You are on page 1of 2

შემაჯამებელი წერა N-2

თიკო სიმონია
რამ დაღუპა განდეგილი?
„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.“
ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ მოგვითხრობს განდეგილ
ბერზე, რომელსაც ერთ დღესაც მოულოდნელად უცნობი მწყემსი ქალი
ეწვევა. ნაწარმოებში ამ ორ გმირს შორის დიალოგი იმართება, რასაც
თამამად შეიძლება ვუწოდოთ მატერიალურ და სულიერ სამყაროთა
ჭიდილი.მიუხედავად ერთი შეხედვით უცოდველი მოქმედებებისა,ქალი
მაცდუნებელ ეშმაკს ემსახურება არა მარტო სილამაზით, არამედ ასევე
თავისი მიამიტური, მატერიალური მსოფლმხედველობით. ქალი
წარმოადგენს მატერიალისტ ადამიანებს, რომელნიც ისე გართულნი
არიან წუთისოფლით, რომ სულიერ ცხოვრებას გვერდზე დებენ და
უმეტესწილად აღარც უბრუნდებიან. ის რამდენიმე წუთში ახერხებს
ბერში გააჩინოს პროტესტის გრძნობა მისი არჩეული ცხოვრების სტილის
მიმართ და განდეგილიც უკვე თავის თავს უბედურად მიიჩნევს:
„ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსაო“
განდეგილის სულიერი დაცემის მიზეზი ქრისტიანული
ღვთისმეტყველების მიხედვით ამპარტავნებაა. რაში იხატება
განდეგილის ამპარტავნება?! განდეგილმა დაივიწყა, რომ მიუხედავად
გარკვეული სულიერი სიმაღლეების მიღწევისა, ის კვლავაც მოკვდავი,
ცოდვილი ადამიანია. მან ისე შეიტკბო ღვთისგან მიმადლებული
სიწმინდე და სასწაულთმოქმედება (ლოცვანის მზის სხივის მიერ
დაჭერა), რომ ცოდვით დაცემის გამო ამ ნიჭის დაკარგვა, დიდ
მწუხარებას ჰგვრის.თუკი განდეგილის ლოცვას ხალხისთვის,
წუთისოფლისთვის შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, სხივი მხოლოდ
მისთვისაა – მისი სულიერი მდგომარეობის დასტური, მისი სიმშვიდის
გარანტიაა.
განდეგილის ტრაგედია, მისი დაცემა, მისი სასოწარკვეთა გამოიწვია არა
ქალის გამომწვევმა და მაცდუნებელმა საქციელმა, არამედ საკუთარმა
სისუსტემ, უნებისყოფობამ და ცოდვით გამოწვეულმა უიმედობამ,
რომელსაც ემსხვერპლა განდეგილი.

You might also like