You are on page 1of 2

საკასაციო საჩივარი

საქმის ნომერი ას-779-746-2014 კატეგორია სანივთო სამართლებრივი დავა


თარიღი 30/04/2015 დაკავშირებული უძრავ ქონებაზე
სახეობა
გაუქმდა და საკუთრებასთან
შედეგი მიღებულია ახალი
დავის საგანი მესაკუთრედ ცნობა
გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება/განჩინება
  მთავარი | სიახლეები | მართლმსაჯულების სასახლე | სტრუქტურა | მოსამართლეები | სისტემა
  | ბიუჯეტი | კანონმდებლობა | კონტაქტი
  << უკან «წინა
 
  «წინა
№ას -779-746-2014                                                                                 30 აპრილი, 2015 წელი,
                                                                                                           ქ.თბილისი
         
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
     
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
 
 
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
 
კასატორი - შპს „ფ-ა“ (მოსარჩელე)
 
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ტ-ე (მოპასუხე)
 
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის  სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
 
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით
სარჩელის დაკმაყოფილება
 
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, რესტიტუცია
 
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი    ნ ა წ ი ლ ი:
 
            შპს „ფ-მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ. ტ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა
ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ნასყიდობის საგნის დაბრუნების მოთხოვნით.
            მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ფ-ა“ 1994 წელს დაფუძნდა. 2006 წელს შპს ,,ფ-ას“ 50%-იანი
შეიძინა ჯ. მ-მ. ამ პერიოდისთვის შპს ,,ფ-ა” საკმაოდ შემოსავლიანი საწარმო იყო, მის საკუთრებას
წარმოადგენდა  ქ. თბილისში, რ-ს  გზატკეცილზე პურის ქარხნისა და არსებულ სახლს შორის
/ქ.თბილისში, გ-ს ქუჩა №113-თან მდებარე მიწის ნაკვეთი. ბ. კ-ე და ჯ. მ-ე შეთანხმდნენ, რომ
საწესდებო კაპიტალში 1000 ლარიანი შენატანის გარდა, ახალ პარტნიორს უნდა გადაეხადა
გარკვეული თანხა შპს ,,ფ-ში“ პარტნიორობისა და შემდგომი შემოსავლის მიღების სანაცვლოდ. ჯ. მ-
მ 2006 წელს შპს ,,ფ-ას“ დირექტორს და პარტნიორ ბ. კ-ს გადასცა 16000 აშშ დოლარი. იმავე წელს
შპს ,,ფ-მ“ დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება. 2010 წლის შემოდგომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ
შპს ,,ფ-ს“ საქმიანობა შეჩერდა, ხოლო ჯ. მ-ე ვერ ახერხებდა მის მიერ ჩადებული ინვესტიციებიდან
<< უკან

You might also like