You are on page 1of 19

1. რა არის და როგორ წარმოიშობა ცივილიზაცია შპენგლერის მიხედვით?

კულტურისა და ცივილიზაციის შეპირისპირებითი დახასიათება შპენგლერის


მიერ. ცივილიზაციათა გენეზისის ფაქტორები ტოინბის მიხედვით. რა როლს
თამაშობა გამოწვევა-პასუხისა და სტიმულის სახის ურთიერთმიმართება
ცივილიზაციათა გენეზისის პროცესში? (მსჯელობა გაამყარე მაგალითებით)

არნოლდ ჟოზეფ ტოინბის გამოწვევა-პასუხის თეორია ცივილიზაციათა გენეზისის ასახსნელი


ერთ-ერთი საუკეთესო თეორიაა, რომელიც ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორების
საზოგადოებებზე ზეგავლენით აყალიბებს ცივილიზაციებს ან მათ წარმატებების და აყვავების
საშუალებას აძლევს, რომლებზეც ვილაპარაკებ ნაშრომის შემდგომ ნაწილში.
ნაშრომის ცხადი კარგი ვიზუალური სახის წარმოსაჩენად ტოინბი იყენებს 21 ცივილიზაციას
სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, რომლებიც ბუნებრივ ან ადამიანურ გამოწვევებს წარმატებით
ან წარუმატებლად პასუხობდნენ და ამით ისინი აყალიბებდნენ საკუთარ, იმ დროისთვის
მათთვის შესაბამის სახეს.
ტოინბი იწყებს ბუნებრივი გამოწვევებით, კერძოდ კი მდინარეთა(ნილოსი, ტიგროსი,
ევფრატე, ინდი, იორდანე) დელტის მნიშვნელობით და გამოწვევით ცივილიზაციების
წარმოშობისა და შემდგომ მათი განვითარებისთვის. ასე მაგალითად მესოპოტამიაში, მშრალ
სტეპების ირგვლივ, ტიგროსისა და ევფრატის დელტებიდან წარმოიშვა შუმერული
ცივილიზაცია, ხოლო ნილოსის დელტისაგან ეგვიპტური, ინდისა-ინდური კულტურა,
რომელსაც ასევე შუმერულის ერთ-ერთ განშტოებას უწოდებენ. ერთ-ერთი გლობალური
ბუნებრივი გამოწვევაა პრიმიტიული ხალხებისთვის მსოფლიოს გამყინვარების შემდეგ
აფროაზიის გამოშრობის პროცესი, რომლის პასუხადაც ისეთი ხალხები, რომლებიც თავიანთი
ცხოვრების წესსა და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს - გადარჩნდნენ, ხოლო ისეთები,
რომლებიც ემიგრაციას თავი დაანებეს, ეტაპობრივად განადგურდნენ, რადგან მათ არ
ჰქონდათ პასუხი ბუნებრივ გამოწვევაზე და სტიმული არ ჰქონდათ საკუთარი თავის
განვითარებასა და შენარჩუნებაზე. ანუ აქ მნშვნელოვანი ისაა, რომ მობილიზებული ხალხები
ერთად ერთი ან ორი ცივილაცია დაარსეს, რაც გამოშრობის, როგორც გამოწვევაზე პასუხი იყო,
ხოლო კონკრეტული პასუხი იყო მონადირეებიდან მწყემსებად და შემგროვებლებიდან
მიწაქმოდებებად გარდაქმნის ფაქტორი(ჰუნების ქეისი).
ასე მაგალითად შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციები ბუნებრივი მატერიალური
ქცევით, ანუ მათი მდინარეების ირგვლივ არსებული ჭაობების ნაყოფიერ მიწებად გადაქცევა
შრომის საფუძველზე, ისინი საკუთარ თავს აძლევდნენ განვითარების საშუალებას, მაგრამ
როგორც ვიცით ყველა გამოწვევაზე ვერ უპასუხეს ასე თამამად, რის შედეგაც შუმერული და
ძველი ეგვიპტური ცივილიზაციები მკვადრნი არიან დღეს. შუმერული ცივილიზაციის
დამადასტურებელი წყაროებია ჩვენამდე მიღწეული ძეგლები, ხელოვნება, რომლებზეც
შუმერულ ენაზე წერია და დახატულია მათი რელიგიური გმირები და სხვადასხვა ლეგენდები,
რომელიც ასევე ცივილიზაციის შენარჩუნების სტიმულს ამტკიცებს.
ზემოახნიშნული ცივილიზაციებისგან განსხვავებით ჩინური ცივილიზაცია უფრო რთულ
ბუნებრივ გამოწვევებზე პასუხით, მაგრამ ასევე მდინარის(ყვითელი) პირას ჩამოყალიბდა.
ჩინური კულტურის განსაკუთრებული პასუხი ისაა, რომ მიუხედავად მისი ფართო
გეოგრაფიული მასშტაბებისა( ყვითელი მდინარის როგორც სამხრეთით და სამხრეთ
აღმოსავლეთით და ტიბეთის პლატოდან ჩინეთის ზღვამდე და სამხრეთ-აღომოსავლეთ აზიის
ჩათვლით) შეიცავს მხოლოდ ერთი რასის წარმომადგენლებს. ჩინურმა ცივილიზაციამ მკაცრ
უდაბნოს და პირიქით მკაცრ ,,ცუნამის“ ბუნებრივ ფაქტორებზე პასუხად წარმოიშვა.
მაიას ცივილიზაციამ ტროპიკული ტყეების, ხოლო ანდები არა თუ ამაზონის გამოწვევაზე,ა
რამედ ანდების მთიანეთსა და წყნარი ოკეანის ბუნებრივ გამოწვევაზე პასუხად წარმოიშვა.
მინოსური ცივილიზაცია კი ყველა ცივილიზაციისგან განსხვავებულად წარმოიშვა, მის
გამოწვევას წარმოადგენს ზღვა.
როგორც ვხედავთ გამოწვევა არის ცივილიზაციის წარმოშობის მასტიმულირებელი ძალა.
ისტორიული პრაქტიკის თანახმად, ბუნებრივი ხელსაყრელი პირობები და კომფორტული
ცხოვრება, მზე, ბევრი ხე, ხეზე ხილი, საჭმლის სიჭარბე, სიცივეს არაარსებობა და ა.შ, რომელიც
თავის თავად გულისხმობს იმას, რომ ბევრი შრომა და მოძრაობა არაა საჭირო სიცოცხლის
გასაგრძელებლად, ამ პირობებში მცხოვრე ადამიანებისთვის გამანადგურებელ ფაქტორს
წარმოადგენს, ანუ არაა მკაცრი გამოწვევა, რომელიც საჭიროა იმიასათვის, რომ ადამიანს
შრომისკენ აიძულოს. ხოლო ისეთი ადგილები, სადაც გამოწვევა მკაცრია, ანუ ბუნებრივი
პირობები აიძულებენ ადამიანს მოძრაობისკენ, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ადამიანი
განვითარდება შრომისა და მოძრაობის საფუძველზე. ამიტომ გამოწვევა სტიმულია
ცივილიზაციების როგორც წარმოშობის ისე მათი განვითარებისთვის. რამდენადაც მკაცრია
გამოწვევა, იმდენად ენერგიულია და ძლიერია პასუხი.
ეგვიპტე წარმოადგენს ტრადიიულად ხელსაყრელი პირობებით აღსავსე ოაზისს, მაგრამ იგი
ასეთი არ იყო ყოველთვის. ცივილიზაციის წარმოშობამდე, იგი იყო ჩვეულებრივი უდაბნო,
მაგრამ ადამიანის ძლიერი ძალისხმევა და საირიგაციო სისტემის შემოღება და
მიწათმოქმედებით დაკავება ეგვიპტის ბუნება შეეცვალა და იგი გახდა სიცოცხლისათვის
ხელსაყრელი რეგიონი. ამიტომ მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ ცივილიზაცია არსებობს
მხოლოდ ადამიანის ძალისხმევის საფუძველზე. კარგი მაგალითია ინტერნეტის გათიშვა ან
უფრო რადიკალურად - ელექტროენერგიის შეწყვეტა, რის დროსაც ადგილის
,,ცივილიზებულობა“ კითხვის ქვეშ დადგება.
ზრდის სტიმულის ორი სახეობა არსებობს: ბუნებრივი გარემოს სტიმული და ადამიანური
გარემოცვის სტიმული. პირველიც გამოიყოფა ორ სახეობად - ,,უნაყოფო მიწების“ და ,,ახალი
მიწების“ სტიმული. უნაყოფო მიწების სტიმულის მაგალითია ჩინეთის ცივილიზაციის
აღმოჩენა შედარებით უფრო ნაკლები ხელსაყრელი პირობებით ხუანხეს და არა იანძის
ხეობაში. ეს სწორედ მკაცრი პირობების პასუხზე აგებული მაგალითია.
ბუნების დაბრუნებაც კიდევ ერთი მნშვნელოვანი გამოწვევაა, რომელშიც იგულისხმება ის,
რომ ის რაიონები, სადაც ცივილიზაციის წარმატებული გამარჯვება ბუნებისადმი უნდა
გაგრძელებულიყო მემკვიდრების ძალისხმევით, საბოლოოდ პირიქით აღმოჩნდა - ბუნებამ
ჩაყლაპა მათი ძეგლები და ისტორია. ამის კარგი მაგალითია მაიას ცივილიზაციის ნაგებობების
უპატრონოდ დარჩენა, რომელიც დღეს ცივილიზებულ სამყაროსგან შორს მდებარეობს და
ტროპიკული ტყეებით არის დაფარული და უფრო ეკო-ძეგლების მსგავსადაა შენარჩუნებული,
არანაირი ადამიანური დამუშავების გარეშე. ანალოგიურია არაბეთის უდაბნოში ქალაქები
პეტრა და პალმირა, ასევე სომხური ქალაქი ანი თურქეთის ტერიტორიაზე და ისეთი
ნახევარლეგენდარული მიწის -ატლანტიდას ჩაყლაპვა ატლანტის ოკეანის მიერ. ასეთი
მაგალითებით ცხადია, თუ რამდენად ძლიერია ბუნება - ის ადამიანზე რევანში არაერთხელ
მოიგო.
ბუნების გარემოს ერთ-ერთი სტიმულია ,,მკაცრი პირობების სტიმული“, რომლითაც ავტორი
იმას ამტკიცებს, რომ რაც უფრო მკაცრია პირობები, იმდენად დიდია ცივილიზაციის
წარმოშობისა და განვითარების ფაქტორი. ამის კარგი მაგალითია ელინური ცივილიზაციის
ორი ქალაქის ატიკასა და ბეოტიას შედარება. ატიკა მკაცრი პირობებით, ქვებით დაფარული
ტერიტორია იყო, სადაც ნაყოფიერი მიწა არ იყო: მხოლოდ მშრალი ნიადაგი და ასკეტური
ბუნება. ხოლო ბეოტია მშვენიერი ლანდშაფტებითა და ხელსაყრელი პირობებით იყო
გამორჩეული. ატიკის მიწების გამოფიტვის შემდეგ, მოსახლეობა მესაქონლობიდან
მიწათმოქმედებაზე გადავიდა და ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დაიწყეს.
ზეთისხილისგან მალე მიიღეს ზეთი, მაგრამ ეგ მხოლოდ არ იყო საკმარისი ატიკელებისთვის,
ამიტომ ზეითუნის ზეთის გადაცვლა დაიწყეს სკვითურ მარცვალზე. ამის ექსპორტი ხდებოდა
ზღვით, ამიტომ ზღვაოსნობაც და მეთუნეობაც განვითარდა. შემდეგ ფულის მიმოქცევის
საჭიროებამ მისცა საშუალება ვერცხლის საბადოების გამოყენებაც. განვითარდა ასევე
მრეწველობა, ვაჭრობა და ამით ჩამოყალიბდა სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ამრიგად ზღვის
ათვისება გახდა არნახული წარმატების მომტანი და ამ სიმდიდრით ,, ელადას ელადად“ აქცია.
ხოლო ბეოტია ისედაც არ შეცვლილა.
ახალი მიწების ფენომენიც ერთ-ერთი სტიმულია, რომელიც მე უფრო პრაქტიკული
მაგალითებით განვიხილავ, ვიდრე მითოლოგიური. ახალი მიწების სტიმული ნიშნავს არა
ცენტრალურ-ტრადიცულ ტერიტორიაზე ანუ სამშობლოში აყვავებას, არამედ სხვა ახალ
ტერიტორიაზე. ამის კარგი მაგალითებია ქრისტიანული და ბუდისტური რელიგიების
გავრცელება, რომელიც ახალ ტერიტორიაზე უფრო სწრაფად და ფართოდ გავრცელდა, ვიდრე
იქ სადაც წარმოიშვა. არ ვიცი კარგი მაგალითია თუ არა, მაგრამ იტალიური კულტურაც და
მისი კონკრეტული ნაწილები, მაგალითად იტალიური კერძი ,,პიცა“ აშშ-ს ტერიტორიაზე
გახდა პოპულარული და მას მიანიჭეს ტრადიცული კერძის სტატუსი, იმ დროს როდესაც პიცა
იტალიაში ,,ღარიბების საჭმელს“ უწოდებდნენ. ასევე კარგი მაგალითია ბაბილონური
ცივილიზაციის გავრცელება, რომელიც სამი კერიდან უფრო ახალში, ასურეთში მიაღწია
განვითარების პიკს.
ზღვისიქითა მიგრაციის განსაკუთრებული სტიმულის კარგი მაგალითია ეტრუსკების
განვითარება მათ სამშობლოდან შორს მდებარე ზღვის კოლონიებში და სირიული
კართაგენისა და ელინური სირაკუზის შედარება მათ წინამორბედ სამშობლოებზე: ორივე
სავაჭრო და პოლიტიკური პოტენციალით განუხრელად განვითარდნენ, როდესაც გამოიყენეს
ზღვა და შესაბამისად მათი წინამორბედებზე ტიროსსა და კორინთოზე უფრო წარმატებულები
გახდნენ, კართაგენი პოლიტიკურ იმპერიაც გახდა და ეს ყვეალფერი ზღვისიქითა მიგრაციის
საფუძველზე. ტოინბი ამტკიცებს, რომ როდესაც ზღვისიქთა მიგრაცია ტომთა მოძრაობას
ეხება სტიმული ძალიან ძლიერია, მაგრამ სამშობლოში აღჭურვილი თვისებები ახალ მიწაზე,
შეიძლება დაკარგონ მათი მნიშვნელობა, რაც უფრო ახალ და ტრანსფორმირებულ საშუალებას
აძლევს განვითარებისა და წინსვლისათვის, ანუ ტრადიციული თვისებები ახალ
ტერიტორიაზე შეიძლება დამაბრკოლებელი ბარიერი აღმოჩნდეს განვითარებისთვის, ამიტომ
ტომები ამისგან განთავისუფლდებიან და ახალს ქმნიან. ასევე მისი აზრით ზღვაში მოცურავე
გემი და მისი პერსონალი უფრო რთულ ვითარებაში, ვიდრე მათი ნათესავები ხმელეთზე.
ამიტომ რთული პირობების ზეგავლენა ზღვის გავლის პროცესში გემსა და პერსონალზე
განუხრელად დიდია და აქედან გამომდინარე გადარჩენის სტიმულიც უფრო დიდია, ვიდრე
მათ ნათესავებს ხმელეთზე. ამრიგად, ხმელთზე მოძრაობის სტიმული უფრო ნაკლებია,
რადგან ხმელეთზე სტანდარტული პირობებია მეტნაკლებად, მაგრამ ზღვაზე ორიენტირება
ძალიან რთულია, ამიტომ სტიმულიც დიდია და პასუხიც ძლიერი. ასე მაგალითისთვის
ნათესაური კავშირის დარღვევის საფუძველზე, რომელიც ნეგატიური გამოწვევაა, რომლის
პასუხად ჩამოყალიბდა სამშობლოზე საგა, ან გემის პერსონალმა სამშობლოს დატოვებით და
მასზე ნაკლები დამოკიდებულობის ფონზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური სისტემა -
რესპუბლიკა. ყველა ეს ზემოხსენებული პრაქტიკაში ბევრია. მაგალითად სკანდინავიური საგა
წარმოიშვა არა ნორვეგიაში, არამედ ისლანდიაში, ხოლო რესპუბლიკა წარმოიშვა და
განვითარდა აშშ-ში, რომელიც არა სანათესაო, არამედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების
კავშირებით ჩამოყალიბდა და მეტროპოლიიდან განთავისუფლდა და დროის განმავლობაშიც
მას მსოფლიო ჰეგემონობაც კი წაართვა. ანუ ორი დადებითი პასუხი იყო -
პოლიტიკური(რესპუბლიკა) და ლიტერატურული (საგა).
დარტყმათა სტიმული ადამიანურ ზეგავლენაზე, კერძოდ კი რევანშიზმზე ორიენტირებული
სტიმულია, რომელშიც იგულისხმება დარტყმაზე, როგორც გამოწვევაზე პასუხის გაცემა,
რომელიც გამოწვევის სირთულეზეა დამოკიდებული. ანუ აქაც ერთი და იგივე კანონი
მოქმედებს: რამდენადაც დიდი და გამანადგურებელია დარტყმა, იმდენად ასაფეთქად
ძლიერი და ენერგიული პასუხი, ანუ რევანში. დარტყმის მასტიმულირებელი მოქმედების
კლასიკური მაგალითია ათენის პასუხი აქემენიდთა -სირიის უნივერსალური სახელმწიფოს
თავდასხმაზე 480-479 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ელინური ცივილიზაციის
აღმოსავლეთი ნაწილი დაპყრობილი იყო აქემენიდთა მეფე ქსერქსეს მიერ, ათენელებთან ომში
იგი სპონტანურად დამარცხდა და ათენმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში უკან დააბრუნა
ბერძნული ტერიტორიების აზიური ნაწილი. ათენმა სპარსელები დაამარცხა როგორც
ხმელეთზე, ისე ზღვაზე და სხვა ბერძნული პოლიტიკური და სამხედრო პოლისებისგან
დამოუკიდებლად, რომლებიც იყვნენ დაკედემონელები და პელეპონესელები. ათენმა
ხელოვნების განვითარებას კერად იქცა. 480-479 წლებში სტიმულმა სპარტას გვერდი აუარა,
მაგრამ 464 წლის მიწისძვრა და ილონების აჯანყება გახდა მიზეზი სპარტას გასამხედროებისა,
რომელიც შედეგად დაამარცხა ათენი და ბოლოც მოუღა მათ. ეს ყველა ზემოთქმული
ადასტურებს იმას, რომ რაც ძლიერია დარტყმა, მიტ იფრო ძლიერია სტიმული. და ამ
მაგალითებიდან გამომდინარე ასევე უნდა ვაღიაროთ ის, რომ მილიტარიზმი თავისთავად
შემოქმედებითი ენერგიის წყაროა.
ზეწოლის სტიმული - სახელმწიფოებზე, ხალხებზე ან ქალაქებზე - ანუ ფორპოსტებზე გარე
ზეწოლა და მისი გადმონაცლა ზურგთან, ანუ იმ ყოფილ ადგილთან, რომელიც წინაზე ამ
სახელმწიფოს ხალხების ცენტრი იყო. რუსეთი გარე ზეწოლაზე სტიმულის კარგი მაგალითია.
რუსეთი, სადაც ქრისტიანობა პირველად დამკვიდრდა კონსტანტინოპოლიდან
გადმონერგვით შავი ზღვისა და დიდი სტეპის გავლით დნეპრის ზემო აუზში მდებარეობდა.
მე-12 საუკუნეში ეს ცენტრი ზემო ვოლგის აუზში გადაინაცვლა: ანუ რუსეთის სახელმწიფომ
იქ მცხოვრე ფინების ხარჯზე გაფართოვდა, რომლებიც პრიმიტიული წარმართობას
მისდევდნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა იმ დროს, როდესაც ფინების სუსტი გარე ზეწოლა
შეიცვალა დიდ სტეპზე მცხოვრე მომთაბარე ტომების დიდი ზეწოლით(1237 წელი ბათოს
ლაშქრობა რუსეთზე), რამაც ძალადობის ცენტრი ზემო ვოლგიდან ამჯერად უკვე ქვემო
დნეპრის რეგიონში გადაინაცვლა. ამაზე ძლიერი პასუხი იყო კაზაკების მიერ რუსეთის
განთავისუფლება მომთაბარე ტომებისაგან ოსტატური სკანდინავური ზღვაოსნობის
უნარებით. მომთაბარე ტომებს არ გააჩნდათ მდინარის გამოყენების უნარი და ეს კაზაკებმა
გამოიყენეს მათ წინააღმდეგ. რუსეთი გაფართოვდა ნომადეების მიწების ხარჯზე და იქ
სოფლები ააშენეს. კაზაკების გამარჯვება-პასუხი გარე ზეწოლაზე ახალი სოციალური და
პოლიტიკური ორგანიზაციის შემოღებით იყო მიღწეული. მაგრამ დროთა განმავლობაში გარე
ზეწოლა იყო ორგანიზებული დასავლეთი საზღვრების მხრიდან, რის შედეგადაც მოსკოვი
ორი წელი ოკუპირებული იყო პოლონელების მიერ. შვედების ბალტიისპირეთიდან განდევნის
შემდეგ, რუსეთი ბალტიის აღმოსავლეთი სანაპირო დაიპყრო ფინეთიდან დვინამდე. ეს
ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო რთული და ძლიერია გამოწვევა, იმდენად
ძლიერია პასუხი მასზე. ასევე 6 ძირითადი მაგალითი არსებობს დასავლური ფორპოსტების
შესახებ, რომლებიც რუსეთის ქეისის მსგავსად როგორც ძველი ცივილიზაციების, ასევე
ბარბაროსების და სხვა მომთაბარე ტომების, ასევე ,,ე.წ. მეექვსე ბრძოლა“ რომელიც მთელი
სირიული ცივილიზაციის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც მიმდინარეობდა იბერიის
ნახევარკუნძულზე. სირიული ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ელინური ცივილიზაციის
ზეწოლაზე საპასუხოდ მე-8 საუკუნეში შეეცადეს ახალწარმოქმნილი დასავლეთი
ცივილიზაციის განადგურება, მაგრამ 732 წელს დასავლეთმა რევანში პუატიესთან ფრანკების
მიერ არაბების დამარცხებით აიღეს. ფრანკების იმპულსი პორტუგალიელების, ხოლო შემდგომ
კასტილიის ავანგარდმა აიტაცა. ამით დაიწყო სამყაროს ვესტერნიზაცია და ეს გაგრძელდა
მანამ, სანამ მავრებს ჰქონდათ ზეწოლა იბერიის ნახევარკუნძულზე. შესაბამისად მავრების
უკან დახევის ფონზე, ვესტერნიზაციის სტიმულიც დასუსტდა. ეს კარგი მაგალითია იმისა,
რომ მანამ არსებობს დიდი ზეწოლა, სანამ იარსებებს ასევე ძლიერი სტიმული და პასუხი
მასზე.
ბევრს მიაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გამოცოცხლება მოხდა აშშ-ს
ეკონომიკური დოტაციების ხარჯზე. მოაზროვნეთა ჯგუფის თანახმად, გერმანიის ხელახალი
აღორძინება მოხდა მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო სიტემაში ცვლილებების შედეგად,
როდესაც მსოფლიო პოლიტიკური სისტემა გახდა მკაცრად ორპოლუსიანი, რასაც
კაპიტალიზმისა და სოციალიზმის დაპირისპირება მოყვა. ამ ძლიერი დაძაბულობის ცენტრში
აღმოჩნდა გერმანია, რომელიც 1949 წელს იდეოლოგიურად ორ ნაწილად დაჰყეს -
გფრ(კაპიტალისტური) და გდრ(სოციალისტური). ამ ორი იდეოლოგიის ცენტრში,
კონკურენციის ყველაზე ცხელ წერტილში, აშშ მის მომხრეებთან ერთად გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში ქმნიდა ,,ევროპული კეტილდღეობის მაგალითს“, რომლის
ნაყოფი მოკლე დროის განმავლობაში გახდა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ მყოფი
გერმანიის დემოკრატიული ღარიბი რესბუბლიკიდან გერმანელების მიგრაცია მათი
სახელმწიფოს უფრო წარმატებულ და განვიტარებულ, დასავლეთ ნაწილში. მაგრამ აქ იბადება
კითხვა: მართალია ის, რომ აშშ-ს სუბსიდიები და ამით მისი ეკონომიკური და პოლიტიკური
მხარდაჭერა წარმოადგენდა ერთადერთ სტიმულს გერმანიის რეინკარანაციისა და შემდგომი
სწრაფი განვითარებისა? ჩემი აზრით, ქეისის ასახსნელად ძალაინ საინტერსო და
გამოსადეგარი იქნება თანამედროვე ისტორიკოს-თეორიტიკოსი არნოლდ ჟოზეფ ტოინბის
,,გამოწვევა-პასუხი“ თეორიის გამოყენება, რომელიც გერმანიის იმდროინდელი ურთულესი
მდგომარეობიდან სწრაფი გამოცოცხლების ძირითადი სტიმულებისა და ფაქტორების
გამოსაკვეთად და გასაგებად დაგვეხმარება.
ა.ჟ ტოინბის გამოწვევა-პასუხის თეორიის თანახმად ხალხების, სახელმწიფოების,
ცივილიზაციების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად უნდა არსებობდეს მკაცრი
პირობები(ბუნებრივი ან ანთროპოგენური), ანუ საფრთხე(გამოწვევა), რომელიც
აიძულებს სახელმწიფოს ან ცივილიზაციას შრომის საფუძველზე მოახდინონ პასუხის
გაცემა ამ გამოწვევაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის და
შემდგომი განვითარების გარანტიას აძლევს. ტოინბის აზრით, რაც ძლიერია გარე
სახელმწიფოების ზეწოლა, დარტყმა, რაც რთული და აუტანელია ბუნებრივი პირობები
და რამდენადაც კრიტიკულია სახელმწიფოს მდგომარეობა(გამოწვევა), მით უფრო
ძლიერია რევანშიზმის სტიმული(პასუხი).
ჩემი აზრით გარე მხარდაჭერა არ იყო ის მასტიმულირებელი ძალა და სტიმული
გერმანიის აღორძინებისა, არამედ გერმანელთა გონებაში არსებული ომში სამარცხვინო
მარცხი და განადგურებული სახელმწიფოს ურთულესი მდგომარეობა, რომელმაც ბიძგი
მისცა არა როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის პოლიტიკურ, არამედ
ეკონომიკურ რევანშიზმს. კაპიტალისტური გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ,
როგორც სოციალიზმის ფორპოსტმა, ურთულესი ზეწოლის პასუხად, მაქსიმალურად
ეფექტურად გამოიყენა დარჩენილი შიდა რესურსები და გარე მხარდაჭერა, კერძოდ კი
1947 წლის მარშალის გეგმით გათვალისწინებული დაფინანსება 1,3 მლრდ $-ის
ოდენობით. სწორედ ამით დაიწყო გერმანიამ გამოცოცხლების ეტაპი და შედეგად
შეიქმნა საკუთარი თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი.
წარმოვიდგინოთ კლასიკური, 60-70-იანების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
კლასიკური გერმანული კაფე-ბარი, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები ან ტურისტები
უზარმაზარი ღეროებით და მინებით მიირთმევენ პოპულარულ გერმანულ(ბევრ
შემთხვევაში ბაიერნის ან ბავარიის მარკის) ლუდს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ
მიიჩნევენ და ქეიფობენ. ამასობაში ისინი დიდი სიამოვნებით დისკუსიაში შედიან და
აღფრთხოვანებულნი მათი პრაქტიკულობით, კომფორტითა და სიჩქარით იხსენებენ
გერმანული მანქანების მსოფლიოში პოპულარულ მარკებს - BMW-ს, Mercedes-benz-ს,
Porsche-ს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მომხდარი მსოფლიო ომის შედეგად
დანგრეული ქარხნებში წარმოიშვნენ, მაგრამ ინოვაციური იდეების შემოღებით გახდნენ
მსოფლიო ლიდერები მანქანათმშენებლობაში. ამერიკელთა ცოლები იპრანჭებიან
ჩაცმული მსოფლიოში იმდროინდელი მოდას ლიდერი გერმანული ბრენდებით,
რომლებიცაა ADIDAS, HUGO BOSS, Escada, Van Laak, Puma და ეს ქალები მათი და
თავიანთი ქმრების რამდენიმე თვის შრომას ტოვებენ ზემოხსენებულ მაღაზიებში,
პოპულარული ბრენდების შესაძენად, რომელთა აყვავების ხანა სწორედ 60-70-იანები
იყო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სიძლიერის ერთ-ერთი სიმბოლო იყო
იმდროინდელი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, რომლის დონეზე არ იყო არც ერთი
საფეხბურთო ნაკრები და იმ დროისათვის წარმოადგენდა ფეხბურთის მონოპოლისტს
და ასახავდა კაპიტალისტური გერმანიის ეკონომიკური აღმავლობისა და
კეთილდღეობის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს მსოფლიოს წინაშე, რომელიც
სხვათაშორის გახდა გერმანიის სოციალისტური დემოკრატიული რესპუბლიკიდან
გერმანელების გფრ-ში მიგრაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი.
გერამანიის კაპიტალისტური მხარე იმ დროისათვის იყო არა აგრესორი და
მილიტარიზებული, არამედ ჩამოყალიბებულიყო როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ
ყველაზე ინდუსტრირებული სახელმწიფო, რომლის ლიდერები შექმნეს თავისუფალი
ბაზრის იდეა, ჩამოაყალიბეს ლიბერალური და თანამშრომლობის პრინციპებით ჯერ
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება 1951 წელს, რომელიც საფუძველი დაიდო
ევროკავშირს. ამ ლიბერალური ორგანიზაციით საბოლოოდ ბოლო მოუვეს გერმანიასა
და საფრანგეთს შორის საუკუნოვანი ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი, რომელიც
მე ნოკლედ ვუწოდებ ხოლმე ,,რაინზე პრეტენზიად“. ევროპის რეგიონალური
გამაერთიანებელი პოლიტიკისა და სწორი და ეფექტური ეკონომიკური სისტემების
დაარსების დამსახურებაა, რომ გერმანია დღესდღეობით ყველაზე წამყვანი მსოფლიო
ეკონომიკაა და მისი დემოკრატიული მოდელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და
სამაგალოითოა თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობისათვის.
გერმანია არის ექსტრემალურ პირობებში გადარჩენისა და შემდგომ უსწრაფესი
ტემპების ფეხზე დგომის უნიკალური მაგალითი-სახელმწიფო, ხოლო გერმანელები
როგორც იგივე უნიკალური მახასიათებლებითა და ძლიერი მენტალიტეტით ერი -
გადარჩენის ცოცხალი ილუსტრაცია ცნობილი მწერალი სერგეი დოვლათოვის
,,სტიქიური ექზისტენციალიზმის“ იდეიას. იმ დროს, როდესაც თითქმის არ ჩანს
გამოსავალი ურთულესი სიტუაციიდან , არ არსებობს შანსი და თითქმის უკვე
ყველაფერი დასრულებულია, გერმანელებს აქვთ უსწრაფესი რეინკარნაციის ძლიერი
ფუნქცია და სტიმული, რომ აღადგინონ უმოკლეს დროში ყველაფერი რაც წინაზე
ჰქონდათ და მალევე ბრუნდებიან მათ სოცილაურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ამით
თავიანთ მაღალ სტატუსს.
გერმანელები, როგორც ისტორიული ფაქტებით ვხედავთ, იყენებდნენ თავიანთ
საუკეთესო თვისებებს და მათი დემონსტრაციით არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ რიგ
შემთხვევებში მათი დამხმარე და პირიქით მეტოქე და მტერი ძლიერ სახელმწიფოებსა
და ორგანიზაციებისთვისაც კი გახდნენ სამაგალითო სახელმწიფო და დემოკრატია.
სწორედ ესაა ყველაზე მთავარი არგუმენტი, ძირი, საფუძველი, რომელიც შეგვიძლია
ტოინბის ,,გამოწვევა-პასუხი“ თეორიის ჭრილში განვიხილოთ, კერძოდ ის, რომ
ურთულესი სიტუაცია გერმანელების მიმართ არის წარმოშობილი გამოწვევა და
შესაბამისად გერმანელების პასუხი ამ გამოწვევაზე არის მათი რეინკარანაციაა, კერძოდ
ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ავტორიტეტისა და სტატუსის დაბრუნება
კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემების დაარსებით და მათი ეფექტური
ფუნქციონირებით, გერმანელების დაუღალავი შრომისა და მათი მენტალიტეტის
დამსახურებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მეორე მსოფლიო ომში
გერმანიის დამარცხება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და
დამანგრევებელი კრახია დაფიქსირებული მსოფლიო ისტორიაში, ტოინბის თეორიით
გამოწვევაა, ანუ ძლიერი დარტყმაა, რომელზეც პასუხი გერმანელებმა ,,რამდენად
ძლიერია დარტყმა იმდენად ძლიერია პასუხი“ პრინციპით აძლევენ პასუხს, მათი
სახელმწიფოს არაუმეტეს 5 წლის მანძილზე გაცოცხლებით და სწრაფი ეკეონომიკური
ზრდის მონაცემებით, რაზეც შემდგომ დეტალურად ვისაუბრებ.
არნახული მასშტაბების ომში დამარცხება, რეპარაციები 20 მლრდ-ის ოდენობით, დიდი
ტერიტორიული დანაკარგები, სიღარიბე და ინტელექტუალების ემიგრაცია ყველა
სახელმწიფოებისთვის იქნებოდა საბედისწერო, მაგრამ არა გერმანიისთვის. ეკონომიკა
ფაქტობრივად არ არსებობდა ქვეყანაში: განადგურებული იყო ყველა სახის წარმოება.
დასავლეთი გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და შემდგომ კანცლერი ლიუდვიგ
ერჰარდის თანახმად საშუალო კლასის წარმომადგენელი გერმანელი იმ დროს 12 წელი
უნდა ემუშავა ფეხსაცმლის და 50 წელი კოსტიუმის საყიდლად. ერჰარდი ასევე
ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა არაა მათემატიკური კონსტრუქცია და
სულმოკლე მანქანა, ეკონომიკა ცოცხალი ადამიანებია და ამ შემთხვევაში გერმანელი
ხალხი. ამ თეზისზე პასუხი ერჰარდმა თვითონ გასცა.
ამრიგად, მარცხზე საპასუხოდ ერჰარდმა გერმანიაში ახალი ეკონომიკური სისტემა
დაარსა, რომელიც შემდგომ ბევრმა ევროპულმა სახელმიფომ დასესხა გერმანიისგან.
მისი აზრით გერმანელი ხალხი უნდა აირჩიოს თავისუფალი მეწარმეობა და ვაჭრობა,
რომელიც იქნება გერმანიის კეთილდღეობის საფუძველი: ყოველი ადამიანი უნდა
იმუშაოს, ხოლო სახელმწიფო უნდა იცავდეს მათ მონოპოლიისგან, მაღალი
გადასახადებისგან და გარე კონკურენციისგან. ერჰარდმა ფაქტობრივად გაუქმა
ბრიტანეთის, აშშ-ს და საფრანგეთის დაგეგმილი ეკონომიკის ცდები და გერმანელები
მისი სისტემა აირჩიეს. ერჰარდის პირველი ინიციატივა იყო გერმანიის სახელმწიფო
მიწების ბანკის დაარსება და ახალი გერმანული ვალიუტის შემოღება. ერჰარდის
რეფორმებით გერმანულმა ქარხნებმა განაახლეს მუშაობა, საწყობები ივსება
პროდუქტით, გერმანია ნელ-ნელა დგება ფეხზე. ზუსტად ამ დროს იკვეთება
გერმანული მენტალიტეტის თავისებურებები, რაც ამ ერს სხვა ერებისგან განასხვავებს.
როგორც ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: ,, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“. მართლაც ამ
დროისათვის საოცარი ძალისხმევით და ენთუზიაზმით მუშაობდა გერმანელი ერი
საკუთარი სახელმწიფოს ასაშენებლად. ზუსტად ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე დიდი
ფაქტორი გერმანიის სწრაფი გაძლიერებისა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ერჰარდმა
ჩამოართვა ხალხისგან ძველი რეიხსმარკები და მას გადასცა ახალი დოიჩმარკები:
შესაბამისად 10-ის ნაცვლად მხოლოდ 1. ამით რაიხსტაგის ელიტის მიერ მოპარული
სიმდიდრე თანაბრად განაწილდა სახელმწიფო სტრუქტურების აღსადგენად. ამასთან
ერთად თავისუფლება დააწესეს პროდუქტის სამომხმარეო ფასებში და ფასის
კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იყო მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე. ასე 5
წელიწადში 1950 წლამდე ერჰარდის ეკონომიკურმა რეფორმებმა და გერმანელების
ენერგიულმა ძალისხმევამ მუშაობამ და მხარდაჭერამ დააბრუნა ომამდელი პერიოდის
ეკონომიკური პოტენციალი.
ამ ეკონომიკურ წინსვლას დაემატა ასევე საფრანგეთსა და გფრ-ს შორის ფართო
ეკონომიკური კავშირების აღდგენა, რომელიც განპირობებული იყო გერმანული
ფოლადისა და ფრანგული ნახშირის გაცვლა-გამოცვლით, რაც თავის მხრივ ევროპაში
მშვიდობის გარანტიას აძლევდა. ამ პრინციპზე შეიქმნა პირველი ზესახელმწიფოებრივი
ეკონომიკური კავშირი გფრ-სა, საფრანგეთსა და ბენილიუქსის ქვეყნებს შორის. დროთა
განმავლობაში შიდა პროდუქტის წარმოების ზომების ზრდის შემდეგ 1962 წელს
გერმანიის ეკონომიკური პოტენციალი სამჯერ აღემატებოდა ომამდელ პერიოდს.
ერჰარდს კითხვა დასვეს იმის შესახებ, თუ რა იყო გერმანიის ამგვარი არნახული
წარმატების მიზეზი. მან გამოიყო სამი ფაქტორი, რომლებიდან მხოლოდ ერთი მის
სფეროს უკავშირდებოდა - მეწარმეთა გამომგონებლობა(ინოვაციების შემოღება)
მშრომელთა სულისკვეთად მუშაობა და სახელმწიფო პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ
ერჰარდი სოციალური საბაზრო ეკონომიკის შემქნელი უნდა წარმოვიდგინოთ რა როლს
ასრულებდა ის, გერმანიის ეკონომიკურ აღზევებაში. მეწარმეთა ეფექტურ მუშაობაში
იგულისხმება მანქანათმშენებლობის, მსოფლიო მოდასა და სტილში და სხვა ბევრ
სფეროებში მიღწეული წარმატებები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ
პროდუქტებად იქცნენ. ასე მაგალითად სამხედრო ტექნიკის წარმოებაში არსებულმა
შეზღუდვებმა(გამოწვევამ) სტიმული მისცა გერმანელებს დაეწყოთ ეკონომიური,
დიზელის ძრავებით, მაგრამ იდეალური ინვენტარით მანქანების გამოშვება, სადაც
მერსედესი და BMW შიდა ძლიერი კონკურენციის საფუძველზე გახდნენ მსოფლიოს
ყველაზე მოთხოვნადი ავტომანქანები. ასეთი პრინციპით ვითარდებოდა ისეთი
ბრენდები მოდაში, რომლებიცაა Adidas და Puma, შემდგომ ასევე MARC O`POLO, Tom
Tailor, New Yorker და ა.შ. ასეთი და მრავალი სხვა ტიპის პროდუქციის ექსპორტით
გერმანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო მსოფლიოში.
უფრო მაღალი დონის მიღწევა და გერმანიის წინსვლის ფაქტორი გახდა ევროს
შემოღება, როგორც ერთიანი ევროპული ვალიუტა. დოიჩმარკა საკმაოდ ძვირი იყო,
ვიდრე ევრო და ამით ვაჭრობისას გერმანიამ მხოლოდ მოიგო. გერმანული ექსპორტის
ტერიტორია და მასშტაბები გაფართოვდა - გერმანული მანქანები და ტანსამლის
ბრენდები ნიუ-იორქიდან სეულამდე გავრცელდნენ.
გერმანიის გერმანიად ქცევა იყო შესაძლებელი ჩვეულებრივი მოქალაქეების
ფანტასტიკური შრომითა და წესრიგით. ამის კარგი მაგალითია BMW-ს ფილიალის
დაარსების შემდეგ, ამერიკელებმა ვერანაირად ვერ შეძლეს ისეთნაირად მანქანის
მშენებლობა, იმ წესრიგში, როგორც ამას აკეთებდნენ გერმანელები. გერმანელების მეორე
დიდი მიღწევაა შრომის მაღალი ხარისხი, რომელიც უფრო ნაკლებ დროს ითხოვს იგივე
მიზნის მისაღწევად, ვიდრე მაგალითად მექსიკაში ან იგივე ბევრ ევროპულ
სახელმწიფოში. ამრიგად, გერმანელების მენტალიტეტი და საკუთარი
სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობა გერმანიის გადარჩენის და
განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გერმანიის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე 1990-იან


წლებში ახალშექმნილი კრედიტების სისტემაზე უარი თქმა. იმ დროს, როდესაც მთელი
მსოფლიო იბრძოდა ახალი საკრედიტო ხერხების - სესხების მიცემა, ლომბარდების
გახსნა და ა.შ. ყველა ამის რეკლამირებით, გერმანელები იყენებდნენ შრომის ხარისხს და
ეფექტურობას და დაახლოებით ორჯერ უფრო წარმატებულად და სწრაფად აღწევდნენ
სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ მიზანს. გერმანელი ეკონომისტი დავიდ კოლის
თანახმად, გერმანულელებს არ მოსწონთ ფულის დასესხება და ამის საპირისპირო
პროცესი და მისი აზრით ეს ეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე მთლიანად
სახელმწიფოს და მის პოლიტიკას და ეკონომიკურ სისტემას. კოლი ხაზს უსვამს ასევე
გერმანულ ენაში არსებული სიტყას ,,SCHULDEN”, რომელიც დასესხებას ნიშნავს და ამ
სიტყვას გააჩნია მისი მეორე მნიშვნელობა - ,,დამნაშავედ დარჩენა“, რომელიც იმაზე
მიუთითებს და გერმანელებს ახსენებს, რომ ფულის დასესხება შეცდომაა, რომელიც
მომავალში რბილად რომ ვთქვათ წამგებიანი და არასასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს
გერმანელისთვის. გერმანული სახალხო სიბრძნის თანახმად თუ შენ თუ რაღაცას
ვიღაცისგან სესხულობ, მაშინ როგორც მატერიალურად ისე ფსიქიკურად არ გაქვსო
ყველაფერი კარგად.
უფრო მეტიც, როგორც რიჩარდ ლუისი ამტკიცებს ზემოთაღნიშნული გერმანული
თავისებურება გერმანელების პუნქტუალობისგან, ყოველდღიური გეგმების
ორგანიზების უნარისგან, შრომის ხარისხსა და ეფექტურობისგან და ბევრი ლინეარ ან
ხაზობრივ აქტიურ კულტურებისთვის დამახასიათებელი თვისებებით არის
განპირობებული, რომელიც თავის მხრივ გერმანელების ,,ცივი“ მენტალიტეტისგან
გამომდინარეობს (ლიუსი, 2005).
მე-20 საუკუნის ბოლოს ანთროპოგენური სამუშაო ძალის დაუღალავი შრომა
ანაზღაურდა რობოტების შემოღებით გერმანულ ქარხნებსა და საწარმოო ობიექტებში.
მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ 1960-აინ წლებიდან დაწყებული გერმანელები
მუდმივად მაღალ ადგილებს იკავებდნენ ავტორიტეტულ სააგენტოების სამუშაო ძალის
ხარისხის რეიტინგებში. გერმანული სამუშაო ძალა არაა მსოფლიოში ყველაზე
მაღალკვალიფიციური, მაგრამ მუშაობისადმი დამოკიდებულებისა და ერთგულობის
საკითხში მათ კონკურენტი არ გააჩნიათ როგორც ევროპაში, ისე სხვა ინდუსტრიულ
სამყაროში.
ეს გასაოცარი მოვლენა ასევე იხსნება ერთი ფაქტით: გაეროს მონაცემებით გერმანია
წელიწადში ერთ ადამიანზე გათვლილი სამუშაო საათების სიაში მსოფლიოს ქვეყნებს
შორის ბოლოში მდებარეობს. საშუალო სოციალური და ეკონომიკური
შესაძლებლობებით გერმანელი წელიწადში მუშაობს 1413 საათი. ეს მონაცემი
მაგალითად ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მექსიკის, რუსეთის, უკრაინისა და ჩილეს
მონაცემებია. გერმანიის მშპ რამდენჯერმე მაღალია მექსიკის მშპ-სგან და სოაცარია, რომ
გერმანელებს ასეთი ეკონომიკური დომინანტობის შესანარჩუენბლად ორჯერ ნაკლები
სამუშაო საათები სჭირდებათ, ვიდრე მექსიკელებს და მაინც ისინი რამდენიმეჯერ
უფრო მდიდრები და წარმატებულნი არიან. ასეთი ,,ეკონომიკური დისტანცია“ უფრო
დიდია თუ შესადარებლად ავიღებთ მაგალითად საქართველოს და გერმანიას, ან
სომხეთსა და გერმანაის - სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ძალაინ შორს ვართ გერმანიასთან
კონკურენციის გაწევისათვის და შეიძლება ეს მომავალში იყოს ჩვენთვის გამოწვევა, რომ
ამაზე პასუხით მოვიპოვოთ სტიმული და ჩვენც მივაღწიოთ გერმანიის ეკონომიკურ და
რატომღაც არა პოლიტიკურ დონეს. მსოფლიო ისტორია გვიჩვენებს და ნაციონალისტი
ერნესტ გელნერიც არაერთხელ მის საჯარო გამოსვლებსა და ინტერვიუებშიც
აღნიშნავდა, რომ არა თუ ეთნიკურობა იყო კაპიტალისტურ სამყაროში სახელმწიფოთა
წინსვლის სტიმული, არამედ მეზობელ სახელმწიფოსთან ეკონომიკური კონკურენცია,
რომელიც თავის მხრივ მეზობლის მიმართ შურისგან იღებდა სათავეს.(The Warwick
Debates on Natinalism, 1995) როგორც გერმანია საფრანგეთთან კონკურენციის
შედეგად(გამოწვევა) გახდა ერთ-ერთი წამყავანი ეკონომიკა (პასუხი) მსოფლიოში,
იმედია, რომ საქართველოც მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, ბუნებრივი რესურსების
მაქსიმალურად რეალიზაციით გახდება მსოფლიო მაღალი დონის ეკონომიკის ერთ-
ერთი წამყვანი წევრი.
მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ დღევანდელ რეალობაში მიუხედავად გერმანიის
მდიდარი რესურსებისა და მაღალი დონის არნახული სავაჭრო კავშირებისა, გერმანიის
დღის წესრიგშია ორი ყველაზე დიდი პრობლემა ენერგორესურსების არქონის გამო
რუსული ენერგორესურსებისგან დამოკიდებულება და დაბალი დონის
სახელმწიფოებიდან იმიგრანტების დიდი რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ
გერმანიას ამ რუსულ გამოწვევაზე აქვს პასუხი გაზის ალტერნატიული ვარიანტის
(მზისა და ქარის ენერგია) შემოღებით, რომელიც საერთო ჯამში 30%-საც აღწევს,
მაინცადამაინც 2045 წლამდე რჩება ამ დამოკიდებულობით.
ამრიგად ა.ჯ. ტოინბის გამოწვევა-პასუხის თეორიით განვიხილეთ თუ როგორ
წარმოიშვა ის სტიმული, რომელიც ომისშემდგომი გერმანია ურთულესი
მდგომარეობიდან გამოიტანა და სახელმწიფო სწრაფად მიაღწია დიდ ეკონომიკურ
წარმატებებს. გერმანიის წინსვლის ძირითადი ფაქტორები ლიუდვიგ ერჰარდის
თანახმად არის 3: სახელმწიფო პოლიტიკა, მშრომელთა ფანტასტიკური ძალისხმევა და
მუშაობა და მეწარმეთა ენთუზიაზმი, რომელთა საფუძველს თავის მხვრივ
წარმოადგენდა გერმანული მენტალიტეტი და კერძოდ ფრაზა ან აფორიზმი - ,, რაც ვერ
გვკლავს, ის გვაძლიერებს“.
ოსვალდ შპენგლერის ნაშრომი ,,ევროპის დაისი“, რომელიც 1918-1923 წლებში
გამოაქვეყნდა, ევროპული კულტურის ბუნების ახსნის ერთ-ერთი ყველაზე დომინირებადი
ნაშრომია, რომელიც დიდი პოპულარობა მოიპოვა დასავლურ ლიტერატურაში.
შპენგლერის შეხედულებათა ფესვებს მკვლევრები ხედავენ ანტიკური აზროვნებაში, ჯ. ვიკოს,
ფ. ნიცშეს, ი. ბურკჰარდტის, ა. დე ტოკვილის და სხვათა იდეებში. მაგრამ მათი აზრით
ყველაზე დიდი გავლენა მის იდეებზე იქონიეს ნიცშემ და გოეთემ. ჰიუზის აზრით იგი
ნიცშესგან მეთოდის გამოყენების უნარი ისწავლა, გოეთესგან კი კითვის დასმის უნარი.
შპენგლერის იდეათა საფუძველს აყალიბებს სიცოცხლის ფილოსოფიამ. კერძოდ ის,რომ
მისი აზრით მკვდარ, მოუძრევებად ბუნებას უპირისპირდება ენერგიული და ორგანული
სიცოცხლე, რომელიც აყალიბებს სულიერ ფენომენებსა და ამ მოძრაობით ქმნის
მრავალფეროვან კულტურებს. მისი აზრით მსოფლიო ისტორია როგორც ასეთი არ არსებობს,
მას ქმნის რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კულტურა, რომლებთაც
ინდივიდულაური სიცოცხლის გზა ან ბედი აქვთ. ”მსოფლიო ხაზოვანი ისტორიის უღიმღამო
სურათის ნაცვლად, მე ვხედავ მრავალი მძლავრი კულტურის ნამდვილ სპექტაკლს,
რომლებიც აღმოცენდებიან დედა-ლანდშაფტიდან და პირველყოფილი სიცხოველით ყვავიან
მასზე, მკაცრად მიჯაჭვული არიან მას მთელი თავიანთი განვითარებით, თავიანთ მასალაზე -
კაცობრიობაზე - სჭედენ საკუთარ ფორმას და აქვთ საკუთარი იდეა, საკუთარი სიცოცხლე,
სურვილები, გრძნობები, საკუთარი აღსასრული”, - წერდა შპენგლერი.  კულტურა,
შპენგლერის აზრით, ესაა სიმბოლურად გამოხატული აზრობრივი მთლიანობა, ~სისტემა,
რომელშიც ბუნებრივად და მრავალფეროვანი საშუალებებით რეალიზდება შესაბამისი
სული”. 
შპენგლერი გამოყოფდა სულის რამდენიმე სახეს: აპოლონურს, მაგიურსა და ფაუსტურს,
რომლებიც, შესაბამისად, საფუძვლად უდევს ბერძნულ, შუა საუკუნეების არაბულ და
ევროპულ კულტურებს. ყველა კულტურა თანაბარმნიშვნელოვანია და უნიკალური;
თითოეულს აქვს არა მარტო საკუთარი ხელოვნება, არამედ საკუთარი ბუნებისმეტყველება
და თვით ბუნებაც კი, რადგან ბუნება ადამიანის მიერ კულტურის მეშვეობით აღიქმება.
ყოველ კულტურას აქვს ისტორიის საკუთარი ტიპი, რომლითაც იგი უშუალოდ შეიგრძნობს
და განიცდის ზოგადსა და კერძოს, მსოფლიო-ისტორიულსა და ბიოგრაფიულს. 
კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც “სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან
იბადება” და ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის:
ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერეს და სიკვდილს. კულტურა კვდება მაშინ, როცა მისი სული
განახორციელებს თავის ყველა შესაძლებლობას ხალხთა, ენათა, რწმენა-წარმოდგენათა,
ხელოვნებათა, სახელმწიფოთა, მეცნიერებათ სახით. დგება ცივილიზაციის ეპოქა. როგორც
კი მიზანი მიღწეულია, შინაგანი შესაძლებლობები ამოწურულია, კულტურა ქვავდება,
სისხლი უდედდება, ღონე ეცლება - იგი ცივილიზაციად იქცევა. 
ყველა კულტურას თავისი ცივილიზაცია აქვს; იგი მოსდევს კულტურას, როგორც სიკვდილი
- სიცოცხლეს, გაქვავება - განვითარებას, სულიერი მოხუცებულობა და გაქვავებული
მსოფლიო ქალაქი - მიწის ბატონობას და სულის ბავშვობას. ცივილიზაცია გარდაუვალი
დასასრულია, ღრმა შინაგანი აუცილებლობით ამ საფეხურს აღწევს ყველა კულტურა, -
წერდა შპენგლერი. ცივილიზაციად ქცეულმა კულტურამ შეიძლება კიდევ ასწლეულები
იარსებოს, როგორც უღრან ტყეში გამხმარმა ხემ, რომელსაც შორს გაუწვდია თავისი
უსიცოცხლო ტოტები. ასე დაემართა ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, მუსლიმურ სამყაროს. ამ
გოლიათივით იდგა იმპერიის ეპოქის უზარმაზარი ანტიკური ცივილიზაცია - ერთი
შეხედვით, ჭაბუკური ძალით აღსავსე, და ახშობდა აღმოსავლეთის ახალგაზრდა არაბულ
კულტურას. 
კულტურა სიცოცხლის ეტაპია, ცივილიზაცია - სიკვდილის; კულტურა სულის ბატონობაა,
ცივილიზაცია - ინტელექტის; კულტურის ეტაპზე ღმერთის სიყვარულია, ცივილიზაციის
საფეხურზე უღმერთობა ბატონობს; კულტურის საფეხურზე ადამიანი მიჯაჭვულია თავის
საცხოვრებელ მხარეს, პატრიოტია, ცივილიზაციის საფეხურზე კი იგი მოხეტიალე
კოსმოპოლიტია. ამ ეტაპზე ადამიანები მიისწრაფვიან დიდი, უსახო ქალაქებისაკენ.
კულტურის ეტაპზე ადამიანის ენერგია მიმართულია შემოქმედებისაკენ, ცივილიზაციის
ეტაპზე - დაპყრობისა და გაფართოებისაკენ. ცივილიზაციის ნიშანია იმპერიალიზმი,
აგრეთვე პიროვნების გაუფასურება და მასაში გათქვეფა. ადამიანი კარგავს ღირებულებას და
ძირითადი ფასეულობა ფული ხდება. ადამიანის ადგილს იკავებს და მას თანდათანობით
იმორჩილებს მანქანა, რაც ბოლოს უღებს ყოველგვარ თავისუფლებას. კულტურა მადნით
სავსე საბადოა, ცივილიზაცია კი იმ საბადოს გავს, საიდანაც მადნის მთელი მარაგი
ამოღებულია. კულტურა და ცივილიზაცია - ესაა სულიერების ცოცხალი სხეული და მისი
მუმია. 
კულტურა ცოცხალია მანამ, სანამ იგი ინარჩუნებს ინტიმურ კავშირს ადამიანის სულთან.
კულტურის სული არსებობს არა თავისთავად, არამედ ადამიანთა სულებში, რომლებიც ამ
კულტურის აზრებითა და ფასეულობებით ცხოვრობენ. თუ კულტურა აღარ იზიდავს და
შთააგონებს ადამიანთა სულებს, იგი განწირულია. სწორედ აქ იმალება საფრთხე, რომელიც
ცივილიზაციას მოაქვს. ცხოვრების პრაქტიკულ კეთილმოწყობაში ცუდი არაფერია, მაგრამ
იგი მთლიანად შთანთქავს ადამიანს და კულტურისათვის აღარ რჩება სულიერი ძალები,
სულიერი ცეცხლი ქრება. 
“ყოველგვარი ხელოვნება მოკვდავია - არა მხოლოდ ცალკეული ქმნილებები, არამედ თავად
ხელოვნებანიც. დადგება დრო, როცა არსებობას შეწყვეტს რემბრანდტის უკანასკნელი
პორტრეტი და მოცარტის მუსიკის უკანასკნელი ტაქტი - თუმცა, შესაძლოა, დარჩეს ფერადი
ტილო ან სანოტო ფურცელი, მაგრამ გაქრება უკანასკნელი თვალი და უკანასკნელი ყური,
რომელთათვისაც მისაწვდომი იყო მათი ენა”, - წერდა შპენგლერი. 
საინტერესოა შპენგლერის მიერ შემოთავაზებული “ერთდროულობის”/ ~თანადროულობის”
ცნების ახლებური გაგება: ჩვეულებრივ, ერთდროულად ითვლება დროში პარალელურად
მიმდინარე მოვლენები. შპენგლერის მიხედვით კი ერთდროულია ის ისტორიული
მოვლენები, რომელთაც საკუთარ კულტურებში სავსებით შესაბამისი მნიშვნელობა აქვთ და
ერთნაირ როლს ასრულებენ. მაგალითად, ანტიკურ და დასავლურ კულტურებში
ერთდროულია პითაგორა და დეკარტი, პლატონი და ლაპლასი, არქიმედე და გაუსი, ყველა
კულტურისათვის ერთდროულია კულტურის გადასვლა ცივილიზაციაში: ანტიკურობაში
ესაა ფილიპესა და ალექსანდრეს ეპოქა, დასავლეთში - რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა.
ამ თვალსაზრისით ერთდროულია, ერთი მხრივ, სოკრატე, არისტოფანე, იზოკრატე, მეორე
მხრივ - ვოლტერი, რუსო, მირაბო, ბომარშე. მათ, როგორც დაცემის ეპოქის მაუწყებელთ,
ერთი და იგივე ნიშნები ახასიათებთ. რელიგიის, ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკის
დიადი ქმნილებანი და ფორმები კულტურაში ერთდროულად აღმოცენდება და
ერთდროულად ქრება, შინაგანი სტრუქტურებით ისინი სავსებით შეესაბამება ერთმანეთს. 

სულიერი ცხოვრების, ხელოვნების, პოლიტიკურ მოვლენათა ერთდროულობა შპენგლერმა


წელიწადის დროთა მიხედვით განსაზღვრა. მისი აზრით, ინდოეთის კულტურის
გაზაფხულს - მითოსურ პერიოდს - ანტიკურობაში შეესაბამება ჰომეროსის ოლიმპიური
მითი, დასავლურ კულტურაში - გერმანული კათოლიციზმი; ინდური კულტურის
ზაფხული წარმოდგენილია აზროვნების სიმწიფით, ბრამანიზმით და თავისებური
რეფორმაციით; ანტიკური კულტურისა - დიონისეს კულტით, წინასოკრატელებით და
პითაგორათი, არაბულისა - მონოფიზიტების გამოყოფითა და მუჰამედით; დასავლურისა -
პროტესტანტიზმით, გალილეით, დეკარტით, პასკალითა და პურიტანობით. შემოდგომა
ინდურ კულტურაში ვლინდება განმანათლებლობით, ანტიკურობაში - გონების
ყოვლისშემძლეობის რწმენით, არაბულში - ბუნების კულტით, დასავლეთში - გონიერი
რელიგიით. უკანასკნელი ეტაპია ზამთარი. ამ პერიოდში ყველა კულტურის საერთო ნიშანია
საქალაქო ცივილიზაცია, სულიერი შემოქმედებითი ძალების ქრობა, ეთიკურ-პრაქტიკული
რელიგიურობა. 
ხელოვნების ერთდროულობის ცხრილში სამი პერიოდი შედის: პირველყოფილი,
კულტურისა და ცივილიზაციის პერიოდები. პოლიტიკურ მოვლენათა ცხრილშიც სამი
პერიოდია: პირველყოფილ პერიოდს შეესაბამება ხალხთა ეთნოგრაფიული ტიპები,
კულტურის პერიოდს - პოლიტიკური იდეებისა და სახელმწიფოს მქონე ხალხები,
ცივილიზაციის პერიოდს - მსოფლიო ქალაქი და კოსმოპოლიტიზმი ფულის დიქტატურით. 
შპენგლერის აზრით, კულტურებს შინაგანი ჰერმეტულობა ახასიათებს. მათ არ ესმით
ერთმანეთის. ისინი მხოლოდ დროში არსებობენ ერთმანეთის შემდეგ, მაგრამ მათ შორის
არავითარი მემკვიდრეობითობა არ არის. ყოველი კულტურა თავისი სულის გამოვლენის
შესაძლებლობებს მთლიანად თავისი თავში ინახავს. მკვდარი კულტურიდან არაფერი რჩება
და არაფერი გადადის ახლად შექმნილ კულტურაში, მაშინაც კი, როცა მათ შორის მსგავსებაა.
მაგალითად, დასავლეთის კულტურა ანტიკური კულტურის მიღწევებს თავის იდეალად
თვლის, ბაძავს მას, ცდილობს მასთან დაახლოებას, მაგრამ სინამდვილეში დასავლურ
სამყაროს ანტიკურობიდან მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. ერთი შეხედვით გვეჩვენება,
თითქოს ანტიკურობამ რაღაც ტრადიცია გადასცა არაბულ კულტურას, მაგრამ ეს ასე არ
არის. ანტიკური არისტოტელე, არაბული არისტოტელე და ახალი დროის არისტოტელე
ერთმანეთისაგან განსხვავდება. ყოველ კულტურას არისტოტელეს საკუთარი გაგება აქვს,
მაშასადამე, საკუთარი არისტოტელე ყავს. სწორედ ასევე, ანტიკურმა ადამიანმა შინაგანად
ვერაფერი აითვისა ბაბილონური და ეგვიპტური კულტურებიდან, თუმცა მან მშვენივრად
იცოდა ქრონოლოგია, კალენდარი და ქონდა ამწუთიერი სინამდვილის წარმავლობის
გრძნობა. ამრიგად, შპენგლერის მიხედვით, ერთიანი მსოფლიო ისტორია ილუზიაა,
რომელიც რაციონალიზმის შექმნილია. კულტურები იღუპება ისე, რომ არაფერს გადასცემს
ერთმანეთს, ისინი აბსოლუტურად შეუღწევადია. 
შპენგლერის მიერ დაყენებულ იქნა რიგი საკითხებისა, რომლებიც მომდევნო თაობის
მეცნიერთა კვლევის ობიექტი გახდა. 

2) რა ფაქტორები ახდენს გავლენას წარსულის სოციალური სახის ფორმირებაზე? იმსჯელე


დამახსოვრების სოციალურ ფორმებზე/ნარატივებზე (ე. ზერუბაველის მიხედვით)

მეხსიერების ან წარსულის სოციალური კონსტრქუცია ზერუბაველის უზარმაზარი შრომების


ნაყოფია. მისი აზრით წარსულის წარმოდგენა ან მეხსიერება არაა მხოლოდ მასთან
დაკავშირებული გონებრივი გამოვლინება, ეს არაა შემთხვევითი პროცესი, არამედ ის როგორც
საგანი ფორმირდება, ანუ კონსტრუირდება ამ გონებრივი აქტირუ იპროცესების ირგვლივ ან
მათ საფუძველზე, მაგალითად ჩვენ ამით ვახდენთ საკუთარი ,,მე-ს“ ან უფრო სოციალური
მოვლენის ,,ჩვენ-ს“ შესახებ ინფორმაციის კონსტრუირებას, ანუ ამ პრაქტიკული და ასევე
მითოსური ინფორმაცია აყალიბებს ჩვენს ირგვლივ არსებული მაგალითად მოვლენების,
საგნების, ჩვენი ცხოვრების ატრიბუტიკის, სიმბოლოების, ნათესაური კავშირების
ფორმირების ისტორიას, რომელსაც მეხსიერებას ან წარსულის კონსტრუქციას უწოდებს
ზერუბაველი.  სინამდვილეში, მისი უმეტესი ნაწილი სტრუქტურირებულია, რომელიც
აყალიბებს და ამახინჯებს იმას, რასაც სინამდვილეში ვიღებთ წარსულისგან. ამ უაღრესად
სქემატური მნემოლოგიური ნიმუშებიდან (მეხსიერების ელემენტებისგან) ბევრი უეჭველად
სოციალურია (ზემოთხსენებული მაგალითის მიხედვით).
ავტორს ძალიან კარგი მაგალითი აქვს მოტანილი საფრანგეთისა და გერმანიის საუკუნოვანი
დაპირისპირების შესახებ, კერძოდ ის, რომ საფრანგეთის ტრიუმფმა და სარკიან დარბაზში ამ
ტრიუფის კვალიფიცირება, როგორც საფრანგეთის ისტორიულ გამარჯვებას გერმანიაზე, ამ
უკანასკნელის წარსულზე ან ისტორიაზე ნეგატიურ ეტაპს გამოკვეთებდა. გერმანელების
მეხსიერებაში დარჩენილი თავიანთი ისტორიის შავმა ნაწილმა მათვის სტიმული გახდა
რევანშისტური იდეების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ჰიტლერის პოლიტიკური
სპეკულაციებისა და მანიპულაციის შედეგად გერმანელების ამ წარსულის გამოსწორებაზე გზა
გაახსნა, შურისძიების მოპოვებისა და წართმული ავტორიტეტის დასაბრუნებლად.
სოციალური მეხსიერების ამ ეტაპზე ჩნდება ზოგადი ან კერძო ისტორიული ეპოქის
დამახასიათებელი სიმბოლიკა, რომლეიც აძლიერებს ამ მეხსიერებას და წარსულის
სოციალურ კონსტრქუციას ამაგრებს ამ სიმბოლიკის გამოყენების ხარჯზე. ასეთი სიმბოლიკა
იყო პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის მიერ გერმანიაზე მოპოვებული გამარჯვების
დამადასტურებელი დოკუმენტი - ვერსალის ზავი, რომელიც გერმანელებისთვის ყველაზე
დამამცირებელ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენდა. მაგრამ როგორც ტოინბის გამოწვევა-
პასუხის თეორიის ქეისში გერმანიის რეინკარნაციაზე ვილაპარაკე, გერმანელებს აქვთ
უზარმაზარი შინაგანი ძალა არ დარჩნენ ამგვარ დამამცირებელ სიტუაციაში, რომლისთვის
ისინი ორგანიზებულად ყველა ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ დააბრუნოს მათი
ისტორიული ძლიერი სახელმწიფოს ავტორიტეტი. ზუსტად ასეთი მეხსირებაში არსებული
დამამცირებელი წარსულის ნეგატიური გამოცდილების თავიდან ასაცილებლად გერმანიამ
ჰიტლერის მეთაურობით უმოკლეს დროში, სამხედრო ინტერვენციით მეორე მსოფლიო ომის
დროს შეეძლო საფრანგეთის კაპიტულირება, ხოლო ამის სიმბოლოდ ჰიტლერის ბრძანებით
იყო დაპყრობილი ვერსალის ზავზე ხელმოწერის ტაბუ ადგილი, მატარებლის ვაგონი,
რომელიც საფრანგეთის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა ამ ზავის შემდგომ პერიოდში. ავტორის
თანახმად ზუსტად ასეთი სტრქუტურული პოზიცია ისტორიულ სცენარეებში
კატალიზატორად ან წყალგამყოფად გამოვლინებიან, რომელთა ჩვენში არსებული
იდენტობებსა და ფასეულობებთან, აზრთა სისტემასთან ასოცირებით იქმნება წარსულის
სოციალური კონსტრუქცია ან მეხსიერება. იგივე შეიძლება ვთქვათ საფრანგეთის მორალური
შურისძიების ცდებზე 1990 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ხუმრობდნენ იმის თაობაზე, თუ
გაერთიანებული გერმანიის დედაქალაქი ბონი იქნებოდა თუ ბერლინი, მაგრამ მათი აზრით ეს
პარიზი იყო და არა ეს უკანსკნელი ორი. ამიტომ ჩვენს მეხსიერებას შეადგენენ ის მოვლენები
და ის ისტორიული ფაქტები და ამით ისინი იმდენად იქნებიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც
ჩვენი ფასეულობები და იდენტობები აძლევენ მათ ამ ,,უფლებას“, ანუ დამოკიდებულია
იმაზე, თუ როგორ არის ჩვენი ფასეულობათა სისტემა განწყობილი ამ ისტორიული ფაქტების
მიმართ. მაგალიტად ჩვენი ფასეულობათა სისტემა დიდგორის ომთან დაკავშირებით
დადებითადაა განწყობილი და ის სოციალურად სტრუქტურირებულია ქართველ
საზოგადოებაში,რადგან ის ასოცირდება ჩვენი სახელმწიფოს ოქრო ხანის ერთ-ერტ ყველაზე
მნიშვნელოვან გამარჯვებასთან და ის ჩვენ გვაძლევს სიამაყის გრძნობას, რომელიც ჩვენთვის
სასიამოვნოა და გვინდა, რომ ასეთი ისტორიული გამარჯვებები მუდმივი იქნებოდა და ამაზე
დაწერილია არა ერთი ნაშრომი, როგორც დიდების განმსაზღვრელი, რომლის დამხსოვრებაც
ჩვენთვის როგორც სასიამოვნოა ისე ადვილია. მაგრამ საქართველოს ისტორიის ისეთი
პერიოდი, რომელიცაა სპარსელთა, სელჯუკთა დაპყრობები და რუსეთის შემადგენლობაში
ყოფნა ხშირად ნეგატიურ გრძნობებთან არის დაკავშირებული და ხშირად არ რჩება ჩვენს
მეხსიერებაში იმ კუთხით, რომ ის აბინძურებს ჩვენს დადებით, სასიამოვნო ნოსტალგიკურ
მეხსიერების სისტემას. მაგრამ როგორც გერმანელების მაგალითით ვხედავთ ჩვენც გვქონდა
ისტორიაში შურისძიების კარგი მაგალითები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია
თერგდალეულთა რეფორმები და მათი ინიცირებით ქართული ნაციონალიზმის გაძლიერება
და მოსახლეობის მობილიზება, რომლის შედეგი ჩემი აზრით არის 1918 წელს
დამოუკიდებლობის გამოცხადება და დემოკრატიული წყობის დამკვიდრება ჩვენი
სახელმწიფოს ყოველდღიურობაში.
ზერუბაველის მიხედვით მსოფლიო ისტოიის გვერდებზე არსებობს ისეთი ეპოქები,
რომლებიც არანაირ მნიშვნელოვან ფაქტს არ უკავშირდება, ამიტომ ის ცარიელად რჩება არა
მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ისტორიაში. ასეა მაგალითად მე-8,
მე-10, მე-13 საუკუნეები, რომლებშიც ყველა კულტურის ტრადიციულ, კალენდარულ ან სხვა
ძეგლთა გათვალისწინებით გაცარიებულია. ავტორის აზრით ეს უკავშირდება იმ თეზისს, რომ
არ არსებობდა ის სტიმული, ანუ ისტორიული და მითუყმეტეს დიდებული მსოფლიო
მასშტაბით ცნობილი მოვლენა ამ საუკუნეებში, რომელთაგან ასოცირებით ხდებოდა ამ
ეპოქების დამახსოვრება. მაგრამ ამის საპირისპიროდ მაგალითად ქრისტიანული
კულტურისთვის მნიშვნელოვანია ჩვ.წ პირველი საუკუნე იესოს დაბადება, საქმიანობა და
წამება, მუსლიმურ საზოგადოებაში ასეთი მუჰამედის საქმიანობის ხანა ანუ მე-7 საუკუნე,
სახლემწიფოების მოდერნული კონსტრუქციისა და ზოგადად მოდერნისტულ ეპოქას ჩვენ
ვაკავშირებთ მე18 საუკუნის ზოგადეკონომიკურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებს, რეფორმებს.
მაგალითად კაპიტალიზმის, ინდუსტრიალიზაციის დადგენას მსოფლიო ისტორიაში და ა.შ. ეს
ყველაფერი ჩვენს მეხსირებაში ჩნდება, როგორც კულტურული ძეგლი, რომლის დამახსოვრება
მნიშვნელოვანია.  ასე მივიჩნევთ ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებას, მაგალითად,
ჰოლოკოსტის ”პასუხად”, ხოლო ყურის ომს, როგორც დაგვიანებულ ”რეაქციად” ვიეტნამში
აშშ-ს დებაკლზე. ეს იყო ავღანეთში 2001 წლის სამხედრო დარტყმების ოფიციალური
გამოსახვა, როგორც ”შურისძიება” 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე
თავდასხმისთვის, რამაც გამოიწვია აშშ სატელევიზიო ქსელების რეპორტაჟი მათ შესახებ
ეკრანზე სათაურით ”America Strikes Back, ”და მუსულმანური, არსებითად ქრისტიანული
ადრეული შუასაუკუნეების ესპანეთის კოლექტიური მეხსიერება, რაც ესპანელებს
უყურებსგვიანი შუასაუკუნეების ქრისტიანული გამარჯვებები მავრებზე, როგორც "ხელახლა
დაპყრობა" (ხელმეორედ) ასევე განვიხილოთ ისტორიული ირონიის შემთხვევა. მხოლოდ
ასეთი ისტორიულიდან პერსპექტივაში, ბოლოს და ბოლოს, ხდება თუ არა ირონიული
პორტუგალიური ენის ბოლოდროინდელი სტანდარტიზაცია ისე, როგორც ამჟამად მას 175
მილიონი ბრაზილიელი ლაპარაკობს, ვიდრე მხოლოდ 10 მილიონი პორტუგალიელი.
ისტორიული ირონიის გარკვეულწილად მსგავსი გრძნობა უდევს საფუძველს, რომ New York
Times– მა მიიღო წარსული 13 წლის სოციალური ფორმა 2001 წლის აშშ – ს პრეზიდენტის
ინაუგურაციის შემდეგ, რომ გვერდიგვერდ დაბეჭდა ორი საოცრად მსგავსი, მაგრამ
კონტრასტული ფოტო, რომელზეც წარსული პრეზიდენტი ბილ კლინტონი მონაწილეობს.
თეთრი სახლი: ერთი მის უშუალო წინამორბედთან, ჯორჯ ბუშთან, ჯერ კიდევ 1993 წლის
იანვარში და მეორე მის უშუალო მემკვიდრესთან, ჯორჯ ბუშთან, ზუსტად რვა წლის შემდეგ.
ადამიანის მეხსიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა ჩვენი შესაძლებლობები
ფსიქიკურად გარდაქმნას მოვლენების არსებითად სტრუქტურირებული სერია. ჩვენ
ჩვეულებრივ განვიხილავთ წარსულ მოვლენებს, როგორც სიუჟეტის ეპიზოდებს (ეს აშკარაა
იქიდან, რომ ფრანგულ და ესპანურ ენებს აქვთ ერთი სიტყვა როგორც ამბის, ისე
ისტორიისათვის, აშკარა განსხვავება ამ ორს შორის ძალზე გადაჭარბებულია) და ძირითადად
ასეთია ”ისტორიები”, რომლებიც ამ მოვლენებს ისტორიულად მნიშვნელობას ხდის.
მაგალითად, ჩვენი რეზიუმეების წერისას, ჩვენ ხშირად ვცდილობთ წარმოვადგინოთ ჩვენი
ადრინდელი გამოცდილება და მიღწევები, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს იმას, რასაც
ამჟამად ვაკეთებთ. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ რომ მაგალითად ვერსალის ზავი
გერმანელების და ფრანგებისთვის დამახსოვრების სოციალური ტრადიციების მანიფესტაციას
წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ერთისთვის ის გამარჯვებითი ხელშუკრელაბაა,
მეორისთვის დამამცირებელი ზავი, რაზეც იძულებით ხელი მოაწერეს.

დამხსოვრების სოციალური ტრადიციების, მიმართულების და ზოგადი არსის გასაგებად


არსებობს რამდენიმე ფორმა/ნარატივი, რომლებიცაა პროგრესი, უარყოფა, დროის ზიგზაგი,
კიბეები და ხეები, წრეები და რითმები, მთები და ხეობები, ლეგატო და სტაკატო.

პროგრესი - დამხსოვრების სოციალური ფორმაა, რომელიც კარგი მაგალითია ისტორიული


თხრობისა, რომელიც თავისთავად პროგრესის იდეასთან ასოცირდება. ამ ფორმის ძირითადი
პოსტულატი არის ,,გვიანი, მაგრამ საუკეთესო“ ან როგორც რუსები ამბობენ ,,ჭაობიდან ან
ჭიჭღიდან მეფამდე“( из грязи в князи), რომელიც სქემატურად და უშეცდომო შაბლონური
მეხსიერებით ვრცელდებოდა მაგალითად კონომატოგრაფიაში, როდესაც განვითარების
სიუჟეტი იმ გმირის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ღარიბი ცხოვრებიდან დროის
განმავლობაში ხდება მდიდარი ან უფრო გავლენიანი ან ყველაზე გავლენიანი. ასეთი
პროგრესის კარგი მაგალითია სერიალი ვიკინგების სიუჟეტი, სადაც რაგნარ ლოთბროკი
სკანდინავიური ვიკინდი მიწათმოქმედი გარკვეული მიწრაფებების შედეგად და დროის
გავლით ხდება ნორვეგიის კონუნგი(მეფე). ასეთ პროგრესზეა ორიენტირებული თანამედროვე
ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლებს სთავაზობს კარიერული ზრდის პირობებს. მაგრამ
ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანის ევოლუციური ისტორიულ სტრქუტურული
პროგრესი, რომელიც მეცნიერების თნახმად თითქმის არასდროს გაჭიანურებულ ან
გაჩერებულა, რადგან ადამიანის წარმოშობისა და შემდგომი უნარების შეძენა პროგრესის
შედეგია, კერძოდ კი ადამიანის ტვინის განვითაებისა, სოციალური ორგანიზებისა და ბუნების
და მისი მოვლენების შემდგომი ტექნოლოგიური კონტროლისა. რა თქმა უნდა დამახსოვრების
ასეთი სოციალური ფორმა ჩვენს გონებაში მოითხოვს აუცილებლად შედარებითი სახის
ანალიზის განხორციელება, რომელიც დიდი ხანია ხორციელდება და ამით ჩვენთვის ცხადი
ხდება თუ სხვა კულტურებთან შედარებით რამდენად პროგრესული ვართ ჩვენ. მაგალთად
ჩვენი შედარება უფრო პრიმიტიულ ცივილიზაციებთან, რომლებიცაა ინდიური
ცივილიზაციები, რომლებთაგან ბევრნი თითქმის ამ პროგრესის ტალღაში ათასწლეულების
განმავლობაში არც შესულან. ჩემი აზრით არ მოხდა მათი კულტურის დიფუზია იმ მხრივ, რომ
არ იყო ის შეჯვარებული სხვა კულტურასთან და ის პროგრესი არ განიცადა მობილობის
ბერკეტების ანუ იზოლაციის გამო. ამ ფორმის სქემატური ნახაზი ,,ევოლუციური
ლინეალური კიბეა“, რომელიც თითქმის არ გაჩერებულა არასდროს. წარსულის ეს
ფორმულური ხედვა აშკარად მეტს ასახავს ვიდრე ისევე, როგორც ზოგიერთ განსაკუთრებით
ოპტიმისტ ადამიანს ახსოვს გარკვეული მოვლენები. მართლაც, ეს არის მთელი მნემონიური
თემების ზოგადი ისტორიული მსოფლმხედველობის ნაწილი. მართალია, ჩვენ ოპტიმიზმს
პირად თვისებად ვთვლით, სინამდვილეში, ის ასევე იმახსოვრების უტყუარი სქემატური
”სტილის” ნაწილია, რომელსაც მთელი თემები იზიარებენ.
ამრიგად, როგორც საკმაოდ აშკარაა ჰორაციო ალჟერის და მრავალი სხვა ნაშრომიდან ეგრეთ
წოდებული ამერიკული ოცნების თანახმად, ”ტალახიდან სიმდიდრამდე”, მაგალითად, ბევრ
ამერიკელს ბევრად უფრო სწამს პროგრესის იდეა, ვიდრე ავღანელებს ან ავსტრალიელ
აბორიგენებს. და როგორც მკაფიოდ შეიძლება გავიგოთ სამუშაო კლასის ზოგადი ზიზღისგან
ამ იდეისადმი, 19 სხვადასხვა ისტორიული შეხედულება ასევე ასოცირდება სხვადასხვა
სოციალურ კლასთან. 20 გარდა ამისა, როგორც განმანათლებლობის აზრი, პროგრესირება
თანამედროვეობის ნიშანია. ბოლო ორასი წლის გაცილებით ზოგადი ისტორიული ხედვა,
ვიდრე რომელიმე ადრეულ პერიოდში. პროგრესის თვალსაზრისით ისტორიის გადახედვა
მარი ჟან კონდორცეტის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელისა და ოგიუსტ კოტის მიერ
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისის ფილოსოფიის განუყოფელი
ნაწილია. მსგავსი ისინი მოიცავს XIX საუკუნის ბოლოს ამ ფილოსოფიის მთავარ
განზომილებებს, როგორიცაა ჰერბერტ სპენსერის, ლუის ჰენრი მორგანისა და ედვარდ ბ.
ტილორის სოციალური და კულტურული ევოლუციონიზმი, რომლებიც ძირითადად ასახავდა
კაცობრიობის ისტორიას, როგორც თანდათანობით ასვლას ველურობიდან ცივილიზაციაში.

უარყოფა- პროგრესის უარყოფითი დამხსოვრების სოციალური ფორმა/ნარატივია, რომელიც


ჩვენი მეხსიერების კონსტრუირების მნსვნელოვანი ნაწილია და პროგრესს კი არა, არამედ
უკანდახევას, დაცემას აღნიშნავს. ანუ ჩვენს მეხსიერებაში გვაქვს ტრაგიკული ხედვა იმ
დიდებული წარსულის შესახებ, რომლის აღდგენის შანსი სამუდამოდ დაკარგულია. ეს ფორმა
უფრო ნოსტალგიკურ ემოციურ ისტორიულ მომენტებთანაა დაკვაშიებული. აქ პროგრესის
თხრობასთან შედარებით, ეს რეგრესიული მნემონიური ტრადიცია ყურადღებას ამახვილებს
საქმეთა ან მოვლენათა პერსპექტივის პესიმისტურ ხასიათს და დროის განმავლობაში გვაქვს ამ
მოვლენების ან ფაქტების არასასურველი გაუარესება. ასეთი ხედვა დამტკიცებულია 1992
წლის არჩევნებით, რომელშიც გამარჯვებული ჯორჯ უფროსი ბუში კომუნიზმთან
გამარჯვების საფუძველზე აშშ-ს დიდ პროგრესზე მიუთითებდა, მაგრამ მისმა მემკვიდრეს
ბილ ქლონთონმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ამ პროგრესის მითირების ქვეშ რჩებოდა
ამერიკელთა სოციალური პრობლემები, მაგალითად სიღარიბე, რომელიც ბუშის დროს უფრო
გაუარესდა. ასეთი კარგი მაგალითია ასევე კოსტა რიკის ტყეების განადგურება
ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მაგრამ შემდგომში ის გახდა კოსტა რიკისთვის
სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა. ამის პრობლემა არის ის, რომ წინათ არსებულ
პროგრესთან გაიგივებას და ამ მოვლენასთან იმედების შეკავშირებით, ჩვენ ამ გამოცდილებას
ვიყენებთ ახალ პერიოდის კონტროლისათვის, მაგრამ ხშირად არ ვათვალისწინებთ ამ
პერიოდის ახალ ფენომენებს და ჩვენ ჩვენს თვალებს ხუჭავთ ამ პროგრესიის ილუზიებით,
ამიტომ ხშირად გვაქვს არა თუ პროგრესი, არამედ საქმეთა გაუარსებება. ამ ცრურწმუნებები
პროგრესის შესახებ ჩვენს მეხსიერებაში უშეცდომო შაბლონების სახით მანიპულირებს ჩვენს
გონებას და ჩვენ სერიუზული პრობლემების დანხვის უფლებას აბრკოლებს.

დროის ზიგზაგი - ეს ამ ორივე დამახსოვრების სოციალური კონსტრუირების გაერთიანებაა,


რომლის სქემატური ნახაზი ან ეცემა ან პროგრესირებს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს
მეხსირებაში დაფიქსიებულია როგორც პროგრესის ისე დაცემის ფაქტები, ჩვენს მეხსიერებაში
კონსტრუირდება ოპტიმისტური ხედვა, იმის შესახებ, რომ შეიძლება იყოს ყველაფერი,
დაცემაც და პროგრესიც და ჩემი აზრით ის დაკავშირებულია გარკვეულ იმედებზე მომავლის
შესახებ. ასე მაგალითად ისეთი იმპერიები, რომლებიცაა ბრიტანეთის, ოსმალეთისა და რომის
იმპერიები თავიანთ ისტორიულ ეპოქაში ჰქონდათ დაცემაც და პროგრესიც.

კიბეები და ხეები - იქნება ეს პროგრესი, დაცემა ან რაიმე სახის ზიგ-ზაგის კომბინაცია, ყველა
ისტორიული მონათხრობი, რომელიც აქამდე შევისწავლეთ, არსებითად მოიცავს მკაცრად ერთ
ხაზიან სიუჟეტებს. მაგრამ ეს სულაც არ არის ტრაექტორიების ერთადერთი ტიპი, რომელთა
გასწვრივ ჩვენ ჩვეულებრივ წარსულს ვაწყობთ ჩვენს ცნობიერებაში. როგორც სწორად აისახა
ზემოხსენებულ კიბის მეტაფორაში, უნიალარიურობის არსი არის თანმიმდევრული
პროგრესირების ხედვა, ბოლო 21 წლის სოციალური ფორმების ერთგანზომილებიანი ნაკრები,
უეჭველად თანმიმდევრული ეპიზოდები, როგორიცაა ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა და რკინის
ხანა. 1950-იანი, 1960-იანი და 1970-იანი წლები ან ბავშვობა, სიმწიფე და სიბერე. ეს ხედვა
აშკარად გამოხატულია ორგანული ევოლუციის ე.წ. ფილეტიკურ მოდელში, აგრეთვე
"ცხოვრების გზის" იდეაში. ეს ასევე თანდაყოლილია კულტურული ევოლუციონიზმისგან,
რომელიც ძირითადად ადამიანის ყველა კულტურას, წარსულსა და აწმყოს, ათავსებს იმავე
კიბის სხვადასხვა საფეხურზე. ასეთი პერსპექტივა აუცილებლად გულისხმობს კულტურული
თანამედროვეობის ნებისმიერი ფორმის შესაძლებლობის უარყოფას, იმდენად, რამდენადაც
რეალურად განიხილავს "პრიმიტიულს", როგორც თანამედროვეობის ზოგიერთ წარსულ
ვერსიას. ამრიგად, "არასრულფასოვან" კულტურებს განიხილავენ, როგორც ცოცხალი ნაშთები,
არსებითად გაყინული ჩვენი ძველი წარსულის სიწმინდეები! ანუ ამ ნარატივში გამოიკვეთება
კონკრეტული ისტორიული პერიოდი, საიდანაც ჩვენს მეხსიერებაში არსებული ამ ეპოქასთან
ასოცირებებით ხდება ამ დამახსოვრების სოციალური არალინეალური ფორმის
კონსტრუიერება. ამის კარგი მაგალითია ნარატივები მაიმუნთან დაკავშირებით, რომელიც
ადამიანთან გაიგივების საფუძველზე ხდება შემდეგი ნარატივის ჩამოყალიბება - მაიმუნი არის
ადამიანის შექმნის/დაარსების წარუმატებელი ცდა, რომლეიც გარკვეულ ეპოქაში იყო
განხორიცელებული.
წრეები და რითმები აქამდე ჩემ მიერ აღნიშნულ ყველა ისტორიულ მონათხრობში, როგორც
ერთსტრიქონიანი, ისე მრავალსტრიქონიანი, დრო ყოველთვის "წინ" მოძრაობს. ამიტომ,
მოვლენების ნებისმიერი თანმიმდევრობით, რომელიც გვახსოვს, ყოველთვის ნათლად ჩანს,
რომელი მათგანი მოხდა უფრო ადრე და რომელი მხოლოდ მოგვიანებით. ამასთან, არსებობს
ჩვენი მოგონებების ორგანიზების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სქემატური ფორმა, რომელიც
არ გულისხმობს ასეთ მიმართულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც წესი, დროზე
ვფიქრობთ, როგორც ობიექტი, რომელიც შეიძლება გრაფიკულად წარმოდგეს სწორი ისრით,
როგორც ზემოთხსენებულ სქემატურ ნახეზების დროს, ზოგჯერ ასევე აღვიქვამთ საგნებს,
როგორც მოძრაობას „წრეში“. ანუ მაგალითად ერთი მოვლენა ჩვენ შეგვიძლია განვასახოთ
სხვადასხვანაირად, მაგალითად აშშ-ს ტერაქტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო 2001 წელს, ან 9
სექტემბერს ან 21-ე საუკუნის დასაწყისში, გააჩნია იმას თუ ჩვენი მეხსიერება რომელს უფრო
მეტ მნშვნელობას ანიჭებს. ასე მაგალითად მეფეების მიხედვით სახელმწიფოთა ისტორიული
მოვლენების მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთებით ახსნა. მაგალითად სომხური მეფეებიდან
უმრავლესობა თითქმის არ აქვს ისეთი ავტორიტეტი, ვიდრე მთავარსარდალ ვარდან
მამიკონიანს, რადგან ის უფრო მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტთან (451 წლის ავარაიირის
ომთან, სადაც სომხურმა პატარა არმიამ შეეძლო სპარსელთა უზარმაზარი არმიის
ლიკვიდირება) ასოცირდება და უფრო ხანმოკლე ცხოვრება ჰქონდა და მისი ისტორია უფრო
დასამახსოვრებელია, ვიდრე ხანგრძლივი, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენასთან
არასოცირებული მეფეს საქმიანობა.

დანარჩენებს რაც შეეხება ისინიც გარკვეულ პერიოდს და ფორმას ასახავენ ისტორიული


მეხსირების კონსტრუირების.

You might also like