You are on page 1of 3

წერა

სემინა
რი VI

_________________________________________________________________________________________________

დავალება #1 – დაწერეთ ლიტერატურის მიმოხილვის შეჯამება ქვემოთ მოცემული ამონარიდების


გამოყენებით: წყაროების შედარებითი ანალიზი; ამ ანალიზის შედეგად გამოკვეთილი
საკითხი/საკითხები; წარმოადგინეთ, კვლევის სავარაუდო მიზანი და საკლვევი კითხვები,
რომლებზე პასუხის საშუალებასაც ეს წყაროები მოგცემდათ და უპასუხეთ მათ, დაასრულეთ
მცირე დასკვნით.

#1 - წყარო: მკალავიშვილი, ნაზი. 2017 ჟურ:ტურიზმის განვითარების პერსპექტივები

საქართველოში და სტრატეგიული მიზნები; (თსუ, 2015) #10

აუცილებლობად მიგვაჩნია საქართველოს მთიან რეგიონებში, დაცარიელებულ სოფლებში მცირე


საოჯახო სასტუმროების მშენებლობა, რათა სრულად არ განადგურდეს შემორჩენილი
კულტურული მემკვიდრეობა. მაგალითისთვის მოვიტანეთ საოჯახო სასტუმრო „ახალი კოშკები“,
მისი ცოდნა არაბუნებრივი თვისებისა იყო. ნომრები განთავსებულია უშუალოდ კლდეზე და
სიმბოლურად მიმსგავსებულია კოშკებს. ასევე, საინტერესო ობიექტებია „ქალაქში შესასვლელები“,
რომლებიც სიმბოლური მახასიათებლები არიან ამა თუ იმ ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა.
წარმოდგენილი მცირე ობიექტების მრავალფუნქციური დანიშნულება, მათში რეკლამირების
გამოყენება, საუკეთესო ხერხია ინფორმაციის გავრცელებისათვის, ალტერნატიული ენერგიის
წყაროს დანერგვა კი მის ეკონომიურობას უზრუნველყოფს. ფშავ-ხევსურეთში მრავალი სალაშქრო,
საცხენოსნო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი არსებობს მეზობელი რეგიონების
მიმართულებით: ხევი, მთიულეთი, გუდამაყარი, თიანეთი და თუშეთი. აღნიშნული
მარშრუტების სიმრავლე შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ უპირატესობად ეკო-ტურიზმის
დაგეგმვასა და განვითარებაში. რეგიონში ფუნქციონირებს 19 საოჯახო სასტუმრო, 241 საწოლი
ადგილით, რაც წარმოადგენს საკმარის ბაზას სტუმართა გასაჩერებლად. სასტუმრო სახლებში
ძირითადად არის 4-8 ოთახი სტუმართათვის.

#2 – წყარო: გაბეჩვაძე, ქეთი. 2017 ჟურ:ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

და სტრატეგიული მიზნები; (თსუ, 2019) #3

საოჯახო სასტუმროთა მომსახურების კმაყოფილების ხარისხისა და სამომხმარებლო ქცევის


კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, რომელმაც მოიცვა ყველა ძირითადი
ტურისტული დანიშნულების ადგილი და რეგიონის წარმომადგენელი. კვლევა შედგება ორი
ნაწილისგან: გამოიკითხნენ როგორც საოჯახო სასტუმროს სტუმრები, ასევე თვითონ სასტუმროთა
მენეჯერებები, ადმინისტრატორები და მფლობელები. რაც შეეხება კვლევის დიზაინს, იგი იყო
რაოდენობრივი სახის, თუმცა გარდა ძირითადი დახურული კითხვებისა, მითითებული იყო
დამატებითი ველი, სადაც ყველა რესპოდენტს სურვილისამებრ შეეძლო მიეთითებინა მისი
ხედვები და განეხილა როგორც პრობლემური მიმართულებები, აგრეთვე მთავარი

აკადემ
წერა
სემინა
რი VI

_________________________________________________________________________________________________

უპირატესობები. საოჯახო სასტუმროების მომსახურების ხარისხის კვლევისას გამოიკითხა 233


რესპოდენტი. კითხვარი შედგებოდა 14 ძირითადი (სავალდებულოდ საპასუხო) კითხვისგან, ერთი
არჩევითი კითხვისგან და დამატებითი კომენტარის ველისგან. გამოკითხულების მიერ საოჯახო სასტუმროს
შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები შემდეგი იყო: მომსახურების ხარისხი (104), ფასი (98) და
ადგილმდებარეობა (97). კითხვა ასეთი ფორმატით იყო დასმული: „რა არის თქვენთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი სასტუმროს შერჩევისას? (1 „ყველაზე უმნიშვნელო“, 5 „ყველაზე მნიშვნელოვანი“)
(გთხოვთ, შეაფასოთ ყველა კომპონენტი)“. გამოკითხულებმა შეაფასეს საოჯახო სასტუმროში ბოლო
ვიზიტის მომსახურების ხარისხი 5-ბალიანი სისტემით. რესპოდენტთა თითქმის ნახევარმა - 46.8% (109)
მომსახურება შეაფასა 4 ქულით. მომსახურების ხარისხი 3 ქულით შეაფასა 27% (63)-მა, 5 ქულით 19.7% (46)-
მა. ხოლო დაბალი შეფასება მომხმარებელთა მხოლოდ 6.4% (15)-მა მისცა. მათ შორის 2 ქულით - 4.3% (10) და
1 ქულით 2.1% (5). ბოლო დახურული კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ
გამოკითხულები კონკრეტულ საოჯახო სასტუმროში. რესპოდენტთა ნახევარზე მეტის აზრით, სასტუმროს
მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს შეთავაზებული მომსახურების ხარისხის - 28.3% (66) და ასორტიმენტის - 25.8%
(60) მიმართულებით.

#3 - წყარო: სხულუხია, ბექა. 2017 ჟურ:ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

და სტრატეგიული მიზნები; (თსუ, 2017) #2


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 608 საოჯახო ტიპის
სასტუმროა რეგისტრირებული, თუმცა მისი კონცეპტუალური და არსობრივი გაგების მანიშნებლებს
მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვხვდებით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ
საოჯახო სასტუმროს მომსახურების მიღებისადმი ჭარბი მოთხოვნაა. სასტუმროს ინდუსტრიის
განვითარებაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება საოჯახო ტიპის სასტუმრო ბიზნესია. მისი
კონცეფციით, მოდელებით და გამოწვევებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურიზმში სასტუმრო ბიზნესის
ეს სეგმენტი საკმაოდ შემოსავლიანი და მაღალმოთხოვადია. საოჯახო სასტუმროების განვითარება და იმის
გათავისება, რომ ამ საქმიანობიდან სასტუმროს მფლობელი დიდ სარგებელს მიიღებს, ხელს შეუწყობს
ტურიზმის მომიჯნავე სფეროების გაძლიერებას: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ა.შ. იგი ასევე ხელს
შეუწყობს შიდა მიგრაციის შენელებას, რადგან მაღალშემოსავლიან ბიზნესმენს ურჩევნია იქ იცხოვროს,
სადაც ყველაზე მეტად სიამოვნებს; ტურისტულმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით.
საქართველოს ბაზრისთვის საოჯახო სასტუმროს კონცეფცია მისი წმინდა გაგებით სიახლეა, მაგრამ
უცხოელი მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტებისგან ჭარბია.

აკადემ
წერა
სემინა
რი VI

_________________________________________________________________________________________________

You might also like