You are on page 1of 2

მარიამ ჭითავა

დასაწყისი (მარი ქ)

აჭარის გეოგრაფიული მდებარეობა (მარი ჭ)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ


ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში შემავალი
მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე—
აჭარისწყალი. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან
საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს , ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის
ციცაბო ფერდობებს. მთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 80 % უჭირავს,
მთისწინეთს — 15 %, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5
%.

აჭარის კლიმატი(მარი ჭ)

აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული


იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები.
მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე
მეტრს აღწევს.

ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავითაა გამორჩეული. იცის თბილი,


უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად
მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის
გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

მთა მტირალა (სანდრო მუჯირი)

აჭარის წიაღისეული (სანდრო)

ბათუმისა და აჭარის მოსახლეობა (სანდრო)

კურორტები (ნიკა)

აჭარული ფოლკლორი (ნიკა)

აჭარული ტრადიცია

ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით აჭარაში ამ ბოლო დრომდე ბევრი უძველესი


ტრადიცია არსებობდა, მაგრამ ძეობის წეს-ჩვეულება განსაკუთრებით გამორჩეული იყო.
ვაჟის გაჩენა აჭარელთათვის ორმაგად სასიხარულო იყო. ვაჟი „თვალის სინათლედ”,
„მუხლის ძალად”, „სახლის დირეღად” – სახლის ბოძად მიიჩნეოდა. მისი დაბადების
აღსანიშნავად დედაბოძზე ცხენის ნალს მიაჭედებდნენ. როგორც მთქმელები
გადმოგვცემდნენ, „უწინ გოგოს დაბადებას ვაით და ვიშით ხვდებოდნენ”, იმიტომ, რომ ქალი
„სხვისი ნაცარი იყო”. ჩვეულებრივ, როცა მშობიარეს ტკივილი დაეწყებოდა მას „ბავშვის
ამყვანს” მიუყვანდნენ, რომელსაც ქვემო აჭარაში „ბებიას” ანდა „ბებია ქალს”, ხოლო ზემო
აჭარაში – „ებეს” ეძახდნენ. აჭარაში არსებული ჩვეულების მიხედვით ბავშვის დაბადების
მომენტში ოჯახში მამაკაცი არ უნდა დარჩენილიყო

აჭარული სამზარეულო (მარი ქ)

რატომ უნდა ვეწვიოთ ბათუმს? (მარი ქ)

You might also like