, ყველა ერთხმად ალა-


პარაკდა.
– ეჰ, ძველი აღთქმის კაცი ხარ, პაპაჩემო, – მიაყოლა სიტყვა
ნოქარმა.
– აი, ნამდვილი პატრიარქი! ეს რა საშინელი წარმოდგენა
აქვს ქალზე და ქორწინებაზე, – თქვა ქალმა.
– რას იზამ, ჩვენი ხალხი ცოლქმრობასა და ქორწინებაზე ევ-
როპული შეხედულებისაგან ჯერ ძალიან შორს არის, – დასძინა
ადვოკატმა.
– მაშინ როცა მთავარი სწორედ ის არის, რასაც ჩვენი ხალხი
ვერ იგებს, – დაიწყო ისევ მანდილოსანმა, – ქორწინება სიყვა-
რულის გარეშე ქორწინება არ არის, ის მხოლოდ მაშინაა ნამდვი-
ლი, როცა სიყვარულით არის ნაკურთხი, სიყვარულითაა მად-
ლცხებული...
ნოქარი უსმენდა და იღიმებოდა, ჩანს, უნდოდა, თუ რამ ჭკვი-
ანურად იყო ნათქვამი, ყველაფერი დაეხსომებინა და გამოეყენე-
ბინა საჭირო შემთხვევაში.
მანდილოსანი შუა ლაპარაკში რომ იყო, ჩემ უკან შეგუბებული
სიცილისა თუ რაღაც ქვითინის მაგვარი გაისმა, უკან მივიხედე და
ვხედავ, ის ჭაღარა, მარტოსული ბატონი, რომელიც ეტყობა, და-
ინტერესდა ჩვენი საუბრით, იქვე, ჩემ გვერდით სკამის ზურგზე ხე-
ლებდაყრნობილი დგას, სახე წამოსწითლებია და აღელვებულს
ლოყის კუნთები უთრთის.
– სიყვარული... სიყვარული... მაინც რა არის, რომელია ეგ
სიყვარული, ქორწინებას მადლცხებულს, კურთხეულს რომ
ხდის? – თქვა მან ენის ბორძიკით.
მანდილოსანმა რომ ნახა, მოსაუბრე აღელვებული იყო, შე-
ეცადა, რაც შეიძლება რბილად, მაგრამ დამაჯერებლად ეპასუხა:
12 მკითხველთა ლიგა
– ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულზე მოგახსენებთ! როცა ქალ-
სა და კაცს შორის ასეთი სიყვარულია, ქორწინება კურთხეულიც
არის და მადლცხებულიც...
– ჰო, მაგრამ, რას გულისხმობთ ჭეშმარიტ სიყვარულში? –
თქვა თვალებანთებულმა ჭაღარა ბატონმა უხერხული ღიმილით.
– სიყვარული რა არის, ყველამ იცის, – მოუჭრა ქალმა, ეტყო-
ბა აღარ სურდა საუბრის გაგრძელება.
– არა, პირადად მე არ ვიცი!
– ესე იგი, გინდათ იცოდეთ, რა არის ნამდვილი სიყვარული?
ამის გაგება ძალიან ადვილია, – თქვა ქალმა და ჩაფიქრდა, –
სიყვარული ის არის, როცა კაცი ერთ ქალს ან ქალი ერთ კაცს და-
ნარჩენებს შორის განსაკუთრებულად გამოარჩევს – აი, რა არის
ნამდვილი სიყვარული.
– გამოარჩევს? რამდენი ხნით? ერთი დღით? ორი დღით? ნა-
ხევარი საათით? – ჩაილაპარაკა ჭაღარა ბატონმა და გაიცინა.
– არა, მოითმინეთ, თქვენ მგონი რაღაც სხვა რამეზე ლაპარა-
კობთ!
– რატომ, ზუსტად იმაზე ვლაპარაკობ, რაზეც თქვენ...
– ეს ქალბატონი ამბობს, – ჩაერია საუბარში ადვოკატი, –
ქორწინება, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულს, ერთგულებას უნ-
და ეფუძნებოდეს... ქორწინება მხოლოდ ასეთ დროსაა კურთხე-
ული, ვინაიდან, თუ მას ერთგულება, თუ გნებავთ, სიყვარული არ
უდევს საფუძვლად, მასში არც ზნეობაა, არც მოვალეობა... ხომ
სწორად გაგიგეთ? – მიუბრუნდა იგი ქალს.
ქალმა დასტურის ნიშნად თავი დააქნია.
– ამის შემდეგ... – განაგრძო ადვოკატმა, მაგრამ ამჯერად უკ-
ვე სიბრაზისგან თვალებანთებულმა ნერვულმა ბატონმა, ვინც
ეტყობა, თავს უკვე ძლივსღა იკავებდა, სიტყვა არ დაამთავრები-
ნა:

13 მკითხველთა ლიგა
– მე მხოლოდ იმას გეკითხებით, აი, იმას, კაცი ერთ ქალს ან
ქალი ერთ კაცს სხვებისგან განსაკუთრებულად მაინც რამდენი
ხნით გამოარჩევს?
– რამდენით? დიდი, ძალიან დიდი ხნით, ზოგჯერ მთელი სი-
ცოცხლე, – მხრები აიჩეჩა მანდილოსანმა.
– ჰო, მაგრამ, ასე ხომ მხოლოდ რომანებშია, ცხოვრებაში
ხომ ასე არასოდეს ხდება!.. ამ გამორჩეულობამ დიდი-დიდი ერ-
თი წელი გასტანოს, ისიც იშვიათად. როგორც წესი, გამორჩეუ-
ლობის ეგ გრძნობა ერთ თვეს, უფრო სწორად, ერთ კვირას, ერთ
საათს თუ გასტანს...
ამბობდა და, როგორც ჩანს, ეგონა, ჩემი ამ აზრებით ყველა
განცვიფრებაში მომყავსო, ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა.
– აჰ, არა, რას ბრძანებთ! არა, არა, მოითმინეთ! – წამოვიძა-
ხეთ სამივემ ერთხმად, თქვენ წარმოიდგინეთ, ნოქარმაც კი.
– დიიახ, დიახ, – ყვირილით გადაფარა ჩვენი ხმა ჭაღარა ბა-
ტონმა, – თქვენ იმაზე ლაპარაკობთ, რაც გგონიათ, მე კი იმაზე,
რაშიც დარწმუნებული ვარ... მამაკაცი ხომ ლამაზი ქალის დანახ-
ვაზე ყოველთვის განიცდის იმას, რასაც თქვენ სიყვარულს ეძა-
ხით.
– რა საშინელებაა, რას ამბობთ! ხომ არის ადამიანებს შორის
ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია და ეს გრძნობა ცოცხლობს
არა თუ თვეობითა და წლობით, არამედ არასოდეს კვდება.
– არა, არ არის! რომ დავუშვათ კიდევაც, კაცს მთელი სიცოც-
ხლე ერთი ქალი უყვარდეს, ერთ ქალს იყოს მიჩერებული, დარ-
წმუნებული ვარ, ქალი სხვისკენ დაიწყებს ყურებას, სხვა კაცს
მისცემს უპირატესობას. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის, –
თქვა ჭაღარა ბატონმა და პაპიროსი ხარბად მოქაჩა.
– მაგრამ იქნებ სიყვარულს, ურთიერთგაგებას მისცეს უპირა-
ტესობა? – თქვა ახლა ადვოკატმა.

14 მკითხველთა ლიგა
– არა, ეგ შეუძლებელია, – შეეკამათა ჭაღარა ბატონი, – ისევე
არ შეიძლება, როგორც ბარდით სავსე საზიდარაში ორი დანიშ-
ნული მარცვლის გვერდიგვერდ მოხვედრა... გარდა ამისა, აქ ერ-
თგვარ მოყირჭებულობასაც აქვს ადგილი... ესეც რომ არა, გიყ-
ვარდეს ერთი ქალი სიკვდილამდე, ეს იგივეა, ამტკიცო, ერთი
სანთელი მთელი ჩემი სიცოცხლე ჩაუქრობლად ენთებაო, – ამ-
ბობდა და პაპიროსს ისევ ხარბად ეწეოდა.
– მაგრამ, თქვენ მხოლოდ ხორციელ სიყვარულზე ლაპარა-
კობთ. ნუთუ არ უშვებთ ისეთ სიყვარულს, რომელიც იდეალების
ერთობაზე, სულიერ ნათესაობაზე იქნება დაფუძნებული? – ჰკით-
ხა მანდილოსანმა.
– სულიერი ნათესაობა! იდეალების ერთობა!.. – თქვა კაცმა
და ცხვირიდან თავისი ის უცნაური ბგერები გამოუშვა, – ბოდიშს
გიხდით ამ უხერხული გამოთქმისთვის, მაგრამ, ასეთ შემთხვევა-
ში, ერთად წოლა
აუცილებელი არ არის. თქვენი ნათქვამიდან კი გამოდის, რომ
ადამიანები ერთად იდეალების გამო წვებიან, – გაიცინა კაცმა
ნერვულად.
– მოიცათ, მოიცათ! – შეაჩერა ადვოკატმა, – ის, რასაც თქვენ
ამბობთ, ფაქტებს ეწინააღმდეგება. ვიცით და ვხედავთ, რომ
ცოლქმრობა არსებობს, რომ მთელი კაცობრიობა, ყოველ შემ-
თხვევაში, მისი დიდი ნაწილი მაინც, დაქორწინებულია და ცოლ-
ქმრული ცხოვრებით უმეტესობა დიდხანს და პატიოსნად ცხოვ-
რობს.
ჭაღარა ბატონმა ისევ გაიცინა:
– როცა ამბობთ, ცოლქმრობა სიყვარულს ეფუძნებაო, ხოლო
მე მისი არსებობის გამო ეჭვს გამოვთქვამ, თქვენ ხორციელ სიყ-
ვარულზე მიანიშნებთდა სიყვარული არსებობსო, იმით მიმტკი-
ცებთ, რომ არსებობს ქორწინება. მაგრამ ჩვენ დროში ქორწინე-
ბა ხომ მხოლოდ ფარისევლობაა!
15 მკითხველთა ლიგა
– არა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ქორწინებები იყო, არის
და იქნება.
– არსებობს, ოღონდ რის გამო და ვის გამო? არსებობდა, არ-
სებობს და იარსებებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქორწინე-
ბაში რაღაც საიდუმლოს ხედავენ, საიდუმლოს, რაც მათ ღმერ-
თის წინაშე ხდის ვალდებულს... მათთვის არსებობს, ჩემთვის –
არა... ადამიანები ქორწინდებიან, მაგრამ მათთვის ეს მხოლოდ
შეწყვილებაა, ამიტომაც ან სიცრუეს აწყდებიან, ან ძალადობას.
სიცრუეს კიდევ არაუშავს, ადვილი გადასატანია, აი, ძალადობა
კი სულ სხვაა... ცოლიცა და ქმარიც ხალხს ატყუებს, თითქოს ერ-
თმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ხედავენ, თითქოს ერ-
თმანეთის მიმართ ძალიან ერთგულები ბრძანდებიან, მაშინ რო-
ცა კაცი ქალებს და ქალი კაცებს პანტაპუნტით იცვლის, ანუ სი-
ნამდვილეში მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობაა... ეს,
რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ამასაც არა უშავს, ყველაზე ცუდი
ის არის, რაც ძალიან ხშირად ხდება, – როცა ცოლი და ქმარი
ხალხს ატყუებს, როცა ერთად მხოლოდ სხვების დასანახად
ცხოვრობენ, თუმცა ქორწინებიდან ერთი თვეც არ არის გასული,
რომ ერთმანეთს უკვე თვალის დასანახად ვერ იტანენ, ერთი სუ-
ლი აქვთ, როდის გაიყრებიან, ცხოვრებით კი მაინც ცხოვრობენ
ერთად და თავს ნამდვილ ჯოჯოხეთში გრძნობენ, სვამენ, ლოთო-
ბენ, თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს... – ამბობდა სხაპასხუპით,
სწრაფად, სიტყვის ჩართვის საშუალებას არავის აძლევდა, სულ
უფრო ცხარდებოდა, ჩვენ კი ვდუმდით, თავს უხერხულად
ვგრძნობდით.
– დიახ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული მომენტები ცოლ-
ქმრულ ცხოვრებაში, – თქვა ბოლოს ადვოკატმა. უნდოდა შეეწ-
ყვიტა ეს უთავბოლო კამათი.
– როგორც ვხედავ, თქვენ მგონი მიცანით? – ჰკითხა ბოლოს
თითქმის უკვე დამშვიდებულმა ჭაღარა ბატონმა ადვოკატს.
16 მკითხველთა ლიგა
– არა, არ მაქვს ამის ბედნიერება...
– ბედნიერებაო! ბედნიერება კი არადა... მე ის კაცი ვარ, ვინც
ისეთი კრიტიკული მომენტები გამოიარა, რაზეც ეს-ესაა სიტყვა
გადამიკარით... დიახ, მე პოზდნიშევი ვარ, კაცი, ვინც საკუთარი
ცოლი მოკლა, – თქვა და ყველას თვალი მოგვავლო.
ყველა ვდუმდით, არ ვიცოდით, რა გვეთქვა, რა პასუხი გაგვე-
ცა.
– კარგი, რაც არის, არის, – თქვა პოზდნიშევმა და თავისი ის
უცნაური ბგერები გამოუშვა, – ბოდიშს გიხდით, აღარ შეგაწუ-
ხებთ.
– არა, რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! – უთხრა ადვო-
კატმა და ეს როგორ ვუთხარი, ბოდიში როგორ მოვუხადეო, –
თვითონვე გაუკვირდა.
მაგრამ, პოზდნიშევს მისთვის აღარ მოუსმენია, სწრაფად
მოტრიალდა და თავისი ადგილისკენ წამოვიდა. ადვოკატმა და
მისმა თანმხლებმა მანდილოსანმა ჩურჩული დაიწყეს, მე პოზ-
დნიშევის გვერდით გაოგნებული ვიჯექი, არ ვიცოდი, რა მეთქვა,
რით დამემშვიდებინა. ბნელოდა, კითხვა უკვე შეუძლებელი იყო,
თვალები დავხუჭე, თავი მოვიმძინარე და ასე გაჩუმებულებმა
ვიმგზავრეთ სადგურამდე.
მომდევნო გაჩერებაზე ბატონი ადვოკატი და მანდილოსანი
სხვა ვაგონში გადავიდნენ, ამაზე გამცილებელთან უკვე შეთან-
ხმებულები იყვნენ... ნოქარი სკამზე მოხერხებულად მოეწყო და
დაიძინა... პოზდნიშევი მთელი ამ ხნის განმავლობაში პაპიროსს
პაპიროსზე ეწეოდა, წინა სადგურზე დაყენებულ ჩაის ნება-ნება
სვამდა.
თვალები რომ გავახილე, უცებ გაღიზიანებული მეუბნება:
– თქვენ უკვე იცით, ვინ ვარ, ალბათ არ გსიამოვნებთ ჩემ
გვერდით ჯდომა, თუ გნებავთ, სხვა ადგილას გადავჯდები.
– არა, რას ბრძანებთ!
17 მკითხველთა ლიგა
– მაშინ, ჩაის ხომ არ ინებებდით? – თქვა და ჩაი დამისხა.
– ასე კი ლაპარაკობენ, მაგრამ ტყუიან...
– ამას რაზე ამბობთ?
– ყველაფერზე – აი, იმ იმათებურ სიყვარულზე... იმაზე, თუ რა
არის ცოლქმრობა და სიყვარული... ხომ არ გეძინებათ?
– არა, სულაც არა.
– მაშინ მოგიყვებით, ამ სიყვარულმა როგორ მიმიყვანა იმ ამ-
ბამდე, რაც თავს გადამხდა.
– დიახ, თუ ეს თქვენთვის მტკივნეული არ იქნება.
– მტკივნეული ჩემთვის ჩუმად ყოფნაა... რას უყურებთ, ჩაის
რატომ არ სვამთ? ძალიან მაგარი ხომ არ არის?
ჩაი მართლაც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ერთი ჭიქა მაინც
დავლიე. ამ დროს გამცილებელმა გამოიარა, პოზდნიშევმა თვა-
ლი გაბრაზებულმა გააყოლა და თავისი ამბის მოყოლა მხოლოდ
მისი წასვლის შემდეგ დაიწყო.

18 მკითხველთა ლიგა
3

– მაშ ასე, – თქვა და უცებ მეკითხება:


– ნამდვილად გსურთ ჩემი ამბის მოსმენა?
– დიახ, ძალიან-მეთქი, – გავუმეორე. ერთხანს გაჩუმებული
იჯდა, მერე ორივე ხელით სახე მოისრისა და თქვა:
– როგორ ან რატომ დავქორწინდი, როგორი ვიყავი ცოლის
შერთვამდე, თუ მოყოლაა, ყველაფერს თავიდან ბოლომდე მო-
გიყვებით.
ცოლის შერთვამდე ისე ვცხოვრობდი, როგორც ჩვენი წრის
ყველა ახალგაზრდა ცხოვრობს. ვარ მემამულე, უნივერსიტეტის
კანდიდატი, ვიყავი წინამძღოლი. ჩვენი წრის ყველა მამაკაცივით
მეც გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი და დარწმუნებული ვიყავი,
ისე ვცხოვრობ, როგორც საჭიროადა როგორც მსურს-მეთქი. მე-
გონა, სასიამოვნო, საყვარელი ახალგაზრდა ვიყავ, არ მქონდა
ცუდი გემოვნება, არ მქონდა არაბუნებრივი მიდრეკილებები, არ
ვიყავი ჩემი თანატოლებივით მაცდური – ცხოვრების მიზნად ეს
არც ახლა და არც ადრე არასოდეს დამისახავს... ჯანმრთელობას
რაც შემეძლო ვუფრთხილდებოდი და გარყვნილ ცხოვრებას
სწორედ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო ვეწეოდი, თუმცა
ფრთხილად, წინდახედულად. იმ ქალებს გავურბოდი, ვინც ბავ-
შვის ან სიყვარულის მომიზეზებით ჩემს ხელში ჩაგდებას ეცდე-
ბოდა. სხვათა შორის, იყვნენ ბავშვებიც, იყვნენ ისეთი ქალებიც,
რომელთაც გულწრფელად ვუყვარდი, მე კი თავი ისე მეჭირა, ვი-
თომ ამის ბაიბურშიც არ ვიყავი და ჩემს ამ საქციელს არა მხო-
ლოდ ზნეობრივად ვთვლიდი, არამედ ვამაყობდი კიდევაც...
მერე ცოტა ხანს გაჩუმდა და ცხვირიდან თავისი ის ბგერები გა-
მოუშვა – ჩანს ასე მაშინ იქცეოდა, როცა თავში რაიმე ახალი აზ-
რი მოუვიდოდა.

19 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ, ყველაზე დიდი უზნეობა ხომ სწორედ ეს არის! – წა-
მოიძახა უცებ, – ფიზიკური ურთიერთობა გარყვნილება არაა,
მასში არავითარი უხამსობა არ არის. ნამდვილი გარყვნილება
საკუთარ ზნეობრივ ქმედებაზე, იმ ქალის მიმართ მოვალეობაზე
უარის თქმაა, ვისთანაც ფიზიკურ ურთიერთობაში შედიხარ. მე კი
სწორედ ეს უარის თქმა მივიჩნიე ჩემს დიდ დამსახურებად. მახ-
სოვს, ერთხელ იმიტომ ვიტანჯებოდი, ქალს, ვინც მხოლოდ სიყ-
ვარულის გამო დამნებდა, ფული ვერ გადავუხადე, ვერ მოვასწა-
რი. მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი, როცა გავუგზავნე და მივახვედ-
რე, შენ წინაშე თავს ვალდებულად არ ვთვლი-მეთქი... არა, თავს
ისე ნუ მიქნევთ, თითქოს მეთანხმებოდეთ, – იყვირა უცებ, – ვი-
ცი, ჰო, ვიცი რაც არის ეგ! ყველანი, მათ შორის თქვენც, დიახ
თქვენც, უკეთეს შემთხვევაში, თუ იშვიათი გამონაკლისი არა
ხართ, ალბათ ზუსტად იმ შეხედულების ბრძანდებით, რა შეხედუ-
ლებისაც მე ვიყავი... ასეა თუ ისე, გთხოვთ, მომიტევოთ... – გა-
ნაგრძო პოზდნიშევმა, – მაგრამ, საქმე ისაა, რომ ეს საშინელე-
ბაა, გესმით, საშინელება!
ვკითხე, მაინც რა არის საშინელება-მეთქი?
– საშინელება ის არის, ქალს როგორ ვეპყრობით, ცდომილე-
ბის ის მორევია საშინელება, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩან-
თქმული... არა, მშვიდად ვერ ვილაპარაკებ იმაზე, რასაც ის ქალ-
ბატონი ბრძანებდა!.. არა, იმიტომ კი არა, რომ ის „ეპიზოდი“, ის
„მომენტი“ გამოვიარე, არამედ იმიტომ, რომ ჩემი იმ ამბის შემ-
დეგ თვალი ამეხილა, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, ჩემ-
თვის ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა.
პაპიროსი მოწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და განაგ-
რძო.
მაგრამ, იმის გამო, რომ ბნელოდა და სიბნელეში მის სახეს
ვერ ვხედავდი, ვაგონების ხმაურში მხოლოდ მისი სასიამოვნო,
შთამბეჭდავი ხმა მესმოდა.
20 მკითხველთა ლიგა
4

– დიახ, ადამიანი ისე უნდა დაიტანჯოს, ის დიდი ტანჯვა და წა-


მება უნდა გამოიაროს, რა ტანჯვა-წამებაც მე გამოვიარე, რომ
მიხვდეს, საიდან მოდის ან სად არის ამის ძირი და ფესვი, მიხ-
ვდეს, დაინახოს და გაიაზროს მთელი ის თავზარდამცემი სისა-
ძაგლე.
გთხოვთ, კარგად მომისმინოთ, გაიგოთ და ჩასწვდეთ, რო-
გორ ან როდის დაიწყო ის, რამაც ამ საშინელებამდე მიმიყვანა...
მაშინ ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი, ჯერ ისევ გიმნაზიაში ვსწავ-
ლობდი, ჩემი უფროსი ძმა კი უკვე პირველი კურსის სტუდენტი
იყო. ქალზე ჯერ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ, როგორც ჩვენი
წრის ყველა უბედური, თავგზააბნეული ბავშვი, აღარც მე ვიყავი
უმანკო ბიჭუნა – მეორე წელია, ჩემი ხნის ბიჭუნები ათას საშინე-
ლებაში მწრთვნიდნენ, ამიტომაც ქალი ჩემს წარმოდგენაში, უბ-
რალოდ, ქალი კი არა, ნეტარება, ენით აუწერელი სიტკბოება
იყო, სულერთია, ისეთიც და ასეთიც. ქალის სიშიშვლე წამებად
მქონდა ქცეული, ჩემი განმარტოება ჭუჭყიანი იყო, ვწვალობდი,
ვძრწოდი, ვიტანჯებოდი, ვლოცულობდი და ვეცემოდი, სულით
ხორცამდე უკვე წაბილწული ვიყავი, თუმცა ბოლო ნაბიჯი ჯერ გა-
დადგმული არ მქონდა – მარტო ვკვდებოდი, მაგრამ მეორე ადა-
მიანი ჯერ არ გამეწირა. და აი, ჩემი ძმის ამხანაგმა, თავზე ხელა-
ღებულმა სტუდენტმა, ეგრეთ წოდებულმა „კარგმა ბიჭმა“ ანუ
ყველაზე დიდმა არამზადამ, ვინც ჩვენ, ცხვირმოუხოცელი, უმწი-
ფარი ბიჭები ჯერ გვალოთა, მერე კი, მთელი იმ ღრეობის შემდეგ,
საროსკიპოში წასვლაზე დაგვითანხმა. მართლაც, წავედით. ჩემი
ძმა, ჯერ ისევ სუფთა, წესიერი ახალგაზრდა, სწორედ იმ ღამეს
დაეცა. მეც, თხუთმეტი წლის ყმაწვილმა, თავი იმ ღამეს წავყავი
სიბინძურეში და გოგოც ჩავითრიე. წარმოდგენა არ მქონდა, რა
იყო, რას ვჩადიოდი – უხამსობააო, უფროსებს ხომ ჩემთვის ეს
21 მკითხველთა ლიგა
არასოდეს უთქვამთ, ისე, როგორც არც ახლა ეტყვიან ჯერ უცოდ-
ველ ყმაწვილებს! მართალია, წერია ეს ათ მცნებაში, მაგრამ ათი
მცნება ხომ იმისთვის გჭირდება, მამაოს უპასუხო გამოცდაზე,
თუმცა არც ისე კარგად და სხაპასხუპით, როგორც Ut-ის3 გამოყე-
ნების წესი პირობით წინადადებაში.
იმ უფროსი ადამიანებისგან, რომელთა აზრსაც პატივს ვცემ-
დი, ცუდიაო, ეთქვათ, ერთხელაც არ მსმენია. პირიქით, მხოლოდ
ის მესმოდა, რომ ჯანმრთელობისათვის ეს, დიახაც, ძალიან აუ-
ცილებელი იყო. ამას მარტო იმათგან კი არ გაიგონებდი, ასე ეწე-
რა წიგნებშიც. ამხანაგებისგან ხომ სულ ის მესმოდა, ამ საქმეში
მთავარი მაგარი ბიჭობააო. მოკლედ, კარგის გარდა ამის შესა-
ხებ ცუდი არასოდეს მსმენია. დაავადების უნდა გშინებოდა? არა,
რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! ესეც ხომ წინასწარ იყო
გათვალისწინებული! საროსკიპოებს კარგად რომ ემუშავა, ამაზე
სახელმწიფო ზრუნავდა – ზედამხედველობას მფარველთა სამ-
მართველო უწევდა. გიმნაზიელებსაც სწორედ ის ეხმარებოდა ამ
საქმეში. არც ექიმები აკლებდნენ ყურადღებას, რა თქმა უნდა,
ხელფასისთვის. ცხადია, ასეც უნდა იყოს! აკი სწორედ ისინი ამ-
ტკიცებენ, გარყვნილება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო!
ჰოდა, იმისთვის, რათა ეს საქმე აკურატულად ჩატარდეს, ხელი
უნდა შეუწყონ!.. რამდენ დედას ვიცნობ, ვისაც ეს ძალიანაც სწო-
რად მიაჩნია, მათ რჩევას სიამოვნებით ითვალისწინებს, თვლის,
რომ ამით თავისი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს... ჯანმრთე-
ლობის სასიკეთოდ მეცნიერებაც ხომ საროსკიპოებში გზავნის
ახალგაზრდებს!
– მეცნიერები რაღა შუაში არიან-მეთქი? – ვკითხე.
– რა შუაშიო! მაშ, აბა, ექიმები ვინ არიან?! ვინ და, მეცნიერე-
ბის ქურუმები!.. ვინ აგულიანებს ახალგაზრდებს გარყვნილება

3
Ut – გრამატიკული წესი ლათინურ ენაში.
22 მკითხველთა ლიგა
სასარგებლოა ჯანმრთელობისათვისო? ვინ და, ექიმები – მეც-
ნიერების ქურუმები!.. მერე კი, თავს იწონებენ, სიფილისს ძალი-
ან კარგად ვკურნავთო!
– ჰო, მაგრამ, რატომ არ უნდა კურნავდნენ?
– რატომ და იმიტომ, რომ იმ ენერგიის, რასაც სიფილისის
მკურნალობას ახმარენ, 001%-ს გარყვნილებისა და დაავადების
აღმოსაფხვრელად წინასწარ რომ გამოიყენებდნენ, ამ საშინელი
ავადმყოფობის ხსენებაც არ იქნებოდა. არადა, ძალას ამისთვის
კი არა, მის წასახალისებლად იყენებენ... თუმცა, მთავარი ეს რო-
დია, მთავარი ისაა, ამ უბედურებამ არა მხოლოდ ჩვენი წრის
99%, არამედ ქვედა ფენის ახალგაზრდები – გლეხებიც ჩაით-
რია... მე იმიტომ კი არ დავეცი, რომელიმე უმშვენიერესი ქალით
მოვიხიბლე, ცდუნებას ავყევი! არა, ბატონო, ქალი აქ არაფერ შუ-
აშია!.. არც მისი სილამაზე და მომხიბვლელობაა არაფერ შუაში.
მე იმიტომ დავეცი, საზოგადოება, რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრი-
ალებდა, ამას ჯანმრთელობისთვის საუკეთესოდ მიიჩნევდა. ბევ-
რი ამას ახალგაზრდების ყველაზე ბუნებრივ, ყველაზე სასარგებ-
ლო გართობად თვლიდა, თუმცა მაშინ არც მე მესმოდა, რა იყო
გარყვნილებაში ცუდი, ჩემთვის, როგორც ეს შთაგონებული
მქონდა, სიამოვნებაც იყო და გარკვეული ასაკისთვის აუცილებე-
ლი, ჩვეული მოთხოვნილებაც... მართალია, ეს საქმე მეც სწო-
რედ ამ შთაგონების გამო ისე დავიწყე, როგორც სმა და მოწევა,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემს იმ პირველ დაცემაში, რაღაც
განსაკუთრებული, რაღაც გულის ამაჩუყებელიც იყო. მახსოვს,
ოთახიდან ჯერ გამოსულიც არ ვიყავი, რომ სევდა ისე მომეძალა,
ლამის ვტიროდი ჩემი უმწიკვლობის, ქალის მიმართ ჩემი უღირ-
სი დამოკიდებულების გამო. იმის გამო, რომ ამ დღიდან ქალთან
ის სუფთა, ძმური, გულწრფელი დამოკიდებულება აღარასოდეს
მექნებოდა... დიახ, ასე იყო და ალბათ ვერც იქნებოდა სხვაგვა-
რად, ვინაიდან იმ ახალგაზრდა კაცად ვიქეცი, ვისაც მრუშს და
23 მკითხველთა ლიგა
წამხდარს ეძახიან, წამხდარი და მრუში კი ისეთივე ფიზიკურ
მდგომარეობაშია, როგორშიც მორფინისტი, ლოთი ან პაპირო-
სის მწეველი. მორფინისტი, ლოთი და მწეველი კი, მოგეხსენე-
ბათ, ისევე აღარ არის ნორმალური, როგორც ის ადამიანი, რო-
მელსაც სიამოვნებისთვის ერთდროულად რამდენიმე ქალთან
აქვს კავშირი. ასეთი ადამიანი სამუდამოდ არის ხელიდან წასუ-
ლი, ასეთს მრუშს და გაფუჭებულს ეძახიან... როგორც მორფი-
ნისტს და ლოთს იცნობ ერთი შეხედვით, ასევე იცნობ მრუშსა და
გარყვნილსაც... გარყვნილ კაცს შეუძლია თავი შეიკავოს, შეებ-
რძოლოს საკუთარ თავს, ქალთან კი ის სუფთა, ძმური დამოკი-
დებულება აღარასოდეს ექნება. ახალგაზრდა ქალს ერთს შეხე-
დავს, აათვალიერ-ჩაათვალიერებს და მაშინვე მიხვდები, თავში
ამ ქალს რა აზრები უტრიალებს... მეც სწორედ ასეთი ადამიანი
გავხდი, რამაც დამღუპა, ცხოვრება დამინგრია და ამ უბედურე-
ბამდე მიმიყვანა.

24 მკითხველთა ლიგა
5

– თანდათან სულ უფრო და უფრო შორს წავედი. იყო ათასნაი-


რი უკუღმართობებიც. ღმერთო ჩემო! როცა კი ამ მხრივ ჩემს იმ
სამარცხვინო საქციელს ვიხსენებ, თავზარი მეცემა! გულისტკი-
ვილით მაგონდება დრო, როცა ჩემი ეგრეთ წოდებული უმანკო-
ების, ჩემი წესიერი ბიჭობის გამო ამხანაგები მასხარად მიგდებ-
დნენ... სამაგიეროდ სულ სხვა განცდა მქონდა, როცა ოქროს
ახალგაზრდების, ოფიცრების, პარიზელების შესახებ მესმოდა.
ეს ბატონებიცა და მეც ოცდაცამეტი წლისანი უკვე ხელიდან ვიყა-
ვით წასულები, ქალების მიმართ სულს უბინძურესი დანაშაული
გვიმძიმებდა, მაგრამ, შევიდოდით სამეჯლისოდ გაბრწყინებულ
დარბაზში სუფთად დაბანილ-გაპრიალებულები, გაპარსულები,
სუნამონაპკურები, ნამდვილი სისუფთავის ეტალონები, ქათქათა
სამოსსა, ფრაკსა თუ მუნდირში გამოწყობილები, მართლაც რომ
დიდებული სანახავები და ვიღას ახსოვდა წუხილი და დანაშა-
ული!
– თქვენ ალბათ იფიქრებთ, რა უნდა ყოფილიყო და რა არის?
რა და, ის უნდა ყოფილიყო, როცა შენი დის, შენი ქალიშვილის
გვერდით საზოგადოებაში ასეთი ბატონი გამოჩნდება, ხოლო შენ
კარგად იცი, ვინ არის, რა კაცი ბრძანდება, უნდა მიხვიდე, გვერ-
დზე გაიხმო და ჩუმად უთხრა – „არა, გეთაყვა, აქ შენი ადგილი
არ არის, კარგად ვიცი, რა კაცი ხარ, ღამეებს ვისთან ან როგორ
ატარებ! წადი, მეგობარო, წადი, აქ სუფთა, უმანკო ქალიშვილები
არიანო“. დიახ, ასე უნდა იყოს. მაგრამ როცა ასეთი ბატონი შე-
მობრძანდება, შენს დასა და ქალიშვილს ხელს მოხვევს და ცეკ-
ვავს, თუ ის მდიდარი და ცნობილი კაცია, გახარებული ხარ – რი-

25 მკითხველთა ლიგა
გოლბოშის4 შემდეგ ჩემი ქალიშვილი იქნებ ღირსი გახადოს, იქ-
ნებ ცოლად ითხოვოსო. იმ ავადმყოფობისა რაიმე რომ შეამ-
ჩნიო, ის კი არა, კიდევაც რომ დარწმუნდე – რა უჭირს, ახლა ამას
ჩინებულად მკურნალობენო, – არაფრად მიგაჩნია. მაღალი სა-
ზოგადოების რამდენი ქალიშვილი ვიცი, ვინც მშობელმა სიფი-
ლისით დაავადებულს სიხარულით მიათხოვა... რა ამაზრზენი,
რა გულისამრევია!.. მაგრამ, ხომ დადგება დრო, როცა ამ საზიზ-
ღრობასა და სიცრუეს ამხელენ!
თქვა, თავისი ის უცნაური ბგერები გამოუშვა და ჩაი მოსვა. ჩაი
მართლაც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ გასაზავებლად წყალი არ
გვქონდა და ორი ჭიქა ჩაი რომ დავლიე, ვიგრძენი, როგორ ავ-
ფორიაქდი. ჩაიმ ეტყობა მასზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა, ძა-
ლიან აღგზნებული ჩანდა, ხმა და გამომეტყველება შეეცვალა,
ადგილზე ვერ ისვენებდა, წრიალებდა, ქუდს ხან დაიხურავდა,
ხან მოიხდიდა და სიბნელეშიც ვატყობდი, სახე ყოველ წუთს რო-
გორ ეცვლებოდა.
– ვცხოვრობდი, აი, ასე, ვიდრე ოცდაათი წლისა არ გავხდი, –
განაგრძო ჭაღარა ბატონმა, – თუმცა, დაოჯახებაზე ფიქრი არც
აქამდე მტოვებდა, მინდოდა წესიერი, სუფთა, პატიოსანი ოჯახი
მქონოდა, მართალია, გარყვნილების მორევში თავდაყირა ვიყა-
ვი გადაშვებული, მაგრამ ყველასგან გამორჩეულს ვეძებდი, ქა-
ლიშვილს, ვინც თავისი სიფაქიზითა და უბიწოებით ჩემი ღირსი
იქნებოდა. ბევრი სწორედ იმის გამო დავიწუნე, ისეთი სუფთა და
უბიწო ვერ არის, მე რომ მეკადრება-მეთქი. ბოლოს, როგორც იქ-
ნა, შევხვდი ქალიშვილს, ვინც ჩავთვალე, რომ ზუსტად ისეთი
იყო, როგორიც მეწადა. ეს გახლდათ პენზის ოდესღაც მდიდარი,
მაგრამ გაღარიბებული მემამულის ორი ქალიშვილიდან ერთ-
ერთი.

4
რიგოლბოში – პარიზელი მომღერალი და მოცეკვავე ქალის – მარგარიტა
ბოდელის (სცენაზე გამოდიოდა 1850-1860 წლებში) ზედმეტი სახელი.
26 მკითხველთა ლიგა
მთვარიან ღამეს, როცა ნავით სახლში ვბრუნდებოდით. ის ქა-
ლიშვილი ნავში ჩემ გვერდით იჯდა. საკმაოდ ბნელოდა. ვუყუ-
რებდი მის ლამაზ, უმშვენიერეს თმას, ჯერსის სვიტერში გამოკ-
ვართულ მის ჩამოქანდაკებულ სხეულს და აი ის, ვისაც ვეძებდი-
მეთქი, – ვფიქრობდი. ასე მეგონა, ყველაფერი ესმოდა, ყველა-
ფერი, რასაც ვფიქრობდი და რასაც ვგრძნობდი. ვგრძნობდი და
ვფიქრობდი კი ყველაზე მშვენიერს და ყველაზე ამაღლებულს,
თუმცა სინამდვილეში იყო ის, რომ ჯერსი ძალიან უხდებოდა,
რომ მასთან გატარებული ამ ერთი დღის შემდეგ, მინდოდა უფრო
ახლოს, უფრო დიდხანს ვყოფილიყავ მის გვერდით.
ამბობენ, სილამაზე სიკეთეაო. ტყუილია, ილუზიაა! ლამაზი
ქალი ათასნაირ სისულელეს ამბობს, შენ კი უსმენ და მისი ნათ-
ქვამი სიბრძნე გგონია... ამბობს და აკეთებს რაღაც გაუგონარ სი-
საძაგლეს, შენ კი ყველაზე საყვარლად, ყველაზე მომხიბვლე-
ლად გეჩვენება. თუ გაჩუმებულია, არც იმას ამბობს, არც ამას,
მაგრამ ხედავ, ლამაზია და ეჭვი წუთითაც არ გეპარება, ძალიან
ჭკვიანია, ძალიან პატიოსანი და ძალიან წესიერი.
იმ საღამოს შინ აღტაცებული დავბრუნდი, დარწმუნებული ვი-
ყავი, ეს გოგო სიკეთის, პატიოსნების განსახიერებაა, ნამდვი-
ლად ჩემი ცოლობის ღირსია, ამაში ეჭვიც აღარ მეპარება-მეთქი
და მეორე დღე გათენდა თუ არა, ცოლობა ვთხოვე.
არა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სისულელეა, რა უაზრობაა! იმ
ათასობით საცოლე მამაკაცს შორის, არა მხოლოდ ჩვენ წრეში,
საუბედუროდ გლეხობაშიაც, ერთ მამაკაცსაც ვერ ნახავ, ათი ქა-
ლი მაინც არ ჰყავდეს გამოცვლილი, ცოლის შერთვამდე დონ-
ჟუანივით ასჯერ და ათასჯერ ქალებთან დრონატარები არ იყოს...
(დღეს ვიგებ და უკვე ვხედავ კიდევაც, რომ არიან სუფთა,
მგრძნობიარე, განათლებული ახალგაზრდები, რომლებმაც
იციან, რომ ეს საქმე ხუმრობა არ არის, რომ ეს ძალიან, ძალიან
სერიოზული ამბავია... ღმერთმა ხელი მოუმართოთ! ჩემ დროს
27 მკითხველთა ლიგა
კი ათი ათას კაცზე ერთიც არ მოიძებნებოდა ასეთი...) ეს ყველამ
შესანიშნავად იცის, მაგრამ თავი ისე უჭირავთ, ვითომ წარმოდ-
გენაც არა აქვთ... რომანებში გმირის განცდებიც და გრძნობებიც
დაწვრილებით არის აღწერილი. ბუჩქები, ნაკადულები, ნაზად
მოშრიალე ხეები – დადიან, დასეირნობენ ახალგაზრდები ამ სი-
ლამაზეში და ავტორი გატაცებით გვიყვება, როგორი დიდი სიყ-
ვარულით უყვარს ამა თუ იმ ყმაწვილკაცს ესა თუ ის ქალიშვილი,
იმაზე კი არაფერს ამბობს, მისი ეს სათაყვანო გმირი მანამდე რო-
გორ იქცეოდა, როგორ დაბრძანდებოდა საროსკიპოებში – დიახ,
მთელ რომანში ამაზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი! არც იმა-
ზეა ნათქვამი არაფერი, რა ურთიერთობა ჰქონდა მოახლეებთან,
მზარეულებთან თუ სხვის ცოლებთან. და თუ მაინც არსებობს ასე-
თი „უწესო“ რომანები, სადაც გმირების ამ უზნეობაზეა ლაპარა-
კი, იმათ, ვისაც ამისცოდნა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ანუ ქა-
ლიშვილებს, ამ წიგნებს ხელში არასოდეს უგდებენ. თავიდან სა-
ცოლის წინაშე კაცს თავი ისე უჭირავს, თითქოს ის გარყვნილება,
რითაც არა მარტო ქალაქი, არამედ სოფელიც გაჯერებულია, ვი-
თომ საერთოდაც არ არსებობს. მერე კი ისე ეჩვევიან თავის ამ
ფარისევლურ თვალთმაქცობას, რომ ინგლისელებივით თვი-
თონვე გულწრფელად სჯერათ, ჩვენ ყველანი პატიოსანი ადამია-
ნები ვართ, ზნეობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთო და საბრალო
ქალიშვილებიც ამას სერიოზულად იჯერებენ. ასე სჯეროდა ჩემს
იმ უბედურ ცოლსაც. მახსოვს, უკვე დანიშნულები ვიყავით, როცა
ჩემი დღიური ვაჩვენე, მინდოდა ცოტა რამ მაინც სცოდნოდა ჩემი
წარსულის შესახებ. განსაკუთრებით იმაზე ვღელავდი, ამ ბოლო
დროს ქალთან ჩემ ურთიერთობაზე სხვისგან არ შეეტყო, ამიტო-
მაც გადავწყვიტე, მე თვითონ მეთქვა ყველაფერი. მახსოვს, რა
დღეში ჩავარდა, როგორი სასოწარკვეთილი და დაბნეული იყო.
აშკარად შევატყვე, ჩემი მიტოვება უნდოდა, მაგრამ რატომ, რა-
ტომ არ მიმატოვა!
28 მკითხველთა ლიგა
თქვა, თავისი ის ბგერები გამოსცა და ჩაი მოსვა.

29 მკითხველთა ლიგა
6

– თუმცა, არა, ჯობდა, ასე ჯობდა! – წამოიძახა პოზდნიშევმა,


– ახია ჩემზე!.. და მაინც მთავარი ეს არ არის... მინდოდა მეთქვა,
რომ მოტყუებულები მხოლოდ საბრალო ქალიშვილები არიან.
დედებმა კარგად იციან ეს, განსაკუთრებით იმ დედებმა, რომლე-
ბიც ქმრებისგან არიან გამოწრთობილები. დიახ, მათ ეს მშვენივ-
რად იციან, მაგრამ თავს ისე აჩვენებენ, ვითომ სჯერათ კაცების
პატიოსნებისა, მაშინ როცა სინამდვილეში არც თვითონ იკლებენ
არაფერს... იციან, კაცი როგორ წამოაგონ ანკესზე, მარტო სათა-
ვისოდ კი არა, ქალიშვილისთვისაც.
ჩვენ, კაცებმა ეს არ ვიცით და არ ვიცით იმიტომ, რომ არ გვინ-
და ვიცოდეთ... ქალებმა კი ძალიან კარგად იციან, ქალის მიმართ
კაცის ყველაზე ამაღლებული, ყველაზე პოეტური სიყვარული,
როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, მათთვის არა ზნეობრივ ღირსებებ-
ზე, არამედ ფიზიკურ სიახლოვეზეა დამოკიდებული, კიდევ თმის
ვარცხნილობაზე, ფერზე, კაბის მოყვანილობაზე, ფორმაზე, ა. შ.
და ა. შ. ჰკითხეთ ლამაზმანს, რომელმაც მიზნად კაცის მონადი-
რება დაისახა, რას უფრო გარისკავს, რა უჯობს, ის, რომ იმ კაცის
წინაშე, ვის მონადირებასაც ცდილობს, სიმკაცრეში, ტყუილში, ის
კი არა, გარყვნილებაში საყოველთაოდ მხილებული წარდგეს თუ
უშნო, ცუდად შეკერილ კაბაში ეჩვენოს? დარწმუნებული ბრძან-
დებოდეთ, თითოეული მათგანი უპირატესობას პირველს მიანი-
ჭებს, ვინაიდან, კარგად იცის, რომ ჩვენი ძმა, როცა ის მაღალ
იდეალებსა და გრძნობებზე ლაპარაკობს, ტყუის – მას სხეული
სჭირდება, ამიტომაც მზად არის ყოველგვარი სისაძაგლე აპატი-
ოს, უშნო, უგემოვნო, ცუდად შეკერილი სამოსი კი არასოდეს!..
კეკლუც, პრანჭია ქალბატონს ეს კარგად აქვს გაცნობიერებული,
მან ეს გააზრებულად იცის, სუფთა, უმანკო, გულუბრყვილო, გა-

30 მკითხველთა ლიგა
მოუცდელმა გოგომაც იცის, ოღონდ ქვეცნობიერად, ისევე, რო-
გორც ცხოველებმა იციან ეს ქვეცნობიერად.
ამიტომაცაა ასე საზიზღარი ეს ჯერსები, კაბის ქვეშ უკან უშ-
ნოდ მიტყეპებული ბალიშები, შიშველი მხრები, მკლავები და მო-
შიშვლებული მკერდი. ქალმა, განსაკუთრებით ვისაც მამაკაცის
სკოლა აქვს გავლილი, კარგად იცის, მაღალ მატერიებზე ლაპა-
რაკი ტყუილი ლაპარაკია, მამაკაცს მხოლოდ მისი სხეული სჭირ-
დება, სჭირდება ის, რაც კაცის წინაშე ყველაზე სასურველად
წარმოაჩენს. მთელი ამ უმსგავსობიდან თუნდაც მარტო იმას თუ
დავინახავთ, რაც ჩვენი მეორე ბუნება გახდა, თუ ჩვენი უმაღლესი
საზოგადოების ცხოვრებას, მის უტიფარ ურცხვობას დავინახავთ
ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, მივხვდებით, რომ ეს სხვა არა
არის რა, თუ არა ერთი დიდი საროსკიპო. არ მეთანხმებით? მაშინ
ნება მომეცით, დაგიმტკიცოთ, – თქვა ისე, რომ პასუხის გაცემა
არ მაცალა, – თქვენ ამბობთ, საროსკიპოელი ქალებისაგან გან-
სხვავებით, ჩვენი საზოგადოების ქალებს სხვა ინტერესები აქვთ,
სხვაგვარი ცხოვრებით ცხოვრობენო, მე კი გეუბნებით, რომ ასე
არ არის, რასაც დაგიმტკიცებთ კიდევაც. თუ ადამიანები ერთმა-
ნეთისაგან იმით განსხვავდებიან, რა არის მათი ცხოვრების მიზა-
ნი, როგორია მათი ცხოვრების არსი, ეს მათ გარეგნობაზეც აისა-
ხება, გარეგნულადაც სხვანაირები იქნებიან. მაგრამ, აბა, ჯერ იმ
უბედურებს, ყველასაგან უგულებელყოფილებსა და გალანძღუ-
ლებს შეხედეთ, მერე კი ჩვენს ამ მაღალი საზოგადოების ქალბა-
ტონებს – იგივე ტანსაცმელი, იგივე მოდა, იგივე სუნამოები, შიშ-
ველი მკლავები, მხრები, მოღიავებული მკერდი, კაბაში განგებ
თვალშისაცემად გამოკვართული უკანალი, იგივე გადარევა
ძვირფას ქვებზე, ბრჭყვიალა ნივთებზე, იგივე გართობა, ცეკვები,
მუსიკა და სიმღერა. მერედა რისთვის? რისთვის და იმისთვის,
რომ ესენიც ისე ცდილობენ კაცის გამოჭერას, როგორც ის სა-
როსკიპოს ქალები, – არის რაიმე განსხვავება? რა თქმა უნდა,
31 მკითხველთა ლიგა
არა. მკაცრად თუ შეაფასებ, მხოლოდ ამის თქმა შეიძლება –
დროებითი, იძულებითი მრუშები ჩვეულებრივი განკიცხულები
არიან, მუდმივი მეძავები კი – პატივნაცემები და დაფასებულები.

32 მკითხველთა ლიგა
7

– მეც სწორედ ასე გამომიჭირა ლამაზმა ჯერსმა, თვალისმომ-


ჭრელმა დალალებმა, კაბაზე უკან უშნოდ მისკუპებულმა ბაფთებ-
მა... დიახ, ჩემი გამოჭერაც ასევე ადვილი იყო, ვინაიდან მეც იმ
პირობებში ვიზრდებოდი, სადაცშეყვარებული ყმაწვილები ისევე
გამოიყვანებიან, როგორც სათბურში კიტრი. ჯანზე მომყვანი ჩვე-
ნი ხვავრიელი საკვებიც ხომ სწორედ საიმისოდ განგვაწყობს
ჩვენს მცონარობასა და ფიზიკურ უმაქნისობაში... არ ვიცი, იცით
თქვენ ეს თუ არა, ან გჯერათ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ასეა. ამ
ბოლო დრომდე ხომ ვერც მე ვხედავდი ვერაფერს, ახლა კი ვხე-
დავ... ჩემი სატანჯველიც ის არის, რომ ეს არავინ იცის და ამიტო-
მაც ისეთ და იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ, როგორსაც, აი,
ეს ქალბატონი.
ამ გაზაფხულზე ჩემს სახლთან ახლოს რკინიგზის ყრილზე
გლეხები მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, გლეხკაცის ყოველდღიუ-
რი საკვები პური, ბურახი და ხახვია. მიუხედავად ამისა, მიწას
ამუშავებს, მსუბუქ სამუშაოს ეწევა, სიცოცხლით სავსე, მხნე და
ჯანსაღია, ხოლო როცა რკინიგზაზე მუშაობს, იქ ყოველდღე ფა-
ფაცა აქვს და ერთი გირვანქა ხორციც, მაგრამ, ეს ყველაფერი
რომ ოცდაათგირვანქიან საზიდარაზე მუშაობისთვის მიდის, მა-
შინ როცა ჩვენ, ვინც დღეში ორ-ორ გირვანქა ძროხის, ღორის,
გარეული ფრინველის მსუქან ხორცს შევექცევით, ბლომა სურვი-
ლის აღმძვრელ საჭმელ-სასმელს მივირთმევთ, როგორ გგონი-
ათ, სად მიდის? სად და თავაშვებულობაში. ჰოდა, რახან ასეა, რა-
ხან იქით მიდის, ესე იგი, მაშველი სარქველი ღიაა, ესე იგი, ყვე-
ლაფერი კარგადაა! მაგრამ, აბა, დახურეთ სარქველი, ისე, რო-
გორც მე დავხურე დროებით და ნახეთ, როგორ შეგიპყრობთ
სურვილი, რომელიც გაივლის რა ჩვენი არაბუნებრივი ცხოვრე-
ბის პრიზმაში, ანკარა წყაროსავით სუფთა, ხოლო ზოგჯერ პლა-
33 მკითხველთა ლიგა
ტონურ სიყვარულში ვლინდება... და აი, მეც ისე შემიყვარდა, რო-
გორც ყველას უყვარდება ასეთ დროს. ყველაფერი იყო, აღტაცე-
ბაც, თრთოლვაც, პოეზიაც. და მაინც, ჩემი ეს სიყვარული იყო ერ-
თი მხრივ, დედიკოების და მკერავების, ხოლო, მეორე მხრივ,
უსაქმურობასა და ხელთუყრობაში შთანთქმული ზედმეტი ხორა-
გის წარმოქმნაში. რომ არ ყოფილიყო ნავით სეირნობა, არ ყო-
ფილიყვნენ წელში გამოკვართული კაბების მკერავები, ჩემს
ცოლს ულაზათო, გულმიუსვლელი კაპოტი სცმოდა, სახლში
მჯდარიყო, ხოლო მე ადამიანისთვის საჭირო იმ ნორმალურ პი-
რობებში ვყოფილიყავ, იმდენი მეჭამა და მესვა, რამდენიც შრო-
მისთვის არის აუცილებელი და ჩემი სარქველიც შემთხვევით არ
დახურულიყო, არც ისე შემიყვარდებოდა და არც ეს ამბავი გარ-
დამხდებოდა.

34 მკითხველთა ლიგა
8

– მაგრამ ვაი, რომ ასე აეწყო ყველაფერი – მეც სათანადო


მდგომარეობაში ვიყავი, კაბაც კარგი იყო და ნავით სეირნობაც
კარგად გამოგვივიდა. მართალია, სხვაგან და სხვა ვითარებაში
არ გამოგვივიდოდა, მაგრამ აქ გამოგვივიდა, აი, ისე, თაგვი უცებ
ხაფანგში რომ გაებმება. არა, არ ვხუმრობ. ახლა ცოლის შერთვა
და დაქორწინება ხომ ხაფანგში გაბმასავითაა!.. გოგო გასათხოვ-
რად შეთქვიფდა, ესე იგი, უნდა გაათხოვო. თითქოს, აბა, ამაზე
ადვილი რა უნდა იყოს, კაცი თუ მზად არის და გოგოც გულმიუს-
ვლელი არაა, ცოლად უნდა ითხოვოს, ძველად ხომ ყველა ასე იქ-
ცეოდა!.. დაუდგებოდა ქალიშვილს გათხოვების დრო, მოჰკი-
დებდნენ მშობლები ხელს, გაათხოვებდნენ და კაი დიდ ქორწილ-
საც გადაუხდიდნენ. ასე იყო და ასეა ახლაც. ასე იქცევიან ჩინე-
ლები, ინდოელები, მონღოლები, ასე იქცევა ჩვენი ხალხი. ყო-
ველ შემთხვევაში, ასე იქცევა კაცობრიობის 99%, მხოლოდ ჩვენ,
ნამუსგარეცხილთა 0,01%-მა, ანდა იქნებ ჩვენზე კიდევ უფრო
ნაკლებმა ჩათვალა, რომ ეს კარგი არ არის და სიახლე მოინდო-
მა. რა არის, რაში მდგომარეობს ეს სიახლე? რა და, ის, რომ ქა-
ლიშვილები სხედან და ელოდებიან, კაცები კი, ისე, როგორც ბა-
ზარში, აუვლ-ჩაუვლიან, შეხედავენ, შეაფასებენ და აირჩევენ,
ხოლო ქალიშვილები, იმის თქმას ვერ ბედავენ, იმას კი არა, მე
შემომხედე, ნახე როგორი ვარ, როგორი მხრები მაქვსო... დავ-
სეირნობთ კაცები წინ და უკან არხეინად, ვუყურებთ, ვათვა-
ლიერებთ, თვალით ვზომავთ და ის, რომ ეს ყველაფერი მხო-
ლოდ ჩვენ სასიკეთოდ არის მოწყობილი, ძალიანაც კმაყოფილე-
ბი ვბრძანდებით. ოღონდ, ფრთხილად უნდა იყო, თორემ, თვა-
ლის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, რომ უკვე მის ხელში ხარ.
– მაშ, რა ქნას ქალმა, როგორ მოიქცეს, თვითონ ხომ არ
გთხოვს, ცოლად მითხოვეო?
35 მკითხველთა ლიგა
– არ ვიცი, რა, მაგრამ თუ თანასწორობაა, თანასწორობა
იყოს. მაჭანკლობა დამამცირებლად მიაჩნიათ, მაშინ როცა ეს
მაჭანკლობაზე უარესია. მაჭანკლობის დროს შანსებიც და უფ-
ლებებიც თანაბარია, აქ კი ქალი ან ბაზარზე გასაყიდად გაყვანი-
ლი მონაა, ან სატყუარა ხაფანგში. აბა ერთი გაბედე და სიმარ-
თლე უთხარი რომელიმე დედიკოს ან ქალიშვილს, დაკავებული
მხოლოდ იმით ხართ, როგორმე კაცი გამოიჭიროთო. ერთიც გა-
გიჟდება და მეორეც – ღმერთო, რა სიგიჟე, რა შეურაცხყოფააო!
მაგრამ ისინი ხომ ყველანი აკეთებენ ამას, იმათ ხომ სხვა საქმე,
სხვა საფიქრალი არაფერი აქვთ... იცით, ყველაზე ცუდი რა არის?
ის, რომ ხედავ ჯერ სულ ნორჩი, უმანკო გოგონებიც ხშირად ასევე
იქცევიან. დედები ამას დაუფარავად, ღიად რომ აკეთებდნენ, კი-
დევ მესმის, არადა სულ ჩუმჩუმაობენ... „სახეობათა წარმოქმნა,
აჰ, რა საინტერესოა!..“ „აჰ, ვერწარმოიდგენთ, როგორ აინტერე-
სებს ლიზას ფერწერა!..“ „გამფენაზე ხომ იქნებით?..“ „რა ყურად-
საღებია!..“ „მერედა სიმფონია? მერედა სპექტაკლი?.. აჰ, რა შე-
სანიშნავია!.. ჩემი ლიზა გიჟდება მუსიკაზე!..“ „ჰო, მაგრამ, რა-
ტომ არ იზიარებთ ჩემს შეხედულებას?..“ „ნავზე? ნავზე რაღას იტ-
ყვით?..“ ამ ყველაფრის აზრი კი ერთია – „აჰა, წაიყვანე ჩემი ლი-
ზა!..“ „არა, ლიზა არა, მე წამიყვანე... არა, სცადე მაინც!..“ რა სი-
საძაგლეა რა სიმდაბლეა! – იყვირა ჩემ გვერდით მჯდომმა პოზ-
დნიშევმა, ბოლო ფინჯანი ჩაი შესვა და ჭურჭლის ალაგება დაიწ-
ყო.

36 მკითხველთა ლიგა
9

– ხომ კარგად მოგეხსენებათ, როგორი მბრძანებლები, რო-


გორი ძალაუფლების მოყვარულები არიან ქალები და უბედურე-
ბაც სწორედ ეს არის, სწორედ ამის გამო ხდება ქვეყნად ყოველ-
გვარი სიგლახე. – ამბობდა და თან ჭურჭელს ჩანთაში ალაგებ-
და.
– ქალების მბრძანებლობა როგორაა, როცა უფლებაც და სა-
მართალიც კაცების მხარესაა-მეთქი? – ვუთხარი.
– დიიახ, დიახ, – შემაწყვეტინა პოზდნიშევმა, – ეს ის არის,
რის თქმაც მინდოდა და ის, რის მიხედვითაც შეიძლება ეს უჩვეუ-
ლო მოვლენა აიხსნას. ქალები, თუ, ერთი მხრივ, უკიდურესად
შეურაცხყოფილნი არიან, მეორე მხრივ, ძალაუფლების დიდი
მოყვარულები ბრძანდებიან. შეურაცხყოფასა და უუფლებობას
ებრაელებივით ფულით ინაზღაურებენ. ებრაელები ამბობენ –
„აჰ, თქვენ გინდათ, ვაჭრები ვიყოთ და მეტი არაფერი? კი ბატო-
ნო, ვაჭრები ვართ და რახან ვაჭრები ვართ, ჩვენ თქვენ ფულით
გიყიდით...“ ასეა ქალებიც: „თქვენ გინდათ, დრო ატაროთ ჩვენ-
თან? მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვის გინდივართ? კარგი, თუ
ასეა, მაშინ ჩვენც თქვენივე სიამოვნებით დაგიმონებთ!..“ ქალის
უუფლებობა ის კი არ არის, კენჭისყრა, ხმის მიცემა რომ არ შეუძ-
ლია, არ შეუძლია მოსამართლე იყოს! არა, მისთვის ეს უუფლე-
ბობა არ არის, მას ეს არ აინტერესებს, მთავარია სქესობრივ ურ-
თიერთობაში იყოს თანასწორი, უფლება ჰქონდეს, ისარგებლოს
კაცით, უარი თავისი სურვილის მიხედვით ათქმევინოს, მისგან კი
არ იყოს არჩეული, თვითონ ირჩევდეს. თქვენ ამბობთ, ეს უმსგავ-
სობააო. კი ბატონო, ოღონდ არც კაცს უნდა ჰქონდეს ამგვარი
უფლებები. ქალი ახლა ყველა იმ უფლებას არის მოკლებული,
რითაც მამაკაცი სარგებლობს და რახან მოკლებულია, შური
რომ იძიოს, მის გრძნობებზე, მის ავხორცობაზე მოქმედებს და
37 მკითხველთა ლიგა
იმორჩილებს. კაცს ჰგონია, თვითონ ირჩევს, თვითონ არის გან-
მკარგულებელი, მაშინ როცა ფაქტობრივად ქალი იღებს ხელში
მთელ ძალაუფლებას და ბოროტადაც იყენებს.
– ჰო, მაგრამ, მისი ეს ძალაუფლება რაში გამოიხატება?
– რაში გამოიხატება? ყველაფერში. შეიარეთ დიდი ქალაქე-
ბის მაღაზიებში და ნახეთ, რა აღარ არის იქ? რა შრომაა ადამია-
ნებისა იქ ჩაყრილი! მაგრამ, აბა, კარგად დააკვირდით, ამ მაღა-
ზიებში რამდენი პროცენტის საქონელია ისეთი, რაც მამაკაცს
სჭირდება, მაშინ როცა მთელი ის სიმდიდრე და ფუფუნება ქალე-
ბისთვის, მათი კეთილდღეობისთვისაა. ფაბრიკების მთელი ნა-
წარმი, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც, სრულიად
უსარგებლო სამშვენისებზე, ნაირნაირ სამკაულზე, ქალის თავშე-
საქცევ საგნებზე, ავეჯზე, ეკიპაჟებზე მოდის, ფაბრიკებში მომუშა-
ვე მილიონობით ადამიანი, მონათა მთელი ის თაობები კი, რომ-
ლებიც ქალების ახირებებს ემსახურება, კატორღულ შრომას ეწი-
რება. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ქალი თავს უფლებაწარ-
თმეულად, დამცირებულად თვლის და ჯავრს ჩვენს გრძნობებზე
ზემოქმედებით იყრის, შურს იძიებს, მახეში გვაბამს. ქალებმა
ჩვენს ვნებიანობაზე ზემოქმედების იმგვარი იარაღი შექმნეს, მათ
გვერდით თავს მშვიდად კაცი ვერასოდეს იგრძნობ – მიუახლოვ-
დები თუ არა, ბანგნასვამივით ჭკუას კარგავ. ადრე ქალს სამეჯ-
ლისო კაბაში გამოწყობილს რომ დავინახავდი, თავს უხერხუ-
ლად ვგრძნობდი, ახლა კი ლამის მეშინია კიდევაც, ვინაიდან
მასში რაღაც საშიშს, კანონსაწინააღმდეგოს ვხედავ და მინდა
დაცვას, პოლიციას ვუხმო, მინდა დაიჭირონ, მოაშორონ ეს საში-
ში ობიექტი.
– რაო, იცინით?! – იყვირა უცებ, – არა, ბატონო, ამაში სასა-
ცილო არაფერი არ არის! დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, თან
შეიძლება ძალიანაც მალე, როცა ადამიანები იმას მიხვდებიან
და გაუკვირდებათ, როგორ შეიძლებოდა ეარსება საზოგადო-
38 მკითხველთა ლიგა
ებას, სადაც ყოველ ნაბიჯზე ქალების სხეულის დამამშვენებელ
ისეთ სამკაულებს ხედავ, რომელიც ვნებას აღძრავს, გაფო-
რიაქებს, ეს კი იმაზე უარესია, სეირნობისას გზებსა და ბილიკებ-
ზე მახეები დაგიგონ! რატომაა აზარტული თამაშები აკრძალუ-
ლი, მაშინ როცა მეძავი ქალები, ვისაც თავისი იმ მორთულ-მო-
კაზმულობით კაცი ლამის სიგიჟემდე მიჰყავს, ასე ნებაზე არიან
მიშვებული?! ისინი ხომ ათასჯერ საშიშები ბრძანდებიან!

39 მკითხველთა ლიგა
10

– ჰოდა, აი, მეც გამაბეს მახეში, ვინაიდან მეც ის ახალგაზრდა


კაცი ვიყავ, ვისაც შეყვარებულს ეძახიან. მხოლოდ ჩემთვის სა-
სურველ ქალიშვილს როდი წარმოვიდგენდი სრულყოფილების
ხატად და ნიმუშად, მთელი იმ ხნის განმავლობაში ის, რომ მეც
საქმრო ვიყავ, ჩემი თავიც სრულყოფილების განსახიერებად მი-
მაჩნდა – ხომ არის ისეთი არამზადა, რომელსაც უნდა, სხვა იმ-
გვარ არამზადას შეხვდეს, რომელიც ამა თუ იმ მხრივ მასზე უა-
რესი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ასეთს ვერავის ნახულობს,
წარმოდგენა არა აქვს, ვითომ რატომ არ უნდა იყოს თავისი თა-
ვით კმაყოფილი. ასე ვიყავი მეც. ჩემი ნაცნობებისაგან განსხვა-
ვებით, ვინც ცოლი ფულის ან ხელსაყრელი კავშირების გამო ით-
ხოვა, ცოლი მე არც ფულის გამო შემირთავს, არც რაიმე ანგარე-
ბის გამო, მე ისედაც მდიდარი ვიყავი, ჩემი ცოლი კი ღარიბი გახ-
ლდათ. ჩემი ნაცნობების უმეტესობამ ცოლი იმ განწყობით მოიყ-
ვანა, თავს არც მომავალში შევიზღუდავო და ცოლიანიც ქალებს
ისევ ცხვირსახოცებივით იცვლიდა. მე კი მტკიცედ მქონდა გა-
დაწყვეტილი, ქორწინების შემდეგ სხვა ქალს ახლოსაც აღარ
გავკარებოდი, რითაც ძალიან ვამაყობდი, მაშინ როცა სინამდვი-
ლეში ბინძური ღორი ვიყავი და თავს ანგელოზად წარმოვიდგენ-
დი.
დრო, ვიდრე დანიშნულები ვიყავით, არც ისე დიდხანს გაგ-
რძელებულა. ახლა როცა იმ პერიოდს ვიხსენებ, სირცხვილისგან
სახე მეწვის. ნამდვილი სიყვარული ხომ სულიერია და არა ხორ-
ციელი. ხოლო თუ სულიერია, ორმა ადამიანმა ეს სიყვარული
სიტყვებით, საუბრით უნდა გამოხატოს, ჩვენ შორის კი მსგავსიც
არაფერი ყოფილა. მარტო რომ ვრჩებოდით, საუბარი გვიჭირდა,
არ ვიცოდით, რა გვეთქვა, რაზე გველაპარაკა, ეს ნამდვილ სიზი-
ფეს ტანჯვას ჰგავდა. რაღაცას მოიფიქრებ, ერთი-ორ სიტყვას იტ-
40 მკითხველთა ლიგა
ყვი და ისევ გაჩუმდები, იქნებ თავში კიდევ რამე აზრმა გამიელ-
ვოსო. მოკლედ, სალაპარაკო არაფერი გვქონდა. ჩვენი მომავა-
ლი ცხოვრების შესახებ თუ რამ შეიძლებოდა, უკვე ნათქვამი იყო.
ცხოველები რომ ვყოფილიყავით, ისედაც გვეცოდინებოდა, რა
არ უნდა გვექნა, ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ყოველგვარი
მტკიცების და ლაპარაკების გარეშე. აქ კი, პირიქით, ლაპარაკი
არათუ საჭირო, აუცილებელიცაა, მაგრამ, ილაპარაკებ, ილაპა-
რაკებ და არაფერი, ვინაიდან იმაზე არ ლაპარაკობ, რაც გაწუ-
ხებს, რაც ლაპარაკით შეიძლება გადაწყვიტო. თან ეს გაუთავებე-
ლი ღორმუცლობა კანფეტებით, ნაირნაირი ტკბილეულით და გუ-
ლის გამაწვრილებელი მზადება ქორწილისთვის – დაუსრულებე-
ლი საუბარი ბინის მოწყობაზე, საძინებელზე, ლოგინზე, საწოლ-
ზე, თეთრეულზე, სამოსზე, კაპოტებზე... ხოლო იმ პატრიარქა-
ლური წესით თუ იქორწინებ, როგორც ეს იმ ბერიკაცმა თქვა, –
გერმის ბალიშები, ლოგინი, მზითევი – ეს ის წვრილმანებია, რაც
იმ საიდუმლოს სდევს... ახლა, როცა ათ მექორწილეთაგან ერ-
თიც ძლივს მოიძებნება, ვისაც არც საიდუმლოების სჯერა, არც
ვალდებულების, როცა ასი მამაკაციდან ერთსაც ვერ იპოვი,
ქორწინებამდე ქალი არ ჰყოლოდეს, ორმოცდაათი კაციდან ერ-
თი თუ იქნება, ვინც უკვე წინასწარ არ ემზადება მომავალი ცო-
ლის ღალატისთვის, როცა ეკლესიაში ჯვრისწერას ყველა ისე
უყურებს, როგორც ამა თუ იმ ქალის დასაუფლებლად საჭირო
ხელსაყრელ ვითარებას, აბა, დაფიქრდით, რა საშინელ მნიშვნე-
ლობას იძენს იმ საიდუმლოს თანმდევი მთელი ის წვრილმანები.
გამოდის, რომ ეს ყველაფერი რაღაც ვაჭრობასავითაა, ყიდვა-გა-
ყიდვაა. მიჰყიდიან გარყვნილ, ხელიდან წასულ კაცს უმანკო
ქალწულს და ამას არაფრის მომცემი ფორმალობებით მორთა-
ვენ.

41 მკითხველთა ლიგა
11

– ყველა ქორწინდება და მეც დავქორწინდი თუ არა, ქებული


თაფლობის თვე დაიწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ჯერ მარტო სა-
ხელწოდება როგორია! – თქვა პოზდნიშევმა ღვარძლიანად, –
ერთხელაც პარიზში ყველა სანახაობა მოვითავე და ბოლოს
ფირნიშზე წყლის ძაღლთან ერთად გამოსახული წვერებიანი ქა-
ლის სანახავად შევედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წვერებიანი ქა-
ლი კი არა, ქალის გულამოღებულ კაბაში გამოწყობილი მამაკა-
ცი იყო, ხოლო ძაღლი ლომვეშაპის ტყავში ჩატენილი და წყლით
მოლიცლიცებულ აბაზანაში ჩასმული. ეს, რა თქმა უნდა, არც ისე
საინტერესო აღმოჩნდა და შენობიდან გამოსვლა რომ დავაპირე,
პატრონმა კარამდე თავაზიანად მიმაცილა, კართან ჩემკენ შე-
მოტრიალდა, იქ მყოფებს ჩემზე მიუთითა და ამბობს: „ჰკითხეთ,
აი, ამ ბატონს, ღირს თუ არა ამ სანახაობის ყურება?.. მობრძან-
დით, ისიამოვნეთ, ერთი ბილეთი ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთ
ფრანკად!..“ მომერიდა მეთქვა, რომ საყურებელი და სანახავი აქ
ნამდვილად არაფერი იყო და პატრონსაც, ეტყობა, სწორედ ჩემი
ამ მორიდებულობის იმედი ჰქონდა. ალბათ, ასე ერიდებათ სი-
მართლის თქმა იმათაც, ვინც თაფლობის თვის მთელი ეს სისა-
ძაგლე გამოსცადა, ვინაიდან, არ უნდათ სხვებსაც გული გაუტე-
ხონ, გუნება-ხასიათი წაუხდინონ... რა თქმა უნდა, არც მე წამიხ-
დენია სხვებისთვის ხასიათი, თუმცა, ახლა კაცმა რომ თქვას, ვერ
ვხედავ, რატომ არ უნდა მეთქვა სიმართლე? პირიქით, მე თუ
მკითხავთ, სიმართლის თქმა აუცილებელიც კია. გეუხერხულება,
გრცხვენია, გეცოდება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოწ-
ყენილი ხარ, თან ძალიან მოწყენილი. ეს იმას ჰგავდა, რასაც მა-
შინ განვიცდიდი, პატარა ბიჭი რომ ვიყავი და პირველად მოვწიე
პაპიროსი. პირიდან დორბლი მდიოდა, გული მერეოდა, მაგრამ
თავი ისე მეჭირა, თითქოს ძალიანაც ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი,
42 მკითხველთა ლიგა
სიამოვნება შეიძლება მოწევითაც იგრძნო და ამისგანაც, ოღონდ
მოგვიანებით – ცოლი და ქმარი ამით კმაყოფილი რომ დარჩეს,
ჯერ უნდა ჩვევა გამოიმუშაოს, დაიუნჯოს, აღზარდოს თავისში ეს
მანკი.
– როგორ თუ მანკი? თქვენ ხომ იმაზე ლაპარაკობთ, რაც ასე
ბუნებრივია ორ ადამიანს შორის?
– თქვენ ამბობთ, ბუნებრივიო? არა, არ არის ეს ბუნებრივი,
ამაში მე უკვე დავრწმუნდი... დიახ, არ არის ბუნებრივი! თუ არ
გჯერათ, ბავშვებს ჰკითხეთ, ჰკითხეთ სუფთა, უბიწო გოგონებს...
ჩემი და ჯერ სულ ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი იყო, ცოლად
ერთ გარყვნილ, თავისზე ორჯერ უფროსს კაცს რომ გავაყოლეთ.
მახსოვს, ქორწილის ღამეს სახლში ყველანი როგორი გაოცებუ-
ლები დავრჩით, შინ ფერწასული და აცრემლებულები რომ მოგ-
ვადგა... არ ვიცი, იმ კაცს ჩემგან რა უნდაო, – ამბობდა შეშფოთე-
ბული და მთელი ტანით თრთოდა...
ამბობთ, ბუნებრივიო! არა, ბატონო, სულაც არ არის ეს ბუნებ-
რივი. თავიდან ასე გგონია, ადვილიც არის, სასიამოვნოც და სა-
სიხარულოც – სასირცხვილოს მასში ვერაფერს ხედავ, მაშინ
როცა სასირცხვილოც არის და აუტანელიც. სუფთა, გაურყვნელი
ქალიშვილისთვის ეს არათუ სასიამოვნო, შემაძრწუნებელიც კია.
ამაში მე უკვე დავრწმუნდი.
– თუ ასეა, როგორ გააგრძელოს არსებობა ადამიანთა მოდ-
გმამ?
– ოო, რა თქმა უნდა, ხომ უნდა გადარჩეს ადამიანთა მოდგმა!
– თქვა გაღიზიანებულმა ისე ირონიულად, თითქოს ჩემგან მის-
თვის ნაცნობ ამ არაკეთილსინდისიერ პასუხს ელოდა: აბა რა,
იქადაგო ბავშვების გაჩენის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ინგლი-
სელ ლორდებს მუცელი ყოველთვის კარგად ჰქონდეთ ამოყო-
რილი, ეს შეიძლება. თუ ბავშვების გაჩენის წინააღმდეგ იმის გა-
მო იქადაგე, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღო, ესეც
43 მკითხველთა ლიგა
შეიძლება. მაგრამ, ხმა თუ ამოიღე და ბავშვების გაჩენაზე უარი
ზნეობის, მორალის გამო თქვი, წარმოიდგინეთ, რა ყვირილი ატ-
ყდება: თქვენ გინდათ, იმიტომ არ შეწყვიტოს როგორმე კაცთა
მოდგმამ არსებობა, რომ რამდენიმე ათეულ კაცს აღარ უნდა,
ღორი იყოსო!..
თქვა პოზდნიშევმა და ფანარზე მიმითითა:
– ბოდიშს გიხდით, შეიძლება ფარდა გადმოვწიო, სინათლე
მაწუხებს?
რომ ვუთხარი, ჩემთვის სულერთია-მეთქი, სკამზე სწრაფად
შედგა, შალის ფარდა გადმოწია და ფანარს ჩამოაფარა.
– ჰო, მაგრამ, თქვენი ეგ შეხედულება ყველამ რომ კანონად
გაიხადოს, ხომ მართლაც შეწყდა კაცობრიობის არსებობა-მეთ-
ქი, – ვუთხარი.
ამაზე მოგვიანებით ასე მიპასუხა:
– თქვენ ამბობთ, მაშინ ხომ მართლაც შეწყვიტა კაცთა მოდ-
გმამ არსებობაო, – თქვა, ჩემ წინ დაჯდა, ფეხები განზე გაწია,
იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიხარა, – ვითომ
რაში სჭირდება კაცთა მოდგმას არსებობის გაგრძელება?
– როგორ თუ რაში? რაში და იმაში, რომ მაშინ აღარც ჩვენ არ
ვიქნებოდით?
– ჰო, მაგრამ, რატომ უნდა ვიყოთ?
– რატომ? რატომ და იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ.
– მერედა რატომ უნდა ვიცოცხლოთ? თუ არ არსებობს მიზანი,
თუ სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლისთვის გვაქვს მოცემული, მა-
შინ რა საჭიროა, რისთვის უნდა ვიცოცხლოთ? ესე იგი, გამოდის,
რომ შოპენჰაუერები, ჰარტმანები და მთელი ეს ბუდისტები მარ-
თლები არიან... ხოლო თუ არის სიცოცხლის მიზანი, როცა ეს მი-
ზანი მიიღწევა, გამოდის, რომ სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს და უნ-
და შეწყდეს... ჰო, ასე გამოდის... – თქვა აღელვებულმა. ჩანს, ძა-
ლიან აფასებდა საკუთარ აზრებს, – თუ კაცობრიობის მიზანი სი-
44 მკითხველთა ლიგა
კეთე, სიყვარული, კეთილდღეობაა, თუ კაცობრიობის მიზანი ის
არის, რასაც წინასწარმეტყველები გვიწინასწარმეტყველებენ –
ადამიანებს სიყვარული შეაკავშირებს, ოროლიდან ნამგალს გა-
მოკვერავენო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ, ამას, როგორ
ფიქრობთ, რა უშლის ხელს? რა და, ვნება. უფრო სწორად, ვნება-
თაგან ყველაზე ბოროტი, შეუპოვარი და ძლიერი – ხორციელი
სიყვარული! ჰოდა, რახან ვნება უშლის, ადამიანი ვნებით თუ არ
იქნება შეპყრობილი, თუ უარს იტყვის ვნებათაგან ყველაზე ძლი-
ერზე – ხორციელ სიყვარულზე, წინასწარმეტყველება აღსრულ-
დება, ადამიანები გაერთიანდებიან, კაცობრიობის მიზანი მიღ-
წეული იქნება და აღარ იქნება სიცოცხლე მისთვის საჭირო. მაგ-
რამ ვიდრე კაცობრიობა ცოცხალია, ვიდრე მის წინაშე დგას
იდეალი, ოღონდ, ცხადია, არა კურდღლებისა ან ღორობისა,
იდეალი, რათა რაც შეიძლება მეტად და მეტად გამრავლდეს, არც
მაიმუნებისა ან პარიზელებისა, რათა ლამაზად, დახვეწილად შე-
ირგოს ხორციელი სიყვარულით გამოწვეული სიამოვნება, არა-
მედ სიკეთის იდეალი, რისკენაც ყოველთვის ისწრაფიან და ის-
წრაფოდნენ ადამიანები და რომელიც მხოლოდ სიწმინდით, თავ-
შეკავებით მიიღწევა. ახლა კი, აბა, ნახეთ, რა გამოდის?
გამოდის ის, რომ ხორციელი სიყვარული მაშველი სარქვე-
ლია. კაცობრიობის ახლანდელმა თაობამ მიზანს თუ ვერ მიაღ-
წია, მხოლოდ იმიტომ, რომ ვნებით არის შეპყრობილი, თან ვნე-
ბათაგან ყველაზე ძლიერი – ხორციელი სიყვარულით. ხოლო,
თუ არის ვნება, არის ახალი თაობა, მაშასადამე არის მიზნის მიღ-
წევის შესაძლებლობა მხოლოდ მომდევნო თაობაში, თუ ვერც იმ
თაობამ მიაღწია, მიაღწევს შემდეგი თაობა და ეს მანამდე, ვიდრე
მიზანი არ მიიღწევა, ვიდრე წინასწარმეტყველება არ აღესრულე-
ბა, ვიდრე სიყვარული არ გააერთიანებს ადამიანებს. თუ დავუშ-
ვებთ, რომ ღმერთმა ადამიანი იმ ცნობილი მიზნის აღსრულები-
სათვის შექმნა, მაშინ ან უვნებო მოკვდავებს შექმნიდა ან უკვდა-
45 მკითხველთა ლიგა
ვებს. მაგრამ, უვნებო მოკვდავებს თუ შექმნიდა, როგორფიქ-
რობთ, რა იქნებოდა შედეგი? რა და, მართალია, იცოცხლებდნენ,
მაგრამ ისე დაიხოცებოდნენ, მიზანს ვერ მიაღწევდნენ. ხოლო
იმისათვის, რომ მიზანი მიღწეული ყოფილიყო, ღმერთს ახალი
ადამიანები უნდა შეექმნა. თუ ის ადამიანები უკვდავები იქნებიან
და თუ დავუშვებთ (თუმცა, შეცდომების გამოსწორება და სრულ-
ყოფილებამდე მიღწევა იმ ადამიანებისთვის უფრო ძნელი იქნე-
ბა, ვიდრე მომდევნო ახალი თაობისთვის), რომ ისინი მიზანს
მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ მიაღწევენ, მაშინ რა
უნდა ქნა, სად უნდა წაიყვანო, სად უნდა მოათავსო ის იმდენი ხა-
ნი? რა უნდა უქნა და, ჯობია ისე დატოვო, როგორც არის... იქნებ
არ მოგწონთ გამოხატვის ეს ფორმა, იქნებ თქვენ ევოლოციონის-
ტი ხართ? მაშინ ეს ისევ იგივე გამოდის. ცხოველთა სამყაროში
უმაღლესი მოდგმა ადამიანთა მოდგმაა, ხოლო დანარჩენ ცხო-
ველებთან ბრძოლაში ადამიანებმა თავი რომ გადაირჩინონ,
ფუტკრის ნაყარივით ერთად უნდა შეგროვდნენ, მაგრამ, დაუს-
რულებლივ კი არ მრავლდებოდნენ, არამედ ფუტკრებივით უსქე-
სო შვილები აღზარდონ, ესე იგი, ისევ თავშეკავებულობისკენ უნ-
და ისწრაფოდნენ და არამც და არამც ავხორცობისაკენ, საითაც
დღეს მთელი ჩვენი ცხოვრების წყობა და წესია მიმართული, –
თქვა და გაჩუმდა. – კაცობრიობა არსებობას შეწყვეტს? ჰო, მაგ-
რამ, ნუთუ ვინმეს, როგორადაც არ უნდა უყურებდეს ის სამყა-
როს, შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს ამაში? ეს ხომ ისევე გარდაუვა-
ლია, როგორც სიკვდილი. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ყველა
საეკლესიო მოძღვრება სამყაროს აღსასრულს ქადაგებს, ასეა
სამეცნიერო ნაშრომებშიც. მაშინ რა არის ამაში უცნაური, თუ
ზნეობის სწავლების მიხედვითაც იგივე გამოდის?
ამის შემდეგ დიდხანს დუმდა, მერე ისევ ჩაი დალია, პაპიროსი
მოწია, ჩანთიდან ახალი ამოიღო და ფერფლით დასვრილ საპა-
პიროსეზე დადო.
46 მკითხველთა ლიგა
– ჩემთვის გასაგებია, რასაც ამბობთ, რაღაც ამდაგვარს შეკე-
რებიც ამტკიცებენ-მეთქი, – ვუთხარი.
– და მართლებიც არიან, – თქვა მან, – ხორციელი სიყვარუ-
ლი, როგორადაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი, ბოროტებაა,
დიახ, წარმოუდგენელი ბოროტება, რასაც უნდა ებრძოლო და
არა წაახალისო, როგორც ეს ჩვენთან ხდება... სახარება ამბობს,
ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშაო და ეს არა
მარტო სხვის ცოლებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ
ცოლს ეხება.

47 მკითხველთა ლიგა
12

ჩვენს ამ საზოგადოებაში კი ყველაფერი ზუსტად პირიქითაა:


თუ უცოლო კაცი ასე თუ ისე ჯერ კიდევ ფიქრობს თავის შეკავება-
ზე, დაქორწინებულს ეს სულაც აღარ მიაჩნია საჭიროდ. ქორწი-
ლის შემდეგ პირველსავე დღეებში მშობლების ხელშეწყობილი
ეს განმარტოებები და თაფლის თვეები სხვა არა არის რა, თუ არა
წაქეზება, გარყვნილებაში ხელის შეწყობა. მაგრამ კანონი ზნე-
ობის შესახებ, როცა მას არღვევ, თვითონვე ინაზაღურებს თავი-
სას. რამდენს არ ვცდილობდი, სასიამოვნო თაფლობის თვე მო-
მეწყო ჩემი თავისათვის, მაგრამ არათუ ბედნიერი, პირიქით,
მოწყენილი ვიყავი, მრცხვენოდა და თავს საძაგლად ვგრძნობდი.
მალე ეს ყველაფერი ნამდვილ ტანჯვად მექცა. თან ძალიან მალე.
არ ვიცი, მესამე თუ მეოთხე დღე იყო, ვხედავ, ჩემი ცოლი ძალიან
არის მოწყენილი. ასე რატომ ხარ-მეთქი? – ვუთხარი და მოვეხ-
ვიე, მოფერება დავუწყე, მეგონა სწორედ ეს სჭირდებოდა, მან კი
ჩემი ხელი მოიშორა და ატირდა. რომ ვკითხე, რა იყო, რა გატი-
რებს-მეთქი, ვერაფერი მიპასუხა, თუმცა აშკარად ჩანდა, ძალიან
მოწყენილი და გულდამძიმებული იყო. ჩანს არ მოსწონდა ის,
რაც იყო, მაგრამ ვერ ამბობდა. ძალიან რომ ჩავეკითხე, ასე მით-
ხრა, დედა მომენატრაო. მივხვდი, მართალს არ ამბობდა და დამ-
შვიდება დავუწყე, თუმცა თავს აშკარად ცუდად გრძნობდა, დედა
მოიმიზეზა და რომ არ დავუჯერე, დედაზე რომ არაფერი ვუთხა-
რი, ეწყინა, არ გიყვარვარ, სულაც არ გენაღვლებიო. ეს მხოლოდ
ჭირვეულებაა-მეთქი, რომ ვუთხარი, სახე შეეცვალა, გაღიზიან-
და, მკაცრი, ეგოისტი ადამიანი ხარო, ბევრი მწარე სიტყვა მით-
ხრა. ისე ცივად, ისეთი სიძულვილით მიყურებდა, მახსოვს, რო-
გორ შევძრწუნდი – როგორ? რატომ? სიყვარული ხომ სულთა
კავშირია, ახლა კი ნაცვლად ამისა, აი, რა ხდება?! არა, ეს შეუძ-
ლებელია, არა, ეს ის ქალი არ არის-მეთქი და მის დამშვიდებას
48 მკითხველთა ლიგა
შევეცადე, მაგრამ ისეთ ყრუ კედელს წავაწყდი, თავი ვეღარც მე
შევიკავე – ერთმანეთს რა აღარ ვუთხარით. ამ პირველი ჩხუბის
შთაბეჭდილება შემზარავი იყო. ჩხუბი-მეთქი, მაგრამ ეს ჩხუბი კი
არა, ჩვენ შორის გაჩენილი უფსკრულის სამზეოზე გამოტანა უფ-
რო იყო. სიყვარულის ნაცვლად ვნება შეგვრჩა, ერთმანეთის პი-
რისპირ ორი სრულიად უცხო, ორი ეგოისტი ადამიანი ვიდექით
და ორივეს მხოლოდ იმის სურვილი გვქონდა, ერთს მეორისგან
რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღო. იმას, რაც ჩვენ შორის
მოხდა, ჩხუბს ვეძახდი, მაგრამ ეს ჩხუბი კი არა, ჩვენი გაციებული
სიყვარული, ჩვენ შორის გაჩენილი მტრული დამოკიდებულება
იყო! მაგრამ, მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, ვერ ვხედავდი იმიტომ,
რომ მას თავიდან ძალიან მალე ზღვარგადასული ვნებაცვლიდა,
ანუ ის, რასაც სიყვარულს ვეძახით.
ეტყობა, უბრალოდ, წავკამათდით, მალე ისევ შევრიგდებით,
ეს აღარასოდეს გამეორდება-მეთქი, თუმცა, არ გასულა დიდი
დრო, რომ თაფლობის პირველსავე თვეს უკვე ურთიერთმოყირ-
ჭებულობის დღეები დაგვიდგა, ერთმანეთს უკვე ვეღარ ვიტან-
დით, უბრალოდ, აღარ გვჭირდებოდა ერთმანეთი... მეორედ
რომ ვიჩხუბეთ, ამ მეორე ჩხუბმა კიდევ უფრო მეტად გამაოცა,
ვიდრე პირველმა. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, ის პირვე-
ლი შემთხვევითი არ ყოფილა, ასე უნდა ყოფილიყო და მუდამ ასე
იქნება-მეთქი. ამან უფრო იმიტომ გამაოცა, რომ სრულიად უმი-
ზეზოდ წავიკიდეთ. ამჯერად ეს ფულის გამო მოხდა, მაშინ როცა
ფული მე არასოდეს დამნანებია, მით უმეტეს ცოლისთვის, ჩემ-
თვის ეს წარმოუდგენელი იყო. მან კი ეს ისე შეატრიალა, თითქოს
რაღაც ისეთი ვთქვი, რითაც მასზე ფულით ბატონობის სურვილი
გამოვხატე, რითაც თითქოს ვამტკიცებდი, რომ ფულზე სწორედ
მე უნდა მქონოდა განსაკუთრებული უფლება. ეს იყო წარმოუდ-
გენელი სისულელე, ვინაიდან ფულს არც ჩემთვის ჰქონდა დიდი
და განსაკუთრებული მნიშვნელობა, არც მისთვის. ძალიან გავ-
49 მკითხველთა ლიგა
ღიზიანდი. წინდაუხედავი ხარ, ზრდილობა გაკლია-მეთქი, – ვუ-
საყვედურე, მაგრამ არც იმას დაუკლია საყვედური და... დაიწყო
და დაიწყო. მის სიტყვებსა და მისი სახის გამომეტყველებაში და-
ვინახე ის, რამაც მაშინ კიდევ უფრო გამაოცა – ეს იყო მკაცრი,
დაუფარავი მტრობა. მახსოვს, ძმასთანაც და მეგობრებთანაც
ხშირად ვჩხუბობდი, მაგრამ ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა
ღვარძლი. თუმცა, რაღაც დრო რომ გავიდა, მტრობა ისევ სიყვა-
რულმა ანუ ვნებამ შეცვალა და თავს ახლაც იმით ვიმშვიდებდი,
რომ ჩვენი ის ორივე ჩხუბი მხოლოდ შეცდომა იყო, მაგრამ მესა-
მეს მეოთხეც რომ მოჰყვა, მივხვდი, ამას შემთხვევითი არ ეთ-
ქმოდა... იმის გაცნობიერებამ, წინ რა ცხოვრება მელოდა, თავ-
ზარი დამცა. სულ ის აზრი მაწვალებდა, მარტო მე ვარ ასეთი,
მხოლოდ მე მაქვს ცოლთან ასეთი ცუდი ურთიერთობა, სხვა
ცოლ-ქმარს შორის ასეთი რამ არ ხდება-მეთქი. ეს აზრი თავში
მქონდა ჩაჭედილი და მოსვენებას არ მაძლევდა, ვინაიდან მაშინ
ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი კი არა, ყვე-
ლას ხვედრი იყო, ყველა იმას ფიქრობდა, ეს მარტო ჩემს თავსაა-
ო და თავის ამ სამარცხვინო უბედურებას მალავდა. რაც მთავა-
რია, მარტო სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც უმალავდა.
ეს ჩვენი ურთიერთობის პირველსავე დღეს დაიწყო და ბო-
ლომდე გაგრძელდა. სულის სიღრმეში მაშინვე ვიგრძენი, რომ
თავი რაღაც საშინელებაში გავყავი, რომ ის, რასაც ველოდი, არ
გამოვიდა, რომ ცოლის შერთვა არათუ ბედნიერება, არამედ რა-
ღაც ძალიან მძიმე და ტკივილის მომგვრელი იყო. თუმცა, ისე,
როგორც ყველას, არც მე მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდო-
მოდი, ამიტომაც, არა მხოლოდ სხვებისგან ვმალავდი ამას, არა-
მედ ჩემს თავსაც ვუმალავდი. ახლა გაოცებული ვარ, რატომ ვერ
ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა? წესით თუნდაც იმიტომ უნდა
მივმხვდარიყავ, რომ ჩხუბს ისეთი უაზრო რამის გამო ვიწყებ-
დით, რაც ჩხუბის დამთავრებისას უკვე აღარ გვახსოვდა. მაგრამ,
50 მკითხველთა ლიგა
როგორც ჩანს, გამუდმებული კინკლაობისა და ჩხუბის გამო გო-
ნება შესაფერისი დასკვნის გამოტანას ვერ ასწრებდა. გასაოცა-
რი კიდევ უფრო ის არცთუ დამაჯერებელი მიზეზები იყო, რაც ჩვე-
ნი შერიგების საბაბი ხდებოდა. ზოგჯერ ეს რაღაც სიტყვა იყო,
ზოგჯერ რაღაც ახსნა-განმარტება, ზოგჯერ ცრემლიც კი, მაგრამ
მხოლოდ ზოგჯერ... ახლა, როცა ვიხსენებ, იმ მკაცრი, უხამსი
სიტყვების შემდეგ, რომლითაც უხვად ვამკობდით ერთმანეთს,
როგორ შევხედავდით, როგორ გავუღიმებდით, როგორ ვაკო-
ცებდით და გადავეხვეოდით ერთმანეთს, ცუდ გუნებაზე ვდგები.
არ ვიცი, რატომ ვერ ვხედავდი ამ საშინელებას, რატომ ვერ
ვხვდებოდი?

51 მკითხველთა ლიგა
13

ვაგონში ორი მგზავრი შემოვიდა და ოდნავ მოშორებით დაჯ-


და. ვიდრე ისინი მოეწყობოდნენ, პოზდნიშევს ხმა არ ამოუღია,
მაგრამ, როგორც კი მიყუჩდნენ, დაწყებული საუბარი მაშინვე გა-
ნაგრძო, ვინაიდან, ჩანს, წამითაც არ გაწყვეტოდა ფიქრის ძაფი.
– აი, რა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი! – დაიწყო
მან, – თეორიაში სიყვარული იდეალურად, ამაღლებულად არის
წარმოდგენილი, მაშინ როცა სინამდვილეში ნამდვილი ღორო-
ბაა, რის გახსენება და რაზე საუბარიც კი სამარცხვინოა. ბუნებამ
ტყუილად როდი შექმნა ასეთად, ჰოდა, რახან ასეთად შექმნა,
ჩვენც ზუსტად ასე უნდა გავიგოთ. თუმცა, არა თუ არ ვიგებთ, თა-
ვი ისე გვიჭირავს, თითქოს ეს მართლაც მშვენიერი და ამაღლე-
ბული იყოს... როგორ დაიწყო ჩემი სიყვარული, როგორი იყო ჩე-
მი სიყვარულის პირველი ნიშნები? როგორი და, პირუტყვივით
ვიქცეოდი, ზედმეტობაში გადავდიოდი, არათუ მრცხვენოდა, ვა-
მაყობდი კიდევაც ჩემი განუზომელი ფიზიკური შესაძლებლობე-
ბით, მაშინ როცა ჩემი ცოლის სულიერ ყოფაზე, მის ფიზიკურ
მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა უჭირდა ან რა ულხინდა, სულაც არ
ვფიქრობდი და მიკვირდა, საიდან მოდიოდა ჩვენი ასეთი გაბო-
როტება ერთმანეთის მიმართ? თუმცა ეს სრულიად ჩვეულებრივი
და გასაგები გახლდათ,ვინაიდან, გაბოროტება სხვა არა არის
რა, თუ არა ადამიანური ბუნების პროტესტი იმის წინააღმდეგ,
რაც მას თრგუნავს და აწუხებს.
დიახ, გაოცებული ვიყავი ერთმანეთის მიმართ ჩვენი ამ სი-
ძულვილის გამო. თუმცა შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო,
ვინაიდან ეს დანაშაულში თანამონაწილეთა ურთიერთმიუღებ-
ლობა გახლდათ. დანაშაულში წაქეზების, დანაშაულში მონაწი-
ლეობის გამო. განა დანაშაული არ არის, თუკი ჩემი საბრალო
ცოლი პირველსავე თვეს დაფეხმძიმდა, ჩვენი კავშირი კი კვლა-
52 მკითხველთა ლიგა
ვაც ჩვეულებრივ გრძელდებოდა?... თქვენ გგონიათ, აღარ გავაგ-
რძელებ საუბარს? არა, არავითარ შემთხვევაში! მე თქვენ ყველა-
ფერს დაწვრილებით მოგიყვებით, მოგიყვებით, რატომ და რო-
გორ მოვკალი ჩემი ცოლი... სასამართლოზე მეკითხებიან, რით
ან როგორ მოკალიო? აი, ნამდვილი იდიოტები! იმას კი არ კით-
ხულობენ, სულიერად როდის მოვკალი. ჰგონიათ, მაშინ, ხუთ
ოქტომბერს მოვკალი, თანაც დანით. არა, ბატონებო, მე ის გაცი-
ლებით ადრე ისე მოვკალი, როგორც ახლა კლავენ... ყველანი,
დიახ, ყველანი...
– მაინც რით-მეთქი? – ვკითხე.
– გასაკვირი სწორედ ის არის, რომ არავის უნდა იმის ცოდნა,
რაც ასეთი აშკარაა, რაც ყველამ უნდა იცოდეს, რაც, უპირველეს
ყოვლისა, ექიმებმა უნდა იცოდნენ და ქადაგებდნენ, მაგრამ დუ-
მან. ეს ცხადზე ცხადია. ადამიანი, კაციცა და ქალიც ისევეა შექ-
მნილი, როგორც ცხოველი. ხორციელ სიყვარულს ორსულობა
მოსდევს, ორსულობას ბავშვი, ბავშვის გაზრდა და მეძუძურობა...
მეძუძური ქალისთვის კი, ისევე როგორც ახალშობილისათვის,
კაცთან კავშირი მავნებელია... ქალი და კაცი თანაბარნი არიანო.
რას ნიშნავს, რა იგულისხმება ამაში, მგონი გასაგებია. დიდი სიბ-
რძნე არ არის საჭირო, რათა აქედან ის დასკვნა გამოიტანო და
ისე მოიქცე, როგორც პირუტყვები იქცევიან, ესე იგი, თავი შეიკა-
ვო... მაგრამ არა, მეცნიერება იქამდე მივიდა, ის რაღაც ლეიკო-
ციტები აღმოაჩინა, რომლებიც სისხლში წინ და უკან დარბიან.
მარტო ეს კი არა, ვინ იცის, კიდევ რა სისულელე აღარ! აი, ამის
გაგება კი ვერ შეძლო ჩვენმა მეცნიერებამ. ყოველ შემთხვევაში,
ერთხელაც არ მსმენია, რამე ეთქვას ამის თაობაზე.
და აი, გამოდის, რომ ქალს მხოლოდ ორი გამოსავალი დარჩა
– თავი დაიმახინჯოს, ჩაკლას თავისში ქალი ანუ დედა, რათა კაც-
მა მშვიდად ისიამოვნოს, ხელი არავინ და არაფერმა შეუშა-
ლოს... არის კიდევ მეორე გამოსავალი, არა, გამოსავალი კი
53 მკითხველთა ლიგა
არა, ბუნების კანონების უხეში, პირდაპირი დარღვევა, როგორც
ეს ეგრეთ წოდებულ პატიოსან ოჯახებში ხდება. სახელდობრ ის,
რომ ქალი, წინააღმდეგ თავისი ბუნებისა, ერთდროულად ორსუ-
ლადაც უნდა იყოს, ძუძუც უნდა აწოვოს და ქმარსაც საყვარლობა
გაუწიოს – იმად იყოს, რადამდეც არც ერთი პირუტყვი არ ეშ-
ვება. ამისთვის კი ძალა აღარ ჰყოფნის და ამიტომაცაა ჩვენ შო-
რის ამდენი ისტერიული, ნერვებით დაავადებული, ხოლო მდა-
ბიოებში – ამდენი ბნედიანი და გიჟი. აბა, დააკვირდით, არიან ქა-
ლიშვილები ეპილეფსიით დაავადებულები? არა, არ არიან. ეს
მხოლოდ დედაკაცებს ემართებათ. განსაკუთრებით ქმრიან დე-
დაკაცებს. ასეა ჩვენთან, ასეა ევროპაშიც. მთელი საავადმყო-
ფოები ისტერიკით დაავადებული ქალებით არის სავსე. ეს ის ქა-
ლები ბრძანდებიან, ბუნების კანონებს რომ არღვევენ – ხეიბარი,
გულყრიანი, შარკოს პაციენტი ქალები. ასეთი ნახევრად ხეიბარი
ქალებით მთელი მსოფლიოა სავსე. აბა, წარმოიდგინეთ, რა დი-
დი რამ ხდება ქალში შვილის გაჩენისას, მაშინ, როცა ძუძუს აწო-
ვებს იმას, ვინც ეს-ესაა ქვეყანას მოავლინა, ვინც უნდა შეგცვა-
ლოს, ვინც თავისში ჩვენი არსებობა უნდა გააგრძელოს... რა ან-
გრევს, რა ანადგურებს ამ წმიდათაწმიდა მოვლენას? ამაზე ფიქ-
რიც კი აუტანელია... ლაპარაკობენ ქალის თავისუფლებაზე, ქა-
ლის უფლებებზე, მაშინ როცა ეს იგივეა, კაციჭამიები ადამიანებს
შესაჭმელად ასუქებდნენ და ირწმუნებოდნენ, მათ უფლებებზე
ვზრუნავთ, მათ უფლებებს ვიცავთო.
ძალიან გავვოცდი, ეს ჩემთვის სრულიად ახალი იყო და ვუთ-
ხარი:
– მაშინ გამოდის, რომ ცოლი ორ წელიწადში ერთხელ უნდა
გიყვარდეს?! მაგრამ, კაცისთვის ხომ...
– კაცისთვის?! რაა კაცისთვის? – სიტყვა შემაწყვეტინა პოზ-
დნიშევმა, – ის, რომ ჩვენი ძვირფასი მეცნიერების ქურუმები
გვარწმუნებენ, კაცისთვის ეს აუცილებელიაო? მე მათთვის, ამ
54 მკითხველთა ლიგა
მოგვებისთვის რომ მეთქვა, იმ ქალების მოვალეობა შეესრულე-
ბინათ, რაც მათი აზრით ასე აუცილებელია კაცებისთვის, საინტე-
რესოა, რას იტყოდნენ, როგორ იჭიკჭიკებდნენ?.. შთააგონე ადა-
მიანს, არაყი, თუთუნი და ოპიუმი შენთვის აუცილებელიაო და ნა-
ხავ, რა ხარბად დააცხრება ამ ყველაფერს! გამოდის, რომ ღმერ-
თმა თურმე არ იცოდა, რა უფრო იყო ადამიანისთვის საჭირო და
იმის გამო, რომ გრძნეულ მოგვებს რჩევა არ ჰკითხა, ცუდად მო-
აწყო სამყარო... ნება მომეცით, ვხედავდე, რომ საქმე მთლად
წესრიგში ვერ არის. კაცს სჭირდება? ესე იგი, ასე უნდა იყოს,
მორჩა და გათავდა!.. კაცებმა ეს თვითონ გადაწყვიტეს საკუთარი
ვნების დასაოკებლად, აქ კი ბავშვების გაჩენაო, მათი გამოკვე-
ბაო, თავი ათასმა ხელის შემშლელმა წამოყო!.. მაშ რა უნდა ექ-
ნათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? როგორ და, მიემართათ
მოგვებისთვის და მოაგვარებდნენ ისინი ამ საქმეს – ყველაფერი
ხომ მათი მოგონილია! აჰ, როდის, როდის მოიცილებენ ეს მოგ-
ვები თავის ამ ტყუილების შარავანდს? არადა უკვე დროა!.. ხე-
დავ, სადამდე მივიდნენ ადამიანები, ჭკუიდან იშლებიან, ერთმა-
ნეთს ესვრიან, ყველაფერი კი, აი, ამის გამო! აბა, სხვაგვარად
როგორ იქნება! ცხოველებმა, თითქოს იციან, შვილებმა ჩვენი ჯი-
ში, შთამომავლობა უნდა გააგრძელონო, მტკიცედ იცავენ საკუ-
თარ წესებსა და კანონებს, ადამიანებმა კი არ იციან და არც უნ-
დათ, რომ იცოდნენ. ადამიანი ხომ მარტო იმით არის დაკავებუ-
ლი, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს. მერედა ვინ ფიქ-
რობს ასე, ვინ არის ის? ვინ და, ადამიანი, ბუნების მბრძანებელი!
მოგეხსენებათ, მხეცები მხოლოდ მაშინ წყვილდებიან, როცა
შთამომავლობის გაგრძელების პერიოდი დაუდგებათ. ბუნების
ბილწი, ხელიდან წასული მბრძანებელი კი ამას სულაც არ დაგი-
დევს, ეს საქმე ცაში აჰყავს, სიყვარულის ზენიტად აცხადებს –
ამას სიყვარულის გამო ჩავდივარო და სიყვარულის ანუ ამ უხამ-
სობის სახელით, როგორ გგონიათ, ვის ანადგურებს? ვის და, კა-
55 მკითხველთა ლიგა
ცობრიობის ნახევარს! იმ ქალს, ვინც სიკეთის, ჭეშმარიტებისკენ
სვლაში უნდა ეხმარებოდეს, საკუთარი სიამოვნების გამო მისი
სახით დამხმარეს კი არა, მტერს იჩენს. აბა, დააკვირდით, ვინ ან
რა უშლის ხელს კაცობრიობის წინსვლას? ვინ და ქალები! რატომ
არიან ქალები ასეთები? მხოლოდ ამიტომ და ამის გამო, დიიახ,
დიახ, ამიტომ და ამის გამო! – გაიმეორა რამდენჯერმე, კოლო-
ფიდან პაპიროსი ამოიღო და მოუკიდა, ეტყობა, უნდოდა, რო-
გორმე დამშვიდებულიყო.

56 მკითხველთა ლიგა
14

– და აი, ვცხოვრობდი მეც ასე ღორულად, – განაგრძო ისევ იმ


კილოზე პოზდნიშევმა, – ყველაზე უარესი კი ის იყო, მიუხედავად
იმისა, ასე ცუდად ვიქცეოდი, მეგონა, რახან თვალი სხვა ქალე-
ბისკენ არ გამირბის, ესე იგი, პატიოსნად, ოჯახური ცხოვრებით
ვცხოვრობ, პატიოსანი ადამიანი ვარ, ზნეკეთილი, არაფერს ვა-
შავებ, მაგრამ თუ მაინც ვჩხუბობთ, დამნაშავე მე კი არა, ჩემი ცო-
ლია, მისი იმ ხასიათის ბრალია-მეთქი.
მაგრამ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, ის არ იყო – ის ზუსტად ისე-
თი იყო, როგორიც ყველა, როგორიც უმეტესობა. ისე აღზრდი-
ლი, როგორც ამას კლასობრივად ყოველმხრივ უზრუნველყოფი-
ლი ქალების მდგომარეობა მოითხოვს ჩვენს წრეში. ან კი რო-
გორ შეიძლება ჩვენი ეს ქალები სხვაგვარად ყოფილიყვნენ აღ-
ზრდილები. ლაპარაკობენ ქალის რაღაც ახლებურ განათლება-
ზე, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ქალის განათლება
ჭეშმარიტ, არაფარისევლურ შეხედულებებს უნდა ემყარებოდეს,
აქ კი ყოველთვის ისეთი იქნება, როგორიც მამაკაცის შეხედულე-
ბას შეესაბამება, ანუ ისეთი, როგორიც კაცს უნდა. ხოლო ის, თუ
როგორი უნდა კაცს, ეს ყველამ შესანიშნავად ვიცით. პოეტებიც
ხომ ასე ამბობენ: „Wein, Weiber und cesang“!5 აიღეთ პოეზია,
მხატვრობა, სკულპტურა, დაწყებული სასიყვარულო ლექსებით,
შიშველი ვენერათი თუ ფრინეთი და ნახავთ, რომ ქალი ყველგან
სიამოვნების ობიექტია. ასეა ტრუბასა, გრაჩევსკა6 თუ მეფის კარ-
ზე გამართულ მეჯლისებზე. აბა, ახლა დემონის ეშმაკობებიც გა-
იხსენეთ – კმაყოფილება, ტკბობა, სიამოვნება... ქალი გემრიე-
ლი ლუკმაა, სიამოვნებაა! ასეა, დიახ, ასეა! თავიდან რაინდები

5
„ღვინო, ქალები, მუსიკა“.
6
მოსკოვის რაიონებია.
57 მკითხველთა ლიგა
გვარწმუნებდნენ, ქალებს ვაღმერთებთო (გაღმერთებით კი აღ-
მერთებდნენ, მაგრამ მაინც ისე უყურებდნენ, როგორც სიამოვნე-
ბის საგანს), ახლა გვეუბნებიან, პატივს ვცემთო. ერთნი ქალებს
ადგილს უთმობენ, დავარდნილ ცხვირსახოცს აწვდიან, მეორენი
– მომხრენი არიან, ქალებმა თანამდებობები დაიკავონ, მმარ-
თველობაში მონაწილეობა მიიღონ. ასე კი იქცევიან, მაგრამ ისი-
ნიც ამ შეხედულების არიან, ქალი მათთვისაც გემრიელი ლუკ-
მაა, სიამოვნების საგანია. ანუ იგივე მონობაა. მონობა კი სხვა
არაფერია, თუ არა ერთი ნაწილის მონური შრომით მეორეთა
გამდიდრება. მონობამ რომ არ იარსებოს, ამისთვის ადამიანებს
არ უნდა უნდოდეთ, საკუთარი სიამოვნებისთვის სხვებს შრომა
აიძულონ, მათ ეს ცოდვად, სამარცხვინოდ უნდა მიაჩნდეთ, სი-
ნამდვილეში კი მონობის მხოლოდ გარეგნულ ფორმას ცვლიან
და გვარწმუნებენ, რას ბრძანებთ, რის მონებით ვაჭრობა, მსგავ-
სიც არაფერიაო!.. საკუთარ თავს თვითონვე აჯერებენ და ვერ ხე-
დავენ ან არ უნდათ დაინახონ, რომ მონობა ისევ არსებობს, რომ
სხვისი შრომით სარგებლობა ისევ ისე მოსწონთ და ისევ ისე სა-
მართლიანად მიაჩნიათ, და რომ ყოველთვის მოიძებნებიან ადა-
მიანები, სხვებზე უფრო ძლიერები და უფრო ეშმაკები, რომლე-
ბიც უფრო იოლად ახერხებენ სხვების არანებაყოფლობითი შრო-
მით ცხოვრება მოიწყონ. ასეა ქალების ემანსიპაციაც. ქალებს
ათავისუფლებენ, მამაკაცების მსგავსად ყოველგვარ უფლებას
აძლევენ, თუმცა იმათთვის ის ისევ სიამოვნების საგანია, ვინაი-
დან ასე ზრდიან, ასე შთააგონებენ, ასე ჩამოაგვირისტებს მათ სა-
ზოგადოებრივი აზრი. და აი, ქალი ისევ ის დამცირებული მონაა,
ხოლო მამაკაცი ისევ ისეთი სინდისგარეცხილი მონათმფლობე-
ლი.
მართალია ქალებს კურსებიდან ათავისუფლებენ, მაგრამ ისე-
ვე უყურებენ, როგორც უყურებდნენ. ასწავლეთ ქალს იმ წესებით,
რა წესებითაც ჩვენთან ასწავლიან და ყოველთვის ისევ ამ უმდაბ-
58 მკითხველთა ლიგა
ლეს არსებად დარჩება, ანდა უტიფარი ექიმების დახმარებით,
დედობაზე, შვილების გაჩენაზე იტყვის უარს, ჩიტივით თავისუფა-
ლი მეძავი იქნება. ვინც პირუტყვის დონემდე კი არაა, ჩვეულებ-
რივ საგნად იქცა და სულიერად დაავადებულს, უბედურს და ნერ-
ვებდაწყვეტილს, სულიერი განვითარების აღარავითარი შანსი
აღარა აქვს.
ამას ვერც გიმნაზია შეცვლის, ვერც ქალთა კურსები. ამას
მხოლოდ მაშინ ეშველება, როცა მამაკაცები ქალებზე, ხოლო ქა-
ლები საკუთარ თავზე შეხედულებას შეიცვლიან... შეიცვლება
მხოლოდ მაშინ, როცა ქალი თავის ყველაზე საუკეთესო მდგომა-
რეობად უმანკო ქალწულის მდგომარეობას ჩათვლის. კეთილ-
შობილი ადამიანი ის ადამიანია, ვისაც სირცხვილის, მორიდების
გრძნობა გააჩნია. ვიდრე ეს ასე არ არის, როგორი განათლებუ-
ლიც არ უნდა იყოს, ქალიშვილისთვის მთავარი მაინც მეტი მამა-
კაცის მოხიბვლაა, რათა რაც შეიძლება მეტი არჩევანის საშუა-
ლება ჰქონდეს.
თუ ერთმა მათემატიკა იცის, ხოლო მეორეს არფაზე დაკვრა
შეუძლია, ეს ვერაფერს შეცვლის. ქალი მაშინ არის ბედნიერი,
როცა კაცს მოაჯადოვებს, მისი მთავარი ამოცანა კაცის მოხიბ-
ვლაა, ასე იყო და ასე იქნება. ასეა გათხოვებამდე და გათხოვების
შემდეგაც. გათხოვებამდე ქალს ეს არჩევანისთვის სჭირდება,
ხოლო გათხოვების შემდეგ – კაცზე მბრძანებლობისათვის.
ერთადერთი, რამაც შეიძლება უარი ათქმევინოს, ან ცოტა
ხნით მაინც შეაკავოს, ბავშვია, ესეც ძუძუს თუ აწოვებს, ხელოვ-
ნურ კვებაზე თუ არ ჰყავს, მაგრამ, აქაც ექიმების სიტყვაა გადამ-
წყვეტი.
ჩემი ცოლი, ვისაც უნდოდა შვილები ძუძუზე ჰყოლოდა და თა-
ვისი მომდევნო ხუთივე შვილი სწორედ ასე გაზარდა, პირველ
ბავშვზე შეუძლოდ შეიქმნა და ჩვენი იმ საყვარელი ექიმების-
თვის, ჩემს ცოლს ასე ცინიკურად რომ ხდიდნენ და ხელებს ყველ-
59 მკითხველთა ლიგა
გან უფათურებდნენ, მადლობა იმისთვის უნდა მეთქვა, ფული
იმისთვის უნდა გადამეხადა, რომ უმტკიცებდნენ, თუ გინდა ჯან-
მრთელი იყო, ბავშვი ძუძუზე არ უნდა იყოლიოო. თავიდან, პირ-
ველ ხანებში ჩემი ცოლი მოკლებული იყო იმ ერთადერთ საშუა-
ლებას, რასაც შეეძლო პრანჭვაზე და კეკლუცობაზე ფიქრისგან
გაეთავისუფლებინა, ვინაიდან, ბავშვს მოვლით თვითონ კი არა,
ძიძა უვლიდა, ესე იგი, ჩვენ იმ ქალის სიღარიბით, მისი გაჭირვე-
ბით, მისი უცოდინრობით ვსარგებლობდით. ჩვენი შვილისთვის
რომ მოევლო, საკუთარი მივატოვებინეთ, რისთვისაც სირმებიან
კოკოშნიკში გამოვაწყეთ. თუმცა, მთავარი ეს როდია, მთავარი
ისაა, შემდგომი ფეხმძიმობისა და მეძუძურობისგან რომ გათავი-
სუფლდა, მიძინებულმა ქალურმა კეკლუცობამ მასში თავი ისევ
განსაკუთრებული ძალით იჩინა და ჩემშიც მთელი ძალით იფეთ-
ქა ეჭვიანობამ, რომელიც მთელი ჩვენი ამ ცოლ-ქმრობის განმავ-
ლობაში ისედაც მტანჯავდა. ანკი შეიძლება არ სტანჯავდეს ეჭვია-
ნობა ქმარს, ვინც ცოლთან იმ უზნეო წესით ცხოვრობს, რა წესი-
თაც მე ვცხოვრობდი.

60 მკითხველთა ლიგა
15

– მთელი ის დრო, ვიდრე ცოლთან ერთად იმ ოჯახური ცხოვ-


რებით ვცხოვრობდი, წუთიც არ ყოფილა, ეჭვით გული დამძიმე-
ბული არ მქონდა. იყო პერიოდები, როცა კიდევ უფრო მწვავედ
განვიცდიდი ამ ტანჯვას. ერთ-ერთი ასეთი პერიოდი მაშინ მქონ-
და, პირველი შვილი რომ გვეყოლა და ექიმმა ჩემს ცოლს ბავ-
შვისთვის ძუძუს მიცემა აუკრძალა. მაშინ ასე იმიტომ ვეჭვიანობ-
დი, რომ ჩემი ცოლი დედისთვის დამახასიათებელ იმ განცდებსა
და მოუსვენრობაში იყო, რაც ხელს უშლიდა ჩემი ცხოვრების
სწორ მდინარებას. მეორეც იმიტომ, რომ როცა დავინახე, რა ად-
ვილად თქვა უარი დედის ზნეობრივ მოვალეობაზე, მართალია,
გაუცნობიერებლად, მაგრამ ჩემდაუნებურად დავასკვენი და სა-
მართლიანადაც, რომ ცოლქმრულ მოვალეობაზეც ასე იოლად
იტყოდა უარს. თუმცა, სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი ქა-
ლი იყო და მიუხედავად ჩვენი საყვარელი ექიმების აკრძალვისა,
მომდევნო შვილებს თვითონ აწოვა ყოველგვარი გართულების
გარეშე და შესანიშნავადაც გამოკვება.
– ექიმებს, ეტყობა, ვერ იტანთ, – ვუთხარი პოზდნიშევს, როცა
შევატყე ექიმების ყოველ ხსენებაზე ხმა როგორი ღვარძლიანი
უხდებოდა.
– საქმე არც ატანაზეა, არც არატანაზე. მათ ჩემი ცხოვრებაც
ისე დაღუპეს, როგორც ღუპავდნენ და დაღუპავენ ასობით, ათა-
სობით ადამიანის ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მიზე-
ზი შედეგს არ დაუკავშირო, ამიტომაც მინდა გითხრათ, ისე, რო-
გორც ადვოკატებს და კიდევ ბევრ სხვასაც, ექიმებსაც უნდათ,
რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ, მაგრამ, თუ მიხვდებიან, რა
უზნეოდ იქცევიან, თუ ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაში არ ჩა-
ერევიან, მთელი ჩემი შემოსავლის, ჩემი ქონების ნახევარსაც არ
დავიშურებდი. მართალია, ცნობისმოყვარე არა ვარ, ცნობები
61 მკითხველთა ლიგა
განგებ არასოდეს მიგროვებია, მაგრამ, ათობით შემთხვევა ვიცი,
როცა ხან შვილი მოშთეს დედის მუცელში, აქაოდა ქალი ამ მშო-
ბიარობას ვერ გადაიტანსო (თუმცა იმ ქალმა მერე იოლად იმშო-
ბიარა), ხან დედა გამოასალმეს სიცოცხლეს რაღაც ოპერაციის
მომიზეზებით. დედის მუცელში ბავშვის მოკვლას ხომ მკვლელო-
ბად ისევე არავინ თვლის, როგორც ინკვიზიტორების მკვლელო-
ბებს – ამას მხოლოდ ადამიანების სასიკეთოდ ჩადიანო... შეუძ-
ლებელია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ჩამოთვლა, მაგ-
რამ, ეს კიდევ არაფერია, მატერიალიზმით საზოგადოების ამ ზნე-
ობრივ გახრწნასთან შედარებით. იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ,
რა შეიძლება მოჰყვეს იმ მითითებებს, რომლის მიხედვითაც, მათ
სწავლებას თუ დავუჯერებთ, გადამდები ავადმყოფობების შიშით
ადამიანებიერთობისაკენ კი არ უნდა ისწრაფოდნენ, არამედ პი-
რიქით, გათიშვა-განცალკევებისაკენ: ყველას უნდა, მათი მოძ-
ღვრების მიხედვით, შორი-შორს ისხდნენ და კარბოლის მჟავათი
სავსე სასხურს პირიდან არ იშორებდნენ (სხვათა შორის, ისიც
აღმოაჩინეს, რომ თურმე არც კარბოლმჟავაა სასარგებლო).
თუმცა ამასაც, ასე თუ ისე, არაუშავს – მთავარი საწამლავი ადა-
მიანების გარყვნაა, განსაკუთრებით ქალებისა.
ახლა იმის თქმაც არ შეიძლება – ცუდად ვარ, დროა თავს მივ-
ხედო, უკეთესად გავხდეო. ამას ვერც სხვას ეტყვი, ვერც შენ
თავს, არ შეიძლება! ვინაიდან, თუ ცუდად ხარ, ესე იგი, ნერვები
წესრიგში არა გაქვს, ესე იგი, ექიმთან უნდა წახვიდე – გამოგი-
წერს ექიმი ოცდაათკაპიკიან წამალს, იყიდი აფთიაქში, დალევ,
მაგრამ ამის შემდეგ თავს კიდევ უფრო ცუდად იგრძნობ და ისევ
ექიმთან უნდა წახვიდე, ისევ წამალი უნდა იყიდო... შესანიშნავია!
არა, ხომ შესანიშნავია!..
თუმცა არც ეს არის მთავარი. ეს-ესაა ვამბობდი, ჩემმა ცოლმა
ჩვენ ხუთ შვილს ძუძუ თვითონ აწოვა-მეთქი. და აი, მეც ეჭვიანო-
ბის იმ ტანჯვისგან მაშინ სწორედ მისმა იმ მეძუძურობამ, მისმა
62 მკითხველთა ლიგა
ორსულობებმა მიხსნა – ხუთ წელიწადში ხუთი შვილი გააჩინა და
ხუთივეს თვითონ აწოვა ძუძუ. ეს რომ არა, მთელი ის უბედურება
გაცილებით ადრე მოხდებოდა.
– თქვენი შვილები ახლა სად არიან?
– შვილები?! ჩემი შვილები?! – გამიმეორა შემკრთალმა.
– მომიტევეთ, იქნებ გიმძიმთ ამაზე ლაპარაკი?
– არა, არა უშავს. ბავშვები ჩემმა ცოლისდამ წაიყვანა. მე ქო-
ნება არ დავთმე, იმან ბავშვები. მერე, მართალია, დავუთმე ქო-
ნება, მაგრამ ბავშვები არ გამომატანეს. ახლა სწორედ იქიდან
მოვდივარ ასე გაგიჟებული... ბავშვები ვნახე, თუმცა დავრწმუნ-
დი, რომ ისინი ჩემს შვილებს არასოდეს დამანებებენ, მაშინ რო-
ცა ჩემ თვალქვეშ რომ ყოფილიყვნენ, ისეთებს არ გავზრდიდი,
როგორებიც მისი მშობლები იყვნენ. ისე, იქნებ ჯობია, ისევ იმათ
ჰგავდნენ, იქნებ ასეა ცხოვრებაში საჭირო... რას იზამ, რა გაეწ-
ყობა!.. ვიცი, ბავშვებს არ მომცემენ, არ მანდობენ, თუმცა, ისიც
არ ვიცი, მეყოფოდა კი ძალა მათი აღზრდისათვის. ვფიქრობ,
არა! მე ხომ დანგრეული ადამიანი ვარ, ხეიბარი. არის ერთი რამ
ჩემში. ეს მე ვიცი. დიახ, ვიცი რომ იმას, რაც ვიცი, კიდევ კარგა
ხანს ბევრი ვერ გაიგებს. დიახ, ასეა ეს...
მადლობა ღმერთს, ბავშვები ცოცხლები და საღსალამათები
არიან, მაგრამ ისეთივე თავნებები იზრდებიან, როგორც ყველა
მათ გარშემო. ბავშვები სამჯერ უკვე ვნახე, მაგრამ მათთვის
არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ახლა სამხრეთში მივდივარ, იქ
მე სახლი და ბაღი მაქვს.
ადამიანები ვერ გაიგებენ, დიახ, კიდევ კარგა ხანს ვერ გაიგე-
ბენ იმას, რაც მე ვიცი... რამდენი რკინა და რა სახის მეტალია მზე-
სა და ვარსკვლავებში, ამის გაგება უფრო მალე და ადვილად შე-
იძლება, ვიდრე იმისა, რაც ჩვენ ღორობას ნათელს მოჰფენს. ძნე-
ლია, ჰო, ძალიან ძნელია...

63 მკითხველთა ლიგა
თქვენ ხომ მისმენთ მაინც, მე ამისიც მადლობელი გახლა-
ვართ.

64 მკითხველთა ლიგა
16

– აი, თქვენ ბავშვები ახსენეთ. ბავშვებზე სულ თვალთმაქცო-


ბენ, ტყუიან – ბავშვები ღმერთისგან დალოცვილები არიან, ბავ-
შვები სიცოცხლე და სიხარულიაო. ტყუილია, ასე მხოლოდ უწინ
იყო, ახლა კი მსგავსიც არაფერია. ბავშვები ახლა მხოლოდ ტან-
ჯვაა, წამებაა! დედები ამას გრძნობენ, ხოლო ზოგიერთი დედა
ამას ხმამაღლა ამბობს. ჰკითხეთ ჩვენი ყოველმხრივ უზრუნველ-
ყოფილი წრიდან გამოსული დედების უმეტესობას და იცით რას
გიპასუხებენ – შვილების ყოლა იმიტომ არ გვინდა, გვეშინია, ვა-
ითუ ავად გახდნენ, დაიხოცნენო. ხოლო თუ მაინც იყოლიებენ,
ძუძუს იმიტომ არ აჭმევენ, შევეჩვევით, შეგვიყვარდება და დავი-
ტანჯებითო. მათი აზრით, ის დიდი სიამოვნება, რასაც დედა შვი-
ლის პაწაწა ხელების, მისი პატარა ფეხების, პატარა, უსუსური
სხეულის ყურებით განიცდის, იმ ტანჯვაზე გაცილებით ნაკლებია,
რაც ბავშვის ავადმყოფობის გამო შეიძლება განიცადოს, სიკ-
ვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ტანჯვით და სიამოვნებით გა-
მოწვეულ მოგება-წაგებას, ტანჯვას და ბავშვისგან მიღებულ სი-
ამოვნება-სიხარულს თუ აწონი, აღმოჩნდება, რომ ტანჯვა გაცი-
ლებით მეტია, ესე იგი, ბავშვის გაჩენა სასურველი არ არის, არა-
მომგებიანიაო... უტიფრად, ყოველგვარი მორიდების გარეშე აც-
ხადებენ, შვილის გაჩენა თუ არ გვინდა, ისევ მათი სიყვარულის
გამოო. ამით ისინი ამაყობენ კიდევაც, მაგრამ წარმოდგენა არა
აქვთ, რომ ამ სიყვარულით სიყვარულს უარყოფენ, საკუთარ
ეგოისტობას ამტკიცებენ. დედისთვის რახან ბავშვის უმანკო-
ებით, მისი მშვენიერებით მიღებული სიამოვნება მისით გამოწვე-
ულ შიშზე ნაკლებია, ჯობია ის უყვარდეს, თავი მისთვის გაწიროს,
ვისაც ეყვარება, ვისთვისაც სასურველი იქნება.
რა თქმა უნდა, ეს სიყვარული კი არა, ეგოიზმია, მაგრამ როცა
გაგახსენდება, რა ტკივილი უწევს დედას შვილის ავადმყოფობის
65 მკითხველთა ლიგა
გამო ამ ჩვენს ბატონკაცურ ცხოვრებაში ისევ ჩვენი საყვარელი
ექიმების წყალობით, იმ გაფუფუნებული დედების, მათი ეგოიზ-
მის განსასჯელად ენა არ მოგიტრიალდება. ახლაც კი, როცა გა-
მახსენდება, რა დღეშიიყო ჩემი ცოლი, ჯერ პირველი, მერე კი იმ
ოთხი შვილის გამო, როცა მათ გარდა არავინ და არაფერი ახ-
სოვდა, შიში მიპყრობს. ბავშვების გამო ორივენი სულ შიშში ვი-
ყავით, სულ რაღაც საშინელება გველანდებოდა... ცოტას ამოვი-
სუნთქებდით და ისევ დავიძაბებოდით. თავგზა ისე გვქონდა აბ-
ნეული, თითქოს დასაღუპად განწირულ გემზე ვიყავით და სიკ-
ვდილს ველოდით. ზოგჯერ ისიც კი მეჩვენებოდა, იქნებ ასე იმი-
ტომ იქცევა, თავს ასე შეწუხებულად იმიტომ მაჩვენებს, უნდა მა-
ჯობოს, თავი ჩემზე კარგ ადამიანად წარმოაჩინოს-მეთქი... ისე,
კაცმა რომ თქვას, კარგადაც გამოსდიოდა... ხანდახან ასე მეგო-
ნა, რასაც ის ასეთ დროს ამბობდა ან აკეთებდა, განგებ ამბობდა
და განგებ აკეთებდა. თუმცა ბავშვების ჯანმრთელობის გამო
სულ შიშში იყო, იტანჯებოდა ის და ვიტანჯებოდი მეც, მაგრამ
სხვანაირად არც იმას შეეძლო და არც მე. მასში ყველაფერი იყო,
შვილების სიყვარული, მათი გამოკვების, მოვლის, მათი დაცვის
ცხოველური განცდა, რაც თითქმის ყველა ქალშია, მაგრამ არ
იყო ის, რაც ცხოველებშია – არწარმოსახვის, არგანსჯის უნარი.
ქათამს არ ეშინია, ვაითუ რამე დაემართოს, რამე სენი შეეყაროს
მის წიწილებს, წარმოდგენა არა აქვს იმ წამლებსა და საშუალე-
ბებზე, რომლითაც ადამიანებს ჰგონიათ, შვილებს ავადმყოფო-
ბისგან, სიკვდილისგან იხსნიან, ამიტომაც შვილები ქათმისთვის
წამება არ არის. თავისი წიწილებისათვის იმას აკეთებს, რაც წე-
სად აქვს და ამას დიდი ხალისით, სიხარულით სჩადის. წიწილა
თუ ავად გაუხდა, ათბობს, აჭმევს და დარწმუნებულია, რაც საჭი-
როა, ყველაფერს აკეთებს. თუ მოკვდა, საკუთარ თავს არ ეკით-
ხება, რატომ მოკვდა ან სად წავიდა, ერთს დაიკრიახებს და გააგ-
რძელებს ჩვეულ ცხოვრებას. ჩვენი საბრალო ქალებისთვის კი,
66 მკითხველთა ლიგა
მათ შორის ჩემი ცოლისთვისაც, რა თქმა უნდა, ასე არ იყო. ბავ-
შვის ავად გახდომაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ყოველი მხრი-
დან მხოლოდ ის ესმოდა, წიგნებშიც იმას კითხულობდა, წესები
გამუდმებით იცვლება, ხან ისეა, ხან ასეო. ერთნი ამბობდნენ,
ბავშვები ასე უნდა კვებოო, მეორენი – არა, ასე კი არა, აი, ისეო...
ჩააცვი, ასვი, აჭამე, დაბანე, დააძინე, ასეირნე ჰაერზე – ამ ყვე-
ლაფრის შესახებ ჩვენ, განსაკუთრებით კი ჩემი ცოლი, ყოველ
კვირა რაღაც ახალსა და განსხვავებულს ვიგებდით, თითქოს
ადამიანებმა გუშინ დაიწყეს შვილების გაჩენა და წარმოდგენა
არა აქვთ, როგორ უნდა გაზარდონ... ბავშვი ავად თუ გახდა,
დროზე ვერ მივხედე, ისე ვერ დავბანე, ისე ვერ მოვუარე, ისე არ
მოვიქეცი, როგორც საჭირო იყოო, – ყოველთვის თავის თავს
ადანაშაულებს.
ბავშვები ჯანმრთელები რომ არიან, მათი მოვლა და აღზრდა
მაშინაც წამებაა, ხოლო ავად თუ გახდა, აი, მაშინ ნახე ნამდვილი
ჯოჯოხეთი – მორჩა, გათავებული ამბავია! გულს იმით იმშვიდებ,
არის ისეთი მეცნიერება, არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც
ავადმყოფის განკურნება შეუძლიათ, ესენი ექიმები ბრძანდები-
ან, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არა, ეს მხოლოდ საუკე-
თესოებს შორის საუკეთესოებს ძალუძთ. ეძებ შენც იმ ყველაზე
საუკეთესოს, გინდა იმ საუკეთესოს გაასინჯო, მაგრამ, ხმას თუ
ვერ მიაწვდენ, თუ ისეთ ადგილას გიწევს ცხოვრება, საიდანაც
დროზე მასთან მისვლას ვერ მოასწრებ, ბავშვი განწირული გგო-
ნია და გული გახეთქვაზე გვაქვს... ასე მხოლოდ ჩემი ცოლი რო-
დი ფიქრობდა, მისი წრის ყველა ქალი ამაში სრულიად დარწმუ-
ნებული იყო, ვინაიდან ყოველი მხრიდან მხოლოდ ასეთი რამეე-
ბი ესმოდა: „ეკატერინე სემიონოვნას ორი შვილი იმიტომ გარდა-
ეცვალა, ექიმი ივან ზახარიჩი დროზე არ გამოიძახა; აი, მარი ივა-
ნოვნას უფროსი ქალიშვილი კი ივან ზახარიჩმა სიკვდილისგან
იხსნა...“ „პეტროვებს ექიმმა ბინის შეცვლა ურჩია, მართლაც, შე-
67 მკითხველთა ლიგა
მოიარეს მთელი სასტუმროები და გადარჩნენ. ასე რომ არ მოქ-
ცეულიყვნენ, შვილებს ვერ გადაარჩენდნენ...“ „ამას და ამას სუს-
ტი ბავშვები ჰყავს, ექიმის რჩევით სამხრეთში გადასახლდნენ,
ამიტომაც ბავშვები დღესაც ცოცხლები და საღსალამათები
არიან...“ ჰოდა, აბა, როგორ არ უნდა ღელავდეს, როგორ არ
იტანჯებოდეს, როცა ბავშვის სიცოცხლე, ვისთანაც დედა მთელი
თავისი არსებით არის დაკავშირებული, დამოკიდებულია იმაზე,
დროზე ეცოდინება თუ არა, ექიმი ივან ზახარიჩი რას იტყვის. აი,
ივან ზახარიჩი კი რას იტყვის, არავინ იცის, ხოლო ყველაზე მე-
ტად თვითონ ივან ზახარიჩმა, ვინაიდან სხვებზე უკეთ უწყის, რომ
არაფერიც არ იცის და ხალხი რომ დააჯეროს, ვიცი, როგორ არ
ვიციო, აქეთ-იქით აწყდება. ქალი სრულყოფილი ადამიანი რომ
იყოს, სრულიად ცხოველი ღმერთის რწმენა ექნებოდა – ღმერ-
თმა მოგვცა და ღმერთმა წაიყვანა, როგორც ყველა ადამიანის,
ისე ჩემი შვილის სიკვდილ-სიცოცხლეც ღმერთის ნებააო. ისე
იფიქრებდა, ისე ილაპარაკებდა, როგორც მორწმუნე დედაკაცე-
ბი ფიქრობენ და ლაპარაკობენ და ასე აღარ დაიტანჯებოდა, კარ-
გად რომ მოვქცეულიყავი, ბავშვის ამ ავადმყოფობას თავიდან
ავიცილებდიო. სინამდვილეში კი ყველაფერი იმის ბრალი იყო,
სუსტი ბავშვები ეყოლა, ათასნაირი ავადმყოფობისკენ მიდრეკი-
ლი სუსტიარსებები... ამ არსებების მიმართ დიდ სიყვარულს
გრძნობს, ეს პატარა, სუსტი არსებები მთლიანად მასზე არიან
მონდობილნი, თუმცა მათი დაცვის საშუალებებზე ჩვენ, მშობ-
ლებმა არაფერი ვიცით, ეს მხოლოდ იმ უცხო ადამიანებისთვის
არის ცნობილი, ვისგანაც მომსახურება და რჩევების მიღება დიდ
ფულთან არის დაკავშირებული, თანაც ყოველთვის არა.
ბავშვების გამო ცხოვრება ჩემი ცოლისთვის და, რა თქმა უნ-
და, ჩემთვისაც სიხარული კი არა, ტანჯვა იყო. ჰოდა, აბა, როგორ
არ დაიტანჯები? და ვიტანჯებოდით კიდევაც. ზოგჯერ რაღაც უაზ-
რო ეჭვიანობის, რაღაც უმიზეზო ჩხუბის შემდეგ, ის იყო, ცოტა
68 მკითხველთა ლიგა
დავმშვიდდებოდით, კმარა, გვეყოფა ეს ნერვიულობა, ჯობია რა-
ღაც წავიკითხოთ, ვიფიქროთო, მოჰკიდებდი რაიმე საქმეს ხელს
და უცებ – ვასიას აღებინებს, მაშა სისხლზე გავიდა, ანდრიას კან-
ზე რაღაც გამონაყარი გაუჩნდაო და მორჩა, აღარაფრის თავი
აღარ გქონდა, არ იცოდი, რას სცემოდი, რომელი ექიმისთვის მი-
გეკითხა და დაიწყებოდა და დაიწყებოდა სიცხის გაზომვები, ოყ-
ნები, მიქსტურები, ექიმები... ეს ჯერ დამთავრებულიც არ გქონ-
და, რომ ისევ თავიდან იწყებოდა. მოკლედ, წყნარი, დამშვიდებუ-
ლი ცხოვრება ერთი დღეც არ გვქონია, სამაგიეროდ გვქონდა გა-
უთავებელი ბრძოლა ნამდვილი თუ წარმოსახვითი საშიშროების
წინააღმდეგ... ეს თითქმის ყველა სახლის კარსაა, ჩემს ოჯახში კი
ეს განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობოდა, ვინაიდან, ჩემი
ცოლი შვილებზე გადაყოლილი, დამჯერი, გულუბრყვილო ქალი
გახლდათ.
ჩვენს ცხოვრებაში შვილებს არათუ სიმშვიდე და ხალისი შე-
მოჰქონდათ, არამედ სიცოცხლე წამებად გვქონდა ქცეული. ბავ-
შვები ბოლოს ჩხუბისა და განხეთქილების კიდევ ერთ მიზეზადაც
გვექცა. რაც უფრო იზრდებოდნენ, რაც უფრო წლები ემატებო-
დათ, მით უფრო მეტად ხდებოდნენ ჩვენი ჩხუბისა და უთანხმოე-
ბის მიზეზი – არა მხოლოდ ობიექტი უთანხმოებისა, არამედ ია-
რაღიც. ერთმანეთს თითქოს ბავშვებით ვეჩხუბებოდით, ვინაი-
დან თითოეულ ჩვენთაგანს თავისი რჩეული, თავისი საყვარელი
შვილი ჰყავდა, რომელიც მისი ჩხუბის ნამდვილი იარაღი იყო. მე
უფროსი ვაჟიშვილით – ვასიათი ვჩხუბობდი, ჩემი ცოლი – ლიზა-
თი... ბავშვები რომ წამოიზარდნენ და ხასიათები ჩამოუყალიბ-
დათ, მათ გადაბირებას თითოეული ცალ-ცალკე ვცდილობდით.
საბრალო ბავშვები ამის გამო ძალიან იტანჯებოდნენ, მაგრამ იმ
გამუდმებულ ომში ჩვენ მათზე საფიქრალად არ გვეცალა. გოგო-
ნა ჩემ მხარეს, ხოლო უფროსი ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა

69 მკითხველთა ლიგა
დედას და მას ძალიან ჰგავდა, დედის მხარეს იყო, რის გამოც ჩე-
მი ის ვაჟიშვილი ზოგჯერ მძულდა კიდევაც.

70 მკითხველთა ლიგა
17

– ვცხოვრობდით აი ასე. ჩვენ შორის ურთიერთობა თანდათან


დაიძაბა და ბოლოს იქამდე მივედით, აზრთა სხვადასხვაობა კი
არ იწვევდა ჩვენ შორის ქიშპს და გაღიზიანებას, არამედ ჩვენ შო-
რის არსებული მტრული განწყობა იწვევდა აზრთა სხვადასხვა-
ობას. ჩემს ცოლს რაც უნდა ეთქვა, უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ
არ დავეთანხმებოდი. ასე იყო ისიც.
მეოთხე წელს როგორღაც თავისთავად მოხდა ისე, რომ ორი-
ვემ გადავწყვიტეთ, ერთმანეთს ვერ ვუგებთ, მშვიდად, შეთანხმე-
ბულად ცხოვრება არ შეგვიძლიაო. იმასაც კი აღარ ვცდილობ-
დით, ბოლომდე მოგვესმინა ერთმანეთისათვის, სულ უბრალო
რამეზეც, განსაკუთრებით თუ ეს ბავშვებს ეხებოდა, უტეხად ვი-
დექით ჩვენ-ჩვენ აზრზე. მახსოვს, საკითხი, რომელსაც ასე თავ-
გამოდებით ვიცავდი, ჩემთვის სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელო-
ვანი, ისეთი აუცილებელი, რომ არ შეიძლებოდა მასზე უარის
თქმა, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცოლი საწინააღმდეგო აზრის იყო,
უარს თუ ვიტყოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისთვის უნდა დამეთ-
მო, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ასე იყო ისიც. თავი ყოველ-
თვის მართალი ეგონა, მე კი მასთან დამოკიდებულებაში ჩემს
თავს უცოდველ კრავად ვთვლიდი. ორივენი ან სიჩუმისთვის ვი-
ყავით განწირული, ანდა იმგვარი საუბრისთვის, როგორითაც,
დარწმუნებული ვარ, მხეცები ეხმიანებიან ერთმანეთს. მაგალი-
თად, აი, ასე: „რომელი საათია?..“ „ძილის დროა?..“ „დღეს სადი-
ლად რა გვაქვს?..“ „სად წავიდეთ?..“ „გაზეთებში რა წერია?..“
„ექიმთან ვინმე უნდა გავაგზავნოთ, მაშას ყელი სტკივა...“ საკმა-
რისია ოდნავ გადაგვეხვია, ოდნავ გადავსულიყავით ჩვენი ამ სა-
უბრების ზღვარს, რომ უკვე ცოფიანებივით ერთმანეთს ვუღრენ-
დით. ყველაფერი გვაღიზიანებდა, სუფრა იყო, ეტლი თუ ვინტის
თამაში. იმაზეც კი ვკინკლაობდით, რასაც არც მისთვის ჰქონდა
71 მკითხველთა ლიგა
მნიშვნელობა, არც ჩემთვის. ხშირად ისე მძულდა, მისი დანახვა
არ მინდოდა. ვუყურებდი, ჩაის როგორ ასხამდა, ფეხს როგორ
აქნევდა, კოვზი პირთან როგორ მიჰქონდა, ჩაის სვენებ-სვენე-
ბით როგორ სვამდა და ყველაფერი გულს მირევდა. მაშინ ვერ
ვაცნობიერებდი, რომ სიბრაზის, გაღიზიანების ეს პერიოდები
ჩემში გარკვეული თანაზომიერებით იმ პერიოდების შესაბამი-
სად ჩნდებოდა, რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახდით. მგზნებარე
სიყვარულს ბრაზის, კინკლაობის, ჩხუბის პერიოდი ცვლიდა, სიყ-
ვარულის მოკლე, სუსტ გამონათებას – სიბრაზის, გაღიზიანების
გრძელი პერიოდი. მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ ეს სიყვარულიც
და ეს ბრაზიც ცხოველური გრძნობა იყო, ოღონდ ცხოველურისა-
გან განსხვავებული ფინალით. რომ გვცოდნოდა, რას წარმოად-
გენდა, რა მდგომარეობა იყო ის, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიყა-
ვით, ცხოვრება ჩვენთვის გაუსაძლისი იქნებოდა. მაგრამ ვერ
ვხვდებოდითდა ეს გადარჩენაც იყო და სიკვდილიც, ვინაიდან,
ადამიანი ამ დროს გონებას იბნელებს, თვალს ხუჭავს, ცდილობს,
თავისი მდგომარეობის სიმძიმე ვერ შეიგრძნოს და ჩვენც სწო-
რედ ასე ვიქცეოდით... ჩემი ცოლი ცდილობდა, ყოველთვის საქ-
მეებით ყოფილიყო დაკავებული – ბავშვებით, მათი ჯანმრთე-
ლობით, მათი სწავლით და კიდევ უამრავი რაღაცით. მე კი მთელ
დროს ან სამსახურში ვატარებდი, ან დროს სმაში, ნადირობასა
და ბანქოს თამაშში ვკლავდი. მოკლედ, ორივენი ჩვენ-ჩვენი საქ-
მით ვიყავით დაკავებული, თუმცა ორივე ვგრძნობდით, რაც უფ-
რო მეტად ვიქნებოდით დაკავებული, რაც უფრო მეტად არ გვეც-
ლებოდა ერთმანეთისათვის, მით უფრო მეტად ვიქნებოდით გა-
ღიზიანებულები... „მე გულს ვასკდები, შენ კი კარგად გეხერხება
სახის პრანჭვა, გრიმასების კეთება, იმ შენი სცენებით მთელი ღა-
მე გამაწამე, მე კი, აი, დღეს კრება მაქვს“... ხოლო ის – „შენ თავს
მშვენივრად გრძნობ, მე კი ბავშვების გამო გათენებამდე თვალი

72 მკითხველთა ლიგა
ვერ მოვხუჭე“... – ამას ის არა მარტო გუნებაში ფიქრობდა, არა-
მედ ამბობდა კიდევაც.
ვცხოვრობდით აი ასე გაბრუებულებივით, ვერ ვხედავდით, რა
დღეში, რა მდგომარეობაში ვიყავით. რომ არ მომხდარიყო ის,
რაც მოხდა, ალბათ ასე გავატარებდი ცხოვრებას სიბერემდე,
სიკვდილის წინ კი ვიტყოდი, კარგი ცხოვრებით ვიცხოვრე, მარ-
თალია, არც ისე კარგი, მაგრამ არც ისე ცუდი – ისე ვიცხოვრე,
როგორც ყველა ცხოვრობს-მეთქი. ვერ ვხედავდი, რა იყო იმ დი-
დი უბედურების, იმ სიცრუის უფსკრული, რომელშიც უსასოქმნი-
ლივით ვფართხალებდი.
ჩვენ ის ორი ერთმანეთის მოძულე, ის ხუნდდადებული, ერთი
ჯაჭვით შეკრული ტუსაღი ვიყავით, ვინც სიცოცხლეს უმწარებს
ერთმანეთს, თუმცა ცდილობს, ეს ყველაფერი თვალსა და ყურს
იქით გაატაროს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ცოლ-ქმართა ოთ-
ხმოცდაცხრამეტი პროცენტი ისეთივე ჯოჯოხეთში რომ ცხოვ-
რობდა, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობდით და რომ არ შეიძლებო-
და ეს სხვაგვარად ყოფილიყო.
საოცარია, როგორ ჰგავს ერთმანეთს, როგორი დამთხვევაა,
როგორც სწორი, მართებული, ისე არასწორი ცხოვრებით ცხოვ-
რება! როცა მშობლებისთვის ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერ-
დიგვერდ ყოფნა აუტანელი ხდება, ბავშვის აღზრდისათვის ასეთ
დროს ყველაზე უკეთესი ქალაქის პირობებში ცხოვრებაა და აი,
აღმოჩნდა, რომ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა ჩვენთვის
აუცილებელი გახდა.
პოზდნიშევმა ორჯერ თავისი ის უცნაური ბგერები გამოუშვა,
რომელიც ახლა თავშეკავებულ ქვითინს უფრო ჰგავდა და გაჩუმ-
და. ამ დროს ზუსტად სადგურში შევდიოდით.
– რომელი საათია? – მკითხა პოზდნიშევმა.
საათს დავხედე – უკვე ორი საათი იყო.
ახლა ის მკითხა, ხომ არ დაიღალეთო?
73 მკითხველთა ლიგა
– არა, მე არა, თქვენ კი მგონი დაიღალეთ-მეთქი.
– სული მეხუთება, თქვენი ნებართვით, ცოტას გავივლი,
წყალს დავლევ, – თქვა და ბარბაცით დერეფანს გაუყვა. ვიჯექი
მარტო, მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი და ისე ვიყა-
ვი ამ ფიქრებში გართული, რომ ვერ გავიგე, მეორე კარიდან რო-
დის შემოვიდა.

74 მკითხველთა ლიგა
18

– დიახ, ხშირად წამიღებს ფიქრები, – დაიწყო ისევ პოზდნი-


შევმა, – ბევრი ვიფიქრე, ბევრ რამეზე შევიცვალე აზრი, ბევრ რა-
მეს სხვა თვალით შევხედე და მინდა ყველაფერი დაწვრილებით
მოგიყვეთ. ბავშვებთან ერთად მე და ჩემმა ცოლმა მალე ქალაქ-
ში დავიწყეთ ცხოვრება. ქალაქში ბედისგან მიტოვებული ადამია-
ნის ცხოვრება ოდნავ უკეთესია. ადამიანმა იქ შეიძლება ასი წე-
ლი იცხოვრო და არ გაგახსენდეს, რომ დიდი ხანია ცოცხალი
აღარა ხარ, რომ აქ უკვე კარგა ხანია ჩალპი... საკუთარ თავზე სა-
ფიქრალად იქ არასოდეს გცალია, მუდამ დაკავებული ხარ – სა-
ზოგადოებრივი ურთიერთობები... ლიტერატურა... ხელოვნება...
ბავშვების აღზრდასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა... ხან ის უნდა
მიიღო სტუმრად, ხან ეს... ხან იმას უნდა ესტუმრო, ხან ამას... ეს
უნდა მოინახულო, ის უნდა მოინახულო, ამას მოუსმინო, იმას
მოუსმინო... ქალაქში ხომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ცნობი-
ლი ადამიანი, ზოგჯერ ერთად ორი-სამიც კი, რაც არამც და არამც
მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს... ხან სამკურნალო ხარ და
უნდა იმკურნალო... ბავშვებს მასწავლებლები, რეპეტიტორები,
გუვერნანტები უნდა აუყვანო... და მიდის ცხოვრება ასე უაზროდ
და უშინაარსოდ. თანაცხოვრების სიმძიმეს იქ აღარც ისე მტკივ-
ნეულად განიცდი... თავიდან უამრავი საქმით ვიყავი დაკავებუ-
ლი – ცხოვრება სხვა ქალაქში ახლად უნდა დაგვეწყო, უნდა დავ-
ლაგებულიყავით. მოგეხსენებათ, ქალაქიდან სოფელში და სოფ-
ლიდან ქალაქში ეს გადაბარგ-გადმობარგებებიც როგორი დამ-
ღლელია.
ასე გავატარეთ ერთი ზამთარი. მეორე ზამთარი რომ დადგა,
მოხდა ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ, ისეთი
რამ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რაც შემდეგ მოხდა... იმის გამო,
რომ ჩემი ცოლი თავს ცუდად გრძნობდა, ჩვენმა იმ არამზადა ექი-
75 მკითხველთა ლიგა
მებმა ურჩიეს, შვილი აღარ გაეჩინა, თან ისიც ასწავლეს, როგორ
მოქცეულიყო. მე ეს ძალიან არ მომეწონა, წინააღმდეგი ვიყავი,
მაგრამ ჩემი ცოლი თავისი ქარაფშუტა ხასიათის გამო ჯიუტად
იდგა თავისაზე, ისე რომ, უარი თქვა შვილის გაჩენაზე და მეც და-
ვემორჩილე. აღარ იყო ბავშვი, ანუ ის, რაც ჩვენი ღორული ცხოვ-
რების ერთადერთ გამართლებად მიმაჩნდა, რის შემდეგაც ცხოვ-
რება ჩემთვის კიდევ უფრო აუტანელი გახდა.
ცოლ-შვილსა და ოჯახს გლეხი კაცისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს, შვილები მისთვის საჭირონი არიან (თუმცა მათი გამოკვება
ადვილი არ არის), ამიტომაც ცოლქმრული ურთიერთობა გლეხ-
კაცისთვის გამართლებულია. ხოლო ჩვენ, ვისაც შვილები უკვე
გვყავს, მეტი შვილები არ გვჭირდება, ისე რომ, ღორულ ცხოვრე-
ბას ჩვენთვის აღარავითარი გამართლება არ აქვს. ბავშვები
ჩვენთვის ზედმეტი საზრუნავი, ზედმეტი ხარჯი და მძიმე ტვირთია,
ამიტომაც ან ხელოვნურად ვთავისუფლდებით ბავშვებისგან, ან
მათ ისე ვუყურებთ, როგორც უბედურებას, გაუფრთხილებლობის
შედეგს, რაც კიდევ უფრო უარესია... თავს ვერაფრით გაიმარ-
თლებ, მაგრამ ზნეობრივად ისე დავეცით, თავის გამართლების
საჭიროებასაც კი ვერ ვხედავთ. რაც მთავარია, ახლანდელი გა-
ნათლებული საზოგადოება ამ უზნეობას ყოველგვარი სინდისის
ქენჯნის გარეშე ეძლევა.
თუმცა, რომელ სინდისის ქენჯნაზეა ლაპარაკი, როცა ჩვენს
ყოფაში, ჩვენს საზოგადოებაში სინდისის ნატამალიც არ არის,
არის მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი და სისხლის სამართლის
კანონი, რასაც იქ არავინ ღალატობს... საზოგადოების წინაშე მო-
ნანიება და თავის დახრა ძნელი არ არის, აქ ყველა ასე იქცევა,
მარია პავლოვნაც და ივან ზახარიჩიც... ვითომ რა საჭიროა ღა-
რიბ-ღატაკების გამრავლება, თავი რატომ უნდა შევიზღუდოთ,
რატომ უნდა წავართვათ საკუთარ თავს ცხოვრებით ტკბობის სი-
ამოვნება. შიში, მონანიება და თავის დახრა სისხლის სამარ-
76 მკითხველთა ლიგა
თლის კანონის წინაშე ხომ კიდევ უფრო ადვილია. ეს უგვანო
გომბიოები და სალდათის ცოლები ყრიან ახალშობილ ჩვილებს
ჭებსა და გუბურებში, ციხეში ისინი უნდა გამოკეტო, თორემ ჩვენ-
თან ყველაფერი სუფთად და თავის დროზე კეთდებაო...
ასე ვიცხოვრეთ კიდევ ორი წელიწადი. სინდისგარეცხილი
ექიმების რჩევა-დარიგებები, როგორც ჩანს, ძალაში შევიდა,
ამოქმედდა მათ მიერ შემოთავაზებული საშუალებები, ამიტომაც
ჩემი ცოლი დამშვიდდა, გალამაზდა, ის ამას გრძნობდა და თავს
ძალიან უვლიდა. მისი სილამაზე როგორღაც გამომწვევი გახდა.
ეს იყო ოცდაათი წლის ვნებით სავსე ქალი, ვისი გარეგნობაც გა-
ღელვებდა, გიწვევდა. კაცებს გვერდით რომ ჩაუვლიდა, თვალს
ვერ აცილებდნენ – იმ ლაღი, თავისუფლების მოყვარული, ნა-
ლოლიავები ბედაურივით იყო, აღვირი რომ აჰყარეს... თუმცა,
არავითარი აღვირი არც ადრე ყოფილა – ისევე როგორც ჩვენი
ქალების ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს, აღვირი მას არასოდეს
ჰქონია, მე ამას ვგრძნობდი და მეშინოდა.

77 მკითხველთა ლიგა
19

ამ სიტყვებზე პოზდნიშევი უცებ წამოდგა და ფანჯარასთან დაჯ-


და.
– მაპატიეთ, – ჩაილაპარაკა წყნარად, ფანჯარას მიაშტერდა
და ორიოდე წუთი ასე ხმაამოუღებლად იჯდა, მერე ერთი მძიმედ
ამოიოხრა და ისევ ჩემ წინ გადმოჯდა. სახე ისე შესცვლოდა, ისე-
თი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა, პირი ისე მოჰქცეოდა,
თითქოს როგორღაც უცნაურად იღიმებაო. ბოლოს პაპიროსი გა-
აბოლა და დაიწყო:
– მართალია, ცოტა დავიღალე, მაგრამ ყველაფერს მოგიყვე-
ბით, დრო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, ჯერ ცაში ნანათიც არ არის...
დიახ, – თქვა და პაპიროსი ისევ გააბოლა – ჩემი ცოლი, მას შემ-
დეგ, როცა მშობიარობები უკვე მოთავებული ჰქონდა, როცა შვი-
ლებზე, მათ ჯანმრთელობასა და უამრავ საზრუნავზე გამუდმებუ-
ლი შფოთვა და წუხილი უკვე ჩავლილი იყო, კიდევ უფრო აივსო,
გალამაზდა, გონს მოვიდა, გაიხედ-გამოიხედა და დაინახა, რომ
არსებობს სამყარო თავისი ნაირი ფერებითა და სიამოვნებებით,
სამყარო, რომელიც მას უკვე დავიწყებული ჰქონდა, რომელიც
აქამდე მისთვის ნაკლებ საინტერესო იყო და რომლისაც არ ეს-
მოდა... ვაითუ ხელიდან გავუშვა, ცხოვრებამ გვერდით ჩამი-
აროს, დროს უკან ვეღარ დააბრუნებო! – მეგონა, ასე ფიქრობდა
– არათუ ფიქრობდა, გრძნობდა და განიცდიდა. ისე, კაცმა რომ
თქვას, ანკი შეიძლებოდა სხვაგვარად ეფიქრა და სხვაგვარად
ეგრძნო – ის ხომ იმ განცდით გაზარდეს, რომლის მიხედვითაც
ერთადერთი ქვეყნად მხოლოდ სიყვარულია ყურადსაღები და
მნიშვნელოვანი. გათხოვების შემდეგ, მართალია, რაღაც მიიღო
სიყვარულისაგან, მაგრამ არათუ შორს იყო ეს ყოველივე იმის-
გან, რასაც სიყვარული ჰქვია და რასაც ელოდა, არამედ წილად
იმედგაცრუება და ტანჯვა ხვდა. თან ეს გაუთვალისწინებელი სა-
78 მკითხველთა ლიგა
ტანჯველი – შვილები!.. ყოველივე ამან დაქანცა და აი, იმ დაუზა-
რელი ექიმებისგან იგებს, რომ არსებობს დაფეხმძიმების საწინა-
აღმდეგო საშუალება, რამაც ძალიან გაახარა და მალე გამოიყე-
ნა კიდევაც. გამოცოცხლდა, სიცოცხლე და ხალისი დაუბრუნდა,
ისევ განეწყო სიყვარულის ანუ იმ ერთადერთისათვის, რაც იცო-
და. მაგრამ, ქმრის გაუთავებელი ეჭვიანობით გაუხამსებული
სიყვარული ახლა ის სიყვარული აღარ იყო და ფიქრი სხვა, ახალ,
უწმინდეს სიყვარულზე დაიწყო. თითქოს ვიღაცას ელოდებაო
(ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა), თვალები სულ აქეთ-იქით
გაურბოდა... ვხედავდი ამას და ვნერვიულობდი. ხშირად ვხედავ
ჩემი ცოლი, ვიღაც სხვას ელაპარაკება, მაგრამ სინამდვილეში მე
მომმართავს, თამამად, თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრებს
და სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ,
ვითომ ხუმრობით აი, ამ სრულიად საწინააღმდეგოს ამბობდა: –
დედობრივი მზრუნველობა სისულელეა, ვითომ რატომ უნდა
ანაცვალო მთელი შენი სიცოცხლე შვილებს, მაშინ როცა ახალ-
გაზრდა ხარ და შეგიძლია ცხოვრებით დატკბეო... ახლა უკე აღარ
იყო ბავშვებზე ისე გადაგებული, თავს ისე აღარ ევლებოდა. სამა-
გიეროდ სულ უფრო მეტად ზრუნავდა საკუთარ გარეგნობაზე,
სულ უფრო მეტად და მეტად იყო საკუთარი თავით დაკავებუ-
ლი, მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობდა, თავისი სილამა-
ზის სრულყოფაზე, თუმცა კი მალავდა ამას. ახლა ისევ მთელი გა-
ტაცებით უკრავდა ფორტეპიანოზე, მაშინ როცა დიდი ხანია აქამ-
დე პიანინოსკენ აღარც კი გაუხედავს... და აი, ის საბედისწერო
ამბავიც აქედან დაიწყო.
თქვა, ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა, სივრცეს დაღლილი თვა-
ლებით გახედა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მალევე განაგ-
რძო:

79 მკითხველთა ლიგა
– ის სწორედ, აი, ასეთ ვითარებაში გამოგვეცხადა, – წუთით
ლაპარაკი ისევ შეწყვიტა და ორჯერ თავისი ის უცნაური ბგერები
ამოუშვა.
ვხედავდი, როგორ უჭირდა იმ კაცის სახელის ხსენება, რო-
გორ იტანჯებოდა მასზე საუბრით, მაგრამ, თავს ძალა მაინც და-
ატანა და დაიწყო:
– ჩემს თვალში ის არაფრის მაქნისი, უვარგისი ადამიანი იყო.
არა, იმიტომ კი არა, ჩემს ცხოვრებაში ასე უტიფრად რომ შემო-
იჭრა, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი გახლდათ. სხვათა შო-
რის, ის, რომ ნამდვილად ცუდი ადამიანი ბრძანდებოდა, ამის
დასტურად ისიც კმარა, მის გამო ჩემი ცოლი ასეთი დაბნეული,
ასეთი შეშინებული რომ იყო... ეჰ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,
ის არა, სხვა იქნებოდა... – თქვა, ცოტა ხანს ისევ გაჩუმდა და გა-
ნაგრძო: – მუსიკოსი იყო, მევიოლინე, მაგრამ არც ისე კარგი
პროფესიონალი, საზოგადოებაში ტრიალისა და თავის გამოჩე-
ნის მოყვარული.
მამამისი, დიდი მამულების პატრონი, გაღარიბებული მემამუ-
ლე, მამაჩემის მეზობლად ცხოვრობდა. მისი სამი ვაჟიშვილიდან,
ორმა ასე თუ ისე ცხოვრება აიწყო, აი, ეს მესამე, ყველაზე უმცრო-
სი კი, ნათლიდედასთან პარიზში გააგზავნეს და იქ, იმის გამო,
რომ მუსიკის ნიჭი ჰქონდა, კონსერვატორიაში შეიყვანეს, რომ-
ლის დამთავრების შემდეგ ხან სად უკრავდა კონცერტებზე და ხან
სად. მუსიკოსიო, მაგრამ, როგორც ადამიანი... – თქვა და ერ-
თხანს შეყოვნდა, ჩანს, რაღაც ცუდის თქმა უნდოდა, თუმცა მალე-
ვე განაგრძო, – არ ვიცი, იქ რას აკეთებდა და როგორ ცხოვრობ-
და, ვიცი მხოლოდ ის, რომ იმ წელიწადს რუსეთში ჩამოვიდა თუ
არა, მაშინვე სახლში გამომეცხადა.
აქვს ნუშისებური ნამიანი თვალები, წითელი, ღიმილიანი ბა-
გე, ლამაზად დაყენებული ულვაში, მოდური ვარცხნილობა.. აქვს
უხამსობამდე ლამაზი სახე, ისეთი, როგორსაც ქალები „საკმაოდ
80 მკითხველთა ლიგა
მიმზიდველს“ ეძახიან. არის სუსტი აღნაგობის, ცოტა უშნო, არა,
უშნო არა – ქალივით, არა, უფრო სწორად ჰოტენტოტივით გან-
საკუთრებულად განვითარებული უკანალით (ამბობენ, ჰოტენ-
ტოტები მუსიკალურები არიანო)... გეტმასნება, ცდილობს დაგი-
ახლოვდეს, თუმცა ალღოიანი ადამიანი ბრძანდება და საკმარი-
სია შენგან ოდნავი სიცივე იგრძნოს, რომ მაშინვე უკან იხევს. გა-
რეგნულად ღირსებას არასდროს კარგავს, აცვია პარიზული ღი-
ლებიანი საუცხოო ფეხსაცმელი, ატარებს ღია ფერის პრიალა
ჰალსტუხებს. კარგად აქვს ათვისებული ის ყველაფერი, რასაც
პარიზში ჩასული უცხოელები ითვისებენ და რითაც თავისი სიახ-
ლით ქალებს ძალიან ხიბლავენ. ჩინებულად აქვს გათავისებული
იქაური მანერები, იქნება ეს ყალბი ღიმილი თუ მოჩვენებითი მხი-
არულება. გესაუბრება ქარაგმებით, სვენებ-სვენებით, პაუზებით,
რასაც ამბობს, ის ყველაფერი თითქოს თქვენც შესანიშნავად
იცით, ის კი არა, ნათქვამს შეგიძლიათ დაამატოთ კიდევაც.
აი, სწორედ ის გახლდათ თავისი იმ მუსიკით ყოველივე იმის
მიზეზი, რაც მოხდა. მართალია სასამართლოზე საქმე ისე იქნა
წარმოდგენილი, თითქოს ყველაფერი ეჭვიანობას მოჰყვა, მაგ-
რამ, რა თქმა უნდა, ასე არ იყო. უფრო სწორად, იყო და არც იყო.
თუმცა სასამართლომ ბოლოს მაინც სწორი გადაწყვეტილება მი-
იღო – ჩათვალა, რომ მე, ანუ მოტყუებულმა, შეურაცხყოფილმა
ქმარმა, ცოლი იმიტომ მოვკალი, რომ საკუთარი ღირსება დამეც-
ვა (იმათებურად ხომ ამას სწორედ ასე ეძახიან...). და აი, რო-
გორც ხედავთ, თავისუფალი ვარ. სასამართლოზე ვცდილობდი,
საქმის არსზე მელაპარაკა, ამეხსნა, რა მოხდა და რის გამო მოხ-
და, მაგრამ, ამას ისე იგებდნენ, თითქოს ცოლის ღირსებას ვიცავ-
დი, მის რეაბილიტირებას ვცდილობდი.
ჩემი ცოლის დამოკიდებულება იმ მუსიკოსთან როგორიც არ
უნდა ყოფილიყო, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა არა მარტო ჩემ-
თვის, არამედ ჩემი ცოლისთვისაც. მთავარი ის იყო, რის შესახე-
81 მკითხველთა ლიგა
ბაც მე თქვენ მოგიყევით, ანუ ჩემი ღორობა, ჩვენ შორის არსებუ-
ლი ის საზარელი უფსკრული, რაზეც ეს-ესაა გელაპარაკეთ, ჩვე-
ნი ურთიერთ სიძულვილი, ის დაძაბულობა, რისთვისაც ერთი პა-
ტარა მიზეზიც საკმარისი იყო, რათა ერთმანეთს ვცემოდით... ბო-
ლო დროს სულ უფრო ხშირად და სულ უფრო გამეტებით ვჩხუ-
ბობდით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, დაუნდობელ ჩხუბს
ასეთივე დაუნდობელი, ცხოველური ვნება ცვლიდა.
ის რომ არ გამოჩენილიყო, სხვა გამოჩნდებოდა.ეჭვიანობის
მიზეზი ის რომ არა, სხვა რამ იქნებოდა... მე მაინც იმ აზრის გახ-
ლავართ, ყველა ქმარი, ვინც ცოლთან იმგვარ ურთიერთობაშია,
ვინც იმ ცხოვრებით ცხოვრობს, როგორითაც მე ვცხოვრობდი, ან
გარყვნილი ცხოვრების გზას უნდა დასდგომოდა, ან ცოლს გას-
ცლოდა, ან თავი მოეკლა ან ცოლი, ისე, როგორც მე მოვიქეცი.
თუ ვინმეს ასე არ გამოუვა, ესე იგი, იშვიათი გამონაკლისია-მეთ-
ქი, – ვფიქრობდი. ვიდრე იმ ყველაფერს ისე დავამთავრებდი,
როგორც დავამთავრე, რამდენჯერმე თვითმკვლელობის ზღვარ-
თან ვიყავ, მაგრამ, თავი მე კი არა, ჩემმა ცოლმა მოიკლა – თავი
მოიწამლა.

82 მკითხველთა ლიგა
20

– დიახ, ასე იყო, თან ამ ამბამდე არც ისე დიდი ხნის წინ.
მე და ჩემი ცოლი შერიგებულები ვიყავით, ერთი შეხედვით
თითქოს ნორმალურად ვცხოვრობდით, თითქოს ჩხუბის და უსია-
მოვნებისთვის არავითარი მიზეზი არ გვქონდა, რომ უცებ ვეუბნე-
ბი – „ის თუ იცი, ერთმა ძაღლმა გამოფენაზე მედალი რომ მი-
იღო?“ არა, მედალი კი არა, ქების ფურცელიო, – ამბობს ჩემი ცო-
ლი და იწყება კამათი, ერთი საგნიდან მეორეზე გადახტომ-გად-
მოხტომა: „კი, აბა, რა!..“ „ეგ უკვე ვიცი...“ „ეგ შენ თქვი!..“ „არა,
მე ეგ არ მითქვამს!..“ „ესე იგი, ვტყუი!..“ გრძნობ, საცაა ჩხუბი და-
იწყება, ერთი სული გაქვს, ან ის მოკლა, ან თავი მოიკლა... იცი
ეს და გეშინია, ცდილობ, დამშვიდდე, თავი შეიკავო, მაგრამ გა-
ღიზიანებული ხარ, ბრაზისგან გული გიდუღს, თან იმასაც
გრძნობ, რომ ის შენზე უარეს დღეშია, თითოეულ შენს სიტყვას
თავდაყირა აყენებს, განგებ ამახინჯებს, აზრს უცვლის, ყოველი
მისი სიტყვა შხამით არის გაჟღენთილი, იცის შენი მოწყვლადი
ადგილი და იქ გირტყამს. გაჩუმდი-მეთქი! – ბოლოს მოთმინები-
დან გამოსული რაც შეიძლება ხმამაღლა ვუყვირი და ბავშვების
ოთახისკენ შეშინებული გარბის. ვცდილობ, არ გავუშვა, მინდა,
რაც გულში მაქვს ყველაფერი ვუთხრა, ხოლო რასაც ვეტყვი, და-
ვუმტკიცო. ის კი – ბავშვებო, მამათქვენი მცემსო, – ყვირის. მეც
ვყვირი – „არა, ნუ ტყუი, გესმის, ნუ ტყუი!..“ „ეს პირველია თუ
რა!..“ – ყვირის, არ ჩერდება. ბავშვები შეშინებულები შემოეხვე-
ვიან და დედა ამშვიდებთ... ნუ თვალთმაქცობ-მეთქი! – ახლა
ისევ მე ვუყვირი რაც ძალი და ღონე მაქვს... ისიც ისევ ყვირის:
„შენთვის ყველაფერი თვალთმაქცობაა – ადამიანს მოკლავ და
თვალთმაქცობსო, იტყვი! ვხედავ, ვინც ხარ, შენ ჩემი სიკვდილი
გინდა!..“ „აჰ, ნეტავ მართლა მოკვდებოდე!“ – ვყვირი უკვე გამ-
წარებული... მახსოვს, ჩემს ამ თავზარდამცემ სიტყვებზე როგორ
83 მკითხველთა ლიგა
შევძრწუნდი, ვინაიდან ვერ წარმომედგინა, ოდესმე ამ უხეშ, ამ
საზარელ სიტყვებს წამოვისვრიდი. ვყვირი, კაბინეტში შევრბი-
ვარ და პაპიროსს ვუკიდებ... მესმის წინკარში როგორ გადის, წა-
სასვლელად როგორ ემზადება... ვეკითხები, სად მიდიხარ-მეთ-
ქი, მაგრამ არ მპასუხობს. „ჯანდაბამდე გზა გქონია!“ – ვამბობ
გუნებაში, ისევ კაბინეტში შევდივარ, ისევ ვწვები და ისევ ვეწე-
ვი... თავში ათასნაირი აზრი მირიალებს – შური როგორ ვიძიო,
როგორ გავთავისუფლდე, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვი-
დე და ეს ისე როგორ გავაკეთო, ვითომ არაფერი... ვფიქრობ და
ვეწევი, ვეწევი შეუჩერებლივ... იქნებ გავიქცე, გავერიდო, ამერი-
კაში წავიდე?.. უკვე იმაზე ვოცნებობ, სხვა ქალი როგორ გავიც-
ნო, ვინმე მშვენიერი, მომხიბვლელი ქალი და როგორ დავუახ-
ლოვდე... არადა – ან უნდა მოვკლა, ან უნდა გავეყარო... ვხედავ,
თავგზა მაქვს აბნეული, ნაცვლად იმისა, იმაზე ვიფიქრო, რაც სა-
ჭიროა, რაღაც სისულელეებზე ვფიქრობ და ამ სისულელეებზე
რომ არ ვიფიქრო, ვეწევი.
ჩვენ სახლში კი ცხოვრება ისევ თავისი გზით მიდის: „სად არის
madame, როდის მოვა?“ – მეკითხება გუვერნანტი... „ჩაი ხომ არ
მოგართვათ?“ – ეს ლაქიაა... შევდივარ სასადილოში, ბავშვები,
განსაკუთრებით კი ლიზა, ჩემი უფროსი ქალიშვილი, ვინც ყვე-
ლაფერს უკვე შესანიშნავად ხვდება, გაბრაზებული მიყურებს...
madame კი ისევ არ ჩანს. გადის მთელი საღამო... „ან მე, ან ბავ-
შვებს ასე რატომ გვაწვალებს, სად არის, სად არის ამდენ ხანს!“
– ხან ბრაზი მახრჩობს, ხან – ვაითუ რაღაც ცუდი აუტეხოს თავს-
თქო, შიშისგან გული მეწურება. წავიდოდი, მოვძებნიდი, მაგრამ
სად? სად მეძებნა? დასთან მივსულიყავი და მეკითხა, შენთან ხომ
არ არის-მეთქი, სისულელე იყო. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, – „რაც
არის, არის, ჩემს წამებას, დაე, ისევ თვითონ ეწამოს, იმას ხომ ის
უნდა, მე ვიტანჯებოდე. ვიცი, მერე უარესს გააკეთებს... მაგრამ,
დასთან თუ არ არის? თავს თუ უკვე რაღაც აუტეხა, მაშინ?..“ გახ-
84 მკითხველთა ლიგა
და თერთმეტი საათი... თორმეტი საათი... საძინებელში არ შევ-
დივარ, განა სისულელე არ არის, ვიწვე იქ და ველოდო?!. მინდა
რაიმეთი დავკავდე, ან წერილი დავწერო, ან ვიკითხო... არა, არ
შემიძლია... ვზივარ კაბინეტში, ვბრაზობ, ვბობოქრობ, ვიტანჯე-
ბი, უბრალო გაფაჩუნებაზეც ყურები მაქვს დაცქვეტილი. გახდა
სამი საათი, ოთხი... გამთენიისას როგორციქნა ჩამეძინა, მაგ-
რამ, რომ გავიღვიძე, ვხედავ, ისევ არ არის.
სახლში ყველა გაოცებული მიყურებს, ჩემგან ყველა რაღაცას
ელის, თვალები ყველას საყვედურით აქვს სავსე, ჰგონიათ ყვე-
ლაფერში მე ვარ დამნაშავე... მე კი ისევ გაორებული ვარ, თან
ვბრაზობ, ასე რომ მანერვიულებს, თან ვწუხვარ, ვნერვიულობ
მის გამო.
დაახლოებით დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, მისი და
რომ მოვიდა და დაიწყო ჩვეულებრივი ამბავი: „რას გავს ეს! ჩემი
და საშინელ მდგომარეობაშია, მითხარი რა არის, რას გავს ეს!..“
მივხვდი, მისი გამოგზავნილი იყო და არც მე დავაკელი – „არა-
ფერიც არ არის, მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, ეს თვითონ არის
ასეთი უხასიათო, თვითონ აქვს აუტანელი ხასიათი!“
– ჰო, მაგრამ, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!
– ეს მისი საქმეა, პირველ ნაბიჯს მე არ გადავდგამ, გაყრა უნ-
და? კი, ბატონო, გავიყაროთ.
და, ჩემი ცოლისდა ჩემგან უგუნებოდ მიდის, მართალია, გარ-
კვევით ვუთხარი, ნაბიჯს პირველი მე არ გადავდგამ-მეთქი, მაგ-
რამ მისი წასვლის შემდეგ ბავშვებთან რომ გავედი, მათი შეშინე-
ბული სახეები რომ დავინახე, უკვე მზად ვიყავი პირველს მე გა-
დამედგა ნაბიჯი. მე ამას სიხარულით გავაკეთებდი, მაგრამ არ
ვიცოდი რით და როგორ დამეწყო. დავდივარ წინ და უკან, ბოლ-
თას ვცემ, ვეწევი, დილაადრიანად არყითა და ღვინით ვიჭყიპები,
ბოლოს კი იმ აზრამდე მივდივარ, გაუცნობიერებლად რისი სურ-
ვილიც მაქვს, ანუ იმ აზრამდე, რომ ჩემს ამ მდგომარეობაში ვე-
85 მკითხველთა ლიგა
რავითარ სისულელეს, ვერავითარ უზნეობას, ვერავითარ სისა-
ძაგლეს ვერ ვხედავ.
შინ რომ მოვიდა, თითქმის უკვე სამი საათი იყო. ხმას არ
მცემს. მგონია, დამშვიდდა, შეეჩვია თავის ამ მდგომარეობას და
იმაზე ვუწყებ ლაპარაკს, რომ ეს ყველაფერი მისი იმ დაუმსახუ-
რებელი საყვედურების ბრალია. ის კი დაღლილი, სახეგატანჯუ-
ლი მკაცრად მეუბნება: აქ ახსნა-განმარტებისთვის არ მოვსულ-
ვარ, ბავშვების წასაყვანად მოვედი, ჩვენი ერთად ცხოვრება უკვე
შეუძლებელიაო. ვუმტკიცებ, რომ დამნაშავე თვითონაა, თვითონ
გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ ის ისევ ცივად, მზვაობ-
რივად მეუბნება:
– კარგი, ნუღარაფერს იტყვი, ვხედავ, ნანობ შენს საქციელს.
რომ ვუთხარი, კომედიებს ვერ ვიტან, კმარა, გეყოფა-მეთქი,
რაღაც წამოიყვირა და თავის ოთახში შეიკეტა. გავიგე, გასაღებმა
როგორ გაიჩხაკუნა, კარი როგორ ჩაიკეტა. კარს ვაწვები, ვაკა-
კუნებ, მაგრამ არ მპასუხობს და გაბრაზებული თავს ვანებებ.
და აი, არ გასულა ნახევარი საათი, რომ ლიზა ჩემთან ატირე-
ბული შემოდის.
– რა იყო, რა მოხდა-მეთქი? – ვეკითხები.
– ოთახიდან დედას ხმა არ ისმისო, – მპასუხობს.
მივდივარ, კარს რაც ძალი და ღონე მაქვს, ვაწვები, ვეჯაჯგუ-
რები, ვაბრახუნებ. უცებ ორივე კარი ერთდროულად იღება – ეტ-
ყობა, ურდული ცუდად იყო ჩაკეტილი – საწოლთან მივდივარ,
ვხედავ, გულწასული ლოგინზე ქვედა კაბითა და მაღალქუსლია-
ნი ფეხსაცმლით უხერხულად წევს, მაგიდაზე ოპიუმის ცარიელი
შუშა გდია... ძლივს გონებაზე მომყავს და – ისევ ტირილი, ისევ
ცრემლი, ისევ შერიგება... არა, შერიგება არა – თითოეულის
გულში ისევ წყენა, ისევ ბრაზი, ისევ ჩხუბით გამოწვეული ტკივი-
ლი და ისევ ურთიერთბრალდებები... მაგრამ, ხომ უნდა დამთავ-
რდეს ეს როგორმე?.. და ცხოვრება ისევ თავისი გზით მიდის...
86 მკითხველთა ლიგა
ისევ ვჩხუბობთ, შეიძლება უარესადაც, ხან კვირაში ერთხელ, ხან
თვეში, ხან ყოველდღე... ერთხელ მთელი ორი დღე გაუჩერებ-
ლივ ვიჩხუბეთ. რომ ვეღარ გავუძელი, საზღვარგარეთ წავალ,
გავეცლები-მეთქი, უცხოური პასპორტი ავიღე, მაგრამ ისევ ახ-
სნა-განმარტება და ისევ შერიგება...

87 მკითხველთა ლიგა
21

– აი, ასეთი იყო ჩვენი ურთიერთობა, როცა ის კაცი, გვარად


ტრუხაჩევსკი სახლში გამოგვეცხადა. მოსკოვში ჩამოვიდა თუ
არა, მაშინვე მოვიდა. ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო. რა თქმა უნ-
და, კარგად შევხვდი. მე და ის ოდესღაც ერთმანეთთან „შენო-
ბით“ ვიყავით, შეეცადა ახლაც ძველებურად გაეგრძელებინა და
ხან შენობით მომმართა, ხან თქვენობით, მაგრამ, როცა ნახა არ
ავყევი, იმანაც თქვენობით დამიწყო ლაპარაკი. არ ვიცი, რატომ,
მაგრამ ამჯერად მის მიმართ პირველი შეხედვისთანავე ცუდად
განვეწყვე, თან უცნაური ის იყო, რაღაც საბედისწერო ძალა
მკარნახობდა, არათუ თავიდან მომეშორებინა, მემეგობრა კიდე-
ვაც. შემეძლო ცივად დავლაპარაკებოდი, ისე გამოვმშვიდობე-
ბოდი, არც კი გამეცნო ცოლისათვის, მაგრამ, არა, როგორ გე-
კადრებათ, მაშინვე მუსიკაზე დავუწყე საუბარი – გავიგე, ვიოლი-
ნოზე დაკვრა მიგიტოვებიათ-მეთქი? „პირიქით, ახლა გაცილე-
ბით მეტს ვუკრავ, ისე, ადრე ხომ თქვენც უკრავდითო?“ – მიპასუ-
ხა. რაზეც ვუთხარი, რომ მე კი არა, ჩემი ცოლი უკრავდა.
ყველაზე საოცარი ის არის, მის მიმართ მასთან პირველსავე
შეხვედრაზე ისეთი განცდა და განწყობა მქონდა, როგორიც მხო-
ლოდ მას შემდეგ შეიძლება ყოფილიყო, რაც ბოლოს მოხდა. მი-
სადმი ჩემს დამოკიდებულებაში თავიდანვე დაძაბულობა იგ-
რძნობოდა. თითოეული მისი სიტყვა, თითოეული გამოთქმა ყურ-
ში ტყვიასავით მხვდებოდა, მის ყოველ სიტყვას რაღაც განსაკუთ-
რებულ მნიშვნელობას ვაძლევდი.
ცოლს გავაცანი თუ არა,საუბარი მაშინვე მუსიკაზე გააბეს, ის
კი არა, ტრუხაჩევმა ბოლოს ერთად დაკვრაც კი შესთავაზა. ჩემი
ცოლი, როგორც ყოველთვის, იმხანადაც ძალიან ელეგანტური,
მიმზიდველი და ვნების აღმძვრელი იყო. ახალგაზრდა კაცი,
ჩანს, პირველივე შეხედვით მოეწონა, ერთად დაკვრის ამბავიც
88 მკითხველთა ლიგა
ძალიან გაუხარდა – ამით დიდ სიამოვნებას მივიღებ, მით უმეტეს
ვიოლინოს თანხლებითო. ვიოლინო მართლაც ძალიან უყვარ-
და, იმდენად, რომ მისთვის თეატრში ხშირად მევიოლინეს ვქი-
რაობდი... ჩემმა ცოლმა შემომხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რა
გუნებაზე ვიყავი და სახე უცებ შეეცვალა. და აი, დაიწყო და დაიწ-
ყო მას შემდეგ ერთმანეთის გასაცურებლად და თვალის ასახვე-
ვად გაუთავებელი თამაში. მაშინ არაფერი შევიმჩნიე, პირიქით,
თბილად გავიღიმე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ერთად თუ და-
უკრავდნენ, ჩემთვის ეს დიდად სასიამოვნო იქნებოდა. ტრუხა-
ჩევსკი ჩემს ცოლს ისე უყურებდა, როგორც ყველა გარყვნილი
კაცი უყურებს ლამაზ ქალს, თუმცა თავი ისე ეჭირა, ვითომ მხო-
ლოდ მუსიკაზე საუბარი აინტერესებდა. ჩემი ცოლი ცდილობდა
გულგრილი მჩვენებოდა, მაგრამ მისთვის კარგად ნაცნობი ეჭ-
ვიანი კაცის ანუ ჩემი ყალბად მოღიმარი სიფათი, ტრუხაჩევსკის
ავხორცი გამომეტყველება, ჩანს, კარგ გუნებაზე აყენებდა. შეხე-
და თუ არა, დავინახე თვალები როგორ გაუბრწყინდა და მომეჩ-
ვენა (არ ვიცი, შეიძლება ჩემი ეჭვიანობის გამო), რომ მათ შორის
რაღაც ისეთმა დენმა გაიარა, რასაც მათი ერთნაირი გამომეტ-
ყველება, ერთნაირი ღიმილი მოჰყვა. გაწითლდებოდა ჩემი ცო-
ლი, გაწითლდებოდა ტრუხაჩევსკიც, გაიღიმებდა ჩემი ცოლი, გა-
იღიმებდა ტრუხაჩევსკიც. ისაუბრეს მუსიკაზე, პარიზზე, მოკლედ,
რა სისულელეზე აღარ. ბოლოს ის წამოდგა და წასასვლელად გა-
ემზადა. იდგა გაღიმებული, აკანკალებულ, ბარძაყებამდე დაშვე-
ბულ ხელში შლაპა ეჭირა და ხან ჩემს ცოლს შეხედავდა, ხან მე,
თითქოს ელოდა, რას ვეტყოდით, როგორ მოვიქცეოდით. ის წუ-
თი ახლაც კარგად მახსოვს, ვინაიდან შემეძლო იმ წუთას სხვაგ-
ვარად მოვქცეულიყავი, იმავე დღეს ჩემთან არ დამეპატიჟა და
მაშინ არც ის მოხდებოდა, რაც მოხდა. მაგრამ, ჯერ ერთს შევხე-
დე, მერე მეორეს: „არ იფიქრო შენზე ვეჭვიანობ-მეთქი“, – ვუთ-
ხარი ჩემს ცოლს გუნებაში, ხოლო იმ კაცს – „არა, ხომ არ გგო-
89 მკითხველთა ლიგა
ნია, შენი მეშინია!“ – იმასაც, რა თქმა უნდა, გუნებაში. ხმამაღლა
კი ვეუბნები: „ერთ საღამოს იქნებ მოსულიყავით, თან ვიოლინო
მოგეტანათ და ჩემს ცოლთან ერთად დაგეკრათ“... ამაზე ჩემი
ცოლი წამოწითლდა, გაკვირვებულმა შემომხედა და შეშინებუ-
ლი მეუბნება – „არა, მე ხომ ისე კარგად ვერ ვუკრავ!..“ მისმა ამ
უარმა კიდევ უფრო გამაღიზიანა და ტრუხაჩევსკის მოსვლა კი-
დევ უფრო დაჟინებით ვთხოვე. მახსოვს ის უცნაური განცდა, რა
განცდითაც შავ, ორად გაყოფილ, აქეთ-იქით ჩამოშვებულ თმას
შორის ახალგაზრდა კაცის თეთრ, ლამაზ კისერს ვუყურებდი,
როცა ოთახიდან მისთვის ჩვეული პატარა ნაბიჯებითა და ხტუნვა-
ხტუნვით გადიოდა. თავს ვერ ვერეოდი, საკუთარ თავს ვერ ვუტ-
ყდებოდი, ამ კაცის აქ დანახვა მაგიჟებს, მაშინ როცა ჩემზეა და-
მოკიდებული, ის აქ თვალითაც აღარ დავინახო-მეთქი. მაგრამ,
ასე რომ მოვქცეულიყავი, ეს იმას ნიშნავდა, რომ მეშინოდა მისი.
საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, თუ ასე მოვიქცევი, ეს ჩემთვის და-
მამცირებელი იქნება-მეთქი. მიუხედავად იმისა, ვიცოდი, ჩემი
ცოლი იქვე წინკარში იყო და ყველაფერი ესმოდა, მაინც დაჟინე-
ბით ვთხოვდი, მოსულიყო ამ საღამოს, რაზეც, რა თქმა უნდა, მა-
შინვე სიამოვნებით დამთანხმდა და წავიდა.
მართლაც, მოსაღამოვდა თუ არა, მობრძანდა იმ თავისი ვი-
ოლინოთი და ორივემ ერთად დაუკრა. იმის გამო, რომ საჭირო
ნოტები არ ჰქონდათ, დაკვრა დიდხანს არ გამოსდიოდათ, ხოლო
რაც ჰქონდათ, ჩემს ცოლს მომზადების გარეშე იმ ნოტებით დაკ-
ვრა არ შეეძლო. მუსიკა ძალიან მიყვარდა, ამიტომაც მათ მთელი
გულით და სულით ვუსმენდი, პუპიტრს ვუმარჯვებდი, ნოტების გა-
დაშლისას დიდ გულისხმიერებას ვიჩენდი... ჯერ რაღაც სიმღერა
დაუკრეს, მერე შოპენის ერთი პატარა სონატა. ტრუხაჩევსკი ჩი-
ნებულად უკრავდა, ის, რასაც ტონალობას ეძახიან, უმაღლეს
დონეზე ჰქონდა ათვისებული. მის დაკვრაში ფაქიზი, დახვეწილი
გემოვნება, კეთილშობილება იგრძნობოდა, რასაც მის ხასიათ-
90 მკითხველთა ლიგა
თან საერთო არაფერი ჰქონდა. მუსიკაში ჩემს ცოლზე ის, რა
თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი იყო, ამიტომაც ეხმარებოდა და
თან დაკვრას თავაზიანად უქებდა. თავიც ურიგოდ არ ეჭირა, პი-
რიქით. ჩემი ცოლი კი, აქაოდა, მხოლოდ მუსიკით ვარ დაინტე-
რესებულიო, ძალიან უბრალოდ, ბუნებრივად იქცეოდა. მეც თავს
ისე ვაჩვენებდი, თითქოს მუსიკას მთელი გატაცებით ვუსმენდი,
თუმცა ეჭვიანობისგან გული ლამის გასკდომაზე მქონდა.
რომ დავინახე პირველსავე წუთს ერთმანეთს როგორ შეხე-
დეს, მივხვდი, რა მხეცს დაებუდებინა მათ გულებში! „ნუთუ შეიძ-
ლება-მეთქი?“ – ვკითხე ჩემს თავს და თვითონვე ვუპასუხე, რა-
ტომაც არა, ძალიან კარგადაც შეიძლება-მეთქი. აშკარად ვხე-
დავდი, პარიზიდან ახლახანს ჩამობრძანებული ტუხაჩევსკი გაკ-
ვირვებული იყო, ვერ წარმოედგინა, აქ, მოსკოვში, ასეთ მომხიბ-
ვლელ ქალს შეხვდებოდა და ეტყობა, გახარებული იყო, ვინაი-
დან ეჭვი წუთითაც არ შეჰპარვია,მალე ეს ქალი ჩემი გახდებაო.
მთავარია მის ამ აუტანელ ქმარს ხელი არ შეეშალა... მე რომ
სუფთა, პატიოსანი ადამიანი ვყოფილიყავი, ჩემთვის ეს გაუგება-
რი იქნებოდა, მაგრამ ისე, როგორც უმრავლესობა, ცოლის შერ-
თვამდე ქალებზე მეც ხომ ზუსტად მასავით ვიქცეოდი, მასავით
ვფიქრობდი... ყველაზე მეტად მაინც იმის გამო ვიტანჯებოდი, რა-
საც თვალნათლივ ვხედავდი, ვხედავდი კი იმას, რომ ჩემს ცოლს,
ვისაც ჩემ მიმართ გარდა გაღიზიანებისა, სხვა გრძნობა არ გააჩ-
ნდა, ეს კაცი თავისი ელეგანტურობით, სიახლით, რაც მთავარია,
მუსიკის უდაო ნიჭით, ქალს, ვისზეც მუსიკა ასე შთამაგონებლად
მოქმედებდა, მით უმეტეს ვიოლინო, თავს არათუ მოაწონებდა,
ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იოლად დაისაკუთრებდა,
ის კი არა, ხელზე თოკივით დაიხვევდა... შეუძლებელია მე ეს არ
დამენახა და ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
ან იქნებ სწორედ ამის გამო, რაღაც გაუგებარი ძალა მაიძულებ-
და, ტუხაჩევსკის მიმართ არა მარტო განსაკუთრებულად თავაზი-
91 მკითხველთა ლიგა
ანი, არამედ ალერსიანიც ვყოფილიყავ. არ ვიცი, ასე ცოლისა თუ
ტრუხაჩევსკის დასანახად ვიქცეოდი, თუ ვცდილობდი დამენახ-
ვებინა, რომ მისი, ანუ ამ კაცის არ მეშინოდა. ან იქნებ ასე იმიტომ
ვიქცეოდი, მინდოდა თავი მომეტყუებინა, თუმცა პირველივე შეხ-
ვედრისას ვიგრძენი, რომ მასთან გულახდილი ვერასოდეს ვიქ-
ნებოდი და მისი განადგურების სურვილს რომ არ ავყოლოდი,
უნდა მოვფერებოდი. იმ საღამოს ვახშამზე, მართლაც, საუკეთე-
სო ღვინით გავუმასპინძლდი. ვიოლინოზე დაკვრას ვუქებდი,
თბილი, ალერსიანი ღიმილით ვესაუბრებოდი და ბოლოს მომა-
ვალი კვირისთვის სადილადაც კი დავპატიჟე, რათა ჩემს ცოლ-
თან ერთად დაეკრა. თან შევპირდი, რომ მის მოსასმენად მუსი-
კის მოყვარულ ჩემს ნაცნობებსაც აუცილებლად დავპატიჟებდი...
ბოლოს კი, აი, ასე დამთავრდა ყველაფერი...
თქვა აღელვებულმა, მდგომარეობა იცვალა და თავისი ის უც-
ნაური ბგერები ამოუშვა.
– ვერ წარმოიდგენთ, როგორ მოქმედებდა ჩემზე იმ კაცის და-
ნახვა, – დაიწყო ისევ პოზდნიშევმა, ეტყობოდა თავს ძალას ატან-
და, ცდილობდა დამშვიდებულიყო, – მისი გამოჩენის მეორე თუ
მესამე დღეს გამოფენიდან დაბრუნებული პირდაპირ წინკარში
შევედი და უცებ ვიგრძენი, გული როგორ
დამიმძიმდა, თუმცა რა მჭირდა, ვერ გავიგე... წინკარში თით-
ქოს რაღაცამ ტრუხაჩევსკი გამახსენა, თითქოს რაღაც მენიშნა,
მაგრამ ეს „რაღაც“ მხოლოდ კაბინეტში შესვლის მერე გავაცნო-
ბიერე და საკუთარი თავი რომ შემემოწმებინა, ისევ წინკარში გა-
ვედი. მართლაც, ვხედავ საკიდარზე მისი საუკეთესო, მოდაზე შე-
კერილი პალტო კიდია (საოცარი ის არის, თუ რამ მასთან იყო და-
კავშირებული, მინდოდა თუ არა, ყველაფერს მაშინვე ვამჩნევდი)
და – ჰო, ნამდვილად აქ არის-მეთქი, – გავიფიქრე. მაგრამ, ნაც-
ვლად იმისა, სასტუმრო ოთახზე გამევლო, საკლასო ოთახი გა-
ვიარე და დარბაზში შევედი. საკლასო ოთახში ჩემი ქალიშვილი
92 მკითხველთა ლიგა
ლიზა იჯდა და წიგნს ჩასჩერებოდა, ძიძას ხელში ჩემი ნაბოლარა
ეჭირა და რაღაცის სახურავს ათამაშებდა. დარბაზის დახურული
კარიდან თანაბარი არპეგგიო და ჩემი ცოლისა და ტრუხაჩევსკის
ხმები ისმოდა. ყურს ვუგდებ, მაგრამ რას ამბობენ და რაზე საუბ-
რობენ ვერ ვიგებ. „იქნებ ფორტეპიანოთი განგებ ახშობენ საუ-
ბარს, ან იქნებ კოცნის ხმა არ უნდათ გავიგო!“ ღმერთო, ღმერთო
ჩემო! ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, რა გრძნობამ მომიცვა!
ახლა, როცა ჩემში ჩასახლებულ იმ მხეცს ვიხსენებ, თავზარი მე-
ცემა. გულზე თითქოს მდუღარე გადამესხა, ჯერ გამიჩერდა, მერე
ისეთი ბაგა-ბუგი დაიწყო, გეგონება ჩაქუჩს ურტყამენო. გული
ბრაზით, სიძულვილით მქონდა სავსე, მაგრამ მთავარი მაინც ის
არის, როგორც ყოელთვის, საკუთარი თავი მებრალებოდა... თან
ეს ყველაფერი ძიძის, ბავშვების თანდასწრებით-მეთქი!.. ლიზა
ისეთი შეშინებული მომჩერებოდა, ეტყობა ძალიან ცუდი შესახე-
დი ვიყავი... ვდგავარ, ვფიქრობ, ვყოყმანობ – რა ვქნა, როგორ
მოვიქცე? შევიდე? არა, არ შეიძლება! ღმერთმა უწყის, რას ჩავი-
დენ! იქნებ წავიდე, გავერიდო? არა, არც ეს შემიძლია... ძიძა ისე-
თი თვალებით მიყურებს, ეტყობა, ხვდება, რა დღეშიც ვარ. არა,
უნდა შევიდე! – ვუთხარი ჩემს თავს და კარი სწრაფად შევაღე –
ტრუხაჩევსკი ფორტეპიანოსთან იჯდა, ორანჟირებისთვის
მსხვილ, თეთრთითებმოხრილი ხელი აწეული ჰქონდა. ჩემი ცო-
ლი გადაშლილ ნოტებთან როიალის კუთხეში იდგა. არ ვიცი, იქ-
ნებ დამინახა, იქნებ ჩემი ფეხის ხმა გაიგო და რომ შემომხედა,
ვერ გეტყვით, შეეშინდა თუ თავი ისე დაიჭირა, ვითომ აქაოდა,
სულაც არ შემშინებიაო! ანდა იქნებ არც შეშინებია, ვინაიდან,
არც შემკრთალა, არც კი შერხეულა, მხოლოდ ოდნავ წამოწით-
ლდა და ისიც მერე.
– რა კარგია, რომ მოხვედი. ვერ გადაგვიწყვეტია, კვირას რა
დავუკრათ... – ეს ისეთი ხმით მითხრა, მარტონი რომ ვყოფილი-

93 მკითხველთა ლიგა
ყავით, ვიცი ასე არ დამელაპარაკებოდა. უფრო იმან აღმაშფოთა,
თავისი თავი და ტრუხაჩევსკი „ჩვენობით“ რომ მოიხსენა.
ტრუხაჩევსკის ჩუმად მივესალმე, იმანაც ხელი ჩამომართვა,
გამიღიმა (გუნებაში ალბათ დამცინის-მეთქი, გავიფიქრე) და მე-
უბნება: კვირისთვის ნოტები მოვიტანე, თუმცა ჯერ არ ვიცით, რას
დავუკრავთ, რაიმე რთულს, კლასიკურს, კერძოდ, ბეთჰოვენის
სონატას ვიოლინოსთან ერთად თუ რაიმე პატარა ნაწარმოებს...
ყველაფერი ისე უბრალოდ და ბუნებრივად თქვა, შეუძლებელია
რამეზე გამოდავებოდი, თუმცა მე მაინც დარწმუნებული ვიყავი,
ტყუის, ვიცი, წინასწარ მოილაპარაკეს, როგორ გამაცურონ-მეთ-
ქი.
ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ეჭვიანი კაცისათვის
(ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ყველა ეჭვიანია), მაღალ
საზოგადოებაში მიღებული ის წესია, როცა რაიმე საქმის ან რა-
იმე მიზეზის გამო ქალსა და კაცს ახლო ყოფნა უწევს, იქნება ეს
მეჯლისი, ექიმისა და ქალი პაციენტის სიახლოვე, შრომითი სიახ-
ლოვე იმ ადამიანებისა, რომლებიც ხელოვნებით არიან დაკავში-
რებულნი, როგორიცაა, მაგალითად ფერწერა და მათ შორის,
ყველაზე უკეთილშობილესი – მუსიკა. თუ გინდა, შენს წრეში და-
საცინი არ გახდე, ამ დროს მათ ხელი არ უნდა შეუშალო. ისე, კაც-
მა რომ თქვას, აბა, ამაში საძრახისი რა არის, მხოლოდ ბრიყვი,
ეჭვიანი ქმარი თუ დაინახავს ამაში რაიმე მიუღებელს, მაგრამ
ჩვენს საზოგადოებაში ხომ ყველაზე ბევრი მრუში სწორედ ხელო-
ვანთა წრეში გვხვდება... ეტყობა, იმდენად შეშფოთებული სახე
მქონდა, ჩემმა გამომეტყველებამ ჩემი ცოლიც შეაშინა და ტრუ-
ხაჩევსკიც. კარგა ხანს გაოგნებული ვიდექი, იმ ამოპირქვავებულ
ბოთლს ვგავდი, საიდანაც წყალი იმიტომ არ იღვრება, რომ პირ-
თამდეა სავსე... მინდოდა გამელანძღა, სახლიდან გამეგდო, მაგ-
რამ, ჯობია მასთან ისევ თბილი, ადამიანური ურთიერთობა
მქონდეს-მეთქი, – გავიფიქრე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს
94 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი შესანიშნავად იყო. უფრო იმ გაუგებარი, უცნაური
განცდის გამო ვიტანჯებოდი, რომელიც მის მიმართ ამ სითბოს
გამოჩენას მაიძულებდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი ვუთ-
ხარი, ძალიან ვენდობი თქვენს გემოვნებას, ჩემს ცოლსაც ამასვე
ვურჩევ-მეთქი. მანამდე დარჩა, მანამდე არ მოიცვალა ფეხი, იმ-
დენ ხანს შეიცადა, რამდენიც იმ არასასიამოვნო შთაბეჭდილები-
დან გამოსვლისთვის იყო საჭირო. ხოლო როცა უცებ შეშინებუ-
ლი დარბაზში მოულოდნელად შევიჭერი და ხმა არ ამოვიღე, წა-
ვიდა. წასვლისას თავი ისე ეჭირა, თითქოს მხოლოდ ახლა გა-
დაწყვიტეს, ხვალ ერთად რა უნდა დაეკრათ. მე კი დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, იმასთან შედარებით, რითაც ისინი იყვნენ დაკავებუ-
ლები, სულაც არ აინტერესებდათ ხვალ რა დაეკრათ.
ტრუხაჩევსკი წინკარამდე თავაზიანად მივაცილე (როგორ არ
გამეცილებინა კაცი, ვინც ჩვენს სახლში იმიტომ შემოვიდა, სიმ-
შვიდე დაერღვია, ოჯახში შფოთი და არეულობა შემოეტანა!) და
თეთრ, ფაფუკ ხელზე ხელი თბილად ჩამოვართვი.

95 მკითხველთა ლიგა
22

მთელი ის დღე ჩემი ცოლისთვის ხმა არ გამიცია, უბრალოდ,


არ შემეძლო. მისი სიახლოვე ისე მაღიზიანებდა, ისეთ სიძულ-
ვილს ვგრძნობდი მის მიმართ, რომ უკვე საკუთარი თავის მეში-
ნოდა. იცოდა, მაზრაში ყრილობაზე უნდა წავსულიყავი და სა-
დილზე ბავშვების თანდასწრებით მკითხა, როდის ვაპირებდი
გამგზავრებას. რომ ვუთხარი, მომავალ კვირას-მეთქი და ახლა
ის მკითხა, გზისთვის ხომ არაფერი მჭირდებოდა, ამაზე უკვე ვე-
ღარაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანს მაგიდასთან გაჩუმებული ვიჯექი,
ასევე გაჩუმებული წამოვდექი და კაბინეტისკენ წავედი. ამ ბოლო
დროს დიდი ხანია ჩემთან ოთახში ფეხი არ შემოუდგამს, განსა-
კუთრებით ასეთ დროს. ვწევარ კაბინეტში, გულს ვასკდები, რომ
უცებ ნაცნობი ფეხის ხმა მომესმა და თავში ათასმა უგვანო აზრმა
გამიელვა – ასე უდროო-დროს ჩემთან იმიტომ მობრძანდება, უნ-
და ურიას7 ცოლივით თავგზა ამიბნიოს, მის მიერ ჩადენილი ცოდ-
ვიდან ყურადღება გადამატანინოს. ნუთუ მართლა ჩემთან მო-
დის?! თუ ჩემთან მოდის, ესე იგი, მართალი ვარ, – ვფიქრობ და
მოახლოვებულ ფეხის ხმას სულგანაბული ვუსმენ. გული ბრაზი-
თა და სიძულვილით მაქვს სავსე. ნაბიჯის ხმა სულ უფრო ახლოს
მესმის. ნუთუ გვერდს არ ამივლის, დარბაზში არ შევა? მაგრამ,
აი, კარმა გაიჭრიალა და კარის ზღურბლზე მისი მაღალი ფიგურა
გამოჩნდა. სახეშიც და თვალებშიც მოკრძალება, რიდი, პირმოთ-
ნეობა აღბეჭდვია. ცდილობს დაფაროს, მაგრამ მე ამას ვხედავ
კიდევაც და ისიც ვიცი, ეს რას ნიშნავს. სუნთქვას იმდენ ხანს ვი-
კავებ, ლამის უკვე ვიხრჩობი. ვუყურებ, თვალს არ ვაცილებ, უცებ
პაპიროსს ვიღებ, ვუკიდებ და ვეწევი.

7
ურია – ბიბლიური პერსონაჟი, ვის მეუღლე – ბერსაბესაც მის არყოფნაში
მეფე დავითი დაეუფლა.
96 მკითხველთა ლიგა
მოვიდა, ჩემთან ახლოს დივანზე ჩამოჯდა, ჩემკენ გადმოიხა-
რა და მეუბნება:
– ვიფიქრე, შევალ, დაველაპარაკები-მეთქი, შენ კი წევხარ და
პაპიროსს აბოლებ...
არ მინდა შემეხოს და იქეთ-იქეთ ვიწევ.
– იმის გამო, რომ კვირას კონცერტზე უნდა დავუკრა, გატყობ,
უკმაყოფილო ხარ.
– უკმაყოფილო რატომ უნდა ვიყო?!
– გგონია, ვერ ვხედავ?
– თუ ასეა, გილოცავ. მე კი იმას ვხედავ, იმ კოკეტ ქალს, რო-
მელიც სულ იმის ცდაშია, მამაკაცს თავი როგორ მოაწონოს.
– კარგი, რახან გინდა ასე მეეტლესავით მაგინო, წავედი.
– წადი, ოღონდ იცოდე, თუ შენთვის ოჯახის ღირსება არაფერს
ნიშნავს, არც შენ ნიშნავ არაფერს, ჯანდაბამდე გზა გქონია! მთა-
ვარი ჩემთვის ოჯახის ღირსებაა.
– არ გრცხვენია, რა არის, როგორ იქცევი?!
– ღვთის გულისთვის, წადი, მომშორდი!
არ ვიცი, თავს იკატუნებდა თუ ვერ ხვდებოდა, რაზე ველაპა-
რაკებოდი... არ ვიცი, შეიძლება ვერ ხვდებოდა... ბოლოს ძალიან
გაბრაზდა, წამოდგა, კარისკენ წავიდა, მაგრამ, ნაცვლად იმისა,
კარი გაეღო და გასულიყო, შუა ოთახში გაჩერდა და მეუბნება:
– უკვე აუტანელი გახდი, ისეთი ხასიათი გაქვს, შენ გვერდით
ანგელოზიც ვერ გაძლებს, შენგან, აბა, რა უნდა გამიკვირდეს! –
თქვა და, როგორც ყოველთვის, ჩემს გასამწარებლად მის დას-
თან ჩემი უხეში საქციელი გაიხსენა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა
მოთმინებიდან გამოსულმა მის დას უხეშად რა აღარ ვუთხარი.
იცოდა, ამის გამო ძალიან ვწუხდი და ფეხი სწორედ ამ მტკივნე-
ულ ადგილზე დამაბიჯა.
„ჰო, აბა, რა უნდა გაგიკვირდეს! შეურაცხმყო, გამლანძღო,
დამამცირო და ისევ მე მეძახო დამნაშავე...“ – გავიფიქრე გუნე-
97 მკითხველთა ლიგა
ბაში და ისეთმა ბრაზმა მომიცვა, როგორიც აქამდე არასოდეს
განმეცადა.
სიცოცხლეში პირველად გამიჩნდა სურვილი, ფიზიკურად გა-
მომეხატა ჩემი ეს ბრაზი და ბოღმა. მახსოვს, საწოლიდან როგორ
წამოვხტი და პირდაპირ მისკენ როგორ გავექანე, მაგრამ ჩემი ეს
სიბრაზე, ჩემი ეს საქციელი მაშინვე გავაცნობიერე, ჩემს თავს
ვკითხე, კარგი იქნებოდა თუ არა, ამ ცხელ გულზე გრძნობას ავ-
ყოლოდი და ჩემს თავსვე ვუპასუხე, რომ ეს, დიახაც, კარგი იქნე-
ბოდა, რომ მე მას ამით შევაშინებდი და, ნაცვლად იმისა, ბრაზი
დამეოკებინა, გულს ცეცხლი კიდევ უფრო შევუნთე, რითაც ძა-
ლიან გახარებული ვიყავი.
– წადი, თორემ იცოდე, მოგკლავ! – ვიყვირე და მკლავში ხე-
ლი მაგრად ჩავჭიდე. ეტყობა ისეთი ცუდი შესახედი ვიყავი, ისე
დაფრთხა, ისე იყო შეშინებული, რომ ადგილიდან ფეხი ვერ მო-
იცვალა და მხოლოდ ეს თქვა:
– ვასია, რა იყო, რა გჭირს, რა დაგემართა?!
– წადი, გესმის, წადი! მარტო შენ შეგიძლია, კაცი ასეთ გაცო-
ფებამდე მიიყვანო!.. წადი, თორემ პასუხს არ ვაგებ ჩემს თავზე! –
ვიყვირე კიდევ უფრო გაგულისებულმა.
თავი ისე მივუშვი, უკვე ვტკბებოდი ჩემი ამ გაცოფებით. მინ-
დოდა რაღაც უარესი მექნა, მინდოდა მეჩვენებინა, როგორი გა-
დარეული ვიყავი, მინდოდა მომეკლა, მაგრამ ვიცოდი არ შეიძ-
ლებოდა და კარგად რომ დამენახვებინა, როგორი გაცეცხლებუ-
ლი ვიყავი, მაგიდაზე პრესპაპიეს ხელი დავავლე, კიდევ ერთხელ
ვიყვირე და მის წინ რაც ძალი და ღონე მქონდა იატაკზე დავახეთ-
ქე... შეშინებული კარისკენ წავიდა, კართან გაჩერდა და ვიდრე
გავიდოდა, მაგიდიდან შანდალი და სამელნე ავიღე და ახლა ამას
ავუტეხე იატაკზე ბრაგაბრუგი, თან კიდევ უფრო ხმამაღლა ვყვი-
რი:
– წადი, მომშორდი, გითხარი, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
98 მკითხველთა ლიგა
ბოლოს, როგორც იქნა, წავიდა და მეც დავმშვიდდი.
მაგრამ, ერთ საათსაც არ გაევლო, ძიძა შემოვიდა და ქალბა-
ტონს ისტერიკა აქვსო, – მეუბნება. მასთან რომ შევედი, ვხედავ,
ტირის, ქვითინებს, ხან უცებ გაჩუმდება, ხან გიჟივით იცინის, თან
მთელი ტანით ცახცახებს... მივხვდი, არ თვალთმაქცობდა, ეტყო-
ბოდა, მართლაც ძალიან ცუდად იყო.
გამთენიისას, როგორც იქნა, დამშვიდდა და ისევ შევრიგდით,
შევრიგდით იმ გრძნობის ზემოქმედებით, რასაც ჩვენს ენაზე სიყ-
ვარულს ვეძახდით.
ტრუხაჩევსკიზე ვეჭვიანობ-მეთქი, სწორედ იმ დილას გამო-
ვუტყდი, მას კი წარბიც არ შეუხრია, გულღიად გაიცინა და მეუბ-
ნება:
– განა შეიძლება, მუსიკის გარდა წესიერ ქალს ასეთ ადამიან-
თან რაიმე ჰონდეს საერთო?! შენ თუ ეს გაწუხებს, მზად ვარ, თვა-
ლითაც აღარ დავინახო. კვირას მასთან ერთად სიამოვნებით არ
დავუკრავდი, ხალხი უკვე დაპატიჟებული რომ არ იყოს... მისწე-
რე, შეუძლოდ არის-თქო და მორჩა. ცუდი ის არის, შეიძლება ვინ-
მემ იფიქროს, მით უფრო თვითონ, რომ საშიში კაცია და მისი მე-
შინია. მე კი ძალიან თავმოყვარე ვარ, რომ ვინმეს ამგვარი ფიქ-
რის საბაბი მივცე!
არა, არ ტყუოდა, რასაც ამბობდა, გულწრფელად ამბობდა,
ეგონა, ამ სიტყვებით საკუთარ გულში იმ კაცის მიმართ სიძულ-
ვილს აღძრავდა, თავს დაიცავდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ყველა-
ფერი მის წინააღმდეგ იყო, განსაკუთებით ის წყეული მუსიკა.
ამით დამთავრდა ჩვენი ის საუბარი, კვირას თავი უამრავმა სტუ-
მარმა მოიყარა და ორივემ ერთად დაუკრა.

99 მკითხველთა ლიგა
23

– ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მეტისმეტად პა-


ტივმოყვარე გახლდით, ვინაიდან პატივმოყვარე თუ არ ხარ,
სხვაგვარად, აბა, როგორ უნდა იცხოვრო ამ ჩვენ გაუკუღმართე-
ბულ ყოფაში!.. კვირას, გათენდა თუ არა, ჯერ სადილის, მერე კი
მუსიკალური საღამოსთვის მზადებას დიდი მონდომებით შევუ-
დექი, რაც საჭირო იყო, ყველაფერი მე თვითონ ვიყიდე და სტუმ-
რებიც მე თვითონ დავპატიჟე.
ექვსი საათისთვის სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ, მოვიდა
ფრაკსა და თავის იმ ბრილიანტის უგემოვნო საკინძებიან პერან-
გში გამოწყობილი ტრუხაჩევსკიც. თავი ლაღად, თამამად ეჭირა,
ყველაფერზე სწრაფად, ღიმილით პასუხობდა, იმ განსაკუთრებუ-
ლი გამომეტყველებით, რაც არ უნდა მკითხოთ, პასუხი ყველა-
ფერზე მაქვს, ყველაფრისთვის მზად ვარო. მე კიმასში ბეწვისო-
დენა თუ რამ ურიგო იყო, თუნდაც სხვისთვის სრულიად უმნიშ-
ვნელო და შეუმჩნეველი, ყველაფერს მაშინვე ვხედავდი, თან დი-
დად კმაყოფილიც გახლდით, ვინაიდან მინდოდა თავი დამემშვი-
დებინა – არა, შენ ჩემი ცოლის ღირსი არ ხარ, ისეთი დაბალი
დონის ვაჟბატონი ბრძანდები, შენამდე ჩემი ცოლი არასოდეს
დაეშვება, ამას მე კი არა, თვითონ ის ქალბატონი ბრძანებს-მეთ-
ქი. ვცდილობდი აღარ მეეჭვიანა, ჯერ ერთი, ძალიან დამღალა
ამდენმა ფიქრმა, ამდენმა ეჭვიანობამ და მინდოდა დამესვენა.
გარდა ამისა, მინდოდა დამეჯერებინა რასაც ჩემი ცოლი ამბობ-
და და დავიჯერე კიდევაც, თუმცა ბოლომდე არც იმ კაცის მიმართ
ვიყავი გულწრფელი და არც ჩემი ცოლის მიმართ. სადილზე და
მთელი ის საღამოც, კონცერტის დაწყებამდე და კონცერტის დაწ-
ყების შემდეგაც, მათთვის თვალი არ მომიშორებია, მაინტერე-
სებდა, როგორ მოიქცეოდნენ, ერთმანეთს როგორ დაუწყებდნენ
ყურებას.
100 მკითხველთა ლიგა
ჩვეულებრივი სადილი იყო, მოსაწყენი, ყოველგვარ უშუალო-
ბასა და ბუნებრიობას მოკლებული. დაკვრა დროზე ადრე დაიწ-
ყეს. ის საღამო გუშინდელივით მახსოვს. მახსოვს, ვიოლინო რო-
გორ მოიტანა, ფუტლარი როგორ გახსნა, შინ მოქარგული გადა-
საფარებელი როგორ გადაწია, ვიოლინო როგორ ამოიღო, ააწ-
ყო და ჩემი ცოლი გულგრილი გამომეტყველებით მის გვერდით
როგორ დაჯდა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევატყვე, როგორი დაბ-
ნეული და შეშინებული იყო, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
როიალთან დაჯდა თუ არა, ფორტეპიანოზე ჩვეულებრივი la და-
იწყო, რასაც ვიოლინოს პიჩიკატო მოჰყვა... მახსოვს, ნოტები
როგორ მოიმარჯვეს, ერთმანეთს შეხედეს, ხალხი შეათვალიე-
რეს და ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს. ტრუხაჩევსკიმ პირ-
ველი აკორდი აიღო, სახე დაუსერიოზულდა, მკაცრი, სიმპათიუ-
რი გამომეტყველება მიიღო, სიმებს თითი ჩამოჰკრა, წუთით ყუ-
რი მიუგდო და დაკვრა დაიწყო.
პოზდნიშევი გაჩუმდა, რამდენჯერმე თავისი ის უცნაური ბგე-
რები ამოუშვა, ერთი პირობა ლაპარაკის გაგრძელება დააპირა,
მაგრამ, ცხვირიდან ჯერ სრუტუნით ჰაერი შეისუნთქა, ცოტა ხანს
იყუჩა და ბოლოს განაგრძო:
– ბეთჰოვენის კრეიცერის სონატას უკრავდნენ, არ ვიცი, იცით
თუ არა, პირველი პრესტო? იცით? უჰ!.. მართლაც რომ საშინე-
ლებაა ეს სონატა! განსაკუთრებით ეს ნაწილი... და საერთოდაც
საშინელი რამაა მუსიკა! მუსიკა რა არის? არა, არ ვიცი, რა არის
მუსიკა! არ ვიცი, რას აკეთებს და რატომ აკეთებს ისე, იმას, რასაც
აკეთებს! ამბობენ, მუსიკა სულიერად გამაღლებს, გაფაქიზებსო.
ტყუილია! არც გამაღლებს და არც გადაბლებს, უბრალოდ, გა-
ღელვებს, სულს გიშფოთებს... არ ვიცი, როგორ გითხრათ, თავს
მავიწყებს, სხვა მდგომარეობაში გადავყავარ. როცა მუსიკას ვუს-
მენ, თითქოს იმას ვგრძნობ და იმას განვიცდი, რასაც ჩვეულებ-
რივ არ ვგრძნობ და არ განვიცდი. მესმის ის, რასაც სინამდვილე-
101 მკითხველთა ლიგა
ში ვერ ვიგებ, შემიძლია ის, რაც სინამდვილეში არ შემიძლია...
მუსიკა ადამიანზე მთქნარებასავით, სიცილივით მოქმედებს – არ
გეძინება, მაგრამ ვიღაც ამთქნარებს და შენც ამთქნარებ... იცი,
სასაცილო არ არის, მაგრამ, იცინის ის და შენც იცინი...
მუსიკას იმ სულიერ მდგომარეობაში გადავყავარ, რა მდგო-
მარეობაშიც ალბათ ის ადამიანი იყო, რომელიც ამ მუსიკას ქმნი-
და. მე მას სულით ვერწყმი, მასთან ერთად ერთი მდგომარეობი-
დან მეორე მდგომარეობაში გადავდივარ, მაგრამ, რატომ ხდება
ასე, არ ვიცი. თუნდაც, აი, ის, ვინც ამ კრეიცერის სონატს ქმნიდა,
ანუ ბეთჰოვენი. მან ალბათ იცოდა, რატომ იყო ამ მდგომარეობა-
ში, რამ მიიყვანა იმ განწყობამდე, რომ ეს სონატა დაეწერა. ამი-
ტომაც ამგვარ მდგომარეობას მისთვის აზრი ჰქონდა, ჩემთვის კი
არავითარი აზრი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მე ის მხო-
ლოდ მაღელვებს, მაფორიაქებს. მაგალითად, მარშს რომ დაუკ-
რავენ, ჯარისკაცებს ხალისი ემატებათ, ვინაიდან ეს მუსიკა მათ
გულში სწვდება... დაუკრავენ საცეკვაო მუსიკას და ვცეკვავ, ესე
იგი, მუსიკამ თავის საქმე გააკეთა... იმღერეს მესა და მეც ავყევი,
ესე იგი, მესამ ჩემს გულშიც გაიარა... მუსიკა, მართალია, გა-
ღელვებს, მაგრამ რა უნდა ქნა ამ დროს, არ იცი. ამიტომაა ის ასე-
თი საშიში, ამიტომ მოქმედებს ზოგჯერ ასე... მუსიკა ჩინეთში სა-
ხელმწიფო საქმედ არის აღიარებული და ასეც უნდა იყოს... განა
შეიძლება, ვისაც მოესურვება ჰიპნოზი გაუკეთოს ერთს ან თუნ-
დაც ადამიანთა ჯგუფს, მერე კი მათ ისე მოექცეს და ის აკეთები-
ნოს, რაც მოეპრიანება, მით უმეტეს თუ ეს ჰიპნოზიორი შემთხვე-
ვითი, უზნეო ადამიანია.
მთავარია, ვის ხელში მოხვდება ეს საშიში საშუალება. ავი-
ღოთ თუნდაც კრეიცერის სონატის პირველი პრესტო, განა შეიძ-
ლება ამის დაკვრა იმ სასტუმროში, რომელიც მკერდმოღიავე-
ბულ კაბებში გამოპრანჭული ქალებით არის სავსე. დაუკრა, მერე
დაჯდე, ნაყინი მიირთვა და იჭორაო, ჭორებზე გააბა საუბარი. ამ
102 მკითხველთა ლიგა
მუსიკის დაკვრა მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოსა და ვითარე-
ბაში შეიძლება. ან მაშინ, როცა მოთხოვნილება გაქვს, ისე მოიქ-
ცე, როგორც ამ მუსიკას შეესაბამება, თორემ შეუსაბამო გარემო-
თი, შეუსაბამო დროით გამოწვეულმა ენერგიამ, არაფრით წარ-
მოქმნილმა გრძნობამ არ შეიძლება დამღუპველად არ იმოქმე-
დოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე იმმუსიკამ მართლაც რომ სა-
შინლად იმოქმედა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემში ის რა-
ღაც ახალი გრძნობები, ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, რაზეც
აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. როგორი? როგორი და, ისეთი
სულაც არა, როგორიც აქამდე იყო, როგორც აქამდე ვცხოვრობ-
დი და ვფიქრობდი. შინაგანი ხმა თითქოს რაღაც ახალს შთამა-
გონებდა, მაგრამ რა იყო ეს ახალი, ვერ ვიგებდი, თუმცა სიახლის
ეს განცდა მახარებდა... ის სახეები, ის ადამიანები, მათ შორის ჩე-
მი ცოლიცა და ისიც, ახლა სულ სხვა სახით წარმომიდგებოდა.
პრესტოს შემდეგ კარგად ნაცნობი უმშვენიერესი andante,
ბოლომდე ცუდი ვარიაციებით, სუსტი ფინალით დაუკრეს. ამის
შემდეგ სტუმრების თხოვნით ხან ერნსტის „ელეგიას“8 უკრავ-
დნენ და ხან რას. თავს ყველა შესანიშნავად გრძნობდა, ჩემზე კი
ამას მეასედი შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია იმასთან შედარე-
ბით, რა შთაბეჭდილებაც კრეიცერის სონატამ მოახდინა. მთელი
ის საღამო იმ პირველი პრესტოს შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი,
თავს ლაღად, მხიარულად ვგრძნობდი, ჩემი ცოლი ხომ მითუმე-
ტეს – ასეთი მე ის არასოდეს მენახა. ვიდრე უკრავდა, თვალები
უბრწყინავდა, ჰქონდა მკაცრი, მრავლისმეტყველი, ღირსებით
სავსე გამოხედვა, მაგრამ, დაკვრის შემდეგ როგორღაც დაბნეუ-
ლი ჩანდა, სახეზე ნაზი, თვინიერი, ნეტარი ღიმილი გადაჰფენო-
და. მე ამას ვხედავდი, მაგრამ არავითარ სხვა განსაკუთრებულ

8
ერნსტ ჰენრიხ ველჰელმი (1814-1865 წწ.) – გამოჩენილი გერმანელი მე-
ვიოლინე და კომპოზიტორი. „ელეგია“ მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმო-
ებია.
103 მკითხველთა ლიგა
მნიშვნელობას არ ვაძლევდი. ვგრძნობდი, რომ ისიც იმას განიც-
დიდა, რასაც მე, რომ მასაც ჩემსავით რაღაც გაახსენდა, რომ მას-
შიც რაღაც ახალმა, ჯერ განუცდელმა გრძნობამ გაიღვიძა... ბო-
ლოს ის საღამო მშვიდობიანად დამთავრდა და ყველა თავ-თავი-
სი გზით წავიდ-წამოვიდა.
ტრუხაჩევსკიმ იცოდა, ორი დღის შემდეგ მაზრაში ყრილობაზე
უნდა წავსულიყავ, ამიტომაც წინასწარ გამომემშვიდობა – იმედი
მაქვს, ჩემი შემდგომი ჩამოსვლისას კიდევ გავიმეორებთ დღე-
ვანდელ საღამოს განცდილ სიამოვნებასო... ვიფიქრე, ჩემი შინ
არყოფნისას აქ მოსვლას, ალბათ, არ აპირებს-მეთქი, რაც ძალი-
ან მესიამოვნა, ვინაიდან მოსკოვიდან მის გამგზავრებამდე ქა-
ლაქში დაბრუნება არ მიწევდა და კარგა ხანს ერთმანეთს აღარ
შევხვდებოდით.
გამოსამშვიდობებლად ხელი პირველმა სიამოვნებით გავუ-
წოდე და იმ საღამოს განცდილი სიამოვნებისთვის მადლობა გა-
დავუხადე. ბოლოს ჩემს ცოლსაც გამოემშვიდობა და მათი ეს გა-
მომშვიდობება სრულიად ბუნებრივი მეჩვენა. ყველაფერი შესა-
ნიშნავად იყო – მეც და ჩემი ცოლიც იმ საღამოთი ორივენი კმა-
ყოფილები ვიყავით.

104 მკითხველთა ლიგა


24

ზუსტად ორი დღის შემდეგ მაზრაში გავემგზავრე. წასვლისას


შესანიშნავ გუნებაზე ვიყავი და ჩემს ცოლს ძალიან თბილად გა-
მოვემშვიდობე. მაზრაში, როგორც ყოველთვის, უამრავი საქმე
და სრულიად განსაკუთრებული ცხოვრება, განსაკუთრებული სა-
ზოგადოება დამხვდა. ორი დღე მთელი ათ-ათი საათი საკრებუ-
ლოში გავატარე, მაგრამ, ჩავედი თუ არა, მეორე დღესვე საკრე-
ბულოში ცოლის წერილი მომიტანეს და, ცხადია, მაშინვე წავი-
კითხე. მწერდა ბავშვებზე, ძიძაზე, საყიდლებზე, ბოლოს კი ისე,
სხვათა შორის მწერდა, ტუხაჩევსკიმ შემოიარა, შეპირებული ნო-
ტები მოიტანა და მთხოვა, ერთად დაგვეკრა, რაზეც უარი ვუთხა-
რიო... „ნოტები?! არა, რაღაც არ მახსოვს, ნოტების მოტანას შეჰ-
პირებოდა. წასვლისას მგონი იმასაც ისე გამოემშვიდობა, რო-
გორც მე-მეთქი“ და ამან ძალიან გამაოცა, თან ძალიან არ მესია-
მოვნა კიდევაც, მაგრამ, საქმით ისე ვიყავი დაკავებული, ამაზე
ფიქრისათვის არ მეცალა. საღამოს სასტუმროში რომ დავბრუნ-
დი, მხოლოდ მაშინ გადავიკითხე წერილი ხელმეორედ. ის, რომ
ტრუხაჩევსკი მაშინ მივიდა მასთან, როცა მე იქ არ ვიყავი, თან
წერილის ტონიც საკმაოდ დაძაბული მეჩვენა, გულში ჩაბუდებუ-
ლი, ეჭვიანობით გაცოფებული მხეცი უცებ აღრიალდა, ბუნაგი-
დან ამოხტომას ცდილობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მეშინოდა
იმ მხეცისა, სასწრაფოდ ისევ ჩემს გულში გამოვკეტე... ძალიან
მძიმე, ძალიან მტკივნეული და აუტანელია ეჭვიანობის ეს გან-
ცდა, თუმცა, აბა, რა შეიძლება იმაზე ბუნებრივი, იმაზე ჩვეულებ-
რივი იყოს, რასაც ახლა ჩემი ცოლი მწერს-მეთქი, – ვუთხარი
ჩემს თავს, ლოგინში ჩავწექი და ხვალინდელ საქმეებზე ფიქრი
დავიწყე.
ყრილობის დღეებში უცხო ადგილას ყოველთვის ცუდად მძი-
ნავს, იმ დღეს კი რატომღაც მალევე ჩამეძინა, მაგრამ, უცებ თით-
105 მკითხველთა ლიგა
ქოს მთელ ტანში დენმა დამიარაო, გამეღვიძა: მასზე – ჩემს
ცოლზე, მის მიმართ ჩემს ნდომაზე, მისადმი ჩემს ხორციელ სიყ-
ვარულზე ფიქრმა გამაღვიძა, ფიქრმა ტრუხაჩევსკიზეც, იმაზეც,
რომ იმ მუსიკოსისა და ჩემი ცოლის ურთიერთობაში ყველაფერი
მოთავებული იყო... გული მაინც ბოღმით მქონდა სავსე, მაგრამ
შევეცადე დავმშვიდებულიყავი: „სისულელეა, მათ შორის არა-
ფერი არ ხდება, არც არის და არც ყოფილა, ეჭვისთვის არავითა-
რი მიზეზი არ არსებობს, როგორ შემიძლია ასეთ სისულელეებზე
ვიფიქრო, დავამცირო ისიც და ჩემი თავიც. რა საერთო შეიძლება
იყოს დარბაისელ, პატივსაცემ მანდილოსანს, დედას, ოჯახის
ღირსეულ დიასახლისსა და ცუდ, უმაქნის პიროვნებად ცნობილ
დაქირავებულ მევიოლინეს შორის?..“ ამას ასე მხოლოდ ტვინის
ერთი ნახევარი განსჯიდა, მეორე ნახევარი კი – ჰო, მაგრამ, ვი-
თომ რატომარ შეიძლება ასე იყოსო?.. რატომ და იმიტომ, რატო-
მაც მე ვითხოვე ის ცოლად, რატომაც მე მის გვერდით ვცხოვ-
რობ... რატომ და იმიტომ, იმის გამო, რაც მე მჭირდება და მჭირ-
დებოდა მისგან და რაც იმ მუსიკოსსაც სჭირდება და სხვებსაც...
უცოლო კაცია, ნაზი, ჯანმრთელი (მახსოვს, როგორ ახრამუნებ-
და ხრტილს, რა ხარბად ეწაფებოდა ღვინით სავსე ჭიქას ლამაზი
ტუჩებით), სახეგადატკეცილი ახალგაზრდა, ვინც მზად არის ყვე-
ლა იმ სიამოვნებით ისარგებლოს, რაც მას ხელთ მოხვდება, ისე,
სხვათა შორის კი არა, იმ წესისა და რიგის მიხედვით, რა წესიცა
და რიგიც ჩვენ წრეშია მიღებული. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ
ორს მუსიკა აკავშირებს, ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ავხორცი
გრძნობების აღმძვრელი. მაინც რამ შეიძლება ის შეაკავოს? არა-
ფერმა! მას ხომ ყველაფრით იზიდავს ჩემი ცოლი, ნიჭითაც და სი-
ლამაზითაც... ჩემი ცოლი? მერედა ვინ არის ჩემი ცოლი? ვინ და,
საიდუმლოებით მოცული ქალი, ვინც ბოლომდე იმად დარჩა,
რაც იყო. დიახ, საიდუმლოებით მოცული ქალი, ვისაც მე არ ვიც-

106 მკითხველთა ლიგა


ნობ და თუ ვიცნობ, ვიცნობ როგორც მხეცი, მხეცთან კი ვერა-
ფერს გააწყობ, მხეცი არ უნდა შეაკავო.
მხოლოდ ახლა გამახსენდა, რა სახეები ჰქონდათ იმ საღამოს,
როცა კრეიცერის სონატის შემდეგ რაღაც ვნების აღმძვრელ მუ-
სიკას უკრავდნენ. არ მახსოვს, ვისი მუსიკა იყო, მაგრამ ეს იყო
უხამსობამდე ვნებიანი პიესა... „როგორ გავბედე, რა მინდოდა,
აქ რატომ წამოვედი? – ვსაყვედურობდი ჩემს თავს და თვალწინ
მათი სახეები მიტრიალებდა, – განა ცხადი არ იყო, რომ ყველა-
ფერი მოხდა მათ შორის იმ საღამოს? არათუ არ იყო მათ შორის
დაბრკოლება, არამედ აშკარად ეტყობოდათ, როგორი დარცხვე-
ნილები იყვნენ და თავს როგორ უხერხულად გრძნობდნენ, გან-
საკუთრებით ჩემი ცოლი... ვიწექი შეძრწუნებული და მათ გაღი-
მებულ სახეებს ვიხსენებდი, მახსოვს, ფორტეპიანოსთან რომ მი-
ვედი, ჩემი ცოლი რა ნაზად, რა კრძალვით, რა ნეტარად იღიმე-
ბოდა და ოფლს როგორ იწმენდდა წამოწითლებულ სახეზე. ერ-
თმანეთს თვალებში ვეღარ უყურებდნენ. მხოლოდ ერთხელ შე-
ხედეს და ოდნავ გაიღიმეს, ისიც ვახშმობისას, როცა ის ჩემს
ცოლს ჭიქაში წყალს უსხამდა... ერთი ხმა ჩამძახოდა, რომ მორ-
ჩა, ყველაფერი დამთავრებული იყო, მეორე კი – რა მოხდა, რა
დაგემართა, რა გეცა! არა, არ არსებობს, არა, ეს შეუძლებელია-
ო!.. სიბნელეში წოლამ ძალიან რომ შემაწუხა, ასანთი ავანთე და
იმ პატარა, ყვითელ შპალერგადაკრულ ოთახში უცებ შიშმა ამი-
ტანა. ისე, როგორც ყოველთვის, როცა ერთმანეთის საწინააღ-
მდეგო აზრებს თავს ვერ ართმევ, როცა ერთ წრეში ტრიალებ და
გამოუვალი მდგომარეობის გამო ეწევი, მეც პაპიროსს მოვუკი-
დე, იქნებ გონება დამებინდოს, იქნებ აღარ ვიფიქრო-მეთქი, ვი-
წექი და პაპიროსს პაპიროსზე ვეწეოდი.
მთელი ის ღამე თეთრად გავათენე. ჯერ ხუთი საათიც არ იქნე-
ბოდა, რომ გადავწყვიტე, ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა
უკვე შეუძლებელი იყო, რომ ახლავე უნდა ავმდგარიყავ და უნდა
107 მკითხველთა ლიგა
წავსულიყავ. მართლაც, ავდექი, ყარაული, რომელიც მემსახუ-
რებოდა, გავაღვიძე და ცხენების მოყვანა ვუბრძანე. მერე სათათ-
ბიროში წერილი გავაგზავნე – რაღაც ექსტრემალური საქმე გა-
მომიჩნდა, სასწრაფოდ მოსკოვში გამომიძახეს, გთხოვთ, სა-
თათბიროს რომელიმე წევრმა შემცვალოს-მეთქი. რვა საათზე კი
უკვე ტარანტასში ვიჯექი და გზას მოსკოვისკენ მივუყვებოდი.

108 მკითხველთა ლიგა


25

კონდუქტორი შემოვიდა, დაინახა, სანთელი უკვე მილევაზე


იყო, ჩააქრო, მის ადგილას შანდალში ახალი სანთელი ჩადო და
მოუკიდა. უკვე თენდებოდა. ვიდრე კონდუქტორი ვაგონში იყო,
პოზდნიშევს ხმა არ ამოუღია, იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ამბის
მოყოლა მხოლოდ მაშინ გააგრძელა, როცა ის იქიდან გავიდა.
ნახევრად ჩაბნელებულ ვაგონში გამეფებულ მდუმარებას ჩაძი-
ნებული ნოქრის თანაბარი ხვრინვა და მინების ზრიალი არღვევ-
და. განთიადის ბინდბუნდში პოზდნიშევს თითქმის ვერ ვხედავ-
დი, მესმოდა მხოლოდ მისი აღელვებული, შეწუხებული ხმა:
– ოცდათხუთმეტი ვერსი ცხენით უნდა მევლო, მერე მთელი
რვა საათი მატარებლით მემგზავრა. ცხენით მგზავრობა ძალიან
სასიამოვნო იყო. იდგა ცივი, თოშჩამდგარი შემოდგომა, ციდან
ფერმიმკრთალი მზე ანათებდა. იცით, ეს ის დროა, როცა მოპრია-
ლებულ გზაზე კბილანები ღრმა ნაკვალევს ტოვებს. გზა გლუვია,
გატკეცილი, ცინცხალი ჰაერი ძალას გმატებს, ტარანტასით
მგზავრობა სიამოვნებას გგვრის. კარგად რომ გათენდა და გზას
დავადექით, ცოტა გულს მომეშვა. ვუყურებდი შორს გაჭიმულ
მინდვრებს, მინდორში გაშლილ მობალახე ცხენებს, გზად შემ-
ხვედრ ადამიანებს და მავიწყდებოდა, სად ან რისთვის მივდი-
ოდი. ზოგჯერ მეგონა, ისეთი არაფერი ხდება, სულაც არ არის ის,
რამაც ასე სულმოუთქმელად წამოსვლა მაიძულა-მეთქი. ამგვა-
რი თავდავიწყება მშვენიერ გუნებაზე მაყენებდა. მაგრამ, ბრაზი
ზოგჯერ ისევ შემომენთებოდა გულზე და თავს მაშინ თვითონვე
ვიმშვიდებდი: „მოეშვი ამ ფიქრს და ნერვიულობას, მიხვალ და
ყველაფერი გაირკვევა“... შუა გზაზე რომ ვიყავით, კიდევ ერთი
ისეთი მოულოდნელი რამ მოხდა, რამაც გზაში, მართალია, კარ-
გა ხანს შემაყოვნა, მაგრამ გამართო კიდევაც. მოკლედ, ტარან-
ტასი გაგვიტყდა და ვიდრე შევაკეთებდით, გვარიანად შევყოვ-
109 მკითხველთა ლიგა
ნდით, რის გამოც, მოსკოვში ჩავედი არა ხუთ საათზე, როგორც
ვვარაუდობდი, არამედ თორმეტზე. შინ რომ მივედი, უკვე ღამის
პირველი საათი იყო, ვინაიდან ჩქარ მატარებელს ვერ მივუსწარი
და იძულებული გავხდი, ჩვეულებრივი მატარებლით მემგზავრა.
ტარანტასის მოსაყვანად წასვლამ, მისმა შეკეთებამ, ხელოსნის-
თვის ანგარიშის გასწორებამ, ფუნდუკში ჩაის სმამ და მეეზოვეს-
თან საუბარმა ძალიან გამართო. ამ ამბებს რომ მოვრჩი, უკვე
კარგად შებინდებული იყო და, როგორც იქნა, გზას გავუდექით.
ღამით მგზავრობა გაცილებით სასიამოვნო მეჩვენა – ცას ახალი,
ნამგალა მთვარე ანათებს, ოდნავ ყინავს, გზა კიდევ უფრო მო-
შანდაკებული და საუცხოოა, აქეთ-იქით არაჩვეულებრივად ლა-
მაზი სანახები მიუყვება. მინდორს საბალახოდ გამოსული ცხენე-
ბი მოსდებია. გვერდით მხიარული, ხალისიანი მეეტლე მიზის...
ვზივარ ჩემთვის მშვიდად და ვნეტარებ. აღარც იმაზე ვფიქრობ,
სად მივდივარ და აღარც იმაზე, რა მელის... ანდა იქნებ სწორედ
ამიტომ ვიყავი ასეთ გუნებაზე, რომ ვიცოდი, რა მელოდა და სა-
ბოლოოდ ვემშვიდობებოდი ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიხა-
რულს. მართლაც, ჩემი ეს სიამოვნება და სიმშვიდე ცხენით
მგზავრობის დამთავრებასთან ერთად დამთავრდა. ვაგონში შე-
ვედი თუ არა, მაშინვე ცუდ გუნებაზე დავდექი. რვა საათი მატარე-
ბელში ჯდომა და მგზავრობა ჩემთვის აუტანელი იყო, ამას ალ-
ბათ ვერასოდეს დავივიწყებ. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ
დავჯექი თუ არა, წარმოვიდგინე, თითქოს უკვე სახლში ვიყავ. ან-
და იქნებ იმიტომ, რომ მატარებლით მგზავრობა ამაღელვებლად
მოქმედებს ადამიანებზე. თავს უკვე ვეღარ ვერეოდი, ვერ ვა-
ოკებდი ჩემს წარმოსახვას, რომელიც განსაკუთრებული სიცხა-
დით ხატავდა ჩემს გონებაში იმ გამაღიზიანებელ, ერთმანეთზე
ცინიკურ სურათებს, რაც შეიძლება ახლა იქ ჩემ გარეშე ხდებო-
და, იმას, თუ როგორ მღალატობდა საკუთარ სახლში საკუთარი
ცოლი და ბრაზის, აღშფოთების, ეჭვიანობისგან ცეცხლშენთებუ-
110 მკითხველთა ლიგა
ლივით ვიწოდი. დამცირებით გამოწვეული იმ უცნაური თრობით
აღშფოთების მომგვრელ სურათებს ვუყურებდი და გულს ვასკდე-
ბოდი, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი. არათუ არ შემეძლო დამეო-
კებინა ჩემი წარმოსახვა, წამეშალა გონებას დაუფლებული სუ-
რათები, კიდევ უფრო ხარბად მივჩერებოდი და კიდევ უფრო მე-
ტად მჯეროდა. რაც უფრო ცხადად წარმოვიდგენდი, მით უფრო
მეტად ვრწმუნდებოდი ცოლის ღალატში. რომელიღაც ბელიარი
თითქოს ჩემი ნების გარეშე ხატავდა ამ შემაძრწუნებელ სურა-
თებს და მაგულიანებდა. უცებ დიდი ხნის წინ ტრუხაჩევსკის ძმას-
თან ჩემი საუბარი გამახსენდა და იმას ალბათ თავის მუსიკოს
ძმასა და ჩემს ცოლზე ამბობდა-მეთქი, ძალიან ავღელდი.
არ ვიცი, რამ გამახსენა ჩვენი ეს ოდინდელი საუბარი. მახ-
სოვს, საროსკიპოში თუ დადიხარ-მეთქი, რომ ვკითხე, ასე მიპა-
სუხა, წესიერი კაცი იქ სიარულს არ დაიწყებს, სადაც შეიძლება
საზარელი სენი შეგეყაროს, სადაც ასეთი სიბინძურე და უმსგავ-
სობაა, მაშინ როცა ყოველთვის შეგიძლია, ვინმე წესიერი ქალი
იპოვო და მასთან იყოო. ამის გახსენებაზე გუნებაში გავიფიქრე –
„აი, იპოვა კიდევაც შენმა ძმამ ჩემი ცოლი, მართალია, აღარც
ისეთი ახალგაზრდაა, ერთი გვერდითა კბილიც აკლია, ცოტა შემ-
რგვალებულიც არის, მაგრამ რას იზამ, ის უნდა გამოიყენო, რაც
არის... ის რომ, ჩემს ცოლს საყვარლობას სთავაზობს, თავის
მხრივ, დიდ პატივად მიაჩნია – რა თქმა უნდა, მასზე უარს, აბა,
რატომ იტყვის, ლამაზი, პატიოსანი ქალია, არც მისი ჯანმრთე-
ლობისთვის არის საშიში...“ – ვმსჯელობდი გუნებაში, თან იმასაც
ვამბობდი, არა, ეს შეუძლებელია, რა სისულელეებზე ვფიქრობ,
ამის მსგავსიც არაფერი არ არის, ვარაუდისთვისაც კი არავითა-
რი საფუძველი არა მაქვს. განა ჩემი ცოლი თვითონ არ მეუბნე-
ბოდა, იმ კაცზე როგორ ეჭვიანობ, ეს ხომ ჩემთვის ძალიან დამამ-
ცირებელიაო! მაგრამ, მერე ისევ – არა, ტყუის, სულ ტყუის-მეთ-
ქი, – ვყვიროდი და ისევ ვეშვებოდი ეჭვიანობის მორევში... ჩემ
111 მკითხველთა ლიგა
გარდა ვაგონში კიდევ ორი მგზავრი იყო, ვიღაც ხანშიშესული
მანდილოსანი და მისი მეუღლე, ორივე ძალიან სიტყვაძუნწი. მა-
ლე ერთ-ერთ სადგურზე ისინიც ჩავიდნენ და ვაგონში მარტო
დავრჩი. ზუსტად გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ვიყავი, ხან
წამოვხტებოდი, ხან ფანჯარასთან მივიდოდი, ხან წინ და უკან
ბარბაცით ბოლთას ვცემდი, ვცდილობდი ვაგონის რწევისთვის
ფეხი ამეწყო, მაგრამ ვაგონში სკამებიც და ფანჯრებიც ისე ირწე-
ოდა, როგორც ახლა ჩვენი აი ეს ვაგონი...
ამ სიტყვებზე პოზდნიშევი უცებ წამოხტა, რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა, ისევ დაჯდა და განაგრძო:
– მეშინია, რკინიგზის ვაგონები თავზარს მცემს... საშინელე-
ბაა, უჰ, საშინელებაა!. ჩემს თავს ვაჯერებდი – კმარა, აჯობებს
სხვა რამეზე ვიფიქრო, ვთქვათ, იმ ფუნდუკის პატრონზე, სადაც
აგერ ახლა ჩაი დავლიე-მეთქი... მერე თვალწინ გრძელწვერა მე-
ეზოვე და მისი შვილიშვილი წარმომიდგა, ჩემი ვასიას ტოლი ბი-
ჭუნა... „ჩემი ბიჭი, ჩემი ვასია! დაინახავს, დედამისი მუსიკოსს
როგორ კოცნის და გული როგორ ეტკინება, რა დაემართება მის
საბრალო გულს! დედამისს კი რა უჭირს, შეყვარებულია!.. არა,
ჯობია, ისევ სხვა რამეზე ვიფიქრო, თუნდაც საავადმყოფოზე, აი,
იმაზე, გუშინ ავადმყოფი იმ ექიმს როგორ უჩიოდა, ვისაც ზუსტად
ისეთი ულვაშები ჰქონდა, როგორც ტრუხაჩევსკის... თან არ იტ-
ყვი, რა უტიფარი ბრძანდება ეს ჩვენი ტრუხაჩევსკი, მითხრა, მი-
ვემგზავრებიო, მაგრამ მომატყუა. ორივენი მატყუებენ, ისიც და
ჩემი ცოლიც...“ – ვფიქრობ ისევ აფორიაქებული... ყველაფერი
რაზეც ვფიქრობდი, მათთან იყო დაკავშირებული და ძალიან ვი-
ტანჯებოდი. რაც მთავარია, ჩემი იმ ტანჯვის მიზეზი ეჭვი, გაორე-
ბა, არცოდნა იყო – არ ვიცოდი, ვერ გამეგო, უნდა მყვარებოდა
თუ უნდა მძულებოდა ჩემი ცოლი. ტკივილი იმდენად დიდი იყო,
ისიც კი ვიფიქრე, მივსულიყავი რკინიგზაზე, თავი რელსზე დამე-
დო და დამემთავრებინა ამით ყველაფერი. მართალი გითხრათ,
112 მკითხველთა ლიგა
ეს აზრი ძალიან მომეწონა, ყოველ შემთხვევაში, ამ გაუთავებელ
ტანჯვასა და ყოყმანში აღარ ვიქნები-მეთქი, – ვფიქრობდი. მაგ-
რამ ის, რამაც ამაში ხელი შემიშალა, საკუთარი თავის სიბრალუ-
ლი იყო. რამაც მაშინვე ცოლის მიმართ სიძულვილი კიდევ უფრო
გაამძაფრა. მუსიკოსის მიმართ კი როგორიღაც უცნაური გრძნო-
ბა მქონდა – ეს სიძულვილიც იყო, დამცირების, შეურაცხყოფის
განცდაც და მისი გამარჯვებით გამოწვეული ტკივილიც. აი, ჩემი
ცოლი კი რაღაც სხვანაირად მძულდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი,
როგორ, მე თავი მოვიკლა, იმან კი იცოცხლოს და იცხოვროს თა-
ვისთვის აქ არხეინად?! არა, გაუშვი, ცოტა იმანაც იტანჯოს, მიხ-
ვდეს, როგორ ვიტანჯებოდი-მეთქი. ცოტა რომ დავმშვიდებული-
ყავი, მატარებელი სადაც კი გაჩერდებოდა, ყველა სადგურზე
ჩავდიოდი. და აი, ერთ-ერთი სადგურის ბუფეტში დავინახე, რომ
სვამდნენ და მეც მაშინვე არაყს მივეძალე. ჩემ გვერდით იქ ერთი
ებრაელი სვამდა. მივედი თუ არა, ებრაელმა მაშინვე ლაპარაკი
გამიბა და მეც ვაგონში მარტო რომ არ ვყოფილიყავი, მალე მის
ჭუჭყიან, პაპიროსის კვამლით შეჭვარტლულ, მზესუმზირის ჩენ-
ჩოთ მოშანშლილ მესამე კლასის ვაგონში გადავედი და მის
გვერდით დავჯექი. რა სისულელეზე არ ყბედობდა, ანეკდოტს
ანეკდოტზე მიყვებოდა, მაგრამ, ისე ვიყავი ჩემს ფიქრებში გარ-
თული, ისევ იმ ჩემს საფიქრალს მიცემული, რომ არ მესმოდა,
რას ამბობდა. ებრაელმა ეს შემატყო და რატომ არ მისმენო, მი-
საყვედურა. მალე ეს ყველაფერი მომბეზრდა და ისევ ჩემს ვაგონ-
ში გავედი. მივდიოდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, უნდა მოვიფიქ-
რო, სწორია ის თუ არა, რა აზრსაც ვადგივარ, იქნებ ამ ტანჯვის-
თვის არავითარი საფუძველი არ არსებობს-მეთქი? ვაგონში შე-
ვედი და ჩემს ადგილას დავჯექი. მინდოდა ყველაფერი მშვიდად
ამეწონ-დამეწონა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, დავჯექი თუ არა, ისევ
ამემღვრა გონება... ეჭვიანობის უამრავი ასეთი შეტევა გამახსენ-
და და ჩემს თავს ვუთხარი: – „ასე ადრეც ხომ რამდენჯერ ვიტან-
113 მკითხველთა ლიგა
ჯე, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებო-
და. ასე იქნება ამჯერადაც. არა, იქნება კი არა, ნამდვილად ასეა.
წევს ახლა ალბათ და მშვიდად სძინავს, რომ მივალ, გაიღვიძებს,
შემომხედავს, გაუხარდება, მეც მაშინვე დავრწმუნდები, რომ მათ
შორის არაფერი ყოფილა და დავმშვიდდები...“ ეჰ, მართლაც რა
კარგი, რა შესანიშნავი იქნებოდა!.. მაგრამ, რაღაც ხმა ჩამძახო-
და, მასეთი რამ ბევრჯერ ყოფილა, ახლა კი მორჩა, აღარ გამე-
ორდებაო! და ისევ ამერია გონება... იცით, ყველაზე უფრო რა
მტანჯავდა, რა იყო ჩემი სატანჯველი? ის, რომ სიფილისიანების
საავადმყოფოში კი არ წავიყვანდი ახალგაზრდას, რათა სამუდა-
მოდ დაჰკარგვოდა ქალთან სიახლოვის სურვილი, არამედ ჩემს
სულში ჩავახედებდი, იმ მაცდურ სატანას დავანახვებდი, რომე-
ლიც ასე აფორიაქებდა ჩემს სულს. განა შემაძრწუნებელი არ
არის? მე ასე თავდაჯერებული ვაცხადებდი უფლებას ჩემი ცოლის
სხეულზე, თითქოს ჩემი საკუთარი სხეული ყოფილიყოს, თუმცა
იმასაც ვგრძნობდი, რომ მისი დასაკუთრება არ შემეძლო, რომ
ის ჩემი სხეული არ იყო, რომ მას შეეძლო ისე მოქცეოდა თავის
სხეულს, როგორც უნდოდა, მაგრამ არაფერი შემეძლო, ვერც
ცოლს დავუშავებდი ვერაფერს, ვერც იმ კაცს, მაშინ როცა მალე
ის კაცი ალბათ სახრჩობელის წინ მდგომი ვანკა მეკუჭნავესავით
იმ სიმღერას იმღერებდა, ჩემს ცოლს ტკბილი ტუჩები როგორ და-
უკოცნა და ამაზე კიდევ უარესსაც, მე კი ჩემი ცოლისათვის არათუ
ამის, ამაზე ათჯერ ნაკლების გაკეთებაც არ შემეძლო... უზნეობა
ჩადენილი რომც არ ჰქონდეს, მაგრამ ვიცოდე, რომ ამის სურვი-
ლი აქვს, კიდევ უარესი. ჯობდა ჩაედინა, მეცოდინებოდა და აღარ
ვიქნებოდი ამ გაუგებრობაში. თუმცა, მაშინ ალბათ ვერ შევძლებ-
დი მეთქვა, რა მინდოდა. მინდოდა კი, ჩემს ცოლს არ ნდომოდა
ის, რაც უნდოდა... ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, დიახ, ნამდვილი სი-
გიჟე...

114 მკითხველთა ლიგა


26

ბოლოსწინა გაჩერებაზე კონდუქტორმა ბილეთების გასინჯვა


რომ დაიწყო, ჩემს ბარგს თავი მოვუყარე, საჩერებელ მუხრუჭზე
გავედი და იმის გაცნობიერებამ, აი, უკვე დადგა ჩემი გადაწყვე-
ტილების აღსრულების დრო-მეთქი, კიდევ უფრო ავღელდი, სი-
ცივემ ამიტანა, კრიჭაშეკრული და აკანკალებული კბილს კბილზე
ვაცემინებდი. ხალხთან ერთად უაზროდ გავედი სადგურიდან, მე-
ეტლე ავიყვანე, ჩავჯექი ეტლში და წავედი. ვიჯექი, ვუყურებდი
გამვლელ-გამომვლელებს, ვუყურებდი ფანრებისა და ჩემი ღია
ეტლის ჩრდილებს და ჩემს თავში ფიქრის ნატამალიც აღარ იყო.
ნახევარი ვერსი რომ გავიარე, ფეხებში სიცივე რომ ვიგრძენი,
გამახსენდა, წეღან ვაგონში შალის წინდები გავიხადე, ჩანთაში
ჩავტენე. ნეტავი ჩანთა რა ვქენი, ხომ არ დამავიწყდა-მეთქი, მაგ-
რამ, რომ ვნახე, ადგილზე იყო, ახლა კალათი მოვინაკლისე და
მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ ბარგი საერთოდ სულ არ გამ-
ხსენებია. კიდევ კარგი, ახლა მაინც გამახსენდა-მეთქი, ჯიბიდან
ქვითარი ამოვიღე, მაგრამ ამისთვის უკან მიბრუნება უკვე აღარ
ღირდა და გზა განვაგრძე.
ამწუთას ძალიან ვცდილობ, გავიხსენო მაშინ რა მდგომარეო-
ბაში ვიყავი, თუმცა ვერ ვიხსენებ. რა მინდოდა ან რაზე ვფიქრობ-
დი, არ ვიცი. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მქონდა გაცნობიერე-
ბული, რომ რაღაც ცუდი, რაღაც მნიშვნელოვანი მელოდა. იქნებ
იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, რომ წინასწარ ვფიქრობდი, ან იქ-
ნებ იმიტომ, რომ წინასწარ ვგრძნობდი? არა, არ ვიცი... იქნებ
მომხდარის ყოველი წუთი ჩემს მეხსიერებაში წყვდიადმა მოიც-
ვა? არა, არც ეს არის გამორიცხული... პარმაღთან მივედი. უკვე
პირველი საათი იყო. ჩვენი დარბაზისა და სასტუმრო ოთახის გა-
ნათებულ ფანჯრებს ქვემოთ მეეტლები იდგნენ და მგზავრებს
ელოდნენ. ასე გვიან ჩვენ სახლში სინათლე რატომ ანთია-მეთქი,
115 მკითხველთა ლიგა
არ დავფიქრებულვარ, ისევ იმ საშინელების მოლოდინში კიბეზე
ავედი და დავრეკე. კარი ჩვენმა კეთილმა, მუყაითმა, მაგრამ
შტერმა ლაქია ეგორმა გამიღო. პირველი, რაც შესვლისთანავე
თვალში მეცა, იმ კაცის პალტო იყო, რომელიც საკიდზე სხვა
პალტოებთან ერთად ეკიდა. წესით ეს უნდა გამკვირვებოდა, მაგ-
რამ არ გამკვირვებია, ამას თითქოს ველოდი. „ჰო, ასეა... დიახ,
ასეა!..“ – გავიფიქრე და ეგორს ვკითხე, ჩვენთან ვინ იყო? ტრუ-
ხაჩევსკიო, – მიპასუხა. მერე ის ვკითხე, სხვაც ხომ არავინ არის-
მეთქი.
– არა, არავინო.
მახსოვს, ეს ისეთი ხმით და ისეთი გამომეტყველებით მითხრა,
თითქოს უნდოდა დავემშვიდებინე, რომ აქ სხვა ნამდვილად არა-
ვინ იყო. „ესე იგი, არავინ... რახან ასეა...“ – ისე ვთქვი, თითქოს
ჩემს თავს ველაპარაკებოდი. ეგორს ახლა ის ვკითხე, ბავშვები
როგორ იყვნენ.
– დიდება უფალს, ჯანმრთელები და საღ-სალამათები არიან,
კარგა ხანია სძინავთო, – მიპასუხა.
სული ვერ მოვითქვი, აკანკალებულ ნიკაპს ვერაფერი მოვუ-
ხერხე. „მაშასადამე, ისე არ არის, როგორც მაშინ ვფიქრობდი,
როცა მეგონა ჩემს თავს უბედურება იყო. მაგრამ, აი, აღმოჩნდა,
რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ძველებურადაა-მეთ-
ქი... და აი, ესეც შენი ძველებურად, ესეც შენი კარგადაა!.. აჰა, აი,
ის, რასაც წარმოვიდგენდი, რასაც ვფიქრობდი! აი, ის, რაც მოხ-
და, რაც სინამდვილეშია...“
ის იყო, ლამის ავქვითინდი, რომ ეშმაკმა მაშინვე მიკარნახა:
„იტირე, იდარდე, ისინი ამ დროს მშვიდად დაემშვიდობებიან ერ-
თმანეთს, არავითარ სამხილს არ დატოვებენ, შენ კი მთელი შენი
სიცოცხლე ამ ეჭვსა და წამებაში იქნებიო... საკუთარ თავზე დარ-
დი და წუხილი უცებ სადღაც გაქრა, მის მაგივრად გაჩნდა უცნაუ-
რი გრძნობა და არ დაიჯერებთ, რომ ეს სიხარულის გრძნობა
116 მკითხველთა ლიგა
იყო, სიხარული იმის გამო, რომ მორჩა, ბოლო მოეღო ჩემს წამე-
ბას, რომ ახლა შემიძლია დავსაჯო ჩემი ცოლი, შემიძლია გან-
ვთავისუფლდე მისგან, ნებაზე მივუშვა ჩემი ბრაზი და გულის-
წყრომა... მივუშვი კიდევაც და მხეცადაც ვიქეცი, ავ, ბოროტ, გა-
იძვერა მხეცად.
– არა, არ გინდა, საჭირო არ არის, – ვუთხარი ეგორს, როცა
მან სასტუმრო ოთახში შესვლა დააპირა, – ახლავე მეეტლე მო-
ძებნე, სადგურში წადი და ჩემი ბარგი წამოიღე, აჰა, აი, ქვითარი.
ეგორი პალტოს ასაღებად დერეფანში გავიდა. იმის გამო,
რომ მეშინოდა, ისინი არ დაეფრთხო, თავის პატარა ოთახამდე
მივაცილე და დაველოდე, ვიდრე ჩაიცვამდა. ერთი ოთახის იქით,
სასტუმრო ოთახში, ლაპარაკის, თეფშების და დანა-ჩანგლის ხმა
ისმოდა. ეტყობა ჭამაში იყვნენ გართულები, ზარის ხმა არ ესმო-
დათ. ნეტავ ახლა არ გამოვიდნენ-მეთქი, – ვფიქრობდი. ამასო-
ბაში ეგორმა თავისი ასტრახანული კრაველის საყელოიანი პალ-
ტო ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. მე მას კარამდე მივყევი. კარი
ჩავკეტე და რომ ვნახე, მარტო დავრჩი, თავი ძალიან ცუდად ვიგ-
რძენ... დრო იყო მემოქმედა, მაგრამ, როგორ, არ ვიცოდი. ვიცო-
დი მხოლოდ ის, რომ ახლა უკვე ყველაფერი დამთავრებული
იყო, რომ მის უდანაშაულობაზე ლაპარაკიც აღარ ღირდა. დავ-
სჯიდი ახლა და მასთან ყოველგვარ ურთიერთობას გავწყვეტ-
დი...
ადრე ჯერ კიდევ ვეჭობდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, იქნებ ასე
არ არის, იქნებ ვცდები-მეთქი, მაგრამ, ახლა უკვე მტკიცედ ვიდე-
ქი ჩემს გადაწყვეტილებაზე, უარს ვერავინ და ვერაფერი მათქმე-
ვინებდა... ღამით, ჩემგან ფარულად, იმ კაცთან მარტოდმარტო!
ესე იგი, ყველაფერი დაივიწყა, თავისი თავმოყვარეობაც და თა-
ვისი ის სიამაყეც... ან კიდევ უარესი – განგებ იქცევა, განგებ უჭი-
რავს თავი ასე უტიფრად, უნდა ამით თავისი უდანაშაულობა და-
ამტკიცოს... თუმცა, საეჭვო აღარაფერი იყო!.. მხოლოდ ერთი
117 მკითხველთა ლიგა
რამის მეშინოდა, ვაითუ სულ გადაირივნენ, რაღაც ახალი ტყუ-
ილი მოიგონონ, აღარც სამხილი მქონდეს და აღარც მისი დასჯის
მიზეზი. რაც შეიძლება თავს მალე რომ წავდგომოდი, დარბაზში,
სადაც ისინი ისხდნენ, ნაცვლად იმისა, სასტუმრო ოთახიდან შევ-
სულიყავი, დერეფანი და საბავშვო ოთახი გავიარე და ზალაში
ფეხაკრეფით შევაბიჯე.
პირველ საბავშვო ოთახში ბიჭუნებს ეძინათ. მეორე საბავშვო
ოთახში რომ შევედი, ძიძა შეიშმუშნა, გაღვიძება დააპირა და
წარმოვიდგინე, რას იფიქრებდა ამ ყველაფერს რომ გაიგებდა.
ამის გაფიქრებაზე თავი ისე შემეცოდა, ცრემლი ვეღარ შევიკავე
და ბავშვებს რომ არ გაღვიძებოდათ, დერეფანი ისევ ფეხაკრე-
ფით გავიარე, ჩემს კაბინეტში შევედი, დივანზე დავემხე და ავქვი-
თინდი.
„პატიოსანი კაცი ვარ, ჩემი მშობლების შვილი! მთელი სიცოც-
ხლე ოჯახურ ბედნიერებაზე მეოცნებე, კაცი, ვისაც ცოლისთვის
არასოდეს უღალატია... და აი, ეს ქალი, ხუთი შვილის დედა, მუ-
სიკოსს ჰკოცნის იმიტომ, რომ იმ კაცს ლამაზი ტუჩები აქვს! არა,
ეს ქალი არ არის, ეს ძუკნაა, საზიზღარი ძუკნა! თანაც სად? ბავ-
შვების ოთახის გვერდით! მთელი სიცოცხლე თავს იკატუნებდა,
აქაოდა ძალიან მიყვარს შვილები, თავს მირჩევნიანო. ნეტავ რა
სინდისით მწერდა იმას, რასაც მწერდა?! ან რა სინდისით მომეხ-
ვია ისე კისერზე! აბა, რა ვიცი, ვიცი კი რაიმე? იქნებ სულ ასე იქ-
ცეოდა, იქნებ შვილებს, მე რომ ჩემები მგონია, ლაქიებისგან
აჩენდა... ჩამოვიდოდი ხვალ, შემხვდებოდა ლამაზად თმადავარ-
ცხნილი, ტანწერწეტა, ნაზი, გრაციოზული (ვფიქრობდი ამას და
თვალწინ მისი მომხიბვლელ-საძულველი სახე მედგა), და ეჭვია-
ნობის ის მხეცი სამუდამოდ დაიბუდებდა ჩემს გულში, დაფლეთ-
და, მოსვენებას არ მისცემდა... რას იფიქრებს ძიძა, რას იფიქ-
რებს იგორი, ან ჩემი საბრალო ლიზა, ჩემი პატარა გოგონა, რო-
მელიც უკვე ხვდება რაღაცას. მაგრამ ეს სიცრუე! ეს უტიფრობა!
118 მკითხველთა ლიგა
ეს ცხოველური ავხორცობა, რაც ძალიან ნაცნობია და ძალიან
კარგად ვიცი! – ვეუბნებოდი ჩემს თავს.
მინდოდა ავმდგარიყავი, მაგრამ არ შემეძლო. გული ისე მი-
ცემდა, ლამის ვიქცეოდი. ეს ქალი მომკლავს, მოვკვდები, სის-
ხლი ჩამექცევა! მასაც ხომ სწორედ ეს უნდა... რა ვქნა, მოვკლა?
არა, ეს მისთვის ხელსაყრელიც იქნება, არა, არ მივანიჭებ მე მას
ამ სიამოვნებას... ვზივარ ახლა აქ ჩემთვის არხეინად, ისინი კი იქ
ჭამენ, სვამენ, იცინიან და... მართალია, აღარც ისეთი ახალგაზ-
რდა და ქორფაა, მაგრამ მის სიყვარულზე უარი არ უთქვამს, რაც
არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ საკმაოდ მომხიბვლელი ქალია. ყოველ
შემთხვევაში, ამ ვაჟბატონის ძვირფასი ჯანმრთელობისათვის სა-
შიში არ არის... მერე ის წუთები გამახსენდა, ერთი კვირის წინ
ოთახიდან ჯიკავ-ჯიკავით რომ გავაგდე და ყველაფერი მივლეწ-
მოვლეწე. რატომ, რატომ არ მოვკალი მაშინ, რატომ არ დავახ-
რჩე?.. გამახსენდა, რა მდგომარეობაში ვიყავი. მარტო კი არ გა-
მახსენდა, მთელი სხეულით განვიცადე მტვრევის, განადგურების
ის მოთხოვნილება, რასაც მაშინ ვგრძნობდი. მახსოვს, როგორ
მომინდა, მემოქმედა, არ გავჩერებულიყავი, მაგრამ, გარდა იმი-
სა, რაც მოქმედებისათვის იყო საჭირო, ყველა აზრი და ფიქრი
თავიდან ამომივარდა. იმ წუთას მე იმ მხეცისა თუ იმ ადამიანის
მდგომარეობაში ვიყავი, შეშინებული ზუსტად, აუჩქარებლად
რომ მოქმედებს და წუთსაც არ კარგავს, თავისი იმ ერთადერთი,
გარკვეული მიზნის მისაღწევად.

119 მკითხველთა ლიგა


27

– პირველი, რაც გავაკეთე, ჩექმები გავიძრე, წინდების ამარა


კედელთან მდგარ იმ დივანზე ავედი, რომელ კედელზეც თოფები
და ხანჯლები ეკიდა. ის ყველაზე პირბასრი ხანჯალი ჩამოვხსენი,
რომელიც ხელში აქამდე არავის აეღო, ქარქაში დივანს უკან ვის-
როლე, მერე ეს ქარქაში აუცილებლად უნდა მოვძებნო, თორემ
დაიკარგება-მეთქი, – გავიფიქრე, პალტო გავიხადე და ისევ ისე
წინდების ამარა იმ ოთახისაკენ ფეხაკრეფით წავედი.
კართან ჩუმად მივიპარე და უცებ შევაღე. ახლაც კარგად მახ-
სოვს მათი სახეები, მათი გამომეტყველება. მახსოვს იმიტომ,
რომ მათმა ამ გამომეტყველებამ ტკივილიანი სიხარული მომ-
გვარა. ეს იყო იმ ორი შეშინებული, ელდანაკრავი ადამიანის გა-
მომეტყველება, რომელიც ჩემს დანახვაზე პირველ წუთს აღებეჭ-
დათ. როგორც მახსოვს, ტრუხაჩევსკი მგონი მაგიდასთან იჯდა.
არ ვიცი, ჩემი ხმა გაიგო, დამინახა, სასწრაფოდ წამოდგა, კარა-
დასთან მივიდა და მისკენ ზურგშებრუნებული დადგა. აშკარად
ეტყობოდა, შეშინებული იყო. ჩემს ცოლსაც ზუსტად ისეთივე გა-
მომეტყველება ჰქონდა, ოღონდ შიშის გარდა კიდევ რაღაც სხვაც
იყო მის გამომეტყველებაში. შეშინებულია-მეთქი, მარტო ეს რომ
მეგრძნო, შეიძლება არც მომხდარიყო ის, რაც მოხდა. თუმცა ერ-
თი შეხედვით მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში, პირველ წუთს,
რომ ეს მხოლოდ შიში კი არა, უკმაყოფილება იყო, უკმაყოფილე-
ბა იმის გამო, იმ კაცის გვერდით ყოფნის ბედნიერება, სიყვარუ-
ლი რომ არ ვაცალე. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს არაფერი სურ-
და გარდა იმისა, ხელი არ შეეშალათ, რათა ახლა ბედნიერებით
დამტკბარიყო. ერთიც და მეორე გამომეტყველებაც მხოლოდ წა-
მით გაკრთა მათ სახეებზე. ტრუხაჩევსკისსახეზე შიშის ეს გამო-
მეტყველება კითხვის გამომხატველმა გამომეტყველებამ შეცვა-
ლა – „შეიძლებოდა თუ არა ეცრუა? თუ შეიძლებოდა, უნდა დაეწ-
120 მკითხველთა ლიგა
ყო, თორემ რაღაც სხვა დაიწყებოდა, მაგრამ, რა? – მერე უცებ
ჩემს ცოლს კითხვით შეხედა და ჩემს ცოლს სახეზე, როგორც მა-
შინ მომეჩვენა, ნაცვლად წყენისა და გულისტკივილისა, იმ კაცი-
სადმი ზრუნვა და თანაგრძნობა აესახა. წუთით კართან შევჩერ-
დი. ხანჯალი ხელში ზურგსუკან ჩაბღუჯული მეჭირა. ტუხაჩევსკიმ
გაიხედა და სასაცილობამდე გულგრილი გამომეტყველებით მე-
უბნება:
– ჩვენ, აი, მუსიკით ვიყავით გართულები.
– იცი, სულ არ გელოდი, – აჰყვა იმავე გამომეტყველებით ჩე-
მი ცოლი. თუმცა არც ერთს და არც მეორეს სათქმელის დამთავ-
რება არ ვაცალე. ისე გავცოფდი, როგორც ამ ერთი კვირის წინ
და ისევ მტვრევის, ძალადობის სურვილმა შემიპყრო.
როგორც უკვე გითხარით, სათქმელი ვერც ერთმა დაამთავ-
რა, ვერც მეორემ და დაიწყო ის სხვა, რისიც ასე ეშინოდა ტრუხა-
ჩევსკის და რის შემდეგაც ხაზი გადაესვა ყველა მათ იმ ნათქვამს,
რასაც ეს-ესაა ამბობდნენ.. ცოლს ვეცი, მინდოდა ხანჯალი იმ ად-
გილას ჩამეცა, რომელიც გონებაში წინასწარ მქონდა მონიშნუ-
ლი. მუსიკოსს ხელი რომ არ შეეშალა, ხანჯალი ჯერ ისევ ზურგს
უკან მქონდა დამალული, მაგრამ, რომ დაინახა, როგორი გაცეც-
ხლებული ვიყავი, ხელში ხელი მტაცა და იყვირა:
– გონს მოდით, რას ჩადით! გვიშველეთ, ხალხო, გვიშველეთ!
ხელი რომ გამოვტაცე, გაფითრდა, მკვდრისფერი დაედო,
ფორტეპიანოს გვერდით ჩაუქროლა და რასაც სრულიად არ ვე-
ლოდი, კარს ეცა. ის იყო, უნდა გავკიდებოდი, რომ მარცხენა
მკლავზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი. ვხედავ მკლავზე ჩემი ცოლი
ორივე ხელით მაგრად ჩამბღუჯვია, ვცდილობ მოვიცილო, მაგ-
რამ ხელს კიდევ უფრო მაგრად მკიდებს. ამ მოულოდნელმა დაბ-
რკოლებამ და მისმა ამ გულისამრევმა შეხებამ, ცეცხლი კიდევ
უფრო შემინთო. ისე ვიყავი გაცოფებული, ალბათ, მართლაც სა-
ზარელი შესახედი ვიყავი, რაც მიხაროდა კიდევაც. მარცხენა ხე-
121 მკითხველთა ლიგა
ლი მთელი ძალით მოვიქნიე, იდაყვი სახეში მოხვდა, ერთი წამო-
იყვირა და ხელი გამიშვა. მინდოდა გაქცეულ ტრუხაჩევსკის გა-
მოვკიდებოდი, მაგრამ, გამახსენდა, რომ ფეხსაცმელი არ მეცვა
და მივხვდი, ცოლის საყვარელს წინდების ამარა გამოკიდებული
ძალიან სასაცილო ვიქნებოდი, მაშინ როცა სასაცილო კი არა,
მინდოდა საშიში ვყოფილიყავი. ჩემი ასეთი გაცოფების მიუხედა-
ვად, წუთითაც არ დამვიწყნია, სხვებზე რა შთაბეჭდილებას მო-
ვახდენდი და ერთგვარად სწორედ ამის გათვალისწინებით ვმოქ-
მედებდი. უცებ ცოლისკენ შევბრუნდი, დავინახე, ტახტზე როგორ
დაეცა, ნატკენ თვალზე ხელი როგორ აიფარა და ზიზღით როგორ
შემომხედა. ეტყობოდა შეშინებული იყო, ისე მიყურებდა, რო-
გორც ხაფანგში მომწყვდეული თაგვი თავის მოსისხლე მტერს
ხაფანგის გახსნისას. ყოველ შემთხევაში, მისი იმ შიშის, იმ სი-
ძულვილის გარდა, რასაც ჩემდამი ის იმ მეორე კაცის სიყვარუ-
ლის გამო განიცდიდა, ვერაფერს ვხედავდი. ჩუმად რომ ყოფი-
ლიყო, ალბათ თავს შევიკავებდი, არ გავაკეთებდი იმას, რაც გა-
ვაკეთე, მაგრამ უცებ ხელში, რომელშიც ხანჯალი მეჭირა, ხელი
მტაცა და იყვირა:
– დამშვიდდი, გონს მოდი, რა გჭირს, რა მოგივიდა! ჩვენ შო-
რის არაფერი არ არის, გესმის, არაფერი!.. ვფიცავ!.. გეფიცები!
თავს ალბათ ცოტას კიდევ შევიკავებდი, მაგრამ მისი იმ სიტ-
ყვების გამო, ჩვენ შორის არაფერიაო, დავრწმუნდი, მათ შორის
ნამდვილად რაღაც ხდება, ამაზე პასუხი უნდა აგოს-მეთქი და კი-
დევ უფრო გავცოფდი. პასუხი კი იმ განწყობის შესაბამისი უნდა
ყოფილიყო, რა განწყობამაც იმ გაცოფებამდე მიმიყვანა, ხოლო
გაცოფებას, კარგად მოგეხსენებათ, თავისი კანონები აქვს.
– ნუ ცრუობ, ნუ ტყუი, შე ნამუსგარეცხილო! – ავღრიალდი და
მარცხენა ხელით ხელში მაგრად ჩავეჭიდე (მარჯვენაში ისევ ხან-
ჯალი მეჭირა). მალე ხელიდან გამისხლტა, დავიჭირე, იატაკზე
პირქვე დავაგდე და მარცხენა ხელი ყელში წავუჭირე (კისერზე
122 მკითხველთა ლიგა
კანი როგორიღაც გაუხეშებული ჰქონდა). დახრჩობა რომ დავუწ-
ყე, ორივე ხელი ხელში მტაცა, უნდოდა გათავისუფლებულიყო
და მეც თითქოს ამას ველოდიო, ხანჯალი მარცხენა მხარეს ნეკ-
ნებქვეშ გავუტარე.
რომ ამბობენ, გაგიჟებული ვიყავი, არ მახსოვს, რას ვჩადი-
ოდიო, ტყუილია, მე ყველაფერი მახსოვდა, წუთითაც არ მავიწ-
ყდებოდა. რაც უფრო ვაგულიანებდი ჩემს თავს, რაც უფრო მე-
ტად ვცოფდებოდი, მით უფრო მეტად მინათდებოდა გონება,
რომლის დროსაც შეუძლებელია არ დამენახა ის, რასაც ვაკე-
თებდი. დიახ, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, როგორ არ ვიცოდი!..
ვერ ვიტყვი, თითქოს წინასწარ მქონდა განსაზღვრული, რას და
როგორ მოვიმოქმედებდი, მაგრამ იმ წამს, რა წამსაც ამას ვჩა-
დიოდი, მე მგონი, ცოტა ადრეც კი, თითქოს იმისთვის, რომ ვაი
თუ მენანანა, ვაი თუ ჩემი თავისთვის მეთქვა, კმარა გაჩერდი-
მეთქი, გადავწყვიტე ხანჯალს ნეკნებქვეშ გავუტარებდი და ხანჯა-
ლი შიგ გულში გაუვლიდა. ვიცოდი, ისეთ საშინელებას ჩავდი-
ოდი, რასაც თავში ალბათ აზრადაც არასოდეს გავივლებდი, ვი-
ცოდი ამას რა თავზარდამცემი შედეგი მოჰყვებოდა, შედეგი, რო-
მელიც მთელი სიცხადით მქონდა გაცნობიერებული, მაგრამ
ამის გაცნობიერებამ მხოლოდ წამითგამიელვა გონებაში და იმა-
ვე წამს მოქმედება მოჰყვა. მახსოვს, ხანჯალი რომ დავარტყი,
კორსეტმა ხანჯალს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მალევე რბი-
ლად წავიდა სხეულში. ხანჯალს ის ორივე ხელით ჩაეჭიდა, ორი-
ვე ხელი გაეჭრა, მაგრამ ვერ შემაჩერა... მას შემდეგ, რაც ჩემში
ერთგვარი ზნეობრივი გარდატეხა მოხდა, ციხეში დიდხანს და
ხშირად ვფიქრობდი იმ წუთებზე. ვიხსენებდი ყველაფერს, რის
გახსენებაც შემეძლო. გამახსენდა, წამით როგორ გამიელვა გო-
ნებაში, მხოლოდ წამით როგორ გავაცნობიერე, რა საშინელება
ჩავიდინე, როგორ მოვკალი ქალი, ჩემი ცოლი, ასეთი უსუსური,
დაუცველი და საბრალო... მახსოვს, რა თავზარი დამცა ამის გაც-
123 მკითხველთა ლიგა
ნობიერებამ და როგორ ვცდილობდი, არ მეფიქრა, ჩამეკეტა, მი-
მეყუჩებინა ფიქრი სადღაც გულის კუნჭულში. ალბათ ამიტომ
მახსოვს ასე ბუნდოვნად, როგორ ჩავარტყი ხანჯალი მთელი ძა-
ლით და მაშინვე როგორ ამოვაძრე. უცებ მომინდა დავხმარებო-
დი, გადამერჩინა როგორმე და ერთ წამს გაუნძრევლად ვიდექი,
ველოდი, რა მოხდებოდა. ამ მდგომარეობაში რომ ვიყავი, უცებ
წამოხტა და იყვირა:
– გადია, მომკლა!.. მომკლა, გადია!..
ხმაურის გაგონებაზე გადია უკვე კართან იდგა. მე ისევ დაბნე-
ული, გაოგნებული ვიდექი, რომ კორსეტიდან უცებ სისხლმა
იფეთქა და მხოლოდ მაშინღა მივხვდი, იმას აღარაფერი ეშველე-
ბოდა. არც არის საჭირო-მეთქი, ცოტა ხანს შევიცადე და მხო-
ლოდ მაშინ დავაგდე ხანჯალი, როცა ის უგონოდ დაეცა. მხო-
ლოდ მაშინ გავედი ოთახიდან, გადიამ მასთან რომ მიირბინა და
გვიშველეთო, იყვირა.
„წუხილი და ნერვიულობა საჭირო არ არის, მთავარია, ახლა
რა ვქნა, როგორ მოვიქცე?“ – ვუთხარი ჩემს თავს და ოთახიდან
ისე გავედი, არც ცოლისთვის შემიხედავს, არც ძიძისთვის... ძიძა
გაუჩერებლივ კიოდა, ჩემს ქალიშვილს – ლიზას ეძახდა. დერე-
ფანი გავიარე, ლიზას ვუთხარი, შესულიყო და ჩემი ოთახისკენ
გავწიე. ახლა რა ვქნა, როგორ მოვიქცე? – ვკითხე ისევ ჩემს
თავს, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. კაბინეტ-
ში შევედი, კედლიდან რევოლვერი ჩამოვიღე, დავათვალიერე,
ვნახე, დატენილი იყო და მაგიდაზე დავდე. მერე დივანზე დაგდე-
ბული ქარქაში გვერდზე გადავდე და დივანზე დავჯექი.
დიდხანს ვიჯექი ასე. არც არაფერზე ვფიქრობდი, არც არა-
ფერს ვიხსენებდი, რომ რაღაც ხმაური მომესმა, გავიგე ვიღაც
მოვიდა, კიდევ ვიღაც, დავინახე, ეგორმა სადგურიდან მოტანი-
ლი ჩემი კალათი კაბინეტში როგორ შეიტანა და ნეტავი ახლა ეს
ვის სჭირდება-მეთქი! – გავიფიქრე.
124 მკითხველთა ლიგა
– გაიგე, რა მოხდა? – ვუთხარი ეგორს, – მეეზოვეს გადაეცი,
პოლიციას შეატყობინოს.
ეგორი ისე წავიდა, ხმა არ ამოუღია. კარი მაშინვე ჩავკეტე და
პაპიროსს მოვუკიდე. პაპიროსი ბოლომდე ჩამთავრებული არ
მქონდა, რომ უცებ ძილმა წამიღო. დაახლოებით ალბათ ორი სა-
ათი მეძინა. მახსოვს, სიზმარში ვითომ მე და ჩემი ცოლი კარგად,
შეთანხმებულად ვცხოვრობდით, მერე ვითომ ვიჩხუბეთ, თუმცა
მაშინვე შევრიგდით. რაღაც თითქოს ხელს გვიშლის, მაგრამ,
არა, კარგად ვართ... ამ სიზმარში რომ ვიყავი, უცებ კარზე კაკუ-
ნის ხმა გავიგე და გამეღვიძა. „ალბათ პოლიციაა, მგონი მოვკა-
ლი... არა, იქნებ თვითონაა, იქნებ ცუდი არაფერი მომხდარა,
ცოცხალია და საღსალამათი?“: კარზე ისევ კაკუნი გაისმა. თუმცა,
ნამდვილად მოხდა ეს ამბავი თუ მესიზმრა-მეთქი, ისე ვიყავი ამ
ფიქრებში გართული, რომ არ გავპასუხებივარ. „ჰო, მოვკალი,
ასე იყო, ნამდვილად მოვკალი...“ – ერთბაშად ყველაფერი
თვალწინ დამიდგა, გამახსენდა, კორსეტში ხანჯალი როგორ ჩა-
იჭედა, მერე ხორცში რბილად როგორ ჩასრიალდა და მთელ ტან-
ში სიცივემ დამიარა. „ის მოვკალი, ახლა ჩემი ჯერია“ – ვამბობ
გუნებაში, მაგრამ, ვიცი, თავს არ მოვიკლავ, თუმცა ავდექი და
რევოლვერი მაინც ავიღე. უცნაური ისაა, მახსოვს ადრეც რამ-
დენჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, იმ დღეს რკინიგზაზეც ეს მე-
ტად იოლი მეჩენა, იოლი იმიტომ, რომ ვფიქრობდი რა დღეში ჩა-
ვარდებოდა, როგორ გაოგნდებოდა ჩემი ცოლი. ახლა კი არათუ
თავის მოკვლა, ამაზე ფიქრიც არ შემეძლო. „რატომ? რატომ ჩა-
ვიდინე ეს?“ – ვეკითხებოდი ჩემს თავს, მაგრამ ვერაფერს ვპასუ-
ხობდი. კარზე ისევ დააკაკუნეს. ჯერ გავიგო, ვინ აკაკუნებს, თა-
ვის მოკვლას მერეც მოვასწრებ, – რევოლვერი დავდე, გაზეთი
დავაფარე, კართან მივედი და ურდული გავწიე – კართან ჩემი
ქვრივი ცოლისდა იდგა, კეთილი, მაგრამ მოშტერო.

125 მკითხველთა ლიგა


– ვასია, რა არის ეს? – მითხრა და ისედაც ყოველთვის სატირ-
ლად გამზადებულს თვალებიდან ცრემლი წასკდა.
– რა გინდა? – ვკითხე მკვახედ. ვხედავდი ჩემი ეს უხეში საქ-
ციელი არც საჭირო იყო, არც აზრი ჰქონდა, მაგრამ სხვანაირად
როგორ დავლაპარაკებოდი, არ ვიცოდი.
– ვასია, ის კვდება! მე ეს ივან ფეოდოროვიჩმა მითხრა.
ივან ფეოდოროვიჩი ჩემი ცოლის ექიმი და მრჩეველი იყო.
– აქ არის, უკვე მოვიდა?! – ვკითხე და ისევ ბრაზმა მომიცვა,
– მერედა მე რა ვქნა, თუ კვდება?!
– ვასია, შედი მასთან... ღმერთო, რაუბედურებაა!
„რა ვქნა, შევიდე თუ არ შევიდე? – ვეკითხები ჩემს თავს, –
არა, უნდა შევიდე, ქმარი, რომელმაც ცოლი ისე მოკლა, რო-
გორც მე მოვკალი, მომაკვდავს ალბათ არ ტოვებს. ჰოდა, თუ არ
ტოვებს, თუ ყველა ასე იქცევა, ესე იგი, უნდა შევიდე. რაც შეეხება
თავის მოკვლას, თუ საჭირო გახდა, ყოველთვის მოვასწრებ“ –
გავიფიქრე და ჩემს ცოლისდას უკან გავყევი. ვიცი, ათას რაღაცა-
ზე დაიწყებენ ლაპარაკს, იქნება ცრემლი, ტირილი, გრიმასები,
მაგრამ ყურადღებას არ მივაქცევ, – ვამბობ გუნებაში.
– მოიცა, გაჩერდი, ტუფლებს მაინც ჩავიცვამ, ასე ფეხშიშვე-
ლა ხომ არ წამოვალ, – ვეუბნები მაინც ჩემს ცოლისდას.

126 მკითხველთა ლიგა


28

– საოცარი ის იყო, კაბინეტიდან რომ გავედი, ჩემთვის კარ-


გად ნაცნობი ოთახები რომ გავიარე, ისევ იმედი მომეცა, ისევ
მომეჩვენა, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ, იოდოფორ-
მის და კარბოლმჟავას აუტანელმა სუნმა გამტეხა: „არა, იყო, ყვე-
ლაფერი იყო...“ ჩავუარე დერეფანში ბავშვების ოთახს. ვხედავ,
ლიზა დგას და შეშინებული მიყურებს. უცებ მომეჩვენა, თითქოს
ჩემი ხუთივე შვილი იდგა და შეშინებული მომჩერებოდა. კართან
მივედი, კარი მოსამსახურემ შიგნიდან გამიღო და თვითონ ოთა-
ხიდან გამოვიდა. პირველი, რაც შესვლისს თვალში მეცა, ჩემი
ცოლის სკამზე გადადებული ღია ნაცრისფერი, სისხლში ამოს-
ვრილი კაბა იყო, ჩვენს ორსაწოლიან ლოგინზე თვითონ ბალი-
შებზე ოდნავ გვერდულად, მუხლებმოხრილი იმ მხარეს იწვა,
რომელზეც მე ვწვებოდი (მე იმიტომ, რომ მისადგომად ის მხარე
ადვილი იყო). კოფთა გახსნოდა, ჭრილობაზე რაღაც დაფარებუ-
ლი ჰქონდა. ოთახი იოდოფორმის მძიმე სუნით იყო გაჯერებული.
სახე შეშუპებოდა, ცხვირზე და თვალებქვეშ კანი ლურჯად უპრია-
ლებდა, რამაც ძალიან გამაოცა. სადღა იყო მისი ლამაზი სახე, იმ
სილამაზის ნიშანწყალიც აღარ შერჩენოდა. კართან მივედი და
ზღურბლზე შევჩერდი.
– მიდი, ახლოს მიდი, – მთხოვს ცოლისდა.
„ალბათ უნდა მოინანიოს... რა ვქნა, ვაპატიო?.. რას იზამ,
კვდება, უნდა ვაპატიო...“ – ვფიქრობ და ვცდილობ, რაც შეიძლე-
ბა დიდსულოვანი ვიყო. ახლოს რომ მივედი, იმის გამო, რომ ცა-
ლი თვალი ძალიან ჰქონდა დაზიანებული, მეორე თვალი ძლივს
გაახილა და შემომხედა.
– ხომ მომკალი, ხომ მიაღწიე შენსას, – თქვა ენის ბორძიკით
და მიუხედავად იმისა, სიკვდილის პირას იყო, მიუხედავად აუტა-
ნელი ტკივილისა, სახეზე ჩემთვის ის კარგად ნაცნობი ცხოველუ-
127 მკითხველთა ლიგა
რი სიძულვილი აღებეჭდა, – ბავშვებს, ჩემს შვილებს, სულერ-
თია, არ დაგანებებ, ისინი ჩემს დასთან იქნებიან, ბავშვებს ჩემი
და წაიყვანს...
თავის დანაშაულსა და ღალატზე კი, რაც ჩემთვის ყველაზე
მტკივნეული იყო, სიტყვა არ დაუძრავს, იმას ეს არაფრად მიაჩ-
ნდა.
– აჰა, დატკბი ახლა შენი ნამოქმედარით, – მითხრა, კარისკენ
გაიხედა და ატირდა. კართან მისი და ბავშვებთან ერთად იდგა.
– ბავშვებს შევხედე, შევხედე დედის გასისხლიანებულ სახეს
და პირველი შემთხვევა იყო, რომ აღარც ჩემი უფლებები მახსოვ-
და, აღარც სიამაყე და აღარც თავმოყვარეობა. იმ დღეს პირვე-
ლად დავინახე მასში ადამიანი და მთელი ის ეჭვიანობა, ის ყვე-
ლაფერი, რაც შეურაცხყოფად, თავმოყვარეობის შელახვად მი-
მაჩნდა, არარაობად მეჩვენა. მინდოდა მის ხელს დავკონებოდი,
მინდოდა მეთქვა, მაპატიე-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.
იწვა თვალებდახუჭული, მდუმარე, ჩანს, ლაპარაკის თავი
აღარ ჰქონდა. მერე შეცვლილი, დამახინჯებული სახე მოექცა და
აკანკალებულმა ოდნავ ხელი მკრა:
– რატომ, რატომ მოიქეცი ასე?
– მაპატიე.
– გაპატიო? არა, ეს ყველაფერი სისულელეა!.. მთავარია, არ
მოვკვდე, – თქვა, წამოიწია და ციებ-ცხელებიანივით თვალებან-
თებულმა შემომხედა, – მიაღწიე რაც გინდოდა... მძულხარ, მე-
ჯავრები!.. ვაი, ვაიმე, ვაი!.. – წამოიძახა უცებ შეშინებულმა, უკვე
ბოდავდა, – მომკალი, ჰო, მომკალი, არ მეშინია... ოღონდ ყვე-
ლა, ესეც, ისიც, აი, ესეც... ვაიმე, წავიდა, აი, უკვე წავიდა...
ბოდავდა, უკვე ვეღარავის გვცნობდა და შუადღე იქნებოდა,
რომ გარდაიცვალა. რვა საათზე ჯერ განყოფილებაში წამიყვა-
ნეს, მერე იქიდან ციხეში. ვიდრე თერთმეტი თვე ციხეში ვიჯექი და
სასამართლოს ველოდებოდი, ბევრი ვიფიქრე ჩემს თავზე, ჩემს
128 მკითხველთა ლიგა
წარსულზე, ყველაფერი ავწონ-დავწონე და ყველაფერს მივხვდი,
ყველაფერი გავაცნობიერე... ამაზე ფიქრი და ამის გაცნობიერება
მხოლოდ მესამე დღეს შევძელი, მანამდე გაოგნებული ვიყავი,
არც ფიქრის თავი მქონდა, არც აზროვნების.
თქვა პოზდნიშნევმა, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ
ტირილი ვეღარ შეიკავა და მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა,
რაც ცოტაოდენი ძალა მოიკრიბა:
– ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა კუბოში დავინახე, – თქვა
და ისევ ატირდა, თუმცა მალევე განაგრძო, – ჩემი ცოლის უსუ-
ლო, გაყინულ სახეს რომ დავხედე, მხოლოდ მაშინ გავაცნობი-
ერე, რა ვქენი, რა უბედურება ჩავიდინე. დიახ, მე! მე მოვკალი ჩე-
მი ცოლი... ჩემი ბრალია ის, რომ ცოტა ხნის წინ ჯერ ისევ თბილი,
მოძრავი და ცოცხალი, წევს ახლა ყინულივით ცივი, გაშეშებული
და უსულო... ის, ვისაც ეს არ განუცდია, ამას ვერასოდეს გაი-
გებს... უჰო! – წამოიყვირა რამდენჯერმე და მიყუჩდა.
ორივენი დიდხანს ვისხედით გაჩუმებულები. იჯდა ჩემ წინ
აკანკალებული და ტიროდა.
– მაპატიეთ.
თქვა ბოლოს, შეტრიალდა, მერხზე მიწვა და პლედი წაიფარა.
მატარებელი სადგურზე რომ გაჩერდა, უკვე დილის რვა საათი
იყო. მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი, მაგრამ გაუნძრევ-
ლად იწვა, არ ვიცი, ეძინა, არ ვიცი, თავს იმძინარებდა. თვალი
მხოლოდ მაშინ გაახილა, ხელით რომ შევეხე.
– მშვიდობით, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
ხელს რომ მართმევდა, ისე საცოდავად გაიღიმა, ლამის ავ-
ტირდი.
– მაპატიეთ, – ჩაილაპარაკა წყნარად და დაამთავრა ამით თა-
ვისი ამბავი.

129 მკითხველთა ლიგა

You might also like