You are on page 1of 3

მიშიკო ბარბაქაძე

ჩარლზ დარვინი

ინგლისელი ნატურალისტმა, მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა, ჩარლზ დარვინმა


შექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის
ისტორიაში. მან შეძლო და ამოხსნა ბუნებაში მიმდინარე საიდუმლო პროცესები, თუ
როგორი სახე ჰქონდა თითოეულ სახეობას, ინდივიდს წარსულში, წლების წინ და
როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში. მის ნაწარმოებში „სახებათა წარმოშობისა
და არსებობისთვის ბრძოლაში უპირატესობის მწონე სახეობების გადარშენის
შესახებ“ აღწერილია თუ რას გულისხმობს ბრძლა არსებობისთვის, რა არის
ევოლუციის თეორია და რა კავშირშა ტექნიკურ პროგრესთან. ასევე ის გვესაუბრება
დაპირისპირებებზე, რომლები წარმოიშვება ცოცხალ ორგანიზმებს შორის, რათა
ისინი გადარჩნენ და გააგრძელონ ცხოვრება.

არსებობისთვის ბრძოლა არის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს


ცოცხალ და არაცოცხალ არსებებს შორის, ასევე არა მარტო სხვადასხვა სახეობებს
შორის, არამედ ერთის სახეობის წარმომადგენელ ინდივიდებს შორისაც
მიმდინარეობს. არსებობისთვის ბრძოლაში იმარჯვებენ და გადარჩებიან იმ სახეობის
წარმომადგენლები, რომლებიც უფრო ძლიერნი აღმოჩნდებიან. „ბრძოლა ერთი და
იმავე სახეობის წარმომადგენლებს შორის, განსხვავებულ სახეობებს შორის ან
ბრძოლა ცხოვრების ფიზიკურ პირობებთან.“ (დარვინი 2018, 22). რა თქმა უნდა,
ცოცხალ არსებებს ბროლა უწევთ, არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ კლიმატთანაც,
ბუნებრივ პირობებთან. ამისთვის კი ისინი სპეციალურად ემზადებიან და ცდილომენ
რომ იყვნენ უფრო ძლიერები, მაგალითად როდესაც დადგება ცივი ზამთარი.
ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებული კონკურენცია, დაპირისპირებეი იყოფა ორ
ნაწილად: შიდასახეობრივი და სახეობათაშორისი. შიდასახეობრივი ბრძოლის დრო
დაპირისპირებული მხარეები არიან ერთი სახეობის ინდივიდები, სწორედ ამ დროს
არის ყველაზე მწვავე ბროძოლა, რადგან მათ რამის თანაბარი ნიშნებით და
შესაძლებლობებით უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. ხოლო სახეობათაშორის
ბრძოლის დროს ერთმანეთ უპირისპირდებიან სხვადასხვა სახეობის, ცოცხალი
ორგანიზმები, მაგალითად შეიძლება იყოს ცხოველების და ფრინველების
დაპირისპირება. რათა ისინი გადარჩნენ, გააგრძელონ შთამომავლობა და იარსებონ.
„როდესაც ბუნებაზე ვსაუბრობთ, არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეული
ორგანული ქმნილება, შეიძლება ითქვას მიისწრაფვოდეს მატებისაკენ და თითოეულ
მათგანს სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე უწევს არსებობისთვის ბრძოლა.“ (დარვინი
2018, 24).

რაც შეეხება ევოლუციას, ევოლუცია დარვინის მიხედვით ბევრი შემთხვევითი


მოვლენების, ფაქტორების და შემთხვევითი ცვალებადობის შედეგია. ევოლუცია
შთამომავლობის განვითარებას, სახეცვლილებას ნიშნავას და ასევე არეგულირებს
დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობას, რადგან დედამიწაზე არ
აღმოჩნდეს იმაზე მეტი რაოდენობის ცოცხალი არსებები, რამდენიც მიზან
შეწონილია და რამდენსაც დედამიწის რესურსები შესწვდება. ევოლუციის თეორიის
მეშვეობით დარვინმა დაამტკიცა, რომ დედამიწაზე მობინადრე ცოცხალი არსებები
ისეთები არ არიან, როგორებიც შეიქმნენ. ევოლუცია ყველაზე მეტად განავითარა
ტექნიკურ პროგრესმა, რომ არა ტექნიკური პროგრესი ევოლუციაში არ იქნებოდა
მიღწევები. ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო რადიომეტრიული დათარიღება, რომელიც
ძალზედ სუსტია და რომლის მეშვეობითაც გაკეთდა დიდი აღმოჩენები, მაგალითად
გაირკვა როდის ცხოვრობდნენ დინოზავრები, ადამიანის წინაპარი პრიმატები და ასე
შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიკროსკოპის აღმოჩენა, რომლის მეშვეობითაც
მეცნიერებმა შეძლეს მემკვიდრეობის გაშიფვრა, აღმაჩინეს ქრომოსომები და დნმ-ის
სტრუქტურა. კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გენების ექსპრესიის
მეთოდი, რომელიც დროთა განმავლობაში ძალზედ დაიღვეწა და დღეს შეაძლებელი
გახდა გავიგოთ სხვადასხვა ნიშნის გამოვლენისას გავიგოთ გენი აქიურია თუ არა.
სწორედ ამ მეთოდი უდევს საფუძვლად გენურ ინჟინერიას და მეცნიერებს
შეუძლიათ ებრძოლონ დაავადებებს გენეტიკურ დონეზე სანამ ისინი
გამოვლინდებიან. ასე რომ ტექნიკური პროგრესი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია
ევოლუცისთვის და მათ შორის არის მჭიდრო კავშირი.
ბიბლიოგრაფია

დარვინი, ჩარლზ. „სახეობათა წარმოშობისა და არსებობისთვის ბრძოლაშ


უპირატესობის მქონე სახეობების გადარჩენის შესახებ“ „შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში“ 2. გვ 7-33. თბლისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018 წელი.

You might also like