You are on page 1of 2

თემა 7

დასავლეთ ევროპაში ადრინდელი ფეოდალური მონარქიის ხანად ითვლება მეხუთე-


მეათე საუკუნეები.ამ პერიოდში შეიქმნა გერმანული ბარბაროსული სამართლის
წიგნები,რომლებშიც ასახულია ადრეული საშუალო საუკუნეების პერიოდი.
არსებობს გამოთქმა “ბარბაროსული სამართლის წიგნები”.ტერმინი ბარბაროსობა მე18
საუკუნეში შემოიღო ფილოსოფოსმა ა.ფერგიუსონმა.მეცნიერთა გარკვეული ნაწილი
მთელი კაცობრიობის ისტორიას სამ ნაწილად ჰყოფდა:ველურებად;ბარბაროსობად და
ცივილიზაციად.”ბარბაროსობა” პირობითი ტერმინია.ლუის მორგანის თქმით
ბარბაროსობა იწყება მეთუნეობის გამოგონევის ხანიდან იწყება და დამწერლობის
გაჩენით მთავრდება.ბარბაროსები მწარმოებლური მეურნეობის პირობებში ცხოვრობდნენ
,მათ მოშინაურებული ჰყავდათ ცხოველები და ფრინველები მცენარეობასაც ეწეოდნენ და
ასევე ამზადებდნენ ლითონის იარაღებსაც.
ბარბაროსული სამართლის წიგნებში აისახა შუა საუკუნეების ევროპის ყოფა-
ცხოვრება.ბარბაროსული სამართლის წიგნთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია
“სალიკური სამართალი”(შეიქმნა VI საუკუნის დასაწყისში). ასევე უნდა ვახსენოთ
ბურგუნდთა სამართალი(დაახლოებით 516 წელს შეიქმნა);ვესტგუთების
სამართალი(672წ.);ალემანთა სამართალი (დაახლოებით მეVI საუკუნის
ბოლოს);ლანგობარდების სამართალი მკვლევართა აზრით დაახლოებით მეVII საუკუნის
40-იან წლებში უნდა იყოს შექმნილი, ხოლო რაც შეეხება საქსების სამართალს ის VIII-IX
საუკუნეების მიჯნაზე უნდა იქნას შედგენილი.
სამართლებრივი ძეგლების ასეთი მოძალება ,მათი შემქმნელი საზოგადოებების
განვითარებისუნარიანობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე
მიგვითითებს.ადრეფეოდალური მონარქიის ხანა დასავლეთ ევროპაში ფეოდალური
დაქუცმაცებულობის ხანამ შეცვალა.ფეოდალური საზოგადოების დაშლისა
საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების პერიოდად ითვლება მე16-მე17
საუკუნეები.
ყველა პერიოდს სათანადო სახელმწიოებრიობა,სათანადო პოლიტიკური ფორმა
შეესაბამება.მაგალითად,მე5-მე10 საუკუნეებში წარმოიშვა ან განვითარდა ადრინდელი
ფეოდალური მონარქია,ხოლო მე11-მე15 საუკუნეებში წოდებრივ
წარმომადგენლობითი მონარქია.
იყო დრო,როდესაც ფეოდალიზმის არსებობას უარუოფდნენ. ცნობილი
ისტორიკოსებიც კი რუსეთში უარყოფდნენ ფეოდალიზმის არსებობას.ხოლო
ყველაფრის გააზრების შემდეგ ეს მოსაზრება უარყოფილი იქნა. აქ ასევე ისიც უნდა
აღვნიშნოთ,რომ ფეოდალიზმის ცნებაც კი არ არის ყოველმხრივ
გააზრებული.ისტორიკოსების ნაწილს ფეოდალიზმი დღესაც ესმით,როგორც
გარკვეული იურიდიული და პოლიტიკური ნიშნების ერთობლიობა.
მეცნიერები ფეოდალიზმის წარმოშობის შესახებაც დაობდნენ, ზოგს ფეოდალიზმის
წარმოშობა გერმანელების წყალობად მიაჩნდათ,ხოლო ისტორიკოსების მეორე
ნაწილს,რომელთაც რომანისტების სახელი დაუმოვიდრდათ ფეოდალიზმი
ბარბაროსულ ხალხებზე რთული რთული ზემოქმედების შედეგად წარმოშობილად
მიაჩნდათ.
ბერძნულ-რომაული სამართლის გამოჩენილი მოვლევარი ლუდვიგ მიტტაისი
ფიქრობდა რომ ფეოდალიზმი ხალხის შემოქმედებაა და რომ ფეოდალური
სახელმწიფო იყო ხალხური მოვლენა,ხალხური პოლიტიკური ორგანოზაცია და
მიზნადაც ხალხზე ზრუნვას ისახავდა.
ამ ყველაფერის უკეთ გასაგებად,თუ რას წარმოადგენდა ადრე ფეოდალური
მონარქია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და განსაკუთრებით კი ფრანკებში, ჩვენ უნდა
მივმართოთ “სალიკურ სამართალს”.
სახელმწიფო ფრანკებში წარმოიშვა პირველყოფილი-თემური წყობილების
რღვევისა და მის წიაღში ფეოდალური წყობილების ჩასახვა-განვითარების
პროცესში.ფრანკებში სოციალური პროგრესის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის უნდა
მოვიხსენიოთ რომის განვითარებული სახელმწიფოებრიობიდან მომდინარე
იმპულსები.ფრანკები ძლიერი სამხედრო ორგანიზაციის მქონე მებრძოლი ხალხი იყო.
როგორც ვიცით ფრანკები თავდაპირველად მდინარე რაინის აღმოსავლეთით
ცხოვრობდნენ.სახელწოდება “ფრანკი” მხოლოდ მესამე საუკუნის შუა წლებში გაჩნდა
და ნიშნავს ქვემობდა შუა რაინის სანაპიროზე მცხოვრებ სხვადასხვა ტომების კრებას.
რომის სახელმწიფომ ფრანკები თავის სამსახურში ჩააყენა. მათ უნდა დაეცვათ
რომის იმპერიის საზღვრები.თანდათან ფრანკები გალიაში სახლდებოდნენ,როგორც
რომის იმპერიის ფედერატები. ფრანკები რომის იმპერიის საზღვრების დაცვისთვის
გასამრჯელოდ სახნავ-სათესსა და საკარმიდამო და ასევე სახოვრებს.
451 წელს ფრანკები კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
მე5 საუკუნეში ფრანკების ორი დაჯგუფება არსებობდა ზღვისპირა ფრანკებისა,
რომლებიც მდ.რაინის ქვემო დინების მიდამოებში ცხოვრობდნენ და
ფეანკებისა,რომლებიც მდ.რაინის შუა დინებაზე ცხოვრობდნენ.რომაელებს ფრანკების
გამოყენება სურდათ თავიანთი სახელმწიფოს ინტერესებისათვის,მაგრამ რომის
იმპერიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდ ადა საბოლოოდ დაეცა და მე5 საუკუნის
მე2 ნახევარში ფრანკთა სახელმწიფო წარმოიშვა.სალიელი ფრანკების მეფემ თავის
სამფლობელოებად აქცია მდინარეების სენისა და ლუარის დაბლობები და საბოლოოდ
თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა ყველა ფრანკული წარმოშობის ტომი.ფრანკთა
სახელმწიფომ ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ გრძელი გზა განვლო. ფრანკებისთვის
უცხო იყო მონათმფლობელურ-სახელმწიფოებრივი და რაციონალური სტრუქტურები,
თუმცა მათთვის მონობა ახალი არ იყო,მაგრამ ამ პერიოდში მონობას მნიშვნელოვანი
როლი არ უთამაშია.ფრანკთა მეფე,რომელიც ლაშქრის უბრალო მთავარსარდალი იყო
თანდათან ნამდვილ მონარქად და სახელმწიფო მეთაურად იქცა. ფრანკთა მეფემ
შემდეგ შემოიერთა რომის მდიდარი მიწები და თავის ერთგულ მეომრებს და ამალის
წევრებს დაურიგა.

You might also like