You are on page 1of 2

საზაფხულო აგარაკზე კორძაძე შეხვდა მეგობარ პაპიძეს და დაიყოლია რათა ამ

უკანასკნელს მოეკლა ნიორაძე.კორძაძე მოქმედებდა პირად საყოფაცხოვრებო


ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით.პაპიძე დაეთანხმა ამ
წინადადებას,ვინაიდან ეს უკანასკნელი ნიორაძის მოკვლით ფიქრობდა,არ
გადაეხადა ვალი,რომელიც მან ნიორაძისგან აიღო,რის გამოც ნიორაძე
სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა.ამ ვალის შესახებ იცოდა
კორძაძემაც,რომელიც შეპირდა პაპიძეს,რომ არსად არ განაცხადებდა ამის
შესახებ.პაპიძემ თავისი დანაშაულებრივი განზრახვა შეასრულა.ღამით შევიდა
ნიორაძის ბინაში,მოკლა იგი და გაანადგურა სესხის ხელშეკრულება,რომელიც
ნიორაძეს საწერი მაგიდის უჯრაში ჰქონდა შენახული.
(ორი სქემა ამსრულებლობის და თანამონაწილეობის )

ჰიპოთეზა
შესაძლოა პაპიძემ ღამით ნიორაძის ბინაში შევარდნით,რასაც შედეგად მოჰყვა
ნიორაძის სიკვდილი,ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი განზრახი
დამთავრებული დანაშაული.
I.ქმედების შემადგენლობა
1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა
სუბიექტი: პაპიძე
ობიექტი: ნიორაძის სიცოცხლე
ქმედება: გამოიხატა მოქმედებაში,კერძოდ,ნიორაძის ბინაში შევარდნით სესხის
ხელშეკრულების განადუგრების მოტივით,რაც განახორციელა კიდეც,რასაც შედეგად
მოჰყვა ნიორაძის სიკვდილი.
შედეგი : ნიორაძის გარდაცვალება
მიზეზობრივი კავშირი: მიზეზობრივი კავშირი სახეზეა,კერძოდ,პირობათა თეორიის
მიხედვით რომ არა პაპიძის მიერ განზრახვა ნიორაძის ბინაში შევარდნისა და მისი
მოკვლის ,შედეგის სახით ნიორაძის სიკვდილია არ დადგებოდა.
ობიექტური შერახვა: პაპიძეს ქმედება ობიექტურად შეერაცხება,რადგან თავისი
ქმედებით შექმნა რისკი იგივე საფრთხე, ისეთივე შედეგის დადგომის რაც სისხლის
სამართლის კოდექსით არის დასჯადი რეალიზდა კიდეც,შედეგის სახით ნიორაძის
სიკვდილი სახეზეა.
2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
პაპიძეს ჰქონდა პირდაპირი განზრახვა,რაც აშკარაა,რადგან მას ჰქონდა ცოდნა და
სურვილი ნიორაძის მოკვლის.ის სრულად აანალიზებდა საკუთარ
ქმედებას.შესაბამისად,ის მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.
II.მართლწინააღდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები,კერძოდ, სსკ-ის 28-32
მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები სახეზე არ გვაქვს.შესაბამისად,პაპიძე
მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და მას ვერ გავამართლებთ.
III.ბრალი
ბრალის გამომრიცხველი,კერძოდ, სსკ 33-38 მუხლებით გათვალისწინებული
გარემოებები სახეზე არ გვაქვს, მას ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება ფართო
და ვიწრო გაგებით შესაბამისად,პაპიძე ბრალუუნარო არ არის.ის მოქმედებდა
ბრალეულად, აქედან გამომდინარე,მას ვერ ვაპატიებთ ჩადენილ
მართლსაწინააღმდეგო დანაშაულს.
დასკვნა
პაპიძემ ღამით ნიორაძის ბინაში შევარდნით,რასაც შედეგად მოჰყვა ნიორაძის
სიკვდილი,ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი განზრახი
დამთავრებული დანაშაული.

თანამონაწილეობის სქემა
ჰიპოთეზა
შესაძლოა კორაძემ პაპიძის დაყოლიებით,რასაც შედეგად მოჰყვა ნიორაძის სიკვდილი
ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი განზრახი დამთავრებული
დანაშაული თანამონაწილეობით,კერძოდ,წამქეზებლად.
I.ქმედების შემადგენლობა
1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა
ამსრულებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახეზეა,კერძოდ,პაპიძის მიერნიორაძის
სახლში შევარდნა,რასაც შედეგად მოჰყვა ნიორაძის სიკვდილი თანამონაწილეობა
სახეზეა,კერძოდ წაქეზება ვინაიდან კორაძემ პაპიძე დაიყოლია რომ მოეკლა
ნიორაძე,მაშასადამე კორაძე არის წამქეზებელი.
2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
ამსრულებელი ანუ პაპიძე მოქმედებდა განზრახ,მას ჰქონდა სურვილი და ცოდნაც ნიორაძის
მკვლელობის,წამქეზებელი კორძაძეც მოქმედებდა განზრახვით მას ჰქონდა ცოდნა და
სურვილი.

II.მართლწინააღდეგობა
გამომრიცხველი გარემოება არ არის
III.ბრალი
ბრალუნარიანი იყო ფართო და ვიწრო გაგებით ჰქონდა შეგნება

დასკვნა: კორაძემ ნიორაძის მოკვლაზე პაპიძის დაყოლიებით ჩაიდინა სისხლის სამართლის


კოდქსით გათვალისწინებული განზრახი დამთავრებული დანაშაული
თანამონაწილეობით,კერძოდ,წამქეზებელი.

You might also like