You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

მუხლი 943. სარჩოს ოდენობა

სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებასთან მიმართებაში სრული მოცულობით 1
მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ემუხლის I ნაწილით
განსაზღვრული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი.

სწორედ სახელშეკრულებო თავისუფლებაში ვლინდება პიროვნება, როგორც ქონებრივი 2


უფლებების მატარებელი სუბიექტი. „ინდივიდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი
ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან ააგოს საკუთარი შეხედულებისამებრ და არა
წინასწარ დადგენილი, სავალდებულო დებულებების მიხედვით. მას ენიჭება
თავისუფლება იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებსაც მართლზომიერად
მიიჩნევს, მაგრამ იმ პირობით, რომ არ დაზარალდება სხვა პირთა ანალოგიური
თავისუფლება. ამრიგად, სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს ინდივიდის
თავისუფლებას და დაუთმოს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი
არსებობის პირობები. ინდივიდისათვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმსარებლობისა და
მეწარმეობის თავისუფლებას, არამედ ხელშეკრულების თავისუფლებასაც“.1

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ 3


ინსტიტუტებთან, როგორიცაა: კერძო ავტონომია (10-ე მუხლის მეორე ნაწილი);
ხელშეკრულების თავისუფლება (319-ე მუხლი); ვალდებულების ჯეროვანი შესრულება
(361-ე მუხლი); ვალდებულების შესრულების დრო.

II. გამოყენების წინაპირობები


ქართული სამართლის რეფორმის სერიოზულ მონაპოვარს წარმოადგენს
სახელშეკრულებო თავისუფლება. სახელშეკრულებო თავისუფლების საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გაგება შეესაბამება ევროპული ვალდებულებითი
სამართლის უნიფიკაცია-ჰარმონიზაციის პროცესს.2 საერთაშორისო კომერციული
ხელშეკრულებების პრინციპების პროექტი, რომელიც ამის გამოხატულებაა, პირველივე

1 Zweigert/Kötz, Einfürung in die Rechtvergleichung, 2002, S. 316.


2 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, გვ. 268.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

მუხლში ადგენს, რომ მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები და


განსაზღვრონ მათი შინაარსი.3

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისაგან


შედგება: ერთის მხრივ, იგი მოიცავს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ხოლო
მეორეს მხრივ — ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის
შესაძლებლობას.4 თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ „სახელშეკრულებო
თავისუფლება სახელშეკრულებო წესრიგის ფარგლებშია შესაძლებელი და თუ იქიდან
ამოვარდა, სამოქალაქო ბრუნვაში ანარქია და განუკითხაობა დაისადგურებს“.5

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გადასახდელი სარჩო შეიძლება იყოს ფულადი


ან ნატურალური სახის. მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით,
მაგალითად, ყოველთვიურად 300 ლარი. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ მიუთითა,
რომ სკ-ის 943-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა წარმოადგენს, სწორედაც
რომ, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებლების გამოხატულებას.6

ნატურალური სარჩოს შემთხვევაშიც (ბინით, კვებით, მოვლით თუ სხვა აუცილებელი


დახმარებით განსაზღვრული სარჩო), ასევე დეტალურად უნდა განისაზღვროს მისი
ოდენობა. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მასზეა
დამოკიდებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას მხარეთა უფლება-
მოვალეობების მოცულობა.

3Schulze/Zimmerman (Hrsg.), Basistexte zum Europeischen Privatrecht. Textsammlung. 2.Aufl. Baden-Baden,


2002, S. 436.
4 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.
426.
5 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, გვ. 273.
6საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001
წლის 31 იანვრის N 3კ/782 განჩინება.
2
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like