You are on page 1of 2

ფანცულაია ნინო

კაზუსი 1.

ძმიშვილის დაბადებით გახარებული ლელა გადაწყვეტს თავის ძმიშვილის სწავლის


უზრუნველსაყოფად დაბადებისთანავე გახსნას მის სახელზე ანაბარი. ბავშვის დაბადებიდან
მომდევნო დღეს ლელა მიმართავს ბანკს, რათა გახსნას ძმიშვილის სახელზე ანაბარი. ბანკის
თანამშრომელი ლელას უარს ეტყვის ანაბრის გახსნაზე, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ 1
დღის ბავშვს არ შეიძლება წარმოეშვას უფლებები.
ლელა ასევე გადაწყვეტს დაწეროს ანდერძი და ანდერძით თავის ქონების ნაწილი დაუტოვეს
არასამეწარმეო იურდიულ პირს - ,,გავუფრთხილდეთ გარემოს“ .

კითხვები:
1. აქვს თუ არა ბანკს უფლება უარი უთხრას ლელას ძმიშვილის სახელზე გახსნას
ანაბარი?
2. შეუძლია თუ არა ლელას ანდერძით ქონება დაუტოვოს არასამეწარმეო იურდიულ
პირს?

1. ჰოპოთეზა: ბანკს არ შეუძლია უთხრას უარი ლელას ძმიშვილის სახელზე


ანაბარის გახსნაზე.
ამოხსნა: სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით
ფიზიკურ პირს დაბადებისთანავე ენიჭება უფლებაუნარიანობა, მას შეუძლია ჰქონდეს
სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად ლელას ძმისშვილს წარმოეშვა
უფლებაუნარიანობა დაბადებისთანავე და ბანკში შესაძლებელია მის სახელზე
ანაბრის გახსნა.
დასკვნა: ბანკს არ შეუძლია უარი უთხრას ლელას ანაბარის გახსნაზე, რადგან
სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ლელას ძმისშვილი
არის უფლებაუნარიანი.

2. ჰიპოთეზა: ლელას შეუძლია, რომ ანდერძით ქონება დაუტოვოს არასამეწარმეო


იურიდიულ პირს
ამოხსნა: იურიდიული პირი უფლებაუნარიანია მისი რეგისტრაციის მომენტიდან,
რასაც ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ამასთანავე
იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა გულისხმობს, რომ მას აქვს
სამოქალაქოსამართლებივი უფლებები და მოვალეობები. ანდერძი წარმოადგენს
ცალმხრივ გარიგებას და სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის ბ-ე პუნქტის
მიხედვით იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეები. ამ
დროს იურიდიული პირი უნდა არსებობდეს მამკვიდრებლის სიცოცხლის დროს,
ამის გასარკვევად კი საჭიროა საჯარო რეესტრში იყოს დაფიქსირებული ამ
იურიდიული პირის რეგისტრაციის დრო.
დასკვნა: ლელას აქვს უფლება ანდერძით დაუტოვოს ქონება არასამეწარმეო
იურიდიულ პირს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის საფუძველზე.

You might also like