You are on page 1of 3

ილია ჭავჭავაძე

„მგზავრის წერილები“

დამპყრობელი ქვეყნის განუვითარებელი პოლიტიკური სისტემები თავიანთ


წიაღში აგრესორებს ზრდიან

ილიას „მგზავრის წერილების“ მე-3, კულმინაციურ თავში, მკითხველს მწერლის


ლირიკული ორეული ლარსის „სტანციის“ სავარძელზე მჯდომი ეხატება. როგორც
ტექსტიდან ირკვევა, მგზავრი ინდივიდსა და სამშობლოს შორის გაუცხოების
პრობლემას ჩაუფიქრებია. თუ როგორი შეხვედრა და ურთიერთობა ექნებათ მწერლის
ორეულსა და მის მშობლიურ მიწას. მოცემულ ეპიზოდში მგზავრის ეს ფილოსოფიური
გამორკვევა „სტანციის“ კოჭლი გუშაგის მოსვლისთანავე წყდება. ტექსტში თავად ამ
„სტანციის“ გუშაგის მხატვრული სახე რუსული იმპერიული სისტემის ალეგორიულად
გამომხატველია, მაგრამ ეპიზოდის მთავარი სათქმელი მხოლოდ მომდევნო სცენებში
გამოკვეთილი პერსონაჟის მეშვოებით ცხადდება.

კოჭლი გუშაგის შემდეგ ტექსტში „პოდპორუჩიკი N“-ის სახით უკვე ახალი


მხატვრული სახე იკვეთება. მწერლის მიერ ამ პერსონაჟის სახელის დამალვას
ალეგორიული ქვეტექსტი აქვს და ახალი მხატვრული სახის განზოგადებით აიხსნება.
თავად ეს „პოდპორუჩიკი N” ტექსტში განასახიერებს რუსული იმპერიული რეჟიმის
წიაღში შობილ აგრესორ ნატურას, რომლის თვისებათა გამოვლინებასაც ეპიზოდში
არაერთხელ ვხვდებით.

პირველი მისი პიროვნული მახასიათებელი, რაც ტექსტში იკვეთება არის


მოსაუბრის სოციალურ ფენაზე დამოკიდებული თავის წარმოჩენა. ეს თვისება კი
ყველაზე ნათლად მგზავრის მიერ საკუთარი თავის „სომხის სოვდაგრის დახლიდარად“
გაცნობის შემდეგ ცხადდება: „ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე
დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მომარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი
სხვა ჰანგზედ შესცვალა“.

მგზავრთან დიალოგში „პოდპორუჩიკი N” ქართულ ქალაქებსაც აკნინებს,


ამავროულად კი მთხრობელს უმტკიცებს, რომ რუსებისთვის პეტერბურგის, როგორც
რუსეთის გულის, უპირატესობაც დაუმტკიცებია: „ხომ გინახავთ პეტერბურგი?
რუსეთის გულია. მართალია, აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული
მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გავუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი
გახლავართ“. როგორც აღმოჩნდა, „პოდპორუჩიკ N”-ს განდიდების მანიაც ჰქონია, მის ამ
პიროვნულ მახასიათებლებზე საპასუხოდ კი მგზავრი ერთგვარ ცინიკურ კომენტარსაც
აკეთებს: „დავუგდე კი ყური ამ აფიცერს და გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა
მეთქი, მაგრამ, გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა, არა შევატყვე-რა“. მწერლის
ორეულის ეს ცინიზმი რუსი ოფიცრის ამ კომიკურ მახასიათებლებს ტრაგიზმის
ელფერსაც კი სძენს, თითქოს ამ „პორპორუჩიკი N”-ის სახე ცარისტული რეჟიმის
პროდუქტი იყოს, ზოგადი სახე რუსული იმპერიული მახინისა.

ამის შემდეგ რუს ოფიცერს საუბარი იზლერის ბაღზე გადაჰყავს, ამავდროულად


კი მგზავრს თავის ცარისტულ მსოფლმეხდველობასა და „ერუდიციას“ ახვევს. იზლერის
ბაღის უპირატესობაზე საუბრის დასრულების შემდეგ კი ოფიცერი მთხრობელს თავს
ჩაისა და „პაპიროსზე“ დააპატიჟებს. ამის შემდეგ კი საუბარს სახელმწიფოსთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის, განათლების შესახებ იწყებს. „პოდპორუჩიკი N”
მგზავრს საქართველოს გაუნათლებლობაზე ესაუბრება, მაგრამ დიალოგის მთავარი
კომიკური ნაწილი ოფიცრის მიერ განათლების მეცნიერული განმარტების წამოჭრის
შემდეგ ცხადდება. როგორც აღმოჩნდა, რუს ოფიცერს ერთმანეთში განათლებისა და
განათების მცნებები ერევა: „რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება,
ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ
არის“.

ტექსტში რუსი ოფიცრის აგრესორული და ძალმომრეობითი მენტალიტეტის


შესახებ ყველაზე ნათლად მის მიერ ცივილიზაციის დონის განსაზღვრება მეტყველებს.
“პოდპორუჩიკი N” მგზავრთან საუბრისას საქართველოს ცივილიზაციის დონის
დასადგენად ქართველ გენერლებზე ჩამოაგდებს საუბარს, ხოლო როცა მგზავრისგან
მათი რაოდენობის შესახებ მოისმენს, მყისვე რუსეთის რეჟიმს განადიდებს: „ოციოდ
მართალი გენერალი! ბარაქალა მართმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა
ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას.“. მსგავს თემატიკაზე რუსი ოფიცერი
წინა ეპიზოდებშიც საუბრობს, სადაც ქართველთა განათლებას რუს ჩინოვნიკებსა და
სხვა სამხედრო პირებს მიაწერს: „მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი
მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად“.

ასევე ცალკე სასაუბრო თემაა ქურდობის წინააღმდეგ მიმართული ის გენიალური


გამოგონება, რომლის მომავალზეც რუსი ოფიცერი დიდ იმედებს ამყარებს. როგორც
ტექსტში ჩანს, რადგან ოფიცერს შაქრის ყუთის დაკეტვა ავიწყდებოდა, უკეთესად
მიიჩნია ყოველ დილით ბუზები ეჭირა, რათა ისინი ყუთში ჩაესვა და დღის ბოლოს მათი
რაოდენობის ცვლილებით თავისი „დენსჩიკი“ ქურდობაში გამოეჭირა. რა თქმა უნდა,
ოფიცრის ეს ხერხი არც უდანაშაულობისა და არც ჰიგიენურ ფაქტორს ითვალისწინებდა.

დაპყრობილ ტერიტორიებზე იმპერიული სახელმწიფოების მხრიდან ხშირია


განუვითარებელი პოლიტიკური სისტემების გავრცელება, რომელთა მიერ
დამყარებული რეჟიმი ხშირად ხალხში პრიორიტეტთა აღრევას იწვევს. ასეთ
სიტუაციებში ზოგიერთი ინდივიდებისგან აგრესორები იშვებიან, რომელთა სოციუმში
ყოფნა ხშირად ზიანის მომტანი ხდება დანარჩენებისთვის.
იმპერიულ რეჟიმში შობილი აგრესორების მაგალითზე მახსენდება ეპიზოდური
პერსონაჟები ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიადან“. თუნდაც მაგალითად
ბოდღო ყვალთავა, მხატვრული სახე ბილწი, ყველაფრის მკადრებელი, ფლიდი ყაჩაღისა.
ან თუნდაც არქიფო სეთური, განდიდების მანიით შეპყრობილი აგრესორული ნატურის
მქონე პერსონაჟი, რომელმაც თანასოფლელთა შიშისა და იმედის ბოროტად
გამოყენებით საკუთარი მიკროდიქტატურა დაამყარა.

ასევე მახსენდება ბორის აკუნინის მოთხრობა „აღმოსავლეთი და დასავლეთი“,


სადაც ნათლად ჩანს ეთნომენტალური და კულტურული შეუთავსებლობის ნიადაგზე,
რუსულ იმპერიულ რეჟიმში შობილი ჩეჩენი აგრესორი ექსტრემისტები, რომლებიც
თავგანწირვით იბრძვიან პიროვნული და ეროვნული თავისუფლებისთვის.

You might also like