You are on page 1of 5

მოსმენის ხელოვნება - ფსიქოლოგი კონსულტანტის

საქმიანობის წამყვანი ფაქტორი


(ნაწილი 1)
ქეთევან ინასარიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მწვრთნელთა ფაკულტეტი,
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
ნეირომეცნიერების ასოციაცია
კორესპონდენცია: kate_inasaridze@hotmail.com

აბსტრაქტი
სტატიაში წარმოდგენილია კონსულტანტი ფსიქოლოგის მიერ მოსმენის
ხელოვნების ათვისების მნიშვნელოვნება. განხილულია, თუ რა ხარისხის
დახმარების მომცემია მოსმენა კონსულტირების პროცესი, რამდენად
შეესაბამება მომსმენის როლი კონსულტანტის თავისებურებებს და როგორ
მოქმედებს მასზე.
საკვანძო სიტყვები: მოსმენის ხელოვნება, ფსიქოლოგიური კონსულტირება

ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ საუბარი ისეთ მსმენელთან,


რომელიც მოსაუბრის მიმართ დაინტერესებას გამოხატავს, ღირებული
გამოცდილებაა მათთვის. ადამიანები სოციალური არსებები არიან და
სიამოვნებას და შვებას განიცდიან, როდესაც სხვას უზიარებენ აზრებს და
ემოციებს. როდესაც ადამიანი ღელავს ან ეშინია, დაბნეულია ან ნერვიულობს,
თავს არ გრძნობს კარგად ან გაბრაზებულია, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით
სასარგებლოა თუ იგი ამ განცდების ტვირთს სხვა პიროვნებას გაუზიარებს.
ამგვარი ქმედებით ადამიანი თავს ნაკლებად იზოლირებულად და
არანორმალურად განიცდის. უამრავი კვლევა ადასტურებს იმ დადებით
სარგებელს ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისათვის, რასაც იწვევს
მოსაუბრით დაინტერესებული მომსმენის/ მსმენელის მიერ ადამიანის მოსმენა.
მნიშვნელობა აქვს ვინ არის მომსმენი პიროვნება და როგორ უსმენს.
ადამიანები, რომლებიც იძენენ კონსულტირების უნარებს ხშირად ისეთი
ადამიანები არიან, ვისაც სხვები ბუნებრივად მიმართავენ ხოლმე
დახმარებისათვის. განვიხილოთ რა აქცევს მომსმენს / მსმენელს კარგ
მსმენელად, აგრეთვე როგორ შეიძლება მოსმენა გახდეს კონსულტანტის მიერ
შესრულებული დამხმარეს როლის ნაწილი და ამ როლის გამაუმჯობესებელი და
როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს კონსულტანტზე მომსმენი დამხმარეს
როლის შესრულებამ.
მოსმენის ღირებულება
როდესაც ადამიანი შეშფოთებულია და დაბნეულია, ის აფასებს საკუთარი
აზრებისა და გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობას, როდესაც ეს ხდება
ზედმეტი შეკითხვებისა და საუბრის, აზრთა ნაკადის დამარღვეველი აზრის
ჯაჭვის გაწყვეტის გარეშე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც
ადამიანი ვინმეს ესაუბრება:
- მოსაუბრეს სურს, რომ ადამიანს, რომელსაც ესაუბრება გარკვეული
წარმოდგენა ჰქონდეს მის გრძნობებზე, რომლებსაც ის ამ სიტუაციაში
განიცდის (ემპათია).
- მოსაუბრეს სურს, რომ მსმენელი მას ყურადღებით და მონდომებით
უსმენდეს, მოსაუბრის განსჯისა და განკითხვის გარეშე და აჩვენებდეს და
ავლენდეს ზრუნვით, არაგულგრილ, ინტერესის შემცველ დამოკიდებულებას
მოსაუბრის მიმართ (გამოხატავდეს პატივისცემას და მიმღებლობას), თუმცა
მოსაუბრეს ურჩევნია მისმა მონაყოლმა ცუდად არ იმოქმედოს მსმენელზე
და არ გამოიწვიოს მსმენელის დისტრესი და მის ასეთ მდგომარეობაში
ჩაგდებაზე მოსაუბრეს პასუხისმგებლობა არ გაუჩნდეს.
- მოსაუბრეს სურს რომ მსმენელი იყოს აბსოლუტურად, სრულად სანდო და
გულწრფელი. მოსაუბრეს სურს, რომ საკმაოდ ენდობოდეს მსმენელს,
იმდენად რომ შეეძლოს მას გაუმხილოს საკუთარი თავის შესახებ ზოგიერთი
ღრმა შფოთვა და ნებისმიერი სამარცხვინო აზრი, რომელიც მას გააჩნია.
- მოსაუბრეს ზოგჯერ სურს მსმენელმა გარკვეული იდეები შესთავაზოს მას,
მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსაუბრეს ნათლად აქვს გონებაში
წარმოდგენილი და გააზრებული საკუთარი ისტორია.
- მოსაუბრეს არ სურს, რომ მსმენელმა პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რასაც
ის საუბრობს და უთხრას რა გააკეთოს მოსაუბრემ გარდა იმ სიტუაციებისა,
როცა მოსაუბრე პანიკაშია და მაშინაც კი მოსაუბრეს ურჩევნია რომ
მსმენელმა დაამშვიდოს იგი იმით, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს იმ
შეხედულებებისა და რწმენების ნამდვილობა, რომლებმაც მოსაუბრეში
პანიკა გამოიწვია და დაეხმაროს მოსაუბრეს გაერკვეს და მსუბუქად მიიღოს
მის არჩევანთან და რესურსებთან დაკავშირებული საკითხები.
- მართალია შესაძლოა მოსაუბრე ამბივალენტურ დამოკიდებულებას
განიცდიდეს იმ სირთულეების მიმართ რაც მის წინაშეა მოცემულ მომენტში,
მაგრამ მან იცის რაც სურს და კერძოდ მიიღოს მსმენელისაგან სიტუაციის
შესახებ განსხვავებული პერსპექტივიდან გაკეთებული შეხედულებები და
იმისი გაცნობიერება, რომ მის მიერ გაკეთებული დაშვებები ამ
შეხედულებების შესაბამისია. ჩვეულებრივ, მას შემდეგ რაც მოსაუბრე თავის
სათქმელს იტყვის, მას უყალიბდება განსახილველი საკითხის შესახებ
სრული შეხედულება, თუ სინამდვილეში ის რას წარმოადგენს და ნათლად
წარმოიდგენს თუ რისი გაკეთება სურს.
იდეალური მომსმენი / მსმენელი არის ადამიანი, რომელიც არის მშვიდი,
მიუკერძოებელი, გამოხატავს გაგებას და თბილ დამოკიდებულებას
მოსაუბრისადმი, უსმენს და აჩვენებს მსმენელს რომ უსმენს. მოსაუბრეს
სჭირდება ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები მსმენელთან, რათა საშუალება
მიეცეს გულწრფელად ისაუბროს და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულებები
საკუთარი შიშების, შეცდომების, იმედების და რწმენების შესახებ. როდესაც
მოსაუბრეს შესაძლებლობა აქვს ამ სახით სრულად გამოიკვლიოს საკუთარი
განცდები და მისთვის არის ამ განცდების გააზრებისათვის სივრცე, მაშინ მას
უფრო ნათელი ხედვა უჩნდება საკუთარი პრობლემების და უიოლდება საკუთარი
გადაწყვეტილებების მიღება.

კონსულტანტის პიროვნული თვისებების მნიშვნელოვნება


კვლევების თანახმად ითვლება, რომ კლიენტსა და კონსულტანტს შორის
ურთიერთობა წარმატებული კონსულტირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ინგრედიენტს წარმოადგენს და ეს ეხება დახმარების გამწევ სხვა
ურთიერთობებსაც. ფაქტი, რომ ადამიანს ურჩევნია ერთ რომელიღაც
კონკრეტულ კონსულტანტს ესაუბროს ვიდრე სხვას, განპირობებულია ამ
კონსულტანტის პიროვნული თვისებებით და მახასიათებლებით, რომლებიც
განსაზღვრავენ კლიენტის მისვლას ამ ამ კონსულტანტთნ და იწვევენ
კონკრეტული მახასიათებლების მქონე ურთიერთობას, როდესაც კლიენტი ამ
პიროვნებასთან დახმარების რეჟიმში იმყოფება.

თუ ... მაშინ ჰიპოთეზა


კონსულტირების გავლენიან თეორეტიკოსს, კარლ როჯერსს, საკუთარი
დაკვირვებებიდან და კვლევებიდან გამომდინარე სწამდა, რომ ეფექტური
ურთიერთობები (ნებისმიერი სახის) გარკვეულ მახასიათებლებს მოითხოვენ. მან
ჩამოაყალიბა ის, რასაც უწოდა „თუ ... მაშინ ჰიპოთეზა“. თუ მარტივად
განვიხილავთ ის შემდეგნაირია:
თუ ადამიანს შეუძლია შექმნას ურთიერთობა, რომელიც მისი მხრიდან იქნება:
- გულწრფერლი;
- სხვა ადანიანის როგორც პიროვნების გულთბილად მიმღები;
- რომელიც ავლენს სენსიტიურ უნარს (ემპათია) დაინახოს სხვა ადამიანის
სამყარო და პიროვნება ისე, როგორც ხედავს საკუთარ თავს,
მაშინ ურთიერთობაში მყოფ მეორე პიროვნებას შეუძლია:
- გახდეს უფრო უნიკალური, უკეთესად გამოხატოს საკუთარი თავი და უფრო
მიუახლოვდეს იმას, თუ როგორიც მას სურს რომ იყოს;
- უკეთესად გაიგოს და შეიცნოს საკუთარი თავი;
- აღმოაჩინოს რომ შეუძლია უკეთსად იფუნქციონიროს და ცხოვრებისეულ
პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდეს, რომ უკეთესად შეუძლია საკუთარი
თავის რეგულირება და უფრო მეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში.
- სხვების უკეთესი გაგება და მიმღებლობა.
როჯერსის ძირითადი პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ არის
პატივისცემა, ემპათია/თანაგრძნობა და გულწრფელობა, უზრუნველყოფენ
დახმარების გამწევი ურთიერთობების საფუძველს, რომლებიც სულ უფრო მეტად
აღიარებულია სხვადასხვა ტიპის დახმარების გამწევ საქმიანობაში. უბრალოდ
აქტიური მოსმენის უნარების გამოყენების უნარის ქონა, მაგალითად,
პერეფრაზირების, შეჯამებისა და ღია კითხვების დასმის, საკმარისი არ არის -
შეიძლება ადამიანს ტექნიკურად ამისი გაკეთება საუკეთესოდ შეეძლოს, მაგრამ
ის არ იყოს მოსაუბრისათვის ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ წუხილს
გაუმხელს. ამ უნარების მგრძნობიარედ გამოყენება კონსულტანტს ეხმარება
დახმარების მაძიებელს დაანახოს სასარგებლო თვისებები და მახასიათებლები.
ძირითადი პირობები მარტივად ჟღერს. პრაქტიკაში კი, რომ იყო
ჭეშმარიტად მიმღები, გულწრფელი და თანამგრძნობი (ემპათიური) გაცილებით
რთულია, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.

რა ხდება როდესაც კონსულტანტი არ უსმენს


როდესაც კონსულტანტი იყენებს საკუთარი ფანტაზიის, წარმოსახვის
ძალას და გააზრების უნარს, მას შესაძლებლობა უჩნდება მეტი გაიგოს საკუთარი
რეაქციების შესახებ. საკუთარი თავის ამგვარი მოსმენა კონსულტანტს ეხმარება
უკეთესად გაუგოს სხვა ადამიანებს. აქ წამოდგენილია ამ მიზნისათვის გონების
სავარჯიშო, რომლის გაკეთებაც შეუძლია კონსულტანტს.
კონსულტატმა რომ გაიგოს რას განიცდის ადამიანი, რომელიც ვინმეს
ესაუბრება და ამ დროს მომსმენი/ მსმენელი მას არ უსმენს, მან უნდა გაიხსენოს
და წარმოიდგინოს ასეთივე სიტუაცია საკუთარი გამოცდილებიდან, დახუჭოს
თვალები და გაიხსენოს ის შეგრძნებები და ემოციური რეაქციები, რომლებსაც ის
ამ დროს განიცდიდა.
როდესაც მოსმენის დამხმარეებს ასწავლიან მოსმენის ხელოვნებას, ისინი
აკეთებენ სავარჯიშოს, რომელშიც მოსაუბრე ლაპარაკობს და ადამიანი
რომელმაც მას უნდა მოუსმინოს აჩვენებს, რომ არ უსმენს - ის ამას აკეთებს
უყურადღებობის გამომხატველი სხეულის ენით, არ ავლენს ინტერესს
შეკითხვების დასმის გზით და არავერბალური წახალისების საშუალებებით.
თანდათანობის ოთახში არსებული ხმაურის დონე მცირდება - ადამიანების
უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მსმენელის ინდიფერენტულობის შემთხვევაში
საუბრის შენარჩუნება ძალიან რთულია. ემოციები, რომლებიც ამ დროს
ადამიანებს უჩნდებათ ვარირებენ ფრუსტრაციიდან და რისხვიდან დაწყებული
და დამთავრებული საკუთარი უსარგებლობის და უღირსობის განცდით. პირები,
რომლებსაც სურთ გახდნენ მომსმენი კონსულტანტები სასურველია ამ
სავარჯიშოს გამოყენებით ივარჯიშონ სასურველ პარტნიორთან ერთად.

ლიტერატურა:
Evans, G. (2007). Counselling skills for dummies. John Wiley & Sons, Ltd.

The Art of Listening - a Leading Factor in the Psychologist


Conselling
(Part 1)
Abstract
The article presents the importance of mastering the art of listening by a
psychological counsellor. It discusses the quality of listening assistance in
the counseling process; how the role of the listener's corresponds to the
counselor's characteristics, and how it affects counsellor.

Keywords: Listening helper, psychological counselling.

You might also like