You are on page 1of 2

საკონსულო ფუნქციები

საკონსულო ფუნქციები ძალიან მრავალფეროვანი საკითხია. კონკრეტულად


საკონსულო ფუნქციების განსაზღვრა ძალიან ძნელია, რადგან ისინი მხოლოდ
საერთაშორისო სამართლით არ განისაზღვრება და ემყარება ქვეყვენის
შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და საკონსულო ინსტიტუტებს. ასევე საკონსულო
ფუნქციები, ადგილობრივი ხასიათის გამო, თითოეული კონკრეტული შემთხვევის
საჭიროებისა და გარემოებიდანაც გამომდინარეობს. ამიტომაც ნებისმიერი ფუნქცია,
რომელიც არ არის აკრძალული მიმღები სახელმწიფოს მიერ, ჩვეულებრივად თავსდება
საკონსულო ფუნქციების შესაძლებლობების ფარგლებში.

საკონსულო დაწესებულების უმთავრესი ფუნქციები, რომლებიც ამ ინსტიტუტის


ჩამოყალიბებიდანვე გააჩნდა მას არის საკუთარი თანამოქალაქეებისა და საკუთარი
სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვა. დანარჩენი ფუნქციები კი საყოველთაოდ
მიღებული საკონსულო მოვალეოებია. გადავიდეთ უშუალოდ საკონსულო ფუნქციების
დასახელებაზე.

საკონსულოსა და მისი თანამშრომლების პირველი და უმთავრესი ფუნქცია არის


კომერციისა და ვაჭრობის ხელშეწყობა და საკუთარი მოქალაქეების კომერციული
ინტერესების დაცვა ყველა შესაფერისი საშუალებით. ეს ყოველივე გულისხმობს
ვაჭრობისათვის, იმპორტისა და ექსპორტისათვის თვალის დევნებას, მოხსენებების
გაკეთებას კონკრეტულ საკონსულო ოლქის ფარგლებში ფინანსური, ეკონომიკური და
კომერციული მოვლენების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნებისათვის, რომელიც
ვაჭრობისა და კომერციის ინტერესებს ემსახურება. ასევე ეს ფუნქცია გულისხმობს
წარმგზავნი სახელმწიფოს კომერციული ფირმებისათვის დახმარების გაწევასაც.

საკონსულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა წარმგზავნი სახელმწიფოსა და


მისი მოქალაქეების, როგორც ცალკეული პირების, ასევე კორპორაციული ორგანიზაციების
ყოველგვარი ინტერესების დაცვა, მათი დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათთვის
შემწეობის აღმოჩენაც. ძირითადად შემწეობის აღმოჩენა ფინანსურ დახმარებას
ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში პიროვნება, რომელზედაც ავანსის სახით გაიცემა თანხა,
აუცილებლად წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს და ქვეყანაში დაბრუნების
შემდეგ, კონკრეტული თანხა უკან უნდა დააბრუნოს. თუმცა, ძირითადად, საკონსულოს მიერ
დახმარების მიზნით თანხის უშუალო გაცემა არ არის სანქცირებული. ამასთანავე,
საკონსულოს აქვს მოქალაქეთა რეპატრიაციის უფლებაც. ზემოთ აღნიშნული ყოველივე
დამოკიდებულია ქვეყანაზეც. მაგალითად, იაპონიის საკონსულოებს უფლება აქვთ
სამშობლოში დააბრუნონ ის მოქლაქეები, რომელთაც სურვილი აქვთ, მაგრამ ამის სახსრები
არ გააჩნიათ; ინდოეთის საკონსულოები კი არ არიან შეზღუდულები და სრული
თავისუფლება აქვთ შემწეობის აღმოჩენის საკითხში.

საკონსულოებს აქვთ წარმომადგენლობითი და ქონებრივი ფუნქციებიც. აქ მოიაზრება


ისეთი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების
დაცვა დაუხმარებლად. აქვე აღსანიშნავია გარდაცვლილი მოქალაქის ქონების შენახვის
უფლებაც. კონსულს შეუძლია მინდობილობის წარდგენითაც იყოს მემკვიდრეებისა ან მათი
უფლებამონაცვლეების წარმომადგენლი, სანამ დაინტერესებული პირი თავადვე არ იკისრებს
საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას. კონსულებს აქვე შეუძლიათ წარდგნენ მიმღები
სახელმწიფოს სასამართლოს წინაშე და მიმართონ სათანადო ორგანოებს ქონების დაცვასთან
და შეგროვებასთან დაკავშირებით და შემდეგ ისინი იღებენ იურიდიულ ზომებს ამ ქონების
შენახვისათვის.

საკონსულოებს აქვთ ნოტარიალური ფუნქციებიც. აქ შედის წარმგზავნი


სახელმწიფოს მოქალაქეთა განცხადებების ჩაწერა, ანდერძის ან სხვა დოკუმენტების
გაფორმება, შედგენა თუ დადასტურება. ამავე ფუნქციაში შედის დოკუმენტების თარგმნა,
ხელმოწერების დადასტურება და საერთოდ, ნებისმიერი პროცესუალური ქმედება,
რომლისთვისაც საჭიროა ნოტარიუსის უფლებამოსილებების გამოყენება წარმგზავნ
სახელმწიფოში.

კონსულებს ასევე აქვთ უფლება და ფუნქცია იმისა, რომ გასცენ პასპორტები და


ვიზები საკუთარ მოქალაქეებზე. ისინი აგრეთვე არეგისტრირებენ პირის დაბადებას,
გარდაცვალებასა თუ ქორწინებას. აქვე აღსანიშნავია საკონსულოების ფუნქციები და
მოვალეობები ნაოსნობასთან დაკავშირებით. კონსული სარგებლობს ზედამხედველობისა და
ინსპექტირების გარკვეული უფლებებით, წარმგზავნი სახელმწიფოს ნაციონალური
კუთვნილების მქონე მცურავ საშუალებებთან მიმართებაში. აქვე შედის ამ მცურავი
საშუალებებისა და მისი ეკიპაჟის წევრებისათვის საჭიროების შემთხვევაში დახმარების
აღმოჩენის ფუნქციაც.

You might also like