You are on page 1of 1

21.01.

2021

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ი.ვ-მ


პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა საქართველოს მთავრობას და
იუსტიციის მინისტრს. მიმართვის მიზანი იყო ყურადღება გაემახვილებინა
და გაეპროტესტებინა მთავრობის გადაწყვეტილება საკუთარი მოქალაქის,
ნ.ც. სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე, სადაც მას მრავალწლიანი
პატიმრობა ემუქრებოდა. პარლამენტის წევრმა შემდეგი შინაარსის ტექსტი
თქვა:

“ჰო, თქვენ რაში გენაღვლებათ ნ.ც რა დღეში ჩავარდება, აწამებენ თუ არა,


თქვენთვის მთავარი ხომ ისაა, რომ ის თქვენი გუნდის წევრი არ არის,
თორემ მოქალაქის დაცვის ვალდებულება რომ გაქვთ, ეს სულ ცალ თათზე
გკიდიათ. შენ, იუსტიციის მინისტრო, რომ გდიხარ, იმ შენს კაბინეტში და
შენს ოჯახს ამდიდრებ, შენი შვილი, რომ კარგად გყავს ნაჭამ-ნაკვები და
გამძღარი, დაცული, ხომ არ გგონია რომ შეგრჩებათ ეს შენ და შენს მოდგმას.
ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ!” ამ განცხადების გაკეთიდან რამდენიმე
დღეში იუსტიციის მინისტრის მამა მოხვდა საავადმყოფოში და დასჭირდა
მძიმე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გულზე.

დავალება: იმსჯელეთ რამდენად ჯდება აღნიშნული გამოსვლა


პოლიტიკოსის სიტყვის თავისუფლების ფარგლებში და რატომ? აგრეთვე,
ევროპის სამწვეროვანი ტესტის მესამე პირობის “აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში” კრიტერიუმის თანახმად შესაძლებელია
თუ არა შეიზღუდოს პოლიტიკოსის სიტყვის თავისუფლება?

You might also like