You are on page 1of 11

დანაშაული სახელმწიფოს წინაარმდეგ (ზოგადი დახასიათება)

ახალ სსკ ში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 4 თავად არის


დაყოფილი

1.საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების


წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

2. ტერორიზმი და ტერორისტული ხასიათის დანაშაულის სხვადასხვა შემადგენლობა

3.სამოხელეო დანაშაული

4.მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

სსვი გვარეობ ობიექტს წარმოადგენს -საზოგადოდ სახელმწიფოს ინტერესები

სახეობითი ობიექტი - ამ ინტერესებს აკონკრეტებს თავებში

სსვი დაცვის უშუალო ობიექტი- შესაბამის დანაშაულა შემადგენლობაშია მითითებული .

ზოგიერთ სახელმწიფო დანაშაულს ხელყოფის საგანიც აქვს ,მაგ: სახელმწიფო


საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი,ნივთი,გერბი,დროშა და სხვა.

რაც შეეხება ობიექტური შემადგენლობის სხვა ნიშნებს,მათი უმრავლესობა მოქმედებით


შეიძლება იყოს ჩადენილი -ფორმალური

თუმცა გვაქვს შედეგიანი დანაშაულებიც: ჯაშუშობა დამამძიმებელ


გარემოებებში,საბოტაჟი,სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და
გადამეტება.

სახელმწიფო დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს უმოქმედობითაც ,მაგალითად :


სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა,სამსახურეობრივი გულგრილობა
და სხვა

ამსრულებელი შეიძლებბა იყოს 14 წელს მიღწეული ფიზიკური შერაცხადი პირი,თუმცა


რიგ შემთხვევებში სპეციალურ ამსრულებელტან გვაქვს საქმე . მაგ: სამოხელეო
დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ მოხელემ და სხვა. - იურიდიული პირიც

დანაშაულთა უმრავლესობა განზრახვით ხასიათდება,თანაც პირდაპირი . აქ


გაუფრთხილებლობას ადგილი შეიძლება ჰქონდეს კვალიფიციურ შემადგენლობაში .მაგ :
შეთქმულება, ამბოხება რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვია.

. სსკ 308 მუხლი - საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა

სსვი დაცვის უშუალო ობიექტი არის -საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობა ,რაც


გულისხმობს სახელმწიფოს მთლიანობასა და განუყოფლობას,მისი გასხვისების
დაუშვებლობას სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გარეშე .
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია.

სახელმწიფოს საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან


დადებული ორმხრივი შეთანხმებით. სახელმწიფო ტერიტორიული ხელშეუხებლობა არის
სახელმწიფო საზღვრების ურღვევობა ხმელეთსა და მის წიაღში,წყალსა და ჰაერში .

ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესსა


და ერთ-ერთ ძირითად ფუნქიას წარმოადგენს. ტერიტორია არის სახელმწიფოს
არსებობის ფიზიკური,მატერიალური საფუძველი.ამიტომაც ,ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევა თავად სახელმწიფოს სუბსტანციას ხელყოფს.

საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მიზანი შეიძლება იყოს მისთვის


ტერიტორიის წართმევა ან მისი იძულება,რომ შეასრულოს აგრესორის
პოლიტიკური ,ეკონომიკური და სხვა სახის მოთხოვნები. მის წინააღმდეგ ომის გაჩაღების
შემთხვევაში საქართველოს მთავარი მიზანია ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტის დაცვა.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოს წინააღმდეგ


მოქმედებაში,რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი
ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ,ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი
ნაწილის გამოყოფისკენ

308 ე მუხლის 1 ნაწილში ფორმალურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამიტომ რაიმე


კონკრეტული შედეგის დადგომა სავალდებულო არ არის,მოსამზადებელი მოქმედება ან
მცდელობა დასრულებული დანაშაულია.

ხოლო 2 ნაწილში - მოცემულია მატერიალური დანაშაული,კერძოდ ,იგივე ქმედება ,რამაც


საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვია.

ამსრულებელი - 14+ , მაგრამ ფაქტობრივად ამგვარი ქმედების ამსრულებელი შეიძლება


იყოს როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების,ისე სხვადასხვა სეპარატისტული მოძრაობის
წარმომადგენელი.

დანაშაული-განზრახია-პირდაპირი განზრახვა

.სსკ 309 მუხლი- ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების


წარმოება

განსახილველ დანაშაულს სხვაგვარად- დიპლომატიურ ღალატსაც უწოდებენ .

სსვი დაცვის ობიექტია -საქართველოს სუვერენიტეტი,სახელმწიფოებრივი


დამოუკიდებლობა და მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა სახელმწიფოებთან

სუვერენიტეტი ნიშნავს- სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის შიგნით და მის


დამოუკიდებლობას საერთაშორისო ურთიერთობებში.

სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში,რომ იგი მხოლოდ


თავისი ინტერესებისა და შეხედულებების შესაბამისად,სხვა სახელმწიფოთა ჩარევის
გარაეშე,განსაზღვრავს და ახორციელებს თავის საშინაო და საგარეო ფუნქციებს .
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უცხო ქვეყანასთან ,უცხოეთის
ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების
წარმოებაში საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით .

დანაშაული ფორმალურია- დამტავრებულია ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების


წარმოების მომენტიდან. არის თუარა ეს მოლაპარაკება ანტიკონსტიტუციური ეს
სასამრთლომ უნდა დაადგინოს.

309 მუხლის მეორე ნაწილით დასჯადია -საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან


უცხოეთის ორგანიზაციასთან ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ,რომელიც
ზღუდავს საქართველოს სახემლწიფოებრივ დამოუკიდებლობას,მის სუვერენიტეტს ან
საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან
თანაარსებობას,ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება .

ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულების ხელმოწერასა და მის


სავალდებულოდ აღიარებას.

რაც შეეხება ქმედების უბიექტურ შემადგენლობას -აქ მიზნით დაფუძნებულ დელიქტთან


გვაქს საქმე .უცხო ქვეყანასთნ,უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან
ანტიკონსტიტუციური მოლაპრაკების წარმოება ან ასეთი ხელშეკრულების დადება მიზნად
ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვას ან მისი სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენებას.

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

.სსკ 310 მუხლი - საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

სსვი დაცვის ობიექტია -საქართველოს საგარეო უშიშროება.

310 ე მუხლის 1 ნაწილში ფორმალურ დანაშაულტან გვაქვს საქმე,დასჯადია თავისთავად


კანონში მითითებული ქმედების ჩადენა. საქართველოს საგარეო უშიშროებისათვის
საფრთხე აქ საკმაოდ აბსტრაქტულია

მეორე ნაწილში- აქ ეს საფრთე უფრო კონკრეტდება და ქმედება გულისხმობს უცხო


ქვეყანასთან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას ,რომლის
მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის
მომზადება ან განხორიელება,აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების
მიზნით.

დანაშაულის ობიექტურ მხარეში უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი ქმედება ,რომლის მიზანი


იქნება საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრეესის სხვა აქტის
მომზადება ან განხორციელება,აგრეთვე სხაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების
მიზნით.

310 ე მუხლის მესამე ნაწილი 1 ან 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის


პასუხისმგებლობას ამკაცრებს,თუ მათ მძიმე შედეგი გამოიწვიეს. მძიმე შედეგში შეიძლება
მოვიზაროთ- საომარი მოქმედების დაწყება და სხვა

ამსრულებელი - 14 +
განზრახვა - პირდაპირი

მიზანი -1 ნაწილში -საგარეო უშიშროებისთვის ზიანის მიყენება , 2 ნაწილში - უცხი


ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან კავშირურთიერთობის დამყარება მიზნად
ისახავს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის
მომზადებას ან განხორციელებას,აგრეთვე სხვაგვარ ქმედებასაც ასეთი აქტის
პროვოცირების მიზანი აქვს.

.სსკ 311 მუხლი - უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა

სსვი დაცვის ობექტია -საქართველოს საგარეო უშიშროება

დანაშაული ფორმალურია - დასჯადია თავისტავად უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში


შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ.

311 მუხლი ხარვეზიანია ,რადგან ჯერ ერთი მტკიცების თვალსაზრისით უცხოეთის


სადაზვერვო სამსახურში შესვლა არც თუ ისე იოლი დასადგენია,თუ შეუძლებელი
არაა,მეორეც დანაშაულის ობიექტური მხარის ისეტ ნიშანი როგორიცაა საქმიანობა
საქართველოს წინააღმდეგ - ძალიან ზოგადია

ბრალის ფორმა-პირდაპირი განზრახვა

.სსკ 312 მუხლი- საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა

სსვი დაცვის ობიექტი -საქართველოს თავდაცვისუნარიანობა

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გულისხმობს პოლიტიკურ,ეკონომიკურ ,სამხედრო


სოციალურ,სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას ,რაც უზრუნველყოფს
სახელმწიფოს საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას
შეიარაღებული თავდასხმისგან.

დანაშაულის შემადგენლობის 1 ნაწილის მიხედვით საქართველოს


თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა გამოიხატება უცხო ქვეყნის,უცხეთის
ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო
ნაწილის,ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონო გადაცემაში .

სამხედრო ტექნიკაში იგულისხმება- სამხედრო ნაწილის შეიარაღებაში არსებული


სხვადასხვა ტექნიკური საშუალება,სამმხედრო მოქმედებატა საწარმოებლად ანდა
უზრუნველსაყოფად.

2 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობით - საქართველოს


თავდაცვისუნარიანობას ზიანი ადგება ისეთი ქმედებით,როგორიცაა :სამხედრო ტექნიკის
ან სამხედრო ობიექტის დაზიანება,მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება ,აგრეთვე
სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს ,დაწესებულების ,ორგანიზაციის
ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა .

312 მუხლის 3 ნაწილით პასუხისმგებლობა დამძიმებულია ქმედების შემადგენლობის


ისეთი ნიშნებით,როგორიცაა: დანაშაულის ჩადეინის დრო და მძიმე შედეგი . აქ ლაპრაკია
1 ლ ან მე 2 ნაწილით გათვალისიწნებული ქმდების ჩადენაზე ომიანობის ან
შეიარაღებული კონფლიქტის დროს,აგრეთვე ზემოაღნიშნული ქმედებით ადამიანის
სიცოცხლის მოსპობაზე ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევაზე.

სუბიექტური მხრივ მოტივი მრავალგვარი შეიძლება იყოს, კერძდ: პირადი მოტივიდან


დაწყებული და ანტისახელმწიფოებრივით დამთავრებული.

.სსკ 313 მუხლი - სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

სსვი დაცვის ობიექტია- საქართველოს საგარეო უშიშროება და თავდაცვისუნარიანობა .

სახელმწიფოს საგარეო უშიშროება გულისხმობს იმ პირობებისა და ფაქტორების


ერთობლიობას,რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ინტერესების დაცვას,იქნება ეს კონსტიტუციური წყობილება,სუვერენიტეტი თუ
ტერიტორიული ხელშეუხებლობა.

სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს


პრეზიდენტი. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა ობიექტური მხივ გამოიხატება - უცხო
ქვეყნისთვის ,უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისათვის
საქართველოს საიდუმლოების მიწოდებაში ან მის საჯაროდ გამჟღავნებაში ,აგრეთვე სხვა
ქმდებაში,რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის .

სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა შეიძლება განხორციელდეს :


წერილობით,ზეპირად,ნახაზებით,ფოტოსურათებით და სხვა

დანაშაული დამთავრებულად ითვლება- სახელმწიფო საიდუმლოების სემცველი


ინფორმაციის ადრესატისთვის გადაცემის მომენტიდან - ფორმალურია

ქმედების სუბიექტი - სპეციალურია -ეს არის პირი,ვინც სახელმწიფო საიდუმლოება იცოდა


თავისი სამსახუროებრივი მდგომარეობის გამო,ან ვისაც გაანდეს განსაკუთრებულ
გარემოებასთან დაკავშირებით.

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

მიზანი - საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ

. სსკ 314 მუხლი -ჯაშუშობა

ჯაშუშობის საგანი შეიძლება იყოს:

1.სახეკწიფო საიდუმლოების შემცველი ნივტი,დოკუმენტი,ცნობა ან სხვაგვარი მონაცემი

2.სხვა,ინფორმაცია,თუ მისი შეგროვება ან გადაცემა ხდება უცხო ქვეყნის დაზვერვის


დავალებით

ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება:1. უცხო ქვეყნისთვის,უცხოეთის


ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო
საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის,ნივთის,ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის
შეგროვება,შენახვა ან გადაცემა,ან გამოძალვა ,ან გატაცება მათთვის გადაცემის
მიზნით.ამგვარ ქმედებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც უცხოეთის დაზვერვის
დავალებით,ისე საკუთარი ინიციატივით.

შეგროვება გულისხმობს - ინფორმაციის მოპოვებას პირადი


დაკვირვებით,გამოკიტხვით,მიყურადებით

შენახვა გულისხმობს- სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ფლობას


იმგვარად,რომ უზრუნველყოფილ იქნეს ინფორმაციის უსაფრთხოება და უცვლელობა
მისი შემდგომი გადაცემისას. შენახვა შეიძლება როგორც მის მომპოვებელთან ისე სხვა
პირთან

გადაცემა გულისხმობს- ინფორმაციის შეტყობინებას ადრესატისათვის ნებისმიერი ხერხის


გამოყენებით - ზეპირსიტყვიერად,წერილობით,ტელეფონით,ფაქსით და სხვა

გამოძალვა გულისხმობს- ინფორმაციის მოპოვებას მისი მფლობელის მიმართ


ძალადობის გამოყენების,ან მისი ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით ,რამაც
შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები.

გატაცება ნიშნავს- სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელისაგან ინფორმაციის უკანონო


ამოღებას.ეს შეიძლება მოხდეს ფარულად ან აშკარად,ძალადობის გამოყენებით ან
მოტყუებით.

ჯაშუშობის მეორე სახე - საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის


დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა

ეს მხარეც ფორმალურ შემადგენლობას ქმნის.

ჯაშუშობისათვის პასუხისმგებლობა მძიმდება,თუ ის ჩადენილია ომიანობის ან


შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე
შედეგი გამოიწვია.

სუბიექტური მხრივ - ქმედების მოტივი და მიზანი სხვადასხვა შეიძ ₾ება იყოს და ისინი
კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენენ.

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

. სსკ 315 მუხლი- შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური


წყობილების ძალადობით შესაცვლელად

სსვი დაცვის ობიექტია - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძვლები

ხელისუფლებაში არაკონსტიტუციურად მოსვლის ნებისმიერი გზა


მართლსაწინააღმდეგოა,მით უფრო ისეტი გზით,როგორიც შეთქმულება ან
ამბოხებაა.ამიტომ ეს დანაშაული სერიოზულ საფრთხელ წარმოადგენს ქვეყნის შიდა
სტაბილურობისთვის და უშიშროებისთვის.

315 მუხლის მიხედვით -შეთქმულება გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებაში


პოლიტიკური პარტიების,მოძრაობებისა და სხვა პოლიტიკური ძალების
არაკონსტიტუციური გზით მოსვლის მცდელობას. ეს გზა ძალადობის გზაა,ვინაიდან
კანონი ქმედების ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშნად თვლის ძალადობას .

შეთქმულთა სამოქმედო პროგრამა შესაძლებელია გულისხმობდეს - კანონიერი


ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმარტ ისეთი ძალმომრეობითი მოქმედების
განხორციელებას როგორიცაა,დაპატიმრება,იძულებითი ფიზიკური იზოლაცია და სხვა

ეს მოქმედებები შეიძლება ატარებდეს ფართომაშტაბიან ხასიათს და მიმართული იყოს


ხელისუფლების ყველა შტოს წინააღმდეგ.

315 მუხლის მე 2 ნაწილში ლაპრაკია - ამბოხებაზე

ამბოხებაში უნდა ვიგულისხმოთ -ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლა კანონიერი


ხელისფულების წინააღმდეგ. თუ შეთქმულება მხოლოდ შეთანხმებაა ძალისმიერი გზით
კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად

ამბოხება -ამ შეთანხმების რეალიზაციის დაწყებაა. ეს შეიძლება გამოიხატოს


ხელისუფლებისადმი შეიარაღებულ დაპირისპირებაში,ძალადობაში კანონიერი
ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.

სუბიექტი - 14+

მიზანი- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა ,ან


სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა ანდა მისი ხელში ჩაგდება.

მოტივი- პოლიტიკური ,მაგ: იდეური დაპირისპირება არსებული ხელისუფლებისადმი .

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

. სსკ 316 მუხლი - სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან


კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა

სსვი დაცვის ობიექტია- საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრივი


უშიშროება

ობიექტური მხარე 316 მუხლის 1 ნაწილით გამოიხატება- სამხედრო ხელმძღვანელობის


უკანონოდ ხელში ჩაგდებაში.

დანაშაული ფორმალურია და დამთავრებულად ჩაითვლება სამხედრო


ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდების მომენტიდან.

316 მუხლის 2 ნაწილი ითვალისწინებს სამხედრო ხელმღვანელობის მიერ უკანონოდ


სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილებას,თავმოყრას ან დისლოკაციის ადგილის
შეცვლას,ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგარ დაუმოჩილებას .

316 ე მუხლის 3 ნაწილშ გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი


გარემოებები, 1 ან 2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენა ომიანობის
დროს ,შეიარაღებული კონფლიქტის ,საგანგებო მდგომარეობის ან მასობრივი
არეულობის დროს.
.სსკ 317 მუხლი- მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების
ძალადობით შეცვლისა ან სახემწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ

სსვი დაცვის უშუალო ობიექტია - კონსტიტუციის 5 მუხლით დადგენილი საქართველოს


პოლიტიკური სისტემა,მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური
ფუნქცირება

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება : 1. საქვყნოდ მოწოდება საქართველოს


კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ

2.მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ

3.ასეთი მოწოდების შემცველი მასალების გავრცელება

4. ამავე მიზნიტ შეიარაღებისკენ მოწოდება

მოწოდება - ეს არის ადამიანის ცნობიერებასა და ნებისყოფაზე ზემოქმედების ისეთი


ფორმა,რომლის დროსაც ადამიანთა ქცევის წარმარტვა ხდება გარკვეულ კალაპოტში
სასურველი მიმართულებით.

მოწოდებას მოცემულ შემთხვევაში აქვს ერთი მიზანი - გააერთიანოს ადამიანები და


წარმართოს მათი ძალისხმევა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ანტიკონსტიტუციური მოწოდების შემცველი მასალების გავრცელებაში იგულისხმება


მოქალაქეთათვის მათი გაცნობის ყოველგვარი ხერხი -ფოსტით გაგზავნა ,კედელზე
გაკვრა და სხვა

მოტივი -შეიძლება ოყოს შურისძიება,საქართველოსა და მისი ხელისუფლების


სიძულვილი,იდეური დაპირისპირება და სხვა

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

.სსკ 318 მუხლი- საბოტაჟი

სსვი დაცვის უშუალო ობიექტია -საქართველოს ეკონომიკური საფუძვლები

დამატებითი ობიექტია- ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა

საბოტაჟმა შეიძლება გამოიწვიოს მეურნეობის ცალკეული დარგების საქმიანობის


დეორგანიზაცია,მათი საქმიანობის შეჩრება,საწარმოთა გაკოტრება და სხვა .

მას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს წარმოების ზრდის


ტემპზე,ენერგორესურსების მოპოვებაზე,რამაც, თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს
ეკონომიკური კრიზისი და გააძლიეროს ქვეყნის დამოკიდებულება უცხოურ დახმარებაზე .

საბოტაჟის საგანი შეიძლება გახდეს- სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის


მქონე საწარმო,დაწესებულება,ორგანიზაცია,სამსახური,ისეთი როგორიცაა :
სათბობენერგეტიკული,სატრანსპორტო,კავშირგაბმულობის, და სხვა
საბოტაჟის აქტმა შეიძლება გამოიწვიოს -ისეთი უმნიშვნელოვანესი ობიექტის დაზიანება
ან განადგურება ,როგორიცაა ელექტროსადგური,სატრანსპორტო
კომუნიკავია,წყალმომარაგების,კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალება და
ა.შ.

საბოტაჟმა ეკონომიკურ სისტემასთან ერთად შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყნის


საფინანსო სისტემას, განათლების სისტემას, სოფლის მეურნეობას და სხვა .

საბოტაჟს შეიძლება შედეგად მოჰყვეს ადამიანთა ჯანმრტელობის დაზიანება და


სიცოცლის მოსპობაც,მან შეიძლება უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ,გამოიწვიოს პანიკა და სხვა ნეგატიური მოლენები .

318 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით საბოტაჟის ობიექტური მხარე გამოიხატება


საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა
საწარმოს,დაწესებულების,ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური
ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლაში. ამ ფორმით საბოტაჟი სხვადასხვა ხერხით
შეიძლება განხორციელდეს,კერძოდ, მრეწველობაში ეს შეიძლება გამოიხატოს
ტექნოლოგიური პროცესის დარღვევაში,ელექტროენერგიის შეგნებულად
მიუწოდებლობაში და სხვა

საბოტაჟი ამ ფორმით ფორმალურ დანაშაულს წარმოადგენს და იგი დამთავრებულად


ჩაითვლება საქართველოს დასუსტების მიზნით ,სახელმწიფო ან სხვა
საწარმოს ,დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ხელშემშლელი
ნებისმიერი ქმედების ჩადენის მომენტიდან.

318 მუხლის 2 ნაწილი პასუხისმგებლობას უკავშირებს კონკრეტულ შედეგს.

მიზანი - საქართველოს დასუსტების მიზანი

ბრალის ფორმა- პირდაპირი განზრახვა

.სსკ 319 მუხლი - უცხო ქვეყნისთვუს,უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის


კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში
დახმარება

სსვი დაცვის უშუალო ობიექტია- საქართველოს საგარეო უშიშროება და


თავდაცვისუნარიანობა

უცხო ქვეყანასთან ,უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოეთის კონტროლს


დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ნებისმიერი სახელმწიფო
დანაშაულის ჩადენა ფაქტობრივად დახმარებას წარმოადგენს .

დახმარება- საქართველოს სახემწიფოებრივი ინტერესების საზიანო საქმიანობაში შეიძ


₾ება მოიცავდეს არა მარტო დანაშაულებრივ,არამედ ისედაც
ქმედებასაც,რომელიც თუმცა აკრძალული არ არის სისხლის სამართლის კანონით ,მაგრამ
ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნის საგარეო უშიშროებისთვის.

მტრულ საქმიანობაში დახმარება შესაძლებელია როგორც მშვიდობიანობის დროს ,ისე


ომიანობისას.
დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება უცხო ქვეყნის,უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან
უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის ფაქტობრივი
დახმარების გაწევის მომენტიდან. შესაძლებელია ამ დანაშაულის მომზადება და
მცდელობაც.

სუბიექტური მხრივ დისპოზიციაში ხაზგასმულია მიზანი - დახმარება ისეთ საქმიანობაში ,


რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა .

ბრალის ფორმა- განზრახი

. სსკ 320 მუხლი- სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

სსვი დაცვის უშუალო ობიექტი - სახელმწიფო საიდუმლოების ხელშეუხებლობა ,რა თავის


მხრივ სახელმწიფოებრივი უშიშროების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია .

სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ობიექტური მხარე მოიცავს : ა )ქმედებას (ინფ


გახმაურება) ბ) შედეგს გ) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის .

ობიექტურად სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება გამოიხატება ისეთ


ქმედებაში,რომლის შედეგადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია
გარეშესთვის ცნობილი ხდება,ეს შეიძლება მოხდეს კერძო საუბარში ,საჯარო გამოსვლაში
და სხვა.

დანაშაული დამთავრებულია მას შემდეგ ,რაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ


ინფორმაციას გარეშე პირი დაეუფლება და მძიმე შედეგის გამოწვევას მნიშვნელობა არა
აქვს.

ამასთან,ა აუცილებელი არ არის გახმაურებული ინფორმაციის მთელი შინაარსის


დეტალური გაცნობა,საკმარისია გამჟღავნებული ინფორმაციის ზოგადი აღქმაც .

320 მუხლის 2 ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს


იგივე ქმედება,რამაც საქართველოს ინტერესებისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია .

ქმედების სუბიექტი სპეციალურია - ეს არის პირი,რომელმაც სახელმწიფო საიდუმლოება


იცოდა თავისი სამსახურეობრივი მდგოამრეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს .

სუბიექტური მხრივ ქმედების მოტივი და მიზანი სხვადასსხვა შეიძლება იყოს .

სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება განზრახი დანაშაულია ,რადგან მის


დისპოზიციაში არაა მითთება საიდუმლოების გაუფრთხილებლობით გახმაურების შესახებ
.

.სსკ 321 მუხლი- სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა

სსვი დანაშაულის უშუალო ობიექტია- სახელმწიფო საიდუმლოების ხელშეუხებლობა

დანაშაულის საგანია - სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე


დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი,რომელიც შეიცავს სახელმწიფო
საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოიცავს : ა) მოქმედებას ან უმოქმედობას ბ ) შედეგს
გ) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

321 მუხლი ბლანკეტურ ნორმას შეიცავს ,სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესი


რეგლამენტიურებულია საქართველოს კანონით სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და
სხვა ნორმატიული აქტებით.

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა მოიცავს საორგანიზაციო-


სამართლებრივ,საინჟინრო-ტექნიკურ,კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა
ერთობლიობას ,რომელთა მიზანია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
გამჯღავნების თავიდან აცილება.

321 მუხლის 2 ნაწილით პასუხისმგებლობა მკაცრდება,ტუ სახელწიფო საიდუმლოების


წესის დარღვევამ გამოიწვია სახელწიფო საიდუმლოების გახმაურება ან სხვა მძმე შედეგი .

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესი შეიძლება დაირღვეს როგორც განზრახ ,ისე


გაუფრთხილებლობით,მაგრამ ეს დანაშაული მაინც არის გაუფრთხილებელი,რადგან
მართლსაწინააღმდეგო შედეგი უნდა დადგეს გაუფრთხილებლობით.

ამდენად,მხოლოდ საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა შედეგის გარეშე


წარმოადგენს დისციპლინარულ გადაცდომას.

You might also like