You are on page 1of 3

კაზუსის ამოხსნა.

1)ჰიპოთეზა: შესაძლოა ზურაბსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო


ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

სამართლებრივი ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის 1ლი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტში მოცემულია
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიცია,რომლის მიხედვითაც
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან
დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება წარმოადგენს
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

სუბსუმცია: სზაკ-ის მიხედვით და მოცემული კაზუსის ფაბულის მიხედვით


ადმინისტრაციული ხელშეკრულება შედგება რამდენიმე არსებითი ელემენტისგან .ჩვენს
შემთხვევაში, ამ კონკრეტული ელემენტებზე დაყრდნობით უნდა დავადგინოთ
განსახილველ კაზუსში თაბუკაშვილსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული
შეთანხმება არის თუ არა ადმინისტრაციული ხელშეკრულება .პირველი ელემენტია
ადმინისტრაციული ორგანო; ამ შემთხვევაში მოცემული გვაქვს ეკონომიკის
სამინისტრო,რომელიც სზაკ-ის მე-2 მუხლის 1ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით ,არის
სახელმწიფო ორგანო,რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ;მოცემულ კაზუსში კი
მსგავსი უფლებამოსილების ფარგლებში ექცევა კონკრეტული ხასიათის პროგრამებზე
განცხადების მიღების გამოცხადება, დაინტერესებული პირების დაფინასება და
სხვა.ამრიგად,პირველი ელემენტი სახეზე გვაქვს.მეორე არსებითი კომპონენტია
უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე .
ამ ნაწილშიც ადმინისტრაციული ორგანო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს
კანონმდებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში დებს აღნიშნულ ხელშეკრულებას .
მესამე კომპონენტია-სუბიექტები,რომლებთანაც იდება ორგანოს მიერ
ხელშეკრულება.სამსჯელო კაზუსში კი ასეთი სუბიექტია ზურაბ თაბუკაშვილი ,ფიზიკური
პირი,რომელმაც გამოავლინა ნება და სამინისტროს მიმართა შესაბამისი
განცხადებით.ბოლო ელემენტი გახლავთ საჯარო უფლებამოსილების მიზანი, რომელიც
ემსახურება საჯარო ამოცანის განხორციელებას.ამ შემთხვევაში ასეთი საჯარო მიზანი
არის ,,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება",ასევე ეროვნული პროდუქციის
საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაცია,რასაც ემსახურება სწორედ ეს აღნიშნული
პროგრამა და სუბიექტები,რომლებთანაც დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება ,
განსაზღვრული საჯარო ამოცანის შესასრულებლად.

დასკვნა: ზურაბსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული შეთანხმება არის


ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
2)ჰიპოთეზა: შესაძლოა რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემაზე
უარი წარმოადგენდეს ინდაქტს.

სამართლებრივი ნორმა:სზაკ-ის მე-2 მუხლის 1ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს


ინდაქტის ნორმატიულ ცნებას.

სუბსუმცია: ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და კაზუსში მოცემული ფაქტობრივი


გარემოებებიდან გამომდინარე რომ დავადგინოთ არის თუ არა გარემოს დაცვის
სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემაზე უარი ინდაქტი, ის უნდა აკმაყოფილებდეს
რამდენიმე აუცილებელ ელემენტს.1)ადმინისტრაციული ორგანო-სზაკ-ის მე-2 მუხლის
1ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსის საფუძველზე გარემოს დაცვის
სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს,რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო უფლებამოსილებებს; ასეთ
უფლებამოსილებებად კი მოცემულ კაზუსში გვევლინება კონკრეტულ მოთხოვნაზე
ნებართვის გაცემა,ასევე ლიცენზიების გაცემა და სხვა. ამდენად, გარემოს დაცვის
სამინისტრო ნამდვილად არის ადმინისტრაციული ორგანო. 2)მეორე კომპონენტიც
შესაბამისად მოცემული გვაქვს, ვინაიდან გარემოს დაცვის სამინისტრო
ხელმძღვანელობს ,,ტყის მარეგულირებელი კანონმდებლობით".3)კაზუსში აღნიშნულია
რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უარი ნებართვაზე მიმართულია კონკრეტული
პირისადმი,კერძოდ, ზურაბ თაბუკაშვილის მოთხოვნაზე. ამდენად პირთა წრე ,როგორც
ინდაქტის მესამე ელემენტი, იდენტიფიცირებულია.ასევე შემთხვევაც ერთჯერადია ,ეხება
მხოლოდ კონკრეტულ განაცხადზე ნებართვის მიცემა/არ მიცემას.4)მოწესრიგება -
როგორც წესი,ინდაქტის მთავარი პროდუქტი არის სამართლებრივი შედეგი ,რომელშიც
მოაიაზრება გარკვეული ღონისძიების დაწესება,შეწყვეტა,შეცვლა ან დადასტურება .
მოცემულ კაზუსში კი სამართლებრივი შედეგი გამოიხატა გარემოს დაცვის სამინისტროს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაში ზურაბ თაბუკაშვილისთვის ,ვინაიდან
სამინისტროს მიერ ნებართვაზე უარმა ადრესატს დაუწესა შეზღუდვა -იგი ვერ
ისარგებლებდა ტყის რესურსებით კომერციული მიზნით.

დასკვნა: გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ უარი ნებართვაზე არის ინდაქტი .

3)ჰიპოთეზა:შესაძლოა რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემაზე


უარი იყოს კანონიერი.

მოცემულ კაზუსში ვხედავთ,რომ ინდაქტის გამოცემის საფუძველი გახდა თაბუკაშვილსა


და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ადმინისტრაციული
ხელშეკრულება.აქედადან გამომდინარე, იმისთვის, რომ დადგინდეს ინდაქტის
კანონიერება,თავდაპირველად უნდა შევამოწმოთ ადმინისტრაციული ხელშეკრულების
შესაბამისობა კანონთან.ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ ადმინისტრაციული
ხელშეკრულების-ფორმალური და მატერიალური კანონიერების ელემენტები .

1)ფორმალური კანონიერება:
ა)ორმხრივი ნება:ადმინისტრაციული ხელშეკრულება იდება ორმხრივი ,თანმხვედრი
ნების გამოვლენის შედეგად.კაზუსშიც შესაბამისად მოცემული გავაქვს,რომ სამინისტრო
და თაბუკაშვილი ორმხრივი ნების გამოვლენით აღწევენ შეთანხმებას ,რაც გამოიხატა
სამინისტროს ოფერტში-განხცადების მიღების გამოცხადება, და თაბუკაშვილის აქცეპტში .

ბ)ფორმა: სზაკ-ის 69-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება


დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .
შესაბამისად კაზუშიც გვაქვს მითითება რომ მხარეებმა დადეს წერილობითი შეთანხმება .

გ) მესამე პირის/სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციული


გარიგების დადებაში: სზაკ-ის 67-ე მუხლის 1ლი ნაწილის თანახმად, გარიგება,რომელიც
ზღუდავს მესამე პირის უფლებას, ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას , ძალაში შედის ამ
პირის წერილობითი თანხმობით. კაზუსშიც შესაბამისად ვხედავთ,რომ თაბუკაშვილმა
წარადგინა განცხადება ყველა სათანადო დოკუმენტით.

2)მატერიალური კანონიერება:

ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულება ამ ეტაპზე უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციულ


და სამოქალაქო კოდექსებს, ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს
კონსტიტუციას და კანონმდებლობას, თუმცა კაზუსში საწინააღმდეგო გარემოება გვაქვს
მოცემული.კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტრო მიუთითებს,რომ ღონისძიება -ტყის
ნედლეულის კომერციის მიზნით მოპოვება,რომლის განხორციელებაც ადმინისტრაციული
ხელშეკრულების საგანი იყო, ეწინააღმდეგება ტყის მარეგულირებელ
კანონმდებლობას,რითაც მსგავსი რამის განხორციელება აკრძალულია.აქედან კი
აშკარაა,რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს მატერიალურ
კანონიერებას,რის საფუძველზეც უნდა ვთქვათ,რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უარი
ნებართვაზე სრულიად ჭეშმარიტი და კანონიერია.

დასკვნა: ადმინისტრაციული ხელშეკრულება აღმოჩნდა კანონსაწინააღმდეგო ,რის


საფუძველზეც დადგინდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს უარი ნებართვის გაცემაზე
კანონიერია.

You might also like