You are on page 1of 2

ეთნოლოგიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა

ეთნოლოგიური კვლევის თემატიკას კვლევის საგანი განსაზღვრავს.


ეთნოლოგია/ანთროპოლოგია იკვლევს სოციალური ერთობების ყოფასა და
კულტურას. ეთნოგრაფიული კვლევის ემიპირიული მეთოდები (საველე
ეთნგორაფიული კვლევა) განსაზღვრავს დარგის ძირითადი ინტერესის
ფოკუსირებას თანამედროვეობაზე, თუმცა, რიგი მეთოდების გამოყენებით
შესაძლებელია კვლევა წარსულზე იყოს ორიენტირებული, თუ შესაბამისი
მასალები იქნება ხელმისაწვდომი. კვლევის დროითი ჩარჩოს და თემატური
ინტერესის განსაზღვრა საჭიროებს ეთნოლოგიური კვლევის
წყროთმცოდნეობითი ბაზის განსაზღვრას.
ეთნოგრაფიული ინფორმციის შემცველი არის როგორც
მატერიალური არტეფაქტები, ასევე ლინგვისტური მასალა, წერილობითი
წაყაროები, ფოკლლორული და ეთნოგრაფიული გადმოცემები.
ჩამოტვლილი სფეროებიდან მიღებული მასალა, შესაძლებელია
ეთნოლოგიური კვლვის საფუძველიც გახდეს.
მატერიალური არტეფაქტები, ადამიანების მიერ არის შექმნილი,
შესაბამისად ისინი მოიცავენ ინფორმაციას კონკრეტული, ამ არტეფაქტების
შემქნელი თუ მომხმარებელი საზოგადოებების შესახებ, კერძოდ,
მატერიალური არტეფაქტების შექმნა გარკვეული ცოდნის, უნარების,
ღირებულებების არსებობას გულისხმობს, სწორედ მათ შესახებ არის
შესაძლებელი მსჯელობა. მატერიალური არტეფაქტები დროსა და სივრცეში
არსებობენ, ე.ი. კონკრეტული ისტორიული ეპოქების, დროის დიდი თუ მცირე
მონაკვეთებში, ტერიტორიულად განსაზღვრულ არეალებში სოციუმთა
არსებობის, მათი ყოფისა და კულტურის ნიმუშებს წარმაოდგენენ. ამიტომ,
არქეოლოგიური მონაცემებიც, უძველესი არტეფაქტებიც ეთნოგრაფიული
ინფრომაციის სემცველად გვევლინებიან.
კულტურის ძირითადი საყრდენი ადამაინთა შორის კომუნიკაცია,
კომუნიკაციის საშუალება - ენაა. ამიტომ ნებისმიერი ლინგვისტური მასალა,
ასევე შეიცავს ეთნგრაფიულ მასალას. ერთი მხრივ, ენობრივი მასალა
ეთნოგრაფიული კვლევის დამატებით წყაროს წარმოადგენს, მეორე მხრივ,
ლინგვისტური მონაცმები საშუალებას იძლევა დაისვას კვლევის საკითხი.
ლინგვისტური მონაცემებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ლექსიკურ,
ეტიმოლოგიურ, სემასიოლოგიურ, ონომასტიკურ და ტოპონიმიკურ
მონაცემებს ენიჭება.
ლექსიკოლოგია შეისწავლის მოიცავს ენის სიტყობრივ (ლექსიკურ)
შემადგენლობას. სიტყვები მოიცავენ ლინგვისტურ ფორმულებს,
სინაარსობრივ მნიშვნელობებს, ღირებულებებს და ნორმებს. მათში
ფიქსირებულია მსოფლმხედველობრივი აღქმები, სწორედ ამ
თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვანი დამატებითი წყარო და მასალაა
ეთნოლოგიური კვლევისას. ეტიმოლოგიური მასალა, რაც ადგენს სიტყვის
წარმომავლობას, საშუალებას იძლევა კონკრეტული ენობრივი ჯგუფის
ყოფის, მსოფლმხედველობის, ისტორიული კონტაქტების შესახებ მივიღოთ
ინფორმაცია. სემასიოლოგიური მასალა ანუ სიტყვებისა და გამოთქმების
მნიშვნელობები, შეიცავს მონაცემებს სიტყვების შინაარსობრივი აგებულების,
სემანტიკური ველების (მნიშვნელობებით ერთმანეთთან დაკავშირებული
ლექსიკური ერთეულების), ლექსიკურ-სემანტიკური ვარირების (ცვლილების)
შესახებ, რაც ეთნოლოგებს ეხმარება გამოთქვენ ან დაადასტურონ
ვარაუდები ენობრივ ჯგუფებს შორის საკომუნიკაციო არხების არსებობის,
ურთიერთობის, მიგრაციების, ასევე მსოფლმხედველობრივი განვითარებისა
თუ ნასესხობების შესახებ. ონომასტიკური მასალა მოიცავს მონაცემებს
საკუთარ სახელთა შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ეთნოგრაფული წყაროა
საზოგადოების სოციალური სტრუქტურის (ნათესაობის სისტემის), მთელი
რიგი წეს-ჩვეულებების (მაგ. მესისხლეობა, ეკონომიკური და საწარმოო
ურთიერთობები და სხვ.), ღირებულებების შესახებ, რაც თავის მხრივ
საშუა;ებას იძლევა დასკვნები გაკეთდეს მიგრაციების, კონტაქტების, ყოფითი
და მსოფლმხედველობრივი რეალიების შესახებ. ასეთივე დატვირთვისაა
ტოპონიმიკური მასალა, ე.ი. მონაცემები ადგილთა გეოგრაფიული
სახელწოდებების, მათი მნიშვნელობისა და წარმომავლობის შესახებ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წერილობითი წყაროები, რომლებიც
თავიანთი ხასიათის მიუხედავად (ნარატიული, დიპლომატიური, სოციალური)
შეიცავენ ინფორმაციას კონკრეტულ ისტორიულ ეპოქებში კონკრეტული
ჯგუფების ყოფის, ღირებულებების, ურთიერთობების შესახებ. წერილობით
წყაროები მოიცავს ნარატიულ და დოკუმენტურ მასალას. ნარატიული
მასალა თავის მრივ არის საისტორიო, მხატვრული, პირადი ან სამეცნიერო.
ყველა მათგანი შეცავს ინფორმაციას ყოფის შესახებ, კონკრეტული
კონტექსტების აღწერილობებს, მათში ფიქსირებულია სხვადასხვა ტიპის
ურთიერთობები სხვადასხვა ჯგუფებს ან მათ წარმომადგენელთა შორის, რაც
ეთნოგრაფიულ ინფორმაციას შეადგენს.
ზეპირი გადმოცემები და ფოლკლორული მასალა (ზეპირსიტყვიერიც
და სახელოვნებოც), როგორც ხალხური შემოქმედების ნიმუშები, მათი
შემქმნელების შეხედულებების, ღირებულებების, ნორმების “რეზერვუარებს”
წარმოადგენენ. მათი ანალიზი გვაწვდის ინფორმაციას წეს-ჩვეულებების,
სარიტუალო თუ ყოფითი ქცევის წესების, სოციალური სტრუქტურისა და
ურთიერთობების შესახებ.
ეთნოგრაფული მონაცემები კი არის ის მასალა, რომელიც ემპირიული
გზით იკრიბება დაკვირვებისა და გამოკითხვის მეთოდების გამოყენებით, ის
მოიცავს პირად თუ ჯგუფურ სიცოცხლის ისტორიებს, გადმოცემებს ოჯახის,
გვარის, თემისა თუ უფრო დიდი ეთნიკური ერთობების შესახებ და სრულად
ფარავს ეთნოგრაფიული კვლევის საგანს.

You might also like