You are on page 1of 1

ჟანა ნადირაშვილი

გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი არუნდა განვიხილოთ, როგორც უბრალო
მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. ის ამაზე გაცილებით
მეტია. ძალიან საინტერესოა გოდერძი ჩოხელის ფსიქოლოგია.
მისი ნაწარმოები ადვილად იკითხება, თუმცა ძნელია აზრის და
მთავარი სათქმელის დადგენა. ცხადია, გოდერძი თავის
სათქმელს პერსონაჟების, ცხოველების და ბუნების დახმარებით
გადმოგვცემს. ის ნაწარმოებში, ხაზს უსვამს ზოგად საკაცობრიო
საკითხებს და პრობლემებს. ნათელია, რომ ის არაამქვეყნიური
ფენომენია. ,,რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით უფრო მეტი
პრობლემები აქვს“, ,,სევდა ადამიანის მარილია, მაგრამ ის
არუნდა გადაიზარდოს დარდში“-- ამბობს გოდერძი. გასაკვირი
არაა, მისი ცხოვრებიდან და ფსიქოლოგიიდან გამომდინარე,
რომ თვითმკვლელობა სცადა. გოდერძის ნაწარმოებში,
ვხვდებით ვაჟასეულ ჰუმანიზმს, რეალური და არარეალური
სამყაროების დაპირისპირებას. ცხადია, გოდერძი მთის შვილია.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოები უდიდეს აზრს და
დატვირთვას ატარებს, გოდერძი რეალურ სამყაროში ძალიან
უბრალო და უშუალო ადამიანი იყო, რომელსაც უზომოდ
უყვადა ბუნება და ადამიანები. ამ ინფორმაციას ვიგებთ
დოკუმენტური ფილმიდან ,,ცასწავალა“. ძალიან დიდი
ყურადღება და დაკვირვება გვმართებს, როდესაც მის
მოთხრობებს ვკითხულობთ. გოდერძის ნაწარმოებში
თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. ძალიან სჭირდება
ქართულ საზოგადოებას გოდერძისნაირი მწერლები.
ნაწარმოები პრობლემები დღესაც აქტუალურია და თითოეული
ჩვენგანი უნდა ეცადოს ამ პრობლემების გამოსწორებას.

You might also like