You are on page 1of 42

sisxlis samarTlis zogadi

nawili

asoc. prof. baCana jiSkariani, LL.M (Munich)


VI leqcia

1
I. განზრახვა და მისი არსი
(გამეორება)
• განზრახვის კომპონენტები

• განზრახვის ფორმები
- პირდაპირი განზრახვა
- არაპირდაპირი განზრახვა

• არაპირდაპირი განზრახვის გამიჯვნა


გაუფრთხილებლობისგან

2
I. განზრახვა და მისი არსი
(გამეორება)
• განზრახვა და შეცდომა
- Error in persona vel objecto
- Aberratio ictus
მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები

ზეგავლენა კვალიფიკაციაზე
- შეცდომა ობიექტში - განზრახვა რჩება უცვლელი
- „აცდენილი ისარი“ - განზრახვა (მცდელობა) და
გაუფრთხილებლობა
3
II. მართლწინააღმდეგობა
• მართლწინააღმდეგობის ადგილი განზრახი, დამთავრებული,
შედეგიანი დანაშაულის აგებულებაში

ქმედების შემადგენლობა
1. ობიექტური შემადგენლობა
2. სუბიექტური შემადგენლობა

მართლწინააღმდეგობა

ბრალი
4
II. მართლწინააღმდეგობა
ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის
ურთიერთმიმართება
• თუ პირის მიერ განხორციელებული ქმედება შეესაბამება
სისხლის სამართლის ნორმის დისპოზიციას, მაშინ ის
ახორციელებს ქმედების შემადგენლობას

• ქმედების შემადგენლობის განხორციელება ნიშნავს


სამართლებრივ სიკეთეზე თავდასხმას, რაც ზოგადად
მართლსაწინააღმდეგოა

5
II. მართლწინააღმდეგობა
ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის
ურთიერთმიმართება

გამონაკლის შემთხვევებში ქმედების შემადგენლობის


განხორციელება შესაძლებელია ჩაითვალოს მართლზომიერად,
ანუ ქმედება არ იქნება მართლსაწინააღმდეგო

მაგ. ა თუ მოკლავს ბ-ს, ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.


მაგრამ, თუ ის ბ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში
მოკლავს თავდაცვის მიზნით, მაშინ ქმედება მართლზომიერია

6
II. მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებების
საფუძვლები შესაძლოა გამომდინარეობდეს

- დაწერილი
- ან ჩვეულებითი სამართლიდან

ჩვეულებითი სამართლის მოშველიება არ ეწინააღმდეგება


სისხლის სამართლის პრინციპებს, ვინაიდან აქ საუბარია
პასუხისმგებლობის გამორიცხვაზე და არა პირიქით,
დაფუძნებაზე
7
II. მართლწინააღმდეგობა
მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი
გარემოებების ურთიერთმიმართება

• ორივე მათგანი გამორიცხავს დასჯადობას


• მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოება პასუხობს
კითხვას, მოქმედებდა თუ არა პირი კონკრეტულ სიტუაციაში
სწორად, ხოლო
• ბრალის გამომრიცხავი გარემოების არსებობისას დგინდება, რომ
მართალია, პირის მოქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუმცა
განსაკუთრებული გარემოებების გამო პირი ვერ გაიკიცხება

8
II. მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებებია

- აუცილებელი მოგერიება (სსკ მუხ. 28)


- უკიდურესი აუცილებლობა (სსკ მუხ. 30)
- დამნაშავის შეპყრობა (სსკ მუხ. 29)
- მართლზომიერი რისკი (სსკ მუხ. 31)
- ზეკანონიერი გარემოებები (სსკ მუხ. 32) / მაგ. მოვალეობათა
კოლიზია, დაზარალებულის თანხმობა, აღმზრდელობითი ხასიათის
ხელყოფა
9
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების წინაპირობები (სსკ მუხ. 28)
ა) გამართლების ობიექტური ნიშნები
- აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა
ხელყოფის იმწუთიერობა

- აუცილებელი მოგერიების მოქმედება


აუცილებელი მოგერიება უშუალოდ თავდამსხმელის მიმართ
აუცილებელი მოგერიების საზღვრები
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

ბ) აუცილებელი მოგერიების სუბიექტური მხარე


აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ცოდნა
თავდაცვის მიზნით მოქმედება (სადავოა) 10
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი საფუძვლები

• ინდივიდუალური დაცვა - პირს უნდა შეეძლოს საკუთარი


სამართლებრივი სიკეთის დაცვა

• მართლწესრიგის დაცვა - სახელმწიფოს მხრიდან დახმარების


იმწუთას არარსებობის მიუხედავად პირი არ უნდა დარჩეს დაცვის
უფლების გარეშე, რაც პოტენციურ თავდამსხმელს თავის შეკავებისკენ
უბიძგებს

სამართალი არ არის ვალდებული თავი დაუხაროს უსამართლობას!

11
III. აუცილებელი მოგერიება
- აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ეს არის ნებისმიერი,


ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის
სამართლებრივად დაცულ სიკეთეებს ან ინტერესებს.

პრობლემატურია შემდეგი შემთხვევები


• ხელყოფა ბრალის გარეშე
• ცხოველები, როგორც იარაღი სხვის ხელში
• უმოქმედობით ხელყოფა 12
III. აუცილებელი მოგერიება
• ხელყოფა ბრალის გარეშე

შეურაცხადი ა მოახტა მოტოციკლს


და მთელი სისწრაფით გაექანა
ბ-სკენ, რომელიც იქვე იდგა.
ახლოს იმყოფებოდა გ, რომელსაც
ადვილად შეეძლო თავისი მანქანით
ა-ს დაჯახება და ასე შეჩერება.
აქვს თუ არა მას ამის უფლება?
13
III. აუცილებელი მოგერიება

მსგავსი თავდასხმისას შესაძლებელია თავდაცვა,


მიუხედავად ბრალუუნარობისა

სსკ-ის მუხ. 28 საუბრობს მოგერიების უფლებაზე


მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას და არ მოითხოვს
ბრალის არსებობას

14
III. აუცილებელი მოგერიება
ბრალუუნარო პირის მხრიდან ხელყოფის ასაცილებლად
აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება მხოლოდ
შეზღუდულად არის დასაშვები, შემდეგი თანმიმდევრობით

თავის არიდება - პასიური თავდაცვა - აგრესიური


თავდაცვა

შეზღუდვის არგუმენტი: მართალია მსგავსი თავდასხმისას


ინდივიდის უფლებები ირღვევა, მაგრამ ბრალუუნარობის
გამო თავდამსხმელის ქმედების გასაკიცხაობის ხარისხი
დაბალია 15
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების უფლება შეზღუდულ ბრალუნარიანი
პირის მიმართ

ზოგადად მოგერიების უფლება დასაშვებია

თუმცა სადავოა მოგერიების ფარგლები - სამსაფეხურიანი სისტემა


თუ მოგერიების შეუზღუდავი უფლება?

ერთი მოსაზრებით დასაშვებია მოგერიების სამსაფეხურიანი


სისტემის დაცვით, ემორე მოსაზრებით კი - შეუზღუდავად
16
III. აუცილებელი მოგერიება
თავდასხმა ცხოველის მხრიდან

თავდასხმად ითვლება
ადამიანის მიერ განხორციელებუ-
ლი ქმედება, თუმცა თუ ის
ცხოველს იარაღად იყენებს,
მაშინ ეს ჩაითვლება
თავდასხმად

17
III. აუცილებელი მოგერიება
ხელყოფა უმოქმედობით

კაზუსი

დედა უარს აცხადებს არასასურველი ჩვილის ძუძუთი


გამოკვებაზე. ეს შეამჩნია ა-მ, რომელმაც ის იარაღის
მუქარით აიძულა, შვილი გამოეკვება. დაისჯება თუ არა ა
იძულებისთვის?

18
III. აუცილებელი მოგერიება

სადავოა საკითხი, შესაძლებელია თუ არა სსკ-ის 28-ე მუხლით


გათვალისწინებული ხელყოფის უმოქმედობით ჩადენა

გაბატონებული მოსაზრებით - კი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ


უმოქმედობას სამართლებრივი გარანტი ჩადის

არგუმენტი - გარანტი ვალდებულია იზრუნოს მისი დაცვის ქვეშ


მყოფზე. თუ ის არ იმოქმედებს, მისი უმოქმედობა ქმედებას
უტოლდება (უმოქმედობით მკვლელობა)
19
III. აუცილებელი მოგერიება

მეორე მოსაზრებით უმოქმედობით თავდასხმის


განხორციელებად უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ
გარანტის, არამედ ნებისმიერი პირის ქმედება

კონტრარგუმენტი - დაუხმარებლობისას, პირი რომელიც არ


არის გარანტი, რეალურად სხვის სამართლებრივ სიკეთეს არ
ხელყოფს, შესაბამისად აქაც მისი უმოქმედობა ხელყოფად
არ უნდა ჩაითვალოს

20
III. აუცილებელი მოგერიება
• როგორი ხელყოფა შეიძლება იყოს მართლსაწინააღმდეგო?

მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება ისეთი ხელყოფა, რომელიც


მართლწესრიგს ეწინააღმდეგება

- აუცილებელი არ არის, რომ ხელყოფა რომელიმე დანაშაულის


ქმედების შემადგენლობას შეესაბამებოდეს

- აუცილებელი მოგერიების მოგერიება დაუშვებელია (თმენის


ვალდებულება)

21
III. აუცილებელი მოგერიება

კაზუსი

ა ავტომანქანით წესების დაცვით მოძრაობდა, რა დროსაც


მას წინ ბავშვი გადმოუხტა და ესესაა უნდა შეჯახებოდა, თუმცა
იქვე იმყოფებოდა ბ, რომელსაც პისტოლეტი ქონდა და ერთი
გასროლით შეეძლო ა-ს მოკვლა ბავშვის გადარჩენის
მიზნით. იქნება თუ არა მსგავსი გასროლა გამართლებული?

22
III. აუცილებელი მოგერიება

გაბატონებული მოსაზრება - აუცილებელი მოგერიება დასაშვებია,


ვინაიდან მართლსაწინააღმდეგოა ნებისმიერი თავდასხმა, რომლის
თმენის ვალდებულება მსხვერპლს არ აქვს (ბ გამართლდებოდა 28-ე
მუხლით). აქცენტი კეთდება მომგერიებლის პერსპექტივაზე, ანუ
ინდივიდის დაცვაზე

ალტერნატიული მოსაზრება - თუ პირი ყველაფერს სწორად აკეთებს,


მაშინ მის მიმართ მოგერიება დაუშვებელია, ვინაიდან ის არ მოქმედებს
მართლსაწინააღმდეგოდ. ანუ აქცენტი კეთდება მართლწესრიგის
ინტერესების დაცვაზე ( თუმცა შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობის
ფარგლებში მოქმედება)

23
III. აუცილებელი მოგერიება
ხელყოფის იმწუთიერობა

იმწუთიერია ხელყოფა, რომელიც ესესაა იწყება, დაწყებულია


ან კვლავ უწყვეტლივ გრძელდება

მომგერიებლის ქმედება უნდა იყოს იმწუთიერ ხელყოფაზე


რეაგირება და არა უკვე მომხდარ ფაქტზე შურისძიება ან
თავდასხმის წინასწარ თავიდან აცილება
24
III. აუცილებელი მოგერიება
ხელყოფის იმწუთიერობა

კაზუსი

ა-მ გადაწყვიტა საქართველოში


ვიზიტად მყოფი პრეზიდენტ
ლიზა სიმპსონის მოკვლა. ეს გაიგო
წინა დღეს დაცვის წევრმა ბ-მ და ა
მოკლა. მოქმედებდა თუ არა ბ
აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობაში? 25
III. აუცილებელი მოგერიება
ხელყოფის იმწუთიერობა

პრევენციული შინაარსის ქმედება აუცილებელ მოგერიებად არ


ითვლება, ვინაიდან თავდასხმა საერთოდ არ დაწყებულა და არც
იმწუთას იწყებოდა

ბ არ მოქმედებდა 28-ე მუხლის ფარგლებში

თუმცა თუ თავდასხმის აცილება სხვანაირად შეუძლებელი იყო, მისი


ქმედება შესაძლებელია გამართლდეს უკიდურესი აუცილებლობით -
მუხ. 30
26
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების მოქმედება

აუცილებელი მოგერიება უშუალოდ თავდამსხმელის


მიმართ

აუცილებელი მოგერიების მოქმედება დასაშვებია მხოლოდ


უშუალოდ თავდამსხმელის მიმართ და არა მესამე პირის
სამართლებრივი სიკეთის წინააღმდეგ

27
III. აუცილებელი მოგერიება
კაზუსი

გაბრაზებული ტრაქტორისტი ყანაში


მუშას გაეკიდა და დაჯახებას უპირებდა.
ამ დროს მას ესროლა იქვე მდგომმა
მუშის მეგობარმა, თუმცა ტყვია
შემთხვევით მესამე მუშას მოხვდა. ის
დაიღუპა.

გამართლებულია თუ არა მესამე მუშის მოკვლა აუცილებელი


მოგერიებით? 28
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების მოქმედება
აუცილებელი მოგერიება უშუალოდ თავდამსხმელის მიმართ

იგივე კაზუსი, ოღონდ ამ ჯერზე ტყვია მოხვდება ტრაქტორის მძღოლს.


დასაშვებია თუ არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სხვის
გადასარჩენად ჩარევა?

დასაშვებია - აუცილებელი დახმარების სახით

დაუშვებელია სხვისი დახმარება მისი ნების გარეშე, ანუ როცა მას ეს


არ სურს
29
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების საზღვრები
თავდაცვითი ქმედება უნდა იყოს აუცილებელი, რათა მან
შეძლოს თავდასხმის დამთავრება, ან სულ მცირე საფრთხის
შემცირება

სავალდებულო არ არის, რომ თავდაცვითი ქმედება რამე


მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდეს თავდასხმისათვის

მაგ. 16 წლის ა-ს დაჭრას უპირებს ათი ბიჭი ერთდროულად და მას მათი
მოგერიების რეალური შანსი არ აქვს, თუმცა ერთ-ერთს მაინც ჩაარტყამს
ფეხს. მართალია, ამით მან თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა და შანსიც არ
ქონდა, თუმცა მისი ქმედება მაინც აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება 30
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების საზღვრები

აუცილებელი მოგერიების ქმედება არ უნდა იყოს აშკარად


შეუსაბამო თავდასხმასთან

თავდაცვის რამდენიმე საშუალებიდან პირმა უნდა შეარჩიოს


ყველაზე მსუბუქი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეჭვის
შემთხვევაში რისკზე წავიდეს და უარი თქვას უფრო მკაცრი
თავდაცვის საშუალების გამოყენებაზე

31
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების საზღვრები
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თავდაცვითი


ქმედების განხორციელება თავდამსხმელის მოსაგერიებლად
აუცილებელი იყოს ობიექტური თვალსაზრისით, მაგრამ
ამავდროულად სოციალ-ეთიკურად დაუშვებელი

32
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების საზღვრები
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური საზღვრები

• უმნიშვნელო ხელყოფა
• ბავშვების ან შეურაცხადი პირების მიერ თავდასხმა
• ოჯახური ურთიერთობები
• აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია
• საკუთრებისა და სიცოცხლის უფლების ურთიერთმიმართება -
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხ. 2
33
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

კაზუსი
ა სახლის აივანზე მზეს ეფიცხებოდა,
როდესაც დაინახა, რომ მის ბაღში
მეზობლის ბავშვი ვაშლს იპარავდა.
ა-ს გადაადგილება არ შეეძლო და
სანადირო თოფიდან გამაფრთხილე-
ბელი გასროლა განახორციელა,
თუმცა ბავშვმა გააგრძელა ვაშლის
შეგროვება. ბოლოს ა-მ პირდაპირ
ესროლა და ის მოკლა. დაისჯება თუ არა ა?

34
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

თუ უმნიშვნელო ღირებულების სამართლებრივი სიკეთის


დაცვა ხდება, მაშინ ინდივიდისა და ზოგადად
მართლწესრიგის ინტერესების დარღვევაც უმნიშვნელოდ
ხდება. ამიტომაც, აუცილებელი მოგერიების უფლების ამ
ფორმით გამოყენება გასაკიცხია. ა არ გამართლდება.

35
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

ბავშვის ან შეურაცხადი პირის


მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში
(თუ ეს ცხადად ჩანს) ჯერ უნდა მოხდეს
თავის არიდება. თუ ეს შეუძლებელია,
პასიური თავდაცვა და მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში აქტიური
თავდაცვა. ეს განპირობებული იმით,
რომ თავდამსხმელი მართლწესრიგს
ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგამ მას ეს არ
შეუძლია 36
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

ადრე გაბატონებული მოსაზრებით აუცილებელი მოგერიების


უფლება ოჯახის წევრებს შორის შეზღუდული იყო და
გამოიყენებოდა სამსაფეხურიანი თავდაცვის უფლება,
ვინაიდან ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გარანტები
არიან

დღეისათვის ტენდენცია შეიცვალა

37
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

აუცილებელი მოგერიების პროვოკაცია

• პროვოკაცია - თავდამსხმელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო


ქმედების
• მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება სოციალ-ეთიკურად გასაკიცხი
ნებისმიერი ქმედება
• მაპროვოცირებელ ქმედებასა და თავდასხმას შორის უნდა იყოს
დროის მცირ ინტერვალი
• თავდასხმა უნდა იყოს პროვოკაციის წინასწარ მოსალოდნელი და
ადეკვატური შედეგი 38
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

• თუ პროვოცირება მოხდება მიზანმიმართულად, მაშინ


აუცილებელი მოგერიების უფლება გამოირიცხება,
ვინაიდან სამართლის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია
• თუ პროვოცირება მოხდება გაუფრთხილებლად -
სამსაფეხურიანი თავდაცვის უფლება - გაქცევა, პასიური
თავდაცვა, ინტენსიური თავდაცვა

39
III. აუცილებელი მოგერიება
აუცილებელი მოგერიების სოციალ-ეთიკური შეზღუდვები

უშვებს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე


მუხლი საკუთრების დასაცავად მოგერიების ფარგლებში
თავდამსხმელის მოკვლას?

ერთი მოსაზრება - არა, ვინაიდან კონვენცია მხოლოდ სახელმწიფოებს


ეხება

მეორე მოსაზრება - მეორე მუხლის დათქმები ვრცელდება კერძო


პირებზეც
40
III. აუცილებელი მოგერიება

აუცილებელი მოგერიების სუბიექტური მხარე


აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ცოდნა
თავდაცვის მიზნით მოქმედება

აუცილებელი მოგერიების დროს პირმა უნდა იცოდეს, რომ ის


იგერიებს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმას და სწორედაც
რომ ამ მიზნით უნდა მოქმედებდეს (თუმცა, არ არის
სავალდებულო, რომ ეს ერთადერთი მოტივი იყოს. მთავარია, ეს
მოტივი არსებობდეს)
41
მადლობა ყურადღებისთვის!

42

You might also like