You are on page 1of 3

Ბიოლოგია

ნაადრევი სქესობრივი კავშირი და მისი შედეგები

1)

გარდატეხის ასაკში ხდება ორგანიზმის მომწიფება, ჩამოყალიბება, რიგ შემთხვევებში ჩნდება


პრობლემები, ზოგი სწორედ ამ დროს იწყებს სქესობრივ კონტაქტს, რასაც საკმაოდ ხშირად
არასასიამოვნო შედეგები ახლავს თან.

სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის ნორმალურ ასაკად დაახლოებით 18-20 წელია


დადგენილი. მანამდე ადამიანი არც ფიზიოლოგიურად არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული,
არც ფსიქიკურად.

2)

ნაადრევ სქესობრივ კავშირს ახლავს შემდეგი გართულებები: სქესობრივი გზით გადამდები


ინფექციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი დაავადებები რეპროდუქციულ
სისტემაში; მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთა უმრავლესობა არ მიიჩნევს სქესობრივი გზით
გადამდებ ინფექციებს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებად და არ იცის რამდენად მაღალია
ამ დაავადებების გავრცელების რისკი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით. მოზარდთა
სქესობრივ აქტიურობას თან ახლავს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა
ორსულობა და არასასურველი ორსულობის აბორტის გზით შეწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ 18 წელზე უმცროს გოგონებში დედათა სიკვდილიანობის რისკი უფრო


მაღალია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში, რაც განპირობებულია გახანგრძლივებული და
გართულებული მშობიარობით, სისხლდენებით და სხვა. მკვდრადშობადობის რისკიც ორჯერ
მეტია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში.

არასასურველი ორსულობების სიხშირის ზრდა მოზარდ გოგონებში ძირითადად


დაკავშირებულია დაუგეგმავი სქესობრივი კონტაქტებისა და კონტრაცეფციის მეთოდების
გამოუყენებლობასთან.

სქესობრივი აღზრდის საკითხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, ამიტომ


ჯობს, მოზარდმა ეს განათლება მიიღოს მშობლებისაგან და არა არაფრისმომცემი
სერიალებიდან.

3)

რა იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და ინფექციებს?

ბაქტერიები (გონორეა, ქლამიდია, სიფილისი)

ვირუსები (ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური ჰერპესი, ადამიანის იმუნოდეფიციტის


ვირუსი)

პარაზიტები (ტრიქომონიაზი)

რისკ ფაქტორები
ნებისმიერი პირი, რომელიც სქესობრივად აქტიურია, გარკვეულწილად, ყოველთვის იმყოფება
სქესობრვი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

დაუცველი სექსი. ვაგინალური ან ანალური სქესობრივი კავშირის დროს განსაკუთრებით


მაღალია იმის რისკი, რომ ინფიცირებული პარტნიორი, დააინფიცირებს მეორე პირს.

მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა. რაც უფრო მეტია პარტნიორების რაოდენობა, მით
უფრო მაღალია ინფიცირების რისკი;

ძალადობა და გაუპატიურება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას,


გაუპატიურებას, რთული, მაგრამ აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი სკრინინგის,
მკურნალობის მისაღებად;

საინექციო ნარკოტიკების გამოყენება. საერთო ნემსების ხმარება მრავალი სერიოზული


დაავადების გავრცელების ხელშემწყობია, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის,
B და C ჰეპატიტის;

ახალგაზრდა ასაკი. სქესობრივად გადამდები ინფექციების დაახლოებით ნახევარი გვხვდება


15-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში

Დაავადების მაგალითი:

Სიფილისი - არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გამოწვეული ბაქტერიით.

Პირველადი

უმტკივნეულო წყლულები ჩნდება ინფექციის ადგილზე (პირი, ანუსი, სწორი ნაწლავი, საშო ან
პენისი).

წყლულები თავისთავად შეხორცდება 3-დან 6 კვირამდე, მაგრამ მაინც შეიძლება სიფილისის


გავრცელება.

ის ადვილად იკურნება მედიკამენტებით.

Მეორადი

უხეში წითელი ან მოყავისფრო გამონაყარი ხელის გულებზე და ტერფებზე

გადიდებული ლიმფური კვანძები

თმის ცვენა

თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი

უკიდურესი დაღლილობა

ეს სიმპტომები გაქრება, მაშინაც კი, თუ თქვენ არ მიიღებთ მკურნალობას. მაგრამ თუ არ


მკურნალობთ, თქვენი ინფექცია გავრცელდება

მესამეული სიფილისის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:


კუნთების მოძრაობის კონტროლის პრობლემები

დაბუჟება

მხედველობის პრობლემები

დემენცია

You might also like