You are on page 1of 4

1.

დაახასიათეთ სისტემატური შერჩევა


ეს მეთოდი მარტივი შემთხვევითი შერჩევის მოდიფიცირებული ფორმაა. ის
გულისხმობს პოპულაციის სიიდან ცდის პირების სისტემურად და
არაშემთხვევითად არჩევას. მაგალითად, თუ, ვთქვათ, 2000 წევრიანი პოპულაციიდან
100 წევრიანი შერჩევის მიღებაა საჭირო, მაშინ ყოველი მეოცე ინდივიდი შეიძლება
აირჩეს. არჩევის საწყისი წერტილი შემთხვევითად არის აღებული სისტემური
შერჩევის სიხშირის გამოთვლა მარტივი სტატისტიკით შეიძლება:
პოპულაციის წევრთა საერთო რაოდენობა გავყოთ შერჩევის ზომაზე:
სადაც
ფ = სიხშირის ინტერვალი;
N = პოპულაციის წევრთა საერთო რაოდენობა;
სნ = შერჩევის საჭირო რაოდენობა.
ვთქვათ, მკვლევარი მუშაობს სკოლასთან, რომელშიც 1400 ბავშვი სწავლობს.
შერჩევის ზომის ცხრილის (4. 1 ჩანართი) მიხედვით, ამ რაოდენობის მოსწავლეთა
პოპულაციიდან შემთხვევითი შერჩევის მისაღებად საჭიროა 302 მოსწავლის არჩევა.
აქედან გამომდინარე, სიხშირის ინტერვალი (ფ) იქნება:(რაც 5.0-მდე მრგვალდება)
ამრიგად, მკვლევარმა სრული სიიდან ყოველი მეხუთე შემთხვევა უნდა აირჩიოს.
ასეთი პროცესი, ცხადია, უშვებს, რომ თავად სახელები შემთხვევითი
თანმიმდევრობით არის ჩამოწერილი. ქალებისა და კაცების სიაში ჯერ შეიძლება სულ
ქალები იყვნენ და შემდეგ სულ _ კაცები, ამიტომ, თუ სიაში 200 ქალი იქნებოდა,
მკვლევარს შეეძლო სასურველი ზომის შერჩევის მიღება მანამ, სანამ სიის კაცების
ნაწილამდე მიაღწევდა და ამით დაამახინჯებდა (გადახრიდა) შერჩევას. კიდევ ერთი
მაგალითი: მკვლევარი გადაწყვეტს, რომ სკოლის მოსწავლეთა სიიდან ყოველი 30-ე
აირჩიოს, მაგრამ ისე ხდება, რომ: (ა) სკოლის თითოეულ კლასში 30-ზე მეტი
მოსწავლეა; (ბ) თითოეულ კლასის მოსწავლეთა სია მათი მიღწევის მიხედვით არის
შედგენილი _ საუკეთესოებით იწყება და ყველაზე სუსტებით მთავრდება; (გ)
სკოლის სიაში მოსწავლეები კლასების მიხედვით არიან განაწილებულნი. ამ
შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევა ყველა კლასს მოიცავს, ის მაინც ვერ
წარმოადგენს სკოლას ისე, როგორც საჭიროა, რადგან თითქმის მთლიანად ყველაზე
დაბალი მოსწრების მოსწავლეებისგან შედგება. ეს პერიოდულობის საკითხია
(ჩალდერ 1979). სისტემურ შერჩევაში არამარტო სახელების თანმიმდევრობის
საკითხი დგება, არამედ ამ პროცესით შეიძლება დაირღვეს ალბათური შერჩევის ერთ-
ერთი ფუნდამენტური პირობა _ შერჩევაში მოხვედრის ერთნაირი შანსი ყოველ
ინდივიდს. ზემოთ აღწერილ მაგალითში, სადაც ყოველ მეხუთეს ირჩევდნენ,
პირველ, მე-4, მე-6, მე-9 და ა. შ.სახელები ავტომატურად გამოირიცხებოდა ანუ ყველას
არ ჰქონდა ერთნაირი შანსი, რომ არჩეული ყოფილიყო. ამ პრობლემის მინიმუმამდე
დაყვანა საწყის სიაში ინდივიდების შემთხვევითი თანმიმდევრობისა და სისტემური
შერჩევის საწყისი პუნქტის შემთხვევითად არჩევის უზრუნველყოფით არის
შესაძლებელი.

2. დაახასიათეთ სტრატიფიცირებული შერჩევა


სტრატიფიცირებული შერჩევა პოპულაციის ჰომოგენურ ჯგუფებად დაყოფას
გულისხმობს და თითოეულ ჯგუფში მსგავსი მახასიათებლების მქონე
ინდივიდები არიან გაერთიანებული. მაგალითად, A ჯგუფი შეიძლება
კაცებისგან შედგებოდეს, ხოლო B ჯგუფი _ ქალებისგან. ისეთი შერჩევის
მისაღებად, რომელიც პოპულაციის რეპრეზენტაციული იქნებოდა სქესის
მიხედვით, A და B ჯგუფებიდან ცდის პირები შემთხვევითად უნდა
ავირჩიოთ. საჭიროებისას შესაძლებელია პოპულაციაში ქალებისა და კაცების
რეალურად არსებული თანაფარდობის შერჩევაში ასახვა. მკვლევარმა
პოპულაციის ის მახასიათებლები უნდა განსაზღვროს, რომლებსაც უნდა
მოიცავდეს შერჩევა, ანუ მოახდინოს პოპულაციის პარამეტრების
იდენტიფიცირება. სწორედ ეს არის შერჩევის ჩარჩოს დადგენის არსი .
სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის შედგენა ორეტაპიანი პროცესია:
პირველი: პოპულაციის იმ მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომლებიც
შერჩევაშიც უნდა იყოს წარმოდგენილი ანუ პოპულაციის ჰომოგენურ და, თუ
შესაძლებელია, დისკრეტულ ჯგუფებად (სტრატებად), მაგალითად, ქალებად
და კაცებად დაყოფა. მეორე: ამ ჯფგუფებში შემთხვევითად არჩევა, ამასთან,
თითოეული ჯგუფის ზომა მკვლევრის გადაწყვეტილებით ან 4. 1 და 4. 2
ჩანართებში მოცემულ ცხრილებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რომელი მახასიათებლები უნდა შევიდეს
შერჩევაში, მაქსიმალური სიმარტივის მიღწევაზე უნდა იყოს
ორიენტირებული, ვინაიდან რაც უფრო მეტი ფაქტორია, არა მარტო შერჩევა
რთულდება, არამედ უფრო დიდ შერჩევებში პოპულაციის ყველა სტრატის
წარმომადგენლის ჩართვა ხდება საჭირო. მაშასადამე, სტრატიფიცირებული
შემთხვევითი შერჩევა რანდომიზაციისა და კატეგორიზაციის სასარგებლო
ნარევია და ამით შესაძლებელს ხდის ორივე სახის _ რაოდენობრივი და
თვისებრივი _ კვლევის ჩატარებას. კვლევის რაოდენობრივ ნაწილში
შესაძლებელია ანალიტიკური და დასკვნითი სტატისტიკის გამოყენება, ხოლო
თვისებრივ ნაწილში _ ინსტიტუტებში იმ ჯგუფებზე ან მონაწილეთა იმ
გაერთიანებებზე ფოკუსირება, რომლებიც ხელმისაწვდომია კვლევისთვის.
3. დაახასიათეთ კლასტერული შერჩევა
როდესაც პოპულაცია დიდია და ფართოდ გაფანტული, მარტივი
შემთხვევითი შერჩევის მოგროვებას ადმინისტრაციული პრობლემები ახლავს
თან. დავუშვათ, გვსურს, ვიკვლიოთ სტუდენტების ფიზიკური მომზადების
დონე შედარებით დიდ დასახლებაში ან მთელ ქვეყანაში. სრულიად
არაპრაქტიკული იქნება სტუდენტების შემთხვევითად არჩევა და მეტისმეტად
ბევრი დროის დახარჯვა აქეთ-იქით მოგზაურობასა და მათ შემოწმებაში.
კლასტერული შერჩევით მკვლევარს შეუძლია კონკრეტული რაოდენობის
სკოლების არჩევა და ამ სკოლებში ყველა სტუდენტის შემოწმება ანუ შეირჩევა
გეოგრაფიულად ახლომდებარე კლასტერი ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა
იყოს კლასტერული შერჩევის მიუკერძოებლობა. მაგალითად,
წარმოვიდგინოთ, რომ კლასტერული შერჩევა მძიმე მრეწველობის მქონე ან
უკიდურესი სიღარიბით გამორჩეულ რეგიონში მდებარე ქალაქში ავიღეთ.
ამით შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ტიპის ქალაქი ან ქალაქში
მცხოვრები ყველა სოციალ-ეკონომიკური ჯგუფი ანუ შერჩევის შიგნით
შეიძლება იყოს მსგავსებები, რომლებიც არ ასახავს პოპულაციისთვის
დამახასიათებელ ცვალებადობას. აქ რეპრეზენტაციულობის საკითხი დგება.
შეიძლება, უფრო მიზანშეწონილი იყოს რამდენიმე კლასტერის აღება და
თითოეულის ფარგლებში ცოტ-ცოტა შემთხვევის არჩევა, ვიდრე თითო-
ოროლა კლასტერიდან ბევრი შემთხვევის არჩევა.კლასტერული შერჩევა
ფართოდ გამოიყენება მცირემასშტაბიან კვლევებში. კლასტერულ შერჩევაში
პოპულაციის პარამეტრები ხშირად ძალიან მკვეთრად არის გამოყოფილი,
ამიტომ მკვლევარს მონაცემების განზოგადების შესახებ კომენტარის გაკეთება
უწევს. მკვლევარს კლასტერული შერჩევის შიგნით შეიძლებ
სტრატიფიცირებაც დასჭირდეს, თუ სასარგებლო, ანუ ისეთი მონაცემების
მიღება უნდა, რომლებიც ფოკუსირებულია და დისკრიმინაციულობას
ავლენენ.

4. დაახასიათეთ თანმიმდევრული შერჩევა

თანმიმდევრული შერჩევა მრავალეტაპობრივია. იგი თანმიმდევრულად


ხორციელდება.ამასთან, ყოველ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოპოვება და
ანალიზი, რის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება გენერალური
ერთობლიობიდან ელემენტების დამატებითი ამორჩევის შესახებ. აქედან
გამომდინარე, თანმიმდევრული შერჩევის დროს, შერჩევითი ერთობლიობის
მოცულობა კვლევის დასაწყისში განსაზღვრული არ არის: მისი დაზუსტება
შერჩევის ეტაპების პარალელურად, თანმიმდევრულად მიმდინარეობს. შერჩევის
საწყის ეტაპზე განისაზღვრება შერჩევითი ერთობლიობის ფორმირების
კრიტერიუმები. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით ხდება შერჩევის
(შესაბამისად, კვლევის პროცესის) გაგრძელება ან შეწყვეტა. ასეთი კრიტერიუმის
როლი შეიძლება შეასრულოს კვლევის კონკრეტულმა ამოცანამ. მაგალითად,
დასაშვებია, რომ შერჩევითი ერთობლიობის მოცულობის თანმიმდევრული ზრდა
გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ გადაწყდება კვლევის ამოცანა, დავუშვათ, სანამ არ
ვუპასუხებთ კითხვას, რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს
დამოკიდებულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე
რეფორმების მიმართ.

You might also like