You are on page 1of 3

ცნებები 

უმცირესობა და უმრავლესობა სოციოლინგვისტიკის საბაზისო ცნებებია და


მოსახლეობის რაოდენობრიობას ეფუძნება  ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი
ნიშნის მიხედვით. ცნება უმცირესობა (ისევე როგორც ცნება უმრავლესობა)
პოლიტიკურ-სოციოლოგიურ საბაზისო ცნებას წარმოადგენს და ერთი მთლიანის
წილობრივ შეფარდებას გამოხატავს.

ცნება უმცირესობა აღნიშნავს ჯგუფი, რომელიც, როგორც წესი, რიცხობრივ


უმცირესობაშია სახელმწიფოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მიმართ. მისი
წევრები, რომლებიც უფრო ხშირად ამავე ქვეყნის მოქალაქეები არიან, დანარჩენი
მისახლეობისაგან ეთნიკური, რელიგიური, ან ენობრივი განსხვავებებით
გამოირჩევიან.

ასეთი ჯგუფის წევრებს სოლიდარობის გრძნობა და საკუთარი კულტურის,


ტრადიციების, რელიგიის, ან ენის შენარჩუნების სურვილი ახასიათებთ. ისინი
შესაძლებელია აღმოჩნდნენ უ-ის მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ფაქტიურად
მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

უ-ის სტატუსი ჯგუფის რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ


განმასხვავებელი ნიშნებისა და დისკრიმინაციის არსებობით. უმცირესობათა
ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: 1. უ-ის წევრები სხვა ჯგუფებთან შედარებით
არამომგებიან მდგომარეობაში არიან; 2. უმცირესობათა იდენტიფიცირება
თვალნათლივი განმანსხვავებელი ნიშნების მიხედვით ხდება; 3. უ. არის ჯგუფი,
რომელსაც სწორედ ასეთად აქვს გაცნობიერებული საკუთარი თავი და ღრმადაა
დარწმუნებული საკუთარ განუმეორებლობაში; 4. არჩევნის ან აუცილებლობის
მიხედვით უმცირესობათა წევრები ქორწინებას საკუთარი ჯგუფის წევრებთან
ამჯობინებენ.

ეროვნული უნცირესობა არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის


არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური,
რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი
თვითმყოფადობა.

საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა. ცხოვრობს დაახლოებით 120 ეთნიკური ჯგიფი მათ


შორის რუსები, ჩინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ერაყელები, ბოშები, ოსები,
აფხაზები – ეს იმ ეთნიკური ჯგუფების მცირეოდენი ჩამონათვალია, რომელიც
საქართველოში ცხოვრობს

1. რაოდენობრიობა და შეფარდებითობა - ეთნიკური უმცირესობის განხილვისას


სოციუმის რაოდენობრივი მხარე ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია, თუმცა
შეფარდებითი ხასიათისაა და მოცემული სოციუმის ადგილს სხვა უმცირესობებთან
(ეთნიკურ ჯგუფებთან) შედარებით იკავებს.
შესაბამისად, არ შეიძლება აზერბაიჯანელებისა (233,000) და ასირიელების (2400) ერთ
სიბრტყეზე განხილვა.
საქართველოში, 4 რეგიონია, სადაც უმცირესობათა ყველაზე “დიდი” ჯგუფები
კომპაქტურად არიან წარმოდგენილი: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ქვემო ქართლი და
სამცხე-ჯავახეთი.
2. ისტორიულობა - ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრე
ეთნიკური უმცირესობების კარგი მაგალითია თურქეთში მცხოვრე ნახევარ
მილიონამდე სომეხი, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში დარჩნენ თურქეთის მიერ
დასავლეთი სომხეთის მიწების დაპყრობისა და გენოციდის ორგანიზების შემდეგ.
მათი უმრავლესობის იდენტობა დაცულია, მაგრამ ენა უმეტეს შემთხვევაში
დავიწყებულია თვითგადარჩენის პირობით. დღესდღეობით სომხები ქურთებთან
ერთად ქურდისტანის მუშათა პარტიაში იბრძვიან თავიანთი უფლებებისა და
სამართლიანობის აღდგენისათვის ერდოღანის ადმინისტრაციის წინააღმდეგ
არსებობს ასევე ,,თანამედროვე“ ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც
სახელმწიფოთა უახლეს ისტორიაში დაიწყეს მათ ტერიტორიაზე ცხოვრება.
მაგალითად ჩინელები საქართველოში, სომხები აშშ-ში, ქართველები გერმანიაში,
საფრანგეთში, რუსები ტაილანდსა და ავტრალიაში და ა.შ.
3. საქართველოს შემთხვევაში და საერთოდ მთელ მსოფლიოშიც ეთნიკური ჯგუფები
განსახლებულნი არიან მათ ისტორიულ სამშობლოსთან ან ენობრივი მსგავსებების
მქონე ტერიტორიებტან ახლოს, მაგალითად სომხები-სამცხე ჯავახეთში-სომხეთთან
საზღვარი, აზერბაიჯანელები - ქვემო ქართლში- აზერბაიჯანთან საზღვარი, ოსები
ჩრდილოეთ ოსეთთან საზღვარში. ენობრივი ავტონომია უფრო მეტადაა
შესაძლებელი კომპაქტურად მცხოვრეთათვის იგივე ეთნიკურ უმცირესობაშიც კი,
ვიდრე დისპერსიულ განსახლებაში. მაგალითად სამცხე ჯავახეთში კომპაქტურად
მცხოვრები სომხები იცავენ ენობრივ იდენტობას, ხოლო აფხაზეთში, თბილისსა და
კახეთში დისპერსიულად მცხოვრენი ნაკლებად, ურთიერთობების ნაკლებობისა და
ეთნიკურ უმრავლესობაში ინტეგრირებისა და/ან ასიმილაციის გამო.

4. მნიშვნელოვანია ეთნიკური ჯგუფების, როგორც უმცირესობების, პოლიტიკური


სტატუსი განსახლების ტიპთან მიმართებით.

ენობრივი სიტუაცია ავტონომიურობის პირობებში სრულიად განსხვავდება ენობრივი


სიტუაციისაგან არაავტონომიურობის შემთხვევაში.

მაგ., სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ენობრივი სიტუაცია


საგრძნობლად განსხვავდება სამხრეთ ოსეთში არსებული ენობრივი სიტუაციისაგან,
სადაც ოსურ ენას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ ენას, სულ სხვა
სტატუსი გააჩნია.
5. მულტიეთნიკურ საზოგადოებაში გარდაუვალია უმცირესობის უმრავლესობაში
ინტეგრაცია, როგორც სოციუმის ჰარმონიული თანაარსებობის ფორმა.
ინტეგრაცია არ ნიშნავს ასიმილაციას, თუმცა იგი არ არის გამორიცხული, თუ
ეთნიკური უმცირესობის არსებითი მახასიათებელი ნიშნები წაიშლება.
ინტეგრაციის პროცესში ოთხი დონე გამოიყოფა:
სოციალური ინტეგრაცია
კულტურული ინტეგრაცია
ენობრივი ინტეგრაცია
ეთნიკური ინტეგრაცია
ინტეგრაციის ამ ოთხ დონეს ერთმანეთთან იერარქიული მიმართება აკავშირებს და
ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც ერთმანეთს მოსდევს. რაც უფრო მაღალია
სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ხარისხი, მით უფრო მეტად არის
ინტეგრირებული სოციუმი/ინდივიდუუმი ენობრივად და ეთნიკურად
6. კულტურული ავტონომია არის ეთნიკურ უმცირესობასა და სახელმწიფოს შორის
კულტურული პატივსცემულობის, ორმხრივი გაცვლის გზით მიღწეული დომინანტ
სოციუმში ინტეგრირებული უმცირესობის კულტურა თავისი ძირითადი
მახასიათებლების შენარჩუნებით, ჰარმონიული თანაარსებობის პირობით. ამის
ნათელი მაგალითია იტალიური კულტურის ინტეგრირება აშშ-ს სოციუმში,
ნაციონალური კერძების, სიმღერების, ენისა და მაფიოზური კულტურითაც კი.
კულტურულ ავტონომია იძლევა კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკურ ჯგუფებს.

You might also like