You are on page 1of 5

არსებული თემის ქეისად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთში ლიბიის

საელჩოს მაგალითი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს საელჩოს


ტერიტორიის ხელშეუხებლობის პრაქტიკას, თუნდაც მაშინ, როდესაც
ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. როგორც უკვე, არა ერთხელ აღინიშნა,
დიპლომატების და მათი ოფიციალური შენობების დაცვა ეფუძნება
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას,
რომელზეც მას ხელი 141 ქვეყანას აქვს მოწერილი, მათ შორის დიდ
ბრიტანეთსა და ლიბიასაც. ის გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში
შევიდა 1964 წლის დიპლომატიური პრივილეგიების აქტით. სხვა ზომებთან
ერთად, აქტი იცავს დიპლომატებს ნებისმიერი დანაშაულისთვის დევნისაგან.
ქვეყანას შეუძლია დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ან
თუნდაც მისთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნა, თუმცა ამის გარდა
შეუძლებელია განხორციელდეს სხვა სახის ქმედება. ამავე აქტით
დიპლომატიური შენობები ასევე დაცულია პოლიციის ან უშიშროების
სამსახურების მიერ შესვლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამის
ნებართვას ქვეყნის ელჩი იძლევა. გამომდინარე ზემოთ
ჩამოთვლილისა,მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა პატივი სცა ამ უფლებას,
მან ლიბიასთან დიპლომატიური კავშირები გაწყვიტა.

ფაქტისა და მოვლენების სწორად გასააზრებლად აუცილებელია მოკლე


ისტორიული დისკურს შევეხოთ. ჯერ კიდეც 1979 წლიდან გაერთიანებულ
სამეფოში ლიბიას ელჩი არ წარმოადგენდა. მის საელჩოს ლონდონში,
რომელიც სენტ ჯეიმსის მოედანზე მდებარეობდა, ლიბიის ''რევოლუციური
კომიტეტი'' აკონტროლებდა. საელჩოს კი ''სახალხო ბიუროდ''
მოიხსენიებდნენ. ჯერ კიდევ 1980 წელს, ლიბიის ლიდერის და რევოლუციური
სარდლობის საბჭოს თავმჯდომარის – მუამარ კადაფის ბრძანებით,
ბრიტანეთში დევნილი ხალხის მოღალატეებად შერაცხვა დაიწყეს და
რამდენიმე მათგანზე მოკვლის ბრძანებაც კი გაიცა. (Burleigh, 2011) კადაფის
დავალებით, ბომბები დაამონტაჯეს იმ საგაზეთო სააგენტოებში, რომლებიც,
უმეტესწილად, მისდამი კრიტიკულად განწყობილი გაზეთებითა თუ
სტატიებით გამოირჩეოდა. ამავე წელს, ბრიტანეთმა ქვეყნიდან გააძევა მუსა
კუსა – ლიბიის სახალხო ბიუროს მდივანი ლონდონში. ამის მიზეზი კი მისი The
Times-თან ინტერვიუ გახდა, სადაც მან განაცხადა ლიბიის მთავრობის გეგმაზე,
ბრიტანეთში მცხოვრები კადაფის მთავრობის ორი მოწინააღმდეგის
მკვლელობასთან დაკავშირებით. (Horsnell, 1980) მალევე იან გილმურმა თემთა
პალატას განუცხადა, რომ მთავრობას სურდა ლიბიასთან კარგი
ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ „ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ლიბიის
ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გაკეთდეს
კანონის მიხედვით და რომ დანაშაულებრივი ქმედებები გაერთიანებულ
სამეფოში უნდა შეწყდეს“. (Gilmour, 1980)

1980 წლის მოვლენების - დიდ ბრიტანეთში კადაფის რამდენიმე პოლიტიკური


ოპონენტის მკვლელობის შემდეგ, სიტუაცია დაწყნარდა და აქტივობა 1983
წლამდე შემცირდა. 1983 წელს კი, ლიბიის გენერალურმა სახალხო კონგრესმა
- ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ - დაიწყო კამპანია სახალხო ბიუროს
რამდენიმე პერსონალის ბურჟუაზიული ჩვევების წინააღმდეგ,
განსაკუთრებით ლონდონის ოფისში. 1983 წლის თებერვალში ბიუროს უფროსი
და კულტურული ატაშე ლიბიაში გაიწვიეს და ისინი სტუდენტებისგან
შემდგარი ოთხკაციანი კომიტეტით ჩაანაცვლეს. ეს ის სტუდენტები იყვნენ,
რომლებიც თავგამოდებით მონაწილეობდნენ ლიბიაში რევოლუციურ
საქმიანობაში. დანიშვნიდან მალევე მათ გამართეს პრესკონფერენცია , სადაც
ლიბიელი დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედებით იმუქრებოდნენ.
ქმედებებმაც არ დააყოვნა. 1984 წლის 10 და 11 მარტს ლონდონსა და
მანჩესტერში დაბობვათა სერია განხორციელდა, რომელიც მიზანმიმართული
იყო კადაფის რეჟიმის კრიტიკოსთა წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ
ლიბიის მთავრობამ დაბომბვებში უშუალო მონაწილეობა უარყო, 16 მარტს
ბრიტანეთის მთავრობამ ხუთი ლიბიელის დეპორტაცია მაინც მოახდინა,
რომლებიც, როგორც ისინი ამბობდნენ, ამ თავდასხმებთან იყვნენ
დაკავშირებულნი. (Ronen, 2006)

ცალკე გამოვლინება იყო 1984 წლის 16 აპრილი, როდესაც ტრიპოლის


უნივერსიტეტში სიცოცხლეს გამოსალმეს ორი სტუდენტი კადაფის
მმართველობის აქტიური წინააღმდეგობის გამო. საპასუხოდ ბრიტანეთში
ლიბიელმა დისიდენტებმა - ლიბიის ნაციონალური ხსნის ფრონტის (LNSF)
წევრებმა - გადაწყვიტეს სახალხო ბიუროს წინ, სენტ ჯეიმსის მოედანზე,
დემონსტრაცია გაემართათ. 16 აპრილს ლონდონის სახალხო ბიუროდან
ტრიპოლიში გაგზავნილ იქნა ტელეგრამა, რომელშიც ისინი ითხოვდნენ
ნებართვას, თუ როგორ მოქცეულიყვნენ დემოსტრაციის ჩასახშობად და
სიტუაცის გასანეიტრალებლად. ტელეგრამაში შეთავაზებული იყო
მოქმედების 3 ვარიანტი: პირველი - არაფერი მოემოქმედათ, მეორე –
მოეხდინათ დისიდენტთა ბიუროში შეყვანა და მათთვის ფიზიკური
დაზიანებების მიყენება, მესამე - რამდენიმე დისიდენტის დახვრეტა. კადაფის
პასუხი არსებულ ტელეგრამაზე მესამე ვარიანტით შემოიფარგლა და ბრძანა
ცეცხლი გაეხსნათ მომიტინგეებისათვის.(Kirby,2013)მესიჯი დააფიქსირა და
გაშიფრა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, რომელმაც
ინფორმაცია გადასცა დიდ ბრიტანეთში სამთავრობო კომუნიკაციების შტაბს ,
საიდანაც იგი გადაეგზავნა MI5-ს, ბრიტანეთის კონტრდაზვერვისა და
უსაფრთხოების სააგენტოს, თუმცა აქ რგოლი გაწყდა, მათ ინფორმაციის
პოლიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა ვერ მოახერხეს .
(Belfield, 2005)

16–17 აპრილის ღამეს სახალხო ბიუროს დელეგაცია საგარეო საქმეთა და


თანამეგობრობის ოფისში დანიშნულ შეხვედრას დაესწრო, რათა
გაეფრთხილებინა ისინი მოახლოებულ დემონსტრაციაზე და მოითხოვა კიდეც
მისი შეწყვეტა. ლიბიელებს უთხრეს, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია
ინფორმირებული იქნებოდა არსებული მდგომარეობით, თუმცა იგი
წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ვერც შეაჩერებდა დემონსტრაციის
მსვლელობას და მის შემდგომ განვითარებას. 17 აპრილის დილას, პოლიციის
თანამშრომლებმა დემონსტრაციისთვის მომზადებულ სენტ ჯეიმსის
მოედანზე ბრბოს კონტროლის ბარიერები მოათავსეს. ერთ-ერთმა ლიბიელმა
სახალხო ბიუროდან ხმა გამოიტანა ოფისში იარაღის დიდი რაოდენობის
ქონის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რას აპირებდნენ ისინი ამ იარაღით. ეს
ინფორმაცია პოლიციამდეც მივიდა. დემონსტრაციის დასაკვირვებლად 30-მდე
პოლიციელის რაზმი გაგზავნეს წმინდა ჯეიმსის მოედანზე. მათ შორის იყვნენ
ფლეტჩერი (გოგონა, რომელიც მოკლეს) და მისი საქმრო. მათ თან ახლდნენ
დიპლომატიური დაცვის ჯგუფის წევრები. მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 75
LNSF მომიტინგე ჩამოვიდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ინგლისიდან. აქცია
დილის 10:00 საათზე დაიწყო. დემონსტრანტები, რომელთაგანაც ბევრს
ნიღბები ეკეთათ, რათა სახალხო ბიუროს ფოტოგრაფებს მათი ვინაობის
დადგენა არ შეძლებოდათ, ბიუროს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული
ბარიერების მიღმა დარჩნენ და იქედან სკანდირებდნენ კადაფის
საწინააღმდეგო ლოზუნგებს. ასევე ატარებდნენ ბანერებსა და პლაკატებს.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სახალხო ბიურომ კადაფის მხარდამჭერების
კონტრდემონსტრაციაც მოაწყო.მათ გადასაღებაზე კი ლიბიელების მიერ
მოწვეული რამდენიმე საერთაშორისო სატელევიზიო ჯგუფი მუშაობდა.

დაახლოებით 11 საათზე სახალხო ბიუროს ორი ფანჯრიდან კადაფის


საწინააღმდეგო აქციის მიმართულებით სროლა დაიწყო. სწორედ ამ დროს
განხორციელდა ბრიტანელი პოლიციელის, ფლეტჩერის მკველობის ფაქტი.
საბოლოო ჯამში, სროლის შედეგად თერთმეტი მომიტინგე დაიჭრა,
გარდაცვლილი კი ბრიტანელი პოლიცია აღმოჩნდა. სიკვდილის შემდგომი
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტყვია შევიდა ფლეტჩერის ზურგში,
„მარჯვენა მხრის ზემოდან ქვემოთ, ხერხემლის მარჯვნივ და მარჯვენა
მკლავის უკან“. იგი მოძრაობდა მარჯვნივ მარცხნივ, გულმკერდის
დიაფრაგმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გავლით.

სანამ დემონსტრანტები ჩარლზ II-ის ქუჩაზე გადაიყვანეს, ფლეტჩერს მისი


კოლეგები ეხმარებოდნენ და უმეტესად სიმშვიდის შენარჩუნებისკენ
მოუწოდებდნენ, თუმცა მალევე, ჩარლზ II-ის ქუჩაზე გადაყვანისას, იგი უგონო
მდგომარეობაში ჩავარდა და სუნთქვაც შეწყვიტა. დილის 10:40 საათზე
სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი ვესტმინსტერის საავადმყოფოში
გადაიყვანა. მას ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა უშედეგოდ, იგი დაახლოებით
შუადღისას გარდაიცვალა.

პოლიციამ საზოგადოების წევრების ევაკუაცია მოახდინა მოედნის მიმდებარე


ოფისებიდან, რომელიც მათ კორდონით დაკეტეს. შეიარაღებულმა პოლიციამ
დაიკავა პოზიციები სახალხო ბიუროსკენ და მიმდებარე სახურავებზე. პრესისა
და საზოგადოების მოთხოვნის გამო, გადამწყვეტი მოქმედების შესახებ,
შინაგან საქმეთა მინისტრი, ბ-ნი ლეონ ბრიტანი, რომელმაც პირადად აიღო
ალყის პასუხისმგებლობა, დიდი დილემის წინაშე დადგა.

დაიწყო აქცია ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, სადაც ჯარისკაცებმა და


სტუდენტები ალყაში მოაქციეს ბრიტანეთის საელჩო, რომელშიც 24
დიპლომატი იმყოფებოდა, მათ შორის ელჩი ოლივერ მაილსი. ასევე კორდონი
იყო მრავალი ბრიტანელი დიპლომატის სახლების გარშემოც. საგარეო
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბ-ნმა რიჩარდ ლუსმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახალხო ბიუროს შენობაში მყოფმა
ადამიანებმა გამოთქვეს სინანული ფლეტჩერის გარდაცვალების გამო. მას
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ სინანულს ლიბიის მთავრობა და, ალბათ,
პირადად პოლკოვნიკი კადაფიც იზიარებდა.

თუმცა რეალობა სხვა იყო. 18 აპრილს ელჩ მაილსს უფლება მიეცა


დაეტოვებინა ბრიტანეთის საელჩო რათა ლიბიის მთავრობის
წარმომადგენლებს შეხვედროდა. იმავე დღეს ტრიპოლში საელჩოს ალყა
მოიხსნა და წინა დღეს დაკავებული 2 ბრიტანელი მოქალაქიდან ერთ-ერთი
მამაკაციც გაათავისუფლეს. მეორე დღეს კადაფი გამოვიდა ლიბიის
ტელევიზიით და თავდასხმაში ბრიტანელი პოლიცია და უსაფრთხოების
ძალები დაადანაშაულა, მკველობა კი პოლიციელთა დაპირისპირების დროს
მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. მან თქვა, რომ "ჩვენ გაკვირვებული ვართ,
როგორ აგრძელებს ინგლისის მსგავსი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ამ
დანაშაულის ჩადენას".(BBC News) მომდევნო კვირაში ლონდონში ხუთი ბომბი
დამონტაჟდა, რომელთაგან ოთხი მალევე იპოვეს და გააუნებელყვეს, 20
აპრილს კი მეხუთე ბომბი ჰითროუს აეროპორტში ტერმინალი 2-ის ბარგის
ზონაში აფეთქდა, რისთვისაც პოლიციამ ეჭვმიტანილი ლიბიელი დააკავა.
(Ashman,1986) აფეთქებების შედეგად გამკაცრდა ბრიტანეთის მთავრობის
დამოკიდებულება ლიბიის მიმართ, თუმცა ისინი ასევე მგრძნობიარენი
ლიბიის მიმართ, მათი ქცევის მანერების გამო, რომელიც დიპომატიურ
ასპექტებში უვე გამოცდილი ჰქონდათ, რეჟიმი დააპატიმრებდა ქვეყნის
მოქალაქეებს და დააკავებდა მათ მანამ, სანამ ფორმალური ურთიერთობების
ნორმალიზება არ მოხდებოდა. ლიბიაში კი 8000 ბრიტანელი მუშა იყო,
რომლებიც ძირითადად ნავთობისა და სამშენებლო ქარხნებში მუშაობდნენ .

რომ შევაჯამოთ, მთავარი კითხვები, რომელსაც ბრიტანული მედია იმ დროს


სვამდა 3 კატეგორიად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. ვენის კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს


დიპლომატიურ წარმომადგენლობას და მათ ხელშეუხებლობას, იყო
თუ არა ლიბიის სახალხო ბიურო საელჩო და იყვნენ თუ არა მისი
თანამშრომლები დიპლომატები? საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამბობს, რომ ის იყო საელჩო, მიუხედავად იმისა, რომ მას ელჩი 1978
წლიდან არ ჰყოლია. თუმცაღა, ისიც აღსანიშნავია, რომ შენობაში
მყოფთაგან ზოგიერთს დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა, ზოგს კი
არა. მათ შორის იყვენენ, ზემოთ ხსენებული ოთხი ეგრეთ წოდებული
სტუდენტი, რომლებიც ტრიპოლიდან თებერვლის შუა რიცხვებში
სახალხო ბიუროს კონტროლის მიზნით იქნენ გაგზავნილნი და
რომელთა ვინაობაც კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის
ცნობილი არ იყო. მათი გაგზავნის მიზეზი, კი წინამორბედთა
ზედმეტად პროდასავლური ხასიათი იყო.

2. შეიძლებოდა თუ არა, რომ ბრიტანეთს მოეხდინა ვენის კონვენციის


უგულებელყოფა, რომელიც რატიფიცირებული იყო 1964 წელს?
იურიდიული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად
უპრეცედენტო ვითარებისა, ეს კონვენციის შემქმნელებმა
შესაძლებლად მიიჩნიეს და ასეთ შემთხვევაშიც კი კონვენცია
საელჩოს ქონებას ხელშეუხებლად მიიჩნევს. ამგვარად, იმ
შემთხვევაშიც, თუ ლიბიელები დათანხმდებოდნენ შენობის
ევაკუაციას და პერსონალის პირდაპირ დაკითხვას პოლიციაში
მისვლით და ჩაბარებით, ბრიტანეთი აშკარად დაარღვევდა
კონვენციას პოლიციის გაგზავნით შენობის გასაჩხრეკად.

3. გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა ბრიტანეთის


საზოგადოებრივი აზრი პრაგმატულ გადაწყვეტილებას სახალხო
ბიუროს ყველა წევრის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით? ასეთ
შემთხვევაში, განხორციელდებოდა მათი ტრანსპორტირება
აეროპორტამდე და ლიბიასთან შეთანხმებული ლიბიური
თვითმფრინავით მოხდებოდა ყველას ტრიპოლში დაბრუნდება,
მკვლელის ჩათვლით.

ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მოეთხოვა წვდომა სახალხო ბიუროში,


რაზეც ლიბიის მთავრობისგან უარი მიიღო. ორი ლიბიელი დიპლომატი,
რომლებიც სროლისა და დემონტრაციის დროს საელჩოს ტერიტორიაზე არ
იმყოფებოდნენ, შუამავლებად მოქმედებდნენ პოლიციის მოლაპარაკებებსა
და შენობაში მყოფებს შორის. მთავრობამ ასევე მოლოდინის რეჟიმში ჩააყენა
სპეციალური საჰაერო სამსახურც, თუმცა მოლაპარაკებები არ წარიმართა . 22
აპრილს ბრიტანეთმა აცნობა ლიბიის მთავრობას დიპლომატიური კავშირების
გაწყვეტის შესახებ, საელჩოში მყოფ დიპლომატებს 29 აპრილის შუაღამემდე
მიეცათ ვადა, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა. შესაბამისად, ბრიტანეთმა თავის
საელჩოს თანამშრომლებს დაავალა დაეტოვებინათ ტრიპოლი იმავე დროს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Ashman, Chuck; Trescott, Pamela (1986). Outrage: The Abuse of Diplomatic Immunity.
London
2. Willey, David; Raphael, Adam; Mather, Ian (22 April 1984). "Qadhafi offers 'team to
help find siege killer'".The Observer. p.1.
3. Burleigh, Michael (26 March 2011). "Inside the mind of a tyrant".The Daily Telegraph.
p.23.
4. Horsnell, Michael (13 June 1980). "Gaddafi men sentence to death two Libyan exiles in
London".The Times. p.1.
5. Gilmour, Ian (13 June 1980). "Anglo-Libyan Relations". Parliamentary Debates
(Hansard). House of Commons.
6. Ronen, Yehudit (March 2006). "Libya's Conflict with Britain: Analysis of a Diplomatic
Rupture". Middle Eastern Studies.
7. Kirby, Dick (2013). Death on the Beat: Police Officers Killed in the Line of Duty.
Barnsley, South Yorkshire: Wharncliffe
8. Belfield, Richard (2005).The Assassination Business. New York: Carroll & Graf.
9. 1984: Libyan embassy shots kill policewoman". BBC News

You might also like