You are on page 1of 2

დანართი #2

თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პოტენციური ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;


2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(იურიდიული პირის და ინდ. მეწარმის შემთხვევაში);
4. სათბურის ან/და სარწყავი სისტემის მიზნობრიობით თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში მიწის
ნაკვეთის საკუთრების ან/და სახელმწიფო იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო
რეესტრიდან; იჯარის ხელშეკრულება);

5. შესასყიდი საქონლის/მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე (იმპორტის


შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას: მხარეთა რეკვიზიტები, მიწოდების ვადა (არაუმეტეს 120 დღე) და გადახდის
პირობები. საქონლის და მომსახურების ადგილობრივი მომწოდებლის შემთხვევაში გადახდის პირობა
აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას 50% ავანსი, 50% მიწოდების/მონტაჟის
შემდეგ;
შენიშვნა: ინვოისის წარმოდგენა არ არის სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შპს ლოჯისტიკისა
და სერვისების კომპანიისგან შესყიდვის შემთხვევაში.

5.1 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში ინვოისი/ხელშეკრულება დამატებით უნდა


მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: დასახელება, მახასიათებლები (მოდელი, ცხ.ძ (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), გამოშვების წელი, ექსპლუატაციაში არ ყოფნის შესახებ სტატუსი, მწარმოებელი ქვეყანა),
დანიშნულება (აღწერილი უნდა იყოს თუ რა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება
წარმოდგენილი ტექნიკა);

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაში/ინვოისში მითითებული ინფორმაციიდან, რომელიმე იქნება


გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.

6. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შპს ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის შესყიდვის შემთხვევაში


ინვოისის/ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი უნდა იყოს აუქციონის ვებ გვერდის ინფორმაცია
აუქციონზე შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ (ლოტის ნომრის
მითითებით). სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება არ უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის
მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები;
7. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში (გარდა შპს ლოჯისტიკისა და სერვისების
კომპანიის შესყიდვის შემთხვევისა) საგარანტიო დოკუმენტი (საგარანტიო პირობები უნდა
ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით) გაცემული მწარმოებლის ან/და
მიმწოდებლის მიერ;

შენიშვნა: ინფორმაცია გარანტიის შესახებ შესაძლებელია მითითებული იყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის


შესყიდვის ინვოისში/ხელშეკრულებაში.

8. ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ დავალიანების არარსებობის შესახებ;
9. თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი ბანკიდან შესაბამისი
თანხის (საქონლის/მომსახურების შესასყიდად საჭირო დარჩენილი თანხა, გარდა პროგრამით
გათვალისწინებული თანადაფინანსებისა) ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა ბანკიდან/
საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის/ლიზინგის/ დამტკიცების თაობაზე ან/და დონორი
ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში (რომლის დაფინანსების
დანართი #2

რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი) მიღებული/მისაღები დაფინანსების


ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ფულადი, ასევე ძირითადი
საშუალებების სახით;
10. იმ შემთხვევაში თუ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს პროგრამის ფარგლებში სათბურის ან/და
სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობით მოთხოვნილი აქვს 50,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება,
წარმოდგენილი უნდა იყოს მეპაიეთა კრების ოქმი, რათა დადასტურდეს, რომ მეპაიეების არანაკლებ
70% -ს თითოეულ მეპაიეს კოოპერატივში პაის სახით შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰა სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
11. საბანკო რეკვიზიტები;
12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის
ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ
წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი
პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ.

You might also like