You are on page 1of 192

2019წ.

2
გიორგი სხილაძე დაიბადა სოფელ ილემის პატარა
უბანში, რომელსაც კონწოლი ჰქვია. არქეოლოგ-
მეცნიერთა დასკვნით კონწოლზე სიცოცხლე ძველი
წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება.

გიორგი სხილაძის მამა, ანდრო სხილაძე, რაიონში


განათლებულ კაცად ითვლებოდა. დედა, შურა სხილაძე
ბოგვერაძისა, არაჩვეულებრივი დედა და დიასახლისი
იიყო.

გიორგის ექვსი დედმამიშვილი ჰყავდა. გიორგის


ძალიან უყვარდა თავისი გამზრდელი მშობლიური
სოფელი და სამშობლო. აი, რას წერს ის თავის ლექსში
თავის ქვეყანაზე:

მის გაბრწყინებას ვთხოვ მხოლოდ უფალს


მთელი სიცოცხლე მას ველი მარად,
დედა ღვთისმშობელს ვავედრებ მამულს
მერაბისა და ზვიადის დარად!

მას ყოველთვის სწამდა საქართველოს ნათელი


მომავლისა და გაბრწყინებისა. იგი ძალიან განიცდიდა,
რომ მისი ქვეყნის მიწა-წყალი რუს ოკუპანტებს აქვთ
დაპყრობილი. მას ოცნებამდე ჰქონდა აყვანილი
სურვილი სამშობლოს გათავისუფლებისა და

3
გამარჯვების. სწორედ მისი სიტყვებია: „საქართველოს
გამთლიანება ჩემი ოცნების მწვერვალი არის“.

ღმერთო! უსმინე მას და აუსრულე ოცნება, დიდი და


წმინდა.

და მეც, მჯერა, რომ აღსრულდება ამ ხორცით და


სულით ქართველი კაცის ოცნება, დადგება დრო
დაეცემა, მოისპობა, გაქრება მტერი ჩვენი ქვეყნისა,
ვითარცა იმპერია ოსმალეთისა, რომისა და ბიზანტიისა.

ე. გუმბერიძე

4
ფესვი ფუძისა

შორიდან მინდა ჩემს შვილიშვილებს, შვილთაშვილებს


მივწერო წერილი, რომელსაც „ფესვი ფუძისა“ დავარქვი.
სწორედ აქ მინდა ვისაუბრო მათ წინაპრებზე და
ადამიანობაზე, რომ წარსულის გარეშე მომავალს
საყრდენი არა აქვს, რომ რა „ძნელია იყო ადამიანი და
არც იყო ადამიანი“. ადამიანი ხომ ყველა სულდგმულზე
ძნელი ამოსაცნობია და ამიტომაც მინდა გითხრათ,
ადამიანში მხოლოდ სულის სიწმინდე უნდა ეძებოთ,
რამე თუ ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. რამდენი
უთვალავი და დაულეველი გზაა ამ ქვეყანაზე: გზა
მთისა და ბარისა, სოფლისა და ქალაქისა, გზა ტყისა და
კლდისა, გზა სიმართლისა და სინათლისა, გზა
ადამიანობისა, კაცობისა, სიკეთისა, სიყვარულისა და
ყველაზე მთავარი და ძნელად სავალი გზა უფლისა. გზა
ბოროტებისა, ეშმაკისა, სატანისა, არაკაცობისა,
სიძულვილისა, ღალატისა, გარყვნილებისა,
ჯოჯოხეთისა - გზა მრავალი და უთვალავი, მაგრამ
არცერთ იმ გზაზე არ ღირს დადგომა, რომლის გზაც
ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს.
5
ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთა საფლავის ლოდებზე
დრო-ჟამის გამო სახელებიც კი გადაშლილა, ამ
ცხოვრებისათვის წუთისოფელი დაურქმევიათ და თუ
რაიმე სიკეთის ქმნა ვერ მოვასწარით თვალის
დახამამებაში ჩიტივით გაგვიფრინდება. მიმაჩნია, რომ
თუ რამე კარგი და საუკეთესო გვაქვს სხილაძეებს ეს
ჩვენი გვარის წმინდა გიორგის სალოცავია, რომელიც
სწორედ იმ ხალხმა აგვიშენა და დაგვიტოვა, რომელთა
წმინდა ძვლებიც მისი კედლების ირგვლივ ამ ლოდების
ქვეშ განისვენებენ. ჩემი ლექსიდან, „ჩემი სალოცავი“,
მხოლოდ ერთ სტრიქონს დაგიწერთ, რომელიც ზუსტად
გადმოგცემთ ჩემს სათქმელს.

დაბლით ციდან დანახული,


ურთხმელთ ჯვარი არნახული,
მამა-პაპის წმინდა ძვლები
წმინდა მიწას ჩამარხული.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი გვარის თანამედროვე,


პატიოსანმა ადამიანებმა 1993 წელს კომუნისტების მიერ
დანგრეული წმინდა გიორგი აღადგინეს და გადახურეს,
ამ კეთილ საქმეს სათავეში ედგა მამა-შვილი ელიზბარ
და ალეკო სხილაძეები. ამ ეკლესიის მადლი ფარავდეს
ყველას, ვინც ამ წმინდა საქმეში მონაწილეობა მიიღო.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა
6
იმისათვის, რომ წმინდა გიორგის ტაძარი მოქმედი
გამხდარიყო. ორიათასიანი წლების შემდეგ დავით
ვალიკოს ძე სხილაძის თაოსნობით კიდევ ერთი
დიდებული რამ გაკეთდა: დაიწერა გვარის წმინდა
გიორგის იფანის ულამაზესი ხატი, რომელიც
თბილისის სამების უდიდეს ტაძარში უწმინდესმა და
უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქმა, ერის სულიერმა მამამ ილია II-მ აკურთხა.
ეს ხატი ამჟამად ყველა სხილაძის ოჯახში დაბრძანდება
და მათი გზების მანათობელია.

განათდა ჩვენი წმინდა გიორგი


შიგ ჩაეხატა კონწოლის გორას
საფლავის ქვებიც იმას ღაღადებს,
სიცოცხლის წლები სწრაფად მიგორავს.

ბევრი ლაპარაკით თავი რომ არ გატკინოთ, მინდა


გაგეცნოთ ვინა ვარ, ვინ გწერთ ამ წერილს და ამიტომაც
მინდა ჩემი მოკლე ბიოგრაფია გაგაცნოთ, რომელიც
ჯობს ასე დავიწყო: 1943 წელს მამაჩემი, რომლის
შესახებაც არაფერი ისმოდა ფრონტიდან (მეორე
მსოფლიო ომი), ხელში დაჭრილი და მსუბუქად
ფეხებმოყინული დაბრუნდა თავის საყვარელ ოჯახში.
მე აღარ მოვყვები იმ სიხარულის შესახებ, რა
სიხარულსაც განიცდიდა ალბათ მაშინ დედაჩემი და
7
მთელი ჩვენი ოჯახი, ეს დაბრუნება საიქიოდან
დაბრუნების ტოლფასი იყო. მამაჩემი, ანდრო
სერაფიონის ძე სხილაძე, როცა ფრონტზე წაიყვანეს, მას
მეუღლე და სამი შვილი დარჩა ოჯახში. ხოლო მისი
ფრონტიდან დაბრუნების სიხარულის ნაყოფი ვარ მე,
გიორგი ანდროს ძე სხილაძე. დავიბადე ჩამოსვლიდან
ზუსტად ცხრა თვის შემდეგ 1944 წლის 10 ნოემბერს. არც
თუ ისე ძალიან ცუდი ფეხით შემოვსულვარ ამ
ცხოვრებაში, რადგან ჩემი დაბადებიდან რამდენიმე
დღეში ჩვენმა ჯარებმა პოლონეთის საზღვარი
გადაკვეთეს, ხუთ თვეში კი დამთავრდა ის
სისხლისმღვრელი ომი ფაშისტებთან, რომელმაც 50
მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. ყველაზე მეტად კი
ის ჩემი კუთხის ვაჟკაცები მენანებიან, რომლებიც ვეღარ
დაბრუნდნენ და მარად ახალგაზრდები დარჩნენ.
მახსოვრობა სამი წლის ასაკიდან მაქვს, ეს კი იმით
შემიძლია დავამტკიცო, რომ ტიფით გარდაცვლილი
სიკო სხილაძე თოკებით ასწიეს, ურემზე დაასვენეს და
ისე წაასვენეს სასაფლაოზე. ასეთი რამ შემდეგში აღარ
მინახავს. მაშინ კი სწორედ სამი წლის ვიყავი.

დავიბადე ბაბუას აშენებულ ძელურ სახლში, რომლის


იატაკიც დატკეპნილი მიწა იყო, ამ იატაკს კი სოხანე
ერქვა. დედაჩემმა ჩემზე სახლში იმშობიარა
ბებიაქალების დომნას, ბაბილინეს და აგრაფინას
8
დახმარებით. მშობიარობა მაშინ ხშირ შემთხვევაში ასე
ხდებოდა, რადგან მაშინ ტრანსპორტი ფაქტობრივად
არც არსებობდა. ვიყავი ცელქი, მაგრამ მოსიყვარულე
ბავშვი. მიუხედავად მაშინდელი სიღარიბისა თავს
ყოველთვის ბედნიერად და მდიდრადაც კი მივიჩნევდი,
რადგან ყველა მეზობლის ბაღ-ვენახიდა სახლი ჩემი
ბავშვური ჭკუით ჩემი მეგონა და მართლაც ყველას
წილში ვუჯექი. სწორედ ამიტომ არ მავიწყდება ჩემი
საყვარელი მეზობლები: ქრისტინა, ნორიკო, ჭაჭულა,
რიმა, ვაჟია, თინა, ელიპიტო, პალუშა, ნოვია, პელანგია,
ლუკა, ვალოდია, გალინა, ევსევია, ანიკო, თინიკო,
ომარა, გრიშა, ირა, ანიჩკა, მიხეილი, აგრაფინა, ზუბიკა,
მაკარია, პლატონა, თონია, სევარიონი, კატო, ელიზბარი,
გოგუცა, ნესტორა, პეღასი, ჭიკო, ბარნაბა, ბაბილინა,
ვარლამი, გენადი, გალინა, ეთერა, ნუნუა, თეო, კუკურა,
ნოდარა, ბარისა, ჭუჭუნა, ვანია, ლიდა, გულნარა,
დიმალი. ეს ხალხი ჩემი ხალხია! მათ კალთაში
გავიზარდე.

შვიდი წლის გავხდი და შემიყვანეს ილემის რვაწლიან


სკოლაში, ბავშვობიდანვე მიყვარდა ჩემი სოფელი და
ჩემი ხალხი. ამ სიყვარულმა კი ხელი შემიწყო ჩემი
სკოლისა და მასწავლებლების შეყვარებაში. რვაწლედის
დართავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ძირულის
საშუალო სკოლაში, მგონია, რომ თუ მოზარდის გულში
9
სიყვარულის გრძნობა ჩაისახა, მას სიკვდილამდე
ვერავითარი ძალა ვერ ამოფხეკს. ამას იქიდან
გამომდინარე ვწერ, როგორი სიყვარულით
მახსენდებიან ჩემი მასწავლებლები, რომლებიც
მშობლებივით ზრუნავდნენ ჩვენზე: ლიდა ჩინჩალაძე,
პაპო, დავით, დაშა, ანტუშა სხილაძეები, მიშა ლეჟავა,
ვალიკო ბუხრაშვილი, გუგული მამალაძე, პაატა
შველიძე, ეთერ ახრახაძე, აზა კელენჯერიძე, დავით
ექსეულიძე, ბაბო სხილაძე, ვანო ყაზაშვილი, ნოვე და
კლარა კვირიკაშვილები, ელგუჯა ნუცუბიძე, დავით
გაჩეჩილაძე. აი, ამ ძვირფასმა ადამიანებმა უამრავი
თაობა აღუზარდეს ქვეყანას და მათ შორის ჩემი თაობაც,
ჩემი საყვარელი თანაკლასელები: ჯემალი გორგოძე,
იზო და იური გორგაძეები, ზაური, ნელი, თინა
სხილაძეები, იური სვანიძე, დემურ ბაბლოვანი,
ფირუზი უყროშიძე, გურამ წასიძე, აზა ცნობილაძე,
მაგული თურმანიძე, იუზა და ანტუშა კალანდაძეები,
გურამ შერგელაშვილი, ნუკრი სარდალიშვილი,
იზოლდა გელაშვილი, იზოლდა ცქიტიშვილი, იზოლდა
გველესიანი, იზოლდა ნიშნიანიძე, იზოლდა
კვირიკაშვილი, ნუნუ ექსეულიძე - ისინი საკლასო
ოთახებიანად ჩემს თვალებსა და გულში არიან
ჩაბეჭდილები.

10
ჩემს პატარაობაში განსაკუთრებით მიყვარდა
სხილაძეების წმინდა გიორგი, ჩვენი სალოცავი. იმ
პერიოდში, კომუნისტური რეჟიმის დროს,
აღდგომისათვის კვერცხის შეღებვისაც კი გვეშინოდა.
სწორედ ამ შიშმა და დაშლამ აკრძალული ხილის
სინდრომი გამოიწვია ჩემში. თითქმის ყოველ დღე
ვახერხებდი მის ეზოში თამაშს და დამიჯერეთ,
ისახებოდა ჩემში სალოცავისადმი მორიდეის,
მიუწვდდომლობისა და გაუცნობიერების გრძნობები.
დავდიოდი მის გარშემო და ვაკვირდებოდი იმ დიდ
ქვის ლოდებს, რომლებზედაც უკვე პატრონის
სახელებიც კი აღარ იკითხებოდა. შემეძლო ამ ქვებზე
მეთამაშა და წამოვწოლილიყავი კიდეც, რადგან მას
ჩვენი სასაფლაო ჰქვია და წარმომედგინა, როგორც ჩემი
ბებია, ისინიც ვერაფერს დამიშავებდნენ, მაშინ ამას სხვა
სასაფლაოებზე ნამდვილად ვერ გავბედავდი.
ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყვნენ ჩემი დიდი
წინაპრები და რა ერქვათ მათ. დღეს ასე ვახერხებ მათ
დახასიათებას - ისინი ჩვენი ძირი და ფესვები რომ არ
ყოფილიყვნენ, ჩვენც ვერ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე.
სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ფესვებზე
მოწყვეტილი ადამიანი ძალიან ცოდვაა და ქარწაღებულ
გამხმარ შემოდგომის ფოთოლს ჰგავს.

11
მინდა, ცოტა რამ მოგიყვეთ სხილაძეების სალოცავზე,
რომელიც რევოლუციის დროს გაუნათლებელმა,
ბნელმა ძალებმა გაძარცვეს, გადახადეს და ზარი
ჩამოგლიჯეს. ვიცი, რომ ამ ვითომ ადამიანებს შემდეგში
სანანებლად გაუხდათ ამ სიწმინდის ნგრევა და
შებილწვა.

ჩვენი სალოცავის უკანა მხარე აშენებულია VIII-IX


საუკუნეში, ამავე დროს მის ეზოში დაუდგავთ ოთხი
ძირი ურთხმელის ხე ისე, რომ შუაში მდგარ
სალოცავთან ერთად ულამაზეს ჯვარს ქმნის. იგი კიდევ
სამ ულამაზეს სალოცავს გასცქერის - ვარძიას,
დედაღვთისას და ყოვლად წმინდა გიორგის. მისი
მიშენება 1893 წელს ვინმე ოსტატმა მანჯავიძემ ააგო.

სხივებს სტყორცნის ის შემოქმედს


ვარძიას და დედაღვთისას
სივრცით ჯვარი შეუკვრია
ძალას წმინდა გიორგისას.

წმინდა გიორგის სალოცავს და მის შემოგარენს მე


წმინდა მიწად მოვიხსენიებ, რადგან აქ განისვენებენ
ჩვენი წინაპრები და თანამედროვენიც, ისინი იქიდან
დუმილით გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამყოფელი
წუთისოფელია. ქედს ვიხრი სამყაროს შემქმნელის

12
წინაშე და ვთხოვ, რისი გადმოცემაც მინდა, დამეხმაროს
მის უტყუვრად გადმოცემაში. ვადიდებ იმ წინაპრების
სულებს, რომელთა სახელებიც კი ვერ გადმოგვცეს ჩემმა
წინამორბედებმა. მისი და მათი სახელები, რომლებიც
უტყუვრად მოვიძიე, ნამდვილად მენანება იმისათვის,
რომ დავიწყებას მიეცეს. დიახ, ამ წერილის მიზანი
სწორედ ესაა, მოგაწოდოთ ის, რაც მათზე ვიცი, ამიტომ
დავიწყებ ბაბუაჩემის, სერაფიონის, ბაბუითა და ბებიით.

გიორგი და სანათა - ამ ადამიანების შესახებ თუ


რამე ვიცი მამაჩემის ძმის გიორგი სხილაძის, ჩემი
საყვარელი ბიძის, გადმოცემით, რომლისთვისაც
სწორედ ამ კაცის სახელი დაურქმევიათ. მისი
მონათხრობიდან გადმოვცემთ: გიორგი ყოფილა
ფიზიკურად და სულიერად გაწონასწორებული
ადამიანი, მაშინ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით
გლეხობას, ძალიან უჭირდა, მაგრამ ეს კაცი ისეთთი
გულკეთილი ყოფილა, რომ შეეძლო გაეხადა და მასზე
ღარიბისთვის ეჩუქებინა, თავისი ლუკმა სხვისთვის
გაეყო. ისიც გადმომცეს, რომ მისი საყვარელი მეუღლე
სანათა ქმარს უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა. ეს
ცოლ-ქმარი დიდი და კარგი მაგალითი იყო დანარჩენი
ოჯახისთვის, რამეთუ იმ პერიოდისთვის დაბალ ფენაში
ქალის შევიწროებას ზოგიერთი მამაკაცი თურმე

13
ვაჟკაცობადაც კი მიიჩნევდა. მაპატიეთ და ცოტას
გადავუხვევ: სამი ოჯახი - სიკო, დავითი და მალაქია,
ჩვენი პირდაპირი წინაპრებიდან მოდის, ზუსტად კი
რომელი წინაპრიდან მოხდა მათი განშტოება ვერ
მოგახსენებთ. ახლა კი ისევ დავუბრუნდები გიორგის და
სანათას. გიორგის ის სახლი, სადაც ისინი
ცხოვრობდნენ, ახლაც დგას ლევან (ჩიტია) სხილაძის
ეზოში. მე თვითონ ბევრჯერ მსმენია, რომ ის ოჯახი,
ვისაც მაშინ ასეთი სახლი ედგა, შეძლებულ ოჯახად
ითვლებოდაო. ეს არია პალატაზე დადგმული მუხის
ფიცრებისგან ნაგები კრამიტით დახურულუ სახლი და
თუ მას ხელს შეავლებენ, თანამ99ედროვე სტილშიც
შეიძლება მოიყვანო და ლამაზი საცხოვრებელი მოაწყო.
მე არ შემიძლია, გითხრათ გიორგის და სანათას
სპირიდონის გარდა სხვა შვილდები ჰყავდათ თუ არა. მე
შემიძლია, ამ კაცს დიდი გიორგი პირველი ვუწოდო,
ხოლო მის მეუღლეს სანათას - დიდი ქალბატონი. მათ
შეძლეს საკუთარი ფესვისთვის საკვები მიეწოდებინათ,
რათა მომავლის სიცოცხლე გაგრძელებულიყო. ეს
სიცოცხლე კი გამოისახება მათ შვილ სპირიდონში.

სპირიდონზე თუ რამეს დავწერ, ვენდობი ჩვენს


კონწოლზე მცხოვრებ უაღრესად პატიოსანი უხუცესი
კაცის სევარიონ ბიჭიას ძე სხილაძის მონათხრობს,
სპირიდონს მეტი შვილი ჰყავდა ვიდრე მამამის
14
გიორგის, ამ სიმრავლით მან ფესვი გაუძლიერა და
ძარღვი გაუმაგრა ჩვენს ჯიშსა და შთამომავლობას. მე კი
შევეცდები, სპირიდონი და მატრონა ისე დავხატო,
როგორც შემიძლია.

სპირიდონი და მატრონა - მატრონა ბებია არც თუ


ისე კარგად, მაგრამ მაინც მახსოვს. მასზე შემიძლია
ვთქვა, რომ ის იყო პატარა ქერათმიანი ლამაზი ქალი,
ზედმეტად წყნარი ადამიანი. ხოლო ოჯახის ქალი რომ
იყო, ისიც ამტკიცებს რომ ხუთი შვილი გაუზარდა გვარს
და ქვეყანას. მატრონამ უფრო დიდხანს იცოცხლა ვიდრე
მისმა მეუღლე სპირიდონმა. მან ოთხმოც წელს
გადააცილა. რამდენადაც პატარა იყო ბებია მატრონა,
იმდენად მაღალი, ტანადი და ვაჟკაცი ყოფილა
სპირიდონ გიორგის ძე სხილაძე.

თეთრწვერა და ტანმაღალი

იყო კაცი დიდი დონის

სირცხვილია ხსოვნა არ ვთქვათ

წინაპარი სპირიდონის.

სპირიდონი ყოფილა ისეთი ტანმაღალი, რომ შორაპნის


მაზრაში თურმე იშვიათად გაივლიდა ისეთი ვაჟკაცი.
რაც შეეხება მის დონეს, მინდა, აღვნიშნო, ის ყოფილა
15
სიტყვაძუნწი, მაგრამ ისეთი მოლაპარაკე, რომ სიტყვის
წარმოთქმის დროს თითქოს სასწორზე წონიდა მას. მე
არ ვიცი, მას რაიმე სამღვდელოების წოდება ჰქონდა თუ
არა, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი სალოცავის
მსახური იყო. სპირიდონ სხილაძემ ხუთი შვილი
გაზარდა, რომლებმაც დიდებული ოჯახები შექმნეს. ამ
ოჯახებს თავიანთი გვარი არასდროს შეურცხვენიათ.
მათი სახელებია: არტევანი, მარუსა, სერაფიონი, მაკარია
და პავლე. რა თქმა უნდა, მათ შესახებაც მოგაწვდით
უტყუარ ცნობებს. სერაფიონს, როგორც ჩემს საკუთარ
ბაბუას, ბოლოსთვის მოვიტოვებ და მისი
დედმამიშვილების დახასიათებას დავიწყებ.

მარო (მარუსა), სპირიდონის ერთადერთი


ქალიშვილი, მამის ოჯახში გაიზარდა, დაამთავრა
ნიკოლოზ II-ის დროინდელი ოთხწლედი და როგორც
ყველა მაშინდელი ოჯახის ქალიშვილები ეუფლებოდა
საოჯახო ხელსაქმეს. მარუსა ჯერ კიდევ ბავშვი იყო,
როცა სოფელ ფუთიდან სარალიძეების ოჯახმა
მოაკითხა ბატონ სპირიდონს და ქალიშვილის ხელი
სთხოვა. ეს საქმე შეთანხმებით დამთავრდა და ოჯახის
სიძე ბესარიონ სარალიძე გახდა. ბესარიონი კარგი
აღნაგობის ვაჟკაცი იყო, მას ყოველთვის დადებითი
აურა შეჰქონდა იმ საზოგადოებაში, სადაც იმყოფებოდა.

16
ამ ადამიანების შესახებ მე ბევრს ვერ დავწერ, რადგან
კავშირები შესუსტებულია, მხოლოდ დარწმუნებით
მოგახსენებთ, რომ ბესარიონის შთამომავლობა
მრავლდება და მეც, რა თქმა უნდა, სიმრავლეს და
ბედნიერებას ვუსურვებ მათ ნაშიერს.

არტევანი - სპირიდონის მესამე შვილი იყო,


რომელზედაც ბევრი ცნობა არ მომეპოვება. ერთი რამ კი
ვიცი, როცა წამოიზარდა, მუშაობა დაიწყო დიდვაკის
(მარელისის) საავეჯო ფაბრიკაში და ალბათ იქ გაიცნო
ლეღვნელი გოგო, რომელზედაც დაქორწინდა კიდეც.
ლეღვანში, მეუღლის ოჯახში, დარჩა საცხოვრებლად. მე
პირადად შევხვედრილვარ მის შვილიშვილ გიორგი
სხილაძეს და ვიცი, რომ იმ სოფელში მათ გარდა სხვა
სხილაძეების ოჯახი არ ცხოვრობს. ვიცი ისიც, რომ მათი
გამრავლება არ შეწყვეტილა. ღმერთო! არც შეწყვიტო და
ამრავლე ისინი!

მაკარია და მარიამი - ამ ცოლ-ქმარზე მეტი ცნობები


მომეპოვება, მინახავს მათი ეზო და სახლი კონწოლზე,
სადაც დღეს აბრამიშვილები ცხოვრობენ. მახსოვს
მაკარიას მეუღლე მარიამ ლურსმანაშვილი, რომელიც
სოფელ ჩხერიდან იყო წარმოშობით. მაკარიას ომში
მოკვეთეს ფეხის მარცხენა კიდური და ყავარჯნებით
დადიოდა. ეს ჩემში ბავშვობაში გაოცებას იწვევდა,
17
რადგან პირველად ვხედავდი ცალფეხა ადამიანს და ვერ
წარმომედგინა ფეხის გარეშე ადამიანის სიცოცხლე და
ცხოვრება. მაკარიაც, როგორც მისი ძმა არტევანი,
დიდვაკეში მუშაობდა, შემდეგ მან ზესტაფონში იყიდა
კარგი სახლკარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე და
ცხოვრობდა იქ მარიამთან ერთად. შემიძლია თამამად
ვთქვა, რომ მათ კარგი შვილები გაზარდეს. შოთა
სხილაძე - რომელიც შემდეგ თბილისში ცხოვრობდა
წერეთლის პროსპექტზე გამოფენის ტერიტორიაზე.
ქალიშვილი ვენერა სოფელ წევაში იყო გათხოვილი,
ჰქონდა უმაღლესი განათლება და მუშაობდა
ხარაგაულის სატყეო მეურნეობაში მთავარ
ბუღალტრად. ამ და-ძმა სხილაძეებს დარჩათ შვილები
და შვილიშვილები. ისინი აგრძელებენ თავიანთ მამა-
პაპათა ხსოვნასა და სიცოცხლეს. შემდეგი მეხუთე
შვილი იყო ყველაზე უმცროსი პავლე სპირიდონის ძე.

პავლე და პელო - პავლე, როგორც სპირიდონის


ყველა შვილი, ფუძეზე გაიზარდა. ის ისევ ყმაწვილი
იყო, როცა თავისი უფროსი ძმის სერაფიონის რჩევით
და დახმარებით მოეწყო სოფელ ძირულაში რკინიგზაში
მუშად. თავისი დაუზარელი და უფროსებისადმი
დანყოლი ხასიათით მან მალევე მოიპოვა ნდობა,
დაფასება კოლექტივში. მას ჯერ ძირულის სადგურთან

18
ახლოს მისცეს მოსასვენებელი სახლი, რომელიც პავლეს
„ბუტკის“ სახელით იყო ცნობილი. შემდეგ კი ძირულის
სასოფლო საბჭომ ძველი მარანის თავზე გამოუყო
სამოსახლო, სადაც მან მშვენიერი სახლი აიშენა. პავლემ
ძირულაში გაიცნო კარგი ქალიშვილი პელო,
რომელზედაც მალევე დაიწერა ჯვარი. შემიძლია ვთქვა
ის, რომ პელომ კარგი მეუღლეობა გაუწია პავლეს. ჩემი
პირადი დაკვირვებით ის კარგად ღებულობდა
მეუღლის ყველა ნათესავს. ამ წყვილის
ურთიერთგაგებას ისიც მოწმობს, რომ მათ სამი სულით
მდიდარი ვაჟკაცი გაზარდეს: ლევანი, გოგი და ჯუმბერ
სხილაძეები.

ლევანი სპირიდონის კერიაზე გაიზარდა, მასზე


ცხოვრების მცირე მონაკვეთს გავიხსენებ: ის ჯერ კიდევ
ბავშვი სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა და
მოხალისედ წავიდა ომში. ნაწილში ის, როგორც
ყველაზე პატარა, სამზარეულოში მიაბარეს, მან იქ
მზარეულის პროფესია აითვისა, ისე კი ომი ომია და
დაბომბვის დროს მასაც უწევდა ხვრელის ძებნა და
მასში შეძრომა. ახლა, როცა მასზე ვწერ, ერთი რუსული
კინო „პოლკის შვილობილი“ მახსენდება. ლევანმა, ამ
პატარა სხილაძემ, ჩააღწია მსოფლიოში უდიდესი
ურჩხულის ჰიტლერის ბუნაგამდე და მერე კი უვნებელი
დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელ ილემში. ლევანმა
19
ცოლად შეირთო ნანუშა ფერაძე, რომელთამაც რვა
შვილი გააჩინა და გაზარდა. თავისი ალალი შრომით,
როგორც გითხარით, მან მზარეულობასთან ერთად ხის
ხელობაც შეისწავლა და ეს ეხმარებოდა მას ამ
მრავალშვილიანი ოჯახის რჩენაში. ლევან სხილაძის
შვილები ისევ ცხოვრობენ ჩვენი წინაპრების ეზოში, ჩემი
სურვილია, ღმერთმა უმრავლოს მონაგარი. ეს ცოლ-
ქმარი, ლევანი და ნანუშა, კი მიიბარა კონწოლის წმინდა
და მადლიანმა მიწამ.

პავლე და პელოს შემდეგი შვილი გოგია (პავლეს გოგია)


მირულაში გაიზარდა ის ბავშვობიდანვე ჭკვიანი ბიჭი
იყო. მან იქვე ძირულაში დაამთვარა საშუალო სკოლა,
შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს
პოლიტტექნიკურ უნივერსიტეტში, დაამთავრდა
რკინიგზის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო
მშობლიურ ძირულაში რკინიგზის მუშად, ის მალე
დააწინაურეს ჯერ ბრიგადირად, შემდეგ კი „მასტერად“.
გოგიამ სტუდენტობის დროს გაცნობილი გურულ-
ლანჩხუთელი გოგო მოიყვანა ცოლად და კარგი ოჯახი
შექმნა. მათ შეეძინათ და გაზარდეს ორი ვაჟი. პენსიაზე
გასვლამდე გოგიამ ძირულაში იცხოვრა, შემდეგ კი
მეუღლის სახლში ლანჩხუთში გადავიდა
საცხოვრებლად. ახლა იქ, დედის კერიაზე, მისი ვაჟი
განაგრძობს ცხოვრებას. მეორე ვაჟი თენგიზი კი
20
ძირულაში ცეცხლგამძლე აგურის ქარხნის კუთვნილ
ბინაში განაგრძობს ცხოვრებას. გოგია და მისი მეუღლე
ამ ქვეყნად აღარ არიან, მათი სხეულები სამუდამოდ
მიიბარა გურიის მიწამ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს
მათი ალალი სულები.

პავლეს და პელოს სულ უმცროსი ვაჟი ჯუმბერიც


ძირულაში დაიბადა და გაიზარდა, ვიცი, რომ ბუნებით
კარგი აღსაზრდელი ბავშვი იყო. იქვე დაამთავრა
ძირულის საშუალო სკოლა, შემდეგ აითვისა
კინომექანიკოსის სპეციალობა და კარგი ავტორიტეტით
სარგებლობდა. ვიცი, რომ ჯუმბერ სხილაძე
დაქორწინებული იყო, მაგრამ შვილები ჰყავდა თუ არა
ეს ნამდვილად არ ვიცი. გვიან გავიგე მისი ტრაგიკული
სიკვდილის ამბავი. ის უდროოდ დაიღუპა, მისი
სხეული მიიბარა ძირულის სასაფლაოს მიწამ. ღმერთმა
ნათელში ამყოფოს მისი სული.

ახლა კი ვიწყებ ისეთ ადამიანებზე წერას, რომლებიც


ჩემი მშობლების, ჩემი, ჩემი დედმამიშვილების, ჩვენი
შვილების, მათი შვილების პირდაპირი წინაპრები არიან,
რომელთა გენზე, ჯიშსა და ფესვზე ვმრავლდებით და
ვხარობთ. დიდი მადლობა მათ ამისთვის და მწამს, რომ
მათი ხსოვნა საუკუნეების განმავლობაში
გარანტირებულია.

21
სერაფიონი და ვასასი - ბატონი სერაფიონ
სპირიდონის ძე სხილაძე და მისი მეუღლე ვასასი
სხილაძე გელაშვილისა, ჩვენი ძვირფასი ბებია და ბაბუა.
სერაფიონი მამა-პაპის კერიაზე გაიზარდა, მან
ახალგაზრდობიდანვე დაიმკვიდრა მშრომელი და
გამრჯე პიროვნების სახელი. ის ჯერ ოცდაორი წლისაც
არ იყო, როცა ჯვარი დაიწერა ვასასი გელაშვილზე,
რომელიც სოფელ წევიდან იყო. როგორც უკვე აღვნიშნე,
სერაფიონი სპირიდონის პირველი შვილი იყო, ამიტომ
ქორწინების შემდეგ გამოეყო მამას და საცხოვრებლად
გადმოვიდა იმ პატარა კუთხეში, რომლას კონწოლს
ვეძახით. მან აქ ააგო ძელური სახლი თავისი წითელი
აგურის ბუხრით და დაიწყეს ცხოვრება როგორც
დამოუკიდებელმა ოჯახმა. როგორც უკვე აღვნიშნე, ის
იყო ძალიან მშრომელი ადამიანი, მას ჰყავდა საკუთარი
გამწევი ძალა, რომელიც იმ დროს ძალიან დიდ
ფუფუნებას წარმოადგენდა, ეს ძალა იყო ულამაზესი
ხარ-ურემი ბაკუნა და ირემა. ზოგს შეიძლება გაეცინოს
კიდეც ამ ჩემს შეფასებაზე, მაგრამ სიმართლეს გეტყვით,
რომ ამ ხარების მომსწრე და მნახველი თვითონ
გახლავართ. სერაფიონი რომ მშრომელი კაცი იყო,
მოწმობს მისი უამრავი ადგილ-მამული, რომელსაც
სრულად ამუშავებდა: ალექსანდროული ხვანჭკარის
ჯიშის ვენახი, ხეხილი მამის სახლთან, დიდი ვენახი
22
გადაღმართში, უზარმაზარი ტყე ვაშპარიანზე, ყანა
სასირეში და მრავალი და მრავალი სხვა. დღესაც ჩემი
მეხსიერების უჯრიდა არ ამოდის სერაფიონის 10-
მეტრიანი საწნახელი და სულ მიკვირდა, სად მოჭრეს და
როგორ ამოგულეს ამხელა ხე. ამ საწნახელში
იწურებოდა ყურძენი და იქვე ჩაედინებოდა ქვევრებში,
რომელიც სერაფიონს უამრავი ჰქონდა, ეს ქვევრები
დღესაც არის ადგილზე შემცირებული რაოდენობით,
რადგან ორი ჭყოიძეებმა წაიღეს სოფელ ქვებში, ზოგი
სოფელში იყიდეს. ეს კი ისეთი დრო იყო, როცა შაქრიანი
ღვინო ხსენებაშიც არ არსებობდა, ამ საწამლავის კეთება
ჩემს კუთხეში 1955 წლიდან დაიწყეს. მაპატიეთ, არ
მინდა გზიდან გადავუხვიო, ხოდა მე ვსაუბრობდი
სერაფიონის შრომისმოყვარეობაზე. ის თავის
მამულების გარდა სახელმწიფო სამსახურში
რკინიგზაში ხაშურ-ზესტაფონის ხაზზე მუშაობდა და
დიდი სახელი ჰქონდა, მას მასტერის სახელით
იცნობდნენ. ეს იყო მეფე ნიკოლოზ II-ის დრო და
სწორედ იქ აღებული ხელფასით აფართოვებდა იგიგ
თავის მამულებს. მაპატიეთ და ნურავინ იფიქრებს იმას,
რომ მე ზედმეტად ვაქებ ამ ადამიანს, პირიქით,
ყველაფერს ვერ ჩავტევ ამ პატარა წერილში, რაც მე ამ
კაცურ კაცზე მსმენია, დიახ, მსმენია, რადგან ის ჩემს

23
დაბადებას ვერ მოესწრო. მისი დაღუპვისა და
განადგურების შესახებ კი ქვემოთ მოგახსენებთ.

სერაფიონი იყო არაჩვეულებრივი მოსაუბრე,


სტუმართმოყვარე, ყველაზე მეტად ჩემში მისდამი
პატივისცემას იწვევდა მისი სიმართლე, პირდაპირობა
და პრინციპულობა. იმ პერიოდში ასე არ იყო, დღეს რომ
ყველგან მიაწვდენ ხმას, მაშინ რაიონი ძნელად
მისაწვდომი იყო, ამიტომ სოფელს ჰყავდა არჩეული
თავისი მოსამართლე-გამრჩევები, სწორედ სერაფიონის
თამადობით ჰყავდა გაღმა-გამოღმა ყბანს არჩეული
მოსამართლედ სევარიონი და ვარდენი. შემიძლია,
მოგითხროთ მათი გარჩეული საქმეების შესახებ, მაგრამ
არ მიმაჩნია ეს საჭიროდ. სერაფიონი დილით ალიონზე
ადგებოდა, ირემას და ბაკურას შეაბამდა ურემში,
გაიყოლებდა მეუღლეს, იმუშავებდნენ და რკინიგზაში
რომ არ დაგვიანებოდა, ხარებს ვასასის გამოატანდა,
თვითონ კი ძირულისკენ დაეშვებოდა ვაშპარიანზე.
სერაფიონს ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა მოპოვებული
მეზობლებში, ნათესავებში, მეგობარ-ამხანაგებში,
კოლექტივში. ასე დაუზარლად შრომობდა ეს
ფუტკარივით კაცი, შრომობდა და თითქოს დახაზული
ჰქონდა თავის ოჯახისა და შვილებისათვის მომავლის
გზები, მაგრამ ის არ ელოდებოდა და არც ფიქრობდა,
თუ ასე დამოკლდებოდა ნათელი დაბინდებამდე.
24
სერაფიონ სხილაძეს, როცა ყოველი დღის გათენება
უხაროდა და უკეთეს მომავალს ელოდებოდა, სწორედ
მაშინ დაატყდა თავს უდიდესი უბედურება, რომელმაც
საბოლოოდ კი ვერ გატეხა, მაგრამ უდიდესი დაღი
დაასვა მის სულს და ოჯახს. მას თვრამეტი წლის
ვაჟკაცი შვილი, ბათუმის საზღვაო სასწავლებლის
სტუდენტი, კირილე გარდაეცვალა. ის
დასაფლავებულია სხილაძეების წმინდა გიორგის
ეზოში.

სერაფიონს ფარ-ხმალი არ დაუყრია, მაგრამ რა ექნა ამ


ვაჟკაც კაცს, როცა ამ ტრაგედიიდან მომავალ
უბედურებამდე დიდი დრო არ ყოფილა დარჩენილი.
მოვიდა და გავრცელდა უბედური ავადმყოფობა
წითელი ჭირი, გაიმარჯვა ოქტომბრის რევოლუციამ,
მოვიდა საქართველოში კოლექტივიზაციის პერიოდი,
აირია ქვეყანა, შემოვიდნენ წითლები და ატყდა
დავიდაბარა. მოადგნენ სერაფიონ ბაბუას, წაართვეს
ამდენი ნაწვალ-ნაჯაფი ადგილები, რომლებიც სუფთა
შრომით ჰქონდა შეძენილი და დაურიგეს ზარმაც,
არაფრის გამკეთებელ ხალხს, რომლებიც, მართლაც,
ღორებივით იჩიჩქნებოდნენ იქ. გაამრავლეს მაყვალი და
ასკილი. სწორედ ამ უსამართლობამ, ურჯულოებამ და
ურწმუნოებამ დაანგრია ეს წყოფა სერაფიონ სხილაძის
დაღუპვიდან 47 წელიწადში. მე თვითონ ამ წყობაში
25
დავიბადე და ბევრი რამ კიდეც მომწონდა მათი. არ
გაუვლია ამის შემდეგ დიდხანს და საბჭოთა კავშირს
თავს დაესხა კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური
გერმანია, შიზოფრენიკი ბელად ჰიტლერის
მეთაურობით. გამოაკრეს თოიძის დახატული სურათი
„დედა სამშობლო გეძახის“ და თუ სადმე მამრობითი
სქესი ნახეს, მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა, კოჭლი თუ
ბრუციანი, ყრუ თუ მუნჯი, ცოლიანი თუ უცოლო,
ჯანმრთელი თუ ავადმყოფი, გიჟი თუ ჭკუათმყოფი
ყველას ფრონტზე უკრეს თავი. იქ წასვლა კი 90
პროცენტიან სიკვდილს უდრიდა. და ეს ასეც მოხდა,
შვიდასი ათასი ქართველიდან ოთხასი ათასი ვეღარ
დაბრუნდა, გაჟლიტეს ეს საჯიშე ქართველები. სწორედ
ამ კუპრის ქვაბში წაიყვანეს სერაფიონის და ვასასის ორი
ვაჟკაცი ანდრო და გიორგი. აი, ამან კი საბოლოოდ
გატეხა იგი და გაგანია ომის დროს 1943 წლის იანვარში
თოვლით გადათეთრებული სუფთა გზის გავლის
შემდეგ მისი გვამი მიიღო კონწოლის წმინდა მიწამ.
გვამი კაცისა, რომლის სახელის გარეშე არ შემდგარი
იქნებოდა ჩვენი წარსულის ისტორია. სერაფიონ ბაბუას
სულის შეწირვამ და ბებია ვასასის გულმხურვალე
ლოცვამ კი ნაყოფი გამოიღო, ორივე შვილი მცირედი
ჭრილობებით დაბრუნდნენ ამ სასაკლაოდან.

26
სერაფიონმა ვერ იზეიმა ეს დიდი სიხარული, ნათელი
დაადგეს მის ალალ-მართალ სულს.

ბებია ვასასი დაიბადა სოფელ წევაში, როცა მასზე


სერაფიონმა იქორწინა სოფელში თურმე ასე ამბობდნენ
„ქალი ისეთი უნდა მოიყვანო, როგორიც სერაფიონმაო“.
ბებია ყოფილა მაღალი, თეთრი და ძალიან ლამაზი
ქალი ახალგაზრდობაში. ის ჩემი გამზრდელი იყო,
ცამეტ წლამდე ჩემი საყვარელი ბებიას გვერდში ვიწექი.
დღეს თუ მე რაიმე დადებითი მაქვს, თუ მიყვარს ლექსი
და სიმღერა, კინო და თეატრი, ეს ბებია ვასასის
დამსახურებაა. მახსოვს და არც არასდროს არ ამოვა ჩემი
მეხსიერებიდან, მაშინ ვიქნებოდი ალბათ ხუთი წლის,
სოფელ ილემის ცენტრში სამედიცინო
„პუნქტის“ კედელზე გაკრულ თეთრ ზეწარზე
უჩვენებდნენ კინოფილმ „ბერლინის დაცემას“,
მაყურებლემისთვის სკამები არ იყო, ამიტომ ხალხი
ფეხზე იდგა, ახალგაზრდები კი ხეებზე ასულიყვნენ და
გაოცებულნი უყურებდნენ ბომბების ცვენას და თუ
როგორ ცვიოდნენ აქეთ-იქით დახოცილი საბჭოთა და
ფაშისტი ჯარისკაცები. მე მაშინ ბევრი არაფერი
გამეგებოდა არც ომის, არც გამარჯვების. ფეხზე მდგომი
ბებია ვასასის კისერზე მოკალათებული ვუმზერდი
ნახატებს და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,
როგორ გარბოდნენ, როგორ ისროდნენ, როგორ
27
ინგრეოდა და იწვოდა, როგორ იხოცებოდნენ და როცა
ჩვენებმა გაიმარჯვეს, რა ენერგიით ცეკვავდნენ ეს
დაღლილი ჯარისკაცები. ვუყურებდი და მხოლოდ
იმაზე ვფიქრობდი, რა ადამიანმა შეძლო ყოველივე ამის
გაკეთება. ახლა კი ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ის
მიკვირს, როგორ შეძლო მოხუცმა ბებიამ მთელი
ფილმის განმავლობაში ფეხზე დგომა, თან კისერზე რომ
ვაჯექი ლამაზად. ვასასი ბებია იყო ძალიან კარგი
დიასახლისი. ის რომ მჭადს გამოაცხობდა, ისეთი
თხელი იყო, მეორე მხარეს სხეულები ილანდებოდა. ის
ასევე ძალიან პრინციპული და ზოგჯერ ჯიუტიც კი იყო.
ერთხელ მახსოვს მისი კამათი მამაჩემთან: მამაჩემი
ომიდან პარტიული დაბრუნდა, მან ასეთი შენიშვნა
მისცა დედას, ბებია ვასასის: „ადამიანო, აბა შეხედე და
მითხარი, შენს მეტი ქალი ვინ დადის ამ დანგრეულ
ეკლესიაში და ვინ ანთებს სანთელს ? ამხელა ომი
გამოვიარე და ახლა შენ გინდა, დამიჭირონ და
გამაციმბირონ?!“ ბებიას თვალებში შევატყვე გაბრაზება,
მან თვალები დააკვნესა და უპასუხა: „ანდრო! იცი,
შვილო, რას გეტყვი? შენ თუ დაბრუნდი ომიდან,
იცოდე, რომ ჩემმა ლოცვამ და დანთილმა სანთელმა
დაგაბრუნა, რაც შეეხება ეკლესიას, ის რომ არაფერს
ნიშნავდეს და მას არაფერი შეეძლოს, სტალინი
მოსკოვის გარშემო ყაზანის ხატს არ შემოატარებდა!“ ეს

28
თქვა და სანთელი ხელში აიღო, მომკიდა მკლავში ხელი
და გაბრაზებულმა წამიყვანა ჩვენი თავგადახდილი
სალოცავისკენ. მაშინ ძალიან ძლიერი ანტიპროპაგანდა
მუშაობდა ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ,
მაგალითისთვის: ჩვენთან, სოფელ ილემში, დადიოდა
ერთი მღვდელი სახელად კასიანე. როცა ამ მღვდელს
დაინახავდნენ, ბავშვები გამოენთებოდნენ ხოლმდე და
ასე აჯავრებდნენ:

კასიანი მღვდელი
წვერებგასაფრცქვნელი
კოკრებში ჩაჩერებია,
რომელშია ყველი.

მობრუნდებოდა საწყალი კასიანე, ჰაერში ჯვარს


გადაწერდა ბავშვებს და დაღონებული გააგრძელებდა
გზას. არცერთი უფროსი ადამიანი არ გვიშლიდა
ბავშვებს უფროსი ადამიანის შეურაცხყოფას. გვყავდა
ერთი მასწავლებელი, რომელიც ძალიან ხშირად
მეტყოდა ხოლმე, „რომელ გარდერობში გყავს ღმერთი
დამალულიო“. მას ვიღაცამ უთხრა, ბებიას რომ
დავყავდი სალოცავში. დღევანდელი გადმოსახედიდან
ძალიან მეცოდება ის ხალხი, რომელთა სახელებს
არაფრის გულისთვის სვრიდნენ ლაფში. თან მათ
ჩაგრავდნენ და ამცირებდნენ ისეთი გარეწარი
29
ადამიანები, რომელთა განათლების დონე ნულამდე იყო
დაცემული.

ბებია ვასასი იყო დაუღლელი ქალი, მთელი დღე


დაუსვენებლად შრომობდა, რომ თავისი
შვილიშვილებისთვის საკვები მოეტანა. ნეტავი ყველა
ბებია თუ ისე ზრუნავს თავისი შვილიშვილებისთვის,
როგორც ბებია - ჩვენზე. დიდი ილია ჭავჭავაძე რომ
ილმიდან ყოფილიყო, აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ
ოთარაანთ ქვრივი ბებიაჩემზე ჰქონდა დაწერილი.
რამეთუ ეს მაღალი, ამაყი, გაუტეხავი, ვაჟკაცური
ხასიათის ქალი ძალიან ჰგავს ოთარაანთ ქვრივს. ვასასის
ძმა სიმონი ცხოვრობდა თბილისში ბაქოს ქუჩაზე, ხოლო
მათი და ნახალოვკაში იყო გათხოვილი კაკოიშვილის
კაცზე. ამ ქალის შვილიშვილი ნუკრი კაკოიშვილი
პირველ პრეზიდენტ ცხონებულ ზვიად გამსახურდიას
დროს კულტურის მინისტრი იყო მცირე ხნით.

ბებია ვასასის და ბაბუა სერაფიონს შვიდი შვილი


ჰყავდათ: ელენე (ეპრასია), ქრისტინა, ვერიჩკა, ანდრო,
კირილე, გიორგი (გოგია ემელიკო) და გოგუცა.

ბებიამ ბაბუაზე მეტ ხანს იცოცხლა, მათ თითქმის


ოთხმოც წელს გადააცილა და 1964 წელს გარდაიცვალა
ეს ვალმოხდილი, ღვაწლმოსილი დიდი ქალბატონი,
რომლის ხსოვნაც მარად დარჩება მისი შთამომავლობის
30
გულში. აი, სწორედ აქ მახსენდება ის გამონათქვამი,
რომ ყველაზე დიდი და ლამაზი სიცოცხლე, სიკვდილის
შემდეგ სიცოცხლეაო და ამ გამონათქვამს საკუთარ
სტროფსაც დავამატებ:

ზოგი მოკვდა და კვლავ ცოცხლობს


ბევრი ცოცხალიც მკვდარია.

ახლა კი მოკლედ მოგითხროფთ სერაფიონისა და


ვასასის შვილებზე.

ელენე (ეპრასია) და იპოლიტე. - ელენე


სერაფიონის უფროსი ქალიშვილი იყო. იგი მამის
კერიაზე გაიზარდა. როცა ის წამოიზარდა, მას ხელი
სთხოვა ჩხერელმა (სოფელი ხარაგაული) იპოლიტე
ლურსმანაშვილმა. ამ იპოლიტეს მკვიდრი ბიძაშვილი
იყო ის ლადო, რომელიც სამამულო ომში გმირი გახდა,
„იმღერეთ საქართველოში ლურსმანაშვილის გმირობა“,
ამ ლექსს ჩემს ბავშვობაში მთელი საქართველო
მღეროდა.

ომის დამთავრების შემდეგ ელენე და იპოლიტე სოფელ


ჩხერიდან სოფელ სართიჭალაში გადაასახლეს. ეს
გადასახლება მაშინ დანაშაულის გამო კი არ ხდებოდა,
არამედ ჩვეულებრივი ამბავი იყო. სართიჭალაში ისინი
ტყვე გერმანელების აშენებულ სახლში შეასახლეს.
31
სართიჭალა ჩხერთან შედარებით დიდი და მოსავლიანი
სოფელი იყო და არის, მათ დაურიგეს ვენახები და
ყანები და დაიწყეს ჩვეულებრივად ცხოვრება. ეს ცოლ-
ქმარი, იპოლიტე და ეპრასია, იყვნენ ძალიან
სტუმართმოყვარე ადამიანები. როცა ჩვენ მათ
სართიჭალაში ვესტუმრებოდით ხოლმე, მე არ
მავიწყდება იპოლიტეს სიხარულჩამდგარი,
გაბრწყინებული თვალები და ის დიდ გიორგი სააკაძის
მსგავს ულვაშებში ჩამდგარი ნათელი, მადლიანი
ღიმილი. როცა სუფრასთან მიგვიწვევდნენ, რამდენიმე
სადღეგრძელოს შემდეგ მისგან წამოიწყებოდა სიმღერა
„აღელვებულ ზღვას გადავცურავ, თქვენ რომ იქ
მეგულებოდეთ“, ამ სიტყვებში მე პირადად ეჭვი
არასდროს შემპარვია. ჩვენც ავყვებოდით ამ სიმღერას
და ამ ფაშისტების აშენებულ სახლის კედლებს
მირონივით ეპკურებოდა ეს ქართული მადლიანი,
ძარღვიანი, ჯიგრიანი ჩაკრულო და მრავალჟამიერი.
იპოლიტემ და ელენემ ღრმა მოხუცებულობამდე
იცოცხლეს. დასაფლავებულები არიან სართიჭალის
ცენტრალურ სასაფლაოზე. ეპრასიას და იპოლიტეს სამი
შვილი დარჩათ: სულიკო, ციალა და ნუგზარი. სულიკო
ცოლად გაჰყვა სამტრედიელ სოფელ დიდ ჯიხაისელ
საღარეიშვილს, შემდეგ კი მათ სართიჭალაში იპოლიტეს
სახლის მოპირდაპირე მხარეს აიშენეს სახლი და

32
ბოლომდე იქ იცხოვრეს. სულიკოს და ალიოშას შეეძინა
და გაზარდეს ოთხი შვილი: ციცო, ომარი, ლეილა და
ნორა. ციცო იქვე სართიჭალაში გათხოვდა კახელ
ქარუმაზე. ომარიმ მშობლების სახლში არ გააცივა კერია,
ლეილა თავისი მამის რაიონში გათხოვდა, ხოლო ნორა -
გურჯაანში. მათ შექმნეს კარგი ოჯახები და დღესაც
მრავლდებიან შვილებისა და შვილიშვილების
წყალობით.

იპოლიტეს და ეპრასიას მეორე ქალიშვილი ცოლად


გაჰყვა აწყურელ დავით სვანიძეს, ჰყავთ ქალ-ვაჟი და
მრავლდებიან. ღმერთმა ამრავლოთ! ეპრასიას ვაჟი
ნუგზარ ლურსმანაშვილი მამის კერიაზე გერმანელების
აშენებულ სახლში ცხოვრობდა, მან კარგი ოჯახი შექმნა
ქალბატონ ნაზისთან და გააჩინა სამი ბიჭი და ერთი
ქალიშვილი. მისი შვილები მოშენდნენ და განაგრძობენ
ცხოვრებს აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში.

ქრისტინე - სერაფიონისა და ვასასის მეორე


ქალიშვილი ქრისტინე ულამაზესი გოგო გაიზარდა. ის
სოფელ ქვედა იგოეთში გათხოვდა ხაჩიძეზე. მათ
შექმნეს კარგი, ლამაზი და ალალი ოჯახი. გაზარდეს
შვილები: გუგულა, გივი და ლილი ხაჩიძეები.

33
გუგულამ ბოლომდე მამის კერიაზე იცხოვრა, მისი
მეუღლე მაშურა, უძვირფასესი მეოჯახე ქალი იყო. ამ
ოჯახს ხშირად ვსტუმრობდით და ყოველთვის ჩემს
გაოცებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მაშურას რაღაც
წუთებში ჰქონდა თეთრი ულამაზესი სუფრა გაშლილი.
აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ ცოლ-ქმარს
განსაკუთრებულად უყვარდათ და უდიდეს პატივს
სცემდნენ მამაჩემს და თავიან ბიძას - ანდრო სხილაძეს.
გუგულა და მაშურა ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მათ
დარჩათ ორი ვაჟი: ამირანი და ავთო. ეს ბიჭები ძალიან
კარგი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები
გაიზარდნენ. ავთომ მამის ჯერიაზე შექმნა ოჯახი და
განაგრძობს მის შენება-მოშენებას, ხოლო ამირანმა
ბორითელ გოგონაზე იქორწინა და იქ, სოფელ ბორითში,
ცხოვრობს. აქვს საუკეთესო ოჯახი, ჰყავს კარგი შვილები
და მრავლდებიან. ღმერთმა ამრავლოს!

გივი ხაჩიძეც იგორეთში გაიზარდა, გაიწვიეს სამხედრო


სამსახურში და მოხვდა აჭარაში. მან პატიოსნად
იმსახურა და დემობილიზაციის შემდეგ უფროსების
თხოვნით გააგრძელა სამსახური თავისი ნაწილის
მომარაგების საწყობში. გივი ხშირად სტუმრობდა
სოფელ იგორეთს. იქიდან კი ყოველთვის გამოივლიდა
ხოლმე ჩვენთან სოფელ ილემში, სადაც მისი სტუმრობა
ყოველთვის დიდ სიხარულს იწვევდა. გივი ხაჩიძემ
34
თავისი თავდადებული შრომით შეიძინა ბათუმის ერთ-
ერთი უბან ბარცხანაში სამოსახლო მიწა და აიშენა
ულამაზესი სახლ-კარი და თავის ძვირფას მეუღლესთან
ლილისთან ერთად მოხუცებულობამდე იქ იცხოვრა. არ
შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ქალბატონ
ლილიზე. ის იყო ქალი, რომლის საუბარში თუ
მოქმედებაში უცებ ამოიკითხავდი, რომ ის იყო
კულტურული, მართალი და წმინდა ოჯახში
აღზრდილი ადამიანი. გივი და ლილი იყვნენ ჩვენი
სანათესაოს უსაყვარლესი და დაფასებული ცოლ-ქმარი.
გივი ხაჩიძემ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ისევ
მოინახულა ჩვენი სოფელი ილემი და ისევ
გამოემშვიდობა თითქოს ამ უბანს და ხალხს. დასანანია,
რომ გივიმ და ლილიმ დაგვტოვეს დ ამქვეყნად აღარ
არიან. ისინი დაკრძალულნი არიან ბათუმში. გივის და
ლილის დარჩათ საუკეთესო შვილები, ორი ვაჟკაცი:
ლადო და ნუკრი, რომლებიც ზრდიან თავიანთ შვილებს
და სხვა ქართველ ახალგაზრდებსაც. ბათუმის
დინამოდან წასვლის შემდეგ ნუკრი ხაჩიძეს ბავშვშთა
ფეხბურთის სკოლა ჰქონდა გონიოში. მათ ისეთივე
კარგი ოჯხები შექმნეს, როგორიც მათ მშობლებს
ჰქონდათ. მე კი ალალად ვიტყვი, რომ მეამაყება ეს
ცხოვრებაში ლამაზი ხაჩიძეები. რა თქმა უნდა,
სიმრავლეს ვუსურვებ მათ.

35
გუგულას და გივის ჰყავდათ უმცროსი დაიკო ლილი,
რომელიც გათხოვილი იყო წიფლავაკეში. მსმენია, რომ
მის ქორწილში მამაჩემი ანდრო ყოფილა თამადა.
ლილის და მის მეუღლეს ორი შვილი დარჩა. ბიჭი მამის
ოჯახში განაგრძობს ცხოვრებას, ქალიშვილი მანანა კი
ჩვენს სოფელშია გათხოვილი და ჰყავს საუკეთესო ქმარ-
შვილი. ახლა კი გადავალ სერაფიონისა და ვასასის
მესამე ქალიშვილის დახასიათებაზე.

ვერიჩკა და ვასილი. - მამიდა ვერიჩკა დაიბადა


კონწოლზე, აქვე გაიზარდა. თავისი მომხიბვლელი
აღნაგობის გამო მას, რა თქმა უნდა, გათხოვება არ
გასჭირვებია. მან მეზობლის ქორწილში გაიცნო ვაჟი
სოფელ ქვებიდან და მას მალევე გაჰყვა ცოლად. ეს ვაჟი
იყო ვასილი ჭყოიძე, ჩემი ბიძის გიორგი სხილაძის
მოგონებებიდან: „ეს იყო ისეთი ვაჟკაცი, რომლის
მსგავსი შეხედულების სხვა არ ყოფილა ჩვენს
სანათესაოში.“ შეიქმნა ძალიან ლამაზი ოჯახი, ვერიჩკას
და ვასილის სიყვარულს ბზარი არასდროს გასჩენია და
სწორედ ამ სიყვარულის ნაყოფები არიან მათი ლამაზი
შვილები: ჟორა, ედიკო, ვაჟა და მერი. და ასე
გრძელდებოდა ცხოვრება ამ არცთუისე შეძლებულ,
მაგრამ სტუმართმოყვარე და პატიოსან ოჯახში, მანამ
სანამ ვერიჩკას ოჯახს შავი ღრუბლები არ გადმოეფარა,

36
რომელსაც თავისთავად მოჰყვა ელვა და ქუხილი.
ვინმეს როგორც არ უნდა გაუკვირდეს, შორს გერმანიაში
ბერლინის ცის ქვეშ რაიხსტაგში თავი წამოყო შავმა
ურჩხულმა, რომელიც ჩვენსკენ წამოსრიალდა.
კომისარიატიდან მოვიდა უბედურების მოციქული
ვასილის ოჯახის კართან და ვასილი წაიყვანა ხორცის
საკეპ მანქანაში, სადაც ორი ვეება მონსტრის ფაშიზმისა
და კომუნიზმის შეჯახებისას ადამიანები იკეპებოდა და
სისხლისაგან იწურებოდა. სწორედაც ამ ჯოჯოხეთში
წაიყვანეს ვასილი და ამ ახალგაზრდა ოჯახმა დაკარგა
მამა და მარჩენალი. დარჩა ვერიჩკა ოთხი პატარა
ბავშვით. ვერიჩკას ხელი არ ჩაუქნევია, ის ქოლგასავით
გადაეფარა თავის შვილებს და დღედაღამ შრომობდა,
რომ მათთვის ლუკმა მოეპოვებინა. ვერიჩკას ბევრმა
ცოლობაც კი სთხოვა, მაგრამ მას თავისი
შვილებისათვის, ქმრისა და ოჯახისათვის არ
უღალატია. ის იყო ქალი, რომლის უწმინდესი
თავსაფარი მისი ოჯახისა და კერიის რელიქვიად
გამოდგებოდა. ვერიჩკა დიდი წვალებით ზრდიდა
თავის შვილებს, ის ბედნიერი იყო მაშინ, როცა მისი ჯერ
კიდევ მცირეწლოვანი უფროსი ვაჟი ჟორა (გიორგი)
საგზაო სამსახურში მიიღეს სამუშაოდ.

ჟორა იყო მაღალი, ტანსრული ბიჭი, შვილებიდან ის


წააგავდა მამას. ჟორა ვასილის ძე ჭყოიძე როგორც
37
ადრიანად ჩაერთო საქმიანობაში, ასევე ადრე მოეკიდა
ოჯახს. მან ცოლად შეირთო ლამაზი გოგონა ლილი
კიკნაძე სოფელ დეისიდან. მათ სკოლიდან უყვარდათ
ერთმანეთი. როცა ამ წყვილს ვხედავდი ნამდვილად
მჯეროდა, რა ძლიერია კოცონი სიყვარულისა. სულ
მალე ეს წყვილი ქვებიდან საცხოვრებლად ავჭალაში
გადავიდა. ჟორა ქარხანა ცენტროლიტში მოეწყო მუშად.
ჟორას ჰქონდა მუსიკისა და იუმორის ამოუწურავი
გრძნობა. ეს კი შეუმჩნევლად არ დარჩენიათ ქარხანაში
და ის მალე გადაიყვანეს ქარხნის კლუბის გამგედ. ჟორა
ასი პროცენტით ასრულებდა კლუბისგან შესატან გეგმას
და თვითონაც კარგად რჩებოდა ხელფასის გარდა თანხა.
მალე მას ქარხანამ ბინაც მისცა ლიბანის ქუჩაზე, მერე კი
ახალი მოსკვიჩი 407 იყიდა და იყო ძალიან ბედნიერი
თავის მეუღლე ლილისთან და ორ ქალიშვილ ნაილი და
ლეილასთან ერთად. მინდა პატარა მონაკვეთი
გავიხსენო მათი ცხოვრებიდან.

ჟორა, მე და მისი ოჯახი პირველ იანვარს მისი


მოსკვიჩით ვეწვიეთ გიორგი ბიძიას წერეთლის
პროსპექტ ნომერ 59-ში. გიორგი იყო მამაჩემისა და
ვერიჩკას უმცროსი ძმა. მასთან ოჯახში ძალიან ბევრი
ვიმხიარულეთ, ხოლო საღამოს ჟორამ თავისი მანქანით
გასეირნება შემოგვთავაზა და აბა ამაზე უარს როგორ
ვიტყოდით! უკვე ღამდებოდა, როცა მანქანაში
38
ჩავსხედით. წინ გოგია ბიძია დაჯდა, უკან კი ჩემი
ბიძაშვილები თამილა და ნუნუ, ნაილი, ლეილა და მე. ამ
პატარა 407-ში ერთმანეთზე ვისხედით. ჟორამ გეზი
აიღო დინამოს სტადიონისკენ, იქ კი მუშტაიდისაკენ
გადაუხვია, ჩვენს სიცილ-ხარხარს საზღვარი არ ჰქონდა
და არც შეგვიმჩნევია, როდის შეჩერდა ბაღთან. აქ ჩვენი
ყურადღება ბიძიას სიტყვებმა მიიქცია: „ბიჭო, ვასილიჩ,
რას უყურებ, წადიო.“ ჟორამ უპასუხა: „დაიცა რა,
სერაფიონიჩ, ხომ არ დავარღვევ, ვერ უყურებ, წითელი
ანთიაო“. სერაფიონიჩი სიცილით გადაბჟირდა. ჩვენ
თავიდან ვერაფერს მივხვდით. სერაფიონიჩმა სიცილით
უთხრა: „ვაი, შენ მართლა ჭიტურა! ეგ წითელი ნათურა,
ხომ ნაძვის ხეზე კიდია, შენ გინდა ამ თვეში აქ
გვამყოფო, წადი თუ კაცი ხარ, სახლში მიგვიყვანეო.“ და
მძღოლის საბუთის მიმცემს გემრიელად შეუკურთხა.
აბა, ამის შემდეგ გენახათ ჩვენი სიცილი. ჟორა კი თავს
იმართლებდა, „რა შუა გზაში დაუდგამთ ეს საახალწლო
ნაძვის ხეო“. ძალიან კარგი იყო ეს დრო.

ჟორას და ლილის, როგორც უკვე გითხარით, ორი


ქალიშვილი ჰყავთ ნაილი და ლეილა. ნაილიმ
სამედიცინო დაამთავრა და სამეგრელოში ბანძაში
ექიმების დიდებულ ოჯახში ჯიხამინჯიებში გათხოვდა.
გაზარდა ორი კარგი ვაჟკაცი, ოთარი და დათო
ჯიხამინჯიები. კარგი ქალობა დაიმსახურა რაიონში,
39
ლეილა კი თბილისში გათხოვდა, მასაც ორი ვაჟი ჰყავს
გიორგი და დათო. ეს ბიჭები ჟორამ სიძესთან და
შვილთან შეთანხმებით ჭყოიძეების გვარზე ჩაწერა.
დღეს ჟორა და ლილი ცოცხლები აღარ არიან. შემიძლია
ვთქვა, რომ ისინი ცხოვრების უკუღმართობამ იტანა
თან. დაკრძალულები არიან დედის გვერდით სოფელ
ქვების სასაფლაოზე. გაანათლოს სული მათი!

ედიკო და მედიკო. - ვასილის და ვერიჩკას მეორე


ბიჭიც სოფელ ქვებში გაიზარდა. ედიკომ დაამთავრა
მარელისის საშუალო სკოლა, შემდეგ შევიდა შსს
არსებული მილიციის სკოლაში და პენსიაზე გასვლამდე
ემსახურა ქალაქ თბილისის მეტროსადგურების
უსაფრთხოებას. ედიკომ ცოლად შეირთო გოგონა
ვახანიდან, მედიკო კოპაძე. მედიკო და ედიკო კარგი
შესახედაობის წყვილი იყო. მათ კარგი შვილები
გაზარდეს: გურამი, ლია, ლელა. გურამი თბილისში
მეტროს მემანქანედ მუშაობს და ცხოვრობს მეტროს
დასახლებაში. ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე და შვილები.
ლია და ლელა კი გათხოვდნენ და დიდებული ოჯახები
შექმნეს. გურამი, მართალია, თბილისში ცხოვრობს,
მაგრამ უყურადღებოდ არ ტოვებს სოფელ ქვებში მამის
აშენებულ სახლს, ეზოს და რაც მთავარია, უკვე ხანში
შესულ და დაქვრივებულ დედას, მედიკოს. გურამი
აგრძელებს ედიკოს სიცოცხლესაც და ჭყოიძეების
40
გვარსაც. მე კი რაც შემიძლია ვუსურვო, ესაა სურვილი
მატებისა და მრავლებისა, სურვილი, რომ ედიკოს
საფლავს არ მოკლებოდეს მისივე გახარებული ადესის
ღვინო და მისი შვილიშვილების ჟრიამული.

მერი და ანზორი. - ვასილისა და ვერიჩკას მესამე


შვილი მათი ქალიშვილი მერი ჭყოიძე იყო. ის დედისა
და სამი ძმისგან მეტ ფერებაში გაიზარდა. ის იყო
მეტისმეტად გულმართალი, ხალისიან, კარგი
შესახედავი გოგონა. მერი ძალიან ხშირად სტუმრობდა
თავისი ძმის ოჯახს ავჭალაში. იქ ის ხშირად
დაჰყვებოდა ჟორა კლუბში კინოსა და თეატრზე, სადაც
მას თვალი დაადგა ახალგაზრდა ბიჭმა ანზორ
ზვიადაძემ. ის მივიდა ჭყოიძეებთან და მერის ხელი
სთხოვა. მათგან თანხმობა მიიღო და დაქორწინდნენ
კიდეც. მერისა და ანზორის გზაც არ ყოფილა ია-
ვარდებით მოფენილი, პირველი ბიჭი ექვსი წლის ასაკში
მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა. ეს ბავშვი,
გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, იყო ანგელოზის
სახის ბიჭი. „მაგრამ ნამეხარ მიწაზე სიცოცხლე ისევ
გრძელდება“. მათ ჯერ ბიჭი ვეფხია, შემდეგ ქალიშვილი
ნანა შეეძინათ. მერიმ და ანზორიმ ბიძია გიორგის
დახმარებით ლიბანის ქუჩაზე სამოთახიანი ბინა მიიღო.
თითქოს მათი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, მაგრამ
ოჯახს ისევ ესტუმრო ის შავი ჩრდილი სიკვდილი და
41
ანზორი და მისი მეორე ვაჟი ვეფხიაც წაიყვანა. აქვე
მინდა აღვნიშნო, რომ ანზორ ზვიადაძის გვარს
აგრძელებენ მისი შვილები და შვილიშვილები და ჩემი
სურვილია, იმრავლონ.

ვაჟა და ჯანიკო. - ვასილის და ვერიჩკას მეოთხე შვილი


ვაჟა ჭყოიძე, ძმებში ყველაზე უმცროსი,
პატარაობიდანვე ცელქი და მოუსვენარი იყო, მაგრამ ის
გაიზარდა სიმართლისა და შრომის მოყვარე. მან ცოლად
შეირთო ლეღვნელი ჯანიკო ვეფხვაძე, ძალიან კარგი და
ძლიერი მეოჯახე. ვაჟამ და ჯანიკომაც კარგი ოჯახი
შექმნეს. ვაჟას ჰყავდა ხარები და რკინიგზაშიც
მუშაობდა. ჯანიკო კი ხუთიანზე უძღვებოდა შვილებს
და საოჯახო საქმეებს. მათ სამი ბავშვი ჰყავდათ: სოსო,
რეზო და ფატი. სოსომ შექმნა ოჯახი და ორი ვაჟკაცი
გაზარდა, მაგრამ თვითონ კიდევ ახალგაზრდას
ორმოცდაცხრა წლის ასაკში უმტყუვნა გულმა. ფატი
ხაშურში გათხოვდა კარგ ვაჟკაცზე და კარგი ოჯახიც
შექმნა. უმცროსი რეზო კი მშობლიურ ოჯახში
განაგრძობს ცხოვრებას. ვაჟა ვასილის ძე ჭყოიძე ძლიერი
ხასიათის გაუტეხელი პიროვნება იყო, მაგრამ შვილის
სოსოს ასე მოულოდნელად გარდაცვალებას ვერ
გაუძლო და განადგურდა კაცი და ასე მართლაც
ჩიტივით გაფრინდა ვაჟა ჭყოიძის სიცოცხლეც. რაც
შეეხება შვილებს და შვილიშვილებს, ის მრავლად ჰყავს
42
ვაჟას და ჯანიკოს, ღმერთმა ამრავლოთ. ეს ოჯახი კი
სანამ მე ცოცხალი ვარ, არასდროს დამავიწყდება,
რადგან იქ ჩემი ბავშვობის უამრავი სასიამოვნო
მოგონებაც დევს.

სერაფიონისა და ვასასის შემდეგი შვილი მამაჩემი იყო,


ამიტომ მასზე და ჩვენზე თხრობას ბოლოსთვის
შემოვინახავ, ახლა კი კირილეზე რაც ვიცი, იმას
მოგითხრობთ.

კირილე - კირილე იყო შავგვრემანი, მაღალი, კარგი


აღნაგობის ბავშვი და კარგი ჭაბუკიც გაიზარდა. მისი
სილამაზე მშობლებს გულს უხაროდა და სჯეროდათ
მისი. იმ პერიოდში სოფლიდან სადმე გამგზავრება
ძალიან ჭირდა. მაშინ ერთადერთი ტრანსპორტი
მატარებელი იყო, ისიც ძალიან ნელი და
მოსაბეზრებელი. მიუხედავად ამისა, კირილემ შეძლო
თავის სოფელს გასცლოდა, ბათუმში ჩასულიყო და
საზღვაო-სანაოსნო სასწავლებელში ჩარიცხულიყო.
კირილე ყოველი არდადეგების დროს ოჯახს
მიეშურებდა, მშობლებს ეხმარებოდა. ერთ-ერთი
არდადეგების დროს მან ოჯახს მოაშურა, რომელიც
მისთვის ბოლო და საბედისწერო აღმოჩნდა. ის
ბათუმიდან ძალიან გაციებული დაბრუნდა, საღამოს
კირილე ჟროლვამ აიტანა, მაღალმა სიცხემ აუწია და ეს
43
უნაკლო ახალგაზრდა მეზობლის ქალს, რომელიც
გურიიდან, სუფსიდან, იყო გამოთხოვილი, ბაბილინეს
ჩააკვდა ხელში. მისი შველა კი ვერავინ შეძლო. ეს
სიკვდილი იყო ვასასისა და სერაფიონის ოჯახისთვის
დიდი და გაუთვალისწინებელი მეხის დაცემა, მეხის
დაცემა ჩვენი ჯიშისა და გენის უკვე ძლიერ და დიდ
ხეზე, რომელსაც ერთი დიდი და ლამაზი ტოტი
ჩამოამტვრია. გარდაიცვალა კაცი, რომელიც მუდამ
ახალგაზრდა დარჩა. ბავშვობიდან სულ მაკვირვებდა
გამოთქმა „ორი დღი პარასკევი გვაქვსო“. როცა
გავიზარდე, მაშინ მივხვდი ამ გამოთქმის
მნიშვნელობას. ზუსტად ორი დღის პარასკევი ყოფილა
კირილე და ის ახალგაზრდები რომლებიც მრავლად
ჰყავს ჩემს კუთხეს და გვარს, აი, ისინიც: ზოია, იმედა,
თენგიზა, გულისა, ოლიფანტე, გუჯო, გუგულა,
სერიოჟა, ბადრი, ცეზარი, რომანი, ბონდო, ავთო,
სლავიკა, კაკო, ანზორი, სერგო, მალხაზი, ღუტოს ბიჭი,
ვაკო, არსენა, გოგია, დიმალი, ბელა, მიშიკო, გურამი,
ლეკურა, მაპატიოს თუ ვინმე გამომრჩა მათმა სულმა და
ყველა გაგვინათლოს უფალმა ეს ასე უდროოდ
ჩამქრალი კელაპტრები.

გიორგი (გოგია) და მარგო. – 1920 წლის მაისში


გიორგობის წინა დღეს ქვეყანას მოევლინა ბიჭი გიორგი

44
სერაფიონის ძე სხილაძე. პატარა გიორგი მამის კერიაზე
გაიზარდა, დაამთავრა სოფელ ძირულის საშუალო
სკოლა და დედის ვასასის დახმარებით ის ჩავიდა
თბილისში ბიძასთან სიმონ გელაშვილთან, რომელიც
დღევანდელი დავით აღმაშენებლის, ადრე პლეხანოვის,
გადამკვეთ ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა. გოგია თავისი
მეგობრისა და ბიძაშვილის გიორგი (გოგია ფლოქას)
დახმარებით, რომელსაც თბილისში უკვე გზები ჰქონდა
გაკვალული, მოეწყო პლეხანოვზე მდებარე „ზიფსში“,
რომელიც დღევანდელი პოლიტტექნიკური
უნივერსიტეტის წინამორბედი ძველი სასწავლებელი
იყო. ამ ინსტიტუტიდან 1939 წელს გიორგი გაიწვიეს
სამხედრო სამსახურში. ის მოხვდა უკრაინის-ლვოვის
ტერიოტორიაზე კავალერიაში. გიორგი სერაფიონის ძე
სხილაძეს ჰქონდა უდიდესი მუსიკალური სმენა, ასევე
ის იყო სასიამოვნო შესახედაობის და კარგი მოსაუბრე
ადამიანი და ეს არ დარჩენილა შეუმჩნეველი, ერთმა
მისგან ნამღერმა სიმღერამ „სულიკო“, ის ნაწილის
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოახვედრა. აქვე
უკრაინაში მოუსწრო მას სამამულო ომმაც. მე ძალიან
ბევრი რამ ვიცი მისი თავგადასავლების შესახებ ომში,
მაგრამ ამ წერილში მოკლედ მოგითხრობთ მის შესახებ,
რადგან ამ დიდ ადამიანზე მე პატარა წიგნი „სიმღერით

45
სიცოცხლის ფინიშამდე“ მაქვს დაწერილი და ვისაც
აინტერესებს, იხილოს და წაიკითხოს.

გიორგი სხილაძე II-მ განვლო სამამულო ომის საშინელი


გზები და როცა მთელი მსოფლიო 1945 წელს ცხრა მაისს
ზეიმობდა, იგი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას იაპონიის
წინააღმდეგ კვანტუნის მილიონიან არმიასთან
მანჯურიაში. ოჯახმა კი არ იცოდა, იგი ცოცხალი იყო
თუ მკვდარი, სწორედ ომის დროს 1944 წლის 10
ნოემბერს დავიბადე მე და მისი სახელი დამარქვეს. მისი
ომიდან დაბრუნების შემდეგ იგი მე გიორგი III-ს
მეძახდა. მინდა, რომ მე პატარა ჩანაფიქრი გაგანდოთ.
გიორგის მამის სერაფიონ სხილაძის უკვდავი სული
სანთელივით დაიწვა და ჩაქრა თავისი ორი შვილის
ანდროსა და გოგიას დაბრუნებისათვის ლოცვაში. ის
თვითონ ვეღარ მოესწრო, მაგრამ მე ასე მგონია, რომ
ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ორივე შვილი საღ-
სალამათი დაყბრუნა ოჯახს. რაც, მართლაც, სასწაული
იყო, ამ ხორცსაკეპ მანქანიდან ვინმე, თანაც ოჯახიდან
ორი კაცი, გადარჩენილიყო. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ეს
რომ ასეა, ისიც ამტკიცებს, ჩემი პატარა კუთხიდან
წაყვანილი 10 კაციდან მხოლოდ ორი, კიდურების
გარეშე, ხეიბარი დაბრუნდა. მოდი, არ დავიზარებ და
მოგახსენებთ მათ სახელებს, კიდურების გარეშე მაკარია
და გერმანე დაბრუნდნენ. შინმოუსვლელები კი არიან:
46
ჟოჟიკა, აქვსენტია, აკაკია, ვასიკო, მიტუშა, ცოლუა
აგაბო, გრიგოლის ბიჭი, შალიკო.

1947 წელს დაბრუნდა გიორგი ფრონტიდან. მას


გაოცებული და გახარებული დახვდა მისი ოჯახი და
მთელი სანათესაო, მეგობარ-ნაცნობები. მისი
ჩამოსვლით გახარებულმა გოგია ერმანოზის ძე
სხილაძემ (ფლოქამ) განსაკუთრებული მზრუნველობა
და ყურადღება გამოიჩინა მისადმი, იგი მას გვერდში
დაუდგა და დიდად დაეხმარა სამოქალაქო ცხოვრების
გზის გაკვლევაში. გოგია ფლოქას ყველა ერმანოზის
გოგიას ეძახდა, რომ ვინმეს სერაფიონის გოგიაში
ემელიკოში არ არეოდა. ამ ერმანოზის გოგიას ცოლად
ჰყავდა იმ პერიოდში დამსახურებული ცნობილი ექიმი -
მერი გაბუნია. სწორედ მათ ოჯახში გაიცნო სერაფიონის
ძემ კარგად აღზრდილი და ლამაზი გოგონა მარგო
ჯარიაშვილი. ეს ნაცნობობა კი შემდეგში სიყვარულში
გადაიზარდა, რაც, საბოლოოდ, სამახსოვრო ქორწილით
დაგვირგვინდა. ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე
ატარეს გოგიამ და მარგომ. ცნობისათვის გეტყვით, რომ
გიორგისთანა კაცს ჩვენს ჯიშში მეორეს ვერ ნახავდი. მან
სახელი გაუთქვა არა მარტო სოფელს, არამედ მთელ
ქვეყანას. თბილისში არ ჩამოსულა დიდი რანგის
სტუმარი, რომ ის მათთან შეხვედრას არ დასწრებოდა.
(ხრუშოვი, ბრეჟნევი, ფიდელ კასტრო და მრავალი სხვა.)
47
სწორედ იტალიელი ელჩის სტუმრობის დროს ნამღერი
„სუფრავ გაშლილო ლხინითა“, რომელსაც სერგო
ბაქრაძესთან ერთად ასრულებდა, გახდა მიზეზი იმისა,
რომ საქართველოს ც.კ.ს. მდივანმა გიორგი ანდროს ძე
გეგეშიძემ წერეთლის პროსპექტ ნომერ
ორმოცდაცხრამეტში სამოთახიანი ბინით
დააჯილდოვა. ეს, ალბათ, მაშინ დედაქალაქში
ერთადერთი მოვლენა იყო. ამ ბინის კედლები,
დარწმუნებული ვარ, გაჟღენთილია სიყვარულით,
სიცოცხლითა და სიმღერის ჰანგებით. მე ბევრჯერ ვარ
შემსწრე: როცა მარგო როიალს დაუკრავდა და მისი
მეუღლე იმღერებდა, ეს იყო დიდებული წამები
ცხოვრებისა. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ
საუკეთესოდ მღერიან მათი ქალიშვილები ნინო და
თამარი. ეს ოჯახი იყო დიდი ტაძარი ფოლკლორისსა და
ამ ტაძარში იკრიბებოდნენ საუკეთესო ადამიანები,
როგორებიც იყვნენ გოგი და მერი სხილაძეები,
პროფესორი საშა და მისი შვილი იმედა სხილაძე,
გიორგი და ნუნუ ღვინიაშვილები, სულიკო და ნუნუ
სარიშვილები, კოტე და მისი ძმა ფაღავები, აბელ
კირაკოზოვი, ვიტალი მასხულია, ბერძენიშვილები,
ირაკლი აბაშიძე, ზურაბ ანჯაფარიძე, ევგენი და ნანა
ჯუღაშვილები, გერმანე და გენადი სხილაძეები, კუკური

48
ლაცაბიძე და სხვა მრავალი ძვირფასი ადამიანი. მე ვერც
შევძლებ ყველას ჩამოთვლას.

ადამიანები რომლებიც გოგის და მარგოს მსგავსად ამ


ქვეყანაზე აღარ არიან, მაგრამ მათ თვითონ შეიქმნეს ის,
რასაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ჰქვია. მათმა
ქალიშვილმა თამარ სხილაძემ უნივერსიტეტი
დაამთავრა, გერმანული ენის ფაკულტეტი. იყო
გათხოვილი, მისი მეუღლე წარმოშობით ქუთაისიდან,
გელათიდან იყო - ჯანგავაძე იაშა - და, მგონია, გელათის
უდიდესი ტაძრის მადლით იყო ეს ადამიანი
დაჯილდოვებული. ეს იყო სულით და ხორცით
სტუმართმოყვარე და კეთილი ადამიანი. იაშა ჯანგავაძე
მუდამ გვემახსოვრება. ნუნუ სხილაძეს მუსიკალური
განათლება აქვს მიღებული და გაზრდილი ჰყავს ისეთი
თაობები, რომლებიც შემდგომში ცნობილი ადამიანები
გახდნენ. ეს ორი ძვირფასი ქალბატონი მამისეულ
სახლში ცხოვრობს წერეთელზე. ღმერთო, შენ
გვიმრავლე ისეთი ადამიანები, როგორებიც გიორგი
ბიძია და მარგო ბიცოლა იყვნენ.

ბევრი მოკვდა და კვლავ ცოცხლობს,

ბევრი ცოცხალიც მკვდარია.

49
გოგოცა და სიმონი. - სერაფიონის და ვასასის
ყველაზე უმცროსი, ნაბოლარა ქალიშვილი გოგოცა იყო.
გოგოცაც, როგორც მისი ყველა დედმამიშვილი,
გაიზარდა კონწოლზე. გოგოცა გამორჩეულად ცოცხალი
და ლამაზი გოგონა იყო. როცა ის გაიზარდა, დედის
ფერი და სილამაზე გამოჰყვა ბევრ რამეში, სიმაღლესა
და სახის ზოგიერთი ნაკვთის სილამაზეში კიდეც
სჯობდა დედას. გოგოცა როცა წამოიზარდა,
გართობისათვის ძალიან უყვარდა თავის გათხოვილ
დებთან სტუმრობა. განსაკუთრებით ხშირად დადიოდა
სოფელ ქვებში ვერიჩკასთან, ის დას ეხმარებოდა
შვილების გაზრდაში. კიდეც ერთობოდა იქ მყოფ
ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, ვინც ომში
წასვლას გადაურჩა. ჩვენ ერთი ძალიან კარგი გამოთქმა
გვაქვს: „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხხი
შენიო.“ სოფელ ქვებში, სადაც მისი და ვერიჩკა
ცხოვრობდა, მის გვერდით ასევე სახლობდნენ მისი ორი
მაზლი დიანოზი და პარმენი. ისინი რკინიგზამ დატოვა
ომიდან. პარმენს რძლად ჰყავდა გვერდზე სოფელ
ზედუბნიდან ნუშა ბლუაშვილი, როგორც გოგოცა
სტუმრობდა თავის დას ვერიჩკას, ასევე ერთი
ახალგაზრდა სიმონ ბლუაშვილი სტუმრობდა თავის
დას ნუშას. სიმონი ახლად დაბრუნებული იყო ომიდან,
გოგუცამ და სიმონმაც სოფელ ქვებში გაიცვნეს
50
ერთმანეთი. სიმონს ძალიან მოეწონა გოგოცა და შემდეგ
შეუყვარდა კიდეც. არც გოგოცა იყო მის მიმართ
გულგრილი. სიმონმა გაუმხილა თავისი გულისწადილი
გოგოცას და გადაწყვიტეს, ეს თავიანთ მშობლებთან
შეეთანხმებინათ. ის დრო კი დღევანდელს არ ჰგავდა, ამ
შეხვედრას და შეთანხმებას რამდენიმე თვეც კი
დასჭირდა. ახლა კი კომპიუტერითა და ტელეფონით
შეიძლება კვირაში შვიდი ცოლი მოიყვანო. ბოლოს კი
სერაფიონმა და ვასასიმ, ელენკომ და მათემ თანხმობა
განუცხადეს შვილებს და მოხდა ის კეთილი საქმე,
რომელიც უნდა მომხდარიყო. გოგუცამ მალე მოიპოვა
კარგი რძლის სახელი, თავს ევლებოდა თავის მეუღლის
მშობლებს ელენკოს და მათეს, თავისთავად ისინიც არ
ზღუდავდნენ მას. რძალს რომელმაც ისეთი სახელი
გაითქვა სოფელში და რაიონშიც კი, რომ ძალიან ბევრი
მსურველი იყო ამ ოჯახში მოხვედრილიყო და თვითონ
დაეგემოვნებინა ამ დიდებული ქალბატონის
ნადიასახლისარი. სიმონს რაც შეეხება, ეს იყო კაცი
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე კარგად მახსოვს,
როცა ჩვენი კუთხიდან ვინმე გათხოვდებოდა, ასე
ამბობდნენ „ნეტავ სიმონკას ნახევარი
გამოდგებოდეს.“ ეს იყო კაცი საზომი
ოჯახისშვილობისა, მეუღლის - მეუღლეობისა,
მამობისა, ნათესაობისა, მეზობლობისა, მეგობრობისა და

51
ძმობისა. შემიძლია, ვთქვა და ალბათ, არც გადავაჭარბებ,
ასეთი ცოლი და ქმარი რომ ყველა ჰქოლებოდა ჩვენს
ქვეყანას, დღეს საქართველო გაბრწყინებული იქნებოდა.
ამ ლამაზმა ცოლ-ქმარმა ღრმა მოხუცებულობამდე
იცოცხლა. რომ იტყვიან, იმ ქვეყანაშიც კი ხელიხელ
ჩაკიდებულები წავიდნენ. ამის თქმის მიზეზი, ისაა, რომ
გოგოცას და სიმონს წლისთავი ერთად გადაუხადეს.
გოგოცა და სიმონი არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ
და კარგი შვილებიც გაზარდეს და აჩუქეს ქვეყანას:
ნელი, გივი, უშანგი და ნინელი ბლუაშვილები,
მშობლების მომგონებლები და სულის
გამანათლებლები.

ნელი და შალვა. - გოგუცა და სიმონის უფროსმა


ქალიშვილმა ნელიმ სოფელში დაამთავრა საშუალო
სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი თბილისში
გაემგზავრა და მიიღო განათლება მსუბუქი
მრეწველობის განხრით. შემდეგ მუშაობა დაიწყო
თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე ტრიკოტაჟის
ფაბრიკაში. ნელი ბლუაშვილი თბილისში შეხვდა ერთ
კახელ ვაჟკაცს სოფელ გავაზიდან შალვა მიხეილის ძე
ალხანიშვილს. მათ მალევე იქორწინეს, შალვა თავის
სიმამრ სიმონზე არა ნაკლები სიძე გამოდგა. შეიქმნა
ძალიან კარგი ახალგაზრდა ოჯახი. ამ ოჯახმა კი
გვაჩუქა ისეთი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები,
52
როგორებიც არიან მიხეილ და ვახტანგ ალხანიშვილები.
კაცები, რომლებითაც მარტო ჩემი ოჯახი კი არა, მთელი
ჩემი ქვეყანა ამაყობს. ამ ახალგაზრდებს ორივეს
ანგელოზებივით ცოლ-შვილი ჰყავთ. განაგრძობენ
ცხოვრებას თავიანთი პაპა-ბაბოს, ბაბუა-ბებიის სულის
მოსაგონებლად. მე მათ ვუსურვებ ბედნიერებასა და
მატებას.

გივი და იზო. - გივი სიმონის ძე ბლუაშვილიც


ზედუბანში გაიზარდა. მის შესახებ რაც ვიცი,
ყველაფერი რომ დავწერო ალბათ ძალიან დიდი წიგნი
გამოვა, მაგრამ აქ ამ წერილში მხოლოდ ძირითადს
დავწერ ამ ჩემთვის მეტად პატივსაცემ და ლამაზ
წყვილზე - გივი ბლუაშვილსა და იზო არევაძეზე.

მე და გივი ბავშვობიდანვე ძმებივით შევეჩვიეთ


ერთმანეთს, რადგან მე ხშირად ვსტუმრობდი საყვარელ
მამიდას, მიუხედავად იმისა, რომ მე ორი წლით
უფროსი ვიყავი გივიზე. მახსოვს, მე და გივის ცხვარი
ზედაუბნიდან ფეხით ილემში მიგვყავდა დედაჩემის
ორმოცისათვის. დახურულ ხიდზე ლამის ელმავალმა
გაგვიტანა, იქ ჩვენ რაღაც უხილავმა ძალამ
გადაგვარჩინა, რამდენი ამ ხიდს შევხედავ მიკვირს,
როგორ გადავრჩით და რა ადგიი ვიპოვეთ, რომ
ელმავალმა არ გაგვარტყა.

53
გივი გახსნილი ბუნების, მართალი ბიჭი გაიზარდა.
თითქოს სათქმელი და გულში ნადები მას ყველაფერი
სახეზე და თვალებში ეწერა. ალბათ, ამანაც შეუწყო
ხელი იმას, რომ თავისმა თანაკლასელმა ლამაზმა
ქალიშვილმა სიყვარულზე თანხმობა მისცა. სკოლის
დამთავრებისთანავე გივი და იზო არევაძე ჯერ ისევ
ბავშვები თბილისში გამოიპარნენ. ამ ამბავმა, რა თქმა
უნდა, ააღელვა მათი ოჯახები, მაგრამ ისიც ვიცით, რომ
დიდ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება და მალევე
ყველაფერი დაწყნარდა. გივიმ და იზომ კი დაიწყეს
თავიანთი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი
ნაბიჯების გადადგმა. გივი ბედნიერებიდან სულ მალე
სავალდებულო სამხედრო სამსახურში წაიყვანეს, იზო
კი პირველი ბავშვით მაიათი დარჩა მშობლებთან და
დიდი მოთმინებით ელოდა თავის მეუღლეს. როგორც
იქნა, დადგა ნანატრი დემობილიზაციის დღეც. თქვენ
თვითონ წარმოიდგინეთ ის დიდი სიხარული, რაც
გივის ოჯახში მის დაბრუნებას მოჰყვა.

სოფლიდან გივი და იზო ისევ თბილისში დაბრუნდნენ


საცხოვრებლად, პირველ ხანებში ბინა დაიქირავეს,
გივიმ მძღოლად დაიწყო მუშაობა, მართალია, ლოდინის
შემდეგ, მაგრამ ერთი არაჩვეულებრივი მეგობრის
დახმარებით ბინა მიიღეს ორხევში. ეს კი ამ
ახალგაზრდა ოჯახისათვის სიხარულის ფეიერვერკი
54
იყო. გივიმ და იზომ ლამაზად დაიწყეს ცხოვრება,
თავიანთი ოჯახის შენება, რასაც დღესაც ენერგიულად
აგრძელებენ. მათ მაიას შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი
ირმა, მესამე შვილი კი ბიჭი დაიბადა გია ბლუაშვილი.
ეს ბიჭი, მართლაც, რომ ვაჟკაცი და ლომივით ძლიერი
პიროვნებაა. მისი მეუღლე კი ფატი აბრამიშვილი
მზესავით გოგოა, რომელიც ცხოვრებას თავისი ლამაზი
ღიმილით ახალისებს. გივიმ და იზომ ქალიშვილები
გაათხოვეს. მაიას მეუღლე მირზა ღიბრაძე, ხოლო
ირმასი ნიკოლაძე კარგი ვაჟკაცები გამოდგნენ. რაც
შეეხება გიას, მამასთან და დედასთან ერთად
განაგრძობს ცხოვრებას. ისინი ხშირად დადიან თავიანთ
სოფელ ზედუბანში, სადაც თავიანთი დიდებული
სახლი აიშენეს. ეს ოჯახი ყველანაირად ცდილობს,
აკეთოს ის საქმენი, რომლებიც მათი მშობლების სულს
სანთელივით დაენთება.

უშანგი და მაგული. - გოგოცამ და სიმონმა გივის


მეორე ბიჭი მიაყოლეს. დაიბადა უშანგი ბლუაშვილი.
დიდად გაიხარა ოჯახმა განსაკუთრებული სიხარული
ბებიამ ელენკომ და ბაბუამ მათემ გამოხატეს. მოიწვიეს
მეზობელ-ნათესავები და კარგი პურ-მარილით
აღნიშნეს. შეიძლება ამიტომაც იყო ყშანგი
პურმარილიანი და მომფერებელი ადამიანი. უშანგი ეს
ბავშვური ალალი ღიმილი დიდობაშიც შერჩა,
55
გაიზარდა მაღალი და გათლილი აღნაგობის, მისი
ზომიერი მოქმედება მეზობლებში და საერთოდ
საზოგადოებაში პატივისცემასა და სიყვარულს
იმსახურებდა. ეს იყო კაცი, რომელიც სხვისი
გულისთვის ცეცხლში ჩადგებოდა. ეს ყველაფერი კი
ბოლოს ნათლად გამოჩნდა. უშანგიმ სამხედრო
სამსახური გამოიარა და შინ მშვიდობით დაბრუნდა,
მამას და დედას გვერდში ამოუდგა და მხარი შეუდგა
თავის ბედნიერ ოჯახს. უშანგი დაინიშნა და მოიყვანა
კარგი გოგო, კარგი ადამიანი მაგული. დიდებული
ქორწილი გადაუხადეს მშობლებმა და
დედმამიშვილებმა, მაგულიმ და უშანგიმ კარგი ოჯახი
შექმნეს. უშანგიმ მთელი თავისი ცხოვრება კაცურად
გაატარა, არასდროს გადაუხვევია თავისი მეზობლების,
ნათესავების, მეგიბარ-ამხანაგების სიყვარულის
გზიდან. ჩვენი უშანგი მოულოდნელად გამოაკლდა
თავის საყვარელ ოჯახს. უშანგის მეგობრებმა და
მეზობლებმა მისი დატირების პერიოდში ისე იშრომეს,
დააფასეს და გააცილეს ის, (მათი თქმით) როგორც
უშანგი სიმონიჩს ეკუთვნოდა. უშანგის და მაგულის
ორი შვილი დავითი და ქალიშვილი დიდი ბებიის
სახელით ელენკო ჰყავთ. ორივეს კარგი ოჯახები აქვთ
შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი სიხარულიცაა.

56
ნათელი დაადგეს უშანგის სულს, მის ცოლ-შვილს
ბედნიერებას, მატებას და გვარის სიმრავლეს ვუსურვებ.

ნინელი და გენადი. - გოგოცას და სიმონს უმცროსი


ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ნინელი დაარქვეს.
ნინელიმ სკოლა სოფელში დაამთავრა. მან გაიცნო
სოფელ ნებოძირიდან კარგი ახალგაზრდა ბიჭი,
დაახლოვდნენ და ცოლად გაჰყვა კიდეც. გენადი
ტალახაძე კარგი მოსაუბრე და ღვინის მსმელი კაცი იყო,
თავის მოყვრებში ის იყო უცვლელი თამადაც, მასთან
სუფრაზე დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნო,
სამახსოვრო იყო როგორც სტუმრებისთვის, ასევე
მასპინძლებისთვისაც. გენადის და ნინელის ორი ვაჟი
ვასიკო და გოგიტა შეეძინათ. ეს ბიჭები კარგი ვაჟკაცები
გაიზარდნენ. როცა ოჯახი სიხარულის ზენიტში იყო,
სწორედ მაშუნ მოაკითხა იმ დიდმა უბედურებამ, რასაც
სიკვდილი ჰქვია და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცის
გენადი ტალახაძის ნათელი სული მიიბარა. ეს
ტკივილი, რა თქმა უნდა, ძნელი გადასატანი აღმოჩნდა
ყველასთვის, ვინც ამ ოჯახს კარგად იცნობდა. ნინელის
ფარ-ხმალი არ დაუყრია და ის ბოლომდე დაიხარჯა
თავისი ვაჟების აღზრდისთვის, ისინი ვაჟკაცებად
აღიზარდნენ. დღეს ვასიკო და გოგიტა
დაცოლშვილებულები არიან, ჰყავთ ლამაზი ოჯახები,
ლამაზი ცოლ-შვილი, რომლებიც ნინელის ნატკენ გულს
57
სიხარულით ავსებენ. ამ მომრავლებული ოჯახის
ჟრიამული გენადის საფლავს ნაირფერი ყვავილებით
ეფინება და მის სულს ამცნობენ, რომ მისი სიტყვა და
საქმე გრძელდება. მეც მოხარული ვარ ამ სიკეთისა და
სიმრავლის! იხარეთ და იმრავლეთ, დამილოცნიხართ!

ანდრო და შურა. - ჩემო ძვირფასებო, ახლა კი


უფლება მაქვს ჩემს ოჯახზე, მშობლებსა და
დედმამიშვილებზე გესაუბროთ. დღევანდელი დღის
გადმოსახედიდან მე უფლის მადლობელი ვარ
იმისთვის, რომ მამაჩემი, ანდრო სერაფიონის ძე
სხილაძე, ომიდან დააბრუნა. სხვანაირად მე და ჩემი
დედმამიშვილი ქეთო, ავთო და ზოია ამ ქვეყანას ვერ
მოვევლინებოდით.

მამას და დედას ომამდეც მყავდათ სამი შვილი:


რუსუდანი, გურამი და ჯემალი. ომიდან დაბრუნების
შემდეგ კიდევ მიგვამატა ოთხი და ასე გახდნენ ისინი
შვიდი შვილის მშობლები. მიუხედავად იმ სიღარიბისა
რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით, მაინც მიმაჩნია, რომ
ანდრო და შურა სწორად მოიქცნენ, მათ ამდენი შვილი
რომ არ გაეჩინათ, დამიჯერეთ, წერტილი ესმებოდა
გიორგის, სპირიდონისა და სერაფიონის ჯიშს
სხილაძეების გვარში.

58
ანდრო სხილაძე კონწოლზე დაიბადა, დაამთავრა
ძირულის სკოლა. ანდრო, მიუხედავად მამამისის
სიმკაცრისა, მაინც ბედავდა ეცელქა. მის შესახებ ბებია
ვასასი მიყვებოდა: „იყო ძალიან ცელქი და ნიჭიერიო“.
ანდრო ფიზიკურადაც კარგი ახალგაზრდა იყო, ძალიან
მომწონდა მისი ხელწერა (შემონახულია კიდეც მისი
რამდენიმე წერილი). ანდრო ჯერ კიდევ ბავშვი იყო,
როცა ბიძის დახმარებით მუშაობა დაიწყო დიდვაკის
გრეხილი ავეჯის ქარხანაში. იქ ანდრომ გაიცნო
ქალიშვილი სოფელ იგორეთიდან - შურა ივანეს ასული
ბოგვერაძე. მათ შორის გულთბილი ურთიერთობა
ჩამოყალიბდა, რაც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა.
ანდრო ჯერ ოცი წლისაც არ იყო, როცა შურაზე
დაქორწინდა. დედაჩემი შურა თავმოყვარე,
შრომისმოყვარე ქალი იყო. როგორ შეეძლო ამ ქალს
შვიდი შვილის გაზრდა ასეთი გაჭირვების დროს?! ან რა
ჩაგვინერგა ყველას ისეთი, რომ მის არცერთ შვილს
ადამიანური, პატიოსანი გზიდან არ გადაუხვევია?!
დედას შეეძლო „საყმაწვილოს“ და ჩიყვის წამლების
დამზადება. მაშინ საყმაწვილოთი ბევრი ბავშვი
იხოცებოდა, დედაჩემის წამლებით მორჩენილი ბავშვი
კი ბევრი მახსოვს. მახსოვს ასევე მისგან
ჩიყვმორჩენილებიც. სამწუხაროდ, ამ წამლის რეცეპტი
ჩვენ არ გაგვაჩნია, რადგან დედაჩემი, ჯერ კიდევ

59
ახალგაზრდა ქალი, ქალური ავადმყოფობით დაავადდა,
რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანი ორმოცდახუთი
წლის სიკვდილზე არ ფიქრობდა, ალბათ, თქვენც
დამეთანხმებით, რომ სიკვდილის მოციქული ამას
არავის ეკითხება და დაბნელდა დღე ისედაც ღარიბი
ოჯახისათვის. გადაუხვია ჩვენი ოჯახის ბედობის
მეკვლემ სადღაც ჯანდაბისკენ - ჯოჯოხეთისკენ.

1959 წლის 31 დეკემბერს, როცა მთელი ქვეყანა ახალ


წელს ელოდებოდა, ჩვენ წინ გვედგა
„ვენოკებში“ ჩადგმული მოწითალო კუბო, რომელშიც
ჩასვენებული იყო გაშავებული დედაჩემი, დაცემული
ბოძი და იმედი ოჯახისა, რომელზეც უხილავი ძაფებით
იყო გამობმული ოჯახის ყველა წევრი. ყოველივე ეს
ძნელი გასახსენებელია, მაგრამ არც დავიწყება
შემიძლია. ჩემი ოჯახის ყველა წევრის თვალებში
მხოლოდ ერთი კითხვა იკითხებოდა, კითხვა,
რომელზეც პასუხი არც დიდს და არც პატარას არ
ჰქონდა: რა გვეშველება? რა ვქნათ? რა ვიღონოთ?
დედაჩემი შობის შემდეგ მიაბარეს ჩვენს წმინდა მიწას.
„მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა, შენგან განაწირსაო“,
უფალმა ჩვენ უმძიმესი გამოცდა მოგვიწყო, გამოცდა
რომლის ჩაბარებაშიც თვითონ გადმოგვხედა და
დაგვეხმარა, დიდება მის სახელს! იმ პერიოდში ჩვენ
ყველანი ქარწაღებულებს უფრო ვგავდით. მამაჩემს
60
საერთოდ ჩამოეშვა მკლავები, ის კაცს მხოლოდ
გარეგნულად ჰგავდა, მაგრამ თუ მასში შიგნით
ჩავიხედავდით, დარწმუნებული ვარ, იქ მხოლოდ
სიცარიელე დაგვხვდებოდა. მე არასდროს
დამავიწყდება მისი წყალჩამდგარი თვალები, რომელიც
თითქოს გვეუბნებოდა, რომ რაც ამ ქვეყნად ცოდვა და
ბრალი ტრიალებს ყველაფერი ჩემი ბრალიაო. მიჰყვა ეს
ადამიანი ამ ცხოვრების უზარმაზარ ტალღებს,
რომლებმაც კვლავ მრავალჯერ შეანარცხა კლდეს. მას,
რა თქმა უნდა, ყოველთვის ახსოვდა თავისი შვიდი
შვილი, მაგრამ რა ექნა? რით დახმარებოდა? დედაჩემის
გარდაცვალების შემდეგ ანდრომ კიდევ მხოლოდ
თექვსმეტი წელიწადი იცოცხლა, ისიც ჯერ კიდევ
ახალგაზრდა გარდაიცვალა.1972 წელს ის თავის
მეუღლისა და შვიდი შვილის გამზრდელი ქალის
გვერდში სამოცდაორი წლის ასაკში მივაბარეთ მიწას.
მიუხედავად მძიმე სიცოცხლისა და ცხოვრებისა, ეს
ადამიანები ჩვენგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ,
რამეთუ მათ მყარად შეძლეს თავიანთი ჯიშისა და გენის
სიცოცხლის გაგრძელება.

შურამ და ანდრომ გაზარდეს შვილები: რუსუდანი,


გურამი, ჯემალი, გიორგი, ქეთო, თანდილა და ზოია. მე
არ მინდა ზედმეტი ქება გამომივიდეს, მაგრამ ვიტყვი,

61
რომ ანდროს და შურას გაზრდილ შვილებს არც ოჯახი
და არც ქვეყანა არ შეურცხვენიათ.

რუსუდანი და ჰამლეტი - ყველაზე პირველი უფროსი


ქალიშვილი რუსუდან ანდროს ასული სხილაძე
დაიბადა 1937 წელს. (ბებიისგან გადმოცემით) ეს დღე
ბედნიერი გათენდა ჩვენს ოჯახში, ამ დღეს თვით
სერაფიონიც კი მოესწრო და თან პურმარილით სავსე
დღეს მადლით აღსავსე შობას დაიბადა ჩვენი პირველი
რუსიკო. შემდეგში თვით რუსუდანიც აღნიშნავდა
ხოლმე სიცილით თავისი დაბადების დღის სხვა
დღეებთან შედარებით უპირატესობას. რუსიკო
სოფელში გაიზარდა, დაამთავრა ძირულის საშუალო
სკოლა და დედის დიდი მონდომებით, ბაბო სხილაძეს
„პროტექტორობით“ მოეწყო თბილისში სამედიცინო
ტექნიკუმში. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მალევე
მუშაობაც დაიწყო ყოფილ პლეხანოვზე მიხაილოვის
საავადმყოფოში. რუსუდანმა მალევე მოიპოვა ამ
საავადმყოფოს პაციენტებისა და მომსახურე
პერსონალის ნდობა და სიყვარული.

დედაჩემი ცოცხალი იყო, როცა სოფელში ტელეგრამა


მოვიდა რუსუდანის გათხოვების შესახებ. ამ დეპეშას
ხელს დეიდას მეუღლე ავთანდილ ოდიშარია აწერდა.
ანდრო და შურა სასწრაფოდ გაემართნენ თბილისისაკენ,

62
სადაც მათ გაიცნეს სიძე ჰამლეტი ნოვეს ძე სხილაძე. მე
აშკარად მივხვდი, რომ დედას სიძე არ მოეწონა, მაგრამ
ჰამლეტის ისეთი ენა ჰქონდა, გველს რომ ხვრელით
ამოიყვანდა და მანაც უცებ მოხიბლა ეს მეტად
დიდბუნებოვანი ქალი. კარგად მახსოვს დედაჩემის
სიტყვები: „ჩემს შვილს უკეთესი ეკუთვნოდა, მაგრამ
ისეთი შინაარსიანი ბიჭი ჩანს, ცხოვრება არ
გაუჭირდებაო.“ რუსუდანსა და ჰამლეტის პირველი
ბიჭი შეეძინათ, მაგრამ პატარა გიამ მხოლოდ ერთ
წლამდე იცოცხლა, შემდეგ ღმერთმა ისინი დიდხანს
აღარ დააჯილდოვა შვილით, მაგრამ წლების შემდეგ
შეეძინათ პატარა გოგონა, რომელსაც ირმა დაარქვეს.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დედაჩემის გარდაცვალების
შემდეგ რუსუდანმა დანარჩენ დედმამიშვილებს
დედობა გაგვიწია და ჩვენც ყველას გვჯეროდა მისი.
რუსუდანმა დიდი წარმატებით იმუშავა მიხაილოვში
რესპუბლიკურ და კარდიოლოგიურ ინსტიტუტში, მან
ყველგან დიდი დაფასება მოიპოვა. ის სამოცდაცამეტი
წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილამდე იმუშავა
თავის ინსტიტუტში.

რუსუდანს დარჩა ერთი ქალიშვილი ძალიან ნიჭიერი


გოგო, რომელიც დღეს უკვე პროფესორი ირმა რურუაა.
ირმა დღეს თავის მეუღლე მამუკა მჭედლიძესთან

63
ერთად ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. ჩემი სურვილი
მათი ბედნიერებაა. უფალი იყოს მათი მფარველი.

გურამი და ტატიანა. – 1938 წელს ანდროს და შურას


პირველი ვაჟი გურამი შეეძინათ. გურამის
ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ ხელმარჯვე და
მშრომელი კაცი გაიზრდებოდა. ის მართლაც კარგი
ჭაბუკი დადგა. უბანმა მას ზედმეტსახელად
„ბაჩუკიც“ კი შეარქვა. მან სკოლა დაამთავრა და მალევე
მოუწია სამხედრო სამსახურმაც. გაიწვიეს
ლენინგრადში, ახლანდელ პეტერბურგში, და სამი წლის
შემდეგ მშვიდობით დაბრუნდა თავის ოჯახში, მაგრამ
მას ხალისიანი დახვედრა ვერ მოუწყვეს, რადგან დედა
მძიმე ავადმყოფობით ხარაგაულის საავადმყოფოში
დახვდა, საიდანაც ის მოკლე დროში კიდევ მოასვენეს
ოჯახში. მე აღარ გავყვები ამ მძიმე ვითარების
განხილვას და ისევ გურამის შესახებ მოგითხრობთ.
ოჯახი დარჩა უქალოდ და საჭირო გახდა გურამის
სასწრაფოდ დაქორწინება. გამოინახა გოგონაც, ისიც
ღარიბი ოჯახიდან ობოლი ჯერ კიდევ
არასრულწლოვანი სოფელ ხონიდან ტატო გურეშიძე.
გადაიხადეს პატარა ქორწილისმაგვარი პურმარილი,
მოიყვანეს პატარძალი ტატო, რომელიც წლოვანებით
ჩემი ტოლი იყო და ძალიან სწრაფად გავუგეთ რძალ-
მაზლმა ერთმანეთს. მართალი გითხრათ, ახლაც კი
64
მიკვირს, სად ან ვისგან ისწავლა ამ პატარა გოგომ
ამდენი საქმე, კერვა და სისუფთავე. მან ნამდვილად
გაამართლა ოჯახის იმედები, გამოჩნდა სინათლე ჩვენს
ფანჯრებში, მაგრამ არა დიდი ხნით.

გურამის პირველი ვაჟი შეეძინა, იმ ბავშვის სახე მე


ახლაც თვალებში მაქვს ჩახატული, თეთრი, დიდ
ყავისფერთვალება, ასაკთან შედარებით დიდი. დღესაც
კი მიკვირს, ამ ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართა... ამ ბიჭს
დათო დაარქვეს. მე უკვე თბილისში ვიყავი, როცა ეს
ბავშვი გარდაიცვალა. ის შურა ბებიას ჰყავს გულში
ჩახუტებული წმინდა მიწაში. ამ ტრაგედიის შემდეგ
გურამი და ტატო ხარაგაულში გადავიდნენ
საცხოვრებლად. იქ გურამს დედაჩემის ძმამ, ბიძია რეზო
ბოგვერაძემ, რაიონის ბოინი ჩააბარა. მოკლე ხანში
გურამი ისეთი სპეციალისტი დადგა, რომ მთელ
ხარაგაულში კარგი სახელით სარგებლობდა. ის წინ
იდგა როგორც სამსახურით, ისე პატიოსანი ოჯახით.
ხალხმა მას მოფერებით „ბოინაც“ კი დაარქვა. გურამის
რაიონმა სამოსახლო მიწა გამოუყო, სადაც დიდი
შრომის შედეგად ძვირფასი ეზო-კარი ააშენეს. გურამის
და ტატოს ვაჟი აღარ აჩუქა უფალმა, სამაგიეროდ ოთხი
ანგელოზივით გოგონა შეეძინათ: ლალი, ლია, ლელა,
ჯუნა.

65
ლალი ახალციხის ტექნიკუმიდან მოიტაცა გორის
რაიონიდან შავშვებელმა ბიჭმა დავით წკრიალაშვილმა.
ეს კაცი ძვირფასი და საყვარელი სიძე გამოდგა. დათოს
და ლალის ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ:
კობა, გურამი (ბაბუის სახელით) და ნათია. მინდა
აღვნიშნო, რომ ლალი და დათო თვითონ არიან
(როგორც ქართლში ამბობენ) პაპა და ბაბო. ღმერთმა
გვიმრავლოს მათი ოჯახები.

მეორე ქალიშვილი ლია ასევე მოიტაცა კახელმა სოფელ


გრემიდან ალექსანდრე მათიაშვილმა. ეს კაციც კარგი
მამა და მეოჯახე დადგა. ლიამ და ალიკამ გაზარდეს
ორი ვაჟი: კახა და ბექა. დღეს ლია და ალიკაც ბედნიერი
პაპა და ბაბოა. იხარონ და იმრავლონ მათიაშვილებმა.

აქ ცოტას გადავუხვევ და დავწერ იმ უბედურების


შესახებ, რომელიც დატრიალდა გურამის და ტატოს
ჯერ ისევ ახალგაზრდა ოჯახში. გურამიმ სწორედ
მამამისის ანდროს ბედი გაიზიარა, სამოცდაორი წლის
წავიდა ამ ქვეყნიდან. საწყალმა ჩემმა რძალმა კი
ზუსტად დედაჩემისა, რადგან როგორც დედაჩემი შურა
ისიც ორმოცდახუთი წლის ნაღვლის ოპერაციის შემდეგ
გარდაიცვალა, ტატიანა ორი ქალიშვილის ბედნიერებას
მოესწრო.

66
მესამე ქალიშვილმა ლელამ მხატვრობის ნიჭი
გამოავლინა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია. მან
დასავლეთი არჩია აღმოსავლეთს და ცოლად გაჰყვა კარგ
ახალგაზრდას მიშიკო კალანდაძეს ჩოხატაურიდან. ამ
ახალგაზრდებმა ბევრი იშრომეს და ძვირფასი ოჯახი
შექმნეს. დღეს ისინიც ბედნიერი ბებია-ბაბუა არიან
ენვერის პატარა მიშოს წყალობით. ხოლო ნინიკო კი
ულამაზესი, ჭკვიანი გოგონა გაიზარდა, რომელიც
თავის ბედს ელოდება. მადლი და დიდება არ მოეშალოს
ამ ოჯახებს.

ყველაზე პატარა ჯუნამ კი ყველაზე მეტად იწვნია ის


დიდი სიმწარე, რასაც ობლობა ჰქვია. ალბათ ყველას
გაგიგიათ ხალხური გამოთქვა: „ობლის კვერი ცხვა და
კარგად გამოცხვაო.“ გაიზარდა პატარა ჯუნა ყოჩაღი,
აზრიანი, სუფთა და ამაყიც. თავის სადედამთილოს
როზა ქემოკლიძის და მამიდის რუსუდანის
დახმარებით ის ცოლად გაყვა კარგ ოჯახში აღზრდილ
თვითონაც განათლებულ ახალგაზრდას გია (გიორგი)
ქემოკლიძეს. ჯუნას და გიას ორი ქალიშვილი და ერთი
ვაჟი შეეძინათ. ერთ ქალიშვილს დედის სახელი ტატა
დაარქვა, ვაჟს კი ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა
მამამთილის თამაზის სახელი, შუათანა ქალიშვილს კი
ქეთა ჰქვია. ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ამ ოჯახს!

67
გურამი და ტატო შვილებმა ხარაგაულიდან თბილისში
გადაასვენეს და ჩვენი დის, თავიანთი მამიდის რუსიკოს
გვერდში ახალ კუკიაზე დაასაფლავეს. გურამი ტატიანას
სიკვდილის შემდეგ მამამისივით დაიბნა, მან ვერ
შეძლო თავისთვის ისეთი რეჟიმის შემუშავება,
რომელიც მეტად გააძლებინებდა, არადა მას ეს შეეძლო.
არ განვიკითხავ, უბრალოდ, ძალიან ძნელია და
დასანანი, უთქმელი და მოსიყვარულე ძმის დაკარგვა.
ნათელი და სანთელი მათ სულებს.

ჯემალი და გიული. – 1940 წელს ანდროს და შურას


მეორე ვაჟი შეეძინათ, ამ ბიჭს ჯემალი (ჯენორი)
დაარქვეს. ჯემალი გაზაფხულზე დაიბადა და ბუნებით
თბილი ახალგაზრდა გაიზარდა. მან დაამთავრა ილემის
რვაწლიანი სკოლა და ჯერ ისევ პატარა ბიჭმა
რკინიგზაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად შორაპნის
სკოლა დაამთავრა. 1959 წელს ის სამხედრო სამსახურში
წაიყვანეს და ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში
გაანაწილეს. ჯემალი ერთი თვის წასული იყო, როცა მის
ნაწილში დედამისის გარდაცვალების შესახებ
საქართველოდან ტელეგრამა მივიდა. ჯემალი სადღაც
ერთი კვირით გაათავისუფლეს, როცა ის სოფელში
ჩამოვიდა, იანვრის მოკლე დღეები იყო, ამიტომ მას
დედა ერთი საათის დასაფლავებული დახვდა. მაშინ არ
იყო ისეთი სწრაფი კავშირის საშუალება, როგორც ეს
68
დღეს არის. ძნელია და არც დავხატავ მე იმ სცენას, რაც
მაშინ დედაჩემის საფლავზე გაიმართა. რას ვიზამთ:
„ვერ დააკავებს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა
კლდოვანი.“ ჯემალი მალე გაემგზავრა თავის ნაწილში.
დემობილიზაციის შემდეგ მან ისევ გააგრძელა მუშაობა
რკინიგზაში. ის თავის უმცროს დას ქეთოსაც, რომელიც
ძირულის სკოლაში სწავლობა, აქცევდა ყურადღებას.

ჯემალიმ ცოლად შეირთო გიული გურეშიძე, ის სოფელ


ხონიდან იყო. გიულიც უმამოდ გაზრდილი იყო,
მამამისი ომში დაიკარგა. გიული დედამ, აღვინიკამ,
გაზარდა. გიული და ჯემალი ქორწინების შემდეგ მალე
გადავიდნენ ზესტაფონში საცხოვრებლად. ზესტაფონში
ჯემალიმ მუშაობა დაიწყო ახალ გახსნილ საკავშირო
„ზესტაფონ კაბელში“, სადაც ის მოწინავეთა რიგებში
იდგა, ამიტომაც მან მალე ბინაც მიიღო მაშინდელი
ლენინის ქუჩაზე შვიდ ნომერში. ეს მისთვის ძალიან
დიდი მიღწევა და სიხარული იო, არამარტო მისთვის
არამედ მთელი მისი საახლობლოსთვის. ჯემალის და
გიულის პირველი ქალიშვილი შეეძინათ. ინგა ძალიან
ლამაზი ქალიშვილი დადგა, ამიტომაც ის მოიტაცა
ტაბაკინელმა მეტად სასიამოვნო შესახედაობის ვაჟკაცმა
ბიჭმა გია ძაბირაძემ. დღეს ინგას და გიას ჰყავთ გოგონა
ანა და ვაჟი ბაჩო. ეს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში

69
გადავიდა და იქ აგრძელებენ ცხოვრებას და
მოღვაწეობას.

მეორე შვილი ჯემალის და გიულის ვაჟი გაუჩნდათ,


რომელსაც ჩემი რეკომენდაციით გაგა დაარქვეს. გაგამ
ჭიდაობაში მოსინჯა ბედი და კარგი სახელი,
მიღწევებიც ჰქონდა, მაგრამ, არ ვიცი რატომ,
სპორტული კარიერა აღარ გააგრძელა. მან სამხედრო
სამსახური მოსკოვში - ბალაშიხაში დაასრულა და
დაბრუნების შემდეგ მალე დაქორწინდა მშვენიერ თეა
სარდანაძეზე და შექმნა ოჯახი. მას პირველი
ქალიშვილი ანა გათხოვილი ჰყავს, ხოლო მეორე
მარიამი სწავლობს, ის მხატვრობის ნიჭითაა
დაჯილდოვებული. გაგა და თეა დღეს ახალგაზრდა
ბაბუა და ბებია არიან, ცხოვრობენ თბილისში. ჩემი
სურვილი მათი ბედნიერებაა.

ქეთო და ზაური. - ქეთინოც, როგორც ყველა


დედმამიშვილი, სოფელში დაიბადა, ობლობის
მარწუხებმა ყველაზე მეტად მაინც მას მოუჭირა, მაგრამ
მტკიცედ გაუძლო ამ ყველაფერს. ქეთომ ძირულის
სკოლა დაამთავრა, კარგი გოგო დადგა და ბევრ
ჭაბუკსაც ეჭირა მისკენ თვალი. ჩვენი სახლის
მეზობლად ახალციხიდან ერთი ახალგაზრდა ხელოსანი
ზაური ივანის ძე კაპანაძე აგრაფინა ნათლიას სახლს

70
უშენებდა. ამ უბანში მაშინ ბევრი გასათხოვარი გოგონა
იყო და თითქმის ყველა თავისებურად ეპრანჭებოდა
დიდოსტატს. ზოგჯერ სადაც არ გვგონია რაიმე ხდება,
სწორედ იქაა სასწაული. ქეთოს ზაური არც
დალაპარაკებია, მე კი მგონია მათმა გულმა და
თვალებმა უთხრეს ერთმანეთს სათქმელი. ქეთო
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში თავის დასთან
რუსიკოსთან ჩამოვიდა და მოეწყო მაუდკამბოლის
ტექნიკუმში. არ გაუვლია დიდ ხანს და გიორგი ბიძიას
მოადგა უცნაური და დიდი დელეგაცია ახალციხის
რაიონიდან, რომელსაც სათავეში ედგა ეთერი სხილაძე,
ცნობილი პროკურორის გივი სხილაძის ძმისშვილი.
გოგია ბიძიას ჯერ გაუკვირდა ამ დელეგაციის ვიზიტის
მნიშვნელობა, მაგრამ როცა ახალგაზრდა კაცმა
ზრდილობიანად წაუყენა წინადადება მისი ძმისშვილის
ცოლობის თხოვნის სესახებ, მისთვის ყველაფერი
ნათელი შეიქმნა. დაურეკეს რუსიკოს, ჰამლეტის და
ქეთოს და ავიდნენ ბიძიას ოჯახში. რა თქმა უნდა, ეს
საქმე იქ დადებითად გადაწყდა და ბიძიას მადლიანმა
მრავალჟამიერმა დაამშვენა ის დაუვიწყარი ვახშამი.
დაითქვა დღე და ლამაზი ქორწილიც გადაიხადეს
როგორც თბილისში, ისე სოფელ ურაველში. ეს
ყველაფერი მართლაც დაუვიწყარია. კაპანაძეების
ოჯახში, მართალია, ქეთოს დიდი სიმდიდრე არ

71
დახვედრია, მაგრამ იგივე სითბო დახვდა, რაც ჩვენს
ოჯახში იყო დედის გარდაცვალებამდე. ქმარი ზაური
და ოთხი მაზლი სოსო, შოთა, იონა და მიშა თავს
ევლებოდნენ ახალმოყვანილ რძალს. თანაც ეს სოფელი
ისეთი ლამაზია, ისეთ ადგილებს ნახავს ადამიანი,
იტყვის, რომ ცოცხლად სამოთხე ვნახეო. ქეთომ კი, ამ
პატარა გოგომ, შეძლო დამსახურება ოჯახისა და
სოფლის წინაშე, რითაც მე პირადად გახარებული და
ამაყი ვარ.

ზაურიმ და ქეთომ საუკეთესო შვილები: მამუკა, არჩილი


და მალხაზი, გაზარდეს და მოკლედ მოგითხრობთ მათ
შესახებ.

მამუკამ წარჩინებით დაამთავრა ურაველის საშუალო


სკოლა, გახდა ლაურეატი და მრავალი მედლის
მფლობელი ქართულ ცეკვაში, შემდეგ კი თბილისში
პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. გამოიარა
სამხედრო სავალდებულო სამსახური პეტერბურგში,
დაბრუნდა საქართველოში და მალე იქორწინა სოფელ
საყუნეთელ ხათუნა ტაბატაძეზე, რომელიც თბილისში
სტუდენტობის დროს გაიცნო. მამუკამ და ხათუნამ
თავიანთი თავდადებული შრომით უსაყვარლესი ოჯახი
შექმნეს, ჰყავთ სამი შვილი: ზურიკო, სალომე, დათო.
დღეს ხათუნა და მამუკა უკვე ზურას და ანას პატარა

72
გოგოს კატოს ბაბუა-ბებია არიან. სალომე კი
გათხოვილია გიორგი ქავთარიაზე. დათო სწავლობს და
ფეხბურთში აქვს მიღწევები. ეს ოჯახი დღეს სანზონაში
ცხოვრობს, იხაროს და იმრავლოს ამ ჩემთვის თბილმა
და ტკბილმა ოჯახმა.

არჩილი პატარაობიდანვე ხალისიანი და ცოცხალი ბიჭი


იყო. თვითონაც ძალიან უყვარდა სპორტი, რაც შემდეგ
შვილების აღზრდაში დაეხმარა. აჩიკომაც სოფელში
დაამთავრა სკოლა, შემდეგ მოიარა სამხედრო სამსახური
და დაქორწინდა. მანაც საყუნეთიდან მოიყვანა გოგლა
დვალაშვილის ქალიშვილი მეგი, საუკეთესო ოჯახი
შექმნეს და სამი ვაჟკაცი გაუზარდეს ოჯახს და
სამშობლოს. პირველ ვაჟს გიორგის დიდი მიღწევები
ჰქონდა ფეხბურთში, ამჟამად სწავლობს პოლიციის
აკადემიაში. შუათანა საბა - ეს ახალგაზრდა ბიჭი უკვე
ევროპის ჩემპიონია გუნდურში და მრავალი მედლის,
სიგელისა და ფინანსური ჯილდოს მფლობელია. ცოტნე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია
ფეხბურთში და მასაც დიდი მიღწევები აქვს თავის
სფეროში. ეს ვიცი, რომ ჯერ დასაწყისია, მათგან ძალიან
ბევრ მიღწევასა და ოქროს მედალს ველოდები
მსოფლიო დონეზე. იხაროს და იდიდოს არჩილ და მეგო
კაპანაძეების სპორტულმა და ახალგაზრდა ოჯახმა.

73
მალხაზის დაბადებამ დიდი სიხარული გამოიწვია
ზაურ და ქეთო კაპანაძეების ოჯახში. მალხაზი
გულიანი, მოსიყვარულე, გამგები და მიმნდობი ბიჭი
გაიზარდა. მას მამის სითბოც გამოჰყვა და დედის
სიმტკიცეც. მალხაზის ორი ანგელოზივით პატარა ჰყავს:
სანდრო და ქეთა.

ქეთო და ზაური კაპანაძეები მოშენებული და თავიანთი


თბილი და უპატიოსნესი ოჯახით მზესავით ანათებენ
ჩვენ დიდ სანათესაო-საახლობლოში.

დაუვიწყარი 2019
როგორც ყველა ოჯახში, ზაურის ოჯახშიც შეაბიჯა
ახალმა წელმა, ლამაზად გაშლილ სუფრას
შემოსხდომოდნენ ზაური-ქეთო. მათი შვილები მამუკა-
ხათუნა, აჩიკო-მეგი, მალხაზი, შვილიშვილები: ზურა,
სალომე, დათო, გიორგი, საბა, ცოტნე, ქეთა, სანდრო,
სალომეს მეუღლე გიორგი, ზურას მეუღლე ანა და სულ
პატარა კატო. ზაურიმ დალოცა ახალი წლის
შემობრძანება და მთელმა ოჯახმა ერთად დააგუგუნა
„ჩონგურო“. ამ სიღერას მე კაპანაძეების ჰიმნს ვეძახი,
რადგან ეს იყო ზაურის საყვარელი სიმღერა.
სიმღერებში, მოფერებაში, სიყვარულში ჩაიარა ახალმა
74
წელმა, შობამ და ძველით ახალმა წელმა. ქეიფით
გადაღლილმა შვილებმა და შვილიშვილებმა თბილისს
მიაშურეს, თავიანთი ცხოვრების კალაპოტს
დაუბრუნდნენ. ქეთომ და ზაურიმაც განაგრძეს თავიანთ
თბილ კერიაზე დასვენება და შრომა.

იანვრის ოცდაერთის ჩვეულებრივი ცივი დღე გათენდა


სოფელ ურაველში. საღამოს ქეთო და ზაური მიუსხდნენ
გაღუნღულებულ ფეჩს და დაიწყეს ტელევიზორის
ყურება. გვიან კი პირდაპირ ეთერში უყურებდნენ
პროექტ „მხოლოდ ქართულს“. ძალიან საინტერესო
ფინალი იყო და ეს გადაცემა ცოლ-ქმარში დიდ
ინტერესს იწვევდა, რადგან ჯერ ერთი ორივეს ძალიან
უყვართ ქართული სიმღერა, მეორე, ვინ აიღებდა
გამარჯვებულის პრიზს ძალიან აინტერესებდა, ამაზე
ნიძლავიც კი დადეს.

პირველი წუთები დაიწყო 22 იანვრისა, როცა ქეთომ


ზაურის გადახედა, ეუცნაურა კიდეც თავჩაქინდრული
რომ დაინახა, ხმამაღლა უთხრა: „ადექი, ბიჭო! თუ
გეძინება, ლოგინში დაიძინეო.“ მაგრამ როცა ხმა არ
გასცა, მივიდა, თავი აუწია და ჰოი, საოცრებავ! მას
ხელში ზაურის უსულო სხეული შერჩა. ახლა მე არ
დავიწყებ იმის მოყოლას, რაც იქ სიმწარე გადმოიღვარა,
მაგრამ მხოლოდ იმას დავწერ, როგორ გაჰყვა ურავლის

75
წყაროსავით და ჰაერივით წმინდა სული ქართულ
სიმღერის წკრიალა ჰანგებს ამ ქვეყნიდან საიქიოში ისე,
რომ კვნესაც არ ამოხდენია. პირდაპირ გეტყვით, ჩემში
სიკვდილი უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს, მაგრამ ყველა
მენანება (მენანება და ისიც ვიცი, ძალიან მომენატრება)
სამუდამო განშორებისათვის. ამ შემთხვევაში რა
მაკვირვებს, იცით? როგორ შეძლო ამ ლამაზმა უბრალო
ადამიანმა ასე ლამაზად ცხოვრება, რომ ასე ალალი და
წმინდა ცრემლებით დასტიროდა ყველა, ვინც კი მას
იცნობდა.

ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა ურავლელების გლოვაცა


და შრომაც, რაც მათ ზაური კაპანაძესთვის გააკეთეს.
ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა იმ ქალბატონების და
ბავშვების განცდები, რასაც მათ სახეზე ვკითხულობდი.
მთელმა სამეზობლომ, სანათესაომ, სამეგობრომ,
მონადირეთა საძმომ მიაცილა ზაური ცივ სამარემდე და
ჩონგუროსა და თოფების ქუხილის ხმაზე ჩაასვენეს
სამუდამო საცხოვრებელში. როცა სასაფლაოდან უკან
გამოვბრუნდი, რამდენიმე წუთი შევჩერდი და თვალი
შევავლე მიდამოს, რომელიც უსპეტაკესი თოვლით
ლამაზად იყო შეთეთრებული, ცივი იანვრის დღეს ამ
თოვლზე უძლური მაგრამ ძალიან ლამაზი მზის
ოქროსფერი სხივები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. მწვანე
ნაძვების ტყე, რომლის წვეროებიც ცას ებჯინებოდა,
76
ზემოდან დასცქეროდა ამ სასაფლაოს და ისინი თითქოს
შანს გვიგდებდნენ უკან გამობრუნებულებს. თითქოს
გვეუბნებოდნენ: „არ დაიდარდოთ, ზაურიმ ჩაიბარა
გასაღები სამოთხისაო!“

დიახ, მუდამ იცოცხლებს ჩვენში ზაური და მისი


საყვარელი სიმღერა: „ჩონგური საქართველოა, სიმები
ჩვენ ვართ ყველაო.“

მართლაც, მართალი გზით გაიარა ზაური კაპანაძემ


თავისი ცხოვრება და აიარა ის სამოცდათექვსმეტი
საფეხური, სადაც არავითარი შავი ლაქა არ დაუმჩნევია.
მივიდა სამოცდამეჩვიდმეტე წლამდე თბილად და
ტკბილად, ალალად და უღალატოდ, პატარისა და
დიდის სიყვარულით, რომლითაც სხვასაც ახარებდა და
თავის მადლიან სიცოცხლესაც. ამ უბრალოებით
მოიხვეჭა მან სწორედ ის, რასაც უკვდავებას ეძახიან!

ავთო (თანდილა) და ფარიდა. - ავთო (თანდილა)


პირველ კლასში იყო ილემში, როდესაც დედა
გარდაიცვალა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ
დიდი სჯა-ბაასი გაიმართა ჩვენს ოჯახში იმის შესახე,
თუ ვის რა უნდა გვეკეთებინა, მაგრამ ყველაზე დიდ
პრობლემას მაინც პატარები: თანდილა და ზოია,
წარმოადგენდნენ. ეს პრობლემა კი დაუძლეველი იყო
მამაჩემისათვის, ამიტომ ჩვენმა საყვარელმა ბიძიამ,
77
რომელიც ყველას დაგვეხმარა, გიორგი II-მ დიდი
ვალდებულება აიღო თავის თავზე. თანდილა ილმის
სკოლიდან გადაიყვანა თბილისში გლდანში სკოლა
ინტერნატში, სადაც ყველანაირი საშუალება იყო
განათლების მისაღებად და ცხოვრებისათვის. მაშინ იქ
მოწყობა ბავშვებისათვის ძნელი იყო (ორივე მშობელი
არ უნდა გყოლებოდა), მაგრამ ბიძიამ თავისი
გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ეს იოლად შეძლო.
თანდილა ცელქი მაგრამ ნიჭიერი ბავშვი იყო. მას
იზიდავდა ფეხბურთი და მალე გადაიყვანეს სპორტულ
ინტერნატში. არც თანდილას ფიზიკისა და
მათემატიკისადმი მიდრეკილი ნიჭი არ გამოპარვიათ, ის
კომაროვის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში
გადაიყვანეს, რაც მას ცხოვრებაში ძალიან გამოადგა.

ერთ ზაფხულს, როცა ყველა ქალაქელი ან სოფელში ან


ზღვაზე ისვენებდა, მათ შორის ჩვენც, სხვათაშორის
გავიგეთ ამბავი, რომ თანდო პოლიტექნიკური
უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ეს მაშინ ძნელი
მისაღწევი იყო. ავთომ დაამთავრა ეს უნივერსიტეტი და
სხვა სტუდენტებთან ერთად რუსეთში გაანაწილეს. მას
გიორგი II-მ შესთავაზა სამტრედიის ან ხაშურის დეპოში
დარჩენა, მაგრამ მან ამხანაგებთან ერთად წასვლა არჩია.
ისინი განაწილებით ქალაქ კანაშის ვაგონმშენებელ
ქარხანაში მოხვდნენ. მისი მეგობრები რამაზი
78
ბოგვერაძის თაოსნობით განაწილების ვადის
ამოწურვის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ,
ავთანდილი კი თავისი სურვილით იქ, იმავე ქარხანაში,
დარჩა და გააგრძელა შრომა. შემდგომში ჯერ კიდევ
ახალგაზრდა ავთანდილ ანდროს ძე სხილაძე ამ
საწარმოს დირექტორი გახდა. მან ეს ჩამორჩენილი
საწარმო მოწინავეთა რიგებში ჩააყენა. მისი საწარმო
მოსკოვს ექვემდებარებოდა და იქ მან ძალიან ბევრი
კარგი ადამიანი შეიძინა. პირადად მე იმხანად მოსკოვში
კურსკის საბარგო განყოფილებაში ვაგონი დამიბრაკეს,
მის გაკეთებას ერთი კვირა უნდა დავლოდებოდი.
ავთანდილის გზის მინისტრთან ერთი ზარის შედეგად
მეორე დღესზე ჩამირთეს მატარებლის შემადგენლობაში
ვაგონი.

ავთომ იქვე იქორწინა კაზანში გაზრდილ ქართული


გვარის გოგონაზე ფარიდა ჩუტკერაშვილზე, რომელმაც,
როგორც მე ვიცი ჩინური, ისე იცოდა ქართული. ისინი
რამდენჯერმე საქართველოშიც იყვნენ ჩამოსულები,
სანამ საბჭოთა კავშირში სიტუაციები აირეოდა და
დაიშლებოდა. ავთანდილს და ფარიდას ქალიშვილი
შეეძინათ, მას დედის სახელი შორენა დაარქვეს. ეს
გოგონა კარგი აღნაგობით გამოირჩევა. გაიზარდა და
დაამთავრა კაზანის უნივერსიტეტი და დღეს კაზანში
ბებიის ნაჩუქარ (ფარიდას დედა) ბინაში ცხოვრობს.
79
როგორც ვიცი, ის გათხოვდა და ბედნიერია თავისი
ბედით. შორენა პატარა იყო, როცა ფარიდას მანქანა
დაეჯახა და გარდაიცვალა, იგი ავთომ მეგობარმა
ლუდამ გაზარდა. ვიცი ისიც, რომ ავთომ ბოლოს
ახალგაზრდა გოგო შეურთო ცოლად ბელორუსიიდან,
რომელთანაც ვაჟი შეეძინა. თანდილამ შვილს ანდრეი,
მამამისის სახელი, დაარქვა. სადღაც ბელორუსიის
მიწაზე ფეთქავს გული, რომელსაც ჩვენი სისხლი და
გენი ამოძრავებს. ამის წერის დროს თანდილასთან
ყველანაირი კავშირი თითქმის ყველა ხაზით,
ტელეფონით, ინტერნეტით, გაწყვეტილია, რაც მე
ძალიან მადარდებს. ღმერთს ვთხოვ მშვიდობას, ვთხოვ
ყველა ჩემს ხალხს, ვინც ამ წერილში მყავს
მოხსენებული, თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს ან
შემთხვევით მოხვდება იქით, მოძებნოს ან ეცადოს მაინც
ანდრე ავთოს ძე სხილაძის ნახვას.

ზოია. - ანდროსა და შურას შვილებში ყველაზე


უმცროსი პატარა გოგო ზოია დაიბადა. ზოია
თავისებური სილამაზის ბავშვი იყო, მას ჰქონდა
გადაჭიმული გრძელი შავი წარბები და ისრებივით
წამწამები, ჰქონდა შავი მაყვალივით თვალები. როცა
ზოია იმ ასაკის გახდა რომ ფეხზე უნდა გაევლო, დედა
მიხვდა, რომ ბავშვს რაღაც პრობლემები ჰქონდა.
როგორც უკვე გითხარით, დედა ბევრ წამალს
80
ამზადებდა, ჩემთვის ბევრჯერ მიფიქრია, დრო იყო
გაბითთურების, თორემ ის მედიცინის დამსახურებული
მუშაკი უნდა ყოფილიყო, რადგან მის მიერ
გადარჩენილი მარტო ის ორი სიცოცხლე რად ღირს,
რომელიც მე პირადად ვიცი. თუნდაც ზოია, ეს
დავარდნილი ბავშვი, რომ ფეხზე წამოაყენა. მახსოვს,
შედეგისგან დედას გაბრწყინებული თვალები, მაგრამ
ზოიას გრძელვადიანი ბედი არ მიეცა, დედა
გარდაიცვალა და იმ ცივ ზამთარში ზოია ისევ დავარდა,
მისი წამოყენება ვეღარავინ შეძლო, იმ პერიოდში არც
იყო შესაძლებლობები ამისთვის. ანდროს ოჯახს ძალიან
გაუჭირდა ასეთი ბავშვის მოვლა. აი, აქ მინდა ერთი რამ
მოვიგონო:

მამიდა გოგოცამ და ბიძია სიმონკამ დიდი ადამიანობა


გამოიჩინეს, სწორედ ამას ჰქვია ძმის სიყვარული, მათ ეს
დავარდნილი ბავშვი ზურგზე მოკიდებული აიყვანეს
ზედუბანში და თვეობით შეინახეს იგი. რა თქმა უნდა,
ღმერთმა დაინახა ეს ფასდაუდებელი მადლი. ამ დროს
ანდრომ მოახერხა და სენაკში (ყოფილი ცხაკაია)
ბავშვთა სახლში ჩაბარების უფლება მოიპოვა. იქიდან კი
ზოია თერჯოლაში გადაიყვანეს. ჩვენ ვერ შევძელით
ზოიას მოვლა, მაგრამ არც დაგვიწყებია. ყველა ხშირად
ჩადიოდა და ნახულობდა. ზოიას შეეძლო ხუთი ნაბიჯი
გადაედგა, მერე კი ან დაჯდებოდა ან წაიქცეოდა. მის
81
სულში მე ბოლომდე მაქვს ჩახედული და ახლავე
გეტყვით, რასაც ვხედავდი მე იქ. ზოიას თუ ვინმე
ჰყავდა ნანახი, არ არსებობდა, ნახვის დროს ყველა არ
მოეკითხა და არ გახსენებოდა ერთნაირი ღიმილით.
ამით კი ის თითქოს გვეუბნებოდა, ვინც გიყვარს, ის
ერთნაირად და ბოლომდე უნდა გიყვარდესო. ზოიაში
არ არსებობდა შურის და ბოროტების წერტილისოდენა
გრძნობაც კი, მისთვის ეს გრძნობა სრულიად უცხო იყო.
მე ხმამაღლა ვამბობ, ეს ბავშვი ანგელოზად მოევლინა
ქვეყანას და ასევე ანგელოზი წავიდა. წავიდა უფალთან
იმ წამებული გზით, რომელიც წინასწარ იყო
გამზადებული მხოლოდ მისთვის.

ზოია სხილაძე 25 წლის გარდაიცვალა, ის


მართლმადიდებლური წესით დავასაფლავეთ,
ნათესაობამ ცრემლიანი გზით გააცილა ეს ნატანჯი,
კუბოში თეთრ კაბაში გამოწყობილი, თავგადაპარსული
ანგელოზი. მან ამ ტანჯული სამყაროდან მისთვის,
ალბათ, უკეთეს სამყაროში შეაბიჯა. ნათელში იყოს ჩემი
ყველაზე დატანჯული დის ზოიას წმინდა და
უცოდველი სული.

გიორგი და ნათელა. - მე, გიორგი ანდროს ძე


სხილაძემ, 1961 წელს დავამთავრე ძირულის საშუალო
სკოლა და გადავწყვიტე სახელმწიფო უნივერსიტეტში

82
ჩაბარება. მოველაპარაკე ჩემს საყვარელ ბებია ვასასის,
რომლისგანაც თანხმობა მივიღე და თბილისში ვიზიტის
დროც შევათანხმეთ. გამგზავრების წინ ბებიამ
მომაწოდა მალენკოვის დიდი ჭიქა, რომელშიც რაღაც
ნაცრისფერი სითხე ესხა და დამალევინა. ეს იყო
უგემური ნაცრისგემოიანი მასა. ბებიას თბილისამდე
ვეხვეწე, რომ ეთქვა თუ რა დამალევინა, მაგრამ
სოფელში წამოსვლამდე მაინც არ მითხრა. წამოსვლის
წინ კი დამიძახა და მითხრა: „ბებია ეს იყო გამხმარი
გველის ტყავისგან დამზადებული ფქვილი, ეს, შვილო,
შენ უცნობი ხალხის ამოცნობაში დაგეხმარებაო.“ მე ეს
ნათქვამი სასაცილოდ არ მეყო. ისე კი გაანათლოს მისი
სული და არ ვიცი იმ სითხის ბრალია თუ ჩემი
თანდაყოლილი გრძნობის, მაგრამ შემიძლია ადამიანის
წაკითხვა. ადამიანს სახით და თვალებით უფრო
ვკითხულობ ვიდრე მისი მეტყველებით. თუმცა ეს არც
ისე ძნელია, რა უნდა იმ კაცის ცნობას, რომელიც
უკანასკნელი გარეწარია და ისე ლაპარაკობს დიდი
ილია ჭავჭავაძეც კი დაიჩრდილება. ამაზე კი მეცინება
ხოლმე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს უფრო სატირალია.

როდესაც მე და ვასასი ბებია თბილისში ჩავედით,


ბათუმის მატარებლის ბოლო ვაგონიდან პირველად
დავდგი ფეხი საქართველოს გულში. გამიძღვა ბებია და
გავყევი მეც, კისერი მეტკინა აქეთ-იქით ყურებაში.
83
ამდენი ხალხი, მანქანა, ტრამვაი, მავთულებზე
დამბული ტროლეიბუსები ჩემს გაოცებას იწვევდა. ეს
მშვენიერი და სუფთა ტრანსპორტი შევარდნაძემ და
სააკაშვილმა თავიანთი ხელის ბიჭებით საერთოდ
მოსპეს და გაანადგურეს, დაჭრეს და თურქეთში
გაიტანეს გასაყიდად. სამაგიეროდ შერჩა თბილისს
უჯარმასა და სართიჭალაში კუსტარულად
დამზადებული ვითომ ბენზინზე მომუშავე ბებერი
ლოთივით მახველებელი საბჭოთა ჯაბახანები,
რომელთა მოტორები მწყობრიდან გამოდიოდნენ და
საცოდავად ეყარნენ ქუჩებში. ბოდიში, რომელი მე ახლა
მწვანეთა პარტიის წევრი ვარ, მოდი ჩემს საქმეს
მივხედავ.

ბებიამ ფეხით ჩამიყვანა რკინიგზის სადგურიდან


წერეთლის ნომერ ორმოცდაცხრამეტამდე, როცა სახლი
დაინახა, აი, ეს არისო, თქვა და თვალები გაუბრწყინდა
შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან შეხვედრის
წინ. დასვენების შემდეგ გიორგი ბიძიამ მკითხა თუ რა
მინდოდა და რას ვაპირებდი. ის მე თავიდანვე გიორგი
ანდრეევიჩით მომმართავდა. ალბათ იმიტომ რომ
ძალიან უყვარდა გეგეშიძე, რომელმაც ბინით
დაასაჩუქრა. მეც მოვახსენე ჩემი სურვილი, მან არაფერი
მიპასუხა, ულვაშებში კი ჩაიღიმა. ეს ღიმილი კი კარგად
დავიჭირე, მაგრამ მნიშვნელობას მრავალი წლის შემდეგ
84
მივხვდი. გავიხსენოთ, გელბახიძის დაკავება
სამედიცინო ინსტიტუტში, არანაკლები ქრთამი
ტრიალებდა ინსტიტუტებში. მე კი ჩემი გაცრეცილი
კალენია ბებიას (დედის დედა) ნაჩუქარი სამმანეთიანით
უნივერსიტეტში, თანაც იურიდიულზე ვაპირებდი
ჩაბარებას. ოცნებებში დავფრინავდი. მადლობა გოგია
ბიძიას ლამაზად, თბილად და ალერსიანად მომკიდა
ხელი და მიწაზე დამაბრუნა. მას კი არავინ
გაულანძღავს, მაგრამ ყველაფერს მიმახვედრა და მეც
სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი ამ რეალურ გზაზე
დადგომაზე. მან შემომთავაზა „მე შენ გიორგი ჯერ-
ჯერობით კარგ ტექნიკუმში კულინარიაზე მოგაწყობ,
შემდეგ მომაგრები და ყველაფერს შეძლებო.“ მე მას
ახლაც, ამ სიბერეშიც, კი ვეთანხმები. მეორე დღეს
გიორგი II-ის ოჯახში მოვიდა კაცი, ვაჟკაცი და
განათლებული პიროვნება, ეს იყო ტექნიკუმის
დირექტორი ვასილ მაჭავარიანი. ეს იყო ადამიანი,
რომლის ხსოვნა არადროს წაიშლება ჩემს გულში. მე
სწავლა სულაც არ გამჭირვებია. სამოსნებბზე და
ოთხოსნებზე სტიპენდია იყო 20 მანეთი, ხოლო
ხუთოსნებზე 25 მანეთი. (მაშინ ცოდნა 5-ბალიანი
სისტემით ფასდებოდა.) ჩემი შესაძლებლობების კაცს
როგორ შემეძლო 5 მანეთი დამეკარგა?! ჩემი ტექნიკუმის
კედელს ამშვენებდა დიდსაყელოიან პალტოში

85
გადაღებული სურათი, რომელზედაც ერთმა
მაიაკოვსკიც კი მიაწერა. სასწავლებლიდან პრაქტიკებზე
გაგვანაწილეს, მე მოვხვდი ძალიან კარგ საკონდიტერო
საამქროში, სადაც დირექტორი შეგნებული,
შეძლებული, შრომისდამფასებელი, პრინციპული და
ძლიერი პიროვნება შავლა ივანის ძე კაციტაძე იყო. ის
ზარმაც ადამიანს სამუშაოზე არ გააჩერებდა. მე
პრაქტიკების დროს თავი გამოვიჩინე, ამაში კი ჩემი
სისწრაფე დიდად დამეხმარა. ბატომ შალვასთან ჩვენმა
ბრიგადირმა შაქრო ქვათაძემ ძალიან შემაქო, რის
შემდეგაც ყოველი დღე წითელი თუმნიანით ვიყავი
გარანტირებული. ეს ჩემთვის ნამდვილი ფუფუნება იყო.
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ბატონმა შალვამ
გამომიძახა, პასპორტი თვითონ წაიღო კადრების
განყოფილებაში და შრომის წიგნაკიც კი გამიხსნა. ეს კი
ჩემს ცხოვრების გზაზე დადგომას ნიშნავდა. ღმერთმა
დალოცოს და ამრავლოს ასეთი ადამიანები! მის
კოლექტივში ასევე ორი უდედმამო ძმა შიშინაშვილებიც
მუშაობდნენ. კოლექტივმა ძალიან შემიყვარა. ისინი
მაშინაც კი, როცა ობიექტზე არ ვიყავი, მომძებნიდნენ და
მივყავდი ჩვენს „კუტოკ“ რესტორან „არაგვში“, რომელიც
მაშინ კოლმეურნეობის მოედანთან ბარათაშვილის
ქუჩაზე მდებარეობდა. მე ახლაც არ დამვიწყებია ეს

86
ხალხი და რაჭული „ტყეში ქალები წავიდნენ“,
„კიკოლიკო ზალიკო“.

1963 წელს ზუსტად ჩემს დაბადების დღეს ნავთლუღში


ჩაგვსხეს ვაგონებში და სამხედრო სამსახურში
წაგვიყვანეს. მე კუიბიშევში დღევანდელ სამარაში
მოვხვდი, ეს დიდი ქალაქია მდინარე ვოლგაზე.
სამხედრო სამსახური სამი წელი გაგრძელდა. ჩემი
აზრით, ეს დრო ახალგაზრდასთვის დაკარგული დროა,
მაგრამ ჩემთვის მაინც შედეგის მომტანი იყო. იქ
ურთიერთობა ვისწავლე სხვადასხვა ერის
წარმომადგენლებთან. მყავდა მრავალი მეგობარი
რუსებში, ბელარუსებში, უკრაინელებში,
ბალტიისპირელებში, სომხებში, აზერბაიჯანელებში,
უზბეკებში, ტაჯიკებში და მრავალ სხვა რჯულის
ხალხში და ეს ურთიერთობა ჩემში სიამოვნებასაც კი
იწვევდა. სამარადან კიდევ ბევრი ქალაქი მოვინახულე:
ულამაზესი პენზა, სარატოვი, ატრაზანი, ყაზანი,
სიზრანი, კუზნეცკი, ტოლიატი. ძალიან მომწონდა
ვოლგაზე აშენებული სამარას სტალინის „დაჩა“, სადაც
ხშირად იმართებოდა ცეკვები.

1967 წლის იანვარში სამხედროდან გამათთავისუფლეს,


ისე მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, მატარებლის ბილეთი
ჩავაბარე და თბილისში გადმოვფრინდი. იანვრის

87
ბოლომდე მოვინახულე ყველა ჩემი ახლობელი და ისევ
გავაგრძელე მუშაობა ჩემს სამუშაოზე. 1967 წლის მაისში
ამიჩიეს საქპურტრესტის კომკავშირის მდივნად. 1970
წელს შემომთავაზეს პარტიაში გაწევრიანება, რაზეც
უარი განვაცხადე, რატომ ახლავე გეტყვით. გაიხსენეთ
ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი, მე
გავაანალიზე, რომ პარტიის რიგებში არ იყვნენ მამა
აბრამის ბატკნები და დამიჯერეთ, ისედაც აღარ
მიჭირდა, რომ პარტბილეთის ნიღბად აფარება
დამჭირვებოდა. თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი
შემოვიარე, ბევრი მოსაგონარი დამრჩა ამ
მოგზაურობიდან, მარტო „პეტროდვორეცისა“ და
ერმიტაჟის ნახვა ღირდა ფასად.

1972 წელს ხარაგაულში შევხვდი ერთ გოგოს, რომელიც


ბავშვობაშიც მყავდა ნანახი, მაგრამ მაშინ ყურადღება არ
მიმიქცევია, რადგან მე მასზე ცხრა წლით ვიყავი
უფროსი. ჩემი ძმისა და რძლის ხელშეწყობით ეს
გოგონა, ნათელა შაქროს ასული მაღლაფერიძე, ჩემი
მეუღლე გახდა და შეიქმნა ოჯახი. ჩემი მეუღლე კარგ
ოჯახშია აღზრდილი. ნათელას დედა ვერა კარგი
შვილების გამზრდელი დედაა, მან ნათელას გარდა სამი
დიდებული ვაჟკაცი ჟორა, გოდერძი და გივი გაზარდა.
მათ მშვენიერი ოჯახები შექმნეს. ხოლო რაც შეეხება
ბატონ შაქროს, მე არ მეყოფა არც განათლება და არც
88
ფერები ამ კაცის დასახატად. შევეცდები პატარა
ეპიზოდი მოგითხროთ მისი დიდი ცხოვრებიდან,
რამეთუ ეს დიდი ადამიანები ოთხმოცდათხუთმეტი
წლის არიან დღეს. ეს კაცი, დამიჯერეთ, თვით
სიკვდილმაც კი დაინანა, არ გაგეცინოთ და გეტყვით, ის
სამამულო ომში გაიწვიეს და ერთ-ერთი ბრძოლის
დროს, როცა ფაშისტების ავიაციამ მათი ნაწილი
დაბომბა, უამრავი დაჭრილი და დახოცილი დარჩა
ბრძოლის ველზე. დაბომბვის დამთავრების შემდეგ
შევიდა სანიტარული ნაწილი. ისინი მკვდრებს და
დაჭრილებს ერთმანეთისგან არჩევდნენ. შაქროს
მაჯისცემა აღარ აღენიშნებოდა და მკვდრებს მიუმატეს.
ამ დროს შემთხვევით შაქროს ხარაგაულელმა
მეზობელმა გოგია დუგლძემ გაიარა, მან დაინახა შაქრო,
ტანზე გიმნასტიორკა გაიხადა, დაჭრილი გაკოჭა და
იყვირა „სად დაგიგდიათ ეს ცოცხალი
ჯარისკაციო!“ აიყვანა შაქრო და დაჭრილებში
გადაიყვანა. ეს, მართლაც, სასწაული იყო, რომელმაც
გაამართლა და როგორც გითხარით, დაინდო
სიკვდილმა. ხარაგაულის კომისარიატში კი მოვიდა
დეპეშა შაქროს გმირულად დაღუპვის შესახებ, მაგრამ ის
ოჯახს არ გადასცეს, იმ აზრით, რომ „გაუშვი, ცოდოები
არიან, დაელოდონო.“ სამი თვის შემდეგ შაქრო
დაბრუნდა და თან დაუვიწყარი საჩუქრებიც ჩამოიტანა,

89
თან ჩამოიტანა თავის სიცოცხლე და ზურგში
დარჩენილი ჰიტლერული ბომბის ნამსხვრევები,
რომელსაც დღესაც ეს სასწაული ოთხმოცდათხუთმეტი
წლის კაცი ატარებს.

ომიდან დაბრუნებული შაქრო მალე დაქორწინდა.


შაქრო და ვერა მაღლაფერიძეები დღესაც შეხარიან
თავიანთ კარგად აღზრდილ შვილებს და მათ ცოლ-
შვილს: ჟორა-ნაილის, დოდო-ბეგულის, მადონა-სოსოს,
შაქრო-ნინოს, გოდერძი-ლამზირას, ირაკლი-ეთუნას,
გიგას, გივი-პაწოს, ირინა-მამუკას, რომანი-ლიას,
გიორგი-ნათელას, გიორგი-ელისოს.

როგორც წერილი მოითხოვს, ჩემზეც მოგახსენებთ. 1973


წელს ნათელას და მე ბიჭი შეგვეძინა და ამით უფალმა
დაგვაჯილდოვა. პატარას ჩემი ბიძის გიორგი II-ის
თხოვნით გიორგი დავარქვი, ასე დაიწყო ცხოვრება და
სიცოცხლე გიორგი IV-მ. ის ნიჭიერი ბიჭი გაიზარდა,
კარგად სწავლობდა, მღეროდა ანსამბლებში:
„ბიჭუნები“, „დარიალი“, „ნადური“. სკოლის
დამთავრების შემდეგ პირველ წელსვე მოეწყო
ტექნიკურ უნივერსიტეტში და დაამთავრა.

მისმა თაობამ ძალიან მძიმე, შავი პერიოდი


ოთხმოცდაათიანი წლები გამოარა. ამ წლებმა მრავალი
ადამიანი დასცა და დაიტანა. ეს იყო დრო სიბნელისა,
90
ბოროტებისა, ქურდობა-ყაჩაღობისა, სიმყრალისა,
გარყვნილებისა და რა ვიცი, კიდევ რამდენი
საზიზღრობისა, რომელიც გულისამრევ ფერებში
ახვევდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა უფალს, ნაწილი
თაობისა გადაურჩა ამ ბინძურ ჭაობში ჩაძირვას.

გიამ დაასრულა სწავლა და დაქორწინდა ჩვენი კუთხის


ზესტაფონელ ქალიშვილზე. ელისო მხიარული,
მშრომელი, მიზანდასახული, ლამაზი, ქმარ-შვილის
მოყვარული გოგო გამოდგა. მადლობა გიას და ელისოს
იმისათვის, რომ მათ სამი ნამდვილად ფასდაუდებელი
სიცოცხლე მაჩუქეს.

ჩემი პირველი გულისგამხარებელი მერცხალი


რუსუდანი დღეს უკვე დიდი გოგოა, უნიჭიერესია და
სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის
ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ეუფლება ჩინურ ენას.
მჯერა მისი ნიჭისა და მონდომების და ვიცი, რომ
თითით საჩვენებელი ქალი დადგება.

ჩემი ცოდნის წყარო


ღამის ლამპიონი
ჩვენ გზებს გაგვინათებს
სკოლა ალბიონი.

91
სწორედ ეს სახელოვანი სკოლა დაამთავრა რუსამ და
ოქროს მედლით და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით
გაგვახარა.

ამ სკოლაში სწავლობს ჩემი მეორე შვილიშვილი საბა


სხილაძეც. ეს ბიჭი იმიტომ კიარ მინდა შევაქო, რადგან
ჩემია. ის ძალიან თბილი ბავშვია, ძალიან კარგად
ითვალისწინებს ვის ესაუბრება, აფასებს უფროსებს და
ყურადღებას აქცევს უმცროსებს. საბა მეთერთმეტე
კლასის მოსწავლეა, ათოსანია, ამიტომ მეორე ოქროს
მედალსაც ველოდები მისგან. ეს ჩემი შავჩოხოსანი ბიჭი
მღერის უკვე ცნობილ ანსამბლ „უნისონში“, რომელსაც
ხელმძღვანელობენ ქართული ხმების ცნობილი
სოლისტები ძმები ბაკურაძეები. საბას იტაცებს
კალათბურთი და კარგად ათავსებს რთული
სიტუაციიდან ბურთს კალათში. მე დიდი იმედი მაქვს
საბასი და ღმერთს ვევედრები, რომ მას წმინდა გზები
ჰქონდეს ცხოვრებაში.

ჩემი ყველაზე პატარა, მაგრამ დიდი სიცოცხლე


მამაჩემის მოსახელე ანდრია სხილაძეა. ჯერ ხუთი
წლისაა, მაგრამ რამდენადაც ცელქია, ვინც კარგად
დააკვირდება, აუცილებლად მიხვდება, ეს ბავშვი
ნიჭიერია. ის გულიანი, უშიშარი და მოძრავია. ჩემს
შვილიშვილებს უყვართ წინაპრების ნაცხოვრები

92
ადგილები, უყვართ იმერეთი, ზესტაფონი, ილემი და
კონწოლი. მჯერა, ისინი არასდროს მიატოვებენ და
დაივიწყებენ იმ ადგილს, რომელსაც ჩვენი მიწა, ჩვენი
წყალი, ჩვენი ცა და ჩვენი სხილაძეების გვარის წმინდა
გიორგის სალოცავი ჰქვია.

წმინდა გიორგი, ძველი უბისა


დიდი ვარძია და დედაღვთისა
მონა ვარ ჩემი მშობელი მხარის
მისი მიწის და იმისი მზისა.
შორაპნის ციხე, წევის კვირიკე
ახალი ჯვარი თუ ყოვლადწმინდა
რა ლამაზია მშობელი მხარე!
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

აი, აქ ჩემ წერილს „ფესვი ფუძისას“ დამთავრებულად


ჩავთვლიდი, რომ ღამით ჩემი საყვარელი დედულეთი,
ბაბუა ვანო და ბებია კალენია არ დამსიზმრებოდა.
მივხვდი, რომ სადაც ჩვენი ჯიშ-ჯილაგია, ისინი რომ არ
ვახსენოთ, არ შეიძლება. რამეთუ ჩვენს ძარღვებში
ბოგვერაძეების სისხლიც მღელვარებს.

ვანო და კალენია ბოგვერაძეები დედაჩემის მშობლები


იყვნენ, ჩემი საყვარელი და დაუვიწყარი ბებია და ბაბუა.

93
ვანო ბოგვერაძის ოჯახი ჩემი ბავშვობის პერიოდში
შეძლებული ოჯახი იყო და მე ახლა ვხვდები თუ რა იყო
ამის წინაპირობა: პირველი, ეს იყო ძალიან დიდი ვენახი
და ყანა, რომელიც ვანოს ერთ ნაკვეთად ეზოზე ჰქონდა
მიერთებული. მეორე, იგორეთის მიწა ძალიან
მოსავლიანია, ოღონდ ძნელი დასამუშავებელი. მესამე,
რა დროსაც არ უნდა მოსულიყავი დღის განმავლობაში
ვანოს თქვენ წამოწოლილს ვერ ნახავდით, ის მთელ
დღეს მამულში ატარებდა, უვლიდა და ეფერებოდა
თითოეულ ძირ სიმინდს თუ ვენახს. სწორედ ამ
დაუზარელმა შრომამ მოუტანა მას სახელი. ვანო იყო
ძალიან წყნარი და ჭკვიანი კაცი. მას შეეძლო
ხმაამოუღებლად ესმინა ადამიანებისთვის და თუ არ
შეეკითხებოდნენ, თავის აზრს თავზე არავის მოახვევდა,
მაგრამ მე, მაგალითად, ყოველთვის ვხვდებოდი ვის და
რას უჭერდა ვანო მხარს. ეს ცოლ-ქმარი ძალიან
განსხვავდებოდა ერთმანეთისგან თავიანთი
ხასიათებით. რამდენადაც დინჯი და სიტყვაძუნწი იყო
ბაბუა ვანო, იმდენად თამამი და სიტყვამრავალი ქალი
იყო კალენი ბებია. სტუმართმოყვარე, ხალისიანი
მშობლები შეჰხაროდნენ თავიანთ წამოზრდილ
შვილებს და მათზე დაუღალავი ზრუნვის პასუხად
მათგან მხოლოდ ბედნიერებას ელოდნენ. მათი
შვილები, ჩემი დეიდები და ბიძები, იყვნენ: ელენე,

94
შურა, თომა, ჟუჟუნა, რეზო და ნინო (ცუცუა). დადგა
დრო და ბედნიერებამ შეაბიჯა მათ ოჯახში. პირველი
შურა დაქორწინდა მამაჩემზე. ამ წყვილზე წინა თავშც
გიამბეთ, მაგრამ აქაც გეტყვით ცოტა რამეს მათ შესახებ.
მათ ჰყავთ შვიდი შვილი. უფროსი რუსუდანი
გათხოვდა აბაშელ ჰამლეტ რურუაზე და ჰყავთ
ქალიშვილი ირმა და სიძე მამუკა მჭედლიძე, ცხოვრობენ
ზღვის დასახლებაში, თბილისში. მეორე შვილია გურამი
და რძალი ტატო, მათ ჰყავთ შვილები: ლალი, ლია,
ლელა, ჯუნა და შვილიშვილები: კობა, ნათია, გურამი,
კახა, ბექა, ენვერი, ნინო, ტატა, ქეთა, თაზო. ლალი
ცხოვრობს გორის სოფელ შავშვებში, ლია, ლელა და
ჯუნა კი თბილისში მოღვაწეობენ, ჯემალი თავის
მეუღლით ცხოვრობს სოფელ ხონში, მათი შვილები
არიან: ინგა-გია, გაგა-თეა, შვილიშვილები: ანა, ბაჩო, ანა,
მარიამი. გიორგი, ე.ი მე, ამჟამად ვცხოვრობ ილემში
ფუძეზე მეუღლე ნათელასთან ერთად. მყავს შვილები:
გიორგი-ელისო, შვილიშვილები: რუსა, საბა, ანდრია,
ცხოვრობენ თბილისში ნახალოვკა- ვაზისუბანში. ქეთო-
ზაური ცხოვრობენ სოფელ ურაველში, ჰყავთ შვილები:
მამუკა-ხათუნა, არჩილი-მეგი, მალხაზი-თეონა;
შვილიშვილები: ზურა, სალომე, დათო, გიორგი, საბა,
ცოტნე, ქეთა, სანდრო. მამუკა ცხოვრობს სანზონაში,
აჩიკო - გლდანში, ხოლო მალხაზი - რუსთავში. ავთო

95
(თანდილა) ცხოვრობს ბელორუსიაში, მისი ქალიშვილი
შორენა ყაზანში, ჰყავს პატარა შვილი ანდრია სხილაძე.
ზოია უდროოდ გარდაცვლილია.

ვანოს და კალენის მეორე ქალიშვილი ულამაზესი ელენე


გათხოვილი იყო სოფელ უბისაში გრიშა
სებისკვერაძეზე, ის ახალგაზრდა დაიღუპა, დარჩა ორი
ობოლი ბავშვი რუბენი და მარუკა. რუბენის მოდგმა
ხარაგაულშია. მარუკა კი ქუთაისში ცხოვრობს.
ბოგვერაძეებისმესამე შვილი თომა 1941 წელს ომში
წაიყვანეს, ამბობენ, რომ ის თავიდანვე ტყვედ ჩაბარდა
გერმანელებს და ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა
გერმანიაში. ჰყავს ორი ქალიშვილი. ეს ყველაფერი
მტკიცდება იმით, რომ თომამ ოქროს ბეჭედი
გამოუგზავნა ძმას რეზო ბოგვერაძეს, ეს ბეჭედი მე
თვითონ მინახავს. კომუნისტურ პერიოდში ეს არ
ხმაურდებოდა. მეოთხე შვილი ჟუჟუნა გათხოვილი იყო
თბილისში ნოსირელ ავთანდილ ოდიშარიაზე, მათ ორი
შვილი ზაური და ირაკლი დარჩათ. ზაური და მისი
მეუღლე ნარგიზი გლდანში ცხოვრობენ, ჰყავთ შვილები
და შვილიშვილები. ირაკლი ოდიშარია - ეს ულამაზესი
ბიჭი, პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან ერთად
„ბუნკერში“ მოხვდა (სამოქალაქო ომი), მიიღო ტრამვა
და ამ ტრამვამ დაღუპა კიდეც. დარჩა შვილი ზურაბ
ოდიშარია, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობს
96
თბილისში. მეხუთე შვილი ეს იყო რეზო ბოგვერაძე. ეს
იყო კაცი კოლორიტი ხარაგაულისა და თბილისისა. ის
ჩემი უსაყვარლესი ბიძა იყო. მას პირველ მეუღლესთან
ჰყავდა სამი შვილი: მედული, როინი, ელდარი, ხოლო
მეორესთან, მერი სულაძესთან, ერთი ქალიშვილი -
მზია. მედული გათხოვილია გურამ თუთბერიძეზე,
ამჟამად იგი ცხოვრობს შვილ რეზო თუთბერიძესთან
ერთად ხარაგაულში. გურამი გარდაიცვალა, მათი
ქალიშვილი კი თბილისში ვარკეთილში ცხოვრობს
ოჯახთან ერთად. ელდარი ბოგვერაძის ოჯახი: მისი
მეუღლე და შვილები თომა და მისი და ცხოვრებას
განაგრძობენ ხარაგაულში. როინი ბოგვერაძე ცხოვრობს
თბილისში, ამჟამად პენსიაზეა და მეუღლე დარეჯანთან
ერთად თავის მშობლიურ იგორეთში იმყოფებიან. ჰყავთ
ძალიან კარგი შვილები და შვილიშვილები. მიხარია
რომ ფესვს არ მოწყდნენ და ამრავლებენ ბოგვერაძეებს.
ღმერთმა ამრავლოთ!

რეზოს და მერის სულ უმცროსი ქალიშვილი მზია


თბილისში ცნობილი პიროვნებაა. მას ჰყავს კარგი
შვილები, რომლებიც გლდანში ცხოვრობენ, იმრავლონ.

ვანოს და კალენის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ნინო


(ცუცუა) იგორეთში გაიზარდა, თბილისში დაამთავრა
ბიბლიოთეკის ფაკულტეტი და გათხოვდა სოფელ

97
ბორში ტიტიკო ფერაძეზე. ნინომ და ტიტიკომ მართლაც
შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. თუ ერთხელ მაინც
ესტუმრებოდი მათ, არ შეიძლებოდა, ისინი არ
მოგნატრებოდა და ისევ არ მოგგენახულებინა, არ
ჩახუტებოდი, არ მოფერებოდი და არ გამძღარიყავი ამ
არაჩვეულებრივი ადამიანების სიყვარულით. როცა
სტუმარი ჯერ კიდევ ჭიშკარში შედიოდა, ტიტიკოს
სიმღერა ჰქონდა უკვე დაწყებული. ის იყო დიდი
მომლხენი და კარგი სუფრის კაცი. რაც შეეხება დეიდა
ნინოს, დღესაც, მისი სიკვდილის შემდეგაც, ვერ
წარმომიდგენია მისი სახე განაწყენებული და
მოღრუბლული. ეს ქალი იყო ქალი, რომელიც სულ
იცინის. სულ რომ ადამიანი იცინის, ვიცი, მას რასაც
ეძახიან, მაგრამ აქ ჩვენ სხვა პიროვნებასთან გვაქვს
შეხება. დიახ, ეს იყო ქალი, რომელთანაც ჭირიც კი
იოლი გადასატანი იყო. მე ამის უამრავი მაგალითი
მაქვს. ნეტავ ჩვენს წრეში კიდევ დაიზრდებოდნენ ისეთი
ადამიანები, როგორებიც ნინო და ტიტიკო იყვნენ.
ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს მათ ლამაზ
სულებს. ნინოს და ტიტიკო ზაზას ძე ფერაძის ცხოვრება
მათი შვილებით გრძელდება: გოჩა, გელა, ზაზა. გელა
ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში, ჰყავს ცოლ-შვილი და
ამრავლებს ფერაძეებს. ზაზაც ცოლ-შვილიანია, ის
ამჟამად ცხოვრობს ისრაელში თავის ცოლ-შვილთან

98
ერთად. აქ მე ერთ რამეს აღვნიშნავ: იერუსალიმის
წმინდა მიწაზე დააბიჯებს ახალგაზრდა, რომლის
აღზრდაშიც ძალიან დიდი წილი უდევს მის ბიძას გოჩა
ფერაძესა და ბიცოლა მანანა ფერაძე-ბერაძისას. მე
მჯერა, რომ ვანო საქართველოს შველას შესთხოვს
ბეთლემში დაბადებულ უზენაესს. ნინოსა და ტიტიკოს
შვილებიდან გოჩა ფერაძე არის სრულიად
განსხვავებული კაცი, რომელიც შეხვედრისთანავე
გეუბნება თვალებით: „ნუ მჩხრიკავ! ესა ვარ და აქა ვარ,
რაცა ვარ.“ აი, სწორედ ამით იმსახურებს იგი ჩემ და
მრავალი სხვა ადამიანების სიყვარულს და
პატივისცემას. მე მაპატიოს წინა თავში ნახსენებმა ყველა
ქალბატონმა, მაგრამ ერთ უბრალო გოგოზე ცოტა მეტი
მინდა ვილაპარაკო და მადლობა ვუთხრა თავისი დიდი
ადამიანობისა და ქალობისათვის. ეს ქაალი არის გოჩა
ფერაძის მეუღლე - მანანა ფერაძე ბერაძისა. ნინო და
ტიტიკო ფერაძეებს, როგორც აღვნიშნე სამი ვაჟი და
რძლები ჰყავთ. მე კი არც მოვერიდები იმის თქმას, რომ
მათ ასევე ჰყავთ ქალიშვილიც, ეს კი მანანაა. თუ
ტიტიკომ და ნინომ ღრმა მოხუცებულობამდე
იცოცხლეს, ეს სწორედ მანანას დამსახურებაა. მე ამას
რატომ ვწერ იცით? არასდროს დამავიწყდება
დეიდაჩემის სიტყვები: „აი, გოგო, რომელიც ჩვენ
გვაცოცხლებსო.“

99
მე არაფერი შემიძლია გარდა დაფასებიდა და
სიყვარულისა, მინდა ჩემი დედულეთი დალოცოს
უფალმა. მე არვიცი ასე მოკლედ როგორ დავხატე ისინი,
მაგრამ ისიც კარგად მესმის, ნამცეცისტოლა რამის
გადმოცემა შევძელი იმ დიდი ეზო-კარიდან, რომელსაც
ვანო ბოგვერაძის ეზო ერქვა, ეზოდან საიდანაც თვით
მე, გიორგი ანდროს ძე სხილაძეს, მომისმენია ჩაკრულო
და მრავალჟამიერი,

მადლობელი ვარ ღმერთის და თქვენი, რადგან თქვენ


რომ არ მყოლებოდით, სათქმელი და დასაწერიც არ
მექნებოდა ამ ქვეყანაზე.

იხაროს ფესვებმა ჩვენმა, რადგან მე სიკვდილის


შემდეგაც მინდა სიცოცხლე!

ჩემს ცხოვრებაში ორ რამეში არ გავჯიბრებივარ არავის,


ეს იყო ფულის შოვნა თუ ღვინის დალევა.
ვიმყოფინებდი იმას, რასაც ჩემი შრომით ვშოულობდი
და ვეფერებოდი ჩემს სასმისს, ველოდებოდი რიგს
სიტყვისას, რომელიც მე უნდა მეთქვა ჩემს კუთვნილ
დროში. ამ წერილის დაწერის დროსაც არ მიფიქრია
იმაზე, რომ რომელიმე მწერლისთვის მეჯობნა და რაიმე
მხატვრული ღირებულების ნიმუში შემექმნა. თვითონ
ვიცი, ამ წერილში უამრავი გრამატიკული თი
ლიტერატურული შეცდომა იქნება. მე მხოლოდ
100
ვფიქრობდი იმას, რომ სიმართლისთვის არ
გადამებიჯებინა. ეს უბრალოდ წერილია, როგორ
წერილებსაც საყვარელი ადამიანები წერენ ერთმანეთს
დიდი მონატრების შემდეგ. მხოლოდ აქ ერთი სხვაობა
ისაა, რომ ამ ერთი წერილის ადრესატი უამრავი
ადამიანი და ოჯახია ჩემგან მოსაფერებელი. ჩემი
თხოვნა კი მხოლოდ ისაა, მოეწონება ვინმეს თუ არ
მოეწონება, მაინც უნდა წაიკითხოს, რადგან მოემატება
რამე, თუარადა არაფერი დააკლდება. მეშინია კიდეც,
უმისამართო წერილივით არ დაიკარგოს. მე არც ის
მიცდია, ამ წერილში მოხსენებული თითოეული
ადამიანის პორტრეტი სრულად დამეხატა, რადგან ამას
ნამდვილად ვერ შევძლებდი. უბრალოდ ჩემს
შვილისშვილებს მოვუყევი, ვინ არის ეს ხალხი და სად
არის მათი ფესვი „ფესვი ფუძისა.“

ამ წერილის წამკითხავი ვიცი, რომ მეტყვის, ნუთუ ეს


ხალხი მართლა ყველა ასე ლამაზები და დიდებულიაო.
მე მათ ასე ვუპასუხებდი, დიახ, ეს ნამდვილად ასეა,
რამეთუ ეს ადამიანები ჩემგან კიდევ უფრო მეტ ქებასა
და დიდებას იმსახურებენ. პირიქით, ბოდიშს მოვუხდი
მათ იმისთვის, რომ მათი ცხოვრებიდან ყველაფერს,
ჭირია თუ ლხინია, ვერ შევეხე. სამაგიეროდ ახლა
გეტყვით, რომ თქვენ სისხლი ხართ ჩემი, სისხლი,
რომელიც ასაზრდოებს და აცოცხლებს გულს ჩემსას.
101
თქვენ ხორხი ხართ ჩემი, რამეთუ თქვენი ტკივილი ჩემი
ტკივილია და რაც მთავარია, თქვენ ყლორტები ხართ იმ
დიდი მუხისა, რომლის ფესვებიც ჩვენ ყველას
გვასაზრდოებს და გვაცოცხლებს.

გიორგი სხილაძე

2018წ.

102
ჩემი ლექსები

მშობელი მხარე
დილის ნისლები ფთილა-ფთილებად
გადმოეფინა აქ, თხილარაში
წიფლარის სერზე მზე ამოგორდა
თითქოს ჩაუდგა ამ ნისლებს ცვლაში
განათდა ჩვენი წმინდა გიორგი
ზედ დაეხატა კონწოლის გორას
საფლავის ქვებიც იმას ამტკიცებს
სიცოცხლის წლები სწრაფად მიგორავს
კვლავ გადავხედავ ნასამჭედურებს
მწვანე ბალახზე ცის ნამი კრთება,
დიდებულია წუთისოფელი
სახელს ვინც იხვეჭს, ის აღარ კვდება.
რამდენი თვეა, რამდენი წელი
არ გამივლია მე ჩვენს ახოში,
აღარც დაუხნავთ, არც დაუთესავთ,
აღარც ძალა ჩანს და აღარც ხოში.
მაკაულიდან ხმა მატარებლის
გუგულით ისმის ნასათიბარში
მირმანოული-სასირეს ეკვრის
103
მახასოულზე ჭიხვინი რაშის
ექოს გამოსცემს ბიდოულაში,
ვიღაც ღიღინებს მიტროულაში.
ხანდახან კაციც შეგხვდება გზაში
სინდის-ნამუსით და წვერ-ულვაშით.
გინდათ რომ სულის სიმშვიდე ჰპოვოთ?
მიდით ღარატში ან გადაღმართში.
იქ აღარ არის „პიტომნიკები“
იაკინთესგან მუხლით ნავალი
მაგრამ რომ გიყვართ მშობელი მხარე,
აი, ეს არის ახლა მთავარი.
გავდივარ ჩემი ბაღის ბოლოში
მალე ვიქნები კოდიბოლოში
მე იქ შევხვდები გონერის ხარებს
წარსულს მაგონებს და ის მახარებს.
შორს გაღმა ტყეში დავლანდე ტახი
იქ მანწიები, აქით პარტახი.
ერთად ჩავხედოთ ძირულის ხეობას,
პეშვებით შევსვათ ცივწყაროს წყალი
სერის ნიავქარს გავეთამაშოთ,
გულში ჩავიკლათ ფიქრების ალი.
ღურთუმის წყარო თუ ღარის წყალი
ლოფოთას წარო თუ სამგველია,

104
ყველა სხილაძის ოჯახს დავლოცავ
სადაც გულღიად ჩვენ მოგველიან.
ძველია, მაგრამ მართლაც ლამაზი
ნაწისქვილარი გაღმით დობილო
ქვეყნიერება რომ მოიარო
სხვაგან ვერ ნახავ ამას ძმობილო.
ჩემს ბავშვობაში ოქროსფერ თავთავს
აქვე ლეწავენ ამ ჩვენს კალოზე
ახლა სიჩუმე გამეფებულა
გამოუბიათ ცხვარი პალოზე.
თვალი გამექცა ნავანებისკენ,
კვლავ ფეხბურთელებს ეძებს ეწერი,
როგორც შევძელი ისე დავხატე
ვიცი, ვერა ვარ დიდი ფერმწერი.
მოგესალმებათ სერი წასიძის
ოყროშიძის და სერი გორგაძის,
არ დაიქცევა, არ წაიშლება
ჯიში სხილაძის, გენი გორგასლის.
წმინდა გიორგი, უბისა ძველი,
დიდი ვარძია და დედა ღვთისა,
მონა ვარ ჩემი მშობელი მხარის,
იმის მიწის და იმის მზისა.
გემეზობლება ძირულა, ფუთი
ვაჭევი, ბორი და იგორეთი,
105
იმედის სხივად ინთება გულში,
რადგან ზეციდან ჩვენ გვლოცავს ღმერთი.
შორაპნის ციხე, წევის კვირიკე
ახალი ჯვარი და ყოვლადწმინდა
„რა ლამაზია მშობელი მხარე,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!“
1999წ.

ბებია ვასასი ჭუკების ფხლის გასაკეთებლად ეკალზე


ავიდა, ტოტი მოუტყდა და ჩამოვარდა, როცა მას
ასულიერებდნენ, ორი ცალი ნაზამთრი, მაგრამ
თეთრგულიანი კაკალი ვიპოვე. მაშინ მე პირველ
კლასში ვიყავი.
ჩემი პირველი ლექსი
ორი კაკალი ვიპოვე,
გული ჰქონდა ხასხასი
დიდ ეკლიდან ჩამოვარდა
ანდროს დედა ვასასი.
ის ტახტზე მისვენებული
თავის ჭუკებზე დარდობდა
გიორგა ორი კაკალით
იქვე ეზოში დარბოდა.

106
ოცნების მწვერვალი

გატყდა ღამე და ნელა თენდება,


ნისლის ფერებში მოსჩანს სოფელი,
ყველა სიკეთის სათესურს თესავს
თუ ვინმე დარჩა ჭკუათმყოფელი.
როგორც ტალღები თავის ნაპირებს,
ეს გულიც კოცნის საკუთარ ფიცარს
სიკეთისა და სიყვარულისთვის
უზენაესი ზეციდან გვიცავს.
ვით წმინდა ნინოს თეთრი მანდილი
გაბრწყინებული, ნათელი, წმინდა
აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი,
მადლით აღვსილი მამული მინდა.
მე ქართველი ვარ, იცოდეს ყველამ.
მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია,
შურმა და მტრობამ დასცა ქვეყანა
ამ გულზე დაღად რომ დამამჩნია.
მე ქართველი ვარ, დიახ, ქართველი
და ხატი ჩემი, ჩემი ერია.
თუნდ დაცემულიც და ქედდახრილი,
ის ჩემთვის მაინც მშვენიერია.
მის გაბრწყინებას ვთხოვ მხოლოდ უფალს

107
მოელი სიცოცლე მას ველი-მარად,
დედა ღვთისმშობელს ვავედრებ მამულს
მერაბისა და ზვიადის დარად.
მინდა ისეთი რამე დავწერო
ჯერ რომ არავის დაუწერია,
მაგრამ მიზანი ოცნებად რჩება
მას ასრულებაც არ უწერია.
მერე და რაა აქ საოცარი
რომ არ შესახლდა სულში გენია.
უსიყვარულოდ არ მიცხოვრია,
უსიხარულოდ ვერ მიმღერია.
მე მხოლოდ მხოლოდ ჩემს სისხლს და მამულს
ვაღმერთებ
არა, არა ვარ პოეტი კარის
და ჩემი ქვეყნის გამთლიანება,
ჩემი ოცნების მწვერვალი არის.
1994წ.

108
ეხ, ჩემო ქათმებო!
(ნამდვილი ამბავი)

ამ კვერნამ მე შემიჭამა
ოცდახუთი ქათამი,
შევპირდი გატყავებას და
ავუსრულე ნათქვამი.
დილ-დილობით ქათმის თავებს
პულობდა ნათელა,
თვალზე ცრემლი მოსდიოდა
ექვსი ღამე ათენა.
ეს ქურდი, ეს გარეწარი,
რომ გავაბი მახეში,
თითქოს დედას მაგინებდა
მიყურებდა სახეში.
ვუგანე კონსტიტუციას
ის სიკვდილით დავსაჯე,
სამართალს გადავამეტე?
მომინდვია გამსაჯეთ.
ზესტაფონის დიდ ბაზარში
კვლავ ვიყიდე ფრთოსანი,
თქვენ განსაჯეთ, ვინ ვარ ახლა.
მონადირე? მგოსანი?

109
ბრაზიან გულზე დაწერილი
კბილდაკრეჭილო, თვალდაჭყეტილო!
ყურებიც როგორ დაგიცქვეტია,
რაც რომ გაგაბი, მე იმის შემდეგ
საქათმე აღარც დამიკეტია!
ეგეც შენ!
ეგეც შენ!
ეგეც შენ!
მიიღე???

110
ჩემი სალოცავი
სხილაძეებს რა გვაქვს მასზე
ბრწყინვალე და მეტად წმინდა,
ის მფარველობს ჩვენს ოჯახებს
მადლი დიდი სხვა რა გინდა:
ხალხთა შორის, გვართა შორის
ჩვენ გვაქვს გვარის სალოცავი
დიდი წმინდა გიორგია
ჩვენი გზების დამლოცავი.
ციდან დაბლით დანახული
ურთხმელთ ჯვარი არნახული,
მამა-პაპის წმინდა ძვლები
წმინდა მიწას ჩამარხული.
სხივებს სტყორცნის ის შემოქმედს,
ვარძიას და დედა ღვთისას,
სივრცით ჯვარი შეუკვრია
ძალას წმინდა გიორგისას.
გადმოგვცქერის სხივნათელი
მისი მზერა არ მწყინდება,
გულს იმედი მესახება,
რომ ქვეყანა გაბრწყინდება.
ზე დაგვყურებს მწყემსი დიდი

111
და აბრწყინებს მთას და მდელოს,
გვარს აჩუქებს ისეთ ვაჟკაცს,
ვინც დაიხსნის საქართველოს.
1985წ.

მეზობელი ომარი ყანას ასუფთავებდა წიფლნარის


სერზე და ტრაქტორს ელოდებოდა. გვიანი შემოდგომის
საღამო იყო. როცა ის მოხრილი ქვას მიაგორებდა, მგელი
დაესხა თავს. ომარის შავი გრძელი პალტო ეცვა და
მგელს ალბათ ხბო ეგონა. ის ტრაქტორის ფარების შუქმა
გადაარჩინა მგლისგან. შემდეგ კი ომარი 10-მა კრაზანამ
დაკბინა და აქაც უვნებლად გადარჩა.

ამბავი მგლისა და მოყმისა


(ნამდვილი ამბავი)

ერთი კაცი ვარ სოფელშ


ძუ მგლებთან მეომარია,
ალბათ მიტომაც დამარქვეს,
სახელად მე ომარია.
როცა მე ყანას ვწმენდდი და
მივაგორებდი ქვასაო.
ეს მხეცი დაუნდობელი
მაშინ დამესხა თავსაო.

112
შემომაგლიჯა პალტო და
გამომახია სარჩული,
ახლაც მაშინვე გავრბივარ,
თუ შემომესმა ფაჩუნი.
ტუზი დამეცა. ტრაქტორმა
შემომაშუქა ფარები,
მგელი გაიქცა, გადავრჩი.
ოჯახს ქე შევეფარები.
მოვუვლი ცხვრებს და გოჭებსაც,
თივას მივუტან მაისას,
ხანდახან სარებს დავჩეკავ,
ყანას შევღობავ გაისად.
შვიდი გაზარდა ანიკომ
მათ შორის კი ომარია.
სწორედ ის გახდა შვიდთაგან
ძუ მგელთან მეომარია.
შენ ბავშვობაშიც გიყვარდა,
ფანიც იყავი ტარზანის,
სხეულზე ახლაც გეტყობა
ნაკბენი ათი კრაზანის!
შენ მგელმა ვერა დაგაკლო,
რას დაგაკლებდა მწერია,
ეს ლექსი ხალხმა შეგითხზა,
მე კი არ დამიწერია!
113
ლექსი, რომელსაც ახლა დავწერ და გადმოგცემთ,
ძილში ნათქვამია, დილით რომ ავდექი, ფიქრიც არ
დამჭირვებია, ისე გადმოვიტანე ფურცელზე.

სიზმრის ლექსი

დიდგორის ველზე დიდი დავითი


დუშმანს ჩეხავდა როგორც ძირმწარეს
და ნაკადული დიოდა სისხლის,
ფხა ხმლისა მისი მტრებმაც იწამეს.
მტარვალთა სისხლზე ამოიზარდა
ძეძვი-ჯაგნარი, ეკალ-ბარდები.
მამულისათვის თავდადებულებს
ზედ ეფინება თეთრი ვარდები.
25 აპნისი-იანვარი

114
გზა
ნაარმალს და ნაყაჩაღარს
მირჩევნია ნაბოძარი,
მე გიორგის მეძახიან
ვერ დამცინებს ნაბ...რი.
დედა ამ გზას მირჩევნია და
ბებო, ბაბუ, მამაჩემი
და მეც ამ გზით ვიარე და
თქვენ განსაჯეთ დანარჩენი.
5 სერკუნისი-თებერვალი, 2000წ

ანდრიას ლექსი

მენატრება ჩემი ბაღი,


ჩემი მასწავლებელი,
ჩემი ცელქი მეგობრები
გულის გამხარებელი.
ნეტავ, როდის ჩამოივლის
ჩქარი მატარებელი?!
15 მირკანი-მარტი, 2016წ.

115
ენით ნუ დამჭრი
სინდისი მამაჩემია,
ნამუსი დედაჩემია,
ფუძეს ჩაფლული სიმართლე -
ჩემი ცხოვრების სინათლე.
ხმალ-ხანჯლით დაჭრას შეგინდობთ,
ოღონდ ნუ დამჭრით ენითა,
ამ ერთ რამეს გთხოვთ სუყველას
და ეს სიკეთე ქენითა.
გავჩნდი და დედამ ჩამიკრა
კვლავ დედას ჩავეხუტები,
ტირილით შევხვდი სიცოცხლეს,
სიკვდილს ვერ გავებუტები.
25 იგრიკა-აპრილი

116
ლექსს ვუძღვნი ექიმ გია აბესაძეს, რომელმაც
სამოქალაქო ომის დროს ქართველ ხალხს მოუწოდა:
„ოღონდ ერთმანეთს ნუ ესვრით და ჩემს თავს თქვენ
შემოგწირავთო.“ აასრულა კიდეც, რუსთაველზე
ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ხსოვნა

ჩამობრძანდა თეთრი მელა, დაგვატეხა მეხი.


ჯაბამ თავის მხედრიონით გადაგვთელა ფეხით.
სიგუა და კიტოვანი ორი მატლი ნეხვის,
წერეთელი, ჭანტურია - წუმპე ჯოჯოხეთის.
დადგა ძარცვა-ძალადობის ბოროტების ჟამი,
როცა ამას ვუცქეროდი თავი მძულდა ჩემი
ამიტომაც შეემატა იმ შაოსან დედებს,
საწყალი და უბედური დედა, დედაჩემი.
დავწვი გვამი, გრძნობით სულთან ავიჭერი ზეცას,
იქიდან გადმოვიხედე ჩემს სულს, ელდა ეცა,
ფერფლი ჩემი რუსთაველზე ფანტელებად თოვდა,
თვალცრემლიან ქართლის დედას შავი კაბა ეცვა.
ამ ვირთხებმა გროშის ფასად მტერს მიართვეს მიწა,
დამიჯერეთ, მართალს ვამბობ, წინაპრის სულს ვფიცავ,
და ასევე გაიყიდა ჩვენი ტელე-პრესაც.
აღარავის არ ესმოდა ჩემი ქვეყნის კვნესა.

117
საქართველო სულ იბრძოდა არსებობის ხანში.
ძლიერები, ჭკვიანები მიუძღოდნენ გზაში.
ამათმა კი დღე აყარეს, ვერ იზამდა მტერი,
ნეტავ? როდის მოიშუშებს ამ იარას ერი.
ოჯახური ტრადიცია ხურდავდება ფულზე,
ლ.გ.დ.პ. დააბიჯებს აქ, დავითის გულზე.
სოროსისგან გაიკეთეს ფულით დიდი კრიშა,
მიიყვანეს თავს დაგვასვეს ეს კრეტინი მიშა.
ბიძინამ წაუჯიკავა პრეზიდენტი გახდა
ხალხის ოცნება კიარა, ჩიჩუასი ახდა:
მუხას ცეცხლი წავუკიდეთ, აირია მუმლი,
აღარ შეგვრჩა ერთობა და დადიანის სული.
დავთმეთ ლურჯი აფხაზეთი, ცხინვალ-ახალგორი
მტერი თავზე დაგვტრიალებს, ვით წიწილას ქორი.
დგას ბებერი საქართველო ღელავსა და ბორგავს
სიწმინდისკენ მოუწოდებს თავის ჯიშს და მოდგმას,
პატრიარქის თვალით ხედავს, ვინ რას თესავს ხნულში,
იცის ღმერთი განიკითხავს, ვინც ცეცხლს უნთებს
სულში.
როგორ მინდა ეს ქვეყანა, ვნახო ბედნიერი
ყველა ერის წინ რომ იდგეს მშობლიური ერი,
მის წინ მუხლზე დაცემული ყველა რჯულის მტერი.
მტკიცდებოდეს, მრავლდებოდეს მისი ფუძე-ჭერი!
7 ვარდობის თვე-მაის

118
ვერ მიცანიი?

რას მიყურებ ეგრე გაკვირვებული?


ვერ მიცანიი? გიორგი ვარ სხილაძე.
რას მიწუნებ ან შენ ვინ გეკითხება,
ლექსს თუ ვამბობ ან არაყს ვსვამ დილაზე.
ნუ დალევო, ცოლიც კი მეუბნება,
„არ გიხდება და შეუშვი ყურშია,“
თქვენ თვითონ თქვით, ნორმალური იქნება?
არ დალიოს, ღვინო თუ აქვს ჭურშია.
ეს ცხოვრება ჭრელია და ძნელია,
რომ მძიმეა, მიტომ უნდა გავლიო,
მისი გზები ძნელი გასავლელია,
დარდთან ერთად ყანწიც უნდა დავლიო.
25 თიბათვე-ივნისი, 1999წ.

119
მესაფლავე
(მე თვითმხილველი ვარ)

ლობიოს და ბრინჯის ქვაბთან


ეწყო პური და მწვანილი,
ურთხმელის ძირში ელაგა
საფლავზე ამოტანილი.
ორი კაცი საფლავს ჭრიდა
და ოფლს იწმენდდნენ სახიდან,
გოდების ხმები ისმოდა
ჭირისუფლების სახლიდან.
აბა, მაშინ რა შეეძლო
იქ ჩემისთანა პატარებს,
ერთი კი რაც იქ ვიყავი
სულ ღარის წყალზე მატარეს.
ვანომ ეს თქვა: „დავამთავროთ
მერე ვჭამოთ სადილია,
თუ ბოლომდის მიწა იქნა,
გასაჭრელად ადვილია.“
ნოვემ კი თქვა: „შესანდობარს
წაუმძღვარებ თავიდანო,
მერე აღარ ამოვალ
მაგ დოქთან საფლავიდანო.“

120
ეს თქვა და ჩაის ჭიქები
შროშის დოქიდან შეავსეს,
ერთმანეთს მიუჭახუნეს
წასულთა სული შეამკეს.
გაზომეს მეტრო-ორზედა
სიღრმეც მოთხარეს ორია,
შუადღისათვის სულ მორჩნენ
წამოეხმარათ ბორია.
მორჩენ და დასხდნენ სადილად
თამადად დადგა ვანია,
სადღეგრძელოებს ამბობდა
ცრემლით პირდაუბანია.
იქვე ვიჯექი, ვფიქრობდი,
კაცნი რად უნდა კვდებოდეს?
მათი ძვალ-რბილით მიწაში
ჭიაღუები ძღებოდეს.
თითქოს მე გამცა პასუხი,
ბორიამ უთხრა ბიჭებსა:
„თქვენ ყველამ იცით სიკვდილი,
სიცოცხლეს ფასს ანიჭებსა.“
ძნელია კაცი რომ კვდება
ტოვებს თავისა კერასა,
მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე,
გაექცეს ბედისწერასა.
121
დაასაფლავეს საწყალი
და დაიშალა ამალა,
კვლავ დარჩა ჩვენი უბანი
გლოვა ტირილის სამარა.
7 მკათათვე-ივლისი

აკვანი
(ვუძღვნი ნამდვილ ადამიანს - კუკური სხილაძეს)

ჩემი აკვანი აქ არის,


გადაცრეცია არტახი,
კონწოლს ქვემოდან უცქერის
გაღმა შარა და პარტახი.
ვინც პარტახი ააყვავა
იყო კაცი მშენებელი,
გვარის სინდის-ნამუსი და
მისი აღმაშენებელი.
მისი ლამაზი სიცოცხლე
მართლაც მზის შესადარია,
იგი მოკვდა და კვლავ ცოცხლობს,
ბევრი ცოცხალიც მკვდარია.
29 მარიამობის თვე-აგვისტო
122
არაკაცი. კაცი
კაცი კაცს რომ ტყავს გააძრობს,
ტყავით ქურთუკს შეიკერავს,
რა ეკუთვნის გამტყავებელს,
რა ეკუთვნის მის შემკერავს?!
მორჩენილი ტყავისაგან
ხელთათმანებს შეიკერავს,
რა ეკუთვნის გამტყავებელს,
რა ეკუთვნის მის შემკერავს?!
კაცს რომ კაცი დაიჭერს და
ცოცხს უკანალში გაურჭობს,
რა ეკუთვნის ცოცხის პატრონს,
რა ეკუთვნის იმის გამრჭობს?!
ქვეყანას და ხალხს რა უნდა
მშვიდობა და სამართალი.
მე გზა მხოლოდ ერთი ვიცი,
გზა ძნელი და გზა მართალი!
3 ენკენის-სექტემბერი

123
„და განცხრომით სხვაგან ყოფნას, მირჩევნია აქ
სიკვდილი!“
სამშობლო და დედაენა
აღარ გისვენებს მტერი მტარვალი,
ჩემო სამშობლო, ლამაზო მიწა,
ჩემი სიცოცხლე თუ კი გიწამლებს,
შენ შემოგწირავ, შენს სახელს ვფიცავ!
რატომ დამფრთხალა შვილები შენი,
თვითონ სტუმრები თავის სახლებში,
დედაკაცები გადახვეწილან,
კაცნი ლოთობენ ბაზრის დახლებში.
ჩაჟანგებულა ხმალი წინაპრის,
ბევრი ვნახე, რომ ჯართში აბარებს,
სახლ-კარს ყიდიან, სად არ მიდიან,
პატივს არ სცემენ ძველ დანაბარებს.
მტერი გვებრძვის და გვაპატარავებს,
ვაჟკაცის როლი მიეცათ მდედრებს,
წინძღოლის როლი ჩვენვე მივანდეთ
უნიჭოსა და უთავო მხედრებს!
ნაძარცვი ფულით გატენილ ტიკებს,
არც ნამუსი აქვთ, არც სინანული,
შორს არის მათგან ცნება სამშობლო,
თავის ხალხი და სიტყვა მამული.
124
იქნებ გაზარდოს ქართველმა დედამ
შვილი მამაცი, მძლე და ჭკვიანი.
დღეს თუ სამშობლო ვერ დავიცავით,
ხვალ ეს იქნება უკვე გვიანი.
მომნატრებია ძალა დავითის
თამარის აზრი, თევდორეს რწმენა,
ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ
ჩვენი სამშობლო და დედაენა!
8 ღვინობისთვე-ოქტომბერი

ჩემი ილემი

მიყვარს მე ჩემი სოფელი


მისი მთები და ყანები,
თავის ლამაზი ტაძრებით,
სალოცავ-სათაყვანებით.
მე მიყვარს ჩემი სოფელი
მისი ტყითა და ველებით,
და წელიწადის ოთხივ დროს
თვისი ნამდვილი მშვენებით.
მე მიყვარს ჩემი სოფელი
თავის ღვინით და ლხინითა,
სუყველას გეპატიჟებით,
რომ დატკბეთ მისი ხილვითა.
125
სოფელო, ჩვენო აკვანო,
სოფელო, ჩემო დედაო,
მინდა გაქო და გიმღერო,
გითხრა დიდება შენდაო!
10 გიორგობის თვე-ნოემბერი, 2017წ.
ჩემი დაბადების დღე

იარონ!
მარი, ანი, ნინი, ნია,
მათთან ბარბარე, ანდრია,
ზუკა, ლიზი და ნათია
საქართველო მაგათია!
გიო, სალო, დათო, ლუკა,
საბა, რუსა, ომარიკო,
მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს,
ქვეყნად ომი რომ არ იყოს!

126
პროფესორ ოთარ ოსაძეს
რაც თქვენ სიკეთე დაგითესიათ,
გადაფარავდა მთას და ხეობას,
თავი მიუძღვენ პატიოსნებას
და თაობათა კეთილდღეობას!
25 ქრისტეს შობა-დეკემბერი

ია

სულ იმალება შეშინებული,


სადღაც ბუჩქებში პატარა ია,
ნუთუ იმისთვის ლამაზია და
მოსაფერებლად არის გულღია.
ხოდა ამ იას მაგონებს სწორედ
სამშობლო ჩემი, ეს საქართველო,
ნუთუ იმიტომ უნდა გაგვსრისონ,
რომ გვაქვს ლამაზი ზღვა და მთთა-მდელო.

127
საბა კაპანაძეს
ბევრჯერ გააკრავ მეტოქეს ზურგზე,
ზე აიწევა დროშა ქართული,
მაგ ოქროს მკერდზე, ოქროს მედლებით
დაგვიბრუნდები მხრებგამართული.
წინ გელოდება მსოფლიოს ოქრო
ოღონდ მრავალგზის და არა ერთი,
გზებს დაგილოცავს კვარცლბეკისაკენ
შენი ხალხი, უფალი ღმერთი!
მე მჯერა შენი გულის და მკლავის
ლეკვო ურავლის კლდეების მგლისა,
შენ ნათება ხარ, დიდო იმედო,
ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღისა!

128
1962 წლის იანვარში დილით დიდუბის ეკლესიის წინ
გამოვედი. ჩემი ყურადღება დახეულ ტანსაცმლიანმა,
ფეხშიშველი ფეხებით ჩუსტებში გამოწყობილმა,
მაღალმა სიმპათიურმა კაცმა მიიპყრო, რომელიც
ჭადრის ძირში იდგა და პირჯვარს იწერდა. მე მას
გამოველაპარაკე, მან მითხრა, რომ დაბადების დღე
ჰქონდა, რომ მას სამი შვილი, ერთი ვაჟი და ორი
ქალიშვილი, შვიდი წლის ასაკამდე დაღუპვია, რომ
სიყვარულით მოყვანილ ცოლს მას მისთვის უთქვამს:
„უფალმა არ ინება ჩვენი ბედნიერი ერთად
ცხოვრებაო.“ საბოლოოდ უკოცნია მისთვის,
გაბრუნებულა და ისევ მშობლების სახლში კასპის
ახალქალაქში გაბრუნებულა. ეს ყველაფერი
სამხედროში ყოფნის გამახსენდა და პატარა
სამსტროფიანი ლექსი, რომელსაც „ცრემლიანი
ლუკმა“ დავარქვი, დავწერე

ცრემლიანი ლუკმა

იანვარში ცივ ზამთარში


იდგა კაცი ხესთანა,
იდგა და პირჯვარს იწერდა
დაბადებისა დღესთანა.
129
მან მითხრა, რომ არ გასულა
მისი ვედრება ღმერთთანა,
მითხრა, რომ უკან ბრუნდება
პირველ საკუთარ დღესთანა.
მითხრა, სიცოცხლე რათ მინდა,
როცა ვერ გამიხარია,
როცა ცრემლიან ლუკმას ვჭამ,
ავდარია თუ დარია.
15 იანვარი, 1966წ.
კუიბიშევი-სამარა

იძირებიან ფიქრები ჩემი


რამდენი ია დამიკრეფია,
მომირთმევია შენთვის,
შენ კი ღიმილიც ვერ გაიმეტე,
რომ გეჩუქნია ჩემთვის.
მომიტანია, მომირთმევია
იასამნების გროვა,
მე ეხლა ვხვდები, ის დრო წავიდა
და უკან აღარ მოვა.
ის სისხლისფერი ყაყაჩოები

130
ცეცლად ევლება ველებს,
მაგრამ ძნელია, რომ ვეღარ ვხედავ
ბროლის ყელსა და ხელებს.
და მესიზმრება ის ყვავილები,
რომ ნავარდობდი მასში,
ჩემი ფიქრებიც იძირებიან
ქართული ღვინის ზღვაში.

შალვა ალხანიშვილს

შალვა შენ დიდი კაცი ხარ


სულით ალალი, ლამაზი,
კარგი ოჯახი შექმენი
ამაყობს თქვენით გავაზი.
ზესტაფონის და ხუთწლედის
არ დავივიწყოთ ქუჩები,
წარსული დროის დავლიოთ
და დავისველოთ ტუჩები.
დიდ ქართველს, 2016წ.

131
რუსა, საბა, ანდრია
ისწავლეთ და იბრძოლეთ
ჩემო რუსა, საბუკა,
მიღწევებით იარეთ,
გენაცვალოთ ბაბუკა.
ძალა შეგემატებათ,
გაიზრდება ანდრია,
არ მოშლოდეს ჩვენს ოჯახს,
თქვენისთანა კადრია

სიმართლე
(სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა
ჰყავდესო!)

ცხენი შეკაზმე და გაამზადე


თუ გინდა სიმართლე თქვა,
ჩქარა გააჭენე, გაასწარი,
მოგყვება ლანძღვა და ქვა!
მაინტერესებს, ნეტავ, სიმართლემ
რატომ დაკარგა ფასი?
არავის უნდა, მუდამ გვერდზეა
ვით გაბზარული თასი.
უსამართლოდ და ნამუს გარეშე
132
ნეტავ როგორ ძლებს გული,
არაკაცობის, სიცრუის ფასად
მოპოვებული ფულით.
დღეს დიდი გახდა სიცრუის ფასი,
აწყვეთ ოქრო და ფული
და მიათრიეთ საფლავის კართან
თქვენი ბინძური სული.

შოთა და ჯემალ გორგოძეებს


„კოკასა შიგან რაცა დგას,
იგივე წარმოდინდება“
აქ მოხდა მათი ნიჭის და
კაცობის გამობრწყინება.
მეამაყება და ვლოცავ
ეზო-კარ ალალ ნაშენებს,
მათი დიდება ჩემს სოფელს
ოქროს გვირგვინად ამშვენებს.
უყვართ ხალხი და სამშობლო,
მათთვის ესაა მთავარი,
მათი მსგავსების ჩემს მხარეს
დაბადებოდეს მრავალი!
1985წ.

133
ვასილ ბოჭორიშვილს
დაუსრულებლად ბრუნავს ბორბალი,
დღეს ღამე ცვლის და ბნელს კი სინათლე,
ბოროტში მყრალი ბოროტებაა,
კეთილ სულში კი ბრწყინავს სინათლე.
ვინც რომ დედულეთს ასე აღმერთებს,
ვისაც გული აქვს მადლით აღვსილი,
ჩვენს სალოცავთან წყნარად მლოცველი,
ბოჭორშვილის გვარის, ვასილი!

ძველი ახალი წელი


ანდრიას

აპა დელია, დელია,


კიდევ ახალი წელია,
ჩემს კალენდარში 14
ვნახე და წითლად წერია.
ეს კამფეტების მთები ხომ
ლამაზი, გემრიელია,
მივირთმევ, თანაც ვღიღინებ
დელი-ოდელა დელია!

134
ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, თუ რა დიდი
მნიშვნელობა აქვს ამინდს, მაშინ როცა ჩვენს ეკლესიაზე
მიცვალებულს მიასვენებენ.

გზა ამინდში

ლურჯი ცა და მზე ნათელი


სხივებს აფრქვევს არემარეს,
უამრავი ხალხი დგას და
გადაცქერის ცივ სამარეს.

გზა წვიმაში

ცას ღრუბელი მოეფინა შავი,


გზაში გუნე და ტალახი დგას,
საცოდავი ოთხ კაცს მიაქვს ხვნეშით,
ოთხი კაციც მიაცილებს მას.
10 მაისი, 2013წ

135
შაქრო სხილაძეს
თეთრ და ლამაზ გოდორს ქსოვდი
მაესტროზე რეკლამაში,
ხელოვნების სიყვარული
დავინახე მე ამაში.
დედის სახე აჩვენე
და მამის მოიგონე ხელი,
შენ კაცური კაცი გქვია,
სულ ატარე ეგ სახელი!
10 სექტემბერი, 2014წ.

წუთისოფელი
მიიღო ჩემმა წუთისოფელმა
შემოვაბიჯე ალალმა, წმინდამ,
ღმერთმა გაძლების მომცეს მე ძალა,
მეტი სინდიდრე სხვა რაღა მინდა!

136
ანდროს, შურას, ზოიას, დათოს!
დამსხვრეული იმედი
თვალნი ცრემლდაცლილი,
ოთხი ტკბილი სიცოცხლე,
სიკვდილზე გაცვლილი.

ფოთლის სიცოცხლე
ერთი უყურე იმ მწვანე ფოთოლს,
როგორ თამაშობს ის ცელქ ნიავთან,
ლამაზი, ცელქი, სიცოცხლით სავსე
ჩუმად ჩურჩულებს წყნარ განთიადთან.
მალე დასრულდა ლოდინი მისი
როს ამობრწინდა მზე საოცარი,
გათბა, ამღერდა მთელი სამყარო,
მარგალიტებად დაგორავს ცვარი.
ყველა ბუჩქს მიესალმუნა
და მოეფერა დილის ნიავი
და მაღლა ცაში საამოდ ისმის
ლაღი ტოროლას წკრიალ-წკრიალი.
მალე გაფრინდა თბილი დღეები,
დადგა ზამთარი, საშინლად ცივა
137
და უსიცოცხლო, გაყვითლებული
ფანტელთან ერთად ფოთოლიც ცვივა.
1980წ.

ელიზბარს
ცამ ღრუბელი გადმოფინა შავი,
სიჩუმე და გლოვის ზარი დგას,
თავისივე დაბადების დღეზე
გაუყენეს ის ცრემლიან გზას.
მაისია წვიმიანი სველი,
ზეცა ცრემლებს უშურველად ღვრის
ხალხმა ცრემლით გააცილა ის.
ეს დიდება, ერთ სიცოცხლედ ღირს!

იმედას
ანგელოზივით შემოფრენილო
წმინდა გრძნობების სხივით გამთბარო,
ადრე ანთილო კელაპტარო და
უდროოდ ისევ მალე ჩამქრალო.

138
სამოთხე
შორს, უფსკრულიდან მოჩანს კარი ღია სამოთხის
სად სანთლის შუქზე ციალებენ ყვავილთ ფერები
და თუკი ღმერთი სამუდამოდ იქ შემასახლებს,
სულს გამოვგზავნი, თქვენ კი მაინც მოგეფერებით.
მაისი, 1996წ.

ლოცვა
ბებიასგან ნასწავლები
ძილის წინ სათქმელი
„დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამეწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
თავით ამომესვენება.
ჯვარი მწყალობს ჯვარცმული
ვერას მაკლებს მაცდური,
მწყალობს წმინდა გიორგის
ჯვარი პატიოსანი.“

ამ ჯვარმა დაგლოცოთ ყველა!

139
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ
არც ფულის მონა ვყოფილვარ,
არც მონა ვინმე კაცისა,
არც სრა-სასახლეს ვეტრფოდი,
არც ბინადარი ქაცვისა.
უბრალო კაცი ვიყავი,
ისა ვარ ეხლაც, რაცა ვარ,
თავი შევწირო სიმართლეს,
ადრეც და ახლაც მზადა ვარ.
მტკიცე-ფხიანი სიმართლის
მუდამ მეჭირა ხმალია,
მონად რომ ვერვინ მაქციოს,
ვიბრძოლო ჩემი ვალია.
2012წ.

140
სიზმარი
არ ფასობს ადამიანი
ხორცით, ზომით და ღონითა,
ფასდება სინდის-ნამუსით
და თავის ქცევის დონითა.
მას სულაც ვერავინ ამჩნევს
თუ კი უჩუმრად დადისა,
მტერი მაშინთვე გაჩნდება,
როცა მწვერვალზე ადისა.
ხომ ყველა დამეთანხმება
დიდი ომია ცხოვრება,
ღმერთმა სუყველას უშველოს,
ყველა მკვდარს ჰქონდეს ცხონება.
ტრიალებს წუთისოფელი,
როგორც საათის ისარი,
ვინც კი მას ნაბიჯს აუწყობს,
გამარჯვებული ის არის.
ბევრი გზა წვრილი ვიარე
ბნელეთი გამოვიარე,
უჩუსტოდ, უქალამნოდ
ქვეყანა შემოვიარე.
ჩავხედე წუთისოფელში

141
იგი მართლაც რომ ჭრელია,
ვისმინე გიჟთა ყმუილი,
ბრძენთა სიტყვები მჭრელია.
დავიღალე და დავწექი
იქვე პატარა მდელოზე,
ფიქრით სიზმარში შევედი
ჩემს მშობელ საქართველოზე.
მალევე ჩამძინებია
ვნახე სიზმარი ფერადი,
აქეთ უფალი დადგა და
იქით სატანა ვერაგი.
გავხედე ციდან მოფრინავს
რაღაც ყვავ-ყორნის ფერია.
რას მერჩის, ჯერ ხომ ანთია
გულში სიცოცხლის კერია.
უფალმა უთხრა: ჯერ ამ კაცს
სიკვდილი არ უწერია,
ახალი ლექსი დაიწყო,
ბოლო არ დაუწერია.
რაც გავჩნდი, მებრძვი მას მერე,
მებრძვი დღისით და ღამითა,
ცელავ და სისხლში ბანაობ,
ამაყობ კიდეც ამითა.
რაც მევალება, ვაკეთებ,
142
მივყვები, ვხშირავ ყანასა,
რად მსაყვედურობ უფალო!
საქმედ არა თვლი ამასა?
სიკვდილ-სიცოცხლე, უფალო,
თვით თქვენი მონაგონია,
ვინც დაიბადა ამ ქვეყნად
უკვდავი არვინ მგონია.
მიწა ცხედრებით გაავსე
ზეცა კი მათი სულებით,
ცრემლის და სისხლის ზღვებია
ნაპირზე გადმოსულები.
ეს დახატული ბუნება
გინდა ბნელეთად აქციო,
ეს მწვანე პატარა მდელო
სამარად გადააქციო.
დარბის მიქელა, ულმობლად
შენ დავალებას ასრულებს,
მიჰყავს და მიერეკება
ვაჟკაცებსა და ასულებს.
მერე კი გაქრა ორივე
ვეძებ და დავიარები,
წინ შემხვდა დიდი კედელი
შავი ვეება კარებით.
მიველ პირდაპირ გავხედე
143
ამ კარის ჭუჭრუტანაში
იმის აღწერა ძნელია,
რაც ვნახე იმ ქვეყანაში.
ბევრი ნანობს რომ იყიდა
სიცოცხლეში სამართალი,
ნანობს, რომ ვერ გაარჩია
გზა სატანის, გზა მართალი.
რა კაცია სიცოცხლეში
სიმდიდრეს მიწაში ფლავდეს,
რა დიდება ემატება,
გინდ ოქროშიც დასაფლავდეს?
კუპრის ტბები თუხთუხებენ
ყარს შარდი და განავალი
წუმპის ზღვასთან, ლეშის მთასთან
გზაა ნაკელში გამავალი.
ღრენა-კბენა, გმინვა-კვნესა,
წყევლა-კრულვა, ჩხავილია,
წყლულებიდან ჩირქის დენა,
ღერ-მუნების ქავილია.
საზიზღარი მასის თავზე
ცეცხლის ალის ბრიალია
და ქაჯების მანჭვა-გრეხვა,
ჭრელ გველების სრიალია.
შევშინდი და გავიქეცი
144
მივატოვე შავი კარი,
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ტვინში რეკავს შიშის ზარი.
მიკვირს რად დაიმსახურეს,
ის სასჯელი, რაც მე ვნახე,
სად დაკარგეს ნამუსი და
სად მოარგეს ნიღაბს სახე.
მოვრბივარ, ბნელი გვირაბი
ოღრო-ჩოღრო სავალია,
ხანდახან სხივით ნათდება
მისი გამოსავალია.
ბევრი ვიწამე, დავბრუნდი,
გამოველ მწვანე მდელოში,
მადლობა უფალს, აქ მოვხვდი,
ამ ლამაზ საქართველოში!
წინ შემხვდა ერთი მოხუცი
ლამაზი თეთრი წვერითა,
ტანს უხდებოდა სამოსი
სიტყვა დაშაქრულ ენითა.
მითხრა: გფარავდეს ღმერთი მაღალი,
მშვიდობიანად გევლოს შენ გზაზე,
შენი ვარკვლავიც, ვარსკვლავთა შორის
იყოს და ენთოს მოწმენდილ ცაზე.
ეს ივერიის არის ქვეყანა
145
მისი პატრონი ქართველთ ერია,
წილხვედრი არის დედაღვთისმშობლის
და დედასავით მშვენიერია.
ლამაზია და თვალწარმტაცია
ლაჟვარდოვანი ცა და მიწაა,
სხვაგან ვერ ნახავ ამ სილამაზეს
ამ თეთრ წვერსა და სიყვარულს ვფიცავ!
იგი ღვთისმშობლის არის ქვეყანა,
იმიტომ ბრწყინავს მისი მამული,
ქართველი ხალხის ოფლით და სისხლით
გაჟღენთიილი და გადანამული.

ლამაზი არის ეს საქართველო


და ამაყია მისი ერია,
ვით ბებერ მუხას მუმლი ურიცხვი,
მტერი მრავალი გარს ახვევია.
და მის ტაძრებში ჩაუქროლებლად
ანთია, იწვის წმინდა სანთელი,
საქართველოო თუ ვინმე ვეტყვით,
წარმოვიდგინოთ კაცი ქართველი.
უზენაესი დაცქერის სოფელს
აქა-იქ ხედავს უზნეო როკვას,
ბნელი ურჩხული თავის შარდს ლოკავს
დედამიწა კი თრთის და ტოკავს.

146
დიდხანს უცქირა მოხუცებულმა
თეთრ ლამაზ წვერზე ხელი დაისვა,
მისი მშვიდი ხმა ხავერდოვანი
მთელი სამყაროს თავზე გაისმა.
სწორედ მე შევქმენ ესე ქვეყანა
მისი მფარველი მე ვარ უფალი.
შევქმენი იგი მრავალფერი და
შევქმენი ასე თავისუფალი.
სწორედ მე ვუმზერ ამ სამეფოში
ვინც კი ბანაობს წუმპის გუბეში,
ნაცვლად ძმობის და სიყვარულისა
სატანას მალავს თავის უბეში.
მე კი ვილოცებ საქართველოსთვის
რათა გავწმინდო იგი თავიდან
ვერა გზით მოხვდეს იქ გარეწრები,
ვერც ჰაერიდან და ვერც ნავიდან.
დიდება ვისშიც ხატად ანთია
ქართული სული, მამული, ენა,
რა ქართველია კუჭის საძღებად
მიიღო სექტის სარწმუნოება.
ღმერთმა არცა ქნას სათაყვანები
გაგვიხდეს სექტა ან ცისფერები,
მაშინ იმ დიდი წინაპრის საფლავს
ჩვენ რა უფლებით მოვეფერებით?
147
რა ქართველია? მომაკვდავ მერაბს,
რომ შეუყვანა ვენაში შხამი,
ყორანმა ძლია ამ დაჭრილ არწივს
და შეუჩერა სიცოცხლის ჟამი.
რა ქართველია? ზუგდიდის ტყეში
ჩვენს ერს მოუკლა გმირი ზვიადი,
ერს შეუჩერა თავისუფლება,
წამი დროისა, ხანა დიადი.
რა ქართველია? ვინც შეურაცყოფს
ერის ფესვებს და ერის დიდებას,
ვით საწვიმარი ღრუბელი შავი
მზეს არ ანებებს გამობრწყინებას.
ასეთი არის სამშობლო ჩვენი
ცრემლიანი და მუდამ მტრიანი,
უფლის დიდებით არ შეჩერდება
იმისი ბედის წაღმა ტრიალი.
ღმერთს და ერს შორის შუამავალი
გვყავს პატრიარქი დიდი ილია.
მუდამ მლოცველი საქართველოსთვის
ჩვენი სამშობლოს წმინდა შვილია.
მოუშუშდება ჩვენს არწივს ფრთები
ყორნებო! მაშინ ცუდი დღე გელით,
დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები
მოვლენ გმირები, ჩვენც ხომ მათ ველით!
148
მინდა გვფარავდეს ცა მშვიდობისა,
მზე დაგვნათოდეს თბილი ნათელი,
ღმერთო! სამშობლო მიცოცხლე მარად,
ღმერთო! მიმრავლე ქვეყნად ქართველი.
ჩვენ არასოდეს მოგვიტაცნია
სხვისი მამული ზღვა-მთა და მდელო,
ღმერთო, ძლიერო, შენ დაგვიფარე,
თუ კი გვიბოძე ჩვენ საქართველო!

იანვარი, 1991წ.

ახალი წელი

ახალი წლის ღამეს მიყვარს


მე თეთრ ფიფქთა ცვენა,
ნაძვის ხე ისე მოვრთე, რომ
ვერ დახატავს ენა.
დავრბივარ თანაც ვმღერი და
მე მიცქერის ყველა,
როგორ მინდა დამებედოს
ხალისი და ლხენა.
იცოცხლეთ და სიხარულით
სავსე გქონდეთ გული,
ამ წელმა თქვენ მოგიტანოთ
დიდი სიყვარული!
149
ანდრიას ლექსი
ციდან ცვივა ფანტელი,
თბილისს თეთრად დაათოვა,
ძველი წელი გაიპარა,
ახალი კი ცივად მოვა.
კოხტად მორთულ ნაძვის ხესთან,
მიყვარს ლხენა და თამაში,
აღმზრდელი-მასწავლებელი
მეხმარებიან ამაში.
ერთი ნახეთ ჩემი ბაღი
მორთული და მოკაზმული,
ამდენს იმიტომ ვთამაშობ,
რომ არ დამწყდეს მერე გული.

150
დედას!
ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ,
ჩემო ტკბილო დედა!
თავს მევლები, მეფერები,
ძილშიც სიზმრად გხედავ.
ჩემი სიყვარული ხარ და
მე კი შენი მტრედი,
ამ ახალ წელს მოგილოცავ
სულზე ტკბილო დედი!
2017წ.

151
იმედი
ისევ ჩამესმა ხმა ნაბიჯების,
ადრე ასე რომ გვახმიანებდა
და კვლავ იმ მზემაც ამოანათა,
სოფელს ადრე რომ ამზიანებდა.
ამოიბურცა გულში იმედი,
ისევ მიქრიან ოქროს წამები,
ისევ ჩაება ლამაზ ფერხულში
სოფელი უგზოდ განაწამები.
კვლავ გადმოგვხედა წმინდა გიორგიმ,
ზედ გადმოგვცქერის კვლავ დედა ღვთისა
და არ მოაკლოს ჩემს სოფელს მათგან
მადლი მიწის და ნათელი ცისა.
დაცემულები და დაკარგულები

152
სულხან-საბა ორბელიანის, შოთა რუსთაველის, ილია
ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას,
გალაქტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას და
მრავალი გენიოსი მწერლის მაზრდელ საქართველოში
დღეს დეისაძის მსგავსი მწერლების
„შედევრები“ იბეჭდება. ქაღალდი მაინც დაინანონ ამ
რედაქციებმა, თუ ხალხი არ ენანებათ. ბევრჯერ
მიფიქრია, რომ დედამიწის რყევას თურმე პირველი
ქვეწარმავლები გრძნობენ და სოროებიდან ამოდიან.
იქნებ? დღევანდელ მსოფლიოს წარღვნა მოელის? იქნებ,
იმიტომ ამოვიდა და გამოვიდა ამდენი გადაგვარებული
მსოფლიოს ქალაქებსა და სოფლებში. ყველას გთხოვთ
ვისაც ეს წერილი არ მოგეწონებათ, ფაშისტობა არ
დამაბრალოთ. ვინაიდან იცოდეთ, რომ არასდროს
არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ უამრავი
შემოთავაზების მიუხედავად. ახლა კი მოგაწვდით
ლექსს, რომელსაც ძალიან ძალიან ცუდი რითმა და სუნი
აქვს.

153
უბორნიის პოეტებს
(სიბილწის ლაურიატები)

ტუალეტების ვირთხებო!
თავი რომ მოგაქვთ მწერლებად,
იცით, ხალხი რომ მიგიჩნევთ
შარდის და ნეხვის მწერებად?
გიგზავნის დაფინანსებას
თვით უთვისტომო სოროსი,
ისევე მალე შეძვრებით
თქვენს ამყრალებულ სოროში.
როგორც ძირმწარე ბალახი,
შექმნილნო მყყრალი თესლითა,
უკანალები იწმინდეთ
თქვენგან ნაწერი ლექსითა.
შობილხართ ავადმყოფებად
მავნე ვით ფაროსანები,
არ არგებს ამ ჩემს ქვეყანას
მწერლები თქვენისთანები.
სიწმინდე სიბილწეს შორის
ყოველთვის დიდი ზღვარია,
„უნიტაზიდან“ საზრდოობთ,
სუნი გაქვთ საზიზღარია.

154
ტუალეტების კედლებზე
ადრე აწერდით შიშითა,
„არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.“
ამბობენ თურმე მიწისძვრას
გრძნობსაო ქვეწარმავალი,
რას არგებს ამ ჩემს ქვეყანას
პედარასტ-მამათმავალი.

გიორგი სერაფიონის ძე სხილაძე იყო როგორც


სულიერად, ისე ფიზიკურად ლამაზი ადამიანი. ამ კაცმა
მართლაც რომ სიმღერით გაიარა თავისი ცხოვრების,
გაჭირვებისა და ბედნიერების დიდი გზა. სოციალიზმის
დროს ერთ-ერთ შეხვედრაზე ნამღერი სიმღერისათვის,
რომელიც უცხოელ სტუმარს მოეწონა, პირველმა
მდივანმა ის სამოთახიანი ბინით დაასაჩუქრა. ეს იმ
დროისათვის იშვიათი შემთხვევა იყო. (ბინა იხილეთ
წერეთლის 59-ში, მეექვსე სართული, იქ დღეს გიორგის
ქალიშვილები თამარი და ნინო ცხოვრობენ.) ეს კაცი
1994 წელს საინფორმაციო გადაცემის „ქვიშის
საათის“ მოსმენის დროს სრულიად მოულოდნელად
გარდაიცვალა. დიდი ხნით მისი ჩოხა და ქამარ-
ხანჯალი თავისი ვაჟკაცი პატრონის გარეშე დარჩა.
მრავალი წლის გავლის შემდეგ ეს ჩოხა თავისი ქამარ-
155
ხანჯლით მის ძმის შვილიშვილს, რომელიც ბიჭების
ფოლკლორულ ანსამბლ „უნისონში“ მღერის, თამარმა
და ნინომ საზეიმოდ გადასცეს. საბასთვის ეს
შეუფასებელი საჩუქარია.
პირველი კონცერტი ამ ლამაზ შავ ჩოხაში საბას
დედაენის ძეგლთან ჰქონდა, რომელსაც მეც
ვესწრებოდი. როცა შავ ჩოხაში გამოწყობილმა ამ
ლამაზმა ბიჭებმა მრავალჟამიერი დააგუგუნეს,
მომეჩვენა, რომ ეს კაცი იქ იდგა და კონცერტის
დამთავრების შემდეგ გაღიმებულმა აიწია და ისევ
ზეცაში აფრინდა. მე კი არც გამიგია ისე ჩამომსვლია
ცრემლი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ლოყაზე
ხელი მოვისვი. სწორედ ამაზეა ჩემი შეიძლება ურითმო,
მაგრამ გულიანი ლექსი.

ჩოხა
ჩოხამ სიმღერით იარა,
ქვეყანა შემოიარა,
ეს ჩოხა ვაჟკაცისაა,
ჯაბანის კაბა კი არა.
ვიცი, რომ ჩოხის პატრონი
კაცი იყო და რა კაცი!
მას ამშვენებდა ჩოხა და
156
ჩოხას კი კარგი ვაჟკაცი.
გინახავთ ჩოხის სილაღე?
თეთრი ქილების კრიალი?
მხედრულის ჰანგზე სცენაზე
თავბრუდამხვევი ტრიალი?
ჩოხამ იარა, იარა
ქვეყანა შემოიარა
ჩაკრულომ ზეცა დაფარა,
მარტო ხმელეთი კი არა.
ყარაულობდა არაგვი,
ქათქათა კავკასიონი
გზას უნათებდა ლოცვითა
სამება, ჯვარი, სიონი.
მერე კი ზეცა დაბნელდა
ქართველმა ქართველს ესროლა,
ამ „დაბოლებულ“ ყაჩაღებს
ლოცვის აღარა ესმოდა.
ამ კაცმა ჩოხა დაკეცა
აცრემლებული თვალითა,
მერე დაგვტოვა, წავიდა
დიდად მოხდილი ვალითა!
ისევ გავიდა დრო დიდი
დრო შავი, მწარე, ტიალი,
ნელ-ნელა ისევ დაიწყო
157
ქვეყანამ წაღმა ტრიალი.
ჩოხა ლამაზად მოირგო
საბამ იმ ლამაზ მხრებზედა,
ქამარ-ხანჯალი ვერცხლისა
შემოესალტა წელზედა.
აქ მე მტკვრის პირას ვიჯექი,
დედაენის ძეგლს ვუმზერდი,
თან „უნისონის“ ბიჭების
მრავალჟამიერს ვუსმენდი.
მღეროდა ჩოხა და ბიჭი
კვლავ იცინოდა ქილები,
სული ხარობდა ზეცაში,
ხმა ესმა შვილიშვილების.
ორივ გრძნობაზე ღაწვებზე
ჩამომიგორდა ცრემლები,
დიდ პატრონს ხსოვნა მივაგე,
ახალს კი შემოვევლები.
ჩოხას გაუჩნდა პატრონი
თავის ჯიშის და გენისა
აღიმართა და ასვეტდა,
ისევ ცეკვავს და მღერისა.
შავ ჩოხას ქამარ-ხანჯალით
კვლავაც ვაჟკაცი ატარებს,
საუკუნეს რომ გაცდება,
158
გადაულოცავს პატარებს.
ჩოხამ იარა, იარა,
გრძელი გზა გამოიარა,
ისევ ამაღლდა სცენაზე
და გული გამიმზიანა!
2018წ.

2018 წლის 7 ივნისი ძალიან კარგი დღეა ჩემს


ცხოვრებაში, ამ დღეს ანსამბლ „დარიალს“ ვარსკვლავი
გაუხსნეს ახალგაზრდობის სასახლის წინ. ამ
ვარსკვლავს მე პირადად სხვა ვარსკვლავებთან
შედარებით უპირატესობას ვანიჭებ.. ამ ანსამბლის
ბიჭებს სიმღერის სიყვარულის გარდა არაფერი
დაინტერესება არ ჰქონიათ. ისინი მღეროდნენ და
მღერიან მამა-პაპათა მიერ გადმოცემულ ხალხურ
ტექსტებზე შექმნილ უნიკალურ სიმღერებს. მე პირადად
შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ფოლკლორი ასი
თავით მაღლა დგას ვიდრე ქართული ესტრადა.
შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ზოგიერთი საესტრადო
სიმღერის ტექსტი ნამდვილად სასაცილოა, სატირალი
რომ არ იყოს.

159
ვულოცავ „დარიალის“ ყველა წევრს, ძველსა და ახალს,
ამ დიდ საჩუქარს. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ
ანსაბლის ჩამოყალიბებისთვის, ამ ბიჭების
აღზრდისთვის, დახარჯული ენერგიისა და
ღვაწლისთვის. მადლობა იმ დიდ და არაჩვეულებრივ
მომღერლებს, როგორებიც არიან ქევხიშვილი,
გოგოლაშვილი, ტუღუში. გილოცავთ და გემღეროთ
დიდხანს თქვენი სამშობლოს სიყვარულისა და
დიდებისათვის.

ვარსკვლავი

ღამის მოწმენდილ ცას ვუმზერ


ამ ვარსკვლავების ყანასა,
თვალი უკეთესს რას ნახავს
საცქერად ამ ქვეყანასა.
ვთვლიდი და ვთლიდი ვარსკვლავებს,
ყოველ ჯერს ამერეოდა,
იდგა თავისთვის, ბრწყინავდა
და სხვებში არ ერეოდა.
ჩემი ვარსკვლავი ნათელი,
წმინდა და უბრწყინვალესი,
მოწმენდილი ცის მშვენება,
160
მშვენება ბადრი მთვარესი.
მრავალში ამორჩეული
ის მართლაც გამორჩეული,
ვუმზერ და სულ სხვა ფერია,
მართლაც, რომ ხელთუქმნელია.
ამბობენ: „არ დაილევა
ამ ქვეყნად მჯობნის მჯობნია,“
ზეცაში ამდენ ვარსკვლავებს
ჩემი ვარსკვლავი ჯობია.
სულ მე მიყურა თვალებში
არც მიმატოვა მანამდის,
გამომყვა, გზა გამინათა
ბოლო გასასვლელ კარამდის!
7 ივნისი, 2018წ.

161
ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი თარიღები.
(კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თარიღის გვერდის
ავლით)
1943 წელს მამა დაბრუნდა ომიდან, რომ არ
დაბრუნებულიყო, არ გავჩნდებოდი.

1944 წლის 10 ნოემბერს დავიბადე კონწოლზე.

1945 წლის 9 მაისს ს.ს.ს.რ-ის გამარჯვებით დასრულდა


ომი, რომელსაც 300000-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი
შეეწირა.

1947 წელს ომიდან დაბრუნდა ბიძია, გიორგი


სერაფიონის ძე სხილაძე. ამ კაცმა დიდი გავლენა
მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე.

1951 წელს შემიყვანეს სოფელ ილემის რვაწლიან


სკოლაში.

1953 წლის 8 მარტი არ მავიწყდება, თთოვლით


გადათეთრებულ კონწოლზე მომტირალი ქალები და
კაცები, რომლებიც დიდი ბელადის გარდაცვალებას
დასტიროდნენ.

162
1956 წელს სტუდენტების გამოსვლა თბილისში
სანაპიროზე, რომელსაც დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა.
მიზეზი გამოსვლისა სტალინის პიროვნების კულტის
წოდება იყო. მრავალმა ახალგაზრდამ მდინარე მტკვრის
ფსკერზე იპოვა სამუდამო განსასვენებელი.
ჯარისკაცებმა აზალგაზრდები დახოცეს და ფაქტების
დამალვის მიზნით მტკვარში გადაყარეს. არ მახსოვს
ვისი ლექსია, მაგრამ ის ზუსტად ხატავს, რაც მაშინ
მოხდა:

„ნაბერეჟნზე, დომსვიასთან“
ტყვია დაგვიშინეს.
ბევრი მოკლეს, ბევრი დაჭრეს,
ბევრიც დაიჭირეს.
მაგრამ შენ სახელზე ცუდი
ვერვის ათქმევინეს.

იმ პერიოდისთვის მეც ვპოეტობდი და დიდი ლექსი


მივუძღვენი ბელადს, რომელსაც ბავშვები სხვადასხვა
სკოლებში ავრცელედნენ. ჩემს დირექტორს დავით
ექსეულიძეს რომ არ გადავერჩინე, დამიჭერდნენ. ეს
ლექსი დამეკარგა, თუმცა ორი სტროფი მაინც მახსოვს:

გამოიღვიძეთ ქართლის დედებო


მანდილი თქვენი შეღებეთ შავად,
დაიჩოქეთ და ისე დაწყევლეთ
163
ვინც რომ ბელადი ახსენა ავად!

1959 წელს დეკემბერში გარდაიცვალა დედა.

1961 წელს დავამთავრე ძირულის საშუალო სკოლა და


გავემგზავრე დედაქალაქში.

1963 წელს გამიწვიეს სამხედრო სამსახურში, სამი წელი


(კუიბიშევი) სამარაში გავატარე.

1964 წელს გარდაიცვალა ჩემთვის საყვარელი ბებია


ვასასი.

1967 წელს დემობილიზებული დავბრუნდი თბილისში,


სადაც უკვე ჩაწერილი ვიყავი და გავაგრძელე
სამოქალაქო ცხოვრება.

1972 წელს დავქორწინდი.

1973 წლის 12 აპრილი უდიდესი ბედნიერებაა, შემეძინა


ვაჟი გიორგი გიორგის ძე IV.

1976 წელს გარდაიცვალა მამა.

1978 წელს მოსკოვში დაიწყო საუბარი ენებზე.


თბილისში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. კრემლში
უნდა გარათულიყო სესია, სადაც აპირებდნენ
გადაწყვეტილების მიღებას, რომ ყველა რესპუბლიკაში
სალაპარაკო ენად მხოლოდ რუსული უნდა
164
გამოცხადებულიყო. ეს ქართველმა ხალხმა მასშტაბური
აქციით გააპროტესტა. შევარდნაძე გატრუნული იყო. ეს
თეთრ მელად წოდებული კაცი ელოდა, რა მოხდებოდა,
მხოლოდ მოსკოვს გადასცემდა თუ როგორ ღელავდა
თბილისი. მაშინდელ საერთაშორისო პოლიტიკურ
ასპარეზზე კრემლს სისხლის ღვრა არ აწყობდა, თორემ
ეს მათთვის ჩვეულებრივი საქციელი იქნებოდა.
საქართველო კი არა, როსტოვის ოლქში ქალაქ
ნოვოჩერკასკში კონსერვებზე ფასის დაკლების
მოთხოვნისათვის სისხლის გუბეები დააყენეს. თავის
ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ (შეგიძლიათ
გადაამოწმოთ). კრემლში ეს საკითხი მოიხსნა. თეთრმა
მელამ ამით ისარგებლა და თვითონ დაიბრალა ეს
ხალხის გამარჯვება. ისე კი ერთ რამეს ვიტყვი: ყველგან
და ყველაფერზე ჩვენ ქართველებმა პირველებმა უნდა
ვიყვიროთ. ჩვენი ყვირილით კი ყველა რესპუბლიკა
უხორცოდ, ემოციების გარეშე იღებდა ყველაფერ იმას,
რაც ჩვენ სისხლის ფასად გვიჯდებოდა.

1981 წელს სოფელში დავხურე სახლი.

1988 წლის ნოემბერში მერაბ კოსტავას და ზვიად


გამსახურდიას წინამძღოლობით რუსთაველზე ჩატარდა
დიდი მიტინგი საბჭოთა კავშირის დაშლის
მოთხოვნით.

165
1989 წლის 8 აპრილის მიტინგი კომ. პარტიის
წინააღმდეგ მთავრობის სახლის წინ გაიმართა. მოვიდა
ცნობა, რომ კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება მისი
სამხედრო ძალით დაშლის შესახებ. მომიტინგეებს
პატრიარქმა მოუწოდა დროებით შესვენების ან სიონის
ეზოში გადასვლაზე, რაზედაც ირაკლი წერეთელმა,
გამოსვლის ხელმძღვანელებმა და საერთოდ ხალხმაც
უარი განაცხადა.

9 აპრილს ღამით მოხდა თავდასხმა და დაიღუპა და


დაშავდა უამრავი უდანაშაულო ადამიანი.

1990 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა


დამოუკიდებლობის აქტი.

1991-1992 წლის იანვარში საქართველოში მოხდა


გადატრიალება. „პუტჩი“. იარაღით თავს დაესხნენ და
დაამხეს 95%-ით არჩეული ზვიად გამსახურდიას
კანონიერი ხელისუფლება. გააქციეს ერისა და
სამშობლოს მოყვარული კაცი და ძალაუფლება ხელში
ჩაიგდეს საიქიოს მოციქულებმა, რომლებსაც
შევარდნაძე-სიგუა-კიტოვანი-წერეთელი-ჭანტურია-
ყარყარაშვილი-ლანჩავა- დამპალი ინტელიგენცია,
მრავალი ქვეწარმავალი და დაბოლილი ქაჯები ჰქვია. ამ
შავმა, მყრალმა ძალამ მოახერხა ჩვენი ქვეყანა
აყროლებულ ჭაობში შეეყვანა. ჭაობში დემოკრატიის
166
სახელით, რომელიც „სად ერეკლეს და... ჰგავს ვიდრე
დემოკრატიას.“

1993 წლის იანვარში ზუგდიდის მიწაზე მოკლეს


ჩეჩნეთიდან ჩამოსული ზვიად გამსახურდია. მთელმა
საქართველომ იცის, რომ მისი მკვლელობა შევარდნაძის
დაკვეთით მოხდა და შემსრულებლებიც ცნობილია,
მაგრამ მის საქმეს მტვერი ადევს პროკურატურაში.
რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს ეს ნამდვილად ვერ
გამიგია.

1995 წელს გიამ დაამთავრა უნივერსიტეტი.

1997 წელს გია დაქორწინდა ელისოზე.

1998 წელს დაიბადა ჩემი ლამაზი და უნიჭიერესი


პირველი შვილიშვილი, რუსუდანი, რომელმაც ოქროს
მედალზე დაამთავრა სკოლა „ალბიონი“ და სწავლობს
თავისუფალ უნივერსიტეტში.

2002 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ჩემი ვაჟკაცი ბიჭი


საბა სხილაძე, რომელიც მღერის, მისდევს სპორტს
(კალათბურთი) და მისგანაც ველოდები ოქროს
„ალბიონიდან“.

2003 წელს შევარდნაძემ უკვე მეორედ დადგა უდიდესი


სპექტაკლი საქართველოში, ოღონდ ამჯერად უსისხო

167
სპექტაკლი, რომლის რეჟისორი თვითონ იყო, მხოლოდ
მთავარ როლში მიხეილ სააკაშვილი ათამაშა.
ეპიზოდური როლები კი დაურიგა ბოკერია-ბაქრაძე-
ბურჯანაძე-გოგორიშვილი-ჟვანიას და სხვა მრავალ
ჭანჭიკ-პაიკებს. ამ აბსურდის თეატრს
დასავლეთელების რჩევით „ვარდების
რევოლუცია“ დაარქვეს. ამ სპექტაკლის ყველაზე გულის
ამრევ-ამაჩუყებელი სცენა იყო სააკაშვილის
პარლამენტში შეჭრა, რომელმაც შევარდნაძეს
ნადორბლი ჩაი წაართვა და გადაყლაპა. თეთრი მელა კი
გაბრაზდა და შესძახა „წავედი ახლა მე სახლშიო“ და
კრწანისის რეზიდენციისაკენ გაემართა თავის პატარა
ლეკვებიანად, სადაც მან სამუდამოდ ჰპოვა თავისი
განსასვენებელი. მელა მელურად გაიპარა.

2008 წელს აგვისტოში პუტინმა ამ პატარა, მაგრამ


ძლიერმა ლილიპუტამ, წამოიგო პროვოკაციაზე
აყლაყუდა მაიმუნი. ამ შეცდომას კი უამრავი ქართველი
ვაჟკაცი შეეწირა, რომლებითაც თანაბარ ბრძოლებში
ყველა ქვეყანა იამაყებდა. ნათელში იყოს მათი სულები.

2012 წელს ოქტომბერში დადგა ნანატრი დრო ავლაბრის


რეზიდენციიდან ბორდელის ჩამომყალიბებელნი უნდა
გამოეყარათ, ბიძინამ შეძლო ეჯიკა მიშასთვის, მიეცა
მისთვის დრო ცხვირის საწმენდად. ბიძინამ ეს შეძლო,

168
მაგრამ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა,
საქმეების, რომლებსაც მტვერი ადევს პროკურატურაში.
არადა ამ საქმეებს მხოლოდ განაჩენი სჭირდება, რამეთუ
დამნაშავეები ისევ თავიანთ სავარძლებში კრუხებივით
მოკალათებულან.

2013 წლის 23 აგვისტოს დაიბადა ანდრია გიორგის ძე


სხილაძე, ჩემი უდიდესი სიხარული და სიცოცხლე.

2016 წელს რუსუდანმა ძალიან გამახარა, სკოლა ოქროს


მედალზე დაამთავრა. ეს პირველი დიდი მირწევაა,
რადგან ჩემს მოდგმაში სხვას არავის აუღია. ამავე წელს
100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი ქულებით
ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში.

2018 წლის 7 ივნისს გაიხსნა ანსამბლ


„დარიალის“ ვარსკვლავი. ამ ანსამბლში დაარსებიდან
მღეროდა გია სხილაძე.

2019 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა უსაყვარლესი


ადამიანი ზაური ივანეს ძე კაპანაძე.

2019 წლის 25 თებერვალს ჩემი შვილიშვილის


რუსუდანის დიდი მონდომებით, ინტერნეტის
მეშვეობით აღმოვაჩინეთ როგორც შორენა, ისე ჩემი ძმა
ავთანდილიც. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს.
ყველაფერი კარგადაა.
169
სიწმინდის სიყვარული

მიყვარს დედა - მიყვარს მამა,


მიყვარს ძმები, მიყვარს დები,
სულში სიყვარული დუღს და
ვიცი მასში დავიწვები.
მიყვარს დიდი წინაპრები
და კვლავ ვისმენ იმათ ძახილს
განაბული ვისმენ ნამღერს
ბერიკაცს და შემოძახილს.
დეიდების დედის სული
მამიდების მამას სული
ჩემს გრძნობაში ულამაზეს
ყვავილებად ამოსული.
მეგობარ-ამხანაგები
ბევრი დამეკარგა გზაში,
მაგრამ მათი ვარსკვლავები
კვლავ ანათებს მაღლა ცაში.
ჩემი კარგი მეზობლები
ამომავალ მზის მსგავსება,
უიმათოთ ეს ცხოვრება
არაფერს არ ემსგავსება.
მიყვარს, როცა ტირის ვაზი

170
როს მწვანდება მთა და მდელო,
შენ ცრემლები არ გიხდება,
ჩემო ტკბილო საქართველო.
მე ფუტკარი მიტომ მიყვარს,
ჭკვიანია, მშრომელია,
ვინმემ მითხრას მათნაირი
ბუზები სხვა რომელია.
მიყვარს კაცი, როცა ოჯახს
ოფლითა და შრომით არჩენს,
მე ასეთ კაცს ვაღმერთებ და
ვენაცვალე იმის გამჩენს.

ნოვეს. მამუკოს

ნოვე ბიჭო! ძმაო, ნოვე!


ოხ, რა მალე დაგვტოვე,
ვერ მოასწარ დადგმა ზვინის
ეგ სიცოცხლე ზედ დასტოვე!

171
საბას ლექსი
მატარებელი დაიძრა, მიქრის.
რიტმულად უკრავს ბორბლები მისი,
თქვენ თუ გინახავთ კუპის ფანჯრიდან
დამალობანა ღრუბლის და მზისი.
მატარელებმა შეჰკივლა გვირაბს,
ის ამერიდან-იმერში გავა,
დავცქერი საათს და წუთებს ვითვლი
მალე საყვარელს სოფელში ჩავალ.
მოგვიახლოვდა წელი ახალი,
მე, ბაბუ-ბებო შევხვდებით ერთად,
კოხტა ნაძვის ხეს ლამაზად მოვრთავ,
ეზოს კი თოვლი მოხატავს თეთრად.
მეკვლედ შემოვა ლეკვი - ნადირა,
„ლაფანყურა“ კი ღრუტუნით მღერის,
მჯერა, დადგება ახალი წელი
ბედნიერების, ცეკვა-სიმღერის!
დილით კრიახით მოგვილოცავენ
ჩვენი წითელა, ნაცარა, შავი,
ყურქცვიტა ეზოს შემოუცეკვებს,
უკან დარჩება ბნელი და ავი.

172
ჩემი შვილიშვილი პატარა რომ იყო, ძალიან მომეხმარა
თხილის კრეფაში. მე ქვითარი ამოვუწერე და ასი ლარი
გადავეცი. საბამ თქვა, ეს ჩემი პირველი ჯამაგირიაო და
დიდხანს ინახავდა.

პირველი ხელფასი

ვიფხიზლე და ვიმუშავე
სიზარმაცეს არ ავყევი,
ბაბუა სადაც წავიდა,
მას ყველგან უკან გავყევი.
თხილი ვკრიფეთ და ვაგროვეთ,
მას დავადეთ ჩვენი ფასი,
ბაბუამ გამომიწერა,
ჩემი პირველი ხელფასი.

173
„მიშა მაგარია“

მიჯირყვნა, მიაჩუხანა
ივანიშვილმა მიშაო,
საცოდავ ნაციონალებს
თავზე დაამხო „კრიშაო“.
მიხეილ სააკაშვილმა
ერთად შეკრიბა ნაცები,
უკანვე ჩამოურიგა
ყველას ცოლების საცვლები.
რამ გადაგრია მიშაო,
ზედ დაგაყარეთ ქვიშაო!

174
საბას!
(გელათი)

დავითის გულზე დადებულ ლოდზე


სიზმარშიც გიმზერ ხელებაპყრობილს,
გულით მივსტირი მის საქართველოს
დღეს დაჩაგრულს და მტრისგან დაპყრობილს.
გულს და თვალს მოხვდი იმედის სხივად,
ვით მზის სხივები ბნელის მმუსვრელი,
ჩემს თავს ვუთხარი: დაგვეზრდებიან
კვლავ ქართველები მტრის შემმუსვრელი!
ქუთაისი, 2013წ.

უფალს მადლობა!
ციდან ღმერთმა ჩამომიშვა
და ილემში დავდგი ფეხი,
ზოგის იადონი გავხდი,
ზოგისთვის კი - ელვა-მეხი.

175
ბრძენთა აზრის 100 სხივი:

1. თუ შენი თავის წონა არ იცი, ძალიან ცდები.


2. ორ მეგობარს საქმეს ნუ გაურჩევ, ერთ-ერთი
დაგემდურება.
3. გულცივობა მკვლელია გონებისა და სულისა.
4. ქვეყანაში ძლიერი და ჭკვიანი წინამძღოლი, ერის
სიმტკიცეა.
5. ადამიანს მიეცა ერთი ენა, ორი ყური, ორი
თვალი, იმიტომ რომ ბევრი დაინახოს, ბევრი
მოისმინოს და ცოტა ისაუბროს.
6. რაც არ უნდა მდიდარი იყო, მუქთად არ ჭამო.
7. დამნაშავე ცოდვაა მაშინ, როცა სიმართლეს არ
უჯერებენ.
8. დააშავე იმდენი, რამდენის სასჯელსაც გაუძლებ.
9. წყალს არ ებრძოლო.
10. როცა მტერს მოერევი, ღმერთი მაშინ გაიხსენე.
11. გადაფურთხებულს უკან ნუ ალოკავ.
12. უცხოს თბილად და ტკბილად მოექეცი.
13. შენს ქონებაზე ანგარიშს ნურავის ჩააბარებ. ცოტა
თუ გაქვს დაგჩაგრავენ, ბევრი თუ გაქვს,
შეშურდებათ.
14. თუ კაცი ბოროტია, ავია, მტაცებელია, ის
ქვეყანას უნდა მოაცილონ, რადგან სხვებიც
მიბაძავენ და ქვეყანა აყროლდება.

176
15. როგორც დასხმული ნაყოფით დახუნძლული ხეა
მშვენიერი, ისე მშვენიერია ერთად მყოფი
დედმამიშვილები.
16. თუ არ გშია, პური არ ჭამო.
17. შენი თავი სამართლიანად განსაჯე.
18. დაფიცება ცუდია, გინდ სიმართლეზე
იფიცებოდე.
19. ჯობს, ყორნებს ჩაუვარდე, ვიდრე
მლიქვნნელების წრეს.
20. ენას იმიტომ აქვს ორი ზღუდე, კბილები და
ტუჩები, რომ სანამ გული არ ეტყვის, მანამდე
არაფერი თქვას.
21. კაცი სამ რამეს უნდა ერიდოს: ომს, უფროსის
დაუმსახურებელ ლანძღვას და ურწმუნოებასთან
დამოყვრებას.
22. ოთხი რამეა ძალიან ცუდი: შეუგნებლობა,
მოშურნეობა, ხარბობა და ტყუილი.
23. ენას სიბილწეზე ნუ ავარჯიშებ.
24. დილა ბავშვობაა, შუადღე სიჭაბუკე, საღამო კი
სიბერეა.
25. ჭკვიან კაცთან მეგობრობა ბედნიერებაა.
26. ნუ დატოვებ ჭირს და ნუ წახვალ ქორწილში,
დატოვე ქორწილი და წადი სამძიმარში.
27. სულის ძლიერება ჯობია ხორცისას.
28. ცხენი ლაგამით კავდება, განრისხებული
ადამიანი კი ენით.
177
29. სულის მკურნალი ფრთხილი გონება და ბრძენი,
კეთილი მოძღვარია.
30. მტერიც და მოყვარეც სამართლიანად განსაჯე.
31. მშიშარასთან ომში ნუ წახვალ, უნამუსოსთან
პურის საჭმელად არ დაჯდე!
32. დამთმობი და თავმდაბალი ის ადამიანია, ვისაც
ცუდის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს.
33. შური სხეულს აავადმყოფებს.
34. შური, ტყუილი, ორპირობა თავია ყოველივე
უბედურებისა.
35. ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარა.
36. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
37. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი, მე გეტყვი ვინ
ხარ შენ.
38. ღობე ქაცვითაო, კაცი კაცითაო.
39. წინაკაცი სხვებისთვის ხიდია.
40. ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი.
41. კოჭლი ყოველთვის აღიარებს სხვების ლამაზ
სიარულს. ჭკუანაღრძობს კი გონია, ტომ მის
გარდა ყველა ჭკუანაღრძობია.
42. ავადმყოფობა ჯანმრთელობას გვანატრებს,
ბოროტება - სიკეთეს, შიმშილი - სიმაძღრეს.
43. როცა წყლის დალევა გინდა, ჯერ ჭიქაში
ჩაიხედე.
44. სიძულვილად გადაქცეულ სიყვარულში დიდი
შხამი ურევია.
178
45. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.
46. როცა შენი ცხოვრება სხვების შეხედულებებია,
მკვდარი ხარ.
47. თუ ცოტას სჯერდები სულით მდიდარი ხარ, თუ
არაფერი გყოფნის - ჭკუით ღარიბი.
48. სიბერემდე ვცდილობდი, რომ კარგად მეცხოვრა,
სიბერეში კი ვცდილობ, კაცურად მოვკვდე.
49. თუ ოდესმე სიყვარულსა და სამყაროს შორის
მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, გახსოვდეთ: თუ
სამყაროს აირჩევთ, უსიყვარულოდ დარჩებით,
თუ სიყვარულს აირჩევთ - მთელი სამყაროს
დაპყრობას შეძლებთ.
50. ისეთი არაფერი არსებობს, ცუდი მონაყოლით
რომ არ შეირყვნას.
51. კაცს თუ ცოლი დედას დაავიწყებს, მისთვის
დედასაც დაუკლია აღზრდა და ბუნებასაც.
52. კაცი რომ დედის საფლავს გადააბიჯებს და
სიდედრის საფლავზე გული ამოუჯდება.
53. ვინც ცოლის გამზრდელს დასცინის, იგი თავისა
მტერია.
54. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
55. საკუთარი დედა თუ არ გიყვარს, სხვის დედას
ვერ შეიყვარებ.
56. სამშობლო ცხვირსახოცი არაა.
57. აზრები უნდა სუნთქავდნენ, სიტყვები უნდა
იწვოდნენ.
179
58. პატიოსნება თავისთავად სიდიადეა.
59. სამართლიანობა მხოლოდ სიმართლეა.
60. მეცნიერება ადამიანის ცნობაა, სათნოება მისი
სიყვარული.
61. მშვენიერია როცა კაცი იმაზე საუვრობს, რაც
უყვარს.
62. ნიჭს უვიცობა თრგუნავს.
63. თუ გინდათ ჭკვიანი შვილები, ბევრი ზღაპარი
უკითხეთ.
64. თავისუფლება არჩევანია შრომასა და შიმშილს
შორის.
65. რათ გინდა ხმალი თუ ქარქაში დაგიჟანგდა.
66. ცეცხლს წყალი ვერ დაუმეგობრდება.
67. რკინა და ქვა ბოლოს ცეცხლს ბადებს, ხოლო
უაზრობა და გაუმაძღრობა - ტყუილს.
68. ტყუილი რყვნის სიყვარულს, მშობლის
ტყუილად დაფიცებისა და გზაა ღვთის გმობისა.
69. ფუტკარს დევნის კვამლი, საღ აზრებს
სიმთვრალე.
70. ნუ შეგაშინებს უქონელობა, ნურც იამაყებ
ქონებით. რამეთუ სახეთასახე საქმეა ადამიანისა.
71. სულელმა თავმა ფეხებს ძალა დააყენა.
72. თუ შენი დაკარგვით არაფერს ვკარგავთ,
დაკარგვამდეც დაკარგული ყოფილხარ.
73. ძალის გამოყენებით აზრის დაცვა უაზრობაა.

180
74. მშვიდობა გამარჯვებით უნდა მოიპოვო და არა -
გარიგებით.
75. ცხოვრება რთულია, თუ იოლად ჩათვლი კიდევ
მეტად გართულდება.
76. მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ
დაგხვდება.
77. თუ სიარული გიჭირს, მაღლა რაღაზე ხტები?
78. მზე ვერასდროს დაინახავს ჩრდილს.
79. ყველაზე ძვირი ის ქალი ჯდება, რომელიც
ფულზე არ იყიდება.
80. ქართველებს ერიდეთ მაშინაც კი, როცა მღერიან,
როცა ცეკვავენ კი მართლა ომია.
81. შენ კი არ შეგშლია თუ ადამიანი კარგი გეგონა,
მას შეეშალა, რომ ცუდად მოიქცა.
82. ვისაც თავის თავი უყვარს, სხვას ზიანს არ
მიაყენებს.
83. სინდის-ნამუსი მკაცრი ხელოვნებაა.
84. დალიე, როცა ბედნიერი ხარ. როცა უბედური
ხარ, სასმელს არ მიეკარო.
85. კაცს ნიღაბი სჭირდება, თუ ის სიმართლეს
ამბობს.
86. იმის გეშინოდეს, ვინც დარტყმაზე არ
გიპასუხებს.
87. ოქროს ხანა იყო მაშინ, როცა ოქრო არ
არსებობდა.

181
88. ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ
კარგი შექმნა.
89. ნამდვილი სიყვარული ლოდინი კი არ არის,
ნამდვილი სიყვარული ერთად ყოფნის გაძლებაა.
90. კანონის მონა უნდა იყო, რომ თავისუფალი იყო.
91. მართალ კაცს ღმერთის არ უნდა ეშინოდეს,
რადგან სიმართლეა თვითონ ღმერთი.
92. ბევრი ნული ნულად დარჩება თუ მას რაიმე
რიცხვს არ მივაწერთ.
93. კარგი მეგობარია ის, ვინც შენს წარმატებებს
მშვიდად შეხვდება.
94. შეიძლება დიდი სამეგობრო წრე გყავდეს და
ბოლოს არცერთი მეგობარი არ დაგრჩეს.
95. სჯობს მონობაში გადიდკაცებას, თავისუფლების
ძებნაში მოკვდე! (აკაკი)
96. მშიერი ძაღლს თუ დააპურებ ის აღარასდროს
გიკბენს. აი, ესაა განსხვავება ძაღლსა და
ადამიანს შორის.
97. უნამუსო და გარყვნილ ადამიანებს სურთ, მათ
გარშემო მყოფნი მათნაირად წარმოადგინონ, რომ
ეს ქვეყანა ცოდვილთა სამყაროდ წარმოადგინონ.
98. თუ ძაღლი ლაპარაკს ისწავლის, ადამიანი
მეგობარს დაკარგავს.
99. ვინც ცხოველს სასტიკად ექცევა, ის კეთილი
ვერასდროს იქნება.

182
100. ბრძენს კითხეს მტერი ვინ გყავსო, უპასუხა:
ყველა ის ვისაც ზედმეტი პატივი ვეციო.

183
1. როცა სარკე არ მქონდა წყაროში ვიხედებოდი და
ვხედავდი, ყოველთვის ვიყავი ის, რაც ახლა ვარ.

2. სიმართლეა ჩემი ნამუსი.

3. ჩემი სითბო ჩემი აკვნიდან მომყვება.

4. ჩემი მსოფლიო ჩემი სოფლიდან იწყება.

5. ჩემი სიყვარული მშობლებიდან მოდის.

6. ჩემი მეგობრობა და-ძმებისგან ვისწავლე.

7. მე ერთი წვეთი ვარ და ამ მიწას დავაშრები.

8. მე პატარა მარცვალი ვარ, მარტო აქ ვხარობ.

9. ჩემი წინაპარი არაა მაიმუნი.

10. მე ყველა მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტან ადამიანებს


მგლებისა და ყორნების ბუნებით.

11. მეტი ნერგი უნდა დამერგო.

184
სარჩევი
ფესვი ფუძისა........................................................................ 5
ჩემი ლექსები .................................................................... 103
მშობელი მხარე ............................................................. 103
ჩემი პირველი ლექსი ................................................... 106
ოცნების მწვერვალი ..................................................... 107
ეხ, ჩემო ქათმებო! ......................................................... 109
ჩემი სალოცავი .............................................................. 111
ამბავი მგლისა და მოყმისა .......................................... 112
სიზმრის ლექსი ............................................................ 114
გზა.................................................................................. 115
ანდრიას ლექსი ............................................................. 115
ენით ნუ დამჭრი ........................................................... 116
ხსოვნა ............................................................................ 117
ვერ მიცანიი? ................................................................. 119
მესაფლავე ..................................................................... 120
აკვანი ............................................................................. 122
არაკაცი. კაცი ................................................................. 123

185
სამშობლო და დედაენა ................................................ 124
ჩემი ილემი .................................................................... 125
იარონ!............................................................................ 126
პროფესორ ოთარ ოსაძეს ............................................. 127
ია .................................................................................... 127
საბა კაპანაძეს ................................................................ 128
ცრემლიანი ლუკმა ....................................................... 129
იძირებიან ფიქრები ჩემი ............................................. 130
შალვა ალხანიშვილს .................................................... 131
რუსა, საბა, ანდრია ....................................................... 132
სიმართლე ..................................................................... 132
შოთა და ჯემალ გორგოძეებს ...................................... 133
ვასილ ბოჭორიშვილს .................................................. 134
ძველი ახალი წელი ...................................................... 134
გზა ამინდში .................................................................. 135
გზა წვიმაში ................................................................... 135
წუთისოფელი ............................................................... 136
ანდროს, შურას, ზოიას, დათოს!................................. 137

186
ფოთლის სიცოცხლე .................................................... 137
ელიზბარს ..................................................................... 138
იმედას ........................................................................... 138
სამოთხე ......................................................................... 139
ლოცვა ............................................................................ 139
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ ................................................ 140
სიზმარი ......................................................................... 141
ახალი წელი................................................................... 149
ანდრიას ლექსი ............................................................. 150
დედას! ........................................................................... 151
იმედი ............................................................................. 152
უბორნიის პოეტებს ...................................................... 154
ჩოხა ................................................................................ 156
ვარსკვლავი ................................................................... 160
ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
თარიღები. ......................................................................... 162
სიწმინდის სიყვარული ............................................... 170
ნოვეს. მამუკოს ............................................................. 171
საბას ლექსი ................................................................... 172
187
პირველი ხელფასი ....................................................... 173
„მიშა მაგარია“ ............................................................... 174
საბას!.............................................................................. 175
უფალს მადლობა!......................................................... 175
ბრძენთა აზრის 100 სხივი ............................................... 176

188

You might also like