You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

მუხლი 950. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები

1. მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის მემკვიდრეებზე,


რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.
2. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება
უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება შეწყდება.

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რჩენის მოვალეობა ატარებს 1
განგრძობად, ხანგრძლივ ხასიათს, ამიტომაც ამ ხელშეკრულების შინაარსი
განისაზღვრება არა განსაზღვრული ფასით ქონების გადაცემასთან დაკავშირებით
წარმოშობილი უფლება-მოვალეობებით, არამედ სარჩოს გადახდასთან დაკავშირებით
წარმოშობილი უფლება-მოვალეობებით.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სპეციფიკურობა გამოიხატება იმაშიც, რომ 2


მართალია იგი წარმოადგენს ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებას,
მაგრამ მარჩენალი მისთვის გადაცემული ქონების მესაკუთრე ხდება სარჩენის
გარდაცვალების მომენტიდან, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის
დამთავრების მომენტიდან.1

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


3
განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ
ინსტიტუტებთან, როგორიცაა: მოვალის გარდაცვალება (453-ე მუხლის პირველი
ნაწილი); სამკვიდრო ქონება (1328-ე მუხლი); მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა
კრედიტორების წინაშე (1484-ე მუხლი).

II. გამოყენების წინაპირობები

1. ზოგადი დებულებები
სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარჩენი, როგორც წესი, არის ჯანმრთელობის 4
მდგომარეობის ან ასაკის გამო შრომისუუნარო პირი. ამიტომაც დიდია ალბათობა, რომ
სარჩენი უფრო ადრე გარდაიცვალოს, ვიდრე მარჩენალი. თუმცა კი კანონმდებლობა
ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მარჩენალი გარდაიცვლება
სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის

1საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის N ას-185-
178-2012 განჩინება.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 27 მაისი, 2016

ვალდდებულების შეწყვეტამდე. საერთო წესის მიხედვით, მოვალის გარდაცვალება არ


იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.2

2. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში მარჩენალის გარდაცვალების


სამართლებღივი შედეგები
5 სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის ვალდებულების
შეწყვეტამდე მარჩენალის გარდაცვალება, არ იწვევს რჩენის ვალდებულების
ავტომატურად შეწყვეტას. 950 I ნაწილის დანაწესი არის იმის დასტური, რომ სარჩენის
მიერ მარჩენალისათვის გადაცემული ქონება ითვლება მარჩენალის საკუთრებად და
მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში შედის მის სამკვიდრო ქონებაში.3

6 ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, სამკვიდროს წარმოადგენს.4 1328 I-ლი


ნაწილის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი
უფლებების (სამკვიდროს აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდროს პასივი)
ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ანუ სამკვიდრო
შეიცავს როგორც აქტივს, ასევე პასივსაც (იმ ვალდებულებებს, რომელიც
მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის).5

7 სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის ვალდებულების


შეწყვეტამდე მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, რჩენის ვალდებულება
წარმოადგენს სამკვიდროს პასივს და გადადის მარჩენალის იმ მემკვიდრეებზე,
რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. თუ მემკვიდრეები უარს განაცხადებენ
სარჩენის რჩენის ვალდებულების შესრულებაზე, ეს გამოიწვევს სამისდღეშიო რჩენის
ხელშეკრულების შეწყვეტას, თანაც მარჩენალის მემკვიდრეები ვალდებულნი არიან,
გადაცემული ქონება დაუბრუნონ სარჩენს.

8 თუ მემკვიდრეთა ბრალეული ქმედებით სარჩენისათვის ქონების ნატურით დაბრუნება


შეუძლებელია, მაშინ ქონების ნატურით დაბრუნების ნაცვლად, მათ დაეკისრებათ
სარჩენისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საერთო წესის მიხედვით.6

2 ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 453, გვ. 564.


3 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრ. გადაცემის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 441.
4 ახვლედიანი, მემკვიდრეობის სამართალი, 1997, გვ. 6.

5 შენგელია/შენგელია, მემკვიდრეობის სამართალი, მეორე გამოცემა, 2011, გვ. 29.

6 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.

445.
2
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like