You are on page 1of 5

პოგენდორფის ილუზია: დახრილობის კუთხისა და

დაშვებული შეცდომების სიხშირის ურთიერთმიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი

ბაკალავრის სტუდენტი: საბა შოშიტაშვილი

თბილისი, 2023
აბსტრაქტი

მოცემული ექსპერიმენტი ეხება პოგენდორფის ილუზიის ეფექტის შემოწმებას, სადაც


ორი ხაზის ერთმანეთთან სწორი კუთხით შესაბამებისას დაშვებული შეცდომები
იზდება, ხაზის დახრილობის კუთხის მიხედვით. დამოუკიდებელ ცვლადად
შეგვიძლია განვიხილოთ ხაზის დახრილობა გრადუსებში, ხოლო დამოუკიდებელ
ცვლადად შესაბამებისას დაშვებული შეცდომები მილიმეტრებში. ჰიპოთეზად
შეგვიძლია განვსაზღვროთ დებულება: რაც უფრო მეტია ხაზის დახრილობა, მით
მეტად იზრდება დაშვებული შეცდომები შესაბამისებისას. ჰიპოთეზის
შესამოწმებლად ჩატარდა ექსპერიმენტი, ერთ კაციან შერჩევაზე, ჯგუფს შიდა
დიზაინით, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც, ჩვენ მიერ გამოთქმული ჰიპოთეზა
გამართლდა.

შესავალი

პოგენდორფის ილუზია არის კლასიკური ილუზია, რომელიც პირველად,


მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში, ჯოან პოგენდორფმა აღწერა. ელექტრონულ
პორტალ psych.hanover.edu-ზე პოგენდორფის ილუზიის შესახებ ვკითხულობთ: ორ
ნაწილად წარმოდგენილ სივრცეზე, სადაც სივცის შუა ნაწილი დაფარულია,
გავლებულ ხაზთან, სივრცის მეორე ნაწილში მოთავსებული მოძრავი ხაზის სწორად
შესაბამება, დამოკიდებულია ხაზის დახრილობის კუთხეზე, კერძოდ: რაც უფრო
დიდია დახრილობის კუთხე, მით უფრო იზრდება მარჯვენა და მარცხენა სივრცეებში
მოთავსებული ხაზების შესაბამისებისას შეცდომების რიცხვი. ექსპერიმენტის
მიზანია, რომ შეამოწმოს პოგენდორფის ილუზიის ეფექტი და დაამტკიცოს ან
უარყოს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რაც უფრო დიდია ხაზის კუთხის დახრილობა,
მით უფრო მეტად იზრდება ხაზების შესაბამისებისას დაშვებული შეცდომები.

მეთოდი

მონაწილეები
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ერთმა ცდის პირმა, ექსპერიმენტული
ფსიქოლოგია 1-ის კურსიდან. მისი ასაკი შეადგენს 20 წელს, ხოლო სქესი მამრობითი.

აპარატურა

ექსპერიმენტში გამოყენებულ იქნა ლეპტოპი, რომელსაც წვდომა ქონდა


ელექტრონულ ლაბორატორია psych.hanover.edu-ზე. ექსპერიმენტული მანიპულაცია
სწორედ მოცემულ პორტალზე მიმდინარეობდა. უშუალოდ ხაზების შესაბამისებისას
გამოიყენებოდა, ეგრედ წოდებული, მაუსი, ხოლო ცდის ყოველ შემდგომ პირობაზე
გადასასვლელად ღილაკი „Enter”.

მასალები

ექსპერიმენტი წარიმართა პოგენდორფის ილუზიის ტესტის მიხედვით, სადაც ხაზის


კუთხის დახრილობა მერყეობდა 10 გრადუსიდან 50 გრადუსამდე, ხოლო ცდების
რაოდენობა შეადგენდა 50-ს.

პროცედურა

ექსპერიმენტის მიხედვით, თეთრი სივრცის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია


გარკვეული, დახრილობის მქონე, შავი ხაზი, რომლის ბოლოც უერთდება სივრცის
შუა ნაწილში მოთავსებულ მუქი მართკუთხედის ფორმის გეომეტრიულ ფიგურას.
სივრცის მარჯვენა ნაწილში მოთავსებულია, მარცხენა ნაწილში განთავსებული
ხაზის დახრილობის მიხედვით იგივური, მოძრავი ხაზი, რომლის ბოლოც, ასევე
ებჯინება სივრცის შუაში მოთავსებულ მუქ მართკუთხედს. სწორედ ეს მუქი სივრცე
ხდის შეუძლებელს, ხაზების ერთმანეთთან უშუალო შეხებით, სწორ შესაბამებას.
ცდის პირის მიზანია, რაც შეიძლება ზუსტად შეუსაბამოს სივრცის მარჯვენა ნაწილში
მოთავსებული მოძრავი ხაზი, სივრცის მარცხენა ნაწილში მოთავსებულ უძრავ ხაზს.

შედეგები

კვლევაში მონაწილე ერთი ცდის პირის 50-ჯერ განმეურებული ცდების


სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუთხის
დახრილობა (N 50; M 30; SD. 14.296) და შესაბამებისას დაშვებული შეცდომები
მილიმეტრებში (N 50; M 0.044380818303708; SD. 0.084925492703633) 95% ნდობის
ინტერვალზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დონით განსხვავდება P<0.05.
დანართის სახით იხ. ცხრილები.

შედეგების განხილვა

ექსპერიმენტული მანიპულაციიდან მიღებული მონაცემების სტატისტიკური


ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაშრომის
დასაწყისში წამოყენებული ჰიპოთეზა გამართლდა და, შეიძლება ითქვას, რომ რაც
უფრო მეტია ხაზების დახრილობის კუთხე, მით მეტად იზრდება შეცდომების
დაშვების რიცხვი, ხაზების სწორად შესაბამებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

https://psych.hanover.edu/javatest/cle/Cognition_js/exp/Poggendorf.html

დანართი

Paired Samples Statistics

Mean N Std. Deviation Std. Error Mean

Pair 1 Angle 30.00 50 14.286 2.020

Match Offset (proportion of .044380818303 .084925492703 .012010278357


50
height) 708 633 270

Paired Samples Test

Paired Differences t df Sig. (2-

Mean Std. Deviation Std. Error Mean 95% Confidence Interval of the Difference tailed)
Lower Upper

Pair Angle -

1 Match
29.95561918169629 14.25275573593043 2.01564404629437 25.90503081939681 34.00620754399578 14.86
Offset 49 .000
2 0 4 0 0 2
(proportion

of height)

You might also like