You are on page 1of 3

ნიკოლოზ მაჭარაშვილი

მე-9 ბ კლასი

UG სკოლა

ეს ესე არის ერეკლე მეორის შესახებ. ვისუბრებ მის მმართველობეაზე, მის


მმართველობის პრინციპებზე და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე სხვადასხვა
წყაროების დაყრდნობით.

ერეკლე მეორე იყო 1744-1762 წლებში კახეთის ხოლო 1762—1798 წლებში ქართლ-


კახეთის მეფე. ზოგიერთი წყარო, მას როგორც მეფეს ამართლებენ და ამტყუვნებენ კიდეც .
ერეკლე მეორე ცნობილია მისი თავდადებით საქართველოს მიმართ. მისი მოღვაწეობის
შესახებ ბევრმა წყარომ მოაღწია ჩვენამდე რაც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ მისი
მმართველობა.

მე - 18 საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან გახშირდა ლეკიანობა. როგორც ომან


ხერხეულიძე, „მეფობა ირაკლი მეორისა“, მორიგე ჯარის შექმნის შესახებ იუწყება ლეკები
არ ცხრებოდნენ და ქართლს ანადგურებდნენ. წყაროში ერეკლე მეორე კარგად არის
დახასიათებული. ომან ხერხეულიძე იუწყება რომ ერეკლე მეორემ შეძლო შეეკრიბა სამი
ათას კაციანი ჯარი და განედევნა მტერი ქართლ-კახეთიდან. აღსაღნიშნავია ის რომ
ერეკლემ მოოხრებული სოფლების აღმშენებლობაც დაიწყო რასაც ისევ ზემოთ ნახსენები
წყარო გვამცნობს.

ერეკლე მეორის კარგი მეფობის მაგალითია წყარო ომან ხერხეულიძესი, მეფობა


ირაკლი მეორისა, ერეკლეს მიერ ახტალის მადნის დამუშავების შესახებ . წყაროს
მიხედვიტ ერეკლე მეორემ იპოვა ადგილი სადაც მოიპოვებოდა ოქრო-ვერცხლი და
ჩამოიყვანა სპეციალისტები რათა მადნი გამოემუშავებინათ . ერეკლეს ბრიტანული
გაზეთი “London Magazine on Gentleman’s Monthly Inteligencer” - იც კარგად აფასებს ისინი
ერეკლეს მოიხსენიებენ როგორც აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილ პრინცს.

კიდევ ერთი მაგალითი ერეკლეს თავდადების მოყვანილია ისევ ომან ხერხეულიძეს მიერ
ზატ-ხანთან ბრძოლის შესახებ. ის აღწერს ომს რომელშიც ქართლ კახეთი იყო ჩაბმული. იქ
ნათლად ჩანს მეფის თავდადება რასაც კონკრეტულ ფრაზაშიც ვპოულობთ. ,,სანამ მე
ცხენზე არ შევჯდები, თვენც არ შეჯდეთ და სანამ თოფი არ გავარდება, თქვენც ნუ
ესვრითო“. ერთ -ერთი თვითმხილველის მიხედვით ერეკლემ სასტიკად დაამარცხა
მტერი.

ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე ისტორიული ზეპირი გადმოცემა. ერთერთი ლეგენდა


ერეკლესა და ხევსურების კარგ დამოკიდებულებაზეა. ერეკლე მეფე ხევსურებს
დახმარებას სთხოვს თათრების დასამარცხებლად. ლეგენდაში ჩანს ხევსურების
სიყვარული მეფის მიმართ.

,,არც ხალხური ლექსები აკლებენ მეფის ქება დიდებას :


ბატონი მეფე გვიცოცხლოს,
ერეკლე – ჩვენი გმირიო!
მტერს წინ წაუვა გულადად,
რაზმში იქნება პირიო;
უმისოდ ჩვენი ბიჭობა
იქნება გასაჭირიო,
მტერი მოგვივა, დაგვხოცავს,
როგორც ხორველა-ჭირიო!“

ზოგიერთი ადამიანისთვის ერეკლე მეორე ყველაზე არაკეთილშობილი ბოროტი და


ხალხის ამწიოკებელი იყო. ერეკლეს ცუდ მეფობაზე საუბრობს ალექსანდრე ამილახვარი
რომელიც ერეკლე მეფის მიერ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დაისაჯა .
ალექსანდრე ამბობდა რომ ერეკლე მეორემ ქვეყანა არა გააძლიერა არამედ დაასუსტა
და გააღარიბა.

სინამდვილეში ერეკლეს ყოველთვის აწუხებდა საქართველოს ბედი რის გამოც


საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით რამაც
რუსეთს თითქმის სრული კონტროლის დამყარების საშუალება მისცა საქართველოზე .
ირანი როგორც საქართველოს მრავალწლიანი დამპყრობელი განრისხდა ტრაქტატზე .
სანამ აღა მაჰმად ხანი თბილისზე გაილაშქრებდა მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილების
გამო მან ელჩი გაგზავნა ერეკლე მეფესთან რაზეც პლატონ იოსელიანი, „ცხოვრება
გიორგი მეცამეტისა“-ში მოგვითხრობს. წყაროში ნათლად ჩანს თუ როგორ გმობს
ირანთან დაბრუნებას.

ის ამბობს - ,,მრავალ-ჯერ ვარ მოტყუებული სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი;


სარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა; მიმიცია სიტყვა და წერილითი
პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან, რომელიც არის
ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკლესიის შვილი.’’

გეორგიევსკის ტრაქტატს არამარტო ირანი აპროტესტებდა. ამის წინააღმდეგი სოლომონ


ლიონიძეც იყო. ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით სოლომონი ირანისკენ უფრო იხრებოდა
ვიდრე რუსეთისკენ. ის აფრთხილებდა მეფეს ირანის შეტევებზე სადაც რუსეთი არ
დაგვეხმარებოდა მაგრამ ერეკლე ბოლომდე რუსეთს იყო მინდობილი იგი ეუბნებოდა
- ,,მე სპარსთა ყაენებს ვერ დავემორჩილები. არ შემიძლიან, იგინ ჩემი ღირსნი არ არიან
და ჩემს ქვეყნის, რომ მე მათ ვალად ვიწოდებოდეო. რუსნი ქრისტიანები არიან, ამათს
მფარველობის ძალით მოვსთხრი სპარსეთსო.“

ზემოთ მოყვანილი წყაროები ერეკლე მეორესთან დაკავშირებით შეიძლება არ


შეესაბამებოდეს სიმართლეს. ზოგი ისტორიკოსი ერეკლეს შეიძლება იმდენად
ემხრობოდა და მოსწონდა რომ სუბიექტურად აფასებდა მის მმართველობის პრინციპებს .
მაგრამ ზოგიერთი შეიძლება პირიქით ერეკლესადმი სიძულვილის გამო ცუდად
გამოიყვანოს სხვადასხვა სიტუაციაში.

ჩემი აზრით აქაც არის რამდენიმე ეჭვგამჩენი წყარო.მაგალითად ომან ხერხეულიძეს


მიერ ზატ-ხანთან ბრძოლის შესახებ.-ში ავტორს შემოაქვს თვითმხილველის ცნობა რაც
შეიძლება არარეალური იყოს და ის ადამიანი ვინც ამ ბრძოლის დანახვას იბრალებს
იტყუებოდეს.

ჩემი აზრით ალექსანდრე ამილახვრის წყაროც ეჭვგამჩენია რადგან ცნობილია რომ მას
ერეკლესთან მტრობა აკავშირებს რაც შეიძლება იყოს მიზეზი თუ რატომ ახასიათებს
ერეკლეს ასე ცუდად.

ერეკლე მეორეს ბევრი გადაწყვეტილება აქვს მიღებული რაც უფრო და უფრო აჩენს იმის
შანს რომ ბევრი მოსაზრება იყოს ამა თუ იმ საკითხებზე. ჩემი აზრით ყველაზე სადაო თემაა
ნიკოლოზ მაჭარაშვილი

მე-9 ბ კლასი

UG სკოლა

გეორგიევსკის ტრაქტატი იმიტომ რომ არსებობს ორი ერთმანეთის საპირისპირო


მოსაზრება. მეფეს ან რუსეთთან უნდა ეთანამშრომლა და ირანთან და თურქებთან
დაძაბვოდა სიტუაცია ან დარჩენილიყო დაპყრობილი არაქრისტიანულ ქვეყნებს შორის .
მეფეს სჯეროდა რომ რუსეთი მოღალატე არ იყო და თუ მაინც რამე ცუდს ჩაიდენდა
რჯულს მაინც არ შეაცვლევინებდნენ.

ჩემი აზრით ერეკლე მეფისთვის მაშინ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო რადგან
მას სხვა შანსი ქვეყნის გაძლიერებისთვის და ირან-ოსმალეთისგან თავის დასაღწევად არ
ჰქონდა.

You might also like