You are on page 1of 5

ეთნოსიმბოლიზმი ნაციონალიზმის მესამე მთავარი მიმართულებაა.

თვითონ ტერმინი „ეთნოსიმბოლიზმი“ კარგად გამოხატავს ამ


მიმდინარეობის არსს,რადგან იგი ერის და ნაციონალიზმის
ჩამოყალიბებაში არსებით როლს ანიჭებს ძველი ეთიკური ერთობების
სიმბოლისტურ მემკვიდრეობას.
ეთნოსიმბოლიზმი და სხვა მიმდინარეობები
ეთნოსიმბოლისტები უარყოფენ პერენიალისტებისთვის
დამახასიათებელ აბოსოლუტურ „კონტუიზმს“,ანუ ერების არსებობის
უწყვეტელობას.ისინი მიიჩნევენ,რომ მართალია თანამედროვე ერი
წარმოადგენს ძველი ეთნოსოციალური ერთობის გაგრძელებას,მაგრამ
ერად ჩამოყალიბება მოხდა მხოლოდ უკანასკნელ საუკუნეში,როცა
შეიქმნა ობიექტური პირობები(მაგ:განათლების სისტემა)
ეთნოსოციალური ერთობის ერად გარდაქმნისთვის.
ეთნოსიმბოლიზმს ასევე შუალედური ადგილი უკავია
პრიმორდიალიზმსა და მოდერნიზმს შორის.
ეთნოსიმბოლისტები არ იზიარებენ ერების „გამოგონების“
მოდერნისტულ შეხედულებებს და დაუშვებლად მიაჩნიათ
მოდერნისტების მიერ ერის ჩამოყალიბებაში
სიმბოლოების,ფასეულობებისა და მოგონებების როლის დაკნინება.
მოდერნისტები ეთოსიმბოლისტებს პრიმორდიალისტების ნაკლებად
რადიკალ წარმომადგენლებად მიიჩნევენ,ხოლო რადიკალი
პრიმორდიალისტებისთვის ისინი „ლიბერალი“ მოდერნისტები არიან.
პრიმორდიალიზმსა და მოდერნიზმთან შედარებით
ეთნოსიმბოლიზმი უფრო ჰომოგენური და მწყობრი თეორიაა და
ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარსულს.
ეთნოსი და რელიგია
რელიგია მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს,როგორც
სულიერი,ისე სოციალური თვასაზრისით.ეთნიკური წარმომავლობის
ამსახველი მითი ხშირად დაწყვილებულია შესაქმის მითთან-როგორც
დევკალიონი და პირა ჰესიოდეს თეოგონიაში და ნოე
ბიბლიაში.ძალიან ხშირად ეთნიკური ერთობი გმირები რელიგიურ
ცოდნა-ტრადიციებზე აღზრდილი გმირები არიან და მათ „ღვთის
მსახურებად“უფრო მიინევენ,ვიდრე ეთნოსის
დამფუძნებებად.ასეთები არიან
მოსე,ზოროასტრი,მუჰამედი,წმ.პატრიკი და სხვა.
ეთნოსიმბოლიზმის მიმდევრის ჯონ არმსტრონრონგის აზრით
ისლამმა და ქრისტიანობამ დასაბამი დაუდო ორ განსხვავებულ
ცივილიზაციას და მათთან დაკავშირებულმა მითებმა ჩამოაყალიბა
ეთნიკური იდენტობები განსხვავებული სახეებით.

ეთნოსიმბოლიზმი ჯონ არმსტორნგისა და ენტონი სმიტის


შრომების მიხედვით
ჯონ არმსტრონგი პირველი მეცნიერი იყო ნაციონალიზმის
თეორიაში,რომელმაც ეჭვქვეშ დაატენა წარმოდგენა ერების ახალ
ისტორიულ ეპოქაში წარმოშობის შესახებ.იგი ერებს უფრო
ადრინდელ მოვლენად მიიჩნევს,ვიდრე ნაციონალიზმს.
არმსტრონგი პერენიალისტებისა და პრიმორდიალისტების მსგავსად
თვლის,რომ ერები მანამდე არსებობდა,სანამ ნაციონალიზმი
წარმოიშობოდა.იგი ეთანხმება ადნერსონსა და ჰობსბაუმს იმაში,რომ
სხვა ადამიანური იდენტობების მსგავსად ეროვნული იდენტობაც
გამოგონებაა,მაგრამ მათგან განსხვავებით თვლის,რომ ეს გამოგონება
ამოქაჩულია ძველი,არსებული ჯგუფური იდენტობისგან.
არმსტრონგის მიხედვით ეთნიკური თვითშეგნება არსებობდა
უძველეს ცივილიზაციაში.იგი არსებობდა უძველეს
ცივილიზაციებში,კერძოდ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში.
იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და გამოყოფს ცხოვრების
ორ განსხვავებულ წესს-ბინადარს და მომთაბარეს.
ბინადარი მოსახლეობის მითები და სიმბოლოები დაკავშირებულია
ტერიტორიასთან,ხოლო მომთაბარე მოსახლეობის-
წარმომავლობასთან.
პირველი მათგანი დამახასიათებელია ევროპისთვის,ხოლო მეორე-
ახლო აღმოსავლეთისთვის.რელიგიამ განამტკიცა ეს განსხვავება.

ეთნოსიმბოლიზმის მეორე წარმომადგენლის,ენტონი სმიტის მთავარი


თეზისი არის ის,რომ თანამედროვე ერების არსის გაგება
შეუძლებელია მათი წარსული ეთნიკური სტრუქტურისა და
ისტორიის გარეშე.კითხვაზე: „ვინ არის ერი“სმიტის აზრით პასუხი
ძველი ეთნიკური ერთობის ძიებამ უნდა მოგვცეს.
იგი ასახელებს პირობებს,იმისთვის რომ ესა თუ ის ერთობა ეთნოსად
მივიჩნიოთ,ესენია:
1)საერთო საკუთარი სახელი
2)მითი საერთო წარმომავლობაზე
3)საერთო ისტორია და ისტორიული მეხსიერება
4)ერთიანი,სხვებისგან განსხვავებული კულტურა
5)გარკვეულ ტერიტორიაზე მიკუთვნება
6)ურთიერთსოლიდარობის გრძნობა.
იგი ეთნოსების ფორმირების ორ ძირითად მოდელს გამოყოფს-
შეერთებას და დაშლას.შეერთების შედეგან ორი ან რამდენიმე
ეთნოსისგან ყალიბდება ახალი ეთნოსი,რომელიც ენით და
კულტურით განსხვავდება შემადგენელი ეთოსებისგან.დაშლის
შედეგად კი წარმოიქმნება ახალი ეთნოსები,რომლებიც ენით და
კულტურით ასევე განსხვავდება „დედა“ ეთნოსისგან ,თუმცა
სიახლოვე მაინც შენარჩუნებულია.
სმიტის აზრით ერთხელ ჩამოყალიბებული ეთნოსი გამორჩეული
მდგრადობით ხასიათდება,თუმცა არ თვითგანახლების პროცესი არის
უცხო,რომლის ყველაზე გავრცელებული ფორმებია კულტურული
დიფუზია და რელიგიური რეფორმები.
სმიტი ასევე ეთნიკური ერთობის 2 ტიპს გამოყოფს-ლატერალურს და
ვერტიკალურს.ეს ორი ტიპი წარმოშობს ერის ფორმირების
განსხვავებულ ტიპებს.
ლატერალური ეთნოსი შედგება არისტოკრატიისა და უმაღლესი
სამღვდელოებისგან.ასეთი ეთნოსი სოციალურად მაღალ ფენებზე იყო
მიჯაჭვული და გეორგრაფიული გაფანტულობის პირობებში
მჭიდროდ უკავშირდებოდა მეზობელი ეთნოსების მაღალ ეშელონებს.
ვერტიკალური ეთნოსი უფრო სახალხო და კომპაქტურია.მისი
კულტურა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში აღწევს.სოციალური
დანაწილება არ არის გამოწვეული კულტურის
განსხვავებულობით.ასეთ ეთნოსში ეთნიკური საზღვრების არის მყარი
და გამორჩეული ხოლო ინკორპორაციის ბარიერები ბევრად რთულია.
ერების წარმოშობა და ნაციონალიზმი
ნაციონალიზმი რა თქმა უნდა ვერ აგვიხსნის,რომელი ეთნიკური
ერობა იქცევა ერად ის მხოლოდ გვიჩვენებს სად და როდის მოხდება
ეთნოსის ერად ქცევა.
სმიტი ცნება „ნაციონალიზმს“ 5 სხვადასხვა მნიშვნებლობით იყენებს
1)ერების ფორმირებისა და შენარჩუნების მთელი პროცესი
2)ერისადმი კუთვნილების გრძნობა
3)ერის ენა და სიმბოლიზმი
4)ერის იდეოლოგია
5)პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა ერის მიზნების
მიღწევისთვის.
ნაციონალიზმის ძირეული დოქტრინა სმიტის მიხედვით 4 მთავარი
დებულებით გამოიხატება
მსოფლიო დაყოფილია ერებად-თითოეულს აქვს განსაკუთრებული
ხასიათი
ერი არის ყველა პოლიტიკური და სოციალური ძალაუფლების წყარო,
ადამიანის არსებობა განსაზღვრული უნდა იქნეს ერთად მიმართებაში,
ერები უნდა იყოს თავისუფალი და უსაფრთხო
ასევე სმიტი განარჩევს ტერიტორიულ და ეთნიკურ ნაციონალიზმს.

ეთნოსი და საქართველო
ქართველთა ეთნოგენეზში მონაწილეობა აქვთ მიღებული ძველი
ცივილიზაციის მქონე ხალხებს (შუმერები, ხურიტები, ხეთები,
ურარტუელები) და ჩვენთვის უცნობი სხვა რომელიღაცა
ინდოევროპული მოდგის ხალხს. გვიან ქართულ ეთნოსში
ჩრდილოკავკასიელთა, ალბანელთა და სომეხთა შემოდინება,
ინფილტრაციაც მიმდინარეობდა.
ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე ათასწლეულში ქართული
ეთნიკური ერთობა უკვე ჩამოყალიბებული იყო. ძველი
წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლო მესამედიდან
ქართველური მოდგმის ერთეულები უკვე საისტორიო წყაროებში
არიან დასახელებულნი.
ქართველებს არ ჰყავთ ენობრივად მონათესავე ეთნოსი. ვარაუდობენ,
რომ შორეულ წარსულში ნათესაური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ
ჩრდილოკავკასიის ეთნოსებთან, განსაკუთრებით ნახურ-დაღესტნურ
ენებზე მოლაპარაკეებთან.ძველი წელთაღრიცხვის პირველ
ათასწლეულში უნდა მომხდარიყო საერთო ქართული ენის
"დიფერენციაცია", რასაც ხელს უწყობდა ის ბუნებრივ-
გეოგრაფიული გარემო, რომელზედაც ქართული ეთნოსი იყო
განფენილი. ამ ე.წ. "ენობრივ დიფერენციაციას" (დიალექტის,
მეტყველებების გამოყოფას) ერთიანი ქართული ეთნოსის დაშლა, რა
თქმა უნდა, არ გამოუწვევია.

You might also like