You are on page 1of 2

კონსპექტბარათი #3

სტუდენტი: ქრისტინე ბერულავა

თარიღი: 03.04.2021.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021.
ა. (ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 49-53; ეკო: 28-41)

აკადემიური ნაშრომის შექმნის პროცესში ყველაზე საპასუხისმგებლო,


მნიშვნელოვანი და ძირითადია საკვლევი თემის შერჩევა. თავდაპირველად უნდა
დავუსვათ საკუთარ თავს სამი შეკითხვა: რას ვწერთ? - თემა; რისთვის ვწერთ? -
მიზანი; ვისთვი ვწერთ? - აუდიტორია. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი თემის
შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი და რთული პროცესია დამწყები
მკლვევარებისთის. თავდაპირველად უნდა ჩამოვწეროთ ჩვენთვის საინტერესო
სფეროები და შემდეგ აქედან უნდა ავარჩიოთ ერთი გარკვეული თემა, რაც ჩენთვის
შედარებით ნაცნობია და გავინტერესებს. თუნდაც, რაიმე ფილმი ან წიგნი , რომელიც
ბოლოს წავიკითხეთ და შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე... და ბოლოს, ასევე
რთული პროცესია სათაურის შერჩევა, რადგან მანაც უნდა მოახდინოს გარკვეული
შთაბეჭდილება მკითხველთათვის და უნდა აღუძრას მათ ინტერესი...

ჩვენ, სტუდენტები, უპირველესად უნდა ვეცადოთ ისეთი ნაშრომი დავწეროთ,


სადაც ბევრი თემის მეტად განხილვა შეგვეძლება. რადგან, უმეტეს შემთხვევებში,
ყოვლისმომცველი თემები სრულიად უვარგისია და მათ გამოცდილი მკვლევარებიც
კი ერიდებიან. მაგრამ თუ სტუდენტი წერს ზოგადი ხასიათის საკვალიფიკაციო
ნაშრომს, მათ მიაჩნიათ, რომ შემფასებლებმა ან კომისიის წევრებმა სათანადოდ ვერ
შეაფასეს იგი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კომისიის წევრები მათ ვერ შეასწორბდნენ.
საბოლოოდ, რომ ვთქვათ სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი თემის დამუშავება
მიმოხილვითი ხასიათის ისე დამუშავება, რომ იგი გამოკვლვებში არ გადაიზარდოს,
როგორიცაა მონოგრაფიული გამოკვლევა.

ბ. (ლიტერატურა:https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/anotatsiis-
gzamkvlevi.pdf )
ანოტაცია ეს არის მოკლე ინფორმაცია, ამა თუ იმ წიგნის, სტატიის,
ლიტერატურული ან სამეცნიერო ნაშრომის თუ სხვა პუბლიკაციის, რომლის მიზანია
ნაშრომის აღწერა იმგვარი სახით, რომ მკითხველს გარკვეული შტაბეწდილება
შეექმნას წიგნის შენაარსზე, მის ავტორსა თუ ძირითად ხაზზე. მნიშვნელოვანი
ინფორმაცია ანოტაციის შესახებ, ეს არის რომ იგი არ უნდა აღემატებოდეს 150
სიტყვას. უპირველესად, ანოტაციის შესადგენად უნდა ვიცოდეთ მითითებული
ავტორის შესახებ ინფორმაცია, რაც გულისხმობს: მის სპეციალობას, დაბადებისა და
გარდაცვალების წლებს, სადაურობა და მის კვალიფიკაციას... ასევე მნიშვნელოვანია
ავტორის შესახებ ესა თუ ის ინფორმაცია ანოტაციის დასაწყისივე იყოს აღნიშნული.
უნდა განიმარტოს ორი ან სამი წინადადებით და აჩვენებდეს თუ რას ეხება, ან
ემსახურება, გარკვეული ტექსტი- ზუსტად, ეს არის ანოტაციის დანიშნულება და
უმთავრესი მიზანი. ესა თუ ის ანოტაცია, როგორც უკვე ნათელია, არის სპეციფიკური
აუდიტორიისთვის განკუთვნილი.

დ. (ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 92-97)

სამეცნიერო ლიტერატურის კურსორული, იგივე სწრაფი, კითხვისს


მნიშვნელოვანია განისაზღვროს რამდენად არის ტექსტი საკვლევი თემის
რელევანტური. რადგანაც კურსორული კითხვის პროცესში, აუცილებელია
ყურადღება გამახვილდეს გარკვეულ ნაწილზე, და არა მთლიან ტექსტზე. მოცემული
ტექსტის კითხვის პროცესში უნდა დავსვათ შინაარსობრივი,იგივე ობიექტური და
სუბიექტურ-სიტუაციური, იგივე ტექსტის მკითხველზე მიმართული კითხვები. ამის
შემდეგი ნაბიჯი არის სელექციური კითხვა, ამ დროს მნიშვნელოვანია მთლიან
მოცემულ ტექსტში ვიპოვოთ მნშვნელოვანი, შედარებით საჭირო და სასარგებლო
ინფორმაცია, ეს იგივეა რაც თივის ზვინში ნემსის ძიება. წარმატებული სელექციური
ითხვისთვის მნიშვნელოვანია: ცნებების განმარტება, სხვადასხვა ავტორების
მსჯელობა სხვადასხვა სამეცნიერო წყაროში და რაოდენობრივი მონაცემები.
რომშევაჯამოთ, კითხვის სტრატეგიებში ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურს
წარმოადგენს შემეცნებითი კითხვა, რაც გულისხმობს, ტექსტის დამუშავებასა და
გაანალიზებას...

You might also like