You are on page 1of 3

-5-

დაახასიათეთ არარეპრეზენტატული შერჩევა

არარეპრეზენტატული შერჩევის პრინციპია შერჩევითი ერთობლიობის კონსტრუირება რაც


შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი/ამოსარჩევი ელემენტებისაგან. ელემენტთა ამორჩევას,
უმეტეს შემთხვევაში, ინტერვიუერი ახორციელებს. საკმაოდ ხშირად, შერჩევითი
ერთობლიობის ელემენტები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც “საჭირო დროსა და საჭირო
ადგილას” აღმოჩნდნენ. არარეპრეზენტატული შერჩევის მაგალითებია: სტუდენტების
გამოკითხვა მათი თავშეყრის ადგილებში, გამვლელების გამოკითხვა ქუჩაში, აქციის
მონაწილეთა გამოკითხვა აქციის მსვლელობისას, გამოკითხვა ჟურნალ-გაზეთებში
მოთავსებული ანკეტებით და სხვა ფინანსური და დროის რესურსების თვალსაზრისით,
შერჩევის ეს მეთოდი, უდავოდ, ყველაზე უფრო ეკონომიურია, მაგრამ არარეპრეზენტატული
შერჩევა, როგორც წესი, არ წარმოადგენს გარკვეულ ერთიანობას/მთლიანობას (ფაქტობრივად, არ
არის განსაზღვრული გენერალური ერთობლიობა), რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია
ვიმსჯელოთ მიღებული მონაცემების შესახებ. მისი გამოყენება, ძირითადად, იმ შემთხვევებშია
მიზანშეწონილი, როდესაც:

• კვლევა ევრისტიკულ ხასიათს ატარებს და ორიენტირებულია ახალი შეხედულებების,


იდეების, ჰიპოთეზების გამოვლენაზე;

• ხდება ფოკუს-ჯგუფის მომზადება;

• ხორციელდება ექსპერიმენტული კვლევები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მეთოდით მოპოვებული მონაცემების ანალიზის პროცესში უნდა


გამოვიჩინოთ სიფრთხილე მიღებული შედეგების მნიშვნელოვნების, მათი მასშტაბურობის
შეფასების თვალსაზრისით.

-6-

დაახასიათეთ ზედაპირული შერჩევა

ზედაპირული შერჩევა არარეპრეზენტატული შერჩევის სახესხვაობაა. შერჩევითი


ერთობლიობის ელემენტების ამორჩევა ხორციელდება მკვლევრის მოსაზრებების საფუძველზე,
რომელიც საკუთარი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თვლის, რომ გარკვეული
კატეგორიის ადამიანების გამოკითხვა უფრო ეფექტური იქნება კვლევის ამოცანების
გადასაწყვეტად. შესაბამისად, ამ მეთოდის წარმატებულობა უმთავრესად მკვლევრის
კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული. ზედაპირული შერჩევის მაგალითებად შეიძლება
დავასახელოთ შერჩევითი ერთობლიობის ელემენტების ამორჩევა მმართველი პარტიის
“ერთგული” ამომრჩევლებიდან (რომლებიც, მმართველ პარტიას აძლევენ ხმას, დავუშვათ,
არანაკლებ 15 წლის განმავლობაში), მოსამართლეების ან მეწარმეების გამოკითხვა და ა. შ.

-7-

დაახასიათეთ კვოტური შერჩევა

კვოტური შერჩევა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორეტაპიანი შეზღუდული ზედაპირული


შერჩევა. პირველ ეტაპზე ხდება ეგრეთ წოდებული საკონტროლო ჯგუფების ანუ ქვოტების
გამოყოფა კვლევის საგნის საკონტროლო მახასიათებლების/პარამეტრების საფუძველზე და
განისაზღვრება მათი განაწილება გენერალურ ერთობლიობაში. საკონტროლო მახასიათებელი
შეიძლება იყოს ნებისმიერი ნიშან-თვისება: სქესი, ასაკი, ეროვნება, მიკუთვნებულობა ამა თუ იმ
სოციალური ჯგუფისადმი და ა. შ., რომელთა გამოყოფაც, მკვლევრის აზრით, აუცილებელია
კვლევის ადეკვატურად წარმართვისა და კვლევის საგნის უკეთ/უფრო დეტალურად შესწავლის
თვალსაზრისით. როგორც წესი, ქვოტების დადგენა ხდება იმ პრინციპით, რომ შერჩევის
კვოტური განაწილება პროპორციულად ასახავს გენერალური ერთობლიობის კვოტურ
განაწილებას ანუ, შერჩევითი ერთობლიობის იმ ელემენტთა პროცენტული მაჩვენებელი
(მთლიან შერჩევით ერთობლიობასთან ფარდობაში), რომლებიც კვოტური/საკონტროლო ნიშან-
თვისების ამა თუ იმ მნიშვნელობით ხასიათდებიან, ემთხვევა გენერალური ერთობლიობის იმ
ელემენტთა პროცენტულ მაჩვენებელს (მთლიან გენერალურ ერთობლიობასთან ფარდობაში),
რომელთაც ეს მნიშვნელობა ასევე ახასიათებთ. მეორე ეტაპზე ხდება შერჩევის ელემენტთა
ამორჩევა. ამორჩევის პრინციპს ძირითადად განსაზღვრავს მკვლევრი იმ პირობის დაცვით, რომ
ელემენტები საკონტროლო მახასიათებლებს შეესატყვისებოდეს. შერჩევის ეს მეთოდი ხშირ
შემთხვევაში ეფექტურია და თვალსაჩინოდ ასახავს გენერალური ერთობლიობის სტრუქტურას
საკონტროლო მახასიათებლების გათვალისწინებით. მეთოდის სუსტი მხარეა ის, რომ იგი არ
იძლევა რეპრეზენტატულობის გარანტიებისა და შერჩევის ცდომილების/სიზუსტის ხარისხის
განსაზღვრის საშუალებას.

-8-

დაახასიათეთ შერჩევა „თოვლის გუნდის“ პრინციპით

შერჩევა “თოვლის გუნდის” პრინციპით შემდეგნაირად ხორციელდება: თავდაპირველად


შემთხვევითად ირჩევენ რესპონდენტთა საწყის ჯგუფს, შემდეგ კი საწყისი ჯგუფის წევრებს
სთხოვენ მოაძებნინონ გამოკითხვის შესაფერისი კანდიდატები, შემდეგ ამ უკანასკნელთ
მიმართავენ იგივე თხოვნით და ა. შ. რის შედეგადაც მიიღება თოვლის გუნდის (რომელიც
თოვლში ტრიალისას იზრდება) ეფექტი. მართალია, საწყის ეტაპზე შერჩევა შემთხვევითად
ხდება, მაგრამ მომდევნო ეტაპიდან დაწყებული, რესპონდენტთა ამორჩევა უკვე
დეტერმინირებულად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, შერჩევა, მთლიანობაში,
დეტერმინირებულ ხასიათს იძენს. ამ მეთოდის გამოყენების ძირითადი მოტივია გენერალური
ერთობლიობისათვის არატიპური მახასიათებლების გამოვლენა და მოხერხებულია მცირე,
დახურული ან მარგინალური ჯგუფების კვლევის დროს.

-9-

დაახასიათეთ მარტივი შემთხვევითიშერჩევა –

მარტივი შემთხვევითი შერჩევა გულისხმობს:

• ყოველი ელემენტის ამორჩევას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად;

• შერჩევითი ერთობლიობის კონსტრუირებას შერჩევის საფუძვლიდან ელემენტების

შემთხვევითად/”ჩაურეველი” ამორჩევით.

ელემენტების შემთხვევითად ამორჩევის უზრუნველყოფა შესაძლებელია სტატისტიკური


კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით.

მარტივი შემთხვევითი შერჩევა რიგი უპირატესობებით გამოირჩევა: იოლია მისი დაგეგმვა

და იძლევა მიღებული შედეგების გენერალურ ერთობლიობაზე განზოგადების საშუალებას.

მარტივი შემთხვევითი შერჩევის უარყოფით მხარეებს შორის, მონაცემთა ანალიზის

თვალსაზრისით, აღსანიშნავია ის, რომ ასეთი შერჩევის საფუძველზე მიღებული შედეგები

ალბათური შერჩევის სხვა მეთოდებით მიღებულ შედეგებთან შედარებით, ნაკლები

სიზუსტითა და მეტი სტანდარტული ცდომილებით ხასიათდება.

You might also like